You are on page 1of 6

grand

kanioni
ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კანიონი
მსოფლიოში. იგი მდებარეობს
კოლორადოს პლატოზე, არიზონაში,
აშშ, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის
ტერიტორიაზე, ასევე ნავახო, ჰავასუპაი
და ვალაპაის ინდიელთა ტომების
რეზერვაციებში. კანიონი
გამოკვეთილია მდინარე კოლორადოს
მიერ კირქვის, ფიქალისა და ქვიშაქვის
მეშვეობით. კანიონის სიგრძე 446 კმ-ია.
სიგანე (პლატოს დონეზე) მერყეობს 6-
დან 29 კმ-მდე, ქვედა დონეზე -
კილომეტრზე ნაკლები. მაქსიმალური
სიღრმე 1857 მ.
გრანდ კანიონი ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო
გეოლოგიური ობიექტია ჩვენს პლანეტაზე. იგი
შეიცავს მდიდარ გეოლოგიურ, ბიოლოგიურ და
არქეოლოგიურ მასალას.
კანიონი ითვლება ეროზიის ერთ-ერთ
საუკეთესო ნიმუშად.
თავდაპირველად, მდინარე კოლორადო
მოედინებოდა დაბლობზე, მაგრამ დედამიწის
ქერქის გადაადგილების შედეგად დაახლოებით
65 მილიონი წლის წინ, კოლორადოს პლატო
ამაღლდა. პლატოს ამაღლების შედეგად
შეიცვალა მდინარე კოლორადოს დახრილობის
კუთხე, რის შედეგადაც გაიზარდა მისი სიჩქარე
და მის მიერ გამოწვეული ეროზია.
კანიონის ფარგლებში შეინიშნება
სიმაღლეთა სხვაობა. ტემპერატურა,
ტენიანობა და შესაბამისად, ფაუნა,
ნიადაგები და მათზე მზარდი
მცენარეები იცვლება სიმაღლესთან
ერთად. კანიონში იზრდება ნაძვი,
ყვითელი ფიჭვი.
ინდიელებმა იცოდნენ გრანდ კანიონის შესახებ
ათასობით წლის წინ. კანიონში ადამიანების
ცხოვრების პირველი ნიშნები მოიცავს კლდეზე
მოჩუქურთმებას, რომელიც ინდიელებმა
შექმნეს დაახლოებით 3 ათასი წლის წინ.
პირველი სამეცნიერო ექსპედიცია გრანდ
კანიონში, რომელსაც ხელმძღვანელობდა
სამოქალაქო ომის ვეტერანი და უნივერსიტეტის
პროფესორი ჯონ უიზლი პაუელი, შედგა 1869
წელს. პაუელმა გამოიკვლია და აღწერა
კანიონი.
2013 წელს ცნობილმა ამერიკელმა ბაგირში
მოსიარულე ნიკოლას ვალენდამ გადალახა
დიდი კანიონი, რომელმაც უფსკრულზე
madloba
yuradRebisaTvis

You might also like