You are on page 1of 6

„საბერძნეთი“

როგორ გაიღვიძა მონაში


თავისუფალმა სულმა
საბერძნეთი!! რას ნიშნავს ის კაცობრიობის ისტორიისათვის? ქვეყანას? კულტურის ცენტრს? აზროვნებას? სულს?
სხეულს?... პასუხი ძალიან რთულია. ჩემი აზრით იმას რასაც კაცობრიობისათვის საბერძნეთი წარმოადგენს,
ინდოელები სულიერი განვითარების გზაზე „მეორედ დაბადებას“ უწოდებენ. და სწორედაც რომელი ხალხი უნდა
ყოფილიყო გარდა ბერძნებისა ვინც ითავებდა ევროპული სულის, ფილოსოფიის, აზროვნებისა და კულტურის
ხელმეორედ დაბადებას? ბერძენი მოაზროვნეები იყვნენ პირველნი ვინც სამყაროსეული ხედვის ფილოსოფია
რადიკალურად შეცვალეს და ის თავად ადამიანისაკენ მიმართეს...სამყაროს ცენტრში დააყენეს ადამიანი, ცოცხალი
სხეულითა და სულიერებით აღსავსე. სწორედ ამაშია ნაგულისხმევი „მეორედ დაბადება“ რადგანაც ბერძნული
აზროვნება გამოვიდა მითოსური სამყაროდან, დათმო მისი ზღაპრული მისტერიები, მოსწყდა მას როგორც ნაყოფი
დედის საშოს და დაიწყო დამოუკიდებლად, საკუთარი აზრით, მეცნიერებითა და ემპირიული კვლევებით
არსებობა. რაც მთავარია არ შეუშინდა მას! არ შეუშინდა აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, საკუთარ
თავისუფლებასა და არსებობაზე... ამგვარ ყოფაში ბერძნულმა ცივილიზაციამ სამყაროს აჩუქა უდიდესი
ფილოსოფოსები, სახელმწიფოებრივი წყობა რომელსაც „დემოკრატია ეწოდება“, აჩუქა კულტურა, ხელოვნება,
შემოქმედებითი ხედვა, რომელიც თვით მრავალ საუკუნოვანმა ქრისტიანულმა შემოტევებმა ვერ დაამარცხა და
საბოლოოდ თავისი ტრიუმფი შუა საუკუნეების რენესანსის ეპოქაში იგემა, მაგრამ ეს საკითხი სცდება ჩვენს
კონკრეტულ თემას.

არ შემიძლია არ შევეხო ბერძნული ხელოვნებისა და კულტურის სახესიმბოლურ დარგს, რომელსაც მოქანდაკეობა


ეწოდება. თუ გსურს შეიცნო ბერძნული სული, კულტურა, ესთეტიკა და შინაგანი რიტმი აუცილებლად უნდა
შეისწავლო ბერძნული ქანდაკებები.. მე ამ შემთხვევაში მინდა შევეხო კონკრეტულად ერთ ღირსშესანიშნავ და
უდაოდ მსოფლიო შედევრს, ქანდაკებას „დელფოსის მეეტლეს“. რათქმაუნდა მრავალი მოსაზრებაა მასზე, მრავალი
ხელოვნებათმცოდნე დაინტერესებულა ამ ქანდაკების შინაარსით, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა ვისაუბრო
საკუთარ შეხედულებაზე, თუ როგორ ახდენს ეს ქანდაკება სრულიად კაცობრიობის „მეორედ დაბადების“
ილუსტრაციას.

მოგვეხსენება, ძველ ბერძნულ სამაროში ოდითგანვე იმართებოდა სხვადასხვა სახის თამაშები და შეჯიბრებები. ეს
ქანდაკებაც სწორედ ასახავს დელფოსში გამართული შეჯიბრების სცენას. ვარაუდობენ, რომ კონკრეტული ქანდაკება
ფრაგმენტია უფრო დიდი მრავალფიგურიანი კომპოზიციისა და ამ ქანდაკებაზე ნაპოვნია წარწერა გამარჯვებულს
საპატივცემულოდ. დელფოსში ეტლების რბოლაში უმეტესწილად დაბალი კლასის წარმომადგენლები ან საერთოდ
მონები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც მდიდარი ოჯახების სახელით გამოდიოდნენ. გამარჯვების შემთხვევაში
კი ისინი თავისუფლებას იღებდნენ. სწორედ ამ მომენტზე მინდა შევაჩერო ჩვენი ყურადღება.

ქანდაკება თითქოს სტატიკურია, მაგრამ მასში იგრძნობა „სპირალური“ მოძრაობა , რომელიც ოდნავ
შემობრუნებულია და ეს მოძრაობა ისე ოსტატურადაა დაჭერილი თითქოს ფიგურა ემზადება უფრო დიდი
დინამიური მოძრაობისათვის. სახეზე სასიამოვნო გაოცება აქვს გამოხატული და ასევე თითქოს ემზადება უფრო
დიდი ემოციის გამოსახატად. ვცდილობ ხაზი გავუსვა ქანდაკების ორმაგ, გარეგან და შინაგან მდგომარეობას. ორივე
ასპექტში ქანდაკება საწყის მდგომარეობაშია „ჯერ გამოუვლენელი“ მოძრაობითა და ემოციით, მაგრამ აშკარად
მიგვანიშნებს მომავალ გამოვლინებაზე. ეს რათქმაუნდა ავტორის უდიდესი ოსტატობაა, რომლის ტრქნიკურ მხარეზე
საუბარი სრულიად ზედმეტია ამ შემთხვევაში. ახლა ისმის კითხვა რაში დასჭირდა ასეთი ღრმა და იდუმალი
შინაარსის მიცემა ქანდაკებისათვის? კარგად დავუფიქრდეთ შინაარსს, ის მონაა ან დაბალი კლასის წარმომადგენელი
და მას ტანჯვისა და ტკივილის მეტი არაფერი უნახავს ცხოვრებაში... მან გაიმარჯვა!!! ამ მომენტზე ვკონცენტრირდეთ.
ის მონაა და ტრიუმფის დღე აქვს. ის მონაა და მას მეფეები ფეხზე მდგომნი ეგებებიან. ის მონაა და ბრბო მის სახელს
გაჰყვირის. ეს დღე მისია! დღეს მან თავისუფლება მოიპოვა. დღეს მასში „მე“ დაიბადა!! განა როგორ შეიძლება
პიროვნებამ მიიღოს ეს ემოცია და გამოხატოს ჟესტით? განა ის წამისმიერი აღტკინებითა და ხელების ქნევით
შეეგებებოდა ამ მომენტს? არა! ის დაუჯერებელი, ეჭვიანი სიხარულით მიიღებდა ამ ყოველივეს. სწორედ
გაცნობიერებაა ის რასაც ეს ქანდაკება გადმოგვცემს. სწორედ გაცნობიერებაა ის რამაც შვა კაცობრიობა ხელმეორედ...

აღნიშნული ქანდაკება სწორედაც არის კაცობრიობის სახესიმბოლო. სიმბოლო ინდივიდისა, რომელსაც ეძინა ღრმა
ძილით მაგრამ გამოიღვიძა!! შეიყნოსა თავისუფლება, იგემა ის, გააცნობიერა და თქვა!! „მე ვარ“!!!...

You might also like