You are on page 1of 30

მიმოხილვა, როგორც პუბლიცისტური ჟანრი, თანმედროვე

პრესას ტრადიციით უანდერძა XIX საუკუნის

დემოკრატიულმა ჟურნალ-

გაზეთებმა. მას როგორც სინამდვილის ასახვის მოქნილ

ჟანრს, ხშირად

იყენებდნენ და მისი პუბლიცისტური ნიშნების შესახებ

საყურადღებო მოსაზრებას გამოთქვამდნენ ქართველი

პუბლიცისტები.
მიმოხილ
ვა обзор

ქართული ტერმინი „მიმოხილვა“ შესატყვისია რუსული

„ობოზრენიესი“ და „ობზორისა“. რუსულ ჟურნალ-გაზეთებში

ერთიც იხმარება და მეორეც. „მიმოხილვა“ სრულად

გადმოგვცემს ფაქტების შეკრებისა და მათი

ურთიერთთანაფარდობაში განხილვის საერთო ხასიათს. რუსულ

ლიტერატურაში პრესის მიმოხილვა, ლიტერატურის მიმოხილვა

იწოდება „ობზორად“, დანარჩენ შემთხვევაში იხმარება

„ობოზრენიე“.
ჟურნალისტურ პრაქტიკაში მრავალ პუბლიცისტურ ნაწარმოებს
ჰქვია მიმოხილვა, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან
როგორც ფორმისა და შინაარსის, ისე კომპოზიციის მხრიდაც.
ამ ნაწარმოებებს სხვადასხვა პერიოდის ჟურნალ-გაზეთების
რედაქციებმა ახალი მიზნები და ამოცანები დაუსახეს და
თავიანთ ფურცლებზე დაამკვიდრეს, როგორც გაზეთის ან
ჟურნალის ერთ-ერთი ძირითადი ჟანრი. მიმოხილვა ერთ-ერთი
წამყვანი ჟანრი იყო ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.
მ.ჯავახიშვილი გაზეთ „საქართველოს“ განყოფილებაში „ომის
დღიური“ ხშირად წერდა მიმოხილვებს. ერთ-ერთ მიმოხილვაში იგი
ყურადღებას ამახვილებს რუსეთ-გერმანიის ფრონტის ამბებზე.
პუბლიცისტი წერს „კოვნო-ლიბავის ხაზზე შესამჩნევი ცვლილება არ
მომხდარა, თუმცა ბრძოლა არ ჩანელებულა. ბუგო-ნარევის ხაზზე
დემონსტრატიული შეტევა გათავდა და კლავ, რა თქმა უნდა,მცირე
ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.“ შემდეგ იგი გალიციაში გამწვავებული
ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს დაარსებით მხარეებზე ამახვილებს
ყურადღებას. უყურადღებოდ არ რჩება ცალკეული შეჯახებანი „...
რუსის ჯარს მტერი მოუგერიებია, თვითონ მიუტანია იერიში და ორ
დღეში ცხრა ათასამდე ტყვე წამოუყვანიათ“
მ. ჯავახიშვილი ცდილობს მიუკერძოებული იყოს.
კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შექმნას
შთაბეჭდილება. ცალკეული შეჯახებანი განხილული აქვს
როგორც დიდი გეგმის ნაწილი. ამ გზით მკითხველს
თვალსაწიერი უფართოვდება და თვითაღმოჩენისთვისაც
ეხსნება გზები.
მიხეილ ჯავახიშვილის მიმოხილვები ხასიათდება
სიზუსტითა და აკადემიურობით. არ გვხვდება შეუსაბამო
ემოციური გაელვებანი.
შინაურ მიმოხილვებს ფართოდ იყენებდნენ „საქართველოს
მოამბის“, „ცისკრის“, „მნათობის“ რედაქციები.

ილია ჭავჭავაძემ კი ამ ჟანრს ჟურნალ „ივერიაში“ ახალი გაგება


მისცა და კლასიკურ სიმაღლეზე აიყვანა. მიმოხილვისათვის
დამახასიათებელი იყო ფაქტის ან მოვლენის გამოკვეთა, მისი
არსისა და სპეციფიკის დადგენა, ფაქტებისა და მოვლენების
საზოგადოებრივი თვალსაზრისით კლასიფიკაცია, ტენდენციის
გამოვლენა.
შინაური მიმოხილვისათვის ნიშანდობლივი იყო პოლემიკური
ტონი, აზრის მკაფიობა, მოვლენის ანალიზი და დამაჯერებელი
შეფასება, ლოგიკურ არგუმენტაციასთან და მსჯელობასთან
შერწყმული მხატვრული სურათი, მხატვრული თქმები.
„ივერიაში“ მიმოხილვა ერთ-ერთ მებრძოლ და საპატიო
ჟანრად იყო მიჩნეული და პუბლიცისტები მას ხშირად
იყენებდნენ.
შინაური მიმოხილვა

ჯერ კიდევ 1879 წელს დაწერილ „შინაურ მიმოხილვაში” ილია


საუბრობს ქართული ენის სავალალო მდგომარეობაზე, როცა
ქართულად საუბარი ეთაკილება ე.წ. „მაღალ საზოგადოებას”,
რომელიც ამართლებს მოსწრებულად დამოწმებულ ანდაზას:
„თევზი თავიდან აყროლდებაო”. ილიას თანამეროვე ქართული
საზოგადოების ლპობაც ზედაფენიდან არის დაწყებული. სწორედ
ასეთი სულიერი კრიზისის დროს ქართული მუდმივი დასის,
ილიას სიტყვით „სამუდამო სცენის” დაარსება, ცის ნამივით იყო
დამჭკნარი ყვავილისათვის ანუ თავგამომხმარი ქართული
მეობისათვის.
ილიას აზრით, თეატრს ერის ცხოვრებაში უმთავრესი
ფუნქცია აკისრია. თეატრი კულტურულ-საგანმანათლებლო
დაწესებულებაა, თავშეყრისა და შთაბეჭდილებათა მიღება-
გაცემის ადგილია, სადაც შესაძლებელი იქნება მშობლიური,
შეჭირვებული ენის გადარჩენაც. თეატრი ის ადგილია,„საცა
ჩვენის ენით ვილხენთ, ჩვენის ენით ვინაღვლებთ, ჩვენის ენის
მოწყალებით გავიტარებთ თვალ-წინ ჩვენს ცხოვრებასა და
მთელის მისის ჭკუისა და გულის მონაგარითა”.
ილია მიმოიხილავს თეატრის მდგომარეობას და წერს, უნდა
იყოს
შემეცნებით-გასართობი დაწესებულება, რომელიც არ
უნდა
გადაიქცეს „გულგარყვნილობის მოედნად”, სადაც
ილია ჯანსაღ და აუცილებელ ულტიმატუმს უყენებს თეატრს,
რომელიც სკოლასთან არის გაიგივებული. მართლაც, თუ
სკოლა მოზარდს გონებრივ საზრდოს აწვდის, თეატრიდან
იღებს სულიერ საპოხს, რომლითაც ადამიანი ხდება იმაზე
უკეთესი, ვიდრე ის თუნდაც თეატრში შესვლამდე იყო.ერის
ცხოვრებაში თეატრის აღდგენა ახალი სიტყვა იყო იმ დროს,
როცა ეროვნული ცნობიერების გაღვიძების ნაკლები
საშუალება არსებობდა, თუ არ ჩავთვლით იმ ჟურნალ-
გაზეთებს, რომლებსაც ისევ ილია და მისი თანამოკლამეები
დირიჟორობდნენ.
ამიტომაც არის ილია ასე პედანტურად მომთხოვნი ერის
კეთილდღეობისათვის წამოწყებული ყველა ინიციატივისადმი,
მათ შორის თეატრისადმი, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ,
წარმმართველ როლს უნდა ასრულებდეს და თუ ამას ვერ
შეძლებს და „მიკიტანხანად გადაიქცევა, მაშინ სჯობს წაწყმდეს,
ვიდრე სუფევდეს”. არადა, ილიას ეიმედება, რომ ქართული
თეატრი გაძლიერდება და ფრთებსაც გაშლის, რამეთუ მუდმივ
დასს იმ დროისათვის მედროშედ ისეთი პიროვნება მოევლინა,
როგორიც დიმიტრი ყიფიანი იყო. ერის მამას აქაც არ უმტყუნა
ალღომ.
XIX საუკუნეში მიმოხილვას ძირითადად ჟურნალები

მიმოხილა
იყენებდნენ, ამიტომ მათ უმთავრესად პერიოდული,
ჟურნალური (ყოვეთვიური, სამთვიური, ექვსთვიური,
ყოველწლიური) ხასიათი ჰქონდათ. საუკუნის ბოლო
მეოთხედში საგაზეთო საქმიანობის სწრაფ
განვითარეასთან დაკავშირებით მიმოხილა დამკვიდრდა
გაზეთის ფურცლებზე. რადგანაც აუცილებელი გახდა
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტებისა
და მოვლენების ყოველდღიური და ყოველკვირეული
მიმოხილვა
ამბები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის
გარეთ.
ჟურნალი მოკლებული იყო შესაძლებლობას ოპერატიულად

გაეშუქებინა ყველაფერი, რაც საზოგადოებას აინტერესებდა.

ამიტომ რედაქცია მკითხველს მიმოხილვის სახით აწვდიდა

კვირის ან თვის განმავლობაში საზოგადოების ცხოვრებაში

მომხდარ ამბებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის

გარეთ.
ნიკო ავალიშვილი შინაურ მიმოხილვაში საუბრობს საზოგადოებისა
და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. იგი ცდილობს აჩვენოს
სინამდვილის ნათელი, ფართო და გააზრებული სურათი. წარმოაჩინოს
ცხოვრება დროის გარკვეულ მონაკვეთში, მისი ყოველნაირი
გამოვლინებით და ახსნას ამ გამოვლინების სოციალური არსი.

„საზოგადო საქმეს დახმარება უნდა, საზოგადო საჭიროებას –


დაკმაყოფილება, საზოგადო სარგებლობას – მიღწევა – ვღაღადებთ
დღე-მუდამ და ისე გავარჯიშებული გვაქს ეს სიტყვები, რომ მსმენელს
ეგონება, თითქოს ჩვენი დროის ერთი წამიც არა გვაქვს მომცდარი
სხვა რამე კერძოობითს და ან ამგვარ უკადრისს საქმეზე.“ - წერს
პუბლიცისტი
შინაური
მიმოხილვა
ნიკო ავალიშვილს უამრავი ფაქტობრივი მასალა აქვს
გამოყენებული. იგი ერთმანეთს უპირისპირებს ადამიანებს და
გვეუბნება რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ
„ჩვენში საზოგადოობრივი ნიშანიც არ არის, რომ ჩვენ ყველანი
თითქმის საკუთარი დღიური ცხოვრებითა ვცხოვრობთ, არა
გვაქვს მომავალი ცხოვრებისათვის ზრუნვა, არა გვაქვს
ერთმანერთის დაკითხვა და დახმარება ცხოვრებაში, რაც
საკუთრად მე არა მჭირდება, იმისთვის თავს არ ვიხეთქავ
თუნდა ათას ჩემისთანას სჭირდებოდეს“
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისათვის
მიმოხილვები პერიოდულად ქვეყნდება გაზეთების
„ივერიისა“ და
„კვალის“ ფურცლებზე

გაზეთ „კვალში“ სისტემატურად იბეჭდებოდა მიმოხილვები,


რომელთა პერიოდულობა ყოველკვერეული იყო. რუბრიკებში
„კვირიდან კვირამდე“, „სწორიდან სწორამდე“, „შინაური
მიმოხილვა“ განიხილებოდა საშინაო პოლიტიკისა და
საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო პრობლემები.
მიმოხილვის თავისებურება

მიმოხილვის თავისებურება ის არის, რომ მასში ხელახლა

აისახება ადრე შეტყობინებული ფაქტი, რომელიც მოხდა


დროის გარკვეულ მონაკვეთში გაცილებით ადრე, ვიდრე
ისინი მიმოხილვაში მოიყრიდნენ თავს. ეს ფაქტები
იძენენ ზემოქმედების ახალ ძალას და არ წაროადგენენ
ძველის უბრალო გამეორებას, არამედ შექმნილია მათი
ახლებურად გაგების სიტუაცია.
ადრე მომხდარი ფაქტებისა და მოვლენების ამგვარი გამეორება

მიმოხილვაში იმით არის გამოწვეული, რომ მართალია

მკითხველმა ამ ფაქტის შესახებ ადრე შეიტყო, მაგრამ ეს

მასალა იმდენად ფართო, ვრცელი და მრავალრიცხოვანია, რომ

მკითხველს უჭირს ამ სიმრავლეში მნიშვნელოვანი ფაქტებისა

და მოვლენების ცალ-ცალკე, დარგობრივი აღქმა მიმოხილვის

საშუალებით ხდება ცალკეული, ადრე შეტყობინებული

მასალებით მკითხველისათვის ერთობლივი ცხოვრებისეული

სურათის ხელახლა, ახლებურად, თანამედროვე მომენტთან

დაკავშირებული ჩამოყალიბება
მიმოხილვაში თავმოყრილი, შეჯერებული ფაქტების თანამედროვეოის
თვალსაზრისით შეფასება, ავტორის აზრი და მათთან დამოკიდებულება,
მისი აქტუალობა და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, არის მიმოხილვის
ერთ-ერთი თავისებურება. მიმოხილვაზე მუშაობა მოითხოვს არა მარტო
მიმომხილველის მაღალ პულიცისტურ ოსტატობას, არამედ პოლიტიკურ
ალღოს, საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების ობიექტური
კანონების ცოდნას.

მიმოხილვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისიც არის, რომ


პუბლიცისტის ჩანაფიქრი, ნააზრევი და იდეა დაკავშირებულია ფაქტების
სიმრავლეში. შემოქმედებით პროცესში ეს ფაქტები გადაიქცევიან
პუბლიკაციის ხერხემლად, ერთადერთ საფუძვლად, მის ცენტრად და
მიკთხველზე ზემოქმედების საშუალებად
ცხოვრების ტიპიური ფაქტები პუბლიცისტური ნაწარმოების
საფუძველია. ეს გულიხმობს სინამდვილიდან , ცხოვრებიდან
არებულ ფაქტებს.

მიმოხილვისთვის შერჩეული და წარმოდგენილი ტიპიური


ფქტები, ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან, მაგრამ
ერთმნეთისაგან განყენებული არ არიან. ისინი ერთ მთლიან
ჯაჭვს წარმოადგენენ, გარკვეული პრობლემების ერთობლიობას.
მიმოხილვის თითოეული ფაქტი მტავარი ტემის შემადგენელი
ნაწილია. დატვირტვის მინიჭება და გარკვეული ფუნქციის
დაკისრება მიმოხილვის ჯანრობრივი ფორმის არსს შეადგენს.
შევადაროთ მიმოხილვა სხვა
ჟანრებს
რეპორტაჟი დაწერილია თვითმხილველის მიერ, ნარკვევი - ადამიანთა
ხასიათების ისტორიაა, შენიშვნა ფაქტსა თუ მოვლენას გვატყობიებს,
სტატიისათვის დამახასიათებელია პრობლემის დაყენება. მიმოხილვა
თანამედროვეობის ღირსშესანიშნავ და საჭირბოროტო ფაქტებსა და
მოვლენებს წარმოადგენს მთლიანობაში და ამით ქმნის საზოგადოებრივი
ცხოვრების ფარტო ხედს.

მიმოხილვისათვის დამახასიათებელია პუბლიცისტური და მეცნიერული


კლევის სიღრმე, საგანგებოს შერჩეული ფაქტების შეჯერება. აქ
შეიძლება ერთად იყოს წარმოდგენილი მეცნიერული, პოლიტიკური და
იდეოლოგიური მომენტები და თითოეული მათგანი გაძლიერდეს
ემოციური ნაკადით.
მიმოხილვაში განსკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს
კომენტარს. შეიძლება ითქვს რომ უკომენტაროდ იგი
მოკლებული იქნებოდა პუბლიცისტურ ქმედითობას. კომენტარი
გაპირობებულია თვით საკომენტარო ფაქტის ხასიათით, მატი
წინასწარი გააზრებით. იგი მიმოხილვის ორგანული ნაწილია,
თუმცა მის ყოველ ნაწილს არ ახლავს. არც ერთ ჟანრში ისეთი
დატვირთვით არ არის წარმოდგენილი კომენტარი, როგორც
მიმოხილვაში. კომენტარი უკეთდება არა მთელ ნაწარმოებს,
არამედ მასში წარმოდგენილ ცალკეულ ფაქტებსა და
მოვლენებს. კომენტარის მიზანია რომ მკითხველს სწორი
წარმოდგენა მიეცეს განხილული ფაქტების საზოგადოებრივ-
პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.
ინფორმაციული,ანალიტიკური,მხატვრულ-
პუბლიცისტური

მიმოხილვა ფორმის მიხედვით არის ინფორმაციული (ქრონიკის


და ანგარიშის მაგვარი), ანალიტიკური (დამახასიათებელია
კორესპონდეციისა და სტატიის ნიშნები: ანალიზი, შეფასება,
კომენტარი, მსჯელობა, ლოგიური განვითარება), მხატვრულ-
პუბლიცისტური (ნარკვევისებური, ჩანახატისებური,
ფელეტoნისებური, პამფლეტისებური)

ზოგი მკვლევარი ცალკე ჟანრად გამოყოფს პრესის მიმოხილვას


პრესის მიმოხილვა მაშინ გაჩნდა, როცა მხოლოდ გაზეთი და
ჟურნალი არსებობდა. დღეს ეს ტერმინი მოიცავს არა მარტო
პრესას, არამედ რადიოს, ტელევიზიას, ინტერნეტს, რომელიც
საზოგადოებას ახალ ამბავს გადასცემს.

პრესის მიმოხივას საბჭოთა ხელისუფლება პრესის


ორგანოებისადმი პარტიული ხელმძღვანელობის ფორმად
განიხილავდა. მიმოხილვის უფლება ვრცელდებოდა ზემოდან
ქვემოთ და არავითარ შემთხვევაში პირუკუ. ეს ნიშნავდა, რომ გაზეტ
„კომუნისტს“ უფლება ჰქონდა მიმოეხილა საქალაქო და რაიონული
გაზეთები. ხოლო მათ არ შეეძლოთ „კომუნისტის“ მიმოხილვა.
დღევანდელი ქართული პრესა სამარშუტო ტენდერში
გამარჯვებულ მონოპოლისტთა სქემას შიფრავს.
რეზონანსის „მთელი კვირა” აქვეყნებს სტატიას სათაურით- „რა
აკავშირებთ გიგი უგულავას და ბიზნესმენ შარანგიებს თბილისის
სამარშუტო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან”. როგორც
გამოცემა იუწყება, უგულავას მიერ ჩატარებული სამარშუტო
ტენდერის გამარჯვებული კომპანიები „ჯიემსი ჯგუფის”
მეწილეები და აღნიშნულ კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე
დასაქმებული ადამიანები არიან.
„კვირის პალიტრა” მკითხველს დემურ გიორხელიძესთან
ინტერვიუს სთავაზობს, სადაც ის სამარშუტო მძღლოების
გაფიცვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “თუ ამ ხალხის
აზრი და გასაჭირი უყურადღებოდ დარჩება, ეს შეიძლება სხვა
ფორმებში გადაიზარდოს, თუმცა იქვე დასძენს რომ მასობრივ
სოციალურ უკმაყოფილებაში ამ ამბების გადაზრდა შეუძლებლად
მიჩნია”. ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით გიორხელიძე
აცხადებს, რომ მთელი საიდუმლო ისაა, რომ ჩინოვნიკები ფულს
იღებენ რაღაც სამსახურის საფასურად. ის რომ ეს ფული
ბიუჯეტში ვერ ხვდება, სახელმწიფოს პრობლემაა და არა
მოქალაქეების.
გაზეთი „კვირის ქრონიკა” აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით-
„დიდი დაპირისპირება ნაციონალებში”. გამოცემის თანახმად,
გარემოს დაცვის სამინისტოს რეორგანიზაციამ ნაციონალებს
შორის დაპირისპირება გამოიწვია. ავტორი სანდო წყაროზე
დაყდრნობით აღნიშნავს, რომ სამინისტროს რეორგანიზაციის
პროცესის განხილვისას აკაკი ბობოხიძეს გოგა ხაჩიძე დაუცავს
და ნიკა გილაური გაუკრიტიკებია, მეტიც, თანამდებობისთვის
შეუფერებლად

მოუხსენიებია.
საერთო და თემატური
მიმოხილვა

შინაარსის მიხედვით გამოყოფენ საერთო და თემატურ მიმოხილვას.

ასახვის საგნის მიხედვით ლიტერატურული მიმოხილვა, წიგნის

მიმოხილვა, პრესის მიმოხილვა და სხვ. მიმომხილველმა შეიძლება

მიმოიხილოს მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიური, სამეურნეო ან

კულტურული ცხოვრების რომელიმე უბანი. თითოეული მათგანი

შეიძლება უფრო დაკონკრეტდეს და მიეძღნას თეატრალურ,

სპორტულ ცხოვრებას.
„რეალობის ნატიფი გრძნობით, ანუ თეატრალური ამბავი...„უკვე

მერვე წელია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

სათეატრო საზოგადოებაში წლის მთავარ მოვლენად იქცა...

უკვე მერვე წელია თეატრის მოყვარულები ელოდებიან

შემოდგომის დადგომას, რომელიც ახალ სათეატრო სეზონს

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალით ხსნის...

უკვე მერვე წელია დედაქალაქში იკრიბება ქართული თეატრალური

დასები და შეძენილ გამოცდილებას, შეკრებილ მაყურებელთან

ერთად, უცხოელ კრიტიკოსებს, პროდიუსერებსა და ფესტივალების

დირექტორებს აცნობენ.
უკვე მერვე წელია ყოველი შემოდგომა თბილისში
თეატრალურ ბაზრობას მასპინძლობს, რომელიც
სხვადასხვა სცენაზე ანთებს ემოციას და ვნებას,
შემოქმედებითად დუღს, ბობოქრობს და ყველას ახსენებს,
რომ ქართული თეატრი ცოცხლობს და ვითარდება...
უკვე მერვე წელია საფესტივალო გუნდი „რეალობის ნატიფი
გრძნობით“ ხელმძღვანელობს და ქართველ (და
არამხოლოდ) მაყურებელს ამოგზაურებს თანამედროვე
თეატრალური პროცესების ჯადოსნურ სამყაროში...

You might also like