You are on page 1of 10

შესავალი

ლ იმდენად იყო გარყვნილებაში ჩაფლული, რომ თავისი დაუბანელი ასოს სუნიც კი


აღაგზნებდა და ბილწი აზრებით უვსებდა გონებას (თუმცა, ადამიანს, მსგავსი უბრალო
მიზეზით გარყვნილი უწოდო, ალბათ უსამართლობაა). თვითონ სიგარეტის, ყავის და
ოფლის სუნი ასდიოდა.

გარეგნულად ლ არაფრით იყო გამორჩეული. მისი დანახვისას ორი ადამიანი არასოდეს


დაიწყებდა ლ-ს გარეგნობაზე ლაპარაკს. შავი წვერი აქა-იქ ამოსდიოდა და ახლა, როცა უკვე
თვე სრულდება რაც სარკეში არ ჩაუხედავს, ერთი შეხედვით, სამკითხაოდ გამზადებულ
ყავის ჭიქას ჰგავს. გრძელი, სქელი და სწორი წარბები, ახალგაზრდობაში გარკვეულ ეშხს
სძენდა მის გამომეტყველებას, მაგრამ საბოლოო ჯამში უშნო უფრო ეთქმოდა ვიდრე სხვა
ნებისმიერი რამ. 15 წლის წინ, რომ გენახათ, შეიძლება ქარიზმატულადაც მოგჩვენებოდათ,
მაგრამ საოცრად სწრაფად შეიცვალა, ძირითადად უარესობისკენ. თავისი სიმაღლე ბოლოს
32 წლის წინ გაზომა და მაშინ საკმაოდ კმაყოფილიც დარჩა, ახლა კი, მისი ბინის პირობებში,
კმაყოფილება უკვალოდ გაქრა (თუმცა თავსართი “უ” არ დამატებია). ეს იყო ნახევრად
სარდაფი, ნესტიანი და უჰაერო, ლ-სთვის მეტად დაბალი ოთახი, რიმელსაც იგი ე-სგან
ქირაობდა. ახლა უკვე მე-9 თვეა რაც აქაა. ქირას მუდამ თავის დროზე იხდიდა თუმცა ე
არასდროს აწუხებდა დაგვიანებისას, რადგან ენდობოდა მას მერე, რაც ლ-მ მისი კატა
სიკვდილს გადაარჩინა (თუმცა თავად ლ-ს კატები განსაკუთრებით ეჯავრებოდა და ერთხელ
სრულიად შემთხვევით, ეზოში სკამში ნახევრად მწოლიარეს, მესამე სართულიდან
გადმოვარდნილი ე-ს კატა, პირდაპირ კალთაში ჩაუვარდა). ლ-საც აღარ ერიდებოდა ყავის
მოსანზადებლად ე-ს ხშირად შეწუხება. ოთახში კანალიზაციის სუნი იდგა. ლ-მ და ე-მ
ვერაფრით დაადგინეს საიდან მოდიოდა ეს სუნი, თუმცა ბოლი დროს ლ შეეჩვია კიდეც
ოთახის ჰავას. ამ უკანასკნელში მხოლოდ ბინძური საწოლი და ერთი სამფეხა დაბალი სკამი
იდგა, რიმელიც ხანდახან მაგიდის მოვალეობასაც ასრულებდა. ხის დამპალ იატაკს, მრავალი
წლის წინ წასმული წითელი საღებავი მხოლოდ აქა-იქ შერჩენოდა და ოთახს კიდევ უფრო
ბინძურს აჩენდა. კედლებზე გაკრული შპალერი, თავიდანვე უგემოვნოდ შერჩეულ, ახლა კი
ნესტისთ გამუქებულ და მრავალ ადგილას ჩამოხეულ საძაგლობას წარმოადგენდა,
რომელსაც ათასობით გაურკვეველი მწერი ესეოდა ზედ. ოთახში ელექტროენერგია არ იყო,
ამიტომ დღედაღამ მას მხოლოდ, თითქმის ჭერს მიბჯენილი, 2 მტკაველი სიმაღლის ფანჯარა
ანათებდა. თუმცა ეს ლ-ს არ აწუხებდა, რადგან ან ეძინა ან უბრალოდ ეგდო საწოლზე. აქამდე
კვირაში სამი-ოთხჯერ მაინც, რამდენიმე საათით გადიოდა ხოლმე სახლიდან, მაგრამ უკვე
თითქმის ერთი თვეა, მას შემდეგ რაც სახლში შუაღამით დაბრუნებულმა ტანზე გაიხადა და
თავისი ბუზების საჭერი წებოვანი ლენტის მსგავსი სხეული ძლივს მოათავსა მოკლე
საწოლზე, ოთახიდან ფეხი აღარ გაუდგამს.

ახალგაზრდა ლ-ს გოგოც ჰყავდა. მართალია მასთან სექსი არასდროს ჰქონია, თუმცა მის
გონებას ყველაფერი დეტალურად ჰქონდა წარმოდგენილი, ძალიან ბევრჯერ ეს
საპირფარეშოში, ხან პირდაპირ საწოლზეც ხდებოდა. ს ერთი შეხედვით უშნო იყო, მაგრამ ლ-
ს მისი თოვლივით თეთრი კანი, თითქმის მსუქანი თითები, განიერი მენჯები და ოდნავ
ცელულიტიანი ბარძაყებიც ჰყოფნიდა აღსაგზნებად. რამდენჯერ გაუტარებიათ ღამე ერთად
საწოლში, მაგრამ გოგო დანებებას არასდროს აპირებდა. ლ-ს ეს კიდევ უფრო მეტად უჩენდა
სურვილს, მაგრამ ურთიერთობის თორმეტ წლიან პერიოდში ჟინი ვერ დაიკმაყოფილა.
ბოლოს, ლ-ში, ს-ს ავადმყოფურად თეთრი კანი, მსუქანი თითები, ფართო მენჯები და
ცელულიტიანი ბარძაყები წინანდებურად აღარ იწვევდა გაძღომის სურვილს.

ახალგაზრდა ლ-ს წიგნების კითხვა განსაკუთრებულად უყვარდა. შეეძლო მთელი დღე


მამამისის ბნელ და მტვრიან ბიბლიოთეკაში გაეტარებინა, თუმცა ბიბლიოთეკაც და
მშობლების სახლიც 9 თვის წინ გაყიდა და ეს სორო იქირავა. მას მერე წიგნი არც გადაუშლია.
მშობლები აგერ უკვე ერთი წლია რაც დაეხოცა. ლ-ს მათთან საკმაოდ უჩვეულო
ურთიერთობა ჰქონდა. 56-ე დაბადების დღე, დილით, სადილობისას, პირველებმა
მშობლებმა რომ მიულოცეს, მან იგრნო რამდენად ზედმეტნი იყვნენ ერთმანეთისთვის,
მაგრამ ამ ამბიდან ერთი კვიის თავზე დედ-მამა ბუნებრივმა აირმა გაგუდა საძინბელში. ლ-ს
გონებამ ეს აბავი როგორღაც დადებითად აღიქვა, თუმცა ამაზე არასდროს უსაუბრია
ვინმესთან. საერთოდ მას არ უყვარდა ლაპარაკი. მშობლების დაკრძალვაზე რაზე აღარ
ფიქრობდა. პირველი კოცნაც გაახსენდა რომელიც ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუბა
აღმოჩნდა ლ-ს ცხოვრებაში. ეს მის 22-ე დაბადების დღეზე მოხდა. საღამოს როცა ის და ს
მარტონი მისეირნობდნენ ქუჩაში, გოგონამ მოულოდნელად აკოცა ლ-ს. მთელი ღამე
იშორებდა პირიდნ ს-ს ნერწყვს. ბევრგან წაუკითხავს და უნახავს, როგორ კოცნიან წყვილები
ერთმანეთს თუმცა მაინც უცნობი იყო სისველე და გულის ამრევი გემო (შემდეგში ლ-ს
გონება იმდენად გაირყვნა, უფრო სწორად შეიცვალა, რომ ქალის ნერწყვს ჭიქიდანაც
სიამოვნებით მოსვამდა).

ბავშვობაში სადღაც მოისმინა, რომ მშვიდი ძილის დაკარგვა ადამიანს ანადგურებს. მას მერე
ეშინიოდა მისი დაკარგვის. ეს ერთადერთია, რაც ლ-ს მოსაწყენ ცხოვრებას მარტივად
გადასატანს ხდიდა. ძილის პრობლემა არასოდეს ჰქონია. როგორც კი თავს ბალიშს შეახებდა,
მაშინვე უღრმავდებოდა სუნთქვა და შფოთვის გარეშე ეძინა დიდხანს. სიზმრებს თითქმის
არ ნახულობდა და ნანახსაც მაშინვე ივიწყებდა. სადარდებელიც არაფერი ჰქონდა. სახლის
გაყიდვის შემდეგ საკმაოდ ბევრი ფული დარჩა. ერთმანეთზე დახვეულ ქაღალდებს საწოლოს
ქვეშ ინახავდა თუმცა სახლიდან გამოსვლისას კარს არასდროს კეტავდა. მხოლოდ ე-ს
შეეძლო ლ-ზე ეფიქრა რომ დიდი ქონების პატრონი იყო, მაგრამ მასაც არ მოუვიდოდა
აზრად, მდგმურის არყოფნაში, საწოლოს ქვეშ შეეხედა.

ახლაც საწოლზე წევს ლ, მაგრამ მკვდარია. უკვე 3 კვირა და 5 დღეა რაც მისი შიშველი,
აყროლებული გვამი გაუნძრევლად დევს საწოლზე და ლპება. მკერდზე უხეშად დაგროვილ
მუქ თმაში, შიგადაშიგ მატლები ამოყოფენ თავს და მალევე უკან ბრუნდებიან. სუნიც
არსაიდან გადის რომ მოაკითხოს ვინმემ. 2 დღეში ქირის გადახდაც მოუწევს. კიდევ
რამდენიმე კვირას, ე აპატიებს და მერე ლ-ს ამოცნობა გახდება საჭირო.
თავი მე-2

მზე ნახევარი საათის ჩასული, აღმოსავლეთის ცა კი უკვე საკმაოდ ჩამუქებული იყო. გვიანი
ზაფხულის ცივი საღამოები ლ-ს განსაკუთრებულად ეჯავრებოდა. ნაწვიმარ ქუჩაში
მიდიოდა და ყოველ ნაბიჯზე გამსკდარ ფეხსაცმელში შესული წყლის სიცივე აღიზიანებდა.
თავიდან ფეხს გვერდულად დგამდა, მაგრამ ბოლოს დაიღალა და თავისუფლად დაიწყო
სიარული. მუშტებად შეკრული ხელები პალტოს გახეულ ჯიბეებში ჰქონდა ჩალაგებული და
აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდა ქუჩაში. შიგადაშიგ ტროტუარიდან გადადიოდა, ხის ქვეშ
რომ არ გაევლო და ჩამოცვენილ წვეთებს კიდევ უფრო არ დაესველებინა. ქუჩა საკმაოდ
ფართო, მაგრამ ცარიელი და უსიცოცხლო იყო.. ყურები და ცხვირი ეყინებოდა და ჯიბიდან
ხელის ამოღება მათ გასათბობად ეზარებოდა. ცივი ნიავი კოჭებში უბერავდა, შემდეგ
ბარძაყებამდე მიუყვებოდა ზევით და მუხლებს უყინავდა.

რატომღაც ლ ახლა იმაზე ფიქრობდა, რომ წლებია გულიანად არ უცინია, შეეცადა


გაეხსენებინა ბოლოს როდის გაეცინა გულით, მაგრამ არაფერი არ გაახსენდა. მხოლოდ
ახსოვდა, რომ ასეთი შემთხვევები ნამდვილად ყოფილა. ვეღარც რაიმე ანეკდოტს იხსენებდა.
არადა ახალგაზრდობაში მრავლად იცოდა, მართალია ბევრი ლაპარაკი არასდროს ჰყვარებია,
მაგრამ ანეკდოტების მოყოლა არასდროს ეზარებოდა. ახლაც ცდილობდა რომელიმე
მათგანის გახსენებას, მაგრამ გონება ზედმეტი ძილისგან გაბრუებული ჰქონდა. თუმცა
გაბრუებული ერთდროულად უფრო მძაფრადაც და უფრო მსუბუქადაც აღწერს მისი
აზროვნების შესაძლებლობის ამ დროინდელ ხარისხს. ამაზე ადრეც უფიქრია ლ-ს, მაგრამ
ვერ დაძაბა გონება სიტყვის მოსაძებნად, რაც უფრო მეტად ცდილობდა დაეძაბა გონება, მით
უფრო სწრაფად მეორდებოდა მის თავში “მსუფუქად და მძაფრად, მსუბუქად და
მძაფრად........” ბოლოს დანებდა და გადაწყვიტა რომ “გაბრუებული” მეტ-ნაკლებად მაინც
მისაღები განსაზღვრებაა და ამავდროულად ის კარგად აღწერ მდგომარეობას, როცა ვერ
იხსენებ 2 წუთის წინ რაზე ფიქრობდი. ახლა, ლ ეცადა ამის გახსენებას, მაგრამ ისევ, რაც
უფრო მეტად ძაბავდა გონებას, მით უფრო ხმამაღლა ესმოდა “2 წუთის წინ; 2 წუთის წინ; 2
წუთის წინ.; ანეკდოტი....” მართალია... ცდილობდა ანეკდოტი გაეხსენებინა. ბავშვივით
გაუხარდა გახსენება ლ-ს, მაგრამ მაშინვე გაბრაზდა თავის თავზე ამის გამო. სიარული უფრო
მეტად ააჩქარა. დიდი ხანია ასე ჩქარა არ უვლია. ბავშვობის მერე, ნელა სიარული დასჩემდა
და არც კარგაღებული მეტროს მატარებლის მისასწრებად აუჩქარებდა ფეხს. მაგრამ ახლა,
სად მიდის ასე ჩქარა? ლ გაჩერდა და ჩაფიქრდა. მერე უცბად ჯიბიდან მუშტები ამოალაგა,
მარჟვენა ხელი გაშალა და დაკუჭული ფურცელი გაყინული ხელებით ძლივს გახსნა.
ფურცელზე გარკვევით ეწერა: “ქუჩა 3, სახლი #4. საღამოს 10 საათი”. საიდან აღმოჩნდა ეს
ფურცელი მის ჯიბეში ან ვისი მისამართი იყო მითითებული არ ახსოვდა ლ-ს. ისეთი
შეგრძნება ჰქონდა, რომ არც უნდა ხსომებოდა, მაგრამ რახან ჩქარა მიდიოდა, ალბათ რამე
მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა. ფურცელი საჩქაროდ ჩაიკუჭა ხელში, მუშტები კვლავ
ჯიბეებში ჩაილაგა და სიარული განაგრძო. გადაწყვიტა, ამაზე ფიქრით თავი აღარ
შეეწუხებინა იმ იმედით, რომ ადგილზე მისულს გაახსენდებოდა მისვლის მიზეზი ან იქვე
გაარკვევდა მაინც.

უკვე ბნელოდა. ლ-მ იგრძნო, რომ კიდევ უფრო მეტად აცივდა. უკვე შუა გზაზე მიდიოდა,
სველი ფეხებზე ძალიან სციოდა და ახლაღა შეამჩნია როგორ შეეკუმშა ფეხის თითები.
გაშალა მაგრამ ტკივილი იგრძნო, თან უფრო მეტად შესცივდა და მალევე საწყის პოზიციას
დაუბრუნა. კიდევ უფრო მეტად ეტკინა თითები, მაგრამ მალევე გაუარა. გრძნობდა როგორ
ჰქონდა ფეხები მოხარშული ცივ წყალში და წინასწარ დაეზარა ფეხსაცმლისა და წინდების
გახდა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო და სახლში დაბრუნება კიდევ უფრო გვიან მოუწევდა.
მაგრამ ის კი არ ახსოვდა, ამ ქუჩაზე როგორ მოხვდა, ან აქედან როგორ უნდა გასულიყო, ან
საერთოდ რა ქუჩა იყო ეს. ახლაღა შეამჩნია, რომ აქამდე აქ არასდროს ყოფილა. გზის პირას
სახლის მისამართს დააკვირდა და სიბნელეში ძლივს გაარჩია :ქუჩა 3, სახლი #2,3. ოდნავი
იმედი მიეცა და გვერდზე მდგომ სახლს რომ დააკვირდა და წაიკითხა “ქუჩა 3, სახლი #2,5”
დამშვიდდა კიდეც. “აქამდე სწორად მივლია, კარგია რომ მთელი გზის უკან გავლა არ
მომიწია” გაიფიქრა და გააგრძელა სიარული. შუქი არცერთ სახლში არ ენთო. ალბათ უკვე
ეძინა ხალხს. “ვაითუ იქაც ეძინოთ” შეკრთა ლ და სასწრაფოდ ამოიღო ჯიბიდან ფურცელი.
ლამპიონთან ახლოს მივიდა, კიდევ ერთხელ წაიკითხა: “ქუჩა 3, სახლი #4. საღამოს 10 საათი”.
ისევ დამშვიდებულმა ჩაილაგა ხელები ჯიბეებში, შეკრა მუჭები და გააგრძელა სიარული.
“ნამდვილად საღამოს 10 წერია, თან მზეც არ ანათებს” გაიფიქრა ლ-მ და ეშმაკური
კმაყოფილებით გაეღიმა. მაჯის საათი არასოდეს ჰქონია. ერთხელ აჩუქა ს-მ, მაგრამ ძვირფასი
გამოდგა და ლ-მ მაშინვე დაკარგა. ალბათ მეტროში მოპარეს. შეიძლება მოსძვრა კიდეც
სადმე. ყოველ შემთხვევაში ლ-ს ამაზე, დიდად არ უნერვიულია და არც ს-ს შეუმჩნევია რამე.
საერთოდ ნერვიულობით თავის შეწუხება დიდად არ სჩვევოდა ლ-ს. ახლაც, როცა ბევრი
ფული საწოლქვეშ, ბინის კარი კი ღია ეგულება, საერთოდ არ შფოთავს ამის გამო. რა თქმა
უნდა არასოდეს უფიქირია, რომ ეს დადებითი თვისებაა მაგრამ, რა ქნას ასეთია. ზოგადად
შფოთიანი ხალხი ეჯავრება, უფრო სწორად ისინი, ვინც გარეგნულად გამოხატავენ შფოთს.
სულ ეჩვენებოდა რომ ასეთი ადამიანები განზრახ გარშემომყოფთა შეწუხებას ცდილობდნენ..
ალბათ თვითონაც ამიტომ არ გარბოდა ხოლმე კარღია მატარებლის მისასწრებად მეტროში,
სხვებს თავი მის გამო შეწუხებულად რომ არ ეგრძნოთ. ამაზე აქამდე არასოდეს უფიქრია.
გარკვეულწილად მოეწონა ეს ახსნა, მაგრამ მაშინვე იგრძნო რომ ცრუობდა. ისევ ზიზღი
იგრძნო თავის მიმართ. ღრმად ამოახველად და გადააფურთხა. ეს მუდამ ძალიან
სიამოვნებდა. ფურთხის დაცემის ხმა ჩუმ ქუჩაში საკმაოდ ხმამაღლა გაისმა და ლ-მ
კმაყოფილებით გაიღიმა. ხელი ამოიღო, ტუჩები მოიმშრალა, პალტოს კალთებს მიაწმინდა
და ისევ ჯიბეში დამალა.

უკვე დაღლაც იგრძნო ფეხებში. კოჭებზე ძალიან სციოდა. ისევ სახლის მისამართს შეხედა და
წაიკითხა: “სახლი #3,7, ქუჩა 3”. ნაბიჯს კიდევ უფრო აუჩქარა, გზის მეორე მხარეს გადავიდა
და წაიკითხა: “ქუჩა 3, სახლი #4”. უკან დაიხია და სახლს უცბად გადაავლო თვალი.
ფანჯარაში ოდნავი, სხვა ოთახიდან შემომავალი სინათლე შეამჩნია. 2 სართულიანი,
კვადრატული სახლის პატარა კიბეს სწრაფად აუყვა და დიდ ხის კარებზე ფრთხილად 4 ჯერ
დააკაკუნა. უცბად გაახსენდა, რომ მოსვლის მიზეზი არ ახსოვდა და არც ის იცოდა ვინ უნდა
ეკითხა. გაბრაზდა თავის თავზე ასე დაუდევრად რომ მოიქცა.
ქუჩა 3, სახლი #4

კარი მალე გააღეს და შიგნიდან გამოსულ თბილ ჰაერთან შეჯახება, წამით ესიამოვნა ლ-ს.
მის წინ საშუალო ხნის მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც გამომცდელი მზერით უყურებდა. ლ
კიდევ უფრო მეტად დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა. საკუთარ თავზე გაბრაზდა და ეს მელოტი,
50 წელს გადაცილებული, წელში გამართული, საშუალო სიმაღლის კაციც შეეზიზღა ასე რომ
აწვალებდა. ბოლოს ძლივს ამოღერღა:

- მოვედი... - უცნობს დამცინავად გაეღიმა და მყუდროება დარღვეული ხმით


ჰკითხა:
- ვინ ბრძანდებით?
- ლ! - თითქმის დაუყვირა გაბოროტებულმა.
- შემობრძანდით. - თქვა მასპინძელმა, კარები უფრო მეტად გამოაღო, უკან დაიხია
და ჯერ ისევ ბნელი შემოსასვლელი გაანათა. ლ-მ გაუბედავად შედგა ფეხი
სახლში. უკვე ეზიზღებოდა აქაურობა და გადაწყვიტა რაც შეიძლება მალე
მოეთავებინა აქ ყველანაირი საქმედა გასცლოდა აქაურობას. ახლაღა დააკვირდა
უცნობი მამაკაცის ჩაცმულობას და მიხვდა რომ აქამდე მოსამსახურეს
ესაუბრებოდა. ამან შედარებით გაათამამა.
- წამომყევით. - უთხრა მოსამსახურემ და მოკლე და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა
სახლის სიღრმეში. ლ უკან მიჰყვა. უცბად მოსამსახურე მოუტრიალდა და
მკაცრად უთხრა:
- პალტოს არ გაიხდით? - ლ-ს ოდნავ შერცხვა, მაგრამ ეცადა არ შეემჩნია ისე
გამობრუნდა შემოსასვლელში, ჩქარა გაიხადა პალტო, საკიდზე დაკიდა და ნელი
ნაბიჯით დაბრუნდა უკან.
- ახლა საით? - იკითხა გაბრაზებუბლმა სტუმარმა როცა მოსამსახურეს შეატყო, რომ
ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა.
- ბატონი გ ახლა ოჯახთან ერთად ვახშმობს. მოგიწევთ აქ მომიცადოთ სანამ
შევატყობინებ თქვენი მოსვლის შესახებ. - პასუხს არ დაელოდა და წასვლა
დააპირა. უცბად შედგა და ლ-ს კარებთან მდგარი პატარა სკამისკენ მიუთითა:
- ჩემ მოსვლამდე შეგიძლიათ აქ დაბრძანდეთ.

ლ კიდევ უფრო გაბრაზდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მოსამსახურის გასვლას დაელოდა,


მერე სკამთან მივიდა, ჩამოჯდა და ფეხები ხმაურიანად გაშალა.

განათებულ შესასვლელში ყველაფრის კარგად დათვალიერება იყო შესაძლებელი და


ლ-მაც არ დააყოვნა. პირველად ფეხსაცმლის უჯრას მოჰკრა თვალი. შიგნით 3 წყვლი
ფეხსაცმელი იდო: ერთი ქალის, 2 მამაკაცის. ქალისა და ერთი მამაკაცის ფეხსაცმელები
დასვრილი იყო, მეორე მამაკაცის ფეხსაცმელი კი ახალივით გამოიყურებოდა. კედლები
სპილოსძვრისფრად იყო შეღებილი და თეთრ განათებაში საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდა.
სიჩუმეში ლ-მ მდინარის ხმაც გაიგონა. „ალბათ აქვე მოედინება სადმე, მაგრამ ქუჩაში როგორ
ვერ შევამჩნიე ეს ხმა“ - გაიფიქრა ლ-მ. ამასობაში მოსამსახურე შემოვიდა ოთახში და მას უკან
ტანადი, სულმთლად გაჭაღარავებული თმისა და მოკლე წვერის პატრონი, წარმოსადეგი
მამაკაცი შემოჰყვა. მიუხედავად მტკიცე დგომისა და მსუბუქი სიარულისა, სახეზე
დაგროვებულ ნაოჭებზე ეტყობოდა მასპინძელს, რომ საკმაოდ ასაკოვანი იყო. სტუმარზე
ბევრად უფროსიც კი.

- საღამო მშვიდობისა ლ. - მიმართა ძლიერი ხმით გ-მ სტუმარს. ლ უცბად წამოხტა.


ისევ გაახსენდა თავისი დაუდევრობა და პასუხის გაცემა მისალმებაზე ვეღარ მოახერხა.
მასპინძელმა შეატყო დაბნეულობა, ოდნავ გაიღიმა და ნელი ტემპით თქვა:

- ზუსტად დროზე მოხვედი. სიმართლე რომ ვთქვა ეჭვიც არ მეპარებოდა შენს


პუნქტუალურობაში. - გ-მ გაიღიმა და ლ-მ თავი საცოდავად იგრძნო. - სწორედ ახლა
შევუდექით ვახშმობას და გაგვიხარდება თუ პატივს დაგვდებ და შემოგვიერთდები.

ამ კაცის მეგობრულობამ გააღიზიანა ლ, არც მისი ჩაცმულობისთვის მიუქცევია გ-ს


ყურადღება, არც ტალახიანი ფეხებისთვის, ისე შეიპატიჟა ვახშამზე. ლ უსიტყვოდ
დამორჩილდა მასპინძლის ნებას და უხერხულად აედევნა სახლის შუაგულისაკენ. გზად
ცდილობდა როგორმე აქ მოსვლის მიზეზი მოეგონებინა და გ-სთან საქმეზე საუბარი თვითონ
დაეწყო, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში დანიშნულების ადგილს მიადგნენ. ეს იყო პატარა და
მოტიტვლებულ კედლებიანი კვადრატული ფორმის ოთახი. შუაში მრგვალი მაგიდა იდგა,
რომელსაც 4 სკამი ჰქონდა შემოლაგებული. მაგიდა 4 კაცზე იყო გაშლილი. ერთმანეთის
პირისპირ უკვე ისხდნენ ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი. სტუმრის დანახვაზე წამოდგნენ და
მორიდებულად დუმდნენ. გ-მ მაშინვე წარადგინა ლ, როგორც მისი დიდი ხნის უნახავი
მეგობარი. შემდეგ ლ-სკენ მობრუნდა და თქვა:

- ეს ჩემი მეუღლეა, მ. - ქალმა ძალით შეავიწროვა დაღლილი თვალები და თითქმის


შეუმჩნევლად გაიღიმა. ეს გახლდათ, ქალისათვის საკმაოდ მაღალი, 60 წელს
მიტანებული, ლამაზი და ერთი შეხედვით დაბნეული ქალი. მუქი წაბლისფერი
თმა, რომელიც ჯერ ისევ ბოლომდე არ გაჭაღარავებოდა, უკან, ერთ ნაწნავად
ჰქონდა შეკრული. სახეც კარგად ჰქონდა შენახული, მაგრამ ლ-ს გამოცდილ
მზერას ასაკის ამოცნობა მუდამ შეეძლო. მიუხედავად ამ ქალის სიდინჯისა და
უბრალოებისა, მას არ გამოპარვია ერთი უცნაურობა (ამ ფაქტს, შემდეგში,
ყოველთვის სიამაყით იხსენებდა). ეს იყო ის მორიდებულობა, დაბნეულობა,
სიამაყე, მოჩვენებითი მოუცლელობა და ასეთივე აღვირახსნილობა, რომელთაც
ერთდროულად მხოლოდ ქალიშვილის თვალები ატარებს. ლ-მ ეს კარგად იცოდა.
უყვარდა კიდეც ამ ჯაჭვის გაწყვეტა დამწყები მეძავებისთვის. ეს ისე აშკარად
ხდებოდა, რომ სექსის შემდეგ პარტნიორის ცნობაც კი უჭირდა. ის ფარული შიშიც
მოსწონდა, რომელიც სისხლის დანახვაზე ეუფლებოდათ ჯერ ისევ თითქმის ბავშვ
სხეულით მოვაჭრეებს. ამ სისხლს, ისინი, ვეღარასოდეს ნახავენ და წინასწარ
რაღაც იდუმალი მონატრებით ივსებიან მის მიმართ. თითქოს ენანებათ ზეწარზე
დასატოვებლად. რომ შეეძლოთ გამოწურავენ და სამუდამოდ შეინახავენ, მაგრამ
ახლა, ლ დააბნია „დიდი ხნის უნახავი მეგობრის“ მეუღლის თვალებმა.
- ეს კი ჩემი ვაჟია, ი. - ი ქერა, მაღალი და გამხდარი, დაახლოებით 35 წლის მამაკაცი
იყო. სახე უფრო მეტად მამას მიუგავდა, მაგრამ მასზე ერთი მტკაველით მაღალი
იქნებოდა. გრძელი, ჭორფლიანი სახე და დიდი თაფლისფერი თვალები
მოწყენილობით ჰქონდა სავსე. აშკარად ჩანდა, რომ თავისი ცხოვრებით დიდად
კმაყოფილი არ იყო. „ამ გამოყრუებულ ადგილას ცხოვრებამ, ძირითადად მამისგან
მიღებულმა ცოდნამ და უმეგობრობამ ჩემოუყალიბა ალბათ სახე ასე“ - გაიფიქრა
ლ-მ. ი-ს არც გაუღიმია ისე დაუკრა თავი სტუმარს და თვალების მამამისისკენ
მიაბრუნა. გ-მაც ხელით მიუთიდა სკამზე ლ-ს და დაჯდომა სთხოვა. ყველანი
ერთდროულად დასხდნენ. ლ-მ ახლაღა შეამჩნია, რომ ოთახს მაგიდის ცენტრში
მდგარი შანდალი ანათებდა. მასპინძელმაც ღიმილით ამაზე დაიწყო საუბარი:
- ნათურა დღეს დილით გადაიწვა და შანდალის და სანთლების მოძებნა
დაგვჭირდა. მ-ს უნდა ვუმადლოდეთ, ძველი ნივთების შენახვა რომ უყვარს,
თორემ ვერ გავიგებდით რას ვჭამთ. - აქ ოდნავ გაეცინა და სათითაოდ შეხედა
ყველას სახეში. ცოლ-შვილმაც ნაძალადევად გაიღიმა. შემდეგ ცოტა ხანი სიჩუმე
ჩამოწვა და გ-მ სტუმარს სთხოვა საჭმელი გაესინჯა. ლ-ს უკვე საკმაოდ
მოშიებოდა, მაგრამ სანთლის შუქზე, მაგიდაზე საჭმლის გარჩევა კარგად ვერ
შეძლო. ბოლოს ერთ-ერთი მოზრდილი თეფში ამოარჩია, ახლოს მოწია, კარგად
დააკვირდა და სადილიდან მორჩენილი კარტოფილი ხორცით გადმოიღო. ბევრს
ვერასდროს ვერ ჭამდა, მითუმეტეს ღამით. ამას დედასთან ცხოვრებამ მიაჩვია და
ჯერ ისევ ვერ გადაჩვეოდა. ნელა შეუდგა საქმეს. მასპინზელმა ამასობაში ღვინო
შესთავაზა. ლ-მაც გაუბედავად დაუქნია თავი.
- ი, ბატონ ლ-ს შავი ღვინო დაუსხი. - უთხრა შვილს გ-მ. ი-მ მამას შეხედა. მერე
ნელა ადგა სკამიდან, ოთახიდან გავიდა და მალევე ღვინის ბოთლით ხელში
დაბრუნდა. ბოთლი უკვე გახსინილი იყო და ოთახში შემოსულმა ი-მ ლ-ს ჭიქა
წითელი ნახევრადმშრალი ღვინით გაავსო. შემდეგ მშობლების ჭიქებს მიხედა და
ბოთლი ისევ გაიტანა. დაბრუნებული ოთახში ისე შემოვიდა თითქოს ვერავის
ხედავდა, თავის ადგილას დაჯდა და ჭამა განაგრძო. ლ-მ ერთი ყლუპი ღვინო
მოსვა და ჭიქის დადგმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და მთლიანად გამოცალა.

ამის მერე, ვახშამმა უხმოდ ჩაიარა. როცა ყველა მორჩა ჭამას, გ-მ ცოლ-შვილს
თავაზიანად სთხოვა ლ-სთან მარტო დაეტოვებინათ. მათაც შეასრულეს თხოვნა
და გასვლისას თან კარი გაიხურეს.

- როგორი ამნიდია გარეთ? - იკითხა მოხუცმა. ლ-მ ზიზღით შეხედა მას და ცივად უპასუხა:

- საშინელი.

- დიდი ხანია გარეთ არ გავსულვარ. თითქმის ყველანაირი კავშირი გარე სამყაროსთან


გავწყვიტე. ადრე იცი როგორც ვიყავი, ახლა კი... ახლა გაზეთებში ჩემ გარდაცვალებაზეც კი
წამიკითხავს. - ამის თქმაზე გ-მ ეშმაკურად ჩაიცინა და ღიმილიანი სახით გააგრძელა. -
თუმცა გაზეთებსაც უკვე თითქმის აღარ ვკითხულობ. ყოველ დღე უამრავ წერილს
ვღებულობ, მაგრამ მათ კითხვასაც დიდი ხნის წინ შევეშვი. ადრე ძირითადად ჩემს
ნაშრომბზე მწერდნენ კითხვებს ან შეფასებებს, მაგრამ სულ ერთი და იმავე კითხვებზე
პასუხების წერამ დამღალა და საბოლოოდ გადავწყვიტე წერილები მიღებისთანავე
გადამეყარა, თან ახლა ხომ მკვდარი ვარ! - ისე ჩაიხითხითა გ-მ როგორც მოხუცებს
სჩვევიათ. ლ-ს შეეზიზღა ეს კაცი და მზერა აარიდა. თუმცა კი ყველანაირად ეცადა ხათრით
არ გაეღიმა, მაგრამ არ გამოუვიდა. (ეს ის იყო, რისი მოშორებაც მას ძალიან უნდოდა).

- ლ - დაიწყო მცირე პაუზის შემდეგ დამშვიდებული ტონით მასპინძელმა. აშკარად მიხვდა,


რომ "მეგობარს" მისი მოსმენა დიდად არ სიამოვნებდა და თითქოს ამის გამო ნაწყენიც კი
დარჩა. - შენს საქმეს რაც შეეხება, ხვალ მივხედოთ. ახლა შენც დაღლილი ჩანხარ და ჯობია
დაისვენო. ხვალ კი სხვებიც მოვლენ, ყველა ვინც საჭიროა და საქმეს შევუდგებით. ამაღამ აქ
დარჩი, ი-ს ოთახში ორი საწოლი დგას და იქ დაწვები. ი წინააღმდეგი არ იქნება. - გ-მ
მსახურს დაუძახა და სთხოვა ლ-სთვის ი-ს ოთახი, საპირფარეშო და აბაზანა ეჩვენებინა.
შემდეგ ლ-ს მშვიდი ძილი უსურვა, კარგი დასვენება ურჩია და მსახურს ანიშნა დავალების
შესრულება დაეწყო. ამ უკანასკნელმაც მშვიდობიანი ღამე უსურვა უფროსს და ლ-ს ანიშნა
გაჰყოლოდა. ისიც უსიტყვოდ წამოდგა და მსახურს მიჰყვა. ოთახიდან გამოსულს გაახსენდა,
რომ აქიდან რაც შეოძლება მალე წასვლას აპირებდა, თუმცა უკვე გვიანი ღამე იყო და ქუჩაში,
სიცივეში ხეტიალი მაინცდამაინც ნასიამოვნბს არ დატოვბდა, მითუმეტეს ზუატად ისიც არ
იცოდა სად იყო და სახლში როგორ უნდა დაბრუნებულიყო. ასე რომ ი-ს ოთახამდე
ხმაამოუღებლად გაჰყვა კუდში მსახურს.

ი-ს ოთახი ერთი კაცისთვის ზედმეტად დიდი იყო და ამ ისედაც დიდ ზომის ოთახში
ავეჯიც ცოტა იდგა. მხოლოდ ორი საწოლი, მათ გვერდზე ორი პატარა სკამი, საწერი მაგიდა
და კაცის სიმაღლე კარადა. ყველაფერი უბრალო და ძველი ჩანდა. ლ უხმოდ შევიდა ოთახში
და კარი მიხურა. შუქი არ ენთო, მაგრამ ფანჯრიდან ლამპიონი საკმაოდ ძლიერად ანათებდა.
ოთახის პატრონს უკვე დაეკავებინა თავისი საწოლი, ლ-მ თავისთვის განკუთვნილს
მიაშურა, ჩამოჯდა და ფეხსაცმელები გაიძრო. ფეხები საშინლად გაყინული ჰქონდა და
წვალებით გაშალა ფეხის თითები. სუნი არს თუ ისე საშინელი უდიოდა. ფეხებით გაიძრო
წინდები და ფეხსაცმელებში მოათავსა. მერე ტანსაცმელიც გაიხადა, სკამზე მიაგდო და
საწოლში ჩაწვა. ყველაფერს შეძლებისდაგვარად ჩუმად აკეთებდა. საწოლში პირაღმა დაწვა
და მაშინვე იმაზე დაიწყო ფიქრი აქ რას აკეთებდა, თუმცა მალევე მიხვდა რომ ამაზე ფიქრს
აზრი არ ჰქონდა და დაძინება გადაწყვიტა. ცოთა ხნით სუნთქვა შეანელა და სმენა დაძაბა.
სრული სიჩუმე იდგა, ალბათ უკვე ყველა დაწვა. მდინარის ხმაც თითქოს აღარ ისმოდა.
თავი მე-4

ზუსტად აღარ ახსოვს ლ-ს როდის აღმოაჩინა, რომ და-ძმას შორის ცუდი ურთიერთობის
მიზეზი მხოლოდ მათ შორის სექსის აკრძალვა შეიძლება იყოს. ისინი ერთმანეთს სექს
პარტნიორებად არ აღიქვამენ და არც ერთმანეთის საწოლში შეთრევაზე ფიქრობენ. ამ
სავსებით ემპირიული აღმოჩენის შემდეგ, თავისი 2 წლით უმცროსი დაც მიხვდა ძმის
ჩანაფიქრს და უკანაც არ დაუხევია. და-ძმას შორის მალევე იდეალური ურთიერთობა
დამყარდა, ყოველ შემთხვევაში მათ შემხედვარე მშობლებს სიამაყითა და სიყვარულით სავსე
თვალებით ეღიმებოდათ. ურთიერთობა კი ყოველ დღე საბოლოო წერტილს
უახლოვდებოდა.

ცხოვრების ეს პერიოდი ლ-ს საუკეთესო მოგონებებითაა სავსე. მან სულ რამდენიმე თვე
გასტანა და დის გარდაცვალებასთან ერთად დამთავრდა. ამის შემდეგ ლ-ს ცხოვრება კიდევ
უფრო ერთფეროვანი გახდა, ვიდრე მანამდე იყო.

ახლა იმაზე ფიქრობდა ი-ს თუ ჰყავდა და ან ძმა, ან თუ ჰყავდა - სად იყვნენ? უფრო მეტად
სავარაუდო იყო, რომ ი დედისერთა, ვაჟიშვილი და თან გეია. ლ-ს აქამდე ჰქონია შეხება
გეებთან, მაგრამ მათთან ურთიერთობა უმეტესად არ სიამოვნებდა და ამაში ალოგიკური არც
არაფერია. მაინც ერჩივნა ი გეი არ ყოფილიყო, თუმცა აქიდან რაც შეიძლება მალე აპირებდა
წასვლას და იმედი ჰქონდა ამ ხალხთან შეხვედრა აღარ მოუწევდა.

სუნთქვა შეანელა, ეცადა მდინარის ხმა გაეგო. სახლში ისეთი სიჩუმე იდგა, გრძნობა
დაეუფლა თითქოს ამ კედლებს იქით სამყარო არ არსებობდა. მდინარის ხმაც არ ისმოდა.
მალე ლ ძილისაკენ წავიდა თუმცა კარებზე კაკუნმა ერთბაშად გამოაფხიზლა. კარისაკენ
მიიხედა და მისი საწოლისკენ ნელა მომავალი გ დაინახა. როცა მოუახლოვდა, ლ-ს ცოტა არ
იყოს შეეშინდა კიდეც, მაგრამ მოხუცის თბილმა და ხრიწიანმა ხმამ შედარებით დაამშვიდა.

- ბოდიში თუ გაგაღვიძე ლ. - თქვა გ-მ და ფეხებთან ჩამოუჯდა. - წეღან დამავიწყდა


მეთქვა, ეცადე ხვალ ადრე ადგე. დანარჩენები ცხრა საათისთვის აქ იქნებიან და
მინდა მათ მოსვლამდე ცოტა გაგესუბრო. - აქ შეყოვნდა ლ-ს პასუხის მოლოდინში,
მაგრამ ლ-მ ხმა რომ არ გასცა გააგრძელა: - კიდევ ერთი, მსახურს ვთხოვე ი-ს
ტანსაცმელიდან რამე შეგირჩიოს და დილით დაგახვედროს. ისინი ყველაფერს
აკვირდებიან და უმჯობესია რამე უხეშად არ მოხვდეთ თვალში.

მასპინძელის სიტყვებმა ლ გააღიზიანა. აქამდე ეგონა რომ გ მის ჩაცმულობას


ყურადღებას არ აქცევდა, თურმე კარგად დაკვირვებია და უხეშადაც მოხვედრია
თვალში რაღაცები. ისევ შეეზიზღა მოხუცი, თუმცა ვერ გაამტყუნებდა - რთული იყო
ლ-ს განსაკუთრებული გარეგნობისასთვის თვალი აგერიდებინა, თან ეცადა
მაქსიმალურად თავაზიანი ყოფილიყო. ყველა მასპინძელს უნდა მისი სტუმარი,
მითუმეტეს მასთან ღამენათევი, კარგად გამოიყურებოდეს, ან შარდის სუნი მაინც არ
ასდიოდეს. იქნებ გ-ს იმის თქმაც უნდოდა სტუმრებს ცხვირშიც არ მოხვდეთ რაიმე
ცუდადო, ან რახან წინასწარ გასუბრებაც უნდოდა, მომსვლელების ყურებსაც
უფრთხილდებოდა.

ლ თანდათან უფრო ბრაზდებოდა საკუთარ თავზე ასე მარტივად რომ დათანხმდა აქ


დარჩენას. გ-ს ისევ არ გასცა პასუხი და მასპინძელს მოუწია ოთახიდან გასულიყო. ღია
კართან მდგარმა ლ-ს ტკბილი ძილი უსურვა და კარი ფრთხილად გაიხურა.

ლ-ს, როგორც ყოველთვის, მშვიდად ეძინა.

ის იყო, სახელირისთვის ხელი უნდა მოეჭირა, კარი სწრაფად გაიღო და ი-მ ჩქარი
ნაბიჯით დატოვა ოთახი. ლ-ს არ მიესამლა თუმცა კარი ღია დატოვა. გარედან
მხოლოდ ოთახის ცარიელი ნაწილი ჩანდა.

You might also like