You are on page 1of 36

ნათია ჯაგოდნიშვილი

შეცდომა

Uploaded by Hope in K-music

 87% (98) · 89K views · 380 pages


AI-enhanced title

Document Information 

Original Title
Download now
ნათია-ჯაგოდნიშვილი-შეცდომა 
Copyright
© © All Rights Reserved

Available Formats
PDF, TXT or read online from Scribd

Share this document


Facebook

Twitter

შ ე ც დ ო მ ა
Email

Did you find this document useful?

ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი

2016-2017 წელი.

Is this content inappropriate? Report this Document

~1~

AD Download to read ad-free.

პროლო ი

ცხოვრება სავსეა შეცდომებით. გააზრებულით , თუ გაუაზრებლით, მტკივნეულით, თუ


ნაკლებად მნიშვნელოვანით, მაგრამ მაინც, შეცდომებით. ფაქტებით, რომლებიც ჩვენი
ცხოვრების შეცვლას იწვევენ. უშეცდომო, რა თქმა უნდა, არავინაა , მაგრამ მის
სიმძიმესაც გააჩნია. შესაძლოა, ისეთი რაღაც ჩავიდინოთ, გამოსწორებაც რომ ვეღარ
შევძლოთ ვერასდროს , მაგრამ ... იქნებ ეს სულაც არაა ისეთი ცუდი, როგორიც ერთი
შეხედვით ჩანს? იქნებ სწორედ ამან დააყენოს ჩვენი ცხოვრება თავდაყირა და
მიგვახვედროს , რომ ის კონკრეტული საქციელი კი არა, ამ საქციელამდე განვლილი დრო
იყო სინამდვილეში შეცდომა? არასწორი იყო ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით და იმაშიც
კი ვცდებოდით, რომ გვეგონა, თითქოს შეცდომა დავუშვით. ვინ იცის... ვერავინ
განსაზღვრავს მომავალს წინასწარ, მაგრამ თუ საკმარისად ძლიერები ვართ, იმას მაინც
შევძლებთ, ჩადენილზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ და შევეგუოთ იმას,
რასაც ვეღარ შევცვლით. წინასწარ ხომ არ ვიცით, იქნებ სწორედ ეს გამოდგეს ჩვენი
ცხოვრების გადამწყვეტი ეტაპი. მომენტი, რომლიდანაც ყველაფერს სხვა თვალით
შევხედავთ და გავაცნობიერებთ, რომ სინამდვილეში, სწორედ მაშინ დაიწყო მთავარი...

~2~

AD Download to read ad-free.

თავი 1

გამხდარი , გრძელთმიანი გოგონა ჩაწითლებულ , ცისფერ თვალებს შეშინებული


ახამხამებდა და ცდილობდა, ტუჩების კანკალი როგორმე შეეჩერებინა, მაგრამ, არ
გამოსდიოდა . მხრებიც ისეთი მობუზული ჰქონდა, აშკარა იყო, რაღაც საშინელი
დარტყმისთვის ემზადებოდა , მის პირდაპირ მჯდარი , მისივე ასაკის გოგო კი, ისეთი
გამეხებული სახით უყურებდა , სიტყვის თქმაც კი არ იყო საჭირო ემოციების
გადმოსაცემად .

–ხვდები მაინც, ახლა რა თქვი?–დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, მხოლოდ ამის თქმაღა


მოახერხა და ისე ამოიოხრა, თითქოს აქამდე სუნთქვაც კი შეკრული ჰქონდა.

–რატომ ვარ ასეთი სულელი...–ხმამაღლა ამოიტირა გრძელთმიანმა და მეგობარს


კალთაში ჩაუდო თავი.

–ნიცა, თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ მოგკლა!

–თამო, გეხვეწები, შენ ნუღა დამიმატებ...–სლუკუნებდა ისე, თავიც არ აუწევია.–ისედაც


ტვინი ამტკივდა უკვე იმაზე ფიქრით, რა ჯანდაბა უნდა ვქნა.

–ახლა გავგიჟდები !–იფეთქა საბოლოოდ.–გოგო , რას ქვია რა უნდა ქნა? ნორმალური თუ


ხარ საერთოდ? არა, მართლა გავგიჟდები !–ფეხზე წამოდგა გაცოფებული და წინ და უკან
მოჰყვა სიარულს.

ცოტახნის წინ ნიცამ რომ დაურეკა, ხმაზევე შეატყო, ყველაფერი რიგზე რომ ვერ იყო,
მაგრამ ამას როგორ იფიქრებდა? აზრადაც კი არ გაუვლია. ან როგორ ვერ შეამჩნია?
ისეთი გაბრაზებული იყო, სიტყვებსაც კი ვერ პოულობდა ატირებული მეგობრის
დასამშვიდებლად.

ნიცასაც, სიკვდილი ერჩივნა ამის თქმას, მაგრამ ცოტაც რომ მოეთმინა, ნამდვილად
გული გაუსკდებოდა. როგორ ვერ იფიქრა ამაზე? რატომ იყო ასეთი მიამიტი? ღმერთო,
ახლა რა უნდა ქნას? მეგობარს რომ ასეთი რეაქცია ჰქონდა, თვითონ ის რას ეტყვის?

–ალექსს დავურეკავ.–გადაწყვიტა ბოლოს თამომ და ის იყო მობილური უნდა აეღო,


გოგონა რომ ხელებში ჩააფრინდა.

–არა!–შეშინებულმა გაიქნია თავი.–ვერ ვეტყვი.

–რას ნიშნავს ვერ ეტყვი? აბა რა უნდა ქნა, იჯდე ასე და ცრემლები ღვარო? კეთილი
ინებოს და მოგხედოს!

~3~

AD Download to read ad-free.

–არა, გთხოვ. ისედაც, მას შემდეგ თავს მარიდებს და რა, ალექსი თუ ეტყვის, მოვა და
მნახავს?

–ნიცა, მისმინე, თუ არ მოვა, ყურით მოათრევს, გაიგე? ეს ამბავი მარტო შენ არ გეხება!

–გეხვეწები, არ გინდა... ჯერ ისიც კი არ მომიფიქრებია , რა უნდა გავაკეთო... უბრალოდ,


შენთვისაც რომ არ მეთქვა, მართლა მოვკვდებოდი ...

–მე მოგკლავდი!–წარბები აუწია და გვერდით მიუჯდა.–რისთვის ვართ მეგობრები? მერე


რა, რომ სულელურად მოიქეცი, მე მაინც შენ გვერდით ვარ. და დარწმუნებული ვარ, არც
ალექსი დაიჭერს იმ იდიოტის მხარეს.

–მისი მეგობარია ...

–და ჩემი შეყვარებული!–წარმოთქვა გადაჭრით.

–გოგოებისთვისაც არ მითქვამს ჯერ...–კიდევ ერთხელ ამოისლუკუნა ნიცამ.–პასუხი


ვნახე თუ არა, მაშინვე გამოვიქეცი.

–ისე, იქნებ შეცდა?

–სამივე ?

–არა, რაზე ფიქრობდი ?–თავი გადაიქნია კიდევ ერთხელ და ფეხზე წამოდგა.–ჩავალ,


კიდევ ამოვიტან რამდენიმეს, არაფერი დაშავდება თუ გადავამოწმებთ...

* * *
უნივერსიტეტში სწავლა ახალი დაწყებული ჰქონდა, პირველად რომ შენიშნა. ძნელიც
იყო თვალი არ მოეკრა , როდესაც ყველასგან გამორჩეული გახლდათ. ზედმეტად
სიმპატიური, მხრებამდე სიგრძის, ქერა თმით, მოვლილი წვერით, გემოვნებიანად
ჩაცმული, ხელში ჩაფხუტით . ნიცასაც მეტი რა უნდოდა? სულელი პირველკურსელი
იყო მაშინ... ჰმ, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ. მთელ ერთი წელი! და მაინც
ვერაფრით ამოიგდო სასიამოვნო უცნობზე ფიქრები თავიდან. არადა, ლექციებზეც კი არ
ემთხვეოდნენ. ათასში ერთხელ თუ შენიშნავდა–ხოლმე უნივერსიტეტის დერეფანში და
მაშინვე გული ისე სწრაფად უწყებდა ფეთქვას, ასე ეგონა, ყველას ესმოდა მისი ხმა. ხან

~4~

AD Download to read ad-free.

რომელიმე ჯგუფელისკენ შეტრიალდებოდა და ლაპარაკს გაუბამდა , ხანაც ლიფტს


შეაფარებდა თავს. მაქსიმალურად გაურბოდა , თვითონაც არ იცოდა რატომ.

ისედაც ცუდად გრძნობდა თავს, ერთი ნაცნობიც კი რომ არ ჰყავდა ამხელა შენობაში და
ამ ყველაფერზე კიდევ ახალი თავის ტკივილის დამატება ნამდვილად არ უნდოდა.
ფიქრობდა , უბრალოდ ავიკვიატე და მალევე გადამივლისო, მაგრამ, არაფერმაც არ
გადაურა ! პირიქით, რაც დრო გადიოდა , უფრო და უფრო მოსწონდა. მოსწონდა
ყველაფერი . როგორი სიარულის მანერა ჰქონდა, როგორ იცვამდა , როგორ ესაუბრებოდა
კაფეტერიაში გამყიდველს... ერთხელ საკუთარი თავი იმაშიც კი გამოიჭირა , როგორ
მიშტერებოდა, როცა წყალს სვამდა.

მან კი... ძალიან დიდი ალბათობით, ნიცას არსებობის შესახებაც არ იცოდა არაფერი .
მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ პირისპირ , ისიც მაშინ, ალექსთან ერთად რომ გადაეყარა
დერეფანში. მისი გოგოს მეგობარი ყოფილა და მოიკითხა. ზერელედ შეათვალიერა,
მაგრამ გზა გააგრძელეს თუ არა, მაშინვე ამოუფრინდა თავიდან მისი სახელი. არ
დაინტერესებულა დიდად, მიუხედავად იმისა, რომ ნიცა ძალიან, ძალიან ლამაზი იყო.
გრძელი , წაბლისფერი თმით, დიდი, ცისფერი თვალებით , არაჩვეულებრივი ფიგურით
და ძალიან თბილი ღიმილით . სიმართლე ითქვას და, არც აკლდა ბიჭს ყურადღება.
ყოველ კვირას ახალი გასართობი ჰყავდა და სულაც არ იყო იმ მდგომარეობაში, ლამაზ
გოგოს მხოლოდ გარეგნობით რომ გაეკვირვებინა.

რამდენჯერმე კიდევ შენიშნა ლამაზთვალება უცნობი , მაგრამ არც მაშინ მიუქცევია


ყურადღება . გამარჯობასაც კი არ ეუბნებოდა, თუმცა ძალიან ართობდა მისი რეაქციები,
მოულოდნელად რომ გადაეყრებოდა ხოლმე. ყველაფერს ამჩნევდა, მაგრამ არაფერს
იმჩნევდა . ასეთები, ნამდვილად არ ეშლებოდა. მაგრამ მეორე წლის დასაწყისში,
„Welcome Party”–ზე ნამდვილად ვერ დამალა აღფრთოვანება ...

მთელი დღე ემზადებოდა წასასვლელად ნიცა. რა არ მოიზომა, მაგრამ ვერაფერი რომ


ვერ მოირგო, სტიპენდიის ფულსაც კი მოაკლო ცოტა და მეგობრებს დაურეკა,
მაღაზიებში გამყევითო. ისე ელოდებოდა საღამოს მოსვლას, თითქოს დარწმუნებული
იყო, რომ რაღაც მოხდებოდა. არადა, შეიძლება მისი იდუმალი პრინცი სულაც არ
ყოფილიყო წვეულებაზე . ბოლოს და ბოლოს, უკვე მაგისტრანტი იყო...

–ნიცა, ამოიგდე თავიდან, რა!–თვალები აატრიალა თამომ, ანის შერჩეული კაბა


შეათვალიერა და შემდეგ ისე გადაკიდა გოგონას ხელზე, შეხედვაც კი არ დააცადა.

–ვერ ვხვდები, არც კი იცნობ, რამ მოგაწონა ასე ძალიან?–ჩაერთო ანიც.–იქნებ,


საერთოდაც გეია?

–არაა!–გაეცინა.–თამოს ალექსის ძმაკაცია.


~5~

AD Download to read ad-free.

–გეი არა, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული, თვითკმაყოფილი იდოტია.–მხრები


აიჩეჩა, საკიდიდან იისფერი კაბა ჩამოხსნა და ისიც ნიცას ხელზე დახვავებულთა სიას
შემატა.

–აუ, არ უთქვამს ალექსს, მოდიან თუ არა?

–აჰა, ელაპარაკე ამას რამე!–თავი გადაიქნია ანიმ.–იქნებ, შეყვარებული ჰყავს?–


მაქსიმალურად ცდილობდა ყველა შესაძლო ვარიანტის შეთავაზებას, შემდეგ რომ არ
სტკენოდა გული, ნიცა კი მაინც ჯიუტად იდგა თავისაზე .

–მაგას სულ ჰყავს შეყვარებული!

–დარწმუნებული ვარ, სულაც არ იქნება მასეთი ცუდი!

–კი, კი, როგორ არა. მიდი ახლა, ბევრს ნუ ლაპარაკობ და შედი, მოიზომე!

მუხლები უკანკალებდა, კლუბში რომ შევიდა. ღმერთო, როგორ უნდოდა რომ


მისულიყო და ამავე დროს, როგორ ეშინოდა მისი იქ დანახვის. ადგილზევე
მოკვდებოდა , სხვასთან რომ ენახა, არადა , ზუსტად იცოდა, სულაც არ იყო ეს
გამორიცხული . ისე უნდოდა შეემჩნია... მართლა არ იყო ცუდი გოგო, უფრო მეტიც,
თაყვანისმცემლების ნაკლებობასაც არ უჩიოდა. დღესაც განსაკუთრებულად
მოინდომდა. წითელი, ღვინისფერი კაბა ეცვა, წელში კარგად გამოყვანილი, მუხლს
ზემოთ, ბოლოებში ოდნავ გაშვებული. არც მაკიაჟით დამძიმებულა დიდად, მაგრამ
ჩრდილები მაინც გაიკეთა, თვალის ფერისთვის ხაზგასასმელად. სახლიდან გასვლის
წინ, მეგობრებს რომ დაურეკა და დაენახა, თამომ ამოიოხრა და ისიც კი უთხრა, რამე
რომ მოხდეს, თორნიკეზე შენგან წუწუნი არ გავიგოო.

ისე გაუხარდა ... და ისე ელოდა, თითქოს დარწმუნებულიც კი იყო, დღევანდელი დღე
მის გარეშე რომ არ ჩაივლიდა. ვერც კი ხვდებოდა, საიდან ჰქონდა ამდენი
თავდაჯერებულობა მაშინ, როცა ორი საათის განმავლობაში, თვალიც კი ვერ მოკრა
ვერსად. იქნებ, არც მოსულა? ალექსი , ისედაც იცოდა, რომ არ იქნებოდა. მოსულიც არ
იყო, თამოსგან რომ მიუვიდა შეტყობინება, ჩემი ბიჭი მოულოდნელად დამადგა თავზე
და დაფიქრებაც არ მაცადა, ისე გამიყენა ყვარლის გზასო. გიჟდებოდა მათ წყვილზე!
სამი წელი იყო, ერთმანეთს ხვდებოდნენ და ბიჭი შეყვარებულს ყოველთვის
ანებივრებდა სიურპრიზებით, მაგრამ ამჯერად, პირველად მიდიოდნენ დასასვენებლად
მარტონი.

–ჩემი მეგობრის შეყვარებულის მეგობარი , არა?–მოესმა ზურგიდან და ღმერთმა უწყის,


რის ფასად დაუჯდა, ხველება რომ არ აეტეხა, როცა შოკირებულს კოქტეილი გადასცდა .

~6~

Trusted by over 1 million members

Try Scribd FREE for 30 days to access over 125 million


titles without ads or interruptions!

Start Free Trial

Cancel Anytime.

მაქსიმალურად აიძულა თავი, ტუჩებისთვის თავი მოეყარა და მხოლოდ მაშინ


შეტრიალდა, როდესაც დარწმუნდა, რომ ყურებამდე გაღიმებული არ იქნებოდა.

–საინტერესო ინტერპრეტაციაა!–გაუღიმა თავშეკავებულად. არა, ნამდვილად კარგად


შეეძლო თამაში!

–ვინ იცის, ჩვენი მეგობრები რით არიან ახლა დაკავებული! სწავლის პირველსავე კვირას
დასასვენებლად წასვლა, ვერაფერს იტყვი, მაგარია!–ჩაეცინა ცალყბად. აშკარა იყო,
საუბრის წამოწყებას ცდილობდა.

–თამოს უფრო ადრე დაეწყო სწავლა.–მხრები აიჩეჩა. ვერც კი ხვდებოდა, რატომ იყო
ასეთი თავდაჭერილი, როცა , გადავაჭარბოთ და ვთქვათ, ოცნების მამაკაცს
ესაუბრებოდა !

–ანუ, ჩვენ დაღლილები არ ვართ?

–პირადად მე, ნამდვილად არა...

–მაშინ რას იტყვი, ვიცეკვოთ?–გაუცინა და ნიცამაც ვეღარ შეიკავა თავი.

ჭკუაზე არ იყო, მთელი ღამე თორნიკეს გარემოცვაში გაატარა. ცეკვავდნენ, სვამდნენ,


იცინოდნენ, ისე ერთობოდნენ, როგორც ძველი მეგობრები .წარმოდგენა არ ჰქონდა, რით
დაიმსახურა ეს ყველაფერი, მაგრამ ნამდვილად არ აპირებდა შანსის ხელიდან გაშვებას.
ეს ბიჭი ისე ჰყავდა აკვიატებული, ყველაფერს გააკეთებდა მასთან დასაახლოვებლად.

და მართლაც, ყველაფერზე მეტიც კი გააკეთა. საკუთარ თავსაც გადააბიჯა,


პრინციპებსაც და სასტუმროს ნომრის ზღურბლსაც. ვერ ხვდებოდა, ალკოჰოლის ბრალი
იყო ეს თუ იმის, ოცნების პირისპირ რომ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია , თავი დაკარგა ,
თორნიკეს ტუჩების შეხება რომ იგრძნო საკუთარზე... და სწორედ ამის შედეგი იყო ისიც,
ერთი თვის შემდეგ, ატირებული რომ მიადგა მეგობარს .

~7~

AD Download to read ad-free.

* * *
–ყველა დადებითია...–ამოიოხრა სააბაზანოდან გამოსულმა და ცრემლების ახალი
ტალღა უნდა გადმოეშვა, თამოს გაბრაზებული სახე რომ დაინახა და კბილის კბილზე
დაჭერით შეიკავა თავი.

–დაუმესიჯე და შეხვდი. ნომერი მე მაქვს.

–ჰო, არა? იმ დღის შემდეგ ისე მარიდებს თავს, თითქოს ვერც კი მამჩნევს. შენი აზრით,
შეხვედრაზე დამთანხმდება?

–ნიცა, ნერვებს ნუ მიშლი უარესად! აბა, რას აპირებ?

–საერთოდ რომ არ ვუთხრა და...

–არც კი გაბედო!–შეყვირა თვალებანთებულმა და ფეხზე წამოხტა.–დედას გეფიცები , ეგ


რომ გააკეთო, ჩემი ხელით მოგკლავ!

–და აბა, რა ვქნა? მამიდაჩემმა რომ გაიგოს, ხომ იცი, რაც მოხდება?

–მამიდაშენმა კი არა, მამამისმა უნდა გაიგოს!–დაუბრიალა თვალები და მზერით


მუცელზე ანიშნა.–მერე რა, რომ დეგენერატია, იქნებ სულაც არ ჰქონდეს ცუდი რეაქცია?

–ექნება.

–ექნება და ჰქონდეს! ახლა იმაზე ინერვიულე კიდევ, გაუხარდება თუ არა. ფაქტია ,


მხოლოდ შენი ბრალი არ არის რაც მოხდა, მარტო ვერაფერს გააკეთებდი! ასე რომ,
შეიმშრალე ცრემლები და წავიდეთ.

–სად?

–მამასთან!–თვალი ჩაუკრა, მისი შეშინებული მზერა არც კი შეიმჩნია და


ხელჩაკიდებული გაიყვანა სახლიდან. ნიცა თუ არაფრის გაკეთებას არ აპირებდა , დრო
იყო, თვითონ ემოქმედა . არ დაუშვებდა, რომ ამ ორი უპასუხისმგებლო არსების გამო,
მესამე და სრულიად დაუცველი დაზარალებულიყო...

~8~

AD Download to read ad-free.

* * *
–აუ, ისეთი გადაღება მქონდა გუშინ, თავი სამოთხეში მეგონა!–სიცილით ჩაილაპარაკა
სკამის საზურგეზე გადაწოლილმა, ფეხი ფეხზე გადადებულმა ბიჭმა და ყავა მოსვა.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის კაფეტერიაში იყო, თავს მაინც ძალიან კარგად
გრძნობდა .

–ვერ ვხვდები აქ რაღა გინდა. ქვეყნის ყველაზე პოპულარულ მოდურ ჟურნალში


მუშაობ, ანგელოზივით გოგოებს უღებ ფოტოებს და სასწავლებლად დადიხარ სად?
მაღლივში!–დასცინა მეგობარმა და ბურგერის მოზრდილი ნაწილი ჩაკბიჩა.

–ბიზნესი სულ სხვაა, ბატონო დემეტრე!–თვალი ჩაუკრა თორნიკემ და კაფეტერიას


მზერა მოავლო.–მაღლივი ეძახე და ხედავ, რა ბიზნესი ააწყვეს?

–მიბაძე!–ჩაერთო ირაკლიც.–დღისით ფოტოები იღე, ღამით ბიზნეს–გეგმები წერე.

–უფრო საინტერესო საქმეები მაქვს ღამით!–ჩაეცინა კმაყოფილს და ჯიბიდან


აზანზარებული მობილური ამოაძვრინა.–ვაჰ, ალექსიც გამოჩნდა!

დიდხანს არ ულაპარაკიათ. თორნიკემ მაშინვე თვალები აატრიალა, აშკარად


არასასიამოვნო ინფორმაციის მიღებისას და აჯიჯღინდა, ერთხელ ნიორი უნდა ვჭამო
და ისე შევხვდე მაგ გოგოს, იქნებ მასე მაინც მოვიშოროო. ვერ იტანდა ასეთ რაღაცებს .
ზედმეტ ვალდებულებებს და ურთიერთობის გაოფიციალურებას. ერთხელ გაერთო და
მას შემდეგ ვეღარ იცილებს. სერიოზული ურთიერთობა რომ ნდომებოდა, პირველივე
დღეს ჩაუხტებოდა ლოგინში? ნუ, პრინციპში, ძალიან რთული კია ასეთი მომხიბლავი
და დამაბრმავებლად სექსუალური მამაკაცისთვის უარის თქმა, მაგრამ ამაში თვითონ
ხომ არაა დამნაშავე? მშობლებმა და გენეტიკამ იზრუნეს ყველაფერზე.

–რაო, მოდის?–ჰკითხა დემემ, საუბარი რომ დაასრულა.

–თვითონაც მოდის და საჩუქრად ის გოგოც მოჰყვება , თამოს დაქალი.

–რომელი ?–წარბები აათამაშა ირაკლიმ .–ცისფერთვალება?

–რაღაც ქალაქის სახელი რომ ჰქვია ...–წარბები შეჭმუხნა, მაგრამ მაინც ვერაფრით
გაიხსენა და ბიჭებს მის სიტყვებზე სიცილი აუტყდათ.

–ალექსს რატომ მოჰყავს?

–რა ვიცი, გზაზე შეხვდა ალბათ და გამოიყოლა ბარემ, არ იცი, როგორი ჯენტლმენი ბიჭი
გვყავს?

~9~

AD Download to read ad-free.

–მემგონი, ეგ სამოთხეს უფრო უმიზნებს , გოგო მოჰყავს მაღლივში მანქანით!–


აროხროხდა დემეტრე და როგორც იქნა, ჭამა დაამთავრა.

ნახევარი საათია, რაც კაფეტერიაში ისხდნენ. ირაკლი და დემეტრე მესამე კურსზე


სწავლობდნენ, თორნიკე და ალექსი კი უკვე მაგისტრატურის სტუდენტები იყვნენ,
მაგრამ მაინც მოახერხეს ლექციების ისეთ დროს ჩასმა, შუალედები რომ დამთხვეოდათ.
ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად
განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ. მას შემდეგ კი, რაც თორნიკეს მშობლები
საზღვარგარეთ წავიდნენ და სახლი მათ მფლობელობაში დარჩა, თითქმის არც ერთი
საღამო არ გაუტარებიათ ცალ–ცალკე.

–გვიკადრა ვაჟბატონმა!–შესძახა ირაკლიმ, კაფეტერიაში ნაცნობი ფიგურა რომ დალანდა


და ისე დაუქნია ხელი, თითქოს ბაღში დატოვებული ბავშვი იყო, რომელსაც დედამ
მიაკითხა დაგვიანებით.

–უსაქმურობთ , ხო?–გაეცინა ალექსს და ნიცასთან ერთად მიუახლოვდა ბიჭების


მაგიდას.

–რაო, კარგია გვიანობამდე ძილი, ძმა?–გაეცინა დემეტრეს. არც ერთი არ იმჩნევდა


ძმაკაცის გვერდით აწურული გოგონას არსებობას, განსაკუთრებთ კი, თორნიკე.

–გადასარევი ! ბიჭო, მანქანას რაღაცა უცნაური ხმა აქვს და არ გინდათ, გამომყვეთ? ოც


წუთში იწყება ლექცია მაინც.

–ამჯერად რაღა მოუხერხე?–როგორც იქნა, ხმა ამოიღო თორნიკემაც .–წამო, წამო,


ვუშველო შენს ჯართს!

–დარჩი შენ, ბიჭები მომეხმარებიან.–ისეთი ხმა ჰქონდა ალექსს, ყველა მაშინვე მიხვდა,
რატომაც „გააფუჭა“ მანქანა.

–წამო, გვაჩვენე!–წამოდგა დემეტრეც, დადიანი კი, ისეთი თვალებით იყურებოდა ,


თითქოს ბრძოლის ველზე ტოვებდნენ მარტოს.

–ირუშ, ერთი წუთი...–მოშორებით გაიყვანა მეგობარი .–საფრანგეთსა და იტალიას შორის


რომაა, რა ჰქვია იმას?–ჰკითხა უსერიოზულესი ხმით, ირაკლიმ კი, ვერაფრით შეიკავა
ხარხარი.

–რა დეგენერატი ხარ!–ძლივს ამოთქვა სიცილით.–ნიცა!

–აუ, ჯიგარი ხარ!–გაეცინა თვითონაც და ისევ მაგიდასთან დაბრუნდა.

~ 10 ~

AD Download to read ad-free.

–საქმე მაქვს...–როგორც იქნა, ხმა ამოიღო გოგონამაც, თორნიკემ კი მზერით ანიშნა,


დაჯექიო და თვითონ ისევ სკამის საზურგეზე გადაწვა. ღმერთო, როგორ სძულდა ასეთი
საუბრები.

–მოგენატრე ?–ჩაეცინა ბოლოს.

–რა?–თვალები ჭყიტა ნიცამ.

–რა ვიცი, ვერ მეშვები და...

–სულ არ მსიამოვნებს ახლა აქ ჯდომა! უბრალოდ...

–კარგი , არ გადამრიო , მართლა ?–დასცინა და როგორც სჩვეოდა, ქვედა ტუჩი მოიქცია


კბილებს შორის, ნიცა კი, ძლივს იკავებდა თავს, ხმამაღლა რომ არ აღრიალებულიყო.

–დარწმუნებული ვარ, არ დაგაინტერესებს, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ


გითხრა...

–რა იყო, თხოვდები?

–თორნიკე ! იმან, რაც ჩვენ შორის მოხდა, უკვალოდ არ ჩაიარა ...

–ეგ თავისთავად, ძნელია ჩემი დავიწყება...–ცალყბად ჩაიღიმა და თვითკმაყოფილი


სახით ჩაუკრა თვალი.

–ორსულად ვარ!–ბოლოს პირდაპირ ამოთქვა და დაელოდა, როდის გაუფართოვდებოდა


ბიჭს თვალები, ყავა გადასცდებოდა , ხველა აუტყდებოდა , ან სულაც, გაოგნებული
ჰკითხავდა რა თქვიო, მაგრამ მსგავსიც კი არაფერი მომხდარა. წარბიც კი არ შეუხრია
საერთოდ.

–მერე?

–რა მერე?–ახლა ნიცას ჰქონდა ყველა ის რეაქცია , რასაც მისგან მოელოდა.

–ჩემგან რა გინდა? კარგი გემოვნება მაქვს და ბავშვის სახელის შერჩევაში დაგეხმარო, თუ


მე რატომ მეუბნები?

–შენგან ვარ ორსულად და იმიტომ!–თვალები აენთო გაბრაზებულს, როდესაც მიხვდა,


რომ დასცინოდა. როგორ ბედავს?

–რა იცი?

–რას ქვია რა ვიცი? შენ რა, დამცინი?

~ 11 ~

AD Download to read ad-free.


–არა, რატომ, არ შეიძლება ვიკითხო? ნუ, ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი კი არ მეპარება,
მაგრამ, რა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემია?

–როგორ ხარ ასეთი ნაძირალა?

–ნაძირალა კი არა, წინდახედული ვარ. მაგრამ მაინც არ მესმის, რა გინდა ჩემგან ?

–თორნიკე , ამ ბავშვის მამა შენ ხარ! გინდა თუ არა, ეს ასეა. და მე მარტო, მის გაჩენას ვერ
შევძლებ.

–მარტო რატომ, ბებიაქალი დაგეხმარება...

–გეყოფა !–აფეთქდა საბოლოოდ.–არ მაქვს საქმე სახუმაროდ და არც შენ, სხვათა შორის.

–ნიცა, კიდევ გეკითხები, რა გინდა ჩემგან?

–მე მამიდასთან ვცხოვრობ, ის კი ამას ვერ გაიგებს სწორად. გეფიცები , სიკვდილი


მერჩივნა შენთან მოსვლას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.

–მოიცა , მოიცა, ჩემთან აპირებ გადმოსვლას?–აი ახლა კი ჭყიტა თვალები. ჰმ, როგორც
იქნა!

–სხვანაირად ვერ გავაჩენ.

–მაგაზე მაშინ რატომ არ იფიქრე , ფეხებს რომ მიშლიდი?–ჰკითხა გაბრაზებულმა და


ნიცამაც, მეტად ვეღარ შეიკავა თავი, მაშინვე დაებრიცა ტუჩები სატირლად.–კარგი ახლა,
არ გინდა ცრემლები !

–ნამდვილი არაკაცი ხარ!

–მდაჰმ, შენ რა სწრაფად იცვლი გემოვნებას?! ერთი თვის წინ რომ სხვანაირად
ფიქრობდი ?

–თორნიკე , მე მარტო მართლა ვერ შევძლებ ბავშვის გაჩენას. თუ არ დამეხმარები, მაშინ...

–მაშინ?–ჰკითხა ცალწარბაწეულმა , თუმცა ისევ იმავე პოზაში იჯდა, საზურგეზე


გადაწოლილი და იდაყვით მეორე სკამს დაყრდნობილი.

–მოვიშორებ ...

~ 12 ~

AD Download to read ad-free.

თავი 2

საერთოდ არაფერზე ფიქრობდა , საყვარელი მამაკაცის მხარზე ჩამოკიდებულმა რომ


შეაბიჯა სასტუმროს მისაღებში. გრძნობდა მხოლოდ თავბრუსხვევას და ძლიერ ხელს
საკუთარ წელზე. ისე ახლოს იყო ოცნების ასრულებასთან და ისე სწრაფად უცემდა
გული. უნდოდა ხმამაღლა ეცინა ბედნიერებისგან. არა, ხომ ამბობდა , დღევანდელი დღე
ისე არ ჩაივლისო?

სიცილით შევიდნენ ლიფტში. ბიჭს საერთოდ არ ეტყობოდა ალკოჰოლის ზემოქმედება,


საჭესთანაც კი თვითონ დაჯდა და ტაქსიზე უარი თქვა, აი ნიცა კი, გადაჭარბებული
ნამდვილად არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ძლივს ადგამდა ფეხებს. პლუს მაღალი,
წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი და რომ არა თორნიკე, იატაკსაც ჩაეხუტებოდა,
დერეფანში რომ გავიდნენ.

–გამოტყდი , ჩემ გამო იკეცები , თუ მართლა ორჭიქიანი ხარ?–ახარხარდა , დაცემას რომ


გადაარჩინა, გოგონამ კი მწარედ უჩქმიტა მხარზე.

–ნუ გაქვს საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა!

–ასეთი გოგო მივარდება მკლავებში და არც მქონდეს?–თვალი ჩაუკრა და ღიმილით


დაიხარა მისი ტუჩებისკენ.

წამითაც არ ჰქონია წინააღმდეგობის სურვილი. არც მაშინ, პირველად კლუბში რომ


აკოცა, ახლა კი, მით უმეტეს. ისედაც საშინლად გაბრუებული იყო და გული კიდევ
უფრო აუჩქარდა , გახურებული ტუჩები რომ შეეხო. თვალებიც მიეხუჭა სიამოვნებისგან
და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, ზურგით რაღაც მყარსა და ცივს რომ მიეყრდნო.
ნომერში ისე ამოყო თავი, თორნიკეს არ მოწყვეტია. ჭკუიდან გადაჰყავდა მის ხელებს,
სურნელს, მისი ცხელი სუნთქვის შეგრძნებას საკუთარ, ისედაც გახურებულ კანზე.

–აქამდე რატომ ვერ გამჩნევდი?–დაბალი, ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით დაიჩურჩულა


ბიჭმა და კოცნით დაუყვა კისერზე , ნიცა კი, განძრევასაც ვერ ახერხებდა. ისე
უჩვეულოდ კარგად გრძნობდა თავს, უნდოდა, ეს ყველაფერი უსასრულოდ
გაგრძელებულიყო .

–მთავარია , რომ ძალიან არ დაგაგვიანდა ...–ძლივს ამოთქვა და ტუჩზე იკბინა, გრძელმა


თითებმა კაბა მხრიდან რომ გადაუწიეს, შემდეგ კი, სველი კოცნა იგრძნო წამის წინ
ქსოვილით დაფარულ ადგილზე.

–როგორი ტკბილი ხარ...–უჩურჩულა კიდევ ერთხელ და სწრაფადვე იპოვა კაბის ელვა,


შემდეგ კი, საცვლებისამარა დარჩენილი, ხელში აყვანილი მიიყვანა საწოლამდე.

~ 13 ~

AD Download to read ad-free.

ჭკუიდან გადაჰყავდა აბრეშუმივით ნაზ, სრიალა კანს. ისეთი კარგი იყო, ისეთი უცხო...
ვერაფრით შორდებოდა. მართლა რატომ ვერ ამჩნევდა აქამდე? ასეთი შანსის ხელიდან
გაშვება იქნებოდა? სწრაფადვე გადაიძრო მაისური და ზემოდან მოექცა აცახცახებულ
გოგონას. არ უნდოდა ეჩქარა, პირიქით, ზედმეტადაც წელავდა სიამოვნების წუთებს.

–რა ლამაზი ხარ, ნიცა...–ჩაეღიმა კმაყოფილს, სანამ ბიუსტჰალტერის შესაკრევს იპოვიდა


და კიდევ ერთხელ შეახო ტუჩები კისერში.

–თორნიკე ... მე... ეს...–სიტყვების ერთმანეთზე გადაბმაც კი უჭირდა, ისე ეხვეოდა


თავბრუ. თვალებიც დახუჭა, მაგრამ შეგრძნება კიდევ უფრო რომ გაძლიერდა, ისევ
გახელა და იმ ბიჭით ტკბობა არჩია, ამდენი ხანი, ასე შორიდან რომ უყვარდა. ვერ
იჯერებდა . როგორ მოახერხა აქ აღმოჩენა? ისეთი სიმპატიური იყო თორნიკე...
არარეალურად.

–ნუ გეშინია, არ ინანებ...–წარმოთქვა ვნებიანად, მუცელზე აკოცა და ჯიბეები მოიქექა


რაღაცის მოსაძებნად, შემდეგ კი, ერთი ჩაიბურტყუნა ჯანდაბაო და უკმაყოფილო სახით
ახედა აღელვებულს.

–რა მოხდა?

–მანქანაში დამრჩენია, აბებს ხომ სვამ?–ჰკითხა იმედიანად. სიკვდილი ერჩივნა ახლა


ყველაფრის შეწყვეტას და ქვემოთ ჩასვლას, ნიცამ კი, მიუხედავად იმისა, რომ ვერც კი
გაიაზრა, რას ეკითხებოდა, მაინც გულუბრყვილოდ დაუქნია თავი...

–ძალიან, ძალიან კარგი გოგო ხარ, პატარავ...–კიდევ ერთხელ ჩაეღიმა კმაყოფილს და


სუნთქვააჩქარებული, სწრაფად შეეხო ათრთოლებულ ტუჩებზე ...

~ 14 ~

AD Download to read ad-free.

* * *
სულაც არ უგრძვნია თავში უროს ჩარტყმა, მოპირდაპირე მხარეს მჯდარი ,
აცრემლებული გოგონას სიტყვების გაგონებისას. იმდენად უემოციოდ უყურებდა ,
თითქოს რაღაც სისულელეს განიხილავდნენ და არა ბავშვს, რომელიც შესაძლოა, მისი
ყოფილიყო .

–მოიცა , ერთი წუთით...–და თავში თითქოს ნათურა აენთო, წარწერით „გატყუებენ“,


როდესაც ყველაფერი გაახსენდა. არა, აქამდე როგორ ვერ იფიქრა ამაზე?–ხომ მითხარი,
აბებს ვიღებო ?

–რა აბებს?–ბოლომდე დაიბნა ნიცა.

–ორსულობისგან დასაცავს... აჰა, ესე იგი, ან მაშინ მომატყუე , ან ახლა არ იცი ბავშვის
მამა ვინაა და ცდილობ მე შემტენო, არა?–ჩაეცინა , საკუთარი აღმოჩენით
აღფრთოვანებულს . ჰმ, ვერაფერს იტყვით, ნამდვილად კარგ დროს გაახსენდა!

–მე... არაფერს ვიღებდი...–ყბებს ერთმანეთზე აჭერდა, ხმამაღლა რომ არ ეტირა. ასე


დამცირებულად არასდროს უგრძვნია თავი.–ვერც მივხვდი, რას მეკითხებოდი...

–გოგო, ასეთი იდიოტი გგონივარ? გეგონა , გამომიჭერდი და ცხოვრებას აიწყობდი, ხო?–


თორნიკე კი, სიცილს არ წყვეტდა.–არა , პატარავ, მე ამ სისულელით ვერ მომატყუებ.

–ანუ...

–ანუ, ეგ ბავშვი, ჩემი არ არის!–წარმოთქვა გადაჭრით.–და შეგიძლია ის უქნა, რაც


მოგინდება . ახლა წავედი, მაგვიანდება, შენ კიდევ, გირჩევ, სიას გადახედო, იქნებ
რომელიმე მამიკოს მაინც დააჯერო შენი ზღაპრები !–თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი,
სიცილით გაიქნია თავი და წამითაც არ შეუწუხებია სინდისს, კაფეტერიიდან რომ
გადიოდა , ზურგს უკან კი აცრემლებულ ყიფიანს ტოვებდა...

აღარც ნიცა დარჩენილა დიდხანს. სწრაფადვე შეიმშრალა ცრემლები და ეცადა, როგორმე


თავი ხელში აეყვანა. ნამდვილად არ უნდოდა უაზრო ჭორების აგორება , თუმცა კი,
როგორც ჩანს, ეს ისედაც გარდაუვალი იყო... რა უნდა ექნა ახლა? ან თვითონ, ან
ბავშვისთვის რა უნდა გაეკეთებინა? მართლა ვერ გააჩენს მარტო. ისედაც მამიდასთან
ცხოვრობს მშობლების დაღუპვის შემდეგ და ახლა რომ უთხრას, ორსულად ვარ და
ბავშვის მამას ეს არ აინტერესებსო, ზუსტად იცის, საკუთარ ჩემოდნებზე დამჯდარს,
ქუჩაში მოუწევს ღამის გათენება. ძალიან მკაცრი ქალია ირმა. არაფრით დაუშვებს,
მეზობლებს საჭორაო რომ მისცეს და ამის გამო, იმაზეც კი წავა, ერთადერთი ძმისშვილი
რომ საბოლოოდ დაკარგოს . იცის ეს ნიცამ და სწორედ ამიტომაც გადააბიჯა
~ 15 ~

AD Download to read ad-free.

თავმოყვარეობის , თორნიკესთან მისვლით . თუმცა, რა მიიღო? დამცირება და დაცინვა!


არა, იმას ნამდვილად არ ელოდა, გახარებული რომ გადაეხვეოდა და ეტყოდა, ჩემზე
ბედნიერი კაცი ამქვეყნად არ არსებობსო , მაგრამ ... ეს მართლა მეტისმეტი იყო.

აკანკალებული გავიდა დერეფანში. გრძნობდა , როგორ აწვებოდა ყელში ყველაფერი და


ერთადერთი, რასაც ნატრობდა , ის იყო, შინ მშვიდობით რომ მიეღწია. არ შეეძლო ახლა
გადაწყვეტილების მიღება. ცხელ გულზე რომ გაქცეულიყო აბორტის გასაკეთებლად და
შემდეგ ენანა? არა, უდანაშაულო არსებას ასე მარტივად ვერ მოუსპობდა სიცოცხლეს.

–გოგონა , ცუდად ხართ?–ხელზე დაცვისფორმიანი ბიჭის შეხებამ გამოაფხიზლა და


პასუხის გასაცემად რომ ახედა, იგრძნო, როგორ ერთიანად დატრიალდა გარშემო
ყველაფერი და შემდეგ, მუხლებში ძალა წაერთვა.

* * *
–დადიანი, სად ხარ?–დემეტრემ სახის წინ ხელი აუქნია , ვერაფრით რომ ვერ მიიქცია
მეგობრის ყურადღება. უკვე მესამედ უმეორებდა კითხვას, თუმცა, ამაოდ.

ბიჭები თორნიკეს სახლში იყვნენ შეკრებილები, როგორც ყოველთვის. ფეხბურთისთვის


უნდა ეყურებინათ , დაწყებამდე კი პიცა გამოიძახეს, მაგრამ მასპინძელი ისე
გამოიყურებოდა , თითქოს საერთოდ არ იყო იქ.

–აღარ იტყვი რა მოხდა?–მიუბრუნდა ირაკლიც, ალექსი კი ისე ჩუმად იჯდა, თითქოს


ყველაფერი იცოდაო, არადა, მხოლოდ ეჭვები ჰქონდა.

–ბიჭო, დღეს რომ გოგო მოვიდა...–დაიწყო ჩაფიქრებულმა .

–საფრანგეთსა და იტალიას შორის.–ჩაიფხუკუნა დემემ.

–ჰო, ეგ...

~ 16 ~

Trusted by over 1 million members

Try Scribd FREE for 30 days to access over 125 million


titles without ads or interruptions!

Start Free Trial

Cancel Anytime.

–რაო, შეგიყვარდა?

–ჰო, და ახლა უნდა გთხოვოთ წამომყევით, სერენადა ვუმღეროთ–მეთქი!–თვალები


აატრიალა .

–ამოღერღე !

–ორსულად ვარო...–წარმოთქვა ყოველგვარი შესავლის გარეშე და ნიკაპზე მოისვა ხელი.


თვითნაც ვერ გაეგო რატომ, მაგრამ მთელი დღე ნიცას სიტყვებზე ფიქრობდა . მართლა
მისი რომ იყოს, მერე? კი, გაბრაზებულია , ნიცაც საშინლად მოიქცა თავიდანვე რომ არ
უთხრა ყველაფერი, მაგრამ... ბავშვმა რა დააშავა?

–აუჰ, რომელი მისი დაქალი შენ ხარ, რომ გაგიმხილა ?–გაეცინა ირაკლის. ხანდახან
საერთოდ ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე.

–შენ მართლა დებილი ხარ?–მიუბრუნდა დემეტრე.–და შენ პირველად იყავი ქალთან?–


შემდეგ კი, თორნიკეზე გადაერთო.

–ბიჭო, აბებს ვსვამო და...

–შე ჩემა, დებილი ხარ? ასე როგორ დაუჯერე?

–რა ვიცი...

–ცოლად მომიყვანეო?–კიდევ ჩაიფხუკუნა ირაკლიმ.

–ნუ, რაღაც მასეთი... მარტო ვერ გავაჩენ და თუ არ დამეხმარები, მოვიშორებო.

–მოიშოროს მერე, რა იცი შენ გარდა რამდენთან იყო?

–თქვენ მართლა შიგ ხომ არ გაქვთ?–იფეთქა საბოლოოდ ალექსმა.–რას ნიშნავს,


რამდენთან იყო, საერთოდ ვერ ატყობთ, რომ მასეთი ტიპის გოგო არაა?

–არც გაატრაკო, მართლა?–ხელი აიქნია დემემ.–მასეთი ანგელოზის სახეებით დადიან


ზუსტად და ის ერევათ, რომელ დღეს ვისთან იწვნენ. აბა, ნორმალური გოგო პირველივე
ღამეს ფეხებს გადაუშლიდა? არ უჭირს ესე იგი მასეთები და იმიტომ.

–არაა–მეთქი ბოზი!–ხმას აუწია გაბრაზებულმა .–და ცუდ დღეში რომ არ იყოს, არც
მოადგებოდა ამას!

–აუ, თან რას ვფიქრობ , იცით?–მუხლებს დაეყრდნო თორნიკე.–პირველი მე ვიყავი...

–შე ჩემა, შენ მართლა გამოშტერდი?–ფეხზე წამოხტა ირაკლი.–სიტყვაზე როგორ ენდე?


გოგო თუ პირველად შენთან იყო, აბები რა ჯანდაბად უნდოდა ?
~ 17 ~

AD Download to read ad-free.

–მაშინ რა ვიცოდი !

–ანუ, რა გამოდის , შენია?–ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა გააჟღერა დემემ და


თორნიკემაც, ერთი ამოიოხრა, ეგღა მაკლდა საფიქრალადო და თავი სავარძლის
საზურგეზე გადააგდო...

–ბიჭო, ისე, პირველივე ჯერზე რა მოინდომე ასეთი?–საბოლოოდ კი, ისევ ირაკლი


აროხროხდა და თვალების ატრიალებასთან ერთად, თორნიკემ შუა თითის აწევითაც
დაასაჩუქრა ...

* * *
მთელი დღე ვერ მოახერხა ფეხზე ადგომა . ან ისე ეხვეოდა თავბრუ, რომ მაშინვე
იკეცებოდა , ან სულ ეძინებოდა. საჭმელიც კი ვერ ჭამა. საბედნიეროდ, ირმას სახლში
ყოფნის დროს ტუალეტში არ ურბენია, თორემ ნამდვილად გაუჭირდებოდა ყველაფრის
ახსნა. თამომაც რამდენჯერმე დაურეკა, გამოვალო, მაგრამ ახლა მარტო ყოფნის მეტი
არაფერი უნდოდა. ფიქრობდა , ფიქრობდა და მაინც ვერ მიდიოდა საბოლოო
გადაწყვეტილებამდე. აუტანელ ტკივილს გრძნობდა მუცლის არეში, როდესაც
წარმოიდგენდა , რომ ბავშვი უნდა მოეშორებინა, მაგრამ სხვა გზაც რომ არ ჩანდა?
თვითონაც მამიდასთან ცხოვრობდა , მის ხარჯზე. მხოლოდ სტიპენდიის ფულით რა
გაეკეთებინა, ბინა ექირავებინა თუ ბავშვის მოსავლელად ეყოფოდა? ის ზუსტად იცოდა,
ირმა წამითაც რომ არ გააჩერებდა სახლში, ამ ამბის გაგების შემდეგ. ღმერთო, რატომ
იყო ასეთი სულელი?

–ქალბატონო, არ მოგბეზრდა ამდენი წოლა?–დაუკაკუნებლად შეუღო ოთახის კარი


მამიდამ და სინათლეც აანთო.–რომელი საათია, იცი მაინც? ათი!

–ხომ გითხარი, ცუდად ვარ.

–და წოლით გამოკეთდები? გამოდი, ჩაი მაინც დალიე.–შემოუძახა ომახიანად და


საბანიც გადააძრო, კედლისკენ გადაბრუნებული გოგოს ყურადღება რომ მიექცია.

–ირმა, არ მინდა არაფერი , მართლა. ხომ იცი, მე ძილში გამოვდივარ!

~ 18 ~

AD Download to read ad-free.

§SCRIBD+Everand
SubscribetoScribdandaccessmillions
ofebooks,audiobooks,podcasts,
andmoreonEverand!

Readfreefor30days

STANLEY

non

HOULY POOR

Grethin"

DE Fintre
68
oogies
⼿

91-9./

ASKFOR
MADE

–ძილში გამოდიხარ მთვრალი! ახლა კიდევ გაციებული ხარ, როგორც მე ვიცი.–გაეცინა


და საწოლზე ჩამოუჯდა .–რა გჭირს თვალებზე, იტირე?

–არა, მეწვის... სიცხეც მაქვს ალბათ.

–ნიცა, მოხდა რამე?

–არაფერი , მართლა. უბრალოდ დავიძინებ, კარგი?–შეხედა საწყალი თვალებით, მაგრამ


არც ამან გაჭრა .

სულ ჯიჯღინით წამოაყენა ქალმა, ასე უარესად გახდები, ადექი, გაიარე ცოტა,
გამოფხიზლდები მაინცო და საბოლოოდ იმდენიც მოახერხა, აფთიაქში გაუშვა
წამლების საყიდლად. უყვარდა ნიცა, როგორ არ უყვარდა , ბოლოს და ბოლოს საკუთარი
ძმისგან მხოლოდ ისღა დარჩა , მაგრამ ამ სიყვარულსაც თავისებურად გამოხატავდა. არ
შეეძლო მოფერება , ტკბილი სიტყვებით მიალერსება . სულ იმას უმეორებდა, ძლიერი
ქალი უნდა იყო და ვერავინ მოახერხოს, საკუთარ თავზე დამოკიდებული გაგხადოსო,
ახლა კი, ეს ამბავი რომ გაეგო, ალბათ, ჭკუიდანაც გადავიდოდა .

ნიცა კი, ისეთი გამოფიტული იყო, არც სუფთა ჰაერზე გასეირნებამ უშველა. მხოლოდ
იმას ფიქრობდა , როგორ მოქცეულიყო. ბევრი დროც არ ჰქონდა, რაც უფრო მეტხანს
დაიტოვებდა ბავშვს, მით უფრო გაუჭირდებოდა მოშორება . ვერ გადაიტანდა. რატომ
შეუყვარდა ასეთი ნაძირალა? ისეთი ბიჭები დასდევდნენ კუდში, მან კი, მაინც და მაინც
ის ამოიჩემა , ვისაც საერთოდ არ აინტერესებდა. არა, ნიცა, ნამდვილი სულელი ხარ!

ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამოიყვანა, ისევ თამო იყო. ნეტავ რა ეშველებოდა მის
გარეშე?

–რას შვრები, კიდევ ტირი?–დაიწყო პირდაპირ და ჩაეცინა კიდეც მის სიტყვებზე.

–არა, ირმამ აფთიაქში გამომაგზავნა, წამლები იყიდეო.

–რა წამლები, რა გჭირს?

–გავცივდი–მეთქი , ვუთხარი და...

–იმას ხომ არ დაურეკავს?

–კი, როგორ არა, თაიგულით და შოკოლადებით მომადგა, შოკი მქონდა პირველად რომ
მითხარი და მაგიტომ ვერ გამოვხატე სიხარული, დღესვე გადმოდი ჩემთან და ხვალ
დავქორწინდეთო!

~ 19 ~

AD Download to read ad-free.

–დეგენერატი! რომ გააჩენ, მერე მოგიცუცქდება , მაგრამ თვალითაც არ ანახო ბავშვი!–


მიაყარა გაბრაზებულმა და ნიცამ კიდევ ერთხელ იგრძნო ტკივილი, ამჯერად, გულის
არეში.

–თამო...–დაიწყო შემპარავად.–ხვალ ვაპირებ ექიმთან მისვლას.

–ჰო, უნდა მიხვიდე, აბა მარტო ტესტით რას გაიგებ . გამოგყვები , რა დროს გავიდეთ?

–არა, ვერ მიხვდი...

–რას ვერ მივხვდი? ექოსკოპიაზე...–და უცბად გაუწყდა წინადადება. ხმაც ვეღარ ამოიღო.
რა ეთქვა? აუცილებლად დაიტოვეო? კარგად იცოდა, რა მდგომარეობაშიც იყო.

–სხვა გზა მართლა არ მაქვს...–გააგრძელა ისევ ნიცამ.–ჩემი სტიპენდია არაფერზე


მეყოფა , ბინის ქირა, ექიმთან კონსულტაციები... რომ გავიბერები , აკადემიურის აღებაც
მომიწევს და საერთოდ ნულზე დავრჩები .–ცდილობდა მიზეზები მოეძებნა და
საკუთარი თავი მაინც დაერწმუნებინა ამაში, მაგრამ აღრიალებულ სინდისს ვერაფერს
უხერხებდა. ის კი, მეგობარი რომ არაფერს ეუბნებოდა, უფრო აჭერდა წიხლს.

–ასე ცხელ გულზე რომ არ გადაწყვიტო და ცოტაც დაფიქრდე ?–ამოიოხრა ბოლოს.

–და რა შეიცვლება? მერე აღარ ვიგრძნობ, რა საშინელი ადამიანი ვარ?

–საშინელი არა, უბრალოდ სულელი ხარ. მაგრამ, ნიცა...

–ვიცი, ჩემი შეცდომის გამო უდანაშაულო არსებას არ უნდა ვაგებინო პასუხი...

–და არ უნდა მოკლა!–მტკივნეულ ადგილას მოარტყა, რომ როგორმე აზრზე მოეყვანა.


ხვდებოდა, როგორ ცუდ დღეში იყო, მაგრამ მაინც ვერანაირად ამართლებდა აბორტს.

–უნდა გავთიშო, მივედი სახლში და მერე მოგწერ, კარგი?–დიდხნიანი პაუზის შემდეგ


ამოთქვა ნიცამ და სანამ კარს გააღებდა , დაუკითხავად წამოსული ცრემლები
შეიმშრალა...

~ 20 ~

AD Download to read ad-free.

* * *
ფიქრები არ ასვენებდა დადიანს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გაორება დაემართა .
ერთი ნაწილი დაჟინებით უმტკიცებდა, რომ ნაბიჭვრულად იქცეოდა, მეორე კი,
უდარდელად ახსენებდა, მერამდენე გოგო იყო ნიცა, რომელმაც გამოუცხადა , ორსულად
ვარო. ჩვეულებრივი , ბანალური ტექნიკა იყო კაცის შესანარჩუნებლად, ეს ნამდვილად
არ ესწავლებოდა, მაგრამ თავს მაინც უცნაურად გრძნობდა . ალბათ, უფრო იმიტომ , რომ
ამჯერად თვითონ არ დაუცვია თავი. არა, მართლა რამ გამოაშტერა? საერთოდ რას
მიადგა ამ გოგოს, ხომ ხედავდა, როგორ მოსწონდა? და თვითონაც, შესაძლებლობა
გამოიყენა. პრინციპში, რატომაც არა, ხომ არაფერს დაჰპირებია ? მიყვარხარ კი არა, ისიც
არ უთქვამს, მომწონხარ და შენთან მინდა ყოფნაო, ნიცა კი მაინც გაჰყვა . რატომ ეგო
პასუხი იმაზე, რაშიც თავს დამნაშავედ არ თვლიდა?

მხოლოდ ის უკარგავდა მოსვენებას, ბავშვი რომ მართლა მისი ყოფილიყო და


მოგვიანებით აღმოეჩინა, რომ მისი უარის გამო მოკლეს. დაუბადებლად წაართვეს
სიცოცხლის უფლება . ვეღარ ფიქრობდა რა ექნა. ან საერთოდაც, რატომ აეკვიატა ეს
ამბავი ასე ძალიან? იქნებ დემეტრე მართალს ამბობდა და სულაც არ იყო ნიცა ისეთი
ანგელოზი, როგორიც ჩანდა? მერე რა, რომ თორნიკე იყო მისთვის პირველი კაცი. ხომ
შეიძლებოდა, როცა აღარაფერი უშლიდა ხელს, სხვებთანაც დაწოლილიყო?

ნერვებმოშლილმა დაავლო მობილურს ხელი და საათისთვის არც დაუხედავს, ისე


მოძებნა კონტაქტებში ალექსი. როგორმე უნდა გაერკვია , თამოს ხომ მაინც
ეცოდინებოდა სიმართლე?

–მითხარი , რომ კვდები, თორემ მე მოგკლავ!–ნამძინარევი ხმით შეუღრინა მეგობარმა .

–ბიჭო, თამოს ვერ კითხავ?

–რას?

–ნიცაზე, რა...

–აუ, შენ მართლა შიგ გაქვს...–ამოიგმინა, როცა ყველაფერს მიხვდა .–აი ახლავე, ღამის
სამზე დავურეკავ და ვკითხავ, შენი დაქალი კიდევ ვინმესთან ხომ არ იწვა და თორნიკეს
სტენის სხვის ბავშვს–მეთქი.

–შე ჩემა, მართლა ჩემი რომ იყოს და მოიშოროს, რა ვქნა მერე?

~ 21 ~

AD Download to read ad-free.

–მაგაზე მანამდე გეფიქრა, სანამ გააკეთებდი!–ჩაიბურტყუნა კიდევ ერთხელ და შემდეგ,


წყვეტილი ზუმერის ხმაც გაისმა . თორნიკეს წინ, დაბალფეხებიან მაგიდაზე დადებული
საფერფლე კი, გამეტებით შეასკდა უახლოეს კედელს...

* * *
აკანკალებული და ატირებული გამოვარდა სამსართულიანი, თეთრი შენობიდან. ისე
ერეოდა გული, ისე საძაგლად გრძნობდა თავს, ძლივს ახერხებდა, ხმამაღლა რომ არ
ეღრიალა. როგორ გაიფიქრა საერთოდ? როგორ დაუშვა ეს ყველაფერი? რანაირი
ადამიანია, ამაზე რომ წავიდა ? უგულო, უემოციო , უგრძნობი არსება !

ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოახერხა, ისე ეხუთებოდა სული. ახლა მხოლოდ ის


უნდოდა , როგორმე ამ შენობას მოშორებოდა, მაგრამ წასვლასაც ვერ ახერხებდა.
არასდროს ყოფილა ასეთი უმწეო, მაშინაც კი, საინფორმაციო გამოშვებაში საშინელი
ავარიის შესახებ რომ მოისმინა და მამამისის მანქანის სერია და ნომრები ამოიცნო.
თოთხმეტი წლის იყო მხოლოდ, მაგრამ მაინც მოახერხა სხვების თანდასწრებით რომ არ
ეტირა. და ახლა? შუა ქუჩაში, საავადმყოფოს კიბეზე ჩამომჯდარიყო და ხმამაღლა
ქვითინებდა . ვერაფრით იკავებდა თავს, ტუჩებიც კი დაიჭამა, მაგრამ მაინც არაფერი
გამოუვიდა .

სძულდა საკუთარი თავი და ის დღე, თორნიკე რომ ამოიჩემა. ყველაფერი გულს


ურევდა, რაც მას უკავშირდებოდა და ახლა, წინ რომ ჰყოლოდა, ალბათ პირში
მიახლიდა ათასგვარ სისაძაგლეს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ერთადერთი
დამნაშავე, ისევ თვითონ იყო. დადიანს ხომ არაფერი დაუძალებია? თვითონვე გაჰყვა
კუნტრუშით, როგორც კი შანსი მიეცა. ასე როგორ დაკარგა თავი? როგორ იყო ასეთი
უთავმოყვარეო ?

~ 22 ~

AD Download to read ad-free.

–გოგონა , ცუდად ხართ?–მხარზე შეეხო შეშფოთებული უცნობი, წამოზრდილი მუცლით


და ამის დანახვისას კიდევ უფრო უმატა ტირილს. თავი გაიქნია მხოლოდ, არაფერი
მიჭირსო და ისე გაეცალა იქაურობას , უკანაც აღარ მიუხედავს.

ამიერიდან, ხმის გაცემასაც აღარ აპირებდა . ისე გააგრძელებდა ცხოვრებას, თითქოს


საერთოდ არ არსებობდა და არც არასდროს უარსებია . მოახერხებდა და თავიდან
ამოიგდებდა . ყველაფერს გააკეთებდა მის დასავიწყებლად. არ სჭირდებოდა ისეთი
ადამიანი, ვინც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, არ სჭირდებოდა კაცი, რომელმაც
საკუთარ შვილზე უარი თქვა და ნიცასაც აიძულა ამის გაკეთება. წარმოდგენაც არ
ჰქონდა, როგორ მოახერხებდა, მაგრამ იცოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა და საკუთარ
თავს ამ ჭაობიდან აუცილებლად ამოათრევდა, ნებისმიერ ფასად...

თავი 3

ჯერ კიდევ ეძინა, კარზე საშინელი ბრახუნი რომ ატყდა. ისე გაუჭირდა გამოფხიზლება,
ძლივს მოახერხა თავის აწევა. რა ჯანდაბა უნდა მომხდარიყო , ასე რომ გამწარდა ვიღაც?
მეზობელს წყალს ვერ ჩაუშვებდა, კერძო სახლში ცხოვრობდა , ბიჭები კი ასეთ დროს არ
დაადგებოდნენ, მით უმეტეს, რომ ისიც იცოდნენ, სად ინახავდა თორნიკე სათადარიგო
გასაღებს .

საცვლისამარა ჩავიდა პირველ სართულზე, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე, მაგრამ კარი
გააღო თუ არა, მაშინვე გამოფხიზლდა . ზღურბლს მიღმა თამო ისეთი სახით იდგა,
პირველი , რაც გაიფიქრა , ის იყო, რომ ალექსს მოუვიდა რაღაც.

–დამშვიდდი , ალექსი კარგადაა!–თითქოს ფიქრებს მიუხვდაო, შეუღრინა


გაბრაზებულმა , შემდეგ კი დაუკითხავად შეაბიჯა შიგნით.–ჩაიცვი და ჩამოდი,
სალაპარაკო გვაქვს!

–რა ხდება?
–ასე აპირებ დგომას?–მზერა ააყოლა ქვემოდან ზემოთ და წარბებიც აწკიპა, დადიანმა კი
თვალები აატრიალა, თუმცა მაინც ავიდა ჩასაცმელად.

~ 23 ~

AD Download to read ad-free.

უკვე ხვდებოდა, რა თემაც ელოდა განსახილველად და თუმცა კი თავს იტყუებდა , მაინც


საშინლად აინტერესებდა სიმართლის მოსმენა. ვერ აპატიებდა საკუთარ თავს,
გამოუსწორებელი შეცდომა რომ დაეშვა. იცოდა, არც ნიცა აპატიებდა, მაგრამ ეს დიდად
არ ადარდებდა . ეჭვების დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავე მხოლოდ იმ ბავშვის
წინაშე იქნებოდა , რომელსაც დაბადების შანსი არ მისცა. უცნაური შეგრძნება
უჩნდებოდა ამის გააზრებისას.

ამჟავებული სახით დაბრუნდა მისაღებში. ძილს რომ უფრთხობდნენ ხომ ისედაც ვერ
იტანდა, დღევანდელი შემთხვევა კი საერთოდ გამორჩეული იყო.

–დაგისხა ყავა?–სამზარეულოდან გასძახა მეგობრის შეყვარებულს და ფინჯანში ჩაყარა


შავი გრანულები.

–ყავა დამისხა კი არა, შენ ნორმალური ხარ?

–აუ, თამო, გეხვეწები, შენც არ დამიწყო ახლა, რა...

–თორნიკე , რანაირად იქცევი ? პატარა ბავშვი ხარ?

–პატარა რომ არ ვარ და რაღაც–რაღაცებიც ვიცი, იმიტომაც ვიქცევი ასე.

–წარმოგიდგენია მაინც, რა დღეშია ნიცა, შენ რომ მოგადგა და ასეთი რაღაც გთხოვა?

–მე რა შუაში ვარ?–გაიკვირვა , თითქოს ამაზე თვითონაც არ ეფიქრა და დროის


გასაწელად ყავა მოსვა, გოგონა კი ისეთი სახით უყურებდა , აშკარად ეტყობოდა , როგორ
უნდოდა მისი, როგორც თვითონ იტყოდა , ჩაბეტონება.

–მარტო დაორსულდა , ხო? თავისით!

–გოგო, აი დააყენე თავი ჩემ ადგილას, აბა. ერთადერთხელ ვიწექი გოგოსთან და ერთი
თვის შემდეგ მოდის, გამარჯობა , შენგან ორსულად ვარო, დაიჯერებდი?

–თავის დროზე უნდა გეზრუნა იმაზე, ახლა სინდისს რომ არ შეეწუხებინე!

–არც მაწუხებს.

–გეტყობა , როგორც არ გაწუხებს!

–გელაპარაკა ალექსი ?

–შენი აზრით?–წალი წარბი აუწია .–მართლა ცუდ დღეშია ნიცა...

–არ მიყვარს, ცოლად როგორ მოვიყვანო?

~ 24 ~

AD Download to read ad-free.

–ვინ გეუბნება , ცოლად მოიყვანეო? დაეხმარე ! შენი შვილი მაინც არ გადარდებს?

–აუ, როგორ იცით ამ გოგოებმა ყველაფრის გატრაგიკულება, რა...–ამოიოხრა და


ნერვებმოშლილი გადაწვა სავარძლის საზურგეზე. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს
საკუთარი სინდისი თამოში განსხეულდა და ის ესაუბრებოდა .

–მშობლები არ ჰყავს, მამიდამისთან ცხოვრობს , რომელიც, ეჭვიც არ შეგეპაროს,


სახლიდან მაშინვე გამოუშვებს, როგორც კი ამას გაიგებს . რამდენ რამეზე გაანაწილოს
სტიპენდია?

–რანაირად გამოუშვებს სახლიდან, თავისი ძმისშვილი არაა?

–რანაირად აკეთებინებ აბორტს , შენი შვილი არაა?–სახეში გარტყმასავით გამოუვიდა ეს


შეკითხვა, თუმცა თამო მაინც არ აპირებდა გაჩერებას .–მესმის, რომ არ გიყვარს , მაგრამ
სინდისი მოგასვენებს? იცი, რომ დღეს მიდის მოსაშორებლად? შეიძლება, უკვე იყო
კიდეც! ნიცას რომ ცხოვრება დაუნგრიე , ეგ თუ არ გადარდებს , ბავშვს რაღას ერჩი?
თქვენი უპასუხისმგებლობის...

–გეყოფა !–შეაწყვეტინა გაცოფებულმა .–მე მკითხა ვინმემ, რომ ორსულდებოდა?

–ახლა გავგიჟდები !–შეწუხებული სახით გადაიქნია გოგონამ თავი.

–სხვისი ...

–თორნიკე !–ახლა თამომ შეაწყვეტინა.–იცოდე, არც კი გაბედო მაგის თქმა. ვიცი, რომ არ
ხარ ცუდი ადამიანი. ვერც იქნები, ალექსის მეგობარი ხარ. დაფიქრდი , რა!

–იყო უკვე ექიმთან?–ისეთი ხმით იკითხა, თითქოს უკვე მიიღო გადაწყვეტილებაო.

–არ ვიცი, დამირეკავდა...

–შენ დაურეკე. მიდი, მიდი და სპიკერზე ჩართე!

აღარაფერი უპასუხია თამოს, მხოლოდ გამკიცხავი მზერით გადაიქნია თავი, მაგრამ


მაინც მოძებნა მეგობრის ნომერი და ხმამაღალი რეჟიმიც გააქტიურა ...

~ 25 ~

AD Download to read ad-free.

* * *
არავისთან ლაპარაკი არ უნდოდა. თამოსაც მხოლოდ ის უთხრა, უკვე ვიყავი, მაგრამ
ახლა საუბარი არ შემიძლია და მერე დაგირეკავო. მართლა არ შეეძლო, თან ირმას გამო
და თან იმიტომ , რომ უბრალოდ სიტყვებს ვერ უყრიდა თავს. სახლში მივიდა თუ არა,
მაშინვე ოთახში შეიკეტა. არაფრის თავი არ ჰქონდა. ახლა მხოლოდ ერთადერთზე
ფიქრობდა , პრეზენტაციაზე, რომელზეც მისი სტიპენდია იყო დამოკიდებული .
საერთოდ ვეღარ მოახერხა ბოლო დროს თემის გადაკითხვა, არადა, ერთ კვირაში უკვე
დაცვა ჰქონდა. ჭკუიდანაც გადავიდოდა , სტიპენდია რომ დაეკარგა. ისედაც
ეუხერხულებოდა, ცხრამეტი წლის გოგო მამიდის კისერზე რომ ცხოვრობდა. ირმა კი
კარგ სამსახურში მუშაობდა და არ უჭირდა , არც ქმარი ჰყავდა, არც შვილი, მაგრამ რა
ვალდებული იყო, ნიცა შეენახა?

კიდევ ერთხელ აუწკრიალდა მობილური , მაგრამ ამჯერად უცხო ნომერი იყო და უნდა
ვაღიაროთ , გულიც შეუქანდა წამიერად . ის რომ ყოფილიყო? რა ეთქვა? საერთოდ
როგორ დალაპარაკებოდა? ერთიანად ააკანკალა და აემღვრა მზერა, მაგრამ საბოლოოდ,
მაინც გარისკა სენსორისთვის თითის გადასმა.

–ნიცა, მე ვარ!–და აი, აქ საბოლოოდ შეირყა. თავად თორნიკე დადიანი ურეკავდა . ჰმ, რა
მოელანდა ნეტავ?

–რა გინდა?–მიუგდო უხეშად, ისე წაუჭირა გაბრაზებამ ყელში ხელი.

–უნდა გელაპარაკო.

–მეგონა, ჩვენ უკვე ყველაფერი გავარკვიეთ, არა?!

–ბავშვი...

–შეგიძლია ამ თემაზე აღარ ინერვიულო.

–მოიშორე ?

–თორნიკე , ამ თემაზე ნუ ინერვიულებ–მეთქი!–ხმასაც კი აუწია განერვიულებულმა და


ისე ძლიერად დააწვა მობილურის ეკრანს გასათიშად, სენსორმა გათეთრებაც კი დაიწყო ,
თუმცა საერთოდ არ ადარდებდა. აღარაფერი ადარდებდა.

როგორ გაბედა დარეკვა? იმ ყველაფრის შემდეგ როგორ გაბედა ?როგორ დაიმცირა ნიცამ
თავი მის წინაშე, თვითონ კი... არა, მის ადგილას ალბათ ყველა ასე მოიქცეოდა, მაგრამ
მაინც ვერ აიტანა ყიფიანმა , სათაყვანებელი კაცის რეალურ სახეს რომ შეასკდა. როგორ
შეიძლება ოცდასამი წლის ბიჭი ასეთი უპასუხისმგებლო იყოს?
~ 26 ~

Trusted by over 1 million members

Try Scribd FREE for 30 days to access over 125 million


titles without ads or interruptions!

Start Free Trial

Cancel Anytime.

–ნიცა, შეიწვა კარტოფილი, გამოდი!–მოესმა ირმას ხმა და ისე ამოიღმუვლა


გაბრაზებულმა , თვითონაც ვერ მიხვდა , ახლა მაინც რაღამ გააღიზიანა , თუმცა მაინც
ხმაურით დახურა წიგნი და ოთახის კარიც გაიჯახუნა სამზარეულოში გასვლისას...

* * *
–შენ კიდევ დიდხანს უნდა იგლოვო?–ნერვებს უშლიდა დემეტრეს, სახედაღვრემილი
მეგობრის ყურება.

–არ ვგლოვობ.

–არა, ჩვენ ვიხრჩობით სასმელში!–აჰყვა ირაკლიც , ალექსმა კი საერთოდ უსიტყვოდ


მოიყუდა ლუდის ბოთლი.

–აუ, ნუ გამიტრაკეთ , რა!–ამოიღრინა დადიანმა და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა .

–არა, რა იცი, რომ მოიშორა?

–შენ დებილი ხარ, ხო? არ მოგიყევით ?

–თამო არაფერს ამბობს?–ახლა ალექსს მიუბრუნდა დემე, ბექაურმა კი თავი გაიქნია


საპასუხოდ.

–ნიცამ, აღარ ინერვიულო ამ თემაზეო...–ადუდღუნდა თორნიკე.

–იქნებ მამას მიაგნო?

–ირაკლი, ახლა გაგინებ!

–შენ გირჩევნია , ნერვები დაიწყნარო! არა, მთელი კვირის განმავლობაში, ერთხელ მაინც
როგორ ვერ შეხვდი?

–შევხვდი.

~ 27 ~

AD Download to read ad-free.

–მერე?

–მერე არაფერი, არ მელაპარაკება, გამირბის , თავს მარიდებს, სულ თავის ჯგუფელებთან


ერთად მოძრაობს.

–მუცელზე ვერაფერს ატყობ?–მაინც ვერ ეშვებოდა ხუმრობას ირაკლი, მაგრამ


დემეტრემაც რომ დაუბრიალა თვალები, ხელები ასწია , მოვრჩიო .

–აზრზე ხართ, რა ნაბიჭვარი ვარ?

–ახლა რაღა აზრი აქვს ამ ყველაფერს ?–სილა გააწნა ალექსის სიტყვებმა და სისინით
შეისუნთქა ჰაერი, რამე რომ არ ეთქვა. მართალი იყო და ან კი, რა უნდა ეპასუხა?

–იქნებ უბრალოდ არ უნდა, რომ იცოდე?

–რა, შე ჩემა, გიჟია? აქამდე მეუბნებოდა, უშენოდ ვერ გავაჩენო და ახლა აღარ უნდა?
მოიშორებდა !

–ისე, თამოსთვის ხომ არაფერი უთქვამს გადაჭრით? მერე დაგირეკავო, და...

–მანამდე რა მოვყევი, არ მისმენდი, დემე? ვიყავი უკვეო...

–ხომ შეიძლება, გადაეფიქრებინა ?

–ქალია მაინც, თავის შვილს როგორ მოკლავდა?–დასერიოზულდა ირაკლიც, ალექსმა კი


ისეთი თვალებით ახედა, თითქოს უკვირდა მისგან ამის მოსმენა.

–ეს კაცი არ არის?

–ბექაური , რა გინდა?–აფეთქდა თორნიკე.–ვიცი, რომ ნაბიჭვრულად მოვიქეცი, რაღას


მიმატებ?

–და შენ თვითონ რას აკეთებ?–აჰყვა ალექსიც.–ჩაწექი სასმელში! გაანძრიე ტრაკი და


გაარკვიე ყველაფერი!

–ბიჭო, მეტი რაღა გავარკვიო , მანქანაში ჩავტენო და ექიმთან წავიყვანო?

–თუნდაც! რამე ქენი, ასე იდიოტივით ჯდომას მაინც აჯობებს! გოგოს „დასაკერად“ ხო
ყველაფერს აკეთებ?

–ატრაკებ !

–მე კი არა, შენ ატრაკებ!

~ 28 ~

AD Download to read ad-free.

–ისე, შე ჩემა, მართლა რანაირად იქცევი?–ჩაერია დემეტრეც.–რას ქვია არ გელაპარაკება,


შენ როდის მერე ჩერდები ერთ უარზე?

–ბიჭო, რა ვიფიქრე , იცით?–დამაინტრიგებელი ტონით წამოიწყო ირაკლიმ.–ხვალ


სასტიპენდიო პრეზენტაციები არაა მეორე კურსზე ?–შემდეგ კი დემეს მიუბრუნდა .

–მერე?

–რა მერე, ნიცაც იქნება. შემოდი შენც!–მიმართა თორნიკეს.

–ნიცა რად მინდა, ბავშვი თუ მოიშორა?

–აუ, შენი მეტი აღარ დალიო, რა! რა რად გინდა, თავს მარიდებსო, არ თქვი? იქ,
ლექტორებთან ხო არ გაგიმართავს სცენებს, დაელაპარაკები მაინც!

–ვითომ?

–ვითომ კი არა, მართლა. აბა რომელი რომეო შენ ხარ, აივნის ქვეშ ელოდო.–შემდეგ კი,
თვალი ჩაუკრა და მაგიდიდან ლუდის ბოთლი ააცალა...

* * *
ისე ნერვიულობდა, ერთიანად გაუოფლიანდა ხელისგულები. სუნთქვაც კი უჭირდა
ნორმალურად. არა, ყოველთვის განიცდიდა ხოლმე, მის ცხოვრებაში რამე
მნიშვნელოვანი რომ ხდებოდა, მაგრამ ეგონა, საჯაროდ გამოსვლებს მაინც შეეჩვეოდა
ნელ–ნელა. გულიც გაუსკდება , დღეს რომ ჩაფლავდეს. არ აქვს ამის უფლება . იმდენი
იწვალა ამ თემაზე, ნამდვილად გული დასწყდება, სათანადოდ რომ ვერ წარადგინოს .

–ნიცა, რა გჭირს?–შეშინებული სახით შეანჯღრია ჯგუფელმა .

–რა მჭირს?

–ერთიანად გაფითრდი , რა მოგივიდა ?–ხელს არ უშვებდა თამთა.–წყალი მოგიტანო?

–არა, არა, არ მინდა! ვნერვიულობ უბრალოდ...

~ 29 ~

AD Download to read ad-free.

–კარგი , რა! შენ რა განერვიულებს ? ხომ იცი, ყველაფერი ძალიან მაგრად ჩაივლის!–
გაუღიმა მეგობარმა , ნიცამ კი, უბრალოდ თავი დაუქნია, იმედიაო და ის იყო
დასაჯდომად გაემართა, რომ კვლავ იგრძნო შეხება.

–მოიცადე , ერთი წუთით!–თვალებით ბურღავდა დადიანი.–სალაპარაკო გვაქვს.

–თამთა, ადგილი დამიკავე, კარგი?

–კარგი ...–გაწელილად ჩიალაპარაკა დაინტრიგებულმა გოგონამ, თუმცა მაინც გაეცალა.

–რა გინდა?–სრულიად განსხვავებული ტონით მიუბრუნდა თორნიკეს, შემდეგ კი


მზერით ხელზე ანიშნა, გამიშვიო, თუმცა გრძელი თითები ისევ მარწუხებივით
შემოხვეოდა.

–რანაირად იქცევი? მთელი კვირაა დაგდევ!

–მერე გეხვეწება ვინმე, მდიეო?

–ნიცა!

–თორნიკე , რა გინდა ?–ამოთქვა დაღლილი ტონით და ეცადა, არ შეემჩნია როგორ


აუჩქარდა გული. ოღონდ ახლა გაუძლოს , ოღონდ ახლა არაფერი მოუვიდეს...

–ბავშვი მართლა მოიშორე?

–არაა ეგ შენი საქმე. და გამიშვი ხელი!

–მიპასუხე!–შეუღრინა და ცოტათი შეაჯანჯღარა კიდეც.

–უკვე გიპასუხე, გამიშვი.

–არ გიპასუხია. მაქვს უფლება , ვიცოდე!

–არა, არ გაქვს!–თავი ძლივს შეიკავა, ყვირილი რომ არ დაეწყო. ამდენსაც მხოლოდ


იმიტომ უთმენდა, რომ ხალხის წინ არ უნდოდა სცენის მოწყობა . ჰმ, ალბათ ესეც
გათვალა, გაიძვერა ბიჭი!

–ის ჩემი...

–ყიფიანი, რა ხდება?–ცოტა არ იყოს, გაკრივებული სახით მიუახლოვდა კიდევ ერთი


ჯგუფელი და ნიცას არასდროს გახარებია ამ ბიჭის დანახვა ისე, როგორც ახლა.–
თაყვანისმცემლები გავიწროვებენ?–სიცილნარევი ტონით წარმოთქვა და ის იყო
თორნიკეს პირი უნდა გაეღო, რაღაცის სათქმელად, ერთ–ერთმა ლექტორმა რომ
გამოაცხადა, ადგილები დაიკავეთ, ვიწყებთო.
~ 30 ~

AD Download to read ad-free.

–იცოდე, არ დაგვიმთავრებია !–კბილებს შორის გამოსცრა დადიანმა, შემდეგ კი,


გულგრილად შეუშვა ხელი და აუდიტორიის ბოლოსკენ გაემართა, სადაც უკვე
ელოდნენ ბიჭები ...

* * *
სიბრაზისგან საფეთქლებში გრძნობა პულსაციას. როგორ უბედავს ასე ლაპარაკს?
საერთოდ რა ჯანდაბა დაემართა ? ერთი კვირის წინ თვითონ არ ეხვეწებოდა, შენთან
მაცხოვრეო? სულელი გოგო!

–ალექსმა მომწერა , ვერაფერი ვათქმევინე თამოსო...–„ახარა“ ირაკლიმ და გვერდით


მიუჯდა .

–მაგ გოგოს რაღა სჭირს?–აჯიჯღინდა დემე.

–არაფერიც არ სჭირს, ძალიანაც სწორად იქცევა! და საერთოდაც, მე თვითონ გავარკვევ,


ახლა მაგას და ალექსს გაუფუჭდეთ კიდევ ჩემ გამო ურთიერთობა ?!

–აუ, დადიანი, ნუ გაუშვებ ხოლმე შენებურებს, რა...

–ის ბიჭი ვინ იყო, წეღან რომ დაგადგათ ?–თემა შეცვალა ირაკლიმ.

–რა ვიცი, ერთი მაგისიც!–ჩაიბურტყუნა თორნიკემ და ძლივს აიძულა საკუთარი თავი,


მოსაწევად რომ არ გასულიყო .

ფეხის მოცვლასაც არ აპირებდა , სანამ ნიცა გამოსვლას არ დაამთავრებდა. რადაც არ


უნდა დასჯდომოდა , მაინც გაიგებდა დღეს სიმართლეს. როდემდე ყოფილიყო ეჭვებში?
მართალი უთხრა ალექსმა, ყველაფერი სჯობდა უმოქმედოდ ჯდომას.

–მართლა ძალით ხო არ წავიყვანთ ექიმთან?–ამოიოხრა ჩადუნელმა და კიდევ აპირებდა


რაღაცის თქმას, წინა მერხიდან თვალებდაწვრილებული გოგონა რომ შემოუბრუნდათ.

–თუ ჩუმად ყოფნა არ შეგიძლიათ, სხვებს მაინც ნუ უშლით ხელს!–გაბრაზებული ბატის


ხმით დაისისინა და მაშინვე გაბრუნდა , დემემ კი სიცილით გადახედა გვერდით მჯდარ
ლომიძეს.
~ 31 ~

AD Download to read ad-free.

იმდენად დიდხანს გაგრძელდა პრეზენტაციები, ლამის იყო თორნიკეს ტუჩები დაეჭამა,


ისე უნდოდა სიგარეტი. იმითაც კი აწამებს ეს გოგო, მისი გვარი ყიფიანი რომ არის და
არა, მაგალითად, აბულაძე! რა სისულელეა საერთოდ, ანბანის მიხედვით დაჯგუფება ?

–გადი თუ გინდა და მოგწერთ , რომ მორჩება...–გადაუჩურჩულა დემეტრემ .

–იყოს, ამხელა დარბაზის ბოლოდან სანამ კარამდე მივალ, შეიძლება დაიწყოს კიდეც...–
ჩაიბურტყუნა და მერხზე იდაყვით დაყრდნობილ ხელში ჩარგო თავი.

არასდროს გაჩერებულა ამდენხანს ერთ ადგილზე. ლექციები რომ ჰქონდა მიყოლებით,


იმასაც კი ვერ იტანდა, ახლა კიდევ, იჯდა და ჭკუის კოლოფების თემებს ისმენდა, ათას
იდიოტობაზე .თვითონ არასდროს აწუხებდა სტიპენდიის არქონის პრობლემა და არც
ზედმეტად იკლავდა სწავლით თავს. აინტერესებდა ეს პროფესია , რა თქმა უნდა, მაგრამ
თავიდან მხოლოდ იმიტომ ჩააბარა, მშობლებმა რომ აიჩემეს, მალე მოგბეზრდება
კამერის ჩხიკინი და დარჩები ისეო. მამამისმა ისიც კი უთხრა, სკოლაში მეცხრე კლასის
შემდეგ არაფერი გიკეთებია, უნივერსიტეტში როგორ უნდა ჩაირიცხოო , ჰოდა,
დაუმტკიცა , რომ შეეძლო. მათემატიკა ყოველთვის ესმოდა და იმდენი ქნა, უფასოზეც
მოხვდა, შემდეგ კი, როდესაც ზოგიერთმა საგანმა ზედმეტად დააინტერესა, მიხვდა, რომ
ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მაგისტრატურაზეც გააგრძელა სწავლა,
მუშაობის პარალელურად.

–მოგესალმებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი,
ნიცა ყიფიანი!–ფიქრებიდან მაშინვე გამოერკვა, ეს რომ გაიგონა და ღიმილით გაიქნია
თავი, როგორ არ დაეზარა ამხელა რაღაცის თქმაო.

–არადა , ლამაზი გოგოა...–სასხვათა შორისოდ წაილაპარაკა ირაკლიმ.

–შტერია !–გამოუტანა დასკვნა და წელში გასწორდა , უფრო კარგად რომ დაენახა.

საკმაოდ კარგად დაიწყო ნიცამ. შიგადაშიგ ხმა კი უკანკალებდა, მაგრამ ცდილობდა ,


დაძაბულობა არ შეემჩნია. კარგად იცოდა თორნიკემ ეს თემა, მაგრამ მაინც ისეთი
დაკვირვებით უსმენდა, თითქოს უნდოდა, შეცდომა დაეჭირა. თუმცა, შეცდომის
ნაცვლად, სულ სხვა რაღაც დააფიქსირა ...

წუთიც არ იყო პრეზენტაციის დაწყებიდან გასული, ყიფიანმა ფერი რომ დაკარგა და


ტრიბუნას ჩაებღაუჭა. ლაპარაკის გაგრძელებაც ვეღარ შეძლო და პირი გააღო, რომ
ესუნთქა, დადიანმა კი, მაშინვე დააჭყიტა თვალები. ნუთუ, მხოლოდ ნერვიულობის
ბრალია ეს ყველაფერი? ისეთ აზარტში შევიდა, რამდენიმე წამში ნიცა უსულოდ რომ

~ 32 ~

AD Download to read ad-free.

ჩაიკეცა, კინაღამ გახარებულმა მუშტიც დაარტყა მაგიდაზე , თუმცა საბედნიეროდ,


მალევე შეიკავა თავი.

მაშინვე მისცვივდნენ გოგონას წინა რიგში მსხდომნი, თორნიკე კი, კმაყოფილი


ღიმილით იჯდა და განძრევასაც არ აპირებდა. საერთოდ არაფერი აღარ ადარდებდა
ახლა, უკვე დარწმუნდა , ბავშვი ისევ ამ სულელი გოგოს მუცელში რომ იყო. არა, ეგონა
დიდხანს დაუმალავდა? მუცელი რომ წამოეზრდებოდა, მერე რაღას იზამდა ? თუ
საერთოდ მიატოვებდა სწავლას, მისთვის რომ აერიდებინა თავი?

–არ მიხვალ?–მუჯლუგუნი გაჰკრა დემემ.

–არა, რატომ?

–ბიჭო, დებილი ხარ?–აჰყვა ირაკლიც.

–ეს რომ მე მეტყვის!–ჩაეცინა გამხიარულებულს, ჩადუნელმა კი ისეთი სახით გახედა,


თითქოს მის ჭკუთმყოფელობაში ეჭვი ეპარებოდა.

–რას იკრიჭები ?

–არ მოუშორებია .

–ჰა?

–ისევ ორსულადაა.

–ხილვა გქონდა ?

–შე ჩემა, ვერ დაინახე, გული რომ წაუვიდა?

–ანუ, მაგიტომ გაგეხა პირი?–გაეცინა ირაკლის და წინ მჯდომი გოგონა კიდევ ერთხელ
რომ შემოტრიალდა გაცეცხლებული, დამნაშავედ შემოირტყა შუბლში ორივე ხელი, ამ
ერთხელაც მაპატიეო.

–ყიფშიძე!–გაისმა მიკროფონში შემდეგი გვარი, თორნიკემ კი შენიშნა, აწ უკვე გონს


მოსული ნიცა შეწუხებული სახით რომ უხსნიდა რაღაცას ერთ–ერთ ლექტორს, შემდეგ
კი, ატირებული გავიდა გარეთ.

–მემგონი, სტიპენდიას დაემშვიდობა...–წაილაპარა ჩაფიქრებულმა , შემდეგ კი, დემეს


სთხოვა, გამატარეო და აჩქარებული ნაბიჯებით დატოვა აუდიტორია ...

~ 33 ~

AD Download to read ad-free.

თავი 4

გული ამოუჯდა ტირილით ნიცას. თავსაც ვეღარ იკავებდა და ისე სლუკუნებდა,


როგორც ბაღში პირველად დატოვებული , პატარა ბავშვი . წარმოდგენაც არ ჰქონდა ახლა
რა უნდა გაეკეთებინა. სტიპენდიის გარეშე როგორ ეცხოვრა? ამაზე ააწყო ყველაფერი,
ამით დაგეგმა და გადაწყვიტა . ვერც კი იფიქრებდა, რომ ჩაფლავდებოდა, არც
ნერვიულობდა დიდად, მაგრამ სწორედ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გაფუჭდა
ყველაფერი . რატომ არიან ასეთი უგულოები ? რატომ არ აძლევენ მეორე შანსს?

იატაკზე იჯდა, მოკეცილ მუხლებზე ხელებშემოხვეული და ზლუქუნებდა , ფეხის ხმა


რომ მოესმა. არც აუწევია თავი. აქამდე მოკვდებოდა, მაგრამ სხვის წინაშე არაფრის
დიდებით არ იტირებდა, ახლა კი, ესეც სულერთი იყო. თავს ვერ იკავებდა. რამდენიმე
წამის წინ ჩამოემსხვრა ყველაფერი და აღარც ეტირა?

–რა მოგივიდა ?–სუნთქვა შეეკრა, ნაცნობი ხმის გაგონებისას. ტუჩზე იკბინა, რომ არ
აყვირებულიყო , მაგრამ მაინც ერთიანად მოიცვა გაბრაზებამ .

–არ იცი ხო, რაც მომივიდა ?–შეუღრინა და ისეთი სახით შეხედა თვალებში, თორნიკეს
სინდისმა კიდევ ერთხელ გაიღვიძა.

–ახლა უკვე ვიცი, მაგრამ აქამდე მეგონა , რომ მოიშორე.–მაინც მოახერხა სიმშვიდის
შენარჩუნება. ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, თვითკონტროლი ყოველთვის
შეეძლო, განსაკუთრებით კი, ასეთ სიტუაციებში.

–იმის გამო, რომ მამამისი არაკაცია, სიცოცხლის უფლებას ვერ წავართმევდი.

–ნიცა, ხომ ხვდები, რომ ტყუილად მადანაშაულებ?–ამოიოხრა და გვერდით მიუჯდა .–


ჩემ ადგილას შენც ასე მოიქცეოდი.

–არ მოვიქცეოდი !

–როგორ არა... არავინ დაიჯერებდა .

–იცი რა, ვიცი, რომ უკანასკნელი იდიოტივით მოვიქეცი მაშინ, მაგრამ ჩემი შეცდომის
გამო...

–ჩვენი .–შეუსწორა მშვიდად.

–რა?

–ჩვენი შეცდომის. რას აპირებ ?

~ 34 ~

AD Download to read ad-free.


–არ ვიცი...–ამოიოხრა გულწრფელად . ჩხუბის თავიც აღარ ჰქონდა, მაგრამ არც აქ
გაჩერება შეეძლო და ისე სწრაფად წამოდგა ფეხზე, ფანჯრის რაფას ჩაეჭიდა, რომ არ
წაქცეულიყო .

–ახლაც უპასუხისმგებლოდ იქცევი.–შეუღრინა ბიჭმა და თვითონაც მიჰყვა .–ჩემზე


გაბრაზებული , მას ნუ უქმნი საფრთხეს!–მზერით მუცელზე ანიშნა და მკლავზე ხელის
მოკიდებას აპირებდა, გოგონამ უკან რომ დაიხია.

–შენი საქმე არ არის, მე როგორ მოვიქცევი !

–არის, ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ ჩემი შვილი შენს მუცელშია.

–იქნებ სხვისია?–გაუღიმა ირონიულად, მაგრამ მაშინვე გაჩერდა, როგორც კი დადიანის


სახე შენიშნა.

–გეყოფა , ნიცა! ახლა არაა შენი სიჯიუტის დრო. სტიპენდია დაკარგე, სამსახური არ
გაქვს, რას აპირებ ?

–ეს მაშინ რატომ არ გაინტერესებდა, ყველაფერი რომ გითხარი?

–იმიტომ , რომ მაშინ არ ვიყავი დარწმუნებული, ვისი ბავშვი იყო.

–ჰოდა, ახლაც ნუ იდარდებ!–ხმას აუწია ნერვებმოშლილმა. ისედაც საშინელ დღეში იყო,


კიდევ თორნიკესთან საუბრის დამატება უნდოდა?

–სხვათა შორის, ჩემთვის კი არა, შენთვის არ შეიძლება ნერვიულობა !–გამოსცრა კბილებს


შორის.–და ბავშვს მიხედე!–მუქარასავით გამოუვიდა ბოლო სიტყვები.

–თავი დამანებე, ისედაც კარგად ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე !–მაინც არ დანებდა და
უკვე წასვლასაც აპირებდა, კიდევ ერთხელ რომ იგრძნო თავბრუსხვევა .

ვერც კი მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა , დადიანის მკლავები რომ იგრძნო . ისე


შეეშინდა, როცა მიხვდა, რომ გული მისდიოდა, თვითონვე დააპირა დაძახება, მაგრამ არ
დასჭირდა . რა ჯანდაბა მოსდის? როდემდე უნდა იყოს ასეთ დღეში? მთელი ცხრა თვე
იმის უნდა ეშინოდეს, სადმე რომ არ ჩაიკეცოს?

–მადლობა ...–ამოილუღლუღა აღელვებულმა და ეცადა გასწორებულიყო , თუმცა ბიჭი


მაინც არ უშვებდა ხელს.

–ქუსლიანებს ნუ იცვამ!–უპასუხა ბოლოს, სრულიად განსხვავებული ტონით და


თვითონვე გაეცალა პირველი ...

~ 35 ~

AD Download to read ad-free.

* * *
სახლში რომ ბრუნდებოდა , ვერც კი წარმოიდგენდა, რა ელოდა წინ. მანამდევე მონათლა
დღევანდელი დღე, როგორც ერთ–ერთი ყველაზე ცუდი მის ცხოვრებაში, მაგრამ ამდენს,
ნამდვილად არ ელოდა. ხვდებოდა, რომ ირმასთან ლაპარაკს ვერ ასცდებოდა, მაგრამ
ჯერ არ გეგმავდა . არ იყო მზად. არ იყო მზად სიმართლისთვის, ჩხუბისთვის, იმ
სახლიდან წასვლისთვის, სადაც გაიზარდა . თუმცა, მისთვის ეს არავის უკითხავს და
კინაღამ გული გაუსკდა , კარი რომ შეაღო და მისაღებში, გულზე ხელებდაკრეფილი
მამიდა დახვდა. ისეთი სახე ჰქონდა, ჯერ იფიქრა , რომ სამსახურიდან გამოუშვეს,
შემდეგ კი, იმასაც მიხვდა, ყველაფერი უფრო ცუდად რომ იყო.

–სად იყავი?–წარმოთქვა ისეთი ტონით, თითქოს საკუთარ განყოფილებაში იყო და


დაკითხვას ატარებდა.

–უნივერსიტეტში , სად ვიქნებოდი?!–გაუღიმა ნაძალადევად და სამზარეულოში


აპირებდა გასვლას, ხმამ რომ შეაჩერა.

–ნიცა, მოდი აქ!

–რამე მოხდა, ირმა ?

–ეგ კითხვა მე უნდა დაგისვა, მგონი, არა?–ცალი წარბი აუწია და მზერით ანიშნა,
დაჯექიო, თვითონ კი, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და წინ გადაიხარა.

–მამიდა , მაშინებ...

–არაფრის თქმას არ აპირებ?

–ამმ... სტიპენდიაზე ჩავფლავდი...–ჩაიბურტყუნა და გონება აამუშავა იმის


მისახვედრად, საიდან შეიძლებოდა სიმართლე გამჟღავნებულიყო, შემდეგ კი, ისევ
ენაზე კბილის დაჭერა ამჯობინა, ვაიდა, არაფერიც არ იცოდეს და თვითონვე
გავიყიდოო .

–ტესტი ვნახე!

–რა?

–ორსულობის ტესტი, ორი წითელი ხაზით!–ხმას აუწია და ფეხზე წამოიჭრა


გაცოფებული , ნიცა კი დასასჯელი ბავშვივით აიწურა . საიდან მიაგნო ?–ვიფიქრე ,
ცოდოა, იღლება , ოთახს მივულაგებ–მეთქი, გადმოვალაგე უჯრები და რას ვპოულობ?!

–ირმა...
~ 36 ~

AD Download to read ad-free.

–არც კი გაბედო და მითხრა, რომ სხვისია!–დაუყვირა წყობიდან გამოსულმა.–ნიცა, რა


გააკეთე? ეს როგორ გაბედე?

–მე...

–ნუ მეპასუხები! ხვალვე წავალთ და მოიშორებ!

–არა!–წამოიყვირა შეშინებულმა.

–მოყავხარ ცოლად?

–ირმა, ეს ჩემი საქმეა...

–მისმინე , საყვარელო...–სწრაფად შეიცვალა ტონი.–ვუჩივლოთ! ხომ იცი, ჩემი


სამსახურის წყალობით რამდენი ნაცნობი მყავს? ყველაფერს ისე შევატრიალებთ, თუ არ
დაიჭერენ, მთელი ცხოვრება ალიმენტის გადახდა მოუწევს!

–მამიდა , რას ამბობ?–ვერც კი იჯერებდა, ეს რომ ესმოდა. იცოდა, მძიმე საუბარი რომ
ელოდა, მაგრამ ასეთსაც ვერ წარმოიდგენდა.

–შენ მხოლოდ ის მითხარი, ვინ არის მამა!

–არა.

–ნიცა, გეფიცები , ჩემი ხელით ჩაგილაგებ ჩემოდანს და გაგიშვებ ! მიპასუხე, ვინ არის
მამა?

–არ ვიცი.–წარმოთქვა გაჯიუტებულმა .

–რა არ იცი?

–არ ვიცი, ვინ არის მამა!–თვითონაც აუწია ხმას და ცრემლები წასკდა. ამას ვერ
დაუშვებდა. მიუხედავად ყველაფრისა , ამას ვერ გააკეთებდა.

–დედაშენის ღირსეული შვილი ხარ!–ამოხეთქა საბოლოოდ.–როგორც გაგზარდა , ისეთი


ხარ! ჩვენი გვარის შემარცხვენელი. რას აპირებ, მარტომ უნდა გაზარდო? ისიც კი არ იცი,
ვინაა მამა, როგორ დაეშვი აქამდე? ხალხს რა ვუთხრა?

–შენ მხოლოდ ეგ გადარდებს, არა?–ახლა თვითონ წამოიჭრა ფეხზე.–გაიგე , არ


მაინტერესებს რას იტყვის ხალხი! ბავშვის მოშორებას არ ვაპირებ, ჩემი შვილია!

–აქ ვერ გააჩენ!–წარმოთქვა გადაჭრით და კაცივით დაარტყა მაგიდაზე მუშტი, ნიცა კი,
უკანმოუხედავად გავარდა ჯერ კიდევ საკუთარი ოთახისკენ.

~ 37 ~

AD Download to read ad-free.

–არც ვაპირებ!–დაიყვირა, გარდერობიდან ჩემოდანი გამოათრია და ერთი ხელის


მოსმით ჩაყარა ტანსაცმელი შიგნით. მაქსიმალურად ცდილობდა , ფრთხილად
ემოქმედა , მაგრამ გაბრაზებამ ტვინში აასხა. როგორ უთხრა ეს ყველაფერი? რით ვერ
მოეშვა საკუთარი სამსახურით მანიპულირებას? პოლიციელია, მერე რა?! ეს როგორ
უთხრა...

–ნიცა, აქედან თუ წახვალ, უკან ვეღარ დაბრუნდები ! თუ მოიშორებ, გაპატიებ და


ყველაფერს დავივიწყებთ.–მკაცრად გამოუცხადა ირმამ. თვალებიდან ნაპერკლებს
ყრიდა, გოგონამ კი ერთი ახედა და ისევ ჩემოდნის ჩალაგება განაგრძო .

უსიტყვოდ გამოვიდა სახლიდან. ისე მიაგორებდა ჩემოდანს, ისე შემართებით მიდიოდა,


იფიქრებდით , სამყაროს გადარჩენა აქვს მიზნად დასახულიო, სინამდვილეში კი, ისიც
არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ყველაფერი წამოიღო, უკან მიბრუნება რომ
აღარასდროს დასჭირვებოდა. კარგად იცნობდა ირმას, მისი ხასიათიც იცოდა და
ეგუებოდა , მაგრამ... ეს ნამდვილად მეტისმეტი იყო.

* * *
კინაღამ გული გაუსკდა , ნიცამ რომ დაურეკა, თუ შეიძლება შენთან მოვალო. არა,
გაკვირვებით არ გაკვირვებია , მაგრამ ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც, ისეთი ტონი
ჰქონდა. ისიც კი გაიფიქრა , ბავშვთან დაკავშირებით ხომ არ გადაიფიქრაო , მაგრამ
მალევე მოიშორა ეს აზრი. კარგად იცნობდა მეგობარს და ისიც იცოდა, თუ რამეს
გადაწყვეტდა, აუცილებლად მიიყვანდა ბოლომდე.

დაფეთებული წამოხტა, კარზე გაბმული ზარის ხმა რომ გაისმა. არც გაუხედავს, ისევე
გააღო და თვალებიც ჭყიტა, ჩემოდნიანი ნიცას დანახვისას. აი ამას, ნამდვილად არ
ელოდა!

~ 38 ~

AD Download to read ad-free.

–გამოგიშვა ?–ჰკითხვა ყოველგვარი შესავლის გარეშე და ჩემოდანი თვითონვე შეიტანა


შიგნით.

–წამოვედი .–ამოთქვა ტუჩებაკანკალებულმა.–თამო, გეფიცები , ჭკუიდან გადამიყვანს!

–ძალიან გეჩხუბა ? რა ფერი გადევს, დაჯექი, ხომ იცი, არ შეიძლება შენთვის


ნერვიულობა !–მიაყარა , თვითონაც აღელვებულმა.

–მოიშორეო, ან ვუჩივლოთ იმ ბიჭს და ალიმენტი ვახდევინოთო!

–აუჰ! მერე?

–არ ვიცი, ვინაა–მეთქი...–ჩაიბურტყუნა და ძლივს ჩამოჯდა. ისე უცემდა გული,


სერიოზულად ეშინოდა, ბავშვს არაფერი მოსვლოდა.

–შენ გიჟი ხარ!–გაეცინა და სამზარეულოში გავიდა, წყალი რომ მოეტანა.

–დღეს თორნიკე მელაპარაკა...

–რა უნდოდა?

–ეგონა , რომ მოვიშორე...–ჩაეღიმა , რაღაცნაირად კმაყოფილს.–რას აპირებო.

–შემოგთავაზა თავისთან გადასვლა ?

–არ გადავალ!–წარმოთქვა გადაჭრით .–ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მასთან არ


გადავალ. ცოტა ფული მაქვს დარჩენილი, რამეს ვიქირავებ და იქნებ, მუშაობაც დავიწყო .

–დღეში ცხრაჯერ გული მიგდის, რა მუშაობაზე მელაპარაკები?–თვალები აატრიალა.–და


ნუ გასვანდი ახლა, მარტო შენი ხომ არაა ეგ ბავშვი.

–თამო, ისეთები მითხრა, ეგ როგორ დავივიწყო?

–ახლა შენს სიამაყეზე კი არა, ბავშვზე უნდა იფიქრო . არ იცი, რამდენი სჭირდება? ჯერ
ექიმთან ვიზიტები ...

–დაზღვევა ...

–სტუდენტური დაზღვევა არ ანაზღაურებს!–შეაწყვეტინა.

–მაინც ვერ გადავალ! ახლა უბრალოდ არ ვიცოდი სად წავსულიყავი...

–გოგო!–წამოენთო.–ეგ მეორედ აღარ თქვა.

–არა, მართლა ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. ყველაფერზე შენთან მოვრბივარ ...

~ 39 ~

AD Download to read ad-free.

–ნეტავ, შენი მეგობარი ხომ არ ვარ და იმიტომ?–გაეცინა და გვერდით მიუჯდა , მაგრამ


მალევე შეეცვალა სახე.–ნიცა, რა გჭირს?

–არა... არაფერი...–ძლივს ამოთქვა და კიდევ ერთხელ დაეუფლა ნაცნობი შეგრძნება_


თითქოს საშინელი სიჩქარით მბრუნავ ატრაქციონზე იჯდა, რომელიც არაფრის
დიდებით არ აპირებდა გაჩერებას . გული ყელში მიებჯინა , გამოსახულებაც გაშავდა და
საბოლოოდ, გულის წასვლამდე იგრძნო როგორ გააწნა თამომ სილა, თუმცა, ვერც ამან
მოახერხა მისი გამოფხიზლება...

* * *
აღარაფერზე ნერვიულობდა, რადგან გაიგო, რომ ბავშვს არაფერი სჭირდა. კი შეეცოდა
ყიფიანი, მაგრამ თავისი სათქმელი უთხრა, ძალით ხომ არ წაათრევდა სახლში?
შესაძლოა, სულაც აჭარბებენ და არც იყოს მამიდამისი ისეთი ურჩხული, როგორც
დახატეს. რომელი ნორმალური ქალი გამოაგდებს საკუთარ ძმისშვილს სახლიდან? მით
უმეტეს, ორსულს ... თან, ნიცას რომ იმედი არ ჰქონოდა, სტიპენდიის დაკარგვის
მიუხედავად , მაინც უარს ხომ არ ეტყოდა? თვითონაც დაეხმარება, რა თქმა უნდა,
ბოლოს და ბოლოს, მისი შვილი უზის მუცელში. ექიმთანაც წაიყვანს და ინახულებს
კიდეც ხანდახან, მაგრამ სულაც არ თვლის თავს ვალდებულად, თავისთან აცხოვროს.

–ვიკა, ტუჩები დაიმორჩილე!–ჩაეცინა ქერათმიანი მოდელის მიმიკის დანახვისას.


ნერვებს უშლიდა არაპროფესიონალებთან მუშაობა, მაგრამ ყველაფერს გმირულად
უძლებდა.

–ასე უფრო დიდი მიჩანს!–გააპროტესტა გოგონამ.

–ნაოჭებს გაგიჩენს ... მიდი, გასწორდი , ორი ფოტოც და დავამთავრებთ დღეს!

–აუ, თორნიკე, შევისვენოთ, რა, მშია!

–გაგიკვირდება და მეც, ამიტომ, კი არ უნდა დავისვენოთ, მალე უნდა მოვრჩეთ!

–შენ, ჩემგან განსხვავებით , ნორმალურად ჭამა მაინც შეგიძლია!–წუწუნს არ წყვეტდა


ვიკა.
~ 40 ~

AD Download to read ad-free.

–იმიტომ , რომ მე მხოლოდ ფოტოგრაფი ვარ, შენ კი_მოდელი. ახლა კი, ძალიან გთხოვ,
გასწორდი და მივიყვანოთ ბოლომდე ეს საქმე!

ის იყო ფოტოაპარატი მოიმარჯვა , რომ მობილური აწკრიალდა და გაცოფებულმა


ამოიგმინა, სანამ მიხვდებოდა , ვისი რეკავდა.

–ხომ გთხოვე, გადაღების დროს გამორთე–მეთქი?

–ჩემი ვაშლი არ არის!–თვალები აატრიალა ქერათმიანმა და გამარჯვებულის ტონით


წარმოთქვა , თორნიკე კი თავის ქნევით წავიდა მაგიდისკენ, მობილურის გასათიშად,
მაგრამ ეკრანზე დაწერილმა სახელმა, მაშინვე გადააფიქრებინა და აღელვებულმა
გადაუსვა სენსორს თითი:

–თამო?!

* * *
გონს რომ მოვიდა , ცხვირში მაშინვე წამლის სუნი ეცა და როცა გაიაზრა , სად
შეიძლებოდა ყოფილიყო , თვალების გახელისაც კი შეეშინდა. მარჯვენა ხელის ვენაში
ნემსის არსებობას გრძნობდა და მიხვდა, რომ გადასხმის აპარატზე იყო მიერთებული ,
მარცხენა კი, მუცელზე ედო, თუმცა, საშინელი სიმძიმე აწვებოდა და ისე დაბუჟებოდა,
გამოძრავება არც კი უცდია . გული აუჩქარდა პანიკისგან. რა მოუვიდა ? როგორ
აღმოჩნდა აქ? ახსოვს, თამოსთან გული რომ წაუვიდა , მაგრამ საავადმყოფო... ღმერთო,
ოღონდ ბავშვს არაფერი სჭირდეს...

ცრემლები რომ მიაწვა, ვეღარაფრით შეძლო თავის შეკავება და გადმოუშვა კიდეც,


შემდეგ კი, თვალები გაახილა და როდესაც ამღვრეული მზერით მიმოიხედა, წამწამები
სწრაფად დააფახუნა. თორნიკეს მის მუცელზე, უფრო სწორად, მის მუცელზე დადებულ
ხელზე ედო თავი და ეძინა. თორნიკე დადიანს! ლოყაზეც კი იკბინა შიგნიდან, რომ
გამოფხიზლებულიყო , მაგრამ ჰალუცინაცია მაინც ვერსად გააქრო . ნუთუ, ჯერ კიდევ
სძინავს?

~ 41 ~

AD Download to read ad-free.

–ამმ...–ამოიზმუვლა, როგორმე რომ მიექცია ყურადღება , მაგრამ ბიჭს აშკარად ღრმად


ეძინა.–თორნიკე ...–კიდევ ერთხელ ამოთქვა და მარცხენა ხელის გათავისუფლება რომ
სცადა, როგორც იქნა, მიზანსაც მიაღწია_დადიანი შეიშმუშნა.

მაშინვე არ გამოფხიზლებულა და არც შეშინებულს წამოუყვია თავი, როდესაც


დააფიქსირა , რომ ნიცა გონს მოვიდა. უფრო პირიქით. ჯერ ცალი თვალი გაახილა,
შემდეგ, აშკარად უკმაყოფილომ მიაყოლა მეორეც და თავი არც აუწევია, ისე
ჩაიდუდღუნა :

–შენ ნორმალური ხარ?

–ბავშვი...–ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის დასმა დააპირა ნიცამ, მაგრამ ხმა


ვერაფრით დაიმორჩილა და ისევ ატირდა .

–კარგადაა, დამშვიდდი. მაგრამ გამაგებინე, როგორ ხარ ასეთი უპასუხისმგებლო?–


როგორც იქნა, იკადრა წამოჯდომა.–მერამდენედ წაგივიდა დღეს გული?

–აქ... შენ... საიდან?

–თამომ დამირეკა , სასწრაფოთი რომ გადმოგიყვანეს. ისეთი დასუსტებული გქონდა


ორგანიზმი, მაშინვე სისტემა დაგიყენეს. საერთოდ არ ჭამ საჭმელს?

–ვჭამ, როგორ არა...–ჩაიდუდღუნა დატუქსული ბავშვივით.–მაგრამ , არ მშივდება.

–ეგ არაა მნიშვნელოვანი. შენ არ გშია, არგელოდის შია!

–ვის?–თვალებდაჭყეტილი თავი წამოყო, როდესაც თორნიკემ მზერით მუცელზე


ანიშნა.–რა დაუძახე?

–არგელოდი .–ჩაეცინა.–რა იყო, აბა ელოდი?

–არ გაბედო !–წაისისინა ნერვებმოშლილმა.–ბავშვს ეგ არ დაუძახო!

–რას ერჩი, მშვენიერი სახელია...–კიდევ ერთხელ ჩაიფხუკუნა, მაგრამ მალევე


დასერიოზულდა .–რაც შეეხება შენს ჩემოდანს...

–მაგაზე მე თვითონ ვიზრუნებ.–შეაწყვეტინა კატეგორიული ტონით, მაგრამ არც


დადიანი აპირებდა მარტივად დანებებას.

–უკვე ვიზრუნე და სიმართლე გითხრა, არ მაღელვებს , რას ფიქრობ ამაზე. შენი


სიჯიუტით სად ამოყავი თავი, ხედავ უკვე და არ დავუშვებ, ასევე გააგრძელო.

–არ მჭირდება ვიღაცასთან სამადლოდ ცხოვრება !

~ 42 ~

AD Download to read ad-free.

–შენ, არ მაინტერესებს რა გჭირდება , მაგრამ ბავშვს სჭირდება. ამიტომ, ძალიან გთხოვ,


არ გინდა უაზრო პანიკები და თავის დაფასება!

–და შენ ფიქრობ , ასეთი ტონით თუ დამელაპარაკები, შენთან წამოვალ?

–ნიცა, ვერ გაიგე, რა გითხარი? აქ საუბარი ჩემსა და შენს ურთიერთობაზე არაა. მაგრამ
აქ,–ხელი მუცელზე დაუკაკუნა.–ჩემი შვილი ზის, რომელსაც ნორმალური გარემო
სჭირდება გასაზრდელად.

–გაგიკვირდება და, ის ჩემი შვილიცაა!–წამოენთო გაბრაზებული , თუმცა, მარჯვენა


ხელში ტკივილი იგრძნო, ზედმეტი მოძრაობის გამო და ისევ მიწვა.

–ჰოდა, ნუღა ვიკამათებთ. გადასხმა რომ დამთავრდება, გამოიცვლი და ჩემს სახლში


წავალთ, ეს თემა აღარ განიხილება!–წარმოთქვა გადაჭრით , შემდეგ კი წამოდგა, ექიმს
ვეტყვი, რომ გონს მოხვედიო და პალატიდან გავიდა, ნიცა კი დატოვა არეული გონებით
და კიდევ უფრო აჩქარებული გულით, რომლის დამშვიდებასაც, ვერაფრით ახერხებდა
და თან, ზუსტად იცოდა, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო იმ დიდი ამბისა ,
რომელიც, წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ დასრულდებოდა ...

თავი 5

გული უკანკალებდა, ექიმი რომ შემოვიდა. თორნიკემ კი უთხრა, ბავშვს არაფერი


სჭირსო, არც თვითონ გრძნობდა თავს ცუდად, მაგრამ მაინც ეშინოდა. არც
გამოკვლევებზე ყოფილა, იქნებ რაღაც ვერ არის რიგზე? აუცილებლად უნდა წავიდეს
გინეკოლოგთან, როგორც კი აქედან გაწერენ .

–თქვენს მდგომარეობაში ეს ჩვეულებრივია , მაგრამ ორგანიზმი ძალიან გქონდათ


დასუსტებული. თქვენმა ექიმმა არ დაგინიშნათ ვიტამინები, ან სხვა რაიმე პრეპარატი?–
ჩაფიქრებულმა ჰკითხა თეთრხალათიანმა, თორნიკე კი, კარის ჩარჩოზე მხრით
მიყრდნობილი უსმენდა მათ საუბარს.

–ამმ... მე, ჯერ არ ვყოფილვარ...–ამოილუღლუღა საბოლოოდ.

~ 43 ~

AD Download to read ad-free.

–ძალიან ცუდი, აუცილებლად მიდით. ორსულობის პირველი ტრიმესტრი ყველაზე


საფრთხილოა, ამიტომ ასეთი უყურადღებობა არ შეიძლება. მე გაგწერთ, მაგრამ
კონსულტაცია მაინც აუცილებლად გაიარეთ, შესაძლოა წოლითი რეჟიმი გახდეს
საჭირო.

–თქვენ არ შეგიძლიათ მისი გასინჯვა?–საუბარში ჩაერთო დადიანიც .

–ის გინეკოლოგმა უნდა გასინჯოს, მე მხოლოდ რჩევების მოცემა შემიძლია.

–დღეს პირველად არ წასვლია გული.

–გასაგებია , ამიტომ გეუბნებით, რომ ექიმს მიმართოთ. შესაძლოა, არც არაფერი იყოს
საგანგაშო, მაგრამ მაინც. ახლა ექთანი შემოვა, სისტემას მოგხსნით და შეგიძლიათ
წაბრძანდეთ,–მიუბრუნდა ისევ ნიცას.–დღეს დაისვენეთ, ნუ ადგებით.

მხოლოდ თავი დაუქნია აღელვებულმა. რატომ სთხოვს ასე დაჟინებით, ექიმთან


წასვლას? არა, გასაგებია, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ იქნებ ბავშვს რამე სჭირს და
უმალავენ? კიდევ ერთხელ აუწყლიანდა თვალები და ის იყო თორნიკე გასვლას
აპირებდა , საცოდავად რომ ამოიკნავლა.

–ერთი წუთით, არ გახვიდე!

–რა ხდება?–ცოტა არ იყოს, გაკვირვებული მოუტრიალდა და ამასობაში, მომღიმარი


ექთანიც შემოვიდა. საშინლად ეშინოდა ნიცას ნემსების, რომ დაენახა, როგორ
უღებდნენ , გამორიცხული არ იქნებოდა , კიდევ წასვლოდა გული. აუცილებლად
სჭირდებოდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანა.

–რამე სხვაც ხომ არ გითხრა ექიმმა და მიმალავთ?

–მდაჰმ, საიდან ამხელა ფანტაზია ? შენი აზრით, დაგიმალავდი?

–აბა, ასე დაჟინებით რატომ მთხოვს, რომ...

–ეგ აქამდეც უნდა გაგეკეთებინა, სხვაგან გაქცევის ნაცვლად და იმიტომ !–უპასუხა


გაღიზიანებულმა და სახე დაემანჭა, როდესაც დააფიქსირა, როგორ გამოუღო ექთანმა
ნემსი ვენიდან.

–მორჩა, უკვე თავისუფალი ხართ!–გაუღიმა ახალგაზრდა გოგომ და შემდეგ თორნიკეს


მიუბრუნდა :–თქვენ მე წამომყევით , თუ შეიძლება, გაწერის საბუთებია
გასაფორმებელი...

~ 44 ~

AD Download to read ad-free.


* * *
–ხვალვე წავალთ ექიმთან.–გადაჭრით გამოაცხადა თორნიკემ, როგორც კი საჭეს
მიუჯდა , ნიცამ კი, გაკვირვებულმა გახედა.–გყავს შენი გინეკოლოგი ?

–ამმ... ისა...

–გყავს თუ არა?

–არა.

–ჰოდა მაშინ დაურეკე შენს დაქალებს და მოძებნე ვინმე კარგი.

–მასეთი ტონით ნუ მელაპარაკები, ძალიან გთხოვ!

–ნიცა, მინდა, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს, რა არის ამაში გასაკვირი ?

–თავს ისე ვგრძნობ, როგორც შესანახი კონტეინერი!

–ინკუბატორი!–თვალი ჩაუკრა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა.–არა, ისე აქამდე რას


უცდიდი?

–აქამდე შენც კარგად იცი, რა მდგომარეობაც იყო.

–ახლა ეგეც მე არ დამაბრალო, ძალიან გთხოვ!–თვალები აატრიალა, ისე, რომ არც


გაუხედავს, შემდეგ კი, კოლოფიდან კბილებით ამოაძვრინა სიგარეტის ღერი.

–სხვას არაფერს გაბრალებ!–გაბრაზდა ნიცა.–ისეთს, რაც არ გაგიკეთებია. და ნუ ეწევი!

–ბატონო?–უნებურად გაეცინა და წარბებაწეულმა გახედა.

–შენს შვილს სუნი არ სიამოვნებს!–გაუღიმა , ვითომც არაფერიაო , შემდეგ კი,


გამარჯვებულის სახით გაატრიალა თავი ფანჯრისკენ და სიცილი ძლივს შეიკავა,
როდესაც დააფიქსირა , როგორ ამოიოხრა დადიანმა, თუმცა სიგარეტი მაინც
მოისროლა ...

მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია. თამო იკითხა მხოლოდ, გაუკვირდა , საავადმყოფოში რომ
არ იყო, მაგრამ თორნიკემ „ახარა“, ის და ალექსი სახლში გავუშვი და ჩემოდანი
გავატანეო. უზრუნია ბიჭს! ეს არ იყო, თავს რომ იგიჟებდა, ჩემი არ იქნება და რაც გინდა
ის უქენიო? ღირსი იქნებოდა , მართლა მოეშორებინა ნიცას ბავშვი.

–შენი მშობლები არაფერს იტყვიან, ასე უცერემონიოდ რომ მიაყენებ ვიღაც გოგოს
სახლში?–იკითხა ბოლოს, რომ ვერ მოითმინა. მართლა ძალიან აწუხებდა ეს საკითხი.

~ 45 ~

AD Download to read ad-free.

–მარტო ვცხოვრობ .

–მაინც გაიგებენ ...

–მერე?

–არაფერს იტყვიან?

–ნიცა, შენ რა გაწუხებს ? ნუ ღელავ, შენ არავინ არაფერს არ გეტყვის. არც მეზობლები
იჭორავებენ . ბავშვს გააჩენ და როცა შეძლებ, წახვალ.–აუხსნა მარტივად , შემდეგ კი,
მანქანა უზარმაზარი სახლის ეზოში რომ შეასრიალა, ყიფიანს ისე გაუკვირდა ,
გაბრაზებაც კი დაავიწყდა.

–აქ ცხოვრობ მარტო?

–ახლა უკვე შენთან ერთად.–უპასუხა გულგრილად და პირველი თვითონ გადავიდა


მანქანიდან...

* * *
თამო და ალექსი სახლში დახვდნენ. გოგონას ისეთი სახე ჰქონდა ნიცას დანახვისას,
თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა გულიდან. აშკარად შეეტყო, როგორ დამშვიდებულმა
ამოისუნთქა .

–როგორ ხარ? რა გითხრეს?

–უკეთ, უბრალოდ, საშინლად დავიღალე.

–აუ, რისი სუნი დგას?–ცხვირი სასაცილოდ აათამაშა თორნიკემ და პირდაპირ


სამზარეულოსკენ გაემართა, რამდენიმე წამში კი, კმაყოფილი ხმით დაიძახა.–თამო,
ოფიციალურად გაცხადებ რძლად!

~ 46 ~

AD Download to read ad-free.

–ეგ ნიცას შევუწვი!–გაეცინა, დადიანის რეაქციაზე .

–მეც მაგრად მშია, სხვათა შორის!–ძმაკაცს აუბა მხარი ალექსმაც.

–და შენს მეგობარს ჭამა კი არა, დასვენება სჭირდება...–ისევ მისაღებში დაბრუნდა


თორნიკე.–ექიმმა თქვა იწვეს დღეს და ხვალ წავიდეს გამოკვლევებზეო.

–ამის მეგობარს თუ ეტყვი სად უნდა წამოწვეს, მეტად აღარ შეგაწუხებს!–თვალები


დააწვრილა გაბრაზებულმა ნიცამ და ისე გახედა , რომ შეძლებოდა, ადგილზევე
მიახრჩობდა , თამომ კი, ჩაიფხუკუნა მის საქციელზე.

–წავალ , მე მაგიდას გავშლი და თქვენ დალაგდით . ალექს, მომეხმარე, რა!–ცერა და


საჩვენებელი თითებით გამოიწია ყელი და შემდეგ, შეყვარებულთან ერთად გაუჩინარდა
სამზარეულოში...

–წინასწარ გაფრთხილებ, შენს საძინებელში...–კატეგორიული ტონით წამოიწყო ნიცამ,


თუმცა დადიანის სიცილმა ერთიანად ჩამოშალა მისი თავდაჯერებულობა .

–რატომ გგონია , რომ ამხელა სახლში, მაინც და მაინც ჩემს ოთახში დაგაძინებ?

–არც ვაპირებ, ერთხელაც მეყო!–წაისისინა და უკან მიჰყვა კიბეზე მიმავალ ბიჭს.

–ჰო არა? და შანსი რომ გქონდეს, აღარ გაამეორებდი?

–დამცინი ?

–არა, რატომ?–ისე გულწრფელად გაიკვირვა, ეჭვსაც ვერ შეიტანდით, შემდეგ კი,


მარცხნივ პირველივე კარი შეაღო და პირველი თვითონ შევიდა შიგნით.–უახლოესი
ცხრა თვე, ეს იქნება შენი საძინებელი.

–რვა.

–რა?

–რვა თვე.

–მით უკეთესი!–ვალში არ დარჩა. საშინლად აღიზიანებდა, კიდევ აქეთ რომ იყო


გაბრაზებული .–ჩემოდანი გარდერობშია , სააბაზანო აქვე გაქვს, ჩემი ოთახი დერეფნის
ბოლოსაა. მე გავალ, შენც მოწესრიგდი და თუ გინდა, ჩამოდი, ვივახშმოთ.

–არ მშია.

–არგელოდის შია.–გაიმეორა დილანდელი, შემდეგ კი ისე სწრაფად გავიდა ოთახიდან,


გოგონას ხმის ამოღებაც აღარ დააცადა...
~ 47 ~

AD Download to read ad-free.

* * *
მთელი ღამე ვერ მოხუჭა ნიცამ თვალი. თამო და ალექსი კი გვიან წავიდნენ, მაგრამ
მაინც პატარა ბავშვივით გაეტირა. კოშმარი იყო თორნიკესთან ერთად მარტო დარჩენა.
როგორ უნდა გაეძლო მთელი ეს პერიოდი მისი ირონიისთვის? როგორ მოეთმინა
ყველაფერი ? და ყველაზე მეტად მაინც ის აცოფებდა , მართალი რომ იყო! მის ადგილას
სხვა ამდენს არც გაუკეთებდა.

არა, ვერაფერს იტყვით, სახლიც შესანიშნავი იყო და ოთახიც. ყველაფერი გემოვნებით


და ლამაზად მოწყობილი. ნიცას საძინებელს კი ეტყობოდა, სტუმრებისთვის რომ იყო
განკუთვნილი, მაგრამ არაფერი დაეწუნებოდა. ისე მოეწონა, მთელი რვა თვის მხოლოდ
ამ ოთახში გატარება რომ მოუწიოს, სულაც არ იქნება წინააღმდეგი . ერთადერთი
პრობლემა ისაა, უკაბელო ინტერნეტზე ვაჟბატონს პაროლი რომ უდევს. ცოცხალი
თავით არ ჰკითხავს თვითონ, არადა ისეც როგორ გაძლოს? ბოლოს და ბოლოს,
სწავლისთვის ხომ მაინც დასჭირდება .

ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამოარკვია. დიდიხანია ეღვიძა, მაგრამ ადგომა ეზარებოდა.


ცხრასაათიანი ლექციაც სინდისის ქენჯნის გარეშე გააცდინა და არც ექიმთან წავიდოდა ,
ასე ძალიან რომ არ აინტერესებდეს ბავშვის მდგომარეობა .

–გღვიძავს ?–თავი შეყო თორნიკემ. ჯინსის შარვალი ეცვა, კუბოკრული პერანგი კი


უბრალოდ ჰქონდა შემოცმული და უნამუსოდ ახარბებდა იდეალურ პრესს.

–კი, მოხდა რამე?–არც კი წამომჯდარა , ისევე უპასუხა და მაქსიმალურად ეცადა, თვალი


არ გაქცეოდა .

–გაემზადე და წავიდეთ ექიმთან, თორემ სამზე სამსახურში უნდა ვიყო.

–სამსახურში?–აი ახლა კი ჭყიტა თვალები. ეს როდის გამოეპარა?

–ჰო, რა იყო?

–არა, არაფერი... ისე, სამზე რომელი სამსახური იწყება ?

–ჩემი.–მოუჭრა მოკლედ და ისე გავიდა ოთახიდან, მეტი აღარაფერი წამოსცდენია.

არადა, როგორ აინტერესებდა ნიცას? ნუ, თამოს კი ჰკითხავს და გაიგებს , მაგრამ ახლა
შემოუტია ცნობისმოყვარეობამ. ნეტავ, სად მუშაობს? ან ასე გვიან რატომ იწყებს... ჰმ,
საინტერესოა. იქნებ, რამე უკანონოს აკეთებს? აბა, საიდან ამხელა სახლი? თანაც, მარტო
ცხოვრობს . მანქანაც ხომ ჰყავს, ბაიკიც, ამ ყველაფერს კი დიდი ფული სჭირდება... არა,
აშკარად რაღაცაშია საქმე.
~ 48 ~

AD Download to read ad-free.

სწრაფად გაიქნია თავი უაზრო ფიქრების გასაგდებად და საკუთარ თავზევე გაეცინა.


როგორი გაბრაზებული იყო, რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა ერთი კვირის წინ, ახლა კი,
სულელი გოგოსავით, იდგა გარდერობის წინ და არჩევდა, რა ჩაეცვა. თითქოს პაემანზე
მიდიოდა ოცნების მამაკაცთან. არა, კი ეგონა ადრე, რომ მართლა მიაგნო უცხენო
პრინცს, მაგრამ თურმე, საშინლად ცდებოდა. გვირგვინის ნაცვლად, ბავშვი შერჩა.

გაღიმებულმა მოისვა მუცელზე ხელი. რამდენიც არ უნდა ეფიქრა , მაინც ვერაფრით


წარმოიდგენდა , რომ ოცი წლის ასაკში დედა გახდებოდა. ყოველთვის იმას ამბობდა,
სანამ სწავლას არ დავამთავრებ და კარიერას არ ავიწყობ, არაფერს ვაპირებო,
მამიდამისსაც დასცინოდა, გათხოვებაზე რომ ეჩიჩინებოდა, ახლა კი... მართალია არ
გათხოვილა, მაგრამ დაორსულდა. თანაც ადამიანისგან, რომელსაც წამითაც კი არ
უფიქრია სხვანაირ ურთიერთობაზე . ჰმ, ბედიც ასეთი უნდა.

–ნიცა, დაღამდა!–კიდევ ერთხელ მიუკაკუნა მოთმინებაგამოლეულმა თორნიკემ და


როდესაც დაინახა, რომ ჩაცმული იყო, თვალები აატრიალა.–რაღას იპრანჭები? წამოდი!

–თუ ასე გეჩქარება ,წადი, არაა საჭირო, რომ წამომყვე.

–შენ არც მოგყვები , მე ის მაინტერესებს, ჩემი შვილი როგორ გრძნობს თავს.

–მაპატიე , დამავიწყდა, რომ ინკუბატორი ვარ!–გაუღიმა ირონიულად, ჩანთას ხელი


დაავლო და გაბრაზებული, პირველი თვითონ გავარდა ოთახიდან.

* * *
ისე მოუსვენრად იჯდა მისაღებში, ვეღარ ითმენდა, როდის მოვიდოდა მისი რიგი.
ფეხებს ათამაშებდა და შურით აყოლებდა იმ გოგონებს თვალს, ექიმის კაბინეტიდან რომ
გამოდიოდნენ. საშინლად ეშინოდა. ზოგადად, ექიმები დიდად გულზე არ ეხატებოდა,
როგორც ყველას, თუმცა ახლა, მაინც განსაკუთრებულად ნერვიულობდა. თორნიკე კი,
უდარდელად მოკალათებულიყო მის გვერდით და მშვიდად ათვალიერებდა
„ფეისბუქს“.

–ნიცა, ტვინში მიკაკუნებს შენი ფეხსაცმელების ხმა.–ამოიოხრა ბოლოს, გოგონამ


შეუმჩნევლად რომ უმატა ფეხების ბაკუნის ტემპს.

~ 49 ~

AD Download to read ad-free.

–ნევროპათოლოგს გაესინჯე.

–ეგ არც შენ გაწყენდა!–უპასუხა ისე, რომ არც შეუხედავს, თუმცა მაშინვე ასწია თავი,
როგორც კი თეთრხალათიანმა გოგონამ ნიცას გვარი წარმოთქვა.

–შეგიძლიათ შებრძანდეთ, ექიმი გელოდებათ!–გაუღიმა და ისევ კარს მიღმა


გაუჩინარდა , ყიფიანმა კი ისეთი სახით გადახედა ბიჭს, თითქოს ელოდებოდა, რომ
შეჰყვებოდა.

–წამოგყვე ?

–როგორც გინდა...–საწყლად აიჩეჩა მხრები, თორნიკემ კი ოხვრით გადაიქნია თავი,


თუმცა მაინც წამოდგა . სიმართლე ითქვას, თვითონაც არანაკლებ აინტერესებდა, რას
იტყოდა ექიმი.

კაბინეტში შუახნის, მოკლეთმიანი, ფუმფულა ქალი დახვდათ. ღიმილზევე ეტყობოდა ,


როგორი თბილიც იყო და ნიცას თითქოს მაშინვე მოეხსნა ნერვიულობა , თუმცა, სულ
ტყუილად. წარმოდგენაც არ ჰქონდა , წინ რამდენი პროცედურა ელოდა.

–აბა, ლამაზო გოგო, რა გვაწუხებს?–გაუღიმა ექიმმა , რომელსაც , როგორც მაგიდაზე


დადებული დაფიდანაც ჩანდა, მაია ერქვა.

–ორსულობის ტესტები გავიკეთე და ყველა დადებითი იყო...

–მომილოცავს!–კიდევ უფრო გაუფართოვდა ღიმილი .–ანუ, კონსულტაციაზე ვართ. რაო,


მამიკო , აღარსად ვუშვებთ მარტოს?–შემდეგ კი, თორნიკეს მიუბრუნდა, მაგრამ საპასუხო
რეაქცია რომ ვერ მიიღო, ისევ ნიცაზე გადაერთო .–ესე იგი, ახლა გაგიშვებ შენ
ექოსკოპიაზე და შემდეგ პასუხებით შემოხვალ ჩემთან. სისხლის საერთო ანალიზი
გაკეთებული გაქვს?

–გუშინ გაუკეთეს საავადმყოფოში, გული წაუვიდა .–ხმა ამოიღო დადიანმაც.

–ხომ არ წამოგიღიათ ფურცელი ?

–არა, მაგრამ ყველაფერი ნორმაში ჰქონდა .

–ძალიან კარგი, მეტად აღარ დაგჩხვლეტ მაშინ, აი, მიმართვა გამომართვი და სამას
შვიდში შედი ნინოსთან.–შემდეგ კი, მართკუთხა ფორმის, გაურკვეველწარწერიანი
ბარათი გაუწოდა და ანიშნა, რომ შეეძლოთ წასულიყვნენ...

–რა საყვარელი ქალია!–გაეღიმა ნიცას, როგორც კი კაბინეტიდან გამოვიდნენ.

–საიდან დაასკვენი?
~ 50 ~

AD Download to read ad-free.

–თბილია . და შენ თუ ასე უჟმურად უნდა იყო, წადი საერთოდ.

–რას მელაპარაკები, გაწუხებ?–გაეცინა.–შეგახსენო, რატომ წამოგყევი?

–ექოსკოპიაზეც უნდა შემომყვე?

–აბა, შენი და მაიას საუბარი კი არ მაინტერესებდა!–თვალები აატრიალა, რა არის


გაუგებარიო და პირველმა თვითონ შეაღო მორიგი ექიმის კაბინეტის კარი...

ცოტა არ იყოს, თავს უცნაურად გრძნობდა . აბა როგორია , რამდენიმე წამში, საკუთარი
შვილის გულისცემა უნდა მოესმინა, რომელიც მის შიგნით ცოცხლობდა. პასუხებზე
მეტად, მონიტორზე ამ პატარა არსების დანახვა უფრო აინტერესებდა და ღელვა კიდევ
უფრო ემატებოდა, თორნიკეც რომ შეჰყვა შიგნით. ერთი შეხედვით, სასაცილოც კია, მის
წინაშე უხერხულად რომ გრძნობს თავს, ბოლოს და ბოლოს, მისგანაა ორსულად , მაგრამ
მაინც საშინლად დაძაბულია. ერჩივნა სულ მარტო წამოსულიყო , ვიდრე ასე,
ზედამხედველივით დასდგომოდა თავს დადიანი.

მოულოდნელობისგან შეკრთა, მუცელზე სიცივე რომ იგრძნო, შემდეგ კი, ექოსკოპიის


აპარატმა დაუწყო ღიტინი . არც გუგუნის ხმა გაუგია და მონიტორიც ისე იდგა, ვერაფერს
ხედავდა. რატომ არ ისმის გულისცემა?

–მერამდენე ორსულობაა?–საქმიანი ხმით ჰკითხა თეთრხალათიანმა და რაღაცების


ჩანიშვნა დაიწყო .

–პირველი .–უპასუხა ხმადაგუდულმა და შეშინებული თვალებით გადახედა თორნიკეს,


თუმცა ისიც არანაკლებ დაბნეული ჩანდა.

–ყველაფერი რიგზეა ?–იკითხა ბოლოს დადიანმა, მეტი რომ ვეღარ მოითმინა.

–ცოტათი ტონუსი არ მომწონს...

–გულისცემის ხმა რატომ არ ისმის?–ამოიკნავლა ნიცამაც და შეშინებულს აუწყლიანდა


თვალები. იქნებ... არა, შეუძლებელია.

–არ ჩამირთავს და იმიტომ...–გაეღიმა ქალს მის გულუბრყვილობაზე .–ნუ ღელავთ,


ნაყოფს არაფერი სჭირს. ხუთი კვირის ორსული ხართ, დეტალურად დაგიწერთ
ყველაფერს და შემდეგ თქვენი გინეკოლოგი აგიხსნით, როგორ უნდა მოიქცეთ.

–არ შეიძლება, რომ დავინახოთ?

–კიბატონო.–შეუტრიალა მონიტორი და თითქმის შეუმჩნეველი წერტილისკენ ანიშნა.–


ახლა კი, გულისცემასაც ჩაგირთავთ...

~ 51 ~

AD Download to read ad-free.

და შემდეგ, მთელი ოთახი ისეთი აჩქარებული ბაგაბუგით აივსო, ნიცას სუნთქვაც კი


შეეკრა ემოციისგან. იმ მომენტში ზუსტად იცოდა, ამაზე ბედნიერად თავი არასდროს
უგრძვნია . ერთიანად ჟრუანტელმა დაუარა , როცა გაიაზრა, რომ ახლა მხოლოდ
თეორიულად კი აღარ იცოდა ბავშვის არსებობის შესახებ, ან კი არ გრძნობდა , ხედავდა
კიდეც. და ვერც თავი ვეღარ შეიკავა ცრემლებისგან . სწრაფადვე აემღვრა მზერა და
თორნიკეს რომ გახედა გულაჩქარებულმა , ისიც ისეთი სახით უყურებდა მონიტორს,
წამიერად გაიფიქრა , რომ ამიერიდან მათ შორის რაღაც ახალი დაიწყებოდა .

–აი, ეს გამომართვით ...–ქაღალდის ხელსახოცი გაუწოდა ექიმმა , მუცელი რომ


გაეწმინდა.–ესეც პასუხების ფურცელი და ჩემგან თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ
მაიასთან შეხვიდეთ.–შემდეგ კი, გაუღიმა და როდესაც „წყვილმა“ კაბინეტი დატოვა,
ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა...

–რა პაწაწინა იყო...–ჩაეღიმა თორნიკეს, სანამ ექიმთან შევიდოდნენ. არც უნდოდა


დიდად ემოციის გამომჟღავნება, მაგრამ მეტად ვეღარ შეიკავა თავი.

–და როგორ სწრაფად უცემდა გული!–აჰყვა ნიცაც. ისეთი ბედნიერი იყო, სულ არ
ადარდებდა რა მდგომარეობაში იმყოფებოდა.

–ტონუსი რა არის?–თუმცა , სრულიად მოულოდნელად ჰკითხა დადიანმა და თითქოს ამ


კითხვით სილა გააწნა. არც კი ახსოვდა, ნინომ რომ თქვა, არ მომწონსო...

–როგორც ვიცი, დაჭიმულობაა და საშიშია...–შეწუხებული სახით ამოიოხრა და


დაკაკუნების შემდეგ, წეღანდელივით აღელვებულმა შეაღო მაიას კარი.

ხვდებოდა, ერთი დღისთვის ზომაზე მეტი ნერვიულობა რომ მოუვიდა , მაგრამ მაინც
ვერ მშვიდდებოდა. პატარა ბავშვივით ცქმუტავდა, სანამ ექიმი ფურცლებს ჩაჰყურებდა.
მთავარი კი უკვე გადაიარა, როცა გულისცემა მოისმინა, მაგრამ არანაკლები წინ ჰქონდა.
თორნიკესაც კი ატყობდა, მოუსვენრად რომ იჯდა და რამდენჯერმე ტუჩზეც იკბინა,
სიჩუმის შესანარჩუნებლად.

–აღარაფერს იტყვით?–საბოლოოდ, ისევ დადიანს უმტყუნა მოთმინებამ, დაახლოებით


ათი წუთი რომ გავიდა სიჩუმეში, თუმცა მაიამ ისეთი თვალებით ახედა, წამშივე
გააჩუმა.

–ნიცა, საყვარელო, წელის ტკივილი ხომ არ გაწუხებს?

–არა... უნდა მაწუხებდეს?

–ტონუსი გაქვს ძალიან მომატებული. მძიმეებს ხომ არ სწევდი? ან ფიზიკურად ხომ არ


იტვირთებოდი ?

~ 52 ~

AD Download to read ad-free.

–არა, არაფერი მსგავსი. მხოლოდ თავბრუსხვევები მქონდა და რამდენჯერმე გული


წამივიდა .

–ეგ ბუნებრივია , ორსულობის სიმპტომებია.

–და ეგ რაღაც საშიშია?–ჩაერთო თორნიკეც.

–თუ არ მივხედავთ, საშიშია, განსაკუთრებით , პირველ ტრიმესტრში.

–წამლები უნდა დავლიო ?

–არა. ჯერ–ჯერობით , ორკვირიანი წოლითი რეჟიმი დავნიშნოთ და თუ არ


გამოსწორდება , შემდეგ უკვე სხვანაირად ჩავერევით ...

–და თუ არ გამოსწორდება, რა მოუვა?–ვერ ისვენებდა დადიანი.

–ზედმეტად მომატებულმა ტონუსმა, შესაძლოა ნაყოფის მოშორება გამოიწვიოს ...

თავი 6

ძლივს მოახერხა ცრემლების შეკავება. ძალიან ერიდებოდა უცხო ადამიანის წინაშე


ტირილის . არც თორნიკესთან აცრემლების პერსპექტივა ეხატებოდა დიდად გულზე,
მაგრამ ამას აღარ დარდობდა , მთავარი იყო მანამდე გაეძლო, სანამ კაბინეტიდან
გავიდოდნენ. ექიმს მეტი აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ზოგადი რჩევებით
შემოიფარგლა, ნერვიულობის, ალკოჰოლის, სიგარეტისა და კოფეინის აკრძალვასთან
დაკავშირებით , ორი კვირის შემდეგ შევხვდებითო, გაუღიმა და დაემშვიდობა.

ისეთი სახით გამოვიდა ნიცა კაბინეტიდან, ვინმე იფიქრებდა , რომ რაღაც საშინელება
უთხრეს. და იყო კიდეც მისთვის საშინელება ის, რაც მოისმინა. ბავშვს რომ მართლა
რამე მოსვლოდა , მერე? როგორღა უნდა ეცოცხლა? ეს პატარა რომ გამქრალიყო, ახლა
შიგნით რომ ეჯდა, ალბათ ჭკუიდანაც გადავიდოდა . ვერ გადაიტანდა, ეს ზუსტად
იცოდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, შემდეგ რას მოიმოქმედებდა.

–ნიცა, რა გჭირს?–ფიქრებიდან ჯერ თორნიკეს ხმამ გამოიყვანა, შემდეგ კი ხელზე


შეხებამ. ისეთი სახით უყურებდა , თვითონვე შეეშინდა.

~ 53 ~

AD Download to read ad-free.

–რა მჭირს?

–გადათეთრდი. რამე მოგივიდა ? შევბრუნდეთ, გინდა?

–არა, არა, არაფერია .–გაუღიმა ნაძალადევად და პირველი თვითონ მოკალათდა


მანქანაში...

ყელში გრძნობდა გულისცემას და მთელი გზა მუცელზე ელაგა ხელები. არც კი უნდოდა
იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა რაღაც ცუდი მომხდარიყო. რატომ ემართება
ყველაფერი მას? ხომ შეიძლება, ბავშვი მაინც გაჩნდეს პრობლემების გარეშე? მაგრამ არა,
ყველაფერი უნდა გაურთულდეს , როგორც ყოველთვის! იგრძნო , როგორ გაეჩხირა მძიმე
ბურთი, შემდეგ კი, ტუჩზე იკბინა, ხმამაღლა რომ არ აღრიალებულიყო , თუმცა არ
გამოუვიდა და მაინც გადმოუშვა ცრემლები .

საქარე მინას იყო მიშტერებული დადიანი და საჭეზე ძლიერად შემოეხვია თითები,


სრუტუნის ხმა რომ გაიგონა. თავიდან არც მიაქცია ყურადღება , იფიქრა მომეჩვენაო,
შემდეგ კი, ისევ რომ განმეორდა, მაქსიმალურად შეუმჩნევლად გააპარა თვალი
მარჯვნივ და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძალიან შიგნით, რაღაცამ
მტკივნეულად გაკაწრა. მაშინვე მიხვდა ნიცას ცრემლების მიზეზს, მაგრამ ის ვერ
მოიფიქრა , რა უნდა ეთქვა. როგორ დაემშვიდებინა? თვითონაც ცუდად გრძნობდა თავს
ექიმის სიტყვების გამო. ცდილობდა , არ შეემჩნია, არც კი ეფიქრა ამაზე, მაგრამ თითქოს
სული ეხუთებოდა, როდესაც იაზრებდა , რომ ბავშვის სიცოცხლე რისკის ქვეშ იყო.
მართლა რომ მოშლოდა მუცელი, მერე? ამაშიც თვითონ იქნებოდა დამნაშავე.რამდენი
ანერვიულა...

–ნიცა, კარგი, რა...–ამოიოხრა ბოლოს, ზედმეტად რომ შეაწუხა სინდისმა, გოგონა კი,
მისი ხმის გაგონებისას, უფრო ატირდა . ყოველთვის ასე მოსდიოდა, როცა
ამშვიდებდნენ, გული უჩუყდებოდა და ტირილს უმატებდა , ახლა კი, თითქოს საპნის
ბუშტი იყო და ერთიანად გასკდა .

–მოვკვდები , რამე რომ მოუვიდეს...–ამოისლუკუნა ნაწყვეტ–ნაწყვეტ და გული


ამოუჯდა, თორნიკემ მანქანა გზიდან რომ გადაიყვანა. საერთოდ არ ჰქონდა ახლა მასთან
საუბრის თავი, მაგრამ , როგორც ჩანს, ვერ ასცდებოდა.

–არაფერი არ მოუვა, გესმის?–გაისმა დადიანის საოცრად დარწმუნებული ხმა, შემდეგ კი


ნიკაპზე მოჰკიდა ხელი და თავი ისე შეატრიალებინა, პირდაპირ თვალებში რომ
ეყურებინა .

ყველაფერი ერთად იკითხებოდა მის მზერაში. თავდაჯერებულობა, იმედი, რწმენა,


რომელიც საკუთარი სიტყვების მიმართ ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ ოდნავ,

~ 54 ~

AD Download to read ad-free.

მაინც ჩანდა შიში და ეს საკმარისი იყო ნიცასთვის, კიდევ უფრო ხმამაღლა რომ
ატირებულიყო .

–ძალიან მეშინია...–ამოიჩურჩულა და არც უფიქრია , ისე ჩამოადო მხარზე თავი. ისე


ძალიან სჭირდებოდა ახლა ვინმეს მხარდაჭერა, არც ადარდებდა, რას იფიქრებდა
თორნიკე. ბოლოს და ბოლოს, იმ ბავშვის მამა იყო, რომელსაც მუცლით ატარებდა. რა
ჰქონდა დასამალი? სულაც არ იყო საჭირო ემოციების გაკონტროლება და ცრემლების
ჩუმად ყლაპვა.

დადიანი კი, იჯდა გახევებული და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო . ხელიც კი ვერ


მოხვია, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. რა ჯანდაბა ემართება? როგორ
შეიძლება ამხელა კედელი ჰქონდეს აღმართული იმ გოგოსთან , რომელიც დააორსულა?
სასაცილოდაც კი ჟღერს. ისე იქცევიან, ვინმემ შორიდან რომ შეხედოს, არც დაიჯერებს,
თუ ოდესმე მათ შორის რამე ყოფილა.

–შენ ხომ გრძნობ, რომ შენთანაა?–წამოიწყო ბოლოს, როცა მიხვდა, ნიცა რომ გაჩერებას
არ აპირებდა .

–კი...

–ჰოდა, ნუ ტირი. არაფერი არ მოუვა , იმდენი ინერვიულე, გასაკვირიც იქნებოდა,


ყველაფერი რიგზე რომ გქონოდა.

–რომ თქვა, შეიძლება ნაყოფი მოგშორდესო ?

–მერე ის ხომ არ უთქვამს, აუცილებლადო. დამშვიდდი და ნუღა ტირი, თორემ გრძნობს,


ხომ იცი?–გაუღიმა და ცერებით შეუმშრალა ცრემლები.

ისეთი თვალებით უყურებდა ნიცა, ყველაფერს დაუჯერებდა , რაც არ უნდა ეთქვა.


თითქოს მისი სიტყვები სჭირდებოდა მხოლოდ, გონზე მოსასვლელად. უპირობოდ
ირწმუნებდა ყველაფერს, ყველაზე დიდ ტყუილსაც კი, მთავარი იყო ეთქვა. მის მზერაში
იგრძნო ეს დადიანმა და ისეთი უცნაური შეგრძნება გაუჩნდა, ძალიან გაუჭირდა
ხელების მოშორება მისი სახიდან.

–შეიძლება?–იკითხა გაუაზრებლად და მზერით მუცელზე ანიშნა. საშინლად მოუნდა ,


შეხებოდა. იცოდა, რომ ჯერ მაინც ვერაფერს იგრძნობდა, მაგრამ თითქოს სისხლმაც კი
უფრო სწრაფად დაიწყო მოძრაობა ძარღვებში, ისე მიაწვა სურვილი. აქამდე რატომ არ
უფიქრია ამაზე?

აცრემლებულმა დაუქნია ნიცამ თავი და სუნთქვა შეეკრა, როდესაც თორნიკეს ხელი


მუცელზე იგრძნო. წამებში დაავიწყდა რამდენიმე დღის წინ საკუთარი თავისთვის

~ 55 ~

AD Download to read ad-free.

დადებული პირობა , მისი დავიწყების შესახებ. ღმერთო, იმდენჯერ ჰქონდა


წარმოდგენილი ეს მომენტი და იმდენ სხვადასხვანაირ სიტუაციაში, ვერც კი იჯერებდა,
ახლა რომ რეალურად ხდებოდა. ბრაზდებოდა, ასე მარტივად რომ დაივიწყა
ყველაფერი , მაგრამ უბრალოდ შეუძლებელი იყო სხვა რამეზე ეფიქრა , როდესაც
დადიანის თბილი ხელი ასე ფრთხილად ეფერებოდა მუცელზე.

–ჯერ არ გაინძრევა, ხო?–ჩაეცინა ბოლოს და ნიცასაც გაეღიმა მის შეკითხვაზე.


–იცი რამხელაა?

–რამხელა ?

–ხუთი მილიმეტრი!–რაც მართალია, მართალია , ვერც თვითონ იჯერებდა , მაგრამ


ექოსკოპიის ფურცელში ყველაფერი დეტალურად ეწერა.

–კარგი , რა! მასეთი პატარა?

–აბა რა გგონია , მეტი დიდი რომ იყოს, პლუს მთელი ცხრა თვე იზარდოს, ბოლოს სად
უნდა ჩამეტიოს?–იკითხა სრული სერიოზულობით, თორნიკეს კი სიცილი აუტყდა მის
შეკითხვაზე.

–ისე, რას ფიქრობ , გოგოა თუ ბიჭი?

–სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს,–აღარ დაუმალა და ჩაიფხუკუნა .

–დედები გრძნობენო...

–ჰო, მაგრამ ჯერ ძალიან პატარაა. შენ...–წამიერად გაჩუმდა . არც იცოდა, ეკითხა თუ არა.
როდის ჩამოუყალიბდა თორნიკესთან ასეთი უშუალო ურთიერთობა ? ღირდა საერთოდ?
მისთვის ხომ მხოლოდ ინკუბატორი იყო.–შენ ბიჭი გინდა?–მაგრამ მაინც გაბედა და
ცოტა არ იყოს, გაურკვეველი მზერაც დაიმსახურა საპასუხოდ.

–არგელოდის რომ ვეძახი, იმიტომ? თუ საიდან დაასკვენი?

–რა ვიცი...–მხრები აიჩეჩა დაბნეულმა. ისე უხერხულად იგრძნო თავი. ნეტავ საერთოდ
არ ეკითხა.

–ნუ, სიმართლე გითხრა, მე ჯერ მამობას საერთოდ არ ვაპირებდი... მაგრამ რადგან ასე
გამოვიდა , რა მნიშვნელობა აქვს?

–გასაგებია .–მოუჭრა მოკლედ, პირველი წინადადებით გაღიზიანებულმა . იმას კი არ


უარყოფდა , ამ ბოლო დროს ყველაფერი რომ ნერვებს უშლიდა და შეიძლებოდა ისეთ

~ 56 ~

AD Download to read ad-free.

რამესაც გაებრაზებინა, რასაც აქამდე ყურადღებასაც არ მიაქცევდა, მაგრამ მაინც


არასასიამოვნო მოსასმენი იყო ის, რომ დადიანს მომავლის გეგმები შეუცვალა.

ბიჭსაც, აღარაფერი უთქვამს. მხოლოდ ამოიოხრა, როცა მიხვდა რაც მოხდა, მაგრამ
მაინც არ აპირებდა არც ბოდიშის მოხდას, არც ტყავიდან გაძვრომას, ნიცას
შესარიგებლად. რა უთხრა ტყუილი? თვითონაც ხომ იცოდა, ყველაფერი შემთხვევით
რომ მოხდა. უფრო მეტიც, ლოგიკური თვალსაზრისით, სწორედ თორნიკე გამოდიოდა
„მსხვერპლი“, რომლის სურვილიც არ გაითვალისწინეს და მოატყუეს. მაგრამ ამას ახლა
უკვე აღარანაირი მნიშნველობა არ ჰქონდა . ერთადერთი , რაც ახლა აინტერესებდა,
ბავშვი და მისი ჯნამრთელობა იყო. თავს დამნაშავედ გრძნობდა, ყველაფერი ასე რომ
მოხდა. იქნებ, თავის დროზე ამდენი რომ არ ენერვიულებინა, ახლა ყველაფერი
სხვანაირად ყოფილიყო .

სახლამდე ისე მივიდნენ, აღარც ერთს ამოუღია ხმა. საკუთარ თავზე ეშლებოდა ნიცას
ნერვები , ასე რომ გაუტია . არა, რა ეგონა? რადგან მუცელზე ხელი დაადო და ცრემლები
შეუმშრალა, ყველაფერი შეიცვალა? შეუყვარდა? ჰმ, კი, როგორ არა! თვითონ იყოს
სულელი, თორნიკესი რა ბრალია .

–არ გშია?–კიბეზე ადიოდა უკვე, დადიანის ხმა რომ მისწვდა.

–ჯერ არა, თუ მომშივდება, ჩამოვალ.

–დილითაც არაფერი გიჭამია . ხომ იცი...

–თორნიკე , ბავშვი თავის მისაღებ საკვებს, ისედაც იღებს,–გააწყვეტინა უხეშად.–და მე


რაც შემეხება, არ მშია.–შემდეგ კი, აღარც დალოდებია ისე აუყვა კიბეს და მეტი
ეფექტისთვის, საძინებლის კარიც საკმაოდ ხმაურიანად მიიხურა .

* * *
–აი ყველაზე მეტად, შენზე ვერ ვიფიქრებდი მაგას!–ჯერ კიდევ მოსმენილით
გაოცებული იყო ირა. კი ატყობდა ამ ბოლოს დროს ნიცა რომ ძალიან შეიცვალა, ბევრი
საიდუმლოებაც გაუჩნდა და საერთოდაც, ძალიან იშვიათად ხედავდა, მაგრამ ასეთი
ამბები თუ ტრიალებდა მის თავს, რას წარმოიდგენდა?! ცოტა ხნის წინაც, რომ დაურეკა
და უცნობი მისამართი ჩააწერინა, აქ მოდიო, ვერც მაშინ იეჭვა ვერაფერი .

~ 57 ~

AD Download to read ad-free.

–და როდემდე აპირებდი ჩვენთვის დამალვას?–არ ჩამორჩა ანიც. გოგონამ ყველანი


ერთად შეკრიბა და საბოლოოდ, მათაც „ახარა“ ახალი ამბავი. კი იცოდა, განსხვავებული
რეაქციები რომ მოჰყვებოდა, მაგრამ ასეთსაც არ ელოდა.

–რადგან ის სულელური გადაწყვეტილება შეცვალე და ბავშვი დაიტოვე, აღარაფერს


გეუბნები .–ხმა ამოიღო თეკომაც. თვითონაც დედა იყო და მაინც, ასე თუ ისე, სხვებთან
შედარებით რბილად შეხვდა ახალ ამბავს .

–თქვენ გგონიათ, მე მინდოდა?–ამოიოხრა და თამოს ისეთი სახით გადახედა, აშკარად


ანიშნებდა, დამეხმარეო.

–დაგაძალა, ხო?–არ ჩერდებოდა ირა.–კარგი , რა. არა, აი მანც ვერ ვხვდები, შენ, რომელიც
სტიპენდიას და სწავლას იყავი გადაყოლილი , ვიღაც თვითკმაყოფილმა იდიოტმა ასე
ძალიან როგორ გადაგრია ?!

–მასეთი ცუდი ბიჭიც არ არის.–ხმა ამოიღო თამომაც.–ნუ კი, თავიდან მეც ვლანძღავდი,
მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დავადანაშაულებ.

–და რას აპირებ, ნიცა? სანამ გააჩენ, აქ იქნები, მაგრამ მერე? ბავშვზე როგორ იმოქმედებს
თქვენი ურთიერთობა ?! შენ არ გინდა სიყვარული?

–ანი, გეხვეწები, ახლა მეტის დამატება მართლა არ მჭირდება .

–არ გიმატებ. უბრალოდ რეალობას გაჩვენებ, რომელიც გელოდება. რა უნდა ქნა?


მშვიდად უყურო, როგორ გაიჩენს შენი შვილის მამა შეყვარებულს? და შენ ამ დროს
სახლში იჯდე და სტაფილოს წვენი სვა? არ გეუბნები , რომ ბავშვი უნდა მოიშორო, ის
მართლა არაფერ შუაშია, მაგრამ თავის დროზე რატომ არ დაფიქრდი ?

–თეორიულად , მეც ვიცი, რომ დამნაშავე ვარ...

–დამნაშავე კი არა, სულელი ხარ!

–და იქნებ, სულაც არ წავიდეს ყველაფერი ისე, როგორც ჩვენ გვგონია?–ისევ ჩაერთო
თეკო.–ბავშვი კაცს ძალიან ცვლის!–შემდეგ კი, სასაცილოდ აათამაშა წარბები და ნიცამაც
ვერ შეიკავა თავი, რომ არ ჩაეფხუკუნა.

–დღეს უკვე მუცელზე დამადო ხელი...–წაილაპარაკა სასხვათა შორისოდ და მართლაც,


წამებში შეიცვალა ყველაფერი . აქამდე თუ მთელი სამეგობრო მომხდარს დიდ
შეცდომად აღიქვამდა, ახლა უკვე იმის დაგეგმვაც დაიწყეს, რას ჩაიცვამდნენ ქორწილში.

–რა დარწმუნებული ხარ, შეყვარებული რომ არ ჰყავს?–მაგრამ საბოლოოდ, მაინც


იკითხა ირამ ის, რომელი კითხვისაც ნიცას ყველაზე მეტად ეშინოდა. არც კი უნდოდა

~ 58 ~

AD Download to read ad-free.

ამაზე ფიქრი . არა, განა იმიტომ, რომ თორნიკეს სხვის გვერდით წარმოდგენა არ შეეძლო.
უბრალოდ, თავს კიდევ უფრო დამნაშავედ იგრძნობდა, როცა გაიაზრებდა , რომ სხვას
ცხოვრება დაუნგრია .

–არ ჰყავს.–დამაჯერებლად გაისმა თამოს ხმაც.–და იმას ნამდვილად არ ვამტკიცებ, რომ


ნიცას მიმართს რამეს გრძნობს, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა , სანამ სიმართლე არ
გაარკვია .

–საავადმყოფოშიც რომ გავახილე თვალები, ჩემს მუცელზე ედო თავი და ისე ეძინა...

–ნიცა, გეყოფა !–თვალები აატრიალა ანიმ.–ნუ იქმნი ილუზიებს . ხომ ხედავ, სადამდე
მიგიყვანა ამ ყველაფერმა ? უბრალოდ დამშვიდდი და დაელოდე, რას მოიმოქმედებს...
ხომ იცი, ყველაზე მეტად ის მინდა, ბედნიერი რომ იყო, მაგრამ მგონია, ასე გული უფრო
გეტკინება...

კიდევ დიდხანს ისაუბრეს . უფრო მეტად ბავშვზე, ვიდრე მისი მშობლების


ურთიერთობაზე . თეკო ნიცას ამშვიდებდა, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე,
რჩევებსაც უზიარებდა, დანარჩენები კი უკვე ონლაინ მაღაზიების გვერდზე
დაძვრებოდნენ და ტანსაცმელს არჩევდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, სიტუაციისა და
იმ გარემოებისა , რომლის შედეგადაც ეს პატარა ჩნდებოდა, მაინც მოუთმენლად
ელოდნენ და ეს ერთადერთი იყო, რაც ყიფიანს ახარებდა. გულის სიღრმეში, ანის
პოზიციას იზიარებდა და ძალიანაც ეშინოდა, ამ ასაკში და თან ასე მოულოდნელად რომ
ხდებოდა დედა. კი, მთელი რვა თვე ჰქონდა წინ საფიქრალად და მომხდარის
გადასახარშად, მაგრამ ... როგორ შეეთავსებინა უნივერსიტეტი და ბავშვი
ერთმანეთისთვის? ან როგორ ევლო ლექციებზე წამოზრდილი მუცლით და მშვიდად
ჩაეყლაპა ყველაფერი, რასაც მასზე იტყოდნენ? ის, რომ სწავლას თავს არ დაანებებდა,
ზუსტად იცოდა. პრინციპში, რომც სდომოდა, მაინც არ გამოუვიდოდა . მერე რა უნდა
ექნა? სამუდამოდ თორნიკესთან ხომ არ დარჩებოდა . ბავშვისთვის კი, რომლის
არსებობაზეც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა , უზრუნველი მომავალი უნდა შეექმნა.
მხოლოდ გაჩენა ხომ არ არის, უნდა ეზრუნა კიდეც, ამ ყველაფერს კი, ფული
სჭირდებოდა.

თითქმის არ ჩართულა გოგონების საუბარში. მხოლოდ უღიმოდა და თავს უქნევდა


ფიქრებით კი სულ სხვაგან იყო და შეამჩნიეს კიდეც ეს. სწორედ ამიტომ, აღარც
დარჩენილან დიდხანს. მართალია, მეგობრების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია,
მაგრამ ზოგჯერ, არსებობს ისეთი მომენტებიც, როცა ერთადერთი სასურველი რამ,
საკუთარ თავთან მარტო დარჩენაა.

~ 59 ~

AD Download to read ad-free.

–შენ იწექი, გასასვლელს მივაგნებთ !–თვალი ჩაუკრა თამომ, როდესაც


ემშვიდობებოდნენ, თუმცა გოგონამ მაინც ვეღარ მოისვენა.

–მთელი დღეა საწოლის ფორმა მივიღე.

–ორი კვირა როგორმე უნდა გაუძლო .

–გაგაცილებთ და ქვემოთ წამოვწვები , დივანზე. ის მაინც არ ბრძანდება სახლში.

–ჩემს ეჭვებს, მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით , არ გაგიზიარებ , ისედაც კარგად


დაგამუშავე დღეს.–გაეცინა ანის და მეგობარი გულში ჩაიკრა.

–და სხვათა შორის...–წასვლამდე წამოიწყო ირამ, მეტისმეტად დამაინტრიგებელი


ხმით.–ორ კვირაში შუალედურები გეწყება...–და სწორედ ეს იყო ის ფრაზა, რომლითაც
ნიცას თავში აგური ჩაარტყა . ამაზე აქამდე როგორ არ იფიქრა ? რა გამოდის , სემინარების
გაცდენის ქულაც უნდა დაკარგოს და ამავდროულად, შუალედურებზეც ჩაფლავდეს?
მგონი ეს ბავშვი დასცინის. რაღა ახლა მოუნდა წოლითი რეჟიმი? მჯდარიყო თავისთვის
მუცელში მშვიდად, არ შეეძლო?

–დე, არ გრცხვენია?!–დაიწყო წუწუნი , გოგონები რომ გააცილა და პიჟამაში


გამოწყობილი გაფრატუნდა სამზარეულოში.–რა ვქნათ ახლა ჩვენ? იმედია, ჭკვიანად
მოიქცევი და კოტრიალის რეჟიმის გაგრძელება არ დაგვჭირდება...–ამოიოხრა და
მუცელზე მოისვა ხელი. კი იცოდა, რომ ბავშვს კი არა, დაახლოებით, მარწყვის წიპწის
ტოლ ნაყოფს ესაუბრებოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, მაინც ესმოდა. ბოლოს და
ბოლოს, მისი გულის ქვეშ იჯდა და რატომ ვერ უნდა გაეგონა?

ცხვირაბზუებულმა დაიარა კარადები , მაგრამ საჭმელად გამოსადეგარს ვერაფერს


მიაგნო. ეს ბიჭი ნეტავ სულ მშიერი დადის? მაცივარი იცოცხლე, კი ჰქონდა სავსე
ლუდის ბოთლებით . საინტერესოა, დილით რომ სთავაზობდა, ვჭამოთო, რას
გულისხმობდა ? თვითონ რა ედარდება , დადის ალბათ ბარებში და ერთობა, ნიცამ
იკითხოს, თორემ... გულდაწყვეტილმა ამოიოხრა. არა, დიდი კულინარობით კი ვერ
დაიკვეხნიდა, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში თავის გატანა ნამდვილად
ეხერხებოდა. ახლაც, ყველა იდეა მოიშველია, რითაც კი შეეძლო რაიმე გემრიელი
მოემზადებინა, მხოლოდ სამი ცალი კვერცხის, ნახევარი პურისა და შებოლილი ძეხვის
დახმარებით , მაგრამ ნამდვილად არ გამოირჩეოდა ასეთი კრეატიულობით, უფრო
ზუსტად კი, სასწაულმოქმედი უნარით.

ისეთი სახით თქვეფდა კვერცხებს, თითქოს სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიოდა.


ჯერ დაბრუნდეს თორნიკე... მერე ნახავს, როგორი მარაგი უნდა ჰქონდეს სახლში. არა,
კარტოფილი მაინც რა არის, ის რომ ეყიდა?! უპასუხისმგებლო ! დღესვე ჩამოუწერს სიას.

~ 60 ~

AD Download to read ad-free.

თვითონ არ შეუძლია გასვლა , თორემ არც დასჭირდებოდა, ახლა კი, კეთილი ინებოს და
მიხედოს. მარტო ნიცასი კი არ არის ეს ბავშვი.

ისე ბუზღუნებდა , საკუთარ თავზევე ეცინებოდა. როდის გახდა ასე ძალიან საჭმელზე
დამოკიდებული ? თავი გადაიქნია დანანებით და ის იყო ზეთაშიშხინებულ ტაფაზე
ათქვეფილი კვერცხი უნდა დაესხა, რაღაც რომ მიაწვა ყელში. ოღონდ ეს არა...
მოშორებით გასწია ჯამი და ეცადა, რამდენიმე წამით სუნთქვა შეეკრა, მაგრამ აშკარად
გრძნობდა , როგორ ამოუტრიალდა კუჭი. რა უბედურებაა ასეთი ხშირი ტოქსიკოზი? ის
არ ეყოფა, ყოველ დილით რომ იტანს?! წყალიც კი დალია, როგორმე ყელი რომ
ჩაეწმინდა, მაგრამ საბოლოოდ, კვერცხიანი ჯამი ნიჟარაში, თვითონ კი, პირველი
სართულის საპირფარეშოში აღმოჩნდა გადაყუდებული . ბოროტი ბავშვი! როგორ
შეიძლება ასე? ერთადერთი საკვებიც დაკარგა, დადიანი კი, დიდი ალბათობით,
შუაღამისას დაბრუნდებოდა სახლში.

სიბრაზისგან ტუჩებაკანკალებული გავიდა სამზარეულოში. ისეთი სასოწარკვეთილი


იყო, თითქოს ფინალურ გამოცდაზე ის ერთადერთი საკითხი მიუვიდა, რომელიც
ყველაზე ცუდად იცოდა. რატომ ემართება ყველაფერი ცუდი მას? რატომ არის ასეთი
უბედო? ძლივს იკავებდა ცრემლებს. ისიც არ იცოდა, რა ატირებდა , მაგრამ მაინც არ
უნდოდა ორი წლის ბავშვივით აზლუქუნებულიყო. ადგება და დაურეკავს თორნიკეს.
ჯანდაბას თავმოყვარეობა, უკვე ისედაც დიდიხანია ნაგვის ურნაში მოისროლა , ახლა კი,
მართლა ძალიან , მუცლის აწრიალებამდე ძალიან შია.

* * *
ჯერ ისევ სტუდიაში იყო, მობილური რომ ნაცნობმა მელოდიამ აუმღერა. სპეციალურად
დააყენა ნიცას ნომერზე „Daddy, daddy cool”. იდენტიფიცირებასაც ადვილად ახდენდა და
თან ყოველთვის ამხიარულებდა . თუმცა ახლა, სანამ უპასუხებდა , საათს დახედა და
უნდა ვაღიაროთ , ნერვებიც შეუტოკდა. რატომ ურეკავდა ღამის თორმეტ საათზე?

~ 61 ~

AD Download to read ad-free.

–კარგად ხარ?–არაფრის თქმა არ დააცადა, მაშინვე ჰკითხა, როგორც კი სენსორს თითი


გადაუსვა .

–არა! მალე მოხვალ?–ისეთი გაბრაზებული ხმა ჰქონდა გოგონას , მაშინვე მოეშვა გულზე.
მართლა ცუდად რომ ყოფილიყო, ასეთი ტონით არ ესაუბრებოდა .

–ჯერ სტუდიაში ვარ. რა მოხდა?

–ჰოდა წამოდი!

–ნიცა, რა მოხდა?–თვალები აატრიალა , თითქოს დაინახავდა. საშინლად ვერ იტანდა,


ასეთი ტონით რომ ესაუბრებოდნენ, მაგრამ ამაზე მეტად ის სძულდა, როცა ეს
ყველაფერი დაუმსახურებლად ხდებოდა.

–მშია!–ამოიკრუსუნა საცოდავად და თორნიკემ ტუჩი მოიკვნიტა, სიცილი რომ არ


აეტეხა.

–მე უნდა დამკლა? თუ ასე სასწრაფოდ რატომ მიბარებ?

–შენ მწარე ხორცი გექნება.–ვალში არ დარჩა ნიცაც.

–ოუჰ, რაღაც არ მახსოვს მაგ საკითხთან დაკავშირებით ვინმეს უკმაყოფილება


გამოეთქვას ...

–თორნიკე , მართლა ძალიან მშია და ერთადერთი, რაც სახლში მოიპოვებოდა, კვერცხი


იყო.

–ერთი რატომ, სამი იყო.–გაეცინა , მაგრამ მაინც აკრიფა მაგიდიდან ფოტოაპარატი და


გასაღებების აცმა.

–ჰოდა ვერც ერთი ვჭამე და ვერც სამი.

–რატომ, წიწილები გამოიჩეკნენ? ჩვენთან ხომ ახალი სიცოცხლე ძალიან, ძალიან


სწრაფად ჩნდება?–საბოლოოდ ახარხარდა საკუთარ ხუმრობაზე და სიცილი არც მაშინ
შეუწყვეტია, ნიცას ხმის ნაცვლად, წყვეტილი ზუმერი რომ მოესმა. საოცრად ართობდა
ეს გოგო.

სიმართლე რომ ითქვას, მართლა არ უფიქრია კარადებისა და მაცივრის გადავსებაზე.


თვითონ ეს პრობლემა არ აწუხებდა და რატომღაც, ვეღარ გაითვალისწინა, სახლში რომ
ორსული ელოდა. ეუცნაურა კიდეც ეს ყველაფერი, თუმცა თავი გაიქნია, მალევე რომ
გაეგდო უაზრო ფიქრები და ზურგჩანთამოკიდებულმა დატოვა სტუდია, მიუხედავად
იმისა, საქმე ჯერ კიდევ რომ არ ჰქონდა დასრულებული...

~ 62 ~

AD Download to read ad-free.

* * *
ცოტაც და კედლებზე გავიდოდა ალბათ, საკეტში გასაღების გადატრიალების ხმა რომ
გაიგონა. ასე ბოლოს მხოლოდ თოვლის ბაბუს მოსვლას ელოდა. თვითონაც უკვირდა ,
რამ გადარია ასე ძალიან. დიეტაზეც ყოფილა და პირველ კურსზე , სახლიდან დილის
შვიდ საათზე გასულსა და საღამოს ცხრაზე დაბრუნებულსაც გაუძლია მშიერს, ახლა კი,
მუცელი უკვე სასწაულ ხმებს გამოსცემდა, ისე ითხოვდა საჭმელს. ფაქტია , ტყუილად
არც დაურეკავდა თორნიკეს.

–ჯერ საჭმელი შემოგაწოდო, რომ დაწყნარდე და არ დამკლა, თუ შემოვიდე მეც?–


დაუძახა, სანამ კარს შემოაღებდა და ნიცამ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ შეიკავა
სიცილი.

–შემოდი, ოღონდ საჭმელი წინ გამოსწიე .–უპასუხა და თვალებაციმციმებული მიეტუზა


კართან.

თავი ძლივს შეიკავა, სიამოვნებისგან რომ არ დაეკრუტუნა, როცა პიცის სუნი მიუვიდა .
ისედაც ხომ გიჟდებოდა, ახლა კი, უკვე ნერწყვები მოადგა . ტუჩზე იკბინა და მსუბუქად
შემოკრა ტაში, შემდეგ კი, ყუთი ისე გააცუნცულა სამზარეულოში, თორნიკესთვის
ზედაც აღარ შეუხედავს. მხოლოდ თვალის კუთხით დააფიქსირა , ხელში კიდევ რომ
ეჭირა რამდენიმე ცელოფანი, მაგრამ ახლა უმთავრესი პიცა იყო და სიამოვნებისგან
თვალები მიეხუჭა, პირველი ნაჭერი რომ გაიქანა პირში. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ,
საკმაოდ ნაცნობი ჩხიკინის ხმა რომ მოესმა და თვალები ისე დააჭყიტა, აშკარად არ
უნდოდა იმის დანახვა, რასაც ფიქრობდა . თუმცა, მაინც არსად გამქრალა
აპარატმომარჯვებული დადიანის გამოსახულება , რომელმაც უცერემონიოდ გადაუღო
ფოტო.

–რას აკეთებ?

–სურათი გადაგიღე !–მხრები აიჩეჩა, ფოტოაპარატი მაგიდაზე დადო და თვითონაც აიღო


პიცა.

–ეგ დავინახე.

–კი არ დაინახე, გაიგონე . თვალები გქონდა დახუჭული.

–რას მელაპარაკები, მართლა?! რატომ გადამიღე ?

–პოლიციაში უნდა გავაგზავნო, სახლში შემომეჭრა და მძევლად ამიყვანა–მეთქი.

–და ხარკს მახდევინებს საკვებითო, ხო?


~ 63 ~

AD Download to read ad-free.

–აჰამ...–თავი დაუქნია პირგამოტენილმა, მაგრამ რამდენიმე წამში,


დასერიოზულებულმა განაგრძო.–აქამდე კი არ მიფიქრია , მაგრამ ... როგორც
ფოტოგრაფისთვის , საინტერესო პროექტი იქნება შენი ორსულობის გადაღება .

–როგორც ფოტოგრაფისთვის ?–ცალი წარბი ასწია გოგონამ. ნუთუ, მართლა იწყებენ ახალ
ეტაპზე გადასვლას? ან იქნებ, თორნიკე სრულიად გულწრფელია ?

–ჰო, როგორც ფოტოგრაფისთვის . არაფერი პირადული!–თვალი ჩაუკრა , შემდეგ კი,


მზერა შეეცვალა.–და საერთოდაც, ფეხზე რატომ ხარ?

–ახლა ავდექი .

–ჰოდა, მიდი, ისევ დაწექი. იქ მოგიტან საჭმელს...–წარმოთქვა , ცოტა არ იყოს,


მბრძანებლური ტონით, ნიცას კი, დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც შეეპარა
ღიმილი , მხრები აიჩეჩა, კიბატონოო და თეძოების ქნევით გავიდა სამზარეულოდან,
შემდეგ კი, როდესაც იგრძნო, როგორ უწვავდა ზურგს „ვიღაცის“ მზერა,
პრეტენზიულად მიაძახა.

–წვენიც დამისხი და იმედია, მხოლოდ პიცა არ მოგიტანია, ჯერ კიდევ მშია...

თავი 7

რამდენიმე დღე ისე გავიდა, ვერც გაიგო ნიცამ. მართალია მასსა და თორნიკეს შორის
იმდაგვარი კი არა, თითქმის არანაირი დიალოგი აღარ წარმართულა , მაგრამ ახლა ამაზე
მეტად ბავშვის მდგომარეობა ადარდებდა. უნდოდა ყოველ დღე ექოსკოპიაზე ერბინა ,
მისი ჯანმრთელობის შესამოწმებლად. ხვდებოდა, უკვე ისტერიკაში რომ გადასდიოდა ,
მაგრამ მაინც ვერ მშვიდდებოდა. აი, მას შემდეგ, რაც გაინძრეოდა, ასე აღარ
ინერვიულებდა , პაწია ფეხებისა და ხელების მირტყმით გააგებინებდა, რომ არაფერი
უჭირდა , მაგრამ ახლა რა ექნა? სრულიად უკომუნიკაციოდ მყოფს. მით უმეტეს, რომ ამ
ბოლო დროს საოცარი ამბები ესმოდა. უნდა ვაღიაროთ, სოციალური ქსელი ისედაც
ძალიან უყვარდა , რამდენიმე დღის წინ კი „ფეისბუქზე“ დედების ჯგუფში გაწევრიანდა
და ისეთ ისტორიებს კითხულობდა, პანიკა ეწყებოდა. თუმცა, მაინც ვერაფრით
~ 64 ~

AD Download to read ad-free.

ეშვებოდა და ალბათ, მალე ფსიქოზი დაეწყებოდა , თამოს რომ არ „მიესწრო“. ისეთ


პოსტებს უგზავნიდა, სერიოზულად შეაშფოთა მეგობარი და ამ უკანასკნელმაც, არც
მეტი, არც ნაკლები, სერიალის ყურება „აიძულა“. დიდიხანია სთხოვდა ნიცას, გოგონას
კი ხან ეზარებოდა, ხან დრო არ ჰქონდა. დიდად არც კვდებოდა ნახვის სურვილით,
თუმცა თამომ ამჯერად სხვა გზა აღარ დაუტოვა და მხოლოდ პირველი სერიის
შესაფასებლად ჩართული ლეპტოპი, მეექვსეს დასრულების შემდეგაც ვერ გათიშა .
ერთადერთი, რაც აიძულებდა დროებით მაინც მოშორებოდა ეკრანს, შიმშილის გრძნობა
იყო და ახლაც, სულაც არ გაკვირვებია , გამთენიის ოთხ საათზე რომ აუწრიალდა
მუცელი .

–სულ თქვენი ბრალია!–ცხვირაბზუებულმა გახედა მონიტორს.–მოუნდა ბიჭს


რომანტიკული ვახშამი სახურავზე! შეუწვა გოგოს ქათამი!–ნევროზიანი მოხუცივით
ჯიჯღინებდა და ყურსასმენებს იხსნიდა, რომ სამზარეულოში ჩასულიყო. არა, ქათამი
რომ მონდომებოდა, არც გაუკვირდებოდა, ვერა ისე გემრიელად წვავდა, მაგრამ
ამჯერად მისი წინაპარი, უფრო ზუსტად კი, კვერცხი მოუნდა . ყველაზე მეტად ეს
აწამებდა . საჭმელზე გახდა დამოკიდებული, თანაც ისეთ საჭმელზე, რომლის სუნიც
ცუდად ხდიდა. ისე ეშინოდა მომატების... იცოდა, რომ ვერ გადაურჩებოდა , მაგრამ
ასეთი ტემპით თუ გააგრძელებდა , სამშობიაროში ალბათ ასი კილოგრამი
შეგორდებოდა. დილით ვერაფერს ჭამდა, ღამით კი... მთელი კამეჩი რომ დაგეკლათ, არც
იმაზე იტყოდა უარს.

–ღმერთო , რა იქნება, უსუნო კვერცხები რომ არსებობდეს?–ჩაიდუდღუნა საწყლად,


როდესაც პირველივეს თეფშზე დახლისას, სუნი ცხვირში ეცა.–სადაა სამართალი?!–
თუმცა, მაინც ვეღარ შეიკავა თავი და რამდენიმე წამში, ჩვეულ პოზაში, საპირფარეშოში
გადაყუდებული აღმოჩნდა.

თორნიკე კი, უკვე კარგად იყო გართული სიზმრებით, ბრახუნმა რომ გააღვიძა. ვერ
ვიტყვით , რომ ფხიზელი ძილი ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელი მტვრევის ხმისგან ისე
სწრაფად წამოჯდა საწოლში, გულიც კი აუჩქარდა უეცარი გამოღვიძებით . რა ჯანდაბა
ხდება? ნახევრად თვალებმოხუჭულმა დახედა მობილურს , საათის შესამოწმებლად და
კიდევ უფრო დაიბნა, თუმცა, არც იმდენად, რომ ქვემოთ ჩასვლა ვერ მოეფიქრებინა .

არც უფიქრია ნიცას ოთახში შეხედვაზე, მიზანმიმართულად დაიძრა პირველი


სართულისკენ და როდესაც მის სახლში დროებით ჩასახლებული არსება სააბაზანოდან
გამომავალი დაინახა, თანაც, არც თუ ისე სახარბიელო სახით, კიდევ ერთხელ იგრძნო
გულის გაბრაგუნება .

–რა მოგივიდა ? სახლში ვინმეა?

~ 65 ~

AD Download to read ad-free.

–სახლში ვინმეა?–ახლა ნიცამ დააჭყიტა თვალები და წამში ისეთი შეშინებული მზერა


გაუხდა, ინანა კიდეც დადიანმა, საერთოდ რომ ჰკითხა.

–მტვრევის ხმა იყო.

–აა, ეგ... კვერცხის შეწვა მინდოდა, და...

–მოიცა , მასეთი სქელი ნაჭუჭი ჰქონდა, მაგის გატეხვის ხმამ რომ გამაღვიძა?

–კვერცხთან ერთად, თეფშიც გავტეხე...–ჩაეცინა და ეცადა, როგორმე მზერა მისი


მოშიშვლებული პრესიდან სხვა რამეზე გადაეტანა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა.–
საშინელი სუნი აქვს და ვერ ვწვავ...

–დაჯექი, ნუ დადიხარ ბევრს, შეგიწვავ მე...–სიცილით გადაიქნია ბიჭმა თავი და ის იყო


მაცივარი უნდა გამოეღო , ნიცამ რომ შეაჩერა.

–ჯერ ადი და ჩაიცვი!–ისეთი სერიოზული იყო, დადიანი წამიერად დაფიქრდა კიდეც,


რამეს ხომ არ ვაშავებო.

–რა იყო, თვალს ვერ მწყვეტ ?–თუმცა მალევე გაიაზრა სიტუაცია და თვითკმაყოფილმა
ჩაიფხუკუნა.

–როგორი მიხვედრილი ხარ!–თვალები აატრიალა გოგონამ .–გაცივდები და მერე მე


გადმომდებ! ამიტომ ჩაიცვი.

–ცოტახანიც გაუძელი ჩემს გამოქანდაკებულ სხეულს, შეგიწვავ და ავალ, მეძინება


ისედაც...–თვალი ჩაუკრა და ის იყო ათქვეფილი კვერცხი ტაფაზე უნდა დაესხა, ისევ
რომ შეაჩერა ნიცას ხმამ.

–გეხვეწები, პურის ნატეხებიც ჩაყარე, რა...

–ტაფაში?

–არა, კვერცხში. აი, პატარა ჩიტებივით და მერე ათქვიფე...–პატარა ბავშვივით გამოუწია


ორი თითით ყელი და ისეთი საყვარელი იყო ამ დროს, თორნიკემ ძლივს შეიკავა თავი,
რამე რომ არ ეთქვა. იჯდა ამხელა გოგო პიჟამაში გამოწყობილი შუაღამისას,
ელოდებოდა როდის შეუწვავდნენ კვერცხს და პლუს ამას, ითხოვდა, „ჩიტებივით“
შეეწვათ. და ამან უნდა გააჩინოს ბავშვი?

–ჩაისაც ხომ არ დალევ, პატარავ?–ჩაეცინა თორნიკეს, როდესაც აწ უკვე შემწვარი


კვერცხი თეფშზე გადაიღო და ნიცას ეს ხუმრობით ნათქვამი „პატარავ“ ისე სასიამოვნოდ

~ 66 ~

AD Download to read ad-free.

მოხვდა ყურში, ჟრუანტელმაც კი დაუარა , რაც, რა თქმა უნდა, ბიჭს არ გამოჰპარვია.–


გცივა? მოიცვი რამე, არ გაცივდე .

–არ მინდა, უცბად შევჭამ. მადლობა...–დანაშაულზე წასწრებულივით გაუღიმა,


დადიანმა კი თვალები აატრიალა, უთქმელად ავიდა მეორე სართულზე და ის იყო ნიცას
ნერვები უნდა მოშლოდა, დაბრუნებული რომ დაინახა.

–შენს ნივთებში ქექვას ვერ დავიწყებდი, ჩაიცვი ...–პრეტენზიული ტონით გაუწოდა


საკუთარი სვიტრი და თვითონაც მაგიდასთან ჩამოუჯდა .–გემრიელია ?

–ძალიან!–დახშული ხმით ამოთქვა, სვიტრში გაჭედილმა და ამოძვრომისას მაინც


მოასწრო დაენახა, როგორ ააცალა ერთი „ჩიტი“ თორნიკემ.–რა წესია?

–ვინ შეგიწვა?–ცალი წარბი აუწია და ახლა განგებ აიღო მეორე, რეაქციას რომ
დაკვირვებოდა .

–შენს შვილს პარავ, თორემ მე რა...–„უკბინა“ გოგონამ, სინამდვილეში კი უკვე სუნთქვა


ეკვროდა, იმდენად დიდხანს იყო ასეთი მზრუნველი და თან ნახევრად შიშველი
დადიანის გარემოცვაში.

–არამგონია , ჩემი გოგო წინააღმდეგი იყოს.–ჩაეცინა ცალყბად და მალევე დაამატა.–


ბავშვი ვიგულისხმე ...

–აბა არგელოდიო? და საერთოდაც, საიდან ასკვნი, რომ გოგოა?

–ნამდვილ კაცებს პირველი გოგო გამოსდით!–ისევ თვითკმაყოფილად გაღიმებულმა


ჩაუკრა თვალი, შემდეგ კი, ფიქრებით გონებაარეული და გულაჩქარებული დატოვა
მარტო, ჩიტებივით შემწვარ კვერცხთან ერთად...

~ 67 ~

AD Download to read ad-free.

* * *
მთელი ღამე არ მოუხუჭავს ნიცას თვალი. არა, თორნიკეს გამო, ნამდვილად არა,
სერიალს ვერ მოშორდა უბრალოდ. ხომ გინახავთ ფილმებში, დეპრესიის დროს
დივანზე რომ მოკალათდებიან, პლედში გახვეულები , გარშემო კი ქაღალდის
ხელსახოცების მთელი გროვა აქვთ დახვავებული? ზუსტად მასე გამოიყურებოდა ,
ოღონდ საწოლში იყო ჩაფუთნული. ისედაც არ უჩიოდა ემოციურობას , ახლა კი,
როდესაც ყველა გრძნობა გაუმძაფრდა , არასატირელ მომენტებზეც კი ზლუქუნებდა .
ბოლოს, ისე დაეღალა გული, შუა სერიის დროს რომ ეხუჭებოდა თვალები, მხოლოდ
მაშინ დანებდა და სანამ ჩაეძინებოდა, დასტოპება მოასწრო . ბოლოს ასე რომელ
სერიალზე გადაირია , არც ახსოვდა. ყოველთვის იდო მასში ფანგოგოს შტრიხები, მაგრამ
ამ ასაკშიც? ამ მდგომარეობაშიც? ეს ნამდვილად არ ეგონა... სიზმარშიც კი ვერ მოიშორა
ვლადი და ვერა თავიდან. ხან თვითონ იყო ყველა პერსონაჟი, ხანაც თავის ჭკუაზე
ატრიალებდა და ისეთ სცენარებს უგონებდა , სიზმარშივე ხვდებოდა, რომ ეძინა. ისეთი
აჩქარებული ჰქონდა პულსაცია , თვალებდახუჭულს, კიდევ დიდხანს არ დაეძინა.
ჩიტების ჭიკჭკის ხმაც კი ისმოდა უკვე, ძლივს რომ ჩასთვლიმა. ვერ იტყოდით,
ორსულობა შეიფერაო. პრინციპში, ისე ცუდად იყო, რომც შეეფერებინა, მაინც ვერ
დაადანაშაულებდით. სწორედ ამიტომ არ ჰქონია თორნიკესაც რეაქცია, შუადღის ორ
საათზე რომ გავიდა სახლიდან და ნიცას ოთახში შეხედვისას, გოგონა ჯერ კიდევ
მძინარე აღმოაჩინა. მხოლოდ იქვე დადებული ლეპტოპის დანახვაზე გაეცინა და ისევ
ჩუმად გამობრუნდა , რომ არ გაეღვიძებინა.

ზედმეტად უცნაურად გრძნობდა თავს, სახლიდან გასვლის წინ, ყოველთვის რომ


ამოწმებდა ყიფიანის ოთახს, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ამას ვერასდროს ამჩნევდა.
დიდიხანია მარტო ცხოვრებას იყო შეჩვეული, ახლა კი, ერთიანად თავდაყირა დაუდგა
ყველაფერი . სახლში რომ აგვიანებდა , მაშინაც კი, რაღაცნაირად აწუხებდა სინდისი და
ვერაფრით გაეგო, რატომ. არა, ნიცას მიმართ ნამდვილად არ გასჩენია გრძნობა, ეს
ზუსტად იცოდა. მხოლოდ ისე უყურებდა , როგორც მისი შვილის დედას, სხვა,
პრინციპში, ვერც ვერაფერი მოასწრო. არც კი იცნობდა გოგოს, მოულოდნელად რომ
გამოუცხადა ახალი ამბავი. ისიც კი ეგონა, რომ საშინელი იქნებოდა მათი თანაცხოვრება,
მაგრამ, საბედნიეროდ შეცდა. ერთადერთი შეზღუდვა, რაც გაუჩნდა, სახლში გოგოების
ვერმიყვანა იყო, თუმცა ამასაც იტანდა. როგორმე გაუძლებდა რამდენიმე თვე, შემდეგ
კი, იქნებ მამიდამისსაც შერიგებოდა ნიცა?

–თორნიკე , სად ხარ?–თვალების წინ ხელი აუქნია მიმიმ. უკვე მესამედ უმეორებდა
ერთსა და იმავეს, დადიანი კი სულაც არ უსმენდა.

~ 68 ~

AD Download to read ad-free.

–მაპატიე , ვერ გავიგე ...–გაეცინა და დამნაშავედ ახედა, გოგონამ კი ღიმილით გადაიქნია


თავი.

–შეყვარებული ხომ არ ხარ?

–მე, მიმი? შეყვარებული? დამცინი?–სერიოზულად ახარხარდა. მასთან ერთად უკვე


რამდენიმე წელია მუშაობდა და გოგოსავით კი არა, ძმაკაცივით უყურებდა .

–იცინე შენ და რომ დაბერდები და დაკარგავ თვალების პაჭუნის ძალას, მერე არ


მომაკითხო, შენს ბავშვებს მოვეფერებიო...

–ნწ, მაგაზე ვიზრუნებ ჩემითაც...–ჩაიფხუკუნა და ისე გადაშალა მომდევნო ნომრის


ნიმუში, აშკარად ანიშნა, რომ აჯობებდა საქმეზე გადასულიყვნენ...

* * *
უკვე შებინდებული იყო, სახლი რამდენიმე წამში რომ ახმაურდა და თან იმდენად,
ნიცამ ყურსასმენებშიც კი გაიგო. მთელი დღეა არ გასულა ოთახიდან და არც ჰქონდა
ამის სურვილი დიდად, მით უმეტეს, რომ უკვე ფინალურ სერიებზე იყო გადასული ,
თუმცა აშკარად ჩანდა, თორნიკე მარტო არ დაბრუნებულა და უხერხული იქნებოდა
საძინებელში გამოკეტვა. მაგრამ... იქნებ, სულაც არ უნდა, სხვებმაც იცოდნენ, რაც მათ
შორის ხდება? უფრო სწორად, მოხდა... ახლა, სამწუხაროდ, არაფერიც აღარ ხდება.

–დიდება , შენს გაღვიძებას!–დაკაკუნების შემდეგ, ოთახში თავი შეყო დადიანმა და


მაშინვე გაუფანტა უაზრო ფიქრები .–გამოიძინე?

–სხვა რა საქმე მაქვს?–გაეცინა და მხრები აიჩეჩა.

–შუალედურებისთვის მომზადება !–თუმცა, მაშინვე ჩაუმწარა ხასიათი თორნიკემ და


შემდეგ, მისი სახის დანახვისას ისე გაეცინა, აშკარად დაეტყო, როგორ ამხიარულებდა
ნიცას ნერვებზე თამაში.–ბიჭები მოვიდნენ, არ ჩამოხვალ?

–ჩამოვიდე ? ანუ, ვგულისხმობ , პრობლემა არ იქნება? არ ვიცოდი შენ...

~ 69 ~

AD Download to read ad-free.

–ნიცა, სერიოზულად?–შეაწყვეტინა, როგორც კი გააცნობიერა, რის თქმას აპირებდა და


აქამდე თუ მხოლოდ თავი ჰქონდა შეყოფილი ოთახში, ახლა მთლიანად შევიდა და
უფრო მეტიც, საწოლზეც ჩამოუჯდა .–საიდან მოგაქვს ასეთი სულელური ფიქრები ?

–რატომ სულელური? არ ვიცოდი ვინ იყვნენ, არც ის ვიცოდი , ბავშვზე იცოდნენ თუ არა
და საერთოდაც, მოგეწონებოდა თუ არა, გაეგოთ , რომ შენს სახლში ვიღაც სხვა
ცხოვრობს .

–ჩემი შვილის დედა.

–რა?

–ვიღაც სხვა კი არა, ჩემი შვილის დედა. მისმინე, მე და შენ რომ მის მეტი არაფერი
გვაკავშირებს , სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იმალებოდე, ან უნდა გრცხვენოდეს
რამის. და არც მე ვაპირებ არგელოდის დამალვას. ამიტომ, თუ აქ უფრო კომფორტულად
ხარ, შეგიძლია იწვე და გააგრძელო შენი სერიალის ყურება, მაგრამ წამითაც არ შეიკავო
ქვემოთ ჩამოსვლისგან თავი, თუ ეს გინდა. კარგი?–ისე დამაჯერებლად და
გაწონასწორებულად ესაუბრებოდა , ყიფიანი სერიოზულად შოკირებული იყო მისი
სიტყვებით.

–ჩადი, გამოვიცვლი და ჩამოვალ...–გაუღიმა და პიჟამაზე ანიშნა, ღიმილიანი თორნიკეს


ოთახიდან გასვლისას კი, ბალიშში თავჩარგულმა ისე ამოიკრუსუნა, უკვე
გადაწყვეტილი იყო, ამ ბიჭის დავიწყებას ვერასდროს მოახერხებდა...

* * *
მისაღების დაბალფეხებიან მაგიდასთან შემომსხდარი ბიჭები ლუდსა და გამხმარ თევზს
მიირთმევდნენ, კიბეზე ელასტიკსა და თორნიკეს მიცემულ სვიტრში გამოწყობილი ნიცა
ლეპტოპით ხელში რომ ჩამოფრატუნდა . სიმართლე ითქვას, არც კი დაფიქრებულა ისე
გადაიცვა და მხოლოდ მაშინ მოიკვნიტა ტუჩი, დანარჩენების მზერა რომ დააფიქსირა .

–გამარჯობა ...–გაიღიმა დირექტორის კაბინეტში ატუზული პირველკლასელივით.


~ 70 ~

AD Download to read ad-free.

–აუ, ძაან ვხმაურობთ ხო? შეგაწუხეთ?–წარბები შეჭმუხნა ირაკლიმ , რაზეც ნიცას


გაეცინა, დადიანმა კი თვალები აატრიალა, ამას არაფერი ეშველებაო.

–ცუდად კი არ არის, ორსულადაა!

–რა ვიცი, შე ჩემა, წევსო და... ახლა თორნიკეს მიუბრუნდა , მაგრამ რამდენიმე წამში ისევ
გოგონაზე გადაიტანა მზერა და პირზეც აიფარა ხელები.–ვაიმე, მაპატიე, რა! შეჩვეული
ვარ...–შეწუხდა გულწრფელად და კიდევ უფრო შეკრა წარბები, დანარჩენებმა სიცილი
რომ ატეხეს.

–არაფერს შეჭამთ? მოვამზადებ რამეს...–წაილაპარაკა დაბნეულმა და შებოლილი


თევზის დანახვისას გაჭირვებით გადააგორა ნერწყვი კისერში. ვერასდროს ვერ იტანდა,
ახლა კი, ისე მოუნდა... ღმერთო, რა ემართება?

–პიცა გამოვიძახეთ და მოვა მალე, დაჯექი შენ.

–ნიცა, გეხვეწები არ მითხრა, რომ ეს მოგინდა...–მისი მზერა დაიჭირა ალექსმა.

–ამმ, არა...–„გაიკვირვა“ და ისეთი სახით მიუჯდა გვერდით , აფიქრებინებდა , ეს როგორ


მაკადრეო.–მართლა არაფერი გინდათ?

–ჩვენ აქ სტუმრები კი არ ვართ!–გაეცინა დემესაც.–თუ მოგვინდება, დატრიალდება


ჩვენი ბიჭი, აიკრავს წინსაფარს და მოგვემსახურება ...–თვალი ჩაუკრა თორნიკეს, მისგან
კი პასუხად შუა თითი რომ მიიღო, უფრო ახარხარდა.

–ნიცა, მართლა არ გინდა თევზი?–ახლა ირაკლიმ გააჟღერა იგივე კითხვა. ნუთუ ასე
შესამჩნევად მიშტერებია?

–არ შეიძლება...–ამოიოხრა ბოლოს და საწყალი სახით მიეყუდა საზურგეს.

–დაურეკე მაიას და კითხე.–დასერიოზულდა თორნიკეც.

–რა ვკითხო, შებოლილი თევზი მინდა და ვჭამო თუ არა–მეთქი?

–უბრალო თევზი კი არ არის, სანაპიროსია!–„იუკადრისა“ დემეტრემ, ალექსმა კი,


სრულიად შემთხვევით მოჰკრა ნიცას ლეპტოპის ეკრანზე დასტოპებულ კადრს თვალი
და ისე ამოიოხრა, ყველას ყურადღება მასზე გადავიდა .

–რა მოხდა?

–შენც ამას უყურებ?

–რას ამას?–დაინტრიგდა ირაკლი.

~ 71 ~

AD Download to read ad-free.

–ბიჭო, რაღაც რუსული სერიალია, შევწუხდი უკვე!

–სხვათა შორის, თამომ დამაწყებინე ყურება !–გაეცინა ნიცას.

–გამაკვირვე !–აჰყვა ალექსიც.–არა, მაინც რამ გადაგრიათ მაგ ბიჭზე? ან რა სახელი აქვს,
ვლადი!

–უკაცრავად ?!–წამოენთო ყიფიანი.

–ახლა გასვანდება ...–ჩაიფხუკუნა თორნიკემ და დემეს გაჰკრა მხარი, მოემზადეო, თუმცა


ნიცას არც გაუგია მისი რეპლიკა, ისე გააგრძელა.

–როგორც მაგ ბიჭს უყვარს ეს გოგო, მაგის ნახევრითაც რომ ვუყვარდე ვინმეს, ჩემზე
ბედნიერი ადამიანი არ იარსებებდა დედამიწაზე. და მარტო მე ან თამო კი არა, ყველა
გოგო ასეა!

–შემთხვევით მეც მაგიტო ხო არ შევუყვარდი, დედა რომ მყავს რუსი?

–ახლა მიხვდი, ხო?–დასცინა ირაკლიმ.

–სერიოზულად გადამრია , რაც მაგის ყურება დაიწყო, რუსულად მელაპარება!–ისეთი


აღშფოთებული საუბრობდა, აშკარა იყო, მეტისმეტად შეაწუხა ამ თემამ.–რა ვქნა, სახელი
გადავირქვა , კაცო?

–ნწ, თითო ვლადი გვაჩუქე ყველას!–გაეცინა ნიცას და ის იყო თორნიკემ პირი გააღო
რაღაცის სათქმელად, რომ მშველელად, კარზე ზარი მოევლინა და გასავრცელებლად
არასაჭირო ინფორმაცია, ისევ თავისთან დაიტოვა.

ისეთი შემართებით გაემართა გასაღებად, ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ პიცა


იქნებოდა, თუმცა კარის გაღებისას სრულიად უცხო, მაგრამ თითქოს საიდანღაც
ნაცნობი ქალი რომ დაინახა, ღიმილი მაშინვე შეაშრა.

–დადიანი?–ცალწარბაწეულმა იკითხა ქალმა.

–კი?–კითხვასავით გამოუვიდა თვითონაც.

–ანუ შენთან ვარ. არ შემომიშვებთ, ახალგაზრდავ?

–უკაცრავად , მაგრამ ვინ ბრძანდებით?–აშკარად არ ჰქონდა სტუმართმოყვარე ტონი და


ზურგსუკან ნაბიჯების ხმა რომ მოესმა, არც დასჭირვებია მიხედვა, ისევე მიხვდა, ვინც
იქნებოდა.

–მამიდა ?–და მაშინვე გაიგონა ნიცას აკანკალებული ხმა.

~ 72 ~

AD Download to read ad-free.

–ხომ გაიგე, ვინც ვარ!–ცინიკურად გაუღიმა ქალმა თორნიკეს .–ახლა შეიძლება,


შემოვიდე?

–მობრძანდით!–არც თორნიკეს დაუკლია ღიმილი. გაგიჭირდებოდათ კიდეც გარჩევა ,


გულწრფელი იყო, თუ მეტისმეტად კარგად თამაშობდა.–მოსალოცად მოხვედით?

–შენ მერე დაგელაპარაკები!–წარმოთქვა მუქარის ტონით, თუმცა ნიცა ისე აანერვიულა


მისმა დანახვამ, მუხლებში სისუსტესთან ერთად ისიც იგრძნო, როგორ შორიდან ესმოდა
ირმას ხმა.

–თორნიკე ...–მხოლოდ ამის ამოხავლებაღა მოასწრო , სანამ ჩვეულ მდგომარეობაში


გადავიდოდა , თუმცა წამშივე გამოაფხიზლა ბიჭის ხელების შეხებამ. დადიანმა ისე
სწრაფად აიტაცა, გააზრებაც არ დააცადა. მუხლებს უკან ამოსდო ხელები და პატარა
ბავშვივით მიიკრა მკერდზე, შემდეგ კი, ისე, რომ ქალისთვის არც გაუხედავს, აშკარად
გაბრაზებული ტონით გამოსცრა კბილებს შორის.

–წამომყევით , საძინებელში აგიყვანთ. და სხვათა შორის, ნიცასთვის ნერვიულობა არ


შეიძლება...

თავი 8

სუნთქვაშეკრული ელოდა ნიცა, როდის დაიწყებდა საუბარს მამიდამისი. თორნიკემ


რომ კარი გაიხურა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გაწირა , უღალატა. თვითონვე
აკვირვებდა საკუთარი თავი, მაგრამ კარგად რომ იცნობდა ირმას, სწორედ ამიტომაც
ღელავდა ასე ძალიან. ზუსტად იცოდა, დიდად არ გაწელავდა, მაგრამ ერთს ეტყოდა და
ისეთს, ცხოვრების ხალისს დააკარგვინებდა.

–ესე იგი, გაიხსენე ვინც იყო ბავშვის მამა, არა?–შენიშნა სარკასტულად, ოთახის
თვალიერებას რომ მორჩა .

–მამიდა , გთხოვ, არ გინდა, რა.

–მაინც აპირებ გაჩენას?

–რა თქმა უნდა!


~ 73 ~

AD Download to read ad-free.

–და გიფიქრია , რას დაემსგავსება შენი ცხოვრება? ნიცა, სულ გაგიჟდი?!

–ირმა, მაპატიე, მაგრამ უცოდველ არსებას სიცოცხლეს ვერ მოვუსპობ!

–ნიცა, ძალიან გთხოვ, დაფიქრდი . რა უნდა ქნა? კარგი, ერთი წელი აკადემიურს აიღებ,
მერე? ძიძას ფული უნდა, ბინაც უნდა იქირაო , იმასაც ფული უნდა. როდისღა უნდა
ისწავლო? ან საერთოდ რა უნდა გააკეთო ცხოვრებაში? იმის ილუზიაც კი არ შეიქმნა,
რომ მე დაგეხმარები!

–ეგ უკვე მითხარი...–მაქსიმალურად შეიკავა თავი, თვალები რომ არ აეტრიალებინა.


მერამდენედ ისმენდა ამ ყველაფერს ? თვითონაც ხომ იცოდა.

–რაღაც მინდა შემოგთავაზო...–თუმცა , ირმამ ტონი შეცვალა და ისე წამოიწყო, აშკარა


იყო, უარესს ეტყოდა.–და ძალიან გთხოვ, სანამ არ დავამთავრებ, ნურაფერს იტყვი.

–მამიდა , ბავშვს ვერ მოვკლავ.

–ვიცი, მაგრამ სხვა გზაც არსებობს . იცი, რამდენ წყვილს უნდა შვილი, მაგრამ არ
უჩნდებათ ? წლებია ელიან, მაგრამ... გააჩინე, დროებით აქ იცხოვრე, სანამ მუცელი
გექნება, შემდეგ კი გავაშვილოთ. ოჯახიც მოგიძებნე უკვე, ყველაფერზე ველაპარაკე.

–ირმა, გაჩერდი !–წამოიყვირა , მოსმენილით შეძრწუნებულმა. ისე წამიერად აასხა


გაბრაზებამ ტვინში, მაშინვე მთელი სხეული აუკანკალდა. ეს როგორ უთხრა? ეს როგორ
გაბედა !

–არც მოკვლა მოგიწევს და თან ისე მოიშორებ, აღარ შეგაწუხებს!–თუმცა ქალი მაინც
თავის რეპერტუარში იყო და ნიცამაც ვეღარ შეიკავა თავი. მაშინვე წამოდგა , საძინებლის
კარი გააღო და ეცადა ისე ეთქვა, ხმის კანკალი არ შეემჩნია:

–ძალიან გთხოვ, გადი აქედან.

–არა, რაზე ფიქრობ ?! რა გინდა, ოცი წლის ასაკში საწოვარებით და ბავშვის პამპერსებით
ირბინო ?

–წადი აქედან!

–შენ გგონია ის ბიჭი, ახლა რომ მეგობრებთან ერთად სვამს, რამეში მოგეხმარება? ისე
მარტივად მიგაგდებს, როგორც დაგაორსულა . და ღირსიც იქნები!

–ირმა!

–გეფიცები , ნიცა, ერთ თეთრს არ გაღირსებ. სულ არ მაინტერესებს, რა ენდომებოდათ


შენს მშობლებს, ჩემგან ვერაფერს მიიღებ. აქვე მოკვდები ჩემთვის, თუ უარს მეტყვი. მე
~ 74 ~

AD Download to read ad-free.

მეზობლებს და სანათესაოს იმას ვერ ვათქმევინებ, ძმისშვილი გაუბოზდაო!–დაუყვირა


ქალმაც და ეს მართლა ბოლო წვეთი გამოდგა ნიცასთვის. ვერც კი მიხვდა საიდან
მოიტანა იმის ძალა, რომ არ წაქცეულიყო, მაგრამ მაინც მოახერხა თავის ხელში აყვანა.

–ახლავე წადი!–უღრიალა გამწარებულმა და კიბეზე ამორბენის ხმაც მოესმა შორიდან.–


აღარასდროს გაბედო აქ მოსვლა, გაიგე? აღარასდროს !

–აქ რა ხდება?–და საბოლოოდ, დადიანიც შეუერთდა მათ კამპანიას. ისეთი სახე ჰქონდა,
მზად იყო ადგილზევე გაეგლიჯა ნებისმიერი.

–მე შენ გაგაფრთხილე, ნიცა!–გამყინავი ხმით წარმოთქვა ირმამ.–და ისიც იცი, ტყუილად
რომ არაფერს ვამბობ.

–ჩემთან მოკარებაც კი აღარ გაბედო ამ სიტყვების შემდეგ...–ძლივს ამოთქვა, ყვირილით


ხმაწართმეულმა და კარის სახელურზე ხელმოკიდებული, ადგილზევე ჩაიკეცა, ქალი
რომ ოთახიდან გავიდა . ისიც არ იცოდა, აქამდე როგორ გაძლო, მაგრამ ახლა თითქოს
ერთიანად მოწყდა. იმის გააზრებისასაც კი პანიკა ეწყებოდა , რომ ის ბავშვი უნდა
გაეშვილებინა, რომელსაც ცხრა თვე მუცლით ატარებდა .

დადიანი კი, იდგა გახევებული და ვერ გაეგო რა უნდა გაეკეთებინა. თითქოს ძარღვებში
სისხლი გაეყინა, ნიცას ყვირილი რომ გაიგო და შემდეგ, ასეთ მდგომარებაში აღმოაჩინა.
ბიჭები მაშინვე წავიდნენ, როცა შეატყვეს, სიტუაცია ზედმეტად პირადული რომ
ხდებოდა, თუმცა თვითონ მაინც არ ჩათვალა საჭიროდ ზემოთ ასვლა. ვერ იჯერებდა,
მამიდამისს როგორ უნდა გაეწირა ასე. როგორ უნდა მიეყვანა ორსული გოგო ასეთ
მდგომარეობამდე . ახლა კი, იმასაც ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეთქვა ნიცასთვის, ცოტათი
მაინც რომ ენუგეშებინა. სწორედ თვითონ არ იყო მისი ყველა პრობლემის გამომწვევი
მიზეზი?

–წყალი ხომ არ გინდა?–სრულიად უაზროდ წამოიწყო ბოლოს საუბარი და ჩაიმუხლა,


რომ წამოეყენებინა.

–ძალიან ჩამოვიდა ხმა?–ჩურჩულით ჰკითხა, ერთიანად გაწითლებულმა.

–წავიდნენ უკვე ისინი...–და თითქოს, თორნიკეც მიუხვდა.–ბალიში ხომ არ გაგისწორო ?–


ჰკითხა დამნაშავესავით და გოგონამ რომ თავი გაიქნია, უხერხულად აიტუზა
საწოლთან. ასე არასდროს გასჭირვებია საუბარი.

–მაპატიე , წარმოდგენაც არ მაქვს, საიდან გაიგო მისამართი.

–შენ ხო არ გაგიჟდი, რას მებოდიშები! რა უნდოდა? გინდა თამოს დავურეკო ? ან მაიას...


ცუდად ხომ არ ხარ?

~ 75 ~

AD Download to read ad-free.

–არა, არა, უბრალოდ მართლა ვეღარ შევიკავე თავი.–ამოიოხრა და აცრემლებულმა


შემოიხვია მუცელზე ორივე ხელი. აღარც ის ადარდებდა, თორნიკეს წინ რომ ტიროდა
პატარა ბავშვივით და საერთოდ ვეღარაფერზე ფიქრობდა . ირმასგანაც კი არ ელოდა
ასეთ რამეს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობდა მის ხასიათს.

სულს უხუთავდა ოთახში შექმნილი დუმილიც . გაურკვეველი, უაზრო სიტუაცია.


ერჩივნა მარტო დარჩენილიყო და გულიანად , ხმამაღლა ეტირა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა.
თვალებდახუჭულს მიედო თავი ბალიშზე და ჩუმად სდიოდა ცრემლები , დადიანის იქ
ყოფნით დამძიმებული ჰაერი კი ერთიანად შემოხვეოდა და თავის ნაჭუჭში იქცევდა.
ვერ ხედავდა, მაგრამ აშკარად გრძნობდა, გვერდით რომ ედგა, თუმცა ამაზე მეტად,
ახლა სირცხვილს გრძნობდა და ალბათ ყველაფერი ერჩივნა იმას, რაც წეღან მოხდა. ასე
დამცირებულად თავი მაშინაც კი არ უგრძვნია , რომ გამოუცხადა, შენთან უნდა
ვიცხოვრო , სხვა გზა არ მაქვსო. არა, ეს როგორ გაუკეთა? კიდევ უჭირდა დაჯერება .

სუნთქვა კიდევ უფრო შეეკრა, საწოლი რომ ჩაიწია და თორნიკეს სურნელი ახლოს
იგრძნო . სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად ტრიალებდა ოთახში ალკოჰოლის სუნი,
მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ახლა საერთოდ არ მოქმედებდა. ჰმ, არადა
ისე ყველაფერზე გული ერეოდა...

–მთელი ცხოვრება დაგინგრიე...–მძიმედ წარმოთქვა ბიჭმა და ნიცამაც მაშინვე დააჭყიტა


თვალები.–მაგრამ ჩემი ბრალი არ ყოფილა , შენც იცი.–ამოიოხრა და კოლოფიდან
კბილებით ამოაძვრინა სიგარეტის ღერი. ოღონდ ახლა არ მოწიოს!–წარმოდგენაც არ
მქონდა, ასე თუ წავიდოდა ყველაფერი.

–თორნიკე ...–ეცადა, როგორმე გადაეფიქრებინებინა. სიგარეტი მართლა ისე ცუდად


ხდიდა, თავსაც რომ ვერ იკავებდა .

–არა, მაცადე,–თუმცა , ვერ მიუხვდა და გააბოლა, გოგონას რეაქცია კი ვერც შენიშნა.

–ძალიან გთხოვ...

–ნიცა, მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო.–ამოიოხრა კიდევ ერთხელ და მხოლოდ


მაშინ მოეგო გონს, გოგონა ოლიმპიური სისწრაფით რომ გავარდა საპირფარეშოსკენ.
მაშინვე მიჰყვა თვითონაც უკან და არც მისი „არ შემოხვიდე“ ჩაუგდია რამედ, ისე
მიუახლოვდა და თმა გადაუწია სახიდან.

–ხომ გთხოვე, გადი–მეთქი!–ამოილუღლუღა ფერდაკარგულმა , სახეზე წყალი რომ


შეისხა.

–კიდევ დიდხანს უნდა იყო ასე?–აშკარად შეწუხებული ჩანდა დადიანი.

~ 76 ~

AD Download to read ad-free.

–არ ვიცი, შეიძლება ხვალვე გამიაროს, შეიძლება სამ თვემდე ასე ვიყო.–მხრები აიჩეჩა და
ისევ საძინებელში გაფრატუნდა , მაგრამ სანამ დაწვებოდა, სიგარეტის კოლოფს დაავლო
ხელი.–ახლა კი, აი ამის ბრალი იყო.

–ვერ თქვი მერე, გოგო?

–ვამბობდი , მაგრამ არ მომისმინე.

–როგორ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე!–ამოიღრინა და ისე დატოვა ოთახი, ხმაც აღარ


ამოუღია . ნიცა კი, ცოტა არ იყოს, შოკირებული დარჩა მისი საქციელით. რა უთხრა
ამისთანა? რა ქნას, თუ ცუდად ხდება სუნზე, თავისი ბრალი ხომ არ არის. ან
საერთოდაც, რამ გააბრაზა ასე? არანორმალური !

დაბნეული წამოწვა და ისე საგულდაგულოდ გაეხვა პლედში, თითქოს სამუდამოდ აქ


აპირებდა დარჩენას. სიმართლე ითქვას, მისი ნება რომ ყოფილიყო , მართლა დიდიხანი
არ შეიცვლიდა პოზიციას, თუმცა... ერთი მხრივ, მართალი უთხრა ირმამ. რა უნდა ექნა?
ჯანდაბას, სწავლას თავს დაანებებდა, მაგრამ მერე? საერთოდ დაკარგავდა ყველანაირ
პერსპექტივას. რატომ არ იფიქრა თავის დროზე?

–რა მოგიხერხო, დე?–ამოიოხრა და კიდევ ერთხელ გადმოუშვა ცრემლები. არასდროს


ყოფილა ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში. ვერ ხვდებოდა რა ელოდა. ზღაპარში ხომ არ
იყო, ყველაფერი ისე რომ განვითარებულიყო, როგორც ოცნებობდა? რა, მართლა
ელოდა, რომ თორნიკეს შეუყვარდებოდა? თეთრი კაბა და სიმებიანი ორკესტრის
შესრულებული მენდელსონიც ხომ არ მოუნდა, შემთხვევით?

მოულოდნელობისგან შეხტა, კარი რომ გაიღო და დადიანი დაინახა. ცალ ხელში


ლეპტოპი ეჭირა, მეორეში კი თევზიანი თეფში. ისე უცერემონიოდ შევიდა და საწოლის
მეორე მხარეს წამოკოტრიალდა, ნიცა გაოგნებული უყურებდა და ხმასაც ვერ იღებდა.

–მაიკოს დავურეკე , ველაპარაკე, მოკლედ, მოგიგვარე , რა!–გაუცინა და თვალი ჩაუკრა ,


შემდეგ კი გარჩეულ თევზზე ანიშნა და ხელები თავქვეშ ამოიდო.

–მეხუმრები ?

–ხო, ბიჭებს დაგვრჩა და რომ არ გაფუჭდეს, ვცდილობ შენ გაჭამო.–თვალები აატრიალა,


ნიცა კი ისე წამოჯდა, მართლა ვერ იჯერებდა. მაიას ნათქვამის კი არა, იმის დაჯერება
უჭირდა , თორნიკე რომ ასე მოიქცა .

–ანუ...

–შეგიძლია სინდისის ქენჯნის გარეშე დაპურდეთ შენ და არგელოდი !

~ 77 ~
AD Download to read ad-free.

–ვაიმე !–პირზე ხელები აიფარა გახარებულმა.–აუ, რა კარგია! იმედია, გემრიელია !

–კი, მართლა კარგია .

–ვნახოთ. აქამდე არ გამისინჯავს.

–მოიცა , აბა რანაირად მოგინდა?!

–რა ვიცი, სუნი ჰქონდა საოცარი...–მხრები აიჩეჩა და ის იყო უნდა გაეისინჯა, თორნიკეს
მობილური საეჭვოდ რომ „მიაჩერდა“.–მოიცა, რას აკეთებ?

–არაფერს !–„იუკადრისა“ და წარბიც არ შეუხრია, ისე გადაუღო ფოტო. კარგ კადრებს


არაფრის დიდებით არ გაუშვებდა ხელიდან.–ისე, ლეპტოპი ქვემოთ დაგრჩა და სხვათა
შორის, შევწუხდი, იმდენი მესიჯი მოგდიოდა, ჩიტო!

–ჩიტო?–ისეთი სიცილი აუტყდა, კინაღამ ლუკმა გადასცდა .

–ჰო, ვიღაცამ მოგწერა, თქვენი გაცნობა თუ შეიძლება, ჩიტოო!–თვალები აატრიალა


უკმაყოფილომ.

–შენ რა, მესიჯები წაიკითხე?–აი ნიცამ კი აშკარად იგრძნო, როგორ დაუარა ხერხემალში
სიცივემ.

–ჰო, დავჯექი, პოპკორნი მოვიდგი და დავუყევი , ნეტა ჩემს სექსუალურობას


წერილობით როგორ გადმოსცემს–მეთქი!–კიდევ ერთხელ ჩაიფხუკუნა და თევზი
„მოპარა“.–ამოაგდო უბრალოდ და სანამ გავთიშავდი შემომეკითხა.

–როგორი დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე!–თავი გადაიქნია ნიცამ, შემდეგ კი


ლეპტოპი ააცალა და მუცელზე უნდა დაედო, თორნიკემ წარბები რომ აუწია და ფეხებზე
ჩაუსრიალა.

–ნუ მიჩაგრავ!

–შენ რა ხასიათზე ხარ?! ხშირად დალიე–ხოლმე ლუდი.

–რაო, ჩიტო, მოგეწონე?–გადაიხარხარა და ისე ახლოს მიიჩოჩა , არც შეუმჩნევია.–მიდი


ერთი, ჩართე რას უყურებდი ეს დღეები. შევაფასო კონკურენტი.

–კონკურენტი?

–შენ არ თქვი, ყველა გოგოს მოსწონსო?

–აა, ჰო...–ჩაიბურტყუნა , ციდან ჩამოვარდნილმა და ჩაკეცილი ბრაუზერი გახსნა. –ბოლო


ორი სერიაღა დამრჩა , მაინც ვერაფერს გაიგებ.
~ 78 ~

AD Download to read ad-free.

–შენ ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარება . ეკონომეტრიკა გავიგე


და ამას ვერ გავიგებ?!–ჩაიცინა თვითკმაყოფილი სახით და ნიცას ისეთი სიცილი
აუტყდა, ლეპტოპიც გადაუსრიალდა. ყველაზე მეტად ეს საგანი სძულდათ ეკონომიკის
სტუდენტებს და ყველაზე მეტი ბავშვი, სწორედ ამაში იჭრებოდა, დადიანი კი, როგორც
ჩანს, ამაშიც გამორჩეული გახლდათ.

ყველაზე ბანალური ფილმის სცენარივით წარიმართა თითქოს ყველაფერი. ფილმის


ყურება და თითების ერთმანეთში გადახლართვა, შემდეგ, ჩაბნელებულზე ნანატრი
კოცნა და პირველი მიყვარხარ... თუ მართლა ასე ფიქრობთ, აჯობებს აქვე შეწყვიტოთ
კითხვა. რა თქმა უნდა, არაფერიც არ მომხდარა ასე! თორნიკე ყოველ ორ წუთში
კითხვებს სვამდა, მართლა პატარა, აბეზარი ბავშვივით იქცეოდა, ნიცა კი, ხან მშვიდად
პასუხობდა, ხანაც თვალებს უბრიალებდა , მაცადე ყურებაო.

–მოიცა , შორდებიან?–წამოიძახა აზარტში შესულმა.–რატომ?

–მასე იყვნენ შეთანხმებულები...–ამოისლუკუნა გოგონამ და მუყაოს ყუთიდან კიდევ


ერთი ხელსახოცი ამოაძვრინა.

–რაზე შეთანხმდნენ, დავშორდეთო?

–ჰო, არ არის ეს გოგო ნორმალური... ასეთ ბიჭს რომ დაშორდები...–თავი გადაიქნია და


ეცადა, ცრემლები შეემშრალებინა, მაგრამ შედეგად უფრო აეტირა .

და ასე გაგრძელდა ბოლო სერიის ბოლო წუთამდე. ხმამაღლა ზლუქუნებდა


გულამომჯდარი და თორნიკეც, ისეთი დაძაბული უყურებდა , თვითონაც ვერ მიხვდა,
როდის ჩაითრია ისტორიამ ასე ძალიან. უსაქმურობას აბრალებდა და ცდილობდა ამით
გაემართლებინა თავი, მაგრამ სადღაც ღრმად, ქვეცნობიერი ბოროტად დასცინოდა.
როგორ მივიდა აქამდე? ან რატომ? წარმოდგენა არ ჰქონდა. არც ის იცოდა, რატომ იწვა
ახლა ნიცას საძინებელში, როცა საკუთარიც ჰქონდა, ან უფრო უკეთეს შემთხვევაში,
შეეძლო მეგობრებთან ერთად წასულიყო სადმე გასართობად. მაგრამ არა, ამის ნაცვლად,
უსაქმური მოხუცივით სერიალის ყურებით გაჰყავდა დრო.

–მე ამას ვერასდროს შევძლებ...–ამოიოხრა ნიცამ, ლეპტოპი რომ დახურა.

–რას გულისხმობ?

–პატარას ვერ დავთმობ.–კიდევ უფრო დაუმძიმდა ხმა და თორნიკეც წამოჯდა. ყველაზე


მეტად ის სძულდა, სათქმელს პირდაპირ რომ არ ეუბნებოდნენ, ახლა კი, უფრო მეტად
დაეჭიმა ნერვები.

–არ გინდა პირდაპირ მითხრა, საიდან მოიტანე ეს სისულელე?

~ 79 ~

AD Download to read ad-free.

–ირმამ მითხრა...

–რა?

–გააჩინე და გააშვილეო...–თითქმის შეუმჩნევლად დაიჩურჩულა და კბილები ისე


მაგრად დააჭირა ქვედა ტუჩს, ეტკინა კიდეც. ვერაფრით ბედავდა თავის აწევას და
დადიანისთვის თვალის გასწორებას . მხოლოდ ის შენიშნა, როგორ მოემუშტა ხელები და
ესეც საკმარისი იყო, რეაქციის პროგნოზირებისთვის .

–თავიდან ამოიგდე, გასაგებია ?!–წარმოთქვა გაყინული ხმით, თუმცა ამ სიცივეში


გაცილებით უფრო მეტი იკითხებოდა, ვიდრე უნდოდე, რომ ეჩვენებინა.

–მე არც მიფიქრია ...

–და არ მინდა, ის ქალი აქ ვნახო. ვიცი, რომ მამიდაშენია, მაგრამ თავს ვერ შევიკავებ და
რაღაცას ვეტყვი.

–საშინლად მრცხვენია, იმ ყველაფრის მოსმენა რომ მოგიწია ...

–ყველაფერი , ნამდვილად არ გამიგონია , საბედნიეროდ. მაგრამ ძალიან გთხოვ,


სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. და ნურც იმას მიიტან გულთან ახლოს, მამიდაშენის
მეზობლები თუ იჭორავებენ, გაბოზდაო .–გამოსცრა კბილებს შორის და მეტი რომ ვეღარ
მოითმინა, ნიკაპზე მოკიდა ხელი და ისე ააწევინა თავი.–ვერ ვიტან, როცა საუბრის
დროს არ მიყურებენ.

–მაგას მხოლოდ მეზობლები არ იტყვიან.

–და გადარდებს?–წამითაც არ მოუშორებია მზერა, ისე ჰკითხა. თვითონაც ვერ


გააცნობიერა, ისე მიუახლოვდა და ახლა მოშორებას ვეღარ ახერხებდა. პირიქით,
თითქოს მიზანიმიმართულად, უფრო და უფრო წინ მიიწევდა, ნიცა კი, თითქოს
ადგილს მიეყინა.

–არ მინდა ჩემს შვილს ნა...

–ეგ არ თქვა!–დაიგრგვინა და საბოლოოდ, ფეხზე წამოიჭრა .–თქვა კი არა, არც გაიფიქრო !


ნიცა, გეფიცები, მაგის თქმას სხვას კი არა, შენც არ გაპატიებ.

–მე...–ხმა ვეღარ ამოიღო ყიფიანმა. ისე დააბნია რეაქციამ, ვერც მოიფიქრა, რა


შეიძლებოდა ეპასუხა.–არც მიფიქრია ...

–მომისმინე ...–ჩაიმუხლა მისი საწოლის წინ.–არც შენ იცოდი ეს რომ მოხდებოდა და მით
უმეტეს, არც მე. მაგრამ მოხდა და ალბათ, ასე იყო საჭირო. ჰოდა, არავის საქმე არაა

~ 80 ~

AD Download to read ad-free.

კარადის უჯრაში ჩემი ხელმოწერილი ქორწინების მოწმობა გედება თუ არა. არც ისაა
ვინმეს საქმე, როგორი ურთიერთობა გვექნება ერთმანეთთან. ამ ბავშვს დედაც ჰყავს და
მამაც და არ დავუშვებ, გესმის , არავის ვაპატიებ, რამე ზედმეტი რომ თქვას. შენ კიდევ,
ნურავის აძლევ უფლებას , სულელური აზრებით გამოგიტენოს ტვინი. არაფერში არ ხარ
დამნაშავე. შენი ცხოვრებაა და ისე ცხოვრობ, როგორც გინდა. დაივიწყე, რომ სხვებიც
არსებობენ , ყველა ნაბიჯს იმით ნუ საზღვრავ, რას იტყვიან შენზე. უბრალოდ ამოიგდე
თავიდან, ძალიან გთხოვ.

–არ მინდა, რომ ირმას ჩემ გამო რცხვენოდეს.

–არც პატარას უნდა, დედამისს მის გამო რომ რცხვენოდეს.–წარმოთქვა მტკიცედ და


ხელები, აქამდე მის მუხლებზე რომ ჰქონდა დალაგებული, ახლა წელზე შემოხვია, სახე
კი მუცელთან მიუტანა ახლოს.–აქ მარტო ჩემი ან შენი კი არა, ჩვენი შვილი გიზის და ნუ
აგრძნობინებ იმას, რაც რეალურად არ ხდება. აქედანვე უნდა იცოდეს, რომ დედას და
მამას შეიძლება ერთმანეთი არა, მაგრამ ის მთელ სამყაროს ურჩევნიათ და ეს,
ყოველთვის ასე იქნება .–საბოლოოდ, მშვიდად დაასრულა , შემდეგ კი, სულ ოდნავ, ისე,
რომ აქამდე თვითონაც არ აპირებდა , სვიტრი აუწია და ტუჩებით შეეხო მოშიშვლებულ
კანზე...

თავი 9

ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ცხოვრებაში. გრძნობებიც , ერთმანეთის მიმართ


დამოკიდებულებაც, ურთიერთობებიც კი. დროთა განმავლობაში, გვინდა თუ არა, მაინც
მივდივართ რაიმე სახის ცვლილებამდე. უბრალოდ, დასაწყისში არ ვიცით, ეს კარგი
იქნება თუ ცუდი. ზოგადადაც, მე თუ მკითხავთ, ზედმეტად აბსტრაქტული ცნებებია ეს
კარგი და ცუდი. ვინ დააწესა? არც არავინ. ამიტომაც, ერთადერთი უტყუარი, რასაც
უნდა დავუჯეროთ , საკუთარი შეგრძნებებია . ისინი არასოდეს მოგვატყუებენ . არასდროს
აგვიჩქარდება გული უმიზეზოდ , არასდროს ვიგრძნობთ მუხლებში სისუსტეს და ათასი
ჭიანჭველის ერთდროულად დასევას მთელს სხეულზე. ემოციები ყველაზე ნამდვილია,
ადამიანები კი, რომლებიც მათ ენდობიან, ყველაზე გულწრფელები...

~ 81 ~

AD Download to read ad-free.

როგორც ყველა ჭეშმარიტი სტუდენტი, უფრო ზუსტად კი, ჭეშმარიტი მაღლიველი,


ნიცაც მაშინ ანერვიულდა გამოცდებზე , პირდაპირი მნიშვნელობით, კარზე რომ მოადგა.
აქამდე მხოლოდ ბავშვზე ღელავდა, მაგრამ წოლითი რეჟიმის შემდეგ რომ გადაამოწმეს
მდგომარეობა და საგანგაშო აღარაფერი იყო, გამოცდების მოახლოებამაც აატკია
ნერვიულობისგან კუჭი. ყველაზე მეტად მაინც იმას დარდობდა , ორი კვირა რომ გაუცდა
და პროგრამას ჩამორჩა. კი, ასე თუ ისე, თავისით მეცადინეობდა, მაგრამ იყო საგნები,
დამოუკიდებლად რომ ვერაფერს გახდებოდა. არა, რატომ დაემთხვა ყველაფერი ასე
ცუდად? თითქოს განგებ ევლინებოდა ყველა „განსაცდელი“ რიგ–რიგობით ,
ამოსუნთქვის დრო რომ აღარ დარჩენოდა.

ახლაც, კონსპექტებში ჩაძირული , საბანში გახვეულიყო და ყოველი ნახევარი გვერდის


წაკითხვის შემდეგ თვლემდა. ამ ბოლო დროს კი აშკარად გრძნობდა ძილიანობას,
მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო. სულაც არ გახლდათ ადვილად ჩასაბარებელი საგნები
და არც აპირებდა ხელის ჩაქნევას მაღალ ქულებზე . ახლა თუ დაკარგა სტიპენდია,
შემდეგი სემესტრისთვის ხომ უნდოდა?!

–რატომ არ ჩავაბარე რამე მარტივზე ?–ამოიოხრა და ღმერთმა უწყის, მერამდენე დონატი


ჩაკბიჩა. გუშინ „სრულიად შემთხვევით“ აღმოჩენილა თორნიკე ახლოს და ხელს
გამოვაყოლე, რა ვიცოდი, როდის მომინდებოდაო.

არაფერი უთქვამს მის მზრუნველობაზე. არ უნდოდა თავი დაეიმედებინა და შემდეგ


საკუთარივე აგებული კოშკის ნანგრევებში მოყოლილიყო. სრულიად ბუნებრივია , მამა
შვილზე ზრუნავდეს. რამდენჯერმე გაუმეორა კიდეც ნიცას, რომ ყველაფერს ბავშვის
გამო აკეთებდა . არც ერთხელ არ წამოსცდენია არაფერი მის მიმართ. სხვანაირადაც კი არ
შეუხედავს. არადა, როგორ ელოდა?! გულის სიღრმეში, მაინც ჰქონდა იმედი,
თანაცხოვრება რომ ყველაფერს შეცვლიდა. თუმცა შეცდა...

ყურადღებაც არ მიუქცევია , საკეტის გაჩხაკუნების ხმა რომ მოესმა. ვერაფრით დაადგინა


ამ ბიჭის გრაფიკი. ისე უაზროდ მიდი–მოდიოდა , თვითონ კი არა, ღმერთმაც არ
უწყოდა , როდის ბრუნდებოდა სამსახურიდან, როდის სასწავლებლიდან და როდის...
თუმცა არა, ეს თემა ზედმეტად მტკივნეული იყო ნიცასთვის, დრო რომ დაეთმო
საფიქრელად. იცოდა, როგორ არ იცოდა, ისევ რომ იარსებებდა დადიანის ცხოვრებაში
ხანმოკლე, ერთღამიანი რომანები. შეიძლება, უფრო დიდხნიანსაც ეარსება და
საერთოდაც, ერთ დღეს ეთქვა, ცოლი მომყავს და დიდი ბოდიში, მაგრამ აქ უკვე
ზედმეტი ხარო. ღმერთო, როგორ ეშინოდა ამ ყველაფრის. არადა, რა იყო
დაუჯერებელი? პირიქით, ზედმეტად მოსალოდნელი იყო ყველაფერი და არც კი
იცოდა, როდის დაატყდებოდა ახალი ამბავი თავს...

~ 82 ~

AD Download to read ad-free.

ვერც მიხვდა, ისე აემღვრა გამოსახულება. ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა ამ თემაზე
იწყებდა ფიქრს. ცდილობდა კიდეც, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, მაგრამ
საბოლოოდ, ისევ ამასთან ბრუნდებოდა და საძულველ ჩხვლეტასაც გრძნობდა მკერდის
მარცხენა მხარეს. როგორ შეიძლება, იმ ყველაფრის შემდეგ, ისევ უყვარდეს ? როგორ
შეუძლია ასეთი უთავმოყვარეო იყოს და კვლავ უჩქარებდეს გულს მისი სუნამოს
არომატით გაჟღენთილ ოთახში ყოფნა? რამდენჯერ დაუჭერია საკუთარი თავი,
ხანდახან ისე მიაშტერდებოდა ხოლმე, როგორც ადრე, პირველ კურსზე ... ერთი–ორჯერ,
ისეთმა საოცარმა სურვილმა წამოუარა , ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა,
თვალებმიხუჭული, კისერგადაგდებული თორნიკე რომ აღმოაჩინა დივანზე
ჩაძინებული. ისე მოუნდა შეხებოდა... ჯანდაბა, ახლაც კი ჟრუანტელმა დაუარა
გახსენებისას და გაბრაზებულმა, დონატიც მოისროლა და კონსპექტებიც.

–ყველაფერი შენი ბრალია! კოტრიალობ ოცდაოთხი საათი საწოლში, სასოწარკვეთილი


დიასახლისივით!–შეამკო საკუთარი თავი და ის იყო საბანი უნდა გადაეძრო, მისი
საძინებლის კარი რომ გაიღო და სტუმარმა და ნიცამ ერთდროულად შეკივლეს. კი
მაგრამ, ეს ვინღაა? თვალები დააჭყიტა და შუახნის, მაგრამ ძალიან თავმოვლილი და
ახალგაზრდულად ჩაცმული ქალი საეჭვოდ შეათვალიერა. არც ის აშორებდა თვალს.
ჯერ ყიფიანს შეხედა, შემდეგ არეულ საწოლს და მიმოფანტულ ფურცლებს , ბოლოს კი
ისევ გოგონას დაუბრუნდა და ცალი წარბიც აუწია, სანამ პირს გააღებდა რაღაცის
სათქმელად.

–თქვენ ...–დაასწრო ნიცამ და ხელში ფუმფულა , მტვრის საწმენდი ჯოხი რომ დაუნახა,
ცოტათი მოეშვა. ალბათ, დამლაგებელია... აბა, ეს ბიჭი თავისით ხომ არ დაალაგებდა
ამხელა სახლს?!–ახლავე გავალ.

–უკაცრავად , მაგრამ აქამდე არ მინახიხართ. ვინ ბრძანდებით ?–მომთხოვნი ტონი


ჰქონდა ქალს და ამან კიდევ უფრო დააბნია. რა უნდა უთხრას?

–მე თორნიკეს ნათესავი ვარ!–დააბრეხვა უცბად, სახელდახელოდ მოგონილი ტყუილი .–


დეიდაშვილი.–შემდეგ კი, ისეთი ანგელოზის სახით გაუღიმა, ქალის გაკვირვება არც
დაუფიქსირებია . სწრაფადვე გამოძვრა საწოლიდან და სწორედ აქ დაუშვა შეცდომაც.
რით ვერ ისწავლა, ასე ადგომა მაშინვე უბილეთო ატრაქციონზე რომ ამოგზაურებს ?!

–ცუდად ხართ?

–არა, თავბრუ დამეხვა უბრალოდ.–გაუღიმა და ხელი გაუწოდა .–ნიცა.

–მანანა.–უპასუხა, ცოტა არ იყოს ჩაფიქრებულმა .

~ 83 ~

AD Download to read ad-free.

–თქვენ ალბათ, უნდა დაალაგოთ?–ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს. არ უნდოდა


შეურაცხმყოფელად გამოსვლოდა. საერთოდაც, რატომ არ გააფრთხილა ვაჟბატონმა?

–დავალაგო?–თვალები ჭყიტა ქალმა.–აა, ჰო... უნდა დავალაგო. არ გაგაფრთხილათ


თქვენმა დეიდაშვილმა?

–ამმ, არა... იცით, მე შემიძლია დაგეხმაროთ !

–არა, როგორ გეკადრებათ. ჩაბრძანდით თქვენ ქვემოთ და მე ყველაფერს მივხედავ, არ


არის საჭირო...–გაუღიმა უცნაურად და ნიცამაც ვეღარაფერი უპასუხა. მხრები აიჩეჩა
მხოლოდ, თუ რამე დაგჭირდეთ, ქვემოთ ვიქნებიო, კონსპექტები და მობილური აიღო
და პირველი სართულისკენ გაემართა სამეცადინოდ, უფრო გულწრფელად კი,
მეცადინეობის იმიტაციისთვის...

* * *
ისე მოსაღამოვდა, მანანა კიდევ სახლს ალაგებდა. ისე უხერხულად გრძნობდა ნიცა
თავს. თვითონ წამოკოტრიალებულიყო დივანზე, ამხელა ქალი კი დადიოდა და ხან
მტვერს წმენდდა, ხანაც კარადებს აწკრიალებდა. იატაკიც კი მოწმინდა და ბოლოს,
ნაგვის გატანაზე რომ მიდგა საქმე, მეტი ვეღარ მოითმინა.

–დაანებეთ თავი და თვითონ გაიტანს თორნიკე, რა...–სერიოზულად შეწუხდა,


ცელოფნებს რომ შეხედა.

–ბარემ ბოლომდე მივიყვან საქმეს.–გაუღიმა ქალმა და ის იყო გასვლას აპირებდა , ნიცა


რომ მიუახლოვდა და სწორედ მაშინ, როცა პარკის გამორთმევას ცდილობდა , კარიც
გაიღო და ახლადგამოჩენილ თორნიკესაც წამებში შეეცვალა სახე.

–რას აკეთებთ?–იკითხა დაბნეულმა, შემდეგ კი „დატვირთული“ გოგონას დანახვაზე,


თვალები აატრიალა და მაშინვე გამოართვა.–მძიმეა!

–დღეს რა ძალიან შეგაგვიანდა?–საეჭვოდ შინაურულად ჰკითხა ქალმა და დადიანმა


მასაც გამოართვა მძიმე შეკვრები. სული დაელია ნიცას, სანამ ნაგვის გადასაყრელად
გასული , უკან დაბრუნდებოდა. რა ჯანდაბა ხდება აქ?

–აბა, მოასწარით ერთმანეთის გაცნობა?!


~ 84 ~

AD Download to read ad-free.

–კი, მოვასწარი შენი დეიდაშვილის გაცნობა!–ზედმეტად ხაზგასმით წარმოთქვა მანანამ,


რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ კი, დადიანს ისეთი სიცილი აუტყდა , ლამის
ხროტინზე გადავიდა .

–აი გაღიარებ, რა, ნიცა!–ძლივს ამოთქვა სიცილით და ორივე ხელი მაღლა ასწია.–მარტო
შენ თუ მოახერხებდი დეიდაჩემს გასცნობოდი ჩემს დეიდაშვილად!

–რა?–შეიცხადა მაშინვე და პირზეც აიფარა ხელები, თუმცა, რა თქმა უნდა, მომხდარს


ვეღარ გამოასწორებდა. ისე ერთიანად აუხურდა ყურები, მაშინვე მიხვდა, სახეზე უკვე
ჭარხლისფერი რომ ედებოდა.–მოიცა ...

–თავის დროზე რომ გეთქვა ყველაფერი, არც ერთი არ ვიქნებოდით უხერხულ


სიტუაციაში.–დასერიოზულდა ქალი.–რატომ უნდა ვიგებდე ამხელა ამბავს
შემთხვევით?

–რამხელას?–გაეცინა და ეცადა, არაფერი შეემჩნია. ნიცასაც შეეტყო მღელვარება .

–აზრი არ აქვს შენთან საუბარს! წავედი მე, ელენიკოც დაბრუნდებოდა


მასწავლებლებისგან და ცოდოა, აბიტურიენტია ბავშვი, მიხედვა სჭირდება.

–მიდი, მისწერე ჩვენთან მოვიდეს და დარჩი შენც, რა.–პატარა ბავშვივით შეეხვეწა


თორნიკე, მაგრამ ქალმა თავი გაიგიჟა და არაფრის დიდებით არ დასთანხმდა. აშკარა
იყო, სანამ დისშვილთან ცალკე არ ისაუბრებდა , ამ ამბავს ისე არ დაამთავრებდა...

–მეჩქარება !–გადაჭრით წარმოთქვა ბოლოს მანანამ და ბიჭმაც, თავი გადაიქნია, კარგიო .

–წამოდი , გაგიყვან .–ამოიოხრა ბოლოს და სახლში ძლივს დაბრუნებული , ისევ წავიდა ,


თუმცა ამჯერად, არც ისე დიდხნით...

~ 85 ~

AD Download to read ad-free.

* * *
ნერვიულად მიმოდიოდა ნიცა წინ და უკან. სად წავიდა ამდენხანს? არა, ხომ
შეიძლებოდა გაეფრთხილებინა, დეიდაჩემი მოდის–ხოლმე, სახლს მილაგებს და
იცოდეო. ღმერთო , როგორი უხერხულია. თან რა ურცხვად მოატყუა ამხელა ქალი?
დეგენერატი დადიანი! შეიძლება მის გამო სულ ცუდ სიტუაციებში ეხვეოდეს? თან
ისეთი სახე ჰქონდა მანანას, თორნიკემ ნაგვის შეკვრა რომ წაგლიჯა, მძიმეაო. ნეტავ,
მიხვდა? მთელი დღის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მოუწია უნიტაზთან ჩახუტება
და არც ისე გამოირჩეოდა დიდად ორსულის სიმპტომებით, როგორ უნდა მიმხვდარიყო ?

–თითქოს ხვალინდელ გამოცდაზე ნერვიულობა არ მეყოფოდა !–ამოიღმუვლა ბოლოს


და ნერვებმოშლილი დაუბრუნდა სავარძელს. არც კონსპექტების კითხვის თავი ჰქონდა,
არადა, კიდევ ბევრი დარჩა სასწავლი. შეიძლება, ყველაფერი მის წინააღმდეგ იყოს? რა
შესცოდა ამისთანა?

კარის გაღების ხმაზე თავი როგორ შეიკავა, რომ არ წამოფრენილიყო, თვითონაც ვერ
მიხვდა. უფრო მეტიც, ისე საგულდაგულოდ აიფარა სახეზე ფურცლები , თითქოს ამ
დროის განმავლობაში, მათი კითხვის მეტი არაფერი გაეკეთებინოს. ჰმ, ნეტავ მართლა
ასე ყოფილიყო .

–რას აკეთებ, მეცადინეობ?–ისეთი უდარდელი ტონით იკითხა თორნიკემ , თითქოს არც


არაფერი მომხდარა. საჩვენებელი თითით, ოდნავ გასწია კონსპექტი, წაკითხვა რომ
შესძლებოდა, შემდეგ კი, შე საწყალოო, ამოიოხრა და დივანზე დაენარცხა.–აბა, იჭრები
ხვალ?

–რატომ ხარ ასეთი საზიზღარი?–თვალებანთებული წამოენთო. ისეთი სახე ჰქონდა,


კიდევ ერთი სიტყვაც და შუაზე გაგლეჯდა .

–ჩემი ჰობია , აქამდე ვერ მიხვდი?–თვალი ჩაუკრა და ჟურნალების მაგიდაზე შემოაწყო


გადაჯვარედინებული ფეხები.–მიდი, დატრიალდი, რამე მაჭამე, რა.

–წერტილოვანი მასაჟიც ხომ არ გაგიკეთო , დაღლილობის მოსახსნელად?

–ჰმმმ, მაცდუნებლად ჟღერს. გავიხადო?–იკითხა უსერიოზულესი ხმით, მაგრამ ნიცა


თვალებგაფართოებული რომ წამოხტა და აღშფოთებული გაემართა სამზარეულოსკენ,
ვეღარაფრით შეიკავა სიცილი.

საოცრად ართობდა ეს გოგო, თავისი რეაქციებით . არა, მაინც როგორ მოიფიქრა ,


დეიდაშვილი ვარო?! ნუთუ საერთოდ არ აქვს ბედი? გაღიმებული მიჰყვა თვითონაც

~ 86 ~

AD Download to read ad-free.

უკან. დამღლელი დღის შემდეგ, რამდენიმეწუთიანი გართობაც კი ჰყოფნიდა, ხასიათზე


მოსასვლელად, ამჯერად კი, მისი გართობის საგანს, ყიფიანი წარმოადგენდა.

–სხვათა შორის, შენ გამო გავილანძღე!

–ძალიან მიხარია !–აშკარადშესამჩნევი, ყალბი ღიმილი აიკრა ნიცამ და კარტოფილს


ისეთი სახით ამოურია, იფიქრებდით , რომ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.

–არც კი გაინტერესებს, რატომ?

–რთული მისახვედრი არ არის, მე კი, ბრწყინვალე ლოგიკა მაქვს.

–ჰოდა, ლოგიკა დაგაწერინებს ხვალ გამოცდას!–ნიშნისმოგებით აუწია წარბი და


ტაფიდანვე ამოიღო ერთი ცალი კარტოფილი, სანამ გოგონა თეფშზე გადმოუღებდა.

–ყველაფერს მიხვდა ?

–მთლად ყველაფერს, ვერა. ეწყინა კიდეც, ქორწილის გარეშე რომ გადავწყვიტეთ ერთად
ცხოვრება !–ჩაიფხუკუნა გამხიარულებულმა და ნიცას სახე არც შეუმჩნევია.–შენ არ გშია?

–არა. ავალ ოთახში, უნდა ვიმეცადინო.–მოუჭრა მოკლედ და შემდეგ ისეთი ტემპით


გაემართა , თორნიკემ წარბებიც კი ასწია გაკვირვებულმა , რა მოუვიდაო. ზოგჯერ,
მართლა ითიშებოდა მისი რკინის ლოგიკა, ეს „ზოგჯერ“ კი ამ ბოლო დროს, თითქოს
ნიცას ჯიბრზე, ძალიან ხშირად ხდებოდა...

* * *
ისე გაჭირვებით ასწია ბალიშიდან თავი, რომ არა მომაკვდავად მკივანი მაღვიძარა,
ალბათ, გამოცდაზეც დააგვიანებდა. გვარის გამო, ყოველთვის პრივილეგირებული იყო
იმით, ცხრა საათზე რომ არ უწევდა მაღლივის ბიბლიოთეკაში „ლაშქრობა“, მაგრამ
ახლაც ძალიან დაეზარა , საბნიდან გამოძვრომა . საერთოდაც, ისე გაზარმაცდა ამ ბოლო
დროს... ყოველთვის ნერვები ეშლებოდა, ორსულობას რომ შეიფერებდნენ–ხოლმე და
მძიმე ავადმყოფებივით, საწოლიდან არ დგებოდნენ, ახლა კი, თვითონ გახდა მასეთი.

~ 87 ~

AD Download to read ad-free.

მილიონიც რომ დაგეგდოთ , გარეთ არ გავიდოდა. ჰმ, თუმცა ამ წინადადებაზე


ნამდვილად ღირდა დაფიქრება...

ისე ეძინებოდა, იმასაც კი ვერ ხვდებოდა, ნერვიულობდა, თუ არა.


დაპროგრამებულივით მივიდა დანიშნულების ადგილას. არც ის ადარდებდა, ორი
კვირის უნახავ ხალხთან შესახვედრად მაინც რომ გაპრანჭულიყო. მით უმეტეს, რომ
გარეთ ისეთი შავი ღრუბლები დახვდა, გულში იმას ლოცულობდა , გზაში არ
გაწვიმებულიყო .

თორნიკე, რა თქმა უნდა, დილიდანვე წასული დახვდა და ტაქსით მოუწია მგზავრობა .


არა, დღეს მაინც რომ წაეყვანა, არ შეეძლო? რატომ არის ეს ბიჭი ასეთი
უპასუხისმგებლო ? თვითონაც ხომ აქვს გამოცდა , რამე მოუვიდოდა, რომ
დალოდებოდა ?! ვირი!

–აბა, წარმატებები, გოგონა!–ფიქრი შეაწყვეტინა მოხუცი მძღოლის ხმამ და მხოლოდ


მაშინ გააცნობიერა, უკვე ბიბლიოთეკის წინ რომ იდგნენ. ისე საშინლად არ უნდოდა
გადასვლა ...

–მადლობა . კეთილი მგზავრობა .–თუმცა , ამოიოხრა ბოლოს მაინც, საფასური გადაიხადა


და საპანაშვიდე სახით აუყვა კიბეს.

ყველაზე მეტად, ლოდინის მომენტი სძულდა. გამოცდა რომ პირველზე იყო


დანიშნული და ორის ნახევარზე ძლივს იწყებდნენ, ლამის კედლებზე გასულიყო
ნერვებისგან. ერჩივნა თავის დროზე მოეშორებინა ყველაფერი. ის ნახევარი საათი მაინც
არაფერს შეცვლიდა და უფრო მეტად ისტრესებოდა, სხვების ნერვიულობის
შემხედვარე.

–ნიცა?!–დერეფანში ფეხის შედგმისთანავე, მოესმა ნაცნობი კივილი .–არ არსებობს !


მეგონა გაქრი !

–თათუკა,–გაუღიმა ჯგუფელს და გადაკოცნა.–როგორ ხარ?

–როგორ ვიქნები, ვკვდები !–ტუჩები გადმოაბრუნდა სასაცილოდ.–სად დაიკარგე ?

–რა ვიცი, ჯანმრთელობასთან მქონდა პრობლემები , და...–იცრუა ურცხვად და შვებით


ამოისუნთქა , მათკენ მიმავალი გიორგი და ლუკა რომ დაინახა.

–დაკარგულს გაუმარჯოს !–გადაეხვივნენ ბიჭებიც.–გვიკადრე?!

–ჰო, ისე მიყვარს გამოცდები, ამას ვერ გავაცდენდი!–გაეცინა თვითონაც.–ახლაც


არაფერი არ იცით?

~ 88 ~

AD Download to read ad-free.


–შენ ჩვენზე მასეთი წარმოდგენა გაქვს?!–შეურაცხყოფილი სახე მიიღო გიომ.–რატომ
უნდა ვიცოდეთ?!

–ვაიმე , ზემოთ გააგრძელეთ ლაპარაკი, სადაცაა დაიწყება გამოცდა!–თვალები აატრიალა


თათუკამ.

–სადაცაა, სულ რაღაც ოც წუთში!–დასცინა ლუკამ და თვალების ბრიალი რომ დაინახა,


ლოყაზე უჩქმიტა .

–ჩანთას ჩავაბარებ და მოვალ.–ღიმილით გადაიქნია თავი ნიცამ და საკიდებისკენ რომ


წავიდა , სრულიად მოულოდნელად, ვიღაც ისეთი სიძლიერით შეეჯახა, ლამის ძირს
მოადენინა ზღართანი .

–ნელა!–აღმოხდა გამწარებულს და ორივე ხელი მუცელზე აიფარა, „დამნაშავე“ კი


მაშინვე მიტრიალდა მისკენ.

–აუ, მაპატიე, რა! გატკინე რამე?–შეწუხებული სახე ჰქონდა ბიჭს. თვალებშიც


იკითხებოდა , მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით რომ არ მოუბრუნდა .

–კი!–ცხოვრებაში პირველად არ მოუტყუებია, მსგავსი კითხვის დროს პასუხის


გაცემისას . თვითონაც ვერ მიხვდა, რა ბზიკმა უკბინა , მაგრამ ძალიან გაბრაზდა . ბავშვს
რომ რამე სტკენოდა?

–ოუჰ...–დაიბნა ბიჭიც.–გინდა , ყავაზე დაგპატიჟო ბოდიშის ნიშნად?–შემდეგ კი, გრძელი


წამწამების ქვემოდან, ისეთი მზერით გამოხედა... ჰმ, აშკარად ეფექტის მოხდენას
ცდილობდა , თუმცა სამწუხაროდ, ნიცასთან გზა მოჭრილი ჰქონდა.

–როგორი ზრდილობიანი ხარ, არ შემიძლია!

–რატომ?

–რა რატომ?

–რატომ არ შეგიძლია?–ისე გაიკვირვა , თითქოს მართლა აინტერესებდა და ნიცამაც


ვეღარ შეიკავა სიცილი.–ლექსო !–ხელი გაუწოდა , შემდეგ კი მისი გამოწვდილი ხელი
თავისაში მოიქცია და რევერანსით აკოცა.

–ნიცა.

–სასიამოვნოა, ნიცა...–გაღიმებულმა , რაღაცნაირად წარმოთქვა სახელი.

–გეჩქარებოდა .

~ 89 ~

AD Download to read ad-free.

–რა?

–ისე გამიტანე, აშკარად გეჩქარებოდა.–მოუჭრა მოკლედ და ბიჭს რომ გაეცინა, თვითონ


წარბიც არ შეხრია.

–მართალი ხარ, მაგრამ ხომ ხედავ, ვერ მოგწყდი.

–მოგიწევს , შენ თუ არა, მე მეჩქარება.–შემდეგ კი, ისე, რომ პასუხს აღარც დალოდებია,
ჩანთის ჩასაბარებლად გაემართა ...

* * *
–ახლა აქ შესვლას ყველაფერი მირჩევნია!–ამოიოხრა ნიცამ, აუდიტორიის წინ რომ
გაჩერდნენ. დიდი დარბაზი იყო, რომელიც ათ სექტორს აერთიანებდა, მაგრამ ახლოს
მხოლოდ ის და თათუკა მოხვდნენ.

–მასე თამამად ნუ იტყვი, ნიცა!–წარბები აათამაშა ლუკამ.–რა იცი, რა ხდება.

–რა იდიოტი ხარ!–გაეცინა მის სახეზე და ის იყო მობილური ამოიღო გასათიშად,


ეკრანზე აციმციმებული ერთიანი რომ დაინახა.–უი, ვიღაცას მოუწერია .

–ლექტორი იქნება , პასუხებს გწერს, ხო?

–ხო, გიო, როგორი მიხვედრილი ხარ!–თვალები აატრიალა და თორნიკეს სახელი რომ


დაინახა, ხერხემალში გააჟრიალა. ახლა რომ წარმატებას უსურვებდეს...

„ყველა კითხვას აქვს პასუხი. მთავარია, მათი გასაღების , კოდის პოვნა შეძლო...“–
სრულიად უაზრო ტექსტი ეწერა შეტყობინების გრაფაში და ასევე სრულიად უაზროდ
ჰქონდა მიხატული ყვავილი. რამ წამოუარა ?! ან ასე ადრე, სად მოასწრო დალევა?
ღმერთო, ხანდახან როგორი... ჰმ, შესაფერისი სიტყვაც კი ვერ მოიფიქრა ნიცამ, მისი
გონებრივი შესაძლებლობების აღსაწერად.

~ 90 ~

AD Download to read ad-free.

–დაიკავეთ ადგილები , თუ სეირნობა გინდათ, მალე შეგისრულებთ!–სულის გამყინავად


წამოიძახა ბოტასებიანმა დამკვირვებელმა, რომელსაც მხოლოდ მაღლიველები კი არა,
სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც „იცნობდნენ“. ცხოვრების მიზნად ჰქონდა
გამხდარი , ბავშვების გაძევება.

–ეს აქ კი არა, ალკატრასის ციხეში უნდა მუშაობდეს ზედამხედველად!–ჩაიფხუკუნა


გიომ, შემდეგ კი ოთახის მეორე ბოლოში გაემართა ლუკასთან ერთად.

–დაგიბრუნდებით !–სასოწარკვეთილი სახით დაუძახა გოგონებს ლუკამაც.

–ამათ რა უნდათ უნივერსიტეტში!–გაეცინა თათუკას, მაგრამ წამებში დასერიოზულდა


და თვალებიც გაუფართოვდა.–ნიცა, პირველ მერხზე არ ზიხარ?

–მგონი . რა არის?–არც აუხედავს, ისე უპასუხა. მობილურს თიშავდა,


დამკვირვებლისთვის რომ ჩაებარებინა.

–რა არის და ძალიან მაგარი რაღაც, მაგრამ საკითხავია, ვისგან არის!–წარმოთქვა


აღფრთოვანებულმა და შეიძლება ითქვას, გოგონა იძულების წესით წაათრია.

ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირი დააღო ნიცამ, თავის მერხს რომ


მიუახლოვდა. გრანდიოზულ ყუთში, წითელი ვარდები იყო ჩაწიკწიკებული, თავად
ყუთს კი, გაკრული, ლათინური შრიფტით ეწერა “T.D.“

–თი–დი?–გაიკვირვა თათუკამ.–რამე ახალი მაღაზიაა? წერილი არ დევს? ვინ


გამოგიგზავნა ?–მიაყარა ერთიანად, ნიცა კი ხმასაც ვერ იღებდა შოკირებული. თორნიკე
დადიანმა გაუგზავნა ყვავილები? და თან, წითელი ვარდები ? ღმერთო, ვიღაცამ
უჩქმიტეთ !

–გამოიტანეთ კონსპექტები და მობილურები, დაიკავეთ ადგილები!–კიდევ ერთხელ


დასჭექა ბოტასებიანმა.

–წავედი , აბა შენ იცი, წარმატებები!–სწრაფად გადაულაპარაკა მეგობარმა და ნიცამ


ძლივს მოახერხა, შენცო, რომ ეთქვა.

–გოგონა , თქვენამდე ვერ აღწევს ჩემი ხმა?!–და როგორც იქნა, ვიღაცამ იზრუნა ნიცას
გამოფხიზლებაზე .

–უკაცრავად , ახლავე დავჯდები .

–მოიცადე !–ცალი წარბი ასწია, ყვავილების დანახვისას, შემდეგ კი, ისე, რომ ნებართვაც
არ უთხოვია, წამებში „გაჩხრიკა“ ვარდები. სათითაოდ გადაქექა , ყუთიც კი ასწია და
ქვემოდან შეხედა, თან ეს ყველაფერი ისე ოპერატიულად შეასრულა, ყიფიანი

~ 91 ~

AD Download to read ad-free.

სერიოზულად დაფიქრდა გიორგის ნათქვამზე.–სუფთაა , შეგიძლია დაიტოვო...–


დაასკვნა „ჟანდარმმა“, შემდეგ კი, ნიცა წითელ ვარდებთან და უამრავ საფიქრელთან
ერთად, სრულიად მარტო დატოვა...

თავი 10

ნერვიულად აბაკუნებდა ფეხებს, სანამ საგამოცდო ბილეთს დაუდებდნენ. ყოველთვის


ასე იცოდა. ნერვიულობით კვდებოდა, სანამ საკითხებს დახედავდა, შემდეგ კი, როცა
აღმოაჩენდა, რომ იცოდა, ისე ერთიანად მოეშვებოდა–ხოლმე, ჟრუანტელსაც კი
გრძნობდა სახსრებში. სხვანაირი შემთხვევა, ჯერ არ ყოფილა . სამწუხაროდ, ჯერ... არც
ისე კარგად იყო მომზადებული, ძალიან რომ გამართლებოდა და მაინცა და მაინც ის
ბილეთი მისვლოდა , რომელიც აწყობდა. კი იცოდა, ბავშვები რომ ადგილების
მიხედვით, სავარაუდო ალბათობით ითვლიდნენ, რომელი საკითხის წერა მოუწევდათ,
მაგრამ თვითონ მსგავსი ხერხისთვის არასდროს მიუმართავს. სკოლაშიც კი არ
გადაუწერია არაფერი და ახლა, ძალიანაც რომ სდომებოდა, არც იცოდა, როგორ უნდა
გამოეთვალა.

–მადლობა ...–დაიჩურჩულა , საგამოცდო ფურცელი რომ დაუდეს და სუნთქვაშეკრულმა


დახედა. ჰმ, ასეც იცოდა! ბედი საერთოდ არ ჰქონდა და ახლა, კიდევ ერთხელ
დარწმუნდა ამაში. რა ჯანდაბა უნდა ქნას? ინტუიციაც კი არ უვარგა , ტესტებზე
პასუხები რომ დაამთხვიოს.

–შეგიძლიათ, დაიწყოთ წერა. ან ლოცვა...–ხმაში გაპარული ოდნავი ირონიით


ჩაილაპარაკა ბოტასებიანმა დამკვირვებელმა და ნიცამ ისე ამოიოხრა, თითქოს იქ
მთავრდებოდა მისი სიცოცხლე.

ყვავილებზე ფიქრსაც ვერ წყვეტდა. არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ ასე უბრალოდ,


არაფრის გამო გამოუგზავნა დადიანმა ამხელა თაიგული . ან ის მესიჯი რას ნიშნავდა
წეღან?

~ 92 ~

AD Download to read ad-free.

„ყველა კითხვას აქვს პასუხი“... კი, როგორ არა! განსაკუთრებით ამ კითხვებს... ჰმ, რა
ენაღვლება, თვითონ ხომ უკვე ჩაბარებული აქვს. ისე, ეკითხა მაინც, იქნებ
დახმარებოდა?! ღმერთო, არ შეიძლება სასწაული მოხდეს და პასუხები გაახსენდეს?!

იმედგადაწურულმა ჩამოაყრდნო ნიკაპი გადაჯვარედინებულ ხელებს და ბილეთის


ნაცვლად, ვარდების ყუთის თვალიერება დაიწყო. რატომ დაამზადებინა ასეთი
უცნაური? ზუსტად იცოდა, T.D. თორნიკეს ინიციალები რომ იყო, მაგრამ ყუთზე
რაღატომ მიაწერინა?! არა, რაღაცაშია საქმე. იფიქრე ნიცა, ნუთუ ასეთი რთულია ?

„ყველა კითხვას აქვს პასუხი. მთავარია, მათი გასაღების , კოდის პოვნა შეძლო...“

კიდევ ერთხელ ამოუტივტივდა წეღანდელი შეტყობინება გონებაში და თვითონაც ვერ


მიხვდა რატომ, თვალი ყუთის შტრიხ–კოდისკენ გაექცა. გველნაკბენივით შეკრთა.
კარგად იცოდა, საქართველოში წარმოებული პროდუქტის კოდი 486–ით იწყებოდა .
ყოველთვის უყვარდა ციფრებზე დაკვირვება. ადვილად იმახსოვრებდა. ჯერ კიდევ სულ
პატარა იყო, სკოლაშიც არ დადიოდა, მამა ქუჩაში მიმავალი მანქანების ნომრებს რომ
ეკითხებოდა–ხოლმე. ნიცასაც, ისე უხაროდა, სწორად რომ იცნობდა, იმ მომენტში მასზე
ბედნიერს ვერავის იპოვიდით. შემდეგ უკვე ჩვევაში გადაუვიდა და ციფრებს ერთი
შეხედვით იმახსოვრებდა. ახლაც, სწორედ ამ ჩვევის გამო გაამახვილა ყურადღება და
კოდს კიდევ ერთხელ რომ დახედა, ცოტაღა დააკლდა, სიხარულისგან კუნტრუში რომ
არ დაეწყო. არანორმალურია ეს ბიჭი! როგორ მოახერხა?! შტრიხის ქვემოთ ციფრები იყო
არეულად ჩაწიკწიკებული, ზემოდან კი, თითქმის შეუმჩნევლად, ლათინური ასოები
ეწერა. როგორ მოხდა, „ალკატრასელმა“ დამკვირვებელმა ეს რომ ვერ შენიშნა?! აი,
თურმე რატომ გაუგზავნა დადიანმა ყვავილები . ჰმ, არადა...

ტუჩების კვნეტით გადაწერა პასუხები, მაქსიმალურად ნელა. არ უნდოდა ზედმეტად


დაეეჭვებინა ვინმე, მით უმეტეს, რომ ბოტასებიანი მის სექტორში იყო. უცნაური
იქნებოდა, ორსაათიანი ტესტის ათ წუთში დამთავრება , თუმცა, ძალიან დიდხანს მაინც
ვერ გაძლო და დროის ნახევარი რომ ამოიწურა , ისეთი ამაყი სახით ჩააბარა „ნაშრომი“,
ლამის თვითონაც დაიჯერა , იმ შეფასებას რომ იმსახურებდა, რასაც მიიღებდა.

–აი, თქვენი მობილური .

–მადლობა , ნახვამდის!–ღიმილს ვერ იკავებდა, ისეთი ბედნიერი იყო. არც კი იცოდა,


როგორ უნდა გადაეხადა თორნიკესთვის მადლობა. ყვავილებიც ისეთი მიხუტებული
ჰქონდა, თითქოს ვინმე უპირებდა წართმევას.

დარბაზს თვალი რომ მოავლო, თათუკა, გიო და ლუკა ვეღარ დაინახა, თუმცა
სამაგიეროდ, კიდევ ერთი, სულ ცოტა ხნის წინ შეძენილი ნაცნობი შეხვდა
გასასვლელთან.
~ 93 ~

AD Download to read ad-free.

–აბა, როგორ დაწერე?!–ისე შინაურულად ჰკითხა, თითქოს ძველი მეგობრები


ყოფილიყვნენ, შემდეგ კი უცნაური მზერით გახედა თაიგულს.

–შესანიშნავად!–ჩაეცინა კმაყოფილს.–თავად?

–ქულა რომ დამედება, მერე გეტყვი. თან, კიდევ ერთხელ მექნება შენი ნახვის მიზეზი!–
თვალი ჩაუკრა ბიჭმა და კიბეზეც ნიცასთან ერთად დაეშვა. მოიცა, ახლა ასე უნდა
სდიოს კუდში?

–სად წავიდნენ ესენი...–ჩაიდუდღუნა , როცა პირველი სართულის ფოიეშიც ვერ შენიშნა


ნაცნობი სახეები და მობილურის ეკრანი გაანათა.

–აბა, წავიდეთ ყავის დასალევად?!–თუმცა ისევ წინ აესვეტა ლექსო და არც ის


შეუმჩნევია, სადღაც რომ რეკავდა.

–თათუ, სად ხართ?!–და ნიცამაც, სრული უგულებელყოფით გააბა საუბარი, თუმცა


მალევე ჩამოერეცხა სახე.–არა, არ მეწყინა. ნუ მებოდიშები, ძალიან გთხოვ. ვაიმე, კარგი,
რა!–გაეცინა ბოლოს, თუმცა მაინც დაღვრემილმა დაამთავრა საუბარი და გარეთ
გახედვისას წვიმის დანახვა, გემრიელი კერძის გვერდით მიდებული გარნირივით
დაემატა ამ ყველაფერს. მწარე, საშინელი, უგემური გარნირივით .

–რაო, მიგატოვეს?!–გაეცინა ქერათმიანს.–ხომ ხედავ, განგებაც ჩემსკენაა.

–ჩემკენ .–ისე შეუსწორა ნიცამ, არც კი უფიქრია . აბიტურიენტობის დროს კი ნერვები


ეშლებოდა გრამატიკულ შეცდომებზე, მაგრამ არასდროს იმჩნევდა. რაღაცნაირად
ერიდებოდა , ახლა კი, ვერაფრით შეიკავა თავი.

–არა, შენ აშკარად გჭირდება ყავა, ცუდ ხასიათზე ხარ!–გაეკრიჭა ბიჭი.–ანუ, წავიდეთ,
ხო?

–და რატომ გადაწყვიტე, რომ შენთან ერთად ვაპირებ ყავის დალევას?

–ეჭვიანი შეყვარებული გყავს?

–რა?

–აბა რატომ მეუბნები უარს?

–ღმერთო , რატომ ჩამაცივდი?–სერიოზულად გაღიზანდა. ახლა კიდევ ვინმეს აკიდება


უნდოდა ? ისე საწყლად მოატარა თვალები, თითქოს დარწმუნებული იყო, თორნიკეს
რომ იპოვიდა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა .

~ 94 ~

AD Download to read ad-free.

–ნიცა, რა ქენი?–მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე არ გაწირა განგებამ და მოულოდნელად


გიომ გადახვია ხელი.–წავიდნენ ის მოღალატეები.

–ჰო, ველაპარაკე თათუკას და მითხრა. მე დავწერე, შენ?

–მეც. სახელი, გვარი და პირადი ნომერი.–უსერიოზულესი ხმით წარმოთქვა და


ზერელედ შეათვალიერა უცნობი ქერათმიანი.–რამე ხდება?

–არა.–მოკლედ მოუჭრა ლექსომ.–შეხვედრამდე, ნიცა!–შემდეგ კი, ყიფიანს ჩაუკრა


თვალი და ისე გაეცალა, აშკარა იყო, ეს ნამდვილად არ იქნებოდა მათი ბოლო შეხვედრა.

* * *
გიორგიმ მიიყვანა სახლამდე. ისე გაუხარდა , რომ შესთავაზა, არც დაფიქრებულა უარის
თქმაზე . არც იმაზე უფიქრია , როგორ აეხსნა ახალი მისამართი. სახელდახელოდ
მოიგონა, დღეს მეგობართან ვრჩებიო , შემდეგ კი, ისე სწრაფად გადახტა მანქანიდან,
ყავაც კი არ შეუთავაზებია. მიხვდა, უტაქტოდ რომ გამოუვიდა , მაგრამ რა უნდა ექნა,
თორნიკე რომ სახლში ყოფილიყო? ნამდვილად არ სჭირდებოდა პრობლემები . ჰმ,
ისედაც არ აკლდა.

–მოვედი !–დაიძახა ისე, თითქოს აუცილებლად მიიღებდა პასუხს. ესეც ერთგვარი ჩვევა
იყო, მიუხედავად იმისა, რომ ირმა ძალიან იშვიათად ხვდებოდა სახლში. ვერ იტანდა
მარტოობას და ასე თითქოს საკუთარ თავს ანუგეშებდა. კიდევ ჰქონდა ერთი ხერხი.
ტელევიზორს ჩართავდა–ხოლმე და ისე დაიარებოდა მთელს სახლში, შეიძლება
ერთხელაც არ შეეხედა. ისეთი უკუღმართი იყო, ზედმეტი სიჩუმეც კი თავს ატკიებდა,
თუ ძალიან ცუდად არ გრძნობდა თავს. ახლა კი, საბედნიეროდ, კარგ ხასიათზე იყო,
წვიმის მიუხედავად.

–ნეტავ, სად აქვს ამ ბიჭს ლარნაკები...–ჩაიდუდღუნა თავისთვის. აი, თავსატეხიც მიეცა.


პრინციპში, რატომ უნდა ჰქონდეს მარტოხელა მექალთანეს სახლში ლარნაკი?!
ერთადერთი, განსხვავებულ სასმისად თუ გამოიყენებს, თორემ ისე, რაში უნდა

~ 95 ~

AD Download to read ad-free.

დასჭირდეს? თორნიკე კი, ისეთი ტიპი ნამდვილად არ ჩანს, ლარნაკებითა და


კრამიტებით სვას სადღეგრძელოები.

მთელი სახლი გადაატრიალა, მაგრამ მაინც ვერსად მიაგნო. საერთოდაც, ძალიან


მოიკოჭლებდა ასეთ რამეებში. თითქმის არანაირი აქსესუარი არ ჰქონდა ინტერიერის
გასალამაზებლად. რატომ არის ასეთი უინტერესო?! არადა, რა კარგად შეიძლებოდა
ყველაფრის მოწყობა?! სახლი კი იყო არაჩვეულებრივი , თუმცა ნამდვილად აკლდა
ქალის ხელი. თვითონვე ჩაეცინა საკუთარ ფიქრებზე . რა უცბად მოირგო დიასახლისის
როლი?! მხოლოდ ერთი თაიგულის გამო. ღმერთო, რა სულელია. ისეთი გეგმები
დააწყო, ლამის ნივთებიც გადაიტანა თორნიკეს საძინებელში. ჰმ, აი ეს ოთახი კი
ნამდვილად წარმოადგენდა საიდუმლოებას. ისე აინტერესებდა, მაგრამ არასდროს
მისცემია ნახვის საშუალება. ახლა კი, ისე შეიპყრო სურვილმა, არც დაფიქრებულა ,
მაშინვე გაემართა მეორე სართულისკენ.

თავი საიდუმლო აგენტი ეგონა, სახელურს რომ შეეხო. ახლა რომ შიგნით დახვდეს...
მაგრამ არა, ხომ გამოეპასუხებოდა?! აჯობებს, გარისკოს ... არასდროს მოქცეულა ასე.
დაუკაკუნებლადაც კი არ შედიოდა სხვის ოთახში, ახლა კი, ასე ქურდივით აპირებდა
შეპარვას. თუმცა, მერე რა მოხდა? მართლა ხომ არ უნდა მოეპარა რამე, უბრალოდ
ინტერესის დაკმაყოფილება სურდა, მეტი არაფერი.

სუნთქვაშეკრულმა ჩამოსწია სახელური და კარის შეღებისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა,


თითქოს საიდუმლო სამყაროში შეაბიჯა. არა, არც ნარნია დახვდა იქ და არც რაიმე
განსაკუთრებული , თუმცა წესრიგმა ნამდვილად გააკვირვა. საწოლის გადასაფარებელიც
კი იდეალურად იყო გასწორებული . ჰმ, აურჩევია ბიჭს მშვენიერი ოთახი, რატომაც არა!
იმხელა ფანჯრები ჰქონდა... თითქმის მთელი კედლის სიგრძის. და ზუსტად ისეთი
დიდი რაფებით, ნიცა რომ გიჟდებოდა. ყოველთვის უნდოდა, შემოდგომის წვიმიან
დღეს, ასეთ ადგილას მოკალათებულიყო პლედში გახვეული, ცალ ხელში წიგნით,
მეორეში_ყავის ჭიქით. ხედიც შესანიშნავი ჰქონდა, პირდაპირ უკანა ეზოზე გამავალი.
თუმცა ყველაზე მეტად, მაინც სურათებმა მიიქცია ყიფიანის ყურადღება . ყველაზე
დიდი, ზურგით მჯდარი, შიშველი გოგოს გამოსახულება , პირდაპირ საწოლის თავზე
დაეკიდა, თუმცა, ჩარჩოს გარეშე. არც დანარჩენებს ჰქონდა ჩარჩოები , გოგოები კი,
აშკარად ჭარბობდნენ.

–მოუწყვია ჰარამხანა!–წაიდუდღუნა გაღიზიანებულმა.–თანაც შავ–თეთრი! რა იყო,


უფრო სექსუალურია?–ცხვირიც აიბზუა , სრული ეფექტისთვის , შემდეგ კი,
ნერვებმოშლილმა დატოვა იქაურობა . ან კი რამ გააბრაზა ? იეჭვიანა? ჰმ, ყოჩაღ, ნიცა!
როგორი სწრაფი ტემპით მიიწევ წინ, მალე ალბათ ისტერიკასაც გაუმართავ, სახლში
როცა დააგვიანებს.

~ 96 ~

AD Download to read ad-free.

საწყლად ამოიოხრა ქვემოთ ჩასულმა და აღარც გაუგრძელებია ლარნაკის ძებნა. მაშინვე


გადაწყვიტა , როგორც უნდა „ეძია შური“. ბევრი არ უფიქრია , უცერემონიოდ
გადმოალაგა კარადიდან თორნიკეს საყვარელი ლუდის ბაკლები და სინდისის ქენჯნის
გარეშე გადაანაწილა ვარდები შიგნით. რაც ბევრი, მით უკეთესი! სახლსაც გაალამაზებს
და დადიანსაც გაამწარებს . ერთი ცალიც კი არ დაუტოვა ყვავილის გარეშე. იჯდეს ახლა
რამდენიმე დღე ლუდის გარეშე. უარესის ღირსია .

პატარა , ონავარი ბავშვივით კმაყოფილმა აათამაშა წარბები, დივანზე


წამოკოტრიალებულმა, ოთახს მზერა რომ მოავლო. ნეტავ, რა რეაქცია ექნება? ჩხუბით
რომ ვერ ეჩხუბება, ეს დანამდვილებით იცის. ამისგან უახლოესი ოცდაცამეტი კვირა
კიდევ დაზღვეულია, შემდეგ კი, რა იქნება, თვითონ კი არა, ღმერთმაც არ უწყის. ალბათ,
მოიყვანს ვინმე ლამაზ გოგოს, რომელსაც სახლის მოწყობის უფლებასაც მისცემს და
თავის ჭკუაზეც გადააადგილებინებს ნივთებს. საძინებელში ჩამოკიდებულ სურათებსაც
მისით შეცვლის... დროდადრო ბავშვსაც ისინი დაიტოვებენ და ისე გაერთობიან,
როგორც ნამდვილი ოჯახი...

–როგორი სულელი ხარ, ნიცა...–დაიჩურჩულა თვალებაცრემლიანებულმა და ბალიშში


ჩარგო თავი. არა, როგორ ახერხებს საბოლოოდ ყოველთვის ამ ფიქრებამდე მისვლას?
საოცარი ნიჭი აქვს, ყველანაირი სიტუაციის გაფუჭების! რა უნდოდა, ვერ იყო მშვენიერ
ხასიათზე?!

საერთოდაც, ამ ბოლო დროს ისე უაზროდ ეცვლება ხასიათი, თვითონვე ეშლება


ნერვები . როდემდე უნდა იყოს ასე? ზოგს ისეთი ორსულობა აქვს, მხოლოდ ბავშვის
გაჩენის დროს წუხდება, ეს კი, რა დღეშია? საჭმელიც კი ვერ უჭამია თავის გემოზე . თან
რომ არაფერი უნდება? ყოველთვის იმას ელოდებოდა, როდის შეძლებდა ორსულობის
დროს ქმარი შუაღამისას წამოეხტუნებინა და ათას სისულელეზე გაეგზავნა. ახლა კი?
არც ქმარი ჰყავს და არც სისულელეები უნდება. აი, ბედის ირონიაც ამას ჰქვია!

–მაინც მოვატანინებ რამეს!–ისე დაიმუქრა , ფეხების დაბაკუნებაღა დააკლდა და მანამ


აკრიბა თორნიკეს ნომერი, სანამ გადაიფიქრებდა . გაუკვირდა კიდეც, პირველივე ზარზე
რომ უპასუხა.

–ნიცა, რამე გინდა?–ისეთი ხმა ჰქონდა, პირზე შეაშრა სიტყვები.

–ამმ, არა. მე უბრალოდ...

–არ მცალია, მერე დაგირეკავ.–მოუჭრა მოკლედ და ისე გაუთიშა, გააზრებაც არ დააცადა.


პირი და თვალები ერთდროულად დააღო ნიცამ. ღმერთო, რა ვირია! იქნებ რისი თქმა
უნდოდა ? შეაწუხა ალბათ, ხელი შეუშალა გოგოების მოხიბვლაში. დეგენერატი! არა,
როგორ გაუთიშა?! უზრდელი!
~ 97 ~

AD Download to read ad-free.

–იმედია , გოგო იქნები, შვილო!–აღშფოთებულმა „ჩასძახა“ მუცელს, მაგრამ რამდენიმე


წამში წარბები შეჭმუხნა და ისე დაამატა.–და მამაშენისნაირებს არ გაეკარები!

* * *
პირველი სრულდებოდა, სახლში რომ დაბრუნდა დადიანი. ისეთი გამწარებული იყო,
ნერვები ერთიანად დაჭიმული ჰქონდა. არც სასმელმა უშველა და არც მანქანის მართვამ.
ერთადერთი, რაც უნდოდა, ცხელი შხაპი და დაძინება იყო. არა, როგორ შეიძლება
თითქმის დასრულებული საქმე მაინც და მაინც ბოლო მომენტში გაფუჭდეს ? რატომ
დასცინის ბედი ასე მწარედ? კიდევ კარგი, დღეს ბაიკით არ იყო წასული . ისეთი
გაბრაზებული იყო და თან ისე შეთვრა, სიჩქარის შეგრძნებას დაკარგავდა და... არა,
„ჰარლი“ ნამდვილად არ ემეტებოდა დასამტვრევად.

მაქსიმალურად ჩუმად შეაბიჯა სახლში და მაშინვე წარბები ასწია, მისაღებში სინათლე,


დივანზე კი, ნიცა რომ დახვდა. როგორ მოხდა, ამ დრომდე რომ არ დაიძინა? ამ ბოლო
დროს მძინარე მზეთუნახავის როლსაც ითავსებდა და ახლა ნეტავ რაშია საქმე?

არც კი შეუხედავს გოგონას, რომ მიუახლოვდა. ისეთი ინტერესიანი სახით შეჰყურებდა


ტელევიზორს , თითქოს ქვეყნად არაფერი აინტერესებდა, ზებრებზე გადაცემის მეტი.
ფეხები დაბალ მაგიდაზე შემოეწყო, ხელები კი გულზე გადაეჯვარედინებინა და ისე
იბღვირებოდა , თორნიკე მაშინვე მიხვდა, თვითონ რომ იყო ამის მიზეზი.

–როგორ ჩაიარა გამოცდამ ?–ჰკითხა სასხვათა შორისოდ და როგორც იქნა, მისი მზერის
ღირსიც გახდა. აშკარა იყო, ისევ შეკრული წარბების შენარჩუნება უნდოდა, მაგრამ მაინც
ვერ შეძლო.

–საიდან გაიგე?

–რა, საკითხები, თუ ის, სად იჯექი?–ჩაეცინა და დაღლილი გავიდა სამზარეულოში.


ხანდახან ისეთი ბავშვური იყო ეს გოგო. ზოგჯერ ეგონა, როგორც არ უნდა ეწყენინებინა,
ერთი შოკოლადითაც კი შეძლებდა მის შემორიგებას. ვერაფრით იდებდა წყენას გულში
და ახლაც, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა გახდა საჭირო მის გასაღიმებლად.

~ 98 ~

AD Download to read ad-free.

–საკითხები . ან საერთოდ, საიდან მოგაფიქრდა ?

–შენ ჩემს ფანტაზიებში ეჭვი ნუ გეპარება !–კიდევ ერთხელ, თვითკმაყოფილს ჩაეცინა და


დაბნეული გაბრუნდა მისაღებში.–ჩემი ბაკლები სად წაიღე?

–ყვავილები ჩავაწყვე.–ისე უპასუხა, მზერა ისევ ტელევიზორისკენ ჰქონდა მიპყრობილი .

–რა ქენი?!

–ლარნაკი ვერ ვიპოვე და შენი ნაჩუქარი ვარდები ჩავაწყვე.–მხრები აიჩეჩა და


ცალწარბაწეულმა რომ გახედა, დადიანმა კორიდაზე გასავარდნი ხარივით ამოისუნთქა.
როგორ გაბედა ?!

–ყველაში?–გამოსცრა კბილებს შორის, ნიცამ კი ისევ უდანაშაულო ღიმილით, ნელა


დაუქნია თავი.–გაგიჟდი ?!

–ერთი დღე ლუდის გარეშე ვერ გაძლებ?

–ეგ შენი საქმე არ არის.–მოუჭრა ნერვებმოშლილმა და წამითაც კი არ შეუწუხებია


სინდისს, სასმელი გოგონას ყავის ჭიქაში რომ ჩამოასხა, ნახევრადსავსე ბოთლი კი თან
წაიყოლა.

–რა გააკეთე?–წამოფრინდა ყიფიანი, თორნიკემ კი, ზუსტად ისეთივე სახით გაუღიმა და


მხრები აიჩეჩა.

–სხვა გზა დამიტოვე?!

–ჰო, სხვა ჭიქა აღარ მოიპოვებოდა სახლში.–შეუღრინა გაბრაზებულმა .

–ნიცა, არ ვარ შენს ხასიათზე.–და აღარც თვითონ დააკლო. მთლიანი ჭიქა ერთი მოსმით
გამოცალა და კიდევ უნდა დაესხა, როცა გაახსენდა, რომ რაღაც უფრო მაგარიც
ეგულებოდა . –კარადაში ვისკია და მომიტანე , რა...

–კიდევ რა გინდა?!

–ჰმმმმ, დარწმუნებული ხარ, რომ გინდა მოსმენა?–ცალი წარბი აუწია და ისე მოისვა
ტუჩზე ხელი, გოგონა მაშინვე შეკრთა, შემდეგ კი, ერთი ამოიოხრა და სამზარეულოში
გავიდა .

ვერ ხვდებოდა, როგორ შეეძლო ამ ბიჭს, მუდმივად ასეთი გამაღიზიანებელი


ყოფილიყო . თითქოს არაფერს აკეთებდა განსაკუთრებულს, მაგრამ ნიცას ნერვებზე
მაინც არფასავით უკრავდა. რა ამბავი ატეხა უბრალო ბაკლების გამო? რა, ჩვეულებივი
ჭიქით ვერ სვამს ახლა? პედანტი!
~ 99 ~
AD Download to read ad-free.

ისე დაუდგა მაგიდაზე ბოთლი, დახეთქება უფრო ერქვა. უნდოდა როგორმე


ეგრძნობინებინა, გაბრაზებული რომ იყო, თუმცა სინამდვილეში ძაფის გორგალთან
მოჩხუბარ კნუტს უფრო ჰგავდა . საინტერესოა, რა სჭირს ამისთანა? ალკოჰოლის სუნიც
აშკარად ეცა, მხოლოდ ლუდის ბრალი კი, ეს არ იქნებოდა.

–დალიე?–ჰკითხა უცერემონიოდ და ბიჭმა უსიტყვოდ რომ დაუქნია თავი, პირველი,


რაც გაახსენდა ის იყო, რომ სახლის კარის გაღებამდე, მანქანის ხმაც გაიგონა.–და
საჭესთან მთვრალი იჯექი?

–არ ვარ მთვრალი, უბრალოდ დავლიე.

–რა მნიშვნელობა აქვს.

–პირველად ვიჯექი საჭესთან ნასვამი, ნიცა?–ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი, გოგონას


კი ხერხემალში გააჟრჟოლა მისი სიტყვების მოსმენისას. ჰმ, იმ ღამესაც ხომ... ჯანდაბა.

–რა ჩემი საქმეა.–მხრები აიჩეჩა და ეცადა, როგორმე მთელი ყურადღება გადაცემაზე


გადაეტანა, თუმცა ვერაფრით მოახდინა კონცენტრირება.

–მაშინ... რატომ არ მითხარი?–წარმოდგენაც არ ჰქონდა დადიანს, რატომ მივიდა ამ


თემამდე. ან ეს კითხვა საიდან მოიტანა ახლა?

–რა?

–იცი რაც.–თვალები აატრიალა.

–მთვრალი ხარ.

–მიპასუხე.

–რა უნდა მეთქვა , თორნიკე?–გაღიზიანებულმა, საერთოდ გათიშა ტელევიზორი და ისე


მიუბრუნდა , უკვე იცოდა, წინ სერიოზული კამათი ელოდა.

–ის, რომ პირველი ვიყავი.

–და ეს რამეს შეცვლიდა?

–ბევრ რამეს.–თვალი თვალში გაუყარა და ისე წარმოთქვა. ვერ იტანდა ტყუილებს , იმ


ღამეს კი, მოტყუებულად იგრძნო თავი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ
მოგვიანებით მოვიდა , მაგრამ მაინც არ ესიამოვნა. უფრო ზუსტად კი, გაორებული
შეგრძნებები ჰქონდა. როგორც მამაკაცი, სიგიჟემდე თავმოყვარეობით აღავსო ამ ფაქტმა ,
მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო, დაუგეგმავად რომ გამოვიდა ასე.

~ 100 ~

AD Download to read ad-free.

–მეეჭვება.–გაბრაზდა ნიცაც. რა საჭირო იყო ამაზე ასე ღიად საუბარი?

–ისე, რა ცუდია, არა?! საერთოდ ვერაფერი მოასწარი.

–რა უნდა მომესწრო ?

–ანუ, იმას ვგულისხმობ , რომ პირველივე სექსის შემდეგ დაორსულდი...–ჩაილაპარაკა


დანანებით და კიდევ ერთხელ მოსვა ვისკი. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მართლა
თანაუგრძნობდა.

–მოდი, მეტი აღარ დალიო, რა.

–რატომ გეუხერხულება? არა, მართლა მიკვირს, შენ არ იყავი...

–თორნიკე !–შეაწყვეტინა, აფეთქების პირას მყოფმა. ზუსტად იცოდა, ერთიანად


ჭარხლისფერი რომ ედო, მაგრამ ესეც კი არ ადარდებდა ამ წამს.

–მარტო ერთ რაღაცასაც გკითხავ და მოვრჩი !

–არა.

–როგორ არა,–ჩაიფხუკუნა , მოხერხებულად გასწორდა და საბოლოო „დარტყმისთვის“


მოემზადა .–მე რატომ შეგიყვარდი?

–რა–ა ?–აი ახლა კი, რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა ნიცამ წამწამები და ისეთი სახე
მიიღო, ბიჭი რომ ყოფილიყო, დადიანი იმასაც კი იფიქრებდა , ფეხებსშორის ამოარტყეს
წიხლიო.–საიდან მოიტანე?

–კარგი , რა! დებილი ვარ?

–ხარ!

–ხოდა, მით უმეტეს, რატომ შეგიყვარდი?

–აუ, დამანებე თავი, რა!–წამოხტა სასწრაფოდ, მეტის გაძლების თავი რომ აღარ ჰქონდა
და ისეთი ტემპით ავარდა საძინებელში, ბიჭმა თვალებდაჭყეტილმა გააყოლა მზერა .
არა, რა ჰკითხა ასეთი?! თუ ეგონა, რომ ვერ ხვდებოდა?

მხრები აიჩეჩა, გაუგებრობაში დარჩენილმა და თვითონაც კიბეს აუყვა. რა ეკეთებინა


მარტოს? როგორც ჩანს, დღეს გართობა არ გამოუვიდოდა , ამიტომ აჯობებდა , დაეძინა
მაინც. ხვალ, ისედაც არ იცოდა, სამსახურში რა ელოდა და ნამდვილად სჭირდებოდა,
მომზადებული ყოფილიყო ყველაფრისთვის. კიდევ ერთხელ ამოიგმინა, მომხდარი რომ
გაახსენდა. მაინც ვერ მიხვდა, რატომ გაექცა ის მოდელი. ან საერთოდაც, როგორ

~ 101 ~

AD Download to read ad-free.

შოულობენ ასეთ არაპროფესიონალებს? ყდისთვის უნდა გადაეღოთ, ერთ–ერთი


ბრენდის საცვლებში გამოწყობილი და გოგომ ისეთი ისტერიკა გამართა, თორნიკე
დაბნეული უყურებდა . განა რამე სთხოვა ისეთი, უკეთესი კადრი სჭირდებოდა
მხოლოდ, მან კი, ყველა სათითაოდ გალანძღა და ბოლოს ისე გავარდა , სრული
ეფექტისთვის კარიც გაიჯახუნა. ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ ხვალ საღამოს
ნომერი სტამბაში უნდა ჩაეშვათ დასაბეჭდად, კარგ მოდელს კი, ასეთ მოკლე დროში,
თანაც თავისუფალს, ვერაფრით იპოვიდნენ.

სახე მოისრისა , დაღლილი რომ უნდა გაყოლოდა დერეფანს და... ღმერთია მოწმე,
თვითონ პატიოსნად, დასაძინებლად მიემართებოდა , ნიცას საძინებლის კარი რომ
დახვდა შეღებული. თანაც ისე მიმზიდველად შეღებული... კისერიც კი მოეღრიცა ,
სილუეტს რომ მოჰკრა თვალი. ოღონდ ახლა არა... ჯანდაბა, თორნიკე, ახლა არა!

გაუაზრებლად მიუახლოვდა კარს და სუნთქვაც კი შეიკრა, ზედმეტად რომ არ ეხმაურა.


იცოდა, უკანასკნელი იდიოტივით რომ იქცეოდა, მაგრამ ვერაფერით აიძულა საკუთარი
თავი, მშვიდად რომ ჩაევლო. კონტროლს ყოველთვის ინარჩუნებდა, თუმცა ახლა...
წარბებშეჭმუხნილმა ამოიოხრა , ნიცამ ელასტიკი რომ გაიძრო და მხოლოდ საცვლისა და
მაისურის ამარა გაუჩინარდა მისი მხედველობის სივრციდან, თუმცა წარმოდგენა არ
ჰქონდა, „უარესი“ რომ წინ ელოდა. არა, მაინც როგორ გამოეპარა ამ გოგოს ასეთი
აღნაგობა? რამსიგრძე ფეხები აქვს?! და მუცელიც რომ საერთოდ არ ეტყობა? თვალები
გაუფართოვდა, „დაბრუნებულმა“ გოგონამ თხელი თითები ბიუსტჰალტერის
გასახსნელისკენ რომ წაიღო და...

–შენ აქ რა გინდა?–ისეთი ხმით იკივლა ნიცამ, დადიანმა უდროოდ გადამცდარი


ნერწყვის გამო, ვერაფრით რომ ვერ შეიკავა ხველა, იფიქრებდით , რაღაც ძალიან ცუდის
ჩადენის დროს წაასწროო.

–საქმე მქონდა...–მხრები აიჩეჩა და უცერემონიოდ შეაბიჯა ოთახში. წამითაც კი არ


შეუხრია წარბი, მის წინ მოკლე შორტში გამოწყობილი გოგონა , მკერდზე
ხელებაფარებული რომ იდგა.

–გადი!–ნიცა კი, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.

–ოო, პირველად გხედავ?!

–თორნიკე , ახლავე გადი!

–კარგი , გადაიცვი რამე.–ჩაიფხუკუნა და თვალებზე აიფარა ხელი.

–რა გინდოდა?–შეუღრინა ნიცამ.

~ 102 ~

AD Download to read ad-free.

–კი არ მინდოდა, ახლაც მინდა.

–და რა გინდა?!–ჰკითხა ცალწარბაწეულმა, მაგრამ მალევე შეეყინა გამომეტყველება


სახეზე, რადგან წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ოდესმე ამ ადამიანისგან ასეთ რაღაცას თუ
მოისმენდა...

თავი 11

ადგილზე მიყინულივით იდგა ნიცა. ისეთი უჩვეული და მოულოდნელი გამოდგა ეს


ყველაფერი . რას იფიქრებდა? დაჯერებაც კი უჭირდა , მაგრამ ლოყის შიგნითა მხრიდან
კბენა ზომაზე მეტად მტკივნეული რომ გამოდგა , საბოლოოდ მიხვდა_არ ეძინა. თუმცა,
მაინც ვერ მოდიოდა გონს. საინტერესოა, რა ჯანდაბა ეტაკა დადიანს?

–დამცინი ?–ბოლოს , მაქსიმალურად სერიოზულად წარმოთქვა და წამითაც არ


მოუშორებია მზერა მისი თვალებიდან, ბიჭმა კი ისეთი სახით ამოიოხრა, აშკარად
შეეტყო გულწრფელობა . დაღლილი ჩამოჯდა საწოლზე, იდაყვებით მუხლებს
დაეყრდნო და ისე ახედა, წამებში აიძულა საღი აზრის დაკარგვა.

–შენი აზრით, ახლა დაცინვის თავი მაქვს?

–აბა, რა ყდისთვის გადაღება, რომელი მოდელი მე მნახე?!–თვალები აატრიალა ნიცამაც


და ეცადა, არ შეემჩნია, როგორი აღელვებული იყო.–და საერთოდაც, გადი, თუ
შეიძლება, მეძინება.

–კარგი , რა! რატომ მახვეწნინებ?

–თორნიკე , რა გინდა ?

–მინდა , რომ ჟურნალის ყდისთვის გადაგიღო ! მერამდენედ გაგიმეორო?

–და რატომ მე? ან საიდან გაგახსენდა ახლა ეს ყველაფერი?–მაინც არ ეშვებოდა. იქამდე


არ მოისვენებდა, სანამ არ აღიარებინებდა, რომ მოეწონა. აბა, დაესიზმრა , მაინცა და
მაინც მისი გადაღება ?

–გოგო, გამექცა–მეთქი მოდელი, არ მისმენ შენ?!–თუმცა , სრულიად სხვა პასუხი რომ


მიიღო, თითქოს მდუღარე გადაესხა. არა, მაინც რა თავხედია?!

~ 103 ~

AD Download to read ad-free.

–ჰოდა, დადექი და მოძებნე, ჩემი პრობლემა არაა ეგ.

–გეთანხმები, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რატომ ამბობ უარს?

–აბა, რაში მაწყობს ყდაზე გამოჭენება? თან საცვლებში გამოწყობილს?

–ნიცა, გეხვეწები, ქართველი „ვაჟკაცი მოდელივით“ ნუ მსჯელობ.–ბოლოს მაინც ჩაეცინა


თორნიკეს. რას იფიქრებდა , ამდენ ხანს თუ მოუწევდა ხვეწნა?

–არ მინდა და მორჩა .

–ნუ გასვანდი!

–რა შუაშია? უბრალოდ არ მინდა.–თვალები კიდევ ერთხელ აატრიალა და


უცერემონიოდ შეძვრა საბნის ქვეშ, თუმცა, რა თქმა უნდა, დადიანისთვის არც ეს
ყოფილა წინააღმდეგობა .

–ძალიან სერიოზული ფოტოსესიაა და შესაბამისად, ძალიან კარგად იხდიან. გაწყენს,


ზედმეტი სახარჯო ფული?

–და ამით ცდილობ ჩემს დათანხმებას?

–არა, უბრალოდ დადებით მხარეებს გაჩვენებ. შენ თუ ის გაღელვებს, რა ფორმატისაცაა


ეს ფოტოსესია, მაგაზე ნუ ღელავ. გამნათებელსაც კი გავუშვებ სტუდიიდან და მარტო
გადაგიღებ .–ისე სერიოზულად ალაპარაკდა ბიჭი, ნიცას უკვე მართლა უჭირდა
წინააღმდეგობის გაწევა. ისე უხსნიდა და თან ისეთი თვალებით უყურებდა , მზად იყო,
ნებისმიერ რამეზე დათანხმებოდა.

–ეგ ფოტოები მხოლოდ სტუდიაში არ რჩება.

–და რა? გგონია რამე ისეთს გადავიღებ, ქუჩაში გასვლის რომ შეგრცხვეს?–გამოსცრა
გაბრაზებულმა .–ამ ყველაფერს იმიტომ არ გთავაზობ, რომ სხვა გზა აღარ მაქვს. იმიტომ
გთავაზობ , რომ მინდა, შენ კი, ეს შეგიძლია!

–კარგი , რა...

–იდეალურ ფორმაში ხარ!–არც დაფიქრებულა, ისე წამოიძახა.–ნებისმიერი სააგენტო


აგიყვანს.

–ჰო, ახლა მოდაშია ორსული მოდელები !–წარბებ და ცერათით აწეულმა დაუქნია თავი.–
არ გახვალ? მეძინება.

–არა. მითხარი, რის გამო ამბობ უარს?

~ 104 ~

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.

AD Download to read ad-free.


AD Download to read ad-free.

Share this document


    
You might also like

Document 49 pages

Agiareba Khelisgulze PDF


ნინო თათანაშვილი
86% (14)

Document 49 pages

Agiareba - Khelisgulze Sample


Nina
82% (56)

Document 139 pages

ნინო ხარატიშვილი - ჩემი


საყვარელი ორეული
Maiko Sulava
75% (4)

Magazines Podcasts

Sheet music

Document 133 pages

მე ის მიყვარდა - ანა
გავალდა
Mariam Tchkoidze
80% (5)

Document 121 pages

გათხოვილის დღიურები
eto-eto
67% (6)

From Everand

დანაშაული და სასჯელი
(წიგნი II)
ფიოდორ დოსტოევსკი
 5/5 (1)

From Everand

ნამუსიანი ქურდი
ფიოდორ დოსტოევსკი
 5/5 (1)

From Everand

ჩემი 29 ასლი
მარი ელიაძე
 1/5 (1)

From Everand

დანაშაული და სასჯელი
(წიგნი I)
ფიოდორ დოსტოევსკი
 5/5 (1)

From Everand

მკვდარი სახლის
ჩანაწერები
ფიოდორ დოსტოევსკი
 5/5 (1)

From Everand

თეთრი ღამეები
ფიოდორ დოსტოევსკი
 5/5 (2)

From Everand

ფანტასტიური ღამე
შტეფან ცვაიგი
 5/5 (4)

Show more

About Support

About Scribd Help / FAQ

Everand: Ebooks & Accessibility


Audiobooks
Purchase help
Press
AdChoices
Join our team!

Contact us Social
Invite friends Instagram
Scribd for enterprise Twitter

Facebook
Legal
Pinterest
Terms

Privacy

Copyright

Cookie Preferences

Do not sell or share my


personal information

Get our free apps

Documents

Language: English

Copyright © 2024 Scribd Inc.

Download

You might also like