You are on page 1of 1

მონათხრობის ჩაწერის ინსტრუქცია

ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მარინე ჩიტაშვილი

David Tevdorashvili

1. ვინ არის - დემოგრაფიული მონაცემები. დემოგრაფიულ მონაცემებში შედის:


1.1. ასაკი;
1.2. სქესი;
1.3. საცხოვრებელი ქალაქი;
1.4. განათლება;
1.5. მიმდინარე ან გადატანილი დაავადება;
2. ამბავი - ნარატივი, მოთხრობა, ტექსტი;
3. რა ინტერპრეტაციას აძლევს კლიენტი მონათხრობს - კლიენტის მიერ პრობლემის იდენტიფიკაცია (ჩემეული
ხედვა „კლიენტი რას ამბობს“-ზე);
4. რა არის პრობლემა - ფსიქოლოგის მიერ პრობლემური ქცევის იდენტიფიკაცია;
5. ფსიქოლოგის მიერ PB-ის დასაბუთება - კონკრეტული ქცევის დაშლა აზრებად, განცდებად, მოქმედებებად.

მონათხრობის ჩანაწერს თავზე უნდა დავაწეროთ:

a. შეხვედრის თარიღი და დრო;


b. შეხვედრის ადგილი;
c. შეხვედრის ხანგრძლივობა.

თუ კლიენტი ამბობს, რომ დაკარგა ბებია და იცინის, აქ უკვე ქცევის დარღვევასთან გვაქვს საქმე. ქცევა
დარღვეულია, თუ აზრი, განცდა და ქმედება ერთმანეთს არ ემთხვევა. ანუ გვაქვს აზრი, მაგრამ არ გვაქვს
თანხლები განცდა და არ ვმოქმედებთ.

ტექსტში უნდა მოხდეს იმის გამოდიფერენცირება, სადაც აზრს არ ახლავს ადეკვატური ემოცია და გამოხატულება.

You might also like