You are on page 1of 7

ზოგადი დებულებანი ვალდებულებათა შესახებ

მუხლი 316. ცნება

1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს


რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს
მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
2. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება
ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი
განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

ნორმის მიმოხილვა

ვალდებულება იგივეა რაც მოთხოვნის წინაპირობა. 316-ე მუხლი მოქმედებს იქ სადაც


„ვალდებულების ძალით“ ერთ პირი უფლებამოსილია, მოითხოვოს შესრულება,
ხოლო მერე პირი ვალდებულია შეასრულოს.

სუბიექტები არიან - კრედიტორი და მოვალე. ასევე მხარეებს უფლება აქვთ, დადონ


ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელთა მოსარგებლე ( ბენეფიციარი ), მესამე პირი
იქნება. ასევე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში შეიძლება
შეგვხვდეს ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოდის ურთიერთობებში,
როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და მისი ქმედებები რეგულირდება
სამოქალაქო კოდექსის მიერ.

მოთხოვნა

კრედიტორს აქვს მოთხოვნის უფლება ( ნამდვილი ამოუწურავი და უპრეტენზიო ).


მოთხოვის უფლება წარმოიქმნება - დელიქტური ვალდებულებების და
ხელშეკრულების შემთხვევაში. მოთხოვნა უნდა იყოს უცილი ( არაშეცილებადი ) ანუ
განხორციელებადი, რათა მოხდეს მისი სრულყოფილი რეალიზება.

მოთხოვნის უფლების შემოწმება შემდეგი სქემით უნდა მოხდეს - უფლების


წარმოშობის შემაფერხებელი გარემოებები ( ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის
ნაკლი, კანონით დადგენილი ფორმის დაუცველობა, წინააღმდეგობა კანონთნ,
საჯარო წესრიგსა და მორალთან, ბათილობა ხელშეკრულების კაბალურ პირობათა
გამო და მევახშეობა, გარიგების ბათილობის სხვა საფუძვლები. )
მოთხოვნის ან უფლების შემწყვეტი გამაქარწყლებელი გარემოებები (
ხელშეკრულების მოშლა, ხელშეკრულებიდან გასვლა, ვალდებულების შესრულება,
შესრულება დეპონირებით, მოთხოვნათა გაქვითვა, ვალის პატიება, კონფუზია,
შეუძლებლობა.

მოთხოვნის ანუ უფლების რეალიზების შემაფერხებელი გარემოებები, რომლებზეც


უთითებს მოვალე (ხანდაზმულობა, საპირისპირო ვალდებულების შეუსრულებლობა
კრედიტორის მიერ, შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების
დასაბუთებული მოთხოვნა. )

შესრულება

ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ


დროსა და ადგილას. შესრულების შინაარსი უნდა იყოს განსაზღვრული.
შესრულების ვალდებულება შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ ესენია -
შესრულების ძირიტადი ვალდებულება და დამატებითი ვალდებულებები.

ასევე არსებობს აქცესორული ვალდებულებები - რომელსაც კისრულობს არა მოვალე


არამედ მესამე პირი, მაგალითად თავდებობა.

შესრულების პირველადი ვალდებულებაა ის ვალდებულება, რომლის წარმოშობაზეც


მიმართულია ხელშეკრულება, ხოლო ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში
წარმოიშობა შესრულების მეორეული ვალდებულებები, რომლებიც შესაძლოა,
შესრულების პირველადი ვალდებულების გვერდით ამოქმედდეს, ან ჩაანაცვლოს ის.

პასიური ვალდებულებაა - შესრულების ვალდებულებას, რომელიც უმოქმედეობას


მოითხოვს. მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა თმენის ვალდებულება. პასიური
ვალდებულება შედეგზე ორიენტირებული ვალდებულებაა, რადგანაც იგი
მიმართულია კონკრეტული შედეგის თავიდან აცილებაზე.

ვალდებულება ასევე შეიძლება იყოს ორიენტირებული ან ქმედებაზე ან შედეგზე.

გულისხმიერების ვალდებულება

რაც შეეხება გულისხმიერ ვალდებულებას, გულისხმიერი ვალდებულება ბუნებრივი


ვალდებულება და კეთილსინდისიერი ქცევის ბუნებრივი სტანდარტია.
გულისხმიერი ქცევის ვალდებულება ეკისრება არა მხოლოდ მოვალეს, არამედ
კრედიტორს.
გულისხმიერების ვალდებულება შეიძლება წარმოიშვლას ხელშეკრულების
დადებამდე და გაგრძელდეს ურთიერთობის დასრულების შემდეგაც, მაგალითად
კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა
სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში.

გულისხმიერების ვალდებულება მიმართულია კრედიტორის ინტეგრალური


ინტერესების დაცვაზე. გამონაკლისი შემთხვევეის გარდა, ეს ვალდებულება არ
სრულდება, იგი შეიძლება მხოლოდ დაირღვეს. კლიენტი ვერ უჩივლებს დალაქს,
რათა ამ უკანასკნელმა მისი ჯანმრთელობა არ დააზიანოს, სანამ ეს უკანასკნელი მის
ჯანმრთელობას რეალურად არ დააზიანებს. ამიტომ, მცირე გამონაკლისების გარდა
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ
ვალდებულების დარღვევა და არა მისი შესრულება.

გულისხმიერების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპიდან არის


წარმოშობილი.

გულისხმიერების ვალდებულება შეიძლება დაიყოს ინფორმაციის გაცემის,


კრედიტორის განსაკუტრებული ინტერესების დაცვის და უსაფრთოხებისა და
სახელშეკრულებო ლოიალურობის ვალდებულებებად.

მუხლი 317. ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები

1. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის


ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა
ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით
გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
2. 316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება
ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას.
3. მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს იმ
ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად,
მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად
არ დადებულა.

ნორმის მიმოხილვა

317-ე (1) მუხლი განსაზღვრავს რომ ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას


ხელშეკრულებიდან და კანონიდან. 317-ე (2) მუხლი განსაზღვრავს სამოქაალქო
კოდექსში ვალდებულების წარმოშობის წყაროს. 317-ე (3) მუხლი ადგენს სანქციას
წინასახელშეკრულებო ბრალის კონკრეტული შემთხვევისათვის, კერძოდ
სახელშეკრულებო ლოიალობის ვალდებულების დარღვევისათვის.

ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. სასაყიდლიანი


ითვლება ისეთი ხელშეკრულება, რომელშიც არც ერთ მხარეს არ ეკისრება ფულადი
ვალდებულება, თუმცა ორივე მხარე კისრულობს შემხვედრ ვალდებულებას, რა თქმა
უნდა სასყიდლი ხელშეკრულება სხვა შემთხვევებში ფულად ვალდებულებებს
გულისხმობს.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები ესენია - ქონების განკარგვითი,


დროებითი სარგებლობის უფლების გადაცემის, მომსახურების მოწოდების,
ერთობლივი საქმიანობის, რისკების მართვის და მოთხოვნათა მართვის.

ხელშეკრულებები ასევე შეიძლება დაიყოს ფორმასავალდებულო და


ფორმათავისუფალ ხელშეკრულებებად.

კონსენსუალური ხელშეკრულება - ვალდებულებას წარმოშობს მხარეთა შეთანხმების


საფუძველზე

რეალური ხელშეკრულება - შეთანხმებას უკავშირებს შესრულებას.

ატიპური ხელშეკრულებები - მხარეებს აქვს უფლება დადონ ისეთი


ხელშეკრულებებიც, რომელბიც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ არის.

კომბინირებული ხელშეკრულება - რამდენიმე სახელშეკრულებო ვალდებულების


ტიპი ერთ ხელშეკრულებაში ერთიანდება.

ტიპური ხელშეკრულება არადამახასიათებელი დამატებითი ვალდებულებით - ეს


არის ტიპური ხელშეკრულება კონკრეტული ძირითადი ვალდებულებით, რომელიც
დამატებით ითვალისწინებს დამხმარე ხასიათის ვალდებულებას, რაც, ჩვეულებრივ,
მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებისათვის არ არის დამახასიათებელი.

ასევე შეიძლება დაიდოს ადმინისტრაციული ხელშეკრულებები , ადმინისტრაციულ


ორგანოსა და კერძო პირს შორის. ასეთ ხელშეკრულებებს ყოფენ ორ სახად -
კოორდინაციური ხასიათის ხელშეკრულება, რომელიც იდება ადმინისტრაციულ
ორგანოებს შორის და სუბორდინაციული ხასიათის ხელშეკრულება, რომელსაც
ადმინისტრაციული ორგანო დებს კერძო პირთან ან ადმინისტრაციული ორგანო
დებს მისადმი დაქვემდებარებულ სამართლის სუბიექტთან.
ხელშეკრულების შეცვლა და შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით,
თუ ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები

სახელშეკრულებო ვალდებულებებისგან განსხვავებით, კანონისმიერი


ვალდებულებები წარმოიშობა არა შეთანხმების, არამედ კანონის ძალით.
ვალდებულებითი სამართალი შემდეგი სახის კანონისმიერ ვალდებულებით
ურთიერთობებს არეგულირებს: საზიარო უფლებები, დავალების გარეშე სხვისი
საქმეების შესრულება, უსაფუძვლო გამდიდრება, დელიქტური ვალდებულებანი.

წინასახელშეკრულებო ბრალი

317-ე (2) მუხლის მიზანია სახელშეკრულებო გულისხმიერების ვალდებულებათა


განვრცობა წინასახელშეკრულებო ეტაპზე. აქვე უნდა განიმარტოს რომ 317 2 და 3
მუხლი არ არეგულირებს წინარე ხელშეკრულებას. წინარე ხელშეკრულება
ჩვეულებრივი ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც წარმოიშობა შესრულების
ვალდებულება. არაკეთილსინდისიერი მხარე პასუხს აგებს არა იმიტომ, რომ მან არ
დადო ხელშეკრულება, არამედ იმიტომ, რომ გააჩინდა ნდობა, რომელიც არ
გაამართლა. მხარეებს ეკისრებას ნდობის დაცვის და არა ხელშეკრულების დადების
ვალდებულება.

ხელშეკრულების მომზადებად ჩაითვლება ყველა ის შემთხვევა, როცა მხარეები


ერთმანეთის ქონებასა და უფლებებზე გარკვეულ გავლენას მოიპოვებენ, რაც
დაკავშირებულია ხელშეკრულების დადებასთან ან მის მომზადებასთან.

მხარეები ვალდებულები არიან, თავიდან აიცილონ ხელშეკრულების ან ცალკეული


შეთანხმებათა ბათილობა. ეს ვალდებულება დარღვეულად, ითვლება როცა მხარე
ისეთ გარემოებებსა და პირობებს ქმნის, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, აზრი
ეკარგება ხელშეკრულების დადებას ან შეუძლებელი ხდება მისი შესრულება.

შრომითი უფლებების მხრივ დამსაქმებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს


თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

317-ე 3

თუ მეორე მხარის ბრალით ხელშეკრულება არ დაიდო, კრედიტორი


უფლებამოსილია, მოითხოვოს იმ ხარჯების ანაზღუარება, რომელიც მან
ხელშეკრულების დადების მოლოდინით, გონივრული ნდობის ფარგლებში გასწია
(ნდობის ინტერესი).

პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ ბრალეული ქმედების არსებობის შემთხვევაში


და მოვალე არ არის ვალდებული, აანაზღაუროს ზიანი, თუ მოლაპარაკებათა ჩაშლა
მისი ბრალით არ არის გამოწვეული.

წინასახელშეკრულებო ბრალისათვის პასუხისმგებლობა დამოკიდებულია


მიზეზობრივ კავშირზე ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზიანი ასევე უნდა
იყოს სავარაუდო მეორე მხარისათვის.

სახელმწიფო და მის მიერ დაფუძვნებული სსიპ-ები ისევე მონაწილეობენ


კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, როგორც კერძო სამართლის იურიდიული
პირები. ისინი პასუხს აგებენ წინასახელშეკრულებლო ბრალისათვისაც. მათი
წინასახელშეკრულებო პასუხისლმგებლობის საკითხი შესაძლოა, დადგეს იმ
ხელშეკრულებებთან მიმართებითაც, რომელთა დადების უფლებაც მათ თავისი
უფლებამოსილების ფარგლებში არ აქვთ, თ სახეზეა 317 (2)-ის წინაპირობები.

მუხლი 318. ინფორმაციის გაცემის ვალდებულება

ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების


უფლება. ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა მას
მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს
შეუძლია, საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია. ინფორმაციის
გაცემის ხარჯები ვალდებულ პირს უნდა აუნაზღაუროს მიმსა მიმღებმა.

ნორმის მიმოხილვა

318-ე მუხლი ადგენს ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას, როცა მას მნიშვნელობა


აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის. ეს დანაწესი
კეთილსინდისიერების პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა და ის ვრცელდება
ყველა ტიპის სახელშეკრულებო ვალდებულებაზე. ამასთანავე, ინფორმაციის გაცემის
ვალდებულება, როგორც ბუნებრივი ვალდებულება, წარმოიშობა იმ შემთხვევაშიც კი,
როცა მხარეებს ის არ შეუთანხმებიათ, ტუკი ეს განპირობებულია ვალდებულების
ხასიათის კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტით.
ინფორმაციის გამცემმა ინფორმაცია უნდა გასცეს არა მხოლოდ მაშინ, როცა ის
მნიშვნელოვანია მეორე მხარისათვის მისი მოვალეობათა შინაარსის
განსაზღვრისათვის, არამედ მაშინაც, როცა ის მნიშვნელოვანია მისთვის საკუთარ
უფლებათა შინაარსის განსაზღვრისათვის.

ინფორმაციის გამცემს შეუძლია, უარი თქვას ინფორმაციის გაცემაზე, თუკი


ინფორმაციის გაცემა მისი „უფლების შელახვის გარეშე“ შეუძლებელია.

ინფორმაციის გაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხარეს აქვს


ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
გამონაკლის შემთხვევებში სკ-ის 318-ის დარღვევამ შესაძლოა, გაამართლოს
ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის უფლებაც.

სამოქალაქო პროცესში ინფორმაციის მიმღებმა ან ამ ინფორმაციაზე უფლებამოსილმა


პირმა უნდა ამტიკოცს, რომ მას ჰქონდა ინფორმაციის მიღების უფლება ან/და მას არ
მიუღია სრულყოფილი ან სოწირ ინფორმაცია.

You might also like