You are on page 1of 2

ნიკოლოზ ღლონტი

თეთრი ოთახი 20.04.2019

გაზაფხული იყო,როგორც იქნა ჩემს მეთექვსმეტე დაბადების


დღეზე ავაგროვე საკმარისი თანხა რომ ჩემი საოცნებო
ვიოლინო და როგორცკი ინსტრუმენტი ვიყიდე ჩემს
მეზობელთან უნდა წავსულიყავი,ვიცოდი რომ იგი რეპეტიტორი
იყო და ვიფიქრე დამეხმარებათქო.
მოხუცი,გულჩვილი ქალი იყო მე ის სასურველი შვილივით
მივლიდა რომელიც არ ჰყავდა ხოლო მე მას დედასავით
ვუფრთხილდებოდი რომლეიც უკვე თხუთმეტი წელია არ
მინახავს,თხუთმეტი წელი ეს ქალი თავის პურს და წყალს
მინაწილებდა და ვიოლინოს შემდეგ ვსთხოვე ესწავლებინა
ჩემთვის დაკვრა,ყოველდღე მამეცადინებდა მაგრამ ერთი
წლის მეცადინეობის შემდეგ ჩემი დედასავით მასწავლებელი
წუთისოფელს გამოემშვიდობა.
დავრჩი მარტო,ამჯერად ერთი ნამცეცი პურის ფულიც კი არ
მქონდა,არ ვიცოდი რა მექნა,ძალიან მომშივდა და უცებ
კარებზე ვიღაც აკაკუნებდა,ჭუჭრუთანაში შეივჭყიტე და შავებში
ჩაცმული კაცი დამხვდა,ვკითხე-“ვინ ხარ?”
მან კი სხვა კიტხვა დასვა-“მამაშენი გენატრება?”
ამ სიტყვების შემდეგ მე მას გავუღე კარი,შემოვიდა და კიდევ
ერთხელ მკითხა მენატრება თუ არა ჯარში წასული მამა,მე
გავიღიმე ვიფიქრე დაბრუნდა მეთქი მაგრამ ამ კაცის
გამოხატულ მიმიკას დავაკვირდი,წარბები შეკრა,თვალები ნელა
დაუშვა და ნელა დახუჭა,მივხვდი რა ხდებოდა მამაკაცმა ჩემი
დაწყნარება სცადა მაგრამ რომ არაფერი გამოუვიდა ადგა და
წავიდა.
გადავწყვიტე გაქცევა ამ სახლიდან მოვკიდე ქურთუკს ხელ და
ვიოლინოც გავიყოლე,გზაში დავფიქრდი თუ ვის
გავურბოდი,ამქვეყნად აღარავინ აღარ მყავს ახლობელი,ამ
ფიქრებში დაღამდა და ბოლოს მივხვდი რომ ის ადგილი ინდა
მეპოვა სადაც სევდა და დარდი ვერ მოაღწევდა.
მომშივდა და ვიფიქრე ფული შემეგროვებინა
საჭმლისთვის,დავდექი ტროტუარზე და დავიწყე ვიოლინოზე
დაკვრა,იმას ვუკრავდი რაც ჩემს მასწავლებელს ძალიან
მოსწონდა,შევამჩნიე რომ ეს მელოდია არამარტო ჩემს
რეპეტიტორს არამედ გარშემო ხალხსაც მოსწონდა,ყველა
გაჩერდა ჩემთან და ვიდეოს მიღებდა,ზოგი მანქანას აჩერებდა
რომ ჩემთვის მოესმინათ,ხოლო ფულს არც თუ ისე ცოტა ხალხი
იმეტებდა,ვიდექი ესე ჩემთვის უცნობ ადგლას, თვალები
დავხუჭე და ისე გავერთე რომ ცოტა წინ გავიწიე,შემთხვევით
მანქანის სავალ ნაწილზე გდავედი და უცბად რაღაც ტკივილი
ვიგრძენი ნეკნებში,ამ ტკივილმა თვალები დამახუჭინა და ძირს
დამაგდო.
ვცდილობდი თვალები გამეხილა მაგრამ ეს ადვილი არ
იყო,როგორც იქნა მოვედი აზრზე თვალები გავახილე და
დავინახე რომ რაღაც თეთრ ოთახში ვიყავი,გამოსვლა
მინდოდა მაგრამ კარებს ვერ ვპოულობდი,ცოტახანში გაიღო ეს
კარები და ჩემი საყვარელი მეზობელი დავინახე,თავიდან
ვიფიქრე მეჩვენება მეთქი მაგრამ მერე დავინახე
მამა,დედა,ბაბუა,და ბებია.
არ იყო ძნელი გასააზრებელი თუ სად მოვხვდი,ყველა მე
მომეხვია და ყველას გული გათბა,ბოლოს კი მივხვდი რომ ეს
ზუსტად ის ადგილია სადაც სევდა,დარდი და ყველაფერი
ნეგატიური ვერ აღწევს.

You might also like