You are on page 1of 4

სიკვდილი მარადიული სიზმარია

რომანტიკოსებს მიაჩნიათ,რომ სიკვდილი არის მარადიული სიზმარი, რომელსაც


ვქმნით ჩვენ. რომანტიზმის ეპოქაში სიკვდლიც რომანტიზებულია. იგი ითვლებოდა
ოცნების მშვენიერ ქვეყანად, სადაც შეიძლებოდა გაქცეოდი რეალობას, უბედურებასა
და გახუნებულ სამყაროს. რომანტიკოსები იყვნენ სევდიანი, მელანქოლიური,
იმედგაცრუებული, მარტოსული დამორალური ნორმებით დამძიმებულები და მათი
ერთადერთი კომფორტი და შვება ძილი იყო, როდესაც სამყარო რეალურისაგან
ოდნავ განსხვავებული და ისეთი ესახებოდათ, როგორიც მათ მენტალურ და სულიერ
მდგომარეობას შეეფერებოდა. ეს არის გაქცევა რეალობისაგან, ეს არის ბუნებაში
ჩაძირვა.

John Keats – ‘On Death’

‘Can death be sleep, when life is but a dream,


And scenes of bliss pass as a phantom by?
1
And yet we think the greatest pain’s to die. ‘
სიზმარსა და სიკვდილზე ერთი ცნობილი ახატი მახსენდება. ჰენრი ფუსელიმ
გამოსახა ბნელი და ირაციონალური ძალების
გამოსახვა თავის ცნობილ ნახატში „კოშმარი“.
ღვთაებრივი შუქი, რომლის წყაროც არსად ჩანს,
მთლინად ეცემა დაწოლილი ქალის
სხეულს.მისი ხელები კისერი და თავი
საწოლიდან გადმოვარდნილია. საინტერესოა
ცხოველის მაგვარი არსება, რომელიც ქალს
მუცელზე აზის. ის ჩემი აზრით უფრო სატანას
გავს,თუმცა ხშირად მას ასახელებენ, როგორც
ინკუბუსს.ინკუბუსი არის დემონი, რომელიც
გარეგნობით კაცს ჰგავს და მძინარე ქალებთან ამყარებს სექსუალურ კავშირს ან
უბრალოდ მძინარე ადამიანის სხეულზე წევს. ფარდის უკნიდან გამოსული ცხენი
უჩვეულოა, რადგან მისი თვალები ანათებს და ნესტოები გაფართოებული აქვს,
შეიძლება მხატვარს სურდა გადმოეცა იმ სიზმრის სიუჟეტი, რასაც პერსონაჟი
ნახულობს. ეს ნახატი გახდა რომანტიზმის „ხატი“ და გოთიკური საშინელებათა
ჟანრის გამომხატველი.

„კოშმარის“ ქალის პოზა ძალიან ჰგავს ”ჩათერტონის სიკვდილს“, რომელიც


პრერაფაელისტ მწერალს ჰენრი ვოლესს ეკუთვნის. ნახატზე გამოსახულია 17 წლის

1
ეს არის ნაწყვეტი ეკუთვნის ჯონ კეიტსს, რომანტიკოს მწერალს, რომელიც ადარებს სიზმარსა და
სიკვდილს ერთმანეთს და მკაფიოდ ამბობს,რომ სიკვდილი საშიში არ არის, მისი არ უნდა
გვეშინოდეს.
ინგლისელი ადრეული რომანტიკოსი პოეტი თომას ჩატერტონი. ნახატზე ასახულია
მომენტი,როდესაც პოეტი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან თავი მოიწამლა
დარიშხანით 1770 წელს.მისი კისერი,ხელი და თავიც ასევე გადმოვარდნილია
საწოლიდან, როგორც ზემოთ ნახატში,თუმცა იქ განსაზღვრული დროის ძილია, აქ
მარადიული. ჩატერტონი ითვლებოდა რომანტიკოს გმირად ბევრი ახალგაზრდა და
მებრძოლი მხატვრისთვის. ჰენრი ვოლისი კარგად წარმოაჩენს მის კავშირს პრე-
რაფაელიტების სტილთან, ეს ყოველივე ჩანს ცოცხალ ფერებში და სიმბოლურ
დეტალებში. მან გამოიყენა თამამი ფერები კონტრასტული პალიტრით და გამოიყენა
ბუნებრივი შუქის დაცემა ფანჯრიდან, რათა წარმოეჩინა თავისი იმდროინდელი
საყვარელი შუქ-ჩრდილის სტილი, ქიაროსკურო.

მარადიული ძილი ასევე ასახულია „სარდანაპალუსის სიკვდილში“,რომელიც


ეკუთვნის ევგენი დელაკრუას. სარდანაპალუსის
სიკვდილი დაფუძნებულია ასურეთის მეფის
სარდანაპალუსის ლეგენდაზე და არის
რომანტიზმის ეპოქის შემოქმედება. ამ ნახატში
გამოყენებულია ნათელი და თბილი ფერები. იგი
შთაგონებული იყო ლორდ ბაირონის პიესით
სარდანაპალუსი (1821), და თავის მხრივ
შთაგონებული იყო ჰექტორ ბერლიოზის კანტატა,
სარდანაპალუსი (1830), და ასევე ფრანც ლისტის
ოპერა,“ Sardanapalo“. ნახატში მთავარი აქცენტი არის დასმული დიდი საწოლზე,
რომელზეც გადაკრულია მდიდრული წითელი ქსოვილი. მასზე წევს მამაკაცი
უინტერესო თვალით, რომელიც აკონტროლებს გარშემო შექმნილ ქაოსს. ის
გამოწყობილია თეთრ სამოსში და მორთულია ოქროს სამკაულით კისერსა და
თავზე. შესამჩნევია მის ფეხ ქვეშ დაწოლილი ქალი, იგი თითქოს საწოლის ეხუტება.
ის არის ერთ-ერთი ქალია ექვსიდან ნახატში. ყველა ტანსაცმლის სხვადასხვა
ფერებშია გამოწყობილი და თითოეული განსხვავებულად იტანჯება მამაკასისაგან.
არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც დანებით არიან დაჭრილები და ერთი
ადამიანი კვდება ხმლის მიერ მიყენებული ჭრილობით, ხოლო მამაკაცი წინა პლანზე
მარცხენა მხარეს მორთული ცხენის მოკვლას ცდილობს. მეფის მარჯვენა იდაყვთან
ახალგაზრდა მამაკაცი დგას მაგიდის უკან, რომელზეც აწყვია დახვეწილი ოქროს
ჭურჭელი და თასი. საწოლის ძირში არის ოქროს სპილოს თავები, ასევე სხვადასხვა
ძვირფასი წვრილმანები მიმოფანტული ხოცვა-ჟლეტას შორის. ფონზე რამდენიმე
არქიტექტურული ელემენტი ჩანს, მაგრამ ძნელად შესამჩნევი.

ამ მხრივ საინტერესოა, მარატის სიკვდილი,რომელიც არის ჟაკ-


ლუი დავიდის 1793 წლის ნახატი, რომელიც ასახავს მხატვრის
მეგობარს და მოკლულ ფრანგ რევოლუციონერ ლიდერს, ჟან-
პოლ მარატს. ის არის საფრანგეთის რევოლუციის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი ნახატი. მარატის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში შექმნილი ნახატი
გვიჩვენებს, რომ მარატი იწვა მკვდარი აბანოში 1793 წლის 13 ივლისს შარლოტა
კორდეის მიერ მისი მოკვლის შემდეგ. მარატის სიკვდილს ხშირად ადარებდნენ
მიქელანჯელოს პიეტას, მთავარი მსგავსება იყო ორივე ნაწარმოებში ჩამოკიდებული
მკლავი. დავითი აღფრთოვანებული იყო კარავაჯოს ნამუშევრებით, შესაბამისად ჩანს
მისი გავლენაც ამ ნახატში.

მოცემული ნახატი არის ჩემთვის ყველაზე ესთეტიური ზემოთ ჩამოთვლილთაგან, ეს


ალბათ ფერების გამოა და ქალის სათნო სახე და თეთრი
კაბა ესთეტიურობას ქმნის.ახალგაზრდა მოწამე
წარმოაჩენს დელაროშის, რომანტიკოსი მხატვრის,
აქცენტს ისტორიულ სიზუსტესა და მხატვრობაში
დრამატულობისა და ემოციურობის გამოსახვის
უნარზე,რადგან იგი ასახავს ქრისტიანი ქალის
ისტორიულ მოწამეობას, ხოლო, ამავე დროს,
შარავანდედი, რომელიც მოწამეს თავზე ადგას, ხაზს
უსვამს ნახატის დრამატულობას და ქმნის ემოციურ
ეფექტს,რაც დამახასიათებელია რომანტიზმისთვის.
ნახატზე აუცილებლად უნდა შევამჩნიოთ დეტალები,
მაგალითად ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს მამაკაცისა და ქალის ფიგურა, რომლებიც
სავარაუდოდ წმინდანის დანახვისას შეშინებულნი ერთმანეთს ეხუტებიან, მათი
ვინაობა უცნობია,თუმცა მიჩნეულია,რომ ისინი სავარაუდოდ გარდაცვლილის
მშობლები არიან.ნახატზე ჩანს მზის ჩასვლა და ერთადერთი ბრწყინავი ვარსკვლავი.
ეს ვარსკვლავი სავარაუდოდ არის ჩრდილოეთის ვარსკვლავი,რაც სიმბოლოა
ღმერთისა. წმინდანს თავზე შარავანდედი ადგას,რაც არის ერთგვარი შუქის წყარო
ნახატში.ასევე ამ ნახატში როგორც ზოგადად რომანტიზმისთვის დამახასიათებელია
არის ზღვა/ტბა, რომელიც როგორც ვიცით რომანტიკოსებისთვის სამყაროს
შეცნობის,თუმცა შემდგომ სიკვდილის მაუწყებელია. ცალსახაა გოგონამ იპოვა
ღმერთიც და შესაბამისად შეიცნო სამყაროც. გამოყენებული ფერები სულ არ ქმნის
დაძაბულობას, პირიქით ის თითქოს წყნარად გვახსენებს : გახსოვდეს შენც
მოკვდები...

რა გამოხატავს სიკვდილს ისე კარგად როგორც


თავის ქალა. რომანტიკოსი მხატვარი თეოდორ
გერიკო ხატავს ნახატს ”სამი თავის ქალა“,
სახელზევე ცალსახაა,რომ ნახატი ვინმე
რომანტიკოსს ეკუთვნის, რადგან მათთვის
დამახასიათებელი იყო
მარტივი სახელები. ნახატზეც ზუსტად იგივეა ასახული,რასაც მხატვარი გვეუბნება,
არც მეტი და არც ნაკლები. თავის ქალებთან დაკავშირებით მინდა პარალელი
გავავლო ბაროკოს ხელოვნებაზე, როდესაც ხელოვნებაში გამოჩნდა მომენტო
მორისეული ნახატები მაგალითად შემიძლია მოვიყვანო პიტერ კლაესის ნახატი „still
life with a skull and a writing quill” (ცხოვრება თავის ქალასა და ბუმბულის კალამთან
ერთად). მის ნახატებში ხშირად ვნახავთ თავის ქალებს ნებისმიერ ადგილას. ამ
შემთხვევაში თავის ქალა წიგნზე დევს. შესამჩნევია უწესრიგობა. შეიძლება ეს
მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ სიკვდილი მოდის და ჩვენს გარშემო აურზაურს ქმნის.
ეს შეხედულება ,რა თქმა უნდა, განსხვავდება რომანტიკოსების შეხედულებისაგან.

საბოლოო ჯამში, ყოველი ზემოთხსნებულიდან კარგად ჩანს თუ როგორი


შეხედულება ჰქონდათ რომანტიკოსებს სიკვდილზე,როგორ ადარებდნენ მას
მარადიულ სიზმარს და როგორი შვება იყო ეს მათთვის.

You might also like