You are on page 1of 25

მსოფლიო ტურიზმის გეოგრაფია

ნაწილი II
2

შინაარსი

ძირითადი ტენდენციები თანამედროვე ტურისტული ნაკადების


განაწილებაში ...................................................................................................................... 3

საერთაშორისო ტურიზმის რეგიონალური მიმოხილვა. ევროპის ტურისტული


რაიონი ................................ ....................... ..................... ...................... . 4

დასავლეთ ევროპის ტურისტული ქვერაიონი. საფრანგეთი ..................................... 12


3

ძირითადი ტენდენციები თანამედროვე ტურისტული


ნაკადების განაწილებაში
1. ძირითადი ნაკადების ჩასახვა ხდება მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, რაც
განპირობებულია ცხოვრების მაღალი დონით, მოსახლეობის დიდი რაოდენობითა და
სიმჭიდროვით;
2. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ტურისტულ ნაკადებს ძირითადად
მერიდიანული მიმართულება აქვთ, რაც გამოწვეულია ტურისტების გენერატორი და
ტურისტული მომსახურების შემთავაზებელი ქვეყნების განლაგებით;
3. ჭარბობს „საზღვაო ორიენტაციის“ ნაკადები _ ტურისტების 2/3 მიილტვის ზღვისკენ
(ხმელთაშუა ზღვა, კარიბის ზღვის აუზი);
4. ტურისტების ერთი ტურის მანძილზე რამდენიმე ქვეყნის მონახულებას ცდილობენ;
5. შემცირდა ტურისტების სხვა ქვეყნებში დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა
(შვებულება ორ ან მეტ ნაწილად დაიყო);
6. ტურისტები ძირითადად თავისი რეგიონის შიგნით გადაადგილდებიან (ეს
მაჩვენებლი ევროპისთვის 87%-ია, ჩრდილოეთ ამერიკისთვის _ 70%); „შენგენლენდი“;
7. მონათესავე ენის მქონე ქვეყნებს შორის ტურისტების აქტიური გაცვლა ხდება;
8. ნებისმიერი ქვეყნისთვის გენერატორი ბაზრების სიაში ყოველთვის არიან მეზობელი
ქვეყნები და აუცილებლად ერთ-ერთი მაინც შემდეგი ჩამონათვალიდან: გერმანია,
დიდი ბრიტანეთი, იაპონია, აშშ;
9. იზრდება შორეულ მოგზაურობათა ხვედრითი წილი.
4

საერთაშორისო ტურიზმის რეგიონალური მიმოხილვა.

ევროპის ტურისტული ქვერაიონების მიმოხილვა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორ განიზაციამ (მტო) მსოფლიოს ქვეყნები ხუთ


ტურისტულ რაიონ ად დააჯგუფა: ე ვროპა, ამერ იკა, აზია/ოკე ანეთი , აფრიკა და
შუა აღმოსავლეთი (რუკა 1) .

მსოფლიოს ტურისტული რაიონები

რუკა 1

აღნიშნული რაიონებიდან ევროპა ტრადიციულად იყო და დღესაც რჩება ტურისტების


ყველაზე მიმზიდველ დანიშნულების ადგილად.

მე-20 საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული ევროპა იყო ყველაზე მონახულებადი


ტურისტული რაიონი. 1950 წელს მისი წილი საერთაშორისო ტურისტულ მოძრაობაში 69%
შეადგენდა. დროთა ვითარებაში, ტურიზმის გეოგრაფიის გაფართოებასთან ერთად, მისმა
წილმა კლება დაიწყო. თუმცა ევროპა მაინც სულ პირველ ადგილზე რჩება და ახლა მისი
წილი 51%-ია (იხ.ცხრ. 1).
5

საერთაშორისო ტურისტების დინამიკა


ტურისტული რაიონების მიხედვით (1950-2018)
ცხრილი 1

1950 1970 2000 2018

ტურისტების

ტურისტების

ტურისტების

ტურისტების
რაოდენობა,

რაოდენობა,

რაოდენობა,

რაოდენობა,
ტურისტული რაიონები
% % % %

მლნ

მლნ

მლნ

მლნ
ევროპა 17,5 69,0 403,3 57,7 476,6 50,7 710,0 50,6

ამერიკა 6,9 27,4 129,0 18,5 149,8 15,9 215,7 15,4

აფრიკა 0,5 2,0 27,6 4,0 49,4 5,2 67,1 4,7

აღმ. აზია/ოკეანეთი 0,18 0,7 111,9 16,0 203,8 21,7 347,7 24,7

შუა აღმოსავლეთი 0,18 0,7 20,6 2,9 60,3 6,4 60,5 4,6

სამხრეთ აზია1 0,05 0,2 6,4 0,9

სულ, მსოფლიო 25,3 100 698,9 100 940,0 100 1235 100

წყარო: მტო მასალების მიხედვით

სწორედ ევროპაში გაჩნდა ტურიზმისა და მოგზაურობის პირველი ნიშნები. აქვე ჩაეყარა


საფუძველი ე.წ. ელიტარულ ტურიზმს მე-19 საუკუნის დასაწყისიდან და მასობრივ ტურიზმს
– მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ტურისტების მიმღები ქვეყნების პირველ ათეულში ნახევარზე მეტი ევროპული
სახელმწიფოა:

1990-იანი წლებიდან ეს ტურისტული რაიონი აღმ. აზია/ოკეანეთის შემადგენლობაშია და მას აზია/


1

ოკეანეთის ტურისტული რაიონი ეწოდა.


6

1950 და 1970 წლებში იყო 8 ევროპული ქვეყანა, 1990წ – 7, ხოლო 2018 წ – 6. ესენია:
საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, თურქეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი (ცხრ. 2).

საერთაშორისო ტურისტული ჩამოსვლები (მლნ), 2018

ცხრ. 2

ჩამოსვლების ცვლა (%),


# ქვეყანა
რაოდენობა 2018/17
1. საფრანგეთი 89 3
2. ესპანეთი 83 1
3. აშშ 80 4
4. ჩინეთი 63 4
5. იტალია 62 7
6. თურქეთი 46 22
7. მექსიკა 41 5
8. გერმანია 39 4
9. ტაილანდი 38 8
10. დიდი ბრიტანეთი 36 –4

ევროპის ტურისტული რაიონის საერთო ფართობი 27,8 მლნ კმ2. მას გარს აკრავს ატლანტის,
ჩრდილო ყინულოვანი და წყნარი ოკეანეები და მათი ზღვები: ატლანტის ოკეანე –
ხმელთაშუა (ეგეოსის, ადრიატიკის, იონიის, ტირენიის, ლიგურიის), ბალტიის,
ჩრდილოეთის, ნორვეგიის; ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე – ბარენცის, თეთრი, კარის,
ლაპტევების, აღმოსავლეთ ციმბირის, ჩუკოტკის; წყნარი ოკეანე – ბერინგის, ოხოტის,
იაპონიის. სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია უბეებით (ტარანტოს, ბისკაის, რიგის,
ფინეთის, ბოტნიის; მეჟენის, ჩეშის, პეჩორის, ობის, ენისეის; ანადირის, შელიხოვის.
აღსანიშნავია ჩრდილო ევროპის ფიორდები) და ნახევარკუნძულებით (ყირიმის,
ბალკანეთის, პელოპონესის, აპენინის, პირენეის, ბრეტანის, იუტლანდიის, სკანდინავიის;
კოლის, კანინის, იამალის, გიდანის, ტაიმირის, ჩუკოტკის, კამჩატკის).

ასევე ბევრი კუნძულია: კრეტა, მალტა, სიცილია, სარდინია, კორსიკა, ბალეარის,


ირლანდიის, ისლანდიის, დიდი ბრიტანეთის; შპიცბერგენის, ფრანც-იოსების მიწა, ახალი
მიწა, ჩრდილოეთის მიწა, ნოვოსიბირსკის, ვრანგელის. კომანდორის, კურილიის, სახალინის.

ტურიზმისთვის ხელსაყრელია თბილი ზღვები.

რიჩარდ რასელი (ინგლისელი ექიმი, 1687 – 1759 ) – აღმოაჩინა ზღვის წყლის სამკურნალო
თვისებები (1752წ).
7

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია ხმელთაშუა ზღვის სანაპირო. ცნობილი საზღვაო


კურორტებია: ნიცა, კანი (საფრანგეთი), ჩერვია, რიმინი, სან-რემო, კუნძულები ისკია და
კაპრი (იტალია), პალმა, მალაგა, მარბელია, კარტახენა, ტარაგონა, კუნძ. ტენერიფე – კანარის
კუნძულები (ესპანეთი), დუბროვნიკი (ხორვატია), ანტალია (თურქეთი), ლიმასოლი
(კვიპროსი), კ.მადეირა (პორტუგალია), ტრავემიუნდე, დამე, ვანგეროგე (გერმანია), ეინ-
ბოკეკი, ზოხარი, ეინ-გედი (ისრაელი), ოქროს ქვიშები (ბულგარეთი), კონსტანცა, მანგალია
(რუმინეთი), იალტა, ევპატორია, ფეოდოსია, ალუშტა (უკრაინა), სოჭი, ადლერი, ხოსტა,
მაცესტა, დაგომისი, გელენჯიკი, ანაპა (რუსეთი), მონტე-კარლო (მონაკო), გაგრა, ბიჭვინთა,
სოხუმი, ქობულეთი, ბათუმი, მწვანე კონცხი (საქართველო).

Kurort - გერმ. Kur – მკურნალობა, ort – ადგილი.

რეგიონში ყოველწლიურად 100 მლნ-ზე მეტი ადამიანი ისვენებს (სხვადასხვა მონაცემებით


160 ან 240 მლნ). ექსპერტების ვარაუდით, 2020 წ-თვის ეს რიცხვი 345 მლნ-მდე გაიზრდება.

საზღვაო კურორტების ხაზობრივი განლაგება – დიდი სოჩა დაახლოებით 150კმ-ზეა


გადაჭიმული, ქობულეთი – 12კმ.

XX ს-ის ბოლო წლები: ლანგედოკ-რუსილიონის პროექტი (საფრანგეთი, სანაპირო ხაზის


სიგრძე დაახლოებით 160კმ) – ნაგებობათა სიღრმითი ეშელონირება.

წყალქვეშა ტურიზმის ყველაზე პოპულარული რეგიონი ისევ ხმელთაშუა ზღვაა, სადაც


ბევრი ანტიკური ქალაქის ნანგრევი და ჩაძირული გემის ნაშთია წყალქვეშ. ფართოდაა
განვითარებული დაივინგი.

ზღვებზე მნიშვნელოვანია კრუიზები, რომლის გამორჩეული რეგიონებია ხმელთაშუა და


ბალტიის ზღვები, ნაკლებადაა განვითარებული ტურიზმის ეს სახეობა ჩრდილო
ყინულოვანი ოკეანის ზღვებში.

მნიშვნელოვანია ეკოლოგიური საკითხები.

კლიმატური პირობები ევროპის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ხელსაყრელია ტურიზმის


სხვადასხვა სახეობათა განვითარებისათვის, მაგრამ აზიური ნაწილის ჰავა, მისი
კონტინენტური ხასიათის გამო, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრია და აფერხებს მასობრივი
ტურიზმის განვითარებას ჩრდილო რაიონებში უმეტესად ზამთარში, სამხრეთში კი –
ზაფხულში.

რელიეფისა და ჰავის გარკვეული პირობები (მ.შ. თოვლის მდგრადი საფარი) განაპირობებენ


სამთო კლიმატური კურორტების წარმოშობას.

ბოლო ხანებში ძალზე პოპულარული გახდა სამთო-სათხილამურო კურორტები: შამონი,


მარიბელი, კურშეველი, ვალ დ’იზერი, გრენობლი (საფრანგეთი), აროზა, დავოსი, სანკტ-
8

მორიცი, ცერმატი (შვეიცარია), ინსბრუკი, კიცბიუელი, სან-ანტონი (ავსტრია), კორტინა-


დ’ამპეცო, კურმაიორი, ჩივეტა, ჩერვინია (იტალია), კვედლინბურგი, გარმიშ-პარტენკირხენი
(გერმანია), ლილეხამერი (ნორვეგია), ხერმონის მთა (ისრაელი), ულუდაღი, სარიკამიში
(თურქეთი), სინაია (რუმინეთი), ბლედი (სლოვენია), დომბაი, ტერსკოლი, ელბრუსი,
კრასნაია პოლიანა, (რუსეთი), მედეო (ყაზახეთი), ბაკურიანი და სამთო-სათხილამურო
ცენტრი გუდაური (საქართველო).

უმეტეს მთიან რაიონებში ფართოდაა განვითარებული ალპინიზმი.

შიგა წყლები

ევროპის უდიდესი მდინარეებია: ვოლგა, დნეპრი, დონი, დუნაი, ვისლა, პეჩორა,


ჩრდილოეთის დვინა, ოდრა, ელბა, რაინი, ლუარა, რონა, ტახო. დიდი ტბებია: ლადოგის,
ონეგის, ბალატონის, ჟენევის და სხვა.

აზიის უდიდესი მდინარეებია: მტკვარი, რიონი, არაგვი, ობი, ენისეი, ლენა, ამური,
სირდარია, ამუდარია. ტბებიდან აღსანიშნავია: კასპიისა და არალის ზღვები,
ბაიკალი (ყველაზე ღრმა ტბა მსოფლიოში – 1642მ), პალიასტომი, ფარავანი, რიწა, სევანი.

შიგა წყლებიდან სამკურნალო ტურიზმის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია


მინერალური წყლები და მათ ბაზაზე არსებული ბალნეოლოგიური კურორტები.

balneum – ლათ. აბაზანა, ბანაობა.

ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტებია: ბადენ-ბადენი, ვისბადენი (გერმანია), ბადენი


(შვეიცარია), ბადგასტაინი, ფილახი (ავსტრია), კარლოვი ვარი, მარიანსკე ლაზნე,
ფრანტიშკოვი ლაზნე, (ჩეხეთი), ვიში, ლურდი (საფრანგეთი), სპა (ბელგია), სალსომაჯორე,
მონტეკატინი ტერმე (იტალია), მარციალნიე ვოდი, ესენტუკი, პიატიგორსკი, კავკაზსკიე
მინერალნიე ვოდი, კისლოვოდსკი, ჟელეზნოვოდსკი, ბელოკურიხა (რუსეთი), წყალტუბო,
საირმე, თბილისი, მენჯი, ნაბეღლავი, ნუნისი (საქართველო).

აღსანიშნავია ასევე პელოიდოთერაპია – ტალახით მკურნალობა. საქართველოს


ტალახსამკურნალო კურორტებია ახტალა და კუმისი.

ბერძნ. pelos – თიხა.

ევროპის მდინარეები (ლუარა, რაინი, რონა, სენა, ელბა) ფართოდ გამოიყენება საკრუიზო
ტურიზმის განვითარებისთვის.

ტურისტულ-რეკრეაციული მიზნებისთვის ფართოდ გამოიყენება ტბები.

მნიშვნელოვანი კურორტები: ჟენევის ტბაზე – ევიანი და ტონონ-ლე ბენი (საფრანგეთი),


ლოზანა, ვევე და მონტრიო (შვეიცარია), ბალატონზე – ბალატონფელდვარი,
ბალატონფიურედი (უნგრეთი). ძალზე პოპულარული ტბებია ასევე ბაიკალი, ჩუდის,
ლადოგის, ონეგის რუსეთში, ლაგო-მაჯორე, გარდა, იზეო, კომო იტალიაში, ვენერნი
9

შვეციაში, ლოხ-ნესი დიდ ბრიტანეთში, იმატრა ფინეთში, ისიკ-ყული ყირგიზეთში, ვანი


თურქეთში, ბალხაში ყაზახეთში, სევანი სომხეთში, პალიასტომი, ფარავანი, რიწა, კუს ტბა,
ლისი საქართველოში.

სპელეორესურსები

დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ალპებში.

ევროპაში სიგრძით გამორჩეულია მსოფლიოში მეოთხე ოპტიმისტური მღვიმე უკრაინაში –


207კმ (აშშ მღვიმეების ფლინტ-მამონტი – 627კმ და ჯუელის – 257კმ, მექსიკის სისტემა ოქს
ბელ ჰა – 240კმ).

სიღრმით ცნობილი მსოფლიო უფსკრულების ათეული მთლიანად ევროპული


სახელმწიფოებითაა წარმოდგენილი. მათგან ყველაზე მეტი (4) საქართველოშია: პირველ სამ
ადგილზე კრუბერის – 2197მ, სარმა 1760მ, თოვლიანი 1753მ (აფხაზეთი), ათეულში შედის
ასევე ვიაჩესლავ პანტიუხინის შახტა 1508მ (მე-8 ადგილი, აფხაზეთი), 2–2 საფრანგეთსა და
ესპანეთში და თითო – ავსტრიასა და სლოვენიაში.

2018 წელს კვლავ გაგრის მუნიციპალიტეტში შეისწავლეს უფრო ღრმა ვერიოვკინის


უფსკრული – 2212 მ.

ბერძნ.-დან spelaion – მღვიმე

სიღრუეების სიმრავლითა და სილამაზით გამოირჩევა კავკასია.

საქართველოში შესწავლილი სიღრუეების საერთო სიგრძე 240 კმ-ის ფარგლებშია.

ტურისტებისთვის გამოიყენება ახალი ათონის, სათაფლიისა და ყუმისთავის (იგივე


პრომეთეს) მღვიმეები.

ბუნებრივი ზონები

ევროპის ტურისტული რაიონის ბუნება მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და


მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ წარმოდგენილია როგორც არქტიკული და
სუბარქტიკული, ისე სუბტროპიკული და უდაბნოს ეკოსისტემები. მნიშვნელოვან
ტერიტორიებზეა წარმოდგენილი მაღალი მთის ლანდშაფტები.

არქტიკის კუნძულებსა და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებზე არქტიკული


უდაბნოები და ტუნდრაა განფენილი, მის სამხრეთით – ტყეტუნდრა, ტაიგა, შერეული და
ფართოფოთლოვანი ტყეები, სტეპები, ხმელთაშუაზღვისპირეთში სუბტროპიკული ტყეები,
კიდევ უფრო სამხრეთით – ნახევარუდაბნოები და უდაბნოები.

ოდესღაც ევროპის ტერიტორიის 80-90% (!) ტყით იყო დაფარული. ამჟამად ტყიანობით
გამოირჩევა ფინეთი – 77%, უტყეობით კი – ისლანდია 1%. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში
ბუნებრივი ტყეები 2-3%-ის (ან ნაკლებიც) ფარგლებშია, ევროპულ რუსეთში კი – 5-10%.
10

დღესდღეობით ევრაზიაში აღარ ცხოვრობენ მამონტები, მაგრამ ბინადრობენ დათვის,


მგლის, მელას, ტურას სხვადასხვა სახეობები, მრავალფეროვანი ფრინველთა, რეპტილიების,
იხტიოფაუნის წარმომადგენლები.

აზიაში ტყეებისა და უდაბნოების ძირითადი ბინადრები გვხვდებიან, რუსეთის შორეული


აღმოსავლეთის ტყეებში გამორჩეულია უსურიის ვეფხვი.

რეგიონის ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსები ძალზე სახეცვლილია. ევროპაში ბუნებრივი


ლანდშაფტები თითქმის არაა შემონახული. ტერიტორიის მხოლოდ 3% არის
ანთროპოგენური საქმიანობისგან ხელშეუხებელი. ამ ნიშნით გამოირჩევა ჩრდილოეთის
ქვეყნები – ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი.

ევროპის დომინირების განმაპირობებელი ფაქტორები ასე გამოიყურება:

1) ჰავის მრავალფეროვნება და ხელსაყრელობა რეგიონის ძირითად ნაწილში;

2) ბუნებრივი და ანთროპოგენური ატრაქციების დიდი რაოდენობით თავმოყრა;

3) ქვეყნების ხელსაყრელი განლაგება შედარებით მცირე ფართობზე;

4) ევროპული ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე და სოციალური


სტაბილურობა;

5) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ევროპული ქვეყნების მთავრობათა მხრიდან;

6) გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;

7) განვითარებული და გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა, მასში ჩართული


კვალიფიციური მუშახელით;

8) მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტის და მომსახურების მიღების შესაძლებობა.

მტო-მ თავდაპირველად ევროპა 5 ტურისტულ ქვერაიონად დაყო: დასავლეთ ევროპა


(ავსტრია, ბელგია, გერმანია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბირგი, მონაკო, ნიდერლანდი,
საფრანგეთი, შვეიცარია), სამხრეთ ევროპა (ალბანეთი, ანდორა, ბოსნია-ჰერცეგოვინა,
გიბრალტარი, ესპანეთი, ვატიკანი, იტალია, მაკედონია, მალტა, პორტუგალია,
საბერძნეთი, სან მარინო, სერბია, სლოვენია, ხორვატია), ცენტრალური და აღმოსავლეთ
ევროპა (აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, თურქმენეთი, ლატვია,
ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სომხეთი,
ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩეხეთი), ჩრდილო
ევროპა (დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი)
და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვიური ევროპა (კვიპროსი, ისრაელი, თურქეთი). თუმცა
ბოლო ტურისტული ქვერაიონის სამი ქვეყანა სამხრეთ ევროპის ტურისტულ ქვერაიონთან
11

გააერთიანეს და ამჟამად ევროპაში მხოლოდ 4 ტურისტული ქვერაიონია: დასავლეთ,


სამხრეთ ხმელთაშუაზღვიური (სამხრეთ ევროპა+აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვიური
ევროპა), ცენტრალური/აღმოსავლეთი და ჩრდილო ევროპა.

აღნიშნულ ქვერაიონებს შორის წლების მანძილზე ლიდერობდა დასავლეთ ევროპა, თუმცა


სამხრეთ ევროპის ტურისტული ქვერაიონის შემადგენლობის შეცვლის შემდეგ, 2005
წლიდან, მან დათმო პოზიციები სამხრეთ ხმელთაშუაზღვიური ევროპის სასარგებლოდ (იხ.
ცხრ. 3).

ევროპის ტურისტული ქვერაიონების წილი (%), 1996-2018

ცხრ. 3

ტურისტული
1996 1999 2005 2016 2017 2018
ქვერაიონი
დასავლეთ ევროპა 33,6 34,6 31,8 29,5 28,7 28,2

სამხრეთ
(ხმელთაშუაზღვიური) 28,1 30,1 35,8 37,1 39,8 40,7
ევროპა
ცენტრ./აღმ. ევროპა 23,7 21,1 21,0 20,4 19,9 19,9

ჩრდილო ევროპა 11,2 11,3 11,7 13,0 11,6 11,1


აღმ.
ხმელთაშუაზღვიური 3,4 3,0
ევროპა
12

დასავლეთ ევროპის ტურისტული ქვერაიონი

საფრანგეთი

ს ა ფ რ ა ნ გ ე თ ი მდებარეობს დასავლეთ ევროპაში. მისი ფართობია 551,6 ათასი კვ.კმ.


მას ესაზღვრება ბელგია, გერმანია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, იტალია, ანდორა და
ესპანეთი. ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს ჯუჯა სახელმწიფო
მონაკო, რომელიც ხმელეთიდან საფრანგეთითაა გარშემორტყმული. საფრანგეთს აკრავს ლა–
მანშისა და პა–დე–კალეს სრუტეები, რომლებიც მას ინგლისისგან გამოყოფენ. აქვს ასევე
გასასვლელი ხმელთაშუა ზღვაზე, სადაც მდებარეობს მის მფლობელობაში არსებული
კუნძული კორსიკა და ასევე ატლანტის ოკეანეზე ბისკაის უბეში. გეოგრაფიული
კონფიგურაციის გათვალისწინებით, ფრანგები საკუთარ ქვეყანას ელ–ჰექსაგონეს
უწოდებენ, რაც ექვსკუთხედს ნიშნავს.

საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა და მეხუთე ადგილზეა მთლიანი შიდა


პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში. იგი ყველაზე მეტად მონახულებადი ქვეყანაა,
რომელიც ყოველწლიურად 80 მილიონამდე ტურისტს იღებს. იგი არის ასევე
გაეროს ერთ-ერთი დამაარსებელი და შემდეგი ორგანიზაციების წევრი: დიდი რვიანი,
ევროკავშირი, დიდი ოცეული, ნატო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა. იგი არის გაეროს უშიშროების
საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი სახელმწიფო.

საფრანგეთის დროშა და გერბი


13

საფრანგეთი

გეოგრაფია, ქვეყნის ლანდშაფტი

საფრანგეთი ადმინისტრაციულ–ტერიტორიულად შედგება 96 დეპარტამენტისგან. მის


შემადგენლობაში შედის 4 ზღვის გადაღმა დეპარტამენტები: გვადელუპა, მარტინიკა,
გვიანა და რეიუნიონი, ასევე 3 ზღვის გადაღმა ტერიტორიები – ახალი კალედონია,
საფრანგეთის პოლინეზია და საფრანგეთის ანტარქტიკული ტერიტორიები.

საფრანგეთში ლანდშაფტების სიმრავლეა: ეს არის ატლანტიკის კლდოვანი ნაპირები,


მდინარეთა ფართო ხეობები, მაღალი დათოვლილი მთები, ხმელთაშუა ზღვის მზიანი,
ქვიშიანი სანაპიროები.

ჩრდილო საფრანგეთის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს ფართო ვაკე, რომელსაც კვეთენ


მდინარეები სენა და მარნა. ამ ნაყოფიერ ველებს დასავლეთით ესაზღვრება ნორმანდიის
კლდოვანი ნაპირები. სამხრეთით შვეიცარიის საზღვართან აღმართულია ვოგეზების მთიანი
მასივი და იურას ქედი. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს იკავებს საფრანგეთის ცენტრალური მასივი
– ჩამქრალი ვულკანების მხარე. პირენეის მაღალი მთები წარმოადგენენ სახელმწიფო
საზღვარს ესპანეთთან. საფრანგეთ–იტალიის საზღვრის გასწვრივ კი გადაჭიმულია
დასავლეთ ევროპის უმაღლესი ქედი – ალპები მწვერვალით მონბლანი (4807მ).

ჰავა

სევენის მთები საფრანგეთის ტერიტორიას ორ კლიმატურ ოლქად ჰყოფენ:


ხმელთაშუაზღვიური და ატლანტური. საფრანგეთის ჩრდილო რაიონების ჰავა რბილი და
ტენიანია. გაზაფხულზე ამინდი ცვალებადია – სითბოსა და მზეს ენაცვლება წვინა და ქარი.
ზაფხული ზომიერად თბილია. ზამთარი არ არის მკაცრი. საშუალო ტემპერატურა მერყეობს
00C–დან იანვარში +250C–მდე ივლის–აგვისტოში. სამხრეთში ჰავა რბილიდა თბილია. ქვეყნის
14

სამხრეთ–აღმოსავლეთში ალპები ხელს უშლიან ხმელთაშუაზღვიური ჰაერის სიღრმეში


გავრცელებას.

მდინარეები და ტბები

ტენიანი და რბილი ჰავა განაპირობებს, რომ ქვეყანა მდიდარია მდინარეებით. მაგრამ


ღარიბია ტბებით. საფრანგეთის უდიდესი მდინარეებია: ლუარა (1010კმ), სენა (780კმ),
გარონა (650კმ), რონა (522კმ). ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწყლოსნო არტერია –
მდინარე რაინი, 190კმ-ზე მიუყვება საფრანგეთ-გერმანიის სახელმწიფო საზღვარს.

საფრანგეთი ღარიბია ტბებით. საფრანგეთს ალპებში მდებარე ჟენევის ტბის სამხრეთი


სანაპირო ეკუთვნის. აღსანიშნავია ასევე სავოიის ალპებში განთავსებული მყინვარული
წარმოშობის ტბები ბურჟე და ანესი. საფრანგეთის ცენტრალურ მასივში ვხვდებით
ვულკანური წარმოშობის ტბებს, ხოლო ხმელთაშუა ზღვისა და ბისკაის ყურის სანაპიროების
გასწვრივ გავრცელებულია ლაგუნური ტბები.

მცენარეთა და ცხოველთა სამყარო

საფრანგეთის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი ტყეებს უკავია. საკმაოდ დიდი ტყის


მასივები განთავსებულია აკვიტანიაში, ალპებში, პირენეებში, ვოგეზებში. აკვიტანიის
აღმოსავლეთით მუხნარ ტყეებს ერევა წაბლნარი. აქ ასევე წარმოდგენილია სუბტროპიკულ
მცენარეთა ელემენტები. ქვეყნის ჩრდილოეთში განთასებულია მუხნარი და წიფლის
ტყეები. ხმელთაშუაზღვიურ სამხრეთში დამახასიათებელია ხეშეშფოთლოვანი
მარადმწვანე ტყეები. აქ ხარობს ზეთისხილი, ვაზი, ლეღვი, დაფნა, სხვადასხვა სამკურნალო
ბალახები. ალპებში მუხისა და წაბლის ტყეებს სიმაღლეზე ენაცვლება ნაძვი, სოჭი, ფიჭვი,
ლარიქსი.

მთების ტყიან რაიონებში ცხოვრობენ ისეთი ძუძუმწოვარები, როგორიცა გარეული ტყის


კატა, მელია, კეთილშობილი ირემი, ტახი, კურდღელი, ციყვი.

მაღალმთიანეთში დამახასიათებელია არჩვი, მთის თხა, ალპური ზაზუნა.

დამახასიათებელია ფრინველთა დიდი მრავალფეროვნება – კაკაბი, ჩიბუხა, შაშვი, კაჭკაჭი,


ძერა, ქორი, სამხრეთში გვხვდება ფლამინგო.

მოსახლეობა, დედაქალაქი და მსხვილი ქალაქები

მოსახლეობის რაოდენობით საფრანგეთი მეორეა ევროკავშირის ქვეყნებს შორის (გერმანიის


შემდეგ). სახელმწიფო ენა ფრანგულია, ხოლო რელიგია – კათოლიკური. ეროვნული
დღესასწაულია 14 ივლისი – ბასტილიის აღების დღე.
15

2011 წლის მონაცემებით, საფრანგეთის მოსახლეობა 65.4 მილიონი კაცია. მოსახლეობის


საშუალო სიმჭიდროვე ოდნავ აღემატება 100 კაცს 1 კვ.კმ–ზე. საფრანგეთში
დარეგისტრირებულია 5მლნ–ზე მეტი უცხოელი აფრიკისა და ინდოჩინეთის ქვეყნებიდან.

საფრანგეთში ძირითადად კათოლიკე ქრისტიანები ცხოვრობენ.

სახელმწიფო ენა ფრანგულია. აქ ასევე საუბრობენ ბრეტანულ, კორსიკულ, ელზასურ,


პროვანსულ, ფლამანდიურ, კატალონიურ, ბასკურ ენებზე.

საფრანგეთის დედაქალაქია პარიზი (2,2მლნ კაცი, გარეუბნებით – 10მლნ). დიდი ქალაქებია


მარსელი, ლიონი, ლილი, ტულუზა, ნიცა, ნანსი.

პოლიტიკური წყობა

საფრანგეთი რესპუბლიკური მმართველობის ქვეყანაა. ქვეყნის სათავეში პრეზიდენტია,


რომელსაც 7 წლით ირჩევენ. ის ნიშნავს პრემიერ–მინისტრსა და მთავრობის წევრებს.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი პარლამენტია, რომელიც ეროვნული
კრებისა და სენატისგან შედგება.

ტრანსპორტი

საფრანგეთი ევროპის უდიდეს სარკინიგზო ქსელს ფლობს, რომელიც 40,000


კილომეტრზეა გადაჭიმული, 50 ქალაქზე მეტი ერთმანეთთან ჩქაროსნული სარკინიგზო
მაგისტრალებითაა დაკავშირებული.

საავტომობილო გზების სიგრძე 1,3 მლნ კმ–ის ფარგლებშია, მ.შ. ავტოსტრადების სიგრძე 7
ათას კმ აღემატება.

ძირითადი საზღვაო პორტებია მარსელი, ჰავრი, დიუნკერკი, ნანტი, ბორდო, რუანი.

ფრანგული ავიახაზების სიგრძე 650 ათ.კმ–ის ფარგლებშია. საავიაციო გადaზიდვები


ძირითადად სამი უმსხვილესი ავიაკომპანიის მიერ ხორციელდება: ეარფრანსი, იუტა,
ეარინტერი.

საქალაქო ტრანსპორტში მნიშვნელოვანია მეტროს როლი. პარიზის მეტროს მგზავრებს 366–


ზე მეტი სადგური ემსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ ძვირია, ამიტომ
უმჯობესია ერთდღიანი ტურისტული ბილეთის შეძენა, რომელიც ულიმიტო
გადაადგილების საშუალებას იძლევა.

ტ უ რ ი ზ მ ი

საფრანგეთი განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის ქვეყანაა, მას წელიწადში


დაახლოებით 80 მლნ ადამიანი სტუმრობს. ძვირადღირებული კურორტებისა და
სასტუმროების (კანი, ნიცა, სენ-ტროპე) გვერდით ვხვდებით შედარებით დაბალფასიან
16

ტურისტულ ზონებს. გარდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონისა, ტურიზმი განვითარებულია


ატლანტის ოკეანისა და ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე. საფრანგეთის ალპები მთელი
წლის განმავლობაში იზიდავენ ტურისტებს.

სასტუმროს სერვისი უმაღლეს დონეზეა და ქვეყნისათვის დიდი მოგება მოაქვს.

პ ა რ ი ზ ი საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ილ-დე-


ფრანსის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც პარიზსა და მის შემოგარენს
მოიცავს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია,
მისთვის დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურით. პარიზი, მეტსახელად
”სინათლის ქალაქი” (la Ville Lumière), მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე
რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს. ის უძველესი ქალაქია, მის ადგილზე
რომაელების დროს არსებულ დასახლებას ლუტეცია რქმევია. თუმცა მას შემდეგ, რაც
ფრანკების ტომებმა რომაელები გაანადგურეს და თავიანთი პირველი დასახლებები
დააარსეს, ამ ადგილზე, მდ.სენის სანაპიროზე პარისელთა ტომი დასახლებულა, რომელთა
სახელიც ეწოდა შემდგომში ქალაქს. პარიზი საქვეყნოდაა ცნობილი, როგორც მოდების
დედაქალაქი. იგი მილიონობით ტურისტს იზიდავს თავისი ისტორიულ–
არქიტექტურული ძეგლებით, ბაღებით, პროსპექტებით, მოედნებით, გასართობი
ობიექტებით.

პარიზი, რომელიც ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდებარეობს, მდიდარია


მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას მსოფლიოში
ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს (30 მილიონზე მეტი წელიწადში).

პარიზის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები:

ეიფელის კოშკი, ლითონის კონსტრუქცია სენასთან, პარიზში, რომელიც 1889 წელს


მსოფლიო გამოფენისთვის აშენდა. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და
საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის –
ინჟინერ გუსტავ ეიფელის პატივსაცემად. ის ქალაქის ყველაზე პოპულარული
ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 7 მლნ–მდე დამთვალიერებელი
ჰყავs. კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე
24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324მ ნიშნულზე
სწევს. აშენების დროს ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო. ეს ტიტული მან
1930 წლამდე შეინარჩუნა, ვიდრე ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319მ) მშენებლობა
დასრულდებოდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა, თუ მისი ანძა
ჩაითვლებოდა.
17

ეიფელის ეიფელის კოშკი

კუნძულ სიტეზე აღმართული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, იგივე ნოტრ–დამი (1163–


1345), ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად
ითვლება. ის ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც გუმბათების
გასამაგრებლად არკ-ბუტანტები, ე.წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს. თავდაპირველ
პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა
გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები
სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის
ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა
რღვევების თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს
ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ
დავიწყებოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა. ტურისტების
აღფრთოვანებას იწვევს ტაძრის სამი პორტალი, ქიმერებიანი გალერეა, 69 მ სიმაღლის
კოშკები, უნიკალური ვიტრაჟები.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი


18

ელისეს მინდვრები პარიზის ყველაზე რომანტიკული გამზირია. ქუჩა, რომელიც ლუვრთან


მთავრდება, ქალაქის ყველაზე გრძელ და შოფინგისთვის საუკეთესო გამზირს წარმოადგენს.

გარნიეს სასახლე ცნობილია, როგორც ოპერა გარნიე (1861–1875), ან უბრალოდ – პარიზის


ოპერა. იგი ნეო–ბაროკოს სტილში აგებული გრანდიოზული ნაგებობაა. დარბაზი 2 ათასამდე
მსმენელს იტევს და მისი ჭერი 1964წ მარკ შაგალმა მოხატა.

პარიზის ოპერა

ჟორჟ პომპიდუს თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი


მდებარეობს ბობურგის მოედანთან, რის გამოც მას ასევე ბობურგს უწოდებენ. შენობა 1971-77
წლებში აშენდა. მასში მოთავსებულია საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა და თანამედროვე
ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, წარმოდგენილია მხატვრული მიმდინარეობები
ფოვიზმი, კუბიზმი, სიურეალიზმი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი. მუზეუმში 50.000
ხელოვნების ნიმუშია დაცული (ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ნახაზები და
ფოტოები) და მათგან მხოლოდ 2000-მდე ნამუშევარია სახალხოდ გამოფენილი. შენობის
ტექნიკური ნაწილი მის გარეთ ფერად მილებშია გატანილი.

პომპიდუს ცენტრი
19

დ’ორსეს მუზეუმი მდინარე სენის სანაპიროზე მდებარეობს. იგი თავდაპირველად


ჩაფიქრებული იყო, როგორც რკინიგზის სადგური და იგი გარკვეული პერიოდი
ფუნქციონირებდა კიდეც. პრეზიდენტმა პომპიდუმ 1975 წელს გამოაცხადა ნაციონალურ
ძეგლად და მუზეუმი დააარსა. მუზეუმს იმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ–ერთი
საუკეთესო კოლექცია გააჩნია. მას ყოველწლიურად 3 მლნ–ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

დ’ორსეს მუზეუმი

ტრიუმფალური თაღი აიგო ნაპოლეონის ბრძანებით. იგი შარლ დე-გოლის მოედნის


(ყოფილი ვარსკვლავის მოედნის) ცენტრში, შანზ-ელიზეს დასავლეთ ბოლოში მდებარეობს.
მისი სიმაღლე 50 მეტრია, სიგანე – 40მ. ის 1806-1836 წლებში აიგო და მის სვეტებზე
ასახულია ბატალური სცენები, იმპერიისა თუ რესპუბლიკის უდიდესი განარჯვებების
სახელწოდებები, 558 ფრანგი მხედართმთავრის გვარი. მე–2 მსოფლიო ომის შემდეგ თაღის
ქვეშ დაკრძალეს უცნობი ჯარისკაცი, სადაც მარადიული ცეცხლი ანთია. თაღის შიგნით
გამოყოფილია ადგილი მცირე მუზეუმისათვის, სადაც მნახველს შეუძლია გაეცნოს ძეგლის
შექმნის ისტორიას.

ტრიუმფალური თაღი
20

ლუვრი მსოფლიოში ერთ–ერთი განთქმული მუზეუმია, რომელსაც 2008 წელს 8,5 მილიონი
დამთვალიერებელი ჰყავდა. შენობა პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ. სენასა და რუ-დე-
რივოლის შორის. მას 1981 წელს დაუმატეს თანამედროვე ელემენტი – არქიტექტორ მინ პეის
მინის პირამიდის სახით, რომელიც შესასვლელისა და ქვედა სართულის განათების
ფუნქციას ასრულებს.

ლუვრი საუკუნის დასაწყისში (1200წ) აიგო მეფე ფილიპე ავგუსტის მითითებით,


როგორც ციხე-სიმაგრე. XIV საუკუნის ბოლოს გადაკეთდა მეფეთა რეზიდენციად. XVII
საუკუნის მეორე ნახევრიდან ლუვრი ჯერ მხატვრული ტილოების საცავი იყო, ხოლო
1793 წლიდან ეროვნულ სამხატვრო მუზეუმად იქცა. ლუვრის ყველაზე მნიშვნელოვან და
ძვირადღირებულ ექსპონატს ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ წარმოადგენს.

ლუვრი

ლათინური კვარტალი არის ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი უბანი, სადაც


შესაძლებელია ისტორიული მონუმენტებითა და პარიზის ცხოვრების რიტმით ტკბობა. ის
მდ.სენის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და სახელწოდება სორბონის უნივერსიტეტთან
(მე-13ს) არის დაკავშირებული. იქ სწავლა ლათინურ ენაზე მიმდინარეობდა და სწორედ ამან
განაპირობა უბნის სახელწოდება. აქვე მდებარეობს ქვეყნის სახელოვან მეცნიერთა და
მოღვაწეთა პანთეონი, სადაც დაკრძალული არიან ვოლტერი, ვიქტორ ჰიუგო, ემილ ზოლა,
ალექსანდრე დიუმა.
21

პარიზი ღამით

მონმარტრი პარიზის უძველესი დასახლებული უბანია. ის განაშენიანებულ მთას


წარმოადგენს, რომლის თავზე მდებარეობს პარიზის ულამაზესი ეკლესია საკრე კერი
(„წმინდა გული“), რომელიც 1875–89 წლებში შენდებოდა. მის ასაშენებლად ისეთი მასალა
გამოიყენეს, რომელიც წვიმის წყლის ზემოქმედებით თეთრ ნივთიერება კალციტს გამოყოფს
და შენობა სულ გაქათქათებულია.

საკრე კერი

აქვე მდებარეობს პოპულარული კაბარე „მულენ რუჟი“ („წითელი წისქვილი“), პარიზის


კლასიკური კაბარე, აშენებული 1889 წელს, სადაც ყველაზე დიდი პოპულარობით დღემდე
სარგებლობს ცეკვა კანკანი. უბანი ცნობილია თავისი ბოჰემური ცხოვრებით და უამრავ
ტურისტს იზიდავს.
22

მულენ რუჟი

პერ-ლაშეზის სასაფლაოს წელიწადში მილიონნახევარი ვიზიტორი ჰყავს. აქ დაკრძალულია


სხვადასხვა ქვეყნისა და პროფესიის გამოჩენილი ადამიანები: ოსკარ უაილდი, მარია კალასი,
ფრედერიკ შოპენი, ონორე დე ბალზაკი, ჟორჟ ბიზე, მოლიერი, როსინი, ჯიმ მორისონი და
სხვა.

დედაქალაქის გარდა, საფრანგეთში უამრავი ტურისტული ატრაქციაა, სადაც


დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტურისტულ პროდუქციას სთავაზობენ.

პარიზის დისნეილენდი საუკეთესო ადგილია ოჯახური დასვენებისთვის. ის


დედაქალაქის აღმოსავლეთით 22 კმ–ზე მდებარეობს და ყოველწლიურად 14 მლნ-ზე მეტ
ვიზიტორს იზიდავს.

ვერსალის სასახლე, ან უბრალოდ ვერსალი, საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო


სასახლეს წარმოადგენდა პარიზის გარეუბანSი. სასახლის აგების პერიოდში ის სოფელს
წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან ის ევროპის მონარქებისა და დიდებულთა
სასახლეებისთვის ნიმუშად იქცა. 1979წ იუნესკომ ის მსოფლიო კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ვერსალის სასახლის სანახავად ყოველ წელს 5
მლნ–ზე მეტი ადამიანი ჩადის.
23

ვერსალი

მონ-სენ-მიშელი (Mont Saint-Michel – წმინდა მიქაელის მთა). ეს არის საფრანგეთის


ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე გრანიტის მთა, ციხე-სიმაგრედ გადაქცეული
პატარა კლდოვანი კუნძული. სენ-მიშელის ყურის სამი კუნძულიდან (მონ სენ-მიშელი,
ტომბლენი და მონ დოლი) ის ერთადერთია დასახლებული. 1879 წლიდან კუნძულს
კონტინენტთან დამბა აკავშირებს. 1874 წელს კუნძული არქიტექტურის ძეგლადაა
მიჩნეული, 1979 წლიდან – იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.

მონ-სენ-მიშელი

მარსელი _ სიდიდით მეორე ქალაქი და უმსხვილესი პორტი საფრანგეთში. მდებარეობს


ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. მარსელიდან აღმოსავლეთით,
იტალიის საზღვრამდე, გადაჭიმულია ფრანგული რივიერა, ცნობილი თავისი პოპულარული
24

საზღვაო კურორტებითა (კანი, ანტიბი, ნიცა, მენტონა, კროდე–კანი) და ფეშენებელური


სასტუმროებით. ლაჟვარდოვანი სანაპირო, აქ გამართული მსოფლიო მნიშვნელობის
კულტურული ღონისძიებების წყალობით, მთელი წლის მანძილზე ინარჩუნებს
აქტუალობას. ესენია: კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (მაისში), ნიცის კარნავალი
(თებერვალში), ლიმონების ზეიმი მენტონაში (თებერვალში). სამხრეთ სანაპიროზე მოხვედრა
შესაძლებელია მარსელისა და ნიცის საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით და
პარიზიდან ამ მიმართულებით დღეში რამდენჯერმე მოძრავი ჩქაროსნული მატარებლით.

კანი ნიციდან 30 კმ-ში მდებარეობს. კლიმატი აქ რბილი და მშრალია. კანში ყველაზე


ღირსშესანიშნავი ადგილია ფესტივალების სასახლე ვარსკვლავების ხეივნით, სადაც
ცნობილი ხელოვანები ხელის ანაბეჭდებს ტოვებენ. კანის თითქმის ყველა პლაჟი
ფასიანია, თუმცა ფესტივალების სასახლესთან მდებარეობს საზოგადოებრივი პლაჟი,
სადაც უფასოა ცურვა და გარუჯვა. სასეირნოდ კანში ყველაზე პოპულარული ადგილია
კრუაზეტის ბულვარი, სადაც გაშენებულია ფეშენებელური სასტუმროები და ვილები,
ბუტიკები და გალერეები. ის ასევე ცნობილია მაღაზიებით, რესტორნებითა და
სასტუმროებით.

ნიცა _ საფრანგეთის სიდიდით მეხუთე ქალაქია. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის


სანაპიროზე. ლაჟვარდოვანი სანაპიროს (საფრანგეთის რივიერას) მთავარი საკურორტო
ცენტრია. აქ რბილი და სასიამოვნო კლიმატია, ზამთარში ტემპერატურა არ ეცემა +10
გრადუსზე ქვემოთ და ზაფხულში არ აღემატება +25 გრადუსს. ნიცა ბერძნების მიერ
დაარსებული უძველესი ქალაქია. იგი ანგელოზების ყურესა და ფერდობებზეა შეფენილი,
ამავე დროს იგი ალპებითაა გარშემორტყმული. ნიცაში მდებარეობს კონგრეს–ცენტრი –
ხელოვნების, ტურიზმისა და კონფერენციის სასახლე. ყოველწლიურად თებერვალში აქ
იმართება კარნავალი და ყვავილების ომი.

ლაჟვარდოვანი სანაპირო, ნიცა


25

კუნძული კორსიკა საფრანგეთისგან 170 კმ–ითაა დაცილებული. ხმელთაშუაზღვიური


კლიმატის, მრავალფეროვანი მთიანი რელიეფისა და კარგი პლაჟებით წარმოდგენილი
სანაპირო ზოლის გამო, კუნძულის ეკონომიკის მთავარი დარგი ტურიზმია.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში პირენეის მთებში განთავსებულია კათოლიკეთა პილიგრიმობის


მნიშვნელოვანი ევროპული ცენტრი ქალაქი ლურდი, რომელიც ყოველწლიურად
მილიონობით ტურისტს იზიდავს მთელი ევროპიდან.

საფრანგეთის ალპები მთელი წლის განმავლობაში ემსახურება ტურისტებს. ალპები


დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი მთებია, ხოლო საფრანგეთის სამთო-სათხილამურო
კურორტები ზამთრის სპორტის უმსხვილესი ცენტრებია. ეს არის ყველაზე დიდი
ტერიტორია სამთო-სათხილამურო სპორტისთვის ტრასების ფართო არჩევანით, მდგრადი
ამინდებით, თოვლის გარანტირებული საფარით დეკემბრის დასაწყისიდან მაისის შუა
პერიოდამდე, ამას ემატება ზაფხულში სრიალის საშუალებაც. მსოფლიო მნიშვნელობის
სამთო-სათხილამურო კურორტებია კურშეველი, მერიბელი, ვალ-დ’იზერი, შამონი,
გრენობლი და სხვა. ყოველ მათგანს გააჩნია სხვადასხვა სირთულის ტრასები, როგორც
დამწყები, ისე პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის, სწრაფი საბაგიროები, გართობის
ადგილები და უმაღლესი დონის განთავსების საშუალებები.

საფრანგეთს, როგორც უძლიერეს და ტურისტთა შემოდინებით პირველ სახელმწიფოს


ევროპაში, გააჩნია ყველანაირი რესურსი და ინფრასტრუქტურული გარემო. აქ არის როგორც
ფეშენებელური, ისე საშუალო დონის სასტუმროები.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დაყოფით საფრანგეთი ევროპის ტურისტული რაიონის


დასავლეთ ევროპის ქვერაიონში შედის. ის გაერთიანებულია შენგენის ზონაში. 2011-ში
საფრანგეთმა 79,5მლნ ტურისტი მიიღო და პირველი ადგილი უკვე მერამდენედ არავის
დაუთმო. შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 53,8მლრდ დოლარი შეადგინა და აშშ
და ესპანეთის შემდეგ მესამე პოზიცია დაიკავა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი
ქვეყნის საერთო შემოსავლის 6% შეადგენს.

You might also like