You are on page 1of 18

nakveTi V.

msoflio uaxlesi
istoriis periodSi Tavi
sarCevi: X
msoflio XIX saukunis bolosa da
XX saukunis dasawyisSi
$ 1. ეკონომიკის განვითარების
§ 1. ეკონომიკის განვითარების ძირითადი მახასიათებლები ....347
ძირითადი მახასიათებლები $ 2. მსოფლიო I მსოფლიო
ომის წინ .......................................354
პრუსიის ეგიდით გერმანიის გაერთიანებამ, აშშ-ში
სამოქალაქო ომის დასრულებამ და ქვეყნის გამთლიანებამ,
იტალიის გაერთიანებამ, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ
ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთ დიდ სახელმწიფოებში გატა-
რებულმა რევოლუციური ხასიათის რეფორმებმა როგორიც
რუსეთი, იაპონია და ოსმალეთი იყო, მსოფლიოს უახლესი
ისტორიის დადგომა ამცნო.
უახლესი ისტორია იმ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ და
ეკონომიკურ ძვრებს დაეფუძნა, რომელმაც XIX ს-ის ბოლო
მესამედში აკრიფა ტემპი. ნობელის პრემიის ლაურეატმა
ეკონომიკის დარგში, საიმონ კუზნეცმა XX საუკუნის დასას-
რულს ახალი ეკონომიკის ეპოქა უწოდა. ეკონომიკის ეს ახალი
ხანა, იმავე კუზნეცის თქმით, სწორედ XIX საუკუნის ბოლოს
დაიწყო და, უპირველეს ყოვლისა, „სამეცნიერო მიღწევების
წარმოებაში ფართოდ დანერგვის ტენდენციით ხასიათდება“.
ეკონომიკური თვალსაზრისით 1870-1930 წლების პე- ალფრედ ბერნჰარდ ნობელი
რიოდს — მონოპოლისტური იმპერიალიზმის წარმოქმნა-გან- 1833-1896
მტკიცების ხანაც შეიძლება ვუწოდოთ. ესაა ეპოქა, როდესაც ცნობილი შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი,
წარმოიქმნება მსხვილი საერთაშორისო მონოპოლისტური დინამიტის გამომგონებელი და
გაერთიანებები — სინდიკატები, კონცერნები და როდესაც ფუ- პირველი მწარმოებელი, მსხვილი
ნავთობმრეწველი, ნობელის პრემიის
ლის გატანა და დაბანდება სხვა ქვეყნებში საქონლის გატანაზე
დამფუძნებელი.
უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
ნობელის პრემია. ნობელის ანდერძის
ტექნოლოგიების გავრცელება-განვითარება. სამეცნიერო
მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ
მიღწევების წარმოებაში ფართოდ დანერგვას ისეთი ახალი დარჩენილმა უზარმაზარმა კაპიტა-
დარგების გაჩენა მოჰყვა, როგორიც ელექტროინდუსტრია, ლმა შეადგინა მისივე სახელობის
ოპტიკური ხელსაწყოების წარმოება და ორგანული ქიმიაა, რომ პრემიის ფონდი. ნობელის პრემიას
აღარაფერი ვთქვათ მეტალურგიის, ენერგიის გამომუშავების, ანიჭებენ უმნიშვნელოვანესი სამეც-
საკვების წარმოებისა თუ სხვა სფეროებში მეცნიერების მიერ ნიერო გამოკვლევებისათვის, გამო-
შეტანილ წვლილზე. გონებებისათვის, კულტურისა და სა-
ზოგადოების განვითარებაში შეტა-
პროტექციონიზმისკენ მიბრუნება. XIX ს-ის ბოლო, ნილი განსაკუთრებული წვლილი-
სათვის ლიტერატურის, ფიზიკის,
ევროპაში „პროტექციონიზმისკენ მიბრუნებით“ აღინიშნა.
ქიმიის, ფიზოლოგიის და მედიცინის,
მართლაც, საერთაშორისო ეკონომიკის ინტეგრაციის შედეგად,
მშვიდობის დარგებში.
ფასების თამაში გასცდა ცალკეული ეროვნული სახელმ-
წიფოების საზღვრებს და თუკი ადრე გვალვისა თუ წყალ- სინდიკატი — მონოპოლიური გაერ-
დიდობების შედეგად მოსავლის ზარალი მხოლოდ მოცემულ თიანება. მასში შემავალ საწარმოებში
რეგიონზე აისახებოდა, ახლა ინდუსტრიალიზაციისა და საქონლის გასაღება ცენტრალიზებუ-
თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, ფასების ამგვარმა თამაშმა ლია.
საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. იმავდროულად რკინიგ-
ზისა და ორთქლის ძრავაზე მომუშავე გემების გაჩენამ საოცრად კონცერნი — მრეწველობის სხვა-
გააიაფა პირველადი მოხმარების ისეთი მოცულობითი საქონლის დასხვა დარგის კომპანიების, სავა-
ტრანსპორტირება ამერიკიდან, როგორიც ხორბალი თუ სხვა ჭრო ფირმების. ბანკების და ა.შ.
მონოპოლისტური გაერთიანება.

347
მარცვლეული იყო. ამან, თავის მხრივ, ევროპელი ფერმერების
მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა, რადგან კონტინენტზე
ფასების ვარდნა გამოიწვია. ამიტომაც იყო, რომ მაგალითად, 1873
წელს ატეხილი ფინანსური პანიკის გავლენა ეკონომიკაზე
იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, მას დიდი დეპრესიაც კი შეარქვეს და
შემდეგ ეს სახელწოდება გადაიტანეს 1929 წელს დაწყებულ
მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე.
ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში იმდენად დიდი
იყო მოთხოვნა პროტექციონისტული პოლიტიკისადმი მიბრუ-
ნებაზე, რომ საქმე კომიკურ ღონისძიებებამდეც კი მიდიოდა: 1887
წელს, ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ
ყველა უცხოურ საქონელს აუცილებლად მწარმოებელი ქვეყნის
დამღა უნდა ჰქონოდა. მათი აზრით, წარწერა — გაკეთებულია
გერმანიაში — ამ ქვეყნის პროდუქციის გასაღებას შეუშლიდა ხელს
ბრიტანეთის კუნძულებზე. არადა, სინამდვილეში ყველაფერი
პირიქით მოხდა. თავის მხრივ, საფრანგეთმა და იტალიამ
ერთმანეთთან სატარიფო ომი წამოიწყეს და ისეთი საბაჟო
ტარიფები დააკანონეს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა
ერთბაშად განახევრდა. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან,
იმდროინდელი საერთო ეკონომიკური ვითარება თავისუფალი
ვაჭრობის კუთხით, არც მთლად ტრაგიკულად გამოიყურება. უკვე
XX საუკუნის დასაწყისიდანვე, მისი საერთო მოცულობა ყოველ-
წლიურად 4,5%-ით იზრდებოდა, ხოლო მთლიანად ევროპა, ისევე
როგორც მისი ცალკეული ქვეყნები, ადრე არასოდეს ყოფილან
ამდენად დამოკიდებულნი საერთაშორისო ვაჭრობაზე. მაგა-
ლითად, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ექსპო-
რტზე მათი ერთიანი ეროვნული შემოსავლის 15-20 % მოდიოდა,
ხოლო უფრო მცირე ქვეყნებისათვის, ეს შეფარდება კიდევ უფრო
მაღალი იყო. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ნაკლებ განვითა-
რებული ქვეყნებიც კი საერთაშორისო ვაჭრობით ადრეულ
პერიოდთან შედარებით საკმაოდ ხეირობდნენ. თუმცა მსოფლიო
ექსპორტის დიდი ნაწილი ეკონომიკურად უფრო განვითარებულ
ქვეყნებზე მოდიოდა. მაგ.: ისეთი მძლავრი და მრავალდარგოვანი
ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, როგორიც შეერთებული შტატებია
— მსოფლიოში ექსპორტის მხრივ, 1914 წლისათვის მესამე
ადგილზე იდგა, მაგრამ იმავდროულად დაბალგანვითარებული
ლათინური ამერიკის ქვეყნებიც, ნედლეულისა და კვების
პროდუქტების დიდძალ ექსპორტს ეწეოდნენ, რომლის ნახევარს
ევროპა მოიხმარდა.

ოქროს საერთაშორისო სტანდარტის შემოღება. ექსპერტთა


უმეტესობის თვალსაზრისით, XX საუკუნის დასაწყისის მსოფლიო
ეკონომიკის ინტეგრაციას დიდად შეუწყო ხელი ოქროს საერ-
თაშორისო სტანდარტის შემოღებამ.
მთელი ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა სახის სიმდიდრე
(მიწა, პირუტყვი თუ ხორბლეული) ფულადი სტანდარტის
დანიშნულებას ასრულებდა, თუმცა ოქრო და ვერცხლი მაინც
ყოველთვის მთავარ საზომად რჩებოდა. ფულადი სტანდარტის
დანიშნულებაა განსაზღვროს მონეტარული სისტემის საანგარიშო
ერთეული, რომელშიც ფულის ყველა სხვა ფორმის გადაყვანაა
შესაძლებელი. ასე მაგალითად, შუა საუკუნეების ინგლისში
ფუნტი სტერლინგი ოფიციალურად იყო დაკანონებული, როგორც
სტერლინგი — ინგლისის ფულის ერთი სტერლინგი ვერცხლის შესატყვისი წონა ფუნტებში. მაშინ
ერთეული, რომელიც თავდაპირველად ინგლისში ვერცხლის სტანდარტი არსებობდა, თუმცა მიმოქცევაში
დამღადადებულ ვერცხლის ზოდს მყოფი მონეტები ზოგჯერ სრულ ფუნტს არ შეესაბამებოდნენ.
ეწოდებოდა. XVIII ს-ის ინგლისში ერთდროულად გაჩნდა ოქროსა და

348
ვერცხლის სტანდარტი, თუმცა რეალურად, ხაზინა ოქროს
მიმოქცევას მეტად უწყობდა ხელს და ოქროს მონეტები — გინეები გინეა — ინგლისური ოქროს მონეტა,
— ყოველდღიურ მიმოქცევაში სწრაფად ჩაენაცვლა ვერცხლის რომელიც მიმოქცევაში 1663-1813
მონეტებს. ნაპოლეონის ომების დროს, ინგლისის ბანკმა წლებშ იყო. სახელწოდება აფრიკული
ხელისუფლების მითითებით, უარი თქვა საკუთარი ბანკნოტების ქვეყნის, გვინეა-ს სახელიდან მოდის,
ოქროთი თუ ვერცხლით განაღდებაზე, ანუ — რეალურად, საიდანაც შემოტანილი ოქროს
ქვეყანას იმ დროს არანაირი მონეტარული სტანდარტი არ გააჩნდა ზოდებით გინეის პირველი მონეტები
და ბრიტანეთში ერთგვარი ხის ფულის ტრიალის მბრძანებლური მოიჭრა.
სისტემა შეიქმნა.
მშვიდობის დამყარების შემდეგ, ხელისუფლებამ
გადაწყვიტა კვლავ ლითონის სტანდარტს დაბრუნებოდა, ოღონდ
ვერცხლს უკვე ოქრო ამჯობინა, თუმცა კი ფულს კვლავ
„სტერლინგი“-ს სახელი დარჩა. ფულის ღირებულების საზომად
ოქროს ფუნტი დადგინდა, რომლის წონად 113,0016 გრამი
ბაჯაღლო ოქრო განისაზღვრა. შესაბამისი საპარლამენტო აქტის
თანახმად, ოქროს სტანდარტის შექმნისას გათვალისწინებული
უნდა ყოფილიყო სამი პირობა: 1) სამეფო ხაზინა ვალდებული იყო
ეყიდა და გაეყიდა ოქროს შეუზღუდავი რაოდენობა ფიქსირებულ
ფასად; 2) ინგლისის ბანკი და ზოგადად, ყველა სხვა კერძო ბანკი
ვალდებული იყო, მოთხოვნისთანავე ოქროთი გაენაღდებინა
ბანკნოტები თუ დეპოზიტები; 3) დაუშვებელი იყო ნებისმიერი
შეზღუდვების დაწესება ოქროს იმპორტსა თუ ექსპორტზე.
შესაბამისად, ოქრო ქვეყნის მთელი ფულადი მარაგის მთავარ
რეზერვად იქცა. ინგლისის ბანკის სეიფში დაცული ოქროს ოდე-
ნობა განაპირობებდა მის მიერ ბანკნოტებისა თუ დეპოზიტების
სახით გასაცემი კრედიტების მოცულობასაც. აქედან გამომდინარე,
ქვეყანაში ოქროს შემოდინება-გადინება მთლიანი ფულის მასის
მერყეობას იწვევდა, რაც თავის მხრივ უკვე ფასების აწევ-
დაწევასაც განაპირობებდა.
XIX ს-ის 80-იან წლებამდე სხვა ქვეყნების უმრავლესობაში
ვერცხლის ან ერთდროულად ოქრო-ვერცხლის სტანდარტები
არსებობდა, თუმცა ზოგან საერთოდ არ იხმარებოდა ლითონის
სტანდარტი. რამდენადაც მსოფლიო ვაჭრობაში განმსაზღვრელ
როლს ბრიტანეთი ასრულებდა, მისი ეკონომიკის მერყეობა თით-
ქმის ყველა სხვა სახელმწიფოზეც ახდენდა გავლენას. შემდგომში,
რაც უფრო გაღრმავდა მსოფლიო ეკონომიკის ინტეგრაცია,
ეკონომიკური მერყეობებიც საერთაშორისო მოვლენად იქცა.
გერმანიამ, საფრანგეთზე გამარჯვების შემდეგ, იმდროი-
სათვის არნახული კონტრიბუცია — 5 მილიარდი ფრანკი აიღო და
ამის საფუძველზე, ქვეყანაში ახალი ფულადი ერთეული — ოქროს
მარკა შემოიღო. შედეგად, გერმანიის მნიშვნელობა საერთაშორისო
ვაჭრობაში იმდენად გაიზარდა, რომ ოქროს სტანდარტზე
გადასვლა ფაქტობრივად სხვა სახელმწიფოებისათვის უალტერ-
ნატივო ნაბიჯად იქცა.
აშშ 1900 წლამდე ეწინააღმდეგებოდა ვერცხლის
სტანდარტის შეცვლას, მაგრამ XX საუკუნეს ისიც ოქროს
სტანდარტზე გადასვლით შეხვდა. რაც შეეხება რუსეთს, მთელი
XIX საუკუნის განმავლობაში, ნომინალურად იქ ვერცხლის
სტანდარტი ბატონობდა, მაგრამ რეალურად, ხელისუფლების
მერყევი ფინანსური პოლიტიკის გამო, მიმოქცევაში არაუზ-
რუნველყოფილ ქაღალდის ფულსაც დიდი ოდენობით უშვებდნენ.
მხოლოდ 1897 წელს, უკვე ინდუსტრიალიზაციის პროცესის
გრაფი სერგეი ვიტე
გამოცოცხლების კვალად, იმდროინდელ ფინანსთა მინისტრ, გრაფ
სერგეი ვიტეს ძალისხმევით, ქვეყანა ოქროს სტანდარტზე რუსეთის იმპერიის სახელმწიფო
გადავიდა. იგივე მოხდა იაპონიაშიც ასე რომ, XX ს-ის მოღვაწე.
დამდეგისათვის, მსოფლიო ვაჭრობაში ჩართული ყველა 1849-1915

349
მნიშვნელოვანი ქვეყანა საერთაშორისო ოქროს სტანდარტს
აღიარებდა. მსგავსი ვითარება დაახლოებით ორი ათწლეულის
განმავლობაში შენარჩუნდა.

ნიდერლანდები და სკანდინავია — შვედეთი, დანია,


ნორვეგია. ოთხივე ეს ქვეყანა, მიუხედავად იმისა რომ
ინდუსტრიალიზაციის ხანის მაჩანჩალებად მოჩანდნენ სხვების
ფონზე, XIX ს-ის II ნახევარში სწრაფი განვითარების გზას
დაადგნენ და იმავე საუკუნის ბოლო ორ ათწლეულში
თვალსაჩინო შედეგებსაც მიაღწიეს. რა იყო ამის მიზეზი?
ყველა ზემოჩამოთვლილი ქვეყანა, ისევე როგორც ბელგია
და შვეიცარია, მოსახლეობის სიმცირით გამოირჩეოდა. XIX ს-ის
დასაწყისში, დანიასა და ნორვეგიაში მოსახლეობა ერთ მილიონს
არ აღემატებოდა. ნიდერლანდებსა და შვედეთში კი —
თითოეულში — 2,5 მლნ. ადამიანამდე ცხოვრობდა. თუმცა, 1900
წლისათვის, მოსახლეობა ყველგან სულ ცოტა, გაორმაგდა მაინც.
ამავე დროს, მთელ ევროპაში ეს ქვეყნები განათლების დონით
გამოირჩეოდნენ და ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესი იყო მათი
წარმატების ასახსნელად.
ბუნებრივი რესურსების საკითხს რაც შეეხება,
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ქვეყანა ქვანახშირის სიმწირეს
განიცდიდა; ალბათ ეს გახლდათ მათი დაგვიანებული ინდუს-
ტრიალიზაციის მიზეზი; რაც შეეხება სხვა ბუნებრივ სიმდიდ-
რეებს, შვედეთში უხვად იყო რკინის მადანი, ისევე როგორც სხვა-
დასხვა ფერადი ლითონი, ტყის ხელშეუხები მასივები და წყლის
ენერგიის უდიდესი მარაგი. დაახლოებით იგივე მდგომარეობა
იყო ნორვეგიაშიც. ამ ქვეყნებისათვის სწორედ წყლის ენერგია იქცა
განვითარების უდიდეს სტიმულად. დანიასა და ნიდერლანდებში
კი წყლის ენერგიაც ისევე მწირი იყო, როგორც ქვანახშირის მარაგი
— აქ უფრო ქარის ენერგიას იყენებდნენ, რაც ცხადია, მნიშვ-
ნელოვანი ინდუსტრიული განვითარების საფუძვლად ვერა-
ნაირად ვერ ჩაითვლებოდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს
ქვეყნები (შვეიცარიის მსგავსად) ძალზე კარგად მოერგნენ
საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. XX ს-ის დასაწყისისთვის
დანიას საკუთარი სოფლის მეურნეობის ნაწარმის (კარაქის, ღორის
ხორცისა და კვერცხის) 63% საექსპორტოდ გაჰქონდა; ხე-ტყისა და
ფრახტი — ზღვით ტვირთის თევზის ექსპორტსა და საფრახტო მომსახურებას ნორვეგიისათვის
მთლიანი ეროვნული შემოსავლის 30% მოჰქონდა.
გადატანის საფასური.
ზოგადად, XX ს-ის დასაწყისისთვის, ყველა ამ ზემოჩა-
მოთვლილმა ქვეყანამ საკუთარი გარკვეული ნიშა იპოვა ინდუს-
ტრიალიზაციის საერთო პროცესში: ანუ, ქვეყნებმა, რომლებიც
ადრე მხოლოდ ნედლეულის ექსპორტს სჯერდებოდნენ, მისი
დამუშავება და ნახევარფაბრიკატებად მიწოდება დაიწყეს. ამის
მშვენიერი მაგალითია გადამუშავებული ხე-ტყის გატანა
შვედეთისა და ნორვეგიის მიერ. ადრე მათ მხოლოდ ხის მორები
გაჰქონდათ, მაგრამ შემდგომ ორთქლის ძრავაზე მომუშავე სამხერ-
ხაოები ააგეს და უკვე დახერხილი ფიცარი გაჰქონდათ გასაყიდად,
ხოლო ნარჩენ მერქანს ქაღალდის გადასამუშავებელ მასალად
იყენებდნენ. ეს იმდენად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომ
მალე შვედეთი უმაღლესი ხარისხის ქაღალდის მწარმოებლად
იქცა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, წინსვლა კიდევ უფრო
თვალსაჩინო გახდა და აქ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა
უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მთელ ევროპაში. ეს კი უკვე ფასებისა
და მოთხოვნის ზრდამ, უცხოური კაპიტალის შემოდინებამ და
ელექტროინდუსტრიის ფართოდ დანერგვამ განაპირობა.

350
ელექტროენერგიის ეპოქა განსაკუთრებით ხელსაყრელი
აღმოჩნდა ნორვეგიისა და შვედეთისათვის, რომელთაც უზარ-
მაზარი ჰიდროელექტრო პოტენციალი გააჩნდათ, მაგრამ არც
დანია და ნიდერლანდები დარჩნენ წაგებულნი. ნიდერლანდებმა
სწრაფად აითვისა ელექტრო ნათურების წარმოება, შვედებმა და
დანიელებმა მოწინავე ადგილები დაიკავეს ელექტრო-
ინდუსტრიის განხრით (მაგ., შვედებმა ქვანახშირის გარეშე,
ელექტროენერგიის მეშვეობით მადნიდან რკინა პირველებმა
გამოადნეს).
საფრანგეთი. 1882 წლიდან საფრანგეთის ეკონომიკას
კვლავ დაუდგა მძიმე დღეები — ამას დაემატა ფინანსური
კრიზისი, რამაც რკინიგზის კომპანიებს ისე დაარტყა, რომ მათი
გაკოტრება გამოიწვია. ამას თან დაერთო მეღვინეობასა და დედოფალი ვიქტორია
მეაბრეშუმეობაში სტაგნაცია, რაც მევენახეობაში ფილოქსერის 1837-1901
ჭიის გავრცელებით, ხოლო მეაბრეშუმეობაში აბრეშუმის ჭიის
ეპიდემიის შედეგი გახლდათ; აქვე თუ გავიხსენებთ იტალიასთან
გაჭიანურებულ „სატარიფო ომს“, რომელმაც ორივე ქვეყანა
დააზარალა, ცხადი გახდება, თუ რატომ დაეცა ეროვნული
შემოსავალი ქვეყანაში მთელი XIX ს-ის მანძილზე ყველაზე დაბალ
ნიშნულამდე. საფრანგეთში ახალი ეკონომიკური აღმავლობა XIX-
XX სს-ის მიჯნაზე დაიწყო, რისი მიზეზიც საფრანგეთის
ლოთარინგიაში რკინის საბადოების ათვისება და ისეთი ახალი
დარგების წარმოქმნა იყო, როგორიც ელექტროინდუსტრია,
ალუმინის, ნიკელის და ავტომობილების წარმოებაა. ასე რომ
საფრანგეთი XX ს-ის დასაწყისს ეკონომიკური ზრდის 1815-1848
და 1851-1881 წლების მაჩვენებლებთან მნიშვნელოვანწილად
მიუახლოვებული შეხვდა.
XIX ს-ის 80–იან წლებში საფრანგეთის მთავრობამ კოლონიების
დაპყრობა გააგრძელა. ფრანგები დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ ბენჯამენ დიზრაელი -დიდი
აფრიკაში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და ინდოჩინეთის ბრიტანეთის მე-40 პრემიერ
ნახევარკუნძულზე. მინისტრი 1868 წელს, ასევე 42-ე
ვიქტორიანისეული ეპოქა. 1837 -1901 წლები ბრიტანეთის პრემიერი 1874—1880 წლებში.
სიმბოლო იყო დედოდალი ვიქტორია, რომლის მმართველობაც
იყო ყველაზე ხანგრძლივი ბრიტანეთის ისტორიაში. ამ პერიოდს
ვიქტორიას ხანას უწოდებენ. ეკონომიკაში ადგილი ჰქონდა
სამრეწველო რევოლუციასა და კაპიტალიზმის შემდგომ განვი-
თარებას; იზრდებოდა მუშათა კლასის რიგები და საშუალო
კლასის როლი.
ამ ეპოქის სოციალური მახასითებელია მკაცრი მორალური
კოდექსი (ჯენტლმენობა), რომელიც ამტკიცებდა კონსერვატიულ
ფასეულობებსა და კლასობრივ განსხვავებულობას. საგარეო
პოლიტიკაში გრძელდებოდა ბრიტანეთის კოლონიური ექსპანსია
აზიასა („დიდი თამაში“) და აფრიკაში („ბრძოლა აფრიკისათვის“).
ვიქტორია, ინდოეთის იმპერატორი-ქალი და 300 მილიონი ადა-
მიანის მმართველი მსოფლიოში, იყო ძლევამოსილი ბრიტანეთის
სათაყვანო სიმბოლო.
1860 წელი იყო ახალი ერა ბრიტანეთის პოლიტიკაში. ძველი
პოლიტიკური პარტიები გადაჯგუფდნენ ახალი ხელმძღ-
ვანელების ირგვლივ. ბენჯამენ დიზრაელიმ ტორები გარდაქმნა უილიამ ევარტ გლადსტონი
თანამედოვე კონსერვატიულ პარტიად, ხოლო ვიგები, უილიამ
გლადსტონმა - ლიბერალურ პარტიად. 1868- 1880 წლებში, ბრიტანელი პოლიტიკოსი,
უმრავლესობა პარლამენტში ამ ორ პარტიას შორის ნაწილდებოდა ოთხგზის ბრიტანეთის პრემიერ‐
და ამიტომ, დიზრაელი და გლადსტონი, ასევე, მონაცვლეობდნენ,
მინისტრი (1868-1874, 1880-1885,
როგორც პრემიერ-მინისტრები. 1887 წელს დიზრაელიმ და
კონსერვატიულმა პარტიამ გამოსცეს ბილი, რომლითაც 1886 და 1892-1894 წლებში).
არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიენიჭათ მამაკაცებს მუშათა

351
კლასიდან და რამაც გაზარდა ამომრჩეველთა რიცხვი.
1880-იან წლებში, გლადსტონის პრემიერობისას, გატარდა
რეფორმები: ხმის უფლება მიეცათ ფერმერებსა და სხვა მამაკაცებს.
საუკუნის ბოლოსათვის საარჩევნო უფლება მამაკაცებისათვის
თითქმის საყოველთაო გახდა.

ესპანეთის რევოლუცია — XIX ს-ის I ნახევარში ესპანეთში


ოთხჯერ მოხდა შეიარაღებული აჯანყება, მაგრამ ქვეყნის
რევოლუციური განახლება და ნახევრად ფეოდალური სისტემის
დემონტაჟი ვერ მოხერხდა. 60-იან წლების დასასრულს ესპანეთი
ახალი რევოლუციის წინაშე დადგა. ამ დროისათვის ესპანეთის
მეფის ხელისუფლება რეაქციულ გზას დაადგა. მან კორტესი
ესპანეთის დედოფალი იზაბელა დაითხოვა, ოპოზიციურ მემამულეებსა და მსხვილი ბურჟუაზიის
(1833-68) წარმომადგენლებს კი რეპრესიები დაატეხა თავს. მაშინ ოპო-
ზიციის ლიდერებმა სამხედრო გადატრიალების მომზადება
დაიწყეს. 1868 წლის 18 სექტემბერს კადისში გენერალ ჟუან
პრიმისა და ადმირალი ხუან ბატისტა ტოპეტეს მეთაურობით
სამხედრო ესკადრა აჯანყდა. მეორე დღეს ბურჟუაზიული და
მემამულური ოპოზიციის ლიდერებმა მოწოდება გამოაქვეყნეს,
რომელშიც აჯანყების მიზნად კანონიერებისა და წესრიგის
აღდგენა და საყოველთაო საარჩევნო უფლების შემოღება
გამოაცხადეს. 30 სექტემბერს დედოფალი იზაბელა ესპანეთიდან
გაიქცა. ხელისუფლება მსხვილი ბურჟუაზიისა და ლიბერალური
მემამულეების წარმომადგენლების ხელში გადავიდა, რომლებმაც
ლიბერალური კავშირი შექმნეს და 18 ოქტომბერს დროებითი
მთავრობა ჩამოაყალიბეს. 1869 წელს თებერვალში, მადრიდში
დამფუძნებელი კორტესი შეიკრიბა, რომელშიც რესპუბლი-
კელების ძლიერი ფრთა შედიოდა. ამის მიუხედავად, კორტესის
მიერ მიღებული კონსტიტუცია მემკვიდრეობით მონარქიას
ითვალისწინებდა. ესპანეთის საკანონმდებლო ორგანო ორპა-
ხუან ბატისტა ტოპეტე ლატიანი იყო. უმაღლეს პალატაში — სენატში უმაღლესი მოხე-
1825-1881 ლეები უნდა შესულიყვნენ. ქვედა პალატა ესპანეთის მამაკაცებს
საყოველთაო ხმის უფლების საფუძველზე უნდა აერჩიათ. კონს-
ტიტუცია სინდისის თავისუფლებას აცხადებდა. ამკვიდრებდა
სამოქალაქო ქორწინებას და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
მეფის კანდიდატურას დიდხანს ეძებდნენ. ბოლოს და ბოლოს
არჩევანი იტალიის მეფის ვიქტორ ემანუელის შვილზე ამადეოზე
შეჩერდა, რომელიც როგორც მეფე ესპანეთში 1870 წელს ჩავიდა.
ახალი მეფისა და მთავრობის პოლიტიკამ სამრეწველო ბურ-
ჟუაზიის დიდი ნაწილი, რომელიც რესპუბლიკურ წყობას
ემხრობოდა, ვერ დააკმაყოფილა. ამას 1873 წ-ის 11 თებერვალს
ესპანეთის მეფის ამადეო I-ის (1871-1873) ტახტიდან გადადგომა
და ორი დღის შემდეგ კორტესის მიერ ესპანეთის რესპუბლიკად
გამოცხადება მოჰყვა.
ესპანეთში რესპუბლიკამ დიდხანს ვერ იარსება. 1874 წლის
იანვარში ქვეყანაში კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოხდა,
რომელმაც სამხედრო დიქტატურა დაამყარა. რესპუბლიკური
კონსტიტუციის პროექტი უკუგდებული იქნა. 1869 წლის
გენერალი ჟუან პრიმი მონარქისტული კონსტიტუცია აღდგა. კორტესი დათხოვნილ იქნა.
1814 – 1870 1874 წლის დეკემბერში კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება
მოხდა, რომელმაც ესპანეთის მეფედ დედოფალ იზაბელას შვილი
— ალფონსო XII გამოაცხადა. ამგვარად, ბურბონთა დინასტია
კვლავ ტახტზე დაბრუნდა. ესპანეთში რევოლუციის კიდევ ერთი
მცდელობა მარცხით დამთავრდა. მიუხედავად მონარქიული
რეაქციისა, ბურბონთა დინასტია იძულებული გახდა გარკვეულ

352
დათმობებზე წასულიყო. 1890 წელს მამაკაცებისთვის საყოველთაო
საარჩევნო უფლება კვლავ ძალაში შევიდა.
XIX ს-ის 70-იან წლებში ესპანეთი ჯერ კიდევ კოლონიურ
სახელმწიფოს წარმოადგენდა. მის კოლონიებს კუბა, პუერ-
ტორიკო, ფილიპინები, ვესტინდოეთი შეადგენდნენ. ამ კოლო-
ნიების მოსახლეობა ესპანეთის ბატონობის უღლისაგან გათა-
ვისუფლებისათვის იბრძოდა. განსაკუთრებით დიდ ანტიესპანურ
აჯანყებებს ადგილი კუბასა და ფილიპინებზე ჰქონდა. ამ
ბრძოლაში აშშ ჩაერია. 1898 წ-ის აპრილში აშშ-მ ესპანეთთან ომი
დაიწყო.
ოთხი თვის შემდეგ დამარცხებული ესპანეთი იძულებული
გახდა ჯერ დროებითი ზავისათვის, შემდეგ კი საბოლოო
ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი. ამ ხელშეკრულებით ესპა-
ნეთმა კუბაზე, პუერტორიკოზე, ფილიპინების და გუამის
კუნძულებზე უარი განაცხადა. ასე რომ, ერთ დროს ვრცელი
კოლონიური იმპერიისაგან ესპანეთის ხელში მხოლოდ ესპანეთის
გვინეა, დასავლეთ საჰარა და ჩრდილოეთ მაროკოს რამდენიმე ამადეო I
დასახლებული პუნქტი დარჩა. 1871-1873

გერმანია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, რომელიც XIX ს-ის


შუა წლებში დაიწყო, კიდევ უფრო დააჩქარა საფრანგეთთან
წარმატებულმა ომმა. ერთი შეხედვით, 1870–1871 წლების
საფრანგეთ-პრუსიის ომს თითქოს უნდა დაემუხრუჭებინა ერთ-
იანი გერმანიის ეკონომიკის განვითარება, მაგრამ მეორეს მხრივ,
ომის წარმატებით დამთავრებამ და უპრეცედენტო, ხუთ მილიარდ
ფრანკიანი კონტრიბუციის შემოდინებამ, გერმანიის ეკონომიკა და
ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ გაამყარა; რამაც თავის მხრივ უკვე
1872 წელს უცხოური კაპიტალისა და ინვესტიციების მთელი
ტალღა გამოიწვია. ასე რომ XIX-XX სს-ის მიჯნაზე — პირველი
მსოფლიო ომის წინ გერმანია ეკონომიკური განვითარების თვალ-
საზრისით მოწინავე ქვეყნად იქცა: უკვე 1895 წელს, გერმანიის
ფოლადის მრეწველობამ დიდი ბრიტანეთისას გადააჭარბა, ხოლო
1914 წლისათვის ის უკვე ორჯერ მეტ მაღალხარისხიან ფოლადს
აწარმოებდა.
ქვანახშირის, რკინისა და ფოლადის წარმოების გარდა, ალფონსო XII
გერმანიამ გასაოცარ წარმატებებს მიაღწია ინდუსტრიის ისეთ 1874 – 1885
ახალ დარგებში, როგორიცაა ქიმიური მრეწველობა და ელექტრო
ინდუსტრია. ეს მით უფრო თვალში საცემი გახდება თუ
აღვნიშნავთ, რომ 1860 წლამდე, ქიმიური ინდუსტრია გერმანიაში
ფაქტობრივად არ არსებობდა. მაგრამ ქვეყნის მრეწველობის
საერთო წინსვლამ გააჩინა დიდი მოთხოვნილება ისეთ ქიმიურ
პროდუქტებზე, როგორიც ტუტეები და გოგირდმჟავაა, ხოლო
ქიმიური სასუქები, სულაც გერმანული გამოგონებაა. რაც შეეხება
ორგანული ქიმიის ინდუსტრიას, გერმანია პირველი ქვეყანა იყო პირველი გერმანული
მსოფლიოში, რომელმაც ამ განხრით კვლევები დააფინანსა და ფარმაცევტული კომპანია დაარსდა
ფარმაცევტიკა, როგორც ინდუსტრიის ახალი დარგი, სწორედ ამის 1863 წელს.
შედეგად წარმოიშვა.
ურბანიზაციის პროცესი —
მეცნიერების დაფინანსება-ხელშეწყობამ უდიდესი როლი
მოსახლეობის სოფლიდან ქალაქში
ითამაშა გერმანიაში ელექტროინდუსტრიის განვითარების
საქმეშიც. რაკი გერმანიის ქალაქებში, ქვეყნის ეკონომიკური და — ანუ ურბანულ დასახლებებში
სამრეწველო განვითარებაში ჩამორჩენის გამო, გაზით განათება- გადმოსახლებას ნიშნავს. ეს პრო-
გათბობის სისტემა ფეხმოკიდებული ჯერ არ იყო, ხოლო XIX ს-ის ცესი ეკონომიკაში სტრუქტურუ-
ბოლოსათვის, როდესაც იქ ურბანიზაცია-ინდუსტრიალიზაციის ლი ცვლილებების შედგად ხდება,
პროცესი მძლავრად განვითარდა, ელექტროენერგია უკვე გამო- როდესაც მუშახელი, ეკონომიკის
გონებული აღმოჩნდა, ტრანსპორტისა და განათების პრობლემა პირველი სექტორიდან (სოფლის
პირდაპირ ელექტროფიცირებით გადაიჭრა, რამაც ინჟინრებსა და მეურნეობა) მეორეში (მრეწველო-
მეწარმეებს უკვე XX ს-ის დასაწყისში უბიძგა ორთქლის ძრავების ბა) ინაცვლებს.

353
ელექტროძრავებით შეცვლისაკენ. აღსანიშნავია, რომ ელექტ-
რონიკის მწარმოებელ ცნობილ „სიმენსის“ ფირმას პირველი
მსოფლიო ომის წინ 80 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.

§ 2. მსოფლიო I მსოფლიო ომის წინ

XX ს-ის I მესამედი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური,


ეკონომიკური თუ სოციალური მოვლენებით აღინიშნა. მათ შორის
აღსანიშნავია ბურჟუაზიული რევოლუციებისა და ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობების ტალღა ცენტრალურ და
აღმოსავლეთ ევროპაში - გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთის იმპე-
რიაში, რუსეთში, ასევე ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყ-
ნებში - ოსმალეთში, ირანსა თუ ჩინეთში; ორი მსოფლიო ეკონო-
მიკური კრიზისი; სხვადასხვა სიმძლავრისა და მნიშვნელობის
რეგიონალური ომები. მუშათა მოძრაობის გააქტიურება და ერთი
მხრივ ულტრა-მემარცხენე სოციალისტურ-კომუნისტური თეო-
რიისა და პრაქტიკის მომძლავრება-გავრცელება და მეორე მხრივ
ულტრა-მემარჯვენე ფაშისტური იდეოლოგიის აღმოცენება-გაძ-
ლიერება. მაგრამ მთელი ეს ჩამონათვალი ფერმკლთალდება I
მსოფლიო ომთან შედარებით. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ამ ომს,
რომელიც სულ ოთხი წელი გრძელდებოდა, ორი: ოსმალეთისა და
ავსტრია-უნგრეთის იმპერიების სრული, ხოლო ერთის, რუსეთის
იმპერიის ნაწილობრივი დაშლა მოჰყვა.

იაპონია. იაპონიაში 1867 წელს სეგუნატის დამხობას და


მეიძის, ანუ აღდგენის ხანის დადგომის შედეგად მიღწეულ
ეკონომიკურ გარდასახვას პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვა, XX
საუკუნის დასაწყისში — ხანმოკლე ომში იაპონიამ ჯერ ჩინეთი
დაამარცხა, მერე კი, რუსეთი და კუნძულ ტაივანის, კუნძულ
სახალინის სამხრეთ ნახევრის, კორეისა და ლიაოდუნის ნახევარ-
კუნძულის დაპყრობის შედეგად, იმპერია-ლისტურ ქვეყანათა
რიგებს შეუერთდა.

ჩინეთი. XX ს-ის დამდეგისათვის ჩინეთის იმპერიას,


მკვდარ ლომსაც უწოდებდნენ, ვინაიდან ის ნახევრად კოლონიურ
სახელმწიფოს წარმოადგენდა. 1912 წლის ჩინელი ხალხის
რევულუციურ მოძრაობას სათავეში სუნ იატ სენი ჩაუდგა.
თავდაპირველად რევოლუციამ გაიმარჯვა, ჩინეთი რესპუბ-
ლიკად გამოცხადდა და სუნ იატ სენი მისი დროებითი პრეზი-
დენტი გახდა, მაგრამ საბოლოოდ ამ ნაციონალიზმის, დემოკ-
რატიისა და სოციალიზმის დროშით წამოწყებულმა პირველმა
იმპერატორი მეიძი რევოლუციამ ჩინეთში მარცხი განიცადა და ქვეყნის რეფო-
მეიძი—იაპონიის იმპერატორის რმირებისა და გამთლიანების პერსპექტივაც სამომავლოდ გადაიდო.
მუცუჰიტოს (1867-1912) კორეა. რაც შეეხება ღარიბ და ჩამორჩენილ კორეას, იგი
მმართველობის პერიოდის მუდამ ჩინეთ-იაპონიას შორის განხეთქილების ვაშლი იყო და
ოფიციალური სახელწოდება. ეს უცხოურ კაპიტალსა თუ დიპლომატიას ყოველგვარ
ინტერესს უკარგავდა ამ ქვეყნის მიმართ. 1905 წელს კი
იაპონიამ კორეის სრული ანექსიაც მოახდინა.
რუსეთი. რუსეთი XIX ს-ის ბოლოსთვისაც, უპირატესად,
აგრარულ სახელმწიფოდ რჩებოდა, მისი მოსახლეობის 2/3 ამ
სფეროში იყო დაკავებული და სახელმწიფო შემოსავლის
ნახევარზე მეტიც სოფლის მეურნეობას მოჰქონდა. არადა,
სოფლის მეურნეობის ნაყოფიერება საოცრად დაბალი იყო. ამას
რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა. უპირველეს ყოვლისა, ეს
ბატონყმობის გადმონაშთები იყო, რაც სოფლის მეურნეობას

354
განვითარების საშუალებას არ აძლევდა. ბატონ-ყმობის გაუქ-
მების მიუხედავად, რუსეთში აგრარული (მიწის) საკითხი
გადაუწყვეტელი რჩებოდა. 30 ათას მსხვილ მემამულეს
იმდენივე მიწა ჰქონდა, რაც 10 მილიონ გლეხურ მეურნეობას.
სოფლის მეურნეობის ნაყოფიერების ზრდას ხელს
უშლიდა აგრეთვე სოფლად განათლების და ტექნოლოგიების
ძალზედ დაბალი დონე, რომლის განვითარების შესაძლებ-
ლობას კაპიტალ-დაბანდებების სიმწირეც არ უწყობდა ხელს.
XX ს-ის დასაწყისისათვის პოლიტიკური თვალსაზ-
რისით, რუსეთის იმპერია ძლიერ სახელმწიფოდ ითვლებოდა.
ტერიტორიისა თუ მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ის
უდიდესი იყო მთელ ევროპაში. ეკონომიკური თვალსაზ-
რისითაც, ინდუსტრიული წარმოების მხრივ რუსეთს მსოფ-
ლიოში არცთუ უკანასკნელი ადგილი ეკავა. ბატონყმობის
გაუქმებისა და 70-იანი წლების რეფორმების შემდგომ რუსეთის
მრეწველობამ სწრაფად დაიწყო ზრდა. მართლაც, 70-80-იან
წლებში. რუსეთს უკვე კარგად განვითარებული ტექსტილის
ინდუსტრია და მძიმე მრეწველობაშიც ძლიერი პოზიციები
ჰქონდა ქვანახშირის მოპოვებისა თუ რკინისა და ფოლადის
დნობის მხრივ.
90-იან წლებში რუსეთში ინდუსტრიული წარმოების
„აფეთქებაც“ კი შეინიშნებოდა, როცა მრეწველობის საშუალო
ზრდამ რუსეთში 8%-ს გადააჭარბა და განვითარების ტემპით
დასავლეთის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოებსაც კი
გაუსწრო. საქმე ისაა, რომ ამ დროისათვის რუსეთის სარკი-
ნიგზო ხაზებით დაქსელვამ, შესაძლებელი გახადა ერთმა-
ნეთთან დაეკავშირებინა მანამდე თითქმის აუთვისებელი,
ქვანახშირით მდიდარი დონბასის რეგიონი — რკინის მადნით
მდიდარ კრივოი როგთან. ამავე დროს, ფრანგმა მეწარმეებმა
ორივე ამ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის აუცი-
ლებლობაში დაარწმუნეს მეფის რუსეთის ხელისუფლება და
მალე რუსეთის ბაზრის 3/4 ადგილობრივი ქვანახშირითა და
რკინა-ფოლადით იყო უზრუნველყოფილი. თუმცა, ეს ერთი
შეხედვით შთამბეჭდავი მონაცემები, მაინც, არასწორ წარმოდ-
გენას ქმნის რუსეთის ეკონომიკური სიძლიერის თაობაზე. საქმე
ისაა, რომ ვთქვათ, ქვანახშირის წარმოება და მოხმარება — ერთ
სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მნიშვნელოვნად ჩამორ-
ჩებოდა, თუნდაც, ავსტრიის მაჩვენებელს და ზუსტად იგივე

იაპონიამ კორეა დაიპყრო 1905


წელს

355
მდგომარეობა იყო ნებისმიერი სხვა ნაწარმის თვალსაზ-
რისითაც.
რუსული მრეწველობის აღმავლობას XIX ს-ის 90-იან
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული წლებში ერთგვარი ვარდნა მოჰყვა, ხოლო 1900-1903 წლებში,
მუშათა პარტიის I ყრილობა 1898 წელს დანარჩენ მსოფლიოს მსგავსად, რუსეთი ეკონომიკურმა
რუსეთის ქალაქ მინსკში გაიმართა. კრიზისმა მოიცვა. მრავალი წარმოება დაიხურა და მასობრივი
უმუშევრობა დაიწყო. ეკონომიკურ კრიზისს მოუსავლიანი
წლებიც დაერთო, რამაც რუსეთის დიდ ნაწილში შიმშილობა
გამოიწვია.
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული
ჯერ კიდევ XIX ს-ის 90-იან წლებში რუსეთში პირველი
მუშათა პარტიის II ყრილობა გაიმართა
მარქსისტული ორგანიზაციები წარმოიქმნა, რომლებმაც საუ-
1903 წლის ივლის-აგვისტოში ჯერ
კუნის მიწურულს I ყრილობა მოიწვიეს და რუსეთის სოციალ-
ბრიუსელში, შემდეგ ლონდონში.
დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნა გამოაცხადეს. ფაქ-
ყრილობაზე დიდი დისკუსია
ტობრივად პარტია მხოლოდ 5 წლის შემდეგ 1903 წელს II
გაიმართა ვ. ლენინის მომხრეებსა და
ყრილობაზე შეიქმნა. ამავე ყრილობაზე სოციალ-დემოკრატებს
მოწინააღმდეგეებს შორის. პარტიის
შორის განხეთქილება მოხდა და ისინი ორ — მენშევიკურ და
უმაღლესი ორგანოების არჩევნების
ბოლშევიკურ ფრთად დაიშალნენ. ბოლშევიკები შემდგომში
დროს ვ. ლენინის მომხრეებმა უმრავ- ლენინელების მეტსახელით გახდნენ ცნობილნი. მოგვიანებით
ლესობა მიიღეს. ამიტომ მათ ბოლშევი- ბოლშევიკები გამოეყვნენ სოციალ-დემოკრატებს. მათ მიერ
კები (უმრავლესობა), ხოლო მოწინააღ- შექმნილ ახალ პარტიას კომუნისტური პარტია ეწოდა.
მდეგეებს — მენშევიკები (უმცირესობა) XX ს-ის დასაწყისი ეკონომიკურ კრიზისთან ერთად
ეწოდათ. პოლიტიკური დაძაბულობის ზრდითა და სამხედრო დაპირის-
პირებებითაც აღინიშნა. აქედან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
რუსეთსა და იაპონიას შორის ომი გახლდათ. ამ ომის მიზეზი
ბოლშევიკები ცალკე პარტიად ჩრდილოეთ ჩინეთსა (მანჯურია) და კორეაში რუსეთსა და
ფაქტობ_რიბვად 1912 წლიდან არსებ- იაპონიას შორის პირველობისათვის ბრძოლა იყო. ომის
ობდნენ, თუმცა ასეთი გამოყოფა დაწყებას ეკონომიკურმა კრიზისმაც შეუწყო ხელი. მაგალითად,
ფორმალურად 1917 წლიდან გაფორ- რუსეთის იმპერიამ, რომელსაც 1901-1903 წლების მსოფლიო
მდა, როდესაც მათ პარტიას რუსეთის ეკონომიკური კრიზისი მწვავედ შეეხო, პრობლემის გადაჭრა
სოციალ-დემოკრატიული პარტია (ბო- იაპონიასთან წარმატებული ომით გადაწყვიტა.
ლშევიკები) უწოდეს. 1918 წლიდან ამ ომის თეატრად მანჯურია გადაიქცა, სადაც რუსეთის
პარტიას უკვე კომუნისტური პარტია არმიამ დიდი მარცხი განიცადა. იაპონელებმა რუსეთის წყნარი
ეწოდა. ოკეანის ფლოტი, ომის დაწყებისთანავე, ჯერ კიდევ
პორტარტურის ყურეში გაანადგურეს. რუსეთმა მაშინ წყნარ
ოკეანეში ბალტიის ფლოტი გააგზავნა. ფლოტის იქ მისვლას
რუსეთ-იაპონიის ომი 1904-1905
თითქმის ერთი წელი მოუნდა და იაპონელებმა ისიც,
წლებში მიმდინარეობდა.
მისვლისთანავე, გაანადგურეს.
ასე რომ, პატარა იაპონია, რომელსაც იმჟამინდელი რუსი
პოლიტიკოსები: „ნასროლი ქუდებით ამოვსებას“ უპირებდნენ
(ამით რუსი პოლიტიკოსები ხაზს უსვამდნენ რუსეთთან
შედარებით იაპონიის, როგორც ქვეყნის სიმცირეს), იმ ხანი-
იაპონელებმა რუსეთის ფლოტი 1905 სათვის, წარმატებული რეფორმების მეშვეობით, ისე გაძ-
წლის ძველი სტილით 14-15 (ახალი ლიერდა, რომ დიდი რუსეთი სასტიკად დაამარცხა. იაპო-
სტილით — 27-28) მაისს იაპონიის ნიასთან სამარცხვინო მარცხმა რუსეთის რევოლუციურ
ზღვაში, ცუსიმას სრუტეში გაანად- მოძრაობას მძლავრი ბიძგი მისცა.
გურეს. რუსეთის I რევოლუცია. 1905 წლის 3 იანვრიდან მუშათა
გამოსვლები დაიწყო. რასაც 9 იანვარს, კვირა დღეს მეფის
ზამთრის სასახლესთან ხელისუფლების მხრიდან ხალხის
მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტა მოჰყვა. მშვიდობიან
დემონსტრანტებთან ეს სისხლიანი ანგარიშსწორება რუსეთის
ისტორიაში სისხლიანი კვირის სახელით შევიდა.
მთელ რუსეთში გამოსვლებისა და გაფიცვების ტალღა
აზვირთდა. შეშინებულმა მეფემ ოქტომბერში მანიფესტი
გამოსცა, სადაც ხალხს კონსტიტუცია და რუსეთის საკანონ-

356
მდებლო ორგანოში — დუმაში არჩევნებს დაჰპირდა. დუმის
პირველი შემადგენლობა, რომელიც რევოლუციის აღმავლობის
ფონზე აირჩა, საკმაოდ რევოლუციური და რადიკალური
ცვლილებების მომხრე აღმოჩნდა. მაგრამ მეფის ხელი-
სუფლებამ რევოლუციური მოძრაობის შენელებით ისარგებლა
და არასასურველი დუმა დაითხოვა. II მოწვევის დუმა
არანაკლებ რევოლუციური გამოდგა. მაშინ რუსეთის
იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ისიც დაითხოვა და ახალი
საარჩევნო კანონი გამოსცა, რომელიც პირველთან შედარებით ახალი საარჩევნო კანონი რუსეთის
ბევრად უფრო რეაქციული იყო და არჩევნებში მონა- საიმპერიო ხელისუფლებამ 1907 წლის
წილეობისათვის მაღალ ქონებრივ ცენზს გულისხმობდა. იმავ- ზაფხულის დასაწყისში გამოსცა.
დროულად რევოლუციონერთა დევნა და რეპრესიებიც დაიწყო
ყოველივე ეს ისტორიკოსთა მიერ რუსეთის I რევოლუციის
დასასრულად იქნა შეფასებული.
ჯერ რუსეთ-იაპონიის ომმა, შემდეგ კი 1905-1907
წლების რევოლუციამ ეკონომიკურად კვლავ უკან დასწია
ქვეყანა. რევოლუციას უკვალოდ არ ჩაუვლია. მან ხელი-
სუფლებას სანახევრო რეფორმებისაკენ მაინც უბიძგა. ამათგან
ყველაზე მნიშვნელოვანი სტოლიპინის აგრარული (მიწის)
რეფორმა გახლდათ, რაც გლეხებს თემიდან გამოსვლისა და
ცალკე ხუტორის — ფერმის შექმნის უფლებას ანიჭებდა. ამან
სოფლის მეურნეობის პროდუქციის მნიშვნელოვანი, თუმცა
მაინც დროებითი, ზრდა გამოიწვია.

ოსმალეთი XIX-XX სს-ის მიჯნაზე. რევოლუციის


დამარცხების მიუხედავად, ოსმალეთის იმპერიაში რევო-
ლუციური მოძრაობა კვლავ გრძელდებოდა. მას ახლა სათავეში
ორგანიზაცია — ერთიანობა და პროგრესი ჩაუდგა, რომელიც
მალევე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. ამ პარტიის წევრებს
ახალგაზრდა თურქები ეწოდებოდათ. თავდაპირველად
ახალგაზრდა თურქებს სომხურ და მაკედონურ ეროვნულ-გან-
მათავისუფლებელ მოძრაობასთან კარგი ურთიერთობა ჰქონ-
დათ და პარიზში მათთან ერთად კონგრესიც კი შექმნეს. 1905-
1907 წლების რუსეთის რევოლუციამ ახალგაზრდა თურქებზე
დიდი გავლენა მოახდინა. თურქეთში კვლავ რევოლუციური
სიტუაცია მომწიფდა. ამის გამო ერთიანობა და პროგრესის
უცხოეთში მყოფმა ბირთვმა თავისი საქმიანობა მაკედონიაში,
ქალაქ სალონიკში გადმოიტანა, რომელიც იმ დროს ოსმალეთში
შედიოდა და ოფიცერთა შორის მრავალი მომხრე ჰყავდა.
1908 წელს მაკედონიის ერთ პატარა ქალაქში აჯანყებამ
იფეთქა. აჯანყებულებმა სალონიკი აიღეს და 1876 წლის
კონსტიტუციის აღდგენა გამოაცხადეს. ოსმალეთის სულთანი
მიხვდა რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა და კონსტიტუციის
აღდგენას მოაწერა ხელი.
ასე დასრულდა თურქეთში უსისხლო რევოლუცია და
სათავეში ახალგაზრდა თურქები მოვიდნენ. ხელისუფლებაში
მოსვლის შემდეგ ახალგაზრდა თურქებმა თავიანთი და-
პირებები მალევე დაივიწყეს და ერთიანი და განუყოფელი
ოსმალეთის იმპერიის შენარჩუნების გზას დაადგნენ. ეროვნულ პეტრე სტოლიპინი
საკითხშიც მათ ახალ ოსმანთა დოქტრინა გაიმეორეს — მზად 1862-1911
იყვნენ დაპყრობილი ხალხებისათვის რელიგია შეენარ-
ჩუნებინათ, მაგრამ მათგან მშობლიური ენის დავიწყებას და რუსეთის იმპერიის მინისტრთა
თურქებთან ასიმილაციას მოითხოვდნენ. არჩევნების საბჭოს თავმჯდომარე
უფლებასაც ისინი მარტო მათ აძლევდნენ, ვინც თურქული 1906-1911
კარგად იცოდა.

357
კონტრრევოლუციური რევოლუცია ირანში (1905-1911) XIX-XX სს მიჯნაზე
გადატრიალება ირანში 1908 წლის ირანი რუსეთსა და ინგლისზე დამოკიდებულ ნახევრად-
ივნისში მოხდა. კოლონიურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. რუსეთი ჩრდი-
ლოეთ ირანს, ხოლო ინგლისი სამხრეთ ირანს აკონტროლებდა.
ირანზე რუსეთის პირველმა რევოლუციამ დიდი გავლენა
მოახდინა. უკვე 1905 წლის დეკემბერში თეირანში დემონს-
ტრაციები გაიმართა. 1906 წლის ოქტომბერში ირანის მბრძა-
ნებელი მოზაფარ ად-დინ შაჰ ყაჯარი იძულებული გახდა
მოჰამად ალი ტახტიდან 1909 კონსტიტუციის შესახებ ბრძანებულება გამოეცა. უმაღლეს
წლის ივლისში გადააყენეს. საკანონმდებლო ორგანოდ მეჯლისი გამოცხადდა. არჩევნებში
მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ მამაკაცებს მიეცათ.
მაღალი ქონებრივი ცენზის გამო მოსახლეობის უდიდეს
ნაწილს საარჩევნო ხმის უფლება არ ქონდათ. ირანის
რევოლუციის პირველი ეტაპი 1907 წლის დასაწყისში კონსტი-
ტუციის მიღებით დასრულდა. თუმცა ირანის ახალმა შაჰმა,
მოჰამად ალი შაჰ ყაჯარმა მალევე კონტრრევოლუციური გადა-
მოჰამად ალი ხელმეორედ ირანის
ტრიალება მოახდინა. მეჯლისი დაითხოვა და დეპუტატების
შაჰის ტახტზე 1911 წელს ავიდა.
ერთი ნაწილი დააპატიმრა. ამ გადატრიალებას მთელ ირანში
შეიარაღებული გამოსვლები მოჰყვა. განსაკუთრებით ძლიერ
გამოსვლებს ირანის აზერბაიჯანში და მის ცენტრალურ
ქალაქში — თავრიზში ჰქონდა ადგილი. ამ გამოსვლებში მონა-
წილეობას საქართველოდან გადასული რევოლუციონერებიც
იღებდნენ. კონტრრევოლიციური გადატრიალებიდან ერთი
წლის თავზე ირანის შაჰი მოჰამად ალი ტახტიდან გადააყენეს
და ირანის შაჰად მისი მცირეწლოვანი ვაჟი აჰმად შაჰი
გამოაცხადეს. აღდგა კონსტიტუცია, მოწვეული იქნა ახალი
მეჯლისი, რომელმაც მთელი რიგი პროგრესული კანონები
მიიღო. მოვლენების ასეთი განვითარება ინგლისს და რუსეთს
სულაც არ აწყობდათ, ამიტომ მათ ქვეყანაში თავიანთი ჯარები
შეიყვანეს. ამგვარად რუსეთმა ჩრდილოეთ ირანის, ხოლო
ინგლისმა სამხრეთ ირანის ოკუპაცია მოახდინა. ამავე წლის
მიწურულს მათი მეშვეობით რეაქციულმა წრეებმა ირანის
დედაქალაქ თეირანში კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება
მოაწყვეს. მოჰამად ალი ხელმეორედ ავიდა ირანის შაჰის
ტახტზე. ეს უკვე ირანის რევოლუციის დასასრული იყო.
აფრიკა. აფრიკა, მისი ჰავის, შიდა მიმოსვლისათვის
უვარგისი მდინარეებისა თუ ევროპელთათვის რიგი
მომაკვდინებელი დაავადებების გამო, დიდხანს არ ჩანდა

მოზაფარ ად-დინ შაჰ ყაჯარი მოჰამად ალი შაჰ ყაჯარი


ირანს 1896-1907 წლებშ განაგებდა. ირანს 1907-1909 წლებში
განაგებდა.

358
მომხიბვლელი დასავლელი ვაჭრებისა და მეწარმეებისათვის,
მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, მსოფლიო ისტორიის
უახლესმა პერიოდმა — XIX ს-ის მიწურულისთვის, ეს კონტი-
ნენტიც ჩაითრია ინდუსტრიული მსოფლიოს ეკონომიკურ
პროცესებში.

ჩრდილოეთ აფრიკა. ნაპოლეონის ომების დასრულებისა


და ვენის კონგრესით მსოფლიოს გადანაწილების შემდეგ,
ევროპის უძლიერესი სახელმწიფოები თავიანთი კოლონიების
გაფართოვებას შეუდგნენ, მით უფრო რომ მზარდი საწარმოო-
საფინანსო პოტენციალი მათ ახალი ნედლეულის წყაროებისა
და გასაღების ბაზრების დაპატრონებისაკენ უბიძგებდათ.
საფრანგეთმა ალჟირის დაპყრობა ჯერ კიდევ 1830 წელს
მეფე შარლ X-ს დროს დაიწყო. ბრძოლა თითქმის ორი ათეული
წელი გაგრძელდა და მხოლოდ 1847 წელს დასრულდა. ამის
შემდეგ ალჟირში უშუალოდ საფრანგეთის ხელისუფლება
დამყარდა. 1881 წელს ფრანგებმა ტუნისი დაიპყრეს, რომელიც
საფრანგეთის პროტექტორატად გადაიქცა. ის ფორმალურად
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ითვლებოდა რომელსაც
ტუნისის ბეგი (მმართველი) განაგებდა. სინამდვილეში ტუნი-
სში მთელი ძალაუფლება ფრანგ გუბერნატორს ეპყრა. ჩრდი-
ლოეთ აფრიკის მესამე ქვეყნის, მაროკოს დიდ ნაწილს
საფრანგეთი პროტექტორატის სახით მხოლოდ 1904 წლიდან
დაეუფლა.
1869 წ. სუეცის არხის გაყვანამ განუზომელი გავლენა
მოახდინა მსოფლიო ვაჭრობის განვითარებაზე და განსა-
კუთრებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო ინტერესებს შეეხო.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ინგლისელებმა ეგვიპტის მმარ-
თველისგან, რომელიც ოსმალეთის იმპერიისგან სრულ დამო-
უკიდებლობას და ეგვიპტის „დიდ სახელმწიფოდ“ ქცევას
ლამობდა, მისი წილი აქციები გამოისყიდეს და ფრანგებთან
ერთად, არხზე სრული კონტროლი დააწესეს. ამან ეგვიპ-
ტელების დიდი წინააღმდეგობა და მღელვარება გამოიწვია.
ამის საპასუხოდ ინგლისელებმა ალექსანდრიის ნავსადგური
საზღვაო გემებიდან დაბომბეს (1882) და ეგვიპტეში საექ-
სპედიციო კორპუსი შეიყვანეს.
შეთანხმების თანახმად, ინგლისელები მცირე ხანს უნდა
დარჩენილიყვნენ არხის რაიონში, მაგრამ საერთო ინტერესების
გათვალისწინებით (ინგლისი, საფრანგეთი, ეგვიპტე), მათ
თავიანთი გავლენის არეალი გააფართოვეს და საკუთარი
ზედამხედველობა კიდევ ახალ ქვეყანაზე — სუდანზეც
გაავრცელეს. ამგვარად, ოსმალეთის სულთანს მის გამგებ-
ლობაში მყოფი ჩრდილო აფრიკის სანაპირო ნელ-ნელა
ეცლებოდა ხელიდან: ფრანგებისა და ინგლისელების კვალად,
ხელი იტალიელებმაც გამოიღეს და თუმცა მათ მიერ ეთიოპიის
დაპყრობის მცდელობა მარცხით დამთავრდა (1896), მოგვი-
ანებით, ოსმალეთს მაინც მოუწია იტალიელებისათვის ტრი-
პოლის დათმობა.

სამხრეთ აფრიკა და ბურების ომი. აფრიკის უკიდურეს


სამხრეთ ნაწილში ჰოლანდიელი კოლონისტები ჯერ კიდევ
XVII საუკუნეში გამოჩდნენ, ხოლო შემდეგ იქ ბრიტანელებმაც
მოიკიდეს ფეხი. 1834 წელს. ბრიტანეთის იმპერიაში მონობის

359
აკრძალვამ, ბურებად წოდებულ ჰოლანდიელ კოლონისტთა
შთამომავლებსა და თავად ბრიტანულ ადმინისტრაციას შორის
დიდი შეჯახება გამოიწვია, ვინაიდან ბურები თავიანთ
პლანტაციებში სწორედ მონურ შრომას იყენებდნენ.
ბურები სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინა-
რეების ორანჟისა და ვაალის გაყოლებაზე სახლობდნენ და
საკუთარ მიწას, 1856 წლიდან, მდინარეების სახელების
ტრანსვაალი — ვაალს იქითას მიხედვით, ორანჟის დამოუკიდებელ შტატსა და ტრანსვაალის
ნიშნავს. სამხრეთ აფრიკულ რესპუბლიკას უწოდებდნენ. მიუხედავად
ბურების საცხოვრებელი არეალის შეზღუდულობისა, დაპირის-
პირებამ ბრიტანულ ადმინისტრაციასა და მათ შორის, კონფ-
ლიქტში მრავალი ადგილობრივი აფრიკული ტომის ჩართვის
გამო ფართო მასშტაბი შეიძინა და საბოლოოდ ომში
გადაიზარდა, რომელმაც ისტორიაში „ბურების ომის“ სახელი
ინგლის-ბურების ომი 1899-1902
დაიმკვიდრა.
წლებში მიმდინარეობდა. ამ ომში
როგორც ბურები, ასევე ინგლისელი კოლონისტები
ბურების მხარეს ევროპიდან მრავალი
სამხრეთ აფრიკაში, მარტივ სოფლის მეურნეობას მისდევდენ,
მოხალისე მონაწილეობდა. მათ
მაგრამ 1867 წელს, ალმასის საბადოების, ხოლო 1886 წელს
შორის იყო ნიკო ბაგრატიონიც (1898-
ტრანსვაალში ოქროს საბადოების აღმოჩენამ, მთლიანად
1933), რომელსაც ამის გამო მეტსა-
შეცვალა ამ რეგიონში ეკონომიკური და პოლიტიკური
ხელად ნიკო ბური ეწოდა.
ვითარება. ამ პერიოდის ამბები სამხრეთ აფრიკაში, ძირი-
თადად, სესილ როდსის სახელთანაა დაკავშირებული,
რომელიც ჩვიდმეტი წლისა ჩასახლდა იქ, და სწრაფად
მოიხვეჭა სახელიცა და სიმდიდრეც. მაგრამ იგი ამით არ
დაკმაყოფილდა და პოლიტიკურ საქმიანობასაც მიჰყო ხელი.
მისი ამბიციური პროექტი კეიპტაუნიდან ქაირომდე რკინიგზის
გაყვანასაც კი ითვალისწინებდა და მთელი ეს ხაზი, რაღა თქმა
უნდა, ბრიტანეთის საკუთრება უნდა ყოფილიყო. ბურებისთვის
მიუღებელი მოვლენების ამგვარი განვითარება და 1899 წელს,
ე.წ. „ბურების ომიც“ გაჩაღდა. თავიდან, საქმე ბრიტანელთა
სასიკეთოდ არ მიდიოდა, მაგრამ როცა კონფლიქტი
ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, მათ გარკვეულწილად
თავისას მაინც მიაღწიეს. შედეგად, 1910 წელს, გაერთიანებული
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — კანადის, ავსტრალიისა და
ახალი ზელანდიის მსგავსად — ბრიტანეთის იმპერიის
თვითმმართველობის მქონე დომინიონად იქცა.

ცენტრალური და დასავლეთ აფრიკა. ამ ტერიტორიების


მიმართ, მათი ძნელად მისადგომი მდებარეობის და
ინფორმაციის უქონლობის გამო, ინტერესს დიდად არავინ
იჩენდა. XIX ს-მდე, თუკი პორტუგალიას არ ჩავთვლით,
რომელსაც დასავლეთით ანგოლაში, ხოლო აღმოსავლეთით —
მოზამბიკში ეპყრა ტერიტორიები, აქ საინტერესო ბევრი
არაფერი მომხდარა. მხოლოდ 1860-1870-იან წლებში. შოტლა-
ნდიელი მისიონერის, დეივიდ ლივინგსტონისა და ანგლო-
ამერიკელი ჟურნალისტის, სტენლის მოგზაურობებმა გააღ-
ვივეს ინტერესი ამ უზარმაზარი ტერიტორიების მიმართ. ჯერ
ბელგიამ წამოიწყო ახალშენების დაარსება კონგოში, ხოლო
სამხრეთ აფრიკაში ალმასის საბადოების აღმოჩენის შემდეგ,
გერმანიაც დაინტერესდა აფრიკით.
მძლავრი სახელმწიფოების გაზრდილ ინტერესებს
აფრიკის მიმართ, არ შეიძლებოდა მათი
ურთიერთდაპირისპირება არ გამოეწვია. ამიტომაც, გერმანიის
სესილ ჯონ როდსი კანცლერმა ბისმარკმა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა
1853-1902

360
ჟიულ ფერიმ 1884 წელს საერთაშორისო კონფერენცია
მოიწვიეს ბერლინში. აშშ-ის ჩათვლით, ამ კონფერენციაში 14
დიდი თუ მცირე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. კონფერენცია
მეტად წარმატებული აღმოჩნდა: მონაწილეები შეთანხმდნენ
საკანონმდებლო აქტით აეკრძალათ მონობა და ის წესები
ჩამოაყალიბეს, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა აფრიკის
კონტინენტის ესა თუ ის ნაწილი რომელიმე მონაწილე ქვეყნის
მფლობელობა-პროტექტორატის ქვეშ ეღიარებინათ (სხვათა
შორის, ერთი აუცილებელი პირობათაგანი ტერიტორიაზე
პრეტენზიის გასამართლებლად მისი ეფექტურად ათვისება-
განვითარება გახლდათ).
ასე რომ, პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდისთვის,
აფრიკა უკვე გადანაწილებული იყო და ფაქტობრივად, მხო-
ლოდ ეთიოპია რჩებოდა დამოუკიდებელი. მაგრამ ტერი- ჟიულ ფერი
ტორიების განსაზღვრა-დასახლება ერთი საქმე იყო და 1832-1893
განვითარება — მეორე. აფრიკელებს ჯერ კიდევ გრძელი გვი-
რაბი ელოდათ წინ, ვიდრე ბოლოში შუქს დაინახავდნენ.

361
T a v i XI

1919, 28 ივნისი
1917
1914 25 ოქტომბრის (ძვ.სტ.) საფრანგეთში ვერსალის
სარაევოში ავსტრია-უნგრეთის ღამით სანქტ-პეტერბურგში იწყება სასახლეში ხელი მოაწერეს
ერც-ჰერცოგს ფრანც ზამთრის სასახლის შტურმი, რასაც ვერსალის საზავო
ფერდინანდსა და მის ცოლს მოჰყვა მონარქიის დამხობა ხელშეკრულებას,
კლავს გავრილო პრინციპი. რუსეთში და ბოლშევიკების რომლითაც ოფიციალურად
იწყება პირველი მსოფლიო ხელისუფლების სათავეში დასრულდა პირველი
ომი. მოსვლა. მსოფლიო ომი.

1900

362
1922
იტალიაში 1929
ხელისუფლების სათავეში
მოდის ბენიტო აშშ-ში იწყება „დიდი
1933
მუსოლინი (სურ: დგას დეპრესია“, პირველი გერმანიაში ხელისუფლების
ცენტრში) ფაშიზმის მსოფლიო ეკონომიკური სათავეში მოდის ნაცისტების
ფუძემდებელი. კრიზისის დასაწყისი. ლიდერი ადოლფ ჰიტლერი.

363
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და წლების ცოდნა
სამთა კავშირი ფრანც ფერდინანდი 1904-1907 - ანტანტის ჩამოყალიბება
ანტანტა გავრილო პრინციპი 1879-1882 - სამთა კავშირის ჩამოყალიბება
ვერსალის ხელშეკრულება მუსტაფა ქემალ ფაშა 1914-1918 - I მსოფლიო ომი
ერთა ლიგა ნიკოლოზ I 1917 - სოციალისტური რევოლუცია
რეპარაცია ლენინი რუსეთში
პროლეტარიატის დიქტატურა სტალინი 1919, 18 იანვარი- 1920, 21 იანვარი -
სამხედრო კომუნიზმი ვუდრო ვილსონი პარიზის სამშვიდობო კონფერენცია
„ნეპი“ ბენიტო მუსოლინი 1918-1933 - ვაიმარის რესპუბლიკა
ხუთწლიანი გეგმა ჯაკომო მატეოტი გერმანიაში
ფაშიზმი ადოლფ ჰიტლერი 1929-1933 - მსოფლიო ეკონომიკური
კორპორატიული სახელმწოფო ფრანსისკო ფრანკო კრიზისი
ვაიმარის რესპუბლიკა უინსტონ ჩერჩილი 1922 - ბენიტო მუსოლინის მოსვლა
„დიდი დეპრესია“ კარლ ლიბკნეხტი ხელისუფლებაში იტალიაში
„ახალი კურსი“ კარლ ებერტი 1933 - ადოლფ ჰიტლერის მოსვლა
„14 პუნქტი“ ჩარლზ დაუესი ხელისუფლებაში გერმანიაში
ერთა ლიგა ფრანკლინ დელანო 1936-1939- სამოქალაქო ომი ესპანეთში
ვაიმარის რესპუბლიკა რუზველტი
„ახალი კურსი“ გენერალი ტანაკა
სუნ იატ-სენი
ჩან კაიში
ოუენ იუნგი

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე:

1. I მსოფლიო ომის მიზეზები და პოლიტიკური რუკის ცვლილება I მსოფლიო ომის შემდეგ;


2. ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების ჩამოყალიბების მიზეზები I მსოფლიო ომის
შემდგომ პერიოდში; ამ რეჟიმების მსგავსება და განსხვავება;
3. საბჭოთა ეკონომიკის განვითარების თავისებურებანი;
4. პირველი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და პასუხი მასზე.

364

You might also like