You are on page 1of 1

კახეთი

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ისტორიულ ენთოგრაფიული


რეგიონია. იგი მოიცავს მდინარე ივრისა და მდინარე ალაზნის
აუზებს.კახეთს დასავლეთიდან ქართლი ესაზღვრება,აღმოსავლეთიდან
და სამხრეთიდან აზერბაიჯანი.ჩრდილოეთიდან კახეთს კავკასიონის
ქედი დაღესტნიდან ჰყოფს.კახეთის ხუროთმოძღვრებისათვის მეტად
მნიშვნელოვანი და გამორჩეულია დარბაზული და გუმბათოვანი
ეკლესიები.ალავერდის სამოსასტრო კომპლექსი იმავდროულად
საეპისკოპოსო ცენტრი ალაზნის ველზე მდებარეობს.კომპლექსის
მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისს წმინდა გიორგის სახელზეა
აშენებული და საქართველოში ერთ ერთი ყველაზე მაღალი ეკლესიაა.
კახეთი გამორჩეულია თავისი ხალხური მრავალხმიანი სიმღერებით.
კახეთი კახეთი დაწინაურებული მეურნეობის ქვეყანაა, მაგრამ
განსაკუთრებით მაღალგანვითარებას მიაღწია მევენახეობა-მეღვინეობამ.
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომაზე
ყველაზე შთამბეჭდავია.თუ გინდა შეიგრძნო ფერთა პალიტრა,
შემოდგომაზე კახეთს უნდა ეწვიო.ეს სწორედ ის დროა, როცა კახეთში
დიდი ფუსფუსია,დიდი თუ პატარა საქმეშია ჩართული.იწურება
ღვინო,ივლება ჩურჩხელები, ბინავდება მოსავალი და ა.შ.
რთველი ერთ ერთი ყყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ტრადიციაა,
რომელსაც დღესასწაულის სახე აქვს და ფაქტობრივად ჩვენი კულტურის
ნაწილია.რთველს ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა, რადგან მასზე
ოჯახის ბარაქიანობა და კეთილდღეობაა დამოკიდებული.

You might also like