You are on page 1of 6

სათაური

ანა ძაძამიძე

10/01/2023 20:43
დღეს ბევრად უფრო გვიან გაიღვიძა ვიდრე აქამდე. სულ ახლახანს
დაუბრუნდა სამშობლოს, თუმცა გული მაინც იქით უწევს, სადაც
ორიოდ წლით იყო ქალაქიდან კილომეტრობით მოშორებული.
რამდენიმე დღეა კარგად არ უძინია, რადგან ჩამოსვლისთანავე
სხვების მონახულება გადაწყვიტა. ახლა უფრო მეტად გამხდარია,
ვიდრე წასვლამდე. არ იცის, ნერვიულობას უფრო უნდა
დაბრალდეს, თუ იმას, რომ ჭამისთვის იშვიათად იცლის.
სიგარეტს ეწევა, დამოკიდებული არაა, უბრალოდ ასე მოსწონს.
აკეთებს იმას, რაც უნდა და არა იმას, რასაც სხვები მისგან
მოითხოვენ. არავისთვის მიუბაძავს, საკუთარ ცხოვრებას თავად
ჰქმნიდა და ახლაც ცდილობს განსხვავებული იყოს. მისი ეს
გამორჩეულობა სნობად კი არ წარმოაჩენს, არამედ უფრო მეტად
თავმდაბალს ხდის. ყველა უყვარს. კი, ნამდვილად, ყველა უყვარს.
თითოეულ გამვლელმა, თუნდაც უხეში მისალმებით, მას მხარი
გაჰკრას, მაინც მიაჩნია, რომ ასეთებსაც კეთილგანწყობით უნდა
შეხვდეს.

ლევანი ჰქვია და სხვა სახელი რომ დაერქმიათ, ალბათ, ისევ


ლევანს დაირქმევდა თავისით. საშუალო სიმაღლისაა, შავი ფერის
თმით. ოდნავ ნუშისებრი თვალები ღიმილის დროს მეტად
უწვრილდება. ცდილობს მუდამ თავდახრილმა იაროს და ღიმილი
თავისთვის ჩუმად დამალოს წვერ-ულვაშში. საუბრის დროს კი
ხელების ხშირი მოძრაობით თითქოს მოქმედების გაცოცხლებას
ცდილობს. უცნაური თვისება დასჩემდა, რაც აქამდე არ ჰქონია.

2
მაღაზიაში შესვლისთანავე ყველას გამარჯობას ეუბნება,
განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ,,საზღვარგარეთ მიმაჩვიეს"-ო
იძახის, რადგან მისთვის იშვიათად შეხვედრილ ქართველს დიდი
სიხარულით ხვდებოდა ხოლმე ყოველთვის. ამიტომაც
მონატრებული სამშობლოს მოქალაქეებს ისე ხვდება, როგორც
გერმანიაში აღმოჩენილ, უეცრად შეხვედრილს.

,,ჭამა მიყვარს"-ო ყველას ეუბნება, თუმცა იშვითად, რომ სუფრაზე


მჯდარი ნახოთ. ნამდვილად უყვარს, თუმცა სხვების დასანახად კი
არ ძღება, არამედ საკმარისს არ სცდება.

მისი ცხოვრება დრამაა, როგორც თავად ამბობს. გულში რაღაც


ისეთს ინახავს, რომლის თქმაც სურს, თუმცა სხეულში გაჭედილ
გრძნობას თავისი კეთილი გულით ჯაბნის და სხვებს ნაკლებად
უმხელს.

წასვლამდე სხვანაირი იყო, ფილმებს უყურებდა და ხშირად


საუბრობდა. ახლა კი იშვიათად, რადგან უფრო მეტად რეალურზე
გადაერთო, ვიდრე ვიღაცის მიერ შექმნილ წარმოდგენებზე.
წარმოსახვა უსაზღვრო აქვს. ,,შორიდან ვუყურებ საკუთარ
სხეულს, თუ როგორ გადაადგილდება და რა შეიძლება
გამოიწვიოს, თუნდაც ერთმა სხვაგვარმა ქმედებამ" - ასე თქვა,
როდესაც წამიერად სკამზე მჯდარი საკუთარ თავს ჩაუღრმავდა.
შემდეგ სიგარას გაუკიდა და ხმამაღლა აღმოხდა: - ,,ნეტავ, ვინმე
ჩემზე წიგნს დაწერდეს!"-ო.

3
თავი პირველი

დილის 5:30 შესრულებულიყო, როდესაც სამშობიაროდან


ტირილის ხმა გაისმა. 1996 წლის სუსხიანი ამინდი იყო,
ელექტროენერგიის ციმციმი მხოლოდ რამდენიმე
პალატიდან მოჩანდა. ლევანი სიცივით მოცულ ოთახში იშვა,
სადაც მშობელთან ერთად რამდენიმე მანდილოსანი
იმყოფებოდა. ახალშობილს კანი გალურჯებოდა და
სისხლიან სხეულს გინეკოლოგის დამხმარე წმენდდა. დედამ
თვალებზე შემშრალი ცრემლით ვაჟიშვილის დახედა,
რომელიც გულმკერდზე დაუწვინეს.

ათ მარტს მოევლინა ქვეყანაზე და ჯერ კიდევ შეუცნობელ


სამყაროში თვალებს წამიერად ახელდა, შემდეგ კი ძლიერ
უჭერდა წამწამებს ერთმანეთს.

რამდენიმე დღე სამშობიაროში გაატარა დედასთან ერთად,


იქამდე, სანამ ჭიპლარმა ხმობა არ დაიწყო.

სახლში მისვლისას უეცარმა ტირილმა დედა შეაშფოთა.


მოშიებული და შეციებული, რამდენიმე ნაჭრის ფენით

4
დაფარული, იმდენად მიეკრო მშობელს, თითქოს ვიღაც მის
წართმევას ცდილობდა.

თითქმის ასეთივე რეაქცია ჰქონდა მის ძმას, ლევანის სახლში


მოყვანისას. სხვებთან არ გამოხატავდა, თუმცა შიგნიდან
თითქოს პატარა არსება ჩაბუდებოდა, რომელსაც არ სურდა
დედის ,,წართმევა“. თან ამავდროულად უხაროდა პატარა
ძმის დაბადება. ირაკლი დაახლოებით 4 თვეში 2 წლის
ხდებოდა...

მძინარეს ისე დაჰყურებდა, თითქოს ხელახლა ცდილობდა


სამყაროს შეცნობას. პატარა ნესტოებიდან გამოსულ ჰაერს
გულდასმით უსმენდა. ყოველ განსხვავებულ ჩასუნთქვაზე
დედას გახედავდა და უცნაური გამომეტყველებით ლევანზე
ანიშნებდა ყურადღების მიქცევას.

უნებურად ინსტიქტებზე და ეგოზე დამოკიდებული


ახალშობილი ძმის გამოსახულებას ორმოც დღემდე
გამოკვეთილად ვერ ხედავდა. მხოლოდ რაღაც ბუნდოვანს,
რომელიც მის გახალისებასა და გაღიმებას ცდილობდა.
ირაკლის ხმის გაგონებაზე გვერდულად ჩაიღიმებდა.
ყურთან მოახლოებულ იოგებს უსმენდა დაკვირვებით,

5
მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების მნიშვნელობა ჯერ არ
იცოდა.

იშვიათად შეხედავდა ხოლმე მამა, კიდევ უფრო იშვიათად


კი თავად ხედავდა მას.

You might also like