You are on page 1of 64

1

მსოფლიო და საქართველო უახლესი ისტორიის პერიოდში

XIX საუკუნის 90-იანი წლების მიწურულიდან, განსაკუთრებით XX


საუკუნის დასაწყისიდან, იმპერიალიზმის ეპოქა თავისი დამახასიათებელი
ნიშნებით საქართველოს ცხოვრებასაც თავის დაღს ასვამს და მის განვითარებას
იმპერიაში მომძლავრებული მონოპოლისტური ძალების სასარგებლოდ
წარმართავს: მიმდინარეობს მრეწველობის კონცენტრაცია, ჩნდებიან
მონოპოლიები, აქტიურდება ბანკების როლი, ძლიერდება უცხოური კაპიტალის
მოძალება, თვისებრივი ცვლილებანი ხდება პროლეტარიატის ცხოვრებაში,
კაპიტალიზმის ნელი და მტკივნეული განვითარების მიუხედავად, მიმდინარეობს
წვრილი წარმოების გაჩანაგება, კლასობრივი დიფერენციაციის პროცესი
ღრმავდება. მსხვილი მიწათმფლობელების გვერდით ახალი ტიპის
მიწათმფლობელების – კულაკების – აღმოცენება ხდება და სხვ. ერთი სიტყვით,
XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიურსა და სოციალურ
ურთიერთობაში ასპარეზზე ახალი ძალები გამოდიან, ახალი პროცესები
მოქმედებენ.
ცარიზმის კოლონიური ჩაგვრის გაძლიერებამ, მასების უკიდურესმა
სიღატაკემ და განუკითხაობამ საქართველოში XIX საუკუნის დასასრულსა და XX
საუკუნის დასაწყისისათვის აქტიური რევოლუციური მოძრაობა გააღვივა.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მდიდარმა ტრადიციებმა,
ინტელიგენციის ფენებში საერთო დემოკრატიული ბრძოლის გაძლიერებამ,
პროლეტარიატის გაჩენამ და პროლეტარული მოძრაობის აქტიობამ
საქართველოში ნიადაგი მოუმზადეს XIX საუკუნის მიწურულისათვის
მარქსისტული ორგანიზაციების აღმოცენებას.
XX საუკუნის დასაწყისიდანვე საქართველოში მძლავრად ამოქმედდნენ
რევოლუციის ძალები. მუშათა მოძრაობამ გაქანება პოვა, აგრარულ-გლეხური
მოძრაობა სახალხო აჯანყების ზღურბლს მიადგა. პირველი მარქსისტული
ორგანიზაციები მძლავრი ლენინურ-ისკრული მიმართულების სოციალ-
დემოკრატიულ ჯგუფებად გაფორმდნენ და სათავეში ჩაუდგნენ მასების
რევოლუციურ აღმავლობას. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულიად
ახალი ხანა, რევოლუციურ-ქარიშხლოვანი ხანა, დაიწყო. საქართველომ პირველი
რევოლუციის პერიოდისათვის საერთო საიმპერიო ბრძოლის მოწინავე პოზიცია
დაიკავა.
XX საუკუნის დასაწყისიდან პირველ იმპერიალისტურ ომამდე
საქართველოს სოფლის მეურნეობაც ჩქარი ტემპით ვითარდებოდა. მისი წამყვანი
დარგები (მარცვლეულის მეურნეობა, მეცხოველეობა, მევენახეობა,
მეთამბაქოეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მებამბეობა და სხვ.) კაპიტალისტურ
ყაიდაზე ეწყობოდა. იზრდებოდა სოფლის მეურნეობის დარგების საქონლიანობა.
სასაქონლო და კაპიტალისტური ურთიერთობის შემდგომი განვითარების
პირობებში კიდევ უფრო ღრმავდებოდა სოფლის მეუნეობის დარგობრივი
სპეციალიზაცია.
მაგრამ კაპიტალიზმის განვითარება სოფლის მეურნეობაში გაცილებით
ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე მრეწველობაში. კაპიტალისტური განვითარების
ტემპების მიხედვით იმპერიის განაპირა – აგრარული – მხარე საქართველო
2

იმპერიის სამრეწველო ცენტრებს მაინც ჩამორჩებოდა. წოდებრივი


მიწათმფლობელობა, რომელიც ბატონყმობის გაუქმების შემდეგაც ძალაში დარჩა,
სოფელს გასაქანს არ აძლევდა. სოფლის ერთი მუჭა მემამულენი და
კაპიტალიზმის განვითარების პერიოდში მომძლავრებული კულაკობა ფლობდნენ
მიწების უდიდეს რაოდენობას. გლეხური ნადელი მოსახლეობის ზრდის
ვითარებაში თანდათან მცირდებოდა. სოფელში ინტენსიურად მიმდინარეობდა
გლეხობის დაშლის პროცესი, საშუალო გლეხობა ვერ ინარჩუნებდა თავის
მდგომარეობას. მისგან, ერთი მხრივ, გამოიყოფოდა შეძლებულ გლეხთა ნაწილი,
რომელიც მიწების დიდ რაოდენობას ისაკუთრებდა და მეურნეობას აფართოებდა,
მეორე მხრივ – ღარიბობა, რომელიც თანდათან კარგავდა მიწას, საქონელს და,
საკუთარი მარჯვენის ამარა დარჩენილი, სამუშაოს საძებრად ქალაქად
მიეშურებოდა.
სოფლის მოსახლეობის ურთიერთობასა და სოციალურ შემადგენლობაში
მომხდარი ცვლილებები სოციალური ბრძოლის ახალ ფორმებს წარმოშობდნენ.
ბატონყმობის ნაშთების საფუძველზე არსებულ წინააღმდეგობებს კაპიტალიზმის
განვითარების ბაზაზე აღმოცენებული წინააღმდეგობანი ემატებოდა. სამრეწველო
ქალაქებში თუ კლასობრივი ბრძოლა შრომასა და კაპიტალს შორის არსებულ
წინააღმდეგობათა საფუძველზე იშლებოდა, სოფელში ფეოდალიზმის ნაშთებისა
და კაპიტალიზმის განვითარების პირობებში ეს წინააღმდეგობანი ერთმანეთში
იყო გადახლართული და უფრო მტკივნეულ ხასიათს ატარებდა. პროლეტარიატის
დონემდე დასული ღარიბი გლეხი ანტაგონისტურად უპირისპირდებოდა
როგორც მიწათმფლობელს, ისე კაპიტალისტს, რომლის წარმოებაში ქირაზე
მუშაობდა.
ცარიზმის კოლონიური ჩაგვრის პირობებში საქართველოს, ბუნებრივია,
ნორმალური სამრეწველო წინსვლის პირობები არ გააჩნდა. მძიმე მრეწველობის
უმნიშვნელოვანესი დარგების, მათ შორის წარმოების საშუალებათა წარმოების
ფართოდ განვითარებას ცარიზმი განზრახ აბრკოლებდა.
დამმუშავებელი წარმოების დარგებიდან დაწინაურდა მსუბუქი
(ძირითადად გემო-კვების) მრეწველობა, რომელიც ადგილობრივი ნედლეულის
დამუშავებას ეწეოდა. შედარებით ხელსაყრელ პირობებში განვითარდა მოპოვებით
მრეწველობის ისეთი საიმპერიო და მსოფლიო მნიშვნელობის დარგი, როგორიც
მარგანეცის მრეწველობა იყო, აგრეთვე სპილენძისა და ქვანახშირის მოპოვება.
ძლიერ დაწინაურდა ნავთობის საექსპორტო ჭურჭლის დამამზადებელი წარმოება.
ერთ-ერთ უდიდეს სამრეწველო დაწესებულებად იქცა ამიერკავკასიის სახაზინო
რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, შეიქმნა უამრავი “მცირე სახელოსნოები” და
დეპოები.
მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კაპიტალისტური განვითარების
ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება ეროვნული ბურჟუაზიისა და პროლეტარიატის
ჩამოყალიბება იყო. ეროვნული, აგრეთვე მეტროპოლიის ბურჟუაზიის შედარებითი
სისუსტით სარგებლობდა უცხოური კაპიტალი, რომელიც XIX საუკუნის
მიწურულიდან განსაკუთრებით აქტიურად იჭრებოდა ჩვენს ქვეყანაში.
უცხოური კაპიტალი თავდაპირველად ხელს უწყობდა სამრეწველო პროგრესს,
წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარდაქმნას მანქანურ ყაიდაზე, მაგრამ
მრეწველობის დარგებში მტკიცედ ფეხის მოკიდების შემდეგ მონოპოლური
მდგომარეობის მოპოვებისათვის იბრძოდა და ქვეყნის საწარმოო ძალთა წინსვლას
3

შეგნებულად ამუხრუჭებდა.საქართველოში რუსეთთან შედარებით, მოგვიანებით


დაიწყო ე. წ.“თავისუფალი” კაპიტალიზმიდან მონოპოლისტურ კაპიტალიზმზე
გადასვლა.
გადასვლის ეს პროცესი ჩვენში კლასიკური ფორმით არ მიმდინარეობდა.
იმპერიალისტურ სტადიაზე, როგორც ცნობილია, კაპიტალისტური
თავისუფალი კონკურენცია იცვლება კაპიტალისტური მონოპოლიით.
მონოპოლიური კაპიტალიზმი ქმნის მსხვილ წარმოებას, ცვლის მას უმსხვილესით,
წარმებისა და კაპიტალის კონცენტრაცია იქამდე მიდის, რომ მისგან წარმოიშობა
მონოპოლისტური გაერთიანებანი: კარტელები, სინდიკატები, ტრესტები,
სამრეწველო კაპიტალი შეერწყმება საბანკო კაპიტალთან. მაგრამ “თავისუფალი
კონკურენციის ნიადაგზე აღმოცენებული მონოპოლიები არ სპობენ ამ
კონკურენციას, არამედ არსებობენ მასზე მაღლა და მის გვერდით, რითაც
წარმოშობენ მთელ რიგ განსაკუთრებით მწვავე და მძაფრ წინააღმეგობებს, შეხლა-
შემოხლას, კონფლიქტებს”. საქართველოში “თავისუფალი” კაპიტალიზმიდან
მონოპოლისტურ კაპიტალიზმზე გადასვლის ტენდენცია მთელი ძალით არ
გამომჟღავნებულა, მას დასრულებული სახე არ მიუღია. ეს ტენდენცია შედარებით
მკაფიოდ შეინიშნებოდა ვაჭრობისა და მრეწველობის სფეროში. კაპიტალისტური
ვაჭრობისა და მრეწველობის ზრდა აქ, ისე როგორც ყველა კაპიტალისტურ
ქვეყანაში, წინ უსწრებდა მიწათმოქმედების ზრდას.
XX საუკუნის დამდეგიდანსაქართველოს მრეწველობის მთელ რიგ დარგებში
ტონის მიმცემი ხდებიან სააქციოსაზოგადოებანი, ზოგან წარმოების
სინდიკატიზაციის ცდებიც შეინიშნება.უცხოური კაპიტალი აქტიურდება და
ამიერკავკასიის მრეწველობისა დამიმოქცევის ცალკეული სფეროების სრულ
დაქვემდებარებას ცდილობს. ნავთობისსაერთაშორისო მონოპოლიებთან
დაკავშირებულმა ფირმებმა 900-იან წლებში ბაქოსნავთობის მრეწველობაში და
ნაწარმის გასაღებაში მბრძანებელი ადგილი დაიკავეს.მომდევნო პერიოდში, ნავთის
პროდუქტების მომგებიან პირობებში რეალიზაციისმიზნით, ამ ფირმებმა ბაქოს
ნავთობის პროდუქტების უმნიშვნელოვანეს ბაზადში და რუსეთი გაიხადეს,
საერთაშორისო ბაზარზე კი მათ მიერ სხვა ქვეყნებში მოპოვებული ნავთობის მაღალ
ფასებში გასაღება გაინაღდეს. ამან გამოიწვია ნავთობის ექპორტთან დაკავშირებული
მძლავრი საწარმოების ლიკვიდაცია ბათუმში, საიდანაც ქარხნები ხმელთაშუა ზღვის
აუზის ქალაქებში გაიტანეს. საქართველოს მრეწველობა 1900-1914 წლებში
ძირითადად აღმავალი ხაზით ვითარდებოდა: კაპიტალდაბანდება გაიზარდა,
წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაუმჯობესდა, ფაბრიკულ-ქარხნული
მრეწველობის მიერმანუფაქტურებისა და წვრილი საქონლური ხასიათის საწარმოთა
შემდგომი
შევიწროების პროცესი გაღრმავდა. მრეწველობის ყველაზე პრიმიტული ფორმები -
საოჯახო მრეწველობა და ხელოსნობა – უკანასკნელ დღეებს ითვლიდა.
რუსეთისა და მსოფლიო კაპიტალიზმის სისტემაში მოქცეულ საქართველოს
ეკონომიკაზე, ბუნებრივია, საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურა დიდ გავლენას
ახდენდა. XX საუკუნის დამდეგს საქართველოს მრეწველობის მთავარმა დარგებმა
განიცადეს კრიზისი, მისი მომდევნო დეპრესია და პირველი მსოფლიო ომამდელი
აღმავლობა. პირველი მსოფლიო ომით გამოწვეულ სიძნელეთა ვითარებაში
საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მრეწველობის
დარგების უმეტესობა დაცემას განიცდიდა, ამავე დროს სამხედრო უწყების
4

დაკვეთით მომუშავე რამდენიმე საწარმო გაძლიერდა. მუშახელის ნაკლებობის


გამო სოფლის მეუნეობის პროდუქციის დამზადებაც შემცირდა. პირველი
მოთხოვნილების საგნები გაძვირდა.
საქართველოს საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა ცალმხრივად
ვითარდებოდა: კოლონიური ქვეყანა დამოუკიდებელი ინდუსტრიული
განვითარების შესაძლებლობას მოკლებული იყო. განსაკუთრებით დიდ
დაბრკოლებას აწყდებოდა წარმოების საშუალებათა წარმოება, რომელიც
ნებისმიერი კაპიტალისტური ქვეყნის ეკონომიური დამოუკიდებლობის საიმედო
საყრდენია. მრეწველობის დასახელებული დარგის განვითარება, ცარიზმის
კოლონიურ-ეკონომიური პოლიტიკის გატარების წყალობით, ძლიერ
დამუხრუჭდა. შედარებით დაუბრკოლებრივ ვითარდებოდა მრეწველობის ის
დარგები, რომლებიც პირველადი მოხმარების საგნებსა და პროდუქტებს
ამზადებდნენ. წიაღისეულით მდიდარ ქვეყნებში რამდენადმე უფრო
ხელსაყრელი პირობები არსებობდა აგრეთვე სამთო მრეწველობის
განვითარებისათვის. მაგრამ მოპოვებული ნედლეულის გადამამუშავებელი
მეტალურგიული წარმოება ადგილზე ვერ შეიქმნა, ნედლეული
გადაუმუშავებლად უცხოეთსა და რუსეთში იგზავნებოდა.
აღნიშნული დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველოში საკმაოდ
განვითარდა საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა. სამრეწველო მოსახლეობა
სამიწათმოქმედო მოსახლეობის ხარჯზე განუწყვეტლივ იზრდებოდა, ახალი
ნაკადით ივსებოდა მუშათა კლასის რიგები, იქმნებოდა მსხვილი სავაჭრო-
სამრეწველო ცენტრები, მწვავდებოდა წინააღმდეგობა ქალაქსა და სოფელს შორის,
შრომასა და კაპიტალს შორის, მზადდებოდა სოციალისტური რევოლუციის
სოციალ-ეკონომიური და იდეურ-პოლიტიკური წანამძღვრები.
საწარმოო იარაღებისა და სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა
მოწყობილობის მკეთებელი და შემკეთებელი წარმოება. ქვეყნის საწარმოო ძალთა
განვითარების შედეგად წარმოების საშუალებებზე მოთხოვნილება იზრდებოდა.
მის დაკმაყოფილებას ემსახურებოდა საქართველოს ქალაქებსა და ზოგიერთ დაბა
სოფლებში მოქმედი ლითონდამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ეწეოდნენ
სხვადასხვა დანიშნულების იარაღებისა და მოწყობილობის კეთება-შეკეთებას.
ასეთი საწარმოები მეტწილად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იყო თავმოყრილი.
ქვეყნის შემდგომი კაპიტალისტური განვითარებისა და მანქანური
წარმოების გაფართოების პროცესში ყალიბდებოდა საქართველოს სამრეწველო
პროლეტარიატი. მრეწველობის მზარდ მოთხოვნილებას თავისუფალ მუშახელზე
აკმაყოფილებდა საქართველოს სოფელი, სადაც შეუნელებლივ მიმდინარეობდა
გლეხობის კლასობრივი დიფერენციაცია. გაღატაკებული გლეხობა სამუშაო ძალის
გასაყიდად ქალაქს მიაშურებდა და სამრეწველო მუშათა რიგების შევსების
უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა.
თავის განვითარების გარიჟრაჟზე საქართველოს კაპიტალისტური
მრეწველობა ნაკლებად საჭიროებდა სამუშაო ძალას. “მაშინ სოფლელიც იშვიათად
თუ გამოდიოდა თავის სოფლიდან”, ისიც მეტწილად მხოლოდ დროებით
საშოვარზე. ქვეყნის კაპიტალისტური განვითარების შედეგად, როგორც ამას
შენიშნავდნენ თანამედროვენი, “დრონიც იცვალნენ”: “თუ წინათ სოფლებიდან
იპატიჟებდნენ მუშებს, დღეს თავისთავად ქარხნის ალაყაფის კარებთან გროვდებიან
მუშები გულზე ხელდაკრეფილნი და ელიან სამუშაოს”. “ცხოვრების ახალმა
5

მოთხოვნილებამ მუშა ხალხს სოფელი მიატოვებინა და ქალაქისაკენ აქნევინა პირი,


სადაც სამუშაოს სანთლით დაეძებს, და თუ ვინმე კი ვინმე მიაწოდებს, რა
პირობითაც იყოს სულ ერთია, მაინც სიხარულით აიღებს. ბევრმა ღარიბ-ღატაკმა
მიატოვა სახლ-კარი, ცოლ-შვილი, დედ-მამა, და-ძმა”. სამრეწველო ცენტრების
სამუშაო ძალის ბაზარი უმთავრესად სოფლიდან მოსული გაღატაკებული
გლეხობის ხარჯზე იზრდებოდა.
პროლეტარიატის რიგებში ექცეოდა აგრეთვე ქალაქის გაჩანაგებულ წვრილ
მწარმოებელთა და ექსპროპრიირებულ წვრილ მესაკუთრეთა მასაც. ამაზე
ამახვილებდა ყურადღებას “კვალი”, როცა წერდა: “დღევანდელ მუშა ხალხს რომ
თვალყური ადევნოს კაცმა, ხშირად დაინახავს ქარხნის კარებზე ისეთ მუშებსაც,
რომელნიც ყოფილან მედუქნეები, მოიჯარადრეები და წვრილი მწარმოებლები,
რომლებიც გაკოტრებულან მსხვილი ვაჭრების და მწარმოებლების მეოხებით,
რადგან ვერ გაუძლიათ იმათ კონკურენციისათვის და მეტოქეობისათვის”.
ქალაქის მოსახლეობის ზოგიერთი სხვა ჯგუფების წარმომადგენლებიც
არაიშვიათად ხდებოდნენ დაქირავებული მუშები.
საქართველოს სამრეწველო პროლეტარიატის რიგების შევსების ერთ-ერთ
წყაროს წარმოადგენდა კავკასიისა და შიდა რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან,
აგრეთვე ირანიდან და თურქეთიდან მოსული თავისუფალი მუშახელი.
XX საუკუნის დამდეგიდან საქართველოს მუშათა კლასის ზრდის წყაროს
წარმოადგენდა კადრის მუშათა ოჯახები. მათი შვილები ბავშვობიდანვე
ებმებოდნენ წარმოებაში და მშობლებთან ერთად იზიარებდნენ მუშის ხვედრს.
საქართველოს მრეწველობა 1900-1914 წლებში სწორხაზობრივად როდი
ვითარდებოდა. სამრეწველო აღმავლობა შეიცვალა XX საუკუნის დამდეგის
ეკონომიური კრიზისითა და მისი მომდევნო დეპრესიით, რაც წარმოების თითქმის
ყველა ძირითადმა დარგმა განიცადა. პირველი მსოფლიო ომის წინა წლებში
მრეწველობა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. წარმოების კონცენტრაცია და
ცენტრალიზაცია გაძლიერდა. საწარმოთა რიცხვი შემცირდა, დაქირავებულ მუშათა
და, მეტადრე, წარმოებული პროდუქციის ოდენობა გაიზარდა.
ჩვენი ქვეყნის მრეწველობის ზოგიერთმა დარგმა საიმპერიო და მსოფლიო
მნიშვნელობა მოიპოვა. გემო-კვების მრეწველობის ზოგიერთი დარგის ნაწარმი
ფართოდ საღდებოდა რუსეთის იმპერიის ბაზრებზე. მარგანეცის მრეწველობა
სანახევროდ აკმაყოფილებდა მსოფლიო ბაზრის მოთხოვნილებას მარგანეცზე.
მრეწველობის ზოგიერთმა დარგმა, მათ შორის წარმოების საშუალებათა წარმოებამ,
ვერ პოვა ჯეროვანი განვითარება. მათ წინსვლას აფერხებდა ცარიზმის კოლონიური
ეკონომიური პოლიტიკა. საქართველოს მრეწველობის ისეთმა დარგმა, როგორიცაა
საფეიქრო მრეწველობა, ვერ გაუძლო რუსული, აგრეთვე უცხოური ნაწარმის
კონკურენციას და არსებობა შეწყვიტა. ნავთობის მონოპოლიების მოქმედების
შედეგად 1905 წლიდან მინიმუმამდე დაეცა ნავთობის საექსპორტო ჭურჭლის
წარმოება ბათუმში. 1911 წლიდან დაღმავალი ხაზით წარიმართა დავით
სარაჯიშვილის მძლავრი ფირმის საწარმოო-სავაჭრო საქმიანობა.
XX საუკუნის 10-იან წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობა შინაგან და
საგარეო ბაზარებს ყოველწლიურად აწოდებდა 2-3 მლნ მანეთის მარცვლეულს, 10-12
მლნ მანეთის ღვინოს, 1-1,5 მლნ მანეთის სპირტს, 12-13 მლნ მანეთის
მესაქონლეობისადა მეფრინველეობის პროდუქტებს, 2-3 მლნ მანეთის აბრეშუმს, 7-8
6

მლნ მანეთისთამბაქოს, 1-2 მლნ მანეთის ბამბას, 3-4 მლნ მანეთის ხილბოსტნეულს
და სხვ.სოფლის მეუნეობის დარგობლივი სპეციალიზაციის გაღრმავების პირობებში
კიდევ უფრო ფართოვდებოდა საქონელმიმოქცევა საქართველოს სხვადასხვა
რაიონებსშორის, ქალაქსა და სოფელს შორის. ვაჭრობისა და კრედიტის სფეროში
საგრძნობმნიშვნელობას ინარჩუნებდნენ ძველი ყაიდის ვაჭარ-მევახშეები.
ბუნებრივია,მოსახლეობა, პირველ რიგში მშრომელი გლეხობა, მათი დამარღვეველი
მოქმედებისთავიდან აცილებას ცდილობდა და ამ პერიოდში უფრო აქტიურად
საქმიანობდა სავაჭრო-გამსაღებელი, მომხმარებელი და საკრედიტო კოპერატივების
ქსელის გაფართოებისათვის.
XX საუკუნის დამდეგიდან კიდევ უფრო გაძლიერდა ქალაქის გავლენა
სოფელზე, ვაჭარ-მრეწველთა მიერ კაპიტალის დაბანდება სოფლის მეურნეობაში.
თანდათან იზრდებოდა ადრე არსებულ ბურჟუაზიულ მეურნებათა (პოპოვის,
ანანოვის, კუჩენბახის, ამეტერის და სხვ.) მასშტაბი და ჩნდებოდა ახალი
კაპიტალისტური სასოფლო–სამეურნეო საწარმოები. კაპიტალის დაბანდების
ხელსაყრელ სფეროდ იყო მიჩნეული მევენახეობა-მეღვინეობა - მეცხოველეობა,
მეთამბაქოეობა და სხვა დარგები.
სოფლის მოსახლეობის სოციალურ შემადგენლობასა და ურთიერთობაში
მომხდარმა ცვლილებებმა სოციალური ბრძოლის ახალი ფორმები
წარმოშვეს. ბატონყმობის ნაშთების საფუძველზე არსებულ წინააღმდეგობებს,
კაპიტალიზმის განვითარების საფუძველზე აღმოცენებული წინააღმდეგობანი
დაემატა. ქალაქსა და მრეწველობაში კლასობრივი ბრძოლა თითქმის მხოლოდ
შრომასა და კაპიტალს შორის არსებულ წინააღმდეგობათა საფუძველზე იშლებოდა.
სოფლად კი ფეოდალიზმის ნაშთებისა და კაპიტალიზმის საფუძველზე არსებული
წინააღმდგობანი უმეტესწილად ერთმანეზე იყო გადახლართული; სად იწყებოდა
და თავდებოდა პირველი სოციალური ომი და სად მეორე, ამის გამორკვევა
თითქმის შეუძლებელია. პროლეტარის დონემდე დასული წვრილი გლეხი
მტრულად უპირისპირდებოდა როგორც მიწათმფლობელს, რომლის მონადელეს
თუ მოიჯარეს იგი წარმოადგენდა, ისე კაპიტალისტს, რომლის წარმოებაში იგი
ქირაზე მუშაობდა. ამდენად საქართველოს სოფელში არსებობდა როგორც
ბურჟუაზიულ-დემოკრატიული, ისე სოციალისტური რევოლუციის სოციალ-
ეკონომიური და იდეოლოგიური წანამძღვრები. ამას ემატებოდა ცარიზმის
კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ეროვნულ-
განმათავისუფლებელი ბრძოლა, რაც რევოლუციურ მოძრაობას კიდევ მეტ გაქანებას
აძლევდა. მომავალი რევოლუციის ხასიათი დამოკიდებული
უნდა ყოფილიყო კონკრეტულ სიტუაციაზე, მშრომელი მასების განწყობილებასა და
ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ძალა-გავლენაზე.
სოციალ-დემოკრატებმა, რომელნიც სწორად ჭვრეტდნენ ისტორიული
განვითარების ობიექტურ პროცესებს და მშრომელთა ინტერესებს გამოხატავდნენ,
წარმატებით დააგვირგვინეს ბრძოლა მშრომელი მასების იდეური დაუფლებისათვის.
XX საუკუნის დასაწყისი რუსეთში სამრეწველო კრიზისით აღინიშნა. 1900-
1903 წლებში დაიხურა 3 000-მდე ქარხანა. უმუშევართა საერთო რაოდენობამ 200
ათასს გადააჭარბა. სამრეწველო კრიზისის გაძლიერებამ, უმუშევრობის ზრდამ
ქალაქად და მოუსავლიანობამ სოფლად გააუარესა შრომელთა მდგომარეობა.
თუ 90-იან წლებში მუშებმა ეკონომიური გაფიცვებით ცოტაოდენ შეღავათებს
მაინც მიაღწიეს, ახლა ეს უმნიშვნელო მონაპოვარიც ექსპლოატატორებმა ხელიდან
7

გამოგლიჯეს. საწარმოებში დატოვებულ მუშებს ხელფასი შეუმცირეს, სამუშაო


ნორმა გაუდიდეს, უფრო ფართოდ იწყეს იაფი მუშახელის – ქალებისა და ბავშვების
– შრომის გამოყენება.
საქართველოში დაწყებულ სამრეწველო კრიზისს 1901 წელს დიდი
მოუსავლობა დაემთხვა. საქართველოს გლეხობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.
ამასთანავე ხალხს სულს უხუთავდა სამამულო და სახელმწიფო ბეგარა-
გადასახადები, თავადაზნაურობის თაგასულობა, სოფლის მოხელეთა თარეში,
ეგზეკუციები. დამშეული ხალხი ლუკმაპურისათვის ქალაქებს აწყდებოდა. ეს
გარემოება კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებდა.
სამრეწველო კრიზისმა ვერ შეაჩერა მუშათა მოძრაობა. მებრძოლი მუშათა
კლასის რიგები შესამჩნევად გაიზარდა. XX საუკუნის დასაწყისში, ეკონომიური
კრიზისის დროს როგორც რუსეთში, ისე ამიერკავკასიაში, მუშათა მოძრაობა
გაძლიერდა. ხელფასის სიმცირე, აუტანელი ჯარიმები, სამუშაო დღის სიდიდე, რაც
ბევრ საწარმოში 15-17 საათს აღწევდა, ანტისანიტარია, უბინაობა – ყველაფერი ეს
აძლიერებდა მუშათა მღელვარებას. ისინი სისტემატურად აწყობდნენ გაფიცვებს,
რამაც მოიცვა თითქმის ყველა საწარმო.
1900 წლის აგვისტოს გაფიცვებმა თბილისში საყოველთაო ხასიათი მიიღო.
თბილისის პროლეტარიატის ამ საერთო ბრძოლას საფუძველი დაუდო
ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარსახელოსნოებისა და დეპოს მუშების
1900 წლის აგვისტოს დიდმა გაფიცვამ, რომელშიც მონაწილეობდა 4 000 მუშა.
1900 წლის პირველმაისობის შემდეგ თბილისის ხელმძღვანელი სოციალ-
დემოკრატიული ჯგუფი დაძაბულ მუშაობას ეწეოდა რკინიგზის სახელოსნოებსა
და დეპოში გაფიცვის მოსაწყობად. დროც შესაფერი დადგა: “1900 წელს, პირველი
მაისის შემდეგ, - წერს ცნობილი რევოლუციონერი ს. ალილუევი, - მოწინავე
მუშებმა პროტესტი განაცხადეს ზედმეტი მუშაობისა და ზოგიერთ მეთვალყურეთა
უხეში მოპყრობის გამო. ჩამოვარდა კონფლიქტი ადმინისტრაციასა და სახარატო
საამქროს მუშებს შორის... ასეთი გარემოება სხვა “წვრილმან” კონფლიქტებთან
ერთად დიდ საზრდოს აძლევდა საერთო უკმაყოფილებას, აფხიზლებდა თვით
ჩამორჩენილ მუშებსაც კი. ამით ისარგებლა ჩვენმა პარტიულმა ორგანიზაციამ და
მუშებს მოუწოდა უარეყოთ ზედმეტი მუშაობა და შესდგომოდნენ გაფიცვისთვის
მომზადებას”.
ადგილობრივ ხელისუფლებას არ გამოპარვია ეს საგაფიცვო მზადება. უკვე
ივლისში თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი თავის
მოხსენებაში პოლიციის დეპარტამენტისადმი წერდა: “როგორც აგენტურისაგან
მიღებული ცნობები მოწმობს, ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში
შემჩნეულია მნიშვნელოვანი მღელვარება და უახლოს ხანებში განზრახულია
გაფიცვა, რომლის მიზანია ხელფასის გადიდება, ანდა, სამუშაო დღის შემცირება 8
საათამდე”.
მთავრობამ სასწრაფო ზომები მიიღო, - მუშების ტანსაცმელში გადაცმული
უამრავი აგენტი დააყენა სხვადასხვა საამქროში სამუშაოდ. სურდა შეეტყო
გაფიცვის სამზადისის მთელი მიმდინარეობა. რკინიგზის ადმინისტრაცია და
ჟანდარმთა პოლიცია დარწმუნდნენ, რომ “განწყობილება მუშებში უკიდურესად
არასასურველია, გაფიცვა გარდაუვალია”.
11 ივლისს სახარატო საამქროს 200-მა მუშამ მოითხოვა ღამით მუშაობის
აკრძალვა. ადმინისტრაციამ სცადა აემოქმედებინა ბრიგადირები, მაგრამ არაფერი
8

გამოვიდა. მუშები მოითხოვდნენ ბრიგადირების მოხსნას და საამქროებიდან


გაძევებას. ამ მოთხოვნას 28 ივლისს მხარი დაუჭირეს სავაგონო და საამწყობო
საამქროების მუშებმა. ისინი ერთხმად მოითხოვდნენ არა მარტო ბრიგადირების
გაძევებას, არმედ გაცდენილი დღეების შესახებ არსებული წესის შეცვლას.
27, 28 და 29 ივლისს მთავრობის ორგანოებში თათბირები მიმდინარეობდა.
1900 წლის 29 ივლისს თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი
იმპერიის პოლიციის დეპარტამენტს აცნობებდა: “ყველა გარემოებამ, სახარატო
საამქროს მუშების საერთო მღელვარებასთან დაკავშირებით, დაგვარწმუნა, რომ
აუცილებლად წარმოიშობა გაფიცვა, რომ ყოველგვარი გამაფრთხილებელი შინაური
ზომები ეხლა უკვე უაზროა და რომ გაფიცვის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი
საშუალებაა სასწრაფოდ დაპატიმრებულ იქნენ ყველა შენიშნული წამქეზებლები –
12 კაცის რაოდენობით”.
31 ივლისს, ღამით, დააპატიმრეს 68 მოწინავე მუშა, ხოლო 1 აგვისტოს
დილით მთავარსახელოსნოებში გამოაკრეს ადმინისტრაციის მუქარით სავსე
განცხადება: “ივლისის განმავლობაში თბილისის სახელოსნოების მუშები ხშირად
არღვევდნენ სახელოსნოებში მუშაობის ძირითად წესებს, სახელდობრ: 1. ჯგუფად
იკრიბებოდნენ სახელოსნოს შენობაში; 2. სახელოსნოების უფროსებს ჯგუფურად
უდგენდნენ სხვადასხვა მოთხოვნებს და სურვილებს (ხშირად სრულიად
უსაფუძვლოს); 3. ზოგიერთები უარს ამბობდნენ უფროსების განკარგულებების
შესრულებაზე; 4. ტოვებდნენ მინდობილ საქმეს; 5. მოისურვეს სახელოსნოების
მუშათგან ამა თუ იმ პირის დათხოვნის უფლების მოპოვება, რომელიც მათ არ
ჰქონდათ მინიჭებული... სახელოსნოებში წესრიგის ასეთი დარღვევა ამიერიდან
აღარ იქნება დაშვებული, რის გამოც ცხადდება, რომ მუშა, რომელიც შემჩნეული
იქნება სხვების ამხედრებაში, ან პირადად ჩაიდენს ასეთ უწესრიგობას, სასტიკად
დაისჯება”.
მუშებმა შეიტყვეს აგრეთვე ამხანაგების დაპატიმრებაც და 2 500 კაცმა
შეწყვიტა მუშაობა, გამოაცხადა გაფიცვა. მუშებმა დატოვეს საამქროები და
მწყობრად გასწიეს თავიანთ ბინებისაკენ.
გაფიცვის შესახებ სასწრაფოდ ეცნობა კავკასიის მთავარმმართველს,
დეპეშები გაეგზავნა პეტერბურგში შინაგან საქმეთა სამინისტროს. მთავრობა
იძულებული გახდა რკინიგზის სახელოსნოები დახურულად გამოეცხადებინა 4
აგვისტომდე. ამ ხნის განმავლობაში მთავრობა მუქარით, რეპრესიებით აპირებდა
სახელოსნოებში მუშაობის აღდგენას. იგი ახალ განცხადებაში მუშებს
აფრთხილებდა, რომ გამოსვლების მეთაურნი და წამქეზებელნი დაპატიმრებული
და გადასახლებული იქნებოდნენ.
საგაფიცვო კომიტეტი, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი
ხელმძღვანელობდა, მუშებს მოუწოდებდა არ დამორჩილებოდნენ ადმინისტრაციის
ბრძანებას, მათთვის წაეყენებინათ მოთხოვნები.
“წინ მეგობრებო, ამხანაგებო! თავიდან მოვიშოროთ ჩვენი
სისხლისმსმელების მეურვეობა. ექსპლუატატორებს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ
შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი და დაპატიმრებული ამხანაგები.
ვუჩვენოთ მათ, რომ არ გვეშინია საპყრობილეებისა, სადაც უფრო უარესად
არ ისუნთქება, ვიდრე ჩვენ შეხუთულ სახელოსნოებში, მტრების ძალადობას ჩვენი
ძალა დავუპირისპიროთ, მათ უსირცხვილო ბრძანებებს – ჩვენი მოთხოვნები”.
საგაფიცვო კომიტეტმა ადმინისტრაციას წარუდგინა მოთხოვნები: 8-
9

საათიანი სამუშაო დღე, დღიური ხელფასის გადიდება, ზედმეტი საათების


გაუქმება, ჯარიმების მოსპობა, უხეში ბრიგადირების გაძევება, დაპატიმრებული
ამხანაგების განთავისუფლება.
მოთხოვნათა წარდგენის დღეს, 2 აგვისტოს, მუშებში ვრცელდებოდა
ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის პროკლამაცია, რომელიც მთელი
სიმკაცრით გმობდა შრომის მძიმე პირობებს და მთავრდებოდა ექსპლუატაციის
წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით.
ჟანდარმერია-პოლიციამ 3 აგვისტოს ეს პროკლამაცია (დასტამბული
ქართულ და რუსულ ენებზე) გამოკრული ნახა რკინიგზის მთავარი სახელოსნოს
ახლოს მცხოვრებ ბრიგადირთა და თვით ადმინისტრაციის მოხელეთა ბინების
კარებზე და ფანჯრებზე. “მთელი ღამის განმავლობაში, - წერდა ჟანდარმთა
სამმართველოს უფროსი პოლიციის დეპარტამენტს პეტერბურგში, - ჩემ მიერ
რწმუნებული სამმართველოს მოხელენი აწარმოებდნენ ამ პროკლამაციების
ჩამოხსნას, ასე, რომ დილისათვის მხოლოდ ერთი თუ ორი ეგზემპლარი დარჩა
გაკრული”.
მიუხედავად იმისა, რომ დეპო და სახელოსნოები თითქმის
დაცარიელებული იყო, რკინიგზის ადმინისტრაციამ მაინც შეძლო მატარებლის
მოძრაობის უზრუნველყოფა. იგი არ წავიდა დათმობაზე. მღელვარება მატარებლის
მოძრავი შემადგენლობის მომსახურე პერსონალსაც მოედო.
დეპოსა და სახელოსნოების მუშათა გაფიცვამ დიდი გავლენა მოახდინა
თბილისის ფაბრიკა–ქარხნების მუშებზე. მღელვარება და გაფიცვები დაიწყო
ქალაქის თითქმის ყველა მნიშვნელოვან საწარმოში. გაიფიცნენ ბოზარჯიანცის,
ენფიანჯიანცის, საფაროვის, ბუტულოვის თამბაქოს ფაბრიკის მუშები, ჩითახოვის
(ყოფილი მირზოევის) ბამბის საქსოვი ფაბრიკის მუშები, იარალოვის
მანქანათმშენებელი ქარხნისა და ადელხანოვის ტყავის ქარხნის მუშები. გაფიცვამ
თბილისში საყოველთაო ხასიათი მიიღო. მოძრაობა თბილისსაც გაცდა, - გაიფიცნენ
სადგურ ხაშურისა და ელიზავეტპოლის მუშები.
მთავრობამ გააძლიერა რეპრესიები. ჯერ კიდევ 2 აგვისტოს დააპატიმრეს 24
კაცი, მათ შორის ზაქარია ჩოდრიშვილი და სერგი ალილუევი. 3-6 აგვისტოს
გამუდმებით მიმდინარეობდა მუშების ბინების ჩხრეკა და მათი მასობრივი
დაპატიმრება. 6 აგვისტოს გამოცხადდა სამხედრო წესები. ამ დღეს პოლიციის
განკარგულებაში მყოფი კაზაკთა რაზმები დილიდანვე ჯგუფ-ჯგუფად ესხმოდნენ
მუშა-მოსახლეობის უბნებს, ცხენებით თელავდნენ ბინების მისადგომებს და
თოფის კონდახის ცემით ერეკებოდნენ მუშებს საპლიციო უბნებისაკენ.
დადგა გაფიცვის მეშვიდე დღე. პოლიცია-ჟანდარმერიის თარეშმა და
ცხენოსანი კაზაკების მიერ მუშათა უბნების დარბევამ, მასობრივმა დაპატიმრებებმა
მუშები მაინც წელში ვერ გატეხა. ისინი სამუშაოს არ დაუბრუნდნენ. მიუხედავად
იმისა, რომ მთავრობამ მუშებს მოუსპო ყველა საარსებო საშუალება, ისინი მაინც
უკან არ იხევდნენ, გაფიცვა გაგრძელდა.
ხელმძღვანელი და სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი მუშათა მედგარ
ბრძოლას, მათ დისციპლინას ხოტბას ასხამდა და მოუწოდებდა მათ კიდევ უფრო
შეემჭიდროებინათ თავიანთი რიგები. თავის მოწოდებაში გაფიცული მუშებისადმი,
დასახელებული ჯგუფი წერდა: “ასი ათასობით თვალი შემოგყურებთ თქვენ
დაძაბული ყურადღებით, გაფაციცებით უყურებს თქვენს განმათავისუფლებელ
მოძრაობას. თქვენი ძალების სასწაულებრივი ზრდა შიშს გვრის თქვენს მტრებს და
10

ბადებს თქვენდამი მათ გულში უნებლიე პატივისცემას.


თქვენი ვაჟკაცობა და ერთსულოვნება აღაფრთოვანებს თქვენს მეგობრებს და
უკეთესი მომავლის იმედებს უღვიძებს მათ. ტაქტიკა და დისციპლინა, თქვენს
ბრძოლაში რომ ჩანს, შურს იწვევს ძალმომრეობის თაყვანისმცემლებში, რომელნიც
იძულებულნი არიან თქვენს წინააღმდეგ ამოწვდილი ხმალი ქარქაშში ჩააგონ... არ
დაივიწყოთ, რომ თქვენ მარტონი არა ხართ, თქვენს ზურგს უკან იფარებას ძალთა
მილიონები, რომელნიც მზად არიანს გამოგიწოდონ თავიანთი რკინის ხელები”[13].
საგაფიცვო კომიტეტი პროკლამაციით მიმართავდა გაფიცულ მუშათა
ცოლებს, ბრძოლაში მხარი დაეჭირათ თავიანთი ქმრებისათვის, აეტანათ გაჭირვება
გამარჯვებისათვის ბრძოლაში.
8 აგვისტოს დაპატიმრებული მუშების ცოლები, დაახლოებით 70 ქალი,
მივარდნენ გუბერნატორის კანცელარიაში მოთხოვნით – გაენთავისუფლებინათ
მათი ქმრები. ქალთა ეს დემონსტრაცია კიდევ უფრო ზრდიდა გაფიცვების
ძალასა და მნიშვნელობას.
მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ტერორი, რომლის საშუალებით
ცდილობდა აღედგინა მუშაობა დეპო-სახელოსნოებში. გაფიცვის დაწყებიდან
დაცარიელებულ სახელოსნოს ორი ასეული იცავდა. ეს ზომა მიჩნეული იყო
აუცილებლად გაფიცული მუშების ვითომდა თავდასხმის ასაცილებლად.
მთავრობა მუშათა მასობრივ დაპატიმრებას განაგრძობდა და საპატიმროების
გადატვირთვის გამო ის “ეტაფის წესით”, მუშებს “სამშობლო სოფლებში”
აგზავნიდა.
სწორედ ამის გამო საგაფიცვო კომიტეტი თავის ერთ-ერთ პროკლამაციაში
წერდა: “ამხანაგებო! ჩვენ გვაპატიმრებენ იმისათვის, რომ კანონის შესრულებას
მოვითხოვთ. მაშასადამე, მთავრობა კანონებს სცემს რათა მოგვატყუოს, თვალი
აგიხვიოს.
ჩვენ გვაპატიმრებენ იმისათვის, რომ მოვითხოვთ მათხოვრული ხელფასის
მომატებას. მაშასადამე, მთავრობას სურს ნახევრად მშიერი მხეცური ცხოვრება
ვატაროთ.
ჩვენ გვაპატიმრებენ იმისათვის, რომ მოვითხოვთ მოგვეპყრან როგორც
ადამიანებს, მაშასადამე მთავრობა გვიყურებს ჩვენ როგორც პირუტყვთ, რომელსაც
წიხლის ნებაც არა აქვს. დავიხსომოთ ეს, ძმებო! როცა დადგება მთავრობასთან
ანგარიშის სწორების დღე. ეს დღე ახლოს არის – ჩვენ პასუხს მოვთხოვთ ამისათვის.
ეხლა ძმებო! ერთსულოვნად ვიდგეთ ჩვენს მოთხოვნებზე და ვუჩვენოთ ჩვენ
სისხლისმსმელებს და მთავრობის მაჩანჩალებს, რომ მათ საქმე აქვთ არა უბადრუკ
მონებთან და პირუტყვებთან, არამედ ადამიანებთან, რომელთაც შესწევთ უნარი
მოითხოვონ, უნარი შესწევთ იბრძოლონ და თუ საჭირო იქნება, ეწამონ კიდეც”.
9-10 აგვისტოს დააპატიმრეს კიდევ 64 კაცი, მათ შორის ინტელიგენტი
სოციალ-დემოკრატებიც. საერთოდ დაპატიმრებულ, გადასახლებულ და
დათხოვნილ მუშათა რაოდენობა ათას კაცს აჭარბებდა.
დარბევამ, შიმშილმა და საპყრობილემ მუშები იძულებული გახდა
დაბრუნებოდნენ სამუშაოს. 11 აგვისტოს გაფიცვამ შენელება იწყო. ამ დღეს
სამუშაოზე გამოცხადდა 640 კაცი. 200 კაცმა უარი თქვა დაბრუნებოდა სამუშაოს,
საწარმოსთან საბოლოოდ გაასწორა ანგარიში და მიატოვა.
15 აგვისტოს შეწყდა გაფიცვა. დეპოსა და სახელოსნოებში ამ დღეს მუშაობდა
1976 კაცი. 884 კაცი დარჩა წარმოების გარეთ. ასე დამთავრდა თბილისის მუშათა ეს
11

გრანდიოზული გაფიცვა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში არყევდა მეფის


მთელ ბიუროკრატიულ აპარატს კავკასიაში, აღელვებდა და აღშფოთებდა
მთავრობის წრეებს პეტერბურგში. ჩაახშო რა გაფიცვა, მეფის ადგილობრივი
ადმინისტრაცია შეუდგა საქმის გამოძიებას და “დამნაშავეთა” გასამართლებას.
პასუხისგებაში მიცემული იყო 112 კაცი. მსჯავრდებულთაგან ერთი
ნაწილი გადაასახლეს თბილისიდან ორი წლის ვადით, რკინიგზის წარმოებაში
მუშაობის სავსებით აღკვეთით, ნაწილს წინასწარი პატიმრობა სასჯელში
ჩაუთვალეს, სხვებს სავსებით აუკრძალეს რკინიგზის საწარმოებში მუშაობა[19].
მთავრობისთვის ცხადი გახდა, რომ გაფიცვას ხელმძღვანელობდა სოციალ-
დემოკრატია. მთავრობამ მთელი თავისი ჟანდარმული აპარატი დარაზმა სოციალ-
დემოკრატიული ორგანიზაციის აღმოსაჩენად. “სავსებით შესაძლებელია დაუშვათ,
რომ მუშათა მთელ მოძრაობას თბილისში ხელმძღვანელობდა ერთი რევოლციური
ცენტრი”. – წერდა კავკასიის მთავარმართებელი თავის საიდუმლო მოხსენებაში.
მთავრობას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს იყო სოციალ-დემოკრატიული ცენტრი.
“ჟანდარმთა სამმართველოს, - განაგრძობს მთავარმართებელი, - გამოჰყავს დასკვნა,
რომ ამიერკავკასიის რკინიგზის დეპოს და მთავარ სახელოსნეოების გაფიცვა
მთლიანად სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის პარტიის მიერ იყო
წარმოებული... სოციალ-დემოკრატიის მოღვაწეობის წარმოჩენამდე თბილისში
გაფიცვებს თუ ჰქონდა ადგილი, მხოლოდ როგორც განცალკევებულ ერთეულ
შემთხვევებს ამა თუ იმ ქარხანაში. 1900 წლის ივნის-ივლისში გაფიცვები მოხდა
თამბაქოს ფაბრიკებში, სტამბებში, თუჯსასხმელ და მანქანათმშენებელ ქარხნებში,
ტყავის ქარხანაში, ქეჩის, ასევე ფეხსაცმლის ფაბრიკაში. გაფიცვის დროს
პროკლამაციები ატარებდნენ წმინდა მუშურ ხასიათს”.
მიუხედავად ხანგძლივი ცდისა, მთავრობამ თბილისში სოციალ-
დემოკრატიული ცენტრი ვერ აღმოაჩინა. 1900 წლის დეკემბერში, თბილისში
დაპატიმრებულ იქნა მიხეილ კალინინი, რომელიც რევოლუციურ მუშაობისათვის
ამავე წლის აპრილში ადმინისტრაციული წესით გადმოსახლებული იყო
პეტერბურგიდან. მ. კალინინმა მუშაობა დაიწყო რკინიგზის თბილისის
სახელოსნოებში - ხარატად. სწორედ მისი რევოლუციური მუშაობის შედეგი იყო ამ
დიდ წარმოებაში გაფიცვის დაწყება, მაგრამ იმ უმაგალითო კონსპირაციის გამო,
რომელსაც მიხეილ კალინინი იცავდა, აგვისტოს გაფიცვის დღეებში და შემდეგაც
აგენტურამ ის დიდხანს ვერ შეამჩნია.
აგვისტოს დიდი გაფიცვა რკინიგზის დეპოსა და სახელოსნოებში მარცხით
დამთავრდა, მაგრამ ყველა ის მოთხოვნა, რასაც მუშები აყენებდნენ, მთავრობამ
ყურადღების ცენტრში მოაქცია. მთავრობა იძულებული გახდა რამდენიმე თვის
შემდეგ თანდათან დაეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნები.
აგვისტოს გაფიცვამ ისტორიული როლი შეასრულა საქართველოსა და
ამიერკავკასიის რევოლუციურ მოძრაობაში.
ამ დიდი გაფიცვის შესახებ გაზეთი “ისკრა” წერდა: “1900
წელი თბილისში დამთავრდა რკინიგზის სახელოსნოების დიდი გაფიცვით.
გაფიცვამ 15 დღეს გასტანა... მეფის მთავრობამ ნახევარ ქალაქს ჯარი შემოარტყა,
დააპატიმრა 1500-ზე მეტი მუშა და მათი უმრავლესობა “სამშობლოში”
გადაასახლა... მეფის მთავრობისაგან შევიწროებულმა მუშებმა დაიწყეს მუშაობა. ამ
ხნიდან მოყოლებული ჟანდარმერია იჭერდა და ამწყვდევდა საპატიმროებში
ბრალიანსა და უბრალოს. ჟანდარმებმა ქალაქს შეასიეს რუსეთიდან მოწვეული
12

ჯაშუშების მთელი ხროვა, სახელოსნოები და ფაბრიკები პროვოკატორებით აავსეს


და მზად იყვნენ ეფიქრათ, რომ უკვე მოსპეს მუშათა მოძრაობის განვითარების
ყოველი შესაძლებლობა. მაგრამ მალე მოუხდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ მუშათა
მოძრაობა თბილისში, “ძლიერდება მთელი სიგრძე-სიგანით”.

მუშათა მოძრაობას თბილისსა და ამიერკავკასიის სხვა ქალაქებში სათავეში


ჩაუდგა რევოლუციური სოციალ-დემოკრატია ი. ბ. სტალინის, ვლ. კეცხოველის, მ.
ცხაკაიას, ალ. წულუკიძის და სხვათა ხელმძღ ვანელობით.
1901 წლის დამლევს ბათუმის მთავარ საწარმოთა სოციალ-დემოკრატიული
წრეების ბაზაზე შეიქმნა ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია.
მოწინავე მუშის ლომჯარიას ბინაზე 1902 წელს, ახალწლის შეხვედრის სახით,
კონსპირატიულად ჩატარდა ბათუმის რსდმპ ორგანიზაციის კონფერენცია,
რომელმაც აირჩია ბათუმის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი.
ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის კომიტეტმა დიდი
მუშაობა გააჩაღა მასობრივი გაფიცვების მოსამზადებლად. 1902 წლის იანვარში
მოეწყო პირველი დიდი გაფიცვა ბათუმში – მანთაშევის ქარხანაში. ეს გაფიცვა
მუშათა გამარჯვებით დამთავრდა. ადმინისტრაცია იძულებული გახდა
საწარმოდან დათხოვილი მუშები სამუშაოზე დაებრუნებინა. მეფის ადგილობრივი
ხელისუფლება გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს მუშათა მოძრაობის ზრდას.
1902 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით როტშილდის ქარხნიდან
დაითხოვეს 38 მუშა, რომელთაც რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობა
ბრალდებოდათ. 27 თებერვალს როტშილდის ქარხნის მუშებმა გაფიცვა
გამოაცხადეს. საგაფიცვო კომიტეტს ი. სტალინი მეთაურობდა. მუშებმა მოითხოვეს
დათხოვნილი ამხანაგების წარმოებაში დაბრუნება. მუშების სიმტკიცემ,
შეუპოვრობამ და მანამდე არნახულმა ორგანიზებულმა შეტევამ ადგილობრივი
ხელისუფლება ფეხზე დააყენა. ბათუმს მიაშურა ქუთაისის სამხედრო
გუბერნატორმა, რომელმაც სცადა მუქარით დაეშინებინა მუშები და განეახლებინა
მუშაობა როტშილდის საწარმოებში, მაგრამ ამაოდ. დააპატიმრეს მოწინავე მუშები.
გაფიცულმა მუშებმა მთავრობას 8 მარტს მასობრივი მანიფესტაციით უპასუხეს.
მუშები მოითხოვდნენ დაპატიმრებული ამხანაგების განთავისუფლებას.
გაფიცულებს გარს შემოერტყა ჯარი, დააპატიმრეს 348 მუშა და საეტაპო ყაზარმებში
შერეკეს. ამის შესახებ “ისკრა” წერდა: “6 მარტს მუშები განმარტებისათვის
გუბერნატორმა გამოიძახა. მუშებს რომ მოუსმინა, გუბერნატორმა კატეგორიულად
განუცხადა: “თუ ხვალ არ გამოცხადდებით სამუშაოზე, მაშინ სასტიკ ზომებს
მივიღებთო”. მუშები, რასაკვირველია, არ გამოცხადდენ. 7 მარტს ღამით
დაპატიმრებულ იქნა 32 კაცი, რომლებიც საპყრობილეში მოათავსეს. ქარხნის
დასაცავად პოლიცია მოვიდა. 8 მარტს დაახლოებით 600 მუშა შეიკრიბა და
რევოლუციური სიმღერებით ქალაქის მთავარი ქუჩებით საპყრობილესაკენ
გაემართა, სადაც დაპატიმრებული ამხანაგები ისხდნენ. გზაზე დემონსტრანტებს
ბევრი შეუერთდა. ციხეში რომ მივიდნენ, მათ ყველა დაპატიმრებულის
განთავისუფლება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვაპატიმრეთო, -
გაიძახოდნენ მუშები. პოლიცია შეეცადა “ბრბოს” გარეკას, მაგრამ ამაოდ, შეჯახების
დროს ერთი მუშა დაიჭრა. როცა პოლიცია დარწმუნდა, რომ ძალით ვერაფერს
გააწყობდა, ეშმაკობას მიმართა: დაპატიმრებულები გაათავისუფლა და მუშებს
სთხოვა სახლში დაბრუნებულიყვნენ მათ მიერ ნაჩვენები გზით, მუშები
13

გულუბრყვილოდ მიენდვნენ პოლიციას. გზაზე მათ მოფარებულად უცდიდა ორი


ასეული ჯარისკაცებისა, რომლებიც დაეცნენ მუშებს, შერეკეს ისინი ყაზარმაში”.
9 მარტს მოეწყო ბათუმის ყველა ქარხნის მუშათა გრანდიოზული
დემონსტრაცია, რომელშიც, 6 ათასამდე კაცი მონაწილეობდა. დემონსტრანტებმა
დროშები აღმართეს და რევოლუციური სიმღერებით გაემართნენ საეტაპო
ყაზარმებისაკენ დაპატიმრებული მუშების გასანთავისუფლებლად. ყაზარმებს
ჯარი იცავდა. დემონსტრანტები კატეგორიულად მოითხოვდნენ მუშების
განთავისუფლებას. სამხედრო გუბერნატორმა მუშებს უბრძანა დაშლილიყვნენ,
დემონსტრაცია კიდევ უფრო შემჭიდროვდა. მაშინ გუბერნატორმა ჯარის ახალი
ნაწილები გამოიწვია.
ამასობაში ყაზარმების ეზოში დაპატიმრებულმა მუშებმა ზღუდე გადათელეს
და დემონსტრაციას შეუერთდნენ. დემონსტრანტი მუშების რევოლუციური
აღტკინება კიდევ უფრო გაიზარდა. ჯარისკაცები შეეცადნენ დემონსტრანტების
გაფანტვას, მაგრამ მუშებმა მათ ქვები დაუშინეს და შეეცადნენ თოფების წართმევას,
“დასცხეთ, წაართვით თოფები, მათ არ შეუძლიათ გვესროლონ” – გაისმოდა
მუშებში. ყაზარმის წინ დემონსტრაციას ჯარმა სროლა აუტეხა. მოკლეს 15 მუშა,
დაჭრეს – 50.
12 მარტი კიდევ უფრო გრანდიოზული დემონსტრაციით აღინიშნა. მუშები
წითელი დროშებით, რევოლუციური სიმღერებით მიაცილებდნენ ბრძოლაში
დაცემულ გმირ ამხანაგებს. პოლიციამ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და უკან
დახევა ამჯობინა.
9 მარტის ამბების გამო ბათუმის სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ
გამოსცა პროკლამაცია, რომელიც აღწერდა თვითმპყრობელობის მიერ ბათუმში
დატრიალებულ საშინელებას და მუშებსა და გლეხებს მოუწოდებდა
რევოლუციური ბრძოლისაკენ – ცარიზმის დასამხობად.
ბათუმის ამბებმა დიდი გამოხმაურება პოვა ამიერკავკასიაში და რუსეთში.
მუშათა შურისძიების გრძნობა გაღვივდა, რაც მძლავრ გაფიცვებში გამოიხატა.
თბილისში საგაფიცვო მოძრაობამ მძლავრი გაქანება პოვა. გაიფიცნენ ადელხანოვის,
რუქსის, საფაროვის და ბოზარჯიანცის ფაბრიკა-ქარხნების მუშები.
თბილისის პროლეტარიატს საბრძოლო სოლიდარობა ქუთაისის, ფოთის,
გორის, ბორჯომის მუშებმაც გამოუცხადეს. ის ხუთასი მუშა, რომელიც მარტის
დემონსტრაციის გამო მთავრობამ დასავლეთ საქართველოს სოფლებში
გადაასახლა, გლეხთა აგრარული რევოლუციის გაჩაღების მგზნებარე
აგიტატორებად იქცნენ. გადასახლებულმა მუშებმა სოფელში რევოლუციური
სოციალ-დემოკრატიული იდეები შეიტანეს და გლეხთა რევოლუციურ ბრძოლას
ორგანიზაციული ხასიათი მისცეს.
1903 წელი ამიერკავკასიასა და საქართველოში, ისე როგორც მთელ რუსეთში,
მშრომელთა რევოლუციური მოძრაობის აღმავლობით და სოციალ-დემოკრატიული
ორგანიზაციების ზრდა-განმტკიცებით აღინიშნა. წლის დასაწყისში რსდმპ
თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელობით ქალაქში ჩატარდა პოლიტიკური
დემონსტრაცია, რომელიც ცარიზმის ჯალათების მიერ კომუნიზმის საქმისათვის
თავდადებული მებრძოლების მ. მეგრელიძის და მუშა ა. ლეონტიევის დაკრძალვას
მიეძღვნა. იანვარში გაიფიცნენ იარალოვის ქარხნისა და კონკის მუშები. 1903 წლის
თებერვალში საგლეხო რეფორმის 40 წლისთავთან დაკავშირებით რსდმპ
თბილისის კომიტეტმა მუშები კვლავ გამოიყვანა პოლიტიკურ დემონსტრაციაზე,
14

რომელშიც ექვსი ათასამდე კაცი მონაწილეობდა. დემონსტრანტებს შეტაკება


მოუხდათ პოლიციის რაზმებთან და კაზაკებთან. დაშავდა დემონსტრაციის
მრავალი მონაწილე. დააპატიმრეს 150 მუშა. 1903 წლის მარტში ბათუმში
გაიმართა გრანდიოზული დემონსტრაცია, რომელიც 1902 წლის 9 მარტის
მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა. ამიერკავკასიის სამრეწველო ქალაქებში საგაფიცვო
მოძრაობის ტალღა იზრდებოდა. მუშათა რევოლუციურ მოძრაობას
განსაკუთრებით მძაფრი გაქანება ჰქონდა ბაქოში.
1902 წლის გაზაფხულიდან მთელ დასავლეთ საქართველოში ძლიერი
აგრარული მოძრაობა დაიწყო. გლეხები უარყოფდნენ დროებით ვალდებულებით
დამოკიდებულებას, რადგან სანადელო მიწების ფასს მთელი 35 წლის მანძილზე
გაღებული ღალით გადახდილად თვლიდნენ. გლეხთა ბრძოლას სამეგრელოში,
იმერეთ-რაჭაში და გურიაში სოციალ-დემოკრატები ხელმძღვანელობდნენ.
განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მოძრაობა სამეგრელოში და იმერეთ-რაჭაში
1903 წლიდან, როცა ამ მოძრაობას სათავეში რსდმპ კაკასიის კავშირის იმერეთ-
სამეგრელოს კომიტეტი ჩაუდგა. უკვე 1903 წელს სამეგრელოს სოფლებში გლეხები
აწყობდნენ გაფიცვას და გამოჰქონდათ გადაწყვეტილებანი საიჯარო ფასების
შემცირების შესახებ. მემამულე მხეიძეებსა და დადიანებს (ძველი სენაკი, შხეფი, ეკი
და სხვ.) გლეხები თვით უყენებდნენ პირობას: საიჯაროდ გაცემული მიწებიდან
აეღოთ მოსავლის მხოლოდ ერთი მეხუთედი.
გლეხებმა მუშებისაგან კარგად შეითვისეს გაფიცვის მეთოდი. მემამულეებსა
და მათ დამცველ ბოქაულებს მწყობრად უტევდნენ. გლეხებზე დიდი გავლენა
მოახდინეს მათმა მეზობლებმა – მუშებმა, რომლებსაც მთავრობა საქართველოს
სამრეწველო ცენტრებში მიმდინარე გაფიცვების აღკვეთის მიზნით ეტაპის წესით,
თავიანთ სოფლებში აგზავნიდა. რაჭველი მუშები, რომელთაც კავშირი გაწყვეტილი
არ ჰქონდათ სოფლის მეურნეობასთან, მოსვენებას უკარგავდნენ ადგილობრივ
ხელისუფლებას. ისინი განსაკუთრებით იბრძოდნენ სახელმწიფო გადასახადებისა
და ბეგარების წინააღმდეგ.
მემამულეების წინააღმდეგ რაჭა-ლეჩხუმში გლეხთა მოძრაობას არ მიუღია
ისეთი მწვავე ხასიათი, როგორც ამას ადგილი ჰქონდა, ვთქვათ, გურიაში და
ქართლში, რაზედაც ქვემოთ გვექნება მსჯელობა. შეიძლება ეს იმითაც
აიხსნებოდეს, რომ რჭა-ლეჩხუმში მიწის მსხვილი მფლობელები ნაკლები იყვნენ,
გლეხური მოსახლეობის უმრავლესობას სახაზინო გლეხები შეადგენდნენ, მაგრამ
მათ საქმე ჰქონდათ მიწის წვრილ მფლობელებთან, რომლებთანაც შედარებით
ადვილიდ აგვარებდნენ საქმეს, მით უმეტეს, რომ რაჭაშიც და ლეჩხუმშიც ჩქარი
ტემპით წარმოებდა სანადელო მიწების გამოსყიდვა, ხოლო იჯარა ამ მხარეში
დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, იაფი იყო. ასე, რომ ისეთ
სოფლებში, როგორიცაა ამბროლაური, ხოტევი, წკადისი, ნიკორწმინდა, ხონჭიორი,
ზედაშავრა, პატარა-ონი, ბაჯი, ქვედა-შავრა, ხვანჭკარა, სადმელი და სხვ. გლეხთა
გამოსვლებს უფრო მთავრობის საწინააღმდეგო ხასიათი ჰქონდა. გლეხები
გატაცებულნი იყვნენ დემოკრატიული თავისუფლების მოთხოვნით.
პირველმაისობა რაჭის ამ დასახლებულ სოფლებში დიდი დემონსტრაციებით
აღინიშნა აღინიშნა 1902, 1903 და განსაკუთრებით 1904 წელს. 1904 წლის პირველ
მაისს მთელი ქვემო რაჭის მოსახლეობა გამოვიდა წითელი დროშებით. ერთი
სოფლის გლეხები გადადიოდნენ მეორე სოფელში, შემდეგ შეერთებულად კიდევ
სხვა სოფლებში და ა.შ.
15

დასავლეთ საქართველოში აგრარული მოძრაობიდან ყველაზე ტიპიურია


გურიის გლეხთა ბრძოლა. 1902 წლის მაისის დასაწყისში გურიის სოფელ
ნიგოითში, მემამულე მაჭუტაძეებთან გლეხთა დიდ შეტაკებას ჰქონდა ადგილი.
თავადი მაჭუტაძენი ადრიდანვე უზომოდ ავიწროვებდნენ გლეხებს, იჯარაში
შემოსავლის ნახევარს ართმევდნენ, ტყითა და საბალახოებით სარგებლობისათვის
დიდ გადასახადებს ახდევინებდნენ.
გლეხები სტიქიურად აჯანყდნენ საძოვრებზე დავის გამო, მალე ამ აჯანყებას
სათვეში ჩაუდგა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია. ნიგოითელ გლეხთა
გამოსვლების ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ გურიაში. ნიგოითის ბრძოლას
გამოეხმაურნენ და შეუერთდნენ სოფლები: ჩოჩხათი, სუფსა, მიქელ-გაბრიელი,
ხვარბეთი, დვაბზუ, ძიმითი, მამათი და ჯუმათი.
მალე გლეხთა გამოსვლებმა მთელი გურია მოიცვა. გლეხები ღამღამობით
იკრიბებოდნენ და ღია ცის ქვეშ ატარებდნენ დიდ კრებებს, სადაც იხილავდნენ
ღალისა და საიჯარო ფასის საკითხებს. კრებაზე გამოჰქონდათ დადგენილება -
ღალისა და საიჯარო ფასების შემცირებას, საძოვრებზე და ტყეზე გადასახადების
ფასის მოსპობის შესახებ. გლეხები მოითხოვდნენ საეკლესიო გადასახადების
მოსპობასაც.
მთელი ამ მოძრაობის შესახებ ჩვენ საბედნიეროდ მოგვეპოვება
თანამედროვის მიერ შეკრებილი ძვირფასი მასალები, რომელიც გამოსცა რსდმპ
კავკასიის კავშირის კომიტეტმა. ეს არის უტყუარი წყარო გურიაში 1902, 1903
წლებში გლეხთა მიერ გადახდილი დიდი ბრძოლების ისტორიისათვის.
მემამულებმა და სამღვდელოებამ გლეხთა მოთხოვნები იუცხოვეს, ქედმაღლურად
უარყვეს ისინი, მაგრამ როცა დარწმუნდნენ, რომ გლეხები არ ხუმრობდნენ, ხალხის
რისხვას შეუშინდნენ და თანხმობა განაცხადეს. მათ, რასაკვირველია, განგებ
გადადგეს ეს ნაბიჯი, რომ სახალხო მოძრაობა შეეჩერებინათ, ამით დრო მოეგოთ და
ყველაფერი მთავრობისათვის ეცნობებიათ. ისინი მთავრობისაგან მოელოდნენ
საჭირო დახმარებას გლეხთა რევოლუციური ბრძოლის სისხლში ჩასახშობად.
თავადი დავით გურიელი რამდენჯერმე ეწვია ქუთაისის გუბერნატორს,
დაწვრილებით გააცნო გლეხთა შეკრებისა და მოთხოვნების შესახებ. გურიელმა
გუბერნატორს ჯარი მოსთხოვა აჯანყებული გლეხების წინააღმდეგ. ხალხმა გაიგო
გუბერნატორთან გურიელის მიმოსვლის შესახებ. სუფსის ახლოს შინ
დაბრუნებული გურიელი მოკლეს, დახოცეს სხვებიც ნაკაშიძე, ქარცივაძე და სხვ.
მაზრის უფროსისა და ბოქაულების მიერ მიღებულმა რეპრესიულმა ზომებმა
არ გასჭრა. დაპატიმრებულ მებრძოლ გლეხებს თვით გლეხები ათავისუფლებდნენ.
400-500 კაცი ერთად ესხმოდა თავს სამაზრო ადმინისტრაციას და აიძულებდნენ მას
გაეხსნა სატუსაღოს კარები.
გლეხთა რევოლუციური ბრძოლის ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატები
და ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელიც სათვეში ედგა
რევოლუციურ გურიას, გმობდნენ ტერორს, მაგრამ გლეხთა აღშფოთება ისე დიდი
იყო, რომ სოციალ-დემოკრატიის ზემოქმედებამ მემამულეებზე თავდასხმების
შემთხვევები ვერ აღკვეთა.
სახალხო რევოლუცია, რომელიც რუსეთის იმპერიაში 1905 წლის
დასაწყისში აზვირთდა, შემზადებული იყო ქვეყნის ისტორიული ცხოვრების
მთელი მსვლელობით. მხოლოდ სახალხო-დემოკრატიულ რევოლუციას შეეძლო
გადაეწყვიტა ეპოქისავის ძველი, ძირმომპალი საწარმოო ურთიერთობის დამხობის
16

და დემოკრატიულ თავისუფლებათა მოპოვების ამოცანა.


XX საუკუნის დასაწყისიდან უკიდურესობამდე გამწვავდა კლასობრივი
წინააღმდეგობანი, რევოლუცია გარდუვალი გახდა. მომწიფდა რევოლუციური
სიტუაციის არა მარტო ობიექტური, არამედ სუბიექტური ფაქტორებიც, რომლებიც,
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის 60-იან და 80-იან წლებს აკლდა. რუსეთის
რევოლუციურ კლასებს შეემატა “რევოლუციური მასობრივი მოქმედების უნარი”,
რაც შესანიშნავად გამოვლინდა 1900-1904 წლების წინარევოლუციურ მძლავრ
პოლიტიკურ გამოსვლებში.
საჭირო იყო საბაბი, პირველი ბიძგი რევოლუციის დასაწყებად. ეს ბიძგი
თვით ცარიზმმა მისცა, როცა 9 იანვარს დახვრიტა მუშათა მშვიდობიანი
დემონსტრაცია. ეს დღე - ცხრა იანვარი, ანუ სისხლიანი კვირა – რევოლუციის
დასაწყისი გახდა.
9 იანვარს პეტერბურგში, ზამთრის სასახლის მოედანზე და ქალაქის სხვა
უბნებში მეფის მთავრობა ვერაგულად გაუსწორდა უიარაღო მუშებს. ქალაქის
ქუჩები უდანაშაულო მუშების, მათი ცოლების, შვილების სისხლით შეიღება.
1200-მდე მოკლული, 5 000-ზე მეტი დაჭრილი – აი, “სისხლიანი კვირის”
შედეგები. ამ დღეს მუშებმა მწარე გაკვეთილი მიიღეს. ისინი დარწმუნდნენ, რომ
თავისუფლების მოპოვება მხოლოდ ბრძოლით შეიძლება. იმავე დღეს საღამოთი,
მუშებმა დაიწყეს ბარიკადების აგება. ისინი გულისწყრომითა და აღელვებით
გაიძახოდნენ: მეფემ ჩვენ დაგვცხო, მაგრამ ჩვენც დავცხებთ მასო.
9 იანვრის ამბებმა რუსეთის იმპერიაში მკაცრი პროტესტი გამოიწვია და
დასაბამი მისცა მძლავრ რევოლუციურ აღმავლობას.
პეტერბურგის, მოსკოვისა და რუსეთის სხვა სამრეწველო ცენტრების მუშები,
1905 წლის იანვრის ბობოქარ დღეებში, სათავეში ჩაუდგენე მთელი ქვეყნის
მუშებისა და მშრომელი მასების რევოლუციურ ბრძოლას მეფის
თვითმპყრობელობის, მემამულეებისა და კაპიტალისტების წინააღმდეგ. რუსეთის
სხვა სამრეწველო ქალაქების მუშების მძლავრმა რევოლუციურმა მოძრაობამ
ბრძოლის ნიმუში მისცა მშრომელ მასებს მთელ ქვეყანაში.
საქართველოსა და ამიერკავკასიაში რევოლუციური მოძრაობა იანვრის
თვიდანვე აზვირთდა. აქ რევოლუციის მთელი მსვლელობა დაკავშირებული იყო
რუსეთის პროლეტარიატის რევოლუციურ მოძრაობასთან და რუსეთის პირველი
ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
რუსეთის პირველი რევოლუციის წლებში საქართველო იმპერიის ერთ-ერთ
მოწინავე საბრძოლო ფრონტს წარმოადგენდა.
1905 წლის იანვარში რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტმა კავკასიის მუშებს
მიმართა მოწოდებით “დროა შური ვიძიოთ! – დროა შური ვიძიოთ სახელოვანი
ამხანაგებისათვის, რომლებიც მხეცურად დახოცეს მეფის ბაშიბუზუკებმა
იაროსლავში, დობროვოში, რიგაში, პეტერბურგში, მოსკოვში, ბათუმში, თბილისში,
იაკუტსკში, გურიაში, ბაქოსა და სხვა ადგილებში. დროა მოვთხოვოთ მას ანგარიში
იმ სრულიად უდანაშაულო უბედურთათვის, რომლებიც ასეულ ათასობით
დაიღუპნენ შორეული აღმოსავლეთის ველებზე!... დროა ბოლო მოვუღოთ მეფის
მთავრობას და გზა გავიკაფოთ სოციალისტური წყობილებისაკენ! დროა
დ ა ვ ა ნ გ რ ი ო თ მეფის მთავრობა:
და ჩვენ კიდევაც დ ა ვ ა ნ გ რ ე ვ თ მას”.
17

1905 წლის 18იანვარს, დაიწყო თბილისის მუშების პოლიტიკური გაფიცვა. იგი


ამიერკავკასიისრკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოების მუშებმა წამოიწყეს,
რომელსაც თბილისის მექანიკური საწარმოებისა და სტამბების მუშები შეუერთდნენ.
გაფიცულთა რიცხვმა პირველ დღესვე 4 000-ს გადააჭარბა. მეორე დღეს გაფიცვაში
ჩაებნენ ადელხანოვის ტყავის, თამბაქოს, თამამშევის ქარვასლის და სხვ. მუშა-
მოსამსახურეები. მეცადინეობა შეწყდა ქალაქის სასწავლებლებში. მალე გაფიცვა
თბილისის ფაბრიკა-ქარხნების მუშათა საყოველთაო გამოსვლებში გადაიზარდა.
საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვა გამოაცხადეს ბათუმის მუშებმაც. ქუჩებში
გამოფენილ ხალხს პოლიციელები მათრახებითა და თოფის კონდახებით
ემუქრებოდნენ.
თბილისში გაფიცვის დღეებში იმართებოდა მიტინგები და კრებები,
19 იანვარს, დიდუბეში,ბათუმის მოედანზე შედგა ხალხმრავალი მიტინგი, რომელსაც
რკინიგზელებიესწრებოდნენ. სიტყვებში გამოსულები სასტიკად გმობდნენ მეფის
მთავრობას პეტერბურგელი მუშების დახვრეტისათვის, დამსწრეთ მოუწოდებდნენ
გამოეთქვათ მკაცრი პროტესტი, გაეძლიერებინათ რევოლუციური ბრძოლა და
მომზადებულიყვნენ გადამწყვეტი შეჯახებისათვის თვითმპყრობელობის
დასამხობად. მიტინგმა მოითხოვა აგრეთვე წინადღით დაპატიმრებული
ამხანაგების გათავისუფლება და სხვ.
23 იანვარს თბილისში გოლოვინის (ამჟამად რუსთაველის) პროსპექტზე
მოეწყო პოლიტიკური დემონსტრაცია, რომელსაც წინ მიუძღოდა მედროშე.
დემონსტრაციის გასარეკად გამოვიდნენ პოლიციელები და კაზაკები, გაიმართა
ხელჩართული ბრძოლა. დემონსტრანტებმა დაჭრეს და მოკლეს რამდენიმე
ჯარისკაცი და პოლიციელი. დაშავდა რამდენიმე დემონსტრანტი. დააპატიმრეს 40
კაცი]. თბილისის ქუჩებში მძლავრად გაისმოდა რევოლუციური ლოზუნგები:
“ძირს სისხლიანი თვითმპყრობელობა!”, “გაუმარჯოს რევოლუციას!”.
პროლეტარული გაფიცვების ტალღა მოედო ქუთაისს, ფოთს, ტყიბულს,
სოხუმს, ყვირილას (ამჟამად ზესტაფონი), შოროპანს, ჭიათურას და სხვ.
26 იანვარს ჭიათურაში გაიმართა დიდი რევოლუციური დემონსტრაცია.
დემონსტრანტებს მოჰქონდათ წითელი დროშები, მღეროდნენ რევოლუციურ
სიმღერებს. მუშებს ახლომახლო მდებარე სოფლების გლეხკაცობაც შეუერთდა.
პოლიციელები შეეცადნენ დემონსტრაციის დაშლას, მაგრამ ვერ მოახერხეს.
მიტინგზე ჭიათურის ბოლშევიკური ორგანიზაციისა და ქუთაისის კომიტეტის
სახელით სიტყვა წარმოთქვა ვანო ინწკირველმა, რომელმაც მუშებს და გლეხებს
მოუწოდა ორგანიზებულად და დაუნდობლად ებრძოლათ თვითმპყრობელობის,
კაპიტალისტებისა და მემამულეების წინააღმდეგ. დემონსტრაციის მონაწილეებმა
საზეიმო ფიცი დადეს, რომ ერთსულოვნად იბრძოლებდნენ რევოლუციის
გასამარჯვებლად. ჭიათურელი მუშების გაფიცვამ ორ თვეს გასტანა.
საპროტესტო მოძრაობას არ ჩამორჩნენ ხაშურის, ბორჯომის, გორის,
სიღნაღის, თელავის და სხვ. მუშები, ხელოსნები და ქარგლები.

აზვირთებული რევოლუციური ბრძოლის ჩასახშობად მეფის ხელისუფლებამ


რეპრესიებს მიმართა: გახშირდა მშრომელთა ცემა-ტყეპა, დაპატიმრებანი,
დახვრეტები, გადასახლებანი და სხვ. ამასთან ადგილობრივმა ადმინისტრაციამ
ნაცადი ხერხი გამოიყენა – შეეცადა შუღლი და მტრობა ჩამოეგდო საქართველოსა
და ამერკავკასიის სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის, გაეჩაღებინა ძმათა შორის
18

სისხლისღვრა, გაეთიშა მშრომელთა რევოლუციური ფრონტი და ჩაეშალა


რევოლუციური მოძრაობა.
თებერვლის დასაწყისში მეფის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაქოში
სომეხ-თათართა (აზერბაიჯანელთა) სისხლისმღვრელი შეტაკება მოაწყო.
რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტმა და თბილისის კომიტეტმა ქართველ,
რუს, სომეხ, აზერბაიჯანელ და სხვა ეროვნებათა პროლეტარების ერთიან ოჯახებად
შესაკავშირებლად, საქართველოსა და ამიერკავკასიის ხალხებს შორის
ინტერნაციონალური კავშირის განსამტკიცებლად და ძმათა შორის დაწყებული
ხოცვა-ჟლეტის მოსასპობად დიდი მუშაობა გააჩაღეს. ბაქოს დარბევამ გააათკეცა
საზოგადოების ყველა ფენის რევოლუციური განწყობილება ცარიზმის წინააღმდეგ.
13 და 14 თებერვალს თბილისში მოეწყო კრებები და რევოლუციური
დემონსტრაცია. გამოცემულ იქნა პროკლამაციები, სადაც მხილებული იყო
ცარიზმის ვერაგული გეგმები და დასაბუთებული იყო ამიერკავკასიის მშრომელთა
ინტერნაციონალური სოლიდარობის აუცილებლობა. პროკლამაციაში “გაუმარჯოს
საერთაშორისო ძმობას!”, რომელიც დაწერილი იყო ი. ბ. სტალინის მიერ, მქუხარედ
გაისმოდა მოწოდება: “თქვენ, სომხებო, თათრებო, ქართველებო, რუსებო! ხელი
გაუწოდეთ ერთმანეთს, მჭიდროდ დაირაზმეთ და მთავრობის ცდებზე – გაგთიშოთ
თქვენ – ერთსულოვნად უპასუხეთ: ძირს მეფის მთავრობა! გაუმარჯოს ხალხთა
ძმობას!
ხელი გაუწოდეთ ერთმანეთს, შეერთდით და დაირაზმეთ პროლიტარიატის
გარშემო, მეფის მთავრობის – ბაქოს მკვლელობათა ამ ნამდვილი დამნაშავის –
მესაფლავის გარშემო”.
15 თებერვალს გამოვიდა ი. ბ. სტალინის მიერ დაწერილი მეორე
პროკლამაცია “მოქალაქეებს, გაუმარჯოს წითელ დროშას!”. მიტინგზე, რომლებსაც
ათასობით ესწრებოდნენ ქართველი, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა
ეროვნებათა მშრომელები, მხურვალე სიტყვით გამოდიოდნენ მუშები, ერთმანეთს
ეფიცებოდნენ მეგობრობასა და ძმობაში და სიტყვას სდებდნენ სოლიდარულად
ებრძოლათ მეფის მთავრობის წინააღმდეგ, ასეთივე ხასიათის მიტინგები ჩატარდა
ბათუმში. მეფის ჯარებმა აქ სროლა აუტეხეს შეკრებილ ხალხს, დაჭრეს 11 და
მოკლეს 7 კაცი.
საქართველოსა და ამიერკავკასიის პროლეტარიატის რევოლუციურმა
გამოსვლამ მეფის ადგილობრივი ხელისუფლება შეაშინა, ძმათა შორის შეტაკებების
მოწყობის ცდები თბილისში მუშათა კლასის ერთსულოვანი გამოსვლით ჩაიშალა.
მეფის მთავრობამ უკან დაიხია და თავის ზრახვების განხორციელება სხვა
დროისათვის გადასდო.
საგაფიცვო მოძრაობა და დემონსტრაციები თებერვალში არ შენელებულა.
გაიფიცნენ ფოთის მტვირთავები, სოხუმის ნოქრები, მაქსიმოვის ხე-ტყის სახერხი
ქარხნის (სოხუმის ოლქში), მანთაშევისა და როტშილდის ქარხნების (ბათუმში),
ბათუმის დეპოსა და სადგურის, რკინიგზის მთავარი სახელოსნოების (თბილისში),
ჭიათურის მაღაროების და სხვა მუშები. გაფიცვები პოლიტიკურ მოთხოვნებთან
ერთად აყენებდნენ ეკონომიურ მოთხოვნებსაც (8-საათიანი სამუშაო დღის
შემოღება, ხელფასის მომატება, იანვრის გაფიცვების დღეებში დაკავებული
ხელფასის გაცემა და სხვ.). მუშათა ეკონომიური მოთხოვნები მეტწილად
დაკმაყოფილებულ იქნა.
მუშების რევოლუციური მოძრაობის ზეგავლენით ფეხზე დადგა
19

საქართველოს მშრომელი გლეხობა. 1905 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყო


გლეხთა რევოლუციური გამოსვლები გორის, თბილისის, დუშეთის, თელავის,
სიღნაღის, ოზურგეთის, ზუგდიდის, სენაკის, ქუთაისის და შორაპნის მაზრებში.
რევოლუციური მოძრაობის აზვირთება საქართველში უშუალოდ დაკავშირებული
იყო იმ მუშაობასთან, რასაც გლეხურ მასებში ბოლშევიკური ორგანიზაციები
აწარმოებდნენ. გლეხთა მასებში მუშაობას ხელმძღვანელობდნენ რსდმ პარტიის
კავკასიის კავშირის თბილისის, იმერეთ-სამეგრელოსა და გურიის კომიტეტები.
კავკასიის კავშირის კომიტეტი საქართველოს მაზრებში ხელმძღვანელობის
გასაძლიერებლად გზავნიდა პროპაგანდისტ-აგიტატორების ჯგუფს, რაიონებს
ამარაგებდა პროკლამაციებითა და მოწოდებებით. ბოლშევიკურ რევოლუციურ
აგიტაციას მშრომელ გლეხობაში ფართო გასავალი ჰქონდა. სოფლად გამართულ
კრებებზე და მიტინგებზე გლეხებს მოუწოდებდნენ გვერდში
ამოსდგომოდნენ ქალაქის მუშებს და ერთობლივი ძალ-ღონით გაეჩაღებინათ
რევოლუციური ბრძოლა თვითმპყრობელობისა და მემამულეების წინააღმდეგ. 28
იანვარს სოფ. დიდ ჯიხაიშში (ქუთაისის მაზრა) შეიკრიბა რამდენიმე ათასი გლეხი,
რომლებიც ახლომახლო სოფლებიდან ჩამოვიდნენ. შეკრებილმა გლეხებმა სოფლის
კანცელარიიდან გამოიტანეს მეფის სურათი და ნაკუწ-ნაკუწად აქციეს, შემდეგ კი
დემონსტრაცია მოაწყვეს. გაისმოდა შეძახილები: “ძირს მეფის მთავრობა!
გაუმარჯოს თავისუფლებასა და დემოკრატიულ რესპუბლიკას!” დემონსტრანტებს
თავს დაესხნენ პოლიციელები. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა, რომლის
შედეგადაც მოკლეს 1 გლეხი, დაჭრეს 7. დიდჯიხაიშელ გლეხებზე პოლიციის
თავდასხმამ დიდი აღშფოთება გამოიწვია მთელ საქართველოში.
სისტემატიურად იმართებოდა გლეხთა კრებები გორისა და დუშეთის
მაზრებში; თებერვლის შუა რიცხვებში დ. ცხინვალში შეიკრიბა 8 სოფლის გლეხობა,
დროშებითა და მარსელიოზას” სიმღერით. მიტინგმა მიიღო გადაწყვეტილება
მთავრობის დაწესებულებებისათვის და მემამულეებისათვის ბოიკოტი
გამოეცხადებინათ. გლეხთა კრებები ჩატარდა სოფ. ყორნისში, კავთსიხევში და
სხვ. სოფ. კავთისხევში 27 თებერთალს შემდგარ გლეხთა ორათასიან მიტინგს
ხელმძღვანელობდნენ თბილისიდან ჩასული რკინიგზელი მუშები. გლეხებმა
მოითხოვეს “ჩამონაჭრების” დაბრუნება, საძოვრებისა და ტყეების თავისუფლად
სარგებლობა, წოდებრივი უთანასწორობის გაუქმება, სკოლების გახსნა, სკოლებში
ქართულ ენაზე სწავლება და სხვ. გლეხების მოთხოვნები ჩამოყალიბებულ იქნა 47
მუხლად, რომელსაც ხელი მოაწერა მიტინგის ყველა მონაწილემ.
გლეხთა მოძრაობა მოედო სიღნაღისა და თელავის მაზრებს. თელავის
მაზრის უფროსი თბილისის გუბერნატორს ატყობინებდა, რომ თავმოყრილი
გლეხობის წინაშე მაზრის ადმინისტრაცია უძლურია და გლეხობა თავისუფლად
იკრიბება მაზრის ყველა სასოფლო საზოგადოებებშიო. სიღნაღისა და თელავის
მაზრებში გლეხები, ისევე როგორც თბილისის გუბერნიის სხვა მაზრებში, თავისი
წრიდან ირჩევდნენ ნდობით აღჭურვილ პირებს ადმინისტრაციული და
სასამართლო ფუნქციების შესასრულებლად, ნაცვლად გაუქმებული მთავრობის
დაწესებულებებისა.
ორგანიზებულად მიმდინარეობდა გლეხთა მოძრაობა ქუთაისის
გუბერნიაში. ოზურგეთის მაზრაში შეიქმნა გლეხთა რევოლუციური კომიტეტები,
რომლებიც სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხს აწესრიგებდა. რევოლუციურმა
კომიტეტებმა გააუქმეს მთავრობის ადგილობრივი დაწესებულებანი, სასამართლო
20

და სხვ. გლეხობამ ბოიკოტი გამოუცხადა ეკლესიის მსახურებს, გააუქმა “დრამის


ფული”.
კავკასიის ადმინისტრაციამ 18 თებერვალს ოზურგეთის მაზრა და კინტრიშის
უბანი ქუთაისის გუბერნიისა და ბათუმის ოლქიდან გამოჰყო და სამხედრო წესები
გამოაცხადა. მთავრობამ შექმნა ე. წ. “რიონის საექსპედიციო დამსჯელი რაზმი”
გენერალ-მაიორ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით, რომელსაც დაევალა “კანონიერი
წესრიგის” აღდგენა ქუთაისის გუბერნიის ფარგლებში. დამსჯელი რაზმი სოფ.
ნატანებში დაბანაკდა.
მეფის მთვრობის ასეთმა განზრახვამ მთელ საქართველოში და
ამიერკავკასიაში მკაცრი პროტესტი გამოიწვია. რევოლუციონერი მუშები და
გლეხები ფეხზე დადგნენ და სოლიდარულად გამოეხმაურნენ განსაცდელში
ჩავარდნილ ოზურგეთის მაზრის მშრომელ გლეხობას. მეფის ადმინისტრაცია
იძულებული გახდა რეპრესიებისაგან დროებით შეეკავებინა თავი. გადაწყდა,
ოზურგეთში გაეგზავნათ მეფისნაცვლის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი და
სამხარეო ადმინისტრაციის თვალსაჩინო მოხელის ე. ვეიდენბაუმის მეთაურობით
შექმნილი კომისია - გორსა და დუშეთის მაზრებში. კრიმ-გირეი გურიაში
გაემგზავრა ვითომცდა გლეხთა ჭირ-ვარამის გამოსარკვევად და ამ მიზნით
შემოიარა რამდენიმე სასოფლო ყრილობა. ბოლშევიკებმა ალღო აუღეს მთავრობის
განზრახვას და ხალხს მოუწოდეს მთავრობის მორიგი ხრიკს არ დანდობოდნენ და
მხარი დაეჭირათ რევოლუციური სოციალ-დემოკრატიის პროგრამა-
მინიმუმისათვის.
სულთან კრიმ-გირეი ოზურგეთის მაზრას ეწვია და სოფლების შემოვლას
შეუდგა. ბახვის სოფლის საზოგადოების დეპუტატებმა გლეხობის სახელით
თავიანთი მოთხოვნები ჩამოაყალიბეს სპეციალურ დოკუმენტში, რომელსაც
შემდეგში “ბახვის მანიფესტი” ეწოდა. და კრიმ-გირეის გადასცეს. აქ ნათლად იყო
დასურათებული გლეხების მძიმე ეკონომიური და უფლებრივი მდგომარეობა. “ჩვენ
ვერ მოვათავებთ, - აღნიშნული იყო “მანიფესტში”, - ჩვენი საშინელი მდგომარების
დასურათების აღწერას. ვის შეუძლია ჩვენი საჭიროებათა დაკმაყოფილება? ვინ
გაიგონებს ჩვენ ხმას? არა, ეხლანდელი მთავრობა, რომელიც არასოდეს ყურადღებას
არ გვაქცევდა, რომელიც ჩვენ გვტანჯავდა? ჩვენი მოთხოვნები –კერძო მოთხოვნები,
მარტო ქართული მოთხოვნები როდია. ამას მოითხოვს მთელი რუსეთი. ჩვენ
ვუერთდებით ჩვენ რუს ძმებს. საერთოდ, ჩვენი დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინ
გახდება შესაძლებელი, როდესაც ხალხი საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და
თანსწორი კენჭისყრით მოახერხებს თავის წარმომადგენლების ამორჩევას. მხოლოდ
ასეთი მთავრობა იქნება ნამდვილი მთავრობა, მხოლოდ ხალხის ხმა არის
სამართლიანი და პატიოსანი. სიმართლე უძლეველია. რა დაბრკოლება და ტანჯვაც
არ უნდა შეგვხვდეს, ჩვენ ერთგულნი დავრჩებით სიმართლისადმი. ქვეყანას ხალხი
უნდა განაგებდეს”. ბახველი გლეხები იმავე მანიფესტში აღნიშნავდნენ
სხვადასხვა ეროვნების მშრომელთა შორის სოლიდარობის განმტკიცების
საჭიროებას. “ჩვენ, ქართველები, რუსები, სომხები, თათრები, - აღნიშნული იყო
“მანიფესტში”, - ძმები ვართ ჩვენ ერთმანეთს არ ვეკინკლავებით, დაე
ტყუილუბრალოდ ნუ შეეცდება ამას მთავრობა”.
მკაფიოდ ლაპარაკობდნენ მშრომელთა სოლიდარობის აუცილებლობაზე
სურებელი გლეხები 1905 წლის 3 მარტის კრებაზე. “მთავრობა ხმებს ავრცელებს, -
ნათქვამია მათ განცხადებაში, - თითქოს ჩვენი მოძრაობა ეროვნული ხასიათისაა,
21

თითქოს მოვითხოვთ ჩვენ მეფეს. ცილისწამებაა. ჩვენ სოლიდარულნი ვართ ყველა


ქვეყნის მშრომელ ხალხებთან, მთავრობისაგან არაფერს მოველით, კარგად ვიცით,
თუ როგორ გაუმასპინძლდა ის პეტერბურგელ მუშებს. ჩვენ იმდენად
გულუბრყვილონი კი არა ვართ, რომ ამ ბოროტმოქმედების შემდეგ ნდობის
თვალით შევხედოთ მთავრობას”.
მეფის მთავრობის თვითნებობით, ძალმომრეობითა და თავგასულობით
აღშფოთებული ხიდისთაველი გლეხები მოითხოვდნენ არსებულ სოციალურ-
პოლიტიკურ წესწყობილების რადიკალურ გარდაქმნას. ხიდისთაველი გლეხების
დეპუტატები აცხადებდნენ: “უკანასკნელ პირუტყვს ჰყავს მფარველი, ჩვენ კი
არავინ გვყავს, ამიტომ ჩვენ თვითონ მოვაწყობთ ჩვენ საქმეს. სანამ ჩვენი მოთხოვნა
დაკმაყოფილებული არ იქნება, არ დავცხრებით”.
სულთან კრიმ-გირეიმ ოზურგეთის მაზრის 25 სასოფლო საზოგადოებიდან
12 საზოგადოება ჩამოიარა და ყველგან გლეხობა რევოლუციურ მოთხოვნებს
აყენებდა.
გლეხების აღშფოთებამ კრიმ-გირეი აიძულა დამამშვიდებელი შინაარსის
განცხადება მოეთავსებინა პრესაში გენერალ ალიხანოვ-ავარსკის საექსპედიციო
რაზმის ნატანებში დაბანაკების შესახაბ. 6 და 7 მარტის გაზეთებში კრიმ-გირეიმ
განაცხადა, რომ “ალიხანოვის რაზმის ოზურგეთში მისვლა გამოწვეულია არა
მტრული განზრახვით გურულების მიმართ, არამედ ნატანების ანტისანიტარული
მდგომარეობით”].
მარტის დასაწყისში სულთან კრიმ-გირეიმ ოზურგეთის მაზრის ჩამოვლა
დაამთავრა. გაზეთმა “ვპერიოდმა” კრიმ-გირეის ამ მოგზაურობას “კომედია”
უწოდა. “კომედია” – წერდა გაზეთი, - რომელიც გაითამაშეს კავკასიის
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიაში სულთან კრიმ-გირეის გაგზავნით,
დამთავრდა. სოციალ-დემოკრატების მიერ ორგანიზებული ხალხი მეფის მოხელეს
ყველგან ერთი და იგივე მოთხოვნებს უყენებდა... სულთან კრიმ-გირეი გაწვეულია
თბილისში. დიპლომატიური ურთიერთობანი შეწყვეტილია”.
კავკასიის ხელისუფალთა განკარგულებით დაიწყო ოზურგეთის მაზრის
“სანიტარული დამუშავება” გენერალ ალიხანოვის საექსპედიციო რაზმის კაზაკების,
ჯარისკაცებისა და არტილერიის ძალებით. მთელ მაზრაში მძვინვარებდა მკაცრი
რეპრესიები: რევოლუციურ გლეხობას ცემა-ტყებით, აწიოკებითა და გაპარტახებით
უმასპინძლდებოდნენ.
1905 წლის 5 მარტს ქალაქ გორში ჩავიდა ევგ. ვეიდენბაუმი თანმხლები
პირებით. 7 მარტიდან 14 მარტამდე მთავრობის კომისიამ ჩამოიარა გორის მაზრის
მეჯვრისხევის, ხიდისთავის, ახალქალაქის, კავთისხევის, ხაშურის და სურამის
სასოფლო საზოგადოებანი. ქართველმა გლეხებმა კომისიას წარუდგინეს თავიანთი
მოთხოვნები. გლეხთა კრებებზე წამოყენებული ეს მოთხოვნები არსებითად
რევოლუციური სოციალ-დემოკრატიის მიერ იყო შემუშავებული.
აღსანიშნავია, ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოთხოვნა. ესაა გ ო რ ი ს
მაზრისკავთისხევისადანიჩბისისსასოფლო
ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ა თ ა გ ლ ე ხ ე ბ ი ს 1 9 0 5 წ ლ ი ს 10 მ ა რ ტ ი ს მ ო თ ხ ო ვ ნ ა
თბილისშისახელმწიფოხარჯზეუნივერსიტეტისდაარსების
შ ე ს ა ხ ე ბ.
მწვავე ხასიათი მიიღო გლეხთა მოძრაობამ სენაკისა და ზუგდიდის
მაზრებში, სადაც რევოლუციის დასაწყისიდანვე ფართო სააგიტაციო მუშაობას
22

აწარმოებდნენ ბოლშევიკები. ბოლშევიკების სააგიტაციო-საპროპაგანდო და


საორგანიზაციო მუშაობაში მნიშვნელოვანი როლს ასრულებდნენ ფოთისა და
ბათუმის საწარმოებიდან დათხოვნილი მუშები, რომელთაც გავლილი ჰქონდათ
რევოლუციური ბრძოლის სკოლა. გლეხობამ უარი განაცხადა მემამულეების
მიმართ ვალდებულებათა შესრულებაზე, მოითხოვა მემამულეების, სახაზინო და
საეკლესიო მიწების კონფისკაცია და გლეხობის ხელში გადაცემა, სიტყვის, კრების,
სინდისის თავისუფლება. ზუგდიდის მაზრის სოფელ კახათში შემდგარ მიტინგზე
თავი მოიყარა 3 000-მდე გლეხმა. შეკრებილ გლეხობას თავს დაესხა ბოქაული
პოლიციელთა რაზმით და მიტინგის მონაწილე 16 გლეხი დააპატიმრა.
აღელვებულმა გლეხებმა ბოქაულს დაპატიმრებულების დაუყოვნებლივი
განთავისუფლება მოთხოვეს. ბოქაულმა გლეხების მოთხოვნას ყურადღება არ
მიაქცია. მაშინ გლეხებმა გადაწყვიტეს ძალით გაეთავისუფლებინათ ამხანაგები.
გლეხებსა და შეიარაღებულ პოლიციელების შორის ხელჩართული ბრძოლა
გაიმართა. შეშინებულმა ბოქაულმა პოლიციელებს უკან დაახევინა. გლეხები
პოლიციელებს დაედევნენ და კუდით ქვა ასროლინეს. მართალია, გლეხობამ
მსხვერპლი გაიღო (12 გლეხი მოკლეს), მაგრამ იხსნეს თანამესოფლეები,
გათავხედებულ პოლიციელებს ძალა აჩვენეს. გლეხობამ გადაწყვეტილება მიიღო
ზუგდიდზე გაელაშქრა და იქ მთავრობის დაწესებულებანი დაეკავებინა, მაგრამ ამ
განზრახვის შესრულება ვერ მოხერდხა იმის გამო, რომ ზუგდიდში დამსჯელი
რაზმების დამატებითი ძალები ჩავიდნენ და ქალაქი გაამაგრეს. ზუგდიდისა და
სენაკის გლეხობა მაინც არ ცხრებოდა და ყოველმხრივ წინააღმდეგობას უწევდა
სამაზრო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ სადამსჯელო ღონისძიებებს.
ზუგდიდისა და სენაკის მაზრის გლეხობა, ბოლშევიკების
ხელმძღვანელობით, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, შეუდგა თვის
შეიარაღებული ძალების – წითელი რაზმების მოწყობას[17].
გლეხთა მოძრაობა მოედო ქუთაისს, შოროპნის მაზრებს, სოხუმის ოლქის
გუდაუთისა და სამურზაყანოს რაიონებს და ქვემო აჭარას (ბათუმის ოლქი)[18].
გლეხობამ აქაც რევოლუციური შინაარსის მოთხოვნები წამოაყენა.
11 მარტიდან კავკასიის ხელისუფლებამ ქუთაისის გუბერნიაში სამხედრო
წესები გაავრცელა. გენერალ-გუბერნატორის მოვალეობის შესრულება დროებით
დაეკისრა კავკასიის მეორე კაზაკთა დივიზიის უფროსს გენერალ-ლეიტენატ თავად
ჯამბაკურ ორბელიანს, რომლის განკარგულებაში გაიგზავნა დამატებითი
სამხედრო ძალები, მაგრამ ამგვარი ღონისძიებებით რევოლუციური გლეხობის
“დამშვიდება” შეუძლებელი იყო.
თუ შევაჯამებთ იანვარ-მარტის თვეებში საქართველოს გლეხთა მიტინგებზე
წამოყენებულ მოთხოვნებს, ისინი ასეთი სახით წარმოგვიდგება:
1. მემამულეთა, ხაზინის, საუფლისწულო და საეკლესიო მამულების
კონფისკაცია და მათი გადაცემა გლეხების ხელში;
2. გლეხებისათვის იმ მიწების დაბრუნება, რომლებიც მათ ჩამოაჭრეს
“საგლეხო” რეფორმის და რეფორმისშემდგომ წლებში;
3. “დროებით ვალდებულ”, სახელმწიფო, საეკლესიო და ხიზანგლეხებს
საკუთრებად გადაეცეთ მათს სარგებლობაში მყოფი მიწები;
4. გლეხობას დაუბრუნდეს გამოსასყიდი თანხები და სხვა გადახდილი
გადასახადები;
5. გლეხთა კომიტეტების დაარსება აგრარული და სოფლის სხვა საკითხების
23

მოსაწესრიგებლად;
6. ყველა დამამძიმებელი მოვალეობის მოსპობა (გზების შეკეთება,
მთავრობის მოხეელების ცხენების შესანახი ხარჯები, ეკლესიების, სოფლის
კანცელარიების დარაჯობა და სხვ.);
7. წოდებრივი პრივილეგიების სრული მოსპობა და კანონის წინაშე ყველას
გათანასწორება;
8. ყველა არაპირდაპირი გადასახადის მოსპობა და პროგრესული
საშემოსავლო გადასახადების შემოღება;
9. პიროვნების, ბინის და სხვა თავისუფლებათა და ხელშეუხებლობის
უფლებათა სრული გარანტირება ყველასათვის;
10. კრების, სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლება;
11. საპასპორტო სისტემის გაუქმება და თავისუფლი გადასვლა-გადმოსვლის
დაწესება;
12. სოფლად და მაზრებში თვითმმართველობის შემოღება;
13. საყოველთაო, უფასო და სავალდებულო სწავლა-განათლების დაწესება
ქართულ ენაზე ორივე სქესის ბავშვებისათვის 16 წლის ასაკამდე;
14. თბილისში სახელმწიფო ხარჯზე უნივერსიტეტის დაარსება;
15. ჯარში გაწვევისა და მუდმივი ჯარის მოსპობა და სახალხო ლაშქრის
შემოღება;
16. დამფუძნებელი კრების მოწვევა პირდაპირი, თანასწორი და ფარული
კენჭისყრის საფუძველზე და ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი
იქნება ხალხის წინაშე.
ზემოჩამოთვლილი მოთხოვნები მთლიანად და სავსებით შეესაბამებოდნენ
რევოლუციური სოციალ-დემოკრატიის პროგრამა-მინიმუმის მოთხოვნებს.
რევოლუციური მოთხოვნები, 1905-1907 წლების რევოლუციური
მოძრაობის მსვლელობაში, გადაიქცა დემოკრატიული გლეხობის ფართო მასების
მოთხოვნებად.
1905-1907 წლების ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია
საქართველოშიც, ისევე როგორც რუსეთის მთელ იმპერიაში, უწინარეს ყოვლისა
სოციალური მოძრაობა იყო: მის ერთ-ერთ კვანძს – მიწის ფეოდალური საკუთრების
სრული მოსპობა და ბატონყმობის ნაშთებისაგან მრავალმილიონიანი გლეხობის
განთავისუფლება წარმოადგენდა. მაგრამ მეფის რუსეთში, ხალხთა _______ამ
საპყრობილეში, მწვავედ იდგა აგრეთვე ეროვნული საკითხი. იმპერიის
მოსახლეობის 57 პროცენტს შეადგენდნენ არარუსი ეროვნებანი, რომელნიც
თვითმპყრობელობის ეროვნულ-კოლონიურ ჩაგვრას განიცდიდნენ. ამის გამო
ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციას რუსეთში, განსაკუთრებით მის
განაპირა მხარეებში, არა მარტო გლეხური, არამედ ეროვნული მოძრაობის ფორმაც
უნდა მიეღო, რაკი ყველგან ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის
განუყრელი თანამგზავრი ეროვნული მოძრაობა იყო.[1]. ამასთან
განმათავისუფლებელი მოძრაობის ეს ორი ნაკადი ორგანიზებულ ძალად იმ დროს
ხდებოდა, როცა მუშათა საკითხი, რომელიც ორიოდე ათეული წლის წინათ წმიდა
დასავლეთ-ევროპულ საკითხად ითვლებოდა, უკვე რუსულ საკითხადაც იქცა და
რუსეთის პროლეტარიატმა გამოსვლა იწყო არა მარტო სოციალური, არამედ
ეროვნული მოძრაობის მეთაურადაც. ასე დაუკავშირდა რუსეთის რევოლუციაში
ერთმანეთს სამი ძირითადი ნაკადი – გლეხური, ეროვნული და პროლეტარული
24

მოძრაობა.
მუშათა განთავისუფლება სოციალ-ინტერნაციონალისტური საკითხი იყო და
არა ეროვნული[2]. ეროვნული საკითხი კოლონიურ საქართველოში არსებითად
გლეხობის საკითხს წარმოადგენდა, მაგრამ იგი მაშინდელი განმათავისუფლებელი
მოძრაობის თავისებურ სოცილ-პოლიტიკურ პირობებში ცოტად თუ ბევრად
საზოგადოების ყველა ფენის საერთო საკითხად მოჩანდა. ქვეყნის ეკონომიკური
ჩამორჩენილობა, წვრილი ბურჟუაზიის და წვრილბურჟუაზიული ინტელიგენციის
სიმრავლე, უცხოური ბურჟუაზიისა და მეფის ბიუროკრატიის ბატონობის
პირობებში ლიბერალური თავადაზნაურობისა და ეროვნული ბურჟუაზიის
ეკონომიური სისუსტე და პოლიტიკურად შედარებით მეტი ოპოზიციურობა,
თვითმპყრობელურ-მემამულური, კაპიტალისტური და ეროვნული ჩაგვრის
გაძლიერება, სახალხო, უწინარეს ყოვლის პროლეტარულ-გლეხური მოძრაობის
გაფართოება, ეროვნულ-დემოკრატიული და განსაკუთრებით სოციალ-
დემოკრატიული ორგანიზაციების ფართო ქსელის შექმნა – ყოველივე ეს
წარმოშობდა ლენინის მიერ აღნიშნულ “განსაკუთრებულ სოციალ-პოლიტიკურ
პირობებს”, რომლებიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის
მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე საქართველოში ხელსაყრელ ვითარებას
ქმნიდა პატრიოტული გრძნობების გაღვივებისა და ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობისათვის პირველი რევოლუციის
დროს.
რევოლუციის წინა ხანაში საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის
შედარებით სწრაფი განვითარების შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა ქართველი
ხალხის ეროვნული კონსოლიდაციის პროცესი. არაზუსტი მონაცემებით რუსეთის
იმპერიაში XX საუკუნის დამდეგს ორ მილიონამდე ქართველი ცხოვრობდა. მათი
უმრავლესობა (98%) მშობლიურ მიწა-წყალზე იყო თავმოყრილი. მეორე მხრით,
საქართველო ერთეროვნულ-ეთნიკური შემადგენლობის ქვეყნიდან გადაიქცა
მრავალეროვნებიან ქვეყანად, რომლის მოსახლეობის თითქმის მესამედი
არაქართული წარმოშობისა იყო.[3]. ამათგან უმრავლესობას წარმოადგენდნენ
სომხები და რუსები, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყვნენ
გაფანტულნი და დამოუკიდებელ ეროვნულ-ტერიტორიულ ერთეულებს ვერ
ქმნიდნენ. მათთან შედარებით მცირერიცხოვანი აფხაზური და ოსური მოსახლეობა
მთლიან ტერიტორიაზე კომპაქტური უმრავლესობის სახით იყო განლაგებული და
აფხაზთა და ოსთა ეროვნებებად ყალიბდებოდა ქართველი ბურჟუაზიული ერის
გვერდით. საქართველოსა და ამიერკავკასიის ხალხთა ეროვნული კონსოლიდაციის
თავისთავად რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი მეფის რუსეთის
კოლონიური ჩაგვრის, მძიმე პირობებში მიმდინარეობდა, რაც კიდევ უფრო
ამწვავებდა ვითარებას და ეროვნულ საკითხს სხვადასხვა სოციალურ ძალთა
გააფთრებული ბრძოლის საბაბად ხდიდა.
დაწყებულმა რევოლუციამ რუსეთის ყველა ერი და ეროვნება, საქართველოს
საზოგადოების ყველა კლასი აამოძრავა, არსებული მდგომარეობით საერთო
უკმაყოფილების ტალღამ მეტ-ნაკლებად ყველა სოციალური ფენა გაიტაცა, თუმცა
სხვადასხვა კლასს, ცხადია, სხვადასხვაგვარად ესახებოდა ეროვნული ჩაგვრისაგან
თავისუფალი საქართველო.
ქართველი თავადაზნაურობის რეაქციული ნაწილი თვითმპყრობელურ-
მემამულური რეჟიმის შენარჩუნებას მიიჩნევდა “ეროვნულ საქმედ” და აჯანყებულ
25

მუშათა და გლეხთა დასათრგუნავად კონტრრევოლუციურ შავ რაზმებს ქმნიდა. ამ


ეგრეთ წოდებულმა “ქართული აგრარიების დასმა” 1905 წლის რევოლუციის
დაწყებისთანავე მეფის სატრაპის ვორონცოვ-დაშკოვის ხელშეწყობით და გორელი
თავადების ამილახვრისა და აბდუშელიშვილის მეთაურობით ჩამოაყალიბა
“თავად-აზნაურთა 700-კაციანი დრუჟინა”. პროფესიულ ყაჩაღთა ეს ბრბო
მათრახებითა და თოფებით შეიარაღებული დაძრწოდა ქართლის ქალაქებსა და
სოფლებში და მშვიდობიან მოსახლეობას არბევდა.[4]. იმავე დროს თბილისშიც
ხუცეს გოროდცოვის მეთაურობით შეიქმნა შავრაზმული ორგანიზაცია, რომელშიც
თავი მოიყარა დიდმპყრობელური შოვინიზმით გაჟღენთილმა ყველა
კონტრრევოლუციონერმა. მათს მანიფესტაციას მეფის მთავრობის მხარდასაჭერად
1905 წლის 21-22 ოქტომბერს ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის რბევა-აწიოკება
და ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა. რეაქციული თავადაზნაურობისა და სამღვდელოების
ბრძოლა რევოლუციური ხალხის წინააღმდეგ 1906 და განსაკუთრებით 1907 წელს
ორგანული ნაწილი ხდებოდა მეფის ჯარების სისხლიანი თარეშისა მთელ
საქართველოში.
ლიბერალური ქართველი თავადაზნაურობა შიშით შეჰყურებდა
საქართველოს მოთხრა-განადგურების მიზნით მეფის მთავრობის მიერ გატარებულ
სისხლიან ღონისძიებებსაც და აჯანყებული მშრომელი ხალხის ბრძოლასაც
ეროვნული და სოციალური ჩაგვრის თვითმპყრობელურ-მემამულური რეჟიმის
წინააღმდეგ. იგი სიტყვიერად პროტესტს უცხადებდა მეფის ბიუროკრატიას და
დამსჯელ არმიას, მაგრამ საქმით ხალხის მხარეზე დადგომას ვერ ბედავდა.
ლიბერალი თავადები მეფის მთავრობასთან აჯანყებული გლეხების მორიგების
გზით “წესრიგის” აღდგენაზე ამყარებდნენ ქართველი ერის განთავისუფლების
იმედს. მათი ვარაუდი უტოპიურიც იყო და რეაქციულიც, მიუხედავად იმისა, რომ
ზოგ მათგანს გულწრფელად სჯეროდა მთავრობასთან რევოლუციონერთა
“სამართლიანი” მორიგების გზით საქართველოს ეროვნული განთავისუფლების
შესაძლებლობა. ამგვარი ილუზიებისაგან თავისუფალი არ იყო არაპროლეტარული
ინტელიგენციის ის ნაწილიც, რომელიც თანაუგრძნობდა რევოლუციას, როგორც
ცარიზმის წინააღმდეგ მიმართულ ეროვნულ მოძრაობას, მაგრამ უარყოფდა მის
სოციალურ-კლასობრივ მიზნებს და ბრძოლის საშუალებებს.
ლიბერალურ თავად-აზნაურთ იმედი ჰქონდათ, რომ დაწყებული
რევოლუციის ვითარებაში ცარიზმი საჭიროდ მიიჩნევდა საქართველოსათვის
ებოძებინა ეროვნული ავტონომია, თუ ამას თავადაზნაურობა მოითხოვდა. 1905
წლის აპრილში თბილისის და ქუთაისის გუბერნიათა თავადაზნაურობის
საგანგებო კრებებმა მიიღეს “უქვეშევრდომილესი _______ადრესი” ხელმწიფე
იმპერატორის
სახელზე საქართველოს ეროვნული ავტონომიის მოთხოვნით: “ქართველი ხალხის
კულტურული განვითარება, – ეწერა ადრესში, – იქნება შესაძლებელი მხოლოდ
მაშინ, თუ საქართველოს, რომელმაც ნებაყოფლობით შეუერთა თავისი ბედი
რუსეთის ბედს, მიენიჭება უფლება იქონიოს საკუთარი მართვა-გამგეობა და
კანონები”[5]. 1907 წელს ამ ადრესის საფუძველზე შედგენილი პეტიცია ქართველმა
თავადაზნაურობამ ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას გაუგზავნა და რუსეთ-
საქართველოს 1783 წლის ტრაქტატის აღდგენა მოითხოვა[6]. ამით დაამთავრა
ლიბერალურმა თავადაზნაურობამ თავისი “მამულიშვილური ვალის” შესრულება.
შედარებით მრავალრიცხოვანი ქართველი ლიბერალური თავადაზნაურობის
26

პოზიციისაგან დიდად არ განსხვავდებოდა მცირერიცხოვანი და სუსტი ეროვნული


ბურჟუაზიის პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ იგი რუსეთის თვითმპყრობელობის
ეროვნული ჩაგვრის პოლიტიკას უფრო ოპოზიციურად ეკიდებოდა და საერთო-
სახალხო მოძრაობაში ხელმძღვანელი როლის დასაპყრობად, ერთი მხრივ,
კონტრრევოლუციურ ქართველ თავადაზნაურობას და სომხურ ბურჟუაზიას
ეკინკლავებოდა, მეორე მხრივ, რევოლუციურ პროლეტარიატს ებრძოდა. წვრილი
ბურჟუაზიის, გლეხობის და თვით მუშების ერთი ნაწილი ყოველთვის გულგრილი
როდი რჩებოდა ლიბერალური თავადაზნაურობისა და ბურჟუაზიის
“პატრიოტული” მოწოდებებისადმი და დროდადრო მათ გავლენას ემორჩილებოდა.
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითად
მასობრივ ძალას 1905-1907 წლებში რევოლუციური პროლეტარიატი და გლეხობა
წარმოადგენდა. მართალია, მათი ბრძოლა უწინარეს ყოვლისა სოციალურ-
კლასობრივი ხასიათისა იყო და არა ეროვნული, მაგრამ რევოლუციის პერიოდში
თითქმის არ ყოვილა ქართველი მუშების, გლეხების და ინტელიგენციის არც ერთი
მნიშვნელოვანი გაფიცვა, რომლის მონაწილეებს სოციალურ თავისუფლებასთან
ერთად ეროვნული თავისუფლებაც არ მოეთხოვოთ. სახელმწიფო წყობილების
სრული დემოკრატიზაცია, ფართო ადგილობრივი თვითმმართველობა, ყველა ერის
თანასწორუფლებიანობა, სახელმწიფო კანონმდებლობაში ეროვნულ
თავისებურებათა გათვალისწინება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და
სახელიწიფო დაწესებულებებში ქართული ენით სარგებლობის შეუზღუდავი
უფლება, ეროვნული კულტურის დაუბრკოლებელი განვითარება და დაცვა, ყველა
ერის მშრომელთა ინტერნაციონალური შეკავშირება, – ასეთი იყო ის ეროვნული
მოთხოვნები, რომლებსაც საქართველოს მუშათა კლასი და გლეხობა აყენებდნენ
1905-1907 წლებში. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში
თავიდანვე ამ მოთხოვნების საფუძველზე გაიშალა, პირველი რევოლუციის ხანაში
კი მათ ლიტერატურული საბურველი ჩამოსცილდა, ნათლად ჩამოყალიბებული
ეროვნულ-პოლიტიკური პროგრამის სახე მიეცა და სხვადასხვა პარტიის მძაფრი
ბრძოლის საგნად გადაიქცა. თეორიული კამათი ეროვნული საკითხის ირგვლივ
ჯერ კიდევ რევოლუციის წინა ხანაში დაიწყო. იგი სოციალ-დემოკრატებმა
წამოიწყეს და სოციალ-ფედერალისტებმა და მათმა მომხრე ნაციონალ-
დემოკრატებმა და ანარქისტ-სოციალისტებმა გააგრძელეს. რა ადგილი ეკავა
ეროვნულ საკითხს მოახლოებულ რევოლუციაში, რა გზით უნდა, მომხდარიყო
ქართველი ხალხის ეროვნული განთავისუფლება, რომელ კლასს რა როლი უნდა
შეესრულებინა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, როგორი უნდა
ყოფილიყო ეროვნული ჩაგვრისაგან განთავისუფლებული საქართველოს
საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წყობილება, – ამ საკითხებზე კამათში
შემუშავდა საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის ფედერალისტური,
ეროვნულ-კულტურული ავტონომიის მენშევიკური და ერთა თვითგამორკვევის
ბოლშევიკური პროგრამები.
90-იანი წლებიდან საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში
ადრინდელ, ინტელიგენციის განმანათლებლურ-ხალხოსნურ და ახალ,
პროლეტარულ სოციალ-დემოკრატიულ მიმდინარეობებთან ერთად თავი იჩინა
ეროვნულ-დემოკრატიულმა მიმდინარეობამ. 1900 წლის დამლევს და 1901 წლის
დასაწყისში ქართველ ეროვნულ-დემოკრატთა ჯგუფმა გაზეთი “ცნობის ფურცელი”
შეიძინა და კიდევ უფრო გააძლიერა ბურჟუაზიულ-პატრიოტული იდეების
27

ლეგალური პროპაგანდა. ეს ჯგუფი არალეგალურ საქმიანობასაც ეწეოდა.


რუსეთთან საქართველოს შეერთების ასი წლისთავზე მან გაავრცელა პროკლამაცია,
რომელშიც ქართველ ხალხს ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და საქართველოს
ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ მოუწოდებდა. 1903 წლის მაისიდან
ქართველ ეროვნულ-დემოკრატთა ჯგუფმა პარიზში დაიწყო არალეგალური
გაზეთის “საქართველოს” გამოცემა. ხოლო მომდევნო, 1904 წელს ჟენევაში
ჩატარებულ პირველ კონფერენციაზე ეროვნულმა დემოკრატებმა არჩილ ჯორჯაძის
(1861-1913 წწ.) მეთაურობით დააარსეს “ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების
სარევოლუციო პარტია”, რომელიც ავტონომისტი, ანარქისტი და ესერი
ინტელიგენტებისაგან შედგებოდა. შემადგენლობით ჭრელი, ორგანიზაციულად
სუსტად გაერთიანებული ინტელიგენტების ამ კონგლომერატის პროგრამაც
სხვადასხვა შეხედულებათა ეკლექტურ ნარევს წარმოადგენდა, მაგრამ უმთავრესი,
რაც ყველა სოციალისტ-ფედერალისტს აერთიანებდა საქართველოს ეროვნული
თავისუფლების მოთხოვნა იყო. ეს მოთხოვნა, როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ
განმანათლებლებმა წამოაყენეს, მაგრამ მათს იდეურ-ლიტერატურულ და
განსაკუთრებით პრაქტიკულ მოღვაწეობას სოციალისტ-ფედერალისტები
ეროვნულ ლიბერალიზმს უწოდებენ და მოახლოებული რევოლუციის ვითარებაში
არასაკმარისად მიიჩნევდნენ. ისინი არათუ არ უარყოფდნენ, არამედ ავითარებდნენ
და ასაბუთებდნენ ჰუმანისტ და რადიკალ განმანათლებელთა ეროვნულ
პროგრამას, მათ იდეურ მემკვიდრეებად გამოდიოდნენ, განმანათლებლურ
პატრიოტიზმს ხალხოსნური დემოკრატიზმით და ბურჟუაზიული რადიკალიზმით
ავსებდნენ, მაგრამ არც განმანათლებელთა ზომიერი თუ რადიკალური სოციალური
პროგრამა აკმაყოფილებდათ, არც ხალხოსანთა ეროვნული ნიჰილიზმი და თავის
თავს რევოლუციონერებად და სოციალისტებად აცხადებდნენ. არსებითად მათი
რევოლუციურობა და სოციალისტობა ბურჟუაზიული ეროვნული დემოკრატიზმის
ფარგლებს არ გასცილებია, მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის
განმანათლებლურ და ხალხოსნურ დემოკრატიზმთან შედარებით სოციალ-
ფედერალიზმი წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა, რამდენადაც მან მთლიან
სისტემად ჩამოაყალიბა ქართული ბურჟუაზიული ეროვნულ-დემოკრატიული
იდეოლოგია და პოლიტიკური პარტიაც დააარსა მისი პრაქტიკული
განხორციელების მიზნით. ამ გაგებით სოციალ-ფედერალისტური ორგანიზაცია,
რომელიც აქტიურად მონაწილეობდა პირველი რევოლუციის პერიოდის
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ეროვნულ-
წვრილბურჟუაზიულ პარტიას წარმოადგენდა საქართველოში.
ფედერალისტთა პარტია ეროვნული ჩაგვრისაგან ქართველი ხალხის
განთავისუფლებას საზოგადოებრივი ცხოვრების უპირველეს და უმთავრეს
საკითხად აცხადებდა. ყოველივე სხვას იგი ამ ამოცანის გადაწყვეტას
უქვემდებარებდა. სოციალისტ-ფედერალისტები არ უარყოფდნენ
დაპირისპირებული კლასებისა და კლასთა ბრძოლის არსებობას 1905-1907 წლების
საქართველოში, მაგრამ ყველა კლასის უმთავრეს და უპირველეს ამოცანად საერთო
მტრის – რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ეროვნული ბრძოლა მიაჩნდათ
და ცარიზმის დამხობამდე ჩაგრული ერის მთელი ძალების ერთობას
მოითხოვდნენ. ისინი ჩაგრულ კლასებსაც ამჩნევდნენ და ეროვნულად თავისუფალ
საქართველოში მიწის სოციალიზაციის, ე. ი. მშრომელ მიწათმოქმედთა თემების
საკუთრებად მიწის გადაცემის ესერული პროგრამის განხორციელების საშუალებით
28

გლეხობის სოციალურ განთავისუფლებას აპირებდენ, ასოციაციაში გაერთიანებულ


მუშებსაც ადამიანურ ცხოვრებას პირდებოდნენ, მაგრამ ეროვნული თავისუფლების
მოპოვებამდე მუშებსაც და გლეხებსაც ზავი უნდა დაედოთ “მშობლიურ”
ბურჟუებთან და მემამულეებთან, რათა საერთო-ეროვნული ინტერესები არ
დაზარალებულიყო. ასოციაციურ-თემურ სამოთხეში გადასული საქართველო,
ფედერალისტთა უმრავლესობის, ე.წ. ავტონომისტების აზრით, გაერთიანდებოდა
რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ განთავისუფლებულ ყველა სხვა ერთა
დემოკრატიულ ფედერაციაში შინაგანი პოლიტიკური ავტონომიის უფლებით,
თვითონვე გაუძღვებოდა ეროვნული ეკონომიკისა და კულტურის განვითარების
საქმეს, შესაფერ წვლილს შეიტანდა ფედერალური სახელმწიფოს დაცვაში,
საერთაშორისო ასპარეზზე წარმომადგენლობის უფლებას კი მთლიანად
დაუთმობდა ცენტრალურ ხელისუფლებას. ფედერალისტთა პარტიაში იყო
სეპარატისტთა მცირერიცხოვანი ჯგუფიც, უმთავრესად პატრიოტ ანარქისტთაგან
შემდგარი, რომელიც რუსეთისაგან საქართველოს გამოყოფას მოითხოვდა და
მფარველს რუსეთის ნაცვლად დასავლეთ ევროპაში ეძებდა. კოსმოპოლიტ
ანარქისტთა ჯგუფი საერთოდ მტრულად იყო განწყობილი ეროვნული
თავისებურებებისადმი, ერისა და სახელმწიფოსადმი სრულ ნიჰილიზმს
ამჟღავნებდა და საყოველთაო სამოთხეს თემთა მსოფლიო ფედერაციის სავანეში
პოულობდა. წვრილბურჟუაზიული პატრიოტიზმის გაძლიერებული ტალღა
იოლად სძლევდა ანარქისტთა კოსმოპოლიტიზმს და ზოგჯერ ფედერალისტურ
ნაციონალიზმს აფარებდა თავს, უფრო ხშირად კი სოციალ-დემოკრატიულ
ინტერნაციონალიზმს მიჰყვებოდა.
ფედერალისტების უტოპიური ეროვნული პროგრამა და პოლიტიკა
ცნობიერების პირველადობის იდეალისტურ თვალსაზრისს ემყარებოდა. ისინი
ცალ-ცალკე არც ერთ კლასს, არც თავადაზნაურობას, არც ბურჟუაზიას, არც მუშათა
და გლეხთა კლასებს არ მიიჩნევდნენ ეროვნული მოძრაობის წამყვან ძალად.
ეროვნულ ბრძოლაში ცარიზმის წინააღმდეგ, მათი აზრით, შეეძლო მონაწილეობა
მიეღო ყველა შეგნებულ ქართველს და, რაკი შეგნებულობა დამახასიათებელია
მხოლოდ ინტელიგენციისათვის, ამიტომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის ხელმძღვანელი ძალა, ქართველი ინტელიგენცია უნდა ყოფილიყო.
თვით ფედერალისტების პარტიაც უმთავრესად ინტელიგენტებისაგან შედგებოდა
და ინტალიგენტური განათლებულობით კეკლუცობდა.
სოციალისტ-ფედერალისტური ინტელიგენციის ყველაზე თვალსაჩინო
თეორიტიკოსი არჩილ ჯორჯაძე იყო. მის ნაშრომებში ყოველმხრივაა
გადმოცემული 1905-1907 წლების რევოლუციაში საქართველოს ეროვნულ–
განმათავისუფლებელი მოძრაობის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული პროგრამა და
ტაქტიკა. მასთან ერთად თვითმპყრობელობისა და ბატონყმობის ნაშთებისაგან
განთავისუფლებული რუსეთის ხალხების ფედერაციაში გაერთიანებული
ავტონომიური საქართველოს შექმნის პროგრამას იცავდნენ გ. მაიაშვილი, გ.
ლასხიშვილი, ს. გაბუნია, ს. ფირცხალავა, გრ. გველესიანი, ვ. ჩერქეზიშვილი, მ.
წერეთელი, თ. სახოკია და სხვ. საქართველოს ავტონომიის იდეას მხარს უჭერდნენ
ეროვნული დემოკრატები ფ. გოგიჩაიშვილი, კ. აბაშიძე, გ. ქიქოძე და სხვ., აგრეთვე
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განმანათლებლური
პერიოდის ზოგი გამოჩენილი მოღვაწეც, მაგალითად, ნიკო ნიკოლოაძე, იაკობ
გოგებაშივლი და სხვ. ყველა ისინი აღიარებდნენ რუსეთთან და რუსეთის სხვა
29

ხალხებთან საქართველოს სახელმწიფოებრივი კავშირის აუცილებლობას, იცავდნენ


ქართველი ხალხის თვითმმართველობის უფლებას რუსეთის მრავალეროვან
სახელმწიფოში, საერთო–დემოკრატიული გარდაქმნებიდან პირველ რიგში
საქართველოსათვის ეროვნული თავისუფლების მინიჭებას მოითხოვდნენ,
დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობილების შექმნას კი მომავალში
საქართველოს თანდათანობით სოციალ-ეკონომიურ განვითარებას უკავშირებდნენ.
არჩილ ჯორჯაძემ პირველმა დაიწყო სისტემატური კვლევა-ძიება XIX საუკუნის
განმანათლებლური პატრიოტიზმისა, თავი მოუყარა და მთლიან სისტემად
ჩამოაყალიბა რევოლუციის წინადროინდელი ქართული ეროვნულ-პოლიტიკური
იდეები, მაგრამ ვერ შეძლო XIX საუკუნის ვითარებისაგან ძირეულად
განსხვავებული XX საუკუნის დამდეგის ვითარების სწორად გაგება და ამიტომ მისი
ეროვნული პროგრამა თეორიულად აბსტრაქტული აკადემიზმის და იდეალიზმის,
ხოლო კლასობრივ პოლიტიკურად ბურჟუაზიული დემოკრატიზმის ფარგლებს ვერ
გასცდა, იმის მიუხედავად რომ იგი და მისი თანამოაზრენი განმანათლებლებთან
შედარებით ეროვნულ საკითხს უფრო ფართოდ და რადიკალურად აყენებდნენ. ა.
ჯორჯაძე 1905-1907 წლების რევოლუციის პირველეს ამოცანად საქართველოში
ეროვნული საკითხის გადაწყვეტას თვლიდა და მისი განხორციელების იმედს
მთელ ხალხზე, ყველა საზოგადოებრივ კლასსა და ფენაზე, მათ შორის ქართველ
ბურჟუაზიასა და ინტელიგენციაზე ამყარებდა. იგი არ უარყოფდა ერთმანეთის
წინააღმდეგ ეკონომიკურ საფუძველზე მებრძოლ კლასთა არსებობას საქართველოს
საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ შესაძლებლად მიაჩნდა მათი გაერთიანება
საერთო–ეროვნულ ნიადაგზე. დაპირისპირებულ კლასთა “საერთო მოქმედების
ნიადაგად” მას წარმოდგენილი ჰქონდა ქართული ენა, ეროვნული ვაჭრობა–
მრეწველობა და საქართველოს მიწა-წყალი. მისი აზრით, მიწა და ენა ქართველი
ხალხის საზოგადოებრივი ცხოვრების საძირკველია, მიწა – ეკონომიკური, ენა –
სულიერი საფუძველია ერის არსებობისა; ეკონომიკური ურთიერთობის შინაარსია
მუშათა და გლეხთა დამოკიდებულება კაპიტალისტებისა და მემამულეებისადმი,
კულტურული ურთიერთობის შინაარსია ეროვნული ვინაობის და აზროვნების
დამკვიდრება; რუსეთის თვითმპყრობელობის კოლონიური ჩაგვრის პირობებში
ბრკოლდება საქართველოს ეროვნული ეკონომიკისა და კულტურის განვითარება;
ამიტომ ქართველი ხალხი უნდა განთავისუფლდეს ეროვნული ჩაგვრისაგან.
საკუთარ ეკონომიკურსა და კულტურულ ცხოვრებას იგი თვითონვე უნდა
განაგებდეს ეროვნული კანონმდებლობისა და ავტონომიური მართვა-გამგეობის
საშუალებით; მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი: “ა) ქართული ენის დაცვა; ბ)
ქართული ვაჭრობა–მრეწველობის შექმნა და გ) ქართული მეურნეობის ქართველთა
ხელში შერჩენა”[7].
ა. ჯორჯაძისა და მის თანამოაზრეთა შეხედულებით, რუსეთის
მრავალეროვან ფედერაციულ სახელმწიფოში შემავალი ავტონომიური
საქართველოს ეკონომიკური საფუძველი მიწის სათემო საკუთრება და
მრეწველობის სინდიკატურ-ამხანაგური ფორმა უნდა ყოფილიყო, ხოლო
პოლიტიკური საფუძველი – ეროვნული თვითმმართველობის ორგანოები, ნაფიც
მსაჯულთა ინსტიტუტი და საქართველოს საერო კრება (პარლამენტი). პარლამენტს
უნდა გამოეცა კანონები, დაემტკიცებინა ბიუჯეტი, შემოეღო ქართული ენა
საქართველოს ყველა საგანმანათლებლო და სახელმწიფო დაწესებულებაში და
ეროვნული ეკონომიკის მფარველობითი სისტემა სახალხო მეურნეობაში,
30

უზრუნველეყო “ეროვნების თავისუფლება და ხალხის ეკონომიური აღორძინება”


მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მეცნიერების, განათლების, მთელი
ეროვნული კულტურის განვითარების გზით. ავტონომიურ საქართველოს
წარმომადგენლები უნდა ჰყოლოდა რუსეთის ცენტრალურ პარლამენტში,
რომელსაც დაეკისრებოდა ფედერაციაში გაერთიანებული ყველა ავტონომიური
ერთეულის, მათ შორის საქართველოს დაცვა და საერთო–საგარეო პოლიტიკის
წარმართვა[8]. ზოგი ფედერალისტი მოითხოვდა ავტონომიური საქართველოს
შესვლას კავკასიის ფედერაციაში, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციულ
სახელმწიფოში გაერთიანდებოდა. ალექსანდრე წულუკიძის თქმით ისინი ასე
მსჯელობდნენ: ქართველი ერი განსხვავდება რუსეთის სხვა ერებისაგან. ეროვნული
განსხვავება ბადებს განსაკუთრებულ ეროვნულ საჭიროებას, რომლის
დაკმაყოფილება არ შეუძლია შორეულ პეტერბურგში მყოფ მთავრობას, იგი
დემოკრატიულიც რომ იყოს, რადგან სხვა ერების ინტერესებს არც ერთი
დემოკრატიული პარლამენტიც კი არ აკმაყოფილებსო. ამიტომ კავკასიელთათვის
აუცილებელია საკუთარი პარლამენტი, რომელიც “დაგვიცავს ეროვნული
შევიწროებისაგან და თვით ერში დაამყარებს ძმობას, ერთობას და სიყვარულსო”[9].
ავტონომისტები, რომლებიც თავს სოციალისტებად თვლიდნენ, არ უარყოფდნენ,
რომ მათი ეროვნულ–დემოკრატიული პროგრამა ქართველი ბურჟუაზიის
ინტერესებს უფრო შეესაბამებოდა, მაგრამ ეროვნული აღორძინება ქართველ ვაჭარ-
მრეწველთა და მუშათა გამრავლების, დაპირისპირებულ კლასთა სოციალური
ინტერესების “დროებითი” მორიგების გარეშე მათ შეუძლებლად მიაჩნდათ.
“ქართველ ვაჭარ-მრეწველთა გამრავლება და მუშათა რიცხვის ზრდა ქალაქებში, –
წერდა ა. ჯორჯაძე, – კლასთა ბრძოლის ნიადაგად კი არ უნდა ჩაითვალოს, არამედ
აუცილებელ პირობად ჩვენი ხალხის ნაციონალური აღორძინებისა. ქართველი
კაპიტალისტი, ესე იგი ვაჭარი და მრეწველი, ქართველ მუშას კი არ უნდა
დაუპირდაპიროთ, არამედ იმ უცხო ტომის ელემენტს, რომელსაც ხელში უჭირავს
აღებ-მიცემობის მონოპოლია. ქართველი მუშა, ასოთამწყობია იგი, თერძი, მეჩექმე
თუ კარის დარაჯი ამავე ეროვნული აზრით უნდა იყოს გამსჭვალული. მართალია,
ამ სახით შესამჩნევად ვერ გაუმჯობესდება რამდენიმე ხნის განმავლობაში იმისი
მატერიალური მდგომარეობა, რადგანაც ნაციონალური იარაღით შრომისა და
კაპიტალის წინააღმდეგობა ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ ქართველი მშრომელი
ხალხი იძულებულია თავისი კერძო ინტერესები საერთო ინტერესებზე დაბლა
დააყენოს და მით დაამტკიცოს თავისი საზოგადო თვითცნობიერების სიმწიფე”[10].
ეს უკვე ნაციონალიზმი იყო, იმის მიუხედავად, რომ არჩილ ჯორჯაძე სიტყვიერად
პატრიოტიზმისა და ინტერნაციონალიზმის დროშითაც ხშირად გამოდიოდა. მისი
აზრით, ეროვნული დემოკრატები ქართველ ხალხს მხოლოდ ეროვნული
პოლიტიკის გატარებას ურჩევდნენ, სოციალ-დემოკრატები – მხოლოდ
ინტერნაციონალური პოლიტიკისას, სწორი კი ის იქნება, თუ ქართველი ხალხი
ფედერალისტთა ერთსა და იმავე დროს ეროვნულ და ინტერნაციონალისტურ
პოლიტიკას გაატარებსო[11]. ობიექტურადაც ფედერალისტური ეროვნული
პროგრამა, ბურჟუაზიულ-დემოკრატიულობის მიუხედავად და სწორედ ამიტომ,
1905-1907 წლების რევოლუციის ხანაში გამოხატავდა რუს ბურჟუაზიასთან
შედარებით უფრო ოპოზიციური[12] ქართველი ბურჟუაზიის რადიკალურ-
დემოკრატიულ განწყობილებებს, რადგან “ჩაგრული ერის ყოველ ბურჟუაზიულ
ნაციონალიზმში არის საერთო-დემოკრატიული შინაარსი ჩაგვრის წინააღმდეგ”[13].
31

ქართველი ბურჟუაზიის და მისი პარტიის ეს ოპოზიციურობა ზოგჯერ ეროვნული


საბრძოლო რაზმების შექმნამდე მიდიოდა. 1905 წლის ნოემბერში სოციალ-
ფედერალისტთა პარტიის მემარცხენე ჯგუფმა საზღვარგარეთ შეძენილი იარაღი
შემოიტანა საქართველოში. მისი ცალკეული ჯგუფები ტერორისტულ აქტებსაც
აწყობდნენ მეფის ხელისუფალთა წინააღმდეგ, თუმცა საერთოდ ფედერალისტთა
პარტია ტერორის ტაქტიკას არ ემხრობოდა. 1905 წლის თებერვალსა და ნოემბერში
სოციალ-ფედერალისტების თბილისისა და ქუთაისის კომიტეტებმა
რევოლუციური პროკლამაციები გაავრცელეს სოციალ-დემოკრატებთან ერთად.
პროკლამაციები მოუწოდებდნენ მთელ ხალხს, ყველა ერის მოქალაქეს
შეერთებულად ებრძოლათ მეფის მთავრობის დასამხობად. “საერთო ნიადაგის”
თეორეტიკოსმა ავტონომისტმა ფედერალისტებმა პოლიტიკური ქამელეონობაც
იკადრეს და სოციალ-დემოკრატთა გავლენის ქვეშ მყოფი მასების მიმხრობის
მიზნით კლასთა ბრძოლის “აღიარება” იწყეს[14].
პროლეტარული ინტერნაციონალიზმის დროშის გარშემო მშრომელთა ერთი
ნაწილის დარაზმვას ხელს უშლიდა ის გარემოებაც, რომ მენშევიკ სოციალ-
დემოკრატთა მცირერიცხოვანი ჯგუფი (ვ. დარჩიაშვილი, ნ. ეგვიტიშვილი, ი.
გომართელი, პ. საყვარელიძე და სხვ.) დაბეჯითებით იცავდა საქართველოს
ეროვნული ავტონომიის ფედერალისტურ მოთხოვნას. ეს იყო ფედერალისტ
სოციალ-დემოკრატთა ჯგუფი, რომლის გავლენით 1903 წელს კავკასიის კავშირის
პროგრამის პროექტში შეტანილ იქნა მოთხოვნა რუსეთის მომავალი წყობილების
ფედერაციულ პრინციპზე აგების შესახებ. ვლ. დარჩიაშვილი
არასოციალდემოკრატიული პრესის ფურცლებიდანაც კი იცავდა კავკასიის
ავტონომიის მოთხოვნას[15], “მე, როგორც სოციალ-დემოკრატი, – წერდა
ფედერალისტ–სოციალ–დემოკრატთა ჯგუფის მეორე წარმომადგენელი, –
მოვუწოდებ ყველა შეგნებულ პროლეტარებს და ყველა იმ ქართველ სოციალ-
დემოკრატებს, რომელიც პროლეტარიატისათვის ცენტრალიზმს ამ ბოლო დროს
ვითომდა უფრო ხელსაყრელად ცნობენ, და ვსთხოვ თავი დაანებონ ორჭოფობას და
ერთხელ და სამუდამოდ შეიგნონ, რომ ყველა ერის პროლეტარიატის
კულტურულად აყვავება-განვითარებისათვის ფართო თვითმმართველობაა საჭირო
და ფართო თვითმმართველობის გამომსახველი კი დემოკრატიული ეროვნული
ავტონომიაა”[16].
ქართველ მენშევიკთა უმრავლესობა ნ. ჟორდანიას მეთაურობით 1905-1907
წლების რევოლუციის ხანაში ფორმალურად პროლეტარული
ინტერნაციონალიზმის თვალსაზრისზე იდგა, ემიჯნებოდა მენშევიკ
ავტონომისტებს და ებრძოდა სოციალ ფედერალიზმს. ეროვნული საკითხის
საუკეთესო გადაწყვეტად ნ. ჟორდანია იმ დროს თვლიდა ამიერკავკასიის ან
კავკასიის საოლქო თვითმმართველობას და უარყოფდა კავკასიის “ეროვნულ-
ტერიტორიულ ავტონომიას, როგორც წმიდა ბურჟუაზიულ მოთხოვნას”. მაგრამ
უკვე 1908 წელს იგი წერდა, რომ “ქართველი სოციალ-დემოკრატია თავისი
ერისათვის თხოულობს კულტურულ ავტონომიას და არა პოლიტიკურსო”, ხოლო
უფრო გვიან ვრცლად იწყო დასაბუთება კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის
არამარქსისტული პროგრამისა, რომლის მიხედვით რუსეთის დემოკრატიულ
სახელმწიფოში კავკასიას საოლქო თვითმმართველობა მიეცემოდა, ხოლო კავკასიის
ერებს – ეროვნულ-კულტურული ავტონომია[17].
მენშევიკ სოციალ-დემოკრატების გადახრამ ნაციონალიზმისაკენ სოციალ-
32

ფედერალისტებს საერთო ნიადაგის თეორიის განხორციელების იმედი გაუძლიერა.


ამის გამო ა. ჯორჯაძე აღნიშნავდა, რომ იწყება “დიდი ეროვნული საქმე”, რომელიც
“ქართველი საზოგადოების გამრთელებასა და მისი ნაწილების შედუღების ჟამის
მოახლოებას” მოასწავებსო[18]. ნამდვილად კი ქართველ მენშევიკთა გადასვლა
ნაციონალისტურ ბანაკში მათს წვრილბურჟუაზიულ მერყეობას და პროლეტარულ-
ინტერნაციონალისტურ პოლიტიკაზე ხელის აღებას ნიშნავდა. კულტურალ–
ნაციონალური ავტონომიის მენშევიკური პროგრამა კიდევ უფრო
განუხორციელებელი იყო, ვიდრე ეროვნული ავტონომიის ფედერალისტური
პროგრამა. საერთო ნიადაგის თეორია ცხოვრებაში კვლავაც უნიადაგოდ რჩებოდა.
მფარველობითი საბაჟო სისტემით ქართველ ვაჭარ-მრეწველთა და თუნდ მუშათა
გამრავლება-გამაგრების ჯორჯაძისეული თვალსაზრისი უტოპია იყო, რადგან
პოლიტიკურადაც და ეკონომიურადაც რუსეთზე დამოკიდებულ საქართველოში არ
არსებობდა ძალა, რომელიც ეროვნულ მრეწველობას ევროპისა და რუსეთის
სამრეწველო საქონლის კონკურენციისაგან დაიფარავდა, და ამგვარი ძალა კიდევაც
რომ არსებულიყო, იგი ვერ შეძლებდა ტექნიკურ-ეკონომიურად ჩამორჩენილი
პატარა ქვეყნის სწრაფ პროგრესს. არანაკლებ უტოპიური იყო მხოლოდ ქართველთა
ხელში ქათული მიწა-წყლის დატოვების მოთხოვნა არა მარტო იმიტომ, რომ იმ
დროს საქართველოს მოსახლეობის მესამედს არაქართველნი შეადგენდნენ, არამედ
იმიტომაც, რომ _______ქართველ თავად-აზნაურთა მიერ დაკარგული მამულების
მესაკუთრენი უკვე გამხდარიყვნენ რუსი, სომეხი და ევროპელი პლუტოკრატები,
რომლებსაც უცხოეთის ეკონომიური და სამხედრო–პოლიტიკური ძლიერება ედგა
ფარად. ქართველი ბურჟუაზიისათვის ქართული ენა და კულტურა საარსებო
საკითხს, აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა და მათ დამცველად არც
გამოდგებოდა გადაგვარებული ქართველი ბურჟუაზია, რომელსაც თუ რამ ცოდნა
ჰქონდა, უცხო სკოლიდან და კულტურიდან ჰქონდა მიღებული, ქართულად
ოჯახშიც აღარ ლაპარაკობდა, შვილებს უცხოურად ზრდიდა, უბრალო სავაჭრო
რეკლამასაც რუსულად წერდა, ქართულ გაზეთს კი საქველმოქმედოდ იწერდა და
კვირაში ერთ დღეს თავშესაქცევად თუ წაიკითხავდა. ერთი სიტყვით,
საზოგადოებრივ–ეკონომიკური და პოლიტიკური პირობები კოლონიურ
საქართველოში ისეთი იყო, რომ ქართველ ბურჟუაზიას არ შეეძლო ისევე დიდი
როლი შეესრულებინა ქართული ეროვნული ენის, ეკონომიკის და კულტურის
განვითარებაში, როგორც დასავლეთ–ევროპულმა ბურჟუაზიამ შეასრულა[19].
ამიტომ ფედერალისტების უტოპიური ეროვნული პროგრამა ამაოდ ცდილობდა
ქართველი ბურჟუაზია გადაექცია საქართველოს ეროვნული ავტონომიის
განმახორციელებელ ძალად, მის გარშემო გაეერთიანებინა ქართველი მუშები და
გლეხები, რომელთა ბრძოლას სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის
რევოლუციური სოციალ-დემოკრატია მეთაურობდა.
∗∗∗
ეროვნული დემოკრატების, ფედერალისტებისა და ავტონომისტ სოციალ-
დემოკრატების საპირისპიროდ ბოლშევიკი სოციალ-დემოკრატები, რევოლუციური
სოციალ-დემოკრატია 1905-1907 წლების რევოლუციაში უწინარეს ყოვლისა
მშრომელი დემოკრატიის, პროლეტარიატის და გლეხობის სოციალურ-კლასობრივი
განთავისუფლებისათვის იბრძოდა და საქართველოს ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობა დემოკრატიისათვის ბრძოლის შემადგენელ
ნაწილად მიაჩნდა. რუსეთის რევოლუციის გამარჯვებას ქართველი ხალხის
33

ეროვნული განთავისუფლებაც უნდა მოჰყოლოდა, ხოლო უამისოდ საქართველოს


ეროვნული მოძრაობა ვერ გაიმარჯვებდა და, კიდევაც რომ გაემარჯვნა, ერის
მშრომელ უმრავლესობას სოციალურ, და არსებითად ეროვნულ თავისუფლებასაც
ვერ მოუტანდა. კოლონიურ საქართველოში დემოკრატიის გამარჯვება სრული ვერ
იქნებოდა ხალხის ეროვნული განთავისუფლების გარეშე, მაგრამ ეროვნული
თავისუფლებაც უკეთეს შემთხვევაში არასრული გამოვიდოდა დემოკრატიული
შინაარსის უქონლად. ამასთან რუსეთის უზარმაზარი იმპერიის მფლობელი
ცარიზმის წინააღმდეგ ორი მილიონი ქართველის დამოუკიდებელი, თუნდაც
იდიალურად ორგანიზებული შეიარაღებული გამოსვლის გზით საქართველოს
ეროვნულ განთავისუფლებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იყო, სანამ
თვითმპყრობელობის მიერ დამონებული რუსეთის მრავალმილიონიანი ხალხები
ჯერ კიდევ ითმენდნენ “ისეთ მთავრობას, რომელიც ჯალათის მძვინვარებით
ახშობდა და არათუ ყოველგვარ მისწრაფებას თავისუფლებისადმი რუსეთში,
არამედ აგრეთვე სარგებლობდა რუსეთის ჯარებით სხვისი თავისუფლების ძალით
გასაქელავად”, “სხვა ხალხების დასამონებლად”[20]. ხალხთა ამ საპყრობილის
დანგრევა შეეძლო რუსეთის რევოლუციურ ძალთა, უწინარეს ყოვლისა,
პროლეტართა გაერთიანებულ მოქმედებას. ამიტომ საჭირო იყო ჩაგრულ ხალხთა
ეროვნული მოძრაობის დაკავშირება მთელი რუსეთის პროლეტარულ
მოძრაობასთან სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეთაურობით და არა
განცალკევებული ეროვნული ბრძოლა ჩაგრულ ხალხთა ოპოზიციურად
განწყობილი ბურჟუაზიის თუ ბურჟუაზიული ინტელიგენციის მეთაურობით. არ
შეიძლებოდა თავისუფალი ყოფილიყო ერი, რომელიც სხვა ერს ჩაგრავდა.
ჩაგვრისაგან თავს ვერ იხსნიდა ერი, თუ მისი ბრძოლა მჩაგვრელ და ჩაგრულ ერთა
პროლეტარიატის ინტერნაციონალურ მოძრაობას არ გაჰყვებოდა. თავიდან
ბოლომდე ამ მარქსისტულ-ლენინურ თვალსაზრისს ემყარებოდა საქართველოს
რევოლუციური სოციალ-დემოკრატიის ეროვნული პროგრამა და პოლიტიკა.
ქართველმა რევოლუციონერმა სოციალ-დემოკრატებმა ჯერ კიდევ გაზეთ
“ბრძოლაში” გამოქვეყნებულ სტატიებში მოგვცეს ეროვნული საკითხის
მარქსისტული გაშუქება, რომლის მიხედვით ერი და ეროვნული მოძრაობა
კაპიტალიზმის ეპოქის პროდუქტია, ხოლო ეროვნული ჩაგვრის მოსპობისათვის
ბრძოლა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის დროს საერთო-
დემოკრატიული მოძრაობის ნაწილი. ისინი გადაჭრით გამოდიოდნენ ცარიზმის
მიერ ქართველი ხალხის ეროვნულ-კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ და ამ
ჩაგვრის მოსპობას რუსეთსა და საქართველოში პროლეტარულ-გლეხური
რევოლუციის გამარჯვებას უკავშირებდნენ. თუ რეაქციული ქართველი
თავადაზნაურობა რუსეთის თვითმპყრობელობის წინაშე მლიქვნელობდა და
რუსეთთან საქართველოს შეერთების ასი წლისთავის ზეიმის სიმბოლოდ
აღმართული ტრიუმფალური თაღის ერთ მხარეზე მტკიცე რუსულ ციხესიმაგრეს
ხატავდა, მეორეზე კი დანგრეულ ქართულ ციხე-კოშკს, სოციალ-დემოკრატები
გმობდნენ თავადაზნაურობის ქედის მოხრას ცარიზმის წინაშე და ხალხს მის
წინააღმდეგ საბრძოლველად უხმობდნენ. თუ სოციალისტ-ფედერალისტები და
ავტონომისტ-სოციალ-დემოკრატები ეროვნულ ინტერესებს საერთო-
დემოკრატიულ სოციალურ ინტერესებზე მაღლა აყენებდნენ, რევოლუციონერი
სოციალ-დემოკრატების აზრით, პირიქით, “ნაციონალური თავისუფლება გამოდის
როგორც ნაწილი საერთო-დემოკრატიული თავისუფლებისა და მას, ნაციონალურ
34

თავისუფლებას, არ შეუძლია დაიმორჩილოს მთელი საერთო-დემოკრატიული


თავისუფლება. ამიტომ ყოველთვის, როდესაც კი ნაციონალური და საერთო-
დემოკრატიული ინტერესები ერთმანეთს უკავშირდებიან, ნაციონალურმა
ინტერესებმა უნდა დაუთმონ... პროლეტარიატის დემოკრატიული პროგრამა
სავსებით შეიცავს დაჩაგრული ერების ინტერესებს, ეროვნულ თავისუფლებას და ამ
ერებს სრული ნდობით შეუძლიათ გაჰყვნენ პროლეტარიატს დემოკრატიისათვის
ბრძოლაში”[21]. ამ თვალსაზრისს იცავდნენ და ასაბუთებდნენ 1905-1907 წლების
რევოლუციის ხანაში ა. წულუკიძე, ს. შაუმიანი, ი. სტალინი, ფ. მახარაძე და სხვ.
“თუ ევროპაში ბურჟუაზია იყო ერის სულიერი სიმდიდრის განმავითარებელი, –
წერდა ა. წულუკიძე, – ჩვენში მატერიალურათ ხელმოკლე და გონებრივათ ახლად
აღორძინებული მშრომელი ხალხია... თუ ევროპაში ბურჟუაზია უდგა მეთაურათ
ეროვნულ ზრდას, ჩვენში ერის მეორე ნაწილი მეთაურობს; უკანასკნელი
იძულებულია ამ ზრდას ხელი შეუწყოს და ეს ნიადაგი თავის გასამაგრებლათ
გამოიყენოს. ჩვენც ამ ნაწილის გათვითცნობიერებას ვემსახუროთ და ამაში ვპოვოთ
ჩვენი “ეროვნული” მოქმედების პროგრამა”[22]. ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ
რევოლუციაში პროლეტარიატის ჰეგემონიის, კერძოდ, ქართველი ხალხის
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი პროლეტარიატის
ხელმძღვანელობის მარქსისტულ-ლენინურ იდეას რომ ასაბუთებდა, ი. სტალინი
წერდა: თვითმპყრობელურ რუსეთში ყველაზე მეტად მუშათა კლასი იჩაგრება.
მასთან ერთად “კვნესის რუსეთის გლეხკაცობა... კვნესის ნაწილი წვრილი და
თითქმის საშუალო ბურჟუაზიისაც... კვნესიან შევიწროებული ერები... მათ შორის...
პოლონელები, ფინელები... ქართველები, სომხები და სხვა ერები, მოკლებულნი
უფლებას – იქონიონ თავისი სკოლები, იმუშაონ სახელმწიფო დაწესებულებებში,
იძულებულნი დაემორჩილონ... სამარცხვინო და შემავიწროებელ პოლიტიკას
გარუსებისას... რუსეთის შევიწროებულ ერებს არ შეუძლიათ ფიქრიც კი საკუთარი
ძალით გაითავისუფლონ თავი, სანამ მათ წიინაღმდეგ დგას არათუ მარტო
რუსეთის მმართველობა, არამედ რუსეთის ხალხიც კი, რომელსაც ჯერ ვერ შეუგნია,
რომ მათი საერთო მტერი თვითმპყრობელობაა”. ყველა ჩაგრულთა შორის მუშათა
კლასი არა მარტო ჩაგრული, არამედ მოწინავე, რევოლუციური კლასიცაა. მისი
ამოცანაა შეიკავშიროს და გაიყოლოს ყველა საზოგადოებრივი კლასის
რევოლუციური ძალები თვითმპყრობელური წყობილების დამხობისა და
პოლიტიკური თავისუფლებისათვის მიმდინარე საერთო-დემოკრატიულ
ბრძოლაში. “იმისათვის რომ შეაერთო ყველა, ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობას
იღებს, აუცილებელია დროშა ყველასათვის გასაგები და მახლობელი, დროშა,
რომელიც მოითავსებს ყველა მოთხოვნილებებს”[23], კერძოდ, ეროვნულ
მოთხოვნილებებსაც. ი. ბ. სტალინმა 1904 წელს ეროვნულ საკითხს მიუძღვნა
ვრცელი ნაშრომი, რომელშიც განმარტა სოციალ-დემოკრატიული პარტიის
ლენინური პროგრამული მოთხოვნა – ერთა თვითგამორკვევის უფლება, ე. ი.
რუსეთის სახელმწიფოში შემავალი ყოველი ერის უფლება თვითონვე გადაეწყვიტა
თავისი ბედი მშობლიური ენისა და კულტურის განვითარების ამა თუ იმ კერძო
საკითხიდან რუსეთისაგან თვით სახელმწიფოებრივ გამოყოფამდე. ეს იმას არ
ნიშნავდა, რომ პროლეტარიატი და მისი პარტია უპირობოდ დაუჭერდა მხარს
რომელიმე ერის გამოყოფას. პროლეტარიატი და მისი პარტია პოლიტიკური
ცენტრალიზმის მომხრედ გამოდიოდა, უწინარეს ყოვლისა ყველა ერის მუშათა
კლასობრივი ერთობის მისაღწევად იბრძოდა. რაც შეეხება, ეროვნულ მოძრაობას,
35

რომელსაც იმ დროს ბურჟუაზიულ-დემოკრატიული ხასიათი ჰქონდა, მას


რევოლუციონერი სოციალ-დემოკრატები მხარს უჭერდნენ იმდენად, რამდენადაც
იგი ხელს არ უშლიდა პროლეტარიატის ინტერნაციონალურ დარაზმვას ცარიზმისა
და ბურჟუაზიის წინააღმდეგ, რამდენადაც იგი წინ სწევდა და შეეძლო წაეწია
“პროლეტარიატის კლასობრივი თვითშეგნება, მისი კლასობრივი განვითარება”[24].
ქართველი ბოლშევიკი სოციალ-დემოკრატები მოითხოვდნენ რუსეთის
ყველა ჩაგრული ერის თავისუფლებას, თვითმმართველობას, მშობლიურ ენაზე
სწავლა-აღზრდის და მართვა-გამგეობის წარმოების უფლებას და თვით ერის
გამოყოფას, მის მიერ სრული დამოუკიდებლობის მოპოვებას, გარკვეულ
ისტორიულ პირობებში. მათ გადაჭრით უარყვეს “რუსეთის კონფედერაციაში სხვა
ერებთან ფედერაციულად შეკავშირებული” ავტონომიური საქართველოს
სოციალისტ-ფედერალისტური და მენშევიკური პროგრამა, რადგან ამგვარი
ავტონომია ბოლშევიკებს მაშინ მიაჩნდათ რევოლუციური რუსეთისაგან
გამოთიშვად, რაც საზიანო იქნებოდა საქართველოს როგორც სოციალური, ისე
ეროვნულ განთავისუფლების ინტერესებისათვის. ბოლშევიკი სოციალ-
დემოკრატები პრინციპულად არც ფედერაციის და ავტონომიის მოთხოვნებს
უარყოფდნენ, მაგრამ 1905-1907 რევოლუციის კონკრეტულ-ისტორიულ პირობებში
საქართველოს ეროვნული ავტონომიის მოთხოვნა ნიადაგს უქმნიდა ერების
განკერძოებას, ერთიანი მუშათა პარტიის დანაწილებას დაქსაქსულ ეროვნულ
პარტიებად, რაც დააჩლუნგებდა პროლეტარიატის კლასობრივ თვითშეგნებას,
გააღვივებდა ეროვნულ შუღლს და დაასუსტებდა ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის
საერთო ფრონტს. მხოლოდ რუსეთის პროლეტარიატთან, დემოკრატიული
წყობილებისათვის მის ბრძოლასთან განუყრელი კავშირით შეეძლო ქართველ
ხალხს სოციალური და ეროვნული თავისუფლების მოპოვება. “ამიტომ,– წერდა ა.
წულუკიძე, – თავი და თავი საზრუნავი ის უნდა იყოს, რომ რუსეთის სახელმწიფო
დემოკრატიულ საფუძველზე აშენდეს და ყველაფერი ის, რაც ამის განხორციელებას
ხელს უშლის დღეს, უარყოფილ იქნას... ავტონომიის თხოვნა დღეს ამას ხელს
უშლის და ამიტომ ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ... ქართველების ავტონომია,
ქართველებისათვის საკუთარი კანონები, ქართველების განსაკუთრებული
ინტერესები! დადგა სასიხარულო დრო, როცა კავკასიაში ეროვნებათა შორის შური
და შუღლი მოისპო, მივაღწიეთ ისეთ ჟამს, როცა ქართველი და სომეხი, რუსი და
ებრაელი, თათარი და პოლონელი ძმურათ, ამხანაგურათ,
ხელიხელჩაკიდებულნი_______,
ერთი ინტერესით განმსჭვალულნი, საერთო იარაღით აღჭურვილნი კავკასიის
ყოველ კუთხეში პროლეტარიატის იდიალისაკენ ესწრაფებიან და მათ შორის
უნდობლობისა და უთანხმოების პირობები დღითი დღე ისპობა. მიუხედავად
იმისა, რომ ქართველი და სომხის ბურჟუაზია დღესაც კინკლაობს, ქართველი და
სომეხი პროლეტარიატი მჭიდრო კავშირით გადაინასკვა, ჩაქრა მათში ეროვნული
განხეთქილების ცეცხლი; აი ამ დროს მოაქვთ ავტონომია და ეს ცეცხლი ისევ
ღვივდება... დღევანდელ პირობებში პროლეტარიატისათვის ავტონომია საზიანო
და სახიფათოა”[25]. ამ თვალსაზრისს იცავდა ფილიპე მახარაძეც. “დღევანდელ
პირობებში, – წერდა იგი 1905 წელს – მშრომელი ხალხის ინტერესები სრულებით
იმას არ თხოულობს, რომ საქართველოს ავტონომია მიენიჭოს, პირიქით, დღეს
ისეთი დროა, როცა მთელი მშრომელი ხალხი უნდა შეერთდეს და საერთო მტრების
წინააღმდეგ შეერთებული ძალით მიიტანოს იერიში, ერთი სიტყვით, დღევანდელ
36

პირობებში ავტონომიის მოთხოვნა არა მარტო უაზრობაა, მავნებელიც იქნება


მშრომელი ხალხის ინტერესებისათვის”[26]. რევოლუციონერი მარქსისტები
ასაბუთებდნენ, რომ საქართველოს პოლიტიკური თუ კულტურული ავტონომიის
მოთხოვნას 1905 წელს ჰქონდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული ხასიათი და
ამდენად გარკვეული პროგრესული შინაარსიც, რომელსაც ჩაგრული ერის
ბურჟუაზია მჩაგვრელი ერის ფეოდალურ-ბურჟუაზიული ჩაგვრის პოლიტიკას
უპირისპირებდა. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული ეროვნული მოძრაობის ამ
პროგრესულ შინაარსს დემოკრატიისათვის ყველაზე გაბედული და თანმიმდევარი
მებრძოლი პროლეტარიატი და მისი პარტია უჭერდა მხარს. მაგრამ რამდენადაც
ჩაგრული ერის ბურჟუაზია და მისი პარტია, ამ შემთხვევაში საქართველოს
სოციალ-ფედერალისტური პარტია, ბურჟუაზიული ნაციონალიზმის მედროშედ
გამოდიოდა, რევოლუციონერი მარქსისტები ებრძოდნენ მას. “ბრძოლა მჩაგვრელი
ერის პრივილეგიებისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ და არავითარი დათმობა
პრივილეგიებისაკენ მისწრაფებას ჩაგრული ერის მხრივ “[27], – ასე იდგა საკითხი.
ამით აიხსნება, რომ ქართველი ბოლშევიკი სოციალ-დემოკრატები, რომლებიც
1905-1907 წლებში უარყოფდნენ სოციალ-ფედერალისტთა და ავტონომისტ-
სოციალ-დემოკრატთა ეროვნულ პროგრამას, იმავე დროს მენშევიკებთან
ერთადერთი პარტიის სახით გამოდიოდნენ თვითმპყრობელური ნაციონალიზმისა
და კონტრრევოლუციური რეაქციის წინაღმდეგ და ცალკეულ შემთხვევებში
პრაქტიკულ-პოლიტიკურ კავშირს ამყარებდნენ სოციალ-ფედერალისტური
პარტიის მემარცხენე რევოლუციურ მიმდინარეობასთანაც[28]. ამ მიმდინარეობას,
რომელიც მთელ ფედერალისტურ ინტელიგენციასთან ერთად, უწინარეს ყოვლისა,
ეროვნული საკითხის გადაწყვეტას მოითხოვდა, გარკვეული გავლენა ჰქონდა
წვრილბურჟუაზიულ ფენებში.
ქართველ ხალხში კიდევ უფრო დიდი იყო XIX საუკუნის საქართველოს
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწეების ი.
ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ი. გოგებაშვილის, ნ. ნიკოლაძის და ვაჟა-ფშაველას
გავლენა. 1905-1907 წლებისათვის მათ უკვე შესრულებული ჰქონდათ თავიანთი
პატრიოტული მისია, მაგრამ ამ დროსაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ
ხალხის ფართო მასებში. ისინი ახლაც ინტელიგენტურ იდეურ ჯგუფს
წარმოადგენდნენ, არც ერთ პარტიას არ მიმხრობიან და არც საკუთარი პარტიის
დაარსება უცდიათ. მათი ეროვნულ-დემოკრატიული მოღვაწეობა კვლავაც
მხატვრული და პუბლიცისტური ფორმით მიმდინარეობდა, თუმცა კარგად
გრძნობდნენ, რომ “გამოღვიძებულ ერს სიტყვასთან საქმეც ეჭირვებოდა”[29]. ი.
გოგებაშვილის თქმით, ქართველ სოციალ-დემოკრატთა დამსახურება არა მარტო ის
იყო, რომ მათი “ძირითადი მცნება წმინდა დემოკრატიულია”, არამედ ისიც, რომ
მათ შექმნეს ძლიერი ორგანიზაცია და პრაქტიკულად იბრძოდნენ, რათა “დაეხსნათ
მუშა ხალხი იმ მონობის უღლისაგან, რომელიც მას ადგია კისერზე კაპიტალისტთა
წყალობით”[30]. ამდენად ისინი თანაუგრძნობდნენ ქართველ სოციალ-დემოკრატთა
თავდადებულ ბრძოლას, მაგრამ არ ესმოდათ პროლეტარიატის ისტორიული
როლი, პროლეტარული დემოკრატიზმი ეროვნული დემოკრატიზმის
უარმყოფელად ეჩვენებოდათ და კლასთა ბრძოლის თეორიის გამოყენებას
ცარიზმის კოლონიური ბატონობისაგან საქართველოს ეროვნულ
განთავისუფლებამდე საზიანოდ თვლიდნენ ქართველი ხალხისთვის. მათი აზრით,
ხალხის ეროვნული განთავისუფლება ყველა პროგრესული კლასის და ჩაგრული
37

ერის გაერთიანებული ძალით უნდა მომხდარიყო. ამ მხრივ განმანათლებელ


ეროვნულ დემოკრატთა თვალსაზრისი თითქოს არც განსხვავდებოდა სოციალ-
ფედერალისტების _______პოზიციისაგან 1905-1907 წლების რევოლუციის დროს.
ფედერალისტებიც იზიარებდნენ ეროვნული თავისუფლების უპირველესობის და
კლასთა თანამშრომლობის საკითხის განმანათლებლურ დაყენებას, მაგრამ
მთლიანად მათს ეროვნულ მოღვაწეობას უწოდებდნენ “უპროგრამო და უნიადაგო
პატრიოტიზმს”, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა სოციალურ საკითხთან, არ გააჩნდა
ორგანიზაცია, არც სამოქმედო გეგმა და არც თეორიულად შემუშავებული
მისწრაფებანი[31]. განმანათლებლები აღიარებდნენ, რომ არ შეუქმნიათ ეროვნულ-
პოლიტიკური პარტიული “ორგანიზაცია და ეს იყო სუსტი მხარე” მათი
მოღვაწეობისა. მაგრამ ისინი სამართლიანად მიუთითებდნენ, რომ მათ ჰქონდათ
ქართველი ხალხის ეროვნული და სრციალური განთავისუფლების თავის
დროისთვის შესაფერისი პროგრამა, რომელიც მუშათა კლასისა და ბურჟუაზიის
კლასებად ჩამოყალიბების ხანაში წარმოშობილი პროლეტარული სოციალ-
დემოკრატიზმისა და ბურჟუაზიული სოციალ-ფედერალიზმისაგან განსხვავებით
განმანათლებლობის ეპოქის ჯერ კიდევ განუყოფელი ბურჟუაზიული
დემოკრატიის ინტერესებს გამოხატავდა. ეს განსხვავება ედო საფუძვლად იმ ცხარე
პაექრობას, ერთი მხრივ, ქართველ განმანათლებლებსა და, მეორე მხრივ, ქართველ
სოციალ-დემოკრატებსა და სოციალ-ფედერალისტებს შორის, რომელიც გასული
საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, მთელ რევოლუციამდელ პერიოდში არ
დამცხრალა, ხოლო განსაკუთრებით მწვავე ხასიათი 1905-1907 წლების
რევოლუციის ხანაში მიიღო. განმანათლებლებს პირველი ბურჟუაზიულ-
დემოკრატიული რევოლუცია საქართველოში უმთავრესად ეროვნულ-
განმათავისუფლებელ მოძრაობად მიაჩდათ და არ ეთანხმებოდნენ არც იმ სოციალ-
დემოკრატებს, რომლებიც რევოლუციის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ხასიათს
უარყოფდნენ, მას მხოლოდ პროლეტარიატის და გლეხობის სოციალურ მოძრაობად
მიიჩნევდნენ, და არც იმ სოციალ-ფედერალისტებს, რომლებიც რევოლუციას
ეროვნულ-განმათავისუფლებელ მიზნებს უსახავდნენ, მაგრამ არსებითად
ბურჟუაზიულ-უტოპიურ ეროვნულ პროგრამას ემხრობოდნენ. ამის გამო მენშევიკ
სოციალ-დემოკრატთა ნაწილი (ნ. ჟორდანია, ი. წერეთელი, პ. გელეიშვილი და
სხვ.), ზოგი ბოლშევიკი (მ. ტოროშელიძე, ფ. მახარაძე) და სოციალ-ფედერალისტიც
(ა. ჯორჯაძე, ვ. წერეთელი_______) განმანათლებელ ეროვნულ დემოკრატებს
რეაქციონერებად აცხადებდა და მტრულად ეკიდებოდა, თუმცა განმანათლებელთა
ცდა – შეექმნათ ერთიანი ეროვნულ-დემოკრატიული ფრონტი ცარიზმის
წინააღმდეგ – რევოლუციურ შინაარს შეიცავდა და გარკვეული აზრით არც
სოციალ-დემოკრატიის ეროვნულ პროგრამას ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ იყო, რომ
სოციალ-დემოკრატთა მეორე ნაწილი (ა. წულუკიძე, ი. სტალინი, და სხვ.), აგრეთვე
ფედერალისტთა უმრავლესობა (კ. აბაშიძე, სილ. ხუნდაძე, გოგელია, გ. ქიქოძე და
სხვ.) შეიძლება არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ სიმპათიურად უყურებდნენ დიდი
ავტორიტეტის მქონე ქართველ განმანათლებლებს, როგორც მოკავშირეებს მეფის
თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში[32]. განმანათლებლებიც
ამის შესაბამისად აფასებდნენ სოციალ-დემოკრატთა და ფედერალისტთა
ლიდერების როლს. ილია ჭავჭავაძე ნ. ჟორდანიასა და ფ. მახარაძეს ეკამათებოდა,
მაგრამ სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ქართველ
დეპუტატებთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდა. აკაკი წერეთელს სოციალ-
38

დემოკრატიისა “ზოგი რამ” არ მოსწონდა, მაგრამ მის ბრძოლას დიდად აფასებდა,


“ცნობის ფურცელს”, “ცოდვის ფურცელს”, ხოლო მის პუბლიცისტებს “საპნის
ბუშტს” უწოდებდა, თუმცაღა საერთოდ მის თაობასა და ახალ თაობას შორის
მემკვიდრეობით კავშირის მთესველისა და მომმკელის ურთიერთობას ადარებდა
და ეროვნული თავისუფლების დროშით ახალგაზრდათა ბრძოლა არასოდეს
დაუგმია. ფედერალისტების უტოპიზმი მიუღებლად მიაჩნდა ნიკო ნიკოლაძეს,
მაგრამ ეროვნული ვაჭრობა-მრეწველობის აღორძინების მათი გეგმები თვით
ნიკოლაძის შეხედულებებს ემყარებოდა. იაკობ გოგებაშვილი გმობდა ფედერალისტ
ფსევდო-სოციალისტებს, სოციალ-დემოკრატებს დიქტატორობისაკენ მისწრაფებას
უსაყვედურებდა, მაგრამ თანაუგრძნობდა პროლეტარულ-გლეხურ მოძრაობას და
თავს “ეროვნული საყოველთაო სოციალიზმის” მომხრედ აცხადებდა. ვაჟა-ფშაველა
“ეროვნული” თავადაზნაურობის წინააღმდეგ გლეხობის რევოლუციურ ბრძოლას
მიზანშეუწონლად თვლიდა, მაგრამ ფშავ-ხევსურეთის აჯანყებულ გლეხებს
ეხმარებოდა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობაში. ერთი
სიტყვით, დიდი ქართველი განმანათლებლები საქართველოს ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის და ერთიანი ეროვნულ-დემოკრატიული
ფრონტის ამოცანების შესაბამისად აფასებდნენ პირველ რევოლუციას და მასში
მონაწილე პარტიებს.
1905 წლის 6 მარტს თბილისში გაიმართა ქართველ თავადაზნაურთა კრება,
რომელმაც გლეხთა მოძრაობის შეჩერების საკითხი განიხილა. თავადთა ერთი
ნაწილი
მოითხოვდა გლეხთა მოძრაობის ჩაქრობას რუსეთის მეფის ჯარების დახმარებით,
მეორენი სოციალ-დემოკრატ აგიტატორთა ალაგმვას მოითხოვდნენ, მესამენი –
თავადაზნაურთა რაზმების შედგენას გლეხთა მოძრაობასთან საბრძოლველად. ილია
ჭავჭავაძემ ყველა ეს მოსაზრება მცდარად მიიჩნია და გლეხთა მოძრაობის თავიდან
აცილების საშუალებად მიწის და ეროვნული თვითმმართველობის საკითხის
გლეხობის სასარგებლოდ გადაწყვეტა გამოაცხადა: თუ ქართველ გლეხს რუსეთის
მეფის მიერ წართმეული ქართული მიწა-წყალი არ მიეცა, თუ ქართველ ხალხს
ეროვნული თვითმმართველობა არ მიეცა, გლეხობის მოძრაობას ვერავითარი ძალა
ვერ
შეაჩერებსო[33]. 1905 წლის დამლევს, გურიაში ალიხანოვ-ავარსკის დამრბევი რაზმის
გაგზავნის გამო გამართულ კრებაზე ილიამ წინადადება შეიტანა
მეფისნაცვლისათვის
უარი ეთქმევინებინათ რაზმის გაგზავნაზე, თან გაეფრთხილებინათ, გურული
გლეხობის დარბევის შემთხვევაში ყველა ქართველი იქ წავა, მათთან ერთად რომ
დაიხოცონო. ქართველი ინტელიგენციის დეპუტაციამ ილია ჭავჭავაძის
მეთაურობით
მართლაც მიართვა გამაფრთხილებელი თხოვნა მეფისნაცვალს, მაგრამ იგი, ცხადია,
უყურადღებოდ იქნა დატოვებული. სამაგიეროდ ილიამ “დაიმსახურა” ყურადღება
ცნობილი რუსი შავრაზმელის მარკოვ მეორისა, რომელიც გაიძახოდა: თავადმა ილია
ჭავჭავაძემ მთელი რუსეთის “თავადაზნაურობა შეარცხვინა” სახელმწიფო საბჭოშიო.
მართლაც, ილია საბჭოს ოპოზიციურ უმცირესობას მიემხრო რეაქციონერ
თავადაზნაურთა წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობა მახვილი რეპლიკით
დაახასიათა:
“ვაი იმ სამეფო ტახტს, რომელიც ასეთ ბურჯს ეყრდნობაო!” ოპოზიციის
39

თვალსაზრისიც არ აკმაყოფილებდა ილიას და ცდილობდა საერთო ენა გამოენახა


სათათბიროს სოციალ-დემოკრატ დეპუტატებთან, რომლებსაც უკიდურეს
რევოლუციურ პარტიად თვლიდა. ილიას კარგად ესმოდა ეროვნული,
განმანათლებლურ-დემოკრატიული _______თვალსაზრისის ძირეული განსხვავება
სოციალ-
დემოკრატიული პოლიტიკისაგან, მაგრამ შესაძლებლად მიაჩნდა სოციალ-
დემოკრატებთან ერთად ყოფილიყო “მთელი საქართველოს და ქართველთა
ინტერესების დამცველი”[34]. ილია ჭავჭავაძე არ თანაუგრძნობდა არც სოცილ-
დემოკრატებს და არც მუშურ-გლეხურ რევოლუციურ ბრძოლას თავადაზნაურ
მიწისმფლობელთა და მესაკუთრე ვაჭართა წინააღმდეგ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ,
მისი
აზრით, ყველა წოდების ქართველს ერთობლივი ბრძოლა უნდა ეწარმოებინა
ეროვნული თავისუფლებისათვის, მეორეც, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ადამიანია,
ხოლო “კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს” ადამანთა ცხოვრებას და
იგი წოდებათა “ერთმანეთზე შესევით”, ღარიბთა მიერ მდიდართა განურჩეველი
ჟლეტით არ მოისპობაო. გლეხთა “სტიქიური მოძრაობა” კი 1905 წელს, ილიას აზრით,
განუკითხავად “ყველას შემოსწყრა” და მთელი ხალხის ეროვნული
განთავისუფლების
მთავარ ამოცანას დაუპირისპირდა. საქართველოს სიკეთე და ბედნიერება მოითხოვს,

ამბობდა იგი, – თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ყველა კლასის გაერთიანებულ
ბრძოლას, ამიტომ “დღევანდელ მოძრაობას თავი იქით უნდა უბრუნოს კაცმა,
საითკენაც ჯერ-არს, და არა იქით, რომ ერთმანეთს მივესიოთ და ციხე-სიმაგრე ჩვენი
ჩვენვე შიგნიდან გავტეხოთ”, მართალია, თავადაზნაურობამ, როგორც წოდებამ,
დიდიხანია მოჭამა თავისი დრო, “მართალია, გლეხკაცი და ღარიბი უფრო მეტად
საზრუნველია, უფრო მეტად გაჭირვებული, ვიდრე თავადი, აზნაური, მღვდელი თუ
ვაჭარი, მაგრამ განა აქედან ის გამოდის, რომ ყველა ესენი ადამანები არ არიან? განა
ცოდვაა, რომ ამათთვისაც ვიზრუნოთ და თავი შევიტკიოთ? რაკი ცხოვრებას და
ისტორიას გლეხებთან ერთად ეგენიც გაუჩენია სამართლიანად თუ უსამართლოდ,
განა
შესაძლებელია... ამოდენა ხალხი დედამიწის ზურგიდან წაიშალოს?”[35].
კლასთა განურჩევლად ქართველობის ეროვნულ-დემოკრატიული ერთობის და
აბსტრაქტულ-ლიბერალური ჰუმანიზმის დამცველებად ილია ჭავჭავაძესთან ერთად
გამოდიოდნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა,
იმის მიუხედავად რომ ისინი ილიაზე უფრო აქტიურად და გაბედულად
მონაწილეობდნენ 1905-1907 წლების რევოლუციაში. აკაკი ჯერ კიდევ რევოლუციის
წინა ხანაში ეძებდა ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს, ხოლო
რევოლუციის დაწყებისთანავე იგი მხურვალედ მიესალმა მას, უმღერა რევოლუციურ
ხალხს, თამამად დაუჭირა მხარი აჯანყებულ მუშებს და გლეხებს, აშკარად
მოუწოდებდა მათ რუსეთის მეფის თვითმპყრობელობის დამხობისაკენ და
თვითონაც
ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში ჩადგა. რევოლუცია აკაკისაც
უმთავრესად
ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად მიაჩნდა, ჩაგვრისაგან
განთავისუფლებული, ყველა ქართველის ძმობასა, ერთობასა და თანასწორობაზე
40

დამყარებული, ახალი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული იდეალის


განხორციელებას მოელოდა მისგან. აკაკი იმასაც ხედავდა, რომ რევოლუციას
ქართველი თავადაზნაურობის და ბურჟუაზიის მიერ გლეხობისა და მუშების
სოციალური ჩაგვრაც ედო საფუძვლად, მაგრამ, მისი აზრით, ეროვნული
თავისუფლების მოპოვებამდე “შინაურობაში, თავადაზნაურობასთან მორიგება
შესაძლებელი” და აუცილებელია. რევოლუციის დღეებშიც, როცა აკაკი წერეთელი
“ინტერნაციონალს” თარგმნიდა და მუშა ხალხს და გლეხობას ცარიზმის წინააღმდეგ
გადამწყვეტი ბრძოლისაკენ მოუწოდებდა, იგი ხალხს ურჩევდა გამოეჩინა გონიერება,
არ გამოეყენებინა ძალადობა ქართველი თავადაზნაურობის მიმართ, რადგან “ჯერ
გარეშე მტრის მოგერიება უნდა შეერთებული შრომით და მერე შინაური ბრძოლა”[36].
აკაკისთან ერთად თვითმპყრობელობის დამხობისა და თვითმმართველობის
დამყარების მიზნით ეროვნული და კლასობრივი ერთობისაკენ უხმობდა ხალხს ნიკო
ნიკოლაძეც. “შეერთდით ყველა: რუსი, თათარი... სომეხი, ქართველი... გლეხი,
თავადი,
აზნაური... მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობის დროშის ქვეშ!.. მარტო ეს
დროშა
დაუმკვიდრებს ჩვენს ქვეყანას და ყველა მის ერებს თავისუფლებას, თანასწორობას
და
ძმობას”[37]. ვაჟა-ფშაველაც 1905 წელს ფშავ-ხევსურთა ბოიკოტში მონაწილეობდა,
მეფის
ხელისუფლებასთან საბრძოლველად ეროვნულ-განმათავისუფლებელ რაზმს
ადგენდა,
მაგრამ ილიას მსგავსად ილაშქრებდა საქართველოს საზოგადოებრივ კლასთა
“ერთმანეთზე შესევის” წინააღმდეგ. იგი უარყოფდა ეროვნულ ნიჰილიზმს და ილია
ჭავჭავაძის დამსახურებად ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის
იდეოლოგობა მიაჩნდა. ვაჟა წოდებათა უპირატესობის მოსპობის, პიროვნებისა და
მთელი ერის პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული თავისუფლების
მოთხოვნას იცავდა. “თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ
მთელი ერი”, – წერდა იგი, – “თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთი
ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი,
იქ ერიც დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა”[38].
განმანათლებელ ეროვნულ-დემოკრატთა იდეალები საერთოდ და საკუთრივ
1905-1907 წლების რევოლუციაში ნათლად დაახასიათა იაკობ გოგებაშვილმა,
რომელიც
ილია ჭავჭავაძის მოკვლის გამო წერდა: “მთელს ჩვენს სიცოცხლეში გულწრფელი
მომხრენი ვიყავით თანასწორობისა და ყოველგვარი ბატონობა გვძულდა და
ვეწინააღმდეგებოდით მას: გვძულდა ბატონობა თავადაზნაურობისა,
ბიუროკრატიისა,
ბურჟუაზიისა... მშრომელი ხალხის სრულ განთავისუფლებას კი ჩვენ ყოველთვის
წრფელი გულით ვნატრობდით და, რაც შეგვეძლო, ვეხმარებოდით”[39]. 1905 წელსაც
იგი თავს რევოლუციონერად არ თვლიდა, თუმცა აღტაცებული იყო
რევოლუციონერთა თავდადებით, თანაუგრძნობდა და მატერიალურადაც
ეხმარებოდა
მათ[40]. კლასთა ბრძოლა და გლეხობის რევოლუციური ძალადობის გამოყენება
თავადაზნაურობის წინააღმდეგ საქართველოში იაკობს საზიანოდ მიაჩნდა, რადგან,
41

მისი აზრით, ეს დააბრკოლებდა ქართველი ხალხის ეროვნული განთავისუფლების


საქმეს, დააგვიანებდა “მშრომელ წოდებად” თავადაზნაურობის გარდაქმნის პროცესს
და საერთოდაც პროგრესისა და საყოველთაო კეთილდღეობის გზით სვლა შეიძლება
მხოლოდ “თანდათანობით, ნახტომებისა და ძალადობის გარეშე... მშვიდობიანი
ორგანული რეფორმების საშუალებით”. ი. გოგებაშვილი პრინციპულად წინააღმდეგი
როდი იყო ეროვნული და სოციალური ჩაგვრისაგან ქართველი ხალხის
განთავისუფლებისა თუნდაც “სარევოლუციო გზით”. იგი მიესალმებოდა და მხარს
უჭერდა აჯანყებულ გურულ გლეხებს, რომლებმაც “პირველებმა გამოიღვიძეს,
აირჩიეს
განმათავისუფლებელი გზა, შეიმუშავეს ნამდვილი დემოკრატიული პროგრამა და ამ
პროგრამის განხორციელებას შეუდგნენ სამაგალითო მხნეობით, იშვიათი გმირობით,
საარაკო ვაჟკაცობით”[41]. ამავე დროს ი. გოგებაშვილი ნათლად ხედავდა, რომ
“შეიარაღებული მოძრაობა საქართველოში არის შტო რუსეთის საერთო მოძრაობისა”
და ქართველი ხალხის ეროვნული და სოციალური განთავისუფლება
დამოკიდებული
იყო რუსი ხალხის პროგრესულ, მემარცხენე ძალთა ბრძოლის გზით რუსეთში
“უკუღმართი წყობილების”, ე. ი. მეფის თვითმპყრობელობის დამხობაზე[42]. ამიტომ
იაკობ გოგებაშვილი ნაციონალისტური სეპარატიზმის მოწინააღმდეგედ და რუს
ხალხთან ქართველი ხალხის განუყრელი კავშირის მხურვალე მომხრედ გამოდიოდა.
განახლებული, დემოკრატიული რუსეთი მას წარმოდგენილი ჰქონდა თავისუფალ
ერთა ფედერაციულ რესპუბლიკად, რომელშიც საქართველოც გაერთიანდებოდა
“დემოკრატიული ავტონომიის” უფლებით, ე. ი. ქართველი ხალხის საშინაო
მმართველობა იქნებოდა ქართული, ხალხის მიერ დადგენილი და
განხორციელებული.
“საქართველო განუყოფელი ნაწილია რუსეთის სახელმწიფოსი, – წერდა იაკობი, –
მაგრამ ნაწილი თავისებური, საკუთარი ენით, კულტურით,
თვითმმართველობით”[43].
იაკობ გოგებაშვილის და საერთოდ განმანათლებელ-დემოკრატების ეს ეროვნული
მოთხოვნა დიდად პოპულარული იყო ქართველი ხალხის ფართო მასებში 1905 წელს.
მას მხარს უჭერდა გლეხობა, წვრილი და საშუალო ბურჟუაზია, განსაკუთრებით კი
ინტელიგენცია.
მაგრამ პროლეტარიატის და რევოლუციური გლეხობის ძირითადი მასები
სოციალ-დემოკრატიას მიჰყვებოდნენ ეროვნულ საკითხშიც. ამის მაჩვენებელია ის
ფაქტი, რომ პროლეტარიატი და გლეხობა 1905-1907 წლების რევოლუციის დროს
წმიდა რევოლუციურ მოთხოვნებს კი არ აყენებდნენ, არამედ საერთო-დემოკრატიულ
პროგრამას, რომელშიც უმთავრესი და უპირველესი ადგილი ეჭირა სოციალ-
პოლიტიკურ მოთხოვნებს, ხოლო ეროვნული ხასიათის მოთხოვნები მათთან ერთად
იყო წამოყენებული. “სანამ ახლანდელი წესწყობილება არ შეიცვლება, მანამდე
სასწავლებელში არ დავბრუნდებითო”.– აცხადებდნენ ქუთაისელი მოსწავლენი. ჩვენ
მიწა უნდა მოგვცეს, სოფლად ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველობა უნდა
დაწესდეს, ჩვენ თვითონ დაავარსებთ ქართულ სკოლებს და ბიბლიოთეკებს, სიტყვის
სრული თავისუფლება უნდა იყოსო, – დაადგინა დუშეთის მაზრის 14 სოფლის
გლეხთა 800 წარმომადგენლის კრებამ, რომელიც სოფელ მუხრანში შეიკრიბა 1905
წლის მარტის დამდეგს. სოფლებსა და მაზრებში ყველა თანამდებობაზე ქართველები
უნდა დაინიშნონ, მთელ საქართველოში საქმის წარმოება ქართულად უნდა
42

წარმოებდეს, განათლებაც მშობლიურ ენაზე უნდა მივიღოთ, ამასთან მთელი ხარჯი


სკოლების შესანახად მთავრობამ უნდა გაიღოსო, – მოითხოვდნენ ქართლ-კახეთის
მრავალი სოფლის გლეხები[44]. ბოდბისხევში ჩატარებულმა ქიზიყის ყველა სოფლის
წარმომადგენელთა კრებამ დაადგინა: შემოღებულ იქნას დამოუკიდებელი
თვითმმართველობა სოფლად, მოისპოს წოდებრივი სასამართლო. დაწესდეს ყველა
წოდებისათვის თანაბარი ერთი სამაზრო სასამართლო... საქმის წარმოება უნდა იყოს
ქართულ ენაზედ, მოსამართლე უნდა ირჩეოდეს ხალხის მიერ (გარკვეული) ვადით.
ყველა დაწესებულებაში უნდა იყოს ქართული ენა... სწავლა იყოს სავალდებულო 16
წლამდის. სწავლება უნდა წარმოებდეს ქართულად[45]. ამასვე მოითხოვდა მთელი
საქართველოს გლეხობა. განსაკუთრებულ შეუპოვრობას და შეგნებულობას
ქართველი
ხალხის საერთო-დემოკრატიული და ეროვნული უფლებების დაცვაში გურული
გლეხები იჩენდნენ. როცა მეფის მოხელეებმა სეპარატიზმის ძიება იწყეს მათს
მოთხოვნებში, გლეხთა დეპუტატები უპასუხებდნენ: “მთავრობა ხმებს ავრცელებს,
თითქოს ჩვენი მოძრაობა ატარებდეს ეროვნულ (სეპარატისტულ) ხასიათს, თითქოს
ჩვენთვის ჩვენ მოვითხოვდეთ განსაკუთრებულ მეფეს. ეს ცილისწამებაა. ჩვენ
სოლიდარული ვართ ყველა ქვეყნის მშრომელი ხალხისადმი”. მეფის მოხელე კრიმ-
გირეიც კი იძულებული გახდა ეღიარებინა: “გურიაში ყოფნის დროს მე ღრმად
დავრწმუნდი, რომ ხალხი პოლიტიკურის მხრით გონიერი და ჭკვიანია: მასში სულაც
არ არსებობს სეპარატისტული ტენდენცია, განცალკევების სურვილიო”: “ჩვენ
მოვითხოვთ იგივეს, – ეუბნებოდნენ გლეხთა დეპუტატები კრიმ-გირეის, – რასაც
მთელი რუსეთი. ყველაფერი, რაც ჩვენთან ხდება, შეიმჩნევა ყველგან, ჩვენს
მოთხოვნებს საერთო ხასიათი აქვთ”. “ჩვენი მოთხოვნები მხოლოდ ქართველთა
მოთხოვნები როდია. ამას მოითხოვს მთელი რუსეთი. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს რუს
ძმებს. ჩვენი საერთო დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ხალხი
თავის წარმომადგენლებს აირჩევს საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და თანასწორი
ხმის მიცემით. ნამდვილი მთავრობა მხოლოდ ასეთი მთავრობა იქნება... ქვეყანა უნდა
იყოს ხალხის ხელში... ჩვენ, ქართველები, რუსები, სომხები, თათრები, ყველანი ძმები
ვართ; ჩვენს შორის კინკლაობას ადგილი არ ექნება, მთავრობა ამას ტყუილად
ცდილობს”. სწავლა-განათლება უნდა იყოს სავალდებულო, საყოველთაო და უფასო,
ყველა საგანი სკოლებში ქართულ ენაზე უნდა ისწავლებოდეს. თუ კაცს მშობლიური
ენა და სამშობლო არ უყვარს, იგი სხვასაც ვერ შეიყვარებს. რუსეთის სიყვარული
ქართველი კაცისათვის საქართველოს სიყვარულს უნდა ემყარებოდეს. სკოლაში
რუსული ენა ქართული ენის დახმარებით უნდა ისწავლებოდეს, როგორც ერთ-ერთი
სავალდებულო საგანიო. – აცხადებდნენ ხიდისთვის, ბახვის, ახალ-სენაკის,
ლანჩხუთის, ფარცხმის, სურებისა და სხვა სოფლების გლეხები...
რეაქცია გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების
დამარცხებისა და რევოლუციის უკანდახევის პერიოდში. საქართველოში
გამოგზავნეს
მრავალრიცხოვანი დამსჯელი ჯარი, რომელიც არბევდა და ანადგურებდა ქალაქებსა
და სოფლებს. “არც ერთი ბარბაროსული მთავრობა უძველეს დროისა, – ნათქვამია
ერთ-ერთ მაშინდელ სოციალ-დემოკრატიულ პროკლამაციაში, – არ ექცეოდა ასე
აღებულ მტრის ქალაქს; სისხლი მდინარეებად იღვრება; ყველგან გაისმის წყელვა-
კრულვა, ტირილის ზარი და მომაკვდავთა კვნესა; საპყრობილეები აივსო. ასობით და
ათასობით სამუშაოდან ითხოვენ და სიმშილის მსხვერპლად ხდიან”. მომსწრენი
43

იგონებდნენ, რომ “რევოლუციის დათრგუნვის ეპოქაში საქართველომ განიცადა


ისეთი
განადგურება, თითქოს მას გადაეტანოს მტრის შემოსევა”. მასობრივ რბევასთან
ერთად ცარიზმი ფარულ ინდივიდუალურ ტერორსაც მიმართავდა. 1907 წელს
მოკლეს
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე პოპულარული
მოღვაწე ილია ჭავჭავაძე. თეთრ ტერორს რევოლუციონერებმა წითელი ტერორი
დაუპირისპირეს. იმავე წელს მოკლეს დასავლეთ საქართველოს ჯალათი გენერალი
ალიხანოვ-ავარსკი, უფრო ადრე არსენა ჯორჯიაშვილის მიერ ნასროლმა ყუმბარამ
სიცოცხლეს გამოასალმა გენერალი გრიაზნოვი. უთანასწორო ბრძოლაში
დამარცხებული სახალხო რაზმელები მთებში გაიხიზნენ და პარტიზანულ ბრძოლებს
აწარმოებდნენ. რუსეთის პირველი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია და
მასთან ერთად საქართველოს 1905-1907 წლების სოციალური და ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობა დამარცხდა. ეროვნული მოძრაობის მარცხის
მიზეზი
იგივე იყო, რაც საერთოდ რევოლუციის წარუმატებლობისა. პროლეტარიატს და
გლეხობას ძალები არ ეყოთ ცარიზმზე გადამწყვეტი გამარჯვებისათვის, უამისოდ კი
ორმილიონიანი ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას
გამარჯვება არ შეეძლო. ერთსულოვანი არ იყო ქართველი ხალხის მშრომელი მასების
შეტევაც ცარიზმის წინააღმდეგ. თანმიმდევარი რევოლუციური პროლეტარული
პარტიის (ბოლშევიკების) გარდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი
ხელმძღვანელობის გაწევას ცდილობდნენ ოპოზიციური არაპროლეტარული
წვრილბურჟუაზიულ-ნაციონალისტური პარტიები (სოციალ-ფედერალისტები,
მენშევიკები), რომლებიც თიშავდნენ და შემთანხმებლური პოლიტიკისაკენ
უბიძგებდნენ ხალხის მასებს. პროლეტარიატმა ცხადყო თავისი უნარი –
ეხემძღვანელა
არა მარტო აგრარული, არამედ ეროვნული მოძრაობისადმიც, მაგრამ ცნობილი
მიზეზების გამო მან ვერ შეძლო მთლიანად და ბოლომდე შეესრულებინა
რევოლუციის
ერთადერთი ხელმძღვანელის როლი განსაკუთრებით საქართველოს ეროვნულ-
განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
რუს და რუსეთის იმპერიის სხვა ხალხებთან ერთად ქართველი ხალხის
სოციალურ და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას 1905-1907 წლებში მაინც
არ
ჩაუვლია უნაყოფოდ. ეროვნულ-რევოლუციური მოძრაობის აღმავლობამ აიძულა
ცარიზმი მეტი სიფრთხილით მოჰკიდებოდა საქართველოს და ამიერკავკასიის
მართვა-
გამგეობას, აღედგინა კავკასიის სამეფისნაცვლო, გაეტრებინა კოლონიური რეჟიმის
შემამსუბუქებელი ზოგი ღონისძიება, დაეთხოვა ყველაზე რეაქციული მოხელენი,
მათ
შორის “კავკასიის მხეცად” წოდებული მთავარმმართველი გოლიცინი, და მათ
ნაცვლად მოლიბერალო ელემენტები, კერძოდ, ცბიერი მოხელე ვორონცოვ-დაშკოვი
მოეწვია, დაპირებოდა ხალხს ერობის შემოღებას და დროებითვალდებულთა
ინსტიტუტის გაუქმებას, ქართველი ხალხის წარმომადგენლებისთვისაც მიეცა
ადგილი
44

რუსეთის პირველ წარმომადგენლობით დაწესებულებაში–სახელმწიფო


სათათბიროში,
რომელიც თვითმპყრობელობას ხელიდან გამოგლიჯა რევოლუციამ, ხოლო
ყოველივე
ამის შედეგად ქართველი ხალხის ეროვნული თვითარსებობის, შრომისა და
ცხოვრების
პირობები ერთგვარად, თუმცა ხანმოკლედ გაუმჯობესდა. ქართველმა _______ხალხმა
ბრძოლით დაამტკიცა ეროვნული თვითარსებობის უფლება, ინტერნაციონალიზმისა
და პატრიოტიზმისადმი ერთგულება. ეროვნულ-რევოლუციური ბრძოლის
გამოცდილებამ გაამდიდრა და აამაღლა ხალხის კლასობრივი და ეროვნული

1914 წლის 1 აგვისტოს რუსეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება. ომი


მსხვილ სახელმწიფოთა შორის მსოფლიოს ხელახალი გაყოფისათვის დაიწყო,
მის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა იმპერიალისტურ ქვეყნებში
მზარდი რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ. იმპერიალისტური
სახელმწიფოები ამ ომს დიდხანს ამზადებდნენ და მის გაჩაღებაში დანაშაული
ყველა ბურჟუაზიული ქვეყნის მმართველ წრეებს მიუძღოდათ.
რუსეთის ცარიზმი და ბურჟუაზია, მიუხედავად ეკონომიური და
სამხედრო სტრატეგიული მოუმზადებლობისა, ომში პატრიოტული ხმაურითა
და ზარ-ზეიმით ჩაებნენ. იმპერიალისტურ საფრანგეთთან და ინგლისთან.
ფარული შეთანხმებანი, პარიზისა და ლონდონის ბანკებიდან მიღებული
მილიონობით სესხები, ქვეყნის შიგნით მშრომელთა მზარდი რევოლუციური
მოძრაობა, დაბოლოს, საკუთარი იმპერიალისტური მისწრაფებანი ცარიზმს და
ბურჟუაზიას იძულებულს ხდიდნენ ომის საერთაშორისო სასაკლაოზე
გაერეკათ მილიონობით მუშები და გლეხები.
საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებიდან მეთორმეტე დღეს,
მიუხედავად გენერალური შტაბის ზოგიერთი ფხიზელი მუშაკის თავშეკავებისა,
რომლებიც გერმანიის წინააღმდეგ შეტევის დაწყებას მოუმზადებლობის გამო
ნაადრევად თვლიდნენ, მოკავშირეთა დაჟინებითი მოთხოვნით, რუსეთის არმია
აღმოსავლეთ პრუსიაში შეიჭრა.
***
მეფის რუსეთის ჩაბმას იმპერიალისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში
ამიერკავკასიის გაბატონებული კლასები – მემამულეები, ბურჟუაზია და მათი
ინტერესების დამცველი ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური პარტიები – აღტაცებით
შეხვდნენ. მონარქისტულმა გაზეთებმა (“კავკაზსკაია რეჩ”, “კავკაზსკოე სლოვო”,
“ბაკუ”) რუსეთის ოფიციოზთა მიბაძვით დაიწყეს ყაჩაღური ომის პატრიოტული
ელფერით შენიღბვა, ხმაური ატეხეს ომის “ხალხური ხასიათის”, მეფისა და ხალხის
“ერთიანობის”, “სამშობლოს დაცვის” შესახებ. თბილისის, ბაქოს, ერევნის, ქუთაისის
გუბერნიების თავად-აზნაურთა წარმომადგენლებმა, მსხვილმა მრეწველებმა
ადრესებით მიმართეს ნიკოლოზ მეორეს, სადაც მზადყოფნას გამოთქვამდნენ
მთელი შესაძლებლობით ებრძოლათ მტერზე საბოლოო გამარჯვებისათვის.
მეფისნაცვლის სასახლესთან თბილისში, ბურჟუაზიამ და მემამულეთა
წარმომადგენლებმა “პატრიოტული” დემონსტრაციები მოაწყეს. ქალაქების
თვითმმართველობებმა ომის სასარგებლოდ თანხების შეგროვება დაიწყეს.
თბილისის თვითმმართველობის საგანგებო სხდომაზე, რომელიც აგვისტოში
45

შეიკრიბა, მიღებულ იქნა დადგენილება ომის საჭიროებისათვის შეგროვილიყო


თანხები. გაბატონებული კლასების განწყობილება, ბურჟუაზიის არქიმტაცებლური
ბუნება ნათლად გამოიხატა იმ მიმართვაში, რომელიც თათბირმა რუსეთის
იმპერატორს გაუგზავნა.
შეძლებული კლასები ზეიმობდნენ. მსხვილი მეფაბრიკეები, აქციონერები,
ბანკირები “პატრიოტული” სადღეგრძელოებით ადიდებდნენ ომს, რომელსაც
მათთვის ახალი მოგება უნდა მოეტანა. ამავე დროს უხმაუროდ მუშაობდნენ
სამობილიზაციო პუნქტები, რომლებიც წარმოებასა და ოჯახს სწყვეტდნენ ქალაქის
და სოფლის მშრომელი მოსახლეობის ყველაზე ჯანსაღ ნაწილს და ფრონტზე
მიერეკებოდნენ.
ზარბაზნები კავკასიიდან შორს, დასავლეთის ფრონტზე ქუხდა, მაგრამ
ადგილობრივი ხელისუფლება ღრმად იყო დარწმუნებული, რომ კავკასია, ევროპის
უმსხვილეს სახელმწიფოთა გააფთრებულ შეჯახებაში შორეული ზურგის
მდგომარეობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა. მას უშუალოდ ესაზღვრებოდა
თურქეთი, რომლის მმართველი წრეები, გერმანია-ავსტრიის ბლოკის ორბიტში
ომამდე დიდი ხნით ადრე ჩათრეულნი, რუსეთის წინააღმდეგ სამოქმედო ფარულ
სამზადისს ეწეოდნენ.

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში


ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა
საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი
ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება
არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული
ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი
ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია
საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში,
დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის
ფუნქციას ასრულებდა.

გერმანიის ჯარები თბილისში, 1918 წ. (უკანა ფონზე მამა დავითის ეკლესია


მთაწმინდაზე და ფუნიკულიორი)

ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო


რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა
ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში
ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა ამიერკავკასიის კომისარიატის სახით,
რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი.

1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო


შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის
შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა
საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ
ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის
სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას
46

დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი,


ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. შექმნილმა პოლიტიკურმა
მდგომარეობამ განაპირობა მოვლენათა შემდგომი განვითარება: 1918 წლის 26 მაისს
ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა
საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა
გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
დამოუკიდებლობის გამოცხადება [რედაქტირება]

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი


კომიტეტის სხდომა ნ.ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა
თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის
ა.ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის, აღწერდა რა მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე
სიტუაციას, ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე
დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს
პარლამენტი.

1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა
საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა „საქართველოს დამოუკიდებლობის
აქტი“[1], რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო:
ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო
საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული
რესპუბლიკა.
საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად
უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს
მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და
სქესისა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის
ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.
სახელმწიფო ხელისუფლება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო


იყო პარლამენტი (დამფუძნებელი კრება), ხოლო აღმასრულებელი ორგანო -
მინისტრთა საბჭო (მთავრობა), რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის
წინაშე. პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ
სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ
47

არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც. საქართველოს დემოკრატიული


რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:

მთავრობის თავმჯდომარე — ნოე რამიშვილი.


საგარეო საქმეთა მინისტრი — აკაკი ჩხენკელი.
შინაგან საქმეთა მინისტრი — ნოე რამიშვილი.
სამხედრო საქმეთა მინისტრი — გრ. გიორგაძე.
ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი — გ. ჟურული.
იუსტიციის მინისტრი — შ. ალექსი-მესხიშვილი.
სახალხო განათლების მინისტრი — გ. ლასხიშვილი.
მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი — ნ. ხომერიკი.
მიმოსვლის გზების მინისტრი — ი. ლორთქიფანიძე.

1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც


მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა
ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი
ძალმოსილება.
არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო
მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის
სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად,
განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა ეროვნული გვარდია და
რეგულარული არმია, ჩამოაყალიბა ადგილობრივი მართვის ორგანოები,
პროფესიული კავშირები, მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.

ამასთან ერთად მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა,


რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, პირველ რიგში - ბოლშევიკები.
მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური
დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან
სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება.
საგარეო მდგომარეობა [რედაქტირება]
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო აღიარება [რედაქტირება]

ერთ–ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე–ფაქტო დასტური მისცა


საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი). თურქეთმა
თავისი პოლიტიკური განზრახვა საქართველოს დამოუკიდებლობის დე–იურე
აღიარებითაც დაადასტურა. შემდეგი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე–
ფაქტო აღიარა, გერმანია იყო (1918 წლის 10 ივნისი).

სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო სცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:


თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
48

გერმანია — 1918 წლის 10 ივნისი


ავსტრია — 1918 წლის 18 ივნისი
არგენტინა — 1919 წლის 15 სექტემბერი
იტალია — 1920 წლის 12 იანვარი
საფრანგეთი — 1920 წლის 12 იანვარი
დიდი ბრიტანეთი — 1920 წლის 12 იანვარი
იაპონია — 1920 წლის 7 თებერვალი
ჩეხოსლოვაკია — 1920 წლის 8 აპრილი
რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
ბელგია — 1920 წლის 26 აგვისტო
პოლონეთი — 1921 წლის 28 იანვარი[2]
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება [რედაქტირება]

მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური


ინსტიტუტების სტაბილურობისა, საბჭოთა რუსეთიც და დასავლეთის ქვეყნებიც
თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან.
ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ
და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას.

მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს
დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა
სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი —
საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ. სულ
საქართველოს დამოუკიდებლობა დე–იურე აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა
(დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა):
თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
გერმანია — 1920 წლის 24 სექტემბერი
შვეიცარია — 1920 წელი
ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი
საფრანგეთი — 1921 წლის 27 იანვარი
ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი
იტალია — 1921 წლის 27 იანვარი
იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი
ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი
რუმინეთი — 1921 წლის 18 თებერვალი
ჰაიტი — 1921 წლის 9 მარტი
ლიბერია — 1921 წლის 28 მარტი
მექსიკა — 1921 წლის 14 აპრილი
პანამა — 1921 წლის 26 აგვისტო
სიამი — 1921 წლის 20 ნოემბერი
ლუქსემბურგი — 1922 წლის 23 თებერვალი[3]
ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია [რედაქტირება] მთავარი სტატია : რუსეთ-
საქართველოს ომი 1921.
49

1920 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა სამოქალაქო ომში გარდატეხას მიაღწია:


მოიგერია პოლონეთის არმიისა და თეთრგვარდიელი გენერლის ვრანგელის
შემოტევები, შემდეგ კი დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს
მიუახლოვდა. აპრილში XI არმიამ აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა,
მაისის დასაწყისში კი შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. მისი შემდგომი
ცდები ოკუპაციისა დროებით აღკვეთა საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს
გააფორმებულმა ხელშეკრულებამ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ
აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუშლიდა წითელი არმიის შემოსვლას
საქართველოში. 1920 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის ბედი გაიზიარა სომხეთმაც,
რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოს გასაბჭოებაც.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის
და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს
ტერიტორიაზე. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ
გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა თბილისი და
აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა
საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე
ნახევრამდე გრძელდებოდა.

გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც


ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21
მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა
იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.
1921 წლის ზაფხულში სვანეთში მოხდა მასობრივი გამოსვლები, რომელიც მალე
დამარცხდა. ამ აჯანყებამ ბიძგი მისცა მოსახლეობის პოლიტიკური აქტივობას
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. შემდგომი ბრძოლისათვის ძლიერი ბიძგი იყო,
აგრეთვე, 1922 წლის 26 მაისის მასობრივი მანიფესტაციები თბილისში და
საქართველოს სხვა ქალაქებში. 1922 წლის ზაფხულში საქართველოს
დამოუკიდებლობის დაკარგვით უკმაყოფილო ქართველობამ თავი მოიყარა ქ.
ჩოლოყაშვილის რაზმში. ასეთივე რაზმები შეიქმნა ქართლში, გურიაში,
სამეგრელოში და სხვა.

აჯანყებამ იფეთქა საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოებიდან სამი წლის შემდეგ.


იგი სრულად ასახავდა იმ უკმაყოფილებას, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა
ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციის გზით მოსული რეჟიმის მიმართ.
შეიარაღებულ გამოსვლების მომზადებას და განხორციელებას ხელმძღვანელობდა
საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების ინტერპარტიული იატაკქვეშა გაერთიანება
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (იგივე პარიტეტული კომიტეტი).
აჯანყების მოსამზადებლად დამოუკიდებლობის კომიტეტთან შეიქმნა სამხედრო
ცენტრი, რომლის პირველ ხელმძღვანელად აირჩიეს გენერალი კოტე აფხაზი.
50

1922 წელს აჯანყებამ იფეთქა ხევსურეთსა და კახეთში (ხევსურეთის აჯანყება 1922).


გამოსვლები მოეწყო გურიაში. 1923 წელს დამოუკიდებლობის კომიტეტი
აჯანყებისათვის სამზადისს განაგრძობდა. მის განკარგულებაში გადავიდა ქ.
ჩოლოყაშვილის რაზმი. 1923 წლის თებრვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის
სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი, რომლის
წევრები დააპატიმრეს. მარტში "საქართველოს სსრ"-ის ე.წ. "საგანგებო კომისია"-მ
("ჩეკა") დამკომის საიდუმლო სტამბა აღმოაჩინა. კპ (ბ) ცკ-ის მოთხოვნით, 1923 წლის
20 მაისს სამხედრო ცენტრის მეთაური, გენერალი კ. აფხაზი, გენერლები ა.
ანდრონიკაშვილი და ვ. წულიკიძე, ოფიცრები რ. მუსხელიშვილი, გ. ხიმშიაშვილი, ე.
გულისაშვილი, ა. მაჭავარიანი, დ. ჩრდილელი, ს. ბაგრატიონ-მუხრანელი, ფ.
ყარალაშვილი, ი. ყარანგოზიშვილი, ლ. კლიმიაშვილი, ნ. ზანდუკელი, ი.
კერესელიძე, ს. ჭიაბრიშვილი და ი. ქუთათელაძე ადმინისტრაციული წესით
დახვრიტეს.

1922 წლის ოქტომბერში უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა სოციალ-


დემოკრატი ნოე ხომერიკი, რომელმაც თავის წრეში გაშალა მუშობა. სამხედრო
ცენტრის პირველი შემადგენლობის განადგურების შემდეგ, რაც პირველი დიდი
დარტყმა იყო დამოუკიდებლობის კომიტეტისათვის, ცენტრის ახალ
ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე, ხოლო მის თანაშემწედ
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი,
პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი.

აჯანყებას წინ უსწრებდა ლოკალური გამოსვლები 1921-1922 წლებში.


დამოუკიდებლობის კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა კუთხესა
და თბილისში ერთიანი გამოსვლის თარიღად დადგინდა 1924 წლის 29 აგვისტოს
დილის 6 საათი. სამწუხაროდ, ცენტრთან შეუთანხმებელი მოქმედების და
ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა დესტრუქციული საქმიანობის შედეგად, ქალაქ
ჭიათურაში გამოსვლები დაიწყო 24 საათით ადრე, - 28 აგვისტოს. ამან დიდი დაღი
დაასვა აჯანყების შემდგომ მსვლელობას. მართალია, ამბოხებულებმა შეძლეს
ჭიათურის და ზოგიერთი სხვა ქალაქის (სენაკი, სამტრედია და სხვა) აღება და
საქართველოს ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოაცხადეს,
მაგრამ აჯანყება განწირული იყო. მიუხედავად სახალხო ხასიათისა, აჯანყება
მოკლებული იყო კოორდინაციას და სიტუაციის რეალურ შეფასებაზე დამყარებულ
გეგმას.

ორკვირიანი უმძიმესი ბრძოლების შემდეგ აჯანყება სისხლში ჩაახშეს წითელი


არმიისა და ჩეკას ნაწილებმა. სამხედრო ოპერაციებს თან ერთვოდა 1924 წლის 30
აგვისტოდან სექტემბრის დამლევამდე განხორციელებული, მანამდე უპრეცედენტო
რეპრესიები, რომელმაც საერთო ჯამში თორმეტი ათასამდე ადამიანის სიცოცხლე
შეიწირა. განადგურდა ეროვნულ-პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი.
ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დაიხვრიტა უამრავი ადამიანი, -
პოლიტიკური ოპოზიციის, ოფიცრობის, თავადაზნაურობის, ინტელიგენციის,
სამღვედელოების, გლეხობის და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო
წარმომადგენლები. მთლიანად განადგურდა რამდენიმე ქართული არისტოკრატული
საგვარეულო. მიუხედავად დამარცხებისა, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებას ჰქონდა
51

დიდი მნიშვნელობა ეროვნული სულისკვეთების განმტკიცებისათვის, რისი


დასტურიც არის 1937-1939 წლების "წითელ ტერორამდე" ქართველი ერის
პერმანენტული ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.

პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში 1917 წლიდან, ხოლო საქართველოში 1921


წლიდან დაიწყო. პოლიტიკური რეპრესიები სულ უფრო ძლიერდებოდა , მაგრამ
განსაკუთრებულად ფართო მასშტაბებს 30-იანი წლების შუა ხანებში მიღწია.
რეპრესიებს საბჭოთა კავშირში ყოველთვის ერთი მიზანი ჰქონდა - პოლიტიკური
ძალაუფლების შენარჩუნება. 30-იანი წლების რეპრესიების მასშტაბურობა და
სისასტიკე განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით. 1. მოსახლეობის
უმრავლესობას, რომელთაც მართლაც ჰქონდათ რწმენა იდეოლოგიის და
სოციალისტური წყობის შექმნისა, იმედი გაუცრუვდა. სოციალისტური სისტემის
ნაცვლად მათ თვალწინ ჩამოყალიბდა ძალმომრეობაზე დაყრდობილი სისტემა,
რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ადამიანს აქცევდა
პოლიტიკური სისტემის ბრმა შემსრულებლად. 2. კომუნისტურ პარტიაში სტალინის
კურს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. 3. ძველი ინტელიგენცია რომელიც
არასდროს არ შერიგებია საბჭოთა სისტემას. ამ ყველა მიზეზზე დაყრდნობით
ქვეყანაში ჩამოყალიბდა დიდი ოპოზიიური აზრი, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა
კომუნისტურ პარტიას.

იოსებ სტალინმა და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყიტეს პოლიტიკური სისტემის


შემარჩუნების მიზნით დაეწყოთ დიდი პოლიტიკური რეპრესიები. პოლიტიკურ
რეპრესიებს საქართველოში დიდი გულმოდგინებით ატარებდა ლავრენტი ბერია,
რომელიც ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკას, ხოლო შემდგომ
საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციას ედგა სათავეში და ფაქტობრივად
ერთპიროვნულად წყვეტდა ყველა საკითხს.

30-იანი წლების რეპრესიები შეეხო ყველა კლასს და სოციალურ ფენას, მაგრამ


განსაკუთრებით დაზარალალდა ინტელიგენცია. რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ:

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი


მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921—1924 წლების
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

ტიციან ტაბიძე ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“


მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ევგრნი მიქელაძე ცნობილი დირიჟორი და დიდი ქართველი მამულიშვილი

ვახტანგ კოტეტიშვილი ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი

პაოლო იაშვილი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი

ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი ქართველი რეჟისორი, თანამედროვე


ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი.
52

პეტრე ოცხელი მხატვარი, ფერმწერი და ბევრი სხვა.

მეორე მსოფლიო ომი (1939-1945 წ.წ.) ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი


კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.

ევროპაში ის დაიწყო გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს.


საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის
კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის
კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ


დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი
მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა,
რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის
პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის
აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე
ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში
– ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში – ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე
სამხრეთ ამერიკაში ( სურინამის დაპყრობა ), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია)
და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი).

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ


შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი
იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და
მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც
გენოციდშიც კი გადაიზარდა.

პოლიტიკური ვითარება

XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში ევროპის ბევრი სახელმწიფო


ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. 1922 წელს იტალიის
სათავეში ბენიტო მუსოლინი და ფაშისტური პარტია მოექცა. მათი ექსპანსიური
საგარეო პოლიტიკის შედეგი იყო ეთიოპიის (1936) და ალბანეთის (1939) დაპყრობა
იტალიის მიერ.

გერმანიაში ამ პერიოდში ძლიერდებოდა ნაცისტური პარტია, რომელმაც საბოლოო


გამარჯვებას 1933 წლის არჩევნებში მიაღწია და პარტიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი
გერმანიის კანცლერი გახდა. ჰიტლერის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო
“ვერსალის ზავის” წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა ე.წ. “გროსდოიჩე რაიხის” შექმნას
და “საარსებო გარემოს” მოპოვებას აღმოსავლეთში.
53

ზაარის მხარის (1935), რაინის ოლქის (1936), ავსტრიის (1938) და სუდეტის მიწების
(1938) მიერთებით ჰიტლერმა თავისი გეგმის პირველი ორი პუნქტი მეტ-ნაკლებად
შეასრულა. ინგლისისა და საფრანგეთის დათმობითმა პოლიტიკამ ყოველივე ამას
დიდად შეუწყო ხელი. მაშინაც კი, როცა გერმანიამ ჩეხეთი მთლიანად შეიერთა (1939
წლის მარტი) ინგლისი და საფრანგეთი მხოლოდ პროტესტის ნოტით
დაკმაყოფილდნენ.

ამ მოვლენებიდან მცირე ხნის შემდეგ ლიტვამ გერმანიას დაუთმო მემელის მიწები,


სლოვაკეთი დამოუკიდებელი დარჩა, თუმცა გერმანიის პატრონაჟის ქვეშ. ძნელი
მისახვედრი არ იყო რომ ამ ქვეყნების შემდეგ ჯერი პოლონეთზე მიდგებოდა. ამის
საპირისპიროდ პოლონეთის, საფრანგეთის და ინგლისის მთავრობებმა ხელი
მოაწერეს ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას.

1939 წლის აგვისტოში ყველასთვის მოულოდნელად გერმანიამ და სსრკ-მა ხელი


მოაწერეს “ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტს” (ე.წ. “რიბენტროპ-მოლოტოვის
პაქტი”), რომლის დამატებით, საიდუმლო პროტოკოლში ზუსტად იყო
განსაზღვრული ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული ამბიციები აღმოსავლეთ ევროპის
დაპყრობის შემთხევევაში. პოლონეთი გერმანიასა და სსრკ-ს შორის უნდა
გაყოფილიყო, ხოლო ბალტიის ქვეყნები და ფინეთი სსრკ-ს “ინტერესების სფეროდ”
ცხადდებოდა.

იაპონიის ექსპანსიური პოლიტიკა XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. ამ ქვეყნის


უმთავრესი ინტერესი ჩინეთის რესპუბლიკა იყო, რომლის ჩრდილოეთი რეგიონი,
მანჯურია, 1931 იაპონიის მიერ იქნა ანექსირებული და მანშუს პროტექტორატის
სახელით მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. საერთაშორისო პროტესტის გამო
იაპონიამ დატოვა “ერთა ლიგა” 1933 წელს და 1936 წელს შეუერთდა
“ანტიკომინტერნის პაქტს”.

1937 წელს დაიწყო იაპონია-ჩინეთის მეორე ომი. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის
დაწყებამ იაპონიას ინდოჩინეთის დაპყრობის საშუალება მისცა. ამის საპასუხოდ აშშ-
მა და დიდმა ბრიტანეთმა იაპონიას ემბარგო დაადეს და შეუწყვიტეს ფინანსური
დახმარება. 1940 წელს იაპონია შეუერთდა “ბერლინი-რომის პაქტს”. ემბარგოს გამო
იაპონიის ეკონომიკა რესურსების დიდ ნაკლებობას განიცდიდა და იმპერატორის
სამხედრო წრე ერთადერთ გამოსავალს ამ კრიზისიდან აშშ-სა და ბრიტანეთის
წინააღმდეგ ომში ხედავდა.

ომის მიზნები

მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო გერმანიის მიერ წამოწყებული დამპყრობლური


და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში “საარსებო გარემოს” (გერმ. „Lebensraum“)
მოპოვების მიზნით. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო სქემის ძირითად
კომპონენტებს შეადგენდნენ:
კავშირი იტალიასა და იაპონიასთან;
ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტან ე.წ. “ებრაულ
მსოფლიო შეთქმულების” წინააღმდეგ;
ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში “საარსებო
54

გარემოს” მოპოვებისათვის და დაპყრობილი ტერიტორიების გერმანელებით


დასახლება.

გერმანიის საბოლოო მიზანი იყო მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის მოპოვება.


“გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი არ იქნება”
წერდა ჰიტლერი თავის წიგნში “მაინ კამპფი”.

დაპყრობილი საბჭოთა კავშირი უნდა დაყოფილიყო სხვადასხვა ოლქებად


რაიხსკომისრების მმართველობის ქვეშ. აქედან ბელორუსები, უკრაინელები და
ბალტიისპირეთის ხალხები “საარსებოდ ვარგისად”, ხოლო რუსები კი “დაბალ
რასად” იქნენ შეფასებულნი. დაპყრობილი აღმოსავლეთ ევროპა დასახლებული
უნდა ყოფილიყო გერმანელი გლეხებით და ჯარისკაცებით, ე.წ. “შეიარაღებული
გლეხებით” (გერმ. “Wehrbauern”). ნაცისტური ელიტის განზრახვით აღმოსავლეთ
ევროპის ხალხები, მათი სამოქალაქო ელიტის განადგურების შემდეგ, უნდა
დარჩენილიყვნენ “გაუნათლებლები, მორჩილნი და გამრჯე” და ემუშავათ
გერმანიისათვის.

1933 წლამდე ეს იდეები სერიოზულად არავის მიუღია, თუმცა ჰიტლერის პოლიტიკა


სხვა არაფერი იყო თუ არა ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. 1936 წლის
აგვისტოში მიღებული “ოთხწლიანი გეგმა” ითვალისწინებდა გერმანიის არმიის და
ეკონომიკის საბრძოლო ვითარებისათვის მომზადებას ორი განსხვავებული
ვარიანტისათვის: 1) 1941-1942 წ.წ. – გერმანიისათვის პოლიტიკური და სამხედრო
თვალსაზრისით არახელსაყრელი ვარიანტი. 2) 1944-1945 წ.წ. – შედარებით
ხელსაყრელი ვარიანტი.

1937 წლის 5 ნოემბერს ჰიტლერმა თავისი გეგმები დაწვრილებით და დაზუსტებით


წარუდგინა ვერმახტის გენერალიტეტს “

გერმანიის თავდასხმა პოლონეთზე (1939)

მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს 4 საათსა
და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით. თავდასხმის გამართლების
მიზნით გერმანულმა მხარემ მოაწყო რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე ცნობილი მათ
შორის იყო პოლონურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი “სს”-ის წევრების
თავდასხმა 31 აგვისტოს რადიოსადგურ გლაივიცზე, რომლის დროსაც მათ
პოლონურ ენაზე ეთერში გადასცეს პოლონეთის მიერ გერმანიისადმი ომის
გამოცხადების ცნობა.

ომის პირველი გასროლა მოახდინა გერმანულმა სასწავლო გემმა “შლეზვიგ-


ჰოლშტაინმა”. პოლონური არმია რიცხობრივად თანაბარი იყო ვერმახტის, თუმცა
ტექნიკური და საბრძოლო ტაქტიკის მხრივ დიდად ჩამორჩებოდა თავდამსხმელებს.
პოლონეთის მთავრობა დიდ იმედებს ამყარებდა საფრანგეთის და დიდი
ბრიტანეთის სამხედრო დახმარებაზე, რომელებთანაც მას ე.წ. “გარანტიის პაქტი”
ჰქონდა დადებული 1939 წლის 30 მარტს. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 3 სექტემბერს
ულტიმატუმი წაუყენეს გერმანიას და მოსთხოვეს ჯარების დაუყოვნებლივი
გამოყვანა პოლონეთის ტერიტორიიდან. “გარანტიის პაქტის” მიხედვით ინგლის-
55

საფრანგეთს ულტიმატუმის შეუსრულებლობის პირობებში სამხედრო მოქმედებები


უნდა დაეწყოთ არაუგვიანეს 15 დღისა. ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ დასავლეთის
სახელმწიფოები ისეთივე ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ პოლონეთის
მიმართ, როგორიც ეკავათ გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის და ავსტრიის
ანშლუსის დროს. გერმანიაზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა
რომ პოლონეთის ორივე მოკავშირემ – ინგლისმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი
გამოუცხადა.

17 სექტემბერს პოლონეთის იმედებს წერტილი დაესვა. რიბენტროპ-მოლოტოვის


პაქტის საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის შესაბამისად წითელმა არმიამ
მოახდინა პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაცია. მიუხედავად ამ
ძალადობრივი ფაქტისა ამჯერად ინგლისს და საფრანგეთს საბჭოთა კავშირისათვის
ომი არ გამოუცხადებიათ. იმავე დღეს პოლონეთის მთავრობამ დატოვა ქვეყანა და
რუმინეთს შეაფარა თავი. პოლონეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალი იყო.

28 სექტემბერს დაეცა პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, რომელიც 18 სექტემბრის


შემდეგ ვერმახტის ალყაში იყო და განუწყვეტლივ იბომბებოდა. 29 სექტემბერს
გერმანელებმა აიღეს მოდინის ციხესიმაგრეც.

8 ოქტომბერს ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმების თანახმად პოლონეთი სადემარკაციო


ხაზის საშუალებით გაიყვეს გერმანიამ და სსრკ-მა. გერმანიამ არა მარტო ვერსალის
ზავით დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა, არამედ მესამე რაიხის
შემადგენლობაში შევიდა თითქმის მთელი ცენტრალური პოლონეთი ქ. ლოძთან
ერთად. პოლონეთის დანარჩენ ტერიტორიაზე დაარსებულ იქნა გენერალ-გუბერნია.

პოლონეთის დაპყრობას საშინელი შედეგი მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობისათვის.


უფასო მუშახელის იძულებით სამუშაობზე დეპორტირება ყოველდღიურ მოვლენად
იქცა. განსაკუთრებით დაზარალდა პოლონეთის ებრაული მოსახლეობა, რომელთა
განადგურებაც გერმანული რასიზმის უმაღლეს მიზანს წარმოადგენდა. იდენტურ
“გენოციდს” “კლასობრივი მტრების” წინააღმდეგ აღმოსავლეთ პოლონეთში
აწარმოებდა სსრკ-ც.

პოლონეთზე სწრაფი სამხედრო გამარჯვების შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი


“ელვისებური ომი” – იგივე “ბლიცკრიგი” (გერმ. Blitzkrieg) და იგი გერმანიის
სამხედრო ტაკქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა 1941 წლის მიწურულამდე.

პოზიციური ომი დასავლეთ ფრონტზე (1939)

1939 წლის 3 სექტემბერს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადეს


გერმანიას. ამ მიზეზით საფრანგეთმა 5 სექტემბერს დაიწყო შეზღუდული, უფრო
სწორად სიმბოლური შეტევა ზაარის მხარეზე. გერმანელბმა ყოველგვარი
წინააღმდეგობის გარეშე დაიხიეს უკან, გამაგრებული “დასავლეთის კედლის”
(სამხედრო სიმაგრათა ხაზი) უკან. ამის შემდეგ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ
ცალკეულ საარტილერიო გასროლებს, საომარ მოქმედებებს დასავლეთის ფრონტზე
ადგილი არ ჰქონია. ომის ეს ფაზა ცნობილია “მჯდომარე ომის” სახელით. გერმანიის
მხრიდან ადგილი ჰქონდა პროპაგანდისტულ “თავდასხმებს” საფრანგეთის არმიაზე.
56

პლაკატებითა და მეგაფონებით “შეიარაღებული” ვერმახტის კარისკაცები


მიმართავდნენ ფრანგებს: “რატომ იბრძვით?” ან “ჩვენ პირველები არ გავისვრით” და
ა.შ.

27 სექტემბერს ჰიტლერმა უბრძანა სახმელეთო ჯარების უმაღლესი


მთავარსარდლობას (“OKH”) შეემუშავებინათ თავდასხმითი გეგმა, ე.წ. “ყვითელი
შემთხვევა” (გერმ. „Fall Gelb“). 29 ოქტომბერს გეგმა უკვე მზად იყო. იგი მიზნად
ისახავდა 2 არმიით ბელგიისა და ნიდერლანდების გავლით მოკავშირეთა ჯარებზე
თავდასხმას და მათ განადგურებას მდ. სომის ჩრდილოეთით.

საბოლოო ჯამში თავდასხმას ადგილი 1939 წელს არ ჰქონია. ცუდი ზამთრის


პირობებისა და პოლონეთში მოსალოდნელზე მეტი დანაკარგების გამო ჰიტლერმა
თავდასხმა ერთიანობაში 29-ჯერ გადადო.

ფინეთ-საბჭოთა კავშირის ზამთრის ომი (1939-1940)

1939 წლის 30 ნოემბერს წითელმა არმიამ მარშალ კირილ მერეცკოვის მეთაურობით


გადალახა ფინეთის საზღვარი 950 კმ-ის სიგანეზე. 1.500 ტანკითა და 3.000
თვითმფრინავით შეარაღებული წითელი არმია სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ
ფინელებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და დიდი ზიანი
მიაყენეს. წითელმა არმიამ 200.000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, მაშინ როცა ფინეთის
დანაკარგი 25.000-ს არ აღემატებოდა.

ამ ომში ფინეთს ფარულად სამხედრო დახმარებას უწევდა შვედეთი, ისე რომ მის
მიერვე გამოცხადებული საერთაშორისო ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. ფინეთს
საომარ მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ საქმე
აქამდე არ მისულა. 1940 წლის 12 მარტს ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ხელი
მოეწერა საზაო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც კარელიის ნაწილი და
ნახევარკუნძული კალასტაიანსაარენტო (დღ. პეჩენგა) სსრკ-ს გადაეცა. დაკარგული
ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ფინეთმა 1941 წელს, საბჭოთა კავშირზე
გერმანიის თავდასხმის შემდეგ, სსრკ-თან საომარი მოქმედებები განაახლა.

თავდასხმა

1941 წლის 22 ივნისის დილას ვერმახტის 149 დივიზიამ (მათ შორის ყველა
გერმანული სატანკო და მოტორიზებული ძალები) გადალახა სსრკ-ის საზღვრები. 2
დივიზია შეტევას აწარმოებდა ფინეთიდან, 8 სტაციონირებული იყო ნორვეგიაში, 1 –
დანიაში, 38 დივიზია დასავლეთ ფრონტზე მოქმედებდა, 2 იბრძოდა ჩრდილოეთ
აფრიკაში და 7 – ბალკანეთზე. მიხედავად ოპერატიული ინფორმაციისა წითელი
არმიის საშუალო და დაბალი რანგის სარდლობა გერმანელთა თავდასხმას
მოუმზადებელი შეხვდა. უამრავი საბჭოთა მებრძოლი სსრკ-ის საზღვრის გასწვრივ
რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დანებდა მარშით მიმავალ
ვერმახტის ჯარებს. ამის ერთადერთი ახსნა “ პრევენციული დარტყმის თეზით” თუ
შეიძლება, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ისტორიკოსთა გარკვეული წრის მიერ
გაზიარებული იქნა და რომელიც ჯერ კიდევ მესამე რაიხის იდეოლოგების მიერ
გავრცელებულ ინფორმაცია ეყრდნობა. ამ ინფორმაციის მიხედვით საბჭოთა კავშირი
57

თვითონ ემზადებოდა გერმანიაზე თავდასახმელად. ის ფაქტი, მართლა აპირებდა


თუ არა სსრკ გერმანიაზე თავდასხმას და მართლა იყო თუ არა წითელი არმია ასეთი
ომისათვის, არ ამსუბუქებს ნაცისტური გერმანიის დანაშაულს ამ თავდასხმაში.
სსრკ.ის წინააღმდეგ დაწყებული დაპყრობითი და გამანადგურებელი ხასიათის ომი
იყო ჯერ კიდევ წლების წინ ჰიტლერის მიერ ფორმულირებული “აღმოსავლეთში
საარსებო სფეროს” მოპოვების გეგმის დამასრულებელი ეტაპი.

1942 წლის 19 ნოემბერს დაიწყო საბჭოთა ჯარების კონტრშეტევა სტალინგრადთან


(სტალინგრადის ბრძოლა 1942-1943). 1943 წელს კურსკთან ბრძოლებში (კურსკის
ბრძოლა 1943)ფაშისტური გერმანიის ჯარების განადგურების შედეგად მოხდა
ძირითადი გარდატეხა მეორე მსოფლიო ომის მსველობაში. ფაშისტური გერმანია
იძულებული გახდა გადასულიყო სტრატეგიულ თავდაცვაზე. საბჭოთა არმიამ
დაიწყო ფართო შეტევა მთელ ფრონტზე. 1943 ზაფხულსა და შემოდგომაზე
გაათავისუფლეს დონბასი და მარცხენა ნაპირის უკრაინა, გადალახეს დნეპრი და
დაიწყო ბელორუსიის გათავისუფლება. 1942 შემოდგომიდან ერთგვარად
გააქტიურდა დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის სამხედრო მოქმედება. 1942 ოქტომბრის
ბოლოს დაიწყო ინგლისის მე-8 არმიის (სარდალი გენერალი მონტგომერი) შეტევა
ჩრდილოეთ აფრიკაში. ელ-ალამაინის ბრძოლაში (1942 წლის 23 ოქტომბერი-4
ნოემბერი) გამარჯვების შემდეგ ინგლისის ჯარები 3 თვის განმავლობაში უტევდნენ
გენერალ-ფელდმარშალ რომელის ჯარებს აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწცრივ
და გავიდნენ ტუნისის სამხრეთ საზღვართან. 1942 წლის 8 ნოემბერს დაიწყო ამერიკა-
ინგლისის საექსპედიციო ძალების (150 ათ.) გადასხმა საფრანგეთის ჩრდილოეთ
აფრიკაში. მალე მოკავშირეებმა დაიკავეს მაროკო, ალჟირი, შევიდნენ ტუნისში. 1943
ზაფხულში მოკავშირეთა ჯარებმა დაიკავეს კუნძული სიცილია. სექტემბერს
გადასხეს საზღვაო დესანტები აპენინის ნახევარ კუნძულზე (იტალიის კამპანია 1943-
1945). საბჭოთა არმიის გამარჯვებები ხელს უწყობდა ევროპის ხალხთა
ანტიფაშისტური ბრძოლის აღმავლობას.

1944 დასაწყისში 315 დივიზიისა და 10 ბრიგადიდან, რომელიც ფაშისტურ გერმანიას


ჰყავდა, 198 დივიზია და 6 ბრიგადა სსრკ-გერმანიის ფრონტზე იბრძოდა. დიდი
სამამულო ომის მსვლელობამ ცხადყო, რომ სსრკ-ს საკუთარი ძალებით შეეძლო
ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მოპოვება და ევროპის გათავისუფლება
ფაშისტური უღლისაგან. 1944 ზაფხულისათვის საერთაშორისო და სამხედრო
ვითარება ისეთი იყო, რომ მე-2 ფრონტის გახსნის შემდგომ დაყოვნებას შედეგად
მოჰყვებოდა მთელი ევროპის გათავისუფლება სსრკ-ის ძალებით. ასეთმა
პერსპექტივამ აიძულა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მმართველი წრეები
დაეჩქარებინათ შეჭრა დასავლეთ ევროპაში ლა-მანშის მხრიდან. მოკავშირეებს
ძალთა აბსოლუტური უპირატესობა გააჩნდათ. 2 წლის სამზადისის შემდეგ, 1944
წლის 6 ივნისს დაიწყო ნორმანდიის სადესანტო ოპერაცია. 1944 წლის 19 აგვისტოს
პარიზში დაიწყო აჯანყება. მოკავშირეთა ჯარების მისვლის მომენტისათვის
დედაქალაქი უკვე ფრანგი პატრიოტების ხელში იყო. უდიდესი შეტევითი
ოპერაციებით აღინიშნა 1944 ზაფხული და შემოდგომა. 1944 ბელორუსიის ოპერაციის
შედეგად გათავისუფლდა ბელორუსია და ლიტვის სსრ მნიშვნელოვანი ნაწილი.
საბჭოთა ჯარებმა პოლონეთის I არმიის ნაწილებთან ერთად დაიწყეს პოლონეთის
გათავისუფლება. რუმინეთის მშრომელებმა კომუნისტური პარტიის
58

ხელმძღვანელობით 1944 წლის 23 აგვისტოს დაამხეს ი. ანტონესკუს სამხედრო-


ფაშისტური დიქტატურა, 9 სექტემბერს აჯანყების შედეგად ბულგარეთში დაემხო
მონარქისტული ფაშისტური რეჟიმი და შეიქმნა სამამულო ფრონტის მთავრობა,
რომელმაც ომი გამოუცხადა გერმანიას. 29 აგვისტოს დაიწყო სლოვაკიის
შეიარაღებული აჯანყება ფაშისტური დამპყრობთა წინააღმდეგ. საბჭოთა ჯარებმა 20
სექტემბერს დაიწყეს ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლება. ამავე დროს იუგოსლავიის
სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ნაწილებმა საბჭოთა არმიის აქტიური
მონაწილეობით 20 ოქტომბერს გაათავისუფლეს ბელგრადი. 1944 გერმანიის
დამპყრობთაგან გათავისუფლდა ნორვეგიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის რაიონი.
1945 დასაწყისისათვის ფაშისტური გერმანია ეკონომიური და სამხედრო რესურსები
გამოიფიტა. 1944 შუა ხანიდან ნედლეულის ძირითადი წყაროების დაკარგვის გამო
სწრაფად ეცემოდა სამხედრო წარმოება. მიუხედავად ამისა, ფაშისტების მმართველ
ხროვას ანტიჰიტლერულ კოალიციაში განხეთქილების იმედი ჰქონდა და ომის
გაჭიანურებას ცდილობდა. 1944 წლის 16 დეკემბერს ფაშისტურმა ჯარებმა დაიწყეს
კონტრშეტევა არდენში. ინგლის-ამერიკის მთავრობებმა საბჭოთა მთავრობას
სთხოვეს აღმოსავლეთ ფრონტზე შეტევის დაჩქარება. ვისლა-ოდერის ოპერაციის
მსვლელობაში საბჭოთა ჯარებმა გაანადგურეს გერმანიის ფაშისტთა დაჯგუფება
ვისლასა და ოდერს შორის, გაანადგურეს 35 დივიზია და მძიმე ზარალი მიაყენეს 25
დივიზიას. აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაციის (1945)დროს განადგურდა გერმანელთა
25 დივიზია და მძიმე ზარალი განიცადა 12 დივიზიამ. საბჭოთა ჯარებმა იერიშით
აიღეს კენიგსბერგი. 1945 წლის თებერვალ-აპრილის I ნახევარში გაანადგურეს მტრის
მსხვილი დაჯგუფებები აღმოსავლეთ პომერანიასა და სილეზიაში, გაათავისუფლეს
ბალტიის ზღვის სანაპირო დანციგიდან ოდერამდე. გერმანიის წინააღმდეგ
მოქმედების კოორდინაციისათვის და ევროპაში ომის შემდეგ წესრიგის დამყარების
საკითხებთან დაკავშირებით 1945 წლის 4-11 თებერვალს იალტაში შედგა სსრკ-ის,
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელთა კონფერენცია (ყირიმის კონფერენცია
1945).

ყირიმის კონფერენცია

ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგობის უკანასკნელი ცენტრი ბერლინი იყო. 16


აპრილს დაიწყო გრანდიოზული ბერლინის ოპერაცია (1945). ჰიტლერის
თვითმკვლელობის შემდეგ (30 აპრილი) ადმირალ დენიცის მეთაურობით შეიქმნა
მთავრობა, რომელიც წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას
ცდილობდა. 6-11 მაისს საბჭოთა არმიებმა ჩაატარეს პრაღის ოპერაცია (1945). ფართო
ფრონტით შეტევის შედეგად საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს
ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნების გათავისუფლება. 4
მაისს ხელმოწერილ იქნა აქტი გერმანელთა ჯარების დანებების შესახებ
ნიდერლანდში, ჩრდილოეთ-დასავლეთ გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინსა და
დანიაში. 5 მაისს დანებდნენ ფაშისტური ჯარები სამხრეთ და დასავლეთ ავსტრიაში,
ბავარიაში, ტიროლში და სხვა რაიონებში. 8 მაისს, შუაღამისას საბჭოთა ჯარების
მიერ დაკავებული კარლსჰორსტის გარეუბანში გერმანიის უმაღლესი
მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა ფელდმარშალ ვ. კაიტელის მეთაურობით
ხელი მოაწერეს აქტს ფაშისტური გერმანიის შეიარეღებული ძალების უსიტყვო
კაპიტულაციის შესახებ. უსიტყვო კაპიტულაცია საბჭოთა მთავრობის დავალებით
59

მიიღო საბჭოთა კავშირის მარშალმა გ. ჟუკოვმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და


საფრანგეთის წარმომადგენლებთან ერთად.

აგრესიულ სახელმწიფოთა კოალიციიდან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა,


1945 მაისში ბრძოლას მხოლოდ იაპონია განაგრძობდა. 17 ივლისიდან – 2
აგვისტომდე შედგა სსრკ-ის (დელეგაციის მეთაური ი. სტალინი), აშშ-ის
(დელეგაციის მეთაური ჰ. ტრუმენი) და დიდი ბრიტანეთის (დელეგაციის მეთაური
უ. ჩერჩილი, 28 ივლისიდან – კ. ეტლი) მთავრობათა მეთაურების პოტსდამის
კონფერენცია 1945 (1945), მიიღეს გადაწყვეტილება გერმანიის დემილიტარიზაციის ,
დენაციფიკაციისა და დემოკრატიული გარდაქმნის შესახებ. დიდი ბრიტანეთის, აშშ-
ისა და ჩინეთის მთავრობებმა წაუყენეს იაპონიას კაპიტულაციის კონკრეტული
პირობები, რომლებიც იაპონიის მთავრობამ უარყო, სსრკ-მა, რომელმაც 1945
აპრილში მოახდინა სსრკ-იაპონიის ნეიტრალიტეტის შესახებ პაქტის დენონსირება,
დაადასტურა მზადყოფნა ჩაბმულიყო ომში იაპონიის წინააღმდეგ.

6 აგვისტოსა და 9 აგვისტოს აშშ-მა ატომური ბომბები ჩამოაგდო ჰიროსიმასა და


ნაგასაკიში, რის შედეგადაც დაიხოცა და დასახიჩრდა 1/4 მლნ-მდე მშვიდობიანი
მცხოვრები. 8 აგვისტოს სსრკ-მა ომი გამოუცხადა იაპონიას. 9 აგვისტოს საბჭოთა
შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს საომარი მოქმედება მანჯურიაში განლაგებული
იაპონელთა კვანტუნის არმიის (1,2 მლნ. კაცი) წინააღმდეგ. 10 აგვისტოს იაპონიის
წინააღმდეგ ომში ჩაება მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაც. საბჭოთა ჯარებმა
სწრაფი შეტევით მოკლე დროში გაანადგურეს კვანტუნის არმია და გაათავისუფლეს
ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ჩინეთის ნაწილი, ჩრდილოეთ კორეა, კუნძული
სახალინი და კურილის კინძულები. გათავისუფლებული მანჯურია ეკონომიკურად
ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რაიონი, გადაიქცა ჩინეთის რევ.
ძალების საიმედო სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმად. სსრკ-ის ომში ჩაბმამ და
კვანტუნის არმიის განადგურებამ დააჩქარა იაპონიის უსიტყვო კაპიტულაცია,
რომლითაც 1945 წლის 2 სექტემბერს დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.

მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა 62 მლნ. აქედან საბჭოთა კავშირში 22 მილიონი


ადამიანი. ქართველები დაიღუპა ამ ომში 300 ათასი ადამიანი.

1956 წლის 9 მარტი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული


თარიღია. მოსკოვში გამართულ XX პარტყრილობაზე სტალინის პიროვნების
კულტის დაგმობის შემდეგ, რესპუბლიკაში მღელვარებამ იფეთქა. სწორედ ამ
მღელვარებისა და უკმაყოფილების ჩახშობამ შინაგანი ჯარების ძალებით ათობით
მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია.

ყველაფერი 5 მარტს, იოსებ სტალინის გარდაცვალების მორიგ წლისთავზე დაიწყო.


ასობით თბილისელმა მოიყარა თავი მტკვრის სანაპიროზე, პარკში, მშრალ ხიდთან,
სადაც "ხალხთა მამის" ძეგლი იყო აღმართული. ისინი გვირგვინებით ამკობდნენ
60

ძეგლს, კითხულობდნენ საყვარელი ბელადისადმი მიძღვნილ ლექსებს და


აკრიტიკებდნენ ნიკიტა ხრუშჩოვს, რომელმაც ორი კვირით ადრე სკკპ XX
ყრილობაზე სტალინის პიროვნების კულტი დაგმო.

იმავე დღეს თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა იმპროვიზებული მიტინგი


გამართეს. სწორედ ამ მიტინგზე გაისმა პირველად საკრამენტული მოწოდება: "არ
დავუშვათ სტალინის კრიტიკა!" მიუხედავად იმისა, რომ მიტინგი სტიქიური და
არასანქცირებული იყო და ხელისუფლების გამოწვევად აღიქმებოდა, იმ დღეს არც
მიტინგი დაუშლიათ და არც მონაწილეები დაუპატიმრებიათ. გულმოცემულმა
სტუდენტებმა მეორე დღესაც გააგრძელეს საპროტესტო გამოსვლა, რომელსაც
ქალაქის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ. ისინი არც იმ
დღეს დაურბევიათ. მესამე დღეს, 7 მარტს, სტუდენტებ\ის კოლონა სტალინის
პორტრეტებით რუსთაველის პროსპექტის გავლით ლენინის მოედნისკენ
დაიძრა.”მოგვიანებით სტუდენტებს მუშები, მოსამსახურეები და ინტელიგენციის
მნიშვნელოვანი ნაწილიც შეუერთდა.

დემონსტრაციების ტალღა აგორდა გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში. ეს კი


რესპუბლიკაში მოარული იმ ხმებით იყო გამოწვეული, რომელთა თანახმად
ხრუშჩოვის გამოსვლა ყრილობაზე მხოლოდ სტალინისა და ლავრენტი ბერიას კი
არა, არამედ მთელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული.

8 მარტს ვნებათაღელვამ პიკს მიაღწია. თუ თავიდან ლოზუნგების შინაარსი ასეთი


გახლდათ: "სტალინი ჩვენი დროშაა!" "გაუმარჯოს პარტიას, ლენინსა და სტალინს!",
მოგვიანებით ცკ-ის პოლიტბიუროს გადადგომის მოთხოვნებიც გაისმა და ისეთი
ლოზუნგიც, რომელიც ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ
მოუწოდებდა.

9 მარტამდე ოფიციალური ხელისუფლება და მილიცია პარალიზებულებივით


იყვნენ. უფრო მეტიც, შსს-ს ზოგიერთი თანამშრომელი თავად გამოდიოდა ქუჩებში
პლაკატებით ხელში და გაიძახოდა: "ლენინი! სტალინი!" ცხრაში დილით კი ლენინის
მოედანზე გამართულ მიტინგზე საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი
ვასილ მჟავანაძე გამოვიდა. მან სიტყვა რუსულად დაიწყო, მაგრამ მომიტინგეთა
მოთხოვნით ქართულ ენაზე გააგრძელა, რომელსაც ცუდად ფლობდა. იქ მყოფთ
ძირითადად დაშლისკენ მოუწოდებდა, მერე რაღაც-რაღაცებს შეჰპირდა და ცკ-ის
შენობას მიაშურა. იმავე დღეს ადგილობრივი გაზეთები სტალინის შესახებ
დადებითი სტატიებით გამოვიდა - ასეთი იყო მომიტინგეთა ერთ-ერთი მოთხოვნა,
მაგრამ ახლა ხალხი ამით აღარ კმაყოფილდებოდა...
61

"ცხრა მარტს, საღამოს მიტინგზე წამოაყენეს წინადადება ცენტრალურ ტელეგრაფში,


რომელსაც ხალხი "კავშირგაბმულობის სახლს" ეძახდა, რამდენიმე ადამიანი
გაგვეგზავნა, რათა მათ მოსკოვში პროტესტისა და სტალინის ერთგული მეგობრის,
სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვის დაბადების დღის
მისალოცი ტელეგრამები გაეგზავნათ. ტელეგრამების სხვა ადრესატებიც იყვნენ,
თვით გაეროც კი... ამ დროისთვის ქალაქის ყველა სტრატეგიული ობიექტი შინაგან
ჯარებს ჰქონდათ დაკავებული. რა თქმა უნდა, ბიჭებს ტელეგრამას ვინ
გააგზავნინებდა. ისინი დააკავეს. ეს ამბავი რომ გავიგეთ, მეგობრების
გასათავისუფლებლად მომიტინგეთა ნაწილი რუსთაველის პროსპექტისკენ წავედით,
ჩემს ორ თანაკლასელთან ერთად წინა რიგებში მივაბიჯებდი. კავშირგაბმულობის
სახლის წინ ჯარისკაცები რომ არ იდგნენ, გული მოგვეცა და შენობაში შევედით.
მაგრამ მთავარი შესასვლელის კარს უკან ავტომატებით შეიარაღებული ადამიანები
დაგვხვდნენ.

"...პირველი ტაშისცემის მსგავსი ხმები რომ გაისმა, თავიდან ვერ მივხვდით, რომ
ისროდნენ. ალექსანდრეს ბაღის ღობესთან ვიდექი, კავშირგაბმულობის სახლიდან 50
მეტრში. ვიღაცამ დაიძახა, ნუ გეშინიათ, ფუჭ ტყვიებს ისვრიანო, მაგრამ უეცრად
დავინახეთ, რომ პროსპექტის სავალ ნაწილზე ერთი ადამიანი დაეცა, მერე მეორე და
გაისმა ყვირილი: "დაწექით, თორემ ყველას ამოგვხოცავენ!" სროლა, 8-10 წუთს
გაგრძელდა. გაისმა კვნესა, დაჭრილები დახმარებას ითხოვდნენ. საიდანღაც
სატვირთო მანქანები გაჩნდა. ამ მანქანებში ჩაყარეს მოკლულები და დაჭრილები" -
იხსენებს მოვლენათა მონაწილე ოთარ ურუშაძე.

საუბედუროდ, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ჯარის ნაწილები სანაპიროს


პარკისკენ დაეშვნენ, სადაც მიტინგი მიმდინარეობდა და იქ ნამდვილი სასაკლაო
გამართეს. ცხედრებს პირდაპირ მტკვარში ყრიდნენ. ქალაქის მორგები გადავსებული
იყო, ბევრი იმავე ღამით დამარხეს საერთო საფლავში. მოგვიანებით \ნათესავებმა რის
ვაი-ვაგლახით მოიპოვეს ცხედრების გადასვენების უფლება.

ზუსტი მონაცემები დღემდე არ არსებობს. ტელეგრაფთან განვითარებული ამბების


ეპიზოდის საექსპერტო კომისიის წევრის, ვინმე მათიაშვილის აღიარებით,
რუსთაველის პროსპექტზე 27 კაცი დაიღუპა, ძირითადად, სტუდენტები და
უფროსკლასელები, ხოლო პარკში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით
გადაწყდა ექსპერტიზა საერთოდ არ ჩატარებულიყო. ისტორიკოს ვახტანგ გურულის
აზრით, სანაპიროზე მსხვერპლთა რიცხვი 80-მდე კაცს შეადგენს.

ტრაგიკული დასასრულის მომდევნო დღესვე საქართველოს კომპარტიის ცკ-ის


ორგანო, გაზე-თი "ზარია ვოსტოკა" გამოვიდა სარედაქციო სტატიით ხალხის
62

მასობრივი გამოსვლების ანტი-ბოლშევიკური და ნაციონალისტური ხასიათის


შესახებ. უფრო მეტიც, სტატიაში ირწმუნებოდ-ნენ, რომ ეს იყო "კარგად დაგეგმილი
და მომზადებული ბუნტი თურქული სპეცსამსახურების აქტიური მონაწილეობით.
საბედნიეროდ, ეს ვერსია საპნის ბუშტივით გასკდა... და მაინც, საბჭოთა სარეპრესიო
მანქანას რეაგირება უნდა მოეხდინა მომხდარზე - მომდევნო დღეებში 300 კაცი
დააკავეს, მათგან 39-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა
მალევე გაუშვეს სახლებში და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მიუსაჯეს
მცირევადიანი პატიმრობა.

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა.


თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები.
კონფლიქტი საბჭოთა მთავრობსა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო
გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც
რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების
კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ
ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული
მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ
სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი
ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში.
მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი
(მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი,
ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და
შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა
ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ
აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა
ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა
თხოვა წესრიგის აღსადგენად.

1989 წლის 9 აპრილის დილის 04.00. საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე,


მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური
დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და
გაზის გამოყენებით დაარბია. სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი
ხელმძღვანელობდა.

მიტინგის დაშლისას ადგილზე 21 მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულთაგან 16 ქალია,


აქედან ერთ-ერთი ელისო ჭიპაშვილი ფეხმძიმედ იყო. თამარ ჭოველიძე, ეკა
63

ბეჟანიშვილი და ნათია ბაშალეიშვილი კი საშუალო სკოლის დამამთავრებელ


კლასებში სწავლობდნენ.

9 აპრილის დემონსტრაციის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს


სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის
შემადგენლობიდან მისი გამოსლვა იყო. ამ მოთხოვნით პირველი გამოსვლები
თბილისში ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბერში დაიწყო.
მოსალოდნელი დარბევის შესახებ დემონსტრანტები სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გააფრთხილა და
ქაშვეთის ტერიტორიაზე გადასვლა შესთავაზა. თუმცა, მათ პატრიარქის მოწოდება
არ გაიზიარეს.
1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

1990 წ. 28 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილ იმპერიულ სივრცეში –


საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული და
დემოკრატიული არჩევნები. ქართულმა ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა
მოძრაობამ ბატონ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით შესძლო ქართველი ერის
საუკუნოვანი მისწრაფების განხორცელება. ეროვნული მოძრაობა გაერთიანდა
„მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“-ს გარშემო. არჩევნებში გაიმარჯვა
,,მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს’’ პოლიტიკურმა ოპგანიზაციამ ზვიად
გასახურდიას ხელმძღვანელობით. იგი აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს
თავმჯდომარედ.
1991 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭომ მიერ ორგანიზება გაუკეთა
რეფერენდუმს, რომლის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება.

რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით.


მოსახლეობას უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის
საფუძველზე?“. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი
ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც.
რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს
(ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმვე წლის 9
აპრილს, საქართველოს სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
1991 წლი დეკემბერში დაიყყო და 1992 წლის იანვარში დამთავრდა სამხედრო
პუტჩი საქართველოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსკოვი და მისი მარიონეტი
ედუარდ შევარდნაძე. პუტჩისტებმა იარაღის ძალით დაამხეს ზ. გამსახურდიას
ხელისუფლება და ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. მათ წამოიწყეს ენით აუწერელი
ავანტიურა აფხაზეთის წინააღმდეგ, რომელსაც სედეგად მოჰყვა აფხაზეთის
ქართველი მოსახლეობის გენოციდი და საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად
64

გადაქცევა. ასეთივე ავანტიურა განხორციელდა ე. წ. სამხრეთ ოსეთის მიმართაც,


სადაც აქაური მოსახლეობა ლტოლვილად იქცა. ე. სევარდნაძის ხელისუფლების
კორუპციულობამ და დამანგრეველმა ნაბიჯებმა აიძულა ქართველი ხალხი 2003
წლის ნოენბერში განეხორციელებინა ,,ვარდების რევოლუცია’’. ე. შევარდნაძის
ხელისუფლება დაემხო, ხელისუფლების სათავეში მოვიდა ,,ნაციონალური
მოძრაობა’’ მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს ისტორია, ოთხ ტომად, ტ. III-IV, თბ., 2012


2. მ. სანაძე, შესავალი მსოფლიო ისტორიაში, თბ., 2010
3. მ. სანაძე, თ. ბერაძე, შესავალი საქართველოს ისტორიაში, თბ., 2011
4. ო. ჯანელიძე, საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია, თბ., 2009

You might also like