You are on page 1of 6

მახსოვს...

31. იანვარი.

გვიანობამდე მე, ხანო და ვერიკო გარეთ ვიყავით. შენ არიცი, მაგრამ დღეში იმდენჯერ გახსენებ
მაგათთან და ვწუწუნებ... „ჩემი პინგვინი მინდა“... სთორი დავდე, შენ მომწერე, „აქ ჯავახო
მართლა დაიყვირა?“ ხანოზე მეკითხებოდი. ჰაჰ, სულ მეკიდა რა შინაარსის იყო ტექსტი, ვკიოდი
და ყველას ვაგებინებდი რო შენ იყავი ჩემი ინსტაგრამის დირექთებში... ისე მიხაროდა 20 წუთი
ვფიქრობდი რა მეპასუხა. ვწერდი, ვშლიდი, ვწერდი, ისევ ვშლიდი. მადლობა ამ
უუუუუმაგრესიი მომენტისთვის.

ხუდადოვზე ხეს რო შეასკდი და მოდიოდი ნელა, მინდოდა რამით დაგხმარებოდი, მზად ვიყავი
მთელი ღამე შენთან ერთად გამეტარებინა. იქ ცუდ ხასიათზე რო ვიყავი და მოხვედი, ვხედავ რო
შენს ეგოს და სიამაყეს უკანა პლანზე წევ, ბოდიში რო არ გიფასებ ამას ასე ხმამაღლა, მაგრამ ვიცი
რეალურად რამხელა ნაბიჯსაც დგამ.

ხანდახან ვხედავ რო მენაგლები, მაგრამ მაინც ჩემი გახდები.

1. თებერვალი.

გარეთ ცივა მაგრამ შინაგანად იმხელა მოტივაციას მაძლევ რომ ვიცხოვრო და არა ვიარსებო.
ევოში მივდივარ, ცივა, ყინავს, წვიმს, ჩვეულებრივ საშინლად მინდა სახლში ყოფნა ხოლმე ასეთ
დროს მაგრამ ახლა ისე მიხარია ცხოვრება სიამოვნებით გავატარებ მთელს ღამეს ღიმილში და
შენზე ფიქრში.

საშინლად არ მინდა რო დამემშვიდობო, მომწერეეეე რააააა. არ წახვიდეეე... არ დაიძინო.

2. თებერვალი.

სახლში მოვედი. ახლა გამოვიძინებ რო ბავშვებთან გავიდე, შენ გნახავ იმედია.

უკვე 12 საათი ხდება და არსად ჩანხარ. სახლში მინდა წასვლა.

Update:

აააააა, მომწერაააააა. სად ხართოოოოოოოო... მთელი დღეა შენ გელოდეეებიიი, მალე მოდი.
ისეთი აღერღილი ვარ, რო გნახავ რომელი გრძნობა გამოვხატო არ ვიცი. შენი ნახვის სიხარული
თუ ბრაზი დაგვიანებისთვის.

ტკბილად ვიძინებ, იმდენჯერ გიყურე თვალებში. მივიღე დღიური დოზა. აჰჰჰჰჰ.


მანქანაში ვიჯექი, ვერიკოს ველაპარაკებოდი, მეკითხება რა სხვადასხვა სიგარეტს ეწევიო და თან
ფანჯარასთან მოვიდა და ჩამოეყუდააააააა. ასე მითხრა ცხოვრებაში მრავალფეროვნება უნდა
ცადოო. დებილია მგონი. ან უხერხულობისგან იხუმრა.

3. თებერვალი

ანუუუ, როჟაააა მოვიდა უბანში და არ მომესალმა. :////

აჰჰ, მოვიდა და ამიხსნა რო თურმე მომესალმა მაგრამ მე ვერ გავიგე, ნევერმაინდ.

დღეს პირველად გავატარე შენთან ერთად მარტო 3 წუთი. პროგრესი გვაქვს.


(მარიამ, სამომავლოდ თუ არ გემახსოვრება ამ დღეს ხანოს სახლის წინ იდექით და
ლაპარაკობდით. იმასაც შეგახსენებ რო ვარდისფერი ჰუდი ეცვა. დაბნეული ლაპარაკობდა. ვერ
გაეგო ვერც თვითონ ჭკუის სწავლება უნდოდა შენთვის თუ... იქნებ იმასაც უნდოდა ჩემთან
ერთად მარტო ყოფნა... დამაფიქრე.

მოიცააა. წამოვედით თუ არა 10 წუთში მომწერაააააააააააააააააააააააა. მიხვედიოო??????

ვყვირი. წავედი უნდა ვეჩათავო...

Update:

ჩიხუახუები მოსწონს.

რჩევა მომცა. MARIAM SWRAPI DASKVNEBI AR GAMOITANO ARAFRISGANO.

ტირილის ვიდეო წაშალეო, არავის ანახო შენი სისუსტეო. ჩეემსს ვიდეოეებსს უყურაააააა
ვიტიირეებბ ახლააა.

არ უყვარს როცა სიმართლეს იძახის და არ უჯერებენ. (თვითონ მითხრა)

საწოლს ფენით ათბობს ხოლმე. მცივანაა.

თავისი ძმაკაცი სულთანა უნდა გამაცნოს

ვიძინებ მე. პაკა.

4. თებერვალი.

ცუდ ხასიათზე ვართქო და სად ხარო, მოგხოდავ მე რო მოვალო <3333333333333

რუსთავიდან რო ჩამოხვედი გვიაან, წუწუნით წავედი სახლში მერე, მაგრამ იმიტომ რომ რამე არ
შემტყობოდა, შენი ნახვა მინდოდა თუნდაც 2 წუთით.

ფანჯრიდან რო იყურები, ისეთი გრძნობა მაქვს რო თვალებით მეძებდი, ან მე გეძებდი, არა მეც
გეძებდი, შეიძლება მინდოდა რო მასე ყოფილიყო, არ ვიცი.
5. თებერვალი.

ვტფფფფ... არ მომწერა არადა მთელი დღე ერთად ვიყავით ... ვერ ვიძიიინეეებბბბბ. 3 საათი
ხდება. მივწერ....

Update: ღამე მივწერე ხო კარგად ხართქო და კიო, როარმოგწერე მაგიტო მკითხეოო?? ხოარ
მიგაჩვიე უკვე რო გწერ ხოლმეო . რა დავარტყა?

6. თებერვალი.

დღეს ძაან მაწყენინა. იოანეზე ვუთხარი ნატახტარის ლიმონათი უნდა მიეტანა


ვერიკოსთვისთქო ადგა და ღადაობა დაუწყო. ძალიან გავბრაზდი. ვერ ვხვდები რაზე ოღონდ.
ერთდროულად ბევრი რამე მაწუხებს. ისიც რო მისთვის ეგ საკითხი საღადაოა, მაშინებს... ისიც
რო დამირეკა და ხმამაღალზე ჰქონდა ჩართული ეტყობა ვიღაცასთან ერთად უნდოდა ღადაობა.
მერე გაბრაზდა და ჩხუბი დამიწყო პასუხი რო ვერ მოისმინა ჩემგან.

კაია იმას მაინც რო ხვდება რო ჩემთან შეეშალა.

7. თებერვალი.

უძალიანესად ვიჩხუბეთ. არ მინდა ლაპარაკი. ნახვამდის. მანქანაში ვიჯექით და ღრიალებდა.


მაგრამ თვითკმაყოფილი ღიმილი წამკრავს იმიტო რო ჩხუბის დროს უკან ჩაჯდა. მე მარტო
მაშინ ვიყოყმანებდი წასვლაზე იქ დარჩენა რო მდომებოდა ვის გვერდითაც მინდოდა. არვიცი ეგ
რას ფიქრობდა, რო დავათხარე ნერვები და უბრალოდ ბრაზისგან არ მიდიოდა და კამათს ვერ
წყდებოდა თუ უნდოდა ჩემს გვერდით ყოფნა.

8. თებერვალი.

ისევ ნაჩხუბრები ვართ.

9. თებერვალი.

რანაირი ჯიუტი რამე ხარ. მე მივწერე.

მაგრამ ის კი მკითხა, წარმოდგენებს ნელ–ნელა დაიბრუნებ ჩემზეო. ესეიგი ადარდებს რას


ვფიქრობ.

10. თებერვალი

დღეს პაპიტოს და ჰეროინას ვუსმენდით ერთად.

რაღაცაზე ვიკამათეთ და ასე მითხრა –მარიამ შემიწირავ, მოდი ნორმალურად ვილაპარაკოთ,


გთხოვო.

14 თებერვალი.
ვიცი, ბევრი ჩავარდნა მქონდა, მაგრამ იმდენად ბედნიერად და ლაღად ვგრძნობდი თავს ვეღარ
მოვიცალე წერისთვის. უძღები შვილი დაბრუნდა, გუშინ ძალიან კარგი დრო გავატარეთ .
დამავიწყდა დაწერა. თუ არ ვწერ მარტივად მავიწყდება.

დღეს დილით ის მომწერა ველოდებოდიოოოო მთელიი ღამეეე როდისსს მომწერდიოოოოო,


მაგრამ შენ თურმე მარტო სთორებსს დებდიოოოო. აჰაჰაჰჰაჰააჰაჰ... მე გულში ჯერ კიდე ის
მაქვს, რამდენიმე დღის წინ თვითონ რო არ მომწერა და თან დააყოლა ხოარ მიგაჩვიე მიწერასო.

KARMA WORKS SO WELL////

მოვრჩები მუშაობას და შეგეხმიანებიო.

დღეს თავი ცხოვრებაში პირველად ამტკივდა, წამალი დალიეო. Aww, so cute. მზრუნველი.

15. თებერვალი.

ვიღაცა გოგო მოსწონდა, გასპარიანი თუ გასპაროვი სომეხი იყო და მაგიტო არ მოსწონს სომხები.

სტომატოლოგმა უთხრა ლოყას ნუ იჭამ კიბო გაგიჩნდებაო და ამას ეშინია . ბააიი

ჰეჰე, იშვიათად მინდა ვიღაცასთან ლაპარაკი და ჩემი მოშორება ძნელიაო, მებაზრეო.

დღეს, პირველი კომპლიმენტი მითხრა. გონიერი ხარ და აზროვნებო. ეგ მომწონს შენშიო.


რეალობას კარგად აღიქვამო.

16. თებერვალი

კუხნებს რო აწყობს ყველაზე მეტად სახელურების დამაგრება არ მოსწონს ან ერთულება ან


ეზარება.
22. თებერვალი

ნახე ევოში რო მიხვალ შესვენება როდის გიწევს რო გნახოო. იყავითქო და რახან გეუბნები
ესეიგი მინდა შენი ნახვაო.

ხო გითხარი ჩემი გახდებითქო.

23. თებერვალი

ისეთი ეჭვიანი ვარ, ეჭვიანობის ნიადაგზე შეიძლება თვალებიდან სისხლი წამომივიდესო.

იმმიტო გეჩხუბები და ტვინს გიჭამ რომ ვვეგოისტობ . არ მინდა მეშინია რო აღარ


დაგაინტერესებს რას ვიზამ ან ვიტყვი ან გავაკეთებ , მინდა სულ მაქცევდე ყურადღებას და შენს
გონებაში ვიჯდე.

29.თებერვალი.

ის მომენტი ხო იცით? ყველაფერი რიგზე რომ გაქვს და ღმერთის არსებობა გავიწყდება? ეგრე
მემართება ოღონდ ამ შემთხვევაში ურთიერთობაში. წერა მეზარება... ყველაფერი ისე ხდება,
როგორც უნდა იყოს. მე კიდე დრო საერთოდ აღარ მრჩება რო დავჯდე და ვწერო. რამდენიხანია
ლეპტოპი აღარ გამიხსნია. Just enjoy with moments MAROO

8. მარტი

Aww, რა გაჩუქოო. რა ქიუთია. კოცნა მაჩუქე დებილო.

11. მარტი

მეზარება წერა. წლის ბოლომდე თუ მივედით დიდ ტექსტს დავწერ შეჯამების სახით.
წერილი ნიკოს...

ტრაკუნი, იცი რო ვერავინ ვერასდროს მიხვდება და გაიგებს საერთოდ რაც ჩვენს შორის იყო?
ყოველ დღეს მიფერადებს შენი სიტყვები, ღიმილი, შეხება.

საბოდიშო და სამადლობელ სიტყვებს ერთდროულად გეუბნები.

ბოდიში იმისთვის, რომ შენში ოდესღაც ეჭვი შემეპარა, ბოდიში, რომ დაბადების დღეზე ვერ
წამოვედი. ბოდიში, რომ შენს მეგობრებთან ერთხელ მაინც თავი არაკომფორტულად
გაგრძნობინე. ბოდიში თუ თავი არასაჭიროდ გაგრძნობინე ჩემს გვერდით. ბოდიში, რომ
სულთანა, როცა ჩამოვიდა ისევ ჩემს კაპრიზებს უსმენდი, ბოდიში , რომ ვერიკომ ნერვები
მოგიშალა, გარბენინა და მე ეგოისტურად ისევ ჩემს თავზე ვფიქრობდი, ბოდიში, რომ
მართაშვილის დაბადების დღეზე უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდე. ბოდიში, თუ ჩემს გამო
ცუდ ხასიათზე იყავი ოდესმე. ბოდიში, რომ ბევრჯერ ჩემგან ანერვიულებული გაგიშვი,
საჭესთან მჯდარი. ბოდიში თუ შენს თავმოყვარეობას ერთხელ მაინც შევეხე. მაგრამ... მე თუ არა
სხვა ვინ იზამდა შენს ცხოვრებაში ამ ყველაფერს? ყველაფერი იდეალურად ხომ ვერ გექნებოდა?

მახსოვს პირველად სახლში რომ მომიყვანე, ჩემს კორპუსთან ვიდექით და ვლაპარაკობდით, ის


გახსოვს? ფარების ანთება რო დაგავიწყდა, თან ზანოსობდი თოვლში? პოლიციამ რო გაგაჩერა
აქედან წასული? თავიდან რო გწერდი და არჩევანს რო აკეთებდი ჩემთან ჩათაობასა და შენს
გაყინულ ფეხებს შორის? ის გახსოვს? დედაშენს დამაგრძელებელი რო მოპარე? ტელეფონი რო
შეგეერთებინა და მოგეწერა? ის გახსოვს? ხედზე რო ავედით, ეკლესიის წინ ვიჯექით სიმაღლეზე
და ვიყურებოდით, პირველად მაშინ ვიგრძენი თავი შენთან ყველაზე ახლოს.

მანდ მეორედაც ავედით, ოღონდ მაშინ ნაჩხუბრები ვიყავით, ისე მინდოდა კოცნაააააააააააააააა.
მახსოვს, გზაში შენც ხშირად აჩერებდი ხოლმე მანქანას, რო გეკოცნა. ხო გახსოვს? დიდი და
სავსე მთვარე თუ კაშკაშებს ცაზე ეგ რას ნიშნავს? რო ტრაკი უნდა მოგიშვირო . :დ . აააააააა
იმდენი მომენტიააა თავიდან ვერც ერთს ვერ ვიგდებ. ყველა ჩვენი ერთად გატარებული
მომენტი მახსოვს, პირველიდან ბოლო მზერამდე. პირველი კოცნიდან, ბოლო კოცნამდე.

კაი მეზარება კიდე დაწერა :დდ იმედი მაქვს ახალ წლამდე თავს მოვაბამ.

26. აგვისტო

ახლა ვზივარ და ვკითხულობ ყველაფერს. მეტირება, არვიცი რის გამო? იმიტო რო მიხარია?
იმდენი ბედნიერი მომენტი მაჩუქე. თუ სინანულს ვგრძნობ რო აღარაფერი აღარ იქნება.

საშინლად მტკივა. სული მეხუთება ისე განვიცდი.

მიყვარხარ, ნიკო.

მორჩა ისტორია... ვერ დავამთავრებ როგორც ჩანს, მაგრამ ითს ოქეიიიი <33333

You might also like