You are on page 1of 4

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი


ვალდებულებითი სამართალი
ბილეთი # 3

კითხვები:

1. მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული შეთანხმებების თავისებურებანი (5 ქულა)

პასუხი:

ჩვენთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულება ორ ადამიანს შორის იდება, რაც მათ შორის
ურთიერთობებს აწესრიგებს და სახელშეკრულებო უფლებები და მოვალეობები წარმოეშბათ
მხოლოდ ამ ხელშეკრულების მონაწილეებს. ასევე არის შემთხვევები, როცა ხელშეკრულება
ორ პირს შორის იდება, მაგრამ სხვა პირს ხმარდება სარგებელი. მაგალითად დედა დაპირდა
შვილს, რომ საშობაოდ უყიდდა ახალ კაბას, დედა ერთ-ერთ მაღაზიაში შეარჩევს კაბას და
გამყიდველს შეუთანხმდება, რომ კაბა მაღაზიამ უნდა მიუტანოს მის შვილს. ასეთ
შემთხვევაში ხელშეკრულება არა დედასა და შილს შორის, არამედ დედასა და მაღაზიას
შორის იდება, მაგრამ შვილის სასარგებლოდ. ასეთ ხელშეკრულებას კი „მესამე პირის
სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება ეწოდება“. ამრიგად, „მესამე პირის სასარგებლოდ
დადებულად ჩაითვლება ხელშეკრულება, რომლითაც ხელშეკრულებით
გათვალისწინებული შედეგი დგება იმ პირის მიმართ, რომელიც არ რის ხელშეკრულების
მონაწილე (მესამე პირი) „ . მესამე პირი შეიძლება იყოს იურიდიული ან ფიზიკური პირი.
ფიზიკური პირის დროს, შეიძლება ხელშეკრულების დადების მომენტში ის არათუ
დაბადებული, არამედ ჩასახულიც კი არ იყოს, აქედან გამომდინარე ფიზიკური პირის
შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ მესამე პირი იყოს ქმედუნარიანი. მესამე პირთა
დადებული ხელშეკრულება 2 ჯგუფად იყოფა. პირველი ეს არის, ხელშეკრულებები მესამე
პირთა დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, ხოლო მეორე ხელშეკრულებები მესამე პირთა
დამოუკიდებელი მოთხოვნით. 349-ე მუხლის მიხედვით: „მესამე პირის სასარგებლოდ
დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ისე
მესამე პირმაც“. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მესამე პირთა სასარგებლოდ შესრულებულება
შეიძ₾ება გამოიხატოებოდეს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში. ხელშეკრულებაში,
რომელიც მესამე პირის სასრგებლოდ სრულდება და მხარეები შეთანხმდებიან
ხელშეკრულების შესახებ, შესაძლებელია, მხოლოდ ძირითადი ვალდებულების ნაწილი
შესრულდეს და არა მთლიანად ძირითადი ვალდებულება.
350-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი ითვალისწინებს უფლების შეძენას მესამე
პირის მიერ. აქ მნიშვნელოვანია დადგინდეს მოცემული ტიპის ხელშეკრულებათა მიზანი.
მესამე პირი იძენს თუ არა უფლებას დადებული ხელშეკრულების საფუძელზე, ყოველი
ხელშეკრულების საფუძელზე, ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების, კონკრეტული
ფაქტის შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს და რაიმე მზა რეცეპტის შემუშავება
შეუძლებელია. ხოლო ამავე მუხლის „ბ“ პუნქტი ითვალისწინებს მესამე პირისათვის
უფლების წარმოშობის მომენტს. მესამე პირი უფლებას, ხელსეკრულების დადების
მომენტიდან იძენს, მაგრამ არსებობს გამონაკლისი, როცა მხარეები ამ უფლების წარმოშობას
გარკვეული ვადის ან პირობის დადგომას უკავშირებენ. „გ“ პუნქტი კი, ხელშეკრულების
მხარეთა უფლება გააუქმონ ან შეცვალონ მესამე პირის უფლება. შეთანხმების განმარტებისას
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, მესამე პირის უფლება შეცვლადი და გაუქმებადი არის თუ
არა, რაც კონკრეტული ფაქტის შეფასების შედეგად უნდა მოხდეს. რაც შეეხება 350-ე მუხლის
მეორე ნაწილს, ეს ეხება მესამე პირის შეცვლის უფლებას. მხარეთა ნებიდან გამომდინარეობს
ის, რომ ხელშეკრულება მესამე პირის სასარგებლოდ იდება და მესამე პირის ვინაობასაც
ხელშეკრულების მხარეები განსაზღვრავენ.

რაცშეეხება 351-ე მუხლს „ თუ მესამე პირი უარს ამბობს ხელშეკრულებით შეძენილ


უფლებაზე, მაშინ კრედიტორს შეუძლია თვითონ მოითხოვოს ვალდებულების შესრულება,
თუ ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.“ მესამე
პირის უარი უფლებაზე არის ცალხმრივი ნების გამოვლენა, რომლის ნამდვილობისათვის
აუცილებელია ამ ნების გამოვლენის მიღება ადრესატის მიერ. იმ შემთხვევაში თუ მესამე
პირი უარს იტყვის მისთვის მინიჭებული უფლების განხორციელებაზე, კრედიტორს
თვითონ შეუძლია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება 351-ე მუხლის თანახმად.

ხელშეკრულების თავისუფლება და ხელშეკრულების დადების ვალდებულება (5 ქულა)

პასუხი:

აღნიშნული თემა ეხება 319-ე მუხლს. ხელშეკრულების დადების თავუსფლების


შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსი: პირველი ეს არის
319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადება „სახელმწიფოს ნებართვის აუცილებლობა
ხელშეკრულების დადებისას“. ჩვენთვის ცნობილია, რომ სამოქალაქო სამართალი კერძო
პირთა სამართალია, სადაც ეს პირები დამოუკიდებლად წყვეტენ ერთმანეთთან
ურთიერთობის საკითხებს, თანამედროვე მართლწესრიგი ითვალისწიებს შემთხვევებს, როცა
სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების ჩარევა აუცილებელი ხდება ამ კერძო ხასიათის
ურთიერთობეში. ჩვენთვის ასევე ცნობილა ამგვარი ჩარევის კიდევ ერთი საშუალება,
სპეციალური ნებართვების დაწესება ხელშეკრულების დადებისას. აღნინშული მუხლის,
მესამე წინადებით, განსაზღვრულია ის, რომ თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი
ინტერესების დაცვისთვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს
ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ამრიგად, შესაძლებელია
ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული იყის სახელმწიფოს ნებართვაზე, მაგრამ
ასეთი ნებართვის აუცილებლობა კანონით უნდა იყოს მოწესრიგებული.

319-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი მოიცავს, ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, ე.წ.
კონტრაჰირების იძლებას. „საბაზრო ეკონომიკის კორექტივს“ წარმოადენს კონტრაჰიტები,
რომლებიც მიზნად იმ პირთა დაცვას ისახავენ, რომელთა უფლებებიც შეიძლება ბაზარზე
გაბატონებული მდგომარეობის მქონე საწარმოების ზეგავლენით შეილახოს.
ხელშეკრულების დადების ვალდებულება გვაქვს, იქ სადაც ერთი მხარე უფლებამოსილია
მოითხოვოს მეორე მხარისაგან ხელშეკრულების დადება. ვიგებთ, რომ კონტრაჰირების
იძულება გულისხმობს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მაგრამ ამით არ
შემოიფარგლება და მაგალითად, დომინირებული მდგომარეობის მქონე პირს უფლება არ
აქვს კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები.
კონტრაჰირების იძულება არ შემოიფარგელება ხელშეკრულების დადების თავისუფლების
შეზღუდვით და ის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრასაც უკავშირდება.

„ხელშეკრულების დადების ვალდებულების დარღვევა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაა


და მისი დამღრვევი შეიძლება სასამართლოს წესით იქნეს იძლებული დადოს
ხელშეკრულება.“ აღნიშნულის დროს კი, შეიძლება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
წარმოიშვას. იმპერატიული ნორმების საფუძელზე იზღუდება ხელშეკრულების შინარსის
განსაზღვრის თავისუფლება და აღნიშნული შეზღუდვები შეიძლება ხხელშეკრულების
სხვადსხვა ელემენტს ეხებოდეს.

კაზუსი: (10 ქულა)

დათო ბათუმის აეროპორტიდან მიფრინავდა თბილისში 1 მაისს, რა დროსაც აეროპორტის


ტერიტორიაზე შეხვდა კომპანია ბათუტექნიკის თანამშრომლებს, რომლებიც მართავდნენ
ფასდაკლების აქციას. აქციის ფარგლებში დათოს შესთავაზეს სხვადასხვა მოდელის
ტელეფონი. მას მოეწონა ეფლის ახალი 13X მოდელის ტელეფონი და მის შესაძენად 1000
ლარი გადაიხადა. დათო ახალ ტელეფონს აეროპორტშივე დაეუფლა და გაფრინდა
თბილისში. 5 მაისს დათოს იგივე მოდელის ტელეფონი თბილისის ერთ-ერთი ტექნიკის
მაღაზიაში 950 ლარად ნახა. მან გადაწყვიტა დაებრუნებინა აეროპორტში ნაყიდი ტელეფონი
თბილისში ბათუტექნიკის მაღაზიაში, თუმცა მაღაზიამ უარი განაცხადა დათოსთვის
გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.

კითხვა: რა სახის ხელშეკრულება დაიდო დათოსა და ბათუტექნიკს შორის? აქვს თუ დათოს


უფლება დააბრუნოს ნაყიდი ტელეფონი? დაასაბუთეთ თქვენი პოზიცია.

პასუხი:

კაზუსში იკვეთება შემდეგი გარემოებები: დათო მიფრინავდა თბილისში 1 მაისს,


რა დროსაც შეხვდა კომპანია ბათუტექნისიკის თანამშრომელი და ამ კომპანიის
ფასდაკლების აქციით, დათომ შეიძინა ეფლის ახალი 13X მოდელის ტელეფონი.
შესაძენად 1000 ლარი გადაიხადა. 5 მაისს დათოს იგივე მოდელის ტელეფონი
თბილისის ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიაში 950 ლარად ნახა. დათო მივიდა
ბათუტექნიკის მაღაზიაში, ტელეფონის დასაბრუნებლად თუმცა მაღაზიამ უარი
განაცხადა. დათოსა და ბათუტექნიკს შორის დაიდო „ქუჩაში დადებული
ხელშეკრულება“. აგრეთვე დათოს არა აქვს უფლება ტელეფონი უკან დაუბრუნოს
მაღაზიას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 336-ე მუხლის მიხედვით:
„მომხმარებელსა და საკუთარი სარეწის ფარგლებში მოვაჭრე პირს შორირს ქუჩაში
სახლის წინ და მსგავს ადგილებში დადებული ხელშეკრულება ძალაშია მხოლოდ
მაშინ, თუ მომხმარებელი ერთი კვირის ვადაში ხელშეკრულებას წერილობით არ
უარყოფს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულების შესრულება ხდება მისი
დადებისთანავე.“

დათოსა და ბათუტეკნიკს შორის დადებული ხელშეკრულება, ნამდვილად


კალიფიცირდება, როგორც ქუჩაში დადებული ხელშეკრულება, რადგან ეს
ხელშეკრულება მისთვის მოულოდნელი იყო და მას არ ჰქონდა ნაფიქრი მასზე.
მაგრამ დათოს არ აქვს უფლება მოითხოვოს ტელეფონის უკან დაბრუნება, რადგან,
მართალია დათომ მაღაზიას 1 კვირის ვადაში მიაკითხა, მაგრამ ის მხოლოდ იმ
შემთხვევაში შეძლებდა ხელშეკრულების უარყოფას, თუ ადგილზე არ გადაიხდიდა
თანხას და არ აიღებდა ტელეფონს.

ამრიგად, 336-ე მუხლის მიხედვით, დათოს არ აქვს უფლება მოითხოვოს მიღებული


საგნის უკან დაბრუნება, რადგან, 336-ე მუხლით გათვალისწინებული
ხელშეკრულების უარყოფის უფლება არ გამოიყენება იმ შემთვევაში, როცა
ხელშეკრულების შესრულება ხდება მისი დადებისთანავე. მაგალითად,
მომხმარებელი მაშინვე იღებს შემოთავაზებულ ნივთს ან მომსახურებას, როგორც
გიორგის შემთხვევაში მოხდა.

დამტკიცებულია დეპარტამენტის სხდომაზე,

2021 წლის 18 ნოემბერი, ოქმი # 3,

დეპარტამენტის ხელმძღვანელი ომარ ფარტენაძე

You might also like