You are on page 1of 3

“ბალადა გატეხილ ცხვირზე”

ზარი დაირეკა და ბალერინებს გვამცნეს, რომ გაკვეთილი უნდა დაწყებულიყო. ამ გაკვეთილს


საშინელი ქორეოგრაფი ატარებდა, რომელიც არავის უყვარდა. მათ შორის არც მეც, საერთოდ
არ ვჩქარობდი ჩემი გახეული კაბის გაკერვას, რადგან ისე მეზარებოდა აქ სიარული, რომ
ვერ აღიგწერთ, მაგრამ ვინაიდან რადგანაც ჩემს მშობლებს ძალიან უნდათ ჩემი ბალეტზე
სიარული ვეღარ ვეწინააღმდეგები და კი მშობლების ხათრით დავდივარ აქ, ა გახეული კაბა
რატო? იმიტომ რომ მოდით ასე გეტყვით არ ვარ მდიდარი ოჯახის შვილი და რისი საშუალებაც
გვაქვს ხოლმე იმით ვკმაყოფილდებით. მინდა ჩემი ერთი ნაკლი გაგიმხილოთ ნუ ჩემთვის ეს
ნაკლი არარის მაგრამ საზოგადოება მიიჩნევს რომ ეს ყოველივე ჩემს სილამაზის
სტანდარტებზე მოქმედებს და მახინჯს მაჩენს მაგრამ მე ეს სულაც არ მაინტერესებს
საკუთარი თავი ისეთი მიყვარს როგორიც ვარ, უი ხო ნაკლის გამხელა დამავიწყდა ეს ჩემი
კეხიანი ცხვირია რომელსაც საზოგადოება და მათ შორის ჩემი საშინელი ქორეოგრაფიც
გატეხილ ცხვირს ადარებს და დამცინიან მაგრამ ხოიცით რაცარუნდა არ გადარდებდეს მაინც
იქნება პატარა წყენა რომელსაც გულში იკლავ და არავის უმხელ, უი ისიც არმითქვამს რომ
ჩემი ცხვირის გამო თითქმის არავინ მემეგობრება გარდა ჩემი ერთადერთი და საუკეთესო
მეგობარისა რომელსაც ჯო ქვია, ჯო ძალიან კარგი მეგობარია ყოველთვის ჩემს გვერდითაა და
სულ მამხნევებს ის შესანიშნავი ადამიანია. შევედი დარბაზში და როგორც ყოველთვის
მოჟამული სახით მიყურებდა ქორეოგრაფი, თვალებში ვუყურებდი და ვხვედავდი თუ როგორი
ირონიული ღიმილით გახედავდა ხოლმე კაბას რომელიც გავკერე, დავიწყეთ ვარჯიში და ერთი
ილეთი მეშლება ვერ ვაკეთებ,ვნერვიულობ რადგან არმინდა ქორეოგრაფმა დამინახოს რომ ვერ
ვაკეთებ იმიტომ რომ ისევ დამცინავად მეტყოდა რამეს მე კი ამაზე გავბრაზდებოდი,
ვცდილობ ვწვალობ მაგრამ არ გამომდის ნუ ამ პერიოდში რათქმაუნდა შემამჩნია და დაიწყო
ჩემი ლანძღვა, ყელში ამომივიდა უკვე ეს ყველაფერი და პროტესტის ნიშნად დარბაზი
დავტოვე და სახლში წავედი. ამეტირა მაგრამ ჩემს თავში ძალა მოვიკრიბე და გადავწყვიტე
დედასთვის მეთქვა რომ აღარ შემეძლო იქ სიარული აღარ შემეძლო ამ დამცინავი სიტყვების
ატანა აღარ შემეძლო ადამიანების დამცინავი სახეების ყურება დავიღალე!! მივედი და
დედას ეს ყველაფერი ვუთხარი მაგრამ შედეგი არ გამოიღო ამ ლაპარაკმა წავედი ჩემს
ოთახში და ცხარე ცრემლებით ავტირდი ეს ის ცრემლებია როდესაც უმწეოდ გრძნობ თავს და რა
გააკეთო არიცი როდესაც გტკივა და ვერაფერს ვერ აკეთებ, თავს როგორ უშველო,არვიცი, ამ
დღემ კატასტროფულად ჩაიარა. ახლა ვიძინებ კარგად ჩემო დღიური მარტო შენ იცი ჩემი
რეალური გრძნობების აზრების და საერთოდ ყველაფრის შესახებ. იმედია ყველაფერი კარგად
იქნება

გამარჯობა დღიურო დიდი ხანია არაფერი დამიწერია ალბათ იმიტომ რომ ყოველი დღე იგივეა
და არაფერი შეცვლილა გარდა იმისა რომ მალე ახალი წელი მოვა რომელიც მე ძალიან მიყვარს
და იმედია ბედნიერი ვიქნები ერთი დღე მაინც, დროებით.

გადის დღეები da მოდის 31 დეკემბერი

31 დეკემბერია ახალი წელია მაგრამ საერთოდ არ ვარ მხიარულად არაფერი მიხარია ყველა და
ყველაფერი მძულს მინდა ვიტირო დავლეწო ყველაფერი და თავი მოვიკლა რადგან თავის
გადასარჩენად ვთვლი რომ მხოლოდ ეს გზა დამრჩა, ჯო რომელიც ჩემი ერთადერთი და
განუმეორებელი მეგობარი იყო აღარარის გარდაიცვალა.... მიზეზი კი მე ვიყავი, თავის
მოკვლა მინდა.

აზრებს ვერ ვუყრი თავს ისეთი დაბნეული შეშინებული და აფორიაქებული ვარ,


რომ ვფიქრობ რომ ჯო აღარარის პანიკები მეწყება, ყველაფერს დავწერ აქ. დედაჩემს და
მამაჩემს ფეხებზე ვკიდივარ არაინტერესებთ არაფერი არვუყვარვარ არმისმენენ ამიტომ
გამოსავალი შენთან ჩემო დღიური ბოლო სიტყვების დაწერა და თავის მოკვლაღა დამრჩა.

26 დეკემბერი იყო ბალეტის ბოლო გაკვეთილი ჩვეულებრივად წავედი გაკვეთილზე მაგრამ


როგორც ყოველთვის ჩემი იქ მისვლა კარგად არ დამთავრდა,იმ საშინელმა ქორეოგრაფმა
მთელი ჯგუფის თვალწინ ჩემი დაჩაგვრა ცადა ისევ, არვიცი რას ვუშავებ რა გავუკეთე ეგეთი
რომ ასე მექცევა ნუთუ ეს ცხვირი ასეთი პრობლემატური არის მისთვის, ძალიან გავბრაზდი
და სამუდამოდ წამოვედი ბალეტიდან დედაჩემს რაცარუნდა ეთქვა მე მაინც აღარ ვივლიდი
მეზიზღება იქაურობა და ეს დღეც.
თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი საუბარი მჭირდებოდა და ჯოს დავურეკე ვუთხარი რო ჩემს
ბინასთან,სადარბაზოსთან მისულიყო მეც მალე მივიდოდი და იქვე დავმჯდარიყავით და
გველაპარაკა, სახლში ასვლა არ მინდოდა.

მივდივარ გზაზე ჩაფიქრებული გაბრაზებული და ატირებული არვიცოდი რა მექნა თან ყველა მე


მიყურებდა ცრემლებს ვერ ვიკავებდი და მოდის ამ დროს ერთი კაცი ჩემთან და მაჩერებს
მეუბნება დახმარება ხომ არ მჭირდებოდა, რაზეც უარი ვუთხარი და გზა გავაგრძელე ეს კაცი
ისევ მეწევა და მეუბნება რომ სახლამდე მიმაცილებდა რადგან ცუდად გამოვიყურებოდი, მე
ამაზე გავუბრაზდი ყვირილი დავუწყე და რათქმაუნდა ისევ უარი ვტკიცე და წამოვედი,
მოვდივარ და ვგრძნობ რომ უკან ვიღაც მომყვება გავიხედე და დავინახე ისევ ეს კაცი,
შემეშინდა ათასი აზრი მიტრიალებდა თავში, არვიცოდი რა მექნა, ნაბიჯებს ავუჩქარე,
გავიქეცი. ეს კაცი ამედევნა, მომსდევდა, სახლამდე მიხვეულ მოხვეული გზებით მივდიოდი
რადგან ლოგიკურია არმინდოდა გაეგო სად ვცხოვრობ.

როგორც იქნა ჩამოვიშორე დავეკარგე და ვეღარ მხედავდა ძალიან სწრაფად გავიქეცი ბინამდე
და სადარბაზოში შევედი ჯო იქ არ დამხვდა და კიბეებზე დავჯექი და თან ვურეკავ რომ მალე
მოვიდეს ამ კაცზეც ვუყვები და სასწრაფოდ ვეუბნები რომ მალე მოვიდეს,ვზივარ და ვტირი
რატომ გავჩნდი საერთოდ რა მიზნით ყველა მე მაბულინგებს მამცირებს ნუთუ გამოსავალი
არარსებობს.

მესმის ნაბიჯების ხმა ვხვდები რომ ჯო მოდის და გავდივარ რომ ეგრევე ჩავეხუტო რაც
ძალიან მჭირდებოდა

მაგრამ დავინახე ჯოს მაგივრად პადიეზში როგორ შემოვიდა ის კაცი რომელიც ამეკიდა,

გავშეშდი ფერი მეცვალა ხმას ვერ ვიღებდი მეშინოდა რა მექნა არვიცოდი ყვირილი მინდოდა
მაგრამ ვხვდებოდი რომ ხმა არ მქონდა შიშისგან ხმა წამივიდა

მოდის ეს კაცი და პირისპირ მიდგება და მეუბნება “არიტირო, მე შენთან ვარ, რომ


დაგინახე ეგრევე მომინდა შენი სურნელის შეგრძნება, მოდი” და ამ დროს ხელს მკიდებს
ხელზე ჩემი დაჭერა სურს მე ვცდილობ გავიქცე ხელებს ვერ ვითავისუფლებ უცებ პირზე ხელს
მაფარებს ჩემი ხმა რომ არავინ გაიგოს თუ როგორ “ვყვირივარ”ხმაწასული, ამ დროს
სადარბაზოში შემოდის ჯო და მხედავს რომ გაუპატიურების მსხვერპლი ვარ ის კაცი
მირტყამს და თან ჩემს გახდას ცდილობს ჯო ეგრევე მოვარდა ამ კაცს ზურგში წიხლი ჩაარტყა
და წააქცია მე გარეთ გავრბივარ ქუჩაში რომ ხალხს დავუძახო დავრბივარ ვღრიალებ რომ
ვინმემ გვიშველოს, მაგრამ უკვე გვიანი იყო სადარბაზოში შევრბივარ და ვხედავ ეს კაცი
სისხლიანი დანით ხელში როგორ არის მიწაზე დამჯდარი ჯო კი მუცელში დაჭრილი ეს კაცი
დგება და გარბის მაგრამ გვიანია გარეთ მყოფი ხალხი იჭერს და ურტყამენ მე კი ჯოსთან
მივვარდი სუნთქავდა გამიხარდა და ამ დროს რაღაცას მეუბნებოდა ჯო, თავი ახლოს მივწიე
და გავიგონე ეს სიტყვები “ მიყვარხარ, და მაპატიე ეს კაცი მამაჩემია, ბოდიში. ” და
თვალებს ხუჭავს.

არვიცი იმ დროს რა დამემართა ადგილზე გავშეშდი, ხელები მიკანკალებდა ცუდად ვიყავი და


გული წამივიდა

ვახელ თვალებს და საავადმყოფოში ვარ

ეგრევე ვდგები და მივრბივარ ექთანთან რადგან მაინტერესებდა ჯო სად და როგორ იყო თუ


იყო ცოცხალი

მაგრამ ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა ის მოხდა

ჯო გარდაიცვალა

ჯო 27 დეკემბერს წავიდა ამ ქვეყნიდან ახლა კი 31 დეკემბერია ჩემი ცხოვრების ბოლო დღე


ჩემი ტანჯვის ბოლო დღე რადგან ვიცი იქ ჯოს ვნახავ
და ეს მამშვიდებს მეზიზღებე ყველა და ყველაფერი აწი ჩემს ცხოვრებას რაღა აზრი აქვს
ამდენს ვეღარ გავუძლებ მშვიდობით და ბოლოს გეტყვით და გისურვებთ რომ ჩემნაირი
ცხოვრება არავის არასდროს არ გქონოდეთ
ნახვამდის.

You might also like