You are on page 1of 17

ესპანეთი

ესპანეთი, ოფიციალურად ესპანეთის სამეფო არის სამხრეთ ევროპის სახელმწიფო,


პირენეს ნახევარკუნძულზე ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17
ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ორი
ავტონომიური ქალაქი. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით:
ქვანახშირი, რკინის მადანი, ურანი, ვერცხლისწყალი, პირიტი, თაბაშირი, თუთია,
ტყვია, ვოლფრამი, სპილენი, ჰიდროენერგია, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
ესპანეთისთვის დამახასიათებელია სუბტროპიკული ხმელთაშუაზღვიური ჰავა
ცხელი, მწველი ზაფხულითა და რბილი, წვიმიანი ზამთრით. არის საკმაოდ ბევრი,
მაგრამ მცირეწყლოვანი მდინარეთა სისტემაა, რომლებიც როგორც ატლანტის
ოკეანის, ასევე ხმელთაშუა ზღვის აუზსაც მიეკუთვნებიან. აქვს მდისარი ფლორა
და ფაუნა.თუ არ ჩავთვლით კანარის კუნძულებს, ესპანეთში ითვლიან
დაახლოებით 8000 ჯიშის მცენარეს. ჩრდილოეთში ფაუნა შუაევროპულია
(ბევრია ირემი, შველი და ტახი), მთის რაიონებში შემორჩა წმინდა სისხლის ირემი
და პირენეს მთის თხები. კანტაბრიისა და ლეონის მთებში გვხვდება მურა დათვი,
მტაცებლებიდან მგელი და მელა. ესპანეთი ევროპაში ყველაზე მდიდარ ქვეყნად
ითვლება ფრინველთა ჯიშის რაოდენობით. ზაფხულში აქ შეგვიძლია ვნახოთ 25
სახეობის მტაცებელი ფრინველი (ქორი, არწივი, შავარდენი). ბევრია წყალმცურავი
სახეობები (იხვი, ბატი, ფლამინგო, წერო), ქვეწარმავლებიდან კუ, გველი,
ქამელეონი, მორიელი, ასევე მდიდარია თევზებით.

კარგ გარემოსთან, პირობებთან და ბუნებრივ რესურსებთან ერთად ესპანეთი


მდიდარია ხელოვნური, კულტურული და სხვა რესურსებითაც, ეს ყველაფერი კი
ტურისტების დაინტერესებას და მოზიდვას ყოველდღიურად ზრდის. ერთ-ერთი
ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი მიმართულება ესპანეთში არის
კულტურული ტურიზმი, რადგან ქვეყანა მდიდარი და გამორჩეულია თავისი
კულტურული ძეგლებით, ფესტივალებით, მუზეუმებით, კულტურული
მოვლენებით, ეროვნული ხელნაკეთობებით, ტრადიციული კულინარიით და ა.შ.
ტურისტების დაინტერესებას იწვევს მის ისტორიასთან, კულტურასთან,
ეთნოგრაფასთან, მატერიალური და სულიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული
ინფორმაცია და ადგილები.

მისი კულტურა გამორჩეულია სხვა ქვეყნებისგან. მაგალითად ფლამენკოტი.


ფლამენკო არის ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრი, რომელიც წარმოიშვა
ანდალუსიაში. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მან XVIII საუკუნეში მიიღო.
ფლამენკო ესპანური, ბოშური და არაბული ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს.
მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან
ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ
ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი
მოძრაობით. ასევე კორიდა, რომელიც სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან და
უკავშირდება პირენეს ნახევარკუნძულის მცხოვრებ იბერიელებს,
რომლებიც ხარებს წმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ. თავიდან ხარის მოკვლა
სპეციალური რიტუალი იყო. უკვე ესპანეთის ერთიან სახელწიფოდ
ჩამოყალიბების შემდეგ კორიდა მოსახლეობის ელიტარული ნაწილის გასართობი
გახდა. თანამედროვე კორიდა გაჩნდა ანდალუზიაში. მასში მონაწილეობას იღებს
ხარი 4-დან 6 წლამდე, მისი წონა არ უნდა იყოს 450 კგ-ზე ნაკლები.

ესპანეთი მემკვიდრეობა მდიდარია. იქ იუნესკოს მსოფლიო კულტურული


მემკვიდრეობის 47 ძეგლია და იტალიისა და ჩინეთის შემდეგ მესამე ქვეყანაა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით.
არქიტექტურიდან გამოირჩევა: კორდოვის ისტორიული ცენტრი, ალჰამბრა,
ესკორიალის მონასტერი მადრიდში, ძველი ქალაქი სეგოვია და მისი აკვედუკი,
ისტორიული ქალაქი ტოლედო, ოვიედოს ასტურიული მონუმენტები, სანტა მარია
დე გვადალუპეს სამეფო მონასტერი და სხვა.

ალჰამბრა - მავრიტანული პერიოდის არქიტექტურული ანსამბლი


სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ გრანადის აღმოსავლეთ ნაწილში, გორაკიან ტერასაზე.
შედგება მეჩეთის, სასახლისა და ციხესიმაგრისაგან. აშენდა XIV საუკუნეში,
როგორც მავრი მმართველების რეზიდენცია და წარმოადგენს ისლამური
არქიტექტურის მუზეუმს.

ხენერალიფე - XIII–XIV საუკუნეების გრანადის მმართველი ნასრიდების დინასტიის
ყოფილი ქალაქგარეთა რეზიდენცია. ხენერალიფეს ბაღები მდებარეობს სერო-
დელ-სოლის ბორცვზე. მასთან ახლოს მდებარეობს ციხესიმაგრე ალჰამბრა და
ალბაისინის დასახლებული რაიონი, რომელტან ერთადაც 1984 წელს
შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, როგორც „შუა
საუკუნეების არაბული სამეფო რეზიდენციების ფასდაუდებელი მაგალითი”.

ბურგოსის კათედრალი - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ესპანეთის


ქალაქ ბურგოსში. საძირკველი ჩაეყარა 1221 წელს,
როგორც კასტილიის საკათედრო ტაძარს. მშენებლობა დასრულდა XV-XVI სს.
ტაძარი წარმოადგენს ესპანური გოთიკის ყველაზე უფრო ბრწყინვალე ძეგლს. მისი
გიგანტური თაღედი გახდა ძირითადი ატრიბუტი ესპანურენოვანი მსოფლიოს
მონასტრებისთვის (განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში).ტაძრის მშენებლობა
დაიწყო 1221 წლის 20 ივლისს, ყოფილი რომაული ტაძრის ადგილზე კასტილიის
მეფის ფერდინანდ III-ის ბრძანებით. 1919 წელს ეკლესიაში დაასაფლავეს
ესპანეთის ეროვნული გმირი, კასტილიელი რაინდი სიდ კამპეადორი და მისი
მეუღლე დონია ხიმენა.

კორდობა - ქალაქი სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიაში, მდინარე გვადალკვივირის


ნაპირზე. კორდობის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. აქ არსებული
ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: რომაული ხანის ხიდი, არაბული
კოშკი კალაორა, ტაძარი (758 წ. 1236 წლამდე მეჩეთი), სან-ნიკოლასის ეკლესია (XIII-
XVI სს.), სინაგოგა (1315 წ.), რატუშა (1594–1631 წწ.), XVIII საუკუნის რენესანსული
სასახლეები და მოედნები. კორდოვაში ასევე არის ნატიფი ხელოვნების მუზეუმი
და არქეოლოგიური მუზეუმი.

ესკორიალი - მონასტერი, სასახლე და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის რეზიდენცია.


მას უწოდებენ: „მსოფლიოს საოცრებას“, „მონოტონურ სიმფონიას ქვაში“ და
„არქიტექტურულ კოშმარს“.მეფეთა ნაშთი - ფილიპეს ნების თანახმად, ესკორიალი
ესპანელ მეფეთა მავზოლეულის ფუნქციასაც ასრულებდა. აქ უნდა გადმოეტანათ
ჰაბსბურგებისა და ბურბონების სახლებიდან გამოსული ყველა მონარქის ნეშტი
ევროპის ნებისმიერი კუთხიდან. საბოლოოდ, ფილიპე II-ის ნება აღსრულდა:
მხოლოდ ფილიპე V და ფერდინანდ VI არიან სხვა ადგილზე დაკრძალულნი.

ანტონიო გაუდის, ესპანელი (კატალონიელი) არქიტექტორის, უნიკალური


პროექტები და ქმნილებები : სახლი ვისენსი (1878–1880), პალაუ გუელი (1885–
1889), ტერეზიანელთა კოლეჯი (1888–1890), კოლონია გუელის ეკლესიის საძვალე
(1898–1916), სახლი კალვე (1899–1904), სახლი ბატლიო (1905–1907), სახლი მილა (La
Pedrera) (1905–1907), პარკი გუელი (1900–1914) და საგრადა ფამილია (ნაწილი)
(1884–1926).

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს


მასშტაბით 1092 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 4,3 % ესპანეთის წილია.

აქედან: 41 კულტურული ობიექტია, 4 ბუნების ობიექტია (გარახონაის ეროვნული


პარკი, დონიანას ეროვნული პარკი და ტეიდეს ეროვნული პარკი, კარპატების
წიფლის პირველყოფილი ტყეები) და 2 შერეული ტიპის ობიექტია
(იბიცა და მონტე-პერდიდოს ეროვნული პარკი).

გარახონაის ეროვნული პარკი -  კანარის კუნძულების კუნძულ გომერაზე. 1981


წელს მიიღო ეროვნული პარკის სტატუსი, ხოლო 1986 წელს
შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. პარკის
ფართობია 40 კმ2. სახელწოდება მიიღო გარახონაისგან (კუნძულის უმაღლესი
მწვერვალი - 1484 მ.). პარკის ტერიტორია მდებარეობს ზღვის დონიდან 790-1400
მეტრ სიმაღლეზე. პარკში არსებულ სტატუეტებს და პარკს სახელი ეწოდა
ადგილობრივი მოსახლეების გუანჩების ტომელთა შეყვარებულების
პატივსაცემად, რომელთა ისტორია მოგვაგონებს რომეოსა და
ჯულიეტას ისტორიას. გარა იყო კუნძულ გომერას პრინცესა, ხოლო ხონაი
კ. ტენერიფეს მეფის შვილი.
დონიანას ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ანდალუსიაში.
დაარსდა 1963 წელს. ფართობი 75 800 ჰა. პარკში დაცულია ფიჭვის ტყეები ოკეანის
სანაპიროზე და მტკნარწყლიანი ჭაობები მდინარე გვადალკვივირის შესართავთან.

ტეიდეს ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი კუნძულ ტენერიფეზე (კანარის


კუნძულები). დაარსდა 1954 წელს. არის ყველაზე დიდი და ძველი ეროვნული
პარკი კანარის კუნძულებზე. პარკის ტერიტორიაზეა მთა ტეიდე (3718 მ; კანარის
კუნძულების უმაღლესი მწვერვალი). 2007 წლის 28
ივნისს იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები — ამ სახელწოდებითაა


შესული 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში
ტრანსნაციონალური ბუნებრივი ძეგლის ნარევი, რომელიც მოიცავს 10
განცალკევებულ მასივს. გადაჭიმულია 185 კმ
სიგრძეზე, უკრაინაში მდებარე რახოვის მთების ჩერნოგორის
თხემიდან სლოვაკეთში მდებარე ვიგორლატის მთების პოლონინის თხემამდე.
ტერიტორია მოიცავს 77,971.6 ჰა-ს, რომელთაგან დაცვის ქვეშ 29,278.9 ჰა იმყოფება,
ხოლო დანარჩენი ნაწილი ბუფერულ ზონად
მიიჩნევა. კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები მოიცავს
უკრაინის ტრანსკარპატიის ოლქსა და სლოვაკეთის პრეშოვის მხარეს,
ასევე გერმანიის გარკვეულ ტერიტორიებს. მისი ტერიტორიის 70% უკრაინაშია
მოქცეული. არეალი მოიცავს ორ ეროვნულ პარკს, ერთ ბიოსფერულ ნაკრძალს და
რამდენიმე კონტროლირებად დასახლებას (ძირითადად სლოვაკეთის
ტერიტორიაზე). ორივე ეროვნული პარკი, პოლონეთის მიმდებარე
ტერიტორიებთან ერთად, წარმოქმნის ერთ განცალკევებულ, აღმოსავლეთ
კარპატების ბიოსფერულ ნაკრძალს.

ივისა, აგრეთვე ცნობილი როგორც იბიცა -  ბალეარის კუნძულების არქიპელაგის


ერთ-ერთი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში. საერთაშორისო კურორტი.
განსაკუთრებით ცნობილია მრავალრიცხოვანი კლუბებით სხვადასხვა
მიმართულების ელექტრონული მუსიკის შესრულებით. საკულტო ადგილი
ელექტრონული მუსიკი მოყვარული ახალგაზრდობისთვის მთელ
მსოფლიოში გოასა და ბერლინის "Love Parade"-ის მსგავსად.

მონტე-პერდიდო  - მესამე უმაღლესი მწვერვალი პირენეების მთებში (3355 მ).


მდებარეობს ესპანეთში, უესკის პროვინციაში. საფრანგეთიდან იგი არ ჩანს,
რადგან სხვა მწევრვალები ეფარება. მწვერვალის მიმდებარე ტერიტორიაზე
შექმნილია ორდესა-ი-მონტე-პერდიდოს ეროვნული პარკი.
მწვერვალი კირქვისგან შედგება და მოიცავს 30,6 ჰა ტერიტორიას, ასევე ორ
უღრმეს კანიონს მთელს ევროპაში და და სამ ფართო მყინვარულ ცირკს.
პასტორალური ლანდშადტი (სოფლები, მინდვრები და ფერმები, მთის საძოვრები
და გზები) წარმოაჩენს ევროპის მთიანი რეგიონებისათვის
დამახასიათებელ სოფლის მეურნეობის ყველაზე ადრეულ წყობას. 1997 წელს,
მწვერვალი და მისი მიმდებარე რეგიონი იუნესკომ მსოფლიო
მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ტურისტების უმეტესობის დაინტერესებას იწვევს ესპანეთის დედაქალაქი


მადრიდი - მრავალფეროვანი ქვეყანა, მეგობრული მოსახლეობა, მშვიდი
ცხოვრების სტილი, უგემრიელესი სამზარეულო, აქტიური ღამის ცხოვრება და
მსოფლიოში ცნობილი  ფოლკლორი, რომელიც ესპანეთს ევროპის ეგზოტიკურ
ქვეუყანად ხდის.

უამრავ მოსანახულებელ ადგილთა შორის ყველაზე განსაკუთრებულია: 

1.  ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი  - ის ერთ-ერთია სოლომონ გუგენჰაიმის


ფონდის  მუზეუმთაგან. გერის სხვა ნამუშევართა მსგავსად მუზეუმის
სტრუქტურა შედგება რადიკალურად ნაგები ორგანული კონტურებისგან.  შენობას
არც ერთი ბრტყელი ზედაპირი არ გააჩნია მთელ სტრუქტურაში. შენობის ნაწილს
ჰკვეთს ავტოსტრადა, და სტრუქტურის უდიდესი ნაწილი დაფარულია
სიფრიფანა ტიტანიუმის  პანელებით.შენობა, რომელიც საპორტო ქალაქში დგას,
შორიდან აფრიან გემს ჰგავს. მისი ამრეკლი პანელები თევზის ქერცლს ემსგავსება,
რაც გამოძახილია გერის დიზაინში განმეორებადი სხვა ორგანული ფორმების და
ერწყმის მდინარე ნერვიონს, რომლის პირასაც ის მდებარეობს. შენობა იმენად
ჰაეროვანია, რომ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს დღის სხვადასხვა მონაკვეთში
ფორმას იცვლიდეს, როდესაც ქუჩის მხრიდან აკვირდები.ასევე გერის
სიტლისთვის ტიპიურად შენობა ტექნოლოგიის პერიოდის უნიკალური
პროდუქტია.

2. საგრადა-ფამილია - მასიური მშენებარე კათოლიკური ბაზილიკა


ბარსელონაში, კატალონიაში, ესპანეთშო. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და
მისი ფორმალური სახელია „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი“ . ანტონიო
გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი
სრულიად ამ მიზანს დაუთმო. უსაშველოდ ხანგრძლივი მშენებლობის პროცესის
გამო გაუდის ხუმრობით უთქვამს „ჩემს კლიენტს არ ეჩქარება“-ო. გაუდის
გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს, მშენებლობაზე მუშაობა გაგრძელდა დომენეკ
სუგრანიესისი ხელმძღვანელობით, სანამ 1935 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომი
დაიწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დაუმთავრებელია, იგი 2010 წელს
პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ აკურთხა და ღვთისმსახურებისთვის ვარგისიანად
გამოაცხადა.

3. პრადოს მუზეუმი - განთქმული მეზეუმი და ხელოვნების  გალერეა მადრიდში.


მასში მე-14-დან მე-19 საუკუნეებამდე ევროპული ხელოვნების მსოფლიოში
საუკეთესო კოლექციაა მოთავსებული. მუზეო დელ პრადო ერთ-ერთ
შენობათაგანია აშენებული კარლოს 3-ის მეფობის დროს გრანდიოზული
მშენებლობის პროექტში, რომლის მიზანი მადრიდისთვის მონუმენტური
ურბანული დაგეგმარების შექმნა იყო. ამჟამინდელი სახელი მას მუზეუმის
ნაციონალიზაციის შემდეგ დაერქვა. მუზეუმის კოლექციაში ყველაზე განთქმული
ექსპონატია ველასკესის “ლას მენინიას”. ველასკესმა თავად დაუთმო საკუთარი
საუკეთესო ნამუშევრების დიდი ნაწილი მუზეუმს და ასევე მისი დამსახურებაა
მუზეუმში იტალიური ხელოვნების ნიმუშების მოზიდვა.

ასევე არის სხვა საინტერესო მუზეუმებიც.


სოროლას მუზეუმი -მადრიდის ხელოვნების მუზეუმის ესპანეთის ყველაზე
ცნობილი შთაბეჭდილების მხატვარი ხოაკინ სოროლა მდებარეობს იმ სახლში,
სადაც ოსტატი, რომელიც გარშემორტყმული იყო მისი ოჯახით, ცხოვრობდა 1911-
1923 წლებში. სოროლას მუზეუმი შეიცავს მხატვრის ყველაზე დიდ კოლექციას,
ხელოვნების ობიექტებს, მის პირად ნივთებს.

ლაზარო გალდიანოს მუზეუმი - მუზეუმის დამფუძნებელია ცნობილი ესპანელი


გამომცემელი, ქველმოქმედი და კოლექციონერი ხოსე ლაზარო გალადიო. XX
საუკუნის დასაწყისის იტალიური სტილის სასახლე, რომელშიც მუზეუმია
განთავსებული, ოდესღაც ლაზარო გალდიანოს პირადი რეზიდენცია იყო. მან
ესპანეთის მთავრობას შესწირა, მისი გარდაცვალებამდე, 1948 წელს, წიგნების
დიდი კოლექცია (20 000-ზე მეტი ტომი) და ხელოვნების ნიმუშები (12,600-ზე მეტი
ეგზემპლარი).

ცერალბოს მუზეუმი - Serralbo კლანის არისტოკრატებს შორის ბევრი მეცნიერი და


ჭეშმარიტად განათლებული ადამიანი იყო. მათი გატაცება ხელოვნების საგნების
შეგროვებასთან და ერთგვარი ისტორიისადმი ინტერესი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ
Maralises of Serralbo შეაგროვა მდიდარი კოლექცია ნახატებით, იარაღით,
ანტიკვარებით.

არქეოლოგიური მუზეუმი - ესპანეთის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი


ცოტა ხნის წინ გაიხსნა მნიშვნელოვანი განახლების შემდეგ. კოლექცია
გაფართოვდა, გამოჩნდა ახალი ნამუშევრები და გაუმჯობესდა მუზეუმის
ტექნიკური აღჭურვილობა.

წმინდა ოჯახის ტაძარი - ყველაზე უჩვეულო ტაძარი ბარსელონაში.


განსაკუთრებული სიჯიუტით, კატალონიელები ეკლესია მხოლოდ
შემოწირულობებზე აშენებენ. ყველაფერი უფრო სწრაფად და მარტივად იქნებოდა,
თუ ეს დაუმთავრებელი შენობა არ იქნებოდა დაკავშირებული დიდი
არქიტექტორის ანტონიო გაუდის ყველაზე ფანტასტიკური და გრანდიოზული
პროექტით.
CosmoCaixa მეცნიერებისა და განათლების მუზეუმი - ასეთი მუზეუმები
პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქ არის შვედეთი,
ფინეთი, ესტონეთი. მაგრამ ბარსელონაში არსებული Cosmo Kaisha არის ერთ ერთი
ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი. სიმბოლური საფასური 4 ევრო საშუალებას
გაძლევთ გაატაროთ სამიდან ოთხ საათში მეცნიერების სამყაროში საინტერესო
მოგზაურობაზე. ეს ყველაფერი იწყება შესასვლელში, აქ არის მეცნიერების
მოედანი, სავსეა რთული დიზაინით, რომლებიც აშკარად იცნობს საზოგადოებას
უმარტივეს ფიზიკურ პროცესებს.

დედოფალი სოფიას ხელოვნების ეროვნული მუზეუმი - ესპანეთის მე-20 საუკუნის


ხელოვნების ეროვნული მუზეუმია (შემოკლ. დედოფალი სოფიას მუზეუმი).
მუზეუმის ოფიციალური ინაუგურაცია 1992 წლის 10 სექტემბერს მოხდა და
სახელი ესპანეთის დედოფფლის სოფიას პატივსაცემად დაერქვა.
მდებარეობს მადრიდში, ე.წ. ხელოვნების სამკუთხედის სამხრეთ ბოლოში (მუზეო
დელ პრადოსა და მუზეო თისენ-ბორნამისცასთან ერთად).

დედოფალი სოფიას მუზეუმის ფასადი - მუზეუმის მთავარ კოლექციათა შორისაა


მე-20 საუკუნის უდიდეს ხელოვანთა პაბლო პიკასოსა და სალვადორ
დალის ნამუშევრები. უდავოდ ყველაზე განთქმული ხელოვნების ნიმუში
მუზეუმში არის პიკასოს "გერნიკა". რეინა სოფიაში ასევე ხუან გრის, ხოან მიროს,
ხულიო გონზალესის, ედუარდო ჩილიდას, პაბლო პალზუელოს, ანტონი ტაპიეს,
ლუციო მუნიოს და სხვა მრავალ განთქმულ მხატვართა თვალსაჩინო
კოლექციებია. აქვეა თავისუფალი ბიბლიოთეკა 100.000-ზე მეტი წიგნით, 3.500
ხმისა და 1.000-ზე მეტი ვიდეო ჩანაწერებით. 2019 წელს მუზეუმს ესტუმრა
4,425,699 ადამიანი, რითაც იქცა მეცხრე ყველაზე მონახულებად ხელოვნების
მუზეუმად მსოფლიოში. მუზეუმის ცენტრალური შენობა მე-18 საუკუნეში
საავადმყოფო იყო. ინტენსიური თანამედროვე რესტავრაციითა და დამატებებით
ძველი შენობა მნიშვნელოვანწილად განახლდა 1980 წელს. 1988 წელს ახალი
მუზეუმის ნაწილიც გახსნა და ამავე წელს იგი ეროვნულ მუზეუმად გამოცხადდა.
ფრანგი არქიტექტორი ჟან ნუველის პროექტის 8000 კვ.მ. ექსპანსია, რომელიც 92
მილიონი ევრო დაჯდა, 2005 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი - კატალონიური ვიზუალური
ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს
ბარსელონაში, კატალონიაში, ესპანეთში. მუზეუმში განსაკუთრებით აღსანიშნავია
რომანული ხელოვნების ეკლესიური ფერწერები, და კატალონური ხელოვნების
მოდერნისტული დიზაინის მხატვრული ნიმუშები, რომლებიც თარიღდება მე-19
და ადრეული მე-20 საუკუნით. მუზეუმი განთავსებულია უზარმაზარ, იტალიური
სტილის შენობაში, რომელიც დათარიღებულია 1929 წელით. პალაუს ნაციონალი,
სადაც 1934 წლიდან განთავსებულია კატალონიის ხელოვნების
მუზეუმი, 1990 წელს გამოცხადდა ეროვნულ მუზეუმად, კატალონიის მთავრობის
მიერ მიღებული მუზეუმების კანონის შესაბამისად. იმავე წელს დაიწყო ადგილის
საფუძვლიანი სარემონტო პროცესი, არქიტექტორების გაე ოულენტისა და ენრიკ
სტიგმანის შემუშავებული გეგმების საფუძველზე. ოვალური დარბაზი
გაიხსნა 1992 წელს, ოლიმპიური თამაშებისთვის და კოლექციების მონახულება
შესაძლებელი გახდა 1995 წლის პერიოდიდან 2004 წლამდე. მუზეუმი
ოფიციალურად გაიხსნა 2004 წლის 16 დეკემბერს. [2] არის ერთ-ერთი უდიდესი
მუზეუმი ესპანეთში.

პიკასოს მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმი ქალაქ ბარსელონაში. მუზეუმში


წარმოდგენილია პიკასოს 4 000-ზე მეტი ნამუშევარი.

ესპანეთი გამოირჩევა თავისი დღესასწაულებით, ფესტივალებითა და


ღონისძიებებით, ტურისტები მათში ჩართვას ხშირად ინდომებენ და ტჯკბებიან
სანახაობით.

მავრები და ქრისტიანები კრევილინტში (ალიკანტე) - ეს დღესასწაულები მავრები


და ქრისტიანები იმართება ქალაქ კრევილიტი (ალიკანტე) 20 სექტემბრიდან 10
ოქტომბრამდე (მათ გასართობად კიდევ რამოდენიმე დღეა დარჩენილი). ისინი
პარტიებად არიან გამოცხადებულნი ტურისტული ეროვნული ინტერესის
ფესტივალები 24 წლის 2005 ივნისიდან აღინიშნება ქალაქის მფარველის: სან
ფრანცისკო დე ასიშის საპატივცემულოდ. ამ წვეულებებში თქვენ აღმოაჩენთ
აფეთქებას მსუბუქი, ფერადი, დენთი და მუსიკაბევრთან ერთად აღლუმები და
აღლუმები სხვადასხვა დასი: Astures, Almogávares, Beduinos, Benimerines, Berberiscos,
Caballeros del Cid, Dragones, Moroccans, Omeyas, Moros Vells, Maseros და Castellano-
Leonesa.

სერვანტინოსის კვირეული და ბაზრობა (ალკალა დე ჰენარესი, მადრიდი) -


სერვანტინოს ბაზარი ან ასევე ცნობილი როგორც სერვანტინის ნათლობა, ხდება 6
ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე en ალკალი დე ჰენარესი (მადრიდი). სერვანტინის
კვირეული იდეალური წვეულებაა მათთვის ლიტერატურის მოყვარულები,
რომლებიც სიკეთით გარშემორტყმული არიან მუსიკაკარგი თეატრი, ქუჩის
წარმოდგენები, წიგნის ბაზრობა, შუა საუკუნეების ბაზრობა სერვანტინოდა ა.შ.
სერვანტესის ეს კვირა 2002 წლიდან რეგიონალური ტურისტული ინტერესის
ფესტივალად არის გამოცხადებული და ამ დღეს აღინიშნება მიგელ დე
სერვანტესის ნათლით, რომელიც 9 ოქტომბერს მოხდა.

როზარიოს გამოფენა ფუენგიროლაში (მალაგა)- 6-დან 12 ოქტომბრამდე ეს ასევე


არის ფუენგიროლას (მალაგა) დიდი კვირა, რომელიც აღნიშნავს პატრონების
დღესასწაულებს ვირგენ დელ როზარიოსთვის. ამ ფესტივალზე არის
შესაძლებელი მოვიძიოთ ანდალუსიის პოპულარული ფესტივალისთვის
დამახასიათებელი ყველაფერი: კარგი გასტრონომია, კარგი მუსიკა, მშვენიერი
მოედნები და დიდი ლამაზი ფეიერვერკი დასრულების ნიშნად. იგი მოიცავს
საქმიანობის ფართო პროგრამას, რომელშიც მთავარი გმირები არიან ჩვენი
ქალწული როზარი, ფუენგიროლას მფარველი და განსაკუთრებული ხასიათით
ცხენი, რომელიც განსაკუთრებული აქტუალობით იძენს ფესტივალის კვირას.

ღვთისმშობლის დღესასწაული (სარაგოსა) - ისინი პატრონალური ხასიათის


ფესტივალებია ცნობილი არა მხოლოდ სარაგოსაში, არამედ მთელ ესპანეთში, მისი
ეროვნული მნიშვნელობის გამო. ამიტომ, ისინი არიან ტურისტული ეროვნული
ინტერესის მქონე ფესტივალები. თუ გსურთ მათ დაესწროთ, უნდა იცოდეთ, რომ
იგი 12 ოქტომბრის (Pilar Day) შემდეგ, ჩვეულებრივ, პარასკევიდან წინა კვირის
შემდეგ აღინიშნება.

ღვინის ფესტივალი ლეიდაში - სამართლიანი ან ღვინის ფესტივალი აღინიშნება 21


და 22 ოქტომბერს, ემთხვევა რთველსა და ახალგაზრდა ღვინოს. ნიმუში მოიცავს
წარმოშობის დასახელების Costers del Segre– ის მეღვინეობებს, რომლებიც
რეგისტრირებულნი არიან "ლელეიდას ღვინის მარშრუტი" და რესტორნები,
რომლებიც გთავაზობთ ლელეიდას საუკეთესო სამზარეულოს.

ესპანეთში ყოველწლიურად ტარდება უჩვეულო, მაგრამ ძალიან სახალისო


ფესტივალები. პომიდვრებით ომი ანუ "ლა ტომატინა" რომელიც ყოველი წლის
აგვისტოში ტარდება ქალაქ ბუნოლში. მეორე ფესტივალი ფქვილით ომია. ეს
უკანასკნელი ქალაქ იბიში იმართება. პომიდვრების ომისთვის მზადება რამდენიმე
კვირით ადრე იწყება. ქალაქში ბინას იდებენ ტურისტები, რომელთაც ერთი სული
აქვთ ფესტივალში მონაწილეობა მიიღონ. ფესტივალის დღეს დაახლოებით დღის
11 საათზე ქალაქის ქუჩებში რამდენიმე პომიდვრით დატვირთული მანქანა იწყებს
მოძრაობას. ტონობით ბოსტნეულს ანაწილებენ ყველგან რათა ყველა მონაწილემ
მოიმარაგოს საკუთარი პომიდორი, რომელიც ძალიან სახალისო მიზნებისთვისაა
გათვალისწინებული. ამის შემდეგ იწყება მთავარი. ათასობით ადამიანი
ერთმანეთს დაუნდობლად ესვრის მოზრდილ პომიდვრებს. ბრძოლა დაახლოებით
2-3 სამი საათი გრძელდება. რის შემდეგად ხალხი უკვე ერთგვარ საწებელში
ცურავს.

პომიდვრის ფესტივალზე რამდენიმე წესი მოქმედებს, რომელიც ქალაქის საბჭომ


დააწესა.

1.აკრძალულია ფესტივალზე ბოთლების, ქვების ან რაიმე ისეთი ნივთის შეტანა,


რომლის სროლაც ადამიანისთვის საშიშია.

2.პომიდვრები უნდა იყოს კარგად დამწიფებული და დარბილებული.

3.თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად სატვირთოების მიმართ, რომელთაც ქუჩებში


შემოაქვთ საბრძოლო მასალა.
4.როდესაც თქვენ საფინალო სიგნალს გაიგებთ, მაშინვე უნდა შეწყვიტოთ ბრძოლა.

საბოლოო ჯამში ფესტივალზე შეკრებილი ხალხი ძალიან კარგად ერთობა. ამაზე


ფესტივალის უდიდესი პოპულარობაც მიუთითებს. "ლა ტომატინაზე" არასოდეს
მომხდარა უბედური შემთხვევა და არც არავის რაიმე ზიანი არ მიუღია.

მსგავსი ფესტივალია "ფქვილით ომი", რომელსაც დაახლოებით იგივე წესები


გააჩნია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ აქ პომიდვრის ნაცვლად ფქვილი ხდება
საბრძოლო მასალა.

ტურისტები მოგზაურობისას ადგილებთან ერთად, რათქმაუნდა ინტერესდებიან


ქვეყნის სამზარეულოთი, მისი კერძებითა და მომზადების წესებით. ესპანეთი კი
მათ ინტერესს აკმაყოფილებს და სთავაზობს გამორჩეულ და მრავალფეროვან
სამზარეულოს, ტრადიციული ესპანური კერძებისა და სასმელების
ერთობლიობას, რომლებიც იქმნებოდა საუკუნეების განმავლობაში. დროსთან
ერთად ესპანურ გასტრონომიაში მატულობდა ინგრედიენტებიც და შესაბამისად
კერძებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანეთის თითოეულ მხარეს თავისი
ინდივიდუალური სამზარეულო აქვს. მაგალითად პაელია და სოლომილიო დე
ტერნარა, გავრცელებულია მთელს ესპანეთში.

ანდალუსიური სამზარეულო ორგვარია: სოფლური და ზღვიური. ესპანეთის


რეგიონებს შორის ანდალუსიაში იყენებენ ყველაზე დიდი რაოდენობით
ზეითუნის ზეთს. ანდალუსიური კერძებიდან ყველაზე პოპულარული
კერძია გასპაჩო. ეს არის ცივი წვნიანი, რომელიც მზადდება ხუთი სხვადასხვა
ბოსტნეულის, ძმრის, წყლის, მარილის, ზეითუნის ზეთისა და პურის მორჩენილი
ნატეხების გამოყენებით. გასპაჩოს გარდა ანდალუსიაში ამზადებენ ისეთ ცივ
სუპებს, როგორებიცაა: პოლეა, სოკი და სალმორეხო. ესპანეთის ამ რეგიონში
საკმაოდ ბევრ კერძში შეხვდებით ზეთისხილს. ასევე გავრცელებულია ხორციანი
კერძები, მაგალითად: ფლამეკინი, პრინგა, მენუდო-გიტანო და ა.შ. ცხელ სუპებში
შედის კატის სუპი (პურით ამზადებენ) და ძაღლის წვნიანი (თევზის სუპი
ფორთოხლის წვენით). თევზისაგან დამზადებულ კერძებს მიეკუთვნება: შემწვარი
თევზი, პარპანდუასი და კოდ-პავიასი. ასევე ანდალუსიურ ხორცის კერძებში
შედის სერანოსა და იბერიული შაშხები. ტიპური სასმელებია: ანისი, ღვინო
(მალაგა, ხერესი და პედრო ხიმენესი) და შერის კონიაკი.

არაგონული სამზარეულოც ორგვარია: მთისა და ბარის. მის მთიან რეგიონებში,


სადაც პირენეს ქედის ფერდობებზე აქტიურად მისდევენ მეცხვარეობას, ყველაზე
გავრცელებული საკვებია ცხვრის შემწვარი ხორცი. მთიელი არაგონელები ცხვარს
ნიორთან, მარილსა და ცხიმთან ერთად წვავენ. აქ ასევე ძალიან პოპულარულია
ღორის ხორცისაგან დამზადებული კერძები. ასეთებია: ღორი პომიდვრით, ღორის
შემწვარი ფეხი და ალმოხაბანას-დე-სერდო. განსაკუთრებით ცნობილი კერძია
მიგასი, რომელსაც არაერთი ვარიაცია აქვს და ამზადებენ მიგას-დე-პასტორს,
შოკოლადიან მიგასს, სარდინებიან და ქაშაყიან მიგასს და ა.შ. ყველაზე ძლიერი და
სურნელოვანი არაგონული ინგრედიენტია ნივრის ზეთი. არაგონში ძალიან დიდ
მნიშვნელობას ანიჭებენ ძლიერ სანელებლებს. ასევე ხშირად იყენებენ ტერუელისა
და უესკას შაშხებს. არაგონული ყველია ტრონჩონი. რაც შეეხება დესერტებს, ამ
მხარეში დიდი პოპულარობით სარგებლობს დაშაქრული ხილი და მარასკინიანი
ალუბლები.

ასტურიულ სამზარეულოს საკმაოდ გრძელი და მდიდარი ისტორია აქვს, რომლის


ფესვებიც კელტური კულტურიდან იღებს სათავეს. მისი ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი კერძია ასტურიული ლობიო, სახელად „ფაბადა“, რომელიც მზადდება
თეთრი ლობიოს, ძეხვეულისა (როგორიცაა ჩორისო და მორსილა) და ღორის
ხორცისაგან. ასევე ცნობილი კერძია ლობიო მოლუსკებით. ამის გარდა, არსებობს
ლობიოს კიდევ ერთი ასტურიული კერძი, რომელიც მზადდება ლობიოს,
რვაფეხის ან კრევეტებისა და კურდღლის ხორცით. ასევე აღსანიშნავია
„ასტურიული შამფური“, რომელზეც მაგრდება თეთრი ლობიო, კომბოსტო,
კარტოფილი, სხვადასხვა სახის ძეხვი და ბეკონი. რეგიონში პოპულარულია
ღორის ხორცისაგან მომზადებული კერძები, მაგალითად: ჩოსკო, ბოლიოს-
პრენიაოსი და სხვა. ასევე ხორცის ტიპურ კერძებს მიეკუთვნება კარნე გობერნადა
(ხბოს შემწვარი ხორცი), კახოპო (ხრაშუნა, ხბოს ხორცით მომზადებული სტეიკი
ლორითა და ყველით) და ხორცის წვნიანი. ასტურიულ სამზარეულოში
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თევზსა და ზღვის სხვა პროდუქტებს.
ასტურიასთან მდებარე კანტაბრიის ზღვა ადგილობრივებს ზღვის პროდუქტების
მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, რამეთუ აქ
ბინადრობს თინუსი, რვაფეხა, სარდინა და ა.შ.

მთელს ესპანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ასტურიული ყველი. მათ


შორის ყველაზე გამორჩეულია ყველი კაბრალესი, თავისი მძაფრი არომატითა და
ლურჯი შესახედაობით. ყველის სხვა ცნობილი სახეობებია: გამონეუ, ომადო დე
პრია და აფუეგა'ლ პიტუ. როგორც წესი ასტურიელები ყველს ვაშლთან ან
ალკოჰოლურ სასმელთან ერთად მიირთმევენ.

აღსანიშნავია ასტურიული ვაშლის სიდრი, რომელსაც დასხმის სპეციალური


ტექნიკა აქვს. დესერტებიდან გამოარჩევენ ფრისუელოს (კრეპის მსგავსი,
ჩვეულებრივ ნაღებით ან ვაშლის მურაბით სავსე), ბრინჯის პუდინგსა (რძეში
მოხარშული თეთრი ბრინჯი ლიმონის ცედრითა და შაქრით) და კარბაიონეს
(შაქრის მინანქრით დაფარული ნუშის ნამცხვარი).

კასტილიისა და ლეონისათვის დამახასიათებელი კერძების სიაში შედის: მორსილა


(სპეციალური სანელებლებით დამზადებული შავი პუდინგი), ხუდიონ დე ლა
გრახა, სოპა დე ახო (ნივრის წვნიანი), კოჩინილიო ასადო (შემწვარი გოჭი), ლეჩასო
(შემწვარი ბატკანი), ბოტილიო დელ ბიესო, სალამანკური ორნასო, გიხელოს შაშხი,
სალჩიჩას დე სარატანი, ასევე სოსისები, სერადას ყველი, ბურხოსის რბილი ყველი
და რიბერა დელ დუეროს ღვინო. კასტილიურ-ლეონურ ღვინოებს მიეკუთვნება
ტოროს ძლიერი ღვინო, რიბერა დელ დუეროს წითელი ღვინო, რუედას თეთრი
ღვინო და კიგალესური კლარეტი.

კატალონიური სამზარეულო დაფუძნებულია სოფლის კულტურაზე. მას ძალიან


დიდი და მდიდარი სამზარეულო აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ
პირველად ესპანეთის ისტორიაში კულინარიული წიგნი სწორედ კატალონიაში
დაიწერა. იგი აერთიანებს სამ სხვადასხვა სახის კულინარიას: ზღვიურ, მთისა და
ბარისას. მისი განსაკუთრებით ცნობილი კერძებია ესკუდელია, ლობიოს ომლეტი,
კოკა-დე-რეკაპტე, სამფაინა და კარაგოლ-ა-ლა-ლიუნა. ასევე აღსანიშნავია ისეთი
სოუსები, როგორებიცაა: რომესკოს სოუსი, აიოლი, ბუილიაბაისი და პიკადა.
ღორის ხორცისაგან მომზადებული კერძებიდან პოპულარულია ბოტიფარა.
თევზის კერძებიდან აღსანიშნავია აროს ნეგრე და კაჩიუკო. რაც შეეხება
ბოსტნეულის კერძებს, ყველაზე გავრცელებულია ესკალივადა (შემწვარი
ბოსტნეული). დესერტებიდან აღსანიშნავია კატალონიური კრემი, კარკინიოლისი,
ტორტელი და ნეულესი.

გალისიური სამზარეულო ესპანეთში არც ისე ცნობილია მისი მოსახლეობის


სიმცირის გამო. მეზობელი ასტურიის მსგავსად, გალისიური კულინარია
კელტურიდან იღებს სათავეს. მისი კერძებიდან ყველაზე ცნობილი გალისიური
სუპია. ასევე აღსანიშნავია ტურნიფსიანი ღორის ხორცი და საკარნავალო
საჭმელები. კიდევ ერთი პოპულარული კერძია წაბლის ბულიონი, იგივე კალდო
დე კასტანიასი, რომელსაც როგორც წესი, ზამთარში ამზადებენ. გალისიის
რეგიონი მდიდარია ზღვის პროდუქტებით, რაც მის კულინარიაზეც აისახება. აქ
ამზადებენ: გალისიურ რვაფეხას, გალისიურ ემპანადას, სკალიოპებს,
კიბორჩხალებსა და ბარნაკლესებს.

ტრადიციის თანახმად ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელაში ჩასულ ყველა უცხო


ადამიანს პირველ რიგში სკალიოპებს აჭმევდნენ.

რძის პროდუქტებიდან აღსანიშნავია კისო დე ტეტილია. გალისიური


ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე ცნობილია ორუხო, ხოლო
ტკბილეულიდან: ტორტი სანტიაგო და ფილიოასი.

მადრიდის რეგიონმა დამოუკიდებლობა და საკუთარი იდენტობა მხოლოდ 1561


წელს, მას შემდეგ მოიპოვა, რაც ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ იგი დედაქალაქად
გამოაცხადა და სამეფო რეზიდენცია იქ გადაიტანა. ამის შემდეგ მადრიდი
ესპანელი თუ უცხოელი იმიგრანტების მთავარ სამიზნედ იქცა, რის გამოც მისი
სამზარეულო საკმაოდ ბევრი რეგიონის კერძებს აერთიანებს. XIX საუკუნეში
მადრიდი გახდა ესპანეთის პირველი ქალაქი, რომელშიც გაიხსნა რესტორნები.
მადრიდული რძის პროდუქტებიდან აღსანიშნავია: ბრინჯის პუდინგი, მერინგეს
რძე, ყველი და ხაჭო. მადრიდული ხილელუიდან განსაკუთრებულად ცნობილია
არანხუესის ნესვი და მარწყვი. მადრიდის რეგიონი მდიდარია საკონდიტრო
ნაწარმით, რომელთაგან დიდი პოპულარობით სარგებლობს შოკოლადიანი ხილი
და ბუნიუელოსი.

ნავარულ გასტრონომიას მრავალი საერთო აქვს ბასკურთან. ყველაზე ცნობილი


ნავარული კერძებია ნავარულად შემწვარი კალმახი და ახოარეირო, თუმცა ასევე
გავრცელებულია ცხვრის ჩილინდრონი და რელიენო. ასევე ადგილობრივი
კერძების რიცხვშია ე.წ. „კარლისტების კვერცხები“. ნავარაში დიდი
პოპულარობით სარგებლობს დამარილებული პროდუქტები, მაგალითად:
პამპლონური ჩორისო, ძეხვი და ა.შ. ასევე პოპულარულია ცხვრისა და საქონლის
ხორცისაგან მომზადებული კერძები. რძის პროდუქტებიდან აღსანიშნავია
რონკალის ყველი, ხაჭო და იდიასაბალის ყველი. ალკოჰოლური სასმელებიდან
ცნობილია კლარეტი და პახარანი.

You might also like