You are on page 1of 11

კურსი: ესთეტიკა

კურსის ხელმძღვანელი: მაკა ლაშხია

სტუდენტი: ნიკო ბუცხრიკიძე

საშინაო ნაშრომის თემა: „არტისტული მეტაფიზიკა“ და ბერძნული


ტრაგედიის კონცეფია ნიცშეს მიხედვით.

თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

07.01.2024

სარჩევი
შესავალი.........................................................................................................................................................2
აპოლონური და დიონისური.......................................................................................................................3
ტრაგედიის დაბადება...................................................................................................................................6
ტრაგედიის სიკვდილი.................................................................................................................................9
ბიბლიოგრაფია............................................................................................................................................10
შესავალი

მოცემული ნაშრომის მიზანია მკითხველს დაანახოს ნიცშეს ფილოსოფიური ნააზრევი,


რომელიც ავტორმა გამოხატა მის მნიშვნელოვან წიგნში „ტრაგედიის დაბადება მუსიკის
სულიდან“. ნაშრომში წარმოდგენილი იქნება აპოლონური და დიონისური საწყისები,
ყურადღება დაეთმობა არტისტულ მეტაფიზიკას, ასევე ტრაგედიის მნიშვნელობის
განხილვას და მის როლს, ვისაუბრებ ტრაგედიის სიკვდილზეც. ერთი შეხედვით წიგნის
სათაურმა შესაძლოა მკითხველის აზრი მიმართოს ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ
გამორჩეულ მოვნელენაზე-ტრაგედიის დაბადებაზე და მის წარმოშობაზე, მაგრამ
ნაშრომში ამასგარდა განხილული იქნება ის საყურადღებო ფილოსოფიური პრობლემაც,
რომელიც ტრაგედიის გაჩენას მოყვა. ნიცშესთვის მნიშვნელოვანია გამოიკვლიოს
სამყაროს მეტაფიზიკური ძირეული პრობლემა, ხოლო ამის შემდეგ კი დაგვანახოს მისი
მიმართება უშუალოდ კულტურასთან და ადამიანთან. ხელოვნება ამ ავტორისთვის
წარმოადგენს საშუალებას, რომლის დახმარებითაც ნიცშემ უნდა ახსნას სამყაროს
დაფარული აზრი. მკითხველისთვის ნათლად გასაგები რომ იყოს ზემოთ აღნიშნული
მსჯელობა, ნაშრომი გამოყოფილ თავებად იქნება წარმოდგენილი თითოეული საკითხის
განხილვა.

ნიცშე გვთავაზობს მეტაფიზიკური პრობლემის ხელოვნების დახმარებით


გადაწყვეტას. აღსანიშნავია, რომ ნიცშე როდესაც ამ წიგნს ქმნიდა ის შოპენჰაუერის
მოსაზრებებს იზიარებდა. „ფრანკფურტელი განდეგილის“ წარმოდგენით ხელოვნება
წარმოადგენს იარაღს, რომლის გამოყენებითაც შესაძლოა გავიდეთ დროსა და სივრცის
მიღმა, მხოლოდ ხელოვნების დახმარებით შეიძლება ადამიანი შეწვდეს იდეათა
სამყაროს, ხოლო მუსიკა ეს არის ხელოვნების უმაღლესი მწვერვალი, რომელიც
შოპენჰაუერისათვის სამყაროს არსებას ანუ ნებას ასახავს. „ტრაგედიის დაბადება
მუსიკის სულიდან“ გვთავაზობს მისეულ წარმოდგენებს ხელოვნებაზე, სამყაროს
არსებაზე და მათ კავშირებზე. ნიცშე მიიჩნევს, რომ ხელოვნებაში არის გამოვლენილი
სამყაროს არსება და სამყაროს საფუძველში არსებული ძალები. სწორედ ამ
დებულებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი ამოსავალი
წერტილი ნამდვილად ხელოვნებაა, მაგრამ იმისათვის, რომ ხელოვნება გავიგოთ უნდა
გავიაზროთ თუ ვინ არის ხელოვანი და საიდან მოდის მისი შემოქმედების უნარი, ამას
კი სამყაროს მეტაფიზიკური ძალების გაგების გარეშე ვერ გავიგებთ იმიტომ, რომ
თავად ხელოვანის არსებაში წარმოქმნილი შემოქმედების უნარი წარმოადგენს
სამყაროს ძალის გამოვლენას. როგორც ვხედავთ ნიცშესთვის მეტაფიზიკური განხილვის
საკითხებად გვესახება ხელოვნება, ხელოვანი და სამყარო.

აპოლონური და დიონისური

ნიცშესთვის არყოფილა რთული არჩევანი შეეჩერებინა ბერძნულ ხელოვნებაზე


მიუხედავად, იმისა რომ თუ ისტორიას გადავხედავთ ხელოვნების სახეების
მრავალფეროვანი არჩევანი გაგვაჩნია, მაგრამ მათგან სრულყოფილი ნიცშესთვის მაინც
ბერძნული ხელოვნება აღმოჩნდა. ნიცშე ამ არჩევანით ერთი შეხედვით კეთილგანწყობას
გამოხატავს ბერძნული კულტურის ხელოვნების მიმართ და მეორეს მხრივ კი კრიტიკის
თვალით უყურებს მისი ეპოქის კულტურას. ნიცშესთვის ძველი ბერძნული კულტურა
კაცობრიობის შემოქმედების უმაღლესი საფეხურია. შესაძლოა მკითხველს გაუჩნდეს
შეკითხვა, თუ რა შეიძლება გვითხრას ძველმა ბერძნულმა ხელოვნებამ სამყაროს
მეტაფიზიკურ საფუძვლეზე? ერთი შეხედვით ეს კითხვა საფუძველმოკლებული არ
ჩანს, მაგრამ ნიცშეს აზრით ამ კულტურის ხელოვნებას ბევრი რამის თქმა შეუძლია,
ავტორის ეს წარმოდგენა რომ გავიაზროთ, მნიშვნელოვანია ჩვენი ლოგიკა გვერდით
გადავდოთ და დავეყრდნოთ ჩვენს ინტუიციას. ნიცშეს აზრით ხელოვნების ნამდვილი
ბუნების და მასში მოქცეული მეტაფიზიკური არსების მოსახელთებლათ ჩვენ არ
შეგვიძლია ჩვენი რაციონალური ბუნება გამოვიყენოთ, რადგანაც ამისათვის მთავარ
იარაღს ინტუიცია წარმოადგენს.

ნიცშეს მიერ ჩატარებულ ბერძნული ხელოვნების ანალიზის განხილვაზე რომ


გადავიდე, ეს ხელოვნება არ წარმოადგენს ერთგავროვან სახეს, ის სინამდვილეში ორის
სახის არის, ორი საპირისპიროდ განხვავებული საწყისი. ისინი არ განასახიერებენ
მხოლოდ ჰარმონიასა და წესრიგს, მათ მიღმა გაცილებით დიდი დეტალები იმალება,
რასაც მკითხველი მომდევნო თავებში უფრო ნათლად დაინახავს. როგორც უკვე ვახსენე
არსებობს ორი საწყისი, რომელსაც ნიცშე ძველბერძენთა ღმერთების აპოლონისა და
დიონისეს სახელით მოიხსენიებს. აპოლონი წარმოადგენს სინათლის, ჰარმონიის,
წესრიგის, კეთილგონიერების, სრულყოფილების სიმბოლოს, ხოლო დიონისე -
სიბნელის, კანონის რღვევის, ქაოსის, ორგიასტულ, ექსტაზის, ტანჯვის, ინსტიქტების
გამღვიძებელ, აღვირახსნილობისა და ველური ძალების სიმბოლოდ გვესახება.
აპოლონურ ხელოვნებას ნიცშე ეპოსსა და ლირიკაში ხედავს, რადგან ეს ხელოვნება
პლასტიკურია, ხოლო დიონისური ხელოვნება არაპლასტიკურია, ის ნიცშესთვის
მუსიკაა. როგორც ვხედავთ წესრიგის მქონე ხელოვნება უპირსპირდება თავაშვებულ
მუსიკას. აღსანიშნავია რომ აქ იგრძნობა ნიცშესა და ჰერაკლიტეს კავშირი, რადგან
ნიცშესთანაც მიმდინარეობს დაპირისპირება აპოლონურსა და დიონისურ ხელოვნებას
შორის ამ ბრძოლაში კი ისინი იხვეწებიან, ვითარდებიან და სრულყოფილ სახეს
აღწევენ.

ხელოვნების ეს ორი საპირისპირო ფორმა, ნიცშეს წარმოდგენით ორი განსხვავებული


ხელოვანის მიერ იქმნება, რომლებიც განსხვავებულ ლტოლვებს განიცდიან. აპოლონურ
ხელოვნებას ნიცშე სიზმარს ადარებს, რადგან სიზმარი წარმოქმნის მშვენიერ სამყაროს
სადაც ის ქმნის სხვადასხვა სახეებს, ეს ყველაფერი კი პლასტიკური ხელოვნების
წინაპირობად მიიჩნევა. რაც შეეხება აპოლონურ ლტოლვას, ნიცშეს აზრით ის მხოლოდ
ადამიანს არ ახასიათებს, რადგან მისი წარმოდგენით ადამიანში არსებული აპოლონური
ლტოლვა, წარმოადგენს სამყაროს ძირში არსებულ აპოლონური ლტოლვის ანარეკლს,
რომელიც შემოქმედია და ქმნის სხვადახვა სახეეებს. ნიცშესთვის აპოლონური ძალის
შემოქმედება არის ჩვენი სამყარო, დროსა და სივრცეში წარმოდგენილი, რომელიც
ემორჩილება ინდვიდუაციის იდეას. როგორც ვხედავთ ნიცშემ დაახასიათა ხელოვანის
შემოქმედებითი ძალა და შემდეგ გადავიდა სამაყროს შემოქმედების ძალის აღწერაზე,
ამით მან უკვე გზა გაიკვალა მეტაფიზიკისაკენ, რადგან უკან მოიტოვა ფიზიკური და
გრძნობადი ადამიანი. რათქმაუნდა ამ გადასვლას აკლია ძლიერი საფუძველი, მაგრამ
შოპენჰაუერის მოწაფეს ეს არ გასჭირვებია. მსგავს გადასვლას აკეთებს ნიცშე
დიონისური ხელოვნების დახასიათების დროსაც, დიონისურ ლტოლვას, რომელიც
ქმნის დიონისურ ხელოვნებას, სიზმრისგან განსხვავებული ფიზიოლოგიური მოვლენა
წარმოადგენს. ეს არის თრობა, რომელიც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო
ნარკოტიკული სასმლის გავლენით. როდესაც ადამიანი ამ სასმელს შესვამდა თავისი
სუბიექტურობა ავიწყდებოდა, ის ექცოდა ექსტაზურ მდგომარეობაში, არღვევდა ყველა
წესს და ერთიანდებოდა სამყაროს ძირთან, ანუ პირველსაწყისთან. ამ მდგომარეობაში
მყოფი ნებისმიერი ადამიანი ივიწყებდა საკუთარ რეალურ გარემოებას, იგი ექცეოდა
თრობის ქვეშ, რომლის დახმარებითაც არღვევდა მაიას საფარველს. ნიცშესთვის
აპოლონურის მსგავსად დიონისური ლტოლვაც არ არის მხოლოდ ადამიანისთვის
განკუთვნილი, როდესაც სუბიექტი საკუთარ თავს ივიწყებს, იგი უკავშირდება ბუნებას.
აქედან გამომდინარე კი ბუნება, ანუ სამყარო გვესახება დიონისური ხელოვნების
საწყისის მქონედ.

ზემოთ აღნიშნული ნააზრევის მოკლე შეჯამება რომ გავაკეთო, გამოჩნდა, რომ სამყარო
თავისთავში ატარებს აპოლონურსა და დიონისურ ლტოლვებს, ნიცშე წარმოგვიდგენს
სამყაროს თავისეულ აღქმას, რომლის მიხედვითაც სამყაროს წარმოგვიდგენს როგორც
ხელოვანს, რომელიც თითქოს თამაშობს, როლს ირგებს. აქედან გამომდინარე ამ
სამყაროს ფილოსოფიური გაგება „არტისტული მეტაფიზიკაა“. ასეთ სამყაროს
წარმოადგენს ორ საწყისს შორის დაპირისპირება, რომელიც სინამდვილისა და
ილუზიის ერთობლიობას ქმნის. ის პირველსაწყისი რომელიც ტაჯვითა და
წინააღმდეგობით არის აღვსილი ხსნას პოვებს მის მიერ შექმნილ ილუზიურ სამყაროში.
ეს პირველერთი საკუთარი თავის გასათავისუფლებად საჭიროებს ილუზიებს,
სასიხარულო სილუტებს, რომლებიც მოჩვენებითია. სწორედ ეს მოჩვენებაა ნიცშეს
წარმოდგენით ჩვენი სამყარო, რომელშიც ჩვენ ვართ მოქცეული დროსა და სივრცეში,
სადაც ემპირიულობა მეფობს. „არტისტული მეტაფიზიკის“ „სამყროს ხსნას, მის
გამართლებას ნიცშე სამყროს ხელოვნებისეულ, ესთეტიკურ მოღვაწეობაში ხედავს“
(ბუაჩიძე,2013,79-80).

ტრაგედიის დაბადება

მე უკვე ზემოთ ვისაუბრე სამყაროს ძირში არსებულ ორ მოქმედ ძალაზე, ასევე


„არტისტულ მეტაფიზიკაზეც“ ეს საკითხები ვფიქრობ მკითხველისათვის უკვე ნათლად
უნდა იყოს გარკვეული. ეხლა კი მინდა მკითხველთა ყურადღება გადავიტანო
უშუალოდ ადამიანზე, ანუ ხელოვანზე და ხელოვნებაზე. დიონისური და აპოლონური
ხელოვნების გარდა, ნიცშე გვთავაზობს კიდევ ერთი ხელოვნების ტიპს, რომელშიც
გაერთიანებული არის ორი ლტოლვა, ეს არის ბერძნული ტრაგედია. ამ ორი ძალის
ერთმანეთთან შერწყმა - ტრაგედიის დაბადება, ძალიან რთული პროცესი არის. ნიცშეს
წარმოდგენით ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა, რადგან ნიცშეს აზრით
ბერძნული კულტურა ეტრფოდა აპოლონურ არსს და წინააღმდეგობას უწევდა
დიონისურ გაბრძოლებას, მაგრამ დროთა განმავლობაში დიონისურმა ელემენტებმა
მოახერხეს აპოლონურ სამყაროში შეღწევა და საკუთარი ადგილის დამკვიდრება
აპოლონური კულტურის გვერდით. ამ გარემოების ცვლილება ნიცშეს წარმოდგენით
განპირობებული იყო ერთი საყურადღებო ფაქტით. ნიცშე ფიქრობდა, რომ ამ ბერძნულ
აპოლონური კულტურის მიღმა დამალული იყო დიონისური ლტოლვა. ნიცშე აკეთებს
ბერძნული კულტურის საინტერსო და მნიშვნელოვან ანალიზსს, რომლის მიხედვითაც
იგი მოიაზრებს, რომ აპოლონურმა კულტურამ დაკარგა თვითკმარობა, იგი
დამოკიდებული აღმოჩნდა დიონისურ სიბნელეზე. ძველი ბერძენი ერთი შეხედვით
ცხოვრობდა აპოლონის დაქვემდებარებაში, ჰარმონიულად და ხალისიანად. ნუთუ მან
არიცოდა სამყაროს არსების ბნელი მხარის შესახებ? ბერძენმა მშვენივრად იცოდა
ყველაფერი, ის კარგად ხედავდა ადამიანთა ცხოვრების ტრაგიკულობას, რასაც მეფე
მიდასისა და სილენოსის მითიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც მეფე მიდასმა
სხოვა ეპასუხა სილენოსს კითხვაზე, თუ რა იყო ადამიანისთვის ყველაზე უპირატესი,
რაზეც ბრძენმა უპასუხა, რომ მისთვის ყველაზე უმჯობესის მიღწევა შეუძლებელი იყო,
ჯობდა საერთოდ არ დაბადებულიყო, ხოლო თუ გაჩნდებოდა რაც შეიძლება მალე
მომკვდარიყო. როგორც ჩანს ძველმა ბერძენმა ნამდვილად იცოდა ცხოვრების ამაოების
შესახებ, სწორედ ამიტომ ააგო მან ოლიმპოს ღმერთების მითოლოგიური სამყარო,
რადგან გაეძლოთ იმ რეალობისათვის რაშიც იმყოფებოდნენ. აპოლონური სამყარო მათ
შვებას გვრიდათ, ამ სამყაროში სილენოსის ნათქვამი ძალას კარგავდა. ნიცშეს აზრით
აპოლონურ სინათლეში აშკარად იმალება სილენოსის ჭეშმარიტება, რაც იმაზე
მიუთითებს, რომ აპოლონური კულტურა ყოველთვის გრძნობდა დიონისურ განცდას.

ნიცშეს წარმოდგენით ამ ორი კულტურის მუდმივი ბრძოლა საბოლოოდ გარიგებით


დასრულდა, ამის მოწმობა კი ანტიკური ტრაგედია გახლავთ. ტრაგედიის გარდა ნიცშე
ცდილობდა ეპოვნა სხვა დიონისური და აპოლონური კავშირი, რომელიც ტრაგედიაზე
დაბლა იდგებოდა, მაგრამ მისი არსის გაგებით თავად ტრაგედიის არსსაც ამოხსნიდა. ამ
ფენომენს მან ლირიკაში მიაკვლია. ნიცშეს აზრით ლირიკაში მუსიკალური სახის
გარდა მოქცეული არის პოეტურობაც, მათი გაერთიანება კი ხსნის ტრაგედისს არსს.
ნიცშე საუბრობს არხილოხუსზე-არქილოქეზე, რომელიც პირველი ბერძენი ლირიკოსი
გახლდათ, იგი ხალხურ სიმღერებს აცოცხლებდა და ქმნიდა. ნიცშეს აზრით სწორედ ეს
ლირიკოსი დაუპირისპირდა ჰომეროსს, რომელიც აპოლონურ კულტურას
წარმოადგენდა. დაპირისპირება კი იმაში გამოიხატა, რომ ლირიკოსმა მოახერხა
ხელოვნებაში შემოეტანა ახალი მუსიკის ელემენტები. ნიცშე გვთავაზობს ლირიკოსის
განსაზღვრებას, ის ამბობს რომ „უპირველესად იგი დიონისური ხელოვანია,
პირველყოფილი ერთობით შეპყრობილი თავისი ტკივილითა და წინააღმდეგობით,
რომელიც მუსიკისებრ ქმნის თავისი პირელყოფილი ერთიანობის სურათს, რადგან
მუსიკას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს სამყაროს განმეორება სხვა სახით, თუმცა
მისთვის ამჟამად ეს მუსიკა კიდევ ერთხელ გახდება ცნობადი სიზმარეული ჩვენების
ფორმით, აპოლონური ხილვის გავლენით.“ (ნიცშე,2016,83.) როგორც ვხედავთ ლირიკა
სინამდვილეში არ ყოფილა სუბიექტის წარმონაქმნი, ნიცშესათვის ლირიკა ხელოვანის
მიერ კი არ არის გამოხატული, არამედ იგი პირველსაწყისი არსების გამოვლინებაა.
ნიცშეს აზრით ლირიკოსი მედიუმია, რომელსაც ალაპარაკებს სამყაროს არსება, სწორედ
ამ არსების გავლენით ქმნის ის სხვადახვა სახეების მქონე ლამაზ სამყაროს. ნიცშესთვის
ბერძნული ტრაგედია ამ მუსიკისა და სახეების ანუ დიონისურისა და აპოლონურის
ერთიანობაა.

სად არის ტრაგედიაში მუსიკალური ელემენტი? ნიცშე მოგვიწოდებს, რომ ყურადღება


გავამახვილოთ ქოროზე და მასში ვეძიოთ ეს ელემენტი. მისი აზრით სწორედ ქოროდან
გაჩნდა ტრაგედია პირველად. როგორც ვხედავთ ნიცშე სატირთა ქოროს დიონისურ
ხელოვნებად მიიჩნევს, ფილოსოფოსის აზრით ქოროს დახმარებით უნდა
მოეხერხებინათ ბერძნებს სილენოსის მწარე სიმართლის გადალახვა, რადგან ბერძენი
სატირში ხედავდა ჭეშმარიტ ბუნებრივობას. ქოროში ნათლად ჩანდა ადამიანის
ნამდვილი ლტოლვები, ბუნების ძალა და მისი მარადიულობა. ქოროს მიერ
შესრულებული დითირამბი თვალს უხელდა ბერძენ ადამიანებს და აბრუნებდა
თავიანთ პირველსაწყისში ანუ ბუნების ძირში. ნიცშეს აზრით, ადამიანები მწარე
რეალობასთან შეგუებას მეტაფიზიკის დახმარებით ცდილობდნენ. სწორედ
ზემოდჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე მიაჩნია ნიცშეს ქოროს დითირამბი
მნიშვნელოვან ქმედებად, რადგან ქორო აქრობს ადამიანთა მძიმე სოციალურ
ყოველდღიურობასა და დროის შეგრძნებას, დითირამბში ყველას თანაბარი უფელება
აქვს და ყველა დიონისეს ემსახურება. ნიცშესათვის ქორო დაკავშირებული არის
აპოლონურ საწყისთანაც, რადგან ქოროს შეუძლია საკუთარი ღვთაების წარმოდგენა და
განჭვრეტვა, ქორო ასევე გარდაქმნის დიონისეზე მეოცენებე ადამიანს სატირად და ეს
ადამიანი სატირის გადმოსახედიდან უკავშირდება ღმერთ დიონისეს.

ამ თავის მოკლე შეჯამება რომ გავაკეთო, ნიცშემ შემოგვთავაზა კონცეფცია, რომლის


მიხედვითაც თავიდან დიონისეს წარმოდგენა მხოლოდ ხედვაში შეგვიძლია, შემდეგ კი
ეს წარმოდგენა ქოროს დახმარებით ცოცხლდება. ნიცშესთვის ჭეშმარიტი ტრაგედია
მუდამ დაკავშირებული არის დიონისესთან, რადგან დიონისური ტანჯვა იყო ის
მთავარი თემა, რომელზეც იქმნებოდა უძველესი ტრაგედიები. როგორც ვხედავთ
დიონისეს მუსიკალურმა სულმა დაბადა ტრაგედია და ორი
ურთიერთდაპირისპირებული საწყისი მოაქცია ერთ მთლიანობაში - ტრაგედიაში, სადაც
წარმოდგენილი არის ადამიანების ცხოვრებისეული ტანჯვა და ამავდორულად მათი
ხსნის გზაც, რომელიც სამყაროს ძირისკენ მიდის, იქ მყოფი მარადიული არსებისკენ.

ტრაგედიის სიკვდილი

მე უკვე ვისაუბრე ტრაგედიის დაბადებაზე, მის განვითარებაზე, მაგრამ სამწუხაროდ


მასაც ეწვია სიკვდილი, ნიცშე საუბრობს ამ მოვლენაზე. ზემოთაღნიშნულიდან
გამომდინარე მკითხველმა უკვე გაიგო, რომ ნიცშეს მიხედვით ტრაგედია წარმოიშვა
დიონისური მუსიკის სულიდან, ტრაგედიის სიკვდილი კი იმან გამოიწვია, რომ
თანდათანობით მასში გაქრა დიონისური მუსიკა, ის ეჭვის ქვეშ იქნა დაყენებული.
ნიცშეს წარმოდგენით ტრაგედიის სიკვდილში ბრალი მიუძღვის ევრიპიდეს და მისს
შემოქმედებას. ამ ხელოვანთან დიონისე დაკარგულია, მის ნაწარმოებში ღმერთი
ჩაანაცვლა ადამიანმა, რომელსაც საკუთარი ინტერესებიდა ლტოვები გააჩნია. ამ
მოვლენას ნიცშე ბერძნების მსოფხედველობის შეცვლას უკავშირებს, ახალმა დრომ
მოიტანა ის, რომ ადამიანი შეიცვალა და ამასთანავე შეიცვალა კულტურა. ნიცშე
ევრიპიდეს მიღმა სოკრატეს ხედავს, იგი მას დემონს უწოდებს. ამრიგად აპოლონისა და
დიონისეს გვერდით გაჩნდა სოკრატე. ნაშრომის დასაწყისში ნიცშესთთან ჩვენ
ვიხილეთ, რომ ინსტიქტს ახლავს შემოქმედება, ხოლო ჩვენი ცნობიერება კრიტიკული
თვალით უყრებს ყველაფერს რაც ჩვენს რაციოს არ დააკმაყოფილებს. სოკრატეს
შემთხვევაში კი ინსტიქტი სრულიად საპირისპირო ხდება, სოკრატეს ინსტიქტი ნიცშეს
აზრით წარმოადგენს „დემონს“ რომელიც მას კარნახობდა სხვადასხვა
გადაწყვეტიულების მიღების დროს, იგი მეტად კრიტიკულობითა და უარმყოფელობით
გამოირჩეოდა. რაც შეეხება შემოქმედითობას, სოკრატესთან ეს საქმიანობა გონებას, ანუ
მხოლოდ ლოგიკურ ნააზრევს აკისრია. ნიცშეს წარმოდგენით სოკრატე არის თეორიის
მიმდევარი ადამიანი, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი მისტიური. ის ყველაფერს
უდგება მეცნიერული თვალსაზრისით, რომლისთვისაც ყველაზე უპირატეს
საქმიანობას რაც შეიძლენა მეტი ცოდნის მოპოვება წარმოადგენს. ნიცშე სოკრატეს
ადანაშაულებს ტრაგედიის მკვლელობაში, რადგან მან ეჭვქვეშ დააყენა დიონისური
მუსიკალური ცოდნა. სოკრატეს თეორეტიკოსობამ იმსხვერპლა დიონისე. ნიცშეს
წარმოდგენით მეცნიერების სულმა გაიმარჯვა დიონისეს მუსიკის სულზე, ამით კი
საფუძველი ჩაეყარა ახალი პერიოდს, სადაც ტრაგიკული ეპოქა უკან მოიტოვა
მეცნიერების ეპოქამ და თეორიულმა ადამიანმა. ამ ნაწარმოებში ნიცშე გველაპარაკება
სამი კულტურის ტიპზე, ესენია: სოკრატული, ხელოვნებისეული და ტრაგიკული.
სოკრატული კულტურის მატარებლად ნიცშე ალექსანდრიულ კულტურას მიიჩნევს,
ტრაგედიის სიკვდილიც ამ კულტურის გამარჯვებას მიანიშნებს. სწორედ ამ
კულტურის ცხოვრების სტილს მიდევს თანამედროვე ადამიანი. ნიცშესთვის
მეცნიერების ესე ატაცება და ცოდნის უმაღლესს საჭიროებად დაყენება აპოლონური
ძალის სახეცვლილებაზე მიანიშნებდა. აპოლონურმა საწყისმა სახე იცვალა, იგი
ლოგიკურ სქემად გადაიქცა, რომლის კვალსაც თანამედროვე ევროპულ კულტურაში
დღესაც წავაწყდებით.

საბოლოოდ დანასკვის სახით მცირე შეჯამება რომ გავაკეთო, მე ვეცადე ამ საკვლევ


ნაშრომში განმეხილა ნიცშეს მიხედვით ბერძნული ტრაგედიის კონცეფცია, ასევე
„არტისტული მეტაფიზიკური“ პრობლემურობის საკითხი. მკითხველს წარმოვუდგინე
ამ კონცეფციის მთავარი და საყურადღებო ნაწილები : აპოლონური და დიონისური
საწყისები, გარდა ამისა მათი გაერთიანების პროცესი, რასაც ტრაგედიის დაბადება
მოყვა. ტექსტში საუაბრი ეთმობა ტრაგედიის როლის მნიშვნელობის წარმოჩენასა და
მისი სიკვდილის შემდეგ განვითარებული მოვლენების განხილვას.

ბიბლიოგრაფია
ბუაჩიძე, თამაზ. 2013. „თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის სათავეებთან“, 71-100.
თბილისი: გამომცემლობა “Carpe diem”

ნიცშე, ფრიდრიხ. 2016. „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“, 30-262. მთარგმნ:


გიორგი მესხი. თბილისი: გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“

You might also like