You are on page 1of 5

 

      წითური ბიჭი და ნუცა


 ,,მე ნუცა ვარ _ მოსწავლე, 15 წლის. ამბობენ რომ
თინეიჯერობის ასაკი ყველაზე რთული პერიოდია.
ჩემთვის ეს პერიოდი არ არის რთული, ან არც
ისე რთული, მაგრამ მე ყოველდღიურად მაღაზიებში,
სკოლაში, ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში
ვხედავ ჩემ ტოლ თინეიჯერებს, რომლებისთვისაც არა
თინეიჯერობის ასაკი არამედ მთელი ცხოვრება
ძალიან რთულია. მე კი ზოგჯერ მიჭირს მათი ყურება
და იმის გააზრება, რომ მათ ვერ ვეხმარები. თუმცა იმ
შემთხვევაში, რომელიც მე უნდა მოგიყვეთ მართლაც
რთული იყო დახმარება. ჩემს სკოლაში სწავლობს
ობოლი ბიჭი. ის ძალიან კეთილი და სათნო
პიროვნებაა. ჩემზე გაცილებით პატარაა. ის მამიდასა
და ბებიასთან ერთად ცხოვრობს პატარა სახლში,
ჩემთან ახლოს. მე და ის არ ვიყავით ძალიან ახლოს,
უბრალოდ ერთმანეთს ვიცნობდით. ზოგჯერ მესმოდა
ხოლმე მათი სახლიდან ხმაური. არ დამავიწყდება
როგორ დადიოდა სკოლაში თავისი დიდი ჩანთით და
არც მისი ნამტირალევი თვალები და ღიმილი
დამავიწყდება, არც მისი წითური ხუჭუჭა თმები.
ვხვდებოდი რომ მას ძალიან უჭირდა. ეს იცოდა
ყველამ თუმცა მისი დახმარების სურვილი არავის
გასჩენია. ერთხელ ის სახლიდან ტირილით გამოვიდა,
მაშინ როცა მე მის სახლთან ჩავიარე. ის უბრალოდ
პარკისკენ მიდიოდა და სხვას ვერაფერს ამჩნევდა.
ძალიან აფორიაქებული იყო. აშკარად რაღაც
მოხდა. მე კი არ ვიცი რატომ მაგრამ გავყევი. როგორც
ვვარაუდობდი პარკში წავიდა. თან იმ დღეს ძალიან
ციოდა მას კი მხოლოდ მოსაცმელში ეცვა. ალბათ
რადგან ის ასეთ მდგომარეობაში იყო და თანაც მე
მასზე უფროსი ვიყავი მინდოდა
დავხმარებოდი. პარკში ჩამოჯდა და თავი ხელებში
ჩაქინდრა. მე მივედი და მღელვარედ ვკითხე:
_ რა მოხდა?  
მან კი ცივად მიპასუხა:
_შენ საერთოდ არ გესმის. წადი! თავი დამანებე! _ ასე
ცივად მას არასდროს უპასუხია. თან ტიროდა.
 აი მე ისევ ვერაფერი შევძელი. უბრალოდ გვერდით
ჩემი კაშნი და ქუდი დავუტოვე და წამოვედი. უკვე
სახლთან ვიყავი და დანაშაულის გრძნობა
არ მასვენებდა. სახლში მივედი და არც აქ ვიცოდი რა
გამეკეთებინა. მშობლებს ვუთხარი მშობლებმა
მითხრეს რომ მეზობელთან მივიდოდნენ და
მასაც შეათვალიერებდნენ სახლში. მალევე მოვიდნენ
და მითხრეს, რომ სახლში იყო. ისიც მითხრეს, რომ
ჭკვიანი ბიჭია და ამ დროს გარეთ არ დარჩებოდა.
ძალიან დავმშვიდდი .  
  მეორე დღეს  სკოლაში წავედი როგორც ყოველთვის.
ის კი ვერ ვნახე. ძალიან შემეშინდა, რომ მისმა ოჯახმა
დასაჯა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მთელი
დღე აფორიაქებული დავდიოდი დანაშაულის
გრძნობით. გადავწყვიტე მასთან სახლში მივსულიყავი
სკოლის შემდეგ. ასეც მოვიქეცი და მივედი. კარზე
დავაკაკუნე და მან გამიღო. გამიხარდა რომ უნებლიე
იყო და არაფერი დაუშავდა. ვკითხე:
-რამე მოხდა? დღეს სკოლაში ვერ გნახე.
-არაფერი ნიცა უბრალოდ გავცივდი. _ მიპასუხა
თბილად.
ეტყობოდა რომ გაციებული იყო. მერე
გამოჯანმრთელება ვუსურვე და იქვე დავემშვიდობე. იმ
დღეს მათი სახლიდან ხმაური ისევ გავიგე. ასე
ხდებოდა მთელი ერთი კვირა. აქ მის მეზობლად 1
წელია ვცხოვრობთ და ყვირილის ხმაც ხშირად
ისმოდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ შევამჩნიე,
რომ ამ წითურ სათნო ბიჭს, რომელიც მხოლოდ 12_13
წლის იყო აკეთებდა ყველა საყოფაცხოვრებო საქმეს
თანაც ეს როგორც ჩანს მისთვის რთული იყო. ისიც
შევამჩნიე, რომ მას ხან საჭმლის კეთებისას
უზიანდებოდა ხელები, ხან დაგვის ან წმენდის
დროს იტკენდა ხოლმე რაიმეს, თანაც ეს ხომ რთული
საქმეებია პატარა ბავშვისათვის.  
უკვე ახალი წელი მოდის და მე ვფიქრობ როგორ
გაატარებს ჩემი მეზობელი ბიჭი ამ დღეს. თანაც ეხლა
ხომ მისი მთელი ოჯახი სახლში იქნება და მის
მიმართ ძალადობაც უფრო გაიზრდება. სკოლაში
სემესტრის დასრულების დღეა და დიდი ხანი
ვფიქრობდი განმეცხადებინა თუ არა ამის შესახებ
ვინმე ჩემზე უფროსთან. საბოლოოდ დიდი ფიქრის
შემდეგ გადავწყვიტე, რომ დირექტორისთვის
უნდა მეთქვა ამის შესახებ. ასეც მოვიქეცი. შაბათს კი
მეზობელ სახლში მოვიდნენ სახალხო დამცველები.
ჩემი წითური მეზობელი კი იქ წაიყვანეს სადაც სხვა
მის მდგომარეობაში მყოფი ბავშვები არიან. მის
მამიდას და ბებიას არც კი ვიცი რა ბედი ეწიათ.
ბოლოს როცა გაჰყავდათ მან მითხრა:  
-ვიცი, რომ ეს შენ გააკეთე. შენ აღმოჩნდი ყველაზე
მამაცი და ძლიერი ყველა სხვას შორის. შენ ყველაზე
დიდი სიკეთე გააკეთე. მე შენი მადლობელი ვარ. მე
არასოდეს დაგივიწყებ. იმედია შენც
მუდამ გემახსოვრები.
  თითქოს ენა ჩამივარდა. არასოდეს გამიგონია
ადამიანისგან მსგავსი სიტყვები. მე თავს ისე
ბედნიერად ვგრძნობდი, რომ აღარც მახსოვს რა
მოხდა ამის შემდეგ. ერთი კი ვიცი, მე შევძელი და
დავეხმარე. გუშინ კი თავშესაფარში წავედი და
ჩემი წითური მეგობარი მოვინახულე. ის უკვე სამი თვეა
თავშესაფარშია. ახალწელს იგი თავის ახალ ოჯახთან
თავშესაფარში შეხვდა და ეხლა ის
ბედნიერად ცხოვრობს. ამით კი მეც ბედნიერი ვარ.“
     .   (ამბავი არ ეყრდნობა ნამდვილ ფაქტებს)
    სამოქალაქო განათლების კლუბ ,,სხივის“  წევრი      
ლიკა ბაღდავაძე

You might also like