You are on page 1of 2

ხელოვანი ცალი ხელით მიწას უნდა ეხებოდეს, ცალი ხელით ზეცას.

უნარი , რომლითაც ადამიანი ცხოველისგან განსხვავდება ფიქრი და ემოციების


გამოხატვაა. ბუნებრივია ჩვენში უამრავი გრძნობაა თავმოყრილი. ზუსტადაც, რომ
ადამიანებად ფიქრი გვაყალიბებს,ეს ფიქრი ხან სევდიანია, ხან ფერადი , ხან კი
ძალიან მუქი, ბნელი და იმდენად დიდი რომ მთელ ჩვენს სხეულს ისაკუთრებს. მუქ
ნისლს, რომელიც ჩვენს სულში გროვდება , სჭირდება გამოთავისუფლება და სხვა,
დადებითი ემოციებით ჩანაცვლება. ჩვეულებრივ ადამიანებს ემოციების
გამოხატვის სხვადასხვა გზა აქვთ ნაპოვნი, განსაკუთრებული, რჩეული და სულით
ხელოვანი ინდივიდები კი საკუთარ თავს თავიან შემოქმედებაში
აქსოვენ. ,,ხელოვნება ტყუილია, რომელიც გვაძლევს უფლებას გავაანალიზოთ
სიმართლე’’, მოცემული ციტატა პაბლო პიკასოს, ესპანელ მხატვარსა და
სკულპტორს ეკუთვნის. ხელოვნება სულის გამოხატულებაა, საკუთარი თავის
ყველაზე ფარული მხარე და სიმართლე, რომელსაც შემოქმედებით გამოვხატავთ.
ხელოვან ადამიანებს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ ჩვენს
ცხოვრებაში, მათ აქვთ უნარი აითვისონ ცხოვრების არსი, გაუსწრონ მათ
თანამემდროვეებს და გაუსწრონ ყველაზე მთავარს, ეპოქას. ისინი თარგმნიან
ადამიანის ბუნებას სხვადასხვა ფორმებით, ნახატებით, ქანდაკებებით, მხატვრული
ლიტერატურითა თუ მუსიკით. მათი ნამდვილი ძალა და შესაძლებლობა სცილდება
უბრალო შემოქმედებას, მათ შეუძლიათ ერთდროულად შეეხონ მიწას და ცას. ეს,
რა თქმა უნდა, მეტაფორაა, რომელიც სინამდვილეში გულისხმობს მხატვრის
როლს, ანუ როგორც ხიდს მატერიალურსა და არამატერიალურს, ჩვეულებრივსა
და არაჩვეულებრივს, წუთისოფლისა და უსასრულოს შორის. ხელოვანის კავშირი
მიწასთან ნიშნავს მის ძალიან ღრმა ცოდნას დედამიწის, ანუ ფიზიკური სამყაროს
შესახებ. არ შემიძლია არ ვახსენო ქართველი გენიოსი, შოთა რუსთაველი ,
რომელსაც ძალიან დიდი ცოდნა ჰქონდა ასტროლოგიური, მათემატიკური და
სხვა. მისი გენიოსობა გამოიხატა ვეფხისტყაოსნის აგების სისტემაზე, მთელი პოემა
არის 16 მარცვლიანი, მაღალი და დაბალი შაირებით. გენიოსი უნდა იყო, რომ
ასეთი სიბრძნე ამ გზით გამოხატო. ხელოვნებს აქვთ უნარი ასახონ ცხოვრების
ამაობეა, წარმოაჩინონ ბრძოლა საკუთარ თავთან, ან საზოგადოებასთან. ისინი
თავიანთი ხელოვნების ნიმუშებით იპყრობენ კაცობრიობის არსს და ხდიან მას
ხელშესახებ, გასაგებს და ამავდროულად ძალიან ღრმასა და გაუგებარს.
ხელოვანი ადამიანები მისიებით დაბადებულნი არიან, მათი უნარი რომ
ეხებოდნენ მიწას, მიანიშნებს მათ ერთგულებაზე რეალურ სამყაროზე და ამ
სამყაროში არსებული პრობლემების მოგვარებასა და კრიტიკურ რეფლექსიაზე.
მათი მიზანია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. მსოფლიოს , წუთისოფლის
პრობლემები ისე ტკივათ, როგორც საკუთარი, ზუსტადაც რომ ესაა როცა ხარ
გენიოსი, როცა ხარ ადამიანი. მსურს გავიხსენო ილია ჭავჭავაძე, ჩვენი მამა,
რომელიც რთულ, ბნელ ეპოქაში დაიბადა. იგი იბრძოდა ქართული ენისთვის,
ქართველებისთვისა და ქართველობისთვის. წერდა უამრავ პუბლიცისტურ
წერილს, გაზეთებს, ნაწარმოებებს, რადგან შეძლებოდა დეგრადირებული
საზოგადოების გამოღვიძება, ,,სულ ძილი ,ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ
გამოღვიძება’’, ეს სიტყვებიც მას ეკუთვნის, რომელიც აკრიტიკებს ადამიანებს,
რომლებიც არაფერს აკეთებენ, ძინავთ და სხვების ნება-სურვილზე დადიან.
ხელოვანის კავშირი ცასთან კი არის სიმბოლო მათი სწრაფვისა ამაღლებისკენ,
რაღაც ხელშეუხებლისკენ. ხელოვნები ხშირად იკვლევენ წარმოსახვის სივრცეს,
უბიძგებენ კრეატიულობის საზღვრებს გამოუცნობი ტერიტორიების შესასწავლად,
იქ სადაც რეალობა შორსაა ანუ იდეალურ სამყარო. იდეალური სამყაროსკენ
სწრაფვაზე მახსენდება რომანტიკოსები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ალექსანდრე
ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი. ისინი შთაგონებას იღებდნენ არამატერიალური,
იდუმალი და უცნობი სამყაროსგან, რომელიც საშუალებას აძლევდა მათ წამით
მაინც დაევიწყებინათ ,,ორგემაგე’’ წუთისოფელი. ცხოვრების დავიწყება ,რა თქმა
უნდა, გინდა, როდესაც ნიკოლოზ ბარათაშვილი ხარ, მარტოსული გენიოსი და
უიღბლო ადამიანი. მისი ოცნებები წლებთან ერთად იმსხვრეოდა, თავისი
ქმნილებებით კი გაურბოდა ამ ყველაფერს, ან პირიქით, გამოსავლის ძიებას
ცდილობდა. მისი ტრაგიკული ცხოვრება მიუთითებს იმაზე, რომ იგი მიწასაც
ეხებოდა, ხოლო მისი პოეზია მიუთითებს იმაზე, რომ ისწრაფვის ცისკენ,
სულიერებისკენ და უსასრულობისკენ, რომელიც ბოლომდე გამოსდის.
ხელოვანის ჭეშმარიტი არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ იპოვო დელიკატური
წონასწორობა დედამიწასა და ცას შორის. სწორედ ეს ჰარმონიული წონასწორობა
აძლევს მათ უნარს, შექმნან ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ღრმად ეხმიანება
ადამიანების სულს და მათში შთაგონებას იწვევენ. თავიანთი შემოქმედებებითა და
უსასრულობის შესწავლით, ხელოვნები უზრუნველყოფენ უნიკალურ
პერსპექტივას, რომელიც გვაძლევს შანსს, ჩვენც გავიგოთ მცირე სამყაროს
შესახებ.
საბოლოოდ კი შემიძლია ვთქვა რომ, ხელოვანის უნარი, ერთი ხელით შეეხო
მიწას, მეორეთი კი ცას, მოწმობს მის მრავალმხრივ როლზე საზოგადოებაში.
როგორც მატერიალურის, ისე არამატერიალურის მიღებით, ხელოვნები
ამდიდრებენ ჩვენს ცხოვრებას და გვახსენებენ ადამიანის სულის პოტენციალს.
ისინი კი ამით ასრულებენ თავიანთ მისიას, რომელიც ღმერთმა მათ დაბადებამდა
უსახსოვრა. მისია, რომელიც ცვლის ჩვენს ცხოვრებას, რომელიც ასრულებს
სასიცოცხლოდ მნიშნელოვან როლს და წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს
სამყაროში.

You might also like