You are on page 1of 4

გასაოცარი ფაქტები იაპონელების შესახებ, ანუ

რატომ არიან იაპონელები მსოფლიოში ყველაზე


უცნაური ხალხი.

არავისთვის არა საიდუმლო, რომ იაპონელები ყველაზე უცნაურ ხალხად ითვლებიან


მსოფლიოში: მათ გააჩნიათ მეტად თავისებური კულტურა, ფილმები, ტელეგადაცემები და
საერთოდ, ყველაფერი განსხვავებული და უნიკალური აქვთ. გაეცნობით რა ფაქტებს ამ
ქვეყნის წარსულიდან, მიხვდებით, თუ საიდან მოდის ამ ორიგინალურობისა და
უცნაურობის ფესვები. როგორც ჩანს, იაპონელები ყოველთვის ასეთი განსხვავებულები და
კრეატიულები იყვნენ

✓ორნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იაპონია დახურული ქვეყანა იყო.

1600 წელს, ფეოდალური დაქუცმაცებულობის და ხანგრძლივი სამოქალაქო ომების შემდეგ


იაპონიის ხელისუფლების სათავეში მოვიდა ტიკუგავე იეიასუ, რომელმაც 1603 წელს
საბოლოოდ გააერთიანა ქვეყანა და დაიწყო მისი მართვა თავისი "რკინისებური ხელით''.
მიუხედავად იმისა, რომ იეიასუ სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების წინააღმდეგი არ
იყო, ის უნდობლად უყურებდა უცხოელებს. ამის შედეგი იყო ის, რომ 1624 წელს
მთლიანად შეწყდა სავაჭრო ურთიერთობა ესპანეთთან, ხოლო 1635 წელს გამოიცა კანონი,
რომლის მიხედვითაც იაპონელებს სასტიკად ეკრძალებოდათ ქვეყნის დატოვება და თუ
რომელიმე მათგანი მაინც გადაწყვეტდა სხვა ქვეყანაში გამგზავრებას სავაჭრო ან სხვა რაიმე
საქმისათვის, ის უკან ვერასოდეს ვეღარ დაბრუნებოდა- ასეთი ადამიანი სამშობლოს
მოღალატედ ითვლებოდა და ეკრძალებოდა ქვეყანაში შესვლა. 1636 წელს იაპონია
დახურულ ქვეყნად გამოცხადდა და იქ შესვლა აეკრძალა ყველა უცხოელს,
ჰოლანდიელებით დაწყებული, პორტუგალიელებით დამთავრებული. ეს კარჩაკეტილობა
გაგრძელდა თითქმის 2, 5 საუკუნის განმავლობაში.
✓იაპონელები იყვნენ ტანდაბალნი იმის გამო, რომ არ ჭამდნენ ხორცს

VI - XIX საუკუნეების განმავლობაში იაპონელი მამაკაცების სიმაღლე 155 სანტიმეტრს არ


აჭარბებდა. ეს დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ სწორედ VI საუკუნეში ჩინელებმა
იაპონელებს "მეზობლურად" გაუყვეს ბუდიზმის ფილოსოფია. არავინ იცის რატომ, მაგრამ
იაპონურ საზოგადოებას ძალიან მოეწონა ეს მოძღვრება და სწრაფად აიტაცა ის,
განსაკუთრებით კი ბუდიზმის ის ნაწილი, სადაც ლაპარაკია ვეგეტარიანელობაზე, როგორც
სულის ხსნისა და რეინკარნაციის ყველაზე მნიშვნელოვან გზაზე. ხორცეული საერთოდ
ამოღებული იქნა იაპონელების რაციონიდან და შედეგმაც არ დააყოვნა: VI - XIX
საუკუნეებში იაპონელების საშუალო სიმაღლემ ათი სანტიმეტრით დაიკლო.

✓ძველ იაპოაიაში ფართოდ იყო გავრცელებული ვაჭრობა "ღამის ოქროთი"

„ღამის ოქრო"- ფრაზეოლოგიზმია, რომელიც აღნიშნავს ადამიანის ცხოველქმედების


პროდუქტებს, კერძოდ მის ფეკალიებს, რომელიც გამოიყენება, როგორც მაღალი ხარისხის
ბალანსირებადი სასუქი. იაპონიაში ეს პრაქტიკა ფართოდ იყო დანერგილი. ამასთანავე
მდიდარი ადამიანების განავალი გაცილებით უფრო კარგ ფასად იყიდებოდა, რადგან ისინი
მრავალფეროვნად და მდიდრულად იკვებებოდნენ. ამიტომ მიღებულ "პროდუქტში''
გაცილებით მეტი იყო სასარგებლო ნივთიერებები. IX საუკუნიდან დაწყებული, სხვადასხვა
ისტორიულ დოკუმენტებში დაწვრილებითაა აღწერილი "ღამის ოქროს" მიღებისა და
გამოყენების პროცედურების თანმიმდევრობა.

✓ძველ იაპონიაში სათევზაოდ გამოიყენებდნენ მოთვინიერებულ ჩვამებს (ყაპყაპებს )

თევზაობის პროცესი ასე მიმდინარეობდა: ღამით მეთევზეები ნავით გადიოდნენ ზღვაში და


ანთებდნენ ჩირაღდნებს, რომ თევზების ყურადღება მიექციათ. შემდეგ ისინი წყალში
უშვებდნენ 10-12-იოდე ჩვამს, რომლებსაც ფეხებით წინასწარ აბამდნენ ნავზე გრძელი
თოკით. ამასთანავე თითოეულ ფრინველს კისერზე მოჭერილი ჰქონდა საყელური, რომ
დაჭერილი თევზის გადაყლაპვა მათ ვერ მოეხერხებინათ. როგორც კი ფრინველები
თავიანთ ჩიჩახვებს თევზებით აავსებდნენ, მეთევზეები თოკს მოსწევდნენ და ჩვამები ნავზე
ამოჰყავდათ. მათ მიერ გაწეული სამუშაოს საფასურად თითოეული ფრინველი საჩუქრად
პატარა თევზს ღებულობდა. უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის ზოგიერთ პროვინციაში
დღესაცაა შემორჩენილი თევზაობის ეს სახე, ამაზე ქვემოთ ნაჩვენები ვიდეოც
მოგვითხრობს.

✓იაპონიაში ყოველთვის იყო და დღესაცაა საკმაოდ ბევრი ქრისტიანი

ქრისტიანობა იაპონიაში მე-16 საუკუნის შუახანებში გავრცელდა. პირველი მისიონერი,


ვინც იაპონელებს ევანგელეა უქადაგა, ბასკი-იეზიუტი ფრანცისკ ქსავერი იყო, მაგრამ მისი
მისიონერობა დიდხანს არ გაგრძელებულა- მალე სიოგუნებმა ქრისტიანობაში მათი
მოწინააღმდეგე დაინახეს და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს მას. 1587 წელს იაპონიის
მმართველმა ტიოტიმი ხიდიესიმ აკრძალა მისიონერების შემოსვლა ქვეყანაში და
ქრისტიანებს დევნა და შევიწროება დაუწყო. გამართლების სახით მას მოჰყავდა ფაქტები
იმის შესახებ, რომ მოქცეულმა იაპონელებმა დაიწყეს ბუდისტური და სინთოისტიკური
ტაძრების და სიწმინდეების დარბევა. რეპრესიული პოლიტიკა გააგრძელა იაპონიის
გამაერთიანებელმა ტოკუგავა იეიასამაც. 1614 წელს მან მთელ იაპონიაში აკრძალა
ქრისტიანობის აღმსარებლობა. ტოკუგავას მმართველობის პერიოდში 3000-ზე მეტი
იაპონელი ქრისტიანი აწამეს და მოკლეს, ხოლო დანარჩენები სატუსაღოებში
გამოამწყვდიეს, თუმცა ქრისტიანობა მაინც ვერ აღკვეთეს და დღესაც უამრავი ქრისტიანი
(ძირითადად კათოლიკეები) ცხოვრობს ამომავალი მზის ქვეყანაში.

You might also like