You are on page 1of 3

რაჭა

ლუკა
ცხვედიანი
გეოგრაფია
 რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-
აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების
ხეობაში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება კავკასიონის
ქედი რიონისა და ჭანჭახის სთავეებთან, ჩრდილო-
დასავლეთიდან ქვემო სვანეთისგან გამოყოფს მდინარე
ასკისწყალი და თავშავის ქედი, სამხრეთით - იმერეთი,
აღმოსავლეთით შიდა ქართლისგან გამოყოფილია ჯეჯორის
ხეობით უღვირის ქედამდე, დასავლეთით - ლეჩხუმი.
ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის
რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ზემო და ქვემო რაჭას შორის
საზღვარი გადის მდინარე რიონზე ხიდისკარის ვიწროებში
სოფელ წესის მახლობლად. ამჟამად რაჭის ტერიტორია
შედის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. რაჭის
ფართობი 2818 კმ2-ია
კულტურა
 რაჭაში ბევრი ეკლესია და ნაეკლესიარი, ციხე და
ნაციხარია აღრიცხული. რაჭველები ცნობილი ხელოსნები
იყვნენ. XI საუკუნეში ნიკორწმინდის დაწერილის მიხედვით
რაჭასა და მის მეზობელ არგვეთში მრავლად უშენებიათ
ორ-სამსართულიანი სახლები, რომელის ქვედა
ქვითკირით ამოშენებული სარდული ბოსლად და ფარეხად
იყო გამოყენებული. საცხოვრებლად გამოიყენებოდა
მეორე და მესამე, ხისგან აშენებული სართულები,
რომლებსაც „სენა“ და „ქორედი“
ეწოდებოდა. მარნის შენობებს მუხის ხისგან
აგებდნენ.რაჭველებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ
ჩრდილო-კავკასიელ მთიელებთან. ისინი ერთმანეთს
შვილებს უგზავნიდნენ აღსაზრდელად, რათა მეზობელთა
ენა და წეს-ჩვეულება ესწავლათ. ეს მათ ერთმანეთთან
ურთიერთობას უადვილებდა. ამ წეს-ჩვეულებას
რაჭველები „კერძ-მოკეთეობას“ უწოდებდნენ.

You might also like