Professional Documents
Culture Documents
ლეილა მასწავლებელი
ლეილა მასწავლებელი
2
ნაგვის ურნაში ჩაუძახა...უკან დასაბრუნებელი
ორმოცდაათი თეთრი ჩუმად მესესხა და იმავე რეისით დაბრუნდა.
ისე შემეცოდა, ვიტირე.
3
ხან ღონისძიებები მიჰყავდათ.. მოკლედ, დილიდან
შუაღამემდე ქანცი ჰქონდათ გაწყვეტილი.
პატარა ბიჭი ჰყავდათ, ჩინარა ერქვა, თერთმეტი თვის იყო,
როცა ჩავიბარე, არც სიარული იცოდა და არც ლაპარაკი...
ხუთი წლის იყო ჩინარა, როცა მისი მშობლები ავიაკატასტროფაში
დაიღუპნენ. ბავშვი დედის მშობლებმა წაიყვანეს. სხვა ძიძას ავიყვანთო.
მითხრეს, თვის ბოლომდე წავსულიყავი.
ცუდად გავხდი. მიყვარდა ჩინარა. ვერ ვიქნებოდი უიმისოდ.
ბავშვმაც მიატოვა, თურმე, ჭამა. დღე და ღამე ტიროდა.
არ ელაპარაკებოდა ბებია-ბაბუას... ისევ დააბრუნეს ჩემთან და
მთხოვეს, დავრჩენილიყავი ამ სახლში სანამ ბავშვი დავაჟკაცდებოდა.
ჩვიდმეტი წელიწადი მე ვზრდიდი და ვემსახურებოდი.
სკოლაში ვატარებდი, გაკვეთილებს ვამზადებინებდი...
ჩემი ზღაპრებით გავზარდე, ჩემი საბავშვო და სადიდო ლექსებით...
უჩემოდ არ იძინებდა...აგარაკზეც მე დავყვებოდი, სხვის გაკეთებულ
საჭმელს არ ჭამდა... განახათ ერთი, რა ბიჭი გაიზარდა,
ბებოს მეძახის, ენაცვალა ბებო, ჩემი მშობლიური ენა ქართულიცააო,
ერთხელ სასკოლო დავალებაში ჩაწერა...
მთელი ქართული მწერლობა და კულტურა გავაცანი,
ქართველ კაცად გავზარდე, რაც შემეძლო, არაფერი დამიკლია!
სული მოითქვა ლეილამ.
- მოდი, დავჭრათ ეს ტორტი...
თეფშები მოიტანა, ახლავე ყავას მოგართმევო.
ტორტის ნაჭერი გადმომიღო.
- ცუდად გავხდი და ვიფიქრე, აქ არ მოვკვდე -მეთქი
- გააგრძელა ლეილამ - მთელი ჩვიდმეტი წელი არალეგარულად
ვიცხოვრე, სად წამსვლელი ვარ, მაგრამ აწი იქით ვერ გადავალ,
საზღვარზე რაღაც ჩამიწერეს...ჩინარა ჩამომყვა, მისი
მანქანით ჩამოვედით...ერთი თვე აპირებდა დარჩენას...
ეჰ, ნეტა არ ჩამოვსულიყავი, ლამისაა გული გამისკდეს...
- რატომ, ქალბატონო ლეილა?
- ცაკა გეგია ხომ გახსოვს, შენი კლასელი იყო მგონი.
- კი, თავი დავუქნიე.
- ცაკას უმცროსი გოგო, გულიადა, ჩემი მონათლულია,
სისხლის გათეთრების დიაგნოზი დაუსვამთ,
ისრაელშიაო წასაყვანი, სამოცი ათასი დოლარია
საჭირო და გადარჩებაო...
თურქეთში ყოველთვე ხუთას დოლარს მიხდიდნენ, თვე არ
გამოუტოვებიათ. ჩინარას ბებია თითქმის ყოველდღე მოდიოდა,
4
საჭმელ-სასმელი და წამალი არ მაკლდა,
ტანზეც და ფეხზეც ბევრი მიყიდა, საკმაოდ ახალგაზრდა ქალია,
ცოლ-ქმარს მაღაზიათა ქსელი აქვთ სტამბოლში,
ჩინარას მეტი არავინ ჰყავთ, მასზე ლოცულობენ დღე და ღამე...
რაში დამეხარჯებოდა ფული, ვინახავდი სახლის სეიფში,
ასი ათასი დოლარი მაქვს იქ, სეიფის კოდი მე და ჩინარამ
ვიცით... ახლა იმ ფულის ჩამოსატანად გავგზავნე ბიჭი,
ჩამომიტანს და ცაკას მივცემ, მე რა ჯანდაბად მინდა,
მიწაში ხომ არ წავიღებ... დავიტოვებ ჩემთვისაც,
დაგროვილი პენსიაც დამხვდა...დღე-დღეზე დაბრუნდება და
ფულს ჩამოიტანს. არ იცის ეს ჯერ ცაკამ, რომ მოვა,
თუ გინდათ ერთად მივიდეთ და გავახაროთ!
- რომ არ ჩამოვიდეს ჩინარა? ასი ათასი დოლარი
არაა პატარა ფული, ქალბატონო ლეილა...
- როგორ გეკადრებათ, რას ქვია არ ჩამოვა, ჩემი გაზრდილია
ის ბიჭი, არ ვიცი რა გავზარდე?!
ვინანე, არ უნდა მეთქვა. სასწრაფოდ შევცვალე საუბრის თემა:
- მე რისთვის დამიბარეთ, ლეილა მასწავლებელო?
- შენ რისთვის შვილო და, ანდერძი მინდა დავწერო,
არ ვარ კარგად, რომ მოვკვდე, შეჭამენ ერთმანეთს
ამ ასი წლის სახლისთვის ჩემი ნათესავები, რომელთაც
სიცოცხლეში არასოდეს გავხსენებივარ. სახლ-კარიც
გულიადას მინდა დავუტოვო... თუ არ გადარჩა, დარჩება
მის ოჯახს...
ისე ამოიოხრა, გული ამოაყოლა.
- კარგი, ქალბატონო, რეგისტრაცია უნდა ანდერძს,
მობრძანდით ჩემთან სამსახურში და შევადგინოთ.
- როდის მოვიდე, დედა?
- ხვალ და ზეგ დასვენებაა, ორშაბათს თათბირია ზუგდიდში,
სამშაბათს რაიონში ვთათბირობთ, ოთხშაბათს მობრძანდით
თერთმეტ საათზე.
- კარგი, ჩემო კარგო, აგერ მაქვს ანდერძი, წაიღე და
თუ მოიცალო, გადახედე, ხელითაა დაწერილი, მაგრამ იკითხება.
ლეილამ კონვერტი გადმომცა. გამოვემშვიდობე და წამოვედი.