You are on page 1of 45

1

მსოფლიო და საქართველო გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში

XV საუკუნის ბოლოს დაიწყო ურთიერთობის ახალი პერიოდი ევროპასა და


დედამიწის სხვა კონტინენტებს შორის. ამ დროიდან ევროპულ სახელმწიფოთა
ზღვაოსნები გასცდნენ საკუთარ ნაპირებსა და ზღვებს, მიაღწიეს შორეულ მიწებამდე
და მიაგნეს სრულიად უცხო ცივილიზაციებს. ევროპელთა წარმატებებს საფუძვლად
დაედო რამდენიმე ფაქტორი: ჯვაროსნული სულით განმსჭვალურ ევროპელებს, არ
უნელდებოდათ სიმდიდრის მოპოვების და ქრისტიანობის გავრცელები სურვილი,
ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ძალზე გაუჭირდათ ვაჭრობა
ინდოეთთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან. თურქებმა ხელთ იგდეს
აღმოსავლეთისაკენ გამავალი სავაჭრო გზები, შორეული აღმოსავლეთის ბრწყინვალე
ნაწარმი და სანელებლები ევროპაში ძალიან გაძვირდა. ამასთან, ევროპაში გამოილია
ოქრო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიედინებოდა აღმოსავლეთის
ქვეყნებში, რადგან ძვირფას საქონელზე იცვლებოდა. შინაგანი უთანხმოების გამო
ევროპულმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს ოსმალთა წინააღმდეგ ჯვაროსნული
ლაშქრობის მოწყობა, თუმცა აღმოსავლეთის ქრისტიანები, მათ შორის ქართული
სამეფო-სამთავროები, დიდ დახმარებას ჰპირდებოდნენ. ევროპელებმა ამჯობინეს
მოეძებნათ აზიასთან დამაკავშირებელი ახალი კომუნიკაციები.

პირველი ევროპელები, რომლებმაც დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს მიაგნეს


სკანდინავიის მკვიდრი - ნორმანები იყვნენ. ზღვაოსნობაში გაწაფული ნორმანები
ჯერ კიდევ XI დასაწყისში გადასხდნენ ისლანდიასა და გრენლანდიაში, საიდანაც
ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდნენ. მაგრამ ნორმანთა მიერ აღმოჩენილი ახალი
სამყარო დანარჩენი ევროპისათვის უცნობი დარჩა. ეს აღმოჩენა ნაადრევი გამოდგა,
ვინაიდან ევროპელებს იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ სჭირდებოდათ ამერიკა. უფრო
მეტიც, ეს აღმოჩენა თვით სკანდინავიელებმაც მიივიწყეს.
XV საუკუნისთვის ევროპაში განხორციელდა დიდი ტექნიკური ზვრები; კომპასის
სრულყოფის შემდეგ მეზღვაურთათვის უსაფრთხო გახდა ღია ზღვაში გასვლა,
წინანდელი მოუხერხებელი გემები შეცვალა სწრაფმავალმა მსუბუქმა გემებმა -
კარაველებმა, რომლებსაც ჰქონდათ სამი ანძა პირდაპირი და დახრილი იალქნებით
და მოძრაობა შეეძლოთ არა მარტო ზუგქარის, არამედ გვერდქარის დროსაც.
ევროპაში განვითარდა სამხედრო ტექნიკაც. XVსაუკუნეში იყენებდნენ როგორც
საალყო ზარბაზნებს, ისე საველე ზარბაზნებსაც. სრულყოფილი გახდა ხელი
ცეცხლსასროლი იარაღიც. გაჩნდა მძიფე თოფები - 'მუშკეტები', რომლებითაც
საკმაოდ ზუსტად ისროდნენ ორას ნაბიჯზე. ამგვარმა ტექნიკურმა სიახლეებმა
ევროპულ სახელმწიფოებს ოკეანეში გაჭრისა და აღმოჩენილი ქვეყნების დაპყრობის
საშუალება მისცა. მათ მიზნად დაისახეს ზღვებსა და ოკეანეებში გაეკვალათ ახალი
გზები.
ევროპელებისათვის უცნობ შორეულ ქვეყნებამდე ყველაზე ადრე პორტუგალიელმა
და ესპანელმა მეზღვაურებმა მიაღწიეს.
2

ახალი სანაპიროების კვლევისა და ათვისების საქმის სულისჩამდგმელი იყო


პორტუგალიის უფლისწული ენრიკ ზღვაოსანი. მან სამხრეთ პორტუგალიის ერთ-
ერთ კონცხზე დააარსა სანაოსნო სკოლა, სადაც თავს იყრიდნენ ასტრონომები,
რუკების შემდგენლები, შორეული ზღვაოსნობის მოტრფიალენი. ისინი ერთმანეთს
უზიარებდნენ თავიანთ ცოდნას და მართავდნენ ექსპედიციებს აფრიკის დასავლეთ
სანაპიროს გამოსაკვლევად. ერთ-ერთი ასეთი ექსპედიცია 1460 წელს აფრიკიდან
დაბრუნდა ოქროთი, სპილოს ძვლითა და შავი მონებით დატვირთული გემებით.
1460 წელს, ენრიკის გარდაცვალების დროისათვის, პორტუგალიელებს კონტროლი
ჰქონდათ დამყარებული აფრიკის დასავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე.
1488 წელს პორტუგალიელთა ექსპედიცია ბართლომე დიასის მეთაურობით აფრიკის
შემოვლით ინდოეთის ოკეანეში გავიდა, მაგრამ დაღლილმა მეზღვაურებმა ვეღარ
შეძლეს მოგზაურიბის გაგრძელება. ინდოეთში მიმავალი საზღვაო გზის საძებნელად
1497 წელს პორტუგალიიდან გაემგზავრა ახალი ექსპედიცია ვასკო და გამას
მეთაურობით. ექსპედიციამ აფრიკის შემოვლითა და ინდოეთის ოკეანის გავლით
ინდოეთის ქალაქ კალკუტას მიაღწია. პორტუგალიელებმა ძალადობის გზით
მოპოვებული სანელებლებით დატვირთეს ხომალდები და უკან დაბრუნდნენ.
ძვირფასი ტვირთის ღირებულება სამოცჯერ აღემატებოდა ექსპედიციის ხარჯებს.
პორტუგალიელთა შემდგომი ექსპედიციების დროს დაპყრობილ იქნა
მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე - ინდოეთსა და
აღმოსავლეთ აფრიკაში. მალე მათ მთლიანად იგდეს ხელთ ინდოეთის საზღვაო
გზები, მიაღწიეს ჩინეთისა იაპონიის ნაპირებამდე. პორტუგალიელთა ექსპედიციებს
თან სდევდა აღმოჩენილი ქვეყნების მცხოვრებთა რბევა და ძარცვა. დამყრობლები
ადგილობრივი მოსახლეობისაგან ხარკის სახით კრეფდნენ, ანდა ძალზე იაფად
ყიდულობდნენ სანელებლებს. აღმოსავლური საქონლით ვაჭრობა
პორტუგალიელებს დიდ მოგებას აძლევდათ.
ქრისტეფორე კოლუმბი იზიარებდა იმ მეცნიერთა ვარაუდს, რომლებიც
ამტკიცებდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამიტომინდოეთამდე მიღწევა
შესაძლებელი არა მხოლოდ აფრიკის შემოვლით, არამედ ატლანტის ოკეანის
გავლითაც დასავლეთის მიმართულებით.
შორეულ აღმოსავლეთში დასავლეთის გზით ჩაღწევის გეგმა მან ევროპის
რამდენიმე სახელმწიფოს წარუდგინა. კოლუმბის იდეას გამოეხმაურა მხოლოდ
ესპანეთი, სადაც XV საუკუნის მიწურულისათვის დასრულდა რეკონკისტა და
ესპანელი აზნაურების პრობლემა შეიქმნა. „კათოლიკე მეფეებმა“ ისაბელმა და
ფერდინანდმა სამეფო საბჭოს მრჩეველთა დიდი ეჭვების მიუხედავად, კოლუმბს
სამი კარაველა: „სანტა-მარია“, „პინტა“ და „ნინია“ გადასცეს. ამასთან, იგი დანიშნეს
ყველა იმ ქვეყნისა და კუნძულის გამგებლად, რომლებსაც ის აღმოაჩენდა.
თვალუწვდენელ ოკეანეში ხანგძლივი, დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ
კოლუმბის ერთ-ერთი გემიდან გემი შენიშნეს. 1492 წლის 12 ოქტომბერს კოლუმბი
ხმელეთზე გადავიდა. მან დაიჩოქა, ღმერთს მადლობა შესწირა და მაცხოვრის
პატივსაცემად კუნძულს სან-სალვადორი (წმინდა მაცხოვარი) უწოდა. ესპანეთის
„კათოლიკე მეფეების“ სახელით კოლუმბი კუნძულის მფლობელი გახდა. ამის
შემდეგ მან აღმოაჩინა კუბა და ჰაიტი. კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ აზიის
განაპირა კუნძულებს ანუ „ინდიებს“ მიაღწია, ამიტომ ადგილობრივ მცხოვრებლებს
ინდიელები უწოდა. 1493 წლის გაზაფხულზე კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა. მას
ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყვეს და „ოკეანის ადმირალის“ ტიტული უბოძეს.
3

1493—1502 წლებში კოლუმბმა კიდევ რამდენჯერმე იმოგზაურა ამერიკაში და


აღმოაჩინა კარიბის ზღვის ბევრი კუნძული. მაგრამ კოლუმბის ექსპედიციებმა
ესპანეთის სახელმწიფოს ვერ მოუპოვა ზღაპრული სიმდიდრე, ამიტომ მას
ჩამოართვეს ყველა ტიტული და თანდათან მიივიწყეს. ყველასაგან მიტოვებული
კოლუმბი ისე გარდაიცვალა, რომ არც კი იცოდა თავისი აღმოჩენის ჭეშმარიტი
მნიშვნელობა. იგი ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ინდოეთს მიაღწია.
იტალიელმა მოგზაურმა ამერიგო ვესპუჩიმ დაამტკიცა, რომ კოლუმბის მიერ
აღმოჩენილი მიწა ახალი კონტინენტი იყო. ახალ კონტინენტს ამერიგოს სახელი —
ამერიკა ეწოდა.
დასავლეთის გზით ინდოეთამდე მიღწევის იდეა 1519 - 1522 წლეში განახორციელა
ესპანელთა ექსპედიციამ, რომელსაც სათავეში ედგაუდრეკი ნებისყოფის მქონე
მამაცი პიროვნება ფერნანდო მაგელანი. მისი ექსპედიცია ხუთი გემით გავიდა
ატლანტის ოკეანეში. ფლოტილიამ გაიარა სამხრეთ ამერიკასა და ცეცხლოვან მიწას
შორის მდებარე სრუტე, რომელსაც დღეს მეგელანის სახელი ჰქვია. შემდეგ
ექსპედიცია შევიდა ოკეანეში. ოკეანე იმ მომენტში იმდენად მშვიდი იყო, რომ
მაგელანმა მას "წყნარი" უწოდა. ექსპედიციამ სამ თვეზე მეტი მოანდომა წყნარი
ოკეანის გადალახვას. ახალ საკვებს და სასმელ წყალს მოკლებული ადამიანები
სურავანდით ავადდებოდნენ, ბევრი მათგანი კვდებოდა.
1521 წლის მარტში ექსპედიციამ ფილიპინებს მიაღწია, სადაც მაგელანი დაიღუპა
მკვიდრ მოსახლეობასთან შეტაკებაში. მაგელანის ექსპედიციის ხუთი გემიდან
მხოლოდ ერთადერთი - "ვიქტორია" დაბრუნდა უკან. ექსპედიციის 265 წევრიდან
მხოლოდ 18 დაავადებული მეზღვაური გადარჩა ცოცხალი. "ვიქტორიათი"
ჩამოტანილი სანელებლებისაგან მიღებულმა მოგებამ დაფარა მოგზაურობის
ხარჯები და ოთხი გემის დაკარგვით მიღებული ზარალი. "ვიქტორია იყო პირველი
გემი, რომალმაც დედამიწის გარშემო იმოგზაურა და დაადასტურა, რომ მას სფეროს
ფორმა აქვს.

რეფორმაცია ევროპაში

პროტესტანტული რეფორმაცია - მასიური რელიგიური და პოლიტიკური მოძრაობა


დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში XVI საუკუნიდან XVII საუკუნის
დასაწყისამდე.
XV საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, პაპები ფაქტობრივად საერო
მმართველებად იქცნენ. მათი ვერცხლისმოყვარეობა და ზოგადად, კათოლიკურ
ეკლესიაში ამ დროისათვის გავრცელებული მანკიერებანი ბევრი ქრისტიანის
აღშფოთებას იწვევდა.
მათ შორის იყო ვიტენბერგელი ბერი და თეოლოგიის პროფესორი მარტინ ლუთერი
(1483–1546), კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის წინააღმდეგ მიმართული იმ
მძლავრი მოძრაობის მამამთავარი, რომელიც დასავლეთის ქრისტიანობის საბოლოო
განხეთქილებით დასრულდა. ეს მოძრაობა ისტორიაში პროტესტანტული
რევოლუციის სახელით შევიდა.
4

ინდულგენციაბით ვაჭრობა
პროტესტანტული მოძრაობის დაწყების უშუალო საბაბი გახდა ინდულგენციებით
ვაჭრობა. გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერს შეეძლო მიეღო ეკლესიისაგან
ინდულგენცია ანუ "ცოდვების მიტევების" სიგელი.

1515 წელს პაპმა ლეო X-მ, წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობისათვის დამატებითი
სახსრების მოძიების მიზნით, გამოსცა ბულა ინდულგენციებით ვაჭრობის შესახებ.
ჩრდილო გერმანიაში ინდულგენციების გაყიდვა დომინიკელ ბერ იოჰანეს ტეტცელს
დაევალა. მან ვიტენბერგის მახლობლად მოაწყო სავაჭრო ადგილი.

საპასუხოდ, 1517 წლის ოქტომბერში ლუთერმა, ეკლესიაში დამკვიდრებული


უმსგავსეობისათვის ყურადღების მისაპყრობად, ვიტენბერგის ეკლესიის კარზე
მიაჭედა თავისი "95 თეზისი", სადაც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანი პაპის
ინდულგენციებით კი არა, არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტი სინანულით
მოიპოვებს ხსნას. ლუთერმა ეკლესია მნიშვნელოვან თეოლოგიურ საკითხებზე
დისპუტში გამოიწვია, მაგრამ უშედეგოდ. 1518 წელს რომში დაიწყო სასამართლო
პროცესი ლუთერის წინააღმდეგ. 1520 წელს პაპმა ლეო X–მ ლუთერი ერეტიკოსად
გამოაცხადა და ეკლესიიდან მოკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა. ლუთერმა უგულვებელყო
პაპის განაჩენი.
ლუთერმა განაგრძო თავის ნაშრომებში პაპის ბიწიერების გაკიცხვა და საკუთარი
მრწამსის ჩამოყალიბება. მან უარყო პაპის, როგორც ამქვეყნად "ქრისტეს ნაცვლის",
ასევე საეკლესიო მოძღვრის, როგორც მორწმუნესა და ღმერთს შორის შუამავლის
ავტორიტეტი, მოუწოდებდა ქრისტიანებს თავად ეპოვათ გზა ღმერთისაკენ მხოლოდ
წმინდა წერილზე დაყრდნობით. ნაშრომში "ქრისტიანობის თავისუფლების შესახებ",
ის ათავისუფლებდა მორწმუნეებს საეკლესიო ვალდებულებებისაგან, როგორიცაა
მარხვა, მომლოცველობა, აღსარება, წმინდანთა თაყვანისცემა. მას ზედმეტად მიაჩნდა
ბერობის აღთქმა და სასულიერო ორდენებში გაერთიანება. შვიდი საიდუმლოებიდან
ის მხოლოდ ორს – ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა.
გერმანიის პარალელურად რეფორმაციული მოძრაობა ულრიხ ცვინგლის
თაოსნობით შვეიცარიაშიც დაიწყო. რეფორმაციული იდეები ახლად გამოგონილი
საბეჭდი მანქანების წყალობით უცბად გავრცელდა ორივე ქვეყანაში, თუმცა მათ
შორის იყო იდეოლოგიური განსხვავებები. ცვინგლის მიმდევრები თვლიდნენ, რომ
გერმანული რეფორმაცია კონსერვატული იყო და ისინი უფრო რადიკალურ
ცვლილებებს ემხრობოდნენ. შვეიცარიელი რეფორმაციონერები დღეისთვის
ცნობილი არიან ანაბაპტისტების სახელით.
ლუთრის განკვეთისა და რეფორმაციის დაგმობის შემდეგ ჟან კალვინის ნაშრომები
პოპულარული გახდა და ხელი შეუწყო სხვა და სხვა დაჯგუფებების გაერთიანებას,
როგორც შვეიცარიაში ასევე გერმანიასა უნგრეთსა შოტლანდიასა და სხვა ევროპულ
ქვეყნებში. ჟენევა გახდა პროტესტანტული მოძრაობის არაოფიციალური
დედაქალაქი.
რეფორმაცია იდეოლოგიურად დაუკავშირდა ავგუსტიანელობას. როგორდ
ლუთერი ასევე კალვინიც იყენებდნენ ნეტარი ავგუსტინეს სწავლებებს. ეს მათ
პალაგიანიზმის წინააღმდეგ უბიძგებდა. მიუხედავად იმის რომ ორივეს სწავლება
იყო ძალიან მსგავსი მათ შორის ურთიერთობა იყო ძალიან დაძაბული და
კონფლიქტამდეც კი მივიდა.
5

საღვთო რომის იმპერიაში შედიოდა ავსტრია და იგი გერმანიის, როგორც ამ


იმპერიის შემქმნელის უმთავრესი სამთავრო იყო. მას ჰაბსბურგები განაგებდნენ.
კავშირმა შემოიერთა ჩეხეთი და უნგრეთის ერთი ნაწილი. ეს მოხდა
მეთევქსმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.

სეფიანთა სპარსეთი

სეფიანთა დინასტია აზერბაიჯანული წარმომავლობის იყო , თუმცა დინასტიის


წარმომადგენლები მოციქულ მუჰამედისა და სასანიანთა სპარსული დინასტიის
შთამომავლობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას და ამით გამოხატავდნენ საკუთარი
ძალაუფლების ლეგიტიმაციის სურვილს როგორც რელიგიური (მოციქულის
მემკვიდრეები) , ისე პოლიტიკური (ირანში გაბატონება) თვალსაზრისით.
დინასტიის პირველი წარმომადგენელი შაჰ ისმაილ I ხელისუფლების სათავეში
მოვიდა აზერბაიჯანის და ანატოლიის თურქული ტომების მხარდაჭერის შედეგად ,
რომლებიც ყიზილბაშების სახელით იყვნენ ცნობილნი (წითელი თავსაფრის ტარების
გამო) . პირველ სეფიანთა ძალაუფლება ემყარებოდა ყიზილბაშთა თურქული
ტომების სამხედრო ძალას , რომლის ბალანსირება ხდებოდა სპარსული
წარმომავლობის ბიუროკრატიით .
სეფიანთა სახელმწიფო თავის ძალაუფლების მწვერვალს შაჰ აბას I დიდის (1587 –
1629) მართველობის პერიოდში აღწევს . ამ დროისთვის ხდება ყიზილბაშური
ელემენტების თანდათანობითი განდევნა სამხედრო სფეროდან და მისი ჩანაცვლება
კავკასიური ელემენტებით . კავკასიელები ასევე განსაკუთრებულ როლს
ასრილებდნენ სეფიანთა ადმინისტრაციაში . ამ გზით შაჰ აბასმა მოახერხა
სახელმწიფოს ცენტრალიზაციის გაძლიერება და მომთაბარე ყიზილბაშების
სამხედრო ძალაზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება .
სამხედრო სფეროში ჩატარებული მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად , რაშიც
ინგლისელი კონსულებიც უწევდნენ დახმარებას , შაჰ აბასმა შესძლო ახალი ტიპის
არმიის შექმნა . ის წარმატებით უპირისპირდებოდა უზბეკებს აღმოსავლეთით და
ოსმალებს დასავლეთით . შაჰ აბასმა შესძლო პორტუგალიელების განდევნა
ბაჰრეინიდან (1602 წ) და ინგლისის ფლოტის დახმარებით ჰორუზიდან სპარსეთის
ყურეში (1622 წ) , რომელიც პორტუგალიელებისთვის ინდოეთთან დამაკავშირებელი
უმნიშვნელოვანეს პუნკტს წარმოადგენდა . მან გააფართოვა სავაჭრო კავშირები
ინგლისთან და ინდოეთთან .
შაჰ აბასის მემკვიდრეების დროს სეფიანთა სახელმწიფო თანდათანობით კარგავს
ძალას და XVIII საუკუნის I მესამედში საბოლოოდ ქრება.
6

საქართველო XVI საუკუნეში

საქართველოს ერთიანი სამეფოს არსებობის პერიოდში, ქართველი პოლიტიკოსები


ცდილობდნენ მოკავშირეების პოვნას მომდგარ მტერთან საბრძოლველად.
მოკავშირეები მით უფრო საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველო დაიშალა
სამეფო-სამთავროებად. XV საუკუნის ბოლოს ქართლს უმთავრეს საფრთხეს
თეთრბატკნიანი თურქმანები უქადდა. მათ რამდენჯერმე დალაშქრეს ქართლი.
კონსტანტინე II-ის მოწოდებას – ქართველ მეფე-მთავრებს ერთად ებრძოლათ –
მტერთან გამოხმაურება ვერ პოვა. მიუხედავად ამისა, კონსტანტინემ მოახერხა მტრის
განდევნა ქართლიდან. ქართლის მეფემ ელჩი გაუგზავნა ეგვიპტის სულთანს და
ოსმალეთთან ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. კონსტანტინე II-მ ელჩობა გაუგზავნა
ესპანეთის მეფე ფერდინანდს და დედოფალ იზაბელას და მათაც ოსმალეთთან ომი
შესთავაზა. ქართევლი ელჩები ესპანეთის მეფემ და რომის პაპმა დიდი პატივით
მიიღო მაგრამ რეალური დახმარება ვერ გასწიეს. ამასობაში გაძლიერდა სამხრეთ
აზერბაიჯანის მფლობელი ისმაილი, რომლის მთავარი მოწინააღმდეგე თურქმანები
იყვნენ. ისმაილმა დახმარება ქართლის და კარეთის მეფეებს და სამცხის მთავარს
თხოვა. გამარჯვების შემთხვევაში ის ქართველებს ხარკისგან გათავისუფლებას
ჰპირდებოდა. გადამწყვეტ ბრძოლაში ისმაილის ჯარმა რომლიდან 9 000 ქართევლი
იყო, დაამარცხა თრქმანები. ჩამოყალიბდა სეფიანელთა ირანი. რომლის პირველი
შაჰი ისმაილ I იყო.
1505 წელს გამეფდა კონსტანტიენ II-ის შვილი დავით X (1505-1525 წლები).
გამეფებისთანავე ქართლს შემოუტია იმერეთის მეფემ რომელმაც, ქართლის
დასავლეთ ნაწილი დაიკავა. 1511 წელს ქართლს კახეთის მეფე გიორგი II (ავ-გიორგი)
დაესხა. ავ-გიორგი ქართლში ორი წელი დათარეშობდა. ის დავით მეფის ძმამ
დაიჭირა და ციხეში გამოკეტა. ახლა ქართლის მეფემ სცადა კახეთის დაკავება.
კახეთის ტახტის მემკვიდრე ლევან ბატონიშვილი მცირეწლოვანი იყო. მის
შესაპყრობად კახეთში ქართლსი ჯარი შევიდა. ლევანს უერთგულეს კახელმა
თავადობამ. საქმეში საგარეო ძალაც ჩაერთო. ქართლის მეფე დავითი ორჯერ
იძულრბული გახდა კახეთისთვის თავი მიენებებინა და შემოსეულ მტერთან
საბრძოლველად ქართლში დაბრუნებულიყო. ლევანის დაჭერაში ხელს დავით მეფეს
ქართლის თავადობაც უშლიდა. უკანასკნელად დავით მეფემ ალყა შემოარტყა
მაორაანის ციხეს. სადაც თავშეფარებული იყო დედოფალი ელენე და ლევან
ბატონიშვილი. ციხის მცველებს გაუჭირდათ და უკვე დანებებასაც აპირებდნენ რომ
დავით მეფეს ამცნობეს ქართლში ოსმალთა შემოსევის ამბავი. ციხეში მყოფებმა ეს
ამბავი არ იცოდნენ. ქართლის მეფემ დედოფალ ელენესთან თავისი მოციქულად
შეგზავნა თავადი ამილახვარი და სამთავნელი ეპისკოპოსი, რომლებსაც
კატეგორიულად უნდა მოეთხოვათ დანებება. დედოფალი ამაზე თანხმობდა კიდეც,
მაგრამ დავითის მოციქულებმა მას ფარულად შეატყობინეს, რომ მეფე იძულებული
იყო ციხესთვის ალყა მოეხსნა. რა თქმა უნდა, დედოფალი აღარ დანებდა და ლევან
ბატონიშვილი ამჯერადაც გადაურჩა დატყვევებას. 1518 წელს დავით X ხელახლა
შევიდა კახეთში ჯარით, მაგრამ სოფელ მაღაროსთან ბრძოლაში დამარცხდა და
იძულებული გახად კახეთის მეფედ ლევანი ეცნო.
7

ირანის ახალმა შაჰმა ისმაილ I-მა რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოში. ყველაზე


დიდი ბრძოლა 1522 წელს სოფელ თელეთთან მოხდა. ამ ბრძოლაში ვაჟკაცობით თავი
გამოიჩინა დავით X-ის ვაჟმა ლუარსაბმა. რომლის მეთაურობითაც ქართველებმა
დაამარცხეს და უკუაგდიეს ყიზილბაშთა მარცხენა ფრთა. შაჰ ისმაილ I იძულებული
გახად უკანასკნელი საშუალებისთვის მიემართა. მან ირანელთა გვარდია და
სარეზერვო ჯარი იაღლუჯის მთაზე გადმოიყვანა და ბრძოლის ველის უკნიდან
მოექცა. მტრის უკნიდან გამოჩენამ გატეხა ქართველთა სიმტკიცე. მტერს
დადევნებული ქართული მხედრობის თავმოყრა შეუძლებელი გახდა. დავით მეფე
იძულებული გახად უკან დაეხია და თბილისი დაეთმო. თბილისში შემოსულმა
ყიზილბაშებმა ხალხის ხოცვა-ჟლეტავ და დატყვევება დაიწყეს. ყიზილბაშებმა
შებღალეს ქართული სალოცავები. შაჰ ისმაილის ბრძანებით თბილისში მეტეხის
ხიდთან ააგეს მეჩეთი. თბილისის ციხეებში ყიზილბაშთა გარნიზონები ჩადგა.
ისმაილის მთავარი მიზანი საქართველოს დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მან
ქვემო ქართლში ააგო ალჯაყანის ციხე რომრლშიც ყიზილბაშთა გარნიზონები ჩადგა.
ქართველები ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ.1524 წელს
როდესაც გარდაიცვალა შაჰი ისმაილ I, ქართველები შეტევაზე გადავიდნენ და
ქვეყნიდან გააძევეს ყიზილბაშები, აიღეს და დაანგრიეს ალჯაყანის ციხე. ასეთი
წარმატების მიუხედავად 1525 წელს დავით X-მ მიანება თავი მეფობას და ბერად
აღიკვეცა. გამეფდა მისი ძმა გიორგი IX,მაგრამ არც მას არ უმეფებია დიდხანს რადგან
1527 წელს ისიც გადადგა მეფობიდან. ტახტზე ავიდა დავით X-ის შვილი თელეთის
ომის გმირი ლუარსაბ I.
XVI საუკუნის 40-იან წლებამდე ქართლში მშვიდობა სუფევდა. ამ პერიოდში
ირანში არეულობა იყო. ამიტომ ირანი აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვერ აწარმოებდა.
ხოლო მას შემდეგ რაც შაჰ თამაზ I სრულწლოვანი გახდა, მან მთელი ყურადღება
საქართველოს დაპყრობას დაუთმო. ამ პერიოდში დაწყებული იყო ომი ოსმალეთთან
ამიტომ ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველსო
დაუფლებას. 1541 წელს ყარაბახში მყოფი შაჰ თამაზი 12 000-იანი ჯარით
თბილისისკენ გამოემართა. ყიზილბაშები თბილისში ღამით შემოიჭრნენ. ამ დროს
ქალაქში ლუარსაბი არ იმყოფებოდა. ქალაქის დაცვა, ქალაქის მოურავს და ციხისთავს
გულბაათს ჰქონდა ჩაბარებული. ყიზიბაშების შემოსევით შეშინებულმა გულბაათმა
ქალაქის დაცვაზე უარი განაცხადა და მტრების მხარეს გადავიდა. შაჰ თამაზმა ჯარის
ნაწილი თბილისში დატოვა მეორე ნაწილი კი ლუარსაბის შესაპყრობად გაგზავნა.
ლუარსაბს მტერთან პირისპირ შებრძოლების ძალები არ გააჩნდა, მაგრამ მან
ბრძოლაზე უარი მაინც არ განაცხადა. ქართველები მტერეს დიდგორთან დახვდნენ
დიდად დააზარალეს და უკან გაბრუნდნენ. ლუარსაბის მცირე რაზმები მტერს
უსაფრდებოდნენ და მოულოდნელი შეტევით ანადგურეებდნენ. შაჰ თამაზი
იძულებული გახად ბრძოლა შეეწყვიტა და უკან გაბრუნებულიყო.
ლუარსაბ I ყოველთვის ეხმარებოდა ქართულ სამეფო სამთავროებს. 1545 წელს
ლუარსაბი ჯარით დაეხმარა იმერეთის მეფეს რომელიც ოსმალებს ებრძოდა. ასევე
ეხმარებოდა სამცხის მთავარსაც.
1546 წელს შაჰ თამაზი სამცხეში შეიჭრა მოარბია ლუარსაბის მომხრე თავადების
დიასამიძეებსი მამულები და აქედან ქვემო ქართლში გადავიდა. ლუარსაბს კვლავ არ
შესწევდა ძალა მტერს პირისპირ შებრძოლებოდნენ ამიტომ, ქართველები წვრილ-
წვრილი თავდასხმებით ავიწროებდნენ მათ. შაჰ თამაზმა ვერც ამჯერეად შესძლო
ქართლის დამორჩილება ამიტომ მან ხელი მიჰყო ქვეყნის ძარცვა რბევას. მაგრამ
8

ქართველების მუდმივი თავდასხმით შევიწროებული ყიზილბაშები იძულებულები


გახდნენ ქართლი დროზე დაეტოვათ. უკან მიმავალ შაჰს მორჩილებით ეახლნენ
იმერეთის და კახეთის მეფეები. ქართლის დაუმორჩილებლობით გაწბილებული შაჰი
იძულებული იყო მათ სიტყვიერ მორჩილებას დასჯერებოდა.
1551 წელს შაჰ-თამაზი მესამედ შემოესია საქართველოს. მან მიზნად სამცხე და
ქართლი ამოიღო. მტრის წინააღმდეგ მებრძოლთა დიდი ნაწილი ვარძიაში იყო
დაბანაკებული, დიდი მსხვერპლის ფასად შაჰმა შესძლო ვარძიის აღება და გაძარცვა.
ლუარსაბის მომხრე თავადები კი სიკვდილით დასაჯა. სამცხიდან შაჰი ქართლში
გადმოვიდა, ის ქართლის მოოხრებას შეუდაგა. მაგრამ აქ ხალხის მედგარ
წინააღმდეგობას წააწყდა. ლუარსაბის მომხრეებმა მტერს დიდი წინააღმდეგობა
გაუწიეს. შაჰმა ვერც ამჯერად შესძლო ქართლის დაკავება და ის უკან გაბრუნდა. შაჰ
თამაზის გასვლითანავე, ლუარსაბმა ქართლში ჩაყენებული ყიზილბაშთა ჯარი
გაწყვიტა და თბილისი გაათავისუფლა. ლუარსაბის ასეთი წარმატებით
შეშფოთებული შაჰ თამაზი 1554 წელს ქართლში მეოთხეჯერ შემოვიდა. ქვეყნის
მოთარეშების შემდეგ ის ატენის ციხეს შემოადგა, ამ ციხეში თავშეფარებულები
იყვნენ ლუარსაბის დედა და ბევრი თავდის ცოლ შვილი. მათი ხელში ჩაგდებით შაჰი
ლუარსაბზე ზემოქმედებას და მის დამორჩილებას ვარაუდობდა. ყიზილბაშებმა
შესძლეს ატენსი ციხის აღება და ძვირფასი ტყვეების ხელში ჩაგდება. მაგრამ
დედოფალმა მტრებს მისი სამშობლოს წინააღმდეგ გამოყენების საშუალება არ მისცა.
მან თავი მოიკლა. ამრიგად შაჰ თამზს ლუარსაბ მეფის დამორჩილების ეს ხერხიც
ჩაეშალა.
1555 წელს ირანმა და ოსმალეთმა დადეს ამასიის ზავი, რომლის ძალითაც
დამპყრობლებმა საქართველო გაიყვეს. ირანმა აღმოსავლეთ საქართველო ირგუნა და
დაიწყო ბრძოლები ქართლის საბოლოოდ დასამორჩილებლად. 1556 წელს შაჰ
თამაზმა ყარაბახის ბეგლარები დიდი ჯარით გამოგზავნა საქართველსო
დასამორჩილებლად. ქართველთა ჯარი მათ ქვემო ქართლის სოფელ გარისთან
დახვდა. ლუარსაბი ამ დროს ხანდაზმული იყო მან სარდლობა თავის შვილ სიმონს
ჩააბარა. თვითონ კი სხვა მოხუც დიდებულებთან და მღვდელთმსახურებთან ერთად,
ერთ-ერთ გორაზე დაბანაკდა და იქედან ადევნებდა თავალს ომის მსვლელობას.
უკუქცეული ყიზილბაშთა ერთ-ერთი ცხენოსანი რაზმი ტყეს შეეფარა და აქედან
აპირებდა გაქცევას. ისინი შემთხვევით გადააწყდნენ გორაკზე დაბანაკებულ მეფე
ლუარსაბს და მის ამალას. მოხუცები არ შეუშინდნენ მტერს და შეებნენ მათ.
გმირობის მაგალითს მეფე ლუარსაბი იძლეოდა. მას იარაღი შემოემტვრა, მაგრამ
ბრძოლის ველი მაინც არ დატოვა. მეფემ მისი ცხენი ყიზილბაშთა ერთ-ერთ ცხენს
დაატაკა და გადააგდო, მაგარმ მის ცხენსაც ფეხი ორმოში ჩაუვარდა. უცხენოდ
დარჩენილი მეფე ყიზილბაშებმა სასიკვდილოდ დაჭრეს. ამასობაში სიმონ
ბატონიშვილიც გამოჩნდა და ყიზილბაშთა ეს რაზმი გაანადგურა. მეფე ლუარსაბი ამ
ბრძოლაში დაიღუპა მეფე დიდი პატივით მცხეთაში დაკრძალეს.
ლუარსაბ I-ის გარადცვალების შემდეგ მეფე გახადა მისი შვილი სიმონ I. სვიმონმა
მთავარ მიზნად დაისახა ყიზილბაშთა განდევნა ქვეყნიდან. სიმონის თხოვნით
კახეთის მეფემ ლევანმა გამოუგზავნა ჯარი გიორგი ბატონიშვილის სარდლობით.
ქართველთა ჯარი სოფელ ციხედიდთან გროვდებოდა. ქართველთა შეკრება
ყიზილბაშებს არ გამოპარვით. ისინი ქართველთა ჯარს ღამით დაესხნენ თავს.
პირველივე შეტაკებისას დაიღუპა კახელთა ჯარსი სარდალი გიორგი ბატონიშვილი,
რის შემდეგაც კახელებმა მოკლული ბატონიშვილი ბრძოლის ველიდან გაიყვანეს და
9

თვითონაც აღარ დაბრუნდნენ. ყიზილბაშებმა შესძლეს ქართველების დამარცხება,


სიმონ მეფე იძულებული გახად უკან დაეხია. მან გორის ციხეს შეაფარა
თავი.ყიზილბაშებმა კიდევ უფრო გაამაგრეს თბილისი და დამატებითი ჯარები
შემოიყვანეს ქართლში. ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად ქვემო ქართლი
ზარალდებოდა,მოსახლეობას მობეზრდა რბევა-აწიოკება, სისხლის ღვრა,
დატყვევება. თუ აქამდე ქვემო ქართლის მოსახლეობა მედგარ წინააღმდეგობას
უწევდა მტერს, უკვე მტერთან მორგებას ცდილობდნენ. შაჰის კარმაც შეცვალა
პოლიტიკა, ყველას ვინც შაჰის მხარეს დადგებოდა დიდი წყალობით აჯილდოებდა.
1561 წელს ყიზილბაშების მხარეს გადავიდა სიმონ მეფის ძმა დავითი, რომელიც
ყაზვინში ეახლა შაჰ თამაზს, უარყო ქრისტიანობა და მაჰმადიანობა მიიღო. მას
დაუდ-ხანი უწოდეს, ხოლო შაჰმა ის თავის ”შვილად”, ე.ი ყმა-ვასალად და
საქართველოს მეფედ გამოაცხადა. დაუდ-ხანი ყიზილბაშთა ჯართან ერთად
თბილისისკენ წამოვიდა. ქართლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუდ-ხანი თავის
მეფედ არ ცნო. ისინი კვლავ სიმონ მეფეს უჭერდნენ მხარს. სიმონმა თავისი
მოღალატე ძმა რამდენჯერმე დაამარცხა და თბილისის აღებისთვის დაიწყო მზადება.
1569 წელს შაჰ თამაზმა დიდი ჯარი გამოუგზავნა დაუდ-ხანს დასახმარებლად. ეს
ჯარი ქვემო ქართლში შემოვიდა და მდინარე ალგეთის ხეობაში ფარცხისთან
დაბანაკდა. სიმონ მეფეს ხელთ მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. სიმონ მეფის ჯარმა
გაბედულად შეუტია მტერს და მეწინავე ჯარი უკუაქცია. თვითონ მეფე ჯარის
პირველ რიგებში იბრძოდა. ბრძოლაში გართულმა მეფემ ვერ შენიშნა თუ როგორ
დაშორდა ქართველთა ჯარის ძირითად ნაწილს. მტრის ჯარში მყოფმა მოღალატე
აზნაურმა კახაბერ ყორღანაშვილმა იცნო მცირე ძალის ამარა დარჩენილი მეფე და ეს
ამბავი სარდლობას ამცნო. ყიზილბაშები მთელი ძალით შემოერტყნენ მეფეს და მის
ჯარს. სიმონ მეფე დაატყვევეს. დატყვევებული მეფე ყაზვინში გაგზავნეს. შაჰ თამზი
ბევრს ეცადა დაეყოლიებინა სიმონი და გამაჰმადიანებულიყო და მის სამსახურში
ჩამდგარიყო. მაგარმ სიმონ მეფემ მტკიცე ყუარი განაცხადა. სიმონ მეფე ალამუტის
ციხეში გამოკეტეს.
1569-1578 წლებში ქართლის მეფედ ითვლებოდა დაუდ-ხანი. დაუდ-ხანს მარტო
თბილისი და ქვემო ქართლი ემორჩილებოდა. მეწინავე ჯარის ჯარისკაცმა საჩინო
ბარათაშვილმა შეიპყრო კახაბერ ყორღანაშვილი და გელიყარის ციცაბო კლდიდან
გადმოაგდო. შეიქმან ლეგენდა რომლის თანახმადაც მოღალატის ლეშს მხეცებმაც კი
არ დააკარეს პირი.
1578 წელს ოსმალებმა ამასიის ზავი დაარღვიეს. იმავე წელს ჩილდირის ტბასთან
ბრძოლაში ოსმალებმა გაანადგურეს ყიზილბაშები და სამცხის გავლით ქართლში
შემოვიდნენე. ოსმალთა სარდალი მუსტაფა ლალ ფაშა თბილისს მოადაგ და აიღო
ქალაქი. დაუდ-ხანი სულთანს ეახლა და მორჩილება გამოუცხადა. დაუდ-ხანი
ოსმალეთში დარჩა. იქ შეადგინა სამკურნალო წიგნი ” იადიგად დაუდი”. ოსმალებმა
ქართლის ციხეებში თავისი გარნიზონები ჩააყენეს, თბილისში კი ფაშა დასვეს.
ირანმა თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია დაკარგა. ასეთ ვითარებაში შაჰის კარზე
გადაწყვიტეს სვიმონ მეფის გათავისუფლება. ყიზილბაშებმა იცოდნენ რომ სვიმონ
მეფე ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდა. შექმნილ ვითარებაში ეს ირანსი
ინტერესებში შედიოდა.
ქართლში დაბრუნებული სიმონი ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა
სათავეში. 1582 წელს ქართლში ოსმალთა 20 000-იანი ჯარი შემოვიდა. ოსმალთა
ლაშქარს თან სამცხის გამაჰმადიანებული ათაბაგი მუსტაფა-მანუჩარი მოჰყვებოდა.
10

მუხრანთან ბრძოლაში სვიმონმა ოსმალები სასტიკად დაამარცხა. სამცხეში


დაბრუნებულმა ოსმალო სარდლობამ დამარცხება მანუჩარს დააბრალეს და მისი
შეპყრობა განიზრახეს. მანუჩარმა შესძლო ოსმალთა ბანაკიდან თავის დახწევა ის
კვლავ გაქრისტინდა და ჩაუდაგა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას.
1590 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის ახალი ზავი დაიდო. ირანის ახალმა შაჰმა
აბას I-მა მთელი კავკასია ოსმალებს დაუთმო. ამ ზავით ოსმალების ასეთი
გაძლიერებამ შეაშფოთა ევროპელები. დაიწყეს ანტიოსმალური კოალიციის შექმნა.
რომის პაპმა წერილები გამოუგზავნა სიმონ მეფეს და კოალიციაში მონაწილეობა
შესთავაზა. ქართლის მეფე სიამოვნებით შეხვდა ამ ინიციატივას და წერილები
გაუგზავნა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს. ანტიოსმალურმა კოალიციამ რეალური
შედეგი ვერ მოიტამა.
სიმონი ბრძოლებს მაინც არ წყვეტდა. ქართველებმა ალყა შემოარტყეს გორის ციხეს.
ალყა ცხრა თვეს გაგრძელდა. დიდმარხვის დღეები იყო, ოსმალებმა ყურადღება
მოადუნეს რადგან იცოდნენ რომ მარხვის დროს ქართველები ბრძოლას
ერიდებოდნენ, ამით ისარგებლა სიმონმა და 1599 წელს მან გორი გაათავისუფლა.
ჯერი თბილისზე მიდგა შეშინებულმა ოსმალებამ 1600 წელს თბილისში ჯარი
გამოგზავნეს. სიმონმა ვერ შესძლო ჯარის მობილიზება ამიტომ მან მცირე რაზმით
მტერს გზა გადაუჭრა რათა თბილისში არ შემოეშვა. ბრძოლა 5 საათს გაგრძელდა.
ოსმალთა რიცხობრივმა უპირატესობამ თავი იჩინა. სიმონ მეფის ცხენი საფლობში
ჩავარდა. სანამ მეფე საფლობიდან ამოყავდათ ოსმალები მოვიდნენ. ერთ-ერთმა
მოღალატემ მეფე იცნო და სარდლობას მოახსენა. ქართველები მეფისთვის
სიცოცხლეს წირავდნენ, მაგრამ ოსმალებმა სიმონ მეფე ტყვედ მაინც ჩაიგდეს. სიმონი
ოსმალეთში გააგზავნეს. ოსმალები სამი დღე ზეიმოობდნენ სიმონის დატყვევებას.
1611 წელს სვიმონი იედიყულის ციხეში, ტყვეობაში გარდაიცვალა ქართველებმა
დიდი საფასური გაიღეს და მეფე საქართველოში ჩამოასვენეს. სიმონ I
სვეტიცხოველში მამის გვერდით დაკრძალეს.
11

კახეთის სამეფო XVI საუკუნეში


ერთიანი საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი VIII-მ XV საუკუნის 60-იან
წლებში განვითარებული მოვლენების გამო მხოლოდ კახეთის შენარჩუნება შესძლო.
მას გიორგი I ეწოდა, რომელიც კახეთში მეფობდა. გიორგის კახეთის დაკავება
ბრძოლით მოუხდა, ერისთავებთან ბრძოლაში გიორგის მხარი ადგილობრივმა
აზნაურებმა დაუჭირეს. გიორგიმ დაამარცხა ერიასთავები. ამის შემდეგ გიორგიმ
მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა ამ კუთხის შესანარჩუნებლად. გააუქმა
საერისთავოები. მან კახეთი მცირე საგანმგებლო ერთეულებად სამოურავოებად
დაყო. მოურევებს ისეთი დიდი ძალაუფლება აღარ ჰქონდათ როგორიც
ერისმთავრებს. სამხედრო თვალსაზრისით კახეთი დაიყო ოთხ სადროშოდ რომლის
მმართველები ფეოდალები კი არა საეკლესიო მსახურები ეპისკოპოსები გახდნენ.
ეპიდკოპოსები მეფეს უფრო ემორჩილებოდნენ ვიდრე ფეოდალები. ამასთანევე
ეპისკოპოსობა, მემკვიდრეობით არ გადადიოდა. ამიტომ მეფეს შეეძლო მისი ნების
მიხედვით გადაეყენებინა ეს თუ ის პირი. ამ ღონისძიებმა კახეთში მეფის
ხელისუფლება ძალზედ გააძლიერა. გიორგი I-მა თავის რეზიდენციად კახეთში
გრემი აირჩია.
1476 წელს კახეთის მეფე გიორგი I გარდაიცვალა, ტახტი დაიკავა მისმა შევილმა
ალექსანდრე I-მა. სწორედ ალექსანდრემ ჩაუყარა საფუძველი იმ პოლიტიკას
რომელსაც საუკუნეების მანძილზე მისი შთამომავლები მიზდევდნენე. ალექსანდრე I
ყველა საშუალებით ცდილობდა, კახეთში მშვიდობა დაემყარებინა და აეცილებინა
მტრების შემოსევები. ამიტომ მეფე დათმობებზე მიდიოდა და კარსმომდგარ მტერს
ხარკს უხდიდა და მოჩვენებით ერთგულებას ეფიცებოდა. ასეთი პოლიტიკის გამო
კახეთის მეფეები თავისი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.
ალექსანდრე კახთა მეფე პირველი იყო ქართველ პოლიტიკოსებიდან, რომელმაც
ურთიერთობები დაამყარა რუსეთთან. 1483 წელს მან ელჩობა გაუგზავნა მოსკოვის
დიდ მთავარს ივანე III-ს. რეალური დახმარება მოსკოვის მთავრისგან იმ დროს
შეუძლებელი იყო. რუსეთი სულ სამი წლის გათავისუფლებული იყო მონღოლთა 200
წლიანი უღლისგან. რუსეთი იმ ხანად არც ჩრდილოეთ და არც სამხრეთ კავკასიაში
რეალურ ძალას არ წარმოადგენდა. მაგრამ რუსეთს ერთი დიდი უპირატესობა
ჰქონდა ის მართლმადიდებლური ქვეყანა იყო მართლმადიდებლობა უნდა
ყოფილიყო იმის გარანტი, რომ რუსეთი გულწრფელად დაეხმარებოდა
საქართველოს. ცხადია ასეთი ვარაუდი მოკლებული იყო რეალობას, რადგან რუსეთი
ხალხს მართლმადიდებლობას მაშინ ახსენებდა როდესაც მიზანი ჰქონდა მისაღწევი.
კახეთში ერთი შეხედვით მშვიდობა სუფევდა, მაგრამ დაძაბული იყო
ურთიერთობები სამეფო კარზე. ალექსანდრეს უფროსი ვაჟი ეჭვიანობდა იმაზე რომ
მამაისი უპირატესობას მის მეორე ძეს დემეტრეს ანიჭებდა. 1511 წელს გიორგიმ
მოკლა მამა, ძმას თვალები დასთხარა და კახეთიდან გააძევა. გიორგის მეფობა ორი
წელი გაგრძელდა მას ავ-გიორგი შეარქვეს. 1513 წელს ავ-გიორგი ქართლში
ლაშქრობისას შეიპყრეს და ციხეში გამოკეტეს. ავ-გიორგი ციხეში გარდაიცვალა.
კახელმა თავადობამ ავ-გიორგის ერთადერთი შვილი ლევანი დამალეს. შემდგომში
მათ ისარგებლეს ქართლში ყიზილბაშთა ლაშქრობით და 1518 წელს ლევანი კახეთის
მეფედ აკურთხეს. მას შემდეგ რაც ქართლის მეფე დავით X იძულებილი იყო კახეთის
ტახტზე მეფედ ეცნო ლევან გიორგის ძე, მათ შორის მშვიდობის და მტრების
წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შეთანხმება დაიდო. ლევან მეფე ვერ ბედავდა
12

დამდგარიყო მებრძოლი ქართლის გვერდით. მაგარმ ის ქართლს ყიზილბაშთა


წინაარღმდეგ ბრძოლაში ფარულად მაინც ეხმარებოდა.ლევან მეფე ფორმალურად
ირანის უზენაესობას აღიარებდა, კახეთი იღებდა მონაწილეობას ყიზილბაშთა მხარეს
შაქ-შირვანის დასაპყრობად. ამის შემდეგ შაქ-შირვანი შევიდა ყიზილბაშურ ირანის
შემადგენლობაში. ეს კი კახეთისთვის ძალზედ სახიფათო იყო, რადგან
ყიზილბაშური ირანი კახეთს აღმოსავლეთიდან უშუალოდ დაუმეზობლდა.
შაჰ-თამაზის მიერ ქართლზე ლაშქრობებისას კახეთი განზე იდგა და ირანის შაჰს
მორჩილებას უცხადებდა. მას შემდეგ რაც 1555 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის
დადებული ზავით კახეთი უშუალოდ ირანს დაექვემდებარა. ამის შემდეგ ირანი
კახეთის საბოლოოდ დასაპყრობად დაიწყო მზადება. ამ საფრთხეს ლევან მეფე
სათანადოდ ითვალისწინებდა და ირანის წინააღმდეგ ომის სამზადისში ქრთლის
მეფეს თავისი ჯარი მიაშველა გიორგი ბატონიშვილის სარდლობით. ირანის
წინააღმდეგ ლევანმა სცადა ოსმალეთის ამხედრება მაგრამ უშედეგოდ. ჯერჯერობით
ოსმალთა სულთანს ზავის დარღვევა მიზანშეწონილად არ მიაჩნდა.
ასეთ ვითრებაში ლევან მეფემ ყურადღება რუსეთის სახელმწიფოს მიაპყრო.
რომელიც თანდათანობით გაიზარდა და იმიერკავკასიასაც მოადგა. XVI
საუკუნისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი ტომი არსებობდა, რომლებიც
განვითარების დაბალ საფეხურზე იყვნენ. კახეთს განსაკუთრებით გაურთულდა
ურთიელთობები დაღესტნელ მთიელებთან. ამ დროს ჩრდილოეთ კავკასიაში
ჩამოყალიბდა ძლიერი სამთავრო - საშამხლო რომლის მთავრობამაც ორიენტაცია
ოამალეთზე აიღო. მისგან დასავლეთით ყაბარდოს სამთავრო წარმოიქმნა. მათ შორის
მტრობა იყო. ყაბარდომ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. 1557 წელს მოსკოვში
ჩასული ყაბარდოელი ელჩობი ივანე IV-ეს, მოახსენებდნენ რომ მათთან ერთად
მფარველობას კახეთიც ითხოვდა. ლევან მეფემ წერილი გაუგზავნა რუსეთის მეფეს.
ივან მეოხემ დიდი ყურადღება დაუთმო კავკასიის საკითხსმან მდინარე თერგზე და
სუნჯაზე ციხეები ააგო. ხოლო 1562 წელს ყაბარდოს დასახრმალებლად ჯარიც
გააგზავნა. მოსკოვში ჩავიდა კახეთის მეფის ელჩი იაკობი, რომელმელსაც ივანე IV-მ
ლევან მეფესთან წერილი გამოატანა. რუსეთის ასეთი აქტიურობა კავკასიაში
შეაშფოთა როგორც ოსმალეთი ისევე ირანიც. რუსეთმა კავკასიიდან ჯარიც გაიყვანა
და ციხეებიც დაანგრია.
ლევანის გარდაცვალების შემდეგ კახეთში ბრძოლა ატყდა ტახტისთვის.
ალექსანდრე ლევანის ძემ სძლია მის ძმისშვილებს და 1574 წელს ტახტი დაიკავა.
ალექსანდრე II თავის წინაპრების მსგავსად ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა. 1578
წელს თბილისის აღების შემდეგ მუსტაფა ლალა ფაშა კახეთისკენ დაიძრა. კახეთის
მეფე მუსტაფას სართიჭალასთან დახვდა, სადაც გაიმართა მოლაპარაკება. მეფე
ალექსანდრემ დიდი დიპლომატიური ნიჭი გამოამჟღავნა. მან დაითანხმა ოსმალთა
სარდაილი იგი ქრისტიან მეფედ დაეტოვებინათ და მხოლოდ მცირე ყოველწლიური
ხარკი იკისრა - 30 საპალნე აბეშუმი. ალექსანდრეს დაევალა ოსმალებთან ერთად
ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში მიეღო მონაწილეობა. 1578 წელს შაჰმა ალექსანდრეს
გამაჰმადიანებული ძმა ისა-ხანი (იესე) დასვა შაქის გამგებლად. აშკარა იყო რომ შაჰი
ალექსანდრეს მისსავე ძმას უპირისპირებდა. ალექსანდრემ სწორად შეაფასა შექმნილი
ვითარება. შაქში ილაშქრა და ძმა დაამარცხა. შაქის მმართევლად კი მისი შვილი
ერეკლე დანიშნა.
ამასობაში კავკასიით კვლავ დაინტერესდა რუსეთი. რუსეთისთვის დიდ საფრთხეს
წარმოადგენდა თუ კავკასიაში ოსმლეთი გაბატონდებოდა, ამიტომ რუსეთის მეფემ
13

კახეთის მეფეს გამოუგზავნა აგენტი,რომელმაც ალექსანდრეს რუსეთის


მფარველობაში შესვლა შესთავაზა. ალექსანდრე II ხვდებოდა რომ ოსმალეთი
კახეთისგან მხოლოდ ხარკის აღებას არ დაკმაყოფილდებოდა და კახეთის
ოსმალეთის პროვინციად გადაქცევას შეეცდებოდა. ამიტომ ალექსანდრე რუსეთის ამ
წინადადებას კმაყოფილებით შეხვდა და რუსეთში თავისი ელჩობა მიავლინა. 1587
წელს საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის ოფიციალური ელჩობა, რომელთანაც
მოლაპარაკების შემდეგ 28 სექტემბერს გაფორმდა რუსეთ-საქართველოს პირველი
ხელშეკრულება ” ფიცის წიგნი” რომლის ძალითაც კახეთი რუსეთის მფარველობის
ქვეშ შევიდა. კახეთის მეფემ ჯვარზე მთხვევით დაადასტურა რომ რუსეთის მტერი
მისი მტერიც იქნებოდა, ამასთანავე რუსეთი დაიცავდა კახეთს ყველა მტრისგან.
რუსეთს უნდა ჩაედგა ციხეები თერგზე, და კახეთისკენ გზა გაეხსნა, რომ საბოლოოდ
ალაგმულიყო დაღესტნელი მთიელების შემოსევები, საჭიროების შემთხვევაში კი
რუსეთი კახეთს ჯარითაც უნდა დახმარებოდა. 1589 წელს რუსეთის მეფემ კახეთის
მეფეს გამოუგზავნა ” წყალობის სიგელი ”. ამით ეს ხელშეკრულება ორივე მხარიდან
იქნა დამტკიცებული. რუსეთმა პირობისამებრ იმიერკავკასიაში ციხეები ჩადგა.
ალექსანდრე II ცდილობდა კავკასიის დაუფლებისთვის მებრძოლ სამივე
სახელმწიფოსთან - რუსეთთან, ირანთან და ოსმალეთთან მშვიდობიანი
ურთიერთობები ჰქონოდა. კახეთი ფაქტობრივად სამივე ქვეყნის ვასალობას
აღიარებდა. XVI საუკუნის ბოლომდე ეს პოლიტიკა ამართლებდა. სხავ ქართული
სამეფოებისგან განსხვავებით კახეთი აღმავლობას განიცდიდა.კახეთში მშვიდობის
დამყარებას ხელი შეუწყო ქართლის მებრძოლურმა პოლიტიკამ რადგან, ირანი და
ოსმალეთი იმის შიშით რომ ქართლს კახეთიც არ შეერთებოდა თავისი ძალით.
კახეთის მეფეებს თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდნენ და მოჩვენებითი
ყმობით კმაყოფილდებოდნენ. ყველამ კარგად იცოდა და მათ შორის კახეთის
მეფეებმაც რომ კახეთში მშვიდობა დროებითი იყო. ქართლის განადგურების შემდეგ
კახეთის ჯერიც დადგებოდა. ამიტომაც ამყარებდნენ კახეთის მეფეები კავშირს
რუსეთთან. კახეთში ვითარება მკვეთრად იცვლება XVII საუკუნეში.
14

იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში


იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ (1484-1510) შესძლო თავისი ძალაუფლება
გაევრცელებინა :გურიაზე, სამეგრელოზე, აფხაზეთზე და სვანეთზე. და მთლიანად
დასავლეთ საქართველო იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა,თუმცა ეს მორჩილება
ფორმალური იყო. იმერეთის მეფე ცდილობდა საკუთარი პოზიციები განემტკიცებინა
არა მარტო დასავლეთ საქართველოში არამედ ქართლშიც. 1509 წელს მან ქართლში
ილაშქრა და გორი აიღო, ქართლის ნაწილი იმერეთის მეფის ხელში გადავიდა.
ალექსანდრემ ქართლის დიდხანს შენარჩუნება ვერ შესძლო რადგან შეატყობინეს
რომ, იმერეთის წინააღმდეგ ოსმალთა ჯარი მოდიოდა. 1510 წელს ოსმალებმა
გადაწვეს ქუთაისი და გეგუთი. ეს ოსმალების პირველი შემოსევა იყო იმერეთში.
ალექსანდრემ მიატოვა გორი და უკან გამობრუნდა მაგრამ ოსმალები უკვე წასულები
იყვნენ. ოსმალეთი უშუალოდ არ ესაზღვრებოდა იმერეთს, ოსმალეთს სამცხე
საათაბაგო ესაზღვრებოდა რომელიც ოსმალებს გზას უხსნიდა იმერეთისკენ. 1510
წელს მეფე ალექსანდრე II გარდაიცვალა ტახტი დაიკავა ბაგრატ III-მ.
1533 წელს ბაგრატმა გაილაშქრა საქართველსო ჩრდილო დასავლეთით მცხოვრებ
ჯიქებზე, რომლებიც უკვე ოსმალებს ჰყავდა დაპყრობილი. ჯიქეთზე გაილაშქრე
გურიის და სამეგრელოს მთავრებმაც. დასავლეთ საქართვლო დამარცხდა დადიანი
მოკლეს, გურიელი კი ტყვედ ჩავარდა. ამ მარცხის მიუხედავად ბაგრატი მაინც
ცდილობდა დამპყრობლებისთის გზები გადაეკეტებინა. ამჯერად მან სამცხის
დაკავება გადაწყვიტა. მასთან ერთად იბრძოდნენ სამეგრელოს და გურიის
მთავრებიც. ბრძოლა მოხდა 1535 წელს სოფელ მურჯახეთთან, იმერეთის მეფემ
დაამარცხა სამცხის ათაბაგი და ტყვედაც იგდო. ეს მოვლენები გამოიყენა ოსმალეთმა,
თავდაპირველად იმერეთის მეფე წარმატებით იცავდა სამცხეს. მაგალითად 1543
წელს სოფელ ქარღასთან მან სასტიკად დაამარხა ოსმალთა 22 000-იანი არმია და მათი
არტილერია ხელთ იგდო. 1545 წელს ოსმალთა სულთანმა უფრო დიდი ჯარი
გამოგზავნა.ბაგრატის დასახმარებლადა წამოვიდა ქართლის მეფე ლუარსაბ I.
იმერეთის ქვეშევრდომებიდან ბაგრატთან მხოლოდ გურიელი გამოცხადდა.
სამეგრელოს მთავარმა კი ამ საერთო საქმეს უღალატა. ბრძოლა მოხდა ბასიანში
სოხორისტას ველზე. ბრძოლის დასაწყისშივე ქართველებში თავი იჩინა ღალატმა და
უთანხმოებამ. მესხმა აზნაურებმა, იმის საბაბით რომ ბაგრატმა ისინი მეწინავე
ლაშქრად არ დანიშნა, მიატოვეს ბრძოლის ველი და უკან გაბრუნდნენ. ქართველები
გმირულად იბრძოლდნენ მაგრამ ოსმალები როგორც შეიარაღებით ისევე
რიცხობრივად სჯობდნენ. მოწინააღმდეგის რიცხობრივმა უპირატესობამ თავი იჩიან,
ქართველები დამარცხდნენ. ბაგრატმა სამცხე დათმო იქ ფაქტიურად ოსმალები
გაბატონდნენ.
სამცხეში მარცხის შემდეგ ბაგრატმა განიზრახა დაემორჩილებინა დასავლეთ
საქართველოს მთავრები რომლებიც იმერეთის მეფის უზენასეობას ფორმალურად
აღიარებდნენ. განსაკუთრებით ურჩობდა სამეგრელს ანუ ოდიშის მთავარი ლევან I
დადიანი. სამეგრელოს ანუ ოდიშის სამთავრო ამ პერიოდში საკმაოდ ვრცელ
ტერიტორიას მოიცავდა, საკუთრივ სამეგრელოსა აქ შედიოდა აფხაზეთიც. ბაგრატ
მეფემ სანადიროდ მიიწვია ლევან დადიანი და დააპატიმრა. ასევე სცადა გურიის
მთავრის შეპყრობაც, გურიელი მიუხვდა ბაგრატის განზრახვას და მეფეს თავი
აარიდა. მალე იმერელმა თავადებმა ლევან დადიანი სამცხეში გადაიყვანეს. ამის
15

შემდეგ გურიის და სამეგრელოს მთავრები უკვე უფრო აღარ ემორჩილებოდნენ


ბაგრატს.
დასვლეთ საქართველოს ფეოდალური დაქაუცმაცება ხელს უწყობდა ოსმალეთს. მან
გავლენა გაავრცელა საქართველოს სამხრეთ დასავლეთით. ოსმალეთმა მიიტაცა
აჭარა, ჭანეთი ასევე შეაღწია აფხაზეთშიც. აფხაზეთში ძლიერდება მთის
მოსახლეობის ჩამოსახლება და მაჰმადიანობის გავრცელება. ამიტომ ბაგრატ III-მ
დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანა.
მთავრებთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ მეფემ გაატარა ღონისძიებები მეფის
ხელისუფლება გაძლიერდა. მან იმერეთში აღადგინა და შექმნაახალი საეპისკოპოსო
ცენტრი, ეპისკოპოსებად ინიშნებოდა მეფის ერთგული პირები. ამ გზით ბაგრატმა
ეკლესია თავის გავლენის დაუქვემდებარა. მანვე მოიწვია საეკლესიო კრება
რომელზეც მრავალი საჭირბოროტო საკითხი იქნა განხილული. კრებამ მიიღო
დადგენილება ქვეყანაში ასე გავრცელებულ ქურდობა-ავაზაკობის, მკვლელობის,
ეკლესიების ძარცვისა და სხვა ბოროტებების წინააღმდეგ. კრებაზე დიდი ყურადღება
დაეთმო ტყვის სყიდვის საკითხს.
ტყვის სყიდვა- ადგილობრივი მოსახლეობის უცხოეთის ბაზარზე მონებად გაყიდვას
ნიშნავდა. ეს საშინელი სენი მთელს მსოფლიოში იყო გავრცელებული, მაგრამ
განსაკუთრებით იქ სადაც ოსმალეთის გავლენა ვრცელდებოდა. ოსმალები
ქრისტიანული ქვეყნებიდან მოტაცებულ ბავშვებს და მოზარდებს ამაჰმადიანებდნენ
და სპეციალურ სკოლებში ზრდიდნენ. მათგან ისინი იანიჩარის ნაწილებს და
მამლუქთა რაზმებს აკომპლექტებდნენ. ოსმალეთის მონათა ბაზრობებზე
განსაკუთრებით ძვირად ფასობდა საქართველოდან და ჩერქეზეთიდან ჩამოყვანილი
ტყვეები. დსავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარება მეფის ხელისუფლების
სისუსტეზე მიუთითებდა. ადგილობრივ მოსახლეობას იტაცებდა როგორც
იმიერკავკასიელები ასევე ადგილობრივი მებატონეები. მეფე ბაგრატ III შეებრძოლა
ამ სენს. სასტიკად აიკრძალა ტყვის სყიდვა. ყველა ვინც შემჩნეული იქნებოდა ამ
საქმიანობაში სასტიკად უნდა დასჯილიყო. მაგრამ ამ დადგენილების შესრულება
მეფის ძლიერი ხელისუფლების შემთხვევაში შესრულდებოდა. 1565 წელს მეფე
ბაგრატის სიკვდილის შემდეგ დასავლეთ სქართველო ანარქიამ მოიცვა.
ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა გიორგი II-მ მისი
მეფობის დროს განსაკუთრებით გართულდა ურთიერთობები როგორც მეფესა და
მთავრებს ასევე ცალკეულ თავადთა დაჯგუფებეს შორის. ურთიერთთავდასხმა,
ერთმანეთის მამულების აკლება, ტყვეების წასხმა ოსმალეთის ბაზარზე ჩვეულებრივ
მოვლენად იქცა. დასავლეთ საქართველოს მთავრები ერთმანეთთან და მეფესთან
საბრძოლეველად ხშირად იყენებდნენ ოსმალეთის ძალას. ოსმალეთი სიამოვნებით
ერეოდა იმერეთის საშინაო საქმეებში და ამით კიდევ უფრო აძლიერბდა მის
გავლენას დასავლეთ საქართველოზე.
ირანთან ომის განახლებისას ოსმალეთმა გადაწყვიტა დაეკავებინა ფოთის
ნავსადგური და ფოთი-რიონის გზა ექცია მისი ჯარის მომმარაგებელ არტერიად.
ოსმალების ეს გეგმა არ განხორციელდა, მიუხედავად ამისა ფოთში ოსმალებმა
დაიწყეს ციხეების აგება და რიონშიც შემოვიდა მათი ფლოტი. იმერლებმა ოსმალები
დაამარცხეს და ფოთში აგებული ციხეები დაანგრიეს. მუსტაფა ლალა ფაშას
ლაშქრობისას, ოსმალებმა ქართლიდან სცადეს იმერეთში შემოჭრა. მაგრამ მარცხი
განიცადეს. 1585 წლიდან იმერეთში გიორგი მეფის მცირეწლოვანი ვაჟი ლევანი
მეფობდა. ამ დროს იმერეთში სრული ანარქია იყო. დადინი და გურიელი ერთმანეთს
16

მტრობდნენ. ერთმანეთთან ბრძოლაში ჩართულები იყვნენ იმერელი თავადობის


დიდი ნაწილი. ეს იმ დროს როდესაც ქვეყანას ოსმალთა მხრიდან სრული დაპყრობა
ელოდა, ამ მძიმე დროს საჭირო იყო ქვეყნის ძალების გაერთიანება. იმერეთში
შექმნილი მძიმე ვითარებით ისარგებლა სიმონ I-მა ის გადავიდა დასავლეთ
საქართველოში და ქუთაისი დაიკავა. მაგრამ სიმონს იმერეთის დიდხანს
შენარჩუნება არ შეეძლო რადგან ქართლს ოსმლები შეესივნენ. სიმონმა როგორც კი
დატოვა ქუთაისი ტახტი დაიბრუნა ლევანმა. სიმონი კვლავ შეეცადა ტახტის
დაბრუნებას მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში ის დამარცხდა.

სამცხე-საათაბაგო

ოსმალეთისა და ირანისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სამცხე-საათაბაგოს


დაკავებას. ვინც სამცხე-საათაბაგოში გაბატონდებოდა, მას დიდი უპირატესობა
ექნებოდა როგორც მოწინააღმდეგესთან ასევე საქართველოს შემდგომ დასაპყრობად.
მესხეთიდან ადვილი იქნებოდა შეჭრა როგორც დასავლეთ საქართველოში ასევე
ქართლში. სამცხე საათბაგოს დაკარგვა გაართულებდა საქართველოს სამეფო
სამთავროების ბრძოლას დამპყრობლებთან. ამიტომ იყო რომ ქართლის და იმერეთის
მეფეები ყოველგვარ საშუაებას იყენებდნენ რათა არ დაეთმოთ სამცხე
დამპყრობლებისთვის. ამ დროს სამცხის ათაბაგები თავს უფრო ქარლისაგან და
იმერეთისაგან იცავდა ვიდრე ოსმალეთისგან ან ირანისგან. ასე მოიქცა 1510 წელს
ათაბაგი მზეჭაბუკი, როდესაც ოსმალები გაატარა თავის სამთავროზე და გზა გაუხსნა
იმერეთისკენ. 1515 წელს მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ, ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ მზეჭაბუკის ძმა მანუჩარი და მზეჭაბუკის ძმისშვილი ყვარყვარე.
მანუჩარი თურქული ორიენტაციის იყო მან თავის მომხრეებთან ერთად მოახერხა
მზეჭაბუკის დამარცხება. ამის შემდეგ ყვარყვარემ დახმარება ირანის შაჰ ისმაილ I-ს
თხოვა და ყიზილბაშთა მხარდაჭერით დაიკავა სამცხე. ყვარყვარე ათაბაგი შაჰის
ვასალი გახდა.
XVI საუკუნის 30-იან წლებში ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ომი განაახლა.
შექმნილი ვითარებით ისარგებლა იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ და სამცხე დაიკავა.
1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ყვარყვარე ტყვედ ჩავარდა და მესხეთის დიდი
ნაწილი იმერეთის მეფეს დარჩა. ომარ შალიკაშვილმა ყვარყვარეს მცირეწლოვანი ძე
ქაიხოსრო ოსმალეთის სულთანთან წაიყვანა და ბაგრატ III-ის წინააღმდეგ ბრძოლაში
შემწეობა ითხოვა. სულთანი ევროპაში ომობდა ამიტომ სამცხისთვის არ ეცალა. 1543
წელს ოსმალეთმა იმერეთის წინააღმდეგ იომა მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.
თუმცა ის კი მოახერხა რომ ტაოს და კლარჯეთის ტერიტორიებზე თავისი
ადმინისტრაციული ერთეულები - სანჯაყები შეექმნა. ეს იყო ოსმალეთის პირველი
ცდა ქართულ ტერიტორიებზე ოსმალური ადმინისტრაციული სისტემა შეექმნა. ეს
ყველაფერი ქართული მიწების ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაძში შესვლას
ნიშნავდა. 1545 წლის ბრძოლაში იმერეთმა დაკარგა სამცხე. ლუარსაბ I კვლავ
ინარჩუნებდა ჯავახთის ტერიტორიას. ქართლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის
17

ათაბაგმა ქაიხოსრომ შაჰ-თამაზთან დაამყარა კავშირი. ქაიხოსროს არ მოეწონა რომ


თურქები სამცხის ციხეებში ჩადგნენ ამიტომ მან თურქული ორიენტაცია შეიცვალა.
ათაბაგები ცდილობდნენ ოსმალეთსა და ირანს შორის ლავირება მოეხდინათ, მაგრამ
ამ პოლიტიკამ დიდი ხნით წარმატება ვერ მოიტანა.
ამასიის ზავის მიხედვით სამცხე საათაბაგო ოსმალეთსა და ირანს შორის იქნა
გაყოფილი. სამცხის დასავლეთი ნაწილი ოსმალეთს ერგო აღმოსავლეთი კი ირანს.
საათაბაგში შექმნილი მძიმე ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა იმ შინაომმა, რომელიც
დაიწყო ჯაყელებსა და შალიკაშვილებს შორის. 1578 წელს მუსტაფა ლალა ფაშა
სამხრეთ საქართლოში შემოიჭრა და სამცხის ციხეები დაიკავა. მტერმა ვერ აიღო
მგელიციხე რომლის დამცველები ხუთი დღის განმავლობასი უმკლავდებოდნენ
მტერს. ლალა ფაშა როდესაც მიხვდა რომ მეციხოვნეთა წინააღმდეგობა ვერ გატეხა
ციხეს თავი მიანება. ჩილდირის ბრძოლაში გამარჯვებულ მუსტაფა ლალა ფაშას
მანუჩარ ჯაყელი ეახლა და მორჩილება აღუთქვა. მანუჩარი ბრძოლას მთიდან
ადევნებდა თვალს და გამარჯვებულის მხარე დაიკავა. მანუჩარს იმედი ჰქონდა რომ
ოსმალები მას გადასცემდნენ საათაბაგოს და ამ მიზნით გამაჰმადიანდა. 1579 წელს
სულთნის ბრძანებით საათაბაგოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ჩილდირის საფაშო
და ფაშად გამაჰმადიანებული მანუჩარი დაინიშნა. 1582 წელს მანუჩარი კვლავ
გაქრისტიანდა და სამცხეში აჯანყება მოაწყო. ერთი წლის შემდეგ მან ცოლად
მოიყვანა ქართლის მეფის სიმონ I-ის ასული ელენე. ამით კიდევ უფრო განმტკიცდა
კავშირი ქართლის მეფეს და ათაბაგს შორის. 1587 წელს მანუჩარის წინააღმდეგ
ოსმალთა დიდი ჯარი დაიძრა. ათაბაგმა დახმარება ქართლის მეფეს სთხოვა. სიმონ I
სამცხეში გადავიდა მაგრამ მალე ის უკანვე დაბრუნდა, რადგან ოსმალები უკვე
ქართლშიც შემოიჭრნენ. ოსმალებთან გამოცხადდნენ შალიკაშვილები და ჯაყელების
მოწინააღმდეგე თავადები. ოსმალებმა ახალციხე აიღეს. მანუჩარი იძულებული
გახდა სამცხე დაეტოვებინა.
1590 წლსი ირან-ოსმალეთის ზავით მთელი კავკასია და მათ შორი სამცხე-
საათაბაგო ოსმალებს ერგო. სამხრეთ საქართველო 300 წლის განმავლობაში ოსმალთა
გავლენის ქვეშ მოექცა. ოსმალეთმა აღწერა მთელი სამცხე საათაბაგო ან გურჯისტანის
ვილაიეთი, მასში 1160 სოფელი შედიოდა. სამცხეში დაინერგა ოსმალური
მიწათმოქმედების სისტემა.მიწა შეიძლებოდა ჰქონოდა იმას ვინც მაჰმადიანი
იქნებოდა და სულთანის სამსახურში ჩადგებოდა. სამცხეში მცხოვრებ ფეოდალებს
ორი არჩევანი ჰქონდა: ან გამაჰმადიანება და მიწის შენარჩუნება, ან ყველაფრის
დაკარგვა. დაიწყო ქრისტიანობის სასტიკი დევნა. ეკლესია-მონასტრებს ანგრევდნენ
მათ ნაცვლად კი მეჩეთებს აშენებდნენ. მძიმე გადასახადები დაეკისრა ადგილობრივ
მოსახლეობას გლეხობა მასობრივად ტოვებდა სოფლებს, გურჯისტანის ვილაიეთის
300 სოფელი დაცლილი იყო. ისმალებმა დაიწყეს თურქების ჩამოსახლება.
საქართველსო უძველეს კუთხეს გადაშენების საფრხე დაემუქრა. სამხრეთ
საქართველოს დაკარგვამ მეტად გაართულა ბრძოლა ოსმალებთან. სამცხე
საათაბაგოში ხშირად ეწყობადა აჯანყებები მაგრამ ამას რეალური შედეგი არ
მოჰქონდა.
18

საქართველო XVII საუკუნეში


XVII საუკუნის დასაწყისში ძალზედ იძაბება ვითარება კახეთის სამეფოში. 1601 წელს
მეფე ალექსანდრე II ავად გახდა. კახეთის ტახტი დაიკავა მისმა ძემ დავით I-მა.
როდესაც ალექსანდრე გამოჯამრთელდა დავითმა ტახტი არ დაუთმო მამას.
ალექსანდრე II იძულებული გახდა ბერად აღკვეცილიყო. დავითმა არ შესცვალა
კეხეთის საგარეო პოლიტიკა. 1602 წელს იგი გარდაიცვალა . კახეთის სამეფო ტახტი
კვლავ ალექსანდრე I-მა დაიკავა.
ირანის ახალმა შაჰმა აბას I-მა დასაუსტებულ ირანში მნიშვნელოვანი რეფორმები
გაატარა , რის შემდეგაც ირანი კვლავ გაძლიერდა. აბას I-ის დროს შაჰის კარზე
წინაურდებიან ქართველები. თვითონ შაჰმა კარგად იცოდა ქართული. სამხედრო
რეფორმების ძირითადი გამტარებელი იყო ალავერდი-ხანი. ალავერდი-ხანი
გამაჰმადიანებული ქართველი იყო გვარად უნდირიძე. იგი ბავშობაში გაიტაცეს და
ირანში გაიზარდა. ალავერდი-ხანის სახელს უკავშირდება ირანში დიდი
აღმშენებლითი საქმიანობებიც. ისპაჰანში დღესაც არის მისი აშენებული ხიდი.
ალავერდი-ხანი იყო ირანში პირველი ყულარაღასი. ირანის სახელმწიფოს
სამსახურში დაწინაურებულები იყვნენ ალავერდი-ხანის ვაჟები: იმამყული-ხანი და
დაუდ-ხანი. შაჰ აბას I-ის კარზე სხვა ქართველებიც მოღვაწეობდნენ: სარდალი
როსტომ სააკაძე , ხოსრო-მირზა (როსტომ-ხანი). ხოსრო მირზა ისპაჰანის მოურავი
ანუ ტარული იყო. ისპაჰანის ტარულები ერთი საუკუნის მანძილზე ქართველები
იყვნენ.
1603 წელს ირანმა ომი დაიწყო ოსმალეთსი წინააღმდეგ.შაჰმა თავისთან დაიბარა
ქართლის და კახეთის მეფეები. ალექსანდრე შაჰთან დიდი ყოყმანის შემდეგ
გამოცხადდა რამაც ირანის მბრძანებელი მეტად განარისხა. შაჰი კარგად ხედავდა
რომ კახეთის მეფე რუსეთს კავკასიისკენ მოუწოდებდა, რაც ამ რეგიონიდან მისი
გაძევებით დასრულდებოდა. ირანმა ოსმალეთი რუსეთის დახმარების გარეშე
დაამარცხა , რის შემდეგაც შაჰმა მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება ალექსანდრე
II სადმი .
უკან დაბრუნებულ ალექსანდრეს შაჰმა გამოაყოლა მის კარზე აღზრდილი
გამაგმადიანებული , ალექსანდრე II-ის ვაჟი კონსტანტინე ყიზილბაშთა ჯარით. ამ
ჯარს თითქოს შირვანში მდგარი ოსმალები უნდა დაემარცხებინა, სიანმდვილეში კი
დავალებული ჰქონდა კახეთის დაკავება და აქ კონსტანტინე-ხანის დასმა. 1605 წლის
12 მარტს ძეგამში თათბირის დროს კონსტანტინე ხანის ბრძანებით ყიზილბაშებმა
მისი მამა - ალექსანდრე ძმა გიორგი და სხვა კახელი დიდებულები ამოხოცეს. ხალხმა
მამის მკვლელი კონსტანტინე მეფედ არ ისურვა და მის წინააღმდეგ აჯანყება
დაიწყეს. აჯანყებას ალექსანდრეს რძალი ქეთევან დედოფალი ჩაუდგა.
აჯანყებულებმა ერთ-ერთ ბრძოლაში კონსტანტინე მოკლეს , ყიზილბაშთა ჯარი კი
კახეთიდან გააძევეს. მოვლენების ასეთმა განვითარებამ ძალიან შეაშინა შაჰი , მაგრამ
ის ხალხის ნებას დაჰყვა და კახეთის მეფედ ქეთევანის ვაჟი ახალგაზრდა თეიმურაზი
I დაამტკიცა.
1603 წელს როდესაც შაჰმა თავისთან ქართლის და კახეთის მეფეები იხმო,
ქართლის მეფე გიორგი X-ე უყოყმანოდ ეახლა შაჰს და აქტიური მონაწილეობა მიიღო
ერევნის ციხის აღებაში. ამ სამსახურისთვის შაჰმა დავითს ყოველწლიური ჯამაგირი
დაუნიშნა და ირანში სოფლები აჩუქა. სამაგეროდ ქართლს ლორეს პროვინცია და
მდინარე დებედას ხეობა ჩამოართვა და თავის სამფლობელოდ აქცია . აქ შაჰმა
19

მუსლიმთა სასულთნო შექმნა და ბორჩალოს თურქმანული ტომები ჩამოასახლა. ამ


მიწების ხელში ჩაგდებით შაჰს გზა გაეხსნა ქართლზე . ასევე მოექცა შაჰი კახეთსაც,
მის აღმოსავლეთით მდებარე კაკ-ენისელის ალექსანდრეს ჩამოართვა და აქაც
მაჰმადიანური ტომები ჩაასახლა. ქართველი მოსახლეობა ამ ტერიტორიებზე
თანდათანობით მცირდებოდა. ამ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა
თანდათანობით გამაჰმადიანდა და მათ ინგილოები ეწოდა. შაჰ აბას I-ის გეგმა
საქართველოში ქართველობის ამოგდება და მათ ნაცვლად ყიზილბაშების
ჩამოსახლება დაიწყო.
1606 წელს გარდაიცვალა ქართლის მეფე დავით X სამეფო ტახტი დაიკავა ლუარსაბ
II-მ. 1609 წლის იანვარში ქართლში ოსმალთა ჯარი შემოიჭრა. ლუარსაბ II მცირე
ჯარის ამარა ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა. ოსმალებმა ეს შეიტყვეს და მეფის
დატყვევება განიზრახეს. სოფელ კველთაში ოსმალებმა მღვდელი თევდორე შეიპყრეს
და ცხირეთისკენ მიმავალი გზის ჩვენება მოსთხოვეს. თევდორემ მტრები სულ სხვა
მიმართულებით ატარა და დააშორა მეფის სამყოფელს. როდესაც ოსმალები
ყველაფერს მიხვდნენ ჯერ თევდორე სასტიკად აწამეს შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
თევდორეს გმირობამ ლუარსაბ მეფეს საშუალება მისცა დრო მოეგო. თბილისის
მოურავმა გიორგი სააკაძემ ჯარი შეკრიბა და მტერს შეებრძოლა. ოსმალებმა თავის
განზრახვაზე ხელი აიღეს და უკან ახალციხისკენ დაიხიეს , ისინი სოფელ
ტაშისკართან დაბანაკდნენ. გიორგიმ მტერს ახალციხისკენ მიმავცალი გზა მოუჭრა
და აიძულა ბრძოლაში ჩართულიყვნენ. ქართველებმა ტაშისკართან სასტიკად
დაამარცხეს მტრის ჯარი.
გიორგი სააკაძის წინაპრები აზნაურები იყვნენ. მისი მამა მეფის სალაროს მოლარე
იყო. გიორგი სააკაძე ჯერ კიდევ სიმონ I თან ერთად იბრძოდა ოსმალების
წინააღმდეგ. ლუარსაბის გამეფესთანავე გიორგი მეფის გვერდით დადგა. მალე ის
თბილისის , ცხინვალის და დვალეთის მოურავი გახდა. თავისი ციხესიმაგრე
გიორგის ნოსტში ჰქონდა, საგვარეულო მონასტერი კი ერთაწმინდაში. გიორგის
გავლენა მას შემდეგ გაიზარდა რაც ლუარსაბ II-მ ცოლოად მისი და შეირთო.
გიორგის ასეთი გაძლიერებით განრისხდნენ დიდი თავადები. ბერი ეგნატაშვილი
გვაუწყებს
” მაშინ ტავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არ იყო მოურავის
მოყვარული იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა... და უმეტესად საფრაჯმან
შადიმან ბართაშვილმა ”.
ლუარსაბ II დაიჯერა რასაც გიორგიზე ეუნებიდნენ. 1612 წელს გიორგი
სანადიროდ დაიბარეს განზრახული იყო ნადირობის დროს გიორგის მოკვლა.
მოურავი მისმა ერთ-ერთმა მომხრემ გააფრთხილა . მოურავი მიხვდა რომ მას
ქართლში აღარ ენდობოდნენ ამიტომ ის ირანში გადაიხიზნა. 1612 წელს შაჰ-აბასმა ,
ვითომცდა სანადიროდ თავისთან დაიბარა თეიმურაზ I და ლუარსაბ II . მეფეები შაჰს
არ ეახლნენ და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად ემოქმედათ მტრის წინააღმდეგ .
ამსაობაში ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო . ზავის დადების შემდეგ ირანის
შაჰმა მთელი ყურადღება საქართველოს დაუთმო.
1613 წელს შაჰ აბას I უზარმაზარი ლაშქრით საქართველოსკენ დაიძრა. აქედან მან
ელჩი გაუგზავნა თეიმურზ I-ს და მძევლები მოსთხოვა. თეიმურაზი იძულებული
გახდა ქეთევან დედოფალი და შვილები ლევანი და ალექსანდრე შაჰთან გაეგზავნა.
ამის შემდეგ შაჰმა თეიმურზით თავისთან დაიბარა. შაჰმა მძევლები იარნში გაგზავნა,
თვითონ კი 1614 წელს კახეთში შემოიჭრა. კახელები თავგანწირვეთ ეკვეთნენ მტერს,
20

ალყა გაარღვიეს და მეფე სამშვიდობოს გაიყვანეს. თეიმურაზი ქართლში გადავიდა


და ლუარსაბს შეხვდა. გაირკვა რომ შაჰისთვის წინააღმდეგობის გაწევა ქართლს არ
შეეძლო. თეიმურაზ I-მა თავი იმერეთს შეაფარა. აბასმა მათი ხელში ჩაგდება
განიზრახა და მეფეებს შადიმან ბარათაშვილი მიუგზავნა . ლუარსაბი ენდა მის
გამზრდელს და შაჰთან გამოცხადდა. შაჰ აბას I 50 დღე იმყოფებოდა საქართველოში.
ამ ხნის განმავლობაში საშინლად აოხრდა ქართლი და განსაკუთრებით კახეთი.
კახელების დასასჯელად შაჰმა რჩეული ჯარი გამოგზავნა. 5 000-იანმა ქართველამ
მუსრი გაავლო 15 000-იან ყიზილბაშთა ჯარს. და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
განრისხებულმა შაჰმა 1616 წელს კახეთის დასასჯელად და ამოსაგდებად დიდი ჯარი
გამოგზავნა. აბას I ჯერ თბილისში შემოვიდა და ქალაქის მმართველად ბაგრატ-ხანი
დაუდ-ხანის შვილი დანიშნა. შაჰმა თავისი ჯარი რამდენიმე ნაწილად დაყო და
კახეთს შეესია. თეიმურაზი მიხვდა რომ ირანელებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა
და იმერეთში გადავიდა. კახელები დავით ჯანდიერის ხელმძღვანელობით დიდ
წინააღმდეგობას უწევდნენ მტრს, უბრძოლველად არ ტოვებდნენ არცერთ ციხე-
სიმაგრეს და სოფელს. ყიზილბაშები ანგრევდნენ სახლებს, ეკლესია-მონასტრებს ,
ჩეხავდნენ ბაღებს და ვენახებს.
1617 წელს ირანელებმა კვლავ ილაშქრეს კახეთში. შაჰ აბას I -ის გამანადგურებელი
ლაშქრობების შემდეგ კახეთი საშინლად განადგურდა. ირანელი ისტორიკოსი წერს ”
ისეთი ქვეყანა რომწლიც ყოველდღე ურიცხვ სარგებელს იძლეოდა დაინგრა და
მიწასთან იქნა გასწორებული”. 100 000 კახელი დაიღუპა , 200 000 კი
გადასახლებული იქნა ირანის პროვინციებში ძირითადად ფერეიდანში.
ფერეიდნელი ქართველები დღესაც ცხოვრობენ. კახეთის ტერიტორიაზე
ყიზილბშებმა ჩამოასახლოეს მომთაბარე თურქმანები.
1619 წელს გარდაიცვალა ბაგრატ-ხანი ,შაჰმა ქართლის მმართველად ბაგრატის
შვილი სვიმონ-ხანი დანიშნა. სვიმონი მციხე წლის იყო, ამიტომ მას მეურვედ გიორგი
სააკაძე დაუნიშნა. ქართლის მმართველი ფაქტობრივად გიორგი სააკაძე იყო,
გიორგის არ უსარგებლია მის მაღალი თანამდებობით და მისი მტრები არ დაუსჯია.
ზოგიერთ მეტოქეს : ქაიხოსრო ჯავახიშვილს და ფარსადან ციციშვილს შეურიგდა
კიდეც. უპირველეს ყოვლისა აუცილებელი იყო ქართლის ფეოდალური ძალების
გაერთიანება , თანაც საჭირო იყო ფრთხილი მოქმედებები რადგან შაჰის კარს ეჭვი არ
აეღო. გიორგი სააკაძე შაჰს უერთგულეს პირად აჩვენებდა თავს. ირანის შაჰის
განსკუთრებით შეშფოთებას იწვევდა იწვევდა თეიმურაზ მეფის აქტიურობა. იგი
ოსმალეთში იყო გადახვეწილი და შაჰის წინააღმდეგ იღებდა მონაწილეობას . მან
რუსეთშიც გაგზავნა ელჩობა და მფარველი ქვეყნისგან მოითხოვა დახმარება. ამის
საპასუხოდ ირანის შაჰმა სასტიკად აწამა თეიურაზის შვილები , ხოლო 1622 წელს
სიკვდილით დასაჯეს ქართლის მეფე ლუარსაბ II. ქართულმა ეკლესიამ ლუარსაბი
წმინდანად შერაცხა. თეიმურაზმა რუსეთში კვლავ გააგზავნა ელჩობა და
შუამავლობით ითხოვა მისი დედის დედოფალი ქეთევანის გათავისუფლება. შაჰმა
ამის საპასუხოდ დედოფალს გამაჰმადიანება მოსთხოვა. ქეთევან დედოფალმა არ
უარყო ქრისტიანობას 1624 წლის 12 სექტემბერს ქეთევან დედოფალი სასტიკად
აწამეს. ქართველი დედოფლის გაუტეხელობამ და თავდადებამ ქართველებზე დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა. ქეთევანის სახელი მთელს მსოფლიოს მოედო.
საქართველოდან შემაშფოთებელი იმფორმაციის მიღების შემდეგ შაჰმა ოსმალეთთან
ომი შეწყვიტა, ბღდადიდან მოხსნა თავისი რჩეული ჯარის ნაწილები და
საქართველოსკენ გამოემართა. ჯარის სარდალი იყო სახელგანთქმული
21

მხედართმთავარი ყარჩიხა-ხანი. ყარჩიხა-ხანს მრჩევლად გიორგი სააკაძე დაუნიშნა.


ამჯერად შაჰმა საქართველოს საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა დაისახა, მან
ყორჩიხა-ხანს დაავალა როგორც კახეთის , ისე ქართლის ამოგდება. მოსახლეობის
დიდი ნაწილი უნდა ამოეჟლიტა, ნაწილი კი ირანში უნდა გადაესახლებინა. 1625
წელის ადრიან გაზაფრულზე ყიზილბაშთა 60 00-იანი არმია შემოვიდა ქართლში და
მუხრანთან აღაიანის ველზე დაბანაკდნენ. აქ განზრახული იყო კახეთიდან ვითომ
იმერეთში სალაშქროდ მოწვეული კახელი აზნაუირების ჯარის გაწყვეტა. ეს
ჩანაფიქრი ყიზილბაშ სარდლებს ჩაეშალათ. მათი განზრახვა ვიღაცამ გასცა. კახეთი
აჯანყებამ მოიცვა. ყარჩიხა-ხანმა ეჭვი გიორგი სააკაძეზე მიიტანა და წერილი
გაუგზავნა შაჰ აბას I-ს. გიორგი სააკაძე თავს კვლავ ერთგულად აჩვენებდა და
ყიზილბაშთა ბანაკში იმყოფებოდა. ყიზილბაშთა ამხელა ჯარის მოგერიებისთვის
აუცილებელი იყო ქართველთა ძალების გაერთიანება და ხარისხიანი მოქმედებები.
გიორგი სააკაძემ ხელთ იგდო ის წერილი რომელშიც, შაჰი ყარჩიხა-ხანს უბრძანებდა
ქართლის ამოგდებას და გიორგი სააკაძის მოკვლას. ამ წერილის შინაარსი გიორგიმ
გააცნო ქართლის თავადებს და აუხსნა თუ რა მოელოდათ მათ. ქართლის თავადობამ
გიორგის გეგამა მიიღეს. ყიზილბაშთა ჯარის ნახევარი 30 000-იანი არმია ქართლის
და კახეთის საზღვართან მდებარე სოფელ მარტყოფში იდგა. აქ იყო გიორგი სააკაძეც
თავისი უერთგულესი ოთხ პირთან ერთად, რომელთა შორის მისი ვაჟი ავთანდილიც
იყო. გიორგი სააკაძის გეგმა ასეთი იყო აჯანყებულები უნდა მომდგარიყვნენ
ყიზილბაშთა ბანაკს, ამ დროს გიორგი სააკაძე და მისი მომხრეები ყიზილბაშ
სარდლობას ამოხოცავდნენ. 1625 წლის 25 მარტს ქართველთა ჯარი ყიზილბაშებს
მოადგნენ. როდესაც ყიზილბაშთა ჯარში განგაში ატყდა, ყარჩიხა-ხანის კარავთან
შეიკრიბნენ ყიზილბაში სარდლები მათ შორის იყო გიორგი სააკაძეც და მისი
მომხრეებიც. სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ყიზილბაში სარდლობა ამოწყვიტა.
უმრთაუროდ დარჩენილი ყიზილბაშთა ჯარი აირია. ამასობაში ქართველთა ჯარმაც
შეუტია მტერს . ყიზილბაშთა 30 000-იანი არმიიდან მეათედმა შესძლო გადარჩენა.
ქართველებმა მტერს ყველა მიმართულებიდან შეუტიეს გაათავისუფლეს კახეთი
დამპყრობლებისაგან. დალაშქრეს განჯა , ყარაბახი და ახალციხე. გამარჯვებულებმა
ქართლ-კახეთის მეფედ თეიმურაზი მოიწვიეს. შაჰ აბას I განრისხებული იყო რადგან
მას ასეთი მარცხი არსად არ განეცადა. მისი ბრძანებით შაჰის კარზე მყოფ გიორგი
სააკაძის ვაჟ პაატას თავი მოკვეთეს და მამას გამოუგზავნეს. პაატა ერთაწმინდის
ეკლესიაში დაკრძალეს. შაჰის ბრძანებით დაიწყო ახალი ჯარის შეკრება .
ყიზილბაშთა ჯარი შაჰ აბას I-ის სიძის ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით მოვიდა
იმავე 1625 წლსი ივნისის ბოლოს , ისინი ქვემო ქართლში შემოვიდნენ და აქ
მარაბდის ველზე დაბანაკდნენ. ქართველებიც შედარებით მომზადებულები
დახვდნენ მტერს, მაგრამ ყიზილბაშები რიცხობრივად ბევრნი იყვნენ, მათ აგრეთვე
ცეცხლსასროლი იარაღები ჰქონდათ და შეიარაღებაში დიდი წვლილი არტილერიას
შეჰქონდა. საჭირო იყო წინდახედული მოქმედება და მტრის რიცხობრივი
უპირატესობის გაბათილება. გიორგი სააკაძემ სამხედრო თათბირზე თავადებს
საკუთარი გეგმა შესთავაზა, მაგრამ თავადებმა არ მიიღეს გიორგის გეგმები და
სამხედრო საქმეებსაც ჩამოაშორეს. მთავარსარდლობა მეფე თეიმურაზმა იკისრა.
ბრძოლა მოხდა 1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე. ყიზილბაშთა სანგრებს
ქართველთა მხედრობამ გაბედულად შეუტია. სერიოზული წინააღმდეგობის შემდეგ
ქართველებმა მტრების ბანაკში შეაღწიეს. მტერმა ბრძოლის ველიდან გაქცევა
დაიწყო. ქართველებმა თავი გამარჯვებულად ჩათვალეს და ალაფობას შეუდგნენ,
22

გამოცდილმა სარდალმა ისა-ხანმა გაქცეული ჯარის შეკრება შესძლო და თან


დამატებითი ჯარიც მიიღო. ყიზილბაშებმა გაფანტულ და ნადავლით შოვნით
გართულ ქართველებს ხელახლა შემოუტიეს. ქართველმა სარდლობამ გაფანტული
ჯარის შეკრება ვერა შესძლეს. ივლისის სიცხით დაღლი ჯარი ვეღარ უწევდა
წინააღმდეგობას ყიზილბაშებს და დაიწყეს უწესრიგოდ დახევა კოჯორ-
ტაბახმელასკენ. ამ ომში გაიმარჯვა ყიზილბაშებმა, მაგრამ მათ გამარჯვება საკმაოდ
ძვირი დაუჯდათ რადგან მათ ბრძოლის ველზე 14 000 ყიზილბაში დაკარგეს.
ქართველების დანაკარგმა კი 9 000-ი იყო. ამ ომში ძალიან ბევრმა ქართველმა
გმირული საქციელი ჩაიდინეს ესენი იყვნენ : დავით ჯანდიერი, თეიმურაზ
მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი. ბრძოლაზე გმირულად დაიღუპა ცხრა ძმა
ხერხეულიძე. ყიზილბაშთა დანაკარგი იმდენად დიდი იყო რომ მათ თავიანთი
გეგმის შესრულება ვეღარ შესძლეს. უკან დახეულ ქართველები კოჯორ-ტაბახმელას
ვიწროებში გამაგრდნენ და 10 დღის განმავლობაში აკავებდნენ მტრებს. ქართველებმა
პარტიზანული ბრძოლა გააჩაღეს, მტრის არაერთი რაზმი გაანადგურეს. მაგალითად
ქსნის ხეობაში ერთიანად მოსპეს 12 000 ყიზილბაში. ასე რომ საერთოდ ყიზილბაშთა
ზარამა 60 000 კაცს მიაღწია, რაც შაჰ აბასის ჯარის თითქმის ნახევარს შეადგენდა. ეს
შაჰ აბასის დამარცხებას ნიშნავდა.
ქართლსა და კახეთში განცდილი ფაქტობრივი მარცხის შემდეგ, შაჰ აბას I-მა
შესცვალა პოლიტიკა ქართლის და კახეთის მიმართდა, ხელი აიღო საქართველოს
ამოგდებაზე. მან მისთვის ჩვეულ ხერხს მიმართა და ქართველებს შორის შუღლის
ჩამოგდება დაიწყო. საამისო ნიადაგი ფეოდალურ საქართველოში ყოველთვის იყო.
მით უმეტეს რომ საქართველოს ამოგდების საფრთხემ გაიარა და თავადთა ნაწილი
შაჰთან შერიგების გუნებაზე დადგნენ. მათ კვლავაც არ მოსწონდათ გიორგი სააკაძის
პირველკაცობა. გიორგი სააკაძეს განუდგნენ მისი მომხრე თავადებიც, მათ შორის
მისი ცოლისძმაც ზურაბ არაგვის ერისთავი. დიდი მოურავი დაუპირისპირდა
თეიმურაზ I-ს. მით უმეტეს შაჰი თეიმურაზს მეფედ აღიარებას ჰპირდებოდა თუ ის
გიორგი სააკაძეს თავიდან მოიშორებდა. თეიმურაზის საპირისპიროდ გიორგი
სააკაძემ ქართლ-კახეთში იმერეთის ტახტის მემკვიდრის ალექსანდრე გიორგის ძის
დასმა გადაწყვიტა. ამით მთელი საქართველოს გაერთიანების კარგი პერსპექტივა
ისახებოდა. თეიმურაზის და გიორგის მომხრეებს შორის ბრძოლა გაარდაუვალი
გახდა. 1626 წლის გვიან შემოდგომაზე ბაზალეთის ტბასთან მოხდა ბრძოლა გიორგი
სააკაძის და მის მოწინააღმდეგეებს შორის . დიდი მოურავი დამარცხდა და
ოსმალეთში გადასახლდა. გიორგი მალე დაწინაურდა სულთანის სამსახურშიც, მაგრა
1629 წელს გიორგი სააკაძეს მის ვაჟს ავთანდილს და მასთან მყოფ ორმოც ქართველს
ღალატი დააბრალეს და სიკვდილით დასაჯეს. გიორგი სააკაძის ოსმალეთში
წასვლისთანავე და გარდაცვალების შემდეგ ქართლის თავადობამ ერთიანად აიშვეს.
განსაკუთრებით ურჩობდა ზურაბ ერისთავი რომელიც ფშავ-ხევსურეთის და ხევის
ჩაგდებას ცდილობდა. მაგრამ მთიელებმა ფეოდალს საკადრისი პასუხი გასცეს
ზურაბ ერისთავი სვიმონ-ხანმა მოაკვლევინა. ირანის ტახტზე ასულმა ახალმა შაჰმა
სეფიმ I-მა ქართლ-კახეთის მეფედ თეიმურაზ I ცნო.
ქვეყნის შიგნით თეიმურაზმა განამტკიცა ხელისუფლება. თეიმურაზი მაღალ
თანამდებობაზე კახელი თავადები დანიშნა, რაც ქართლის თავადების უკმაყოფიება
გამოიწვია. თეიმურაზ I აქტიურ საგარეო პოლიტიკის გატრება დაიწყო. ჯერ კიდევ
1626-1628 წლებში მან დასავლეთ ევროპაში მიავინა თავისი ელჩი - ნიკოლოზ
ჩოლოყაშვილი იგივე ნიკიფორე ირბახი. მან ესპანეთის მეფეს ირანის წინააღმდეგ
23

ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. თეიმურაზი ახლო ურთიერთობაში იყო ირანში


მოღვაწე ალავერდი-ხანთან, განჯის ბეგლარ დაუდ-ხანთან და შირაზმის მმართველ
იმამ ყული ხანთან. შაჰ სეფიმის გამეფების შემდეგ ალავერდ-ხანმა მისი დიდი
თანამდებობა დაკარგა . შაჰის კარზე ამ დროს დიდკაცობდა ხოსრო-მირზა , მისი
შეგონებით შაჰმა დაიჭირა ძმები უნდირიძეები. ამის შემდეგ განჯის ბრგლარი დაუდ
ხანი საქართველოში გამოიქცა და თეიმურაზ I-ს შეეხიზნა. თეიმურაზ მეფე ირანის
წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა მან მოარბია განჯა ყარაბაღი და მდინარე არაქსის
პირას არსებული ქვეყნები . შაჰ სეფიმ თეიმურაზი მეფობიდან გადააყენა და მის
ნაცვლად გაამეფა ხოსრო მირზა, რომელიც დიდი ჯარით საქართველოსკენ
გამოემართა. მან სახელი შეიცვალა და როსტომ-ხანი დაირქვა.
როსტომ-ხანი საქართვლში 1633 წლის თებერვალში შემოვიდა. მის ჯარში ბევრი
გამაჰმადიანებული ქართველი იყო. ქართლის თავადების დიდმა ნაწილმა როსტომს
დაუჭირეს მხარი, ასე რომ თეიმურაზი იძულებული გახდა ქართლი დაეტოვებინა და
იმერეთში გადასულიყო. ქართლ-კახეთის ტახტი როსტომმა დაიკავა, თეიმურაზი
კიდევ განაგრძობდა ბრძოლას ქართლის დასაკავებლად. მან ქართლში რამდენიმე
შეთქულება მოაწყო. 1634 წელს თეიმურაზმა კახეთი დაიკავა და გამეფდა , მალე
როსტომმა ყიზილბაშთა დამატებითი ჯარი მიიღო და 1648 წელს კვლავ დაიკავა
კახეთი. როსტომის გამარჯვება იმან განაპირობა რომ მან არ სცადა ადგილობრივი
საზოგადოების და სამეურნეო სისტემის შეცვლა. მის მიერ გატარებული
ღონისძიებები ძირითადად ზედაპირული იყო . მან ზოგიერთი სამეურნეო სისტემა
სპარსულ ყაიდაზე გარდაქმნა , ზოგს კი მხოლოდ სახელი შეუცვალა, სხვა მხრივ კი
ადგილობრივი ფეოდალური სისტემა უცვლელი დარჩა. ამიტომ ქართლის თავადები
მალევე შეეგუვნენ როსტომს და მის სამსახურშივე ჩადგნენ. ქვეყანა ნანატრ
მშვიდობას ეწვია, შეწყდა ყიზილბაშთა თარეში, შენელდა თავადებს შორის
დაპირისპირება. ქვეყანაში მშვიდობის დამყარების შემდეგ გახისნული მოსახლეობა
მამაპაპურ სახლებს დაუბრუნდა და გამოცოცხლდა სოფლის მეურნეობა. აღდგა
დანგრეული ქალაქები, გამოცოცხლდა ვაჭრობა , ხელოსნობა. გაჰყავდათ გზები
აშენებდნენ ხიდებს და ქარვასლებს. მოწესიგდა საბაჟო სისტემა . როსტომ-ხანის
ინიციატივით დაიწყეს ახალი ქალაქების მშენებლობა. მის პერიოდში ქართული
კულტურა და ქრისტიანობა არ იდევნებოდა, პირიქით მას ხელი ეწყობოდა. ამ
საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის როსტომის ცოლს მარიამ დედოფალს. რომელიც
მზრუნველობას იჩენდა ქრისტიანების მიმართ.
როსტომს ქართლში მეფეს უწოდებდნენ, სინამდვეში კი ის შაჰის ვასალი იყო რასაც
ვალი ეწოდებოდა. იგი იყო პირველი მაჰმადიანი რომელიც ქართლ-კახეთის ტახტზე
შედარებით მტკიცედ დამკვიდრდა. შაჰის კარმა ახალი პოლიტიკის გატარება
დაიწყო. რომელიც მშვიდობიანი დაპყრობის პოლიტიკა იყო.
1656 წელს როსტომს კახეთი ჩამოართვეს და განჯის ხანს გადასცეს სამართავად.
1658 წელს გარდაიცვალა როსტომ-ხანი ის ირანის ქალაქ ყუმში დაკრძალეს. როსტომს
შვილი არ ჰყავდა ამიტომ ტახტზე ავიდა მისი ნაშვილები ბაგრატიონთა უმცროსი
შტოს - მუხრანბატონების შთმომავალი ვახტანგ V. 1658 წელს მოსკოვში გაემგზავრა
თეიმურაზ I. რუსეთიდან თეიმურაზმა რელური დახმარება ვერ მიიღო. და იმერეთში
დაბრუნებული ბერად აღიკვეცა. თეიმურაზი სკანდის ციხე სიმაგრეში განმარტოვდა.
როდესაც ვახტანგ V-მ იმერეთში ილაშქრა თეიმურაზი ტყვედ ჩავარდა. მთელი
სიცოცხლე ყიზილბაშების მებრძოლი თეიმურაზი ირანში გადაასახლეს. ისლამზე
მიღებაზე უარის მიღების შემდეგ ის ასტრაბადის ციხეში გამოკეტეს. 1663 წელს 74
24

წლის თეიმურაზ I გარდაივალა.ქართველებმა მისი ნეშტი ჩამოასვენეს და


ალავერდში დაკრძალეს.
XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს უმძიმესი ვითარება შეიქმნა კახეთში.
ირანის შაჰმა აბას II-მ თავისი წინაპრის აბას I-ის პოლიტიკა გააგრძელა და კახეთში
მომთაბარე თურქმანების ჩამოსახლება დაიწყო. ჩამოასახლეს 80 000 თურქმანი,
კახეთი კვლავ დადგა გადაშენების და გადაგვარების საფრთხის წინაშე. თურქმანები
ყოველმხრივ ჩაგრავდნენ და ავიწროვებდნენ ქართველებს. თურქმანები
მესაქონლეობას მისდევდნენ , მათ კახეთი მხოლოდ საძოვრებად სჭირდრბოდათ.
თურქმანთა ჩამოსახლებით უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მთის მოსახლეობა
- თუშები, ფშავები, ხევსურები. მთასა და ბარს შორის საუკუნეების განმავლობაში
არსებობდა ურთიერთკავშირი .ბარის მოსახლეობა გაჭირვების ჟამს მთაში
იხიზნებოდა, მთის მოსახლეობა საცხოვრებლად გადადიოდნენ ბარში. მთა და ბარი
ერთმანეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ცვლიდა. ბარში თურქმანთა
ჩამოსახლებით დაირღვა ეს კავშირები რაც მთასა და ბარში არსებობდა. ქართლსაც
ანალოგიური ბედი ელოდა .
ირანის წინააღმდეგ აჯანყებას ჩაუდგნენ : ზაალ არაგვის ერისთავი, ბიძანა
ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავი. აჯანყებაში მონაწილეობა
მიიღეს თუშებმა . თუშებს ზეზვა გაფრინდაშვილი მეთაურობდა, ხევსურებმა ნადირა
ხოშარაულის წინააღმდეგობით და ფშავებმა- გოგილაურის თავკავობით.
თურქმანებს კახეთში ორი ძლიერ გამაგრებული პუნქტი ჰქონდათ : ბახტრიონის ციხე
და ალავერდი, რომელიც ასევე ციხესიმაგრედ ექციათ. აჯანყება 1659 წელს მოხდა.
არაგვის საერისთავოს ჯარი ზაალის შვილის ზურაბის სარდლობით და ქსნის
ერისთავის ჯარი ახმეტაში შეიკრიბნენ. ბახტრიონის ციხისკენ მოვიდნენ თუშები,
ფშავები და ხევსურები. კახელები ბიძინა ჩოლოყაშვილის სარდლობით ალავერდს
მიადგნენ. ქართველებმა ერთდროულად შეუტიეს ამ ორ ციხეს და აიღეს. ამის შემდეგ
აჯანყებულებმა ჩამოსახლებულ თურქმანებს შეუტიეს. თურქმანთა დიდი ნაწილი
ამოწყდა , ვინც გადარჩა თავს გაქცევით უშველა. კახეთი ფიზიკურ განადგურებას
გადაურჩა.
შაჰის ბრძანებით ვახტანგ V-მ ზაალ ერისთავი მოკლა. შალვა, ელიზბარი და ბიძინა
კი შაჰს ეახლნენ, რათა ამით მაინც დაეცხროთ აბას II-ის მრისხანება და ქვეყანა
ირანელთა შესაძლო დამსჯელი ლაშქრობისგან დაეცვათ. აბას II-ის ბრძანებით
ბახტრიონის აჯანყების ხელმძღვანელები დასასჯელად იმ თურქმანებს გადასცეს,
ვისი თანატომელებიც კახეთში სახლობდნენ. 1662 წელს თურქმანებმა ქართველი
მამულიშვილები წამებით დასაჯეს. შემდგომში ისინი სამშლოში გადმოასვენეს და
იკორთის მონასტერში დაკრძალეს. ეკლესიამ შალვა ბიძინა და ელიზბარ ქსნის
ერისთავები წმინდანებად შერაცხა.
ბახტრიონის აჯანყების დროს ქართლის მეფე ვახტანგ V იყო. ის ჯერ კიდევ
როსტომ-ხანის დროს წავიდა ირანში და გამაჰმადიანდა, მას შაჰნავაზი უწოდეს.1658
წელს ქართლში გამეფებულმა ვახტანგმა როსტომის პოლიტიკა განაგრძო.
მოჩვენებითი მაჰმადიანობით და ყმობის აღიარებით იგი ცდილობდა მშვიდობიანი
ურთიერთობა შეენარჩუნებინა ირანთან. ეს კი, თავის მხრივ ქვეყანას მშვიდობიანი
განვითარების საშუალებას აძლევდა. ბახტრიონის აჯანყების შემდეგ ვახტანგს
კახეთიც დაემორჩილა. მან ისარგებლა იმერეთში დაწყებული არეულობით და
იმერეთის ტახტზე მისი შვილი არჩილი დასვა. ვახტანგის მიერ გატარებული
პოლიტიკა მიუღებელი იყო ირანისა და ოსმალეთისთვის.1639 წლის ზავით
25

დასავლეთ საქართველო ოსმალეთს ეკუთვნოდა, სულთანმა ვახტანგის მოქმედება


მის შიდა საქმეებში ჩარევად ჩათვალა და ირანს ”გურჯისტანის ვალის”
მორჩილებაში ყოლა მოსთხოვა. ვახტანგი იძულებული გაცდა არჩილის ორწლიანი
მეფობის შემდეგ ქართლში გამოეწვია.
1664 წელს გამაჰმადიანებული არჩილი შაჰმა კახთა მეფედ დაამტკიცა, არჩილი
შემდგომში კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. მისი მეფობის დროს კახეთის
ეკონომიკა გაძლიერდა, განახლდა ეკლესიები, შეაკეთეს და ააშენეს ახალი
ნაგებობები. ნაწილობრივ მოხდა ლეკების თარეშის აღკვეთა. მიუხედავად ამისა
კახელი ბატონიშვილები არჩილს უკანონო მეფედ მიიჩნევდნენ და კახეთის მეფედ
თეიმურაზ I-ის შვილი ერეკლე I სურდათ. 1674 წელს ერეკლე რუსეთიდან კახეთში
დაბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ შაჰმა ის თავისთან დაიბარა. არჩილმა იფიქრა რომ
შაჰი ერეკლეს კახეთის მეფედ დასმას უპირებსო, მიტოვა კახეთი მამის ნებართვის
გარეშე და იმერეთში გამეფებას შეეცადა. შაჰს უყურადღებოდ არ დარჩენის ქართლსა
და კახეთში მიმდინარე მოვლენები. შაჰმა თავისთან იხმო ვახტანგ V, ვახტანგმა
ქართლის გამგებლად თავისი ძე გიორგი დატოვა. 1675 წელს გზაში მიმავალი
ვახტანგი გარდაიცვალა. იგი ყუმში დაკრძალეს.
ქართლის მეფედ ვახტანგის უფროსი ძე გიორგი XI დაინიშნა. კახეთი კი ყიზილბაშ
ხანებს გადაეცა სამართავად. ხანები ყოველგვარ ხერხს ხმარობდნენ რომ კახეთი
ყიზილბაშურ სახანოდ ექციათ. ხანები ხელს უწყობდნენ ლეკიანობას, ისინი კახეთის
აღმოსავლეთ პროვინციებში კაკ-ენისელში და ჭარ-ბელაქანში ლეკებს ასახლებდნენ.
გიორგი XI ყველა ხერხს ხმარობდა რათა ყიზილბაშთა ბატონობა გადაეგდო , მან
დახმარება ოსმალეთს სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. XVII საუკუნის 80-იან წლებში
გიორგი XI , რომის პაპს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა, რომის პაპს და ევროპას
საქართველო არ აინტერესებდათ. გიორგი მხარს უჭერდა მის უმცროს ძმას არჩილს
რომელიც იმერეთში გამეფებას ცდილობდა. შაჰმა გიორგის ძმის შეპყრობა მოსთხოვა,
გიორგიმ შაჰის ბრძანება არ შეასრულა. უფრო მეტიც მან შაჰის მომხრე თავადების
დაკავებასაც შეეცადა. ყოველივე ამის საპასუხოდ შაჰმა 1688 წელს ის გადააყენა და
ქართლის მეფედ ერეკლე I დანიშნა.
ერეკლე I თითქმის 30 წლის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა , ჯერ რუსეთში
შემდეგ კი ირაში. რუსეთში ის უფლისწული ნიკოლოზის სახელით იყო ცნობილი ,
იგი დაახლოებული იყო მეფე ალექსანდრე მიხეილის ძესთან. 1674 წელს ის
მოსკოვიდან ძალიან ცივად გამოისტუმრეს. ვინაიდან ერეკლე დიდი ხანი უცხოეთში
ცხოვრობდა ის კარგად ვერ ერკვეოდა საქართველოში შექმნილი ვითარებით. მეფე
ქართლის თავადებს არ ენდობოდა , ამიტომ ყველგან თავის მომხრე პირებს ნიშნავდა.
ერეკლე შეეცადა განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, მოეწესრიგებინა ქვეყნის
მართვა გამგეობა,მაგრამ მას დასაყრდენი არ ჰქონდა და ქართლში ფეხი ვერ მოიკიდა.
ამას ისიც ემატებოდა რომ გიორგი XI არ აპირებდა მეფობის ასე ადვილად დათმობას.
ისინი ოთხი წელი ებრძოდნენ ერთმანეთს. გიორგი შეიძლებოდა შაჰს სასტიკად
დაესაჯა, მაგრამ ამ დროს ირანის შაჰს ქართლისთვის არ ეცალა. ამ პერიოდში
ავღანელებმა ირანში აჯანყება წამოიწყეს, ირანს დიდი საფრთხე დაემუქრა. გიორგი
შაჰის სამსახურში ჩადგა და მალე თავიც გამოიჩინა. 1703 წელს ირანის შაჰმა
ქართლის მეფობა კვლავ გიორგი XI-ს უბოძა. გიორგი შაჰმა საქართველოში არ
გამოუშვა. ქართლის მეფეს შაჰმა ირანის სპასალარობა და ყანდაარის ბეგლარობა
უბოძა და ავღანელთა წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა . ქართლის მმართველი გიორგი
XI-ის ძმის , ლევანის შვილი ვახტანგი დაინიშნა. 1703 წელს შაჰმა ერეკლე I-იც
26

დაიბარა თავისთან და მას კახეთის მეფობა მისცა. შაჰმა ერეკლეც თავისთან დატოვა.
ერეკლე ყულარაღასად დაინიშნა. კახეთის მმართველი კი ერეკლეს ძე დავითი გახდა.

დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში

XVII საუკუნის დასწყისში დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრებს შორის მშვიდობა


სუფევდა. ამ ვითარებამ მალე გამოიღო დადებითი შედეგი. დასავლეთ საქართველო
ოსმალეთს ხარკს აღარ უხდიდა, გურიის მთავარმა ოსმალები აჭარიდან გააძევა და იქ
თავისი გავლენა გაავრცელა. როდესაც ირანის შაჰი აბას I იმერეთის საზღვრებს
მოადგა და იქ თავშეფარებული თეიმურაზ I-ის გადაცემა მოითხოვა, მტკიცე უარი
მიიღო. შაჰმა იმერეთში შეჭრა ვერ გაბედა. ასეთი მშვიდობიანი ურთიერთობა
გაგრძელდა 20-იან წლებამდე. შემდეგ კი დაიძაბა ურთიერთობები სამეგრელოს
მთავარსა და იმერეთის მეფეს შორის. მიზეზი სამეგრელოს მთავრის ლევან II
დადიანის უზომო განდიდება იყო. ლევან დადიანმა თავის გავლენას დაუქვემდებარა
გურია, რამდენიმე ბრძოლაში კი იმერეთის მეფე დაამარცხა. ამის შემდეგ
ჩვეულებრივ ამბად იქცა ერთმანეთის დარბევა, ტყვის წაყვანა. 1622 წელს ლევან
დადიანი თავს დაესხა იმერეთის მეფის ბანაკს ქუთაისთან და ხელთ იგდო დიდძალი
ტყვე, რომელთა შორის ბევრი იმერელი წარჩინებული იყო. სამეგრელოს მთავარმა
მათ გაშვებისთვის დიდი გამოსასყიდი მოითხოვა. 1625 წელს ლევან დადიანმა
გურიის მთავარი დაამარცხა, ტყვედ იგდო და თვალები ამოწვა. მის მაგივრად კი
გურიის მთავრად დანიშნა დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი მალაქია,
რომელიც მისი ხელის შემყურე იყო. დადიანმა აფხაზეთშიც ილაშქრა დაარბია
აფხაზეთი დიდძალი ტყვე იგდო ხელთ და ხარკიც შეაწერა. იგი ქართლის მეფე
როსტმ-ხანსაც დაუკავშირდა და თავისი და მარიამი შერთო ცოლად. ამ წარმატებებმა
დადიანი ისე გაათამამა მთელ დასავლეთ საქართველოში გაბატონება გადაწყვიტა.
ამას წინ აღუდგა იმერეთის მეფე გიორგი, მაგრამ ბაღდათთან ბრძოლაში ის
დამარცხდა და ტყვედაც ჩაუვარდა განდიდებულ თავადს. მისმა მემკვიდრე
ალექსანდრემ მხოლოდ დიდი გამოსასყიდის ფასად შესძლო მეფის გათავისუფლება.
იგი იძულებული გახდა სამეგრელოსთვის დაეთმო მდინარე ცხენისწყლის
აღმოსავლეთი ტერიტორია. დიდძალი ოქროს და ვერცხლის შემდეგ, დადიანს მისცეს
ქალაქ ჩხარში და ჩიხორში მცხოვრები სომეხი და ებრაელი ვაჭრები, რომლებიც
ლევან დადიანმა მდინარე ენგურის შესართავთან რუხის ციხეში დაასახლა. აქ ლევანი
ქალაქის დაარსებას აპირებდა და ამ ღონისძიებით სამეგრელოში ხელოსნობის და
ვაჭრობის განვითარებას ვარაუდობდა. მაგრამ მისმა ღონისძიებებმა სასურველი
შედეგები ვერ მოიტანეს.
ლევან დადინი მოხერხებულ პოლიტიკას ატარებდა , მან ისარგებლა ოსმალეთის
სიძნელეებით და მის ქვეშევრდომობიდან გამოვიდა. ლევანი ირანს დაუკავშირდა.
ირანის შაჰმა როსტომ-ხანის ხელით ლევანს 50 000 მარჩი გამოუგზავნა და
ყოველწლიური ჯამაგირიც დაუნიშნა. სამეგრელოს მთავარი ირანისგან იღებდა თოფ
იარაღსაც, რაც მნიშვნელოვნად აპირობებდა მის წარმატებებს მოწინააღმდეგესთან
ბრძოლაში. ლევან დადიანი რუსეთსაც დაუკავშირდა და იქ თავისი ელჩობა
მიავლინა. თუმცა მას კახეთის და იმერეთის მსგავსად ”ფიცის წიგნი” არ მიუღია.
27

ლევან დადიანის დროს ევროპიდან სამეგრელოში ჩამოვიდნენ კათოლიკე


მისიონერები , რომლებსაც მთავარი დიდი პატივით იღებდა და ყოველმხრივ
უწყობდა ხელს მათ საქმიანობას. ამ მისიონერების საშუალებით სცადა ლევან
დადიანმა რომის პაპთან ურთიერთობის დამყარება.
ლევან დადიანის ეს ძალისხმევა ვერ აბათილებდა იმ უარყოფით შედეგებსა რასაც ,
მის მიერ ატეხილი ომიანობა და ძარცვა რბევას მოჰქონდა . ტყვეობიდან
გათავისუფლებულ გიორგი მეფეს დიდხანს არ უმეფის 1639 წელის ის გარდაიცვალა
იმერეთის ტახტი დაიკავა ალექსანდრე III-მ .მისი მეფობის დროს ბრძოლები
სამეგრელოს მთავარსა და იმერეთის მეფეს შორის კიდევ უფრო გამძაფრდა.
იმერეთსი მეფეს თავის დაცვა იმდენად გაუჭირდა რომ ქუთაის გალავანი შემოარტყა
და იქ თავი შეაფარა. ლევან დადიანი თავისუფლად დათარეშობდა არბევდა და
იკლებდა იმერეთის სოფლებს, ბევრ ტყვეს იყვანდა და შემდეგ ოსმალეთის ბაზარზე
ყიდდა. ლევან დადიანის ასეთ დაუფიქრებელ მოქმედებებს მოჰყვა ის რომ აფხაზეთი
გამოვიდა სამეგრელოს მფარველობიდან.
XVI საუკუნის ბოლომდე აფხაზეთი სამეგრელოს მფარველობის ქვეშ იყო. აქ
სახლობდნენ - კოლხური, მეგრული და სვანური მოსახლეობა და თანამედროვე
აფხაზები . რომლებიც თავიანთ თავს აფსუებს უწოდებდნენ . ადრე აფხაზეთი
აქტიურად მონაწილეობდა ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შექმნაში ამას
მოწმობს :ბიჭვინთის, ბედიის , მოქვის და სხვა ტაძრები. სასახლის ნანგრევები,
ხიდები . მაღალი იყო ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო კულტურა. ასევე
ბიჭვინთაში იყო მთელი საქართველოს საკათალიკოსოც. უკვე IV საუკუნეში
აფხაზეთში მტკიცედ არის გავრცელებული ქრისტიანობა. მაგრამ უკვე XIII
საუკუბიდან, როდესაც იწყება მონღოლთა შემოსევები . ჩრდილოეთ კავკასიიდან
იწყება აფსუა-აბაზების მონათესავე ადიღეურ-ჩერქეზული ტომების ჩამოსახლება. ეს
პროცესები ძლიერდება XV საუკუნიდან , ხოლო უკვე XVII საუკუნიდან მასიურ
ხასიათს იღებს. თავდაპირველად ისინი მთებში სახლობდნენ და აქედან ეწეოდნენ
ბარში მცხოვრებ ქართველების ძარცვა-რბევას, ტყვეების მოტაცებას. ამ საქმეში მათ
აქეზებდნენ ოსმალეთის ხელისუფლება , რადგან ოსმალეთის მონათა ბაზარზე დიდი
მოთხოვნილება იყო ქართველებზე. დასუსტებულ საქართველოს უჭირდა
მთიელების შეკავება. ბარის ქართველობა მასობრივად იყრებოდა
საცხოვრებლებიდან ან ნადგურდებოდა მთიელების შემოტევებით. ქართველების
დაცლილ ადგილებს მასიურად იკავებდნენ აფსუა-აფხაზები და მათი მონათესავე
მთიელები. აფხაზეთში არსებულ ძირძველ ქართულ ქრისტიანულ კულტურას
იკავებდა მთიელების პრიმიტიული და წარმართული კულტურა. XVII საუკუნეში
მკვეთრად შეიცვალა აფხაზეთის ეთნიკური შემადგენლობა. აფხაზეთის
მოსახლეობის დიდ ნაწილს ჩამოსახლებულები შეადგენდნენ. შარვაშიძეთა
ძირძველი ფეოდალური გვარი ძალაუნებურად შეეგუა ახალ ვითარებას და ამ
მეკობრე-მეომარ მთიელებთან ერთად დაიწყეს ახალი სამთავროს ჩამოყალიბება. მათ
ისარგებლეს იმით რომ ლევან დადიანის ყურადღება იმერეთისკენ იყო გადატანილი
და ისინი გამოვიდნენ სამეგრელოს მფარველობიდან . უფრო მეტიც ისინი შეტევაზეც
გადავიდნენ და სისტემატიურად უტევდნენ ოდიშის სამთავროს. თავდაპირველად
ლევან დადიანი ანალოგიური ზომებით პასუხობდა, ამ ბრძოლაში ქართველობა
ნადგურდებოდა. აფხაზთა ყაჩაღურმა თავდასხმებმა იმდენად შეაწუხა სამეგრელოს
მთავარი რომ მან სამთავროს ჩრდილო დასავლეთით თავდაცვითი ნაგებობების
მთელი სისტემა შექმნა . ეს ყველაფერი აფხაზებს არ აფერხებდა. საზღვარმა
28

აფხაზეთსა და სამეგრელოს სამთავროს შორის თანდათანობით აღმოსავლეთით


გადმოიწია და მდინარე ენგურამდე მოაღწია. აფხაზთა ასეთი შემოტევები
განსაკუთრებით გამწვავდა ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ .
ლევან II დადიანი 1657 წელს გარდაიცვალა , ამან იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს
ხელ-ფეხი გაუხსნა და სამეგრელოს სამთავრო დაიკავა. იმერეთის მეფემ ხელთ იგდო
ლევანის ნაძარცვი ქონება . ალექსანდრემ სამეგრელოს მმართველად მისი ერთგული
პირი ვამიყ ლიპარიტიანი დანიშნა. 1658 წ. განძასთან ბრძოლაში იმერეთის მეფემ
დაამარცხდა სამეგრელოს მთავრის ხელისუფლებისთვის მებრძოლი ლევან II
დადიანის ძმისწული ლიპარიტ იესეს ძე და მისი მომხრეები. ამით მან დასავლეთ
საქართველოში ჰეგემონობა აღიდგინა , მაგრამ 1660 წელს ალექსანდრე III
გარდაიცვალა და დასავლეთ საქართველო შინაბრძოლების ცეცხლში გაეხვა .

სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში

სამცხე სათაბაგოს დიდი ნაწილი , ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში


შედიოდა. მიუხედავად ამის სამცხის მთავრები ყველა გზას ხმარობდნენ რათ
ოსმალეთის ფარგლებიდან გამოსულიყვნენ. სამცხის ათაბაგი მანუჩარ II . ცდილობდა
ირანის დახმარებით ოსმალეთა განდევნას. ამ მიზნით 1605 წელს მანუჩარი ირანში
იმყოფებოდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა შაჰ აბას I-თან. შაჰი ხვდებოდა თუ რა
დიდ უპირატესობებს მოიპოვებდა ის თუ მანუჩარს მის მხარეს გადაიყვანდა. ამ
მიზნით შაჰი მანუჩარს სრულ დახმარებებს ჰპირდებოდა, სინამდვილეში კი სამცხის
სრული დაპყრობა სურდა. მანუჩარის გარდაცვალების შემდეგ სამცხეში ოსმალეთა
წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა, მისი მეუღლე, სიმონ I-ის ასული ელენე. ელენემ
დახმარებისთვის ირანს მიმართა. ირან-ოსმალეთის ომში, ელენემ ქართლის ჯარის
დახმარებით შესძლო ახალციხის აღება, ამ ბრძოლაში ყიზილბაშბიც
მონაწილეობდნენ. ახალციხის დაკავების შემდეგ აბას I-მა ათაბაგად მანუჩარის
შვილი მანუჩარ III ცნო. ბრძოლის ამ ეტაპზე შაჰი მანუჩარის ვასალობას
კმაყოფილდებოდა და მის ნამდვილ ზრახვებს არ ამჟღავნებდა. შაჰისთვის მთავარი
იყო სამცხის მოსახლებისთვის ეჩვენებინა რომ ირანი სამცხეში ლმობიერ პოლიტიკას
ატარებდა ვიდრე ოსმალეთი. ქართველებმა ქალაქი დიდხანს ვერ შეინარჩუნეს,
ოსმალებმა დიდი ჯარი გამოგზავნეს და ქალაქი აიღეს. ქართლი და კახეთი ამ
პერიოდში ყიზილბაშებთან სასტიკ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი და სამცხის
დახმარებას ვერ ახერხებდნენ.

ქართლის პოლიტიკოსები მათ შორის თეიმურაზ I ირანის წინააღმდეგ ოსმალეთის


გამოყენებას აპირებდა, ამიტომ მათ სამცხის დახმარება ნაკლებად შეეძლოთ. მაგრამ
ირანი არ აპირებდა სამცხის ასე მარტივად დათმობას. XVII საუკუნის 20-იან წლებში
ირანელებმა ახალციხე კვლავ დაიკავეს. ამჯერეად შაჰმა საჭიროდ არ ჩათვალა
სამცხის მანუჩარისთვის დატოვება, სამცხე ყიზილბაშეებს ჩააბარა რომლებიც
მოსახლეობის გაყიზილობაშებას შეუდგნენ. ცხადი გახდა რომ ირანის და ოსმალეთის
ზრახვები სამცხესთან მიმართებაში არაფრით არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
ოსმალები ძირითადად მესხეთის და სამცხის ნაწილის დაკავებისთვის იბრძოდა ,
29

რადგან სამცხის დიდი ნაწილი : ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი უკვე
დიდი ხანია დაპყრობილი ჰქონდა ოსმალეთს. ამან განაპირობა ის რომ 1625 წელს
ბასიანის ბრძოლაში ყიზილბაშების მოწინააღმდეგე უკვე მანუჩარ III იყო. მარაბდის
ბრძოლისას ქსნის ხეობაში ყიზილბაშთა განადგურების შემდეგ გიორგი სააკაძე
სამცხეში გადავიდა. 1625 წელს ასპინძასთან ბრძოლაში , მან ყიზილბაშები სასტიკად
დაამარცხა აიღო აწყურის და ხერთვისის ციხეები. ამის შემდეგ ახალციხე
ყიზილბაშებმა თავისით დატოვეს. გიორგი სააკაძემ დახმარება სულთანს სთხოვა,
სულთანი დახმარების გაწევას დაჰპირდა სინამდვილეში კი არაფერი გააკეთა.
ოსმალეთს ხელს აძლევდა რომ ირანს საქართველოს წინააღმდეგ ჯარი გამოეგზავნა ,
ამით საქართველოს ჯარის რაოდენობა შემცირდებოდა და ეს ოსმალებს შემდგომში
საქართველოსთან ბრძოლისას გამოადგებოდა. ამიტომ იყო რომ სულთანი გიორგი
სააკაძეს ბრძოლის გაგრძელებას ურჩევდა. გიორგიმ სამცხე მალე დატოვა და
ქართლში დაბრუნდა.
მანუჩარ III იძულებული გახდა სულთანს ხლებოდა და მორჩილება
გამოეცხადებინა. ირან-ოსმალეთის ბრძოლაში ოსმალეთისთვის დიდი მნიშვნელობა
ენიჭებოდა თუ ვის მხარეს დაიჭერდა სამცხე. ამიტომ სულთანი ამჯერად
დათმობაზე წავიდა და მანუჩარს ქრისტიანობის უარყოფა არ მოსთხოვა. ისე
დაამტკიცა ათაბაგად. უკან დაბრუნებული მანუჩარი გზაში მისმა ბიძამ მოაწამვლინა.
1639 წელს ირანსა და ოსამალეთს შორის ზავი დაიდო. ზავის თანახმად მთელი
სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს დარჩა. საქართველოს ტერიტორიის ერთი მესამედი
დაიკარგა. სამცხე-საათაბაგოში მცხოვრებ ქართველებს მხოლოდ თავიანთი თავის
იმედირა უნდა ჰქონოდათ. ისინი მარტოდმარტო აღმოჩნდნენ ოსმალეთის პირისპირ.
ბრძოლა უთანასწორო იყო. მოსახლეობის ნაწილი ტოვებდა სამცხეს , ნაწილი
მაჰმადიანდებოდა ნაწილი კი ინარჩუნებდა მართლმადიდებლობას. ამ დროიდან
იწყება კათოლიკობის გავრცელება სამცხე-საათაბაგოში. ოსმალები კათოლიკეებს
უფრო ნაკლებად ავიწროებდნენ ვიდრე მართლმადიდებლებს. ამიტომ ქართველობის
ნაწილმა მაჰმადიანობის მიღებას კათოლიკობა არჩია.
30

საქართველო XVIII საუკუნეში


1703 წელს ქართლის ჯანიშინად დაინიშნა ვახტანგი. ის სამეფოში თავიდანვე
ენერგიული და მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას შეუდგა. მან ქვეყნის
მმართველობას ჩამოაშორა ერეკლე I-ის დროს დაწინაურებული მოხელეები. დანიშნა
და მეფის ერთგული მოხელეები. ვახტანგი ხვდებოდა რომ ნებისმიერი ღონისძიების
გატარება გაჭირდებოდა თუ მას არ ექნებოდა ეკლესიის მხარდაჭერა. 1705 წელს
მოწვეულ საეკლესიო კრებაზე კათალიკოსად არჩეული იქნა ვახტანგის ძმა დომენტი.
სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისთვის შექმნა „მცველთა ჯარი“, რომელიც
თავადიშვილების, აზნაურების და მსახურებისგან კომპლექტირდებოდა. ეს
ძირითადად თავადების ურჩობის აღსაკვეთად იყო შექმნილი. მნიშვნელოვანი
ღონისძიებები გაატარა ვახტანგმა საკანონმდებლო სფეროში. მისი ინიციატივით
საგანგებოდ შეადგინეს სხვადასხვა სახის სასამართლო გადაწყვეტილებები,
სიგელები, საბუთები და მათი გათვალისწინებით შეიქმნა დასტურლამარი. მასში
შედგენილი იყო მოხელეების უფლება მოვალეობები, მიწათმფლობელობის ფორმები,
გადასახადების რაოდენობა და მრავალი საჭირო საკითხი. ვახტანგის ინიციატივით
შეკრიბეს ძველი ქართული და უცხოური სამართლის წიგნები. თვითონ ვახტანგმა
შეადგინა კანონების კრებული — „”სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა“.
რომელიც მთელ საქართველოში მოქმედებდა.
1709 წელს ავღანეთში დაიღუპა ვახტანგის ბიძა ქართლის მეფე გიორგი XI, იგი
წარმატებით იბრძოდა აჯანყებული ავღანელების წინააღმდეგ. გიორგი XI-ს თან
ახლდა 2 000 ქართველი. ავღანელთა ბელადმა გიორგის დანათესავება შესთავაზა და
ნადიმზე მიიწვია. გიორგი ენდო და მცირე რაზმით მივიდა მასთან. ავღანელებმა
ქართლის მეფე თავისი მხლებრებით მოკლეს. გიორგი XI-ს მკერდზე ჩამოკიდებული
ჯვარი ახსნეს და შაჰს გაუგზავნეს იმის დასტურად, თუ როგორი ერთგული იყო
გიორგი ირანის მბრძანებლის. შაჰმა ქართლსი მეფედ გიორგის ძმა ქაიხოსრო დანიშნა
და ისიც ავღანელთა წინააღმდეგ გაგზავნა. ქართლის ჯანიშინად კვლავ ვახტანგი
დარჩა.
ამავე პერიოდში ვახტანგმა თბილისის ციხეები ყიზილბაშებისგან გაწმინდა და იქ
ქართველები ჩააყენა. ვახტანგმა ამ საქმის გასაკებთებლად კარგი დრო შეარჩია.
დასუსტებულ ირანს ავღანელთა შემოსევებისგან ქართველები იცავდნენ. ასეთ
ვითარებაში შაჰი ყიზილბაში ციხისთავების შეცვლაზე რეაგირებას ვერ მოახდენდა.
1705 წელს ვახტანგის ინიციატივით მოსკოვში დაიბეჭდა „დავითნი“. 1709 წელს
ვახტანგმა თბილისში დააარსა სტამბა, სტამბის დაარსებაში ვახტანგს დიდი
დახმარება გაუწია ანთიმოზ ივერიელმა. ბავშობაში სამშობლოდან მოტაცებული
ანთიმოზი იერუსალიმის პატრიარქის კარზე მოხვდა და იქ აღიზარდა. როდესაც
ვლახეთის მმართველმა იერუსალიმის პატრიარქს სთხოვა მისთვის გაეგზავნა
სასტამბო საქმის მცოდნე პირი, პატრიარქმა ანთიმოზი გაუშვა. ანთიმოზმა
რუმინეთში რამდენიმე სტამბა დააარსა. ანთიმოზმა დიდი გავლენა მოახდინა
ვლახეთზე, ის ვლახეთის მიტროპოლიტიც გახდა. ანთიმოზი აქტიურად იბრძოდა
რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის და მოითხოვდა, რომ მღვდელთმსახურება
რუმინულ ენაზე შესრულებულიყო. რუმინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ
ანთიმოზი წმინდანად შერაცხა. ანთიმოზ ივერიელმა საქართველოში გამოაგზავნა
თავისი მოსწავლე მიხაი იშტვანოვიჩი. თბილისის სტამბაში ვახტანგმა პირველად
სახარება დაბეჭდა. სამი წლის განმავლობაში თბილისის სტამბაში 14 წიგნი
31

დაიბეჭდა. 1712 წელს დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანი. 1709 წელს ირანში გარდაიცვალა


კახეთის მეფე ერეკლე I. მის ნაცვლად შაჰმა კახეთის მეფედ დავით II დანიშნა.
1712 წელს ყანდარის იერიშის დროს ბევრი ქართველი დაიღუპა, მათ შორის
ქართლის მეფე ქაიხოსროც. ამჯერად შაჰმა თავისთან ვახტანგი დაიბარა. 1712 წელს
ვახტანგი თავისი ამალით ირანში გაემგზავრა. ვახტანგს თან ახლდა სულხან-საბა
ორბელიანიც. ქართლის მეფედ დანიშვნისთვის მთავარი პირობა გამაჰმადიანება იყო.
ვახტანგმა გამაჰმადიანებაზე უარი განაცხადა, შაჰმა ის დაატყვევა. ქართლი შაჰმა
ვახტანგის გამაჰმადიანებულ ძმას იესეს ჩააბარა. იესე ვახტანგის საპირისპირო
პოლიტიკას ატარებდა ყოველმხრივ ცდილობდა შაჰისთვი ერთგულება
დაემტკიცებინა. იესესთვის წინააღმდეგობის გაწევას ვახტანგის შვილი ბაქარი
ცდილობდა.
ქართველი პოლიტიკოსები შეეცადნენ დახმარება ევროპაში ეპოვნათ და იქნებ ის
მაინც მოეხერხებინათ, რომ შაჰს ვახტანგი ქრისტიანი დაესვა ქართლის ტახტზე. ამ
მიზნიშ ევროპაში გაემგზავრა სულხან-საბა ორბელიანი. სულხან-საბა შეხვდა
საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს. ქართველი ელჩობა საფრანგეთის მეფეს სთხოვდა რომ
ირანში მყოფ საფრანგეთის წარმომადგენელის ვახტანგის გათავისუფლების საკითხს
მოაგვარებდა. სულხან-საბა ორბელიანმა შემწეობა რომის პაპს სთხოვა. რომის პაპმა
ლუი XIV-ს მართლაც მისწერა წერილი, რომელშიც სთხოვა დახმარება აღმოეჩინა
ვახტანგისთვის. ლუი XIV-ს საქართველო არ აინტერესებდა. ევროპელები ირანს
თურქეთთან ომში მოკავშირედ აღიქვამდნენ. ვახტანგი მიხვდა რომ დახმარებას
ვერსაიდან მიიღებად. თანაც იესეს მართველობით შეწუხებული მოსახლეობა
მხოლოდ მასზე ამყარებდა იმედებს. 1716 წელს ვახტანგმა მოჩვენებით მიიღო
მაჰმადიანობა. შაჰამ ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცა, მაგრამ ირანში დატობა.
ქართლის გამგებლად ვახტანგ VI-ის ძე ბაქარი დაინიშნა.
1719 წელს ვახტანგ VI ქართლში დაბრუნდა. ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო.
განსაკუთრებულ ზიანს აყენაბდა ქართლს და კახეთს დაღესტნელი მთიელების
თავდასხმები. ჯერ კიდევ ირანში ყოფნისას ვახტანგ VI-სთან კავშირი დაამყარა
რუსეთის მეფის პეტრე I-ის ელჩმა არტემ სოლინსკმა. საქართველოში დაბრუნების
შემდეგ ვახტანგ VI-სა და პეტრე I-ს შორის შეთანხმება დაიდო. 1722 წელს პეტრემ
კასპიის ზღვის პირეთში ლაშქრობა დაიწყო და ამის შესახებ ამცნობა ვახტანგს.
გადასაწყვეტი იყო ჩაბმულიყო თუ არა ქართველები ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დარბაზის წევრთა უმრავლესობა წინააღმდეგი იყო მათ ეშინოდათ რომ ქვეყანა ამით
მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ვახტანგ VI-მ არ გაიზიარა დარბაზის
უმრავლესობის აზრი. მეფემ 40 000 ჯარისკაცი შეკრიბა და განჯასთან დაბანაკდა. აქ
უნდა დალოდებოდა საქართველოს მეფე რუსეთის იმპერატორს.
ამ დროს ირანი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ავღანელებმა ალყა შემოარტყეს ირანის
დედაქალაქ ისპაჰანს. ავღანელებთან ბრძოლაში დაიღუპა ვახტანგის ძმა, რომელიც
შაჰის ჯარის სარდალი იყო. შაჰმა მის ადგილზე ვახტანგის შვილი ბაქარი დანიშნა და
სასწრაფოდ დახმარება ითხოვა. ბაქარი რომელიც არ ეთანხმებოდა მამის კავშირს
რუსეთთან, სასწრაფოდ ჯარის შეკრება დაიწყო. ვახტანგ VI-მ ბაქარს შაჰის დახმარება
აუკრძალა. ამანაც იქონია გავლენა იმაზე რომ ისპაჰანი ავღანელებმა აიღეს.
სწორედ იმ დღეს როდესაც პეტრე I მა კასპიისპირეთში ლაშქრობა დაიწყო.
ვახტანგმა მოკავშირეობა ოსმალთა სულთანსაც შესთავაზა. სულთანი მონაწილეობას
აპირებდა ამ ბრძოლაში. ვახტანგ VI ძალიან ენდობოდა რუსეთის იმპერატორს,
პეტრეს კი საქართველოსთან მიმართებაში საკუთარი ზრახვები ჰქონდა. რუსებმა
32

დაიკავეს დარუბანდი მაგრამ შემდგომი ბრძოლები არ გააგრძელეს. ვახტანგი


განჯასთან იდგა და პეტრეს ელოდებოდა. ვახტანგ VI-მ ვერ გაბედა მარტო დაეწყო
ომი ირანის წინააღმდეგ. ქართლის გათავისუფლება ირანელებისაგან იმ დროს
რუსების ინტერესებში არ შედიოდა. პეტრეს ასეთმა გააქტიურებამ შეაშფოთა
ოსმალეთი. პეტრე I-ს რომ აესრულებინა თავისი დანაპირები მოუწევდა ირანთან და
ოსმალეთთან ერთდროული ომი, რაც რუსეთისთვის მეტად რთული იქნებოდა.
პეტრე I-ის იმედად მყოფი ვახტანგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ირანის ახალმა
შაჰმა მეფობა ერეკლე I-ის შვილ კონსტანტინეს გადასცა. გამაჰმადიანებული
კონსტანტინე კახეთის მეფე გახდა ძმის დავით II-ის გარდაცვალების შემდეგ. მალე
ქართლში ოსმალები შემოვიდნენ მათ დაიკავეს თბილისი და მთელი ქართლი,
დაიწყო ოსმალობა. ასეთ ვითარებაში 1724 წელს ვახტანგი იძულებული გახდა 1 200
კაცთან ერთად რუსეთში წასულიყო. იმავე წელს დაიდო ხელშეკრულება რუსეთსა
და ოსმალეთს შორის, რუსეთმა ცნო ოსმალეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს
დაპყრობა. ვახტანგს პეტერბურგში ცივად ეპყრობოდნენ. ამის შესახებ წერს ივანე
ჯავახიშვილი
„ასე უკუღმართოდ დამთავრდა საქართველოსთვის რუსთა ხელისუფლების მიერ
აღთქმული აღმოსავლეთის ქრისტიანთა მფარველობა. ჯერ თავის სასარგებლოდ
ქართველთა ომში ჩართვით და მტრისათვის გაცემით, პეტრე პირველმა ისეთი
უმადურება გამოიჩინა რომ მის მიერვე მოტყუებული და გაუბედურებული მეფე
ვახტანგისთვის შესაფერისი თავშესაფერისა და საცხოვრებელი ადგილის მიჩენა არ
ჰნებავდა“.
ქართლში გაბატონებული ოსმალებს ვახტანგ VI-ის ძმა იესე ეახლა და მორჩილება
აღუთქვა. დამპყრობლებმა იესე ქართლის მმართველად დანიშნეს. კახთა მეფემ
კონსტანტინემ დამპყრობლებს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დამარცხდა. კახეთში
ლეკების თარეში გაძლიერდა. ისინი არა მარტო კახეთს არამედ ქართლსაც
ესხმოდნენ თავს. ქართლის მოსახლეობა ტოვებდა თავის საცხოვრებელ ადგილს,
იდევნებოდა ეკლესია. 1732 წელს ოსმალებმა კახთა მეფე კონსტანტინე მოკლეს,
კახეთში გამეფდა კონსტანტინეს ძმა თეიმურაზ II.
ამასობაში ვითარება შეიცვალა ირანში. ირანელთ სარდალი ნადირ-ხანი იწყებს
ბრძოლას, ავღანელთა წინააღმდეგ. XVIII საუკუნის 30 იან წლებში ნადირმა ბრძოლა
დაიწყო ოსმალთა წინააღმდეგ და ისინი აიძულა აღმოსავლეთი საქართველო
დაეტოვებინა. ნადირ-ხანი რუსეთსაც დაუპირისპირდა და აიძულა კასპიის ზღვის
ტერიტორიები დაეტოვებინა. ნადირმა თავისთან ვახტანგმ VI დაიბარა და ქართლის
ტახტს შეჰპირდა. ვახტანგი ნადირს არ ეახლა . ვახტანგ VI 1737 წელს გარდაიცვალა
ასტრახანში.
1735 წელს ერევანში მყოფმა ნადირ-ხანმა თავისთან დაიაბარა ქართლ-კახეთის
თავადები, მათ ხარკი დააკისრა. ოსმალობა, ყიზილბაშობამ შეცვალა. მალე ნადირ-
ხანი შაჰი გახდა. 1737 წელს ნადირ-შაჰმა ბრძოლა დაიწყო ინდოეთის წინააღმდეგ ამ
ბრძოლაში, მას თან ახლდა თეიმურაზ II-ის ძე ერეკლეც. რომელსაც 15 წლის
ასაკიდან საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა მიღებული, მან ლეკთა მარბიელ
ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ლაშქარს უსარდლა.
ნადირ-შაჰმა ქართლს დიდი გადასახადი დააკისრა. ანტიირანული აჯანყება დაიწყო
გივი ამილახვარმა. ბრძოლის ბოლო ეტაპზე გივიმ დახმარება ოსმალეთსაც სთხოვა.
თეიმურაზ II კარგ ურთიერთობებს ამყარებდა ნადირ-შაჰთან. ამიტომ ნადირ-შაჰმა
გივი ამილახვართან ბრძოლა სწორედ თეიმურაზს დაავალა. იმავე წელს
33

დამარცხებული და სურამის ციხეში ალყაშემოტყმული გივი თეიმურაზს დანებდა.


1744 წელს ნადირ-შაჰმა თეიმურაზი ქართლის ერეკლე კი კახეთის მეფეებად
დაამტკიცა. 1745 წელს 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში თემურაზი და ერეკლე
ქრისტიანული წესით აკურთხეს მეფედ. 1632 წლის შემდეგ ეს იყო პირველი
შემთხვევა, როდესაც ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე ავიდა.
თეიმურაზ II-ის ქართლში და ერეკლე II-ის კახეთში გამეფებით ფაქტობრივად
გაერთიანდა ეს ორი ქართული სამეფო , ვინაიდან მამა-შვილი თანხმობით
მოქმედებდნენ და ერთობლივად აძლევდნენ პასუხს მტერ-მოყვარეს. მიუხედავად
იმისა რომ შაჰმა ქართლ-კახეთში ქრისტიანი მეფეები დასვა, სულაც არ ნიშნავდა რომ
შაჰი ხელს იღებდა ქვეყნის გაყიზილბაშებაზე. ქართლი და კახეთი კვლავ ირანის
ვასალ ქვეყანათ ითვლებოდა, აქ ირანული ჯარი იდგა და ირანელი მოხელეები
აკონტროლებდნენ მეფეების მოქმედებებს. თეიმურაზი და ერეკლე კარგად იყენებდა
ირანულ ჯარს ლეკების წინააღმდეგ, ხოლო ირანელ მოხელეებს თვითნებობის
უფლებას არ აძლევდნენ. თეიმურაზი იყენებდა ნადირ-შაჰის კეთილგანწყობას და
ამიერკავკასიაში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა. მისი მოთხოვნით ნადირ-
შაჰმა ქართლ-კახეთს გადასახადები შეუმცირა. ამის სანაცვლოდ ირანის შაჰმა
თავისთან ერეკლე დაიბარა , ერეკლეს მაგივრად ირანში თეიმურაზი გაემგზავრა
რადგან ის გამოცდილი პოლიტიკოსი და დახვეწილი დიპლომატი იყო. თეიმურაზი
ჯერ კიდევ გზაში იყო, რომ ირანში გადატრიალება მოხდა 1747 წლის ივლისში
ნადირ-შაჰი შეთქმულებმა მოკლეს. ირანის შაჰი გახდა თეიმურაზის სიძე ადილ-შაჰი,
მაგრამ მისი ხელისუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა, რამდენიმე თვეში ისიც
ჩამოაგდეს. ირანი გაუთავებელმა ანარქიამ მოიცვა. ირანის ამიერკავკასიის
სამფლობელო მრავალ წვრილ-წვრილ სახანოდ დაიშალა. მათ შორის ყველაზე
ძლიერი ქართლ-კახეთის სამეფოები იყო. ეს ვითარება ერეკლემ კარგად გამოიყენა
თავისი მდგომარების განსამტკიცებლად.
თეიმურაზის ირანში ყოფნის დროს ერეკლეს აუჯანყდა ვახტანგ VI-ის ძმისშვილი
გამაჰმადიანებული აბდულა-ბეგ იესეს ძე. მეფე ერეკლემ თბილისის კართან
სასტიკად დაამარცხა აბდულა-ბეგის ჯარი. შემდეგ ერეკლე შევიდა თბილისში და
ქალაქიდან განდევნა ყიზილბაშები, ერეკლემ აიღო მეტეხის და თაბორის ციხეები.
გამარჯვებამ დიდი სახელი მოუპოვა ერეკლეს. მეზობელი სახალოების მმართველები
ერეკლესთან დაახლოებას და მოკავშირეობას ცდილობდნენ. შაჰის კარი
საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდა და მხოლოდ მცირე
მოთხოვნილებით კმაყოფილდებოდა. 1748 წელს ერეკლემ ირანის შაჰს მხოლოდ
რამდენიმე მხევალი და 100 მეომარი გაუგზავნა ყულის ჯარში სამსარად. ეს იყო
უკანასკნელი გადახდილი ხარკი. ამის შემდეგ ქართლ-კახეთს ირანისთვის ხარკი
აღარ გადაუხდია. შაჰის თხოვნით ერეკლემ მცირე ხნით თბილისის ციხეებში ჩააყენა
300 ყიზილბაში მეომარი,მაგრამ 1749 წელს როდესაც თეიმურაზი დაბრუნდა
ყიზილბაშებმა თბილისი დატოვეს. ქართლ-კახეთი გათავისუფლდა ირანის
ბატონობისგან , თუმცა თეიმურაზ II მაინც ატარებდა გურჯისტანის ვალის ტიტულს,
რაც მას ირანისადმი გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა . გაძლიერებულმა
ქართლ-კახეთმა მალე თავის გავლენის და მფარველობის ქვეშ მოაქცია მეზობელი
სახანოები. 1749 წელს ერევნის ხანმა ქართლ-კახეთის მეფეებს დახმარებისთვის
მიმართა. მის წინააღმდეგ მომთაბარე თარაქამას თურქმანული ტომები
დაძრულიყვნენ . ქართველებმა სომხებთან ერთად დაამარცხეს მომთაბარეები, ამის
34

შემდეგ ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე საქართველოს


მფარველობა ნახიჭევნის ხანმა , ხოლო 1750 წელს განჯის სახანომაც აღიარა.
იმ წარმატებების ფონზე , რასაც ქართლ-კახეთის სამეფო აღწევდა , მაინც
გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ლეკიანობა. ლეკების შემოსევები არ წყდებოდა.
მართალია ერეკლემ რამდენიმე ბრძოლაში ისინი დაამარცხა მაგრამ ლეკები მაინც
განაგრძობდნენ კახეთის აოხრებას. ლეკების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა
კახეთის აღმოსავლეთით მდებარე კაკ-ენისელის სასულთნო და ჭარ-ბელაქანი.
ერეკლემ გადაწყვიტა ჭარ-ბელაქნის დამორჩილება. საინგილოში სალაშქროდ
ქართველმა მეფეებმა დიდი რაზმი შეკრიბეს, ქართველების გარდა ამ ლაშქარში
ყმადნაფიცი ხანების ჯარიც იყო. ერეკლე და თეიმურაზი მის მოკავშირედ მიაჩნდათ
შაქ-შირვანის მმართველი აჯი-ჩალაბსაც, რომელიც მამა-შილთან მეგობრობდა კიდეც,
მაგრამ მოხდა პირიქით. კაკა-ენისელის და ჭარ-ბელაქნის დამცველი სწორედ აჯი-
ჩალაბი გახდა. მან საიდუმლო კავშირი გააბა ქართულ ჯარში მყოფ მაჰმადიან
ხანებთან და თავსი მხარეს გადაიყვანა. ქართველმა მეფეებმა აჯი-ჩალაბს გვიან
გაუგეს მისი საქმიანობა და ალაზანთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ეს იყო
თეიმურაზის და ერეკლეს პირველი სერიოზული მარცხი, აშკარა გახდა თუ რა ძნელი
იქნებოდა ლეკიანობის დაძლევა.
მას შემდეგ რაც ქართველები ლეკებთან დამარცხდნენ , მათ თავი კიდევ უფრო
გაახშირეს კახეთზე თავდასხმები. ამასობაში ქართლ-კახეთს შემოუტია აზატ-ხანმაც.
აზატ-ხანი სამხრეთ ადარბადაგანის ტახტის მფლობელი იყო და ირანის ტახტზეც
აპირებდა ასვლას. მან გადაწყვიტა ესარგებლა ერეკლე-თეიმურაზის მდგომარეობის
გართულებით და მთელი აღმოსავლეთ ამიერკავკასია დაეკავებინა. აზატ-ხანმა
ამიერკავკასიის დამორჩილება ერევნის სახანოდან დაიწყო. მისი ჯარი მიადგა
ერევნის ციხეს , ხოლო სახანოს მთელი ტერიტორია მოაოხრა. ერევნელებმა
დახმარებისთვის ქართველებს მიმართეს. ერეკლე დაუყოვნებლივ წავიდა სომხეთში
შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ. ომი ერევნის მახლობლად ყირღბულახთან მოხდა
1751 წლის 28 ივლისს. აზატ-ხანს ერეკლეზე გაცილებით მეტი ჯარი ყავდა და
გამარჯვებაშიც დარწმუნებული იყო. ყიზილბაშებს ერეკლეს ცოცხლად ხელში
ჩაგდება სურდათ. ამ ბრძოლაში ერეკლემ დიდი მამაცობა გამოავლინა. მეფე
პირადად წარუძღავ ქართველთა მეწინავე ნაწილს და მალევა ყიზილბაშები
დამარცხდნენ , მათ გაგქცევა დაიწყეს. ქართველებმა დიდხანს სდიეს გაქცეულ მტერს
, თვით აზატ-ხანმაც თავი გაქცევით გადაირჩინა. ეს იყო ქართველების უდიდესი
გამარჯვება.
შაქ-შირვანის ხანი აჯი-ჩალაბი ქართლ-კახეთის საწინააღმდეგო კოალიციის
შექმნას ცდილობდა. მან შეძლო თეიმურაზ-ერეკლისთვის მაჰმადიანი ხანების
დაპირისპირება. 1752 წელს აჯი-ჩალაბის ჯარმა განჯასთან მეფე თეიმურაზის და
ერეკლეს ჯარი დაამარცხა. ამ წარმატებამ ხანი ძალზე გაათამამა. აჯი-ჩალაბი და მისი
მოკავშირეები ქართლის და კახეთის წინააღმდეგ ერთიანად დაიძრნენ. კახეთში
შემოიჭრა ლეკთა ბრბოები. ერეკლემ და თეიმურაზმა ენერგიული ღონისძიებები
გაატარეს. მოსახლეობა ციხეებში და მიუვალ ადგილებში გახიზნეს , ომში ქუდზე
კაცი გაიწვიეს. ჯარის დასაქირავებლად სახსრები არ კმაროდა , მაგრამ მოიძებნა
გამოსავალი. მათ სამეფო საგანძურიდან გამოიტანეს ოქროს და ვერცხლის ნივთები ,
ეს ნივთები გადასცეს ზარაფხანას , რომლისგანაც მოჭრეს ფული, ეს გამოყენებული
იქნა ჩრდილო კავკასიელების დასაქირავებლად. ამ საქმის შესრულება ერეკლემ
იკისრა, ის გაემგზავრა დარიალისკენ სადაც მოლაპარაკებები გამართა ჩერქეზებთან ,
35

მათგან ერეკლემ სერიოზული დახმარება მიიღო. ქართლიდან რუსეთში გაიგზავნა


ელჩობა , ელჩებმა საიმპერატორო კარს ამცნობა ქვეყანაში შექმნილი მძიმე
მდგომარეობა და დახმარება სთხოვეს. ამ ელჩობამ ვერც ამჯერად გამოიღო შედეგი.
ქართველების ასეთმა ენერგიულმა მოქმედებებმა მტრები შეაშინა და საქართველოს
დაპყრობაზე ხელი აიღეს. უკან გაბრუნებულ აჯი-ჩალაბის ჯარებს ერეკლე ყაზახ-
შამშადილოს საზღვართან მიეწია და სასტიკად დაამარცხა ეს მოხდა 1752 წლის 5
სექტემბერს. ამ გამარჯვებით ერეკლემ ქვეყანას ააცილა ის დიდი საფრთხე რასაც აჯი-
ჩალაბი უქადდა, ამ ბრძოლის შემდეგ დაიშალა მაჰმადიანთა კოალიცია, რომელიც
ქართლ-კახეთის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ერევნის, განჯის და სხვა
ქვეყნების ხანები კვლავ მორჩილების გზას დაადგნენ. სანამ ქართველები ამ ბრძოლას
მოიგებდნენ, ქართველების წინააღმდეგ კვლავ დაიძრა აზატ-ხანი, მაგრამ მას შემდეგ
რაც მან შეიტყო ქართველების გამარჯვება ქართლ-კახეთის მეფეებს ზავი შესთავაზა.
ამ პერიოდში თეიმურაზისთვის და ერეკლესთვის ზავი მეტად მნიშვნელოვანი იყო.
ხმა ერეკლეს სამხედრო ქველობის შესახებ საზღვარ გარეთაც გავრცელდა. ამ
პერიოდში ევროპულ პრესაში იბეჭდებოდა ერეკლესა და თეიმურაზის შესახებ.
ლეკებისაგან თავის დასაცავად საჭირო იყო დაღესტნიდან მომავალი გზების და
ბილიკების გამაგრება, აგრეთვე ქართული სანაპირო ციხეების ჯარის სისტემატიური
დგომა და თავდასხმის შემთხვევაში მათი მოგერიება. ლეკებს ჰქონდათ სპეციალური
ტაქტიკა შემუშავებული, ისინი დიდი ჯარით იშვიათად შემოდიოდნენ. ისინი მცირე
ბრბოებით თავს ესხმოდნენ მშვიდობიან სოფლებს, იტაცებდნენ ხალხს , მათ
გათავისუფლებისთვის კი დიდ გადასახადებს ითხოვდნენ. იმ შემთხვევაში თუ
მოტაცებულებს ვერ გამოისყიდნენ , მაშინ ლეკები ქართველებს ოსმალეთის მონათა
ბაზრობებზე ჰყიდნენ.
1754-1755 წლებში დაღესტნელმა მომთაბარეებმა რამდენიმე მსხვილი ლაშქრობაც
მოაწყვეს. ამ ლაშქრობის ორგანიზატორი ხუნძახის მფლობელი ნურსალ-ბეგი იყო.
1754 წელს ხანძახის ბატონი დიდი ჯარით შემოიჭრა კახეთში. ძარცვა-რბევით მან
ახმეტა გაიარა და არაგვის ხეობაში გადავიდა. ააოხრა ერისთავის მამული და
მჭადიჯვრის ციხეს მიადგა. ციხის აღება ნურსალ-ბეგს გაუჭირდა. ამასობაში ქართლ-
კახეთის ჯარები მოვიდნენ ციხესთან,მეფეები დაქირავებულ რაზმსაც ელოდნენ
იმიერკავკასიიდან , მაგრამ დრო არ ითმენდა გადაწყდა დაუყოვნებლივ შებმა
მტერთან. ჯარს მეფე ერეკლე სარდლობდა, გაბედული მოქმედებების შემდეგ მტერი
უკუიქცა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს არაერთმა თავადიშვილმა და გლეხმა.
დამარცხებულმა მტერმა თავს გაქცევით უშველა. ამ გამარჯვების მიუხედავად
ლეკების შემოსევები მაინც არ ცხრებოდა. მეფე ერეკლემ მიიღო გადაწყეტილება
შეექმნა 1 000 კაციანი მუდმივი ჯარი , რომელსაც ლეკების თარეში უნდა აღეკვეთა და
თუ ლეკთა დიდი ძალა შემოიჭრებოდა ქვეყანაში მაშინ ძირითად ძალას
გამოიყენებდნენ.
დამარცხებულ ხუნძახის ბატონმა ახალი ბრძოლისთვის დაიწყო მზადება. მან
ამჯერად ქართლ-კახეთზე სალაშქროდ მოუწოდა : დაღესტნელებს , კაკ-ენისელის
ხანს , ჭარ-ბელაქანის ხანს და მაჰმადიანური სახელმწიფოების ხანებს. ბევრი გაჰყვა
ხუნძახის ბატონს დიდი ნადავლის ხელში გდების იმედით. ნურსულ-ბეგს 20 000-ზე
მეტი მეომარი შეუგროვდა. ამ ჯარით ისინი საინგილოს მხრიდან შემოვიდნენ და
ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყეს. აქ თავშეფარებულები იყვნენ კახეთის
მოსახლეობის დიდი ნაწილი. ერეკლემ მტრის დასამარცხებლად გონივრული გეგმა
შეიმუშავა. ლეკებმა ყვარლის ციხის აღება ბრძოლით ვერ შესძლეს, ამიტომ მათ
36

ძალიან მჭიდრო ალყა შემოარტყეს ციხეს. ციხეში მყოფებს სურსათი და ტყვია წამალი
ელეოდათ, საჭირო იყო მათთვის სურსათის და მეშველი ჯარის დახმარება. ერეკლემ
მოხალისეებს მოუწოდა და აღუთქვა თუ ციხეში შევიდოდნენ სათანადო წყალობას
მიიღებდნენ. თავადებს და აზნაურებს შესაფერის თანამდებობებს და მამულებს,
ხოლო გლეხებს ყმობისაგან გათავისუფლებას , ორ საკომლო მამულს და ფულად
ჯილდოს მიიღებდა. მეფის მოწოდებაზე 200-ზე მეტი კაცი გამოვიდა . მათ შორის 9
თავადიშვილი, 2 აზნაური , ერთი ხუცესი, დანარჩენი კი ყველა გლეხი, ამათგან 103
ქიზიყელი. მეომრები ღამით ჩუმად მივიდნენ ციხესთან თავს დაესხნენ მოალყეებს
და ხმლით გაიკაფეს გზა , ციხეში თოფის წამლის და სურსათის დიდი მარაგი
შევიდა. ამ ამბის შემდეგ ნურსულ-ბეგის ჯარში მერყეობა დაიწყო ამასობაში ერეკლემ
ქიზიყელთა ცხენოსანი ჯარი ჭარის დასარბევად გაგზავნა . ციხის ალყაში მდგომი
ჭარელები შეშფოთდნენ და თავიანთი უპატრონოდ დარჩენილი სახლების
დასაცავად წასვლა დააპირეს. ამ ნიადაგზე ჭარელებსა და ნურსულ-ბეგს შორის
მტრობა ჩამოვარდა , ბოლოს კი ისინი ერთმანეთს შეებრძოლნენ. ჭარელებმა
მიატოვეს ციხის ალყა და უკან გაბრუნდნენ, მათ მიჰყვა კაკ-ენისელის სულთანი,
ასევე ნუხის ხანიც თავის ქვეყანაში დაბრუნდა . ასე თანდათან მოალყეთა რიგები
მოიშალა. ნურსულ-ბეგი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.
ერეკლეს და თეიმურაზის თათბირზე გადაწყდა, რომ რუსეთში ელჩად თვით
თეიმურზ II გაემგზავრებოდა. რომელიც რუსეთის საიმპერატორო კარს დახმარებას
სთხოვდა და გაბედულ გეგმებსაც შესთავაზებდა. საქართველოს ჯარის
რეორგანიზაციისთვის და ახალის დასაქირავებლად მას რუსეთისგან ფული უნდა
მიეღო სესხად. ამ ფულით ლეკიანობას აღკვეთავდნენ, შექმნილი ჯარით კი ირანში
შევიდოდნენ მოაწყობდნენ ყრილობას და რუსეთისთვის სასურველ პიროვნებას
ირანის შაჰად აირჩევდნენ. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანა
დაისვენებდა იმიერკავკასიელი მთიელების შემოსევებისაგან . 1760 წელს მეფე
თეიმურაზ II მრავალრიცხოვანი ამალით რუსეთში გაემგზავრა, რუსეთის
საიმპერატორო კარი ვერც ამჯერად შეხვდა სათანადო ინტერესით ქართველთა
წინადადებებს. პეტერბურგში უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ თაემურაზი
წამოვიდა , 1762 წლის 8 იანვარს მეფე თეიმურაზ II გზაში გარადაიცვალა,
ქართველებმა ის წამოასვენეს და დაკრძალეს ასტრახანის მიძინების ტაძარში. მეფე
ვახტანგ VI-ის საფლავის გვერდი.
ამასობაში კი ერეკლე II-მ კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი უპირატესობა
მეზობელ სახანოებზე. ერეკლემ ტყვედ იგდო მისი ძველი მეტოქე და ირანის შაჰობის
პრეტენდენტი აზატ-ხანი. თეიმურაზის გარდაცვალებისთანავე ერეკლემ თავი
ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. ირანის იმდროინდელ მბრძანებელს ქერიმ-ხანს
მან თავის ძვირფასი ტყვე , ირანის ტახტზე ქერიმ-ხანის მეტოქე , აზატ-ხანი,
მხრებშეკრული გაუგზავნა და ამით დიდი პოლიტიკური სარგებელი ნახა.
მადლიერმა ხანმა სცნო ქართლ-კახეთის გაერთიანება. აღიარა ერეკლეს უფლება
განჯა-ერევნის სახანოებზე და ამით დაადასტურა საქართველოს უფლება
აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.
ქართლ-კახეთის გაერთიანება და ერეკლეს ხელისუფლების ასეთი გაძლიერება არ
მოსწონდათ ქართლის რეაქციულ თავადებს. ისინი ხვდებოდნენ, რომ ერეკლეს
ასეთი გაძლიერებით მათი რეაქციული პოლიტიკა სრულ აღკვეთას გამოიწვევდა.
ერეკლეს მოქმედებებით აშკარა ხდებოდა რომ ის ვერ მოითმენდა მის სამეფოში
ნახევრად დამოუკიდებელ და მეფესთან დაპირისპირებულ თავადების არსებობას.
37

რეაქციული თავადები იმედებს საგარეო მტრებზე ამყარებდნენ , მაგრამ ერეკლემ


თავისი მოქმედებებით თავადებს ეს იმედებიც გადაუწურა. ამის შემდეგ მათ
შეთქმულების მოწყობა განიზრახეს. მათ ტახტზე ვახტანგ VI-ის უკანონო შვილის
პაატა ბატონიშვილის დასმა განიზრახეს. შეთქმულებაში თავადთა დიდი ნაწილი
იღებდა მონაწილეობას შეთქმულები 1765 წლის ბოლოს სამშვილდელმა გლეხმა
დათუნა ფეიქარმა გასცა. შეთქმულები მკაცრად დაისაჯნენ . თავადთა დიდი ნაწილი
მათ შორის პაატა ბატონიშვილიც სიკვდილით დასაჯეს.
1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, ამ დროს რუსეთისთვის დიდი
მნიშვნელობა ენიჭებოდა კავკასიის ქრისტიანი ხალხის მხარდაჭერას. იმერეთის მეფე
სოლომონ I-მა თავისი ელჩის პირით რუსეთს სთხოვა დახმარება რუსეთის
საიმპერატორო კარი დაინტერესებული იყო იმერეთის ომში ჩაბმით, ქართველების
აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ რუსეთს ჯარი გამოეგზავნა, რუსეთი დათანხმდა
ამ მოთხოვნას. სოლომონი და ერეკლე ერთმანეთს შეხვდნენ და ერთობლივ
მოქმედების გეგმაზე შეთანხმდნენ. რუსეთს არ აინტერესებდა არც ქართლ-კახეთის
და არც იმერეთის ბედი , მისთვის მთავარი იყო , თურქეთი კავკასიაში
შეევიწროებინა და თურქების მთავარი ყურადღება ჩრდილო შავიზღვისპირეთში
გადაეტანა. იმპერატორმა ეკატერინე II-მ კავკასიაში გამოგზავნილი ჯარის სარდლად
გენერალი ტოტლებენი დანიშნა
1770 წლის ზაფხულში გენერალი ტოტლებენი 1200 კაციანი კორპუსით და მცირე
არტილერიით, ერეკლე II – 7000 კაცითა და 3 ქვემეხით ბორჯომის ხეობიდან
ახალციხისკენ გაემართა გენერალი ტოტლებენი დარწმუნებული არ იყო ერეკლეს
გაბედული გეგმის შესრულებაში. ამიტომ აწყურის იერეშის წარუმატებლობის
შემდეგ , მან მოულოდნელად გადაწყვეტილება მიიღო და უკან გამობრუნდა. მან
ერეკლე მარტო დატოვა თურქთა პირისპირ. ამის მიუხედავად ერეკლემ წინსვლა
გადაწყვიტა. ქართველთა ჯარს გზა გადაუღობეს ახალციხიდან და ხერთვისიდან
წამოსულმა მეციხოვნეება , ერეკლემ ისინი დაამარცხა და ასპინძას მიადგა. აქ კი
ოსმალთა და ლეკთა ძირითადი ძალები გადმოდიოდნენ მდინარე მტკვარზე,
ერეკლემ უკან დაიხია და მტერს მდინარე მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა.
ღამით მისი ბრძანებით აღაბა ერისთავმა, სვიმონ მუხრანბატონმა და ხუდია
ბორჩალოელმა მალულად აჰყარეს ხიდი მტკვარზე. ამით თურქები მოწყდნენ
თავიანთ რეზერვებს და უკან დასახევი გზაც გადაეჭრათ.
20 აპრილს ქართველები ერეკლეს სარდლობით მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით
განლაგდნენ. ბრძოლა ქართველთა იერიშით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო
ქართველთა შეტევას და უკან დახევა დაიწყეს. ერეკლე გმირობის მაგალითს
იძლეოდა, გადმოცემით ერეკლეს პირადად მოუკლავს ლეკთა ბელადი მალაჩალა.
ბრძოლაში მოკლეს თურქ-ოსმალთა ყველა გენერალი და კორპუსის მთავარსარდალი.
პანიკით მოცული თურქები მტკვრის ხიდისკენ დაიწყეს უკანდახევ მაგრამ რადგანაც
ხიდი აყრილი იყო ბევრი მათგანი ადიდებულ მტკვარში ჩაიხჩო გაქცეულებიდან
ახალციხეს მხოლოდ 13 კაცმა მიაღწია. ქართველებმა ტყვედ იგდეს რამდენიმე
ათეული ტყვე, მრავალი დროშა, ცხენი და დიდძალი იარაღი.
ამ ბრწყინვალე გამარჯვებით ერეკლემ სათანადოდ ვერ ისარგებლა, რადგან
ტოტლებენის გაუგონარი მოქმედების გამო იძულებული შეიქმნა სასწრაფოდ
თბილისში დაბრუნებულიყო. გენერალი ერეკლეს წინააღმდეგ ქართლის თავადებს
ამხედრებდა და ინტრიგების ქსელს ხლართავდა. იგი ციხეების დაკავებას და ხალხის
რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცებას შეუდგა. ერეკლემ გენერალი
38

აიძულა ამ განზრახვაზე ხელი აეღო და ქართლს გასცლოდა . ტოტლებენი იმერეთში


გადავიდა. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არავითარი სარგებელი არ
გამოიღო. ქართველები დარწმუნდნენ რეგულარული ჯარის არსებობის
აუცილებლობაში, დარწმუნდნენ თუ რა დიდი უპირატესობა ჰქონდა მას. ერეკლეს
რეგულარი ჯარის შექმნის საშუალება არ ჰქონდა ამიტომ მან მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება მიიღო. 1774 წელს დაწესდა მორიგე ჯარი. ქართლ-კახეთის ყველა
მამაკაცი არ ჰქონდა მნიშვნელობა ის იყო ბატონი, აზნაური თუ გლეხი, წელიწადში
ერთხელ უნდა წასულიყო მორიგე ჯარში. ამ ღონისძიების შემდეგ ერეკლეს
ყოველწლიურად დამატებით 5 000 მეომარი გაუჩნდა. მორიგე ჯარმა განსაკუთრებით
კარგი შედეგები დაღესტნელი მთიელების წინააღმდეგ ბძოლაში გამოიღო. მორიგე
ჯარის შემქმნელი ერეკლეს ვაჟი ლევანი იყო. ამიტომ ერეკლესთვის დიდი დარტყმა
იყო ლევანის მოულოდნელი გარდაცვალება. ლევანის გარდაცვალების შემდეგ
მორიგე ჯარი თანდათანობით დაიშალა.
1703 წელს ოსმალთა სულთანის ბრძანებით დიდი ჯარი შეიჭრა დასავლეთ
საქართველოში . მათი მიზანი იყო საქართველოს ამ მხარის საბოლოოდ
დამორჩილება. ქართველები სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს მაგრამ
ძალები უთანაბრო იყო. ოსმალებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს გურია, იმერეთი
და სამეგრელო. მაგრამ სულთანის კარზე მომხდარი გადატრიალების გამო ჯარმა
საომარი მოქმედებები შეწყვიტა და დასავლეთ საქართველო დატოვა. დასავლეთ
საქართველო ამჯერად გადაურჩა ოსმალთა დაპყრობას, მაგრამ მდგომარეობა მაინც
რთული იყო. ამ ომის გამო ქვეყანა აოხრდა , რის შემდეგაც იმერეთში სამეფო ტახტის
დასაკავებლად ბრძოლები დაიწყო.
ასეთ ვითარებაში 1721 წელს იმერეთის ტახტზე ავიდა ალექსანდრე V. ალექსანდრე
ვახტანგ VI-ის კარზე იყო აღზრდილი და მისი მხარდაჭერით სარგებლობდა.
ალექსანდრეს გამეფებისთანავე ოსმალებმა დაიკავეს შავი ზღვის მთელი
აღმოსავლეთი სანაპიროები. თურქთა გარიზონები იდგა : ბათუმში, ფოთში, სოხუმში
და სხვა ქალაქებშიც. ამის შედეგად დასავლეთ საქართველოს მოესპო გასასვლელი
შავ ზღვაზე. ქვეყნის შიდა რაიონებიც ოსმალებს ეკავათ. ოსმალთა ჯარი იდგა :
ქუთაისის, ბაღდათის და შორაპნის ციხეებშიც. ალექსანდრე მოკავშირეებს ეძებდა
ოსმალებთან საომრად , ამიტომ მან რუსეთში ელჩობა გააგზავნა , მაგრამ
დახმარებაზე უარი მიიღო. იმერეთში ძლიერი ხელისუფლება არ იყო ამიტომ მეფეს
უკვე მთავრებიც აღარ ემორჩილებოდნენ. ასეთ ვითარებაში მეფის კუთვნილი
ციხეების და მიწების დიდი ნაწილი თავადების ხელში გადავიდა. 1752 წელს
ალექსანდრე გარდაიცვალა, ტახტი დაიკავა სოლომონ I-მა.
გამეფებისთანავე სოლომონმა აკრძალა ტყვის სყიდვა. ამის გამო მის წინააღმდეგ
გამოვიდნენ საკუთარი ბიძები, საკუთარი ბაბუა და დედაც კი. მათ მოახერხეს
სოლომონის ტახტიდან ჩამოგდება, მაგრამ ის მალევე ავიდა ტახტზე. მეფემ ირგვლივ
შემოიკრიბა წვრილი თავადები და აზნაურები. სოლომონი ხვდებოდა რომ ურჩი
თავადების დასჯა რთული იქნებოდა სანამ ქვეყანაში ოსმალთა ჯარი იდგა,
ამავდროულად ოსმალები ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს ქვეყანაში ტყვის სყიდვას.
სოლომონმა უპირველეს ამოცანად იმერეთიდან ოსმალთა განდევნა დაისახა.
1757 წელს სოლომონ I-ის დასამორჩილებლად იმერეთში დიდი ჯარი შემოვიდა.
ოსმალთა ჯარის დიდი ნაწილი ხრესილის ველზე დაბანაკდა. ბრძოლის დაწყებამდე
სოლომონმა ჩაკეტა ფოთიდან, გურიიდან და ახალციხიდან მომავალი გზები, რათა
ოსმალებს დახმარება არ მიეღოთ. 1757 წლის 14 დეკემბერს ქართველები შეტევაზე
39

გადავიდნენ . ოსმალთა რიგებში სოლომონის ბაბუა ლევან აბაშიძე და რაჭის


ერისთავი როსტომ რაჭის ერისთავი იმყოფებოდა. ოსმალებმა ბრძოლის დასაწყისში
გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ ქართველებმა მაინც გაიმარჯვეს და
ოსმალები სასტიკად დამარცხდნენ.
1758 წელს ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ , კახეთის მეფემ ერეკლე II-მ და იმერეთის
მეფემ სოლომონ I-მა ხელშეკრულება დადეს ურთიერთდახმარების შესახებ. 1759
წელს სოლომონმა საგანგებო საეკლესიო კრება მოაწყო. კრების გადაწყვეტილებით
ტყვის სყიდვაში მონაწილე ყველა პირი სასტიკად უნდა დასჯილიყო. ეკლესიამ
მხარი დაუჭირა მეფის უმკაცრეს ღონისძიებებს. სოლომონის მოღვაწეობა, რომელიც
მიმართული იყო ქვეყნის გაძლიერებისაკენ ოსმალთა სულთანს დიდ
უკმაყოფილებას იწვევდა. ოსმალებმა ილაშქრეს იმერეთში და ქუთაისში მეფედ
სოლომონის ბიძაშვილი თეიმურაზი დასვეს. სოლომონმა დახმარებისთვის რუსეთს
მიმართა მაგრამ უშედეგოდ. როგორც კი ოსმალებმა იმერეთი დატოვეს, სოლომონმა
ტახტი დაიბრუნა , თეიმურაზი გაიქცა. სოლომონის უკომპრომისო ბრძოლის
შედეგად 1767 წლის ხელშეკრულებით, ოსმალეთი იმერეთს ცნობდა არა ვასალურ,
არამედ მფარველობაში მყოფ სამეფოდ.
1768 წელს სოლომონ I-მა საბოლოოდ დაამარცხა თეიმურზი და ციხეში გამოკეტა.
მეფემ როსტომ რაჭის ერისთავიც დაამარცხა და სასტიკად დასაჯა, მისი საერისთავო
კი გააუქმა. 1768 წელს სოლომონმა თავისი ელჩი მაქსიმ ქუთათელი გააგზავნა
რუსეთში. მაქსიმის რუსეთში ჩასვლისას მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი.
რუსეთი დაინტერესებული იყო კავკასიაში ოსმალეთთან ომით, რის გამოც
კავკასიაში გენერელ ტოტლებენის მცირერიცხოვანი ჯარი გამოიგზავნა. 1769 წელს
ტოტლებენი უკვე იმერეთში იყო. ქართვლების და რუსების ჯარმა შორაპნის ციხე
აიღეს. ამ დროს სოლომონს მოუვიდა ცნობა იმერეთში ოსმალთა შემოჭრის შესახებ,
სოლომონმა ბრძოლისთვის მზადება დაიწყო .ტოტლებენი კი ქართლში დაბრუნდა.
რუსები იმერეთში ხელახლა ასპინძის ბრძოლის შემდეგ გადავიდნენ , ტოტლებენი
იმერეთში თავისი მოსაზრებით მოქმედებდა და სოლომონის რჩევებს არ
ითვალისწინებდა. მალე ტოტლებენი რუსეთში გაიწვიეს ახალმა სარდალმა არ
გაითვალისწინა გაფრთხილება და ზაფხულში ფოთისთვის ბრძოლა დაიწყო . ჯარი
კოლხეთის ჭაობში ვერ იბრძოდა , ამიტომ უამრავი ჯარისკაცი ციებ-ცხელებით
დაავადდა. 1772 წელს რუსეთის ჯარმა დატოვა იმერეთი და სრულიად საქართველო.
1774 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ქუჯუკ-კაინარჯის ზავი, ზავის
თანახმად რუსეთი ცნობდა დასავლეთ საქართველოზე თურქების გავლენას იმ
შემთხვევაში თუ ის დასავლეთ საქართველოდან ხარკის აღებას შეწყვეტდა.
1778 წელს სოლომონს აუჯანყდა თავისი შვილი ალექსანდრე. მეფემ აჯანყება
ჩაახშო. ამ მოვლენიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ალექსანდრე გარდაიცვალა. 1780
წელს ოსმალები აფხაზეთის მხრიდან ოდიშში შემოიჭრნენ. დადიანს სოლომონიც
მიეხმარა და რუხის ციხესთან ოსმალები დამარცხდნენ. ამის შემდეგ ოსმალები უკვე
აჭარა გურიის მხრიდან შემოიჭრნენ. მეფემ საპასუხო ღონისძიების გატარება
განიზრახა და შეტევისთვის მზადება დაიწყო. ქართველებმა დაიკავეს ქობულეთის
მხარე და ბათუმს მიადგნენ. მაგრამ უკან დაბრუნებისას ჩასაფრებულ მტერს
წააწყდნენ . ქართველთა თავადადებამ იხსნა მეფე ტყვეობისაგან. 1784 წელს
სოლომონ I გარდაიცვალა, ის გელათში დაკრძალეს.
სიკვდილამდე ერთი წლით ადრე მეფემ თავის მემკვიდრედ ძმისშვილი დავით
არჩილის ძე დაასახელა. დავითი ამავე დროს ერეკლეს შვილიშვილიც იყო.
40

სოლომონის გარდაცვალებისას დავითი 12 წლის იყო და ბაბუსათან იზრდებოდა.


ამით ისარგებლა სოლომონის ბიძაშვილმა დავით გიორგის ძემ და დასავლეთ
საქართველოს ტახტზე ავიდა.
XVIII საუკუნის 80-იან წლებში რუსეთმა მიიერთა ყირიმის სახანო, რუსეთის ძალების
დიდი ნაწილი შავი ზღვის აუზის ტერიტორიებზე იდგე, აშკარად გამოიკვეთა
რუსეთის ინტერესები კავკასიაშიც. კავკასიის დაუფლებისთვის მებრძოლ ირანს და
ოსმალეთს რუსეთიც დაემატა. ამ სამ სახელმწიფოს შორის რუსეთი ყველაზე ძლიერი
იყო. ცხადი ხდებოდა რომ ვერც ოსმალეთი და ვერც ირანი რუსეთს წინააღმდეგობებს
ვე გაუწევდა. ერეკლე II ამ ყველაფერს ხვდებოდა და ცდილობდა , რუსეთის
სამხრეთისკენ სწრაფვა მისთვის სასარგებლოდ გამოეყენებინა. შექმნილ ვითარებაში
აშკარა პრორუსული პოლიტიკის გატარება გარკვეულ საშიშროებასთან იყო
დაკავშირებული, მართალია ამ პერიოდისათვის ოსმალეთიც და ირანიც
საგრძნობლად დასაუსტებულები იყვნენ, მაგრამ მათ იმდენი ძალა მაინც ჰქონდათ
რომ საქართველოსთვის სერიოზული დარტყმა მიეყენებიათ. მით უმეტეს რომ
საქართველო ამ დროს უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მთელი საქართველოს
მოსახლეობა 700-800 ათას არ აღემატებოდა. ერი ფიზიკური განადგურების საფრთხის
წინ იდგა. ასეთ ვითარებაში ძლიერი მფარველის ძიება სრულიად ბუნებრივი იყო.
ირანის და ოსმალეთის მფარველობაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. შექმნილ
ვითარებაში ევროპას საქართველოს დახმარების სურვილი არ ჰქონდა, რჩებოდა
ერთადერთი ქვეყანა რუსეთი.
შექმნილ ვითარებაში რუსეთის ინტერესებში შედიოდა კავკასიონის ქედის
გადმოლახვა. ორმხრივი დაინტერესება აშკარა იყო, მაგრამ რუსეთს სურდა
მოლაპარაკებები ისე წაეყვანა თითქოს ამ ყველაფრის ინიციატორი ერეკლე იყო.
რუსი პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ერეკლეს
რუსეთისთვის მიემართა ოფიციალური თხოვნით მფარველობაში მიღების შესახებ.
მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ ერეკლე დათანხმდა და 1782 წლის 21 დეკემბერს
ოფიციალურად მიმართა ეკატერინე II-ს იმპერიის მფარველობაში ქართლ-კახეთის
მიღების შესახებ. ეს ფაქტი რუსეთის მთავარსარდლისთვის ძალიან მნიშვნელოვან
იყო . რუსეთის სარდლობის ბრძანებით ფათჰ ალი ხაბმა მოშალა ლაშქრობა ქართლ-
კახეთის წინააღმდეგ , ხოლო ერეკლეს მეტოქე ქართლის ტახტზე ალექსანდრე
ბაქარის ძე დააპატიმრეს. ერეკლე II-მ იმპერატორს გაუგზავნა სპეციალური
სათხოვარი პუნქტები რომელშიც ჩამოთვლილი იყო პირობები რომლის შემდეგ
ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობაში შევიდოდა. რუსეთის მთავრობამ დაიწყო
ხელშეკრულების ტექსტის მომზადება. იმპერატორ ეკატერინე II-ის მოთხოვნით,
ქართლ-კახეთის ტრაქტატში გაფორმდა არა ქვეშევრდომის არამედ სრულიად
რუსეთის იმპერიის მფარველობაში შსული ქვეყანა.
1783 წლის ბოლოს ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა დასრულდა და კავკასიის
ხაზის სარდალს გენერალ-პორუჩიკ პავლე პოტიომკინს უფლებამოსილება მიეცა
საქართველოს წარმომადგენელთან ხელშეკრულება გაეფორმებინა. ხელშეკრულების
პროექტი ერეკლეს გაეგზავნა . სამეფო საბჭოზე მისი დეტალურად განხილვის შემდეგ
გადაწყდა მისი მიღება. 1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში ერეკლე II-
ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელებმა იოანე მუხრანბატონმა და გარსევან
ჭავჭავაძემ ხელი მოაწერეს რუსეთთან მეგობრობის პირობებს. რუსეთის მხრიდან
ტრაქტატს ხელს აწერდა გენერალი პავლე პოტიომკინი. 1784 წლის 24 იანვარს , მას
შემდეგ რაც პეტერბურგიდან მიიღეს ეკატერინე II-ის სარატიფიკაციო სიგელი, ამ
41

ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ერეკლე II-მ . ტრაქტატი ძალაში შვიდა.ტრაქტატი


ითვალისწინებდა ორმხრივ ვალდებულებებს.

 ქართლ-კახეთის მეფე საქვეყნოდ საუკუნოდ უარყოფდა თავის
დამოკიდებლობას სხვა რომელიმე ქვეყნისადმი და მხოლოდ რუსეთის მეფის
უზენაესობას და მფარველობას აღიარებდა.
 საქართველოს სამეფო ტახტზე ასული მეფე რუსეთს უნდა დაემტკიცებინა,
მასვე უნდა გამოეგზავნა სამეფო ნიშნებიც.
 საგარეო პოლიტიკა ამიერიდან ქართლ-კახეთს მხოლოდ რუსეთთან
შეთანხმებით უნდა ეწარმოებინა, საჭიროების შემთხვევაში ქართლ-კახეთი
მთელი თავისი ძალით რუსეთის მხარეს უნდა გამოსულიყო.“
თავის მხრივ რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთს ჰპირდებოდა მფარველობას და
საგარეო მტრისგან დაცვას. რუსეთის იმპერატორი იმედოვნებდა რომ საქართველოს
ისტორიული საზღვრები აღდგებოდა. რუსეთი ქართლ-კახეთის შიდა საქმეებში არ
უნდა ჩარეულიყო. რუსეთის იმპერატორი პირობას იძლეოდა რომ ქვეყნის ტახტი
ერეკლეს შთამომავლებს დარჩებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში უნდა
ჩამდგარიყო რუსეთის 2 ბატალიონი საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი
ძალებიც გამოიგზავნებოდა. გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთი რუსეთზე
დამოკიდებული ხდებოდა ,მაგრამ სუვერენულ ქვეყნად მაინც რჩებოდა. ამ
ტრაქტატს ორეივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ერეკლე II იმედოვნებდა
რომ, ამის შემდეგ ქვეყანა დაცული იქნებოდა ირანისა და ოსმალეთისგან. რუსეთმა
უომრად გადმოლახა კავკასიონის ქედი და ამ რეგიონში უაღრესად ხელსაყრელი
პირობებში აღმოჩნდა.
ტრაქტატით გათვალისწინებული რუსეთის ორი ბატალიონი უკვე 1783 წელს
ნოემბეში შემოვიდა , ხოლო 1784 წელის იანვარში ერეკლემ საზეიმოდ მიიღო
იმპერატორის ერთგულების ფიცი. ამ ამბავმა ამიერკავკასიის მაჰმადიან სახანოებს
შიშის ზარი დასცა. თავდაპირველად საქართველოს მეზობელი სახანოები ნახევრად
მორჩილების გამოცხადებითა და ერთგულების აღთქმით ცდილობდნენ რუსეთის
კეთილგანწყობის მოპოვებას. შეშინდნენ დაღესტნელი მთიელებიც. მაგრამ
ყველაფერი გადაწყვიტა ოსმალეთის მტკიცე პოლზიციამ.
რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა ანალოგიური ტრაქტატი იმერეთთანაც დაედო,
ამაზე სულთანმა რუსეთს აგრძნობინა რომ ამას უომრად არ დაუშვებდა. რუსეთი
იძულებული გახდა იმერეთთან ტრაქტატის დადებაზე უარი ეთქვა. ოსმალეთი
აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. მისი მოწოდებით ” სარწმუნოების დაცვის
ლოზუნგით” ქართლ-კახეთის წინააღმდეგ აღდგნენ ამიერკავკასიის ხანები და
დაღესტნელი მთიელები. ერეკლეს განუდგნენ და ხარკი შეუწყვიტეს ერევნის და
განჯის ხანებმა . ერეკლეს უკვე აღარ ემორჩილებოდნენ ყაზახ-შამშადილუს
თათრები. ლეკებმა გაახშირეს თავდასხმები კახეთის სოფლებზე. რუსეთის ორი
ბატალიონი და ერეკლე II-ის ძალები საკმარისის არ იყო მაჰმადიანთა
მოსაგერიებლად. ერეკლე რუსეთისგან დამატებითი ჯარების გამოგზავნას ითხოვდა,
რუსები ჯარის გამოგზავნაზე თავს იკავებდნენ. რუსეთს არ მიაჩნდა
მიზანშეწონილად ქართლ-კახეთის გაძლიერება და მეზობლებზე გაბატონება. ამავე
პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიამ რუსეთს საღვთო ომი გამოუცხადა. ამ ყველაფრის
მეთაური იყო შეიხ მანსური. ამ მოძრაობამ მოიცვა ჩეჩნეთი და გავრცელდა
ჩერქეზეთში და დაღესტანში. შეიხ მანსურთან ურთიერთობები დაამყარა ავარიის
დაღესტნელმა ხანმა ომარმა, რომელმაც დიდი ჯარი გამოგზავნა ქართლ-კახეთში
42

სალაშქროდ. 1785 წელს კახეთის საზღვრებს მოადგა ომარ-ხანის 20 000-იანი ლაშქარი.


ერეკლემ ქართლიდან ჯარი ვერ გამოიყვანა რადგან ახალციხის მხრიდან ოსმალთა
შემოსევას ელოდა. მოსავლის აღების დრო იყო და კახეთიდანაც სათანადო ჯარი ვერ
შეიკრიბა. კახეთის მცირერიცხოვანი ჯარით და რუსეთის ორი ბატალიონით
მტრების შეჩერება შეუძლებელი იყო . ერეკლემ მოსახლეობა ციხეებში გახიზნა
თვითონ კი ჯარით თელავში დადგა. ომარ-ხანმა ალაზანი გადმოლახა და
ბორჩალოსკენ გაემართა. ერკლე ფეხდაფეხ დაედევნა მტერს მაგრამ ცუდი გზების
გამო არტილერიის სწრაფი გადაადგილება შეუძლებელი იყო. ომარ-ხანმა ახტალა
გაძარცვა . აქედან 800 ზე მეტი ტყვე და დიდძალი ვერცხლის ფული წაიღო. ამის
შემდეგ ახტალას მუშაობა ფაქტიურად გაჩერდა რამაც ქვეყნის ეკონომიკას
სერიოზული ზარალი მოუტანა. რუსებმა მხოლოდ ის მოახერხეს რომ 1000
ჩერვონეცი გაუგზავნეს ავარიელ ხანს და ქვეყნის აოხრებაზე ხელის აღება სთხოვეს.
ერეკლე იძულებული გახდა მშვიდობა დიდ გამოსასყიდად მოეპოვებინა. მას
საქართველოს დარბევის შესაწყვეტად 5 000 მანეთის გადახდა მოუწია.
ერეკლე II მიხვდა რომ რუსეთის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა. ერეკლე შეეცადა
რუსეთის გარდა სხვა მოკავშირეც მოეძებნა. ქართლ-კახეთის მეფემ ელჩი გაგზავნა
ეგვიპტეში, სადაც ძალაუფლება იმ დროს ქართველი მამლუქი ბეგების ხელში იყო .
მამლუქებმა სიხარულით მიიღეს ერეკლეს ელჩი, მაგრამ რეალური დახმარება ვერ
გასწიეს. ამ დროს ერეკლემ სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ახალციხის ფაშასთან.
ქართლ-კახეთის მეფის წარმომადგენლები დიდი პატივით მიიღო ირანის შაჰობის
კანდიდატმა აღა-მაჰმად-ხანმა, თუმცა რაც უფრო ძლიერდებოდა ის მით უფრო
აგრესიულ ქმედებებზე გადადიოდა ქართლ-კახეთის მიმართ. 1786 წელს გაიმართა
თათბირი რომელზეც უნდა გადასინჯულიყო საგარეო კურსი, მაგრამ ეს არ მოხდა.
პრორუსული ორიენტაციის შეცვლა მკვეთრად გაართულებდა ურთიერთობებს
რუსეთთან . უკვე ერეკლეს არც ოსმალეთი და არც ირანი ენდობოდა.
1787 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. იმავე წელს რუსეთმა ჯარი
გაიყვანა ქართლ-კახეთიდან. რუსეთმა ჯარის გაყვანა იმით ახსნა , რომ თითქოს ეს
საშუალებას მისცემდა ქართლ-კახეთს მოეგვარებინა ურთიერთობები მეზობელ
სახელმწიფოებთან.
1789 წელს დავით არჩილის ძესა და დავით გიორგის ძეს შორის მიმდინარე
ბრძოლისაგან დაღლილი იმერელი თავდაზნაურობა ქართლ-კახეთში ჩამოვიდნენ და
ერეკლეს იმერეთის შეერთება შესთავაზეს. მეფემ დარბაზი მოიწვია ამ
უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების განსახილველად. დარბაზის უმრავლესობა
იმერეთის შეერთების მომხრე იყო. ორდღიანი განხილვის შემდეგ ერეკლმ განაცხადა
რომ, ის ვერ შემოიერთებდა იმერეთს და ვერ წაართმევდა ტახტს მის შვილიშვილს. ამ
დროს იმერეთი ოსმალეთის გავლენის სფერო იყო და მისი შემოერთებით
გამწვავდებოდა ურთიერთობები ოსმალეთთან. 1789 წელს იმერეთში გამეფდა დავით
არჩილის ძე რომელმაც თავისი ბაბუის საპატივსაცემოდ სოლომონ II იწოდა.
1790 წელს ერეკლე II ის მდივნის სოლომონ ლიონიძის ძალისხმაევით დაიდო ”
ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართა”. ამ ხელშეკრულებით იმერთის მეფე
სოლომონ II, სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი , გურიის მთავრი სვიმონ
გურიელი აღიარებდნენ ერეკლე II ის უპირატესობას და მასვე ანდობდნენ რუსეთთან
ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა არ უერთდებოდნე 1883 წლის გეორგიევსკის
ტრაქტატს.
43

ქართლ-კახეთის რეაქციულ თავადებს თანაუგრძნობდა ერეკლეს მეუღლე დარეჯან


დედოფალი. დარეჯანი მხოლოდ თავისი და შვილების კეთილდღეობაზე ზრუნავდა.
მას ძალიან აწუხებფდა ის ფაქტი რომ ტახტის მემკვიდრე იყო გიორგი რომელიც
ერეკლეს სხვა ცოლისგან ჰყავდა. დარეჯანი შიშობდა რომ გიორგის გამეფების
შემთხვევაში, მისი მრავალრიცხოვანი შვილები დაიჩაგრებოდნენ . 1791-1792 წლებში
დარეჯანმა და მისმა შვილებმა ერეკლეს მიაღებინეს კანონი ტახტის მემკვიდრეების
და საუფლისწულოების შესახებ. მემკვიდრეობის კანონის მიღების შემდეგ ტახტი
უნდა გადასულიყო არა მამიდან შვილზე არამედ გვარში უფროსზე.
საუფლისწულეოების კანონის მიღების შემდეგ თითოეულ ბატონიშვილს მიეცა 1003
კომლი ყმა , ხოლო მემკვიდრე გიორგის 4000. ამის შემდეგ უფლისწულები დასხდნენ
საკუთარ მამულებში და მეფე მამას სარეთოდ აღარ ემორჩილებოდნენ.
ბატონიშვილები, რეაქციულ თავადებზე უფრო რეაქციულად მოქმედებდნენ.
ქართლ - კახეთს კი რეალუერი საფრთხე ემუქრებოდა აღა-მაჰმად ხანის მხრიდან.
აღა-მაჰმად ხანი უკვე ერეკლესგან რუსეთთან ურთიერთობის სრულ გაწყვეტას
მოითხოვდა. ის რომ აღა-მაჰმად-ხანი ქართლის წინააღმდეგ გამოილაშქრებდა ცხადი
იყო. ერეკლე დახმარებას რუსეთს სთხოვდა. რუსეთი მას აიმედებდა, მაგრამ ჯარს არ
აგზავნიდა. რუსეთი რომ ქართლ-კახეთს არ დაეხმარებოდა ეს აღა-მაჰმად ხანმაც
იცოდა. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი თბილისისკენ დაიძრა. 10 სექტემბერს
ირანელები სოღანლუღასთან ბრძოლაში დამარცხდნენ . აღა-მაჰმად-ხანი გაბრუნებას
აპირებდა , მაგრამ მას მოღალატეებმა შეატყობინეს რომ ერეკლეს მცირერიცხოვანი
ჯარი ჰყავდა. 11 სექტემბერს კრწანისის ველზე 5 000-მა ქართველმა სამკვდრო
სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა 35 000 ირანელს. ეს ერთ-ერთი ყველაზე
ტრაგიკული ბრძოლა იყო ქართული ერის ისტორიაში. რიცხობრივმა უპირატესობამ
თავისი გაიტანა , ქართველები დამარცხდნენ. 75 წლის ერეკლე ბრძოლის ველიდან
ძალით გაიყვანეს შვილიშვილებმა. ქართლ-კახეთის ბედი გადაწყდა, დამარცხებულ
ერეკლეს რუსეთთან ურთიერთობაზე უარის თქმა არაფრით არ შეეძლო. ირანის შაჰმა
თბილისი აიღო და საშინლად გადაწვა. 1796 წელს რუსებმა ვითომდა აღა-მაჰმად-
ხანის დასასჯელად ირანში ლაშქრობა მოაწყვეს. ამ შემთხვევაში რუსეთს სურდა
განემტკიცებინა პოზიციები კავკასიაში. ეკატერინე II-ის გარდაცვალების გამო
ლაშქრობა შეწყდა და ჯარი უკან დაბრუნდა. კრწანისის ბრძოლაში განცდილმა
მარცხმა მძიმე გავლენა მოახდინა ერეკლეზე. აღა-მაჰმად-ხანის წასვლის შემდგომ
მეფე თბილისში აღარ დაბრუნებულა. იგი თელავში გადავიდა სადავ გარადიცვალა
კიდეც 1798 წლის 11 იანვარს . ერეკლე II სვეტიცხოველში დაკრძალეს.
ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა გიორგი XII-
მ. გიორგი გამეფებისას უკვე ავადმყოფი იყო. გიორგის მამის სიცოცხლეშივე რთული
ურთიერთობები ჰქონდა მის ნახევარძმებთან. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ეს
დამოკიდებულები კიდევ უფრო დაიძაბა. ბატონიშვილები საუფლისწულოებში
ჩაიკეტნენ და მეფეს აღარ ემორჩილებოდნენ. გიორგი XII-მ სცადა მათი
დამორჩილება მაგრამ ვერ მოახერხა. ქართველი თავდები და აზნაურები ორ ჯგუფად
დაიყვნენ ერთნი მხარს უჭერდნენ გიორგი XII-ს ვაჟს დავითს , ხოლო მეორენი
ერეკლე II-ის ძეს იულონს.
1799 წელს ქართლ-კახეთში რუსეთის ერთი პოლკი შემოვიდა გენერალ ლაზარევის
მეთაურობით. ამ ჯარს ჩამოჰყვა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გიორგი
XII-ის კარზა კოვალენსკი. გიორგის მთავარი საზრუნავი იყო რომ ტახტი
გადასულიყო მის შთამომავლებზე და არა მის ნახევარძმებზე. რუსეთი ქართლ-
44

კახეთში არსებულ ვითარებას კარგად იყენებდა. რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა


დააკმაყოფილა გიორგი XII-ის თხოვნა და ტახტის მემკვიდრედ დავითი დაამტკიცა.
ამ ამბავმა გიორგის ნახევარძმების აღშფოთება გამოიწვია. გიორგი XII-მ ვიწრო
წრეებთან თათბირის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო , შეეცვალა ტრაქტატის
ზოგიერთი პირობა. კერძოდ, რუსეთს მიეცა უფლება ჩარეულიყო ქართლ-კახეთის
შიდა საქმეებში. ამის სანაცვლოდ გიორგი გარანტიას ითხოვდა რუსეთისგან რომ
სამეფო ტახტი მის შთამომავლებს დარჩებოდა. ეს გადაწყვეტილება თავად დავით
გიორგის ძისთვისაც კი არ იყო ცნობილი.
გიორგი XII-ის მცდელობებს უკვე არავითარი აზრი არ ჰქონდა. რადგან რუსეთის
საიმპერატორო კარს ყველაფერი გადაწყეტილი ჰქონდა. 1800 წლის 18 დეკემბერს
პავლე I-მა მოაწერა ხელი მანიფესტს რომლის ძალითაც ქართლ-კახეთის სამეფო
უქმდებოდა და ის უშუალოდ რუსეთის შემადგენელი ნაწილი ხდებოდა. ათი დღის
შემდეგ 1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა. ქართლ-კახეთის
უკანასკნელი მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს.
გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ გენერალმა ლაზარევმა , შეკრიბა თავადები
და განუცხადა რომ ქვეყნის შემდგომ ბედს რუსეთის იმპერატორი გადაწყვეტდა.
მომავალი მეფის საკითხს გენერალი საერთოდ არ შეეხო. ლაზარევის გვერდით
მდგარმა სოლომონ ლიონიძემ თავადებს განუცხადა: გენერალი დავით გიორგის ძეს
მეფობას ულოცავსო. ამის გამო სოლომონ ლიონიძემ მკაცრი შენიშვნა მიიღო,
შეკრების შემდეგ სოლომონი დააპატიმრეს. მან გაქცევა მოახერხა და თავი იმერეთს
შეაფარა.
ამასობაში 1801 წლსი 18 იანვარს რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი
გამოქვეყნდა. ქართლ-კახეთის დროებით გამგებლად დავით გიორგის ძე დაინიშნა.
1801 წლის მარტში შეთქმულებმა პავლე I მოკლეს. ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე
I-მა კავკასიის ხაზის მმართველ გენერალ კნორინგს დაავალა გაერკვია ვითარება
ქართლ-კახეთში. კნორინგი ჩამოვიდა თბილისში სამეფოს გამგებელი დავით
გიორგის ძე გადააყენა და ქვეყნის მმართველად გენერალი ლაზარევი დანიშნა.
კნორინგმა შეისწავლა მდგომარეობა ქართლ-კახეთში და თავისი დასკვნა გაუგზავნა
იმპერატორს რომელშიც ნათქვამი იყო რომ ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობა არ
შეიძლებოდა.
ალექსანდრე I-ის მანიფესტი 1801 წლის 12 სექტემერს გამოქვეყნდა . 1802 წლსი 12
აპრილის კი ეს მანიფესტი სიონის ტაძარში შეკრებილ თავდ-აზნაურობას გააცნეს.
რუსეთმა უბრძოლველად მოახერხა ის რასაც ბრძოლით ირანი და ოსმალეთი ვერ
ახერხებდნენ .
45

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს ისტორია, ოთხ ტომად, ტ. III-IV, თბ., 2012


2. საქართველოს ისტორია, ტ. I-II, თბ., 2008,
3. მ. სანაძე, შესავალი მსოფლიო ისტორიაში, თბ., 2010
4. მ. სანაძე, თ. ბერაძე, შესავალი საქართველოს ისტორიაში, თბ., 2011

You might also like