You are on page 1of 1

კავკასია (აზერ. Qafqaz; სომხ. Կովկաս; რუს.

Кавказ) (სახელწოდება პირველად


მოხსენიებულია დრამატურგის ესქილეს ტრაგედიაში „მიჯაჭვული პრომეთე“) — ვრცელი
ბუნებრივი რეგიონი შავ, კასპიის და აზოვის ზღვებს შორის. იგი შემოსაზღვრულია კუმა-მანიჩის
ღრმულით (ჩრდილოეთი), ირანით და თურქეთით (სამხრეთი), ყუბანის შესართავით
(დასავლეთი) და აფშერონის ნახევარკუნძულით (აღმოსავლეთი).

ტერიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


კავკასიის ფართობი დაახლოებით 440 ათასი კვ. კმ-ია. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი
ქედი კავკასიონს ჩრდილოეთ კავკასიად (იმიერკავკასიად; ფართობი 250 ათ. კმ2) და
ამიერკავკასიად (ფართობი 190 ათ. კმ2). ბუნებრივი პირობების მიხედვით განასხვავებენ
აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიონს, რომელთაგან პირველი მოიცავს აზოვისა
და შავი ზღვის აუზს, მეორე — კასპიის ზღვის აუზს. ქედი ამასთანავე წარმოადგენს ბუნებრივ
საზღვარს ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისა. გეოგრაფიულად კავკასიას ეკუთვნის ასევე
თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი, როსტოვის ოლქისა და ყალმუხეთის რესპუბლიკის
ტერიტორიების ნაწილი.

You might also like