You are on page 1of 49

აღიარება ხელისგულზე

პირველი თავი

დედაჩემი რომ არა დილაობით ვერ გავივიძებდი. (ჩემს ,,მაღვიძარას“ უტკბესი


ხმა ჰქონდა.) ასჯერ მაინც გავიგონე საკუთარი სახელი და, როგორც იქნა, თვალი
გავახილე. პირველად ლურჯად აჭრელებული ფურცელი დავინახე, მერე - ძალიან
არეული ოთახი. დამძიმებული თავი წამოვწიე და მთელი ღამის ნამუშევარი
გადავიკითხე. კმაყოფილი დავრჩი.

- ნინა! ნინა! - დედას პასუხი არ გაუცია. - დედიკო!

- მეძახი, რადა?! - არ უყვარდა სახელით რომ მივმართავდი.

- ყავას გამიკეთებ?

- ურიგო არ იქნებოდა თავად თუ ჩამობრძანდებოდი! ახალგაზრდა ხარ და არაფერი


გიჭირს შენით რომ მოიდუღო.

- ანუ არა?

- დაიცადე, წყალს ვადუღებ!

ხუთ წუთში ნინამ ფინჯნით ხელში შემომაკითხა. საძინებელს თვალი მოავლო


და უკმაყოფილება ვერ დამალა:

- ეს ოთახი ისევ დასალაგებელია?!

- როგორც ხედავ, დედაჩემო.

- მე აღარ დაგილაგებ, აწი რაც გინდა ის გიქნია!

- კარგი. - ლოყაზე ვაკოცე. - იცოდე ლოგინის ქვეშ გასარეცხი ტანსაცმელი მაქვს


შეგდებული. – შევახსენე და ჭიქა გამოვართვი.

ნინაჩკამ ბუზღუნი დაიწყო, მაგრამ უკვე აღარ ვუსმენდი. ცალ ხელში ყავა
მეჭირა, მეორეში - ფურცლები, ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და მთელი ღამის ნამუშევარს
ვკითხულობდი.

,,თუ ჩვენს უნივერსიტეტში დამანახებთ გოგოს, რომელსაც ლოლა ნიჟარაძის გრძელი


და ლამაზი ფეხების არ შურს ან დერეფანში მიმავალს თვალს არ აყოლებს, ჩემს
ვინაობას გავამხელ (ვინაიდან ასეთი არავინ არსებობს, სრულიად უსაფრთხოდ
ვგრძნობ თავს). პირველად ლოლა რომ ვნახე ხელბურთს თამაშობდა და მისი სამი
ზომა მკერდიც დახტოდა, ალბათ ამიტომ დამამახსოვრდა და ჩემი უმკერდობის
კომპლექსი აქ არაფერ შუაშია. რომ იძახიან საჯდომი დაბერილი აქვსო... ტყუილია.
ვარჯიშობს. ვარჯიში ჩვენც არ გვაწყენდა. პატარა გამოძიება ჩავატარე და გავარკვიე,
რომ პლასტიკური ოპერაცია არასდროს გაუკეთებია. (შენ, მკითხველო, ალბათ
გიკვირს, ამ გოგოს სხვისი სამედიცინო ისტორიების ქექვა არ ეზარებაო? ან ხელი
როგორ მიუწვდებაო? პირველ შეკითხვაზე დაგცინებ: მე, კარგი, მოცლილი და გიჟი
ვარ, მაგრამ შენ რაღას კითხულობ ჩემს ,,გაყვითლებულ“ გაზეთს - მეთქი. რაც შეეხება
წვდომას... იმედია საქართველოში პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან
დაკავშირებული რევოლუცია მალე მოხდება.)“

,,არამკითხე მოამბეო, მიტყიპეს და მიაგდესო." - ბავშვობაში ხშირად


მიმეორებდა დედა. აშკარად ვერ ავითვისე გაკვეთილი. იქნებ კაცმა საკუთარ თავზე
უნდა გამოსცადოს ამ ,,მიტყიპვის სიმწარე“ ჭკუა რომ ისწავლოს. საერთოდაც
ადამიანი რაღა ადამიანია სხვის შეცდომებზე თუ ისწავლა?! ამ შემთვევაში ის კარგავს
ყველაზე დიდ სიამოვნებას, დაცემის შემდეგ წამოდგომა რომ ანიჭებს.

,,გულწრფელად თქვით, რა გახსენდებათ ზურა ასათიანის სახელის


გაგონებისას? მამა აბრამის ბატკანი თუ სი*ი? სტუდენტის წმინდანად შერაცხვა თუ
შეიძლება, კანდიდატი გვყავს! მიკვირს ჩვენს თვითმმართველობას ეს იდეა აქამდე
როგორ არ დაებადა? ასე თუ ისე ჩვენი უნივერსიტეტის ცნობილი ჭორბიუროს
(რომელსაც რეგულარულად თავად ვაწვდი ,,საძიძგნ“ თემას) ყბაში ჯერ არ
ჩავარდნილა. გაგიგონიათ ყველაფერი დროებითიაო? ხო და თქვენთვის სურპრიზი
მაქვს!“

რატომ ვიქცეოდი ასე? ჟურნალისტიკის ცნებებით თავის მართლებას არ


დავიწყებ... რომ თითქოს საზოგადოებრივი ინტერესი უნდა დააკმაყოფილო... რომ
თუ ადამიანი პოპულარულია თმენის ვალდებულება ეკისრება, შესაბამისად მის
პირად ცხოვრებაში შეჭრა შეგიძლია და ათასი ბლა - ბლა - ბლა... ადამიანები ხომ არ
მძულდა? პირიქით, მთელი კაცობრიობა სისაძაგლის მიუხედავად (აუხსნელი
მიზეზით) მიყვარდა. ყოველთვის მინდოდა ერთმანეთი ნიღბების გარეშე დაგვენახა
და შეგვეყვარებინა. ჩვენ ირგვლივ ყველაფერი ილუზიით იფუთება. ჩვენ ამ შეფუთვას
ვიღებთ და მაშინაც კი თუ ვხვდებით რომ ფარსია, თავს ვიტყუებთ. არასდროს
მინდოდა ასეთ სამყაროში ცხოვრება. როგორი იქნებოდა სამყარო თუ ყოველი
ჩვენგანი საზოგადოების ტყვე კი არა წევრი გახდებოდა? მინდოდა ჩემს მკითხველს
გასჩენოდა შეკითხვები: როგორი ვარ სინამდვილეში? რატომ მინდა ერთი, მაგრამ
ვაკეთებ / ვამბობ მეორეს? სწორია ვიცინოდე იმაზე, რაზეც მეტირება ან ვტიროდე
იმაზე, რაც მაცინებს? რატომ განვიკითხავ ყოველთვის ყველას, როცა თავად
განკითხვის მეშინია? რატომ მგონია, რომ ნიჰილიზმი საუკეთესო გამოსავალია?
რატომ ვუყურებ სხვებს ზემოდან როცა ვეჭვობ, რომ თავად არარაობა ვარ? ბოლოს
როდის ვიფიქრე? სად გაქრა ჩემი თანაგრძნობის უნარი? ვინ არიან ჩემი ნამდვილი
მეგობრები? რამდენად ჯანსაღია ჩემი ფასეულობები?

ყავა დავლიე. კარადა გამოვაღე და პირველი რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი.


ლექციაზე მაგვიანდებოდა. სახლიდან გავვარდი. ვიფიქრე, სიჩქარეშო ფოტოაპარატი
ხომ არ დამრჩა - მეთქი და კიბეებზე ჩანთა შევამოწმე. ჩემი განუყრელი მეგობარი იქ
დამიხვდა. გაჩერებაზე მდგარი სამყაროთი და საკუთარი არსებობით ვტკბებოდი.
სუნთქვა და სიცოცხლე მიხაროდა. ყურში ქალაქის ხმაური ჩამესმოდა და მის გულის
ძგერას ვგრძნობდი. ავტობუსში ასული ფანჯარას თვალს ვერ ვწყვეტდი. ფერად -
ფერადი მანქანები და უცხო ხალხი ერთმანეთში ჭიანჭველებივით ირეოდა... რა
საინტერესო სახეები ჰქონდათ. ჩემ თვალწინ წამით გაიელვებდნენ, მაგრამ მაინც
ახერხებდნენ ჩემი ცნობისმოყვარეობის აფორიაქებას... ხანდახან დარწმუნებული
ვიყავი, რომ ჩემი ხასიათი დამღუპავდა, სიმართლისა და ტყულის ჩახლართულ
ქსელში გაბმული უკან ვეღარ მოვბრუნდებოდი.

უნივერსიტეტის შენობა ერთი შეხედვით მკაცრი ჩანდა, მაგრამ კარგ ხასიათზე


თუ დააკვირდებოდი, აღმოაჩენდი რომ სპილოსძვლისფერი სინაზეს სძენდა.
მხოლოდ მან იცოდა, რომ ,,გოგონა მაღალ ქუსლებზე“ არც მეტი და არც ნაკლები,
შეუმჩნეველი რადა მოდებაძე იყო.

აუდიტორია ნელ - ნელა ენაჭარტალა სტუდენტებით გაივსო. რა ამაზრზენები


ვიყავით ყველანი, სხვის სულში ხელებს ვაფათურებდით. იქნებ იდეა, იმისა რომ
თითქოს ,,ბინძურ საცვლებს“ ადამიანების დასახმარებლად ვაფრიალებდი მხოლოდ
ფარი იყო და მის მიღმა ვმალავდი ნამდვილ მიზეზებს, ანგარებას და ყურადღების
ცენტრში ყოფნის სურვილს.

***

შესვენებაზე ეზოში გავედი. მინდოდა (შედარებით) სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა.


იქ აჟიოტაჟი დამხვდა. ბიჭებს ხმამაღლა ჩაერთოთ სიმღერები და ხელბურთს
თამაშობდნენ, გოგონები კი აჟიტირებით გულშემატკივრობდნენ. მაღიზიანებდა
ხმაური და არეულობა, მაგრამ საინტერესო სტატიის მომზადების კარგი შანსი
მეძლეოდა. შეუმჩნევლად შევერიე სტუდენტებს და სათამაშო მოედანთან ახლოს
დავდექი, რომ სურათები თავისუფლად გადამეღო.
- ანდრია! ანდრია! - აჟიტირებული გოგოები მახარაძის ყურადღების მიქცევას
ცდილობდნენ. ანდრია მახარაძე უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო.
არასდროს გამიმახვილებია ანდროზე ყურადღება, იმის მუხედავად რომ მის
ირგვლივ სკანდალები არ ცხრებოდა: აღვირახსნილი სექსი, ოფიციალური და
არაოფიციალური სასიყვარულო ურთიერთობები, ინტრიგა, საზოგადოებრივ
ადგილებში აყალმაყალი და ა.შ.

მუსიკას უფრო აუწიეს. ლამის თავის ქალა ამეხადა. გადამღები ბოლოჯერ


ავაჩხაკუნე და ეკრანს დავხედე. უცებ ტკივილი ვიგრძენი და მივხვდი, რომ თავში
ბურთი მომხვდა. წავბარბაცდი და დავეცი. საკუთარი თავი არ მადარდებდა,
ფოტოაპარატი ხომ არ გაფუჭდა - მეთქი, შემეშინდა. ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ
ფეხზე წამოვვარდი და ,,Canon-ი” შევამოწმე.

- მთელია, გადავრჩი... - შვებით ამოვისუნთქე. უეცრად შევამჩნიე, რომ ყველა მე


მიყურებდა. უხერხულობის განცდა დამეუფლა.

- გადმოაგდე ბურთი! - გავიგონე მახარაძის ხმა.

- არა! - ვუთხარი გაბრაზებულმა და ჩანთის ასაღებად დავიხარე.

- რატომ ვითომ?

- იმიტომ, რომ თავად შეგიძლია მოხვიდე და აიღო!

- მე მივალ, თავი დაანებე. - თქვა იაკობმა, რომელიც მის მოწინააღმდეგე გუნდში


თამაშობდა.

- რას ამბობ! ადგილიდან არ დაიძრა! ვთხოვე და უნდა მომიტანოს...

- იქნებ თხოვნამდე ბოდიში მოგეხადა?!

- რისთვის?

არასდროს მიფიქრია ანდრია ზრდილობის ეტალონია - მეთქი, მაგრამ მაშინ


მივხვდი, რომ ამ ბიჭს ყველაფერთან ერთად, აზროვნებაც უჭირდა.

- ,,ფოსტალა!“ - ჩავიბუტბუტე ჩემთვის და გავბრუნდი.

- ეი, „очкарик“ შენ გელაპარაკები! - მის ნათქვამზე აქა - იქ გაიცინეს.

შუა თითი ავუწიე და გზა გავაგრძელე.


- საით ოთხთვალა?! - ახლა უკვე საერთო ხარხარი ატყდა.

ერთ - ერთმა ,,фанатка-მ“, ასეთ წაშტერო გოგოებს ვერ ვიტან, ბურთი


მიურბენინა.

- ესეც შენ! - მობრუნება ვერ მოვასწარი, ანდრომ ბურთი ზურგში გამეტებით


მესროლა. - მეტიჩრობისთვის! - დააბოლოვა წინადადება.

გახევებული ვიდექი. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ რეაგირება ვერ


მოვასწარი. ვიცოდი ანდრია თვითკმაყოფილი ღიმილით, მოუთმენლად ელოდა ჩემს
ყვირილს.

- იცი, მახარაძე?! - საკუთარი ტონის სიმშვიდემ გამაოცა.

- რა?!

- პატარა ბავშვივით იქცევი. - ნაძალადევად გავუღიმე, თითქოს მეც დავცინე. მთელი


სხეული დაჭიმული მქონდა, მაგრამ მაინც მაქსიმალურად ვცდილობდი თავი
გამარჯვებულად არ ეგრძნო. ,,შენს ადგილას უნდა მოგსვა! მერწმუნე არ
გამიჭირდება...“ - ეს უკვე გულში დავაყოლე და იქაურობას უკანმოუხედავად
გავეცალე. შეიძლება ჩემი ეს საქციელი გაქცევასაც ჰგავდა.

***

- როგორ გაიგო?! საიდან... ეს ხომ... არავინ იცოდა! არავინ... ჩემი დღიურის გარდა! -
ბღაოდა ლოლა. მე კი საპირფარეშოს ერთ - ერთ განყოფილებაში ჩაკეტილი, კართან
ვიდექი და ყურს ვუდგებდი. ღრიჭოდან ნიჟარაძის სახეზე აზელილი მაკიაჟი და მისი
ჩაშავებული თვალები ჩანდა. საკუთარ თავს არ ჰგავდა. რაღაც მომენტში არც კი
მჯეროდა, რომ ამ დღეში მე ჩავაგდე.

ხო... ჩვენს უნივერსიტეტში ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ლოლა ნიჟარაძე


დღიურს წერდა. სიმართლე გითხრათ, მეც გამიკვირდა როცა კომპიუტერების ოთახში
შემთხვევით მის ,,ბლოკნოტს“ წავაწყდი. რა უცნაურია, არა? შემეძლო გაზეთში
გამომექვეყნებინა, რომ ლოლას ბებია მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარა საკუთარმა
შვილმა, მაგრამ შვილიშვილი ყოველდღე აკითხავს მას და საღამომდე გვერდიდან არ
შორდებოდა... მაგრამ მე გადავწყვიტე ყველასთვის მომეყოლა, რომ ლოლამ
უკანონოდ აბორტი გაიკეთა, სასიკვდილოდ გაიმეტა შვილი. ასეთი ისტორიები უფრო
იკითხება, თორემ კეთილშობილება ვის აინტერესებს?
- რა სულელი ვარ! - ჩანთას გიჟივით დაავლო ხელი, დღიური ამოიღო, დახია, სანაგვე
ყუთში ჩაუძახა და ცეცხლი წაუკიდა. თავზე იქამდე ედგა, სანამ ბოლომდე არ ჩაიწვა.
მერე ტიროდა... ტიროდა დიდხანს... მისი ცრემლები აწი ვერაფერს გამოასწორებდა.
ეს თავადაც იცოდა. ბოლოს ონკანი მოუშვა და პირი დაიბანა.

ნიჟარაძე ტუალეტიდან გასვლას აპირებდა, როცა კარი ნატალიმ შემოაღო.


გრძელი შავი თმა, რომელიც მბზინავ ძუას მოგაგონებდათ, მაღლა აეწია, მაგრამ მაინც
თითქმის წელამდე სწვდებოდა. შვლის თვალები სიამაყით ჰონდა სავსე, ციცქნა
ცხვირი და თხელი ნიკაპი მის სახეს დასამახსოვრებელ იერს სძენდა. შეხედავდი და
იტყოდი: „- აი, იდეალური ქალი!“ ერთი რამ არ მესმის. ლამაზი გოგონები
გარეგნობის მიხედვით რატომ ირჩევენ მეგობრებს? ეს მათ მშვენიერებას ორმაგ
ეფექტს სძენს? ნატას, როგორც ყოველთვის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.
მოკლე შავ კაბაში ელეგანტურად გამოიყურებოდა. გემოვნებიანად შერჩეული ჩანთა
და ოქროსფერი აქსესუარები ჰოლივუდის ვარსკვლავს ამსგავსებდა. ხშირად
ვაკვირდებოდი და მიკვირდა, ანდრეა მახარაძემ როგორ გამოიჭირა ასეთი
ანგელოზი?!

- გული მიგრძნობდა, რომ აქ იქნებოდი!

- ნატა...

- სჯობს მაკიაჟი გაიკეთო და ისე გამოხვიდე დერეფანში.

- ბევრი ხალხია?

- არა, მაგრამ სულ ფორმაში უნდა იყო. რას ელოდები, წითელ პარასკევს?! ამოიღე
კოსმეტიკა. გინდა ჩემი - გათხოვო?

ლოლამ ჩანთა გახსნა. მზერას არიდებდა მეგობარს.

- რა სახე გაქვს?! რა იყო, ჩემი გრცხვენია?

- იმ წაკლას ნაჯღაბნი ნახე?

- ვნახე...

- ყველა ჩემზე ჭორაობს, ხო?

- კი... მაგრამ ნამდვილად არავისი საქმე არ არის ვისთან წევხარ და რას აკეთებ, ეს შენი
პირადი ცხოვრებაა! ათასობით ქალი იკეთებს აბორტს. შენ ერთადერთი არ ხარ.
- ზურას რეპუტაცია შეელახა.

- ლოლა, ნორმალური თუ ხარ?! სექსით რომელ კაცს ელახება რეპუტაცია? ან ზურაზე


რა გადარდებს? ჭირსაც არ წაუღია ის ლაჩარი?! მუცელი როგორ მოგაშლევინა?!

- არც კი იცოდა...

- არ გითქვამს?!

- რა თქმა უნდა, არა.

- რატომ? უფლება ჰქონდა, რომ სცოდნოდა! იქნებ ბავშვის დატოვება უნდოდა?


საერთოდ ვინმეს უთხარი? ან როგორ გაიგო იმ კახპამ?

ძალიან არასასიამოვნო იყო საკუთარ თავზე მსგავსი სიტყვების მოსმენა, თუმცა


ალბათ უარესსაც ვიმსახურებდი.

- არავისთვის მითქვამს... ისეთი შეშინებული ვიყავი... დაბნეული... მიჭირდა


მომხდარის გადატანა... ბოლოს დღიურის წერა დავიწყე და ამოვისუნთქე!

- რატომ ხარ ასეთი სულელი?

- ის ბავშვი... ზედმეტი ტვირთი იყო ჩვენთვის. მზად არ ვარ სხვაზე ვიზრუნო. ზურა
ხომ მითუმეტეს! თავისი ცხოვრება აქვს, ოცნებებს მისდევს... რაც შეეხება დღიურს,
ჩავთვალე, რომ მას ვერავინ ნახავდა.

- ნახვით ხო ნახეს და თან წაიკითხეს.

მაკიაჟის კეთება დაამთავრეს. ნატალი ლოლას გადაეხვია. ერთხანს ჩუმად


იდგნენ.

- მეშინია... - ძლივს გასაგონად თქვა ბოლოს ნიჟარაძემ.

- ვიცი... მაგრამ შენთან ვარ. გაიხსენე რას ვიძახი ხოლმე, გამოუვალი მდგომარეობები
არ არსებობს.

მსგავსი დიალოგი ბოლოს ფილმში მოვისმინე. სასიამოვნო განცდა დამეუფლა


და, მგონი, გულში სითბო ვიგრძენი.

- იცი რას გეტყვი, ლოლა?! არ იტირო! იმ ძუკნას, ვიპოვით და გაჩენის დღეს


ვაწყევლინებთ, გპირდები შენზე დაწერილი ერთი სიტყვაც კი არ შერჩება!
ხელჩაკიდებულები გავიდნენ და კარი გაიხურეს. არ ვიცოდი რა ტრიალებდა
ლოლას თავში. შეუმსუბუქა თუ არა მდგომარეობა ნატალის სიტყვებმა, მაგრამ მე მის
ადგილას უსათუოდ გახარებული ვიქნებოდი. ნამდვილ მეგობარს ჭირში დაინახავ,
ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

მეორე თავი

საპირფარეშოდან გამოსვლამდე ყავისფერი ტუჩსაცხი წავისვი, სათვალე


მოვიხსენი და ლინზები გავიკეთე, ჩანთაში საგულდაგულოდ ჩატენილი ნაცრისფერი
შარფი ამოვაძვრინე და თავზე ისე გავიკარი, რომ თმა არ გამომჩენოდა. პერანგი
გავიხადე და ხორცისფერ მაისურში დავრჩი. ახლა უკვე თავისუფლად შემეძლო
ჭორის სუნს გავყოლოდი.

მეათე სართულის დერეფნის ბოლოში ერთი აუდიტორია მეგულებოდა,


ზედმეტსახელად ,,სექსის ოთახი.“ ხანდახან რა უფანტაზიოები არიან სტუდენტები.
ბიჭები თვლიდნენ, რომ თუ ერთხელ მაინც არ გა**მავდნენ ვინმეს ამ აუდიტორიაში,
სტუდენტობა არ ჰქონიათ.

- საინტერესოა დღეს ვინ გახდება ჩემი მსხვერპლი... - ჩავიღიმე და კიბეებს ავუყევი.


პირველად თვალში იაკობი მომხვდა. კედელთან საშუალო ტანის, ჟღალთმიანი
გოგონა მიეყენებინა და თვალგახელილი კოცნიდა, თან ხელებს მკერდსა და
საჯდომზე უფათურებდა. კაცი თუ შენი კოცნისას თვალებს არ ხუჭავს, არ უყვარხარ,
ეს ზუსტად ვიცი.

-ხამები! ხვალ ერთიც და მეორეც სხვასთან ერთად ამოიტუზება აქ! - ვთქვი მათ
გასაგონად. გგონიათ შერცხვათ? ნწ. ვიცოდი, იაკობმა იმწუთასვე შემამჩნია მაგრამ არ
მომრიდებია. ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. ასეთ ტიპებს ყ*ეზე აყოლილს
დამსახურებულად ეძახიან. სახე ზიზღით დამემანჭა. არ მესმოდა, როგორ
შეიძლებოდა ,,მეზასავა“ მამაკაცთან, რომელიც არ მიყვარდა... ან რატომ უნდა მიმეცა
ვიღაცისთვის უფლება, თოჯინასავით მომქცეოდა?!

დერეფანი რომ დაცარიელდა ,,სექსის ოთახს“ მივუახლოვდი, საიდანაც


ტრადიციულად მოურიდებელი კვნესა ისმოდა. კარი შევამოწმე. ჩაკეტილი დამხვდა.

- ჭკვიანები. ერთით ნოლი მათ სასარგებლოდ! - სხვებს ხშირ შემთხვევაში მიხურვაც


კი ავიწყდებოდათ. ინტერესი გამიმძაფრდა. ლოდინი საღამომდე მომიწია. ბოლოს

აუდიტორიიდან რექტორის ვაჟმა, ერეკლე არობელიძემ, გამოიხედა. კარის გაღებამდე


წამოხტომა და კედელს ამოფარება მოვასწარი, თორემ უსათუოდ დამინახავდა.
- ამ მამიკოს ბიჭს დამიხედეთ! - წარბები ავათამაშე.

ერეკლემ დერეფანი დაზვერა. როცა დარწმუნდა, რომ მარტო იყო, მის უკან
მდგარ ქალს ანიშნა გამოდიო. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა ინგლისურის
ლექტორი, მადონა გელოვანი, რომ დავინახე.

- თვალები მატყუებს! ხო, თვალები მატყუებს! - ვეუბნებოდი საკუთარ თავს.

- ხვალ შენთან მოვალ. - ერეკლემ მადონას ხელი გადახვია.

- არა, ჩემი ქმარი ბრუნდება სოფლიდან.

- ოხ, სულ დამავიწყდა ეგ ბებრუხანა.

გამახსენდა, რომ ქალბატონი მადონა მეუღლეზე თექვსმეტი წლით უმცროსი


იყო. რა უნდა ქნას კაცმა თუ აღარ უ**ება? სიბერის და ღალატის შიშით ცოლი ვეღარ
უნდა მოიყვანოს? ან შვილის ტოლა ბიჭებთან ,,სექსაობა“ რა უბედურებაა? ეს სიტყვა
პირველად სად გავიგონე მართლა არ მახსოვს, მაგრამ ყოველ ჯერზე გულიანად
მეცინება. ეს ისე, იუმორისტული ჩართვა, თორემ ტყ**აური გაცილებით უფრო
შეეფერებოდა მადონას და ერეკლეს შემთხვევას. ვერავინ დამაჯერებდა, რომ ამ
არასტანდარტულ წყვილს ერთმანეთი უყვარდა.

- მაშ რა ვქნათ, სექსო?

- მასე ნუ მეძახი... - დაიმორცხვასავით ლექტორმა. ცოტაც და გული ამერეოდა.

- რაო, გაკომპლექსებ?

ქალმა იდაყვი გაჰკრა. არობელიძეს გაეღიმა, ხელები მოხვია და თავისკენ


მიიზიდა. პაპარაცული ფოტოები მობილურით გადავიღე. ძალიან კმაყოფილი ვიყავი.
ეს სურათები სულ მალე ჩემს გაზეთს ააჭრელებდა. უკვე წარმომედგინა დიდი
შრიფტით დაწერილი სათაური:

,,ექსკლუზიურად თქვენთვის - წლის ყველაზე სკანდალური რომანი" ქვემოთ


კი ჩახუტებული სტუდენტ - ლექტორი. თან ჩვეულებრივი სტუდენტი კი არა, თავად
რექტორის შვილი!

ერეკლე ხელის ფათურს არ დასჯერდა და მადონას ტუჩებზე ეცა. ისეთი


,,ხვევნა, კოცნა, მტლაშა - მტლუში“ გააჩაღეს რუსთაველსაც კი გაუჭირდებოდა
აღწერა.
- ცხადია, რომ ამას გამოცდების ჩასაბარებლად არ აკეთებს... როგორც ჩანს, უფროსი
ქალები იზიდავს. - დავასკვენი გუნებაში. - გმადლობთ, გმადლობთ! უკეთესს რას
ვინატრებდი?!

როგორც იქნა, ქალმა საყვარელი მოიშორა და შეუბღვირა.

- მეტი სიფრთხილე გმართებს!

- აქ ხომ არავინაა?!

- ჩათვალე, რომ კედლებს ყურები აქვთ! - მადონა კიბეებისკენ წამოვიდა.

- მოიცადე, ჩემო მელია კუდაგრძელია, არც ზეგ შემხვდები?

- არ გამოვა.

- აბა როდის? - ერეკლემ ტუჩი მოიკვნიტა.

- მობილურზე ან სოციალურ ქსელში მოგწერ.

რაც მაინტერესებდა შევიტყვე და კიბეზე დავეშვი. ნაბიჯების ხმაზე ორივე


შეკრთა. დაიბნენ.

- ვინმე გვისმენდა?! - გავიგონე ლექტორის შეშფოთებული ხმა.

- არ ვიცი...

- აქ რას დგახარ, გაეკიდე და ნახე ვინ იყო!

სანამ ერეკლე აზრზე მოვიდა, მე გოგონების საპირფარეშოში შევასწარი და


ჩვეულ ფორმას დავუბრუნდი. მერე ერთხანს დავიცადე, უსაფრთხოდ როცა ვიგრძენი
თავი, გარეთ გავედი და პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე.

***

ერეკლეს სოციალური გვერდის გატეხვაში ბიძაშვილი დამეხმარა. მისი


ჯადოსნური ხელები დაილოცოს! მიკვირს, ეს ტალანტი უცხოელებმა აქამდე როგორ
ვერ შენიშნეს. სამწუხაროდ, არობელიძე იმაზე წინდახედული აღმოჩნდა ვიდრე
მეგონა. საყვარლების მიმოწერა არ დამხვედრია, მეტიც არობელიძეს მადონა
მეგობრებშიც კი არ ჰყავდა დამატებული. კომპიუტერის ეკრანთან იქამდე ვიჯექი
სანამ ერეკლემ ჩატი არ წამოიწყო.

ერეკლე არო: შეჩემა, რა გიქნა იმ ბოზმა, როგორ გაგიბაზრა აბორტის ამბავი, ა?!
ლოლა: რა გინდა ერეკლე? ტრ*კი დააყენე! შენ რომ არ დამიმატო, ისე სადარდებელი
არ მაქვს?

ერეკლე არო: გადადიხარ უნივერსიტეტიდან?

ლოლა: შენ რატო ნერვიულობ?

ერეკლე არო: ჩვენი მგზნებარე ღამის მერე, შენზე გული შემტკივა. აბა უნდა მეკიდო?
ისე ხომ არ გავიმეოროთ?

ლოლა: ეგ შეცდომა იყო. მოკეტე და ვაფშე ნუ იხსენებ. დიდი იმედი მაქვს არავისთან
წამოგიყრანტალებია. სექსით ბლატაობა რატომ გევასებათ ამ ბიჭებს?

ერეკლე არო: არ ვბლატაობ. ბავშვი ჩემი ხო არ იყო?

ლოლა: რომც ყოფილიყო რა იცვლება ამით?

ერეკლე არო: რავი... კაი ქენი რო მოიშორე, თორე საშინელი მამა ვიქნებოდი.

ლოლა: ზურასი იყო.

ერეკლე არო: და შენ რა იცი? ორშაბათს ჩემთან იწექი, სამშაბათს ზურასთან.

ლოლა: დაახვიე რა.

არობელიძეს აღარაფერი უპასუხია. გამიკვირდა რომ ნიჟარაძის დღიურში


ერეკლესთან სექსზე არაფერი ეწერა. როგორც იქნა, მადლონა გამოჩნა!

მელია კუდაგრძელია: ერეკლე...

ერეკლე არო: ხო, სექსო?! მოუთმენლად გელოდი.

მელია კუდაგრძელია: ხვალ, სასტუმრო „ბილბაოს“ მეოცე ნომერში რვა საათზე


შეგხვდები.

ერეკლე არო: ყველაზე მაგარი ქალი ხარ! :*

მელია კუდაგრძელია: არ დაიგვანო, ისე როგორც იცი ხოლმე, თორემ არ


დაგელოდები და წავალ.

სასწრაფოდ გავარკვიე მათი ,,ბუდის“ მისამართი. ერეკლეს ,,ექაუნთიდან“


გამოსვლას ვაპირებდი, როცა მახარაძის სახელს მოვკარი თვალი.
ანდრია მახარაძე: არ დაგავიწყდეს ხვალ დილას, შვიდზე, ვარჯიშზე უნდა მოხვიდე.
მალე თამაშია და არ მინდა ჩავისვაროთ, ხომ გესმის?

ერეკლე არო: კაი, ძმა, ვეცდები ავდგე.

ანდრია მახარაძე: ეცდები კი არა, ადგები! თორემ მოგაკითხავ და დედას მოგ**ნავ!

ერეკლე არო: აუ... ასე ადრე... კაი რა...

ანდრია მახარაძე: შენ გგონია, მე მიხარია? მწვრთნელმა მოენ**იეთო.

ფურცელს ხელი დავტაცე და ჩავინიშნე: ,,ფეხბურთის ნაკრები და შეჯიბრება.

***

შესასვლელთან მჯდარი კაცი არაფრისმთქმელი თვალებით იყურებოდა და


თან უღიმღამოდ ეწეოდა იაფფასიან სიგარეტს. დაცვისა და უსაფრთხოების ,,მაღალი
დონით“ შეგულიანებულმა, შემოსასვლელში გაბედულად შევაბიჯე.

- გამარჯობა. – მივმართე ხის მაგიდასთან მდგარ ქალს. უნებურად თვალი მისი


დასაბანი თავისკენ გამექცა. ნახევრად მძინარე დაცვა და დაუბანელი მიმღები,
საოცარი ტანდემია! ასეთ სასტუმროში ჟიმ**ბა კი არა შემოხედვაც სამარცხვინოა.
მგონი, არობელიძეს არც ერთი მეძავი დათანხმდებოდა აქ სექსზე. როგორც ჩანს,
ლექტორებს ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ ან ერეკლეს ჯიბის ფულს არ აძლევენ.

- გისმენთ? - მიმღებმა შეწუხებული მზერით შემათვალიერა. ამ სახის შემხედვარე


გეგონებოდათ, რომ მთელი დღე ჭირვეულ კლიენტებს ემსახურებოდა. რა
სასაცილოა, არა?

მინდოდა მეკითხა:

- რატომ ხართ ასეთი შეღონებული? იცით, რომ ხშირად წარბების შეკვრა ნაოჭებს
აჩენს? ნაოჭები... მე არ მიყვარს ნაოჭები... საერთოდაც, მინდა გვიან გამიჩნდეს. -
მადლობა ღმერთს, ხშირ შემთხვევაში ენას კბილს ვაჭერდი.

- ჩემმა მეგობრებმა მეოცე ნომერი დაჯავშნეს, ცოტა დააგვიანებათ და შეიძლება


შევიდე?

- თქვენი სახელი?

- მელიათი ვეწერები. - ხელი თათივით გავაკეთე. ვეცადე ხარხარი არ დამეწყო.


შევნიშნე, რომ მიმღებს ჩაეღიმა.
- მართალია... მასე წერიხართ.

- ოთახს მეორე გასაღები აქვს?

- დიახ.

- მაშ... ნუ გააფრთხილებთ ჩემს მეგობრებს, რომ მოვედი და ეგ გასაღები მიეცით.


მინდა სურპრიზი გავუკეთო. ღრრრრ... - გარეული კატასავით ჩამოვფხაჭნე მაგიდა. -
ხომ გესმით?

- მესმის... როგორ არ მესმის. აქ ყველა მაგისთვის მოდის. - აბა, სავსებით ნორმალურია


ასეთი წაშლილი სახით რომ დგახართ - მეთქი, გავიფიქრე. სახე მოვღუშე.
სოლიდარობა გამოვუცხადე... ხომ ხვდებით? გასაღები გამოვართვი და თეძოების
ქნევით გავეშურე მტვრიანი კიბეებისკენ. ხშირად ვიჭრებოდი ხოლმე როლებში.
ზოგჯერ ისეთი ანცი ვარ... მიკვირს, ასეთ მხიარულ გოგოს მეგობრები როგორ არ
მყავს?

- ნეტავ, წინასწარ რატომ ეწერებიან? რა საჭიროა? ესეც არ იყოს ხუთვარსკვლავიანი


სასტუმრო.

უგემოვნო, მაგრამ კომფორტული საძინებელი დამხვდა. ყავისფერსა და


ნაცრისფერში გადაეწყვიტათ. ფანჯრებს სქელი ფარდები ფარავდა.

- სად დავიმალო? კარადაში? - კარები გამოვაღე თუ არა გაცრეცილი ხალათები


დავინახე. - არა, არ მაწყობს. ვაი და ამ საძაგლობის ჩაცმა მოუნდეთ? აბაზანა
გამოირიცხა... ფარდის უკან? ერეკლემ რომ გადასწიოს? ღმერთმა იცის, თავში რა
წამოუვლის, იქნებ სექსამდე ქალაქის ხედით ტკბება ხოლმე.

საბოლოოდ საწოლის ქვეშ შევძვერი. ცხრა საათს თხუთმეტი წუთი აკლდა,


როცა აფორიაქებული მადონა მოლანდებასავით შემოიძურწა ოთახში.
პუნქტუალურობაც ამას ჰქვია! მხოლოდ მის ფეხსაცმელებს ვხედავდი. სასაცილოდ
დაწკაპუნებდა. (ნეტავ, მიმღებს ეგონა რომ ორგია გვქონდა?) ქალს, რომელიც ქმრის
საღალატოდ მიდის, კომფორტული ფეხსაცმელს უნდა ეცვას. ვაი და გაქცევა
მოუწიოს?

- დიდი ძუძუები ვის აქვსო?! - კარებშივე გიჟივით წამოიყვირა არობელიძემ და გახდა


დაიწყო. აჰამ. დიდი და კოჭებამდე ჩამოწელილი. რა გინდა, ვერ შეედავები. ცალი
კედი საწოლის ქვეშ შემოაგდო და შუბლში მომარტყა. გავმწარდი, ყვირილი ძლივს
შევიკავე, ჯერ იყო და ბურთი, მერე ფეხსაცმელი!
- ეს ხალხი სანამ თავს არ გამიხეთქავს, არ მოისვენებს! - გაბრაზებისგან გავწითლდი.

- გაიხდი შენც თუ მე გაგაძრო ტანსაცმელი? - სექსამდე გახდაში ყველა გეხმარება,


აქტის მერე კი - ფეხებზე ჰკიდიხარ. გინდ ჩაგიცვამს, გინდ შიშველს გიტანტალია. რა
მაგარია, არა?

- რავიცი... იქნებ ჯერ რაიმე დაგველია, თუნდაც არაყი?

- ემოციებს ხარ აყოლილი თუ მეჩვენება? - ერეკლე საწოლზე ჩამოჯდა.

- ერე, გული რაღაც ცუდს მიგრძნობს.

აი, თუ არ აქვთ ქალებს ინტუიცია! დარწმუნებული ვარ, ერეკლეს უნდოდა


ეთქვა, შენი წინათგრძნობები სი*ზე მახატიაო, მაგრამ დამშვიდება დაუწყო. ესეც
იმიტომ, რომ ბოლოს გვარიანად გაფართოებულ საშოში შეე**ვებინა.

- გთხოვ, თავი ისე ნუ გიჭირავს თითქოს ქალიშვილობას კარგავდე.

***

კვნესა, ოხვრა, წამოკივლება და გაურკვეველი ბუტბუტი დიდხანს მესმოდა.

- რა გამძლეობა აქვთ ამ დედა... - ვისაც როგორც გაგიხარდებათ, ისე დააბოლოვეთ.


მეგონა დიდი ეკრანის წინ ვიყავი დაბმული და ძალით მაყურებინებდნენ უხარისხო
პორნოს. (ხარისხიან პორნოს კიდევ ჯანდაბა, გაუძლებს კაცი). გული ამოვარდნაზე
მქონდა, მეშინოდა რომელიმეს არ გამოვეჭირე. ხელი ფრთხილად გავწიე და
მიკროსკოპული აპარატით სურათების გადაღება ვცადე. არც ლექტორსა და არც მის
ლაწირაკ საყვარელს შეუმჩნევიათ რამე. საშინელებებს თუ აკეთებ, უფრო ხშირად
გიმართლებს, ვიდრე მაშინ როცა კეთილშობილ საქმეს ემსახურები. ესეც
ფილოსოფიური გადახვევა, რომელიც გიყვართ და სოციალურ ქსელში სტატუსებად
გაგაქვთ. ერეკლეს ფეხსაცმელი უხმაუროდ ტუმბოსკენ გავწიე. არ მკითხოთ იქიდან
როგორ გამოვაღწიე... თავადაც მიკვირს. მიმღებ ქალს ისიც კი ვურჩიე, Threesome-ს
ნურასდროს დათანხმდებით, თუ შემოგთავაზებენ - მეთქი. ვითომ ჩემი გამოცდილება
გავუზარე.

***

ტაქსის მძღოლმა მანქანა შუქნიშანზე თეთრი, სპორტული ავტომობილის


გვერდით გააჩერა. ფანჯრის რაფაზე ნიკაპი ჩამომედო. სახეში ცივი ჰაერი მცემდა.
დედაჩემს რომ დავენახე, გამიბრაზდებოდა, გაცივდებიო. ვიცოდი გაზეთის
მომავალი ნომრის გამოსვლა მადონას სამსახურს დააკარგვინებდა. გავწირო? არ
გავწირო? გავწირო? არ გავწირო? ბავშვობაში გვირილა ყველას გაგვიპუტია. ოღონდ
სკოლის ასაკში სიყვარულზე მკითხაობაა პოპულარული. თეთრი მანქანის წინა
ფანჯარა ჩამოიწია და სიმპათიური ბიჭის პროფილს მოვკარი თვალი.

- მომხიბვლელი და მდიდარი. ალბათ ყველას უყვარს. რა მარტივია ხალხს თავი


მოაწონო... რა ენაღვლება?

ბორდოსფერი ჯიპი გვერდით ამოგვიდგა. საჭესთან ქალი იჯდა. ღია


წაბლისფერი თმა მხრებამდე ძლივს სწვდებოდა, ჩოლკები თვალებს უფარავდა,
მაგრამ კარგად ვხედავდი მის ცხვირს, ცოტათი გრძელს და ოდნავ კეხიანს. ტუჩები
არაბუნებრივად დიდი ჰქონდა. თავი მიეტრიალებინა და ანდრია მახარაძეს
ეჭიკჭიკებოდა. თანაკურსელს თვალს არ ვაშორებდი. მწვანე ფერის ანთებამდე
წამებიღა იყო დარჩენილი, როცა ანდრო მსუბუქად მისკენ გადაიწია და ტუჩებში
აკოცა. ბრაზმა მთელ სხეულში დამიარა. ტაქსი დაიძრა. მთელი გზა მახარაძეზე
ვფიქრობდი. ყოველ წუთში უფრო და უფრო მძულდებოდა. ყველა კაცი ნაგავია,
ძალიან აქტუალურ და ადეკვატურ ფრაზად მეჩვენებოდა.

მესამე თავი

გონებაში მთელი კვირის გეგმები გადავათვალიერე და პარასკევ დღეს


ყველაფერი გვერდზე გადავდე. მოყვარული ფეხბურთელების გასახდელში
მინიექსკურსია უნდა მომეწყო. გამახსენდა რომ ჩანთა მქონდა გახსნილი და ელვის
შესაკრავად მივბრუნდი, როცა ვიღაც დამეჯახა.

- თვალებში გამოიხედე! - ვუსაყვედურე და იატაზე მიმოფანტული ნივთებისთვის


დავიხარე. ერთ - ერთი წიგნიდან ანდრიას სამი სურათი გადმოვარდა. ლექციის
დაწყებამდე ამოვბეჭდე. ვიფიქრე, უნივერსიტეტში თუ მოვიწყენ, მახარაძეს შავი
მარკერით ულვაშებს, ბანტებს და სისულელეებს დავახატავ, მერე კი განცხადებების
დაფაზე გავაკრავ - მეთქი. რომ ვუფიქრდები, რა ბავშვური საქციელია.

- ეს მე ვარ?! - იკითხა და ის სურათი აიღო, რომელზეც მაღლა ამხტარი ბურთს


ურტყამდა.

- დამიბრუნე! - ვცადე წამერთმია, მაგრამ ხელი ასწია. სასაცილო მდგომარებაში


აღმოვჩნდი, ჩემზე მაღალი იყო, სურათის დასაბრუნებლად უნდა მეხტუნავა.

- მაჩუქებ ამ ფოტოს?
მისმა გამაკვირვა შეკითხვამ.

- მაჩუქებ - მეთქი?

- შენი იყოს... - მოჩვენებითი გულგრილობით წარმოვთქვი, დანარჩენი ორი სურათი


ჩანთაში ჩავდე და ჰოლი სწრაფი ნაბიჯით გავიარე. არ ვიცი ფრენბურთის თამაშისას
მომხდარი ინციდენტის შემდეგ დავამახსოვრდი და მიცნო, თუ რომელიმე მისი
თაყვანისმცემელი ვეგონე, მაგრამ ღიმილით გამომაყოლა მზერა.

***

- დედა, ნაზი დეიდა კიდევ მუშაობს თეატრში გრიმიორად?

- კი.

- ზუსტად იცი?

- ჩადი და გადაამოწმე.

- უხერხული არ იქნება?

- რატომ? რომელი საათია?

- ცხრის ნახევარი.

- სანამ უფრო დაგვიანებულა ჩაცუნცულდი.

ნინამ მომიყვა, თურმე ერთხელ სადარბაზოში შემავალ ნაზის გავკიდებივარ,


კალთაზე ჩამოვკიდებივარ ( სულ გრძელ ქვედაბოლოებს ატარებდა) და მითხოვია:

- ოდესმე მსახიობივით მეც გამიკეთეთ ისეთი გრიმი, რომ ვერავინ მიცნოს!

- ერთი პირობით... - გაუღიმია მას. - მაშინ უნდა შეასრულო როლი, რომელიც შენს
ცხოვრებას შეცვლის.

***

- რას დალევ, ჩემო კარგო? - აფუსფუსდა ნაზი.

მის სამზარეულოში ვისხედით.

- ჩემთან პირველად ხარ, არა?

- დიახ.
- რა უცნაურია, ჩემ თვალწინ იზრდებოდი და არასდროს ამოსულხარ ჩემს სახლში...

- თუ სწორად მახსოვს, ყოველთვის დაკავებული იყავით... - უხერხულად გავიღიმე


და ყურზე თმა გადავიწიე.

- მართალია... მართალია... მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები და სცენარისტები


ხშირად იკრიბებოდნენ ჩემთან. - სახეზე ეტყობოდა, რომ ენატრებოდა ის დრო. -
სვამდნენ, მღეროდნენ, ლექსებს ყვებოდნენ და ხელოვნებაზე ლაპარაკობდნენ...
ახალგაზრდობის მშვენიერი წლები მქონდა.

- ახლაც ახალგაზრდა ხართ.

ნაზის გაეცინა.

- ჩემი ყოფილი მეუღლე უსაქმურებს გვეძახდა. არასდროს ესმოდა ჩვენი...


საერთოდაც ჩემი სილაღის გამო დავშორდით. სხვა ცოლებივით მხოლოდ
სამზარეულოში არ ვტრიალებდი და წამდაუწუმ არც ოთახიდან ოთახში დავრბოდი
ცოცხით. გათხოვებადე კარგად დაფიქრდი. ცოლად მაინც და მაინც იმას კი არ უნდა
გაყვე ვინც გიყვარს, ცხოვრება იმას უნდა დაუკავშირო, ვისაც შენი ესმის. თუ კაცს
შენი ესმის... თუ კაცს უნდა რომ გაგაბედნიეროს... ავტომატურად გიყვარდება. თუ არ
გიყვარდება, ძალიან მადლიერი ხარ და ეს მადლიერება დროთა განმავლობაში მაინც
სიყვარულად გადაიქცევა. ხოლო თუ კაცს, რომელზეც შეყვარებული ხარ, შენი ესმის,
გამოდის ძალიან გაგიმართლა! - სევდიანად გაიღიმა. ნაზის თვალებში ამოვიკითხე,
რომ არაფერს ნანობდა. მის ასაკში უკან რომ მოვიხედავ, არც მე მქონდეს სანანებელი -
მეთქი, ვინატრე.

- უსიყვარულოდ ვერ გავთხოვდები.

- და რა არის სიყვარული?

- არ ვიცი.

- სწორედ იმიტომ რომ არ ვიცით რა არის სიყვარული, ხშირად ვნებაში გვერევა... ან


აღფრთოვანებასა და ინტერესში. ერთ დღეს შენს ყველა კითხვაზე იპოვი პასუხს და
ის ადამიანი ამოუცნობ გალაკტიკად სულაც აღარ მოგეჩვენება, აღფრთოვანებაც
ჩაქვრება როცა დაინახავ სასტუმრო ოთახში როგორ ყრის აყროლებულ ნასკებს,
გალეშილი მთვრალი ბრუნდება სახლში, არ იღებს შენს ზარებს, აღარ გჩუქნის
ყვავილებს, მოკლედ შენი გულის მოსაგებად აღარაფერს აკეთებს. კაცები სულელები
არიან. ცოლს რომ მოიყვანენ ჰგონიათ, ყველაფერი დამთავრდა. სინამდვილეში
ქორწინების შემდეგ იწყება მთავარი ნადირობა. ქალი ყოველდღიურად უნდა
დაარწმუნო, რომ შენთან ყოფნა უღირს... რომ შენთან ყოფნა უნდა. ერთ დღეს სექსიც
მოგწყინდებათ. ალბათ ახლა შენთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ სხეულმა, სუნმა,
კანმა... ყველაფერმა შეჩვევა იცის... ეჩვევი და აღარ გინდა. - ცოტა ხნით გაჩუდა,
თითქოს თავის ნათქვამს ჩაუღრმავდა. მერე გამიღიმა და ყავა შემომთავაზა.

- ჩაი უფრო მესიამოვნებოდა.

- კარგი. - მადუღარა დაადგა. - ხომ არ შეგაშინე?

- არა. - მგონი, ძალიან არადამაჯერებელი ხმა მქონდა.

- ნუ გეშინია, როცა საქმე გრძნობებს ეხება საყოველთაო ჭეშმარიტებები არ არსებობს.

ნაზიმ მაგიდაზე ყველი, პური, ჯემი და კარაქი დააალაგა.

- უნივერსიტეტში სწავლობ, ხო?

- დიახ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მეორე კურსზე ვარ.

- საინტერესო პროფესიაა, არა? - ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს ჩემი


საიდუმლო იცოდა.

- დიახ, თუმცა, მუშაობის შემდეგ უკეთესად ჩავწვდები მის სპეციფიკას.

- ჟურნალისტებთან ერთად ფინჯანი ჩაის დალევას ან ქეიფს არაფერი სჯობს. ყოველ


შეხვედრაზე ახალ ისტორიებს ყვებიან. კარგი... ახლა მითხარი ჩემთან რამ მოგიყვანა.

***

ნაზიმ კართან მიმაცილა.

- ხვალ შენთვის სასურველ დროს ჩემთან ჩამოირბინე და მაგ წვრილმანს მოგიგვარებ.

- გაიხარეთ! თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ როგორ მეხმარებით. - გადავეხვიე და


მივხვდი, რომ იმ წუთას შემიყვარდა ეს ქალი.

***

- ჯადოქარი ხართ! - გაოცებისგან ყბადაღებულმა ამ მარტივ წინადადებას ძლივს


მოვაბი თავი. ნაზი გულიანად კისკისებდა. ჩანდა, რომ ჩემი რეაქცია ართობდა.
სარკეში ვიყურებოდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი
ბიჭი, ხშირი წვერ-ულვაშით, ცხვირზე ხალითა და გიშრისფერი თვალებით, მე
ვიყავი.

- ყოველთვის შენ გვერდით მიგულე, რადა... - ჩემი უფროსი მეგობარი ამ სიტყვებით


დამემშვიდობა და მეც სწრაფი ნაბიჯით გავიჭერი ქუჩაში.

უნივრსიტეტის ფეხბურთის გუნდის გასახდელში შეღწევა ძნელი არ ყოფილა.


ცოცხმა, აქანდაზმა და გახუნებულმა ტილოებმა ადვილად დამამსგავსეს
დამლაგებელს, რომელსაც ოთახი უნდა მოეწესრიბინა. დალაგების რა მოგახსენოთ,
მაგრამ საგულდაგულოდ კი დავიმალე ცარიელ რკინის კარადაში.

- ერთი განახათ რა სახით მიყურებდა ! - ანდრია გასახდელში ხარხარით შემოვარდა.


უკან ძირითადი და სათადარიგო მოყვრული ფეხბურთელები შემოყვნენ.

- გუშინწინ კლუბში რუსი გოგო გავ*იმე! - თქვა იაკობმა, რომელსაც მაისურის გახდა
შემოსვლამდე მოესწო. - აჰ! - დაიკვნესა. - არ მეგონა მსგავსი სიამოვნება თუ
არსებობდა... რამდენ ქალთან ვყოფილვარ მაგრამ რუსი სულ სხვაა!

- არც ქართველები ჩამოუვარდებიან! - საუბარში ერეკლე ჩაერთო.

- კარგი რა, ძმაო! სირცხვილია ჩვენი ულვაშიანი ძროხების და მათი ფერიების


შედარება! აუფ, რა ფეხები, ძუძუები და ტრაკები აქვთ!

- ნახე ამ ყ*ეს აუ*გა! შეიძურწე მიდი აბაზანაში, არ შემოვალთ და ხელი გაავარჯიშე. -


გადაიხარხარა მახარაძემ.

- ვერ დაგეთანხმები, ქართველი ქალი იშვიათი ტემპერამენტით გამოირჩევა,


უბრალოდ მენტალიტეტი ჩარჩოებში აქცევს.

- იქნებ ქალების განხილვას სჯობდეს გამოგეცვალათ! - დაიღრიალა იმწუთას


შემოსულმა მწვრთნელმა. მისი ოფლის სუნი კარადაშიც კი მეცა.

- ფუ, არ ბანაობს ეს ხალხი?! - დავიმანჭე და ენა ისე გადმოვყავი თითქოს ცოტაც და


გული ამერეოდა.

- ათი წუთი გაქვთ გამოსაცვლელად! ვინც დააგვიანებს დღეს არ ითამაშებს! გაიგეთ?

პასუხი არავის გაუცია.

- გაიგეთ-მეთქი, ვირიშვილებო?!

- გავიგეთ, ლევან, გავიგეთ. ყრუები ხომ არ ვართ!


- გაინძერით მაშინ!

ლევანის გასვლსთანავე ალაპარაკდნენ ბიჭები.

- სულ დასი*და ეს კაცი! - ჩაილაპარაკა ანდრომ. ტრუსიკის ამარა იდგა. მის


ნავარჯიშებ სხეულს ვხედავდი. გამოგიტყდებით, სასიამოვნო დასანახი იყო.

მთელი ათი წუთი ენა არ გაუჩერებიათ. ამაზრზენ, გულისამრვ, უაზრო


დიალოგებს ვისმენდი. მინდოდა კარადიდან გავსულიყავი და მთელი ხმით
დამეყვირა:

- ხმა ჩაიწყვიტეთ! - სინამდვილეში კი მხოლოდ ხელოვნურ ულვაშებს ვიწვალებდი.

- მე ნუ მელოდებით... მწვრთნელს უთხარით რომ თვენი კაპიტანი სამ წუთში


გამოცხადდება. - ანდრიამ კარებთან ჩამწკრივებულ ამხანაგებს გაუღიმა და თასმის
შესაკრავად დაიხარა. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ შეგნებულად ფეხს ითრევდა.

- იმედია, მოედანზე უშენოდ არ გაგვიშვებს.

- მაგ კაცისგან არაფერია გამორიცხული.

გასახდელი დაცარიელდა. მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით. სიჩუმში მისი


სუნთქვა და ჩემი გულის გამალებული ძგერა მესმოდა. დამცხა. მიწეპებული წვერი,
ხელოვნური წარბები და პარიკი იმდენად მაწუხებდა ცოტაც და ჩამოვიგლეჯდი. კანი
მექავებოდა, მაგრამ განძრევას ვერ ვბედავდი, ვაი თუ უნებურად მახარაძის
ყურადღება მიმექცია. მან რკინის კარადის წინ დაიწყო სიარული, თითქოს იცოდა
რომ იქ ვიჯექი და მზვერავდა. ქუთუთოებს ხან ჭუტავდა, ხანაც პირიქით, თვალები
უფართოვდებოდა. მხეცს ჰგავდა, რომელიც მსხვერპლს თავდასხმამდე კარგად
აკვირდება.

- ვიცი, რომ აქ ხარ... - გამოსცრა კბილებში.

ინსტინქტურად კედელს კიდევ უფრო ავეკარი.

- გამომიჭირეს... - ვცადე თავის დაძვრენის გზა მომეფიქრებინა, მაგრამ მაინც და მაინც


მაშინ გამეყინა ტვინი. ანდრო სახელურს ჩააფრინდა. ძლიერად თუ მოქაჩავდა,
საკეტს მოერეოდა.

- მახარაძე, რა ჯანდაბას აკეთებ გასახელში ამდენხანს?! - დაიღრიალა ლევანმა.

- არაფერს.
- წამოეთრიე! არაფრის კეთება მერე გააგრძელე! - მწვრთნელმა ანდროს ხელი
ფინიასავით სტაცა და დერეფანში გააბუნძულა.

- ხელი გამიშვით. მეხუთე კლასელი ხომ არ ვარ?! რას ,,მაბანძებთ“ გუნდთან?

- ენა გააჩუმე!

მათი კამათი შორიდან ისმოდა.

- მადლობა ღმერთს... - შვებით ამოვისუნთქე და მოვეშვი. კუნთებში ტკივილმა


დამიარა.

ხმაურით მივხვდი, რომ თამაში დაიწყო. გასახდელში ადვილად


გავშინაურდი. კურსელების პირად კარადებს ჩამოვუარე და ყველა შევათვალიერე.
გავოგნდი, ბიჭები რას არ ინახავენ თურმე ჩანთაში.

- წითელი ტანგა... საინტერესოა, ერეკლე ამას თავად იცვამს თუ მადონამ აჩუქა.-


სასწრაფოდ გადავუღე სურათი.

იაკობის ჩანთაში წამლები აღმოვაჩინე. ინსტრუქცია გერმანულად ეწერა. ვერ


გავიგე რისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ სახელი ჩავინიშნე და ობიექტივშიც
მოვახვედრე. ანდრიას თურმე პლანს დაატარებდა თან. რა სულელური საქციელია.
პოლიციამ რომ გააჩეროს და გაჩხრიკოს, დაიჭერენ! ამ ბიჭს თავი ამსტერდამში ხო არ
ჰგონია - მეთქი, გავიფიქრე. სპორტს და ნარკოტიკს ერთმანეთს როგორ უთავსებდა
წარმოდგენა არამაქვს. სიგარეტების კოლოფები, ფულით სავსე საფულეები,
ტოტალიზატორის ბილეთები, ლომბარდის ქვითრებიც კი - ყველაფერი ერთად
დავახვავე და ფოტომასალა მოვამზადე. მერე კი თავიანთ ადგილებზე დავაბრუნე,
რომ ვერავინ ვერაფერს მიმხვდარიყო. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც განდონების
რაოდენობა იყო... ცაში, რომ ამეყარა პრეზერვატივების წვიმა წამოვიდოდა.
წარმოვიდგინე რამდენს ხარჯავდნენ თავის დაცვაზე და დავფიქრდი, იქნებ ღირდა
კონტრაცეფციული ბიზნესის წამოწყება.

ნაყოფიერად ვიმუშავე და ოპერატიულადაც გავეცალე იქაურობას.

თამაში დამთავრდა. ჩვენმა უნივერსიტეტმა მოიგო.

კაფეში მშვიდად ვიჯექი და ყავას ვსვამდი. ჩანთიდან მასალა ამოვალაგე, რომ


გადამეხედა, მაგრამ ერეკლესა და მადონას რომანის შესახებ სტატიის შავი ვერსია
ვერ ვიპოვე. თავზარი დამეცა.
- ჯანდაბა! რა უყურადღებო ვარ! - საკუთარ თავზე გავბრაზდი. კაპუჩინოს წრუპვის
დრო არ იყო. გასახდელში უნდა დავბრუნებულიყავი და სტატია მომეძებნა, სანამ
ვინმე სხვა აღმოაჩენდა.

***

დერეფანში ფეხაკრეფით მივიპარებოდი. გამიმართლა, რომ არავინ


შემხვედრია. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გასახდელის კარი ღია
დამხვდა. დაკარგული ფურცლები სწრაფად უნდა მეპოვნა, ამიტომ კარადების
თვალიერება დავიწყე. მახარაძის კარადა გამოვაღე თუ არა, თავში ჩანთა დამეცა და
ტანსაცმელებიც დამეყარა. ასე როგორ უნდა შეჩურთო ნივთები?! წარმოიდგინეთ, მე
რომ ვინმეს სიფეთხუმე გამაკვირვებს!

- თუ ანდროს ნივთები აქ არის, ისიც ახლოს უნდა იყოს... - გავიფიქრე და ანდრიამაც


არ დააყოვნა.

- არის მანდ ვინმე? - გამომძახა სააბაზანოდან.

წყალი, რომლის ხმაც შორიდან მესმოდა, თურმე სულ ახლოს სააბაზანოში


მოჩუხჩუხებდა. ხმა არ ამომიღია. გაპარვა მინდოდა. ოხ, ეს დაწყევლილი სტატია!

- ვინც არ უნდა იყო, პირსახოცი დამრჩა და შემომაწოდე, ძმურად!

თეთრი პირსახოცი უპასუხსმგებლოდ მიეგდო კედელთან მდგარ სკამზე.


მგონი, წამით ჭკუა დავკარგე, თორემ საღ გონებაზე აბაზანაში არ შევაკითხავდი. იქ
ძალიან ცხელოდა, საუნას ჰგავდა. ირგვლივ ყველაფერი ორთქის სქელ ქურქში
გახვეულიყო. ოფლმა დამასხა.

- აქ ვარ! - ხელი დამიქნია. საშუალო სიმაღლის, კაფელიან კედელს ამოფარებულიყო.


მის სველ თმას და პროფილს ვხედავდი, თვალები დაეხუჭა, წყალი ფანტანივით
ასხამდა და თხემიდან ტერფამდე ასველებდა.

- რა უსირცხვილო ვარ... - გამიელვა თავში. სულ რამდენიმე ნაბიჯში მის შიშველ


სხეულს დავინახავდი.

- ანდრია...- ყურებში საკუთარი ხმა ჩამესმა. ჩემს ბგერებს წყლის წვეთების შხაპუნი
ერთვოდა. ორთქლმა გამაბრუასავით. ნატალის მოღალატე შეყვარებულის წინ
გავშეშდი. იმ წუთას მახარაძე არ იყო ქარაფშუტა ბიჭი, რომელმაც ბურთი თავში
გამარტყა და ხალხში ჩემი დამცირება სცადა; არც ირონიითა და ცინიზმით სავსე
სტუდენტი იყო, რომელმაც თავისი ფოტო ამახია და დამცინა, როგორც მასზე
ცალმხრივად შეყვარებულ მერვეკლასელს; ის იყო მსოფლიოში ყველაზე
სექსუალური და მიმზიდველი მამაკაცი, ვინც კი ოდესმე მენახა. თვალს ვერ
ვწყვეტდი. გათიშულ გონებაზე ინსტინტქები გაბატონებულიყვნენ:
-შეეხე... შეეხე...

ონკანი დაკეტა და ჩემკენ გადმოიწია რომ პირსახოცი აეღო. მთელ სხეულში


ჟრუანტელმა დამიარა. მინდოდა მასთან ერთად ცხელი წყლის ქვეშ ვმდგარიყავი და
გავლუმპოულიყავი.

- მადლობა, ჯიგარო! - მითხრა და პირსახოცი შემოიხვია. - ეს რა საკაიფო წვერი გაქვს.


- ტუჩის ცალი კუთხის აწევით გაიღიმა. ჩემს წვერს ისე აკვირდებოდა, თითქოს
შურდა.

არ მახსოვს როგორ დავბრუნდით გასახდელში. ისეთი მზერით ვაკვირდებოდი


ალბათ ჰომოსექსუალი ვეგონე. მიკვირს რომ არ მომიტრიალდა და გემრიელად არ
შემომარტყა. მეგონა, რომ ჰომოფობი იყო. გამიხარდა, რომ შევცდი.

- აქ საიდან გაჩნდი?

- დამლაგებელი ვარ. - ხმა დავიბოხე.

- კი, მაგრამ ეს ოთახი ხომ უკვე დაალაგა ნათელა დეიდამ?

- უფროსთან შესატანი საბუთები დარჩა.

- საბუთები? - ჩემი ნათქვამი არარეალურად მოეჩვენა.

- ოღონდ არ ახსოვს სად დადო და მოსაძებნად გამომგზავნა.

- ჩავიცვამ და პოვნაში დაგეხმარები.

- არ არის საჭირო.

რკინის კარადა რომ გამოვაღე, ეჭვისთვალით გამომხედა. ფაილში ჩადებული


სტატიის შავი ვერსია იქ დამხვდა. ვერაფრით გავიხსენე როდის და რატომ შევდე.
ფურცლები აუჩქარებლად ავიღე და ჩანთაში ჩავდე.

- იპოვე?

- დიახ... დიახ...

- ძალიან კარგი... - ცერა თითი ამიწია. ტანზე უკვე ჩაეცვა.


- აბა, კარგად... - ერთი სული მქონდა ოთახიდან გავსულიყავი. ძლივს ვსუნთქავდი.
ბიჭთან სიახლოვისას პირველად დამემართა მსგავსი რამ.

- ღმერთი შენკენ! - მომაძახა მამაკაცური და მაცდური ხმით. ლამის მივბრუნდი და


ვაკოცე. ვცდილობდი სიფრთხილე გამომეჩინა. მეშინოდა დერეფანში რამეს არ
შევჯახებოდი. მართლა ვერაფერს ვხედავდი შიშველი და სველი ანდრიას გარდა...

***

საბედისწერო ორშაბათს ბევრი ლექცია ჩაიშალა, ყველა ერეკლეს და მადონას


ჭორავდა.

- თავისი ფოტო რომ დაინახა ფერი დაკარგა, მერე ჩანთას დასწვდა და


თავქუდმოგლეჯილი გაქიცა. - ყვებოდა გახარებული ლოლა. მისმა აბორტმა ხომ
აქტუალურობა დაკარგა.

- როგორ გგონია დაბრუნდება, მადონა? - ჰკითხა ნატალიმ.

- ხუმრობ? რა სინდის - ნამუსით შემოყოფს აქ ცხვირს? ან რომც მოუნდეს ვინ მისცემს


საშუალებას?!

- სანტერესოა, მის ქმარს გააგებინებენ?

- რა თქმა უნდა. ღალატს ერთი საშინელი თვისება აქვს, ადრე თუ გვიან აუცილებლად
გიბაზრდება.

კურსელების საუბრისთვის ყური აღარ დამიგდია, აუდიტორიაში შევედი და


ანდრიას გვერდზე დავჯექი. ლექცია ჩემთვის უსიამოვნოდ დაიწყო. ლექტორი
იმუქრებოდა გოგონა მაღალ ქუსლებზე ვინც არ უნდა იყოს, გაარკვევენ და
საქციელზე პასუხს აგებინებენ, მისი სტატიები უნივერსიტეტის იმიჯს ლახავსო.

- გარიცხვა არ ასცდება! - იყვირა და წიგნი მაგიდაზე დაახეთქა. ნწ, ნწ როგორ


შემაშინა. ეს ნაღდად რაღაცას მალავს - მეთქი, გავიფიქრე.

- კაი რა! მოწყენილობისგან დავიხოცებოდით, ყოველ ორშაბათს მაგისი საკაიფო


სტატიები რო არ გვხვდებოდეს. ეგ კი არა ონლაინვერსიაც უნდა შექმნას, მე თუ
მკითხავთ. - წამოიყვირა იაკობმა. დამიცვა? სერიოზულად? ასეთი რამ პირველად
მოხდა. იქნებ თავის მოქონვის პოლიტიკას მიმართავდა?

მთელი ლექციის განმავლობაში მაიდაზე მედო თავი და ვფიქრობდი, როგორ


ამომექექა უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული სტუდენტის წარსული. ანდრო
ლექციაზე არ გამოჩენილა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებდა სად და
ვისთან ერთად ეგდო.

მეოთხე თავი

ნატალიმ საშობაო კარნავალის ორგანიზება და ჩვენი კორპუსის მორთვის


პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მთელი უნივერსიტეტი მის ახირებებს
ასრულებდა. ბიჭებს ძალიან ადრე ნაძვის ხე ჯერ შემოსასვლელში დაადგმევინა,
შემდეგ კათედრაზე, მერე მეორე სართულის ყველაზე ფართო ჰოლშიც აატანინა,
საბოლოოდ კი სააქტო დარბაზში, სადაც გაწყობისას წაექცათ და გაუფუჭდათ.
სათამაშოებიც დაიმტვრა და დაიფანტა. სრულმა აურზაურმა მოიცვა ჩვენი
უნივერსიტეტი. ამ ქაოსში არ ვმონაწილეობდი. პირველ რიგში, იმიტომ რომ არ
მეცალა, ესეც რომ არა საორგანიზაციო საკითხებში ცხვირს არავინ ჩამაყოფინებდა,
ინტერიერის დიზაინზე ხომ ოცნებაც არ ღირდა. წვეულების გამოტოვებას, რა თქმა
უნდა, არ ვაპირებდი. უამრავ დამაინტრიგებელ ამბავს მოვკრავდი ყურს და
საინტერესო სტატიებსაც დავწერდი.

დეკემბრის დასაწყისში ბებიაჩემმა ინგლისიდან ფული გამომიგზავნა. ბებო


სამი წლის წინ მასზე გაცილებთ უფროს ლონდონელ, ქვრივ კაცზე გათხოვდა.
ქორწილს არც ერთი ჩვენი ოჯახის წევრი არ დასწრებია. მამაჩემმა გააპროტესტა,
ამხელა კაცმა სად გავამხილო, რომ დედა გამითხოვდაო და მოსაწვევები დაანაკუწა.
დიდხანს არ მიფიქრია საჩუქარი როგორ გამოვიყენო - მეთქი, გარკვეული თანხა
საკარნავალოდ გადავდე, დანარჩენი კი ნამდვილად ჭკვიანურად გამოვიყენე.

ჩემი ჟღალი კულულები ალმოკიდებულ ბუჩქს ჰგავდა. სარკეში ჩახედვისას


სპეციალურად გავიკრიჭე და ,,ბრეკეტებიც“ გამომიჩნდა. ხელებზე თხელი, თეთრი
გიპიურის ხელთათმანები მეკეთა. დედა უკვე სამსახურში იყო წასული, ამიტომ
ზედმეტი სიფრთხილის გარეშე დავტოვე სახლი. არ მიყვარს როცა ბევრ შეკითხვას
მისვამს. ამ დროს ტყუილების მოგონება მიწევს.

ნაზიმ სახე და კისერი გეიშასავით გამითეთრა. ყოველი შემთხვევისთვის


ყელსახვევი მაინც გავიკეთე.

- ასე აპირებ უნივერსიტეტში მივლას? - სიცილით მკითხა მეზობელმა.

- ცუდად გამოვიყურები?

- არა, რას ამბობ... პირიქით, ორიგინალურად. ყველას ყურადღებას მიიქცევ


- ერთხელ თუ ყურადღებას მომაქცევენ არაფერი დაშავდება. - საკუთარ თავს სარკეში
თვალი ჩავუკარი.

სამდღიანი გაცდენის შემდეგ, როგორც იქნა, ანდრია სასწავლებელში გამოჩნდა.


ჭორაობდნენ საჩხუბრად ქუთაისში იყო წასულიო. ,,სუ შავები და სუ კაები,“ ხომ
წარმოგიდგენიათ რა სიტუაცია იქნებოდა? მოდი, ძმაო, გავთანაბრდეთ ან ნუ
ვსპორობთ, ძველებს დავეკითხოთ. ნაჩხუბრის არაფერი ეტყობოდა. ლექციაზე
შემოსვლა დააგვიანა.

- იქნებ შემოსვლამდე გეკითხა თუ შეიძლებაო? - დატუქსასავით ქალბატონმა ფატიმ.


ჩვენ ლექტორებ შორის ფატიმას ყველაზე მძიმე ხასიათი ჰქონდა. პლუს
სტუდენტების უმიზეზოდ ამოჩემება იცოდა. ამ შემთხვევაში ბედმა გამიღიმა და
რატომღაც ,,ის ბედნიერი“ მე არ აღმოვჩნდი.

- რა გინდათ, გავიდე და თავიდან შემოვიდე? - ანდრო საყვედურებს ვერ იტანდა,


დამსახურებულსაც კი.

- დიახ, მიბრძანდი.

გამიკვირდა რომ დამორჩილდა. კარი გაიხურა და ისევ დაუკაკუნებლად


შემოაღო. არც კი შეუხედავს ფატისთვის ისე წავიდა თავისი ადგილისკენ.

- მახარაძე!

ის არ შეჩერებულა, თითქოს ლექტორის ხმა ვერც გაიგო.

- მახარაძე - მეთქი! შენ გელაპარაკები! - ნერვებმოშლილმა ქალმა ხმას აუწია.

- რამე თქვით? - ცინიკურად, ახალგაზრდისთვის უჩვეულო სიმშვიდითა და მისთვის


დამახასიათებელი გულგრილობით მიუბრუნდა მახარაძე.

- გაბრძანდი აქედან! -კარზე მიუთითა.

- რატომ? ლექციაზე დასწრება მინდა. ფულს ტყუილად ხომ არ მიხდის სახელმწიფო?


იმისთვის არ გაძლევენ ხელფასს რომ რამე მასწავლოთ? თქვენ იცით, რომ მე ახლა
შემიძლია რექტორთან მივიდე (თუ, რა თქმა უნდა, შვილს მორალს არ უკითხავს) და
გიჩივლოთ?!

- რამდენს ბედავ?!

- იმდენს რამდენის უფლებაც მაქვს!


- შენი უფლებები იქ მთავრდება სადაც სხვისი იწყება!

- მე თქვენ არ გავიწროვებთ, უბრალოდ საკუთარ მოვალეობას გახსენებთ, რომელიც,


როგორც ჩანს, დაგავიწყდათ. არა და სკლეროზის ასაკში არ ხართ.

- გაეთრიე! ამის მოთმენას არ ვაპირებ! - დაიყვირა ლექტორმა და დარბაზი


დემონსტრაციულად დატოვა.

აქა - იქ ჯგუფელები აჩურჩულდნენ. რამდენიმე სტუდენტი ადგა და


პროტესტის ნიშნად პროფესორს მიჰყვა. ანდრიამ ნატალისთან მოკლეტექსტური
შეტყობინება გააგზავნა და მობილური მაგიდაზე დადო. მის მოძრაობებს
შეუმჩნევლად ვაკვირდებოდი. მაშინ პირველად შევამჩნიე, რომ ერთნაერი
მობილურები გვქონდა. ათ წუთში კმაყოფილი ფატიმა მობრუნდა და მახარაძეს
მკაცრი ტონით სთხოვა რექტორის კაბინეტში მიბრძანებულიყო. ანდრია უმეტყველო
სახით სწრაფად წამოდგა და ქალს გაყვა. სიჩქარეში მობილური დარჩა. მისი ,,აიფონი“
შეუმჩნევლად მოვიპარე. გამიმართლა, რომ დაბლოკილი არ იყო. მესიჯები, პირადი
ჩანაწერები და ნომრები ჩემს მობილურში გადავამისამართე და თავის ადგილას
დავაბრუნე.

ანდრო და ფატი აუდიტორიაში მალევე შემობრუნდნენ. ლექტორის სახიდან


კმაყოფილება გამქრალიყო. ლექცია, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივად წარიმართა,
მაგრამ შეფარულ დაძაბულობას მაინც ყველანი ვგრძნობდით.

- გიზგიზა... - ანდრიას ხმა გავიგონე, მაგრამ არ მიფიქრია, რომ მე მომმართავდა.


ყურადღება არ მივაქციე, ამიტომ მხარი გამკრა.

- რა მოხდა?

- პასტა გაქვს?

- კი...- თითებში ავათამაშე.

- წერს?

- თან კარგად.

- მშვენიერია. - კალამი ხელიდან გამომაძრო და წერა დაიწყო. გაშტერებული


ვუყურებდი.

- რა იყო? - ვითომ გაოცებული თვალებით გამომხედა. ღიმილის შეკავებას


ცდილობდა.
- ჩემი კალამი?!

მოცისფრო-მონაცრისფრო თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.

- მადლობა.

კულტურულად ამახია.

- შენი იყოს ეგ კალამი, გამოგადგება.

- კი. თუ არ დავკარგე. - მის ბოლო წინადადებაზე ჩავფიქრდი. სულ ეს იყო ჩვენი


დიალოგი. მთელი ლექციის განმავლობაში ერთხელაც კი აღარ გამოუხედავს ჩემკენ,
მაშინ როცა ჩემი მზერა სულ მისკენ მიიპარებოდა.

მეხუთე თავი

მესიჯების საშუალებით გავიგე ანდრია მახარაძე რომელ კლუბში აპირებდა


წასვლას. ჩვენს თანაკურსელ დიანა ქაჯაიას უნდა შეხვედროდა. ვერ ვიტყვი, რომ
ანდრო და დიანა ახლო მეგობრები იყვნენ. უნივერსიტეტში მახარაძე თბილი
გამარჯობით შემოიფარგლებოდა, გოგონას ხელს გადახვევდა, გაუღიმებდა,
ჰკითხავდა როგორ ხარო, პასუხს მოისმენდა თუ არა დააყოლებდა გასაქცევი ვარო,
ქაჯაიას ისედაც ყალყზე მდგარ თმას აუბურდავდა და გზას აგრძელებდა.
საერთოდაც ძალიან რთული იყო გაგერჩია ანდრო ვისთან იწვა, ვინ მოსწონდა, ვის
,,წველიდა“ ან გულწრფელად ვისთან მეგობრობდა. ერთი ზუსტად ვიცოდი, თავად
ანდრია უკლებლივ ყველას უყვარდა, ყველა დასდევდა და მარტო თითქმის
ვერასდროს დაინახავდით. ზოგ ადამიანს უცნაური, თანდაყოლილი ქარიზმა აქვს,
რომელიც შენდაუნებურად მასთან სიახლოვეს გაიძულებს.

დიანა არც უშნო იყო, არც ლამაზი. თხელი, სწორი ჩალისფერი თმა და შავი
თვალები ჰქონდა. აუდიტორიაში იქამდე ვერ შენიშნავდით სანამ ლექტორი
პირადად მას არ მიმართავდა ან თავის აზრს არ გამოხატავდა, ეს კი იშვიათად
ხდებოდა. პირველ კურსზე ერთ მერხზე მოვხვდით. ვამჩნევდი, რომ ლექციებზე
ხშირად ეძინებოდა, ამიტომ ყოველთვის უკანა რიგში ჯდომა ერჩია. წარმოდგენაც არ
მქონდა ზარმაცი იყო თუ უბრალოდ სამსახურში ძალიან იღლებოდა. როგორც
გავიგე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შემთხვევით მოხვდა. პროფესია არჩეული არ
ჰქონდა, უბრალოდ ქალაქში ჩამოსვლა სურდა. სოფელს თავი დააღწია, გაჭირვებას -
ვერა. დედ - მამა და უმცროსი ძმა შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, შინ ფულის
გაგზავნა უწევდა. სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობდა და სწავლის ფულსაც
თავად იხდიდა, რადგან მისაღებ გამოცდებზე მაღალი ქულები ვერ აიღო და
სახელმწიფო დაფინანსებაც ვერ მოიპოვა. გასაკვირი იყო, რომ ამ ნეპოტიზმით
მოწამლულ ქვეყანაში სამსახური იშოვა.
ვიმეცადინე თუ არა ტანსაცმელები ლოგინზე დავალაგე. მთელი სხეულით
ვგრძნობდი, რომ ამ ღამით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებოდა, ამიტომ
მინდოდა ლამაზად ვყოფილიყავი. განწყობის თეორიაზე გსმენიათ? თუ დიმიტრი
უზნაძეს დავუჯერებთ, მოლოდინები მართლდება. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ,
რომ ხვალინდელი დღე წარმატებით ჩაივლის, ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ.
რამდენჯერმე გამოვიცვალე. სარკესთან იმდენხანს ვიტრიალე, თავბრუ დამეხვა.
შეიძლება ქერა პარიკი იმიტომ ავარჩიე, რომ სტერეოტიპულად კაცებს ქერები უფრო
მოსწონთ. ტანზე მომდგარი, მოკლე, წითელი კაბა ჩავიცვი. ლიფში სილიკონები
ჩავიდე. აბა ძუძუ მე არ დამამალა ბუნებამ... სამაგიეროდ მშვენიერი ტრაკი მაქვს და
ფეხებსაც არაუშავს. მაკიაჟი, როგორც ყოველთვის, ნაზიმ გამიკეთა. სარკეში
ჩავიხედე და საკუთარი თავით მოვიხიბლე. ჩემნაირი ,,ფოთეითოების“ ცხოვრებაშიც
ხდება თურმე ,,კონკიას ღამეები,“ როცა ცოტა ხნით შენს თავს ემშვიდობები და ვიღაც
უკეთესი ტიპშა ხდები.
- რა მშვენიერი ხარ!- ნაზი აღფრთოვანებული მიყურებდა.
- ნუ აზვიადებ...
- რას ამბობ, თვალისმომჭრელად გამოიყურები! შენი ქუჩაში მარტო გაშვება,
მითუმეტეს ღამით, საშიშია! გამვლელ ტაქსს არ გაყვე. გადარეკე და გამოიძახე.
- დედაჩემივით ლაპარაკობ. - გამეღიმა.
- ჯერ ერთი, მე და ნინა თითქმის ტოლები ვართ, მერე მეორე, დედაშენი ჭკვიანი
ქალია. მოიცა, გამოვიცნობ, ბიჭს უნდა შეხვდე?
- თითქმის. მთლად პაემანი არ არის... უფრო საისამოვნო ,,შემთხვევითობა.“ არც კი
იცის, რომ კლუბში ერთმანეთს გადავეყრებით.
- შე ეშმაკუნა გოგო! ალბათ ძალიან სიმპათიურია, რადგან ასეთი მონდომებული
ხარ...
- უნივერსიტეტში ყველაზე მიმზიდველი ტიპია.
- მასეთებს რთულად გააკვირვებ... ზოგადად ,,თავში ავარდნილი“ ბიჭების გულის
მოგება რთულია... რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. დაანახე რომ განსაკუთრებული
ხარ, მაგრამ ძალიან ახლოსაც არ მოუშვა და ინტერესი გააგიჟებს.
- სიმართლე გითხრა, მის ,,გამოსაჭერად“ არ მივდივარ. სხვა საქმე მაქვს...
- ვატყობ, რომ საიდუმლოა. იქნებ ოდესმე მომიყვე კიდეც.
- აუცილებლად.
ნაზიმ კიდევ ერთხელ შემათვალიერა.
- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით ხშირად დადიხარ?
- ერთადერთხელ მეცვა, ისიც ბანკეტზე. ფეხები ისე მატკინა ფეხშიშველა წავედი
სახლში.
- მაშინ წინ რთული ღამე გელოდება, ძვირფასო. სხვათაშორის მაღალქსულიანი
ფეხსაცმლით სიარული კაცთან ურთიერთობას ჰგავს. გაუსაძლისად რომ აგვატკივებს
ტერფებს, ერთი სული გვაქვს გავიხადოთ და ვფიქრობთ, რომ აღარასდროს
ჩავიცვამთ, მაგრამ მეორე დღესვე იგივეს ვიმეორებთ.
ლიფტი გაფუჭებული დამხვდა, ეზომდე ძლივს ჩავაღწიე. ერთხელ ფეხი
გადამიბრუნდა და მოაჯირი რომ არა, ახალდაგებულ კაფელს გემრიელად
დავასკდებოდი. ტაქსი ბინასთან დამხვდა. მძღოლი მაქსიმუმ ოცდახუთი წლის
იქნებოდა. მივესალმე და ღიმილით მოვკალათდი სავარძელში. მთელი გზა ჩემთან
საუბარს ცდილობდა, მაგრამ ყურსასმენები მეკეთა და თავს ვიკატუნებდი, ვითომ არ
მესმოდა.
კლუბის წინ გრძელი რიგი დამხვდა. ერთი შეხედვით იფიქრდებდით
,,ბომჟები“ უფასო სადილის ელოდებიანო. გოგოებს თავი გადაეპარსათ, ზოგს კარე
ცისარტყელის ფერებში შეეღება, ყველაზე მეტად მაინც ცისფერთმიანი თინეიჯერი
მომეწონა. თვალებიც ზღვისფერი ჰქონდა და რაღაცნაირად უხდებოდა. ბიჭებს
კიკინები და საყურეები ეკეთათ. ზოგს სახეზე ტატუ დაეხატა, სხვებს კისერზე და
კიდურებზე. რამდენიმე ტრანსექსუალმა ამრეზით შემომხედა. ერთ - ერთს დაცვამ
შენობაში შეშვებაზე უარი უთხრა. მე Face კონტროლი უპრობლემოდ გავიარე.
მომაძახეს ამ პუტანკას უშვებთ და ჩვენ გარეთ გტოვებთო? მომენტი როცა
სექსმუშაკები ბოზს გეძახის... როგორ არ უნდა გაგეცინოს? სიმართლე გითხრათ, ჯერ
ცოტა გავღიზიანდი, რადგან ვერ გავიგე რას მერჩოდნენ, მერე კი მივხვდი, რომ
ტრანსების აგრესია ჩვენი მძიმე მენტალობის ბრალია. ყველაში პოტენციურ მტერს
ხედავენ. გარდერობთან შეზარხოშებული ტიპები გამეარშიყნენ. რა მომაძახეს ვერ
გავარჩიე, რადგან პალტო ჩავაბარე თუ არა, გავეცალე იქაურობას. თავს დაუცველად
და უცხოდ ვგრძნობდი. უხერხულად ვიყურებოდი აქეთ - იქით და ხშირად კაბას
ქვემოთ ვექაჩებოდი. პირადი გამოცდილებით გეტყვით, თუ ტანსაცმელში თავს
არაკომფორტულად გრძნობთ, უბრალოდ არ ჩაიცვათ! დარბაზში შესულმა მხოლოდ
ის გავარჩიე, რომ მაღალი ჭერი ჰქონდა და კედლები ნეონით იყო მოხატული. მუსიკა
ჭურჭლის ბრახუნს ჰგავდა. ხუთ წუთში თავი ამტკივდა. გულწრფელად მიკვირდა
ასეთ ადგილებში სიარულით ხალხი სიამოვნებას როგორ იღებს - მეთქი. სიგარეტის,
პლანისა და ალკოჰოლის სუნი ხელოვნურ ბოლში ირეოდა. მბრუნავ, ვერცხლისფერ
ბურთს გავუშტერე თვალი, მისი სხივები კედლიდან კედელზე, სილუეტიდან
სილუეტზე და ავეჯიდან ავეჯზე ხტოდა. დინამიკთან ახლოს ბიჭები ზასაობდნენ.
მოპირდაპირე მხარეს რაღაცას ეწეოდნენ, მგონი, ბიოს. ბარისკენ წავედი,
მოულოდნელად ვიღაცამ ზურგზე ხელი მომისვა და სიგარეტი შემომთავაზა.
შევიშმუშნე და უხერხულობის მოსახსნელად ერთი ღერი გამოვართვი. მერე რა რომ,
ჩვეულებრივ, არ ვეწეოდი?! ნაფაზსაც კი ვერ ვურტყამდი ნორმალურად. უცნობმა
სანთებელას ხელი ჩამოჰკრა და მის შუქზე შემათვალიერა. მგზნებარე თვალებით
მიყურებდა. უკეთესი იქნებოდა კაცებს სახეზე და შარვალზე მომენტალურად რომ
არ ეწერებოდეთ, შენთან სექსი მაგრად მინდაო. ხალში სწრაფად გავძვერი და ბარმენს
არყიანი რედბულის გაკეთება ვთხოვე.
- აქ პირველად გხედავ! - გვერდით საშუალო სიმაღლის, სუსტი აღნაგობის ბიჭი
მომიდგა.
- როგორც ჩანს, ხშირად დადიხარ ამ კლუბში. - მხოლოდ თავაზიანობის გამო
ვუპასუხე. ახლა რომ ვუფიქრდები, საინტერესოა თავაზიანობა მაინც და მაინც იმ
მომენტში რატომ არ მეკიდა.
- ყოველ პარასკევს და შაბათს. ერთ ივენთსაც არ ვმაზავ - ჯიბიდან ასლარიანი
ამოიღო და ლუდი მოითხოვა. - შენსასაც მე ვიხდი. - თვალი ჩამიკრა. - რა გქვია?
- რა... - ლამის წამომცდა რადა - მეთქი. - რა მქვია და... მანჩო. - რედბულისა და
არაყისთვის მადლობა გადავუხადე.
- მე ლაშა ვარ.
- ლაშა... - გავიმეორე, იმიტომ რომ სათქმელი სხვა არაფერი მქონდა. ბიჭმა სასმელზე
დამპატიჟა და ეგრევე ხომ არ მივატოვებდი? ტეხავდა.
- მანჩო, მთლად ქართველი არ უნდა იყო... ხო?
- რატომ?
- ძალიან ლამაზი ხარ. - ნეტავ, ოდესმე ქართველი კაცები ქართველ ქალებს
დააფასებდნენ, მეტი არაფერი მინდა - თქო, გავიფიქრე... არა, რა თქმა უნდა, სხვა
ბევრი რამ მინდოდა, მაგრამ... სიტყვის მასალად, უფრო სწორრად, ფიქრის მასალად
რა!
- დედაჩემი რუსია. მოსკოვიდან ახალი ჩამოსული ვარ.
- ხო? მაგარია. - ლაპარაკის გაგრძელება არ აცადეს. ძმაკაცმა მოაკითხა, წამო ერთად
დავბოლდეთო.
- ხომ ხედავ, დაკავებული ვარ. - თავით ჩემკენ ანიშნა. აი კლუბში რომ ბიჭს
დაბოლებას შესთავაზებენ და შენ გამო უარს იტყვის, ე.ი. მისი მხრიდან, მაგარ
პატივში ხარ.
- არა, წადი, ლაშა... მეც მეგობარს ველოდები. - ერთი სული მქონდა თავიდან
მომეშორებინა.
- მოიცა, მოიცა, რა წავიდე. - ხელი გადამხვია და მიმიხუტა. უსიამოვნოდ
დამბურძგლა. - ზუსტად ვიცი, შენ უფრო ხანგრძლივი კაიფი გაქვს... - ვერ მივხვდი
რა იგულისხმა. ვცადე დელიკატურად მომეშორებინა მისი ხელი.
- მოდი, პირდაპირ გკითხავ. მომცემ?
- რა? - სიცილი წამსკდა.
- რა გაცინებს? სერიოზულად გეკითხები. ხომ დაგალევინე?
- და მერე რა რომ დამალევინე? - ამას შ*გ ხომ არ აქვს - მეთქი, გავიფიქრე.
- აბა რუსეთიდან ვარ ჩამოსულიო?
- სისულელეებს მოეშვი და წადი, დაბოლდი, თუ ძმა ხარ! ეს სასმელიც გაიყოლე! -
ჭიქა ხელში შევაჩეჩე და სტრიპტიზიორებისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი.
ზოგიერთს მკერდი მოშიშვლებული ჰქონდა და საცვლების ამარა ბოძზე
ტრიალებდა, სხვებს ტყავის ბოდეები ეცვათ და ცეკვავდნენ. უაზროდ ვუყურებდი
მათ, გონებაში ლაშასთან დიალოგს ფირივით ვახვევდი. თავს საშინლად ვგრძნობდი.
დავიჯერო მარტო იმიტომ რომ მოკლე კაბა მაცვია, ბოზს ვგავარ - მეთქი,
ვდარდობდი. ერთ-ერთი სტრიპტიზიორი შპაკატში გამომწვევად ჩაჯდა. უნებურად
სახეზე დავაკვირდი და იასამნისფერ პარიკში დიანა ამოვიცანი. გაოცებისგან ყბა
ჩამომივარდა. რამდენიმე ბიჭმა კისერზე ფულით მოფერება დაუწყო. ჩემი კურსელი
კეკლუცობდა და გამომწვევად იცინოდა. მერე ,,თვერქა“ დაიწყო. საჯდომს მართლაც
ოსტატურად იქნევდა. ვიღაცამ უკანალზე წამოარტყა. დიკამ ტუჩზე იკბინა.
ამაზრზენი დასანახი იყო. შტვენა და ტაშის კვრა ატყდა. ეს სი*ი აჟიოტაჟმა კიდევ
უფრო გაათამამა, სცენაზე ახტა, მოცეკვავეს უკნიდან ამოუდგა და ტრაკზე მიეხეთქა.
ეს სექსის უმახინჯესი იმიტაცია იყო. ძმაკაცებს ვითომ დაანახა ვჟ*მავო. ვიღაცები
ეძახდნენ შეუ*ეო. თვალებს ვერ ვუჯერებდი, ეს სტრიპტიზიორი ნამდვილად ქაჯაია
იყო! ერთი ,,გენიალური“ და ამავდროულად საშინელი აზრი მომივიდა თავში.
ალბათ მიხვდით... დიახ, დიანას მობილურით სწრაფად სურათები გადავუღე. რა
ვქნა, თავი ვერ შევიკავე... შეგიძლიათ შემიძულოთ!
- ანდრიამ ეს ყველაფერი იცის... შეიძლება უარესებსაც უშვება. - გავიფიქრე და
მოშორებით პუფში ჩავჯექი. იდეები აიფონში ჩავინიშნე. წერას რომ მოვრჩი
მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემ გვერდით ვიღაც ქალი კაცს კალთაში ეჯდა და
მგზნებარე სექსით იყვნენ დაკავებულები. სასწრაფოდ მეორე ჭიქა არყიანი რედბული
დავითრიე და ჩემ პონტში ცეკვა ვცადე. რამდენჯერმე გამომიცეკვეს, მაგრამ არავინ
მომწონებია. წამდაუწუმ კარისკენ ვიხედებოდი, მოუთმენლად ველოდი მახარაძის
გამოჩენას და საათსაც ნერვიულად ვამოწმებდი. მაინტერესებდა სად იყო...
შეიძლებოდა საერთოდ არ გამოჩენილიყო? მეოთხე ჭიქის მერე ფეხები ამტკივდა და
გულის რევის შეგრძნებაც დამეუფლა. მაღალქუსლიანი რამ ჩამაცმევინა - მეთქი,
თავს ვტუქსავდი. საშინელებაა, როცა ადვილად თვრები! საპირფარეშოში არეული
ნაბიჯით შევედი. ყველა ,,კაბინა“ დაკავებული იყო. კვნესის და ტყლაშუნის ხმა ჯერ
მკაფიოდ მესმოდა, მერე ყურები დამეგუბა. შუანა კარზე მივაკაკუნე:
- შეგიძლიათ გამოხვიდეთ? ძალიან ცუდად ვარ, დედას ვფიცავარ!
-*ლეზე გვკიდია. გაა*ვი!!! - დამიყვირეს. იქვე ჩავიკეცე. თვალებში დამიბნელდა. ჩემი
რჩევა იქნება, კლუბში მარტო არასდროს წახვიდეთ ან თუ წახვალთ, სასმელს ნუ
მიასკდებით! საშინელი სურათები მიტრიალებდა თავში: ამ სიბინძურეში
გაშხლართული ვარ და ხალხი ლეშივით ზედ დამდის... ან, უარესი, ვიღაც ჩემი
უსუსრობით სარგებლობს და მაუპატიურებს.
- ოღონდ ეს არა... ოღონდ ეს არა... - ვიმეორებდი ხმამაღლა.
- მანჩო! - ჩემ წინ ლაშა ჩაიკუზა. - ცუდად ხარ?
- ძალიან ცუდად.
- აუ როგორ კანკალებ! რამე მოწიე?
-არა, არა, არა.. ა....რ.... ა.... ღადაობ?
- რამე ხომ არ ჩაგიყარეს?
- სხვი-სი... მო-წო...დე-ბუ..ლი არ-აფ-ერი...
- დაგილევია. - ჩემი სათქმელი დაამთავრა. - ეგ კარგია. - ლაშამ ცხვირსახოცი
დაასველა და ცივი ნაჭერი კისერზე მომადო, მერე სახზე წყალი შემასხა.
- სუფთა ჰაერზე უნდა გაგიყვანო. დამეყრდენი. - მან ხელი წელზე მომხვია. ერთი
შეხედვით სუსტი კი ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ღონიერი იყო. კლუბის
სახურავზე აღმოვჩნდი. ძველ სავარძელში ჩავჯექი და გრილი ჰაერი ღრმად
ჩავისუნთქე.
- შეეშინდა პატარა მანჩოს? - ლაშა გვერდით მომიჯდა და სახეზე მომეფერა. - უკეთ
ხარ?
- აჰამ. - ლაპარაკის თავი არ მქონდა.
- ჯიუტი რომ არ იყო, სულ ასე მოგივლიდი... - თმაზე ჩამომისვა ხელი.
- კარგი რა... - მადლიერების განცდა წუთში გამიქრა.
- ალბათ გცივა. - ზურგზე მომეფერა, მერე ჟაკეტი გაიძრო და მომახურა.
- ანდრია მალე ამომაკითხავს.
- ხო? არა და ბიჭთან ერთად არ დამინახიხარ. საპირფარეშოში გონიხარ და როგორ
მიხვდება, რომ სახურავზე ამოხვედი?
- შემაგვიანდა და ძებნას დამიწყებს.
- დაიკიდე რა ეგ ანდრიაა თუ ვინცაა... შეყვარებულია?
ფეხზე წამოვდექი. თავბრუ ჯერ კიდევ მეხვეოდა. ლაშამ ფეხზე ხელი
თავხედურად ჩამომისვა.
- აუ რა სასიამოვნო კანი გაქვს....
- ხელი გაწიე! - ვუყვირე.
ეს ვირი სწრაფად წამოდგა და დახურულ კარს მიმაჯახა.ზურგი და თავისქალა
მეტკინა. წამოვიყვირე რა ჯანდაბას აკეთებ - მეთქი.
- მაკოცე და გაგიშვებ. - თამამი ხმა ჰქონდა. თითქოს მეთამაშებოდა.
- შენ ხო არ გამ**ევდი? - ნერვები ამეშალა. - ეს ძალადობაა!
- მკიდია. - ლაშამ სახე დამიჭირა. ცდილობდა ტუჩებში ეკოცნა. ვწვდი და ძლიერად
მოვქაჩე. ახარხარდა. კედელს მომაშორა და ძირს დამაგდო. ქოთანს დავეჯახე,
წავაქციე და გავტეხე. მიწა მიმოიფანტა და ზედ დავეცი. კივილ - წივილი ავტეხე,
ხელ - ფეხს გიჟივით ვიქნევდი. ზემოდან დამაჯდა, პირში ცხვირსახოცი ჩამტენა.
ცალი ხელით მიჭერდა, მეორეთი საცვალი გამაძრო. ერთ - ერთი მტევანი
გავინთავისუფლე, ხელი გვერდზე გავწიე, იქვე მიგდებული ბუჩქის საჭრელი
მაკრატელი ავიღე და დაუფიქრებლად სახეში გავარტყი. როგორც იქნა, ლაშა
მოვიშორე. სახე გაეჭრა და სისხლი წამოუვიდა. ტკივილისგან დაიღმუვლა.
წამოდგომამდე მაკრატელი თავშიც ჩავარტი და გიჟივით გავიქეცი. კიბეებზე კი არ
ჩავრბოდი, მივფრინავდი, აი ისე სიზმრებში როგორც ხდება... ლაშას ფეხის ხმა
მესმოდა, მაგინებდა, მოკვლით მემუქრებოდა და გააფთრებული მომზდევდა. უკან
მიხედვის მეშინოდა. უცბად ფეხი დამიცდა, ყველაფერი ელვისებური სისწრაფით
ამოტრიალდა, ვიგრძენი რომ წამიერად მიწას ავცდი და
საფეხურებზემტკივნეულად ჩავგორდი. შემოსასვლელ კართან მძიმედ დავეშვი.
დაცვის ბიჭები ჩემკენ გამოიქცნენ, მაგრამ ვიღაცამ ყველას დაასწრო და ხელში
ამიყვანა.
- დამეხმარე... - ძლივს გასაგონად ამოვღერღე. გონებას ვკარგავდი, მაგრამ ,,ჩემი
სუპერმენის“ სასიამოვნო სურნელს მაინც ვგრძნობდი. ძალიან მეცნო ეს სუნი...
***
სიბნელიდან ამოვყვინთე. წარმოდგენა არ მქონდა სად ან ვისთან ერთად
ვიყავი. უცნაური იყო, მაგრამ მაინც მშვიდად ვგრძნობდი თავს. თითქოს უძრავად
ვიწექი, მაგრამ ჩემ წინ გაურკვეველი სურათები ერთმანეთს მაინც ენაცვლებოდა.
რამდენიმე წუთში ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, დასჯილი ბავშვივით
თავჩაქინდრული ლამპიონები და მძინარე შენებობი გავარჩიე. ნელა წამოვიწიე და
მძღოლს გავხედე. ანდრომ სარკიდან შემათვალიერა. რაც უფრო ხშირად ვხვდებოდი
მის მზერას, მით უფრო მეტად მიზიდავდა მისი მონაცრისფრო თუ მოცისფრო
თვალები.
- გაიღვიძე?
- ვერ მოგატყუებ გემრიელად გამოვიძინე - მეთქი.
- როგორ ხარ?
- ვინმე გასაუპატიურებლად რომ გამოგკიდებოდა და სიჩქარეში კიბეებიდან
დაგორებულიყავი, როგორ იქნებოდი?
- წარმოდგენაც არ მინდა.
- თავი მტკივა. - შუბლზე ხელი მოვისვი.
- პახმელიაზე ხარ.
- არ დამილევია. - არ ვიცი რატომ მოვატყუე.
- მაშინ ექიმთან კონსულტაცია არ გაწყენდა. იქნებ ტვინის შერყევა გაქვს?
- შენი სიტყვები ძალიან მანუგეშებელია. ყველას ასე ამშვიდებ ხოლმე?
- ხო, ადამიანის ნუგეშისცემის ნიჭი მაქვს.
- მხოლოდ ამ ტალანტს ფლობ? კიდევ ენით ცხვირსაც ხომ არ იფხან ან სარკის გარეშე
საკუთარი ყურების დანახვა ხომ არ შეგიძლია?
ანდრიამ გულიანად გადაიხარხარა.
- მთლად შენსავით ვერ ვჭარტალებ, მაგრამ ამბობენ, რომ ლაპარაკი მეხერხება.
- რა ბანალური ხარ.
- ბანალური?
- ყველა კაცი ფიქრობს, რომ ქალები უაზროდ ტლიკინებენ.
- ყველა კაცს ნუ მადარებ.
- რატომ? შენ ძალიან განსხვავებული ხარ?
- დიახ, ვარ. რომ მიცნობდე...
- რომ გიცნობდე არაფერი შეიცვლებოდა. ყველა კაცი თვლის, რომ განსაკუთრებული
და სხვანაირია. პირველ რიგში, ზუსტად ამით გავხართ ერთმანეთს.
- სულ არ გეტყობა, რომ ცოტა ხნის წინ უგონოდ გაშხლართული იყავი კლუბის
შემოსასვლელში. ვხედავ, ამ ამბავმა მოგხოდა.
- ისეთი საზრიანი ბიჭი ხარ, შენი მშურს კიდეც.
- საზრიანი ვარ, რა ვარ აბა, ლამაზ გოგოს ხელი დავავლე და ვითომ დახმარების
მიზნით მანქანაში გამოვამწყვდიე. მისი ქუსლებდამტყდარი ფეხსაცმელი კი
გადავყარე. ფეხშიშველა ხომ არ გაიქცევა...
- ფეხშიშველა კი არა შიშველიც გაიქცევა თუ დასჭირდა.
- ოდესმე გიცდია? - ჩაიღიმა. - რა დასანახი იქნებოდი...
- ჩუმად მაინც იოცნებე. - თავი მრავლისმთქმელად გავაქნიე. - ცოტათი გარყვნილი,
ნუგეშისმცემელი, საზრიანი... ღმერთო ჩემო, მგონი, ოცნების კაცი ვიპოვე. -
პათეტიკური ხმა მქონდა. - ოჯახის შექმნაზე გიფიქრია?
- გული არ გაიტეხო, მაგრამ უარი უნდა გითხრა. არაფერი პირადული, უბრალოდ
უსამართლობაა სხვა გოგონებს, რომლებიც წლებია მელოდებიან, იმედი გავუცრუო
და შენთან გამოვიქცე.
- გულისხმიერება და სამართლიანობის შეგრძნებაც ამას ჰქვია! ჩამინამიოკე
პოპულარული ვარო?
- ამ წინადადებიდან მხოლოდ ეგ გაიგე?
- კიდევ ის რომ ქმრობაზე უარს მეუბნები.
- შეყვარებული მყავს.
- კარგია.
- რთულია.
- ეჭვიც არ მეპარება. ალბათ საათობით აწყობ გეგმებს, როგორ უღალატო ისე, რომ
შეგრჩეს.
- ამას რატომ მეუბნები? მოღალატეს ვგავარ?
- ყველა კაცი გულის სიღრმეში მოღალატეა.
- რა სექსიზმია.... სქესიზმი... თუ როგორცაა რა! მოღალატე ქალები არ გინახავს?
- ქალები არ ღალატობენ საყვარელ კაცებს. კაცები კი ამბობთ, რომ შეგიძლიათ
გიყვარდეთ ერთი და იწვეთ ათთან.
- ნუ...
- რა ნუ?
- ეგეც ინდივიდუალურია რა.
- გულწრფელად თქვი, ხომ ღალატობ შეყვარებულს?
- გააჩნია ღალატი რა არის.
- რად უნდა ამას ბევრი ფილოსოფია? ღალატი ღალატია.
მანქანაში სიჩუმე ჩამოწვა. ანდრია ალბათ ჩემს სიტყვებზე ფიქრობდა. ფიქრი
კარგია, გონებას ავარჯიშებს, ხანგრძლივმა პროცესმა შეიძლება თავი აგატკიოთ (ეგ
გვერდითი ეფექტია), მაგრამ მაინც სცადეთ.
- მინერალურ წყალს დალევ? - მალევე დაძაბულობის განმუხტვა სცადა.
- დიდი სიამოვნებით.- ბოთლი უკან გადმოაგდო. თავი დროულად რომ არ გამეწია,
პირდაპირ შუბლში მომხვდებოდა. აშკარად გათვალული ვარ. გიშრის ტარება უნდა
დავიწყო. თუ მიშველა, ხო კაი... თუ არა და... მე ისეთი გამწარებული ვარ,
გამორიცხული არ არის ჩავთვალო ჯადო მაქვს და უნდა მოვიხსნა - მეთქი (სასაცილო
იქნება მკითხავი თუ მეტყვის ჯადო კი არა უბედურ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული
და არაფერი გეშველებაო).
- სად მივდივართ?
- რა დროულად იკითხე. - ჩაიცინა.
- სად მივდივართ - მეთქი? რა მნიშვნელობა აქვს დროულად ვიკითხე თუ გვიან?
- ჩემს სახლში.
- ვახ... რა სტუმართმოყვარე ხარ. - უკეთესს რას ინატრებდა ,,გოგონა მაღალ
ქუსლებზე?“ ამ იდეის გაპროტესტება წამითაც არ მიფიქრია. - სად ცხოვრობ?
- პატარა, ნაქირავებ ბინაში. პენტჰაუსს თუ ელოდებოდი, იმედი გაგიცრუვდება.
- მანქანასა და ბენზინში რომ ყრი ფულს, არ ჯობია თანხა დააგროვო და ბინა იყიდო
ან დაიგირაო?
- ავტომობილი გაზზეა. არც ისე ბევრი მეხარჯება შენ რომ გგონია. პრაქტიკულია და
მჭირდება. შეუძლებელია იმუშაო, ისწავლო და წვრილ - წვრილი საქმეები მოაგვარო,
როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობ, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში.
მომშივდა და წავიხემსოთ?
- ამ შუა ღამეს? სპორტსმენი მაინც არ იყო...
- რაო, რა თქვი?
- რა ვთქვი? - ენა წინ რომ გაგისწრებს ადამიანს, ადრე თუ გვიან დაიღუპები.
- შენ რა იცი, რომ მე სპორტსმენი ვარ? ზუსტად მახსოვს, არ მითქვამს. - მობრუნდა და
ეჭვისთვალით შემათვალიერა. თითქოს ცდილობდა გაეხსენებინა სხვაგან ნანახი
ვყავდი თუ არა.
- წინ გაიხედე, რამეს არ შევასკდეთ. - თავზე ხელი მოვკიდე და ძალით
გავაბრუნებინე. - კაი რა. ყოველი მეორე სიმპათიური ბიჭი ან სპორტსმენია, ან
მოდელი.
- შენც ფიქრობ რომ სიმპათიური ვარ? - თვითკმაყოფილი იდიოტის მიმიკამ ეჭვი
სახიდან უკვალოდ წაუშალა.
- არაგიშავს.
გაიღიმა. ეს ღიმილი იმდენად დიდხანს დარჩა სახეზე, გეგონებოდათ
შეყვარებულიაო. სწრაფი კვების ობიექტთან გავჩერდით. ანდრომ ჰამბურგერი, ფრი
და გაზიანი სასმელი იყიდა. ერთი პაკეტი მე გადმომაწოდა, მეორე ფეხებშორის
ჩაიდო და უხერხულად დაიწყო ჭამა.
- დაგეხმარები. - ფრის ცალი ხელით ვაწვდიდი. მეორეთი ,,ჯანქ ფუდს“ თავად
შევექცეოდი.
- ისე რა გქვია?
- ანდრუშა.
საზურგეს მივაწექი და გულიანად ავხარხარდი. ლამის კოკა - კოლა გადავივლე.
- რა გაცინებს? - თავადაც ეცინებოდა. კისკისს განვაგრძობდი და შიგადაშიგ სახელ
,,ანდრუშას" ვიმეორებდი.
- არ ჩაბჟირდე.
- ანდრუშა! - საიდან მოიტანა? კურსელები, მეგობრები და ნაცნობები ანდრიას ან
მახარაძეს ეძახდნენ.
- შენ ალბათ უკეთესი სახელი გქვია.
- მანჩო.
- მანჩიტა...
- მანჩიტასი რა გითხრა და პანჩიტა კი იყო ერთ სერიალში. სახელწოდებას ვერ
ვიხსენებ. ბებიაჩემი უყურებდა... მოიცა, მგონი ,,ვნებათა ღელვაში“ ერქვა.
- ჩვენც ხომ არ გადავშვებულიყავით ვნებათა ღელვაში?
- გინდა ჩემი ხუანი გახდე და ჩემი რანჩოს საჯინიბოში ზვინზე... - გავჩერდი და ისევ
ავხარხარდი.
- ზვინის და საჯინიბოს გარეშეც გავალთ ფონს.
- აი ეს დამოკიდებულება არ მესმის.
- უფრო კონკრეტულად რა დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი?
- შეუ*ე, გაა*ვე, გამო*ღე, დაიძინე ან წადი.
- ლოგინზე ვარდის ფურცლები დაუყარე, ოთახი სურნელოვანი სანთლებით
გაუფრომე და ისე გა*მე, აი ეს დამოკიდებულება კი მე არ მესმის. რა ვქნა გავაჩერო
ფლორისტთან?
- ყველაზე ძვირიანი ვარდები წამოიღე.
- მომწონს, რომ იუმორში მიგებ.
- უი, იხუმრე?
- წინ გადმოძვერი თორემ კისერი მომეგრიხა.
შუქნიშანთან ავტომობილი შეაჩერა. დრო ვიხელთე და წინა სავარძელზე
გადავბობღდი. თან კაბას ქვემოთ ვექაჩებოდი, მაღლა რომ არ აწეულიყო. ანდრიას
თავი ისე ეჭირა თითქოს არ მიყურებდა.
-ერთგულების ეტალონი რომ არ ხარ გავარკვიეთ, კიდევ იცი რა მაინტერესებს?
- გისმენ.
- ყველა შემთხვევით გაცნობილ გოგონას სახლში მიათრევ?
- არა, ჩემი სახლის კარი მხოლოდ ნატასთვის არის ღია.
- ნატა შეყვარებულია, როგორც ვხვდები, ხო?
- ხო.
-და ძმაკაცები არ გყავს?
- მყავს.
-აბა სახლში არ უშვებ?
- ყველა ადამიანს სჭიდება ადგილი განმარტოებისთვის.
- მშობლები? დედმამიშვილები?
- ინტევიუს მართმევ? - მის ხმაში შეფარული გაღიზიანება ვიგრძენი. უნებურად
ავფორიაქდი. სიტყვა ,,ინტერვიუმ“ რაღაცნაირად გაიჟღერა... წამით ვიფიქრე, რომ
მახარაძე ოინს მიმიხვდა. ფანჯარა ჩამოვწიე. გრილი ჰაერი მეცა თუ არა, ვიგრძენი
რომ მთელი სახე მიხურდა.
- რა მოგივიდა?
- მგზავრობა მწყენს ხოლმე.
- გინდა გავჩერდეთ?
- ჯერ არა. თუ დამჭირდება გეტყვი, არ მომერიდება.
- მორცხვ გოგოს გავხარ-მეთქი არც მითქვამს.
მთელი გზა ხმა აღარ ამომიღია. ვფიქრობდი ხომ არ ვთხოვო ავტომობილი
გააჩეროს, ტაქსი დავიჭირო და სახლში წავიდე-მეთქი, მაგრამ ამ გონივრულ
გადაწყვეტილებას ჯიუტი გული ეწინააღმდეგებოდა.
***
- ლიფტი არ მუშაობს, უიღბლო ხარ, ანდრუშ. - ცოტათი დამცინავი ტონი მქონდა.
პირველ სართულზე ვიდექით. ზურგზე ვეჯექი, ფეხებს ბავშვივით ვაქანავებდი.
დუნდულები რომ არ გამომჩენოდა, მისი გრძელი ქურთუკი მეცვა (ჩემი პალტო
კლუბის გარდერობში დარჩა). მეზობლის ძაღლი გაუჩერებლად ყეფდა და კარს
ფხაჭნიდა. ერთი - ორჯერ მიეჯახა კიდეც.
- კარი რომ გაუღონ შეგვჭამს ალბათ.
- პატრონი რომ სახლში იყოს ხმას არ ამოიღებდა. ლეკვობიდან სცემდა და მისი
ეშინია.
- საცოდავი. ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას რატომ არ
უკავშირდები?
- მანჩო, ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს.
- რა გულგრილი ადამიანი ხარ. გრცხვენოდეს!
- კლუბში უნდა დამეტოვებინე და მაშინ ვიქნებოდი ყურადღებიანი, კეთილშობილი,
მზუნველი...
- საჯაროდ სამადლობელ პოსტს თუ მოგიძღვნი სოციალურ ქსელში ,,მოკეტავ“ და
ყელში არ ამომიყვან შენს ალტრუიზმს?
- თითქმის აუტანელი გოგო ხარ. დარწმუნებული ვარ შეყვარებული არ გყავს.
- ხო?
- შენ ვინ გაგიძლებს?!
- ამას დამიხედეთ?! - თავში წკლიპურტი მწარედ ჩავარტყი.
პირველი სართულის კედლები ფერადი ასოებითა და პოლიტიკოსების
კარიკატურებით გაეფორმებინათ. მომდევნო სართული - ფემინისტური
ილუსტრაციებით და ლოზუნგებით (მაგალითად: ,,მე არ ვარ ჭურჭლის სარეცხი
მანქანა!“ ან ,,ჩემი ადგილი მხოლოდ ,,კუხნაში“ არაა.“) არ ვიცი ქართველი ,,ვაჟკაცები“
ამ ამბავს როგორ ეგუებოდნენ, შეიძლება აქ მხოლოდ პროგრესული ტიპები
ცხოვრობდნენ. მესამეზე რელიგიური სატირა დამხვდა. მეოთხე სართული,
რომელზეც ანდრია ცხოვრობდა, ტექნოლოგიური საუკუნის უაზრო ყოფიერებას
ასახავდა.
- ასეთ ფერად სადარბაზოში პირველად მოვხვდი. ცხადია თუ სიზმარი?
- მართალია, ჩემნაირ მამაკაცს მხოლოდ სიზმარში თუ გაიცნობს ქალი!
- შენთვის უთქვამთ, რომ საკუთარ თავზე გადამეტბული წარმოდგენა გაქვს?
- მაგას ნარცისიზმი ჰქვია ხო?
- ზუსტად!
- ნეგატიურ შეფასებებს არ ვიმახსოვრებ. ასე რომ არ ვიცი, სორი.
- ვისი მოხატულია კედლები?
- ჩემი კარის მეზობელად და - ძმანი, ტყუპები ცხოვრობენ. ორივე მხატვარია.
- საინტერესოა. მეგობრობთ?
- ელენიკო ჩემზე უგუნოდაა შეყვარებული. სახლში რომ შევალთ ჩემს პორტრეტს
გაჩვენებ. - სიამაყით წარმოთქვა.
ანდრიას ერთოთახიანი ძალიან არეული იყო. ჩემი საძინებელი გამახსენდა.
ერთად რომ გვეცხოვრა ქაოსი ალბათ დიად არც შეგვაწუხებდა. წყვილიც ამას ჰქვია.
ჩემს ფიქრებზე გამეცინა.
- დამცინი, არა? - მაცივრიდან ლუდი გამოიღო და საწოლზე ჩამოჯდა.
- ხანდახან მაინც ალაგებ ამ ბუნაგს?
- ვსწავლობ, უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდში ვთამაშობ და ორ ადგილას
ვმუშაობ... შენი აზრით დალაგების დრო მექნება? - მეორე ბოთლი მე გამომიწოდა.
- აბა დამლაგებელს ქირაობ თვეში ერთხელ? - დეტექტივივით დავაბიჯებდი ოთახში,
თითქმის ყველა ნივთი ხელში ავიღე და შევათვალიერე. თქვენ ასე ნუ მოიქცევით,
უზრდელობაა.
- შეყვარებული ამოდის და აწესრიგებს აქაურობას. სწორია, სუფთა ბუნაგია. ოდესმე
თუ ცოლს მოვიყვან, აუცილებლად კარგი მეოჯახე უნდა იყოს. მეც დავიღალე ამ
არეულობით. რა იყო შემოგზავნილი ხარ? - მკითხა როცა მისი მაგიდის უჯრა
გამოვაღე.
-ხო ,,ნასეტკა“ ვარ. ,,მენტებმა“ დამავალეს ანდრუშას სახლში მარიხუანა იპოვე და
ჩაუშვიო. - ლუდი მოვწრუპე.
- ლუდს შამპანიურივით რატომ სვამ?
- შამპანიური მეზიზღება. ლუდს კი ისე ვსვამ, როგორც მიხარია. - ნიშნის მოგებით
გავხედე.
- მეტიჩარა, ძალიან გაშინაურდი შენ, ხო? - გაიცინა. უცნაურია, მაგრამ ჩემმა
სითავხედემ ოდნავაც არ გააბრაზა.
- ხშირად შემოგიარო ხოლმე? - გავეფლირტავე.
- კი, ოღონდ ნატალის ნუ დაემთხვევი.
- სააბაზანოში ან აივანზე დამმალე ხოლმე.
- იქნებ ლოგინის ქვეშაც შეეტიო? - ანდრიას სიტყვებმა მადონას ამბავი გამახსენა.
- კატეგორიულ უარს ვამბობ! არავითარი სამალავი ლოგინის ქვეშ!
- რა იყო ცუდი მოგონებები გაგახსენდა? - ისევ გულიანად ახარხარდა. - მოდი,
კალთაში ჩამიჯექი, არ შეგჭამ. - დინჯი ხმა ჰქონდა. თავიც ისე ეჭირა თითქოს ჩემ
სიახლოვეს სრულ სიმშვიდეს გრძნობდა.
- კალთაში რატომ ჩაგიჯდე, მამაჩემი ხარ? - მის წინ დოინჯშემორტყმული ვიდექი.
- ნუ... თუ გინდა ,,მა“ დამიძახე.
- ავადმყოფი ხარ!
მახარაძემ სასმელი გადადო, ჩემკენ მსუბუქად გადმოიწია, ხელი ჩამკიდა და
საწოლისკენ წამიყვანა. გული ამიჩქარდა და ხელები გამიცივდა. ნერვიულობისას
ყოველთვის ასე მემართება.
- შეიძლება ბევრს უთქვამს მაგრამ... რაღაც უჩვეულოდ ნატიფი თითები გაქვს. -
ანდრიას ხმა გარინდულ ოთახში მაცდურად და სასიამოვნოდ ისმოდა. ჩემს მტევანს
კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი. ჩვენი თითები ერთმანეთში აიბლანდა.
მეჩვენებოდა რომ ჩემს სულთან მოახლოებას ცდილობდა. ფეხები ოდნავ განზე
გაეწია, მის შუაში ვიდექი. მუხლებს თუ შეატყუპებდა, დამიჭერდა... მინდოდა
დროებით მაინც თავის სხეულში გამოვემწყვდიე. სუნთქვა გამიხშირდა. მთელი
სხეული ალმოდებულივით მეწვოდა. ზემოდან დავყურებდი. თმა ღია ოქროსფრად
უბზინავდა. ვინატრე, მის თეთრ შუბლზე მაკოცნინა - მეთქი. არც კი ვიცი რა ძალა
მაკავებდა. მოულოდნელად ოთახი ჩაბნელდა.
- შუქი წავიდა? მგონი 90-იანებში ვბრუნდებით... - წავიჩურჩულე.
- ცივი, საშიში, უიმედო, მაგრამ მაინც ძალიან რომანტიკული 90 - იანები. -
ჩურჩულითვე მიპასუხა. მახარაძემ ხელის გული ამომიბრუნა და მთვარის შუქზე ისე
დამაკვირდა თითქოს მკითხაობას აპირებდა. მერე ქვემოდან ამომხედა, წარბები
ოდნავ მაღლა აეზნიქა და შუბლი დაუნაოჭდა. თვალს არ ვაშორებდი. დუმილით
მელაპარაკებოდა, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. ერთადერთი რამ ვიცოდი, რამდენად
აფსურდილიც არ უნდა ყოფილიყო, ეს ბიჭი მე მეკუთვნოდა! ანდრიამ ხელისგულზე
მაკოცა. რბილი ტუჩები ჰქონდა. თბილმა ჟრუანტელმა დამიარა. გულში რაღაც
აუხსნელი და თბილი ჩამეღვარა. ცრემლები მომდგა. წამით ჩვენ გარდა ყველაფერი
გაქრა.
- აღარასდროს... - სიტყვა გამიწყდა. - აღარასდროს მაკოცო ხელისგულზე.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ამ ჟესტით მეუბნები: ,,მე შენ მიყვარხარ!“
- და იქნებ... - კალთაში ჩამისვა. პირზე ხელი ავაფარე და წინადადება არ
დავასრულებინე.
- არ თქვა... ნუ გააუფასურებ სიტყვას. ერთი ღამით სიყვარული არ არსებობს. ეგ ერთი
ღამის ვნებაა. - ანდრიამ თავი კისერში ჩამიდო. ძარღვთან მის ცხელ სუნთქვას
ვგრძნობდი და ოდნავ მეღუტუნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ არასდროს
დამავიწყდებოდა ეს მომენტი. მე და ანდრია ერთმანეთს დავღუპავთ-მეთქი,
გავიფიქრე. მახარაძემ მკლავები მთელ ტანზე მომხვია. მე კი ნელ-ნელა ჯერ ერთი
მერე - მეორე ყვრიმალი დავუკოცნე.
- როგორი სურნელი გაქვს იცი? თან მარწყვის... თან შოკოლადის... თან თბილი
ლოგინის... თან ზღვის... თან მთის სუფთა ჰაერის... თან ჩვილი ბავშვის... თან... თან.. -
ბუტბუტებდა და თავისკენ ისე მიზიდავდა, თითქოს სურდა ერთი სული და სხეული
გვქონოდა.
ჩემს დეკოლტეში ჩაყო ცხვირი და მკერდი ვარდის ფურცლებივით შეისუნთქა.
ნაზად და ფაფუკად ვეფერებოდი ცალი ხელით ლოყაზე, მეორეთი - ზურგზე.
ესმოდა რომ გული ამოვარდნაზე მქონდა. მოშიშვლებულ მკლავზე მომეალერსა.
თრთოლამ ამიტანა. ანდრომ კოცნა დამიწყო და კისრისკენ წამოიწია. უნებურად
თვალები დამეხუჭა. შენ, მკითხველო, ალბათ ფიქრობ, რომ სულელი ვარ...
დარწმუნებული ხარ, რომ სხვა ათას გოგოსაც ჩემსავით თავბრუს ახვევდა,
ეთამაშებოდა და მერე ერთჯერადი სალფეტკივით აგდებდა. მართალი ხარ, მაგრამ
მის სიახლოვეს არ შემეძლო ლოგიკურად მეაზროვნა... არ შემეძლო ავმდგარიყავი და
წავსულიყავი... არ შემეძლო მისი ქარიზმისთვის წინააღმდეგობა გამეწია. იდეალური
მატყუარა იყო. სიტყვები არ სჭირდებოდა, მხოლოდ მზერა... სათუთად მეპყრობოდა,
თავი განსაკუთრებულად მაგრძნობინა. ჩემი სიამაყე და შურისძიების სურვილი
სადღაც აორთქლდა. მახარაძე კისერს მოშორდა და თვალი გამისწორა. გრძელი
პლატინსიფერი წამწამები ჰქონდა, რომელსაც თითქმის არ ახამხამებდა. მეგონა
ოკეანის ფსკერისკენ მივექანებოდი, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არ
მქონდა. ზუსტად ვიცოდი, რომ მაკოცებდა... და... მაკოცა. ერთდროულად გული
გამიჩერდა და სუნთქვა შემეკრა. მთელი არსებით ანდროს ბაგებში შევიჭერი. იმ
წუთას მე მიყვარდა მახარაძე.... შეუძლებელი იყო არ მყვარებოდა, თუნდაც მხოლოდ
იმიტომ, რომ მას ვაჩუქე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, მისთვის - სულერთი, პირველი
კოცნა…
- შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს!
- შენ კი ყველაზე ნიჭიერი მატყუარა. - გავუღიმე.
გადავწყვიტე, რომ იმ ღამით ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი... ვერავინ და
ვერაფერი შემიშლიდა ხელს. ლოგინზე გადამაწვინა. მაშინღა მომაგონდა, რომ ლაშამ
გაუპატიურების მცდელობისას ტრუსიკი გამაძრო. ნეტავ, კლუბშივე შეამჩნია
ანდრომ რომ საცვლის გარეშე ვიყავი? მანქანაში ჩემი ჩასმისას მაინც დაინახავდა.
ძალიან შემრცხვა. სახეზე ხელები ავიფარე, შევიშმუშნე და გავერდზე გადავბრუნდი.
-რა მოხდა, მანჩო?
ლიფს თუ გამაძრობდა სილიკონები გადმოვარდებოდა. მაგას სჯობდა მიწა
შუაზე გამსკდარიყო და შიგ ჩავვარდნილიყავი. ცალი მხელი მკერდზე ავიფარე.
- სახლში რომ მომყავდი არც კი მიფიქრია სექსი გვექნებათქო.
- აბა შუქი რომ ჩაქვრა მაშინ გაიფიქრე?
- არა...
- აბა როცა მაკოცე?
- არა... არც ახლა ვფიქრობ. უბრალოდ მინდოდა მოგფერებოდი.
პირქვე გადამაბრუნა, კაბის ელვა გამიხსნა და ზურგზე ხელი ისე გადამისვა
თითქოს კლავიშებზე მელოდია დაუკრა, მერე კი დაიხარა და რამდენჯერმე მაკოცა.
- გრძნობ?
- კი...
- რას?
- შენს თი - თებს... - ხმა სიამოვნებისგან გამიწყდა.
- კიდევ?
- კოცნას...
- და?
მინდოდა მეპასუხა სიყვარულს - მეთქი, მაგრამ კარზე ისტერიკულმა ბრახუნმა
მილულული თვალები გამახელინა და ინსტინქტურად წამომახტუნა.
- ვინმეს ელოდები?
- ვინც არ უნდა იყოს გავაბრუნებ.
- საპირფარეშოში შევალ. - ტუალეტში ჩავიკეტე და კარს ყური მივადე. გავიგონე,
ანდრიამ დამშვიდებისთვის რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა.
- ასეთ დროს აქ რა გინდა, ნატი? - ვითომ არხეინად, გაოცებით და სიხარულით
იკითხა.
- ამდენხანს კარს რატომ არ მიღებდი? !
- საათს დახედე. მეძინა. არც დენია და რა მეკეთებინა?
- მობილურზე რომ გირეკავდი რატომ ,,მაიგნორებდი?"
- არ მესმოდა.
- დავიჯერო ერთხელაც არ დაგიხედავს ეკრანზე, გამოტოვებული ზარები რომ
გენახა?! ცოტა დამაჯერებელი ტყუილი მაინც მოიფიქრე.
- ნატა, მომისმინე, იმიტომ მიყვარხარ, რომ სხვა გოგონებივით ისტერიჩკა არ ხარ.
ჯერ არ მესმოდა, მერე დაჯდა, სალხში მოვედი და დენი არ იყო. როგორ დამეტენა?
- მოკლედ, თავის გასამართლებელი საბუთები არ გელევა.
- რა მოგივიდა შენ? ვინემ ენა ცუდად მოგიტანა თუ რა ხდება?
- სალაპარაკო მაქვს შენთან.
- ხვალ რომ ვილაპარაკოთ? მართლა დაღლილი ვარ. წამო, სახლში წაგიყვან.
- შენი აზრით სასწრაფო რომ არ ყოფილიყო შუა ღამეს ქალაქის მეორე ბოლოდან
გამოგაკითხავდი?
- კარგი. ჩემს საყვარელ ბარში წავიდეთ.
- მოიცა, შენთან არ მიშვებ?
- მაინც და მაინც ამ არეულ, ჩაბნელებულ ოთახში უნდა ვილაპარაკოთ?
- დიახაც!
- ხანდახან აუტანლად ჭირვეული ხარ.
- მასე თუ არის რატომ არ მშორდები?
- იმიტომ რომ არც მე ვარ უნაკლო. მოდი, უახლოეს მაღაზიაში სანთლები მაინც
ვიყიდოთ.
- კარგი.
- მანქანის გასაღებს ავიღებ და გამოვალ. - ანდრომ ნატალის ჯერ ლოყაზე აკოცა,
შემდეგ კი კარი ცხვირ წინ მიუხურა. საპირფარეშოდან გამოვედი. თავს საშინლად
ვგრძნობდი.
- წასვლისას კარი უბრალოდ მივხურო?
- არა, გასაღები შემოსასვლელში დევს, ჩაკეტე და ხალიჩის ქვეშ ამოდე, ოქეი?
- კარგი...
- ნომერს არ დამიტოვებ?
- დავფიქრდები... - მახარაძე მომიახლოვდა, ჩემი მტევანი თავისაში მოიქცია და
ხელის გულზე მაკოცა. მინდოდა მისთვის სახეში გემრიელი სილა გამეწნა. ორპირი!
ნაგავი!
- ხელის გულზე ჩემ გარდა არავის აკოცნინო. - ყურში ჩამჩურჩულა და გაიპარა.

You might also like