You are on page 1of 5

***

კარგად მახსოვს ის დღე, როცა პირველად გნახე.


კარგად მახსოვს იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მოგონებაა ჩემთვის.
აი ისეთი- საუცხოო განცდები რომ გეუფლება და ყოველდღე გახსენებს თავს.
ყველაფერი მოულოდნელი იყო იმ დღეს ჩემთვის.
ის შეგრძნება ახლაც ზუსტად ისეთი სიმძაფრით მახსოვს და ზუსტად ისე
ვგრძნობ,როგორც მაშინ.
ჩემი შენდამი გრძნობები იმდენად ძლიერია,რომ მაშინებს.
არასდროს მინდა დამეტყოს ის, რასაც ვგრძნობ
ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი, ვეღარც ხალხს ვამჩნევდი გარშემო, ისეთი შეგრძნება
მქონდა, თითქოს მარტო ჩვენ ვიყავით.
თითქოს მხოლოდ ჩვენთვის იყო ყველაფერი.
რაც უფრო ძლიერად მიხუტებდი,მით უფრო მერეოდნენ თავში აზრები.
სხვა სამყაროში გადავდიოდი.
მინდა დაგივიწყო.
ყოველთვის მინდა.
არ მინდა ასე ძლიერად მიყვარდე.
მეშინია.
მაგრამ ვერ ვებრძვი ჩემს სიყვარულს.
ჩემზე ბევრად ძლიერია.
ის არ მაძლევს შენ გარდა სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას.
იმ დროსაც ვიცოდი, ყოველთვის ვიცი,
მაგრამ როცა შენთან ვარ ვერაფერს ვუსმენ გულის გარდა.

ნებისმიერის ცხოვრებაში ერთ დღესაც სრულიად უმნიშვნელო რამ ყველაზე


მნიშვნელოვანი ხდება, ერთი წლის წინ ეს დღე ჩემთვის იქცა რაღაც ახლის საწყისი.
სინამდვილეში აქ მთავარი დღე და თარიღი კი არ არის, არამედ - შენ.
ერთი წლის  წინ მივხვდი, რომ ჩემს სამყაროში შემოაბიჯე და არც კი მკითხე ისე
დაიკავე ყველაზე დიდი ადგილი ჩემს გულში. ყოველთვის მინდა რაღაც კარგი
დავწერო, მაგრამ არ გამომდის იმდენი აზრი და გრძნობა ირევა ერთმანეთში.
შენ ხარ ჩემი ყოველი წამი.
მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცის გამო ხდება.
შენ, სწორედ შენ უნდა ყოფილიყავი ის ვისთანაც უნდა მესწავლა რა გრძნობაა
სიყვარული.
არ მაინტერესებს თუ ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ.
არ მაინტერესებს, თუ სულ ვჩხუბობთ.
არ მაინტერესებს, რომ ვიღაცას შეიძლება არ მოწონდე და გამუდმებით მიმეორებდეს,
რომ დაგივიწყო.
არ აქვს მნიშვნელობა როგორიც არ უნდა იყო, ჩემთან სხვანაირს გხედავ.
და როცა მკითხავენ აი მაგაში რა გიყვარსო , შემიძლია დაუმთავრებლად
ვილაპარაკო.
მიყვარს როგორ მიყურებ.
მიყვარს, როცა ტკბილ ძილს მისურვებ.
მიყვარს, როცა ჩვენი ხელები ერთმანეთს შემთხვევით ეხებიან,.
მიყვარს შენი თვალები, როცა მზეზე ფერს იცვლის.
მიყვარს შენი ფართო და ძლიერი მკლავები, რომლებშიც თავს ყველაზე ბედნიერად
ვგრძნობ.
მიყვარს შენი სურნელი, რომელიც ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვარჩიო სხვისგან.
მიყვარს შენი გამოხედვა, თითქოს სამყაროს რომ აჩერებს.
უამრავი მიყვარს შემიძლია კიდევ ჩამოვწერო, რადგან მიყვარხარ და შენთან
დაკავშირებული ყოველი წამი ჩემთვის მნიშვნელოვანია.

დროის გასვლის შემდეგ ურთიერთობები იცვლება, მოსაწყენი ხდება, ადამიანებს


ერთმანეთი ბეზრდებათ , ის თვისებებიც აღიზიანებთ ერთმანეთში, რაც ადრე
უყვარდათ და ნელ-ნელა ყველაფერი ცივდება, იყინება, მხოლოდ სიცარიელე რჩება,
მაგრამ მე არ მეშინია.
მე არასდროს მომბეზრდება შენი სიყვარული, რადგან შენთან დაკვაშირებული
ყველაფერი ჩემთვის სასწაულია.
სასწაულია მომენტი, როცა თვალებში გიყურებ და ვიცი, რომ ყველაფერი კარგადაა.
როცა თავს მხარზე ჩამოგადებ და ვგრძნობ, რომ არაფერი მემუქრება.
არც ჩვენი ჩხუბი მომბეზრდება, რადგან მას ყოველთვის მოსდევს შერიგება.
წლების შემდეგაც ისევ ისე ტკბილად დამეძინება, როცა ამას შენ მისურვებ, როგორც
ახლა.
იცი?!ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ მგონებია,რომ ყველაფერი დამთავრდა,
მაგრამ შენ ყოველთვის ბრუნდები.
ბევრჯერ მეგონა რომ აღარასდროს გვექნებოდა ერთად ყოფნის შანსი,მაგრამ ჩემს
ცხოვრებაში ისევ გამოჩნდი და თითქოს რაღაცამ გამოანათა, ბედნიერების სხივმა.
ამიტომ მე არ მეშინია, რადგან მიყვარხარ და შეუძლებელია ეს ოდესმე
გაუფერულდეს, ან გაქრეს.
და არ ვცრუობ, როცა ვამბობ, რომ ყოველ დღე უფრო მეტად მიყვარდები,
ამას ვგრძნობ.

ზოგჯერ ისე ძლიერად მიყვარხარ... ისე, რომ არაფერი აღარ მეტევა გულში შენს
გარდა.
მიყვარს როცა გიყურებ.
ვაკვირდები შენს სახეს. ყოველ წერტილს, ვიმახსოვრებ თითოეულ ღიმილს ,მიმიკას
და არ მინდა დამავიწყდეს..
ბედნიერი ვარ თუ უბედური, სულ ვნატრობ, რომ ჩემს გვერდით
სულ მენატრები.
მაშინაც, როცა გხედავ.
მინდა. ძალიან მინდა აღვწერო ჩემი გრძნობები, მაგრამ ამისთვის ძლიერი, ფაქიზი
სიტყვებია საჭირო, ზოგჯერ ჩემთან ერთად რომ იტირებენ და ზოგჯერ პირიქით.
მაგრამ არცერთ სიტყვას არ გააჩნია ისეთი ძალა, რომ შეძლოს ჩემი გრძნობების
გადმოცემა.
ჩემი გრძნობების.. გულუბრყვილო, შეშლილი, უსაზღვრო გრძნობების.
და იცი?! დღეს ისე ძლიერად მიყვარხარ, მაგრამ ხვალ უფრო მეტად მეყვარები.
უკიდეგანოდ.

დღეები, საათები, წუთები და წამები, რომლებიც ჩემთვის ძალიან ღირებულია


უკავშირდება მხოლოდ ერთ ადამიანს. გჯერათ ერთ წამში ყველაფრის შეცვლის? არც
მე მჯეროდა მაგრამ ამ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად სხვაგვარი
გახდა. წარმოდგენაც არ მაქვს როგორ,ან რატომ, მაგრამ ყველაფერი გადატრიალდა.
ყოველ დილით ბედნიერი ვიღვიძებდი. დროის გასვლას ვერც ვგრძნობდი. მე
ვიცვლებოდი.
არაფერზე ვფიქრობდი, უფროსწორად ვერ. ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი, მაგრამ ეს
ყველაფერი არ მადარდებდა. არ არსებობს სიტყვები, თუნდაც ხელის ჟესტები, რითიც
შეიძლება აღვწერო ის საუცხოო გრძნობა, რასაც განვიცდიდი. რაც მამუნჯებდა,
მაბრუებდა და მცვლიდა. მახსოვს თითოეული ის წამი, როდესაც სუნთქვა მეკვროდა.
ეს განსაკუთრებული გრძნობაა. •ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი•
დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ არა- ამ გრძნობის.
ძნელია იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს მილიარდობით ადამიანიდან მხოლოდ ერთს
ხედავდე, ერთს გრძნობდე.. რადგან მთელი სამყარო ხდება სწორედ ის ადამიანი.

რთულია ვილაპარაკო შენზე, რადგან მაკლდება სიყვები რომლებიც ზუსტად


გადმოსცემენ გრძნობა,რომელიც გამაჩნია შენდამი.
შენ განსაკუთრებული ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში და განსაკუთრებუი ადგილიც
გიჭირას ჩემს გულში. არასდროს, არასდროს არ შემხვედრია შენნაირი ადამიანი.
მიხარია და ბედნიერი ვარ ესეთი ადამიანი რომ მყავს!

ზოგადად არასდოს მჯეროდა როცა ამბობდნენ რომ სიყვარული არსებობდა


ყოველთვის მეცინებოდა როცა შეყვარებულ წყვილები აღწერდნენ თუ როგორ
უკიდეგანოდ უყვარდათ ერთმანეთი ეს ყველაფერი აფსურდად მიმაჩნდა.რომელსაც
არასდროს დავიჯერებდი მაგრამ გამოჩნდი შენ. ადამიანი რომელმაც თავიდან
ფეხებამდე შემცვალა, შემიცვალა აზრები ფიქრები და ღირებულებები. ადამიანი,
რომელმაც მართლა დამაჯერა რომ სიყვარული მართლა არსებობს.
●ყველა ადამიანი სრულყოფილებისკენ ისწრაფვის.
სრულყოფილი კი ვერ იქნები,თუ გვერდით შენი ადამიანი არ გყავს.
ის ავსებს სიცარიელეს და გიქრობს ყველანაირ შიშს, გარდა ერთისა: არ დაკარგო.
უყურებ, უსმენ, ბედნიერი ხარ, არ გინდა,რომ ოდესმე დამთავრდეს, გიყვარს..
გიყვარს და გჯერა,რომ ეს სიყვარული განსაკუთრებულია, რომ სხვას არავის არავინ
უყვარს ასე ძლიერად.
შენი ადამიანი გაგრძნობინებს თავს განსაკუთრებულად, მაშასადამე გამორჩეულია
თქვენი სიყვარული და რამდენი წყვილიც არ უნდა არსებობდეს, გეტყვით,რომ
თითოეული მათგანი ზუსტადაც,რომ განსაკუთრებულია.
სიყვარულია ის გრძნობა, რომელიც ადამიანს ყველაფერს გააკეთებინებს.
სიყვარულია, შენი ადამიანის თვალები.
არ აქვს ფერს მნიშვნელობა.
ისინი მაინც განსაკუთრებულია.
ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვიქეცი სწორად და ბევრზე წინ დაგაყენე.
მეშინოდა, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ ყოველთვის როცა ვლაპარაკობთ, როცა
ვჩხუბობთ და იმის მიუხედავად, რომ ხშირად ჩემი ბრალია.უბრალოდ როცა
მიყურებ ან თუნდაც მიღიმი, ვხვდები,რომ ასე უნდა ყოფილიყო, სწორად მოვიქეცი
და სულ რომ შეცდომა იყოს, ჩემთვის მაინც ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება,
ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ, ვერავინ და ვერაფერი შეცვლის ამას, ჩემს შენდამი
გრძნობას ვინც წინ აღუდგა, რადგან შენ ხარ ჩემი ადამიანი.
შენ ავსებ ჩემს სიცარიელეს და მხოლოდ შენ მჭირდები არსებობისთვის.

ყველანაირი გრძნობის, ყველანაირი ჟრუანტელის შენ ხარ ეპიცენტრი. შეგიყვარე


მთელი არსებით.
სამყაროს პირველი ვარსკვლავიდან უკანასკნელ ვარსკვლავამდე გრძელდება ენით
აუღწერელი გრძნობა, რომელსაც სიყვარული ჰქვია.
ყველაფერი დროებითიაო, ამბობენ. რა სისულელეა... გრძნობები არსად არ ქრებიან,
თუ მთელი გულით გიყვარს ადამიანი, როგორ უნდა დაგავიწყოს დრომ?
არასდროს დაგივიწყებ! უბრალოდ, ამის სურვილი არც მაქვს. არც იმის სურვილი
მქონდა ჩემს ცხოვრებაში რომ მოხვედი,მაგრამ შემიყვარდი და ამას ვეღარ
შევცვლი,.არასდროს ვიტყვი, აღარ მიყვარხარ პირიქით, გავიმეორებ: მიყვარდი, მიყვარხარ
და მეყვარები.

ამას რომ კითხულობდე, აუცილებლად გაგეცინებოდა. ალბათ, სიცილი იმათთაგანია,


რომელიც შენს თავს ოდნავადაც არ მავიწყებს. პირიქით, გაცნობის დღიდან დღემდე
ყველაფერს ერთიანად მახსენებს. ვერ ვხვდებოდი ვერასდროს იქამდე, სანამ შენს
ყავისფერ თვალებს არ ჩავხედავდი და არ ამოვიკითხავდი ზედმეტად სუფთა
სულს ... სიკეთეს ... სიყვარულს ...

You might also like