You are on page 1of 5

მეგრელები

ნიკოლოზ ღლონტი
გეგმა:
• ენა
• სამზარეულო
• მუსიკა
ენა
სამეგრელოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მეგრულ ენაზე ლაპარაკობს;
ქრისტეშობამდე პირველ ათასწლეულში ეს ენა გამოეყო იმ ენას, რომელიც
შემდგომ თანამედროვე ქართულ ენად ჩამოყალიბდა.
სამზარეულო
ტრადიციული მეგრული საკვები ცხარე და უხვი საკაზმით გამოირჩევა.
ამის მიზეზი ის არის, რომ ძველად, რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან
გამომდინარე, მალარია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა
სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე
აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი
დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ,
ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ატრიბუტად
იქცა.
საქართველოში 500–ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, ხოლო 60 მათგანი
სამეგრელოში იზრდება. მათგან ყველაზე ცნობილია ოჯალეშის ჯიშის
ყურძენი, რომლისგანაც საუკეთესო ღვინო მზადდება; ეს არის ნახევრად
ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სუსტი სურნელი
და ხასხასა წითელი ფერი ახასიათებს.
მუსიკა
მეგრული ხალხური მუსიკა მრავალხმიანია, ხოლო მისი სიტყვები მეგრულ
ენაზე ჟღერს. სიმღერებს მელანქოლიური ტემპი და სევდა ახასიათებს;
მეგრელებს მიაჩნიათ, რომ მათი მუსიკა გამუდმებული ომებით აკლებული
და გაღატაკებული სამეგრელოს ტრაგიკულ ისტორიას ასახავს. მეგრული
რომანტიკული სიმღერები ხშირად ჩონგურის (ხის ოთხსიმიანი საკრავის)
აკომპანიმენტით სრულდება.

დადიანის მოძახილი

You might also like