You are on page 1of 15

Lliteraturuli teqstebis SedarebiTi analizi

ლიტერატურა (ლათ."littera" - (ანბანის ასო) - ფართო მნიშვნელობით


საზოგადოებრივად ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია. ვიწრო გაგებით
- მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც
გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში
მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ მოხდა ნაწარმოებთა
ჩაწერა. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა
საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების
გამოხატვისა და კვლევის საშუალება.

ლიტერატურული ფიგურები არიან:

 ბელეტრისტი – დრამატურგი – ესეისტი – კრიტიკოსი – მწერალი –


ნოველისტი – პოეტი – პროზაიკოსი – ჟურნალისტი

ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის


ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ
მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა “ხელოვნება”
აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას
მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია
ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით,
ხელოვნების განსაზღვრებები ასახავს ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი
ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას,
მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.

ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ


ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული
მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს
ნებისმიერ საქმიანობაში.

შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად,


განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ
ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა,
მუსიკა, გეომეტრია და ასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ
ხელოვნებათა შორის საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და
სკულპტურა. ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან
ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში
ნიღბები, ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყoO სახვითი
ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა

1
ხელოვნების ახალი ფორმები გაჩენილიყო, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო,
ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების
სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.

როგორც გვახსოვს, თავად ლიტერატურა გულისხმობს ადამიანის


ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგს და იგი წერილობით არის
გამოხატული. განასხვავებენ ლიტერატურის სამ ტიპს: მხატვრულს, სამეცნიეროს
და პუბლიცისტურს. სამივე ეყრდნობა გამოხატვის ისეთ ძლიერ საშუალებას,
როგორიც არის სიტყვა.
მხატვრული ლიტერატურა გამოგონილი სინამდვილეა, მწერლის
ფანტაზიითა და მხატვრული აზროვნებით შექმნილი, რომელიც, რა თქმა უნდა,
ასახავს სინამდვილეს, თუმცა არა პირდაპირ, გადმოღების მეთოდით, არამედ
მხატვრული ხერხებითა და საშუალებებით. ზოგიერთ კლასიკურ ნაწარმოებში
მართლაც ჭირს გავარჩიოთ, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება
სინამდვილე. არსებობს ნაწარმოებები, რომლებშიც აბსოლუტურად გამოგონილი,
შეთხზული სამყაროა გადაშლილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი
დაშორებულია თავისი დროის საზოგადოებრივ მოვლენებსა და პროცესებს. საქმე
ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში სინამდვილე ფილოსოფიურად არის წარმოჩენილი.
ამგვარად შეთხზვა, გამოგონება, ფანტაზია მხატვრული შემოქმედების
აუცილებელი თვისებაა, მხატვრული განზოგადების საფუძველთა საფუძველია
(მხატვრობა ამისთვის იყენებს ფერსა და ხაზს, მუსიკა-ბგერას, ლიტერატურა,
როგორც აღინიშნა, - სიტყვას).
მხატვრული წარმოსახვის შემეცნებითი არსის ამ უძირითადეს მხარეზე
მსჯელობისას ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ მწერალი ფანტაზიით შექმნილის,
გამოგონილის მეშვეობით ასახიერებს სინამდვილეს და სიმართლეს. Mმხატვრულ
ლიტერატურაში ,,მოგონილი ამბით ცხადყოფილია მართალი. ტარიელი, ნესტან-
დარეჯანი, ავთანდილი, ფრიდონ, თინათინ არც თავის დღეში ყოფილან და არც
არიან, არც როდესმე უცხოვრიათ და არც ახლა ცხოვრობენ, მაგრამ აბა ჰნახეთ,
ჩვენი საკვირველი რუსთაველი როგორ სასწაულმოქმედებს ადამიანზე, როცა
იმათს ცხოვრებას გვიამბობს, მათის ცხოვრების…მაჯისცემას გვატყობინებს. შოთამ
მის მიერ მოგონილ ამბავს ისეთი სული ჩაატანა, რომ ჭეშმარიტ სულისაგან
თვით არაჭეშმარიტი ამბავი მართალი გვგონია. აი, ეს საოცარი გარდაქმნა, ანუ
უკეთ ვთქვათ, ქმნა არ-ყოფილისა ყოფილად, მარტო შემოქმედს შეუძლიან”. აქვე
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მხატვრული ნაწარმოების საფუძველი შეიძლება
გახდეს რეალურად მომხდარი ამბავი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შემოქმედს ეს
ფაქტი აინტერესებს იმდენად, რამდენადაც იგი იძლევა ახალი რეალობის, ახალი
სინამდვილის (,,გამოგონილი სინამდვილის”) შექმნის საშუალებას.

2
ჟურნალისტიკის თეორია ჟურნალისტურ საქმიანობას განიხილავს როგორც
პროფესიულ საქმიანობას, სისტემური ანალიზის პრაქტიკას. პუბლიცისტიკა
(ზოგჯერ მას ლიტერატურულ ჟურნალიზმსაც უწოდებენ), როგორც აღვნიშნეთ,
ლიტერატურის ერთ-ერთი სახეობაა. გავიხსენოთ სიტყვა `პუბლიცისტიკის~
ეტიმოლოგია — იგი ლათინური სიტყვიდან პუბლიკუს მომდინარეობს,
პუბლიკა, რომელსაც რაიმე ფორმით (საუბრით, წერილობით და ა.შ.)
მივმართავთ. ცხადია, ჟურნალისტური მოღვაწეობაც პუბლიკასთან ურთიერთობას
გულისხმობს. პუბლიცისტიკა - თანამედროვე პრობლემატიკით დამუხტული
ლიტერატურაა, პუბლიცისტი - თანამედროვეობის ისტორიკოსი.
Pპუბლიცისტიკა თანამედროვეობის ნამდვილი ენციკლოპედიაა.
პუბლიცისტიკის არსის უპირველესი დამახასიათებელი ნიშანია სინამდვილის
წვდომა, მისი გააზრება საზოგადოების საარსებო პრაქტიკული საკითხების
თვალთახედვით. პუბლიცისტური ლიტერატურის არსს ნათლად წარმოაჩენს
გამოჩენილი ქართველი კრიტიკოსისა და პუბლიცისტის კიტა აბაშიძის სიტყვები:
`პუბლიცისტური ლიტერატურა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოქმედების
იარაღია~.
ასახვისა და გამოხატვის მეთოდების თვალსაზრისით, მხატვრულ
ლიტერატურასა და პუბლიცისტიკას შორის თვისებრივი სხვაობაა, ვინაიდან,
როგორც ვიცით, პუბლიცისტიკას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ
რეალურად მომხდარი ფაქტები და მოვლენები, თანაც აინტერესებს რეალიათა
კონტექსტში. შესაბამისად, განსხვავებულია ასახვის მეთოდებიც. Fფრანგი
მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ანდრე ჟიდი აღნიშნავდა: `მე
ჟურნალიზმს ვუწოდებ ყოველივე იმას, რაც ხვალ ნაკლებად საინტერესო იქნება,
ვიდრე დღეს~.
გარდა დღევანდელობისა, პუბლიცისტისთვის მნიშვნელოვანია წარსულიც
და მომავალიც, მაგრამ დღეს მიმდინარე პროცესზე მსჯელობისთვის,
დღევანდელი პროცესის ანალიზისთვის, არსებითია პრაქტიკული და არა
თეორიული შედეგები.
პუბლიცისტიკა, რომელიც გამიზნულია მასობრივი აუდიტორიის
აღქმისათვის, ითვალისწინებს არა მარტო სოციალური ყოფიერებისა და
საზოგადოებრივი პრაქტიკის კონკრეტულ ფორმებს, არამედ იმ პროცესებსაც,
რომლებიც საზოგადოების ცნობიერებაში ხდება. პუბლიცისტიკის მეშვეობით
მილიონობით ადამიანთან დიალოგი თავისთავად გულისხმობს მასობრივ
აუდიტორიაზე ზემოქმედებას.
პუბლიცისტიკის შემოქმედებითი ხასიათი განსხვავებულია. მისი ერთ-
ერთი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ პუბლიცისტიკა განსაკუთრებულ
ინტერესს, ობიექტურთან ერთად, თანამედროვეობის სუბიექტური
ფაქტორებისადმი ავლენს. ცხოვრებისეული კოლიზიების გააზრების პროცესში
გასათვალისწინებელია, რომ ობიექტური, კანონზომიერი ფაქტორები
განუყოფელია პიროვნებისაგან, ნაწარმოების გმირისა თუ ავტორისაგან. ასე

3
იბადება ავტორის ჩანაფიქრის რეალიზაციის ხერხები. რაც მთავარია,
პუბლიცისტიკისათვის დამახასიათებელია კომენტირების აშკარა ხასიათი,
ავტორისეული `მეს~ გაცხადებული გამოხატვა, სხვაგვარად რომ ვთქვათ,
თანამედროვეობის სუბიექტისადმი უშუალო ინტერესი იწვევს ავტორის
გარკვეულ აქტივიზაციას, პუბლიცისტურ, მოქალაქეობრივ თვითგამოხატვას.
პუბლიცისტიკისათვის დამახასიათებელი ეს საყოველთაოდ აღიარებული
თვისება განსაზღვრავს აგრეთვე საშუალებათა შერჩევას მიზნის მისაღწევად,
სინამდვილის ადეკვატური ასახვისათვის.
კონკრეტულად, პუბლიცისტიკა მოვლენების წარმოსაჩენად იყენებს, ერთი
მხრივ, მეცნიერულ მეთოდებს მათი არსის, მნიშვნელობის შესაძლო და
მოსალოდნელი შედეგების ახსნისათვის, რათა საზოგადოებას გამოუმუშაოს
მათდამი სწორი დამოკიდებულება და მეორე მხრივ, პუბლიცისტიკა იყენებს
აგრეთვე მხატვრულ შემეცნების მეთოდებსაც - თანამედროვეობის ემოციურ-
ხატოვანი აღქმისათვის. ცხოვრების მოვლენების ასეთი ორმაგი სინკრეტული
(მეცნიერული და მხატვრული) ასახვა, პუბლიცისტს საშუალებას აძლევს
მთლიანობაში, ცხოვრების ასახვის თავისებურებათა შესაბამისად მოახდინოს
საზოგადოების ერთგვარი ორიენტაცია თანამედროვე ისტორიის პროცესების
შესაცნობად, შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად.
შემთხვევითი არ არის, რომ მრავალი მწერლისა და მეცნიერის საწყისი
სფერო სწორედ პუბლიცისტიკა იყო. სწორედ ჟურნალისტიკიდან გამოვიდა
საზოგადოებრივ ასპარეზზე მეცნიერებისა და ლიტერატურის არა ერთი
თვალსაჩინო მოღვაწე. მაგალითად, ქართველ სამოციანელთა დასახელებაც
იკმარებდა, ანდა XX საუკუნის გამოჩენილი მწერლები, რომელთა შემოქმედებაში
ასევე მნიშვნელოვანია პუბლიცისტური ნააზრევი: კ. გამსახურდია, მ.
ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე, გრ. რობაქიძე და არა ერთი ჩვენი თანამედროვე
კალმოსანიც.
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები,
სწორედ პუბლიცისტიკით აზიარებდნენ მკითხველ საზოგადოებას თავიანთ
ნააზრევს. ეს აზრი დიფერენცირებული იყო განსხვავებული იდეოლოგიების
მიხედვით. ყველაზე მძლავრი საშუალება მათ ხელში იყო სწორედ პერიოდული
გამოცემა და პუბლიცისტიკა. ეს ტენდენცია დღესაც არსებობს, თუმცა ხშირად
პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ პერიოდული პრესის ფუნქციონირებას,
მაგრამ საკმაოდ მძლავრად იყენებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს,
განსაკუთრებით კი, ტელევიზიას. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვხვდებით
იდეოლოგიურად განსხვავებულ, მსოფლმხედველობრივად ძლიერ
პუბლიცისტიკას, რაც ასე ჭარბად იყო XIX საუკუნესა და XX საუკუნის
დასაწყისში.
შემოქმედების მეცნიერული და მხატვრული სფეროსაგან განსხვავებით,
პუბლიცისტიკა თავის მეთოდებსა და ხერხებს იყენებს. ასევე იყენებს ჟანრის

4
თავისებურ კატეგორიებს, რომლებმაც თანდათან, დროთა განმავლობაში სახე,
ფორმა და შესაბამისი ნიშან-თვისებები მიიღო.
პუბლიცისტიკაში ჟანრი არ არის გაყინული, დოგმატური სქემა. იგი
სფეროს განვითარების პარალელურად იცვლება და შესაბამისად ეძიებს
გამოსახვის ახალ გზებსა და ფორმებს. Pპუბლიცისტურ ტექსტში მკვეთრად
იგრძნობა ავტორის სუბიექტური ,,მე”, განსხვავებით ოპერატიული და
ანალიზური ჟურნალისტური ტექსტისგან, რომელიც არსებითად ფაქტზე, ახალ
ამბავზეა აგებული და გულისხმობს მოვლენის ყოველმხრივ ასახვას, სხვადასხვა
თვალსაზრისითა და არგუმენტებით. პირობითად მას ,,ობიექტური”
ჟურნალისტიკა შეიძლება ვუწოდოთ. Eეს არის საგაზეთო და საჟურნალო
სტატიები, ინტერვიუები, სვეტები, ნარკვევები, პორტრეტები და სხვ.
Pპუბლიცისტიკის კლასიკურ ნიმუშებად შეიძლება დავასახელოთ ილია
ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას (მაგ. K”კოსმოპოლიტიზმი და
პატრიოტიზმი”), მიხეილ ჯავახიშვილის, ოთარ ჭილაძის, ჯემალ ქარჩხაძისა და
სხვათა წერილები.

ჟურნალისტური ტექსტის ნიმუშები:

“ღმერთს ჩემი სჯერა”

(ინტერვიუ პაოლო კოელიოსთან)

_ პაოლო, რამდენადაც ვიცი, ახალგაზრდობაში სამჯერ მოხვდით


ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. რას გრძნობთ, როდესაც წარსულის ამ სამწუხარო
ამბავს იხსენებთ?
_ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას მივხვდი, რომ მხოლოდ მწერლობის
დახმარებით შევძლებდი საკუთარი გრძნობების გამოხატვას. როცა პირველად
გადავწყვიტე, ოცნება ამესრულებინა და წერა მეცადა, მწარე სინამდვილე უკვე
ვიცოდი. “ბრაზილიაში წიგნებს არ კითხულობენ”, _ ასე მეუბნებოდა დედა.
Mმაგრამ არ დავუჯერე. Mმზად ვიყავი ყველა უსიამოვნება დამეძლია. Uუბრალოდ,
ენთუზიაზმის გამოცდა მჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ხშირად უგუნებობა და
შფოთვა დამრევდა ხელს. თუმცა, სიბრძნე მყოფნიდა, ყველა ხიდი მანამ
დამეწვა, სანამ საკუთარ მოგზაურობას დავიწყებდი. ჭეშმარიტი სიყვარულის
უნუგეშო ძიებაში ვიყავი, ძალიან მიმძიმდა. რამდენჯერმე მოვხვდი საგიჟეში,

5
მაგრამ თავი მსხვერპლად არასდროს მიგრძვნია. პირიქით, ვირწმუნე, რომ ეს
ჩემი გზის ნაწილი იყო.
_ იქნებ გვითხრათ, რაიმე თუ აკავშირებს თქვენს ბავშვობისდროინდელ
რელიგიურ ძიებებს მწერლობაში წასვლის გადაწყვეტილებასთან?
_ არა. სრულებით არა.
_ რა სირთულეებს აწყდებოდით სამწერლო კარიერის მანძილზე?
_ ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება იყო. ოცნება კარგია, აი,
მისი განხორციელებისთვის გამბედაობის მოკრება კი, - ბევრად რთული.
_ თქვენი ცხოვრების რომელ მონაკვეთს შეგიძლიათ შემობრუნების
მომენტი უწოდოთ?
_ ეს ჩემი მომლოცველობისას იყო, 1986 წელს. 56 დღე საფრანგეთიდან
სანტიაგო დე კომპოსტელამდე ვიარე და უეცრად მივხვდი, რომ უფალთან
კავშირის შეცნობა იმაზე მეტად ადვილია, ვიდრე მეგონა. ნაცვლად იმისა, ეცადო
გაერკვე, “რატომ ვარ აქ?”, უბრალოდ “აქ უნდა იყო” _ აქ და ახლა. უნდა
გაიგო, რომ შენი არსებობა ღვთის მიერაა წინასწარდასახული. მწერლობა
ყოველთვის მინდოდა, თუმც კი 38 წლისა ვიყავი და ჩემი დრო უკვე წასულია-
მეთქი, - ვფიქრობდი. მაგრამ როცა პილიგრიმობა დასასრულს მიუახლოვდა,
თავს ვუთხარი: თუ გინდა იყო “აქ და ახლა”, შენი ოცნებისთვის უნდა
იბრძოლო. ჰოდა, გადავწყვიტე პირველი წიგნი დამეწერა.
_ როგორ მოახერხეთ გადარჩენა არცთუ იოლ სამწერლო ასპარეზზე?
_ გადამარჩინა იმან, რომ არასდროს გავუგიჟებივარ წარმატებასა თუ
წარუმატებლობას. გზას უყურე და გაზს მიაწექი! უსიამოვნებათა მიუხედავად,
გვერდზე არ უნდა იცქირო და წინ იარო.
_ თქვენ საუბრობთ აუცილებლობაზე - “ვსდიოთ საკუთარ ოცნებას” და
ასე ვკვალოთ მომავლის ბილიკი. მაგრამ როგორ მივხვდეთ, რომ ეს ოცნებები
მაინდამაინც ჩვენი ოცნებებია, როგორ უნდა ისაუბრო ამაზე მსოფლიოში, სადაც
მასმედია მბრძანებლობს?
_ მწამს, რომ ყოველ ადამიანს თავისი მისია აკისრია. მასმედიისაგან
თავისუფალს, ყოველთვის ეცოდინება, რა უნდა აკეთოს. მაინც რა არის პირადი
დანიშნულება? ის ჩვენი ცხოვრების არსი და სტიმულია.
_ ბევრი თვლის, რომ ოცნებების რწმენა რომანტიკული ფანტაზიების
აბობოქრებას იწვევს, რის შედეგადაც ადამიანი წყდება რეალურ ცხოვრებას და
იდიოტს ემსგავსება. ამაზე რას ფიქრობთ?
_ რას გულისხმობენ “რეალურ ცხოვრებაში”? ჯონ ლენონს დავესესხები:
“ცხოვრება ისაა, როცა გეგმებს აწყობ, იმ დროს რომ ხდება..”
_ შეუძლია კი უბრალო მოკვდავს, თქვენი წიგნებიდან ყველა სიმბოლო
ამოიცნოს?
_ თქმა არ უნდა! უბრალოდ, სტრიქონებს შორის უნდა იკითხო, გულით
აღიქვა და არა გონებით.

6
_ იცით, პიროვნული კრიზისის გამო ბევრი ადამიანი სიცოცხლეს
თვითმკვლელობით ასრულებს. ამაზე რას ფიქრობთ? თქვენი სიტყვებიდან
გამომდინარე გეკითხებით: “როცა რაღაც გინდა, უნდა იბრძოლო და მაშინ მთელ
სამყაროს შემწედ იგულებ. პასუხიც მაშინ მოვა, როდესაც მას ყველაზე ნაკლებ
ელოდები”, _ გამოდის, ყველას როდი ძალუძს სასურველის მიღწევა...
_ “პიროვნული დანიშნულების” ცნება არცთუ უბრალოა, ის ჩვენი
ყოველდღიურობის ჩარჩოებში არ თავსდება. ჯოზეფ კემპბელმა სხვა გამოთქმა
იხმარა: “პირადი ბედნიერება”. ამაში კემპბელი შემდეგს გულისხმობს: როცა
ახალგაზრდები ვართ, ყველამ ვიცით, რომ ცხოვრებაში არის რაღაცები, რაც
სიხარულით გვავსებს, ამავდროულად, სხვა რამ გვაფორიაქებს. შესაბამისად,
პირადი დანიშნულებაც ენთუზიაზმის ბილიკზე სვლაა. ადამიანები თავს იმიტომ
იკლავენ, რომ საკუთარ გზას კი არა, მშობლებისას მისდევენ.
_ “ალქიმიკოსში” თქვენ ახსენებთ: “ფილოსოფიურ ქვას”, “მსოფლიო
სულს”, “სიცოცხლის ელექსირს”. გგონიათ, მობილურიანი და ყურსაცვამიანი
თანამედროვე ახალგაზრდობა გაგიგებთ?
_ ეს ხომ მაგარია! მობილური ტელეფონები და ინტერნეტი! ამაში ცუდი
არაფერია. პირიქით, ადამიანებს ურთიერთობაში შველის! სიმბოლიკის ენას რაც
შეეხება, ეს ხომ ერთადერთია, რაც ხალხს კულტურათა და ცრურწმენათა
საზღვრების გადალახვაში ეხმარება. მაგალითად, ცეკვები ანდა მუსიკა, _ ესეც
ხომ სიმბოლიკის ენაა. უცხო ქვეყანაში რომ ჩადიხარ, პირველ რიგში
ადგილობრივი მუსიკის ფირფიტას ყიდულობ და ეს ყველაზე ეფექტური
საშუალებაა ამ ქვეყნის შესაცნობად. “მოწიფულობა” ჩემთვის დაცემულობისკენ
გადადგმული პირველი ნაბიჯია. ზრდასრულობას არ უნდა ვესწრაფოდეთ.
უბრალოდ, ნება არ უნდა მივცეთ ჩვენს გულებში მოგიზგიზე ახალგაზრდული
სიგიჟის წმინდა ცეცხლს, რომ მინავლდეს.
_ ფილოსოფიური ქვა ერთი და იგივეა თქვენს ნაწარმოებებსა და ჯოან
როულინგის რომანში?
_ დიახ. ჯოან როულინგის რომანები და ჩემი ნაწარმოებებიც ერთი და
იმავე ალქიმიურ ტრაქტატებს ეფუძნება.
_ გამიგია, “ალქიმიკოსის” მიხედვით ფილმის გადაღებას აპირებენო.
მართალია?
_ ივლისში ლოურენს ფიშბორნს (მორფეუსი “მატრიციდან”) ვხვდები,
“ალქიმიკოსის” პროდიუსერსა და რეჟისორს. მაგრამ ეს ძალზე დელიკატური
საკითხია და კონფიდენციალურობა უნდა შევინარჩუნო. სცენარს არ მინდა
შევეხო. ფილმს “უორნერ ბრაზერსი” გადაიღებს.
_ ღმერთის გწამთ?
_ რა თქმა უნდა. ისიც მწამს, რომ ღმერთსაც სჯერა ჩემი და ჩემი
შემოქმედების.
_ დღევანდელ თაობაზე რას ფიქრობთ? რა დაფარულ ცოდნას
გაუზიარებდით მას?

7
_ არ შეშინდეთ, იყოთ განსხვავებულები. თქვენ უნიკალურები ხართ.
მხოლოდ ის იმარჯვებს, ვისაც არ ეშინია!

გაზეთი “კალმასობა”, 2005

რატი ამაღლობელი
Just Tikunebi

მე-20 საუკუნის მიწურულს, კერძოდ კი, შავბნელი 90-იანი წლების ბოლოს და


21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე (ეს სიტყვა სწორედ მე-20 საუკუნის რუდიმენტია)
საქართველოში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია გაჩნდა, აგრეთვე,
საერთაშორისო ფონდები, ფირმები, ფილიალები, წარმომადგენლობები, საელჩოები,
შესაბამისად - მათი ოფისები. და აი, ამ ახალ სივრცეებში საქართველოში ჩამოსულ
უცხოელებთან ერთად ქართველი ხალხი, მისი გამორჩეული და ევროპულად
ორიენტირებული ნაწილიც დასაქმდა.
ამ პროცესმა უამრავ ახლებურ სოციალურ და ყოფით ქცევებთან ერთად, ახალი
ე.წ. NGO და საოფისე სლენგი დაამკვიდრა. მაგალითისთვის: "დედლაინი" და აქედან
"დავადედლაინოთ", "ბრეიკი" და "წავიკოფიბრეიკოთ", ან "ვილანჩაოთ",
"ვიბრეინშტორმინგოთ".
"ტრენინგები", "სქილები", "დასკრეპება", "დალინკვა" და "გაფოკუსჯგუფება"
უკვე კლასიკაა.
ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ამგვარი სლენგი ბუნებრივი პროცესია
სამომხმარებლო და საოფისე ენაში და ამავე დროს, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრად
უფრო ეგზოტიკური მოვლენაა, ვიდრე არქაული - "საუკუნის გარიჟრაჟი", ან
"რუდუნება".
ხსენებული სლენგისთვის, ცნობიერად თუ არაცნობიერად, მეც არაერთხელ
მიმიმართავს, მაგრამ არის ცხოვრებისეული სიტუაციები, სადაც მსგავსი ფრაზები
სრულიად არაადეკვატურია. მაგალითად, ორი ქართველი პირად საუბარში რომ
წამოიძახებს - "ხუ ნოუზ", "ვერი ნაის", ან "ბაი ზე ვეი". გაითვალისწინეთ ისიც, რომ
ასეთ დროს საუბრის თემა სრულიად "ეროვნული", "ქართული" და "მამაპაპურია."
დაახლოებით ამგვარი: - გუშინ მაგარი ხინკალი იყო!
- კი, "ვერი ნაის", "დილიშეზ".
მსგავსი ენობრივი კეკლუცობანი მე-20 საუკუნეში რუსულად წარიმართებოდა,
რატომღაც ითვლებოდა, რომ კარგი მორუსულე განვითარებული და სოციალურად
დაწინაურებული არსება იყო. ასეთი ფრაზებიც მომისმენია ბავშვობაში: "Я ხომ тебе
гаварила".
მოკლედ, დიდი არაფერი. უბრალოდ, ამაზე ვფიქრობდი და გაგიზიარეთ,
წერის დროს კი რამდენიმე შემთხვევა გამახსენდა, როდესაც უცხოეთში, ევროპაში

8
სარფიანად გათხოვილი ქართველი ქალი, კულტურულ და ეგზისტენციურ შოკში
მყოფ საკუთარ შვილს ზევსისეულ რისხვას ატეხდა თავს იმის გამო, რომ საკუთარ
დედას ქართულად მიმართავდა. ევროკავშირში ახალგათხოვილი დედა, როგორც
დანაშაულს და სამარცხვინო ფაქტს, ისე მალავდა საკუთარი შვილის მშობლიურ ენას.
ბავშვი ქართულად ეკითხებოდა, დედა კი ჰოლანდიურად პასუხობდა და მეუღლეს
უღიმოდა შეშინებული თვალებით.
"მოგიკვდეს დედა!" - შემეცოდა ბაღანა.
რა ვქნა, იქნებ მართლაც ძალიან ძველმოდური ვარ. მაგრამ მსგავსი
არაბუნებრივი და ხელოვნური ინტეგრაცია ევროპასთან ისევე მაშფოთებს, როგორც
შერეული ქორწინებების დროს, კათოლიკე, ან პროტესტანტი ნეფის ან პატარძლის
გადმონათვლის, მისი ცეცხლითა და მახვილით გამართლმადიდებლობის ჯიუტი
სურვილი.
მრავალგზის მომხდარა ისე, რომ ჩვენი ევროპელი "რძლები" და "სიძეები"
მომავალი მეუღლის სიყვარულისა და ერთგვარი დელიკატურობის მიზეზით და არა
აღმსარებლობითი იდენტობისა და არჩევანის გამო, მართლმადიდებლად
მონათლულან და ჯვარი დაუწერიათ. ამ ორი უკიდურესობის მიზეზი კეკლუცობა
მგონია. უფრო ზუსტად კი, შინაგანი რეფლექსიისა და კულტურის არქონა.
მსგავსი კეკლუცობანი უკიდურეს კომიზმამდეც მისულა. როდესაც რომელიმე
უმნიშვნელო ოფისის უცხოელი მენეჯერი, ვინმე ნაიჯელი, ან თუნდაც ჯონათანი, ამ
ოფისებში მომუშავე ქართველი ქალბატონებისგან ისეთი ხშირი ციტირების ობიექტი
ხდება, რომ შეიძლება ეჭვიც გაგიჩნდეთ, ეს ნაიჯელ-ჯონათანი სინამდვილეში,
რომელიმე დიდი ბრიტანელი ან ამერიკელი მწერალი ხომ არაა, გვარის გარეშე რომ
უნდა ახსენო... როგორც ილია, ვაჟა, გალაკტიონი.
აი, ასე - "ჯონათანი ამბობს - შეიცადეთ და ყველაფერი გამოსწორდება; ნაიჯელი
კი ვერ იტანს მოღრუბლულ ამინდს, მისი აზრით, ყველა გადადებული საქმე
ეშმაკისაა".
როდესაც აღმოაჩენთ, რომ ჯონათანი არ არის სვიფტი და არც ნაიჯელია სერ
ლორინგი, არტურ კონანის ამავე სახელწოდების რომანის გმირი - სრული გაკვირვება
და გაუგებრობა დაისადგურებს. თქვენზე მეტად კი, მციტირებლები შეიძლება
გაოცდნენ, რომ არ გაგიგიათ ამ ხალხის შესახებ და ჯეროვან პატივს არ მიაგებთ
ოფისების ღვთაებებს.
საქართველოში ევროპული ქვეყნების საკონსულოებში და უცხოურ ფირმებში
მომუშავე ზოგიერთი ქართველისაგან მომდინარე ზიზღზე და აგრესიაზე შემდეგში
ვისაუბროთ, და მეორე მხრივ, იმაზეც, რომ ვიზების შემვსები ბიუროები ჯერ კიდევ
არსებობს საქართველოში, ანუ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გვიჭირს ამ, ერთი შეხედვით,
მარტივი პროცედურის შესრულება, რასაც ვიზის მისაღებად საჭირო ფურცლების
შევსება ჰქვია.
ამ ჩემს აბდაუბდას კი ვუძღვნი ერთ ჩემს "facebook"-ისმიერ მეგობარს, რომელსაც
აი, ასე - Just-tikunebi Just-tiku- nebi ჰქვია. სწორედ ასე: ორჯერ.

9
A რაც შეეხება მეცნიერულ ლიტერატურას:

M მეცნიერება ადამიანის მოღვაწეობის ისეთი სფეროა, რომელიც რეალურად


მომხდარი ფაქტების, მოვლენების, პროცესების სისტემატიზაციასა და
გამოკვლევას ისახავს მიზნად. იგი სინამდვილეს ასახავს ისე, როგორც
სინამდვილეშია. Mმხატვრულ ლიტერატურაში თხრობა აგებულია ,,მხატვრულ
ლოგიკაზე”, მეცნიერებაში კი - ,,რეალურ ლოგიკაზე”, Aანუ მსჯელობისა და
დასკვნების მკაცრ თანამიმდევრობაზე. შესაბამისად, მწერლობა ,,აზროვნებს”
სახეებით, მეცნიერება – ცნებებით.
Mმეცნიერებას თანაბრად აინტერესებს წარსულიც, აწმყოც და მომავალიც,
მაშინ, როცა პუბლიცისტიკის ,,უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრებაა, თავის
სრულის წარმოებითა, სრულის ვითარებითა” (ი. ჭავჭავაძე). Pპუბლიცისტი,
ჟურნალისტი, შეიძლება დააინტერესოს წარსულმა ან მომავალმა, მაგრამ იგი
წარსულის გამოცდილებასა თუ მომავლის პროგნოზს თანამედროვეობის
სამსახურში აყენებს.
Pპუბლიცისტიკას პრაქტიკული შედეგები აინტერესებს, მეცნიერებას კი
თეორიული.

ფაქტი პუბლიცისტიკაში და მისი ანალიზი რეალიათა კონტექსტში,


პუბლიცისტიკის საინფორმაციო ხასიათი, ობიექტურობა და სარწმუნოება
პუბლიცისტიკაში. პუბლიცისტიკა და პუბლიცისტური მიზანდასახულობა.

პუბლიცისტიკის ძირითადი, არსებითი და ამოსავალი ცნება არის


ინფორმაცია. როგორც გვახსოვს, ამ ტიპის ლიტერატურის სპეციფიკა მისი
ინფორმაციულობაა. შესაბამისად, ინფორმაცია გამორიცხავს დეზინფორმაციას
ანუ არასწორი, არასწორად ინტერპრეტირებული, კომენტირებული ან ნებისმიერი
მცდარი ცნობის გავრცელებას. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მიუტევებელი ცოდვაა. გადაუმოწმებელ,
არასწორ, მითქმა-მოთქმაზე დაფუძნებულ ცნობებს საგანგებო სახელწოდებაც კი
აქვთ ე. წ. საგაზეთო `იხვები~.
ტერმინი საგაზეთო `იხვი~ გერმანიაში წარმოიშვა XVII საუკუნის
დასასრულს, როცა შეუმოწმებელ სენსაციურ ინფორმაციებს ბოლოში ურთავდნენ
ორ ასოს N N T (ეს ორი ასო ლათინური სიტყვის non testatuz – დასაწყისია, რაც
ნიშნავს შეუმოწმებელ ცნობას). `ენ-ტე~ გერმანულ ენაზე ნიშნავს იხვს, აქედან
წარმოდგა ცნობილი გამოთქმა მცდარი ინფორმაციის შესახებ - საგაზეთო `იხვი~,
`იხვი გააფრინა~.
მცდარი ფაქტი, მცდარი ინფორმაცია შეიძლება ორი მიზეზით იყოს
მოტივირებული: 1. არაპროფესიონალიზმით, 2. შეგნებული დეზინფორმაციით,
რაც ხშირად დამახასიათებელია არადემოკრატიული, ტოტალიტარული ქვეყნების

10
ჟურნალისტიკისათვის, როცა მიზანდასახულობა არის პოლიტიკური, ე. ი. ხდება
პოლიტიკურ-იდეოლოგიური ნიშნით ფაქტის გაყალბება, რაც ნიშანდობლივი იყო
საბჭოთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის.
დემოკრატიული პუბლიცისტური აზროვნების უპირველესი მოთხოვნაა
ფაქტის სიზუსტე და ნდობის ფაქტორის მოპოვება. არ დაგვავიწყდეს, რომ
ჟურნალისტი დიალოგს მართავს მასობრივ აუდიტორიასთან, აქედან
გამომდინარე, ცხადი ხდება მისი დიდი გავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე,
ადამიანის სულიერებაზე. ობიექტურობა და სარწმუნოობა პუბლიცისტიკაში
ასევე უმთავრესი მოთხოვნებია. მათ მიღწევას, ცხადია, განაპირობებს
ჟურნალისტის, პუბლიცისტის პიროვნული მზაობა, მოქალაქეობრივი და
სახელმწიფოებრივი აზროვნება. კვლავ მივდივართ პროფესიონალიზმის
გაგებამდე, ვინაიდან მაღალპროფესიონალური ჟურნალისტიკა თავისთავად
გულისხმობს ყველა ამ მოთხოვნას.
პუბლიცისტური ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი მთავარი მეთოდია
ასახული ფაქტებისა და მოვლენების ცხოველმყოფელობა, ორიგინალურ სულიერ
ღირებულებათა შექმნა. იგი თავის არსით, გამოსახვის საშუალებებით მიმდინარე
ისტორიის ღრმა ასახვას, ე. წ. სინკრეტულ ასახვას ისახავს მიზნად.
ყოველგვარ შემოქმედებას აქვს თავისი არსი და იდეა, ე. წ.
მიზანდასახულობა. მიზანდასახულობა უნდა გავიაზროთ როგორც გარკვეულ
მსოფლმხედველობრივ სისტემაზე აგებული იდეურ-შინაარსობრივი ინფორმაციის
შექმნა-გავრცელება. Nნაწარმოებებს, სფეროთათვის მიკუთვნების თვალსაზრისით,
სწორედ მიზანდასახულობა განასხვავებს. შესაბამისად, პუბლიცისტურ
ნაწარმოებს (ტექსტს), ვთქვათ, მხატვრულისაგან გამოარჩევს იდეური
მიზანდასახულობა. ზოგჯერ კამათის საგანი ხდება, რომელ სფეროს
მივაკუთვნოთ ამა თუ იმ ავტორის ნაწარმოები. თუ პუბლიცისტურ ტექსტში
sჭარბობს მხატვრული ქსოვილი, მხატვრული ელემენტი, ლირიკული ჩანართი,
პორტრეტი და მხატვრული გამოსახვის ფორმები, ამის გამო, ცხადია, მას
მხატვრული აზროვნების სფეროს ვერ მივაკუთვნებთ. მაგ. ილია ჭავჭავაძის
`სპირიდონისა და თადეოზის ბაასი~, ორივე პერსონაჟი ავტორის გამოგონილია,
მაგრამ, ცხადია, ის არ არის მხატვრული ჟანრი, ვინაიდან მისი იდეური
მიზანდასახულობა პუბლიცისტურია, თანამედროვე ნიშნით აღბეჭდილი და
მკაფიოდ, გამოკვეთილად გაშიშვლებული.
ყოველმა პროფესიონალმა ჟურნალისტმა წერის დაწყების წინ ზუსტად იცის,
რა არის მისი ნაწარმოების მიზანი, იდეა, მიზანდასახულობა და მიისწრაფვის
პუბლიცისტური ოსტატობა სწორედ ამ ნიშნით მიმართოს. ობიექტურობა,
სარწმუნოობა, მიზანდასახულობასთან ერთად, წარმატებული პუბლიცისტური
ტექსტის საწინდარია.
როდესაც თანამედროვე ქართული პრესისადმი (პუბლიცისტიკისადმი)
წაყენებულ `ბრალდებებს~ გაიაზრებენ, იაზრებენ უმთავრესად შემდეგ
მომენტებს:

11
უნდა ვაღიაროთ, რომ პოსტსაბჭოური ჟურნალისტიკის დღევანდელი დონე
მნიშვნელოვანი მონაპოვარია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ პრესის
თვითგამორკვევის დამკვიდრების პირველი ეტაპი განვლილია და ე. წ.
თავისუფლება ზოგჯერ უკვე `სადემარკაციო ხაზსაც~ არღვევს. ბევრი მკვლევრის
აზრით, პრესის თავისუფლების პარამეტრების დადგენა, თავისთავად არის
უაღრესად რთული. მაგრამ თვალში საცემი გახდა საშიშროება, რომ პრესის
თავისუფლების ძიებაში, შესაძლოა აქტუალური გახდეს ჟურნალისტის
პასუხისმგებლობის მომენტი.
ამასთან, ძირითადი `პრეტენზიები~ პოსტსაბჭოური მედიისადმი ასე
შეიძლება დაჯგუფდეს:

1. სახელისუფლებო, ოპოზიციური და არა საზოგადოების ინტერესის


გამოხატვა. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ ქართულ პრესას ჩვეულებრივი
ადამიანები კი არ აინტერესებს, არამედ იგი გართულია ხელისუფლებისათვის
ბრძოლის ინტერესით; რომ იგი მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით; რომ
პრესა (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა) ობიექტურად არ გამოხატავს
საზოგადოებრივ აზრს, - სანაცვლოდ, ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის
დეფორმირებულად ჩამოყალიბებას.

2. მეორე თავისებურებად ბევრი ავტორი მიიჩნევს თანამედროვე ქართული


პუბლიცისტური აზრის ტენდენციურობას. ცხადია, ტენდენციის გამოხატვა
აუცილებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, სიტყვას მიკერძოებულობის `ფუნქცია~
ენიჭება: როცა პუბლიცისტსა და პერიოდულ გამოცემას სუბიექტური განწყობისა
და კერძო ინტერესის გამოხატულებად მიიჩნევენ, როცა საფარქვეშ მიკერძოების,
ანგაჟირების მომენტი იმალება.

3. მესამე თავისებურება პრესის პოლიტიზება და `ბულვარიზაციის~


ტენდენციაა. ერთი მხრივ, საზოგადოების პოლიტიზების ხარისხი, სამოქალაქო
საზოგადოების ჩამოუყალიბებლობა, მეორე მხრივ, ეკონომიკის სტიქიურობის
ზემოქმედება, ძველი ღირებულებებისაგან, სტერეოტიპებისაგან ძნელად
განთავისუფლების პროცესი, ამას თანდართული საინფორმაციო პროცესების
გლობალიზაცია, მასობრივი კულტურის ზღვარგადასული მოძალება, -
განაპირობებს საზოგადოებისა და პრესის პოლიტიზების მაღალ ხარისხს და
ყვითელი პრესის (ჩვენში) არნახულ დონეს.

მოვიშველიოთ ნობელის პრემიის ლაურეატის ამარატია სენის, ერთი


შეხედვით, პარადოქსული ფორმულა: `ქვეყანას კი არ მოეთხოვება მზადყოფნა
დემოკრატიის მისაღებად, არამედ სწორედ დემოკრატიის მეშვეობით აღწევს იგი
ამ მდგომარეობას~.

12
როგორც ვიცით, მასობრივი კომუნიკაციის არხებით არაპუბლიცისტური
მასალაც გადაიცემა, რაც პრაქტიკულად მედიასივრცის საკმაოდ დიდ ნაწილს
იკავებს. ეს ტრადიცია პრესით დაიწყო, როგორც გვახსოვს, XIX-XX საუკუნის
კულტურის პოპულარიზატორი იყო სწორედ პრესა, ქართული ჟურნალ-
გაზეთები, სადაც იბეჭდებოდა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ესა თუ ის
მხატვრული თუ ისტორიულ-გეოგრაფიული ნაწარმოები, რომელთაც დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა კულტურული ფასეულობების დამკვიდრების
თვალსაზრსით. დღეს არაპუბლიცისტური მასალების მძლავრი
პოპულარიზატორი პრესასთან ერთად არის რადიო და ტელევიზია, თუმცა,
მასობრივ კულტურას, უმთავრესად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
ავრცელებენ.

ჟურნალისტურ ფორმათა დეფინიციის საფუძველი -


ქართული და დასავლური გამოცდილება

სიტყვა ,,ჟანრი” ფრანგულიდან მომდინარეობს და ნიშნავს ,,გვარს”,


,,სახეობას”. ჟანრი, დღევანდელი გაგებით, ისტორიულად ჩამოყალიბებული
კატეგორიაა, რომელსაც ფორმისა და შინაარსის სპეციფიკურ ნიშანთა
ერთობლიობა ქმნის. მხატვრული მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში
(მხატვრული ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა...) ჟანრი ესთეტიკური
კატეგორიაა. ჟურნალისტიკამ ჟანრი (ფორმები) ლიტერატურათმცოდნეობიდან
ისესხა და დღეს იგი უფრო ,,ფორმის” გაგებით იხმარება, ვიდრე ამ სიტყვის
კლასიკური მნიშვნელობით.
ჟურნალისტიკაში, ისევე როგორც ყოველგვარ ლიტერატურაში
(შემოქმედებაში), სათქმელი მოითხოვს გარკვეულ ფორმას, ანუ ყალიბს.
სხვადასხვა ჟურნალისტური ტექსტის შემთხვევაში ეს ყალიბი სხვადასხვაგვარია.
Mმაგ., თუ ტექსტში მხოლოდ ინფორმაცია, ე.წ. ,,ნიუსი” უნდა აისახოს, მას
თავისი დადგენილი ფორმა და სტილი აქვს. Dდასავლური ჟურნალისტიკის
სტანდარტით ეს ფორმა ,,ნიუსი” უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად ხუთ
კითხვას: რა? (რა მოხდა?), სად? (სად მოხდა), როდის? (როდის მოხდა?), ვინ?
(ვინ იყო ამბის მთავარი მოქმედი ფიგურა, ფიგურები?), როგორ? (როგორ
მოხდა?), ზოგჯერ ამას ემატება რატომ? (ანუ მომხდარის მიზეზი).
ზოგჯერ ჟურნალისტური ინფორმაცია მოითხოვს ,,ინტერვიუს” ფორმას.
ინტერვიუ კითხვებითა და პასუხებით ასახავს ამბავს, ინტერვიუს შემთხვევაში
გააქტიურებულია მსჯელობა საკითხებზე. მისი საბაბი მნიშვნელოვანი

13
ინფორმაციაა - სიახლეა, რომელიც განსჯის საფუძველს იძლევა: როცა, ერთ
შემთხვევაში, ჟურნალისტს ებადება კითხვები ამ თემისთვის კომპეტენტური,
კონკრეტული რესპონდენტის მიმართ და როცა ამავე რესპონდენტის
არგუმენტების შედეგად დამაჯერებლობა ძლიერდება.
რიგ შემთხვევაში, ამბავი, თემა მოითხოვს ფართოდ, ყოველმხრივ
ანალიტიკურად წარმოჩენას. ამ დროს შეიძლება ყველაზე კარგი ჟანრი (ფორმა)
იყოს სტატია, ზოგჯერაც - რეპორტაჟი. ვთქვათ, როდესაც გვინდა მოვლენა
ოპერატიულად მივაწოდოთ აუდიტორიას, მაგალითად, ტელერეპორტაჟში, ამ
გზით სულ იოლად შეიძლება ტელემაყურებელი მოვლენის თანამონაწილედ
ვაქციოთ, ანუ შევუქმნათ მას ,,დასწრების ეფექტი”.
საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, არსებობს ტრადიციული,
მყარი ჟანრები, რომლებიც პრესაში მე-19 საუკუნიდან გვხვდება. ასეთი
ფორმებია: ,,ნიუსი” (თუმცა, ცხადია, მაშინ ასე არ ერქვა) – ეს იყო ,,ახალი
ამბავი”. ასეთივე ჟანრებია: სტატია, მიმოხილვა. გავიხსენოთ ი. ჭავჭავაძის,
აკაკის, ვაჟას წერილები, რომლებიც სწორედ ჟურნალ-გაზეთებით მიეწოდებოდა
მკითხველს. ჟურნალისტური ჟანრი - ფორმა არ არის მყარი კატეგორია, იგი
ხშირად იცვლება დროისა და ეპოქის შესატყვისად. Mმასზე მოქმედებს ქვეყანაში
არსებული პოლიტიკური რეჟიმიც. Mმაგალითად, საბჭოთა კავშირში ძალზე
ხშირად გამოიყენებოდა ჟანრი - ანგარიში (სხდომების, ყრილობების,
პლენუმების სიჭარბის გამოისობით). Eეს ჟანრი თანამედროვე მედიაში თითქმის
აღარ გვხვდება, ხოლო თუ გვხვდება, ისიც სახეცვლილი. თანამედროვე
ჟურნალისტიკაში, დემოკრატიული პროცესების შედეგად, სულ უფრო მეტად
იცვლება ჟანრზე ოდინდელი, მყარი წარმოდგენა. ის უფრო მოქნილი,
პრაქტიკული და მობილური გახდა ჟურნალისტის ხელში, გაძლიერდა
დასავლური ტენდენციებიც - ახალი, სინთეზური ფორმები, ფორმათა ახლებური
ინტერპრეტაცია. ამის საუკეთესო ნიმუშია სატელევიზიო ,,ტოკშოუ”, რაც ასე
ძლიერ დამკვიდრდა ქართულ საეთერო სივრცეში. Eეს ქართული
ჟურნალისტიკისთვის შედარებით ახალი ფორმაა, რომელიც სინთეზურ ფორმად
შეიძლება განვიხილოთ. მასში გამოყენებულია დიალოგი - ინტერვიუ,
კომენტარი, რეპორტაჟის ელემენტები, მიმოხილვა და სხვ.
D ,,დოსიე”- პროფილი, ესეც დასავლური ფორმა გახლავთ, მას
ჟურნალისტები პიროვნების პორტრეტის შესაქმნელად იყენებენ. Aასევე არსებობს
,,სვეტი”, ,,ედიტორიალი” და სხვა ჟანრები. Aამჯერად ამით შემოვიფარგლოთ,
ვინაიდან მომავალში უფრო დაწვრილებით შეისწავლით ამ საკითხს ცალკეულ
სალექციო კურსებში. და ბოლოს: დღეს ჟურნალისტიკას ყოფენ ,,ახალი ამბების”
– (ოპერატიულ) და ანალიზურ ჟურნალისტიკად. პირველი უფრო სწრაფია და
საჭიროებს ისეთ ჟანრებს, როგორებიცაა: ნიუსი, ინტერვიუ, რეპორტაჟი, მეორეში
(ანალიზურში) ჭარბობს ანალიტიკური ელემენტი და იგი ნაკლებოპერატიულია.
Mმაგ.: სტატია, მიმოხილვა, ნარკვევი, პორტრეტი, ესსე, სვეტი და ა. შ.

14
ცხადია, ჟანრი ჟურნალისტიკაში არ არის გაყინული ფორმა, ერთგვარი
დოგმა და, როგორც აღვნიშნეთ, ის შეიძლება შეგხვდეს ტრანსფორმირებული
სახითაც.

15

You might also like