You are on page 1of 3

დაკავშირებულია გამწელავი მყესით, რომელიც ხელს უწყობს საკვების ყლაპვისას

პირის ღრუს მოცულობის გაზრდას. შხამიან გველებს ზედა ყბაზე განლაგებული


აქვთ მილიანი ან ღარიანი კბილები, რომლებიც სადინარით უკავშირდება შხამიან
ჯირკვლებს. კბენის მომენტში საფერთქლის კუნთი იკუმშება, ჯირკვალს აწვება
და გამოიყოფა შხამი.
გველების შინაგანი ორგანოები წაგრძელებულია. ზოგიერთ სახეობას ერთ-ერთი
ფილტვი ან სულ არ აქვს, ან სუსტად აქვს განვითარებული. შარდის ბუშტი
გველებს არა აქვთ. გრძელი გაორკაპებული ენა, რომელსაც ხშირად სრულიად
უმართებულად ნესტარს ეძახიან, სინამდვილეში შეხებისა და ქიმიური
შეგრძნების ორგანოა.

ოჯახები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ცნობილია გველების 3000-მდე სახეობა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 18
ოჯახში[1]:

 ინფრარიგი - Alethinophidia - 15 ოჯახი, 316 გვარი.


o Acrochordidae - წყლის გველები, ხორთუმისებრი გველები...
o Aniliidae - მარჯნისებრი მხვიარა
o Anomochilidae
o Atractaspididae
o მახრჩობელასებრნი (Boidae)
o ბოლიერინი (Bolyeriidae)
o ანკარასებრნი (Colubridae)
o Cylindrophiidae
o ასპიტისებრნი (Elapidae)
o Loxocemidae - ორფეროვანი გველი
o პითონები (Pythonidae)
o Tropidophiidae - ჯუჯა ანუ მიწის მახრჩობელები
o Uropeltidae - ფარკუდა გველები
o გველგესლასებრნი (Viperidae)
o Xenopeltidae - სხივოსანი გველები
 ინფრარიგი - Scolecophidia - 3 ოჯახი, 12 გვარი.
o Anomalepidae
o Leptotyphlopidae - ვიწროპირიანი გველები
o გველბრუცასებრნი (Typhlopidae)

ბინადრობენ ყველგან ახალი ზელანდიის, ზოგი ოკეანური კუნძულისა და


პოლარული მხარის გარდა; ყველაზე მეტად კი ტროპიკებში, განსაკუთრებით
ინდომალაის ოლქში. ცნობილია შხამიანი გველების 400-მდე სახეობა.
საქართველოში გავრცელებულია გველების 20 სახეობა, რომლებიც
გაერთიანებული არიან 4 ოჯახის 10 გვარში:
 გველბრუცასებრნი - 1 სახეობა
 მახრჩობელასებრნი - 1 სახეობა
 ანკარასებრნი - 14 სახეობა
o ანკარა - 2
o მცურავი - 3
o მცოცავ-მცურავი - 4
o სპილენძა - 1
o ეირენისი - 2
o კატისთვალა გველი - 1
o ხვლიკიჭამია გველი - 1
 გველგესლასებრნი - 4 სახეობა: ველის გველგესლა (Vipera
ursini), ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera ammodytes), კავკასიური
გველგესლა (Vipera kaznakovi), გიურზა (Macrovipera lebetina).

გველების შხამიანი აპარატი, 1- ანკარასებრნი, 2


- ასპიტისებრნი, 3 - გველგესლასებრნი.
გველების ზომა მერყეობს რამდენიმე სმ-იდან 10 მ-მდე (ბადებრივი პითონი);
შხამიან გველებს შორის ყველაზე დიდია სამეფო კობრა (4 მ-ზე მეტი). ყველაზე
ძლიერი შხამი ზღვის გველებს აქვთ. გველები იკვებებიან ცოცხალი საკვებით,
ძირითადად წვრილი ხერხემლიანებით, მხოლოდ ზოგი ფორმის საკვებია
ფრინველთა კვერცხები, მწერები, მოლუსკები. გველების
უმრავლესობა კვერცხისმდებელია, არიან კვერცხცოცხლადმშობნიც. ბინადრობენ
უმეტესად ხმელეთზე. გველების შხამისაგან მზადდება სამედიცინო პრეპარატები
ჰემოფილიის, ეპილეფსიის, ნევრალგიის და სხვა დავადებათა სამკურნალოდ. მას
ფართოდ იყენებენ ბიოლიმიური კვლევის დროსაც.
ტროპიკულ ქვეყნებში შხამიან გველებს დიდი ზიანი მოაქვთ. შხამიანი გველების
უსისტემო ჭერამ ბევრ ქვეყანაში მკვეთრად შეამცირა მათი რიცხვი. ამის გამო შუა
აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებში მთავრობის დადგენილებები
გველების დაცვის შესახებ.
მათ ყველაზე ახლო ნათესაობა აკავშირებთ ხვლიკებთან. არსებობს რამდენიმე
ხვლიკების უკიდურო სახეობებიც, რომლებიც გარეგნულად გველების
იდენტურნი არიან. მაგრამ ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნულია.
გველების მიმართ ინტერესსა და სიყვარულს ოპიოფილია ჰქვია, ხოლო
შიშს ოპიდიოფობია.
გველები მსოფლიო რელიგიებში[რედაქტირება | წყაროს
რედაქტირება]

You might also like