You are on page 1of 4

“Momento Mori”, ანუ შეხსენება იმისა, რომ ყოველივე ამაოა.

ადამიანები მუდამ დავობენ უამრავ საკითხზე,იქნება ეს რაიმე იმენანტური თუ


ტრანსცენდენტული,აბსოლუტური.მიუხედავად ამისა,ყველანი ვთანხმდებით,რომ დადგება
წამი,როდესაც ჩვენი ცხოვრებისთვის განსაზღვრული დრო ამოიწურება და უკანასკნელად
დავახამხამებთ თვალებს.ბევრისთვის სიკვდილის ფენომენი შემაძრწუნებელია,ბევრისთვის
კი მოტივაციის წყაროა.არიან ინდივიდები,რომლებიც ცხოვრების აზრს იმაში ხედავენ რომ
იგი მთავრდება.სხვა რაა ხელოვენება,თუ არა საკუთარი განცდების,ემოციების და
შეგრძნებების გადმოსტყორცნა შენი შინაგანი სამყაროდან გარე
სამყაროში,ფურცელზე,ტილოზე თუ სხვა რამეზე.ერთი სიტყვით,სიკვდილი ერთადერთი
რამაა,რაც აუცილებლად მოხდება ჩვენს ცხოვრებაში და როგორც ზემოთ ვახსენეთ ყველა
ინდივიდი განსხვავებული სიმძაფრითა და დამოკიდებულებით იღებს ამ
ჭეშმარიტებას,ჭეშმარიტებას იმისა,რომ ისინი მკვდრები არიან მომავალში,სწორედ ამის
შესახსენებლად წარმოიშვა ბერძნული სიტყვა “Momento mori”,რომელიც შეიძლება
1 ითარგმნოს როგორც - „გახსოვდეს,რომ შენც
მოკვდები“. მხატვრობაში ამ კონცეფციის დანახვა
ძალზედ მარტივია,აუცილებელია დავინახოთ თავის
ქალა,ყვავილები,სანთელი რომელიც იწვის და ჩვენ
აუცილებლად მივხვდებით,რომ ეს ყველაფერი
საჭიროა მხოლოდ იმიტომ,რომ ჩვენ გაგვნახსენდეს
სიცოცხლის წარმავლობა და წუთიერება.

არნოლდ ბოლკინის ავტოპორტრეტულ ნახატში მხატვარს


სიკვდილი გამოყავს როგორც ჩონჩხი,რომელიც უკრავს
ვიოლინოზე.ჩანს,რომ მხატვარი ხატვის პროცესშია,რასაც
ადასტურებს ჯერ პირველად ფერთა პალიტრა,ხოლო მოერედ
შეგრძნება იმისა,რომ თითქოს მხატვარმა ერთი ნაბიჯით უკან
დაიხია იმისათვის,რომ ნახატისთვის შორიდან შეეხედა და
სწორად აერჩია ფერები.სწორედ ამ დროს,სრულიად
მოულოდნელად ეწვევა მას სიკვდილი,რაც ყოფის
აბსურდულობას გამოსახავს,რადგან შესაძლოა ჩვენც,ყველას
მსგავსი მომენტი ნებისმიერ უწყინარ მომენტში
დაგვიდგეს,თუნდაც ხატვისას თუ დავალებების
კეთებისას.ასევე ჩანს,რომ მხატვარი არ ნერვიულობს
სიკვდილზე,არ ეშინია მისი და კვლავ აგრძლებს ფიქრს
ნახატზე,ფიქრს ხელოვენებაზე,რადგან მხატვარმა იცის,რომ
ერთადერთი,რაც შეიძლება გადარჩეს და მისგან დარჩეს არის ხელოვნება,ხოლო ყველაფერი
სხვა კი წარმავალია,ამიტომ ცდილობს იგი თავისი ნახატის სრულყოფას და
დასრულებას.არვიცი რატომ,მაგრამ ეს ნახატი და ეს მოტივი მახსენებს ჟან_ლიუკ გოდარის
ფილმს “Breathless”,სადაც მთავარი პროტაგონისტი ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე,თუ რა
არის მიდი უდიდესი ამბიცია ცხოვრებაში,პასუხობს,რომ „To become immortal, and then die.”

აღსანიშნავია,რომ
სიკვდილის იდეის
გამოდცემა შეიძლება
არა მარტო თავის
ქალებითა და
სანთლებით,არამედ
მეტად
უბრალო,ყოველდღიური
საგნებითაც.ბალთასარ
ვან დერ ასთის ნახატზე,
„ხილის კალათა“
გადმოცემულია ზუსტად
წარმავლობის და
სიკვდილის
მოტივები.ვაშლი,რომელიც ხშირად ხელოვნებაში ქრისტეს სიმბოლოა,აქაც
ხელუხლებელია,მაგრამ ამ დროს სხვა ხილი კი ჭიის ხვრელებითა სავსე და
ლპობაშეპარულია.ნახატზე ვხედავთ ბუზებს,კალიებს და სხვა მწერებს ,რომლებიც
სიბოროტის ალეგორიაა და და გვიჩვენებს იმას,რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ სწორ
გზას არ გავყვებით.

ეს იდეები კიდევ უფრო


მძაფრად აქვს გადმოცემული
კარავაჯოს თავის ნახატში
“წმინდა იერონიმე
წერისას“,თითქოს თავის ქალა
მუდამ დასცქერს და
აკონტროლებს
მწერალს,შესაძლოა ავტორი
გვეუბნება,რომ ჩვენ
სიკვდილთან ერთად
ვცხოვრობთ და მას
ვერასდროს,ვერცერთი გზით ვერ გავექცევით და ცხოვრებაც სხვა არაფერია,თუ არა ლოდინი
გარდაუვალი სიკვდილისა.

გერიტ დოუს ნახატზე „Still Life with a Boy Blowing Soap-


bubbles“ გამოსახულია პატარა ბიჭუნა,რომლის წინაც
მისტერიული კალათაა.სურათის მარჯვენა ზედა კუთხეს თუ
დავაკვირდებით ვიპოვით ქვიშის საათს,თავის ქალასა და
ბუმბულიან ქუდს,ეს ტრიადა კი ჩვენი ლიმიტების
გამოძახლია,შეხსენება იმისა,რომ ჩვენი დრო,სივრცე და
შესაძლებლობები შეზღუდულია,ხოლო გამონაკლისი არც
ეს პატარა ბავშვია,რომელიც შეშფოთებული,უფრო სწორი
იქნება თუ ვიტყვით შეძრწუნებული თვალებით მისჩერებია
ამ ნივთებს,და ჩვენ ვიგებთ რომ დრო ყველასა და
ყველაფერს კლავს და ანადგურებს.

ის,რომ დრო მუდამ მიდის და ჩვენი „დროც“ ამ დროის


სვლასთან ერთად სულ უფრო და უფრო იწურება კარგად
ჩანს ბერნარდო სტროცის ნახატში „ამაობა“.სურათზე
გამოსახულია აწ უკვე ხანში შესული
ქალბატონი,რომელსაც თავზე ორი გოგონა ადგას და
ცდილობენ ქალბატონი მორთონ-მოკაზმონ,კერძოდ
კონკრეტულ მომენტში ერთი გოგონა თმას უხვევს და
ულამაზებს ამ ქალბატონს.თუმცა,მთავარია დავაკვიდეთ
ქალის პორტერტს სახეში და მივხვდებით,თუ როგორ
ტრაგიკულად აღიქვამს ეს ქალი დაბერებას,დროის სვლას
და წარმავლობის უფრო და უფრო კრიტიკულად
გაანალიზებას.საინტერესოა,რომ ქალს ხელთ ყვავილები
უჭირავს,ალბათ სიმბოლო აწ დაკარგული და
მიუწვდომელი სილამაზისა,ახალგაზრდობისა,რომელიც
სამწუხაროდ სამუდამოდ ჩარჩა წარსულში.
ერთი სიტყვით,შეგვიძლია დავასკვნათ,რომ ადამიანები მუდამ ფიქრობდნენ
სიკვდილზე,მუდამ აწუხებდათ თავისი წარმავლობა და ის,რომ ერთ დღესაც უბრალოდ
აღარ იარსებებდნენ,ხოლო ამიტომ ცდილობდნენ დაეტოვებინათ რაიმე კვალი და თავიანთი
ვნებები თუ გასაჭირი გადმოეტანათ მხატვრობაში,ლიტერატურასა თუ პეოზიაში და ამით
მაინც მოეპოვებინათ უკვდავება.

………………………………………………………………………………………………………………..

1.Still-Life with a Skull

2.Self-Portrait with Death Playing the Fiddle by Arnold Böcklin

3. Still Life with Fruit and Flowers (1620 - 1621) by Balthasar van der Ast

4.Saint Jerome Writing,1605 (Caravaggio)

5.Still Life with a Boy Blowing Soap-bubbles, Gerard Dou, c. 1635-36

6.Bernardo Strozzi - Vanitas (Old Coquette)

You might also like