You are on page 1of 16

საქართველოს

გეოპოლიტიკური
მდებარეობა
ანი ჩითინაშვილი
საქართველო ოდითგანვე მსოფლიო
კულტურულ-ისტორიული პროცესების
მონაწილეა, ის ევრაზიის უნიკალური
ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის
ევროპისაკენ მოქცეულ ნაწილში
მდებარეობის გამო, საქართველო მჭიდროდ
იყო დაკავშირებული გარესამყაროსთან,
რაც ხელს უწყობდა ქვეყნის სწრაფ
პოლიტიკურ და კულტურულ დაწინაურებას
საქართველო ხშირად
იყო მსოფლიოს
უძლიერეს
სახელმწიფოთა
მისწრაფებებისა და
ინტერესთა
რეალიზაციის ასპარეზი,
რაც ხშირად ქვეყნის
სრული პოლიტიკური
კოლაფსისა და
დამოუკიდებლობის
დაკარგვის მიზეზიც
ხდებოდა.
საქართველო მდებარეობს ევროპის უკიდურეს სამხრეთ აღმოსავლეთ
ნაწილში, კერძოდ, კავკასიაში. ევროპისა და აზიის გზათა შესაყარზე, კავკასიის
სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. კავკასია მოიცავს ტერიტორიას შავ, აზოვისა და
კასპიის ზღვებს შორის. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად, ჩრდილოეთ, ანუ
იმიერკავკასიად და სამხრეთ, ანუ ამიერკავკასიად ყოფს. ის ამიერკავკასიის
დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და
აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე
გადიოდა ევროპა–აზიის დამაკავშირებელი საქარავნო – ძველი აბრეშუმის გზა. საბჭოთა კავშირის
დაშლის შემდეგ დაიწყო ახალი პროექტის მზადება ძველი ,,აბრეშუმის გზის“ აღსადგენად.
საქართველო შავი ზღვით
უკავშირდება
შავიზღვისპირეთის
ქვეყნებს, ხოლო
ბოსფორისა და
დარდანელის
სრუტეებით - ხმელთაშუა
ზღვის აუზის ქვეყნებს,
გიბრალტარის სრუტით
შესაძლებელია კავშირი
მთელ მსოფლიოსთან,
ხოლო მდ, დუნაის
მეშვეობით -
აღმოსავლეთის და
ცეტრალური ევროპის
ქვეყნებთან.
ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ოდითგანვე
დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს
წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს
სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით
ბაქო - სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. ნავთობსადენი
1760 კმ სიგრძის სადენია, რომლის დანიშნულებაა გადაუმუშავებელ ნავთობის
ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის შირაქ-გუნეშლის ნავთობის
საბადოდან ხმელთაშუაზღვის სანაპირომდე. ის გადის ბაქოზე, თბილისსა და
მთავრდება ჯეიჰანში, თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტში. ეს არის
მსოფლიოში სიგრძით მეორე ნავთობსადენი პირველია ,,დრუჟბას”
ნავთობსადენი, რომელსაც ნავთობი რუსეთიდან ცენტრალურ ევროპაში
გადააქვს.
,,შაჰდენიზის” გაზსადენი, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი
ბუნებრივი აირის სატრანსპორტო მილსადენი, შაჰდენიზის გაზის
ბაქნის აზერბაიჯანის სექტორიდან, საქართველოს გავლით მიდის
თურქეთში.
საქართველოს გეოპოლიტიკური
მდებარეობა
საქართველოს პოლიტ.გეოგრაფიული
მდებარეობა რამდენიმე სივრცით
განზომილებაში განიხილება:

• მაკრო(მსოფლიოს ან ევრაზიის პოლიტიკურ


რუკაზე),
• მეზო (მარტო ევროპის ან კავკასიის რუკაზე)
• და მიკრო(საქართველოს სხვადასვა
რეგიონის განლაგების მიმართ).
საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნები

You might also like