You are on page 1of 16

ალპინიადის დაგეგმვა:

იალბუზზე
ალპინიადის დაგეგმვა:
 პირველ რიგში, რომ დავგეგმოთ
ალპინიადა საჭიროა თუ გავაანალიზოთ
რომელ მწვერვალზე ჩავატარებთ მას,
დავადგენთ მწვერვლის
ადგილმდებარეობას, მოვიძებთ მასზე
მოსახვედრად საჭირო მარშრუტებს,
ჩამოვწერთ წასაღები ნივთების სიას,
ვიძიებთ მწვერვალზე ინფორმაციას და სხვა.
მწვერვალი რომელზეც
ალპინიადას
ჩავატარებთ: იალბუზი
იალბუზი - კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალი , დაახლოებით 2000
წლის წინ ჩამქრალი სტრატოვულკანია და მდებარეობს გვერდით ქედზე , ყაბარდო -
ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში, რუსეთის ფედერაციის
ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან . მისი დასავლეთი (5642 მ ) და აღმოსავლეთი
(5325 მ) მწვერვალები გაყოფილია ღრმა უნაგირათი. ეს არა
მხოლოდ ევროპის უმაღლესი მთაა (იმის მიხედვით თუ სად გადის კონტინენტის
საზღვარი), არამედ რუსეთის უმაღლესი წერტილიც.
იალბუზი წარმოადგენს
ძირითადად ანდეზიტებით აგებულ კონუსს ჩამქრალი ვულკანისა , რომელიც
დგას გრანიტისა და კრისტალური ფიქალის ფუნდამენტზე .
დაფარულია თოვლისა და ყინულის საფარით, საიდანაც ყველა მიმართულებით ეშვება
54 მყინვარი. მათ შორის უდიდესებია: დიდი აზაუ , ირიკი , ტერსკოლი . მყინვარების
საერთო ფართი 134 კმ²-ია.
იალბუზის აღმოსავლეთ მწვერვალზე პირველად ავიდა ყაბარდოელი კ .
ხაშიროვი 1829 წელს, დასავლეთზე — ინგლისელი ალპინისტები ფ . გროვეს
მეთაურობით 1874 წელს. საბჭოთა პერიოდში იალბუზის რაიონი გახდა მასობრივი
ალპინიადების ცენტრი. 1967 წელს აქ ერთდროულად 2400 ადამიანი ავიდა. იალბუზის
რაიონი სამთო-სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი
ცენტრია. აქ არის ტურბაზები, თავშესაფრები, ალპინისტური ბანაკები . ჩეგეტის მთაზე
აგებულია საბაგირო გზა 2719 მ-სა და 3040 მ-ს შორის. ერთ-ერთ სადგურზე
მდებარეობს 1941-1945 წლების პერიოდის იალბუზის დამცველთა საბრძოლო დიდების
მუზეუმი.
იალბუზი
იალბუზთან ინფორმაციის გაცნობისას შევიტყვეთ რომ
იგი კავკასიონის მთათა სისტემის ყველაზე მაღალი
მწვერვალია, მიუხედავად იმისა რომ ალპინიადას
ვგეგმავთ იალბუზზე, ჩვენთვის საჭიროა რომ
ვფლობდეთ ინფორმაციას კავკასიონზე
კავკასიონი
კავკასიონი არის ვრცელი მთათა სისტემა კავკასიაში, ევროპისა და აზიის მიჯნაზე.
განფენილია რუსეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. შედგება
რამდენიმე ქედისაგან და წარმოადგენს ერთ მთლიან თითქმის სწორხაზოვან
მთაგრეხილს, რომელიც გადაჭიმულია დასავლეთ-ჩრდილო-დასავლეთიდან
აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ შავსა და კასპიის ზღვებს შორის,
დაახლოებით 1500 კმ-ზე, მინიმალური სიგანე 32 კმ, ხოლო მაქსიმალური სიგანე 180 კმ
აღწევს. ფართობი 145 ათასი კმ².
თავისი ბოლოებით ტამანისა და აფშერონის ნახევარკუნძულებშია შეჭრილი, ერთი
მხრივ, აზოვისა და შავ ზღვას შორის, მეორე მხრივ, კასპიის ზღვის შუა და სამხრეთ
ნაწილებს შორის. როგორც ვახსენეთ კავკასიის, რუსეთისა და მთლიანად
ევროპის უმაღლესი წერტილია იალბუზი (5642.7 მ). კავკასიონის მთიანეთი შედგება
რიგი ქედების, ხეობებისა და ქვაბულებისაგან. რომლებიც ართულებენ
კავკასიონის მორფოლოგიას. კავკასიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ყუბან-
აზოვისპირა დაბლობი, თერგ-კუმის დაბლობი და სტავროპოლის მაღლობი, სამხრეთით
განფენილია კოლხეთის დაბლობი და მტკვარ-არაქსის დაბლობი. კავკასიონის
ჩრდილო მთისძირიდან კუმა-მანიჩის ღრმულამდე გადაჭიმულია წინაკავკასია.
კავკასიონის ოროგრაფიულ ღერძს წარმოადგენს ოროჰიდროგრაფიული კავკასიონის
მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომელიც უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი
ბოლოდან მეორემდე. უმაღლესი მწვერვალია შხარა (5203.1 მ). კავკასიონის სიგანე
სხვადასხვა ნაწილში ცვალებადია: ნოვოროსიისკის მერიდიანზე კავკასიონის სიგანე 32
კმ-მდეა, იალბუზის მერიდიანზე ყველაზე უფრო განიერია და 180 კმ
აღწევს; ვლადიკავკაზის მერიდიანზე 110 კმ-ია, დაღესტნის მერიდიანზე — 160 კმ.
კავკასიონი
(გაგრძელება)
კავკასიონზე
აღმართულია მარადთოვლიანი
ყინულებითა და ფირნის მძლავრი ველებით
შემოსილი მრავალი ციცაბოკალთიანი,
ძნელმისადგომი და
დაკბილული მწვერვალი. ამ ქედის
თხემით კავკასია იყოფა ჩრდილოეთ და
სამხრეთ მაკროფერდობებად,
რომელთაგან პირველი შედის
მდინარეების ყუბანის, თერგის, სულაკისა და
სამურის აუზებში, მეორე
— ბზიფის, კოდორის, ენგურის, რიონის, მტკ
ვრისა და მთელ რიგ მცირე მდინარეთა
აუზებში. ორივე ფერდობი გართულებულია
მეორე თანრიგის ქედებითა და ხეობებით,
— ჩრდილოეთ ფერდობის გასწვრივი
ქედებია: გვერდითი, კლდოვანი ანუ
კირქვიანი, საძოვრებიანი და ტყიანი,
რომლებიც მთავარი ქედის პარალელურია,
აგრეთვე შავანის, კიდეგანის, ხევსურეთის ან
დის, ბოღოზის გარდიგარდმო ქედები;
სამხრული კალთის
— გაგრის, ბზიფის, კოდორის, სვანეთის, ეგ
რისის, ლეჩხუმისა და რაჭის გასწვრივი; ლიხ
ის, ხარულის, ალევის, ქართლისა და კახეთი
ახლა კი, როცა გავეცანით ალპინიადისათვის
დასაგეგმ მწვერვალსა და იმ მთათა სისტემას, თუ
რომელშიც იგი მდებარეობს, საჭიროა რომ
დავადგინოთ მარშრუტი იალბუზამდე
მისასვლელად
ალპინიადისთვის საჭირო ნივთების
სია:
1.ზურგჩანთა
2.ტანსაცმელი
3.სალაშქრო ფეხსაცმელი
4.წყალი
5.საჭმელი
6.პირველადი დახმარების კრებული
7.საწვიმარი
8.ნავიგაციის სისტემები, რუკა, კომპასი / ჯიპიესი ან გამოცდილი გამყოლი
9.ფანარი
10.ჰიგიენური საშუალებები
11.პირადობის მოწმობა/პასპორტი
12.კარავია
დამატებითი საშუალებები:
1.გამოსაცვლელი ტანსაცმელი
2.გამოსაცვლელი ფეხსაცმელი
3.ფოტოაპარატი
4.ხელთათმანი
5.ქურთუკი
6.ქუდი
7.სათვალე
გმადლობთ
ყურადღებისთვის!
დავალება შეასრულა: IX-კლასის
მოსწავლე ახალაია ლუკამ :D

You might also like