You are on page 1of 6

საქართველო უდიდესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი სახელმწიფოა და თუ

განვავრცობთ ზემოთ მოყვანილ ფრაზას, სწორედ ის ქვეყანა სადაც ბოლომდე შეგიძლია


შეიგრძნო მისი ისტორიის ხანგრძლივობა და მნიშვნელობა. ის უძველესი და უმდიდრესი
ქვეყანაა, მრავალათასწლიანი ისტორიით, ტრადიციებითა და კულტურით, რაც ალბათ
დამეთანხმებით რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. ყოველწლიურად უამრავი
ტურისტი სტუმრობს მას, რათა ეზიაროს მის კულტურას და გაიგოს ახალი იმ ქვეყნის
შესახებ, რომელიც მიუხედავად უდიდესი ისტორიული განსაცდელისა ათასწლეულების
განმავლობაში, ის მაინც ინარჩუნებდა მის სისადავეს და მნიშვნელობას.

ქართული ხალხური მუსიკა და ცეკვა

ქართული ხალხური ცეკვა და მუსიკა, ეს ის უდიდესი სიმდიდრეა, რაც საქართველოს


გამოარჩევს სხვა ქვეყნებისაგან თავისი ორიგინალურობით და კულტურით . მისი არსი
ათასწლეულების სიღრმიდან მომდნარეობს. როდესაც განიხილავენ ქართული ცეკვის
განსაკუთრებულობას და მის მნიშვნელობას, გამოყოფენ არტისტიზმის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანეს კომპონენტს – მამაკაცის პლასტიკასა და მიმიკას. ეს არის ცეკვა, რომელიც
მთლიანად წარმოაჩენს ნამდვილ ქართულ ხასიათს და სულს. ხალხური ქორეოგრაფიის
ისტორიული წინამორბედად მიიჩნევენ სამონადირეო ცეკვას, ნაყოფიერების ღმერთის,
„შუშპა“-ს პატივსაცემად შესრულებული ფერხულს. ქართული ცეკვები ეს ის უდიდესი
სიმდიდრეა რომელიც წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა და დღეს რითიც
ჩვენს ქვეყანას მთელი მსოფლიო იცნობს. რაც შეეხება მუსიკას, რუსი მუსიკათმცოდნე ვ.
ბელიაევი მას ასე განმარტავს – “საქართველოს ხალხური მუსიკალური ხელოვნების
ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ორგინალური, ნატიფად დამუშავებული გუნდური
მრავალხმიანობის არსებობა, რომელიც ასევე გამოყენებულია საეკლესიო მუსიკაში.” ქართულ
ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან პოლიფონიურობაანუ მრავალხმიანობა
ახასიათებდათ. ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, რომელთა
რაოდენობა 15-მდე მერყეობს.ქართული მუსიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი.
ფოლკლორულ მუსიკას, განსაკუთრებული ადგილი უკავია კულტურულ ღირებულებაში
ქართველი ხალხისთვის. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ანტიკური
ხანის მუსიკალური ინსტრუმენტები: სალამური, ჩანგი და სხვა. ფოლკლორულ მუსიკას,
განსაკუთრებული ადგილი უკავია კულტურულ ღირებულებაში ქართველი ხალხისთვის.
მუსიკალური ტრადიციები საქართველოს ყველა კუთხეს აქვს საკუთარი მუსიკალური
ტრადიციები, დიალექტი და წარმოდგენის მანერა. არც ერთ მათგანში არ მეორდება
ერთნაირი ინტონაცია და ჰარმონიულობა. ეს არის სტილი , რომელიც სამი ფორმით არის
წარმოდგენილი.
ქართული სტუმართმოყვარეობა და სუფრის ტრადიციები

საქართველოს მსოფლიო იცნობს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანას.


ჩვენთან ძალიან აქტუალურია ქართული სუფრა და ღვინის ტრადიციები. აქ წარმოდგენილია
ისეთი კერძები, რომლებსაც მხოლოდ ქართველები თუ ამზადებენ. მაგალითისათვის
ხინკალი, აჭარული ხაჭაპური ან ჩურჩხელა, ეს ქართული სუფრის მნიშვნელოვანი
მონაპოვარია. სუფრის სტრუქტურა გემრიელი საჭმლის, ღვინის, სადღეგრძელოებისა და
ცეკვა/მუსიკის ჰარმონიული ნაზავია. ქართველები მკვეთრად გამოირჩევიან
სადღეგრძელოების კულტურითაც. ამასთან დაკავშირებით არსებობს ერთგვარი გამოთქმაც –
“ქართული სუფრა- ერთგვარი აკადემიაა…” რაც შეეხება ღვინოს, საქართველოში ძალიან
ფართოდაა განვითარებული მეღვინეობის კულტურა. ,,არსად ისე ბლომად და ისეთ
სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში…” წერდა მე-17 საუკუნეში ფრანგი
მოგზაური შარდენი საქართველოს შესახებ.

ქართული ტრადიციული სამოსი

ქართული ტრადიციული სამოსი, ეს ის ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი


ნაწილია, რომელიც ცხოვრების წესის, ისტორიის, ადგილმდებარეობის და ბიოგეოგრაფიული
სტრუქტურის საფუძლევზე იქმნებოდა წლების განმავლობაში. ის წარმოადგენს ქართული
სულის და ხასიათის გამოვლენის კიდევ ერთ სპეციფიკურ თავისებურებას. ქართული ჩოხა –
ეს ის ეროვნული ტანისამოსია, რომელიც ქართული სამოსელის ერთ-ერთი ძირითადი და
მკაფიო მახასიათებელია.საქართველოში სამოსს უხსოვარი დროიდან დიდი მნიშვნელობა
ენიჭებოდა.ადგილები

სანახაობები

ბუნება და თავგადასავლები

სასარგებლო ინფორმაცია

მეტი

KA

ქართული ტრადიციული სამოსი

ქართული ტრადიციული სამოსი


უნიკალურობა და მრავალფეროვნება ქართული ეროვნული სამოსისა, რომელიც საუკუნეების
განმავლობაში იქმნებოდა და დროთა განმავლობაში იცვლებოდა, ქვეყნის გეოგრაფიულმა,
სოციალურ-პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა. მემატიანეების, ჟამთააღმწერლების
მიერ მოყოლილი ამბები წარსულის სურათებს აცოცხლებს და წარმოდგენას გვიქმნის იმის
შესახებ, როგორ იმოსებოდნენ ჩვენი წინაპრები. მათი სამოსის დეტალები ცხადად ჩანს ძველი
ტაძრების ფრესკებიდან, ბარელიეფებიდან და მინიატიურებიდანაც.

ქართველ მეფეთა სამოსი სამეფო გვირგვინი

მეფეებისთვის ტანისამოსის შერჩევას განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა.


მაგალითად, როდესაც ქართველი მეფეები მეტოქეობას უწევდნენ ბიზანტიის იმპერატორებს,
მათ მსგავსად იმოსებოდნენ. ამით ისინი ამტკიცებდნენ, რომ ისეთივე მნიშვნელოვანი
ფიგურები იყვნენ, როგორებიც ბიზანტიის სახელმწიფო მმართველები. ქვეყნის
პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლასთან ერთად, იცვლებოდა ტანისამოსი და მასთან -
ქსოვილის ხარისხიც, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა. ამ მხრივ, საინტერესოა
ერთიანი საქართველოს პირველი მეფის - ბაგრატ მესამის, მეფეების - დავით აღმაშენებლის,
დემეტრე პირველის, თამარ მეფის, ლაშა-გიორგის, ზოგადად - ბაგრატიონების, თავადების -
ჯაყელების, დადიანების საგვარეულოს, საქართველოს იმ მთავართა ტანისამოსი, რომლებიც
უძველესი ტაძრების ფრესკებზე არიან გამოსახული. მაგალითად, ზარზმის ტაძრის ფრესკაზე
გამოსახული ჯაყელების ტანისამოსი, რომელთაგან ერთს გულისპირზე ოქრომკერდით -
კურდღელი, მეორეს კი ფასკუნჯი აქვს ამოქარგული. როგორც ცნობილია, ქართულ სამეფო
კარზე სამეფო ოჯახებისა და თავად-აზნაურების ტანისამოსის გაფორმებაზე ამქართა და
ხელოსანთა ჯგუფები ზრუნავდნენ.~

საქართველოს მთის რეგიონების მოსახლეობის სამოსი განსაკუთრებული


თვითმყოფადობითა და ორიგინალურობით გამოირჩევა. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმის
მცხოვრებლებისა და ხევსურული ულამაზესი ტრადიციული კოსტიუმები, რომლებიც
დამუშავების საკმაოდ რთული ტექნოლოგიით, ფერთა შეხამებით, ორნამენტებით იქცევს
ყურადღებას. თავის დროზე ხევსურულმა კოსტიუმმა თავისი ორიგინალური ფორმისა და
სტილის დამსახურებით, მთელ კავკასიაში ანალოგი რომ არ მოეძებნება, მოგზაურთა და
მკვლევართა ყურადღებაც მიიქცია. ტანსაცმლის მორთულობაში ჯვრის ფორმის ხშირი
გამოყენების გამო, მას ზოგჯერ არაქართული წარმოშობის სამოსად მიიჩნევდნენ, ხევსურებს
კი - ჯვაროსნების შთამომავლებად. არსებული ეთნოგრაფიული მასალების კვლევამ
დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად ქართული ეროვნული სამოსია.

მოხევეების სამოსი ფარჩისა და ჩითის ფერადი ქსოვილისგან მზადდებოდა. ფშაური


მამაკაცის ჯუბები შინ ნაქსოვი შალის ქსოვილისგან იკერებოდა, ფშაველ ქალებს კი გრძელი
ფერადი პერანგი, შავი სატინის გრძელსახელოიანი „საგულე“ და მოკლე ზედატანი „პალტო“
ეცვათ, თავზე მძივებითა და თეთრი ფულებით შემკულ „თავჩითას“, ქიშმირის მოსახვევსა და
ჩიქილას იხურავდნენ. თუშებიც, ფშავლების მსგავსად, ქსოვილებს თავიანთი ნაწარმი
შალისაგან ამზადებდნენ. მათი საყვარელი ფერები შავი და ლურჯი იყო. თუში ქალის სამოსი
მოკლე და გრძელსახელოებიანი პერანგისგან შედგებოდა, მამაკაცების ტანსაცმელი კი
ადგილობრივი ტილოსგან დამზადებული ჩოხა და სატინის ახალუხი იყო.

სვანი მამაკაცები ზამთარში მაღალ და წვეტიან ნაბდის ქუდს იხურავდნენ, ზაფხულში კი -


იმერულ ფაფანაკს. სვანი ქალების კაბა ორი ნაწილისგან - „ჟიბე-ტანისა“ (ზედა) და „ჩუბე-
ტანისგან“ (ქვედა) შედგებოდა. თავისებურად განსხვავდებოდა ლეჩხუმელების სამოსიც.
ქალებს შავი ფერის ქვედა კაბა და ქათიბი ეცვათ, თავსაბურავად კი „ბაღდადსა“ და ლეჩაქს
იყენებდნენ. რაჭული კოსტიუმებიც ძირითადად შავი ფერის სატინისგან იკერებოდა, თუმცა
აქ ფერადი სატინისგან დამზადებული სამოსიც მოიპოვება. გამორჩეული იყო აჭარასა და
გურიაში გავრცელებული მამაკაცის ტანისამოსიც, რომელიც სირმებით იყო გაწყობილი.

დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა კლასიკური ქართული კოსტიუმი:


მამაკაცისათვის - გრძელი ჩოხა-ახალუხი, ქამარ-ხანჯლით გაწყობილი, სათანადო
ფეხსაცმლით და ქალის კაბა - გრძელი, სარტყლითა და ჩიხტიკოპით დამშვენებული. ეს
სამოსი, ფაქტობრივად, მთელ საქართველოში გავრცელდა, განსაკუთრებით -
დიდგვაროვანთა წრეში. სამოსის ამგვარი კომბინაცია მიჩნეულია, რომ ქართლ-კახური
წარმოშობისაა.

მევენახეობა-მეღვინეობა

ვაზი და ღვინო ქართველი კაცის საზრუნავია დასაბამიდან. ის მუდამ იყო და არის ხალხის
მატერიალური დოვლათის შექმნის უპირველესი წყაროთაგანი. ქართველმა კაცმა ვაზსა და
ღვინოში ჩააქსოვა მთელი თავისი შინაგანი ბუნება და შემოქმედებითი უნარის
ცხოველმყოფელი ენერგია. ამიტომაც იქცა ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების ხელოვნება
ჩვენი ერის სულიერი კულტურის დიდ საგანძურად.

მევენახეობა და მეღვინეობა საწყისიდანვე განუყოფელი იყო ურთიერთისაგან. იგი როგორც


მეურნეობის მთავარი დარგი და ქართველთ ტომთ თანამგზავრი მის სვებედს იზიარებდა,
ვითარდებოდა და ღორძინდებოდა მის კულტურასთან ერთად. ქვეყნის ბუნებრივ
ნაირსახეობათა გამოყენებით მეღვინეობის თვითეულ რაიონში იქმნებოდა ჰავისა და
ნიადაგის სატყვისი საღვინე ჯიშები და სახეობანი, აგროტექნიკა და ტექნოლოგია.
მუშავდებოდა როგორც სუფრის, ისე ბუნებრივად მოტკბო ცქრიალა და სადესერტო
ღვინოების წარმოების წესები.

საუკუნეებით შექმნილმა ტრადიციებმა დაუდვეს საფუძველი ჩვენი ვაზის დაღვინების


ქებათა ქებას და დიდ საერთაშორისო პრესტიჟს. დიდი ტრადიციების გარეშე შეუძლებელი
იქნებოდა შექმნილიყო მევენახეობის ისეთი მძლავრი ბაზა, როგორიც ჰქონდა და აქვს
საქართველოს. იტალიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი
ჯოვანი დალმასო წერს, - "ღვინის წარმოება საქართველოში დღეს ძლიერ დაწინაურებულია.
თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ იგი არაფრით ჩამოუვარდება დასავლეთის
მეღვინეობის მოწინავე ქვეყნებს. მარნები, წარმოადგენენ ერთ-ერთ ლოკალურსა და
კეთილმოწყობილ სიმდიდრეებს, რომლებსაც ჩვენ არც თუ ისე მიჩვეულები ვართ. ღვინის
დაყენების ქართულმა წესმა, რაც დიდად განსხვავდება ევროპულისაგან, ერთხელ კიდევ
დაგვარწმუნა იმაში, რასაც ბევრჯერ ამბობდნენ, რომ ეს ქვეყანა წარსულშიც მაღალი ხარისხის
ღვინოებით იყო განთქმული და მომავალშიც იგი დარჩება ამ პროგრესული საქმის
დამბოლოებელი".

ღვინის დაყენების ხელოვნება მოწმობს ერის შინაგანი სულიერი კულტურის მაღალ დონეს,
ვინაიდან ღვინოში, ადამიანი აქსოვს თავის შესაძლებლობებს - უნარს, გემოვნებასა და
კულტურული ტრადიციების მონაპოვარს, რაც მის ერს საუკუნეების განმავლობაში
შემოუნახავს.

საქართველოში ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, ხოლო ღვინოს კი
საკრალური დანიშნულება ჰქონდა.საქართველოში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების
მასალების საფუძველზე, საქართველო მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიული სამშობლოდ
არის აღიარებული.

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნაყურძნის


წიპწები , რომლებიც ძვ.წ 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით
თარიღდება. დადასტურდა რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს , როგორც აღმოსავლეთ,
ისევე ,დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და საკმაოდ დიდი როლი
ეკავა ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში.

საქართველოში ნაპოვნია ვაზის უშუალო წინაპარი გარეული ვაზი კრიკინა, რომელიც დღეს
წითელ წიგნშია შეტანილი.

საქარველოს ფართოდ განვითარებული მეღვინეობის ისტორიული წარსულის შესახებ,


უპირველეს ყოვლოსა, ნათლად მეტყველებს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი
უძველესი დროის (III-II ათასწლეული ჩ. წ.) მეღვინეობის მოწყობილობა - საღვინე ჭურჭლის
არაჩვეულებრივი მრავალფეროვნება და სრულყოფილება. საიუველირო და ორნამენტული
ხელოვნების მთელი რიგი აღმოჩენილი ძეგლები, ზეპირი ხალხური შემოქმედება და ადათის
ზოგიერთი შემონახული წესები ამტკიცებენ საქართველოს ძველ მობინადრთა შორის ღვინის
დაყენების ხელოვნების საკმაო ცოდნას.

საქართველოს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მეტად თავისებურია, თამამად


შეიძლება ითქვას, რომ არც ერთმა მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანამ არ იცის სათანადოდ ამ
კულტურის იმდენი აღმავლობა და დაცემა, არც ერთი ქვეყანა არ იცავდა მას მკაცრ და
ფანატიკოს აზიელ დამპყრობთა ხელყოფისაგან ისეთი შეუპოვრებით, როგორც საქართველო.

ქართველი ხალხი ათასეული წლების მაძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას სუფრის


და სადესერტო ტექნოლოგიას.ამას ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი
უძველესი საგნები:ტიხის ქვევრები, ოქროსვერცხლსა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა
ნივთები ვანში აღმოჩენილია ქვევრებიანი სარდაფი(ძვ.წ. lll-ll ს.ს)

ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შექმნა ვაზის მოვლისა და ღვინის მოხმარების


კულტურა, შეიმუშავა სუფრის მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და ნახევრად ტკბილი,
სადესერტო და ცქრიალა, კახური და იმერული ტიპის ღვინოების დამზადების
ტექნოლოგიური ხერხები.

ქართული ვაზის სიყვარული მტრისათვის იმდენად კარგად იყო ცნობილი, რომ არა ერთმა
მტერმა გაანადგურა ვაზი და ძირიანად ამოძიკვა. თემურ ლენგმა თავისი მეხუთე ლაშქრობის
დროს თავის ჯარს ვაზი ამოაძირკვინა, რადგან ეს მთლიანად ერის განადგურებასთან
გააიგივა. ასევე ქართული ღვინო გაჰქონდათ შაჰის კარზე სადაც მას „ედემის სითხეს „
უწოდებდნენ.

მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და


უმნიშვნელოვანესი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდააა
დაკავშირებულიქართული ერის ისტორიასთან. ჩვენი ერის შემოქმედებითი ბუნება და
განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოიხატა ქართულ
კულტურაში ,ორნამენტებში, მხატვრობაში და ა.შ. საქართველო ითვლება მევენახეობა
მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად. ხარისხოვანი და მაგალხარისხოვანი ღვინოების
წარმოების ზონად მსოფლიოში.

ქართული ტრადიციები და კულტურა იმდენად ფართო და მრავალფეროვანია, შეუძლებელია


მისი ერთ სტატიაში ბოლომდე ამოწურვა. შესაბამისად უფრო დეტალურად ამას შემდეგ
სტატიებში შემოგთავაზებთ.

You might also like