You are on page 1of 4

1.

რა ფუნქციას ატარებს ეს
გადაცემა?
გადაცემა ატარებს:ინფორმაციულ, სასწავლო,
კულტურულ-საგანმანათლებლო და
რეკრეაციულ ფუნქციას.

2.რომელი ძირითადი
ფაქტორები განაპირობებს
ფუნქციის შესრულებას ან
პირიქით?
მთხრობელი გადმოგვცემს გარკვეული სახის
ინფორმაციას, რაც ინფორმაციულ ფუნქციაზე
უსვამს ხაზს. ის გვაძლევს ცოდნას
რუსთველის სამყაროს შესახებ, რაც
განაპირობებს მის სასწავლო ფუნქციას.
ვინაიდან, ვეფხისტყაოსანი ჩვენი ქვეყნის
კულტურული ძეგლია, შესაბამისად, მისი
განხილვით გადაცემა ასრულებს
კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციას.
რაც შეეხება რეკრეაციულ ფუნქციას, ვფიქრობ,
გადაცემის შემმადგენელი ანიმაციური და
ილუსტრირებული ჩართვები ხელს გვიწყობს
განტვირთვაში. ასევე, გადაცემა არ არის
დამღლელი და მოსაწყენი.

3.რამდენად სწორად იყო


აღებული თემა?
გამომდინარე იქედან, რომ რუსთაველი და
მისი ნაშრომი „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი ქვეყნის
საგანძურია, ვფიქრობ, თემა სწორად არის
შერჩეული. საუბარია ისეთ საკითხებზე,
რომელიც არა თუ ყოველდღიური ან
ყოველთვიური განხილვის, არამედ
ყოველწლიური განხილვის საგანიც კი არ
არის.
4.რამდენად
ფოკუსირებულია თემა?
მთხრობელი, ძირითადად, საუბრობს თემის
ირგვლივ და ცდილობს ჩაშალოს და
განმარტოს მისი ყოველი ნათქვამი, თუმცა
ზოგჯერ, განმარტების დროს, იმდენად შორს
მიდის და ისეთი მაგალითები მოჰყავს, რის
გარეშეც გასაგები იქნებოდა თემის ახსნა.
(ვეფხისტყაოსანის ახსნიშ შემდეგ რომ ამბობს
ადრე ვეფხი კოპლებიანი იყოო და მერე რომ
ცხედარზე ამბობს ადრე საწოლს ერქვაო)

5.გვრჩება თუ არა
კითხვები? დაგვღალა?
კითხვები არ დამიტოვა.რაც შეეხება დაღლას,
ჩემთვის დამღლელი არ იყო.

6.არის თუ არა
კულტურულ-
საგანმანათლებლო
ფუნქცია?
ჩემი აზრით, კი.

You might also like