You are on page 1of 3

1935 წელი, 25 სექტემბერი

გუშინ ღამით, საშინლად ამაღელვებელი სიზმარი ვიხილე. იყო დიდი


კონცერტი, უზარმაზარი დარბაზი , უამრავი ხალხი, შთამბეჭდავი
აუდიტორია;თითოეული მათგანი კი, გაფართოებელი თვალებით მე შემომცქეროდა.
სცენა ცარიელი იყო, შემზარავად გრძელი და უსასრულო, მე კი ამ უსასრულობის
შუაგლუში ვიყავი მოქცეული და აკანკალებული, აცახცახებული, შეშინებული
ვცდილობდი გავმკლავებოდი ხალხის დაუსრულებელ ჟრიამულს და
აპლოდისმენტებს. ავნერვიულდი, დავიძაბე და ფიქრებში დავიკარგე, ისეთი
გრძნობა მქონდა, რომ თითქოს ფეხები ერთმანეთში მებლანდებოდა და იქვე
ჩავიკეცებოდი. ძალა მოვიკრიბე, გონება დავძაბე, მაქსიმალური კონცენტრირება
მოვახდინე, წელში გავიმართე და ჩემი გრძელი, მუქი, შავი ფერის კაბა მსუბუქად
შევისწორე... მივემართებოდი შავი,დიდი როიალისკენ, ნაბიჯებს ვწელავდი, გულში
კი ვფიქროდი-რა იქნება, ეხლა ეს კონცერტი რომ ჩაიშალოს? ამის გაფიქრება
თავზარს მცემდა... ეს ხომ შეუძლებელია! მე ხომ იდეალური უნდა ვიყო, შეცდომების
დაშვების უფლება არ მაქვს, მსგავსი გარემოებით ხომ მშობლებს შევარცხვენ?!
არა ...არა და არა, მსგავსი რამ დაუშვებელია,არა თუ -ქმედება,ფიქრიც კი.თავიდან
მოვიშორე ფუჭი ფიქრები, ყველანაირი გონების ამრევი აზრები შორს,ძალიან შორს
მოვისროლე;თითქოს და დავწყნარდი , ვუყურებ მხოლოდ გრაციოზულ როიალს და
წარმოვიდგენ ,თუ რაოდენ იდეალურად და სრულყოფილად უნდა დავუკრა.
ამასობაში კი გამეღვიძა. დაიწყო ჩემი ჩვეულებრივი, ერთფეროვანი დღე. ყოველი
დღე თითქოს და ერთნაირია, უხალისო, მოსაწყენი... დედაჩემის შედგენილი მენიუს
მიხედვით ჩემი ჯანსაღი საუზმე ერთფეროვანია: შვრიის ფაფა, რომელიც მეზიზღება,
მაგრამ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია; კარაქიან-თაფლიანი პური, რომელიც
ასევე ჭირის დღესავით მძულს, მაგრამ ჩემთვის სასარგებლოა, და შავი, უშაქრო ჩაი,
ვერ ვიტყვი, რომ ჩაი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მაგრამ ხომ
ერთგვარი,მიღებული წესია დილით ჩაი -დღეგრძელობის ელექსირი.დაწესებული
ნორმების შეცვლა მე არ შემიძლია და არც ჩემი მოვალეობაა, რომ ჩავერიო.
1975, 26 სექტემბერი
ჩემო ერთგულო, ძვრიფასო მეგობარო, როგორ მიხარია, რომ აღმოგაჩინე,
გულის სიღრმეში გადანახულ ფიქრებს მხოლოდ შენ თუ გაგანდობ. ისე არ იფიქრო,
რომ თითქოს მეგობრები არ მყავს, ,,უცნაური’’ და ,,ყველასგან ჩამოშორებული’’ არ
გეგონო. სოფკა და თამრიკო ჩემი მეგობრები არიან. ძალიან კარგი ურთიერთობა
გვაქვს, ერთმანეთს ვუფრთხილდებით, და თვითონვე ჩვენს დატვრითულ, დაძაბულ,
უფერულ დღეებს ლამაზი ფერებით ვაფერადებთ და ვახალისებთ. მიუხედავად
იმისა, რომ დედა ხშირად არ მაძლევს მათთან ურთიერთობის საშუალებას,
შეძლებისდაგვარად მაინც ვახერხებ მათთან კონტაქტს . გაკვეთილების შემდეგ
ისინი ხშირად სკოლაში რჩებიან, მე კი,ჩემი სურვილის მიუხედავად,ზარის
დარეკვისთანავე სახლში მოვდივარ. სოფკა და თამრიკო ჩემი ,,სკოლის’’ მეგობრები
არიან. მათ შეუძლიათ, ჩემ ცარიელ, ჩაჟამულ, უხასიათო დღეებს ოდნავ ხასხასა
ფერები შემატონ. ისინი ჩემს ერთფეროვან,უინტერესო ჩაჟამულ დღეებს
ალამაზებენ,თითქოს და აცისკროვნებენ.აი,შურა კი- ჩემი საუკეთესო მეგობარია, ის
ამ ტიტულს ბევრი მიზეზის გამო იმსახურებს. მას მეტად მნიშვნელოვანი ადგილი
უკავია ჩემს გულში.მის გვერდით, გარე სამყაროს ვცილდები,
ყველანაირ ,,წესებისგან’’ მოშორებით ვარ. შურა ჩემთვის სამაგალითო,
დასაფასებელი და ღირსეული ქალია; ყოველთვის მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი,
შურასავით ,,მაგარი ქალი’’.
1975, 27 სექტემბერი
ჩემო ერთგული მეგობარო, ჩვენ ორნი, მარტონი დავრჩით...
დედას და მამას ჩემი სკოლის მეგობრები არ მოსწონს, დედამ ამიკრძალა
მათთან მეგობრობა ... გული მეტკინა,ამეტირა ,მოზღავებული გრძნობები დამეუფლა,
თავს ვეღარ მოვერიე, ყოველგვარი წესი დავარღღვიე ,და დავსვი კითხვა:-ერთ
კლასში ვსწავლობთ,ვმეგობრობთ და როგორ არ ვეკონტაქტო???გაირკვა,რომ ბევრს
ვლაპარაკობ, და გადაწყდა ,რომ დროა გიმნაზიაში გადავიდე. გულნატკენი ვარ,
დედა ასე უდიერად რომ მომეპყრო... მეტად დასანანი და უსიამოვნო ფაქტია, რომ
აზრის დაფიქსირება არ შედის ჩემს უფლებებში... ამბობენ ,გიმნაზიას თავისი
მოკრძალებული ხიბლი აქვსო.მე კი- სულაც არ ვფიქრობ ასე.რატომღაც გიმნაზია
საზარელ, ნეგატიურ გრძნობებს იწვევს ჩემში. გიმნაზიისთვის სულაც არ ვარ
განკუთვნილი,იქაურობა სიცარიელით არის სავსე,იქ ჩემს ადგილს ვერ ვხედავ, არ
მიზიდავს მისი ჩაჟამული, უფერული კედლები...უზომოდ მენატრება ჩემი ძველი,
თბილი, ნოსტალგიური გარემო...იქაურობასთანაც არ მაკავშირებს განსაკუთრებული
მოგონებანი, არც უამრავი მეგობრით გამოვირჩეოდი, მაგრამ მაინც, ჩემი ძველი
ადგილსამყოფელი კარგად მახსენდება... გონების სიღრმეში სადღაც გადავკარგე ,
გადავმალე ლამაზი ფიქრები... ვიცი, რასაც ვფიქრობ არასწორია, დედამ რადგან ასე
გადაწყვიტა, მისაღები უნდა იყოს, მერე რა,რომ მე არ მომწონს, მე ხშირად ვცდები,
უფრო მეტიც- ჩემს პრივილეგიებში სულაც შედის ოჯახის წესებში ჩარევა. ნორმებს
მშობლები ადგენენ, მე კი- ვემორჩილები. გიმნაზიაში უცნაური ჩაცმულობა იყო
დამკვიდრებული-ძალიან ფორმალური, მკაცრი და თავდაჭერილი. პირველ დღეს
ჩავიცვი მოკრძალებული, შავი, დედის აზრით, მეტად ელეგანტური და დახვეწილი
კაბა, საგულდაგულოდ გაპრიალებული, ღირებული შავი ფეხსაცმელი. თმაც
სხვანაირად მოწესრიგებული, ნაზად დავარცხნილი მქონდა. შურამ მითხრა რომ
ძალიან მოსაწყენი ჩაცმულობა იყო, მეც მსგავსად ვფიქრობ, მაგრამ დედას
წინააღმდეგობას ხომ არ გავუწევ,გულს ხომ არ ვატკენ...არა და , რა საჭიროა ასეთი
მოუხერხებელი ჩაცმა? თავს მეტად არაკომფორტულად ვგრძნობ.
1975, 28 სექტემბერი
ჩემი ერთგულო მეგობარი, მადლობელი ვარ, მუდამ ჩემს გვერდით რომ
ხარ ,გულდასმით მისმენ და ჩემს თითოეულ გამონათქვამს,გულიდან წამოსულ ხმას
იზიარებ, შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა...დღეს გიმნაზიაში ყოფნის მეორე
დღეა ჩემი ერთგული შურა მომყვება ხოლმე, მაგრამ მოშორებით
მტოვებს,გიმნაზიაში თუ ვინმე მიგაცილებს,მიუღებელია,ცუდ ტონად ითვლება და
დაგცინიან;აუცილებლად,მარტო უნდა გამოცხადდე ... უკვე მეორე დღეა,
ამპარტავნობაში არ ჩამითვალო , მაგრამ მასწავლებლების გაოცება შევძელი, შემაქენ
და ძალიან კეთილი, გულთბილი სიტყვებით დამასაჩუქრენ.გიმნაზიიდან
გაცისკროვნებული, გაბრწყინებული,თავაწეული გამოვედი, სრულყოფილების
გრძნობა დამეუფლა, რადგან კარგად ვიცი, შექება,გიმნაზიის პედაგოგების
პატივისცემის დამსახურება სულაც არ არის მარტივი . რა თქმა უნდა, ჩემი
სანიმუშო, სამაგალითო საქციელისა და სიბეჯითის შესახებ დედამაც შეიტყო.
რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს, მან აღნიშნული ჩვეულებრივ მოვლენად
ჩათვალა,და ერთი თბილი სიტყვაც კი არ გაიმეტა ჩემთვის ,არა და ,როგორ
ველოდი...გული მეტკინა...ალბათ ,არ დავიმსახურე. ხშირად მსმენია ,სხვა მშობლები
როგორ ანებივრენენ თავიანთ შვილებს თბილი სიტყვებით,თანაგრძნობით და
კეთილი მოპყრობით ,მიუხედავად იმისა,იმსახურებენ თუ არა მოფერებას,მსგავსი
მოპყრობა.ხომ წინგადადგმული ნაბიჯია წარმატებისკენ,მოტივაციაა უკეთესი
სწავლისა და განვითარების . საინტერესო და დამაფიქრებელია....
1975, 29 სექტემბერი
დღეს სკოლაში, მეტად საინტერესო თემა განვიხილეთ, რაც ჩემი ინტერესის
სფერო აღმოჩნდა - ბავშვთა უფლებათა კონვენცია. სახლში რომ მოვედი, მთელი
გონებით და დიდი მონდომებით ჩავუღრმავდი ამ თემას .ღრმად გავაანალიზე და
განვიხილე თითოეული დეტალი; და რა აღმოვაჩინე,ჰმ ,საოცარი
შეუსაბამობა,არსებულ კანონსა და ჩემს რეალურ უფლებებს შორის.კონვენციაში
გარკვევით წერია: ,,აზრის გამოთქმა ბავშვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი
უფლებაა“! ამის შესახებ ,აუცილებლად უნდა მოვუყვე შურას, მხოლოდ ის თუ
დამარიგებს,ის თუ მომცემს სწორ მიმართულებას...
1975, 30 სექტემბერი
ხვალ დედას დაბადების დღეა. შურამ გადაწყვიტა, რომ წიგნი ეჩუქა მისთვის.
გამიკვირდა, უცნაური საჩუქარია შურას მხრიდან.
1975, 31 სექტემბერი

არ ვიცი, არ ვიცი რა ვთქვა... გული დამსხვრეული მაქვს, მილიონ ნატეხად


მაქვს ქცეული.... ვიცი, ტირილი არ შეიძლება,მიუღებელია, მაგრამ ეს წესი უნდა
დავარვიო, ემოციების ზღვამ შემომიტია, თვალზე ცხარე, მლაშე ,სიმწრის ცრემლები
მომადგა, მგონია, ცხოვრების მამოძრავებელი ძალა
დავკარგე,დავცარიელდი,გამოვიფიტე... კი ,კი,ნამდვილად ასეა... შურა ჩემთან აღარ
არის; არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ იმ დღიდან, იმ საჩუქრის მერე,დედამ შურა
გააგდო... მე ის სამდუამოდ დავკარგე , ჩემი საუკეთესო მეგობარი,
მესაიდუმლე ,ჩემი იმედი ხელიდან დამისხლტა,გამიფრინდა ...ნეტა იცოდეს ,
როგორ მომენატრება, რა სიცარიელე დამიტოვა გულში; სიცარიელე, რომელსაც
ვერავინ და ვერაფერი ვერასოდეს ვერ შეავსებს... მას ჩემს გულში ხომ
განსაკუთრებული ადგილი ეკავა, მე ის შურას მივუძღვენი,ჩემი გული შურასია ...

ნეტა რა მოხდა იმ დღეს, ცნობისმოყვარეობა ბოლოს მიღებს...ნეტავ შემეძლოს


კითხვების დასმა... ნეტავ
შემეძლოს შეწინააღმდეგება... ჩემო მეგობარი, იქნებ შენ გამცე პასუხი,იქნებ
შენ დამეხმარო
1975, 1 ნოემბერი
შურა მენატრები,უზაზღვროა ეს მონატრება...

You might also like