You are on page 1of 14

1.

საექსკურსიო საქმიანობის განვითარების ისტორია


კულტურულ-საგანმანათლებლო ტურიზმი

ტურიზმი ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფლობითი დროებით


გადააადგილებაა თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების,
გაჯანსაღების, ისტორიის და კულტურის ძეგლების დათვალიერების და
სხვა მიზნით. ტურიზმის ინდუსტრიის ამოცანაა ადამიანის კულტურული
დონის ამაღლება, სულიერი მოთხოცნილებების დაკმაყოფილება.
ტურიზმის ძირითად სახეებს შორის წამყვანი როლი უკავია კუტურულ-
საგანმანათლებლო ტურიზმს. მისი წილი ტურიზმის საერთო მოცულიბაში
შეადგენს 60,1%-ს. კულ.საგ. ტურიზმის რესურსებს წარმოადგენს
მატერიალური ძეგლები, ესენია: მხატვრების, არქიტექტორების,
მუსიკოსების, მეცნიერების ნაწარმოებები, ასევე ადათწესები და
სარწმუნოება.
კ.საგ ტურიზმის რესურსები მოიხმარება მხოლოდ გადაადგილების
პროცესში. ტურისტს იზიდავს ეგზოტიკა - პირველად აღქმული და
მისთვის არაჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც განსხვავდება ტურისტის
მუდმივი საცხ ადგილისგან.
მასობრივი ტურიზმი შედარებით ახალი ფენომენია. იგი უკანსაკნელი 50
წლის განმავლობაში განვითრდა. სფრანგეთის, ესპანეთის, აშშ-ის,
ჩინეთის და იტალიის შემდეგ, ბრიტანეთი ყველაზე პოპულარულუ
ტურისტული რეგიონია.
მე-19 ს-მდე ტურიზმის განვითარების პერიოდი მოიცავს განვითარების
შემდეგ ეტაპებს:
ანტიკური ტურიზმი - როცა მოგზაურობის ძირითადი მოტივი იყო
განათლება, მომლოცველობა, ვაჭრობა.
შუა ს-ების ტურიზმი -რელიგიური ტურიზმი, განათლებ,
არისტოკრატიული ურთიერთობანი.
ახალი დროის ტურ - დასვენების ძირითად ტენდენციებს განსაზღვრავს
სამრეწველო რევოლუცია.
ანტიკური ტურიზმის განვითარება ძველ საბბერძნეთთან და რომთან. ამ
სახელმწიფოებში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოგზაურობის
ეკონომიკურ მხარეს. ბერძნები საგზაო ქსელის სუსტი განვითარების გამო
ზღვით მოგზაურობდნენ. ასე მოგზაურობდნენ რელიგიური მიზნითაც.
ყველაზე მნიშვნელკვანი იყო მოგზაურობა ოლიმპოზე. ის
დაკავშირებული იყო ზევსის საპატივცემულო დღესასწაულთან. ის
ტარდებოდა მე-7 ს-დან ჩვ.წ.აღ-მდე ყოველ 4 წ-ში ერთხელ.
ტურისტული მოგზაურობის კიდევ ერთი ფორმა იყო გასვლები
სამკურნალო ადგილებში. ისინი ცნობილი იყო მომსახურების მაღალი
კომფორტით და ნაირნაირი გასართობებით.
შუა საუკუნეები გამოირჩეოდა ტურისტული მოძრაობის მკვეთრი
შემცირებით. რელიგიური მიზნით მოგზაურობასთან ერთად სულ უფრო
აღინიშნებოდა სახელმწიფო პირების პოლიტიკური სახიათის
მოგზაურობები.
მე-17 მე-18 ს-ში მდიდარმა ევროპელებმა გრანდიოზული ტურნეების
მოწყობა დაიწყეს. მათთვის პოპულარულ ადგილებს წარმოადგენდა
იტალია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები.
საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებული მიგრაცია საწყისს მე19 ს-ის
შუა ხანებიდან იღებს, როცა მსოფლიოს შედარებით განვითარებულ
ქვეყნებში განმტკიცდა კაპიტალისტური წყობა. ტურიზმი მოგზაურობის
დამოუკიდებელ არსებით სახედ ყალიბდება მაშინ როცა იწყება
საერთაშორისო ბაზრის ფორმირება, საერთ ვაჭრობის ზრდა და
სატრანსპორტო საშუალებების გამოჩენის პერიოდი.
ევროპა ტურიზმის აკვნად იქცა. მის წილზე მოდის უცხოელი ტურისტების
რაოდენობის თითამის 2/3.
მე20 ს-ში მთავარი სამრეწველო ქალაქების ზრდამ მდიდარო საშუალო
კლასი ჩამოაყალიბა. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ერთი
ქალაქიდან მე2ში უპრობლემოდ გადაადგილებას უზრუნველყოფდა.
ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელშიც პირველი ტურისტული
ორგანიზაციები აღმოცენდა, იყო ინგლისი. ცნობილმა ტურისტულმა
აგენტმა თომას კუკმა 1841 წელს შეისყიდა ბილეთები ფხიზელთა
საზოგადოებისათვის ლეისტერიდან ლაფბოტომდე მატარებლით
სამოგზაუროთ. ამ მოვლენას ხელი შეუწყო მასობრივი სატრანსპორტო
საშუალების -რკინიგზის გამოჩენამ.
60-იანი წლების შუა ხანებიდან იწყება ტურიზმის განვითარება ინგლისსა
და აშშს შორის. მასში დამსსხურება მიუძღვის თომას კუკს, რომელმაც
მოგზაურობა მოაწყო ამერიკიდან ინგლისში და პირიქით. 1866 წ
ტურისტების პირველი ჯგუფი ეწვია აშშ-ს.
საექსკურსიო საქმიანობის განვითარებას ევროპაში საფუძველი ჩაუყარა
ცნონილი ჩეხი პედაგოგის ი.ა. კომენსკის ნაშრომებმა. რომელიც დიდ
მნიშ ანიჭებდა აღზრდისა და სწავლების სისტემაში ობიექტების
მონახულებას. საექსკურსიო საქმიანობისთვის თავისი განვითარების
საწყის პერიოდში საბაზისო იყო სასკოლო პედაგოგიკის საფუძვლები.
სასწავლო ესკურსებთან ერთად გაჩნდა პირველი არასასწავლო
ექსკურსიები. ისინი იყო მცირერიცხოვანი, შემთხვევითი და ატარებდა
გართობით ხასიათს.
მიუხედავად ტურისტულ-საექსკურსიო საქმიანობის შესამჩნევი
აღმავლობისა მე19 ს დასასრულსა და მე20 ს დასწყისში ტურიზმი ვერ
განვითარდა ისე, რომ ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველასთვის, ანუ
მან ვერ მიიღო მასობრივი ხასიათი.

2. ექსკურსია როგორც საქმიანობის და ფორმა


საქმიანობაში იგულისხმება ადამიანის აქტივობა, რომელიც დასმული
ამოცანის მისაღწევადაა მიმართული. ექსკურსიის
პრურთიერთობისოცესში მოქმედება 2 ნაწილად იყოფა:
ექსკურსიამძღოლისა და მონაწილეთა მოქმედება.
მონაწილეთა მოქმედება გამოიხატება საექსკურსიო ობიექტების
გამოკვლევა, დაკვირებასა და შესწავლაში. ექსკურსიამძღოლის
საქმიანობა შედგება რამდენიმე მოქმედებისგან. მათაგან მთავარია
ექსკურსიის მომზადება და ჩატარება. ექსკურსია წარმოადგენს
ექსკურსიამძღოლის საქმიანობას, რითაც განისაზღვრება მისი
პროფრსიონალიზმი.
სიტყვა ურთიერთობა განიხულება როგორც დამოკიდებულება და
საქმიანი კავშირი. ადამინის პრაქტიკულ საქმიანობაში ურთიერთობის 2
ფორმა არსებობს: პირდაპირი და ირიბი.
პირდაპირი ურთიერთობის ფორმებია: საუბარი, გაკვეთილი, ლექცია,
ექსკურსია.
ირიბი მიმდინარეობს წიგნის, გაზეთის კითხვის, რადიოს მოსმენის, და
სხვა დროს.
ექსკურსია როგორც პირდაპირი ურთიერთობის ფორმა გულისხმიბს
სუბიექტთა ურთიერთკავშირსა და ურთიერთქმედებას. ის საშუალებას
აძლევს ადამიანებს მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია.
ადამიანთა ურთიერთობა ესქსკურსიის პროცესის დროს მიეკუთვნება
საინფორმაციო-სულიერი ურთიერტობის ტიპს.
ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის საფუძვლების ცოდნა ეხმარება
ეწსკურსიამძღოლს ექსკურსიის პროცესის სწორად წარმართვაში.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექსკურსიამძღოლის პიროვნებას და როლს.
ის კონკრეტული განმარტებების საფუძველზე წარმართავს ჯგუფის
ყურადღებას, ბადებს კითხვებს და მონაწილეებს აიძულებს იაზროვნონ.
ექსკურსიამძღოლი ასრუკებს დირიჟორის როლს და ორგანიზებას
უკეთებს ობიექტების ჩვენებას.
პრაქტიკულ საქმიანობაში ექსკურსია განიხილება რამდენიმე
ვარიანტში:
 როგორც აღზრდისა და სწავლების დამოუკედებელი ფორმა
 მასობრივ აუდიტორიასთან მუშაობისა და სწავლების ერთ-ერთი
ფორმა
 კულტურული დასვენებისა და აღმზრდელობითი მუშაობის ფორმა
 ეპიზოდური ღონისძიება, შემეცნების ერთ-ერთი საფეხური
 სამეცნიერო ცოდნის გავრცელების და იდეური აღზრდის ფორმა

3.ექსკურსიის ფუნქციები
ფუნქცია ლათინურიდან ითარგმნება როგორც შესრულება,
დანიშნულება, როლი. ექსკურსიის ფუნქციები განიხილება როგორც მისი
მთავარი თვისებები: მეცნიერული პროპაგანდის ფუნქცია, ინფორმაციის
ფუნქ, ინტერესთა ფორმირების ფუნქ, კულტურული დასვენების
ორგანიზაციის ფუნქ, და კულტურული თვალსაწიერის განვითარების
ფუნქცია.
მეცნ პროპაგანდის ფუნქცია
ექსკურსია პოლიტიკური, ფილოსოფიური, მეცნიერული და სხვა
შეხედულებების და იდეების გავრცელების საშუალებას იძლევა.
თითოეულ ექსკურსიას უნდა გააჩნდეს მკვეთრად გამოხატული იდეური
მიმართულება.
მეცნიერულობის პრინციპი - ექსკურსიის როგორც აღზრდის და
სწავლების ფორმის განსაკუთრებული ნიშანი, მისი ამოცანაა ხელი
შეუწყოს მეცნიერული ცოდნის გავრცელებას.
იდეურობის პრინციპი - იდეა დასახული მიზნის მისაღწევად მოქმედების
გამოკვეთილი გეგმაა. იდეურობის პრინციპი ნიშნავს ექსკურსიის
მომზადების პროცესში ფაქტიური მასალებისადმი ობიექტურ მიდგომას
და ექსკურსიამძღოლის მიერ ამ მასალების სრულფასოვნად გადაცემას
ექსკურსიის მონაწილეთათვის.
თეორიის კავშირი ცხოვრებასთან - ექსკურსიის მასალები, მისი შინაარსი
კავშირში უნდა იყოს ცხოვრებისეულ სინამდვილესთან.
ინფორმაციია ფუნქცია
თემის შესაბამისად ექსკურსია მოიცავს ინფორმაციას ცოდნის
კონკრეტული მიმართულების მიხედვით. ექსკურსიას სხვა
საინფორმაციო საშუალებებისგან განასხვავებს ის რომ ექსკურსიის
პროცესში ინფორმაციის მეტი ნაწილი საექსკურსიო ობიექტების
ჩვენებით მტკიცდება. ექსკურსიის ჩატარების საფუძველი არის წინასწარ
დამტკიცებული ტექსტი და არავითარი სხვა სახის ინფორმაცია.

კულტურული დასვენების ორგანიზაციული ფუნქცია


ექსკურსია საქმიანობის იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც
განისაზღვრება ტერმინით: სწავლება და თვითგანვითარება. ის
უზრუნველყოფს ადამიანის სულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას .
მე20 ს-ის ექსკურსიამცოდნეები მიდიან იმ აზრამდე რომ ექსკურსია არა
დასვენება, არამედ გონებრივი შრომაა, რომელიც დიდ ენერგიას
მოითხოვს.
კულტურული თვალსაწიერის განვითარების ფუნქცია
თითოეული ექსკურსია აფართოებს ადამიანის თვალსაწიერს. მისი
მონაწილეები იღებენ ცოდნას ხელოვნების, არქიტექტურის,
ლიტერატურისა და ეკონომიკის დარგში. ის ეხმარება ადამიანს
თეორიულად ნასწავლი დაინახოს ცხადში.
ადამიანის ინტერესთა ფორმირების ფუნქცია
ექსკურსიის ამოცანაა აუდიტორიას მიაწოდოს კონკრეტული
მიმართულების ცოდნა. და ამით ექსკურსია ბევრისთვის
თვითგანათლების მიღების საწყისი ეტაპი ხდება.მან შეიძლება ერთად
შეასრულოს რამდენიმე ფუნქცია. ეს დამოკიდებულია ჯგუფის წევრების
შემადგენლობაზე. იგი ინტერესთა ჩამოყალიბების ფუნქციას
წარმოადგენს მათთვის ვინც ირჩევს პროფესიას, ხოლო ტურსტებისთვის
სრულიად ახალი ინფორმაციის მიღების წყაროა.

4.ექსკურსიის ნიშნები
ამ ნიშნებად აღიქმება ის, რაც საგნებსა და მოვლენებს ერთმანეთს
ამსგავსებს ან განასხვავებს. აქ იგულისხმება ნიშნები, რომელთა გარეშე
საგნები მოვლენები ვერ იარსებებენ.
ექსკურსიას აქვს ორგანიზებისა და ჩატარების თავისებურებანი ,
რომელთა ნიშნები მიუთითებენ სხვა ფორმებთან მსგავსებას ან
განსხვავებას. ექსკურსიებისთვის საერთო ნიშნად ითვლება:
1. დრო მისი ხანგრძლივობის მიხედვით - 1 აკადემიური საათიდან 1
დღე-ღამის ჩათვლით.
2. ექსკურსიის მონაწილეთა არსებობა - ჯგუფური ან ინდივიდუალური
პირი.
3. ექსკურსიამძღოლის არსებობა
4. თვალსაჩინოება - საექსკურსიო ობიექტების დათვალიერება.
5. საექსკურსიო მარშრუტის წინასწარ მომზადება
6. განსაძღვრული თემის ქონა
7. მონაწილეთა აქტიური მოქმედება
მოცემული ნიშნებიდან რომელიმეს არარსებობის შემთხვევაში
ჩატარებულ ღონისძიებას ვერ დაერქმევა ექსკურსია. ის
ღონისძიებები რომელბიც აღინიშნება საერთო ტერმინით „გიდიზმი “
მოკლებულია ექსკურსიისათვის მახასიათებელ საერთო ნიშნებს და
წარმოადგენს ზერელე დათვალიერების პროცესს. სრულფასოვანი
ეწსკურსია და გიდიზმი ორი სხვადასხვა მცნებაა.

5. ექსკურსია, როგორც პედაგოგიური პროცესი

ექსკურსიამძღოლის საქმიანობაში მნიშვნელივანი ადგილი უჭირავს


პედაგოგიკას, როგორც მეცნიერებას ახალგაზრდა თაობის აღზრდის,
განათლებისა და სწავლების შესახებ. ექსკურსიამძღოლთან ურთიერთობა,
მისი რეკომენდაციები აღმზრდელობით ზემოქმედებას ახდენს ექსკურსიის
მონაწილეებზე.
საექკურსიო-პედაგოგიური პროცესი ეფუძნება დიდაქტიკურ პრინციპებს.
ეს პრიმციპებია: მეცნიერულობა, იდეურობა, ცხოვრებასთან კავშირი,
სისტემურობა, მისაწვდომობა და დარწმუნება.
თავისი ამოცანებითა და ზემიქმნედებით რიგითი თემატური ექსკურსიები
წარმოადგენენ პედაგოგიურ პროცესს და წარმოდეგენლია მასში 2 მხარე.
მასავლებელი-ექსკურსიამძღოლი და სწავლების მიმღები-ექსკურსიის
მონაწილენი.
ექსკურსიამძღოლის ამოცანაა საექსკურსიო ჯგუფს შეუქმნას აზრის
სიცხადისა და საჭირო განცდის ატმოსფერო. საექსკურსიო მასალა ისე უნდა
შეირჩეს და გამოიყენონ რომ ექსკურსიის მონაწილეებს განუვითარონ
შემეცნებითი და მაღალი მორალური თვისებები - სამშობლოსადმი
სიყვარული, სხვა ერებისდმი პატივსცემა და სხვა.
ექსკურსიამძღოლი ექკურსიის პროცესში იყენებს ცოდნის გადაცემის
ინდუქციურ და დედუქციურ პედაგოგიურ მეთოდებს. ინდუქციური
მეთოდის გამოყენებისას ექსკურსიამძღოლი გადაცემული მასალის
საფუძველზე განაზოგადებს ფაქტებს და გამოაქვს დასკვნები. აზრობრივად
მოძრაობს კერძოდან საერთოსკენ.
დედუქციური მეთოდის გამოყენებისას ექსკურსიამძღოლი მოძრაობს
საერთოდან კერძოსკენ და ახდენს თავდაპირველად წამოყენებული
თეზისის არგუმენტირებას.
ექსკურსიის ეფექტურობა დამოკიდებულია ექსკურსიამძღოლისა და
ესკურსიის მონაწილეთა აქტიურობაზე. ექსკურსიამძღოლებს ურჩევდნენ
ისეთნაირად ეჩვენებინათ საექსკურსიო ობიექტები რომ მონწილეებს მათზე
დაკვირვების დროს თავად გაეკეთებინათ მიღებული შთაბეჭდილებების
ანალიზი.
ექსკურსიამძღოლი ახორციელებს გამოკვეთილად 2 პედაგოგიურ ამოცანას:
დიდატიკურს - მონაწილეებს გადასცემს კონკრეტულ ცოდნას, და
აღმზრდელობითს - ახდენს მსოფლმხედველობის, სიტყვიერი ეთიკის და
ქცევის წესების ფორმირებს.
ექსკურსიამძღოლის საქმიანობისთვის დამახასიათებელია საქმიანობის 4
კომპონენტის არსებობა. ესენია: კონსტრუქციული, ორგანიზატორული,
კომუნიკაციური და შემეცნებითი ფორმები.
კონსტურციულ კომპონენტში იგულისხმებ საექსკურსიო მასალების
სწორად შერჩევის და გაფორმების უნარი.
ორგანიზატორული კომპონენტი ესაა ექსკურსიამძღოლის უნარი
უხელმძღვანელოს ჯგუფს და მიაწოდოს მას შესაფერისი ინფორმაცია.
კომუნიკაბელური კომპონენტი: ტურისტულ ჯგუფებთან, ავტობუსის
მძღოლებთან, ტუროპერატორებთან, ტურაგენტებთან და სხვებთან
საქმიანი ურთიერთობების დამყარების უნარი.
შემეცნებითი კომპონენტი ესაა ექსკურსიის შინაარსის, მისი ჩატარების
მეთოდიკის დ ტექნიკის გაუმჯობესების უნარი.
პედაგოგიური ტექნიკა ესაა ადამიანთა ურთიერთობის ხელოვნება. იგი
აუცილებელია საჭირო სტილისა და ტონის ასარჩევად, ადამიანთა
ყურადღების სამართავად.

6.შემეცნების ინდუციური და დედუქციური მეთოდი.


დაკვირვების წესი, მისი რიგითობა ატარებს ინდუქციურ ან დედუქციურ
ხასიათს. შემეცნების ეს მეთოდი იმავე მნიშვნელობისაა რაც ანალიზი და
სინთეზი.
ინდუქცია არის კერძო, ერთეულ შემთხვევაზე დაფუძნებული და იქედან
ამომავალი გონებრივი დასკვნა, გააზრება რომელიც ცალკეული
ფაქტებიდან საერთო განზოგადებამდე და დაკვნამდე მიდის.
დედუქცია განსჯის სწავლებაა, რომელიც მიემართება უფრომეტად
ზოგადიდან ნაკლებად ზოგადისკენ. შეცნობის ეს ორი მეთოდი გათიშლად
არ არსებობს, არამედ ისინი კავშირში არიან და ავსებენ ერთმანეთს.
ექსკურსის დროს აუდიტორიას მიეწოდება სისტემატიზებული
ინფორმაცია. ამ პროცესს აქვს პირდაპირი და უკუკავშირები. პირდაპირი
კავშირია როცა ექვსკურსიამძღ აუდიტორიას აჩვენებს საექსკურსიო
ობიექტს და მოუთხრობს მის შესახებ. მონაწილეთა მიერ მიწოდებული
ინფორმაციის აღქმა და ამ ინფორმაციისადმი თავინათი
დამოკიდებულების გამოხატვა კი უკუკავშირია. მთავარი როლი შემეცნების
პროცესში მეხსიერებას აკისრია. ის სხვადასხვა სახის არსებობს: ნებისმიერი
და არანებისმიერი, მოკლე და გრძელვადიანი, ასევე მოტორული,
ემოციური, სანიმუშო. ექსკურსიის პროცესში საექსკურსიო მასალის აღქმა
დაკავშირებულია მხედველობით და სმენით მეხსიერებასთან. წარმატებით
დამახსოვრებას ხელს უწყობს ექსკრსიამძღოლის მიზანდასახულობა. და
მნიშვნელოვანია რომ მონაწილეთა აღქმული ინფორმაცია გაერთიანდეს და
ერთ სისტემაში მოვიდეს.
დიდი მნიშ ენიჭება ყურადღების ფენომენს. იმისთის რომ ადამიანის
ყურადღება მივმართოთ განსაზღვრულ ობიექტისადმი აუცილებელია
შეგვეძლოს მისი მართვა. არსებობს 3 სახის ყურადღება: შეზღუდული,
თვითნებური და აქტიური. შეზღუდულს ახასიათებს პასიურობა.
თვითნებურს - აქტიურობა და მოითხოვს ადამიანისგან ძალების დაძაბვას.
აქტიური სახის ყურადღებისთვის საჭიროა ექსკურსიის მონაწილეთა
დაინტერესება.
ექსკურსიამძღ წარმართავს ექსკურსიის მონაწილეთა ყურადღებას. მაგ:
საუბრის დროს გაკეთებული პაუზა აიძულებს ექსკურსიის მონაწილეებს
იყვნენ უფრო ყურადღებით და მათი მზერა გადადის ექსკურსიამძღოლზე.
ფსიქოლოგიის კანონების ცოდნა ექსკურსიამძღოლს აძლევს საშუალებას
ჯგუფი იყოლიოს თავისი გავლენის ქვეშ და ეფექტური ზემოქმედება
მოახდინოს მონაწილეთა გრძნობებზე.
წამოსახვა ეკსკურსიის დროს
ექსკურსიის დროს მნიშ როლს ასრულებს წარმოსახვა. მსმენელს
შესაძლებლობას აძლევს აზრობრივად წარმოიდგინოს ის რის შსახებაც
მოუთხრობს ექსკურსიამზღოლი. საექსკურსიო პრაქტიკაში წარმოსახვა
განიხილება როგორც პროცესი, რომელშიც წარმოიქმნება აზრობრივი
სიტუაციები.
ექსკურსიამძღოლის მიმართ ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა შეეძლოს
იაზროვნოს მხატვრულად, განვითარებული ჰქონდეს წარმოსახვის უნარი.
რათა შემდგომ ისე აღწეროს სხვაგან გადატანილი ან დაკარგული ძეგლი,
რომ მსმენელმა დაიწყოს ობიექტის დახატვა თავის გონებაში.
წარმოსახვა ყურადღების მსგავსად არის ნებისმიერი და არანებისმიერი,
წარმოქმნითი და შემოქმედებითი, აქტიური და პასიური. წარმოქმნითი
ყურადღება ეფუძნება საგნის სიტყვიერ აღწერას. შემოქმედებითი
წარმოსახვის მეშვეობით შესაძლებელია მოვლენების აღქმა.
7.ლოგიკის პრაქტიკული გამოყენაბა ექსკურსიის მსვლელობისას
ექსკურსიამძღოლი იყენებს ლოგიკას რათა თავისი ფართო ცოდნა გასაგები
და განსაზღვრული ფორმით აუდიტორიამდე დაიყვანოს. ნებისმიერი
ექსკურსიის შინაარსი უნდა აიგოს ლოგიკის მოთხოვნების საფუძველზე.
ხოლო ლოგიკის კანონები უნდა აისახოს ექსკურსიამძღოლის თხრობაში,
საესკურსიო ანალიში. ლოგიკური კნონების რიცხვს მიეკუთვნება:
ჩამოყალიბებულობა, ურთიერთწინააღმდეგობრიობა, თანმიმდევრობა,
დაფუძნებულობა.
ექსკურსის შექმნის პროცესში ექსკურსიამძღოლებმა უნდა
გაითვალისწინონ აზროვნების ძირითადი კანონების მოქმედება: იგივეობა,
წინააღმდეგობრიობა, გამორიცხული მესამე და საკმარისი საფუძვლიანობა.
იგიევობის კანონი - ის გამოხატულებას პოულობს ექსკურსიამძღოლის
თხრობის პროცესში, რომელიმე ობიექტის შესახებ.
წინააღმდეგობრიობის კანონი - ის მოითხოვს ობიექტის შესახებ საუბრის
დროს არ განიხილებოდეს რაღაც განსხვავებულად იმ შინაარსისაგან, რაც
სინამდვილეშია. ანუ ექსკურსიამძღოლის საუბარში რომელიმე აზრმა არ
უნდა შეიცვალოს თავისი შინაარსი ექსკურსიის პროცესში.
მესამეს გამორიცხვის კანონი მიუთითებს რომ რაიმეს მტკიცებულებას და
უარყოფას შორის არ შეიძლება იყოს მესამე.
საკმარისი საფუძვლიანობის კანონი მოითხოვს რომ ყოველი აზრი იყოს
დასაბუთებული, რომ ის ჩაითვალოს ჭეშმარიტად.
ექსკურსიის დროს ლოგიკის მოთხოვნათა შესრულებას გააჩნია თავისი
თავისებურებანი. მთავარია რომ სიტყვიერად გადმოცემული თეზისებისა
და დებულებების არგუმენტირება ხდებოდეს საჩვენებელი ობიექტების
ანალიზის საფუძველზე.
თითოეულ ექსკურსიას გააჩნია თავისი ლოგიკური გადასვლა. ლოგიკური
გადასვლის თავისებურება ისაა, რომ იგი ექსკურსიის საჩვენებელი
ნაწილისა და თხობის პროცესის მთავარი დამაკავშირებელია გარემოსთან.
ლოგიკის კანონების ფლობა ეხმარება ექსკურსიამძღოლს სხვადასხვ
ამოცანის გადაწყვეტაში, რომელიც თავს იჩენს ექსკურსიის მსვლელობისას.
ესაა: დამაჯერებლობის ფაქტორის მიღწევა მასალის გადმოცემის დროს,
აზრებს შორის კავშირის აუცილებლობა, მსმენელთა მიერ მასალების
შეცნობა და დამახსოვრება.

8.ექსკურსიების კლასიფიკაცია
დღეისთვის ექსკურსიები კლასიფიცირდება შემდეგნაირად: შინაარსის,
მონაწილეთა რაოდენობისა და შემადგენლობის, ჩატარების ადგილის,
გადაადგილების, ხანგრძლივობისა და ჩატარების ფორმის მიხედვით.
თითოეულ ამ ჯგუფს აქვს მისთვის დამახასიათებელი კომპონენტები,
თავისებურებები.
შინაარსის მიხედვით ექსკურსიები შეიძლება იყოს მიმოხილვითი და
თემატური.
მიმოხილვითი ექსკურსიები მრავალთემიანია. ასეთ ექსკურსიებში
გამოიყენება ისტორიული და თანამედროვე მასალები. ის იძლევა საერთო
წარმოდგენას ქალაქზე, მხარეზე, სახელმწიფოზე მთლიანად. ის
ისტორიული განვითარების თავისებურებებით არის ნაკარნახევი.
თემატური ექსკურსია ეძღვნება ერთი თემის გაშუქებას. თუ ის
ისტორიული ექსკურსიაა მაშინ მის საფუძველში შეიძლება ჩაიდოს ერთი
თემით გაერთიანებული ერთი ან რამდენიმე მოვლენა. ის კიდევ თავის
მხრივ იყოფა ისტორიულ, საწარმოო, ლიტერატურულ, არქიტექტურულ და
სხვა სახებად.
შემადგენლობისა და რაოდენობის მიხედვით იყოფა: ინდივიდუალური,
ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ჩამოსული ტურისტებისთვის,
უფროსებისა და მოსწავლეებისთვის.
ჩატარების ადგილის მიხედვით: ქალაქის, ქალაქგარეთა, საწარმოო,
სამუზეუმო, კომპლექსური.
გადაადგილების საშუალებების მიხედვით: ქვეითი და სხვადასხვა სახის
ტრანსპორტის გამოყენებით. სატრანსპორტო ექსკურსიები ძირითადად
მიმდინარეობს ავტობუსების გამოყენებით. ასევე შეიძლება გამოყენებული
იქნას ტროლეიბუსი, ტრამვაი, მდინარისა და ზღვის გემები,
შვეულმფრენები.
ექსკურსიის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს ერთი აკადემიური
საათიდან(45წთ) ერთ დღე-ღამემდე.
ჩატარების ფორმის მიხედვით იყოფა:
მასიური ხასიათის ექსკურიები, რომლის დროსაც გადაადგილდებიან
ერთდროულად 10-12 ავტობუსით.
ექსკურსია-გასეირნება, რომელშიც შერწყმულია შეცნობის ელემენტები და
დასვენება.
ექსკურსია-ლექცია, რომელშიც საუბარი ჭარბობს ჩვენებას.
ექსკურსია-კონცერტი ეძღვნება მუსიკალურ თემას.
ექსკურსია შეიძლება გავიხილოთ როგორც სასწავლო-სამუშაო ფორმა და
შეიძლება იყოს: ექსკურსია-კონსულტაცია, ექსკურსია-დემონსტრაცია,
ექსკურსია-გაკვეთილი, სარეკლამო-ექსკუ და სხვა.

9.ჩვენება ექსკურსიის მსვლელობისას


ჩვენება თვალსაჩინოების პრინციპის რეალიზაციის პროცესია. ექსკურსიის
დროს ჩენება არის ფართოსპექტრიანი პროცესია რომლის დროსაც ჩვენ
ვიღებთ ინფორმაციას საჩვენებელი ობიექტებიდან. და ასევე
კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით ობიექტების დათვალიერება,
რომელიც გულისხმობს ობიექტების გაანალიზებას და ექსკურსიის
მონაწილეთა აქტიურ დამოუკიდებელ მუშაობას. ის საშუალებას გვაძლევს
რეალურად დავინახოთ დასათვალიერებელი ობიექტის ესა თუ ის თვისება,
რომელიც არ ჩანს პირველადი შეთვალიერების დროს.
ჩვენება წარმოიშვება ადამიანის ისეთი ქმედებისგან, როგორიცაა მზერა და
დათვალიერება. თუ ამ დროს არავინ არ აკეთებს დემონსტრირებას, ამ
შემთხვევაში წარმოიშვება პასიური აღქმის მომენტი.
განსხვავება დათვალიერებასა და ჩვენებას შორის: დათვალიერებისას
ადამიანი აღიქვამს მხოლოდ ძეგლის გარეგნულ მხარეს. ხოლო ჩვენების
დროს ის ხედავს არამხოლოდ ძეგლს, არამედ ექსკურსიამძღოლის
მეშვეობით განასახვავებს ძეგლის სხვადასხვა ხარეებს ერთმანეთისგან და
აანალიზებს მას.
არსებობს ობიექტების სიუჟეტური და არასიუჟეტური ჩვენება. ექსკურსიის
დროს ნებისმიერ სიუჟეტურ ჩვენებას თავისი მოქმედი პირი ჰყავს.
სიუჟეტური ჩვენება აცოცხლებს და ხალისს აძლევს ექსკურსიას,
ააქტიურებს მის მონაწიილებს. ისინი უკეთ იმახსოვრებენ ძეგლებს,
ითვისებენ მოვლენათა არსს.
ჩვენების ამოცანა შემდეგია:
 ვაჩვენოთ ექსკურსიის მონაწილეთა წინ განლაგებული ობიექტი.
 ვაჩვენოთ ის ობიექტები რომლებიც უკვე არ არსებობს.
 ვაჩვენოთ ისტორიული მოვლენა, რომელიც მოცემულ ადგილზე
მოხდა.
 ვაჩვენოთ ისტორიული მოვლენა, რომელიც მოცემულ ადგილზე
მოხდა.
 ვაჩვენოთ ობიექტი იმნაირად, როგორც იგი აღწერილი მოვლენების
დროს გამოიყურებოდა.
ჩვენების საფეხურებია:
1. ექსკურსიის მონაწილეთა საერთო მზერის მიმართვა ობიექტებისადმი
2. გრძელდება ძეგლების უფრო დეტალური დათვალიერება
3. ძეგლის დახასიათების შემდეგ მიმდინარეობს მეორადი
დათვალიერება, მისი ცალკეული ნაწილების და დეტალების აღქმა-
გათავისება
4. მაყურებლები დამოუკიდებლად ათვალიერებენ ძეგლს.
5. დანახულის განზოგადება ექსკურსიამძღოლთან ერთად. დაკსვნების
გაკეთება მოსმენის შემდეგ
6. ობიექტის დასკვნითი დათვალიერება.

You might also like