You are on page 1of 4

ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია

ადამიანი გაჩენის დღიდან შრომობს, შესაბამისად სჭირდება დასვენებაც, ტურიზმი


კი დასვენების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა ფიზიკური და ინტელექტუალური
ძალების აღსადგენად. ადრე ეს მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის (სამეფო და
წარჩინებული ოჯახების წევრებისათვის, უმაღლეს სასულიერო პირთათვის) იყო
ხელმისაწვდომი, მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრიდან კი ტურიზმმა „ელიტარულის“
ნაცვლად მასობრივი ხასიათი მიიღო. დროთა განმავლობაში ის მრავალფეროვანი და
ორგანიზებული გახდა.

დასვენება-გართობის მიზნით მოგზაურობა პირველად რომაელებმა დაიწყეს,


ძირითადად, პირამიდების მოსანახულებლად. XIX საუკუნის დასაწყისში ორთქლზე
მომუშავე გემისა და მატარებლის გამოგონებამ არსებითი გავლენა იქონია მოგზაურობის
გააქტიურებაზე. გაიზარდა მოსახლეობის მოძრაობის მასშტაბები. მოგზაურთათვის
კეთილმოწყობილი სასტუმროებისა და ძვირფასი რესტორნების გარდა იქმნებოდა
გართობის ახალი დაწესებულებები _ ღამის კლუბები, კაბარეები და ა.შ.
მშრომელთათვის შემოიღეს გარანტირებული უხელფასო, მოგვიანებით კი _

ანაზღაურებადი შვებულებები.

თანამედროვე ტურიზმის ფუძემდებლად ითვლება თომას ქუქი, რომელიც


მიიჩნევდა, რომ რიგითი მუშა ინგლისელის ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნებოდა,
თუ ის ნაკლებს დალევდა და უფრო განათლებულიც იქნებოდა. ამისათვის დააარსა
არამსმელთა საზოგადოება. 1841 წლის 5 ივლისს კი ჯგუფის მოგზაურობას
ორგანიზებული სახე მისცა. მან შეიძინა მატარებლის ბილეთები, მიჰყიდა მგზავრობის
მსურველებს და ექსკურსიამძღოლობაც შეითავსა. ღია ვაგონებით იმოგზაურა 500-მდე
ადამიანმა, მათ 12 მილი გაიარეს და უკან დაბრუნდნენ მხოლოდ თითო შილინგად. მას
არ ჰქონია კომერციული ინტერესები, პირველი მოგებაზე ორიენტირებული
მოგზაურობა (ლივერპულში) მხოლოდ 1845 წელს მოაწყო. მან გააფართოვა თავისი
ფუნქციები და გადაადგილების გეოგრაფია. იგი თვითონ ადგენდა ტურებს, წერდა
2

გზამკვლევებს, აწარმოებდა მოლაპარაკებებს რკინიგზის მესვეურებთან, სასტუმროებისა


და რესტორნების მეპატრონეებთან. ქუქმა შეიმუშავა ევროპის სხვა ქალაქებში
სამოგზაურო მარშრუტებიც. შედეგად თომას ქუქმა 1863წ ბრიტანელებისთვის მოახდინა
ტურის ორგანიზება კონტინენტზე (შვეიცარიაში), მოგვიანებით კი – აშშ–ში (1868) და

დედამიწის გარშემოც (1882). წლების შემდეგ ტურებს უკვე ქუქის სააგენტო გეგმავდა

როგორც თანამემამულეებისათვის, ისე ამერიკელებისთვის. ფირმის ერთ-ერთი


პირველი ამერიკელი კლიენტი მარკ ტვენი გახლდათ. ბრიტანეთში ეს ფირმა დღესაც
არსებობს სახელწოდებით „Thomas Cook Group“. დღევანდელი გაგებით თომას ქუქი
პირველ ტუროპერატორად ითვლება.

მე-20 საუკუნის დასაწყისში უმნიშვნელოვანესი იყო ავტომობილის გამოგონება.


20_30-იან წლებში გამოჩნდა თვითმფრინავიც. ისინი თანდათან ხელმისაწვდომი
ხდებოდა მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის, რაც საშუალებას იძლეოდა,
განსხვავებული შეძლების ადამიანებს ემოგზაურათ. შესაძლოა ტურიზმი გამხდარიყო
საყოველთაო მოძრაობა, მაგრამ საუკუნის პირველ ნახევარში მომხდარმა გლობალურმა
მოვლენებმა (პირველი მსოფლიო ომი, ოქტომბრის რევოლუცია, დიდი დეპრესია,
რეპრესიების ხანა სსრკ-ში, მეორე მსოფლიო ომი), რომლებმაც გავლენა მოახდინეს
მთელი მსოფლიოს შემდგომ ცხოვრებაზე, შეაფერხა მისი შემდგომი წინსვლა. ასეთი
მოვლენების ფონზე მთავარი, ბუნებრივია, გადარჩენა იყო, მოგზაურობაზე არავინ
ფიქრობდა.

ტურიზმი მასობრივ მოვლენად 1950 წლიდან იქცა, როდესაც ქვეყნების უმეტესობა მეორე

მსოფლიო ომის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ტურიზმის მასობრიობა


გულისხმობს, რომ ტურისტულ მოძრაობაში ჩაერთნენ ყველა სოციალური ფენისა და
შეძლების ადამიანები და რომ ტურიზმი აღარ იყო მხოლოდ მაღალი წრის
წარმომადგენელთა პრივილეგია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ადამიანთა სხვა ქვეყნებში

მოგზაურობის ინტენსივობა და 1950-70-იან წლებში საერთაშორისო ტურისტული


3

ჩამოსვლების ზრდის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა. თავდაპირველად, 50-იანებში


ევროპული სახელმწიფოები ორიენტირებული იყო ამერიკის მოსახლეობის
მომსახურებაზე, იმ ქვეყნის მოსახლეობისა, რომლის ტერიტორია საომარი
მოქმედებებისგან მნიშვნელოვნად იყო დაცილებული. მათი მასპინძელი ქვეყნები ტურისტების
მომსახურებიდან საგრძნობ შემოსავალს იღებდნენ მყარი ვალუტით, რაც ნაომარი
ქვეყნებისთვის ეკონომიკური წინსვლის დამატებით წყაროდ იქცა. თანდათანობით მოხდა ომის
სავალალო შედეგების აღმოფხვრა და 60-70-იან წლებში სწრაფი ზრდა დაიწყო როგორც
შემოსვლითმა, ისე გასვლითმა ტურიზმმა. თავდაპირველად, 50-იანი წლების მასობრივი
ტურიზმი ხასიათდებოდა მოგზაურობის ერთგვაროვანი მოტივაციით _ დასვენება დახარჯული
ძალების აღსადგენად. მას შეესაბამებოდა ტურისტულ მომსახურებათა ნაკრების სტანდარტული
ფორმა. მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდასთან ერთად მცირდებოდა მოთხოვნა
სტანდარტიზებულ საქონელსა და მომსახურებაზე, იზრდებოდა კონკრეტული ადამიანის მიერ
შეკვეთილ მაღალხარისხოვან პროდუქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროდუქტი
ადამიანთა მცირე ჯგუფებს უფრო ძვირი უჯდებოდათ, მაინც იმძლავრა ამ ტენდენციამ და 1970-
80-იანების ბოლოს მოხდა ე.წ. მასობრივ კონვეიერულიდან მასობრივ დიფერენცირებულ
ტურიზმზე გადასვლა.

მეორე მსოფლიო ომამდე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 20 მილიონს


აღემატებოდა. საუკუნის მეორე ნახევარში კი საერთაშორისო ტურიზმმა მასობრივად
იწყო განვითარება. 1950 წელს ამ ტიპის ტურისტების რაოდენობა 25 მილიონამდე იყო,
1980 წელს _ 186 მლნ, 1990 _ 400 მლნ, 2010 – 940 მლნ, 2011 წელს – 983 მლნ, 2012 წელს კი

მათმა რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა.

საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი:


სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ, ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში
მოსახლეობის თავმოყრამ, პროგრესმა ტრანსპორტის სფეროში, კულტურის საერთო
დონის ამაღლებამ, სასაზღვრო ფორმალობების გამარტივებამ, ფართო
კომპიუტერიზაციამ.
4

ტურიზმის მრავალმხრივობის გამო, ამ ინდუსტრიაში მეურნეობის არაერთი


დარგია ჩაბმული. მტო-ს ანგარიშით ტურიზმში პირდაპირ არის დასაქმებული
დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი (მსოფლიოში დასაქმებულთა დაახლოებით 8%).
ასეულობით მილიონი კი _ არაპირდაპირ. ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო ადგილების

4% ტურისტულ ინდუსტრიაშია შექმნილი, ხოლო თუ მომიჯნავე დარგებში (სოფლის


მეურნეობა, ვაჭრობა, მშენებლობა) დასაქმებულთა რაოდენობასაც დავამატებთ,
აღნიშნული რიცხვი 3-ჯერ მეტი, ე.ი. 12% იქნება.

1975 წელს შეიქმნა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (მტო), ის გაეროსთან


არსებული „ბ“ კატეგორიის ორგანიზაციაა. სსრკ მისი წევრი 1975 წელს გახდა. უკვე
დამოუკიდებელი საქართველო კი _ 1993 წელს. ახლა ის 154 ქვეყანას და 400-მეტ
ტერიტორიასა და კერძო სექტორს აერთიანებს. დღეს მსოფლიოში არაერთი
მნიშვნელოვანი ტურისტული ასოციაცია თუ რეგიონული ორგანიზაციაა შექმნილი
სხვადასხვა მიზნით.

1950-2010წწ მუდმივად ხდებოდა ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაცია და


იზრდებოდა კონკურენცია ტურისტების მიმზიდველ ქვეყნებს შორის. 50-იან წლებში
საერთაშორისო ტურიზმს ახასიათებდა ტერიტორიული კონცენტრაცია _ ტურისტების

ჩასვლის ძირითადი ადგილები იყო ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები. დღეს


კი აშკარაა სხვა რეგიონების წილის ზრდა. მაგ., აზია/ოკეანეთის, აფრიკის, შუა
აღმოსავლეთის ქვეყნებში. მოწინავე ტურისტულ ქვეყნებს შეემატა ჩინეთი და
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ახალი წარმომადგენელი.

You might also like