You are on page 1of 5

„გვიანბრინჯაოს ხანის

კულტურა“

საგანი: ქართული ხელოვნების ისტორია

ლექტორი: ხუნდაძე თამარი

სტუდენტი: კარლო თვარაძე


„ბრინჯაოს ხანა“
საზოგადოების განვითარების ისტორიულ–კულტურული პერიოდი, როდესაც
საბრძოლო და სამუშაო იარაღების დასამზადებელი ძირითადი მასალა იყო
ბრინჯაო. ბრინჯაოს ხანას წინ უსწრებდა ენეოლითი.

ევრაზიის უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი ბრინჯაოს ხანაში იყო


კავკასია. ბრინჯაოს ხანა აქ სამ ეტაპად იყოფა: ადრეული (ძვ. წ. III ათასწლ.), შუა
(ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) და გვინი (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ.). კავკასიაში გამოიყოფა
ადრებრინჯაოს ხანის თავისებური მატერიალური კულტურები: კოლხეთის
დაბლობზე, ჩრდ.– დას. კავკასიაში (ე. წ. მაიკოპის კულტურა) და ე. წ. მტკვარ-
არაქსის კულტურა, რომელიც ძირითადად გავრცელებული იყო ცენტრ. და აღმ.
ამიერკავკასიაში, ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, ანატოლიაში,
ჩრდილო ირანში.

შუა ბრინჯაოს ხანაში კავკასიაში რამდენიმე


დამოუკიდებელი კულტურა იქმნება: თრიალეთის, სევან-
უზერლიქის, თაზაქენთ-ყიზილვანქის, დას.
საქართველოსა და ჩრდ. კავკასიის კულტურები.
ფიქრობენ, რომ ამ დროს იქმნებოდა ტომთა დიდი
კავშირები, რომლებსაც ეს ცალკეული კულტურები
შეესაბამებოდა.

გვიანბრინჯაოს ხანის მასალები კავკასიაში ორგანულად


უკავშირდება როგორც წინამორბედ, ისე მომდევნო
პერიოდის ძეგლებს და ადგილობრივი კულტურის
განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურს წარმოადგენს. გვიანბრინჯაოს
ხანაში კავკასიაში მოხდა დიდი სამეურნეო და სოციალურ-პოლიტიკური ძვრები.
საწარმოო ძალთა და წარმოების საშუალების განვითარების ერთ–ერთი
ძირითადი შედეგი იყო რკინის აღმოჩენა და ათვისება (ძვ. წ. II ათასწლ. დასასრ.),
რამაც რევოლუციური როლი შეასრულა საზოგადოების განვითარების
ისტორიაში. მოხდა შრომის მესამე დანაწილება. ხელოსნობა გამოეყო
მიწათმოქმედებას. გაცხოველდა აღებ-მიცემობა. გაღრმავდა პირველყოფილი
თემური წყობილების რღვევის პროცესი, მომზადდა საფუძვლები კლასობრივ
საზოგადოებათა ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოების შექმნისათვის
„კოლხური კულტურა“
კოლხური კულტურა, გვიანდელი ბრინჯაოს — ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. II
ათასწლეულის II ნახევარი — I ათასწლეულის I ნახევარი), არქეოლოგიური
კულტურა. გავრცელებულია ძვ. კოლხებისა და სხვა დასავლეთის ქართული
ტომების (სასპერები, ტიბარენები, მაკრონები, მოსხები, მოსინიკები და სხვა) მიწა-
წყალზე (დასავლეთი საქართველო, მტკვრისა და ჭოროხის წყალგამყოფი
მთიანეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი და ქ. ორდუმდე).
უმთავრესად ცნობილია მაღალგანვითარებული ბრინჯაოს წარმოებით და
მხატვრული ხელოსნობით. აღმოჩენილია სპილენძ-ბრინჯაოს ნაკეთობათა
მრავალრიცხოვანი ე. წ. მდნობელთა და ლითონის ნივთიერებით მოვაჭრეთა
განძები, სამარხეული ინვენტარი და მრავალი შემთხვევითი მონაპოვარი.

სამაროვნები შესწავლილია აფხაზეთის სანაპიროზე: ეშერის, კიურდერეს,


პრიმორსკოეს ქვევრსამარხ-ოსუარიუმები, მეგუძირხვის და ყულანურხვის
ორმოსამარხები (მ. თრაფში), სოხუმის მთის კომპლექსები (ა. კალანდაძე), რაჭაში
ბრილის ორმოსამარხები, ქვაყუთები და თავისებური კრემაციული კოლექტიური
სამარხები (გ. გობეჯიშვილი). კოლხეთის დაბლობზე (პალურის, მუხურჩის,
ნიგვზიანის, გორაძირის) კოლექტიური სამაროვნები მეორადი დაკრძალვით (ან
კრემაციით) და სხვა. კოლექტიური სამარხები განეკუთვნება კოლხური კულტურის
ბოლო საფეხურს (ძვ. წ. VIII-VI სს.). მათში კოლხური ბრინჯაოს გვერდით
მრავლადაა იმპორტული ნივთები, რაც კოლხეთის ფართო საგარეო ვაჭრობაზე
მიუთითებს. ამ დროს საგრძნობლად მატულობს რკინის საბრძოლო და
სამეურნეო იარაღის დამზადება. კოლხეთში გვიან ხანამდე რკინასთან ერთად
ბრინჯაოს არსებობა აიხსნება ბრინჯაოს ინდუსტრიის ღრმა ტრადიციებითა და
ფერად ლითონთა მდიდარი საბადოების სიმრავლით. სპილენძის მადნის ძვ.
გამონამუშევრები შესწავლილია რაჭაში (გ. გობეჯიშვილი), მიკვლეულია
აფხაზეთში, სვანეთში, აჭარაში. სამოსახლო ბორცვები და ნასოფლარები
ცნობილია კოლხეთის დაბლობზე. დიხაგუძუბა (ა. ჟანტურია, ნ. ხოშტარია),
ნაოხვამუ (გ. ნიორაძე), დაბლაგომი (ბ. კუფტინი, ნ. ხოშტარია), ნოსირი (დ.
ქორიძე), ჭალადიდი, მუხურჩა, ნამჭედური და სხვა. მათი ზოგიერთი ფენა
კოლხური კულტურის საფეხურს განეკუთვნება, შეიცავს ძალურ და თიხალესილ
ნაგებობათა ნაშთებს, კერამიკას, ქვისა და ძვლის სამეურნეო იარაღსა და
ხელსაწყოს, ცხოველთა ძვლებს და სხვა. ნაწარმთა ნარჩენებს, განძებისა და
სამარხებისათვის დამახასიათებელი ნივთები ნამოსახლარებში იშვიათია,
სამარხებში კი მცირეა ნამოსახლარისათვის ტიპური ჭურჭელი.
„კოლხური ბრინჯაოს ცული“

კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელია კოლხური


ცულები, თოხები, სეგმენტური იარაღი, წალდები, ნამგლები,
მოკლე შუბისპირები, ე. წ. ალისებური და მოგრძო
ფოთლისებური სატევრისპირები, გორდაპირიანი და
კოტებიანი ბრტყელი ცულები, მშვილდ-საკინძები,
აბზინდები, სარტყლები, სამაჯურები, საკისრე, საწვივე და
მასიური რგოლები, საკიდები, სიტულის ტიპის ჭურჭელი,
სტატუეტები, ჩამოსასხმელი ყალიბები და სხვა. ნაკეთობანი
ხშირად შემკულია გრაფიკული მოხატულობით, ზოგჯერ კი
კოლხების რელიგიურ-იდეოლოგიური წამოდგენების
გამომხატველი სკულპტურული გამოსახულებით.
ნამოსახლარებზე აღმოჩენილია შავი, მონაცისფრო და
მოწითალო თიხის ჭურჭელი. გვიანდელი ხანის ფენებსა და
სამარხებში ჩნდება ყურმილიანი ხელადები, მაღალფეხიანი და ვიწროძირიანი
სასმისები და სხვა.

კოლხური კულტურას გენეტიკური კავშირი აქვს


წინა და მომდევნო ხანის კულტურებთან, ამიტომ,
ფართო გაგებით, იგი მოიცავს უფრო დიდ
პერიოდს, ვიდრე მხოლოდ კოლხური ბრინჯაოს
აყვავების ხანაა. კულტურის ლოკალურ
თავისებურებათა მიხედვით გამოიყოფა მსხვილი
მეტალურგიური ცენტრები: აფხაზეთი, ჭოროხის
აუზი, კოლხეთის დაბლობი (რიონის
ჩრდილოეთით), კოლხეთის ბაღის
აღმოსავლეთი (რიონის შუაწელის აუზი) და
ყვირილის აუზი. არსებობს უფრო ვიწრო საწარმოო რაიონებად დაყოფის ცდაც.
სამიწათმოქმედო იარაღის სიჭარბე ბარის რაიონებში გამოხატავს ამ რაიონთა
მეურნეობის სპეციფიკას. კოლხური და მისი თანადროული აღმოსავლეთი
ქართული კულტურა შეხვედრის ოლქებია მესხეთი და შიდა ქართლი, სადაც
განძებსა და სამარხებში გვხვდება შერეული კომპლექსები. კოლხური ბრინჯაოს
ცალკეული ნიმუშები აღმოჩნდა უფრო შორსაც (აღმოსავლეთისაქართველო,
სომხეთი, ჩრდილოეთი კავკასია, უკრაინა, ცენტრალური ანატოლია). კოლხური
კულტურას უკავშირდება ყობანური კულტურა.
გამოყენებული მასალა
1. https://ka.wikipedia.org
2. კალანდაძე ა., სოხუმის მთის არქეოლოგიური ძეგლები,
სოხ., 1953
3. ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965
4. ჯაფარიძე ო., კოლხური ცული, „ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო
მუზეუმის მოამბე“, 1950

You might also like