You are on page 1of 3

ადგილმდებარეობა

რაჭა-ლეჩხუმის მხარე — მდებარეობს დასავლეთ


საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული
პროვინციების რაჭისა ლეჩხუმის ტერიტორიებს.რაჭა-
ლეჩხუმის მხარეში შედის საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულები:ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ონის
მუნიციპალიტეტი და ცაგერის მუნიციპალიტეტი. იგი
ძალიან მდიდარია კულტურული ძეგლებითა და
მრავალფეროვანი ბუნებით. საინტერესო კულტურის
ნიმუშების გარდა ამ მხარეში დატკბებით გრილი
ტყეებით, ალპური ტბებით, ულამაზესი ჩანჩქერებითა
და მომნუსხველი ხედებით.
კულტურა
რაჭული კულტურა მრავალფეროვანი და საინტერესოა
თავისი ფოლკლორით, სამზარეულოთი და
ტრადიციებით. ამ მხარეში შემორჩენილია ძველი
სახალხო დღესასწაულები, როგორიცაა ათაგენობა,
ბოსლობა და ა.შ.
რაჭაში მრავლად ვხვდებით თქმულებებს სოფლების
დაარსებასა თუ მათი სახელების ეტიმოლოგიის
შესახებ, მაგალითად, სოფელი ღების დაარსებას
ხალხური თქმულება ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვინმე
მღებავს მიაწერს.
ფოლკლორი
გამორჩეულია რაჭა-ლეჩხუმის ფოლკლორი და ბევრ
მკვლევარს აღუნიშნავს მისი მუსიკალურობა.
სამზარეულო
რაჭა-ლეჩხუმის სამზარეულო უგემრიელესია და
შქმერულით, ქოთნის ლობიოთი, რაჭული ლორითა და
რაჭული ლობიანით ნამდვილად მიიპყრობს გურმანთა
ყურადღებას. რეგიონში განვითარებულია
მეღვინეობა, განსაკუთრებულია უმაღლესი ხარისხის,
წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო
ხვანჭკარა.
ჩაცმულობა
საქართველოს სხვა კუთხეების ჩაცმულობისგან
განსხვავდება რაჭული სამოსი.
რეზო ჭანიშვილი წერს: „გლეხის ტანსაცმელს
წარმოადგენდა „კაბა“, რომელიც რუსულ სარაფანს
მიაგავს, აგრეთვე ქვედატანი კაბა, საგულე ახალუხი
და სათბური. რაჭაში ერთმანეთისგან არჩევდნენ სადა,
ჩვეულებრივ და სადღესასწაულო ჩაცმულობას. ამ
მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეული იყო
აღდგომის დღესასწაული, როდესაც თვით ყველაზე
უღარიბესიც ცდილობდა რაიმე ახალი და
გამორჩეული ჩაეცვა. გლეხის ქალები ჩვეულებრივ
დღეებში თავზე უბრალო თავსაფარს იფარებდნენ,
ხოლო დღესასწაულზე შალის ან აბრეშუმის
თავსაფრით გამოდიოდნენ“.
ხალხური ტრადიციები
საინტერესოა რაჭა-ლეჩხუმის საქორწინო
ტრადიციები. როგორც წესი, ჯვრისწერა მიღებული იყო
ქალის სოფელში, სადაც სასიძო თავისი "ანქრით" (მაყ-
რით) მიემგზავრებოდა. იქ "გვირგვინოსნებს" ასაჩუქ-
რებდნენ ნივთებითა და ფულით. ვახშმის შემდეგ აიშ-
ლებოდნენ, პატარძალს წამობურავდნენ "ბურსეულს",
შემდეგ მიჰყავდათ სიძის სახლში თოფების სროლითა
და სიმღერით. იქ დედამთილი ხვდებოდა შაქრით.
რაჭაში ნადირობასაც განსაკუთრებული რიტუალებით
ასრულებენ. მონადირე სანადიროდ წასვლის წინ ცუდ
სიტყვას არ იტყოდა, არ დალევდა. სანადიროდ ღამე
ან დილით ადრე მიდიოდა და ცდილობდა გზაზე ხმა
არავისთვის არ გაეცა. შემხვედრსაც არ უნდა ეკითხა,
სად მიხვალო. მხოლოდ გზა უნდა დაელოცა: გამარ-
ჯვებით იარეო. არც მონადირის ცოლი ეტყოდა ვინმეს,
თუ სანადიროდ იყო მისი ქმარი წასული, არც თმას გა-
იშლიდა და დაივარცხნიდა მის მოსვლამდე. საგზლად
მონადირე დედის გამომცხვარ ხმიადს წაიღებდა. ქო-
ნიანი ან წვნიანი თან არაფერი უნდა ჰქონოდა. არც მის
ოჯახში შეიჭმებოდა წვნიანი საჭმელი მის მოსვლამდე.

You might also like