You are on page 1of 17

მოგესალმებით

დღევანდელი ჩვენი პრეზენტაციის თემა


იქნება
სამხრეთ ამერიკა.
ვინ იყვნენ კონკისტადოირები
XVI საუკუნეში ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო
იყო. მისი მეფეები მუდმივად ცდილობდნენ ახალი ტერიტორიებისა და
სიმდიდრის მოპოვებას. ამიტომ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენისთანავე
ესპანელებმა დაიწყეს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის
დაპყრობა.თავგადასავლების მაძიებელი ავანტიურისტები
მიემგზავრებოდნენ ამერიკის კონტინენტზე ბედის საძებნელად. ეს ხალხი
ცნობილია, როგორც კონკისტადორები. მათი მიზანი მიწების, ოქროს,
ვერცხლის და სხვა ძვირფასეულობის მოპოვება იყო. ისინი აგრეთვე
ადგილობრივ მოსახლეობაში ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდნენ.
თამაზ გაბოძე ”მოსწავლის სამაგიდო წიგნი”
ახლა კი უნდა შევეხოთ სამხრეთ ამერიკის ბუნებას კონკრეტულად
რელიეფს

სამხრეთ ამერიკაში მკაფიოდ განირჩევა ბაქნური ვაკე-ზეგანი, ანდებს გარე აღმოსავლეთი და


ანდების მთების ოროგენიულ სარტყელში მოქცეული ანდური დასავლეთი. სამხრეთ ამერიკის ბაქნის
აზევებებს რელიეფში შეესაბამება გვიანის, ბრაზილიისა და პატაგონიის ზეგნები; ჩაღრმავებებს —
ლიანოს-ორინოკოს, ამაზონის, ბენი-მამორეს, გრან-ჩაკოსა და სხვა ვაკე-დაბლობები. აღმოსავლეთით
ზეგნები შემოფარგლულია სანაპირო ვაკეების ვიწრო, წყვეტილი ზოლით. გვიანის ზეგნის (სიმაღლე
3014 მ-მდე, მთა პიკო-და-ნებლინა) და ბრაზილიის ზეგნის (სიმაღლე 2890 მ, მთა ბანდიერა) რელიეფში
ჭარბობს ცოკოლიანი ტალღოვანი ვაკეები, რომლებზეც მკაფიოდ გამოირჩევა კონუსური შთენილი
მწვერვალები და ჭიუხები (მაგ. სერა-დე-ესპინიასუ) ან მაგიდა მაღლობები — ე. წ. შპადები (აუიან-ტე-
პუი, რორაიმა და სხვა). პატაგონიაში უფრო მეტად განვითარებულია კანიონებით დასერილი
შრეებრივი, მათ შორის ვულკანური საფეხურებრივი პლატოები.

კონტინენტის დასავლეთ კიდეებზე, დაახლოებით 9000 კმ-ზე, გადაჭიმულია ანდების მთათა სისტემა.
ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვენესუელაში, განლაგებულია რღვევებითა და
მდინარის ეროზიით ღრმად დანაწევრებული კარიბის ანდების ორი მთაგრეხილი. მათი სამხრეთ-
დასავლეთი გაგრძელებაა ჩრდილო-დასავლეთ ანდების ნაოჭა-ლოდა ქედები. წყნარი ოკეანის
სანაპიროზე გადაჭიმულია ანდების ძირითადი სისტემა, რომელიც შედგება უმთავრესად მერიდიანული
მიმართულების რამდენიმე ქედისაგან. ჩრდილოეთი ნაწილისათვის (ეკვადორისა და პერუს ანდები)
დამახასიათებელია მაღალი ნაოჭა-ლოდა ქედებისა და ღრმა ქვაბულების მონაცვლეობა. ეკვადორში
მთათაშუა ქვაბული ჩიმბორასოსა და კოტოპახის ვულკანური მასალითაა ამოვსებული. ამ რეგიონში
ვხვდებით ასევე 2-3 ათასი მეტრის სიმაღლის ძველ ნატბეურ პლატოებს. ცენტრალური ანდებისათვის
დამახასიათებელია კიდური ქედებით შემოზღუდული და 3-5 ათას მეტრამდე აზიდული შიგა ზეგნები,
რომელთაგან ყველაზე ვრცელია ზეგანი პუნა. სამხრეთ ნაწილშია ჩილე-არგენტინის ანდები (აქ
მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი აკონკაგუა, 6960 მ) და პატაგონიის ანდები.
ცენტრალურ ანდებთან შედარებით აქ მთათა სისტემა დავიწროებულია, ხოლო უკიდურეს სამხრეთში
South American
Relief
უდაბნო)
ატაკამის უდაბნო — მშრალი, გვალვიანი პლატო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში , ანდების დასავლეთით , წყნარი
ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, 1 000 კმ-ის სიგრძეზე. ნასას, „National Geographic“-ის და სხვათა მრავალი პუბლიკაციების
თანახმად, ატაკამა მსოფლიოში ყველაზე მშრალი ადგილია . ნალექების რაოდენობა აქ წელიწადში 50 მმ -ზე ნაკლებია . უდაბნო
მდებარეობს ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში და იკავებს 105 000 კმ²-ს. იგი ძირითადად შედგება მარილის საბადოებისგან , ქვიშისა
და ვულკანური ქანებისგან.
განსაზღვრებით, ატაკამის ეკორეგიონი იწყება პერუ-ჩილეს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში , სამხრეთის 30 გრადუსიანი
პარალელიდან. მის ჩრდილოეთით მდებარეობს სეჩურას (ნასკას ) უდაბნო , სამხრეთით კი ჩილეს მატორალის ეკორეგიონი .

აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება, სამხრეთ პერუს სანაპირო არეალს , იკას რეგიონში მდებარე უდაბნოებსაც
ატაკამის უდაბნოს ნაწილად მიიჩნევს. აღმოსავლეთით გადაჭიმულია ცენტრალურანდური მშრალი პუნას ეკორეგიონი .
ატაკამა დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილია და ის ფაქტობრივად სტერილურია , რადგან ტენისგან ბლოკირებულია ორივე
მხრიდან, აღმოსავლეთით ანდების მთებით და დასავლეთიდან ჩილეს სანაპირო მთათა სისტემით . სანაპირო რეგიონის ჰაერის
ინვერსია, რომელიც წარმოქმნილია ჰუმბოლდტის ცივი დინებითა და წყნაროკეანური ანტიციკლონის შედეგად , ატაკამის უდაბნოს
ასეთი სიმშრალის უპირველესი მიზეზია. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა , 1570 წლიდან 1971 წლამდე , უდაბნოში წვიმა არ
მოსულა.
ამაზონი
ამაზონი (ესპ. Amazonas, პორტ. Amazonas) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, მსოფლიოში უდიდესი მდინარე აუზის ფართობითა და
წყალუხვობით, აგრეთვე ზოგიერთი შეფასებით — სიგრძითაც . აბორიგენი ინდიელები მას პარანა -ტინგას (თეთრი მდინარე ) ან პარანა -
გუასუს (დიდი მდინარე) უწოდებენ. წარმოიქმნება მდინარეების მარანიონისა და უკაიალის შეერთებით , რომლებიც სათავეს ანდებში
იღებენ. მარანიონის სათავიდან ამაზონის სიგრძე დაახლ. 6,5 ათ. კმ-ია, უკაიალის სათავიდან — დაახლ . 7,1 ათ . კმ. აუზის ფართობი
(შენაკად ტოკანტინსის აუზის ჩათვლით) 7180 ათ. კმ². აუზის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში , სამხრეთ -დასავლეთი და
დასავლეთი რაიონები — ბოლივიაში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში . მიედინება ძირითადად ამაზონის დაბლობზე , ეკვატორის
სიახლოვეს, სუბგანედური მიმართულებით. ჩაედინება ატლანტის ოკეანეში .[1] მდინარის შესართავი 1500 წელს აღმოაჩინა ესპანელმა
ვინსენტე იანიეს პინსონმა, რომელმაც ამაზონს „Rio Santa Maria de la Mar Dulce“, ანუ „მტკნარი ზღვის წმინდა მარიამის მდინარე“ უწოდა
(მდინარის მიერ ოკეანის წყლის გამტკნარების გამო). პირველი შორეული გაცურვა 1541–1542 წლებში ესპანელმა კონკისტადორმა
ფრანსისკო დე ორელიანამ განახორციელა. 172 დღეში მისმა რაზმმა თითქმის 6 ათასი კმ გაცურა. გზად ესპანელები შეეტაკნენ ინდიელთა
მებრძოლ ტომებს. მდინარე ტრომბეტასის შესართავთან ახლოს ინდიელ მეომართა პირველ რიგებში იბრძოდნენ მშვილდ -ისრებით
შეიარაღებული მაღალი და ნახევრად შიშველი ქალები . ისინი ესპანელებს ამორძალების ანუ ამაზონების შესახებ ანტიკურ მითს
მოაგონებდნენ, ამიტომაც ორელიანმა, ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად , მდინარეს „ამაზონი “ დაარქვა .[1]

მდინარის აუზი
ამაზონის ყველაზე წყალუხვი მარცხენა შემდგენელი — მდინარე მარანიონი — სათავეს იღებს პერუში , დასავლეთ კორდილიერების
აღმოსავლეთ კალთებზე, 4840 მეტრ სიმაღლეზე, მთებში ღრმა ღრმულში მიედინება წყნარი ოკეანის სანაპიროს პარალელურად , შემდეგ
ტრიალდება აღმოსავლეთით, იჭრება ანდებში და წარმოქმნის 27 ე.წ. პონგოს (ღრმა და ვიწრო კლდოვან ხეობებს თითქმის ფრიალო
კედლებით). მთებიდან გამოსვლის შემდეგ მიედინება ამაზონის დაბლობზე და მარჯვნიდან მდინარე უკაიალის შერთვით სათავეს უდებს
ამაზონს. ამაზონის კალაპოტი შემოფარგლულია დაბალი ნაპირებით, რომელიც მდინარისკენ სამ ფართო საფეხურად ეშვება : ზედა
საფეხური (ტერა-ფირმა), დაუტბორავი ნაპირი, რომელიც ხეობის ძირითადი კალთებითაა წარმოქმნილი და სიმაღლეში 50 მეტრი და
უფრო მეტია; შუა საფეხური (ვარზეა), ჭალის ნაწილი, რომელიც ნაპირებიდან დიდი გადმოსვლების დროს იტბორება ; ქვედა საფეხური
(იგაპო, ანუ ჭაობი), ჭალა, რომელიც ნაპირებიდან ჩვეულებრივი გადმოსვლების დროს იტბორები . ამაზონში მდინარე რიუ -ნეგრუს
ჩადინების ადგილიდან ქვემოთ ჭალის სიგანე 80–100 კმ-ია, ქალაქებთან ობიდუსთან და სანტარენთან — რამდენადმე ვიწრო . ჭალაში
მრავალი ტოტი, ფშანი, ტბა და ნამდინარევია; ნაპირების გასწვრივ — დაბალი კალაპოტისპირა მიწაყრილები . ოკეანიდან 350 კმ -ში
ამაზონი წარმოქმნის მსოფლიოში უდიდეს დელტას (ფართობი დაახლ. 100 ათ. კმ²). ჩამონადენის ძირითადი ნაწილი გადის ჩრდილო -
აღმოსავლეთის ტოტებში, წყლის ნაწილი — აღმოსავლეთის ტოტში , რომელსაც პარა ეწოდება; მათ შორის მოქცეულია მსოფლიოში
უდიდესი მდინარისმიერი კუნძული — მარაჟო (ფართობი 48 ათ . კმ²).[1]
ამაზონის ტყეები
ამაზონის ტროპიკული ტყე (ასევე ცნობილია, როგორც ამაზონის ჯუნგლები) არის ტენიანი, ფართოფოთლოვანი ტყე ,
რომელიც სამხრეთ ამერიკაში მოიცავს უდიდეს ამაზონის აუზს. ეს აუზი 7 მლნ კვ კმ-ს შეადგენს, რომლის 5.5 მლნ კვ
კმ იფარება ამაზონის ტყით.
ამაზონის ტყე ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. ტყის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში , სადაც 60%-ია
წარმოდგენილი. პერუში მდებარეობს ტყის 13%, კოლუმბიაში - 10%, ხოლო დანარჩენი ნაწილი წარმოდგენილია
ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამისა და ფრანგულ გვიანაში.

ამაზონის ტყე წარმოადგენს პლანეტის ტროპიკული ტყეების ნახევარს და შეიცავს უმდიდრეს სახეობებს . 2008 წელს ,
ის ერთ-ერთ კანდიდატურას წარმოადგენდა მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრების ნუსხაში. ამაზონის ტყე
დედამიწის ხმელეთის ზედაპირის 16%-ს ფარავდა. დღესდღეობით კი ტყის ფართობი მხოლოდ 6%-ს მოიცავს.
ექსპერტთა ვარაუდით, ტყის დარჩენილი ნაწილი შეიძლება მოხმარებულ იქნეს მხოლოდ შემდეგი 40 წლის
განმავლობაში. ამაზონის ტყის რესურის განადგურებას ხელს უწყობს ტყით დაფარულ ქვეყნებში ტყის რესურსის
ღირებულების აღქმა მხოლოდ მიწის ღირებულებით.
ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი ნადგურდება ხანძრის შედეგად, ხოლო უდიდესი ნაწილი გაჩეხვის გამო. ამაზონის
განადგურებისა და გაჩეხვის მიზანი ძირითადად ამ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ან სამრეწველო საქმიანობის
წარმართვაა. ექსპერტთა შეფასებით, ტყის გაჩეხვის შედეგად ყოვედღიურად იკარგება მცენარეთა, ცხოველთა და
მწერთა 137 სახეობა, რაც მთლიანობაში წელიწადში აღწევს 50 000 სახეობას. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ
ამაზონის ტროპიკული ტყე შეიცავს ბევრ ისეთ მცენარეს, რომელიც კურნავს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს . აშშ -
ს ეროვნულმა კიბოს ინსტიტუტმა განსაზღვრა 3 000 სახეობის მცენარე, რომლებიც არიან კიბოს უჯრედების
განვითარების აქტიური წინაღობები. აღსანიშნავია, რომ ამ მცენარეთა 70% სწორედ ამაზონის ტყეშია თავმოყრილი .
სამყარო
კონტინენტის პალეოგეოგრაფიული განვითარების განსაკუთრებული პირობების გამო სამხრეთ ამერიკის
ფაუნა იმდენად თავისებურია, რომ იგი ვესტ-ინდოეთის კუნძულებთან და ცენტრალურ ამერიკასთან
ერთად ქმნის დამოუკიდებელ სამეფოს - ნეოგეას, რომელშიც შედის ერთადერთი ნეოტროპიკული ოლქი .
ეს ოლქი სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე გვიანა-ბრაზილიისა და ჩილე-პატაგონიის ქვეოლქებად იყოფა .
სამხრეთ ამერიკის ფაუნა მდიდარია ენდემური სახეობებით. (ზარმაცები , ჭიანჭველაჭამიები , ცხვირფართო
მაიმუნები, ლამები და სხვა). სამხრეთ ამერიკაში ჩანთოსნების, მახრჩობელა ბოას და სხვათა არსებობა
მიუთითებს იმაზე, რომ წარსულში ეს კონტინენტი დაკავშირებული იყო მადაგასკარსა და ავსტრალიასთან .
მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრეთი ამერიკის ნოტიო ტროპიკული და ეკვატორული ტყის ფაუნა ,
სადაც ცხოველთა უმეტესობა სიცოცხლის მეტ ნაწილს ხეზე ატარებს; აქ ბინადრობენ მაიმუნები ,
ზარმაცები, ჭიანჭველაჭამიები, მტაცებლებიდან ოცელოტი და იაგუარი, აგრეთვე ტყის ძაღლი ,
ჩლიქოსნებიდან - ტაპირი, პატარა გარეული ღორი პეკარი და სხვა . მღრღნელებიდან გვხვდება მეხეური
მაჩვზღარბა კოენდე, ჩანთოსანი ვირთაგვა, ბევრია ღამურა. მდიდარია ორნითოფაუნა (თუთიყუში, სვავი,
კოლიბრი). ტროპიკულ ტყეებში უამრავი მწერია - ღამისა და დღის პეპლები, 100 ათასი სახეობის ხოჭო.
ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია წყლის ანაკონდა და ხმელეთის მახრჩობელა ბოა -კონსტრიქტორი ,
ბევრია შხამიანი გველი, ხვლიკი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი, მდინარის დელფინი ინია , მტაცებელი
თევზი პირანია; აქ თევზის ორიათას სახეობას ითვლიან. სუბეკვატორული და ტროპიკული სარტყლების
სავანასა და მეჩხერ ტყეში და სუბტროპიკული სარტყლის სტეპში მტაცებლებიდან გვხვდება იაგუარი , პუმა ,
ოცელოტი, პამპასის კატა, პამპასის მელა, ფაფრიანი მგელი , სავანის მელა , ჩლიქოსნებიდან - პამპასის
ირემი. მდინარეებსა და ტბებში არის ნუტრია. ფრინველებიდან აღსანიშნავია სირაქლემა ნანდუ , ბევრია
თუთიყუში და კოლიბრი. ანდებში ბინადრობს რელიქტური სათვალიანი დათვი, ლამა, პუანკო და სხვა .
უკიდურეს სამხრეთ ნაწილში გვხვდება მაგელანის მელა.
ტურიზმი
ტურიზმი ხდება უფრო მთავარი შემოსავლების წყარო სამხრეთ ამერიკის
ბევრი ქვეყნისთვის[17][18]. ისტორიული ძეგლები, არქიტექტურული და
ბუნებრივი საოცრებები, საკვები პროდუქტების და კულტურის ნაირფეროვანი
ასორტიმენტი, მომხიბვლელი ქალაქები და ულამაზესი ლანდშაფტები
ყოველწლიურად იზიდავს მილიონობით ტურისტს სამხრეთ ამერიკაში.
ზოგიერთი ყველაზე უფრო მოსანახულებელი ადგილები რეგიონში: მაჩუ-
პიქჩუ, კუსკო, რიო-დე-ჟანეირო, სალვადორი, ნატალი, ბუენოს-აირესი, სან-
პაულუ, კარტახენა, ამაზონის დაბლობის ტროპიკული ტყეები, ჩანჩქერი
ანხელი, ტბა ტიტიკაკა, გალაპაგოსის კუნძულები, კუნძული მარგარიტა და
რეგიონი პატაგონია.
ეკონომიკა
ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკამ 2010-2011 წლების კრიზისის შემდგომ პერიოდში აჩვენა ზრდის
სერიოზული ტემპი, რომელიც წინ უსწრებდა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს: 2010 წელს ზრდამ შეადგინა
6 %, ხოლო პროგნოზი 2011 წლისთვის იქნება 4,7 %. ისტორიულად მაღალი ინფლაციის გამო სამხრეთი
ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში, საპროცენტო განაკვეთები რჩება მაღალი, ისინი, როგორც წესი, ორჯერ
მაღალია, ვიდრე აშშ-ში. მაგალითად, საპროცენტო განაკვეთი ვენესუელაში დაახლოებით 22 %-ია და 23 %
სურინამში. გამონაკლისია ჩილე, რომელიც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს
1973 წელს დამყარებული სამხედრო დიქტატურის შემდეგ და აქტიურად ზრდის სოციალურ ხარჯებს
დემოკრატიული მმართველობის აღდგენის მომენტიდან 1990-იანი წლების დასაწყისში. ამან მოიტანა
ეკონომიკური სტაბილურობა და საპროცენტო განაკვეთი დაბალ დონეზე .

სამხრეთ ამერიკა ეყრდნობა საქონლის და ბუნებრივი რესურსების ექსპორტს. ბრაზილია (მსოფლიოში


სიდიდით მეშვიდე და ამერიკაში სიდიდით მეორე ეკონომიკა) ლიდერობს ექსპორტის საერთო მოცულობით $
137.8 მილიარდი დოლარი, შემდეგ მოდის ჩილე $ 58.12 მილიარდი დოლარი და არგენტინა 46.46 მილიარდი
დოლარი[11].

ეკონომიკური სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში


დიდია, ვიდრე სხვა კონტინენტების უმრავლეს ქვეყნებში. ვენესუელაში, პარაგვაიში , ბოლივიაში და სამხრეთ
ამერიკის ბევრ სხვა ქვეყნებში, ყველაზე მდიდრების 20 % ფლობს ქვეყნის სიმდიდრის 60 %-ზე მეტს, იმ დროს,
როდესაც უღარიბესი 20 % ფლობს 5 %-ზე ნაკლებს. ასეთი დიდი სხვაობა აღინიშნება სამხრეთ ამერიკის ბევრ
მსხვილ ქალაქებში, სადაც დროებითი ქოხები და ღამის გასათევები დგანან ცათამბჯენების გვერდით.
უღრმესი მადლობა
ყურადღებისათვის
დღევანდელი პრეზენტაცია მოამზადა მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლემ
ლაზარე ორჯონიკიძემ
მასწავლებელი - ხათუნა ებანოიძე

You might also like