You are on page 1of 15

ფილიპინები

ძირითადი მონაცემები
• სრული სახელწოდება : ფილიპინების
რესპუბლიკა
• დამოუკიდებლობის მოპოვების წელი: 1946
წლის 6 ივლისი (აშშსგან)
• დედაქალაქი:მანილა
• მოსახელობის როადენობა:100,981,437
• ფართობი:300,000კმ2
• სიმჭიდროვე:336კაცი/კმ2
• ოფიციალური ენა:ფილიპინური, ინგლისური
• რელიგია: კათოლიციზმი.
• მართველობის ფორმა:საპრეზიდენტო
რესპუბლიკა
• ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა: 73
რეგიონი და 61 ქალაქი.
მდებარეობა და
საზღვრები
ფიზიკურ-
გეოგრაფიული
მდებარეობა :
მდებარეობს წყნარ
ოკეანეში
ბუნებრივი პირობები
• რელიეფი : უმაღლესი მწვერვალია მთა აპო (2 954მ)
• სასარგებლო წიაღისეული :ნავთობი, ნიკელი, კობალტი, ვერცხლი, ოქრო,
მარილი, სპილენძი.
• კლიმატი : ჰავა ტერიტორიის დიდ ნაწილში ეკვატორულია, ჩრდილოეთით
სუბ -ეკვატორული, მუსონური. ჰაერის ტემპერატურა სანაპიროზე მთელი
წლის განმავლობაში 24-დან 28 °C-მდეა, მთაში მცირდება 15-17 °C-მდე.
ტერიტორიის დიდ ნაწილში ნალექები 2000 მმ-ზე მეტია წელიწადში, ქედების
განაპირა კალთებზე - 3500-4000 მმ, მთათაშუა ხეობებში და ზოგიერთ
სამხრეთ კუნძულზე - 1000 მმ-ზე ნაკლებია. ყოველწლიურად, აგვისტო-
ოქტომბერში, დაახლოებით 20-ჯერ აღინიშნება ტაიფუნი.
• შიგა წყლები: ყველაზე გრძელი მდინარეა კაიგანის მდინარე
ბუნებრივი კატასტროფები

• წყნაროკეანურ ცეცხლოვან რკალზე


მდებარეობისა და ეკვატორთან
სიახლოვის გამო, ფილიპინებში ხდება
მიწისძვრა და ტაიფუნი
ცოცხალი სამყარო
• ფლორა: მცენარეულობა მდიდარი და მრავალფეროვანია. ფილიპინებზე
დაახლოებით 10 000 სახეობის მცენარეა, აქედან დაახლოებით 40 %
ენდემურია. ტყეს უჭირავს ქვეყნის ფართობის დაახლოებით 40 %,
უმთავრესად მთაში. არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილში ჭარბობს
მარადმწვანე, დასავლეთ ნაწილში ფოთოლთმცვივანი ტყე.
• ფაუნა: ცხოველთა სამყარო მიეკუთვნება ინდო-მალაის ზოოგეოგრაფიულ
ოლქს. ფილიპინებზე არიან დიდი ძუძუმწოვრები. ბინადრობენ მაიმუნები
(უმთავრესად მაკაკები), მფრინავი ძაღლები, ვივერები, ტყის კატები და სხვა.
არის დაახლოებით 450 სახეობის ფრინველი. ბევრია ქვეწარმავალი.
გარემომცველი წყლები მდიდარია თევზით (სარდინი, მაკრელი, თინუსი და
სხვა).
დემოგრაფია
• ეთნიკური ჯგუფები: 33.8% Visayan,27.7% Tagalog,9.8%
Ilocano,6.8% Bicolano,5.1% Moro,3.1% Kapampangan,1.7%
Igorot,1.4% Pangasinense,1.2% Chinese,1.1% Zamboangueño,8.3%
others
• ენები: ფილიპინების ოფიციალური ენაა ფილიპინური და
ინგლისური,ასევე გავრცელებულია ფრანგული და ესპანური
• რელიგია: მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქრისტიანია
ეკონომიკა
რესურსები: საშენი ხე-ტყე, ნავთობი, ნიკელი, კობალტი, ვერცხლი,
ოქრო, მარილი, სპილენძი.
ექსპორტი: ტანსაცმელი, ელექტრონული მოწყობილობანი, ქოქოსის
ზეთი, ხე-ტყის მასალები.
ეროვნ. პროდუქტი - 88 მლრდ $.
ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე: 1.020 $.
ვალუტა: ფილიპინების პესო
ღირსშესანიშნაობები
• ბუნებრივი:
• ჰამიგუიტანის მთა — მთა ფილიპინებში, მდებარეობს აღმოსავლეთი დავაოს
პროვინციაში, მისი სიმაღლეა ზღვის დონიდან 1 620 მეტრი. მთა და მისი
მიმდებარე ტერიტორია ქვეყანაში გამორჩეულია მრავალფეროვანი ფაუნის
და ფლორის წარმომადგენლებით. მხოლოდ აქ ბინადრობს ფილიპინური
არწივი და აღმოჩენილია ნეპენტესის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან
ერთ-ერთი ენდემურია. მთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცულ
ლანდშაფტადაა გამოცხადებული ტყის 2 000 ჰა.
• ჰამიგუიტანის ნაკრძალის მთლიანი ფართობია 6 834 ჰა (68,34 კმ²), 2003
წლიდან გამოცხადებულია ეროვნულ პარკად და აღკვეთილად.
• 2014 წლის 23 ივნისს ჰამიგუიტანის მთის ნაკრძალი შეიტანეს იუნესკოს
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[
ღირსშესანიშნაობები
• კულტურული
ვიგანი — ქალაქი ფილიპინებში,
კუნძულ ლუსონზე, სამხრეთ ჩინეთის
ზღვის სანაპიროზე. ბოლო აღწერის
მონაცემებით, მისი მოსახლეობა
შეადგენს 47 246 ადამიანს. ქალაქი
ესპანელების მიერაა გაშენებული.
1999 წელს, ვიგანი იუნესკომ
მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში
შეიყვანა. ამის მიზეზი მისი უნიკალური,
ევროპული კოლონიური არქიტექტურაა.
კარგადაა ცნობილი ქალაქის რიყის
ქვებით მოპირკეთებული ქუჩები.
საინტერესო ფაქტი
1 . ესპანეთის მეფის ფილიპ II-ის პატივსაცემად კუნძულებს ეს
სახელი უწოდა ესპანელმა მოგზაურმა რ. ვილიალოვოსმა,
როდესაც იგი 1542-1545 წლებში თავისი ექსპედიციით
გადასხდა ნაპირზე.
2 . ქვეყანა შედგება 7 107 კუნძულისაგან, რომლებიც სამ
ძირითად გეოგრაფიულ ჯგუფად იყოფა: ლუსონი, ვისაიასი
და მინდანაო.
3 . 2016 წლის 19 აგვისტოს ომს ნარკოტიკების წინააღმდეგ
899 ადამიანი ადამიანი შეეწირა
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like