You are on page 1of 1

შეღამების ათას ფერად მოიჭედა მზერა.

ქარმა ისევ დაუბერა, გულს ცივ სევდად ჰბერავს!


ცას ღრუბლები იმუქრება იწყევლება სეტყვად!
თავს ყორანი დამტრფიალებს, ამბავს მამცნობს შვებად!

ღამის მოლამ დაგლოცაო, მესმის ჯვარცმის კვნესად!


სავალ მანძილს, რომ გავხედე არ მეჩვენა გრძელად...
სიცოცხლის გზა მიფასდება იმ ოცდაათ ვერცხლად.
ასე არის მეტს ვერ იღებს შემოქმედის ვნება!

რომ ვკითხულობ, წარსულ წლების ეფემერებს ცრემლად.


ვხედავ ყველგან იმ მეგობარს, მანაც გამომხედა!!!
ნუ იფიქრებ მეშინოდეს, არ დავდგები ხვეწნად!
გგონია რომ დამამადლი სააქაოს თელვას?!

მეფედ შობილს არ შეშვენის მონას ედგეს მძევლად!


სახელსაც მე შეგირჩევდი შეგარქმევდი ნებას!
მაშ სხვა რამე რა გიწოდო? უსასრულო ცეკვას!
ლურჯა ეტლის სადავეებს ხელთ დაგტაცებ ხელად.

მოვახტები გავაჭენებ ცას გავადენ ელვას!


და როს დავჯდე ჩემს სწორებში, ტახტზე ღრუბელის წყებად.
ერთ ოცნებას თან წავიღებ, არც მოვბრუნდე ნეტავ!!!...

You might also like