You are on page 1of 5

პოლ გოგენის ნახატი, რომელმაც

დღევანდელ ესეში მინდა ვისაუბრო იმ ხელოვნების ნიმუშზე,


რომელმაც იხსნა ერთ-ერთი გენიალური ხელოვანი სიკვდილისგან. ეს არის პოლ
გოგენის „საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ“. ავტორი ამ ნახატის
დასრულების შემდეგ სუიციდს გეგმავდა, რაც აქამდეც უცდია, მაგრამ შეიძლება
ითქვას ამ ნაშრომმა მას ცხოვრების ხალისი ახლიდან შესძინა: „სიკვდილის წინ,
უმძიმეს მდგომარეობაში, მას მთელი ძალა შევალიე. ისეთი ტკივილიანი განცდა და
უცდომელი ხედვა მქონდა, რომ პირველივე მონასმებით, ჩაუსწორებლად ვხატავდი.
აღარსად მეჩქარებოდა და სიცოცხლის სურვილი დამიბრუნდა“ - წერდა ის მეგობარს.

პოლ გოგენმა, კრიტიკოს ა. ფონტეინისადმი გაგზავნილ წერილში,


აღნიშნა, რომ მისი მიზანი არ არის შექმნას რთული გენიალური ალეგორიების ჯაჭვი,
რომელიც უნდა გადაწყდეს. პირიქით, სურათის ალეგორიული შინაარსი ძალიან
მარტივია - მაგრამ არა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის გაგებით ,არამედ ამ
კითხვების დასმის მიზეზის აღსაქმელად”. პოლ გოგენი არ აპირებდა პასუხის გაცემას
იმ კითხვებზე, რომლებიც მან სურათის სათაურში შემოგვთავაზა, რადგან მას
სჯეროდა, რომ ისინი არის და იქნება ერთდროულად
ყველაზე საშინელი და ტკბილი გამოცანა ადამიანის
ცნობიერებისათვის. ამიტომ, ამ ტილოზე ალეგორიების არსი
ბუნებაში დამალული ამ საიდუმლოს წმინდა თვალწარმტაც
განსახიერებაშია, უკვდავების წმინდა საშინელებასა და
ყოფიერების საიდუმლოებაში.1

ნახატს ფონად ბუნება აქვს. გოგენის


წარმოდგენით, ლურჯისა და მწვანის ქრომატიული უწყვეტობასაშუალებას იძლევა,
ამ ფონზე ნათელ ფერებში დახატული ფიგურები გამოიკვეთოს და შეიქმნას
ჰარმონიის შთაბეჭდილება.2 ნახატი უნდა წაიკითხოთ მარცხნიდან მარჯვნივ -
ფიგურების სამი ძირითადი ჯგუფი ასახავს სათაურში დასმულ კითხვებს:

1. ცხოვრების
საწყისი:
დასაწყისი
და
დასასრული
-

1
https://subscribe.ru/group/pole-chudes/3523813/

2
„დიდი მხატვრები“ 2007 წლის გამომცემლობა Sol 90, 2009 წლის გამომცემლობა პალიტრა L
ახალშობილი და მოხუცი ქალი სიცოცხლის ციკლის თავსა და
ბოლოში არიან წარმოდგენილნი. საოცარია, რომ გოგენმა
ნაწარმოების მიმართულება შეცვალა. ჩვეულებრივ, იგი
მარცხნიდან მარჯვნივ უნდა იკითხებოდეს. მიზანი გაუგებარია.
შესაძლოა, მხატვარმა მოხუცი ქალის მოდელად ბავშვობიდან
კარგად ნაცნობი პერუს მუმიები გამოიყენა.
2. სიმწიფის ყოველდღიური არსებობა: მახარებელი ქალები - ეს
ორი ფიგურა სიბრძნის სიმბოლოა. გოგენმა ისინი „ცნობიერების
ხესთან“ დააკავშირა. საქმე გვაქვს ორ ფიგურასთან, რომლებიც
დასავლური რელიგიური ტრადიციებით ქრისტეშობის
მახარებლები არიან. ვიზუალურად ისინი „ია ორანა, მარიაზე“
გამოსახულ ანგელოზს წააგვანან. ამ შემთხვევაში ძალიან მუქი
ფერის არჩევანი შემეცნებაზე მხატვრის უარყოფით შეხედულებას
უნდა ასახავდეს და, ალბათ, უფრო დასავლეთს უკავშირდება,
ვიდრე აბორიგენთა სამყაროს, სადაც ავტოქთონები თავიანთ
უმეცრების წყალობით უფრო ბედნიერნი არიან.
3. მხატვრის აზრით, საბოლოო ჯგუფში "როგორც ჩანს, სიკვდილის
მოახლოებული ქალი შერიგებულია და აზრებს ემორჩილება",
"მის ფეხებთან" უცნაური თეთრი ჩიტი ... სიტყვების
უსარგებლობას წარმოადგენს ". როგორც ჩანს, ფონზე ლურჯი
კერპი წარმოადგენს იმას, რაც გოგენმა აღწერა როგორც "სხვა
სამყარო".

ახალშობილის გვერდით ყმაწვილი ქალები ისვენებენ. ეს სამი ფიგურა,


შესაძლოა, სამოთხის ბედნიერებას, ნეტარ ცხოვრებას ასახავს. ცენტრალურ ნაწილში
ახალგაზრდა კაცი ხის ნაყოფს წყვეტს. მისი თხელი სხეული კუნძულის ცხოვრების
აპოგეასა და, იმავდროულად, დაღმავლობის დასაწყისზე მიგვანიშNებს, რადგან
შეიძლება ვივარაუდით, რომ ნაყოფი, რომელიც ბავშვს უჭირავს, ცნობიერების ხის
ნაყოფია და, ამრიგად, შემეცნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯით იგი
უახლოვდება დაცემას.

მარცხნივ, მეორე პლანზე, ხაზგასმულია მისტერიული ელემენტის


განწყობა: ხელებაწეული კერპი, თითქოს იმქვეყნიური ცხოვრების მაუწყებელია და
ტომის ყველაზე ღრმა მრწამსს გამოხატავს. ბევრი წყაროს
მიხედვით, ეს კერპი პოლინეზიური ქალღმერთი ჰინაა, რომელიც
დედამიწას განასახიერებს. ამავე მითოლოგიის თანახმად, იგი
სიკვდილისა და აღდგომის სიმბოლოცაა. ლეგენდის მიხედვით,
როცა მის თანამგზავრს ადამიანმა ბოლო მოუღო, ჰინამ მისი თავი
მიწაში დაფლა, საიდანაც ქოქოსის ხე ამოიზარდა. ქალღმერთის
ტილოზე გამოჩენა შეიძ₾ება აიხნას, როგორ მორწმუნე ადამიანის ნუგეშსცემა
სიკვდილის შემდეგ. ფრიზის განაპირას წამოწოლილი ქალი სიცოცხლის ციკლს
ასრულებს. მოხუცის ფეხებთან. მარცხენა ნაპირზე, უცნაური ფრინველია, რომლის ამ
ნამუშევარში ჩართვასაც ავტორი იმით ამართლებდა, რომ ეს იყო „მდაბალი არსების
შედარება გონიერ არსებასთან“.3

სურათის სისრულის შესახებ მან თქვა შემდეგი: ”მე მჯერა, რომ ეს ტილო
არა მხოლოდ ყველა ჩემს წინა ნამუშევარზე მაღლა დგას, არამედ ვიცი ,რომ ვერც
მასზე უკეთესს და ვერც მსგავსს ვერასდროს
შევქმნი”.4

ავტორმა ნაწარმოების სათაური


ტილოს მარცხენა, მაღლითა კუთხეში მიუთითა.
ფრანგულად დაწერილი: „საიდან მოვდივართ? ვინ
ვართ? საით მივდივართ?“ ანსამბლის ერთადერთი
დასავლური დეტალია. ეს გოგენის ანდერძია,
ფერწერული ანდერძი. შესაძლოა ამიტომაც ქმნის ნარატიულ ფრიზს, რომელზეც
ერთმანეთს ადამიანის ევოლუციური ამსახველი სცენები ენაცვლება. მას ადრეც
შეუქმნია ფრიზის ფორმის კომპოზიცია, მაგალითად, ტილო „ტა მატეტეზე“.

ნახატი გოგენის ინოვაციური პოსტ-იმპრესიონისტული სტილის


გასაღებია; მისმა ხელოვნებამ ხაზი გაუსვა საღებავებისა და სქელი დარტყმების
მკაფიო გამოყენებას, იმპრესიონიზმის პრინციპებს, ამავე დროს ემოციური ან
ექსპრესიონისტული ძალის გადმოცემას. იგი წარმოიშვა მე-20 საუკუნის სხვა
ავანგარდულ მოძრაობებთან ერთად, რომელთა შორისაა კუბიზმი და ფოვიზმი.5

ფერწერა გოგენის ესეის - „თანამედროვეობის სული და


კათოლიციზმის“ ვიზუალურ ტრანსპოზიციას წარმოადგენს.

3
„დიდი მხატვრები“ 2007 წლის გამომცემლობა Sol 90, 2009 წლის გამომცემლობა პალიტრა L
4
https://ru.freejournal.info/131463/1/otkuda-my-prishli-kto-my-kuda-my-idem.html

5
https://ru.freejournal.info/131463/1/otkuda-my-prishli-kto-my-kuda-my-idem.html
ესეში გამოყენებული ლიტერატურა
https://subscribe.ru/group/pole-chudes/3523813/
https://ru.freejournal.info/131463/1/otkuda-my-prishli-kto-my-kuda-my-idem.html

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0%BE%D0%B3%D0%B5%D0%BD,_%D0%9F%D0%BE
%D0%BB%D1%8C

https://en.wikipedia.org/wiki/Paul_Gauguin

https://www.wikiart.org/ru/pol-gogen/otkuda-my-prishli-kto-my-kuda-my-idem-1897

https://ru.freejournal.info/131463/1/otkuda-my-prishli-kto-my-kuda-my-idem.html

https://www.youtube.com/watch?v=6tr7gnyT2XM
„დიდი მხატვრები“ , ტექსტის ავტორები: ანტონიო გონსალეს პრიეტო, ანტონიო ტელიო.

You might also like