You are on page 1of 43

ბილეთი 1.

1.უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის საზღვრები და ეტაპები


2. შიო არაგვისპირელის შემოქმედების ძირითადი პრობლემატიკა.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული პროზის
განვითარებაში დიდი ადგილი უჭირავს შიო არაგვისპირელის შემოქმედებას. მან
სხარტი, მოკლე ნოველებით სწრაფად მიიქცია მკითხველთა ყურადღება და
საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა.
შიო არაგვისპირელი დაიბადა 1867 წელს არაგვის ხეობაში, სოფელ ქარისხევში,
მოხუცი მღვდლის ზაქარია დედაბრიშვილის ოჯახში. მან განათლების მიღება
თბილისის სასულირო სასწავლებელში დაიწყო, შემდეგ ვარშავაში გააგრძელა და 1895
წელს ვეტერინარის დიპლომით დაბრუნდა სამშობლოში. მან ცხოვრებისაგან ბევრი
დარტყმა მიიღო და სწორედ ამით აიხსნება მის შემოქმედებაში გაბატონებული ქუფრი
ფერი და უსასოო პესიმიზმი. შიო არაგვისპირელი გარდაიცვალა 1926 წელს და
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ფრიად საინტერესოა ის ლიტერატული ატმოსფერო, რომელიც სუფევდა შიო
არაგვისპირელის გამოჩენის ჟამს. იგი ერთი იმათთაგანი გახლავთ, რომელმაც სცადა
ახალ დროს ფორმითაც და შინაარსითაც მისსადაგებოდა. ამ შემთხვევაში, მისთვის,
როგორც შემოქმედისთვის, სათქმელის გამოსახატავად ყველაზე მოქნილი და ტევადი
ჟანრი ნოველა აღმოჩნდა. იგი მხოლოდ ნოველებს წერდა და სათქმელსაც მხოლოდ ამ
ჟანრის მომარჯვებით ამბობდა.
ცნობილია, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურა ორ წყევლა-
კრულვიან საკითხს დასტრიალებდა დაჟინებული ყურადღებით - ეროვნულსა და
სოციალურს. მარადიული ღირებულების ფილოსოფიური კითხვები მხოლოდ აქა იქ
თუ გაიელვებდნენ და არაგვისპირელი იყო სწორედ პირველი მწერალი ვინც კვლევის,
ძიებისა და დაკვირვების საგნად ადამიანის „შიშველი სული“ გაიხადა. იგი ადამიანის
გარშემო ტრიალებს, მისი ბედისწერა აღონებს და აწუხებს, მისი შინაგანი მექანიზმის
გაგება სწყურია.
შ.არაგვისპირელის ლიტერატურული მემკვიდრეობა მოცულობით არ არის დიდი
მწერალს დაახლოებით 30 წლის მანძილზე 80 პროზაული ნაწარმოები დაუწერია, იგი
მათში ნაი-ნაირ პრობლემებს წამოაყენებს და შესაძლებლობის ფარგლებში გადასჭრის
კიდეც. აქაა ადამიანის შიშველი სულის კვლევა ეროვნული და სოციალური საკითხები,
სიყვარულის პრობლემა და საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობა, ცხოვრების
არსზე დაფიქრება და მრავალი სხვაც.
შეიძლება გამოიყოს ოთხი ძირითადი თემა მის შემოქმედებაში:
1)ადამიანის რაობა და საზოგადოებასთან მისი დამოკიდებულების საკითხი.
2)სიყვარულის ცნებასთან დაკავშირებული მოტივები.
3)გლეხკაცის საკითხი. გლეხკაცის უუფლებო და დაბეჩავებული მდგომარეობა.
4) ეროვნული თვითშეგნების საკითხი.
ნოველა, რომლითაც ჩვეულებრივ იხსნება ხოლმე შ. არაგვისპირელის თხზულებათა
კრებულები და რომელიც ქრონოლოგიურადაც ყველაზე ადრინდელად ივარაუდება
გახლავთ „ესაა ჩვენი ცხოვრება“. საინტერესოა, რომ დასათაურება ამ ნოველისა
2
მოკლედ, მაგრამ ხატოვნად გადმოგვცემს არსს არაგვისპირელის მთელი
შემოქმედებისა, ამ შემთხვევაში სკეპტიკურ-ირონიული და სევდიანი ტონი მეტ-
ნაკლებად ვრცელდება დანარჩენ ნაწარმოებებზეც. ნოველის შინაარსი ასეთია:
გლეხებს საახალწლოდ შეშა გაუყიდნიათ ქალაქში და ახლა, საჩუქრებით
დატვირთულებს, შინისაკენ მიეჩქარებათ, რათა ჯალაბთან ერთად გაათენონ შობა,
მაგრამ გზაზე მოხდება უბედური შემთხვევა ურემს ვიღაც „დიდი კაცის“ ეტლი
დაეჯახება და ახალგაზრდა მეურმე სიმნო დაიღუპება. ყურებჩამოყრილი გლეხები
დასცქერიან მის ცხედარს. მერე ერთი გულმდუღრად წამოიძახებს: „ესაა ჩვენი
ცხოვრება“. მწერალმა ამ თხზულებაში უკვე მონიშნა თავისი შემოქმედების ძირითადი
არსი: ადამიანის ცხოვრება ამ უსასოო სამყაროში არაფრად ღირს, არაფერს ნიშნავს,
წამიერ შემთხვევაზეა დამყარებული.
საინტერესოა ის ,რომ ავტორმა გარდაცვლილი სიმნოს და მთელი ამ უბედურების
მოწმედ მთელი პლანეტის მაცქერალი მთვარე გაჰხადა, რომელიც გულგრილად
დაჰყურებს მიცვალებულს და თითქოს მის ამხანაგებს ეუბნება:რას ჩაგიქინდრავთ
თავები მაგ ერთი მღილისთვის,მაშ მე რაღა ვქნა ,როდესაც ჩემს თვალწინ
უსამართლოდ დახოცილი ხალხის სისხლის მორევები დგებაო.
ისევე როგორც ყველა დიდ შემოქმედს შ.არაგვისპირელსაც აქვს დათმობილი დრო
სიყვარულის თემაზე შესრულებული ნაწარმოებებისთვის. ოღონდ ის სიყვარულს
სრულიად სხვა კუთხით განიხილავს. მისი აზრით, სიყვარული თურმე,
რუსთველისაგან ასე სასტიკად გაკიცხული“დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა“ ყოფილა,
მხოლოდ სექსუალური, ბიოლოგიური ლტოლვა და მეტი არაფერი, მაგრამ ადამიანები
თავიანთი თვალთმაქცური ბუნების გამო ძალზე გულმოდგინედ ცდილობენ ამის
დამალვას. მის სასიყვარულო ნოველებში ცოლები ატყუებენ ქმრებს, ქმრები- ცოლებს,
შეყვარებულები კი როგორც წესი ერთმანეთის ღალატში ატარებენ დროს.

ბილეთი 2
1. ცნობიერების ნაკადი ჭოლა ლომთათიძის პროზაში.

ჭოლა ლომთათიძე 1879 წელს დაიბადა ოზურგეთის


მაზრის სოფელ მეწიეთში (ამჟამინდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი),
შეძლებული გლეხის ბიბონ ლომთათიძის ოჯახში. ოჯახში შვიდი ბავშვი
იზრდებოდა, ბიბონი ძირითადად ოჯახს ვაჭრობით არჩენდა, ასევე დიდად
ეხმარებოდა უფროსი ძმა ილარიონი, რომელიც ოზურგეთში ცხოვრობდა,
უცოლშვილო იყო და შეძლებული. ჭოლა 9 წლის ასაკში დედით დაობლდა.
1895 წელს მიიღეს ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, მაგრამ მალე დაითხოვეს
მოსწავლეთა გაფიცვებში მონაწილეობისათვის. ქუთაისში დაუახლოვდა
ლიტერატურულ-საზოგადოებრივ წრეებს და აქტიურად ჩაება მათ
საქმიანობაში. 1898 წელს გაემგზავრა ხარკოვში და გახდა სამეურნეო სკოლის
თავისუფალი მსმენელი, მაგრამ რევულუციურ გამოსვლებში ჩაბმულმა
ახალგაზრდამ სასწავლებელი ვერ დაამთავრა.
3
ჭოლა ლომთათიძე მძიმედ დაავადებული და ფიზიკურად
დაუძლურებული 1912 წელს მოათავსეს სარატოვის დავრდომილთა
თავშესაფარში. იქ გარდაიცვალა იგი 1915 წელს, 5 ნოემბერს.

ჭოლას პროზაში ფსიქოლოგიზმის განსაკუთრებული მოჭარბებას ვხედავთ,ამის


მშვენიერი ნიმუშია-,,სახრჩობელის წინაშე’’.
მთავარი პერსონაჟი არის ჯეირა ნ ვარდოსანიძე-25წლის ახალგაზრდა,რომელიც
სასიკვდილო საქმეზე ისე წასულა,წარბი არ შეუხრია,გამძვინვარებულმა რეაქციამ კი
მოახერხა მისი დაპატიმრება სასამართლომ ჯეირანს არგუნა,,ყოველივე ღირსების
ახდა და სახრჩობელაზე სიკვდილი’’. აქედან ვიხედებით პერსონაჟის სულში.ჭოლამ
მიზნად დაისახა წარმოეჩინა ქართული ლიტერატურისთვის უპრეცენდენტო
შემთხვევა:ის თუ რას განიცდის სიკვდილმისჯილი განაჩენის აღსრულებამდე.
მოთხრობა ჩვეული მანერიღაა დაწერილი,აღსარების ფორმით,აქ ავტორი თითქოს
არც ჩანს,გამქრალია,სამაგიეროდ ჩანს სიკვდილმისჯილი ჯეირან ვარდოსანიძე,
რომელიც მიუხედავად მოსალოდნელი სასჯელისა მიანც ინარჩუნებს ფხიზელ
გონებას და უმცირეს დეტალსაც კი აღნუსხავს.ჩვენ ვხედავთ ჯეირანის შიშს და ამ
შიშზე გამარჯვებას,სწორედ აქაა კულმინაციური მომენტი,როცა ჯეირანის სულში
იფეთქებს მებრძლის ჟინი და შეუპოვარი რწმენა,ეს ის რწმენაა,რომელსაც შეუძლია
ადამიანს გადაალახინოს სიკვდილის შიშიც კი.ამას კი შეაძლებინებს გარდაცვლილი
მეგობარი პავლე.ამის მერე ჯეირანმა იცის რა უნდა და რატომ უნდა,იგი ფლობს
საკუთარ ნებას. ჯეირან ვარდოსანიძე სრულიად ახლებური სახეა ქართულ
მწერლობაში.
,,საპყრობილეში’’-შედგება სამი ნაწილისაგან:1)ყოველდრიური 2)გზაში 3)საერთო
კამერაში.სამივეს აერთიანებს მთხრობელი-მცირიშვილი.მსგავსად ჯეირან
ვარდოსანიძისა, ისიც რევოლუციური მოღვაწეობისთისაა დაპატიმრებული,
მიუხედავად იმისა,რომ იგი მძიმედ დასნეულდა ჭლექით,იგი ზომაზე მეტად
უკომპრომისო და შემტევია.აქ მკითხველის თავლწინ იშლება ციხის ადმინისტრაციის
გაპირუტყვებული სახეები,ქურდები,მკვლელები,რევოლუციონერები და მათ შორის
ოაზისივით ამოზრდილი მცირიშვილი,გაუბზარავი რწმენისა და ეთიკის კაცი.
საინტერესოა,რომ თუ ჯეირან ვარდოსანიძე არსებითად თავის შინაგან განცდებზე
გვიამბობს დრამატიზებული გზით,მცირიშვილი ერთმანეთს უხამებს საკუთარ
სულიერ სამყაროს და გარეშე ადამიანთა მოვლენათა ჩვენებას.
ჭოლა დიდი მხატვრული ძალით ხატავს იმ რევოლუციურ ინტელიგენციის
ნაწილს,რომელტაც ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ,,დაჭკვიანებულებთან’’ და
მიხედავადფიზიკური დმარცხებისა,მაინც გამარჯვებულები არიან,არავის ისე
მაღალმხატვრულად არ გადმოუცია მათი ტრაგედია,როგორც ეს ჭოლამ გააკეთა.
თუ ჯეირან ვარდოსანიძე,მცირიშვილი,ვანო,ხვარამზე,აგიაშვილი,თინა და სხვები
იძლეოდნენ იმის ნიმუშს თუ როგორი უნდა იყოს მებროლი ინტელიგენტი,
დროზდოვი და მიხა მინუშები არიან იმისა ,თუ როგორი არ უნდა იყოს
მებრძოლიინტელიგენტი.
აუცილებლად უნდა ითქვას,რომ ჭოლა ადამიანის დაცემას იმიტომ კი არ
გვიჩვენებს,რომ უხარია ადამიანის ასეთი ყოფა,პირიქით იგი აღმოაჩენს ადამიანურ
სიძაბუნეს.თავის გმირთა სამყაროს გადმოსაშლელად ჭოლა მიმართავს აღასარების
ფორმას,თხრობაშ შემოაქვს მოგონებები,ხშრად ეს მოგონებები ქმნიან მეორე პლანს და
უეცრად იჩენენ თავს გმირის ფსიქიკაში.ჭოლა წინა პლანზე წამოსწევს მომენტებს
სულიერი აფეთქებისა,არათანმიმდევრული საქციელისა,პერსონაჟთა ასეთი
4
მეთოდით ხატვა უცნობი იყო 19 ს-ის ქართული პროზისთვის.ჭლა ლომთათიძის
პროზაში სიუჟეტი,ამბავი,მოქმედება შესუსტებულია და დაყვანილია მინიმუმამდე .
წინა პლანზეა წამოწეული ცნობიერების მოძრაობა ;ორი სინამდვილეა
წარმოდგენილი: ერთია რეალური,მეორე კი წარმოსახვის,ცნობიერების სინამდვილე.
თხრობაში ამ სინამდვილეთა განუწყვეტელი მონაცვლეობაა.აქ თითქმის წაშლილია
ზღვარი რეალურსა და გაფიქრებულს შორის.ჭოლას შემოქმედებაში აშკარად
შეიმჩნევა ე.წ ,,სიმფონიური პრინციპი’’ წერისა,ესაა პრინციპი,როცა ნაწარმოები
იქმნება სიმფონიის თარგზე,სიმნფონიას ენათესავება სტრუქტურით ,,თეთრი ღამე’’.
როგორც ვხედავთ,ჭ.ლომთათიძე საუკუნის დასაწყისში იყენებს გამოსახვის და
გამოთქმის იმ მეთოდებსა და ხერხებს,რასაც მოგვინაებიტ,ოციან წლებში,
,,ცნობიერების ნაკადის ლიტერატურა’’ეწოდება და ფართო გავრცელებაც პოვა
მსოფლიო ლიტერატურაში.

2. ქართული სიმბოლისტური პოეზია.


სიმბოლიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, პირველად საფრანგეთში
წარმოიშვა. სიმბოლიზმის ესთეტიკა, რომელიც რეალიზმისა და ნატურალიზმის
წინააღმდეგ იყო მიმართული, ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-70-იანი წლების ბოლოს
ჩაისახა ვერლენის, ს. მალარმეს, ლოტრე ამონისა და ა. რემბოს შემოქმედებაში, მაგრამ
სიმბოლისტთა დაჯგუფება მხოლოდ 80-იანი წლების შუა ხანებში შეიქმნა და 1898
წლამდე (მალარმეს სიკვდილამდე) იარსება.
ტერმინი „სიმბოლიზმი“, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის სახელწოდება,
პირველად ფრანგმა პოეტმა ჟან მორეასმა გამოიყენა. სიმბოლიზმის წინამორბედთა
შორის მორეასი ფრანგი მწერლებიდან, პირველ რიგში, ასახელებს შარლ ბოდლერს,
უცხოელებიდან კი დანტესა და შექსპირს.
საქართველოში სიმბოლიზმის ისტორია 1916 წლიდან იწყება, როდესაც „ცისფერი
ყანწების“ ორდენის სახელით ცნობილმა ლიტერატურულმა დაჯგუფებამ ქ. ქუთაისში
თავისი პირველი პერიოდული ორგანო, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ გამოსცა.
ჟურნალში დაბეჭდილი „პირველთქმა“ მის რედაქტორს, პაოლო იაშვილს,
ეკუთვნოდა. ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფმა ფორმალურად 15 წელი იარსება,
თუმცა რეალურად მათმა არსებობამ 8 წელი გასტანა. ეს იყო საქართველოში პირველი
ლიტერატურული დაჯგუფება. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პაოლო იაშვილი,
ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე და სხვები. 1918
წლიდან შეემატნენ: გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი, შალვა აფხაიძე და სხვები.
მათ ძალიან უნდოდათ მათ ორდენში ერთი ქალიც ყოფილიყო და რადგან ქალი არ
აღმოჩნდა, მათ გამოიგონეს იგი (ელენე დარიანი, რომლის სახელითაც პაოლო
იაშვილი ლექსებსაც თხზავდა).
ქართველმა სიმბოლისტებმა, ევროპელი და რუსი სიმბოლისტების მსგავსად,
ქადაგება დაიწყეს ორი სამყაროს - რეალური და ირეალურის - შესახებ. მათი აზრით, ეს
რეალური სინამდვილე ყალბია, მიღმა ქვეყნის მოჩვენებითი ფორმა. ცისფერ
ყანწელებმა ქვეყნიერების ასახვის რეალისტურ მეთოდს დაუპირისპირეს
სიმბოლიზმის მეთოდი - მიღმა ქვეყნის განჭვრეტა სიმბოლოების საშუალებით.
„მოვლენათა სწორი ასახვა საქმეა ფოტოგრაფის და მეცნიერების... მოვლენების იქით
საგნები იზმორებიან უცხონი...პოეზია და რელიგია იხედებიან მოვლენათა გადაღმა
5
და მათთვის საჭირო შეიქმნა ათვისების და გამოთქმის ახალი ფორმები...“ ამბობს
ვალერიან გაფრინდაშვილი.
აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ პოეზიის სამყაროა მეორე სამყარო,საიქიო. ამის
მიხედვით კი სიმბოლო უნდა გახდეს კავშირი, ხიდი ამ ორ ქვეყანას შორის.
შ. აფხაიძე აცხადებს, რომ „ცისფერიყანწელების“ გამოსვლა იყო ახალი პოეტური
შეგრძნება სამყაროსი. მანამდე თუ მისტიკურ ლექსად ცხადდებოდა უძვლო
სიტყვების კორიანტელი და ისტერიული ტირილი, მისტიკის ნამდვილი შინაგანი
განცდა ყანწელებმა მოგვცეს.
რაკი ქართველმა სიმბოლისტებმა ფრანგი და რუსი სიმბოლისტების მსგავსად,
მწერლობის ამოცანად დასახეს ჩვეულებრივი მხედველობითა და სმენით
მიუწვდომელი სამყაროს - საიქიოს გამოხატვა, ბუნებრივია, ჩვეულებრივი
თვალისათვის შეუცნობელის შეცნობა უჩვეულო, მწერლობისათვის მანამდე უცნობი
საშუალებებით უნდა მომხდარიყო. ეს ხან სიმბოლოები იყო, ხან განგებ დანიშნული
და გაუგებარი ქიმერები. ამ გზით მათ მწერლობას გამოაცხადეს რჩეულთა
კუთვნილებად, ვიწრო წრის საკუთრებად, მწერლობა გამიჯნეს ხალხისაგან,
პოლიტიკისაგან და რეალიზმის წინააღმდეგ დაიწყეს ლაშქრობა.
ცისფერყანწელებმა ქართული მწერლობის ტრადიციებთან დამოკიდებულების
საკითხი მას შემდეგ დააყენეს, რაც ისინი ჟურნალ „ცისფერი ყანწების“
გამოსვლისთანავე კოსმოპოლიტებად და ნიჰილისტებად გამოაცხადეს. თავის ერთ-
ერთ წერილში ტაბიძე ცისფერყანწელების წინამორბედებად აცხადებს რუსთაველს,
ბესიკს, ვაჟა-ფშაველას... ყანწელებმა მიზნად დაისახეს ქართული ლექსის განახლება
„მსოფლიო პოეზიის რადიუსით“. ყანწელებისა და მოდერნისტების უმრავლესობას
განათლება ევროპაში ჰქონდათ მიღებული. „ქართველ ევროპელებში“ უნდა
მოვიხსენიოთ: პ. იაშვილი, ლ. გუდიაშვილი, კ. გამსახურდია, ნ. ლორთქიფანიძე და
სხვები. სიმბოლიზმი ყველა ქვეყანაში იყო რეაქცია ნატურალიზმის წინააღმდეგ და
ანალოგიური ვითარება იყო ჩვენშიც . ქართულ მწერლობაში ილიას, აკაკის, ვაჟას
შემდეგ მოძალებულმა ენობრივმა ნატურალიზმმა, უნიჭო ეპიგონებმა შეაფერხეს
ქართული მწერლობის აღმავლობა. ცისფერყანწელები ცდილობდნენ ევროპული
მოდერნისტული სკოლისათვის ქართული, ეროვნული ნიადაგი მოეძებნათ.
საკუთარი მწყობრი პოლიტიკური კონცეფცია „ყანწელებს“ არასოდეს ჰქონიათ,
ისინი ხან ერთ პოლიტიკურ ჯგუფს მიეკედლებოდნენ, ხან მეორეს.
ქართველ სიმბოლისტთა შემოქმედებიდან არასოდეს ყოფილა სრულებით
გამოთიშული პატრიოტიზმის, საზოგადოებრივი ლირიკის, თუნდაც რევოლუციის
თემები და მოტივები.

ბილეთი 3
1. გრიგოლ რობაქიძის რომანები
საბჭოთა ხელისუფლებამ გრიგოლ რობაქიძის წინააღმედგ სასტიკი და ამორალური
კამპანია წამოიწყო, პრესაში იბეჭდებოდა წერილები, რომლებშიც მწერალს
"სოციალისტური სამშობლოს მოღალატეს", "ფაშისტს" უწოდებდნენ. საბჭოთა
კავშირში აიკრძალა მისი ყველა ნაწარმოები. ფაშიზმთან ერთად, რაც არ უნდა
პარადოქსული იყოს, ხელისუფლებას ეშინოდა მისი პატრიოტული იდეოლოგიის,
რადგან გრიგოლ რობაქიძის მწერლობაში ყოველთვის იგრძნობოდა დიდი
6
პატრიოტული მუხტი. მწერალმა კომუნისტური რეჟიმის პირობებში 10 წელი
იცხოვრა. საქართველოში შეიქმნა მისი რომანი "გველის პერანგი", პიესები: "ლონდა",
"მალშტრემი", "ლამარა", (რომლებიც კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის
თეატრის სცენაზე), ლექსები, პუბლიცისტურ–კრიტიკული წერილები. საქართველოს
ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე მუდმივად
იდევნებოდა საბჭოთა სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის მიერ. 1931 წლიდან იგი
პოლიტიკურ ემიგრაციაშია, ცხოვრობდა გერმანიასა და შვეიცარიაში. გრიგოლ
რობაქიძე ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ–ერთი თვალსაჩინო მოღვაწე იყო,
სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით ქართველ ემიგრანტთა შორის.
შემოქმედებითი კუთხით მეტად ნაყოფიერი იყო გერმანიაში გატარებული წლები.
1931-1945 წლებში გერმანულად გამოქვეყნდა "მეგი", "ჩაკლული სული",
"ქალღმერთის ძახილი", "გრაალის მცველნი", "დემონი და მითოსი". ევროპულ
პრესაში ხშირად იბეჭდებოდა გრიგოლ რობაქიძის ლექსები, ლიტერატურული და
პოლიტიკური წერილები, ესეები. დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა
ენებზე მრავალგზის გამოცემულმა კრებულმა "კავკასიური ნოველები".
გრ.რობაქიძის ორიგინალურ განუმეორებელ როლს ჩვენი კულტურის წინაშე
განაპირობებს მისი არტისტული, რომანტიკული დამოკიდებულება მოვლენებისადმი,
ჭიდილი ქართულ სიტყვასთან, რწმენა საქართველოს თავისუფლებისა.
,,გველის პერანგი’’- სოციალურ-ალეგორიული რომანია,გვიამბობს პირველი
,,ლამარაში’’ კარგად არის წარმოდგენილი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. როგორ
უყვარს ქალსა(ლამარასა) და მამკაცს(მინდიას) ერთმანეთი, თუმცა მათ შორის დგება
სხვა ადამიანი(თორღვაი), რომელიც გახდება მათი უბედურების მიზეზი. სწორედ
თორღვაის გამო დაუპირისპირდება ერთმანეთს ხევსურეთი და ქისტეთი , დაიწყება
სისხლისღვრა. ლამარას მამა ვერ ეგუება იმას, რომ ქალიშვილი მოსტაცეს, ვაჟი კი
მოუკლეს, ამიტომ აპირებს შური იძიოს და მოკლას შვილის მკვლელი და მისი
,,სისხლი დალიოს“. ეს სისხლის აღება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა
მინდიას ვაჟკაცური საქციელი. მას იმდენად უყვარს ლამარა, რომ მზად არის მისი
ბედნიერებისთვის თავი გასწიროს. მან ჯერ ძმის დაკარგვა ვერ გადაიტანა და ახლა
მამის სიკვდილს ვეღარ გაუძლებდა. ამიტომ მიდის იჩოსთან (ლამარას მამასთან) და
ისე მოიქცევა თითქოს თორთვაი იყოს. მისი ვაჟკაცური შეუპოვრობა მოხიბლავს იჩოს
და ვეღარ შეძლებს მის მოკვლას. საბოლოოდ მინდია აღიარებს, რომ ეს ყველაფერი ამ
სისხლისღვრის შესაჩერებლად გააკეთა, შესაბამისად, ლამარაც ბედნიერად
იცხოვრებდაო.
საბოლოოდ, იჩო შეარიგებს თორღვაისა და მინდიას, დაივიწყებს შურისძიებას.
ლამარა, გახარებული, ბედნიერი ჩაეკვრება მამას გულში. თუმცა ბოლოს მინდიასა და
თორღვაის მკლავებში დალევს სულს.
ამ პიესით ავტორმა გვიჩვენა, რომ ჯერ ერთი, სიყვარულს საოცარი ძალა აქვს და
ადამიანს გაჭირვების ჟამს სასიკვდილო გადაწყვეტილებასაც მიაღებინებს და მეორეც,
რაღაც გმირული საქციელი არის საჭირო, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, საკუთარი თავიც
და სხვებიც გადავარჩინოთ და მტრობა მოყვრობით შევცვალოთ. გმირია არა მარტო
მინდია, რომელიც მზად იყო სიკვდილისათვის, არამედ ლამარაც, რომელიც აღმოჩნდა
ამ შურისძიების დავიწყებისათვის საჭირო მსხვერპლი. სწორედ ლამარას სახით
ავტორმა წარმოგვიდგინა მეამბოხე სულის მქონე პიროვნება, რომელიც მზად არის
ქვეყნის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთოს.
7
2. 20-იანი წლების ლიტერატურული დაჯგუფებანი. ~
ლიტერატურის ისტორიის პერიოდებად დაყოფა პირობითია და ხშირად
უხერხულობა ახლავს თან. იმგვარ დაყოფას, როგორიცაა, ძველი, ახალი და უახლესი
ლიტერატურა, დღემდე ჰყავს როგორც მომხრენი, ასევე მოწინააღმდეგენი.
მკვლევართა ერთი ნაწილი მე-20 საუკუნის (უახლეს) ქართულ ლიტერატურას მე-19
საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყებს, თუმცა ამგვარი ქრონოლოგია მოხდა არა
ლიტერატურული პროცესების განხილვის შედეგად, არამედ სოციალურ-
პოლიტიკური მოვლენების ანალიზის საფუძველზე(მესამე დასის დამკვიდრება,
კაპიტალისტური წყობის აღმავლობა, მარქსისტული იდეების გავრცელება).
მკვლევრებს ქრონოლოგია ლიტერატურის განვითარების კუთხით რომ
დაელაგებინათ, განსხვავებულ შედეგს მივიღებდით, რადგან მე-19 საუკუნის ბოლოს
არ მომხდარა არსებითი ცვლილება, რასაც ახალი ეპოქის დასაწყისად მივიჩნევდით.
უახლესი ქართული ლიტერატურის საწყის პერიოდზე დღემდე მიმდინარეობს დავა,
ამასთანავე გასათვალისწინებელია გალაქტიონის სიტყვები: ,,წიწამურთან, რომ
მოკლეს ილია მაშინ ეპოქა გათავდა დიდი.’’_ ახალ საწყისს კი 1908 წელს, თავის
პირველ გამოსვლათან აკავშირებს, მიუხედავად ამ სიტყვების სუბიექტური
ხასიათისა, ეს თარიღები სიმბოლური მნიშვნელობის მქონედ დამკვიდრდა
ლიტერატურაში.
1890-1900 წლების საქართველოში სამი უმთავრესი საზოგადოებრივ-
პოლიტიკური მიმდინარეობა არსებობდა. ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის
მნიშვნელოვან მიმართულებას ქმნიდნენ ,,სამოციანელები’’ (ილია, აკაკი, ნ.ნიკოლაძე,
ი.გოგებაშვილი) 80-იანი წლებიდან კი უკვე ვაჟა-ფშაველა და ალ.ყაზბეგი, შემდეგ მათ
მიემტნენ კლდიაშვილი, ვ.ბარნოვი, შ.არაგვისპირელი, კ.მაყაშვილი, კ.აბაშიძე.
მეორე ჯგუფს ,,ხალხოსნები’’ ქმნიდნენ, მათ რიგებში იყვნენ ე.გაბაშვილი,
ნ.ლომოური, ს.მგალობლიშვილი.
პოლიტიკურ ძალთაგან მასშტაბებითა და აგრესიით ,,მესამედასი’’ გამოირჩეოდა,
რომელთა ისტორიაც 1892 წლიდან იწყება. ისინი ეკონომიკური წინსვლის დაპირებით
ატყუებდნენ ხალხს და ნიჰილიზმს ქადაგებდნენ, რის გამოც მათ
,,თერგდალეულები’’დაუპირისპირდნენ და ილიამ მათ ,,მარქსიზმის თუთიყუშები „
შეარქვა. მათ შემდეგ ილიას წინააღმდეგ გააფთრებით იბრძოდნენ სოციალ-
დემოკრატები, რაც ილიას სიკვდილით დასრულდა. ილიას მკვლელებთან 12 წელი
შეკრული იყო ირ.ევდოშვილი, მაგრამ მკვლელობის შემდეგ მიხვდა დანაშაულს და
მოინანია.
ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, ამ პერიოდის ლიტერატურა მაინც
ცდილობდა განვითარების ახალ სტადიაში შესვლას. 20-იან წლებში ქართული
რომანისტიკა მნიშვნელოვნად ვითარდება, ამ პერიოდში იწერება: ,,თეთრი საყელო’’,
,,გველის პერანგი’’, ,,დიონისოს ღიმილი’’, ,,კვაჭი კვაჭანტირაძე’’.
20-იანი წლების დაჯგუფებათა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა:
,,ცისფერყანწელები’’, აკადემიური ასოციაცია, ფუტურისტები და პროლეტარული
მწერლობა.
,,ცისფერყანწელები’’- პაოლო იაშვილმა 10-იან წლებში პარიზიდან სიმბოლისტთა
პოეტური კრებულები ჩამოიტანა,ეს მიმდინარეობა უარყოფს ლოზუნგს-,,ხელოვნება
ხალხისთვის’’. სიმბოლისტები აცხადებდნენ,რომ არაა საჭირო ხელოვნების ნიმუში
ყველას ესმოდეს,ის სიმბოლოებით უნდა აზროვნებდეს,1913 წელს მათ გამოსცეს
ჟურნალი ,,ოქროს ვერძი’’, 1916 წელს კი ,,ცისფერი ყანწები’’. ჟურნალში
თავდაპირველად დაბეჭდილი ლექსები არ წარმოადგენდნენ მაღალი
8
ლიტერატურული ღირსების მქონე ნიმუშებს,ჯურნამლა მეორე გამოცემიდანვე
შეწყვიტა არსებობა,მაგრამ ორდენი განაგრძობდა არსებობას ამ მიმდინარეობის სხვა
გამოცემებში.1921 წელს,ხელისუფლების იდეოლოგიურ სამსახურში ჩამდგარ
მწერლებს ეწოდათ- ,,პროლეტარული მწერლები’’, მათ რამოდენიმე გამოცემა
ჰქონდათ, ,,ყუმბარა’’, ,,მერცხალი’’, ,,პროლეტარული მწერლობა’’. ისინი მკაცრად
ეწინააღმდეგებოდნენ კლასიკურ ლიტერატურას.
1927 წელს მ.ჯავახიშვილის თაოსნობით გამოიცა ახალი ლიტ. ასოციაცია-
,,არიფიონი’’,რომელიც დღემოკლე აღმოჩნდა.

ბილეთი 4
1. XIX- XX საუკუნეების მიჯნის ლიტერატურული პროცესები - გარდამავალი ეტაპი
მე-19-მე-20 საუკუნე ქართული ლიტერატურის განვითარებასა და ახალი გეზის
დადგენაში მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ამ პერიოდს მეცნიერთა გარკვეული
ნაწილი სხვადასხვაგვარად ყოფს. ავთანდილ ნიკოლეიშვილი მას პირობითად 5
ძირითად ეტაპად ყოფს
1) 1900-1910-იან წლებში ქართული მწერლობა ახალ სტადიაში შედის. ერთმანეთის
მიყოლებით სამოღვაწეო ასპარეზიდან წავიდნენ "სამოციანელები". 1915 წელს
აღესრულა ვაჟა-ფშაველაც. მათი გარდაცვალებით თითქოს ერთბაშად დაცარიელდა
ქართული სულიერი ცხოვრება და გაჩნდა ვაკუუმი. ქართული მწერლობა
შემოქმედებით განახლებას საჭიროებდა. ამ დროს დაიწყო ჩვენს მწერლობაში
"ევროპეიზაციის" სრულიად ახალი ეტაპი. ლლიტერატურის ყველა ჟანრს ბევრი
ნიჭიერი ახალგახრდა შემოემატათ, რომელთაც მრავალი სიახლე დაამკვიდრეს. ისინი
ცდილობნდნენ ევროპიდან გადმონერგილი ეს სიახლეები დაეკავშირებინათ
საქართველოსთან. ათიანი წლების ქართული პოეზიის ვირტუოზად გალაკტიონ
ტაბიძე გვევინება. მან თავისი ორი წიგნით (1918-1919) არნახულ სიმაღლეზე აიყვანა
ქართული ლექსი, განსაკუთრებით "არტისტულ ყვავილებში", რომელიც მე-20
საუკუნის ყველაზე ნოვატორულ წიგნად იქცა.
გალაკტიონთან ერთად ქართული პოეტური ტრადიციების განვითარებაში
მნიშვნელოვანი წვილილი შეიტანეს "ცისფერყანწელებმაც". ლიტ. დაჯგუფება 1916
წელს შეიქმნა და დასაბამს იღებს პაოლო იაშვილის რედაქტორობით გამოცემული
ჟურნალით "ცისფერი ყანწები". 1916 წლიდან მოყოლებული ცისფერყანწელებმა
რამდენიმე ჟურნალ-გაზეთი გამოსცეს: "მეოცნებე ნიამორები", "მშვილდოსანი",
"ბარიკადი", "რუბიკონი", "ბახტრიონი".
ახალგაზრდა "ცისფერყანწელებს" პირველ რიგში მხრს უჭერდა გრ. რობაქიძე, ასევე
კიტა აბაშიძე და დავით კლდიაშვილი. "ცისფერყანწელთა" მთავარი მიზანი იყო ჩვენი
მწერლობის განვითარების გზა ორგანულად დაკავშირებოდა ევროპულ შემოქმეებით
სიახლეებს და მის ლიტერატურულ ტრადიციებს, ვინაიდან ქართული მწერლობა
მხოლოდ ამ გზით დააღწევა თავს პროვინციულ შეზღუდულობას და
კარჩაკეტილობას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა ეროვნული ფესვებისგან მოწყვეტას.
ამ შეხედულებების დასამკვიდრებლად ისინი სისტემატურად მართავდნენ ლიტ.
საღამოებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.
9
მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ძიებანი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან
წარსულის კუთვნილებად იქცა ამ ჯგუფის არსებობა 1932 წლამდე მაინც გაგრძელდა.
2) საქართველოს დამოუკიდებლობამ მხოლოდ 3 წელს გასტანა და ის საბედისწერო
დღეც მალე დადგა, 1921 წლის 25 თებერვალს ქართული მიწა კიდევ ერთხელ შეიღება
სისხლით დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ამ დროს გმირულად დაიღუპა 17
წლის მარო მაყაშვილიც. ამ ტრაგედიამ მოიცვა მთელი ქვეყანა და მის გამოხატვას
მრავალი ლიტერატურული ნაწარმოები მიუძღვნა. მიუხედავად ამ რთული
ვითარებისა ქართული მწერლობა მაინც შედიოდა განვითარების ახალ სტადიაში
ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად: ტაბიძე, ლეონიძე, გრიშაშვილი და ა.შ. 1927
წელს გამოვიდა გალაკტიონის რჩეული ლექსების კრებული. 20-იან წლებში
საქართველოში არსებობდა რამდენიმე ლიტ. დაჯგუფება, მაგრამ გ. ტაბიძე არცერთ
მათგანში არ შედიოდა, იგი მარტო მიუყვებოდა გზას პოეტური სიმაღლეების
დასაპყრობად. რაც დრო გადიოდა ხელისუფლება უფრო ბოჭავდა შემოქმედებითი
აზროვნების თავისუფლებას. 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხელისუფლების
რისხვას ვერც მწერლობა გადაურჩა. ვინც მათ წინააღმდეგობას გაუწევდა ქვეყნის
მტრად გამოცხადდებოდა და რეპრესიების მსხვერპლი გახდებოდა. 1921 წელს
"ცისფერყანწელემა" ახალი მწერალთა კავშირი ჩამოაყალიბეს, თუმცა 1923 წელს იგი
კვლავ ძველ მწერალთა კავშირს შეუერთდა.
აკადემიურ მწერლთა ასოციაციის შემადგენლობაში იმჟამინდელ ქართველ
მწერალთა დიდი ნაწილი შედიოდა. აქ იყვნენ რეალისტები, ექსპრესიონისტები,
იმპრესიონისტები, სიმბოლისტები და სხვ. მათ უმთავრესი მისწრაფება ეროვნულ-
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.
3) მესამე პერიოდი იყო იდეოლოგიური დიქტატურის პერიოდი. ამ დროს
მხატვრული ლიტერატურის ერთადერთ შემოქმედებით მეთოდად სოციალისტური
რეალიზმი გამოცხადდა. ქართული მწერლობა ხელისუფლების ზედამხედველობის
ქვეშ მოექცა. ურჩი მწერლობისა და პოეტების დასასჯელად იყო რეპრესიები, დევნა და
მწერალთა კავშირიდან გარიცხვა. ბევრი მათგანის სიცოცხლე ტრაგიკულად
დასრულდა, ბევრმა კი სიცოცხლე საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეებში დაასრულა.
ესენი იყვნენ: ტ. ტაბიძე, მ. ჯავახიშვილი, პ. იაშვილი და ა.შ. რეპრესირებულ მწერალთა
შემოქმედებას ტაბუ ედებოდა და მათი რეაილიტაცის პროცესი საკმაოდ გვიან დაიწყო.
ამ პერიოდისათვის მნიშვნელოვანი იყო 1942 წლის შეთქმულება და პოლიტიკური
ორგანიზაციის "სამანის" შექმნა.
4) 50-იანი წლების მეორე ნახევარში ქართულ მწერლობას აშკარა განახლება დაეტყო.
ეს შეიძლება დიქტატორული პოლიტიკის შესუსტებას მივაწეროთ ან უცხო ქვეყნებთან
კავშირების გაფართოებას. ამდროინდელი ქართული მწერლობის წარმატებებს
სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ქმნიან. 60-70-იანებში უფროსი თაობის
არაერთმა წარმომადგენელმა დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ ეს პერიოდი მაინც იმ
მწერალთა სახელებს უკავშირდება, რომლებიც ომის დროს და მას შემდეგ გამოდიან
ასპარეზზე: მ. ლებანიძე, ა. კალანდაძე, რ. ინანიშვილი, ნ. დუმბაძე და ა.შ. 1957 წელს
დაარსდა ახალგაზრდული ჟურნალი "ცისკარი".
5) 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქართული მწერლობის განვითარებაზე დიდი
გავლენა მოახდინა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თანდათანობითმა
ლეგალიზაციამ და მკვეთრმა აღმასვლამ. ქართველმა პატრიოტებმა აქტიური ბრძოლა
დაიწყეს იმპერიის წინაარმდეგ. ამ ბრძოლის თავკაცები იყვნენ მერაბ კოსტავა და
ზვიად გამსახურდია. ისინი ასევე ქართული მწერლობის ნიჭიერი წარმომადგენლები.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების გამოხატვა 80-იანი წლების დასასულიდან
10
ქართული მწერლობის ძირითად მიმართულებად იქცა. მწერალთა ინტერესის
საგნად იქცა: 1921 წლის თებერვლის ტრაგედია, 1924 წლის აგვისტოს აჯანყება, 1956
წლის მარტო და 1978 წლის 14 აპრილი, ყველა პატრიოტის ცნობიერებაში აღიბეჭდა ეს
მნიშვნელოვანი თარიღები.
ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ფართო მაშტაბები მიიღო, რასაც
ისეთი მოვლენები ადასტურებს, როგორიცაა 1988 წლის ნომებრის შიმშილობა, 1989
წლის 9 აპრილი, 1990 წლის 26 მაისი და სხვ. ეს ყველაფერი 1991 წლის 9 აპრილს
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებით
დაგვირგვინდა. ამ მოვლენებმა არსებითად განსაზღვრა არამარტო მაშინდელი, არამედ
შემდგომი ქართული მწერლობის ბედი. სამწუხაროდ ეს ყველაფერი 91-92 წლებში
სამოქალაქო ომით დაგვირგვინდა, რამაც მწერლობაც გათიშა და
ურთიერთსაწინააღმდეგო ბანაკებში მოაქცია.
ზემოთაღნიშნულმა მოვლენებმა იმდენად მოიცვეს და პოლიტიზირებული გახადეს
ჩვენი ლიტერატურა, რომ ამ მოვლენათა ცხელ კვალზე მდგარი ბევრი მწერალი
გამძაფრებული შთამბეჭაობით წარმოსახავს დღევანდელობის საჭირბოტო
პროლემებს. ქართული მწერლობის რიგებს შემოემატნენ წიგნიერი ახალგაზრდები,
რომელთაც ახალი მხატვრულ-ესთეტიკური თვალთახედვა მოიტანეს და
დაამკვიდრეს. განსაკუთრებული ადგილი დაიკავა პუბლიცისტიკამ, მაგრამ
დაქვეითდა ლიტერატურული კრიტიკის როლი და ფუნქცია. ხელმისაწვდომი გახდა
ემიგრაციაში მყოფი ქართველების შემოქმედების შედევრები. ცენზურა მოაეხსნა
საბჭოთა პერიოდში ქართველ მწერალთა აკრძალულ ნაწარმოებებს.

2. მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები.


მეოცე საუკუნის გამორჩეულ ქართველ მწერალთა შორის ერთ -ერთი ადგილი
უჭირავს მიხეილ ჯავახიშვილს. მან თავის შესანიშნავ რომანებსა და მოთხრობებში,
ასევე მრავალ პუბლიცისტურ წერილში, გამოხატა ქართველი ხალხის ეროვნული,
სოციალური, პილიტიკური და ზნეობრივი ცხოვრების მრავალი მხარე, გვიჩვენა
მშფოთვარე თანამედროვეობაც და წარსულიც, დაგვიხატა საზოგადოებრივი ძვრები
და ის ადამიანები, რომლებიც რაიმე სახით მონაწილეობენ ბობოქარი ცხოვრების
რომელიმე საფეხურზე. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია არა მარტო ზედმიწევნით
ცხოვრებისული, მწვავე, ეპოქალური საკითხების, თემების, პრობლემების შერჩევა და
მათი პირუთვნელი ჩვენება, არამედ, ამასთანავე, მათი მაღალოსტატური დახატვაც.
მიხეილ ჯავახიშვილმა დიდი როლი შეასრულა ქართული ენის უხვი
შესაძლებლობების გამომზეურებაში. მან ერთმანეთს შეუდარა ძველი
ლიტერატურული ძეგლების ენობრივი მონაცემები მეოცე საუკუნის ხალხურ ენას და
შემდეგ მიიღო მეტყველი, მოქნილი, მდიდარი, მიმზიდველი, თანამედროვე
ქართული. მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა 1880 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ
საქართველოს პატარა სოფელ წერაქვში. ქიზიყიდან გადმოსული შეძლებული გლეხის
საბა ჯავახიშვილის ოჯახში. მიხეილი თავიდან რუსულ სკოლაში სწავლობდა ოთხი
წელი. შემდეგ მამამ სოფლის მეურნეობის შესასწავლად სამეურნეო სკოლაში შეიყვანა,
სადაც მის მასწავლებელს მოუხდენია ძალიან დიდი გავლენა მიხეილისათვის
ლიტერატურის შეყვარებისმხრივ. ამის შემდეგ იგის წავლობდა ყირიმში მეღვინეობას
მაგრამ ოჯახის ტრაგედიის გამო სწავლა არ დაუმტავრებია. ყაჩაღები მისი დის
გატაცების მიზნით თავს დაესხნენ მის ოჯახს და ყველა ამოხოცეს, მიხეილმა კი
მიატოვა სოფელი რადგან ამ ტრაგედიის ადგილის ყურება აღარ შეეძლო. მან დაიწყო
11
ლიტერატურული მოღვაწეობა და მალევე დაიწერა მ ი ს ი მოთხრობა „ჩანჩურა“.
მალე მიხეილმა იგრძნო რევოლუციური განწყობილება და ეს აისახა კიდეც მის
შემოქმედებაზე. იგი გვიხატავდა ცხოვრების ფსკერზე მოქცეულ გარიყული და
დაჩაგრული ადამიანების მწარეხვედრს. მან ემოქმედების დასაწყისშ ი სულ რვა
მოთხრობა დაბეჭდა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა დიდი წარმატებისა და
პოპულარობის მოპოვებაში. 1907 წლიდა ნრეპრესიებისაგან თავის ასარიდებლად
მიხეილს მოუწია გაქცეულიყო ევროპაში და აქ ყოფნამ უფრო კი სორბონის
უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ დიდი გავლენა იქონია მისი
მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. 1910 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და
ძველებური მგზნებარე გრძნობებით დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა რის გამოც
ერთი წელი მეტეხის ციხეში ი მყოფებოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი
როსტოვში იმყოფებოდა. სამჭოთა ხელისუფლების შექმნის შემდეგ იგი მხოლდ
სამწერლო მოღვაწეობას შეუდგა და ასე იყო მის სიკვდილამდე. 1937 წელს მიხეილ
ჯავახიშვილია გრდაიცვალა და როგორც შემდეგ აღმოჩენილი მისი უბის წიგნაკიდან
ირკვევა მას ბევრი გეგმა და ჩანაფიქრი დარჩა განსახორციელებელი. მიხეილ
ჯავახიშვილის რომან „ჯაყოსხიზნებში“ მოვლენები ვითარდება მეოცე საუკუნის
ოციანი წლების დასაწყისში. მწერალი თავის თანამედროვეობას გვიჩვენებს, სწორედ
ამან განაოპირობა რომანის დიდი პოპულარობა. „ჯაყოსხიზნების“ მიხედვიტ
ცხოვრებაძ ძირფესვიანად იცვლება. სამჭოთა ხელისუფლებამ ყველაფერი
ახლებურად მოაწყო. როდესღაც ღატაკი გლეხები მიწებს და ძალაუფლებას იღებენ.
ხოლო ყოფილი მებატონ თეიმურაზ ხევისთავი ისეთი დაცემულია, რომ საკუთარი
ნამოურავალის ხიზანი ხდება რათა თვითონაც და მისმა ცოლმა მარგომაც ლუკმა
იშოვნონ. საზოგადოების ამ დაპირისპირებულ ფენებს შორის არის გაიძვერა და
მატყუარა ჯაყო, რომელმაც ლამის საბჭოთა ხელისუფლების მოტყუებაც შეძლო,
მაგრამ ბოლო ნიღაბი ჩამოგლიჯეს და მისი ნამდვილი სახე გააშიშვლეს.
თეიმურაზ ხევისთავი სახელგანთქმულ მებატონეთა უკანასკნელი წარმომადგენელია.
მას მემკვიდრეობიტ დიდი ქონება ერგო. მას განათლებაც ქონდა, შესაძლებლობაც,
მაგრამ უხერხემლობამ ეს ყოველი ფუჭი და გამოუყენებლი გახადა, მან ვერც
პოლიტიკაში ივარგა, ვერც ოჯახსმ ოუარა, ვერც ქონებას მოუფრთხილდა. მწერლის
თქმით თეიმურაზი იყო ახალგაზრდა მოხუცი ნათავადარი, ნამემამულევარი,
ნამორვაწარი და ნავექილარი. . იგი ისე ეცემა, რომ არა მხოლოდ ვერ იცავს საკუთარ
ქონებას, არამედ მტაცებელი ჯაყოს ხელში აგდებს ყოველივეს და მისი ხიზანი ხდება.
როდესაც თეიმურაზი ასეთ მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდა მღვდელმა ივანემ
გააფრთხილა იგი მაგრამ თეიმურაზმა ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა. მან
ჩრჩილში გახვეული წიგნები იპოვა და ისე გაერთო მათ ქექვაში, რომ თავადაც
ჩრჩილადიქცა. ჯერ ვითომ და ისე იყო გართული საზოგადოებრიბ საქმეებში, რომ
ცოლის შერთვა საერთოდ არ გაახსენდა და შემდეგ როცა თავის სწორს მარგოს შეხვდა
მალე მოწყინდა სასიყვარულოა მბები და ისე გადაეშვა დაჩიმჩული წიგენბის ქექვაში,
რომ ცოლის მოფრთხილება და სითბოს ჩვენებაც დაავიწყდა და იგი ველური ჯაყოს
ხელშ ჩააგდო. თეიმურაზი ერთნაირად სუსტი იყო რევოლუციამდეც და
რევილუციის შემეგაც. ყოფილ ხევისთავებს ის ეგაუჭირდათ, რომ თეიმურაზს ცოლის
სამკაულებიც ბაზარზე გაჰქონდა გასაყიდად. მწერალს სურს ბოლომდე გვაჩვენოს
თეიმურაზის სუსტი სახე, როცა იგი ყველამ მიატოვა და ყველამ ზურგიაქცია, ამიტომ
მის დასახატად იყენებს ტერმისნ „ნაკაცარი“ .
შიმშილისა და განუწყვეტივი უსიამოვნების გამო ცოლ-ქმარს მალე შეზულდათ
საკუთარი თავიცა და ერთმანეთიც. როდესაც მათ ყოფილი მოურავი ჯაყოე სტუმრათ
12
ძლივს გაუშალეს სუფრა და როდესაც ჯაყო გამოძღა უთხრა მათ რას ლპებით ამ
სოროშიო და ნაშინდარიში თავის მიიწვია. მარგოს უარის მიუხედავად ეს
თეიმურაზს ერთადერთ ხსნად მოეჩვენა და წავიდნენ კიდეც მაგრამ მარგოს გზაზე
ჯაყოს მიერ განცდილი ძალადობის გარდა ხევისთავებს ნაშინდარში გაველურებული
საკუთარი მამული და დიდი დამცირება დახვდათ.
მალე თეიმურაზი ჯაყოს დაექვემდებარა. ამიერიდან ჯაყო ბატონია თეიმურაზი კი
მისი ხიზანი. რომანში ნაკაცართა ბედის დახატვისა და რევულუციასთან
მიტმასნილი ნაძირლებ სიმხილები სგვერდით ნაჩვენებია, რომ გაიმარჯვამ შომელმა
ადამიანმა, იგი ქყვყნის ბატონ-პატრონიგახდა. ესაა „ჯაყოს ხიზნების“ მხატვრული
სიმართლე და მისი დიდიმნიშვნელობა. უბრალო მშომელმა ნინიკამ დაამარცხა
ბოროტებისა და სიცრუის სახე ჯაყო.

ბილეთი 5
1. მეოცე საუკუნის 50-60-იანი წლების პოეტური თაობა (შოთა ნიშნიანიძე,
მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე)
მუხრან მაჭავარიანი 50–იანი პოეტური თაობის ერთ–ერთი თვალსაჩინო და
თვითმყოფადი წარმომადგენელია. მან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა
თანამედროვე ქართულ პოეზიაში ახალი ტენდენციების დამკვიდრების
საქმეში.მ. მაჭავარიანის პოეტური ბიოგრაფია ორმოციანი წლების
შუახანებიდან იწყება .მუხრანის, როგორც თვითმყოფადი ნიჭისა და მკაფიო
ინდივიდუალური ხმის პოეტის ჩამოყალიბება ხდება მაშინ, როცა ქმნის
„ვახტანგ მეფის ნანადირევს“ „პუშკინი ტფილისში“ „მიწურული მეცხრამეტე
საუკუნის ანუ იმერული ქელეხი“; „"ამოიქროლა მთაწმინდაზე ქარმა
მსახვრალმა".“ და სხვა.თავდაპირველად პოეტის ინოვაციებს ნეგატიურად
შეხვდა ქართველი მკითხველი, მაგრამ მალევე აუღო ალღო, საბედნიეროდ,
მ.მაჭავარიას არჩეული გზიდან არ გადაუხვევია.მნიშვნელოვანია მის
პოეზიაში პატრიოტული თემა. მის პატრიოტულ ლირიკას ახასიათებს
ამაღლებული ტონი. პოეტი აერთიანებს წარსულსა და თანამეფროვეობას,
რისი საფუძველიც ეროვნული ტკივილია, უკეთეს საქართველოზე ფიქრი და
ოცნება.ფაქიზი პატრიოტული განცდებით გამსჭალული თავისი ლექსებით
მ.მაჭვარიანი ქართული მწერლობის ტრადიცია ერთგულ გამგრძელებლად
გვევლინება. მის პატრიოტულ ლირიკას ახასიათებ ამ გამთლიანების
საფუძელი კი ეროვნული ტკივილია, უკეთეს საქართველოზე ფიქრი და
ოცნება. მაჭავარიანის პოეზიის ლირიკულ პერსონაჟებად ხშირად
ისტორიულად ცნობილი პერსონაჟები გვხვდებიან. მათი მამულიშვილური
13
ღვაწლის გახსენებით პოეტი ეფექტურად ამძაფრებს მკითხველის
პატრიოტულ სულისკვეთებას. ასე შემოდიან მის პოეზიაში საბას , გორგასლის,
ილიას და სხვათა სახელები. მაგალითად სულხან-საბასადმი მიძღვნილი
ცნობილი ლექსი, რომელშიც დიდი გულისტკივილით დაიხატა საბას
თავდადების საgულისხმო ეპიზოდი- მისი მოგზაურობა ევროპაში.
მაჭავარიანის ლირიკაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს 1832 წელს
შეთქმულების მონაწილეებისადმი მიძღვნილი ლექსები, რომელშიც
წარმოდგენილია ჩვენი ერის სახელოვანი შვილების ეროვნულ მისწრაფებებს.
პოეტი მძაფრად განგვაცდევინებს ეროვნული თავისუფლების დაკარგვის
შედეგად ქვეყანაში დატრიალებულ ტრაგედიას. მის პოეზიაში გამოხატულია
ის პოეტური სიამაყე და თავმოყვარეობა რამაც გადაარჩინა ქართველი ხალხი
განადგურებასმ.მაჭავარიანის პატრიოტული ლირიკის ერთი მძლავრი
შენაკადი მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ლექსებია: რაშია საქმე?“ ეს ლექსი
პირდაპირი გამოხმაურებაა 60–იან წლებში საბჭოთა კავშირში ფართოდ
გავრცელებული შოვნისიტური თეორიისა, ე.წ. "ტენიანობის", რაც ქართული
ენის წინააღმდეგ იყო მიმართული.მ.მაჭავარიანის პოეზიაში თავისებური
ადგილი უჭიარავს „პეომა „ვახტანგს“, რომლის სტრუქტურა იმდენად
სპეციფიკურია, რომ იგი მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ჩავთვალოთ
პოემად, უფრო ლექსების ციკლია.
ანა კალანდაძე
ომის შემდგომი პერიოდის ჩვენი ლიტერატურული ცხოვრების განახლების
პროცესი განუყოფლად დაკავშირებულია ანა კალანდაძის სახელთან. იგი
დაიბადა 1924 წელს ჩოხატაურის სოფელ ხიდისთავში. დაამთავრა თსუის
ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945-46 წლები ყველაზე საინტერესო ხანა იყო
პოეტის ბიოგრაფიაში. სწორედ ამ დროს შექმნა მან მნისვნელოვანი ნაწილი იმ
ლექსებისა, რომელთაც ინდივიდუალობის ბეჭედი დაასვეს მის ლირიკას.
უშუალობა და ძალდაუტანებლობა, ქალური კდემით შემოსილი
გულუბრყვილობა , ლირიკული გმირის სათუთი განცდები, მისი პოეზიის
ემოციური მხარის განმსაზღვრელი ნიშნებია ანა კალანდაძემ ქართულ
პოეზიაში მოიტანა და დაამკვიდრა ქალური ალერსის განცდა.მისი პოეზიის
ლირიკული გმირი ჩვენ წინაშე წარმოდგება მთელი თავისი უმანკოებითა და
14
კდემამოსილებით. მის ლექსებში ხშირად გვხვდება სიტყვები: „ცრემლი“,
„სევდა“, „ტკივილი“. მათგან „ცრემლს“ ზოგჯერ საზეიმო გნწყობილებაც კი
მოაქვს: „ეს სიხარულის ცრემლებია, როდი ვტირივარ“.
კალანდაძის ლექსის ინტონაციურ ინდივიდუალობას განსაზღვრავს ის
გარემოება, რომ პოეტი შირად იყენებს ქარტულ პოეზიაში მანამდე იშვიათად
ხმარებულ სალექსო საზომებს,ანდა თავად ქმნის ორიგინალურ მეტრულ
სქემებს. სწორედ ასეთი სტილური ხერხებით აწესრიგებს იგი თავვისი
ომის შემდგომ პერიოდში როცა ყველაფერს სიკვდილის ელდა აკრთობდა,
კალანდაძის ლირიკაში გამოვლენილმა ქალურმა რომანტიკულმა სინაზემ
მკითხველს უჩვეულო ძალით განაცდევინა ეს მონატრებული სიხარული. მისი
პოეზია გამოირჩევა სამყაროს ორიგინალური მხატვრული აღქმით.
შოთა ნიშნიანიძე 50-იან წლებში გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე და ამ
დროიდან მოყოლებული გარდაცვალებამდე თავისი ნაყოფიერი
შემოქმედებითი მოღვაწეობით ერთ-ერთ წარმმართველ როლს ასრულებდა
ქართულ მწერლობაში. შოთას პირველი პოეტური კრებული „მე და შენ“
გამოვიდა 1956 წელს, ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი
გამოსცა, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. შოთა ნიშნიანიძის
მწერლური ინდივიდუალურობის განმსაზღვრელ თავისებურებათაგან
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტროპული აზროვნებით პოეტის
გატაცებას. თანამედროვე ქართულ პოეზიაში იგი პოეტური ხატწერით ერთ-
ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალია, მეტაფორული აზროვნების ერთ-ერთ
მკაფიო ნიმუშად უნდა მივიჩნიოთ ლექსი „მონღოლები“. შ. ნიშნიანიძის ბევრ
ლექსში ავტორისეული სათქმელი ქველექსური მინიშნებებითა და
მახვილგონივრულად მიგნებული შნაარსობრივი დეტალებითაა გამოხატული.
სანიმუშოდ გავიხსენოთ ლექსი „იმერეთი“, „გიორგობის თვე“. ფორმის
სიმსუბუქე და ამაღლებულობა, მეოდიურობა და მრავალხმიანობა, რითაც შ.
ნიშნიანიძის პოეზია ხასიათდება პოეტს შესაძლებლობას აძლევს სათქმელი
ეფექტურად გამოხატოს. შოთას ლირიკა ორი მიმართულებით ვლინდება:
თანამედროვე სიამდვილის გმირული წარმოსახვით, რაც განდიდებული
ეპოქის რევოლუციურ წარსულთანაა დაკავშირებული და მოქალაქეობრივი
15
გაბედულებით, რაც გამოვლენილია კრიტიკულიპათოსით, რითაც პოეტი
თავისი დროის მანკიერებებს ამხელს.
მურმან ლებანიძე
50-იანელთა წლების მეორე დიდებული წარმომადგენელი მურმან
ლებანიძეა. ის 40-იან წლებში გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე-მისი ლექსები
1943 წლიდან ქვეყნდება პრესაში. პირველი წიგნი კი 1950 წელს გამოსცა.
მ.ლებანიძის პოეტური ინდივიდუალობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ
უმთავრეს ფაქტორად თავიდანვე დამკვიდრდა რიტმულ-ვერსიფიკაციულ
ფორმათა მრავალფეროვნებისკენ დაუოკებელი სწრაფვა.
მ,ლებანიძის პოეზიისთვცის დამახასიათებელ თვისებათაგან ასევე ხაზგასმით
უნდა აღინიშნოს მკაფიოდ გამოვლენილი მუსიკალურობა და ჟღერადობა.
ვერსიფიკაციულ საზომთა არაერთგვაროვნება და მიზანსწრაფვული
მონაცვლეობა მის ლექსს პოლიფონიურ ჟღერადობას ანიჭებს,ხმიერებით კი
მკვეთრადს განარჩევს ხვათა პოეზიისგან. ამის მაგალითია ლექსი „ ნეტავ სულ
არ მეხილე“ რომელშიც ყოველი სთროფი სხვადასხვა სვერსიფიკაციული
საზომითაა დაწერილი,თუმცა ერთი მელოდიითაა შეკრული.
მ ლებანიძის რიტმულ-მუსიკალური ინდივიდუალურობის დახასიათების
დროს ისიც უთუოდ უნდა ითქვას, რომ პოეტის ლექსებში ამგვარი
ვვერსიფიკაციულ-მელოდიური სიმწყობრე ყოველთვის არაა მკაცრად
დაცული დაშიგადაშიგ ნაწარმოებში საერთო მუსიკალური ჰარმონია
დამარღვეველი ცალკეულსტრიქონებშიც იჭრებიან ხოლმე. ამის
დამადასტურებელი ლექსია „გახსოვს გოგი“თავის ამდაგვარი რითმულ-
ვერსიფიკაციული ძიებით მ.ლებანიძემ მკივდრი საფუძველი მოუმზადა
პოეტური ნოვატორობის იმ ეტაპს,რომელიც 60-70 წლეების ქართულ
პოეზიაში დგება და ვერლიბრის დამკვიდრებიის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორდა
იქცევა.

2. მოდერნისტული ტენდენციები ბასილ ბარნოვისა და ჭოლა ლომთათიძის


შემოქმედებაში.
ბარნოვის მოდერნისტულ რკალში მოქცეულ მოთხრობებსა და ცალკეულ პასაჟებში
შეერთდა სიკვდილის პოზიტიური შინაარსი და მისი ესთეტიკურად ასახვისა და
გამოსახვის პრინციპი.
16
მოდერნისტული მწერლობის საფუძველთა საფუძველი გამოგონება, ფანტაზიაა,
თხზვის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა არც მოტივს ენიჭება და არც სიუჟეტს.
მოდერნისტული ასახვის და გამოსახვის კონცეფციის ესთეტიკური უნივერსალიზმი
უპირველეს ყოვლისა სამოქმედო გარემოს პოეტიზირებაში გამოვლინდა. პოეტურ
მხატვრულ ქსოვილში სიკვდილი სიყვარულს უთანაბდრდება.
აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ქართული მოდერნისტული მოთხრობა არ
ასახავს და გამოსახავს იმ სიკვდილის ინსტიქტს, რომელმაც მოგვიანებით, XX ს-ის 50-
იანი წლებისათვის დიდი მნიშვნელობა მოიპოვა დასავლურ მწერლობაში.
ვასილ ბარნოვის თხზულებათაგან მოდერნისტული ტენდენციები ყველაზე
მკაფიოდ ვლინდება შემდეგ ნაწარმოებებში: ,,ტკბილი დუდუკი“, ,,ყვავილებში’’,
,,სარომეტყველა’’.
,,ტკბილი დუდუკი“-ს მთავარი გმირია მიხა, მას ბავშვობაში გაუჩნდა აზრი და ასაკის
მატებასთან ერთად უფრო ჩამოუყალიბდა, რომ ამ ქვეყნად მეორადაა, რაღაცები უკვე
ნახა და განიცადა.ჰყავდა ცოლი და სხვა.ამ ყველაფრის გამო მას ვერ უგებენ, ვერც
მშობლები, ვერც უახლოესი მეგობარი დათიკო, რომელიც მკითხველს უყვება მიხას
ამბავს. დათიკო დაწვრილებით აღწერს მიხას სოფლის იქით მაყურებელ თვალებს.
როცა ის თავის პირვანდელ ცხოვრებას აღწერს. როცა მამას მიხა ტყეში სამუშაოდ
მიჰყავდა თან, დათიკოც მიჰყვებოდა, ქალაქელი იყო, მაგრამ მიხა და სოფლად მუშაობა
უყვარდა და იმიტომ. აქ მიხა იხსენებდა, რომ ამ ადგილებში უკვე იყო ნამყოფი. მამა და
დათიკო კი სიცილით ეუბნებოდნენ არაო. ცოტა რომ წამოიზარდნენ, დათიკო ქალაქში
გადავიდა, უნივერსიტეტში სწავლობდა, მიხაც ვერ ჩერდებოდა ქალაქში, აქ არ იყო
მისი ადგილი, მშობლებიც ხედავდნენ ამას და ხელი შეუწყვეს ქალაქში ჩასულიყო, იქ
იგი ვაჭართან დადგება სამსახურში, პატიოსანი შრომით მიაღწევს, რომ ჰქონდეს
სუფთა სახლი და ყველაფერი, რაც ნორმალური პირობებოსთვის სჭირდება
დათიკოსაც ხვდებოდა ხოლმე, ერთხელაც დათიკო მას თავისი ნაცნობის, ქეთეთოს
ოჯახში მიიყვანს, რადგან ქეთეთოს თვალები ზუსტად ისეთი მოეჩვენება, როგორსაც
აღწერდა მიხა, რომ მის ცოლს ჰქონდა. მართლაც, მიხა ქეთეთოში იმ ქალს ამოიცნობს
რომელიც მისი ცოლი იყო წინა ცხოვრებაში, მაგრამ ქეთეთო ვერ იცნობს მიხას.
წაშლილია მასში ეს ხსოვნა.
ქეთეთოს მამა ანგარებით გაათხოვებს რუს მოხელეზე რითის გააუბედურებს შვილს.
სიკვდილის წინ ქეთეთო მიხას მოიხმობს, მას ახსენდება მისი წინა ცხოვრებაც. ისიც
თუ როგორ მიფრინავდნენ ის და მიხა. ,,ნათელთა საუფლოსკენ’’, რომ ბედნიერება
მოეპოვებინათ იქ, მაგრამ იქ უთხრეს, რომ ბედნიერების მოსაპოვებლად კიდევ
ერთხელ უნდა დაბადებულიყვნენ. მიხა და ქეთათო ამ რწმენით აღესრულნენ, რომ
ხელმეორედ სიკვდილის შემდეგ ბედნიერები იქნებიან. მოთხრობას ,,ტკბილი
დუდუკი’’ იმიტომ ჰქვია, რომ მიხას სწორედ დუდუკის ტკბილი და სევდიანი ჰანგები
ახსენებდა წინა ცხოვრებას, ხოლო მოდერნისტულია იმიტომ, რომ აქ ასახული
რეიკარნაციის მოტივები დამახასიათებელია სწორედ მოდერნიზმისთვის.
ვასილ ბარნოვი სიცოცხლის, სინათლის, სიყვარულის და სითბოს მეხოტბეა და სანამ
სიკვდილის, როგორც არსის მთლიანობის აღდგენის ერთადერთი საშუალების
პოზიტიურ კონცეფციას შეიმუშავებდა და მასაც ღვთის მიერ სამართლიანობის,
სიყვარულის და მშვენიერების პრინციპზე აგებულ ჰარმონიულ სამყაროში მიუჩენდა
კუთვნილ ადგილს. სიკვდილს უარყოფითად აღიქვამდა. მის ადრეულ მოთხრობებში
სიკვდილი ჯერ კიდევ შემზარავი და საშიშია, ბოროტებად და უსამართლობად
აღიქმება. ერთმანეთის მოყვარულ ადამიანებს განაშორებს და თანაც
სამუდამოდ.სიკვდილის საუფლოში იბადება ახალი სიყვარული. სიკვდილი მხოლოდ
17
განშორება, დავიწყება და არარაობაა. „მეც ჩვეულებისამებრ გამოვედი სასაფლაოზე,
მაგრამ ვხედამ, არარაობა სუფევს აქ. ჩვენ კიდევ რაღაცა გვეგულება მიწაში, მაგრამ
როცა კი აქ ამოვალ, ყოველთვის ცხადადა ვგრზნობ არარაობას“.
მაგრამ მწერალს არ განუვითარებია ეს ხაზი. მან სიკვდილი გაიაზრა, როგორც
ტრაგიკული, მაგრამ მშვენიერი მოვლენა, მარადიული სიყვარულის,
„ზესთასოფელში“ ჯუფთ სულთა კავშირის განმტკიცების საშუალება. მოთხრობა
„ტკბილი დუდუკი“ ამ დებულების ნათელი დადასტურებაა მისი ესთეტიკური და
ეთიკური იდეალების თავისებური სისტემა მტკიცე თვალსაჩინო და გასაგებია.
ფილოსოფიური დოქტრინა სახეთა და ხასიათთა შხამებით შექმნილ გამჭვირვალე
მხატვრული ქსოვილის სიღრმეში დევს.
მიხაკოს და ქეთათოს - ერთიანი სრულყოფილი არსის გახლეჩილი ნაწილების
შეერთება ამქვეყნად შეუძლებელი გამხდარა, მაგრამ სიკვდილი აღადგენს ჰარმონიას.
მას სულები გადაჰყავს იმ სამყაროში, სადაც მათ ერთობას აღარაფერი შეუშლის ხელს.
ყოველი ახალი განსხეულება ხანმოკლე და წარმავალია, ხორცი კვდება და ქრება,
მაგრამ უკვდავია სული, მან არ იცის არც დრო და არც სივრცე. უკვდავი სულები
ერთდებიან მარადიულ სიყვარულში და მიეახლებიან ღმერთს — სიყვარულს.
„სიკვდილს არ ძალუძს განაშოროს მოყვარულთ გული. განა სიყვარული ისევე
საუკუნო არ არის და დაუსრულებელი, როგორც შემოქმედი სახიერი, რომელი თვით
არის სიყვარული სამარადისო. სიყვარული ღმერთია, შეყვარებული სული, ვ. ბარნოვის
თანახმად, თავისთავში ატარებს სამყაროს შექმნისა და განვითარების პირველმიზეზის
- ღვთაების ნაწილს, ღვთაებრივ მარცვალს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე
ღვივდება და აღმოცენდება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, ცოდვათაგან განწმენდა და
სასუფეველში განსვენებაც ამ ძალისმოსილებას უკავშირდება. შესაბამისად,
შეუძლებელია სიკვდილი, რომელსაც ასეთი ზეციურ ნეტარებამდე მიჰყავს
ადამიანები, აღიქმებოდეს და გამოსახებოდეს, როგორც უბედურება ან ბოროტება.
გლოვა მხოლოდ ინერციაა ვ. ბარნოვის მოთხრობაში ერთმანეთს შეერწყა სიკვდილის
პოზიტიური გაგება და მისი ესთეტიკურად გამოსახვის პრინციპი. მწერალი მუსიკის
ჰანგით, დუდუკის ტკბილი ხმით „რთავს“ და ამშვენიერებს სიკვდილს.

ბარნოვი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა არა მხოლოდ უახლესი, არამედ ქართული


ლიტერატურის ისტორიაში. გარდა მოდერნისტული ნაწარმოებებისა იგი ავტორია
სოციალური ხასიათის მოთხრობებისა, რომელიც მაღალი წოდების რღვევას,
აღდგომის ცოდვას ვაჭართა არა კეთილსინდისიერ დაწინაურებას (გველის ზეიმი)
გვიხატავენ, ასევე ისტორიული რომანებისა (არმაზის მსხვრევა, ისნის ცისკარი,
ტრფობა წამებული, მიმქრალი შარავანდედი), რომლებიც მაღალმხატვრულობით
გამოირჩევიან.

გასული საუკუნის 20 იან წლებში ევროპაში საფუძველი ჩაეყარა ფსიქოლოგიურ


პროზას რომელიც ,,ცნობიერების ნაკადის’’ ლიტერატურის სახელით გაფორმდა.
,,ცნობიერების ნაკადის’’ მწერლისათვის მთავარია არა ადამიანის სულიერი
მდგომარეობის, მისი ფსიქიკური სამყაროსა და აზრების შესახებ წერა, არამედ თვით
ცნობიერების აქტივობის ჩვენება. ,,ცნობიერების ნაკადს’’ ახასიათებს დროის
საკუთარი შეგრძნება, ყველაფერი რაც ცნობიერების არეში გვხვდება, ერთიანად
აწმყოში. ძირითადი აქცენტი გადატანილია ასოციაციურ აზროვნებაზე.
18
სავარაუდოა, რომ ჭოლა ლომთათიძე ,,ცნობიერების ნაკადის’’ ლიტერატურას და
მის წარმომადგენლებს არ იცნობდა, მხატვრული მეთოდი ევროპაში 1915 წელს
დამკვიდრდა და ესეიგი ის ამ დროს ცოცხალი აღარ იყო.
ჭოლა ლომთათიძის შემოქმედება ორ პერიოდად შეიძლება დაიყოს:1901-1903 წლები,
როდესაც გამოქვეყნდა მისი ნოველები (,,დავითი’’, ,,მატლი’’, ,,სიცრუე’’ და სხვა) და
1907-1914 წლები ,,საპყრობილის პერიოდი’’, როცა შეიქმნა ჭოლას პროზის
უმნიშვნელოვანესი ნიმუშები.
ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის თუ რა პირობებში იქმნებოდა ეს ნაწარმოებები.
მართლაც არაადამიანური ძალისხმევა იყო საჭირო ჯერ ასეთ პირობებში
მუშაობისთვის და მერე ის, რომ ამ ნოველებს საპყრობილის გარეთ გაევლოთ და
ჟურნალ-გაზეთების ფურცლებამდე გაეკვალა გზა. საპყრობილეში ყოფნის დროს
დაწერილი ნოველებში კარგად გამოჩნდა მწერლის მიერ გამოყენებული ახალი და
ორიგინალური მხატვრული ხერხები. ასეთი სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ: მეფის
რუსეთის საპყრობილეში გამომწყვდეული ინტელიგენტ-რევულუციონერი და მისი
,,ცნობიერების თავგადასავალი’’. ამ ნოველათა (,,სარჩობელის წინაშე’’,
,,საპყრობილეში’’, ,,უსათაურო’’, ,,ჩემი დღიური’’, ,,თეთრი ღამე’’) გმირები მებრძოლი
ინტელიგენტები არიან. თითოეული მათგანი მკვეთრად ინდივიდუალური სახეა,
განსხვავებული ტემპერამენტით, რწმენის სიძლიერით, ინტელექტით, სტოიციზმისა
და სხვა მრავალი უხილავი ფაქტორებით. ზემოთ ხსენებული ნოველა ერთი და იმავე
მხატვრული მეთოდით არის შესრულებული: მათ ყველას აქვს შინაგანი მონოლოგის
ფორმა, რომელშიც გაბნეულია ათასგვარი ასოციაცია. წინა პლანზეა წამოწეული
ცნობიერების მოძრაობა.

ბილეთი 6
1. მაოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პროზა
2. ლეო ქიაჩელის მოთხრობები
ლეო ქიაჩელის მხატვრული პროზის პრობლემატიკა და ტიპაჟი, უპირველეს
ყოვლისა, იმ უმნიშვნელოვანესმა სოციალურმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა
განსაზღვრეს, რომლებმაც არსებითად შეცვალეს და გარდაქმნეს XX საუკუნის
პირველი ნახევრის ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ყოველი სფერო.
ლეო ქიაჩელი თავისი დროის უმნიშვნელოვანეს ქარტეხილებთან მარტო
ლიტერატურულად დაკავშირებული შემოქმედი კი არ იყო, არამედ მთელი თავისი
ცხოვრებითაც და აქტიური მოღვაწეობითაც. ასე რომ, როგორც მხატვრული სიტყვის
ოსტატი, მოღვაწე და მოაზროვნე, იგი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ მოვლენებმა
დაბადეს და ჩამოაყალიბეს.
მწერლის პირველი მოთხრობა − „წარსული აწმყოში“ 1909 წლის 7 მაისს
გამოქვეყნდა გაზეთ „ჩვენს აზრში“ ლ. მიხაძის ფსევდონიმით. ამ დროიდან
მოყოლებული, ლეო ქიაჩელი ინტენსიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწევა და
მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში.
ლეო ქიაჩელის შემოქმედებაში მკაფიოდ იკვეთება ორი, ერთმანეთისგან
არსებითად განსხვავებული ტენდენცია. ერთნი მწერლის პროზაში საფუძველს
უყრიან მოვლენათა რეალისტური თვალთახედვით აღქმას, მეორე ნაკადს კი ის
მოთხრობები ქმნიან, რომელნიც მწერლის პროზაში თავისებური ფორმით ავლენენ
19
იმჟამინდელი მოდერნისტული ლიტერატურული მიმდინარეობებით ავტორის
განსაკუთრებულ გატაცებასა და დაინტერესებას.
ამ ორი ნაკადის თანაარსებობა მწერლის შემოქმედებაში, მეტ-ნაკლები
თანაფარდობით, თითქმის ოციანი წლების შუა ხანებამდე გრძელდება. თუმცა ისეთი
ქმნილებებით, როგორებიცაა − „სისხლი“, „თავადის ქალი მაია“, „არმასგირ კიბულან“
და „ჰაკი აძბა“, ლეო ქიაჩელმა საბოლოოდ დაიმკვიდრა რეალური სტილი და მთელი
ძალმოსილებით გამოკვეთა თავისი შემოქმედების მხატვრული ინდივიდუალურობა.
სამეცნიერო ლიტერატურაში ლეო ქიაჩელის ე. წ. არარეალისტური მოთხრობების
დახასიათების დროს აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა შეინიშნა. ერთნი მათში
სიმბოლისტური ტენდენციების გამომხატველ ნიშან-თვისებებს ხედავენ და, ამდენად,
ლეო ქიაჩელს სიმბოლიზმთან დაკავშირებულ შემოქმედად მიიჩნევენ, მეორენი კი
თვლიან, რომ ლეო ქიაჩელის ლიტერატურულ ძიებათა ეს ნაკადი იმპრესიონიზმითაა
ნასაზრდოები.
მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლიზმი და იმპრესიონიზმი ერთმანეთისგან
განსხვავებული ლიტერატურული მიმდინარეობებია, ლეო ქიაჩელის შემოქმედებაში
ისინი მკვეთრად არ არიან ურთიერთგამიჯნულნი და მათთვის დამახასიათებელი
ნიშან-თვისებები თავისებური ფორმით ერწყმიან და ეხამებიან ერთმანეთს. ასე რომ,
ლეო ქიაჩელს არარეალისტურ მოთხრობებში, ერთსა და იმავე დროს, კაცმა
სიმბოლიზმის ელემენტებიც შეიძლება იპოვოს და იმპრესიონიზმისაც.
როგორც ითქვა, ლეო ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში გამოვლენილი
მოდერნისტული ტენდენციების მნიშვნელოვანი ნაწილი სიმბოლისტური
პრინციპებითაა განპირობებული. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საგულისხმო
ნაწარმოებია „სტეფანე“ (1910 წ.), რომელიც დუმილის არსის ფილოსოფიური
გააზრებისა და გამოხატვის საინტერესო ცდას წარმოადგენს. მასში მწერალმა
თავისებური ფორმით დაუპირისპირა ერთმანეთს დუმილი და მეტყველება და ამ
დაპირისპირების დროს სიჩუმეს მიანიჭა აშკარად დიდი უპირატესობა.
ეს ნათლად ჩანს ნოველის მთავარი პერსონაჟის − სტეფანეს ცხოვრების
მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ მებადური სტეფანე თავისი უწყინარი
ტყუილებით მთელ სოფელში იყო განთქმული და ყველა სიამოვნებით უგდებდა
ხოლმე ყურს, როცა საუბარს დაიწყებდა, „დაბადებიდან სიცილის გამომწვევის
მადლით“ დაჯილდოებული ეს უცნაური კაცი მაინც დუმილს ანიჭებდა
უპირატესობას და მას მიიჩნევდა ჭეშმარიტების გამოვლენის უტყუარ ფორმად. მისი
რწმენით, „ყველაზე უკეთესი ამბავი ის არის, რომელიც უსიტყვოდ ესმის ყველას“.
სწორედ ამ რწმენამ დაამეგობრა იგი მის თანასოფლელ მუნჯ ძოკოსთან. მეგობრები
ხშირად საათობით ისხდნენ ხოლმე ერთმანეთის გვერდით და დროს ამგვარ უსიტყვო
მეტყველებაში ატარებდნენ.
სოფელს ძალზე უკვირდა მათი ამბავი, რადგანაც ის, რაც ესოდენ გასაგები და
საცნაური იყო სტეფანესა და მისი უტყვი მეგობრისთვის, ჩვეულებრივი
ყოველდღიური ყოფითი საზრუნავით დატვირთული ხალხისთვის სრულიად
გაუგებარი და მიუწვდომელი რამ იყო. ასე ცდილობს ლეო ქიაჩელი პიროვნულ
ურთიერთობათა ახალი წახნაგების წარმოჩენას და დუმილს, „უსიტყვოდ
მეტყველებას“, ადამიანთა ნამდვილი გულისთქმის გამოხატვისა და სამყაროს
გონებისმიღმურ იდუმალებაში წვდომის უცილობელ საშუალებად მიიჩნევს.
ლეო ქიაჩელის მოდერნისტული მოთხრობების პერსონაჟები, როგორც ითქვა,
თავიანთი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობით ხშირად ჩვეულებრივი
ადამიანებისაგან მკვეთრად გამორჩეული პიროვნებანი არიან, რომელთა ცხოვრებას
20
ბრმად წარმართავს ბედისწერის იდუმალი და შეუცნობელი ძალა. ამ ადამიანთა
არსებაში თითქოს რაღაც უხილავი და ეშმაკთან წილნაყარი გრძნეული ძალაა
ჩასახლებული, რომელიც არა მარტო მათ იმონებს და იმორჩილებს, არამედ
შემაძრწუნებლად ზემოქმედებს გარშემომყოფებზეც.

ბილეთი 7
1. გალაკტიონ ტაბიძის კლასიკური პოეტური მემკვიდრეობა.
მეოცე საუკუნის ქართული ლირიკული ლექსის წინასიტყვაც და ბოლოთქმაც
გალაკტიონის პოეზიის კუთვნილებაა. მძიმე და სევდიანი ეპოქის შეწირულთა გრძელ
სიას ის უდგას სათავეში.
გალაკტიონ ტაბიძე დიდი რეფორმატორია თანამედროვე ქართული ლექსისა.
განუსაზღვრელი პოეტური თავისუფლება მოიტანა მან პოეზიაში. ასეთი პოეტური
თავისუფლება ძალუძს მხოლოდ ნოვატორს, პოეტს, რომელსაც ემორჩილება სიტყვა,
რომელიც ფლობს მის საიდულმოებას. გ. ტაბიძის შემოქმედებითი გზა, ისევე როგორც
ყველა შემოქმედისა, სავსეა წინააღმდეგობებითა და კონტრასტებით. სულ
ახალგაზრდა ის წერს ლექსებს, რომლებიც სავსეა რევოლუციური გზებითა და
რწმენით, მოგვიანებით განიცდის სიმბოლიზმის გავლენას, გამოსცემს ლექსების
კრებულს „არტისტული ყვავილები“, ბეჭდავს რამდენიმე ლექსს სიმბოლისტურ
ჟურნალში „ცისფერი ყანწები“, მაგრამ მიუხედავად ამ ფორმალური და ესთეტიკური
სიმბოლიზმისა, ზოგჯერ პოეტი დგება სიმბოლისტური ფილოსოფიის
დიამეტრალურად საწინააღმდეგო პოზიციაზე. ქართულ ლიტერატურაში იშვიათია
პოეტი, რომელიც ისეთი მრავალფეროვანი ზომით, რიტმითა და რითმით წერდეს
ლექსებს, როგორც გალატკიონი. ის, ერთსა და იმავე დროს, სმენის პოეტიც არის და
ხედვისაც. მისი ფერწერული სახეები ხორციელდება რიტმულ, მუსიკალურ ფრაზებში.
ეს მუსიკა ლექსისა რთულდება და ხშირად მისი ლექსი რთულ პოლიფონიურ
მუსიკალურ ნაწარმოებს ჰგავს. ასევე უსაზღვროა გალაკტიონის ლექსების თემატური
მრავალფეროვნება: რევოლუცია, სიკვდილ-სიცოცხლისა და სიყვარულის
მარადიული თემები, სამოქალაქო ლირიკა, პუბლიცისტური ლექსები
კოლექტივიზაციაზე, ინდუსტრიალურ საქართველოზე, სამამულო ომზე.
ოციანი წლების დასაწყისიდან გალაკტიონის ლიტერატურული საქმიანობის სფერო
გაფართოვდა, მან სარედააქციო საქმიანობაც დაიწყო; 1921 წლიდან ემზადებოდა
ჟურნალის გამოსაცემად, გარშემოიკრიბა მწერლები, ჟურნალს „ლომისი“ უნდოდა
რქმეოდა. სწორედ „ლომისის“ ირვლივ შემოკრებილმა მწერლებმა გადაწყვიტეს
პოეტთა მეფის სწორუპოვარი ტიტულის მოსაპოვებელი პაექრობა გაემართათ, თითო
მონაწილეს ამ დღისთვის დაწერილი თითო ლექსი უნდა წაეკითხა; მასში ლომისის
ხელმძღვანელიც მონაწილეობდა ლექსით „პოეზია უპირველეს ყოვლისა“.
გალაკტიონის მხატვრულ სამყაროში 1922-23 წლებში შექმნილ „ეფემერულ“
ლექსებს განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა აქვთ. თავად ეფემერა
პოტისთვის მირაჟულის, წამიერის სიმბოლოდ მოიაზრება. უდაბნოს ერთდღიანი
ყვავილი − მშვენიერი ეფემერა გალაკტიონის პოეზიის ხატად იქცა და ამას პოეტმა
თავისი აწ უკვე ნაცნობი სიმბოლური სახე − მთვარიანი ღამე დაუკავშირა.
21
გალაკტიონის შემოქმედებითი ყოფის რეტროსპექტულ შედევრს წარმოადგენს
1925 წელს გამოცემული კრებული „ასი ლექსი“, ლექსები ავტორმა თავად შეარჩია
ბოლო წლების პოეტური პრაქტიკის წარმოჩენის პრინციპით, თუმცა ვერც ადრინდელ
ძველ და ძვირფას სტრიქონებს შეელია.
საერთოდ, ამ პერიოდში გალაკტიონის შემოქმედებითი თვალთახედვა ორი
დიამეტრულად განსხვავებული გზით მიდის: ერთი მხრივ, ეს არის პატრიოტული და
სამოქალაქო თემატიკის ლექსები. „ეს იყო ოქტომბრის ღამეს“, „გრიგალი“, „არა ერთი
და ორი“, „ეს ლექსი“ და ა.შ. ამავე ხანაში გალაკტიონი ღირსსაცნობ ეპიკოსადაც
წარმოჩნდება სამოქალაქო თემატიკაზე შექმნილი პოემებით „ჯონ რიდი“ და „იგი
ომია“.
და მაინც ამ პერიოდში გალაკტიონის პოეტური სტიქიაც და შემქომედებითი
სრულყოფილებაც მეორე მიმართულებით უნდა ვეძიოთ. გალაკტიონის
სიმბოლისტური მეთოდებით სჯანი კვლავ გრძელდებოდა და ხაზგასმით უნდა
აღინიშნოს რომ ამ მხრივ ცდომილებები აღარსად ჩანდა. ამას გამოხატავს თუნდაც
ლექსი „ვარდები“. 1927 წელი პოეტისათვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა,
რაც, უპირველესად, სიმბოლისტური პოეტური ქმნილებებით წამოჩინდა. მათ
შორისაა: „ამ ბნელი ღამით“, „თეთრი ქარები“, „ლურჯი ხომალდი“, „პორტრეტი“...
თუკი „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებით გზაზე ესთეტიკურ-
მსოფლმხედველობრივი მიმართულების შეცვლა ხანგრძლივი და მტკივნეული
პროცესი იყო, გალაკტიონის შემოქმედებით ცხოვრებაში ყოველივე რაღაცნაირად
მეყსეულად მოხდა. როგორც ჩანს, შინაგანი შემოქმედებითი და ინტუიტური მზაობა
ამ დიდი სახეცვლილებისაკენ უკვე არსებობდა, საბაბი კი ცხოვრებისაგან ნაბოძები
კიდევ ერთი მძიმე დარტყმა იყო... ოლღა ოკუჯავა 1929 წელს დააპატიმრეს.
გალაკტიონი თავს მარტო გრძნობდა. პირველ ხანებში ლექსებსაც აღარ წერდა, ჩუმად
დადიოდა, სმას მოუხშირა, უფრო დაძაბული და ნერვიული გახდა. სწორედ აქ
დასრულდა, გალაკტიონის პოეტური ბიოგრაფიის ის ერთი დიდი და მნიშვნელოვანი
ეტაპი, რომელზეც არა მხოლოდ ქართული პოეზიის იმდროინდელი ისტორია და სახე
შეიქმნა, არამედ მისი სამომავლო გზებიც ანსაზღვრა.
გალაკტიონ ტაბიძის არტისტული ყვავილები. 1919 წელს საუკუნის წიგნი უკვე
დაწერილი იყო. ეს პატარა წიგნაკი ლირიკულ სახარებად მაშინვე იქცა და გენიალობის
ხარისხიც მაშინვე მიიღო. ისიც აშკარა იყო, რომ მის მსოფლმხედველობრივი
მხატვრული არჩევანი სიმბოლისტული თეორიის გზაზე მიდიოდა. თვით კრებულის
სახელწოდება − „არტისტული ყვავილები“ თავის ხანაში ევროპულ ლიტერატურაში
ცნობილი ტერმინოლოგიიდან მოდიოდა. შექსპირისა და ბაირონის შემოქმედების
ნიშნეული სიმბოლო თავის ქალა მხატვრულ-ესთეტიკური მარადიულია -
ყვავილებით შემკობასაც გულისხმობდა. ამ ფორმის გადმოტანამ გალაკტიონის 1919
წლის კრებულის პირველი გვერდიდანვე ხაზგასმული ესთეტიკურობის და
არტისტიზმის სახე მისცა ლექსებს შარლ ბორლერის, თეოფილ გოტიეს, პოლ ვალერის
მცირე მონოგრაფები უძღვოდა. კრებულის პირველივე ლექსია „შემოდგომა „უმანკო
ჩასახების“ მამათა სავანეში“, მას „ლურჯა ცხენები“ მოსდევდა.
„არტისტული ყვავილები“ ინტეგრალური ლექსების კრებულია, პოეტური
განსახოვნების უმაღლესი დონე. სამყაროს განსაკუთრებულ მხატვრულ-ესთეტიკურ
კატეგორიებში წარმოჩენა, ინტეგრალური შესიტყვებანი, აზრის განცხადებას კიდევ
უფრო მძაფრს და მნიშვნელოვანს ხდის, და ამასთან ერთად ამოუცნობი ხედვის
განწყობისა თუ ემოციის წინაშე აყენებს მკითხველს. „ანგელოზს ეჭირა გრძელი
22
პერგამენტი“, „სილაჟვარდე,, ანუ ვარდი სილაში“, „ტოტებს ქარისას გადაჰყვა
მარტი“. ამგვარი ოკაზიონალური შესიტყვებები მრავლადაა „არტისტულ
ყვავილებში“.
„არტისტული ყვავილების“ სტრიქონები ირეალურ სამყაროს მთელი თავისი
მომხიბვლელობით გადაშლიან, მასში არ არსებობს თუნდაც ოდნავი ცდომილება
სიმბოლისტური მსოფლმხედველობის გზიდან. საუკუნის წიგნის სამშვენისთა
შორისაა „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „თოვლი“, „ანგელოზს ეჭირა გრძელი
პერგამენტი“, „ატმის ყვავილები“, „მთაწმინდის მთვარე“ და სხვა. ყოველ მათგანში
შემოდის პოეტის სილუეტი თუ მძაფრი შინაგანი ექსპრესია.
„არტისტული ყვავილების“ ლირიკული გმირი განრიდებულია სიმშვიდის შინაგან
წონასწორობას. მუდმივად „სავანის“ ძიებაშია. ეს ტერმინი ამ შემთხვევაში მხოლოდ
სულის მშვიდ ნავსაყუდელს არ გულისხმობს. სული მაშინ ნეტარებს როცა ყველა
კითხვაზე პასუხი გაცემულია. კრებულში გალაკტიონმა არ შეიტანა 1917 წლის
რევოლუციის უშუალო შთაბეჭდილებით შექმნილი „დროშები ჩქარა“. ამ ფაქტს
შემთხვევითობად არ მიიჩნევს ნოდარ ტაბიძე და აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ და
მხოლოდ მარადიულისა და დროებითის ერთმანეთისაგან გამიჯვნის პოეტისეული
პრინციპია. „არტისტული ყვავილების“ ერთ უმნიშვნელვანეს სახედ იქცა მერის
ხატება.
არტისტული კრებულის ლექსთა სიაში მაინც მოხვდა „გემი“, „დალანდი“ და
„რამდენიმე დღე პედროგრადში“, ეს ლექსები რევოლუციური პეტერბურგის უშუალო
მოწმის გულწრფელი განცდების ამსახველია. გალაკტიონი რევოლუციას
„ქვეყნისათვის სიმშვენიერის მომტანს“ უწოდებდა და უმაღლესი თავისუფლების
ცნებასთან აიგივებდა.

2.დავით კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურების" ციკლის მოთხრობები

დავით სამსონის ძე კლდიაშვილი დაიბადა 1862 წლის 11 სექტემბერს სოფ.


სიმონეთში, იმერეთში, მცირემამულიანი აზნაურის ოჯახში. დავით კლდიაშვილი არა
მარტო თავისი მიწიერი ცხოვრებით, არამედ შემოქმედებითი ტენდენციებითაც
ნიშანსვეტად დგას ორი ეპოქის − მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართული კულტურის
გასაყართან. მან შეძლო თვისებრივად გარდაექმნა ქართული პროზის მხატვრული
ასახვის სისტემა: სოციალური მოთხრობის გვერდით შექმნა მაღალმხატვრული
ფსიქოლოგიური მოთხრობა; ისტორიული წარსულის რომანტიკულ იდეალიზაციას
დაუპირისპირა რეალისტური ისტორიზმის პრინციპი, შეძლო პროზაში ტრაგიკულ-
დრამატულისა და კომიკურის თანაზომიერი შეზავება; შეკუმშა ავტორისეული
აღწერილობით-თხრობითი ელემენტი, განდევნა პროზიდან ტრადიციული ლირიზმი,
რაც გამოიხატებოდა მთხრობელის ემოციური ჩარევით ნაწარმოების სიუჟეტში და
დაამკვიდრა მხატვრული ასახვის ობიექტივისტური სტილი; შეიტანა პროზაში
დრამატურგიული ხერხები; მინიმუმამდე დაიყვანა დამკვიდრებული პოეტური
ფიგურები: პეიზაჟი, პორტრეტი, შედარება-მეტაფორები. დავით კლდიაშვილმა ახალ
სიმაღლეზე აიყვანა ქართული დრამატურგიაც: შექმნა ფსიქოლოგიური დრამის,
მცირეფორმიანი ტრაგედიის, ტრაგიკომედიის რამდენიმე შედევრი.
23
დ. კლდიაშვილის შემოქმედების მკვლევარნი, ძველებიც და ახლებიც, ერთხმად
აღიარებენ, რომ ამ დიდი მწერლის ორიგინალური ნიჭი, მისი შემოქმედებითი
მეთოდისა და სტილის თავისებურება, მხატვრული ოსტატობის უმაღლესი ხარისხი −
მთელი სისრულით გამოვლინდა გაღარიბებულ აზნაურთა ყოფის ამსახველ
მოთხრობებსა და პიესებში. სწორედ აზნაურთა რკალის გამო დ. კლდიაშვილის
სახელი არც თუ იშვიათად მოიხსენიება სერვანტესისა და დიკენსის, გოგოლის,
ჩეხოვისა და ბუნინის გვერდით.
1894 წელს ქვეყნდება დ. კლდიაშვილის ახალი მოთხრობა „სოლომან მორბელაძე“.
მალე მას მოჰყვება „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის გაჭირვება“.
დ. კლდიაშვილის თითოეული მოთხრობა ცხოვრების მხოლოდ ერთ მომენტს,
ერთ ნაწილს, ხშირად ერთ სურათს ასახავს, მაგრამ არსებითად ეს არის ერთი წიგნი,
რომლის მთავარი გმირია გაღატაკებული აზნაური, ვისაც ყველაზე მოხდენილად
მიესადაგა თვით კლდიაშვილის მოთხრობიდან გავრცელებული გამოთქმა −
„შემოდგომის აზნაური“.
ვინაა ეს „შემოდგომის აზნაური“, რომლის ცხოვრება, ხასიათი და სულისკვეთება
ასე რეალისტურად აისახა ქართველი მწერლის შემოქმედებაში? რას წარმოადგენდა
იგი ძველად ან ახლა? ისტორიკოსთა მტკიცებით, აზნაურობა, როგორც სოციალური
ფენა, მხოლოდ ქართული მოვლენა ყოფილა და სრულიად განსხვავებული სხვა
ქვეყნებში ცნობილი საზოგადოებრივი ურთიერთობის ფორმათაგან. ეს ფენა,
აზნაურობა, უკვე მე-15 საუკუნისათვის რაღაც საშუალოა თავადობასა და გლეხოაბს
შორის. აზნაურთა უმრავლესობა წვრილი მემამულეა, უპირატესად
ადმინისტრაციული მოხელენი არიან. მათვე ეკისრებოდათ სამხედრო სამსახური და
პატრონის ხლება. ერთადერთი მთავარი ნიშანი, რომელიც აზნაურს გლეხისაგან
განასხვავებდა, პირადი თავისუფლება ყოფილა.
აი, ზოგიერთი ნიშანი, რომელმაც ისტორიულად ჩამოაყალიბა აზნაურული
ხასიათი: გამახვილებული წოდებრივი სიამაყის გრძნობა; საკუთარი დამსახურების
გაზვიადება, ტრაბახი, კუდაბზიკობა; ხაზგასმული სტუმართმოყვარეობა;
გადაყოლილი ჩაცმა და ა.შ. კიდევ მრავალი, ხშირად ერთმანეთის გამომრიცხველი
ნიშნების ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც ისტორიულ ეპოქაში შეუმუშავდა
აზნაურობას და მეტ-ნაკლებად გადმოჰყვა ახალ დროშიც, ფეოდალიზმის
ლიკვადიციის შემდეგ.
XIX-XX საუკუნიეების გასაყართან, 1900 წელს, დ. კლდიაშვილის ერთ-ერთ
საუკეთესო მოთხრობაში „ქამუშაძის გაჭირვება“ პირველად გაისმა გამოთქმა
„შემოდგომის აზნაური“. შეძლებული გლეხი სამადაძე, აზნაურ ქამუშაძეების
ნათლობაში, თავისთავზე იღებს ისტორიულ მისიას − განაჩენი გამოუტანოს ამ ხალხს.
„შემოდგომის აზნაური“ არის ტერმინი-განაჩენი, ტერმინი-ფუნქცია, რომელშიც აისახა
მთელი საზოგადოებრივი ფენის ტრაგედიაც და კომედიაც. ამ წოდების ისტორიულ-
ქართული თავგადასავალი შეძლებული გლეხის შეყვირებით და მთვრალი აზნაურის
ლუღლუღით უნდა დამთავრებულიყო. ასეთი ქვეტექსტით მოგვაწოდა დ.
კლდიაშვილმა ტერმინი − „შემოდგომის აზნაური“, რომელიც სამუდამოდ
დამკვიდრდა ქართულ სიტყვა-ხმარებაში.
აი, ეს მასალა დაედო საფუძვლად დავით კლდიაშვილის შემოქმედების ძირითად
ნაწილს.
სიბრალული, რომელსაც დავით კლდიაშვილი განიცდიდა ამ არსებითად
დეკლასირებული ადამიანებისადმი, რეალისტ მწერალს არ უშლიდა ხელს შეემჩნია
სასაცილო მდგომარეობა, რომელშიაც ცხოვრებამ ჩააყენა ეს ადამიანები, შეემჩნია
24
კომიკური მათ ქცევასა და ხასიათში. აქედან: იუმორისტული პათოსი, რომელიც
აგრეთვე დამახასიათებელია დ. კლდიაშვილის მხატვრული სტილისათვის.
დაქვრივებულმა, მაგრამ ჯერ კიდევ ჭარმაგმა მოხუცმა აზნაურმა ბეკინა
სამანიშვილმა ერთ დღეს კაცი მიუგზავნა შვილს, პლატონს, და ცოლის შერთვის
სურვილი გამოუცხადა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მამა-შვილი ერთად, ერთ
ოჯახში ცხოვრობდნენ, სიტუაცია საკმაოდ კომიკურია. მაგრამ კომიკურია იგი
მკითხველისათვის და არა თვით ამ სიტუაციის მოქმედი გმირებისათვის, მეტადრე
პლატონისთვის. „მღუპავ, მამა? − მივიდა ბეკინასთან − მღუპავ? დანას მიყრი ყელში?
რატომ მიმეტებ, შენი ჭირიმე?! − ძლივს წარმოთქვა პლატონმა და ხმაჩაწყვეტილმა
უნუგეშოდ ხელები გაშალა“. რაკი მამას გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა, პლატონმა
თვითონ იკისრა სადედინაცვლოს გამოძებნა. იკისრა იმიტომ, რომ არამც და არამც არ
უნდა დაუშვას, რომ ბეკინას შვილი გაუჩნდეს, ესე იგი, გაჩნდეს „ლუკმის გამყოფი“.
რომ უფრო იმედიანად იყოს, პლატონი გადაწყვეტს, თვითონ მოძებნოს ორნაქმარევი
და უშვილო სადედინაცვლო. იგი ნათხოვარ ბეხრეკ ცხენზე ამხედრებული,
გაემართება სოფელ-სოფელ. იწყება ღარიბი იმერელი აზნაურის მოგზაურობა, ერთსა
და იმავე დროს სასაცილოცა და სამწუხაროც.
პლატონის შიში, მის მიერ მამის გადაწყვეტილების ტრაგიკული განცდა რომ
საფუძველს მოკლებული არ იყო, ირკვევა მოთხრობის ფინალში. აქ ნაჩვენებია, თუ
როგორც სპობს მამა-შვილს შორის ყოველგვარ გრძნობას შიში ხვალინდელი დღის
წინაშე, რომელსაც ადამიანებში წარმოშობს კერძომესაკუთრულ ურთიერთობაზე
დამყარებული ცხოვრება. პლატონი მხეცურად სცემს ფეხმძიმე დედინაცვალს,
გაეყრება შრომისუნარმოკლებულ მამას, ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი
გარდაიცვლება, უსაშველოდ ავიწროებს, სასამართლოდან სასამართლოში
დააწანწალებს დედინაცვალსა და მცირეწლოვან ძმას.
მოთხრობაში ბევრია იუმორისტული სიტუაციები, არის ზოგიერთი
იუმორისტული პერსონაჟიც, მაგრამ თვითონ მთავარი გმირი − პირქუში,
სიტყვაძუნწი, ულმობელი პლატონ სამანიშვილი, მისი ურთიერთობა მამასთან,
გოეთეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრაგიკულის მიჯნაზეა.
ასეა „სოლომან მორბელაძეში“, „ქამუშაძის გაჭირვებაში“, „დარისპანის გასაჭირში“.
ამ საზოგადოებაში ადგილი აღარ რჩება ნათესაურ-ინტიმური
მგრძნობიარობისთვის, აქ ანგარებიანობაზე აგებული ულმობელი კანონები
მოქმედებენ და ადამიანებიც შესაბამისად არიან მომართულნი. მოხუცი ბეკინა
შებრალებას ემუდარება შვილს. „მე შემიბრალა ვინმემ? − წაილაპარაკა პლატონმა და
პირი იქით მიიბრუნა“. პლატონის ამ წალაპარაკებაში დ. კლდაიშვილისათვის
დამახასიათებელი სიზუსტითაა ფორმულირებული ულმობლობაზე დამყარებული
საზოგადოების არსი. პირი იმიტომ მიიბრუნა პლატონმა, რომ იგი, ბოლოს და ბოლოს,
ადამიანია და სახეში ვერ შეხედავდა მამას, რომელსაც ეს-ესაა სასიკვდილო განაჩენი
გამოუტანა.
ამასთანავე, „სამანიშვილის დედინაცვალი“, ისევე როგორც აზნაურული რკალის
ყველა მოთხრობა, გაბრწყინებულია იმ იუმორით, რომელიც თავისი წარმოშობით
ხალხურია, ჩვენში დამკვიდრებული ტრადიციით − იმერულია და რომელიც
მწერლობაში პირველმა დავით კლდიაშვილმა შემოიტანა.
„სოლომან მორბელაძე“, აზნაურული რკალის პირველი მოთხრობა, პირდაპირ
მოქმედებით და დიალოგით იწყება. მაშვალ სოლომანთან მოდის პლატონი, მევალე
და ვალს ითხოვს. სოლომანი დაუყოვნებლივ შეუდგება მოქმედებას. ათასნაირი
ხრიკებით ბოლომდე მიჰყავს წამოწყებული საქმე: ქაიხოსრო ქათამაძის ვაშს, ნიკოს,
25
ბესარიონ საქარაძის ქალიშვილს შერთავს და ყოველნაირად ცდილობს
დაპირებული სამაშვლო მიიღოს, რათა ვალი გადაიხადოს. სოლომანი ვერ მიიღებს
დაპირებულ თანხას და სასწრაფოდ ტოვებს მექორწილეებს. მოთხრობის ფინალში
თვით სოლომანი ყოველივე ამას შესანიშნავ ფორმულირებას უკეთებს: „მოვატყუეთ,
მომატყუეს და ერთი მოტყუებული ხვალ ან ზეგ მომადგება კიდევ“.
დ. კლდიაშვილის დიალოგებს, პასტერნაკის სიტყვებით რომ ვთქვათ, ახასიათებს
„სასაუბრო ენის სიცინცხლე“. ა. გაწერელია წერს: „დ. კლდიაშვილს დაჭერილი აქვს
იმერელი აზნაურის საუბრის ყოველი ნიუანსი, წინადადების მიმოხრა, თავისებური
გამოთქმები, აკვიატებული სიტყვები და ხშირად − მნიშნელობას მოკლებული
ბგერებიც კი. საკმარისია მისმა პერსონაჟებმა ხმა ამოიღონ, რათა ყოველგვარი
საზღვარი წაიშალოს სინამდვილესა და ხელოვნებას შორის, იმდენად ცოცხალნი და
დამაჯერებელნი არიან ისინი“.
რაც უფრო ღრმაა მწერლის რეალიზმი, მწერალი გმირთა მეტყველებაში მით
უფრო იყენებს მათი სოციალური, კულტურული, ხანდახან კუთხური გარემოსათვის
დამახასიათებელ ლექსიკურ ელემენტებს. უბრალო დაკვირვებითაც შესამჩნევია, რომ
დ. კლდიაშვილის ენა XIX ს. ქართული სალიტერატურო ენაა, ხოლო მისი
პერსონაჟების მეტყველება − იმ წრისა და კუთხის ზემო იმერეთის დამახასიათებელი
მეტყველებაა.
დავით კლდიაშვილის აზნაურთა რკალის მოთხრობები მძაფრი სიუჟეტით არ
ხასიათდება, თუმცა მისი გმირები ბევრს მოგზაურობენ, კარდაკარ დაძრწიან,
საერთოდ ბევრს მოძრაობენ. თითოეულ მოთხრობას საფუძვლად უდევს ერთი არაკი,
თვით მწერლის სიტყვებით, „უცნაური ამბავი“. მოთხრობის ჟანრობრივი სახის
მიხედვით, მცირე ფორმიან მოთხრობებში ეს არაკი კონცენტრირებულია, შეკრულია,
დაკუმშულია. რომანულ მოთხრობებში − „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის
გაჭირვება“ − არაკი მრავალ ეპიზოდებადაა დაშლილი და რამდენიმე პარალელურ,
შიდა სიუჟეტს ქმნის, თუმცაღა ამ მთლიანობას არ არღვევს.

ბილეთი 8

ბილეთი 8
1. პოსტსიმბოლისტური ხანა და მიწასთან დაბრუნების თეორია ქართულ პოეზიაში
2. ნიკო ლორთქიფანიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა.
იმპრესიონიზმი ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობაა XIX საუკუნის ბოლო მესამედსა და
XX საუკუნის დასაწყისის ხელოვნებაში. მისი სამშობლო საფრანგეთია და ტერმინი
,,იმპრესიონიზმიც“ ფრანგული სიტყვიდან ,,იმპრესიონ“ იღებს სათავეს, რაც
ქართულად ,,შთაბეჭდილებას“ ნიშნავს. იმპრესიონიზმს, როგორც მხატვრულ
შემოქმედების მეთოდს, პირველად ფერწერამ მიაგნო.

ქართულ მწერლობაში იმპრესიონიზმი ნიკო ლორთქიფანიძის სახელს


უკავშირდება. მისი გამომსახველობითი ტექნიკა საკმაოდ უნივერსალური აღმოჩნდა.
XX საუკუნის გამოჩენილ ქართველ მწერალთა შორის ნიკო ლორთქიფანიძეს ერთი
საპატიო ადგილი უკავია. მისი შემოქმედების განმასხვავებელი თავისებურება
არამარტო თემების ორიგინალური შერჩევა და მათი ჩვენების საკუთარი პოზიციაა,
26
არამედ მხატვრული ასახვის ხერხების, ფორმების, მანერის, სტილის ორიგინალური
გამოვლენაც. სწორედ იმპრესიონისტული სტილია შესამჩნევი ნიკო ლორთქიფანიძის
შემოქმედების დასაწყისში, როცა მწერალი უმეტესად მინიატურის ჟანრს მიმართავდა.
ცხადია, შეუძლებელი იყო მწერალს თვალი არ გაესწორებინა ეროვნული
ტრადიციებისთვისაც, რაც ქართულ ლიტერატურაში ,,მართლის თქმის“ პრინციპს,
შემდეგ კი რეალიზმის მაგისტრალურ ხაზს გულისხმობს. ამ ორი ნაკადის -
იმპრესიონიზმისა და რეალიზმის ორიგინალური შერწყმის შედეგად არის მიღებული
ნიკო ლორთქიფანიძის მწერლური თავისებურება, როგორც სინამდვილესთან
დამოკიდებულების, ასევე წმინდა შემოქმედებითი ფორმების ძიების
თვალსაზრისითაც. მართალია შემოქმედების დასაწყისში იგი უფრო
იმპრესიონიზმისაკენ არის გადახრილი, რაც თანდათან იცვლება რეალიზმისკენ
გადახრით, მაგრამ ორივე ამ მიმართულების თავისებური შერწყმა მწერლის
შემოქმედებითი ბიოგრაფიის თითქმის ყველა მონაკვეთზეა მეტ-ნაკლებად
შესამჩნევი. იგი, ჯერ ერთი, რეალურად არსებულის იმპრესიონისტულ აღქმას
გულისხმობს და ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ლორთქიფანიძე რეალისტური
იმპრესიონიზმია, მეორეც, ამ მწერალთან იმპრესიონიზმი უმთავრესად მაინც უნდა
გვესმოდეს წერის მანერის თვალსაზრისით და არა ტიპიზაციის უგულველყოფის
აზრით.
ქართულ ლიტერატურაში დამკვიდრებული აზრის მიხედვით, ნიკო
ლორთქიფანიძე გვევლინება დავით კლდიაშვილის მსგავსად ,,შემოდგომის
აზნაურთა“ დაქვეითებული ცნობიერების ჩვენების ოსტატად. იგი ძირითადად არის
ჟამთა სიავისა და ,,დანგრეული ბუდეების“ მხატვარი. აქ იგი კონტრასტის ხერხს
მიმართავს. ერთი მხრივ, გვიჩვენებს აზნაურთა ადრინდელ სვებედნიერ ცხოვრებას,
კარგ მოსავალს, მჩქეფარე სიცოცხლეს, მათ მშვენიერ სახლ-კარს, ქეიფს,
დროსტარებას... მეორე მხრივ, მწერალი გვიხატავს მორღვეულ ჭიშკარს, ყოფილი
აზნაურის დამჭკნარ, მიხრწნილ სხეულს, ჭუჭყს, ობსს, მყრალ ჰაერს და ყველაფერ
იმას, რაც სევდას იწვევს, მათ დაღუპვას დაგვანახებს; სადაა მომცინარე ადამიანები, აქ
ბედნიერად რომ ცხოვრობდნენ. ყველაფერი დანგრეულა, მოშლილა. ძველისა და
ახლის ასეთი კონტრასტული ჩვენებით, მწერალი კიდევ უფრო მძაფრად
წარმოგვიდგენს ყოფილ აზნაურთა საბოლოო აღსასრულს.
კაპიტალიზმის განვითარების შედეგად თავადაზნაურთა უკიდურესი დაქვეითება
მან დაგვიხატა არა მარტო ,,დანგრეულ ბუდეებში“, არამედ მნიშვნელოვანია ამ
თვალსაზრისით, ნოველა ,,რუმბი“. აზნაურთა დაკნინება აქ დახატულია სატირისა და
იუმორის მომარჯვებით. ამით გარკვეული მსგავსება შეინიშნება ლორთქიფანიძესა და
კლდიაშვილს შორის.
ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების ერთი მთავარი თემაა საქართველოს
ისტორიული წარსულის ჩვენება. საინტერესოა მისი დამოკიდებულება ამ
საკითხისადმი. იგი არც აიდეალებს საქართველოს წარსულს და არც მხოლოდ
უარყოფითს გვიჩვენებს ჩვენი ისტორიიდან. მწერალი წარსულში ხედავს ავსაც და
კარგსაც. თუმცა იგი გარდასულ დროთა ფაქტებისა და მოვლენების ზუსტ დახატვას
მიზნად არასოდეს ისახავს, მას მხოლოდ ეპოქის განმსაზღვრელი თავისებურებების
ჩვენება აინტერესებს, ამის მიუხედავად იგი გვევლინება როგორც რეალისტი მწერალი
და მაინც ნათლად ვხედავთ ძველი საქართველოს სიხარულსაც და ტკივილებსაც,
რომელიც სინამდვილეში მოხდა. იგი საუბრობს თუ როგორი დიადი წარსული ჰქონდა
ჩვენს ქვეყანას, ახლა კი რეალურად აფასებს სიტუაციას და ხედავს თუ რა ვითარებაცაა
27
ქვეყანაში და იგი არ მიეკუთვნება იმ მწერალთა რიცხვს, რომელიც ამაზე თვალს
დახუჭავდა.
რევოლუციამდელი საქათველოს გლეხკაცობის უკიდურესი სიღატაკე და
დაბეჩავება მწერალმა დაგვიხატა რამდენიმე ნოველასა და მოთხრობაში. მწერალი
ყველგან ღარიბისა და დაბეჩავებულის მხარეზეა და ამით გამოხატავს თავის
კეთიმშობილურ, პროგრესულ პოზიციას.
განსაკუთრებული სიმძაფრით ეს ყოფა ნაჩვენებია ნოველაში-,,ტრაგედია
უგმიროდ“. ეს არის დიდი ექსპრესიით დაწერილი ნოველა, რომლის გულგრილად
წაკითხვა ნამდვილად შეუძლებელია. მისი სიუჟეტი მარტივია: გაჭირვებასა და
შიმშილს გლეხი ისე შეუწუხებია, რომ საკუთარ მოქმედებაზე კონტროლს კარგავს. ის
სახლიდან უმიზნოდ, გარინდებული მიდის, რათა დამშეულ შვილებს გაერიდოს,
რომელთაც შიმშილისაგან სულიც აღარ უდგათ. ერთადერთ მჭადს გამოაცხობს,
თუმცა თავს ვერ შეიკავებს, ნებისყოფა უმტყუნებს, შიმშილი მას გონებას დაუბინდავს,
წამიერად დააკარგვინებს ადამიანობას, დაავიწყებს მშობლის მოვალეობას და მჭადს
ბოლომდე შეჭამს, ბავშვებს კი მშიერს დატოვებს. მწერალმა მისი ამ საქციელით
გვიჩვენა, რომ ადამიანში ყოველთვის იღვიძებს მხეცი, როდესაც იგი მშიერია. ეს
ყველაფერი კი გამოწვეული იყო იმდროინდელი სოციალური ვითარებით, რომელიც
საქართველოში სუფევდა. შემდგომ, მართალია, იგი დაფიქრდება თუ რა გააკეთა,
შეიგნებს თავის უსაქციელობას და მეზობლის ეზოში ჩამოიხრჩობს თავს.
ეს არის ტრაგედია იმ ადამიანისა, რომელსაც მწერალმა არც სახელი მისცა და არც
გვარი. სათაურში კი მიუთითა მის ტრაგედიაზე. ტრაგედიაზე, რომელსაც ჰყავს გმირი,
მაგრამ უცნობია ვინაობა, ან კი საჭირო იყო ამ პერსონაჟის ვინაობა, ვინაიდან
რევოლუციამდელ საქართველოში მისი მსგავსნი მრავლად იყვნენ.
ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ მეზობელს ადამიანის სიკვდილი კი არ
ადარდებს, არამედ ის, რომ მთავარმა გმირმა თავი ჩამოიხრჩო მის ეზოში, ხეზე, მისივე
თოკით. საზოგადოების მთავარი პრობლემაა ის თუ რას იტყვის ხალხი და ამ
გაჭირვების ჟამს მხოლოდ ამაზე ფიქრით სულდგმულობენ. ტრაგედია მოხდა,
ადამიანმა თავი მოიკლა, თუმცა ეს არ არის მათი გულისტკივილი. რაც მათ
არაჰუმანურობაზე მიუთითებს.
სწორედ ეს იყო ავტორის მიზანიც. ეჩვენებინა საკუთარი დამოკიდებულება ამ
ადამიანების მიმართ. მას წინასწარ არ აქვს მიზნად დასახული ამის ჩვენება, ეს
თანდათან მის მიერ მოწოდებულ პასაჟებში იჩენს თავს. იგი ხატავს გრძნობებს,
განცდებს, რომლებიც ეუფლება ამ უგულო ადამიანებს. აქ აშკარად არის გამოკვეთილი
ავტორის სუბიექტური განცდა, იგი უბრალო მაყურებელი არ არის, თავად განიცდის
ამ ყველაფერს და სურს მკითხველიც დააფიქროს. მისმა შექმნილმა შთაბეჭდილებამ,
საზოგადოება გამოაფხიზლოს, დააფიქროს და თაგანრძნობა გამოახატვინოს.
გარკვეულწილად აქ ვლინდება მისი იმპრესიონისტული დამოკიდებულება.

ბილეთი 9
1. ლეო ქიაჩელის ლიტერატურული მემკვიდრეობა
2. მოდერნისტული დაჯგუფებანი ქართულ მწერლობაში
სხვადასხვა ქვეყანაში მოდერნიზმს განსხვავებული შემოქმედებითი იმიჯი, ფორმა
და არჩევანი ჰქონდა და არა მარტო, სხვაობა აღქმის ფილოსოფიაში, რადიკალიზმში
და გამოსახვის საშუალებებშიც ჩვეულებრივ საცნაურია... საერთო არის
ავანგარდისტული მიმართულებების რიგითობის მეთოდოლოგიური სქემა, რომელიც
28
ყველა კულტუროლოგიურ ქრესტომატიაში ასეთი თანამიმდევრობით არის
მიღებული: სიმბოლიზმი > იმპრესიონიზმი > ექსპრესიონიზმი > ფუტურიზმი >
დადაიზმი > კუბიზმი > სიურრეალიზმი (წარმოდგენილია ძირითადი
მიმართულებები). მოდერნისტული აზროვნების ყოველი ეს განსახოვნება
მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის კულტურულ ყოფაშიც და ხელოვნების
თეორიაშიც, მათი „ემპასს“-ც რამდენიმე ათწლეულს გრძელდებოდა.
სიმბოლიზმის ისტორია 1916 წლიდან იწყება, როდესაც „ცისფერი ყანწების“
ორდენის სახელით ცნობილმა ლიტერატურულმა დაჯგუფებამ ქ. ქუთაისში თავისი
პირველი პერიოდული ორგანო, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ გამოსცა. ჟურნალში
დაბეჭდილი „პირველთქმა“ მის რედაქტორს, პაოლო იაშვილს, ეკუთვნოდა. ქართველ
სიმბოლისტთა ჯგუფმა ფორმალურად 15 წელი იარსება, თუმცა რეალურად მათმა
არსებობამ 8 წელი გასტანა. ეს იყო საქართველოში პირველი ლიტერატურული
დაჯგუფება. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე,
ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე და სხვები. 1918 წლიდან შეემატნენ:
გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი, შალვა აფხაიძე და სხვები. მათ ძალიან
უნდოდათ მათ ორდენში ერთი ქალიც ყოფილიყო და რადგან ქალი არ აღმოჩნდა, მათ
გამოიგონეს იგი (ელენე დარიანი, რომლის სახელითაც პაოლო იაშვილი ლექსებსაც
თხზავდა).
ფუტურიზმი მეოცე საუკუნის 10-იან წლებში წარმოიშვა იტალიაში და შემდეგ
რუსეთშიც. მან აბსოლუტურად უარყო მანამდე არსებული კულტურული
მემკვიდრეობა და ახალი ხელოვნების შექმნას შეეცადა.
ფუტურიზმმა საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. პირველად აქ რუსმა ფუტურისტებმა
ჩამოაყალიბეს თავიანთი დაჯგუფება, ხოლო 1992 წელს კი ქართველ ფუტურისტთა
გაერთიანებამ უკვე საკუთარი მანიფესტი გამოსცა სათაურით: საქართველო – ფენიქსი.
ეს მანიფესტი ძირითადად იტალიელ და რუს ფუტურისტთა იდეების „გადამღერება“
იყო და მას ხელს აწერდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ:
ნიკოლოზ ჩაჩავა, სიმონ ჩიქოვანი, მზია ერისთავი და ა.შ. ქართველ ფუტურისტებს
საკუთარი ჟურნალიც ჰქონდათ, სახელწოდებით – H2SO4, სადაც სიმონ ჩიქოვანმა
კარგად გამოხატა საკუთარი და ზოგადად, ქართული ფუტურიზმის მიზანი
საქართველოში. „დავარტყათ თავში ლირიკას ჩექმა და დავადინოთ ცისფერი სისხლი“
– წერდა ერთგან იგი. H2SO4 პირველად 1924 წლის 25 მაისს გამოვიდა.
დადაიზმი საქართველოში ერთგვარად პირიქით ფორმით გამოისახა: ჯერ
დადაისტური რადიკალიზმს მოუსინჯეს ნიადაგი ქართველმა მოდერნისტებმა, რაც
შემდეგ ფუტურისტულ მოძრაობაში გადაიზარდა. ფუტურისტულმა ვნებებმა
საქართველოში სულ სამ-ოთხ წელიწადს გასძლო, თუმცა „ფორმალური ზეობის“
ხანაში იგი თვალშისაცემად მაქსიმალისტური აღმოჩნდა, თავისი რადიკალური
გამომსახველობითი ფორმებით მან თავდაპირველად რუსული ფუტურიზმიც კი
გადაწონა, საფიქრებელია, რომ ამ პროცესში დადაისტური ხელიც ერია, და იქნებ
ღირდეს დაფიქრება ქართული ლიტერატურული დაჯგუფებების ისტორიაში ერთი
ლაფსუსის კორექციის თაობაზე. ქართული ფუტურიზმი იქნებ არც იყო კლასიკური
ფორმა რუსულ-იტალიური ანალოგისა, თეორიულ-ფორმალური გამოხატვით იგი
კონსტუქცივიზმის, დადაიზმის, და ფუტურიზმის ნაზავს უფრო ჰგავდა და ქართული
ფუტურისტული აზროვნების ყველაზე რადიკალური ნაწილი სწორედ დადაისტური
მიმართულების ამსახველი იყო
ტიციანი ქართულენოვანი დადაიზმის შემომტანად ითვლება. პირველი ქართული
მანიფესტი დღემდე არ არის შემორჩენილი, მაგრამ ტიცინის 1923 წლის მანიფესტი მის
29
არქივშია დაცული. აქ ირონია ბილწსიტყვაობამდე მიდის. ირონია ეხება მის ’’აზიურ
სულსაც” და გარემოს. მიუხედავად ამისა, ტიციანთან შთაბეჭდიელბა გვრჩება, რომ
შემოქმედების ბოლოს იგი ინანიებს : „თუმცა მხიბლავდა მე ადრე დადა.“.
ქართულ მოდერნისტულ ლიტერატურაში სიმბოლისტურ მსოფლმხედველობასთან
ერთად, მცირე ხნით, იარსება ექსპრესიონისტულმა და იმპრესიონისტულმა
მიმართულებებმა, ამასთან არსებობდა რადიკალური ავანგარდისტული
დაჯგუფებების ქართულ შემოქმედებით სივრცეში ინტეგრირების ტენდენცია: იყო
დადაფუტურიზმი, აღიარებული მხატვრული მეთოდი კულტუროლოგიაში მსგავსად
რუსული კუბოფუტურიზმისა, როგორც ე.წ. სინთეზური ავანგარდისტული
მიმართულება.

ბილეთი 10
vasil barnovis Semoqmedebis istoriuli problematika.
ვასილ ბარნოვს მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი
უჭირავს. იგი ჩვენს ლიტერატურაში უფრო მეტად წარსულის თემებით გახდა
ცნობილი, ვიდრე ახალი დროის მოტივებით. შეიძლება ითქვას, რომ ბარნოვი სტილისა
და ლიტერატურული ინტერესების მხრივ არსებითად XI-XII საუკუნის ქართული
მწერლობის ტრადიციებიდან ამოდის, მის შემოქმედებაში მთელი სიძლიერით
გადაიშალა ჩვენი ხალხის შორეული წარსული, უდიდესი სიყვარული. მან მძაფრი
რომანტიკული ფერებით გააცოცხლა საქართველოს ისტორიული წარსულის
სურათები.
ბარნოვმა განავითარა ქართული ლიტერატურისათვის დამახასიათებელი
დაინტერესება ისტორიული წარსულით, მაგრამ ისტორიული ფაქტები ჩააყენა არა
მარტო ეროვნული თუ სოციალური მიზნების სამსახურში, არამედ დააკისრა მათ
ფსიქოლოგიურ პრობლემათა გადაჭრა. იგი ერთი მზრივ გვევლინება ქართული
ტრადიციების მემკვიდრედ, მეორე მხრივ, სრულიად დამოუკიდებელი გზის
მწერლად.
მისი შემოქმედების გაგება შეუძლებელია, თუ არ გავითვალისწინებთ მის
თავისებურ ფილოსოფიურ თვალსაზრისს. მისი თვალსაზრისი ძირითადად
წარმართული ფილოსოფიის საფუძველზე დგას. სამყაროს საწყისს მასთაბ
წარმოადგენს ღმერთი. ღმერთი ბარნოვს ესმის ფილოსოფიურად და არა
თეოლოგიურად.
მისთვის ღმერთი არის პირველმიზეზი ყოველის არსებობისა, აბსოლუტური
ნათელი და სიკეთე, ამავე დროს საბოლოო მიზანიც ყოფიერებისა. ამიტომაა, რომ
მასთან არსებობს ჭეშმარიტი და მცდარი რელიგია. მისი აზრით, ყოველი რელიგია,
არის ამა თუ იმ ხალხის საშუალება თაყვანი სცეს ჭეშმარიტ ღმერთს ისე, როგორც მას
ეს ესმის და წარმოუდგენია.
იგი აღნიშნავს იმასაც, რომ კაცობრიობის ისტორია არის დაუსრულებელი ბრძოლა
ნათელსა და ბნელს, კეთილსა და ბოროტს შორის. ამ ბრძოლაში, მისი აზრით,
უდიდესი როლი ენიჭება ადამიანის აქტიურ ძალას.
რაც შეეხება სიყვარულს, სიყვარული, როგორც ,,ღვთის სახის ანარეკლი“ უკვდავია.
ბარნოვის აზრით, ეს გრძნობა ადამიანის ღვთაებრივი სულის ატრიბუტია და სულთან
ერთად უკვდავი რჩება ადამიანის სიკვდილის შემდეგ.
30
ისტორია ბარნოვისათვის არის მასალა, რომლის საფუძველზე იგი ხსნის თავის
ფილოსოფიურ კრედოს, კეთილისა და ბოროტის საუკუნოვანი ბრძოლისა და ამ
ბრძოლაში ადამიანის როლისა და დანიშნულების შესახებ. იგი ისტორიაში ეძებდა
საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებების გამართლებას. ბარნოვი თხზულების
კონფლიქტს აგებს ისტორიულად ცნობილ ფაქტებზე და ნაწარმოების ცენტრალურ
პერსონაჟებად გამოჰყავს ცნობილი ისტორიული პირები. უმეტეს შემთხვევაში ისინი
სამშობლოსათვის თავდადებული პატრიოტების როლში არიან წარმოდგენილი. ეს
გმირები უებარი გონების მქონენი, შეუდარებელი ვაჟკაცნი, ახოვანნი და ლამაზნი
სწორედ იმით არიან, რომ მათი მოქმედების დაურეტელი წყარო სიყვარულია. თუ ეს
ძალა წაერთვა მათ, მაშინ ისინი კარგავებ გონებრივ სიმხნევესაც, ვაჟკაცობასაც და
ყოველივე ამას ვნება მოაქვს საზოგადოებისათვის, სამშობლოსათვის. ამგვარად
წარმოგვიდგინა ბარნოვმა სიყვარულის საყოველთაო მნიშვნელობა ცნობილ რომანში
- ,,ტრფობა წამებული“.
აქ ოსტატურად უპირისპირდება ერთმანეთს მეცხრე საუკუნის საქართველოს ორი
ბუმბერაზი საერო ცხოვრების მესვეური, მეფე-აშოტ კურაპალატი და საეკლესიო
ცხოვრების მეთაური-გრიგოლ ხანძთელი. ამ დაპირისპირებას მეტწილად საფუძვლად
სამიჯნურო თავგადასავალი უდევს.
რომანი ძირითადად ორ წყაროს ეყრდ ნობა: „ქართლის
ცხოვრების“ ის მონაკვეთი, სადაც აშოტ კურაპალატის ცხოვრებაა აღწერილი და
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ იმ ჩართულ ეპიზოდებს, სადაც აშოტისა და
„დედაკაცი სიძვისაი“-ს ურთიერთობა და ამ ურთიერთობისადმი ეკლესიის
დამოკიდებულებაა მოცემული.
რომანის კონფლიქტი ისტორიულია: ბრძოლა საერო და სასულიერო ხელისუფლებას
შორის. ეს კონფლიქტი გაღრმავებულიც კია მწერლის მიერ იმით, რომ აშოტისა და
გრიგოლის ერთად აღზრდისა და ადრეული მეტოქეობის გამოგონილი ეპიზოდებია
შეტანილი რომანში.
მიუხედავად იმისა, რომ რომანი ისტორიულ წყაროებს ეყრდნობა, ბარნოვთან ეს
თემები შემოქმედებითად, მხატვრულადაა წარმოდგენილი და არა ისე რადიკალურად,
როგორც მაგალითად ნათქვამია გიორგი მერჩულეს მიერ: „სულისა ძლიერმან სძლია
ხორცთა ძლიერს“.
აშოტ კურაპალატი ამ რომანში დახატულია როგორც შეუდარებელი ვაჟკაცი,
სახელოვანი მეომარი, პატრიოტი, გონიერი და წინდახედული სარდალი. თუმცა
ავტორი მას ჩვეულებრივი, ადამიანური თვისებებითაც წარმოგვიდგენს. ადამიანურ
თვისებათა ეს ნაკლი თუ ღირსება, ბარნოვის აზრით, ყველაზე კარგად გრძნობათა
სფეროში მჟავნდება.
ამასთანავე, ბარნოვი საინტერესოდ ხატავს აშოტის სახეს - ადამიანისას, რომელიც
ქვეყნის პირველი პირია, ბავშვობიდანვე განსაზღვრულია მისი აღზრდა და მისი
მომავალი საცოლეებიც განსაზღვრულია - ასეც მოხდა და მისი ცოლი გურანდუხტი
გახდა, რომელთანაც მას თავიდანვე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. გურანდუხტი უფრო
სახელმწიფო საქმეებით დაინტერესებული ადამიანი იყო ვიდრე სატრფო, მეფის
გულისა სწორი. აშოტს კი სწყუროდა სულით დაესვენა გულისა სწორთან. ამას
მეუღლესთან ვერ ახერხებდა. ამ ფონზე ჩნდება რომანში შუქური - აშოტის ნამდვილი
სიყვარული და ბარნოვისვე სიტყვებით „განკერძოებული სიამე“. სანამ ამ გრძნეულ
გრძნობას ეზიარებოდა, მეფე სულიერ სიცარიელეში ცხოვრობდა უმეგობროდ და
უთანამგრძნობოდ.
31
მათთან ,,ბრძოლას” იწყებს ეკლესია, რათა იხსნას სამეფო ოჯახი სირცხვილისგან -
აშოტს ბავშვობიდანვე ყველა მხრიდან ესმოდა ის, რომ ის ყოველთვის ვალდებული
იყო ქვეყნის, ოჯახის და ყველას წინაშე, თავიდანვე „აკიდეს“ პასუხისმგელობა.
შეიძლება ითქვას, რომ აშოტის ცხოვრებისეული ხვედრი მსხვერპლად შეწირული
ადამიანის ხვედრია. როგორც მეფე ის ვალდებულია უსიტყვოთ და უყოყმანოდა
დაემორჩილოს საქვეყნო ინტერესებს და უარი თქვას ჭეშმარიტ გრძნობაზე.
შუქურისა და აშოტის ურთიერთობას აქვს ფონი, კონტექსტი - ესაა ძლიერი ეკლესია,
„რომლის საყდარი მეტობდა ტახტს“, საეკლესიო პირებს დიდი გავლენა ჰქონდათ და
ხშირად გადამწყვეტიც კი, საერო პირებზე, მეფეებზე. ბარნოვის მიერ დახატული
გრიგოლი, სხვა თვისებებთან ერთად, მიწიერი პატივმოყვარეობით შეპყრობილი
პიროვნებაცაა. მართალია, ბერად შედგომის შემდეგ ფორმალურად ყოველგვარ
ხორციელ განცხრომასა და პატივ-დიდებაზე თქვა უარი, თუმცა სწავდა, რომ
გვირგვინი მისი სხივოსანი უფრო ბრწყინვალე იქნებოდა, ვიდრე აშოტისა. ასევე
ავტორი კარგად გვიხატავს იმასაც, რომ საეკლესიო პირები არა მარტო გულგრილნი
არიან მეფის წრფელი ადამიანური გრძნობის მიმართ, არამედ გააფრთებითაც კი
ცდილობენ მის დათრგუნვასა და ძირფესვიანად ამოძირკვას.
საინტერესოა როგორ შემოჰყავს ავტორს გრიგოლ ხანძთელის პერსონაჟი, იწყებს რა
მისი ბავშვობიდან, აშოტთან ურთიერთობიდან, თებრონიასთან მისი სიყვარულიდან -
თუმცა ეს სიყვარული ვერ დაგვირგვინდა, რადგან გრიგოლი ბერად აღიკვეცა, ხოლო
თებრონია მონაზვნად. გრიგოლ ხანძთელის ამ ჭრილში, მხატვრულ ჭრილში განხილვა
იმთავითვე საინტერესოა და მრავალფეროვნებს ძენს ტექსტს. იგი ქრისტეს
სარწმუნოების წესისამებრ მოითხოვს მეფისაგან, უარი ეთქვა შუქიას სიყვარულზე და
ქრისტიანობის წესი ცოლქმრობისა მტკიცედ დაეცვა. იგი აშოტს უყენებს საბუთად
იმას, რომ მეფე თავად უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, უნდა დაიცვას ,,მცნება
რჯულისა“.
აშოტი უახლოვდება თანდათან შუქურს და საბოლოოდ მასთანაც კი გადმოჰყავს
სასახლეში საცხოვრებლად - ქმრის სიკვდილის შემდეგ. ამ დროს გრიგოლ იწყებს
ხანძთაში თავის მოღვაწეობას - აშენებს ტაძრებს, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას,
მაგრამ ამასთან, ჩართულია აშოტისა და შუქურის ურთიერთობაში და დგამს კიდეც
რადიკალურ ნაბიჯს - მიჰყავს რა შუქური მონასტერში დედა თებრონასთან და ეს
ეპიზოდი მაღალმხატვრულადაა აღწერილი.
აშოტი იძულებულია უარი თქვას სატრფოზე, მაგრამ ეს დათმობა საბედისწერო
აღმოჩნდება. იგი კარგავს გონებას, უმტყუნებს სიმხნევე და ვაჟკაცობა. ამ დროს კი
საქართველოს მტერი მოადგა, აშოტს კი გონება აქვს დაბინდული. ხალხი ამას კარგად
ხედავს და თხოვენ გრიგოლს შუქია დააბრუნოს. თუმცა ქრისტიანობის დამცველი
გრიგოლი თავგამოდებით იცავს საკუთარ აზრს. ამას მოჰყვება ქართველების
დამარცხება ბრძოლის ველზე.
ავტორს ოსტატურად აქვს გამოყენებული სიყვარული ასკეტიზმის, ხორციელ
გრძნობათა უარმყოფელთა წინააღმდეგ. ,,ტრფობა წამებულში“ ერთმანეთს
უპირისპირდება ხორციელი, ადამიანური, ბუნებრივი გრძნობა და ეს ასკეტური,
სულიერი სიყვარულის საეკლესიო მოძღვრება. მისი აზრით, ულამაზესი გრძნობა
ამქვეყნად არის სიყვარული. მისი რწმენით, ადამიანის არსებაში ორი საწყისი -
ხორციელიცა და სულიერიც - ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს და მათი
ერთმანეთისაგან გათიშვა შეუძლებელია.
32
ბარნოვი არ თანაუგრძნობს ასკეტ გრიგოლს, რომელიც ხელოვნურად კლავს
სიყვარულის გულწრფელ გრძნობას, ხელს კრავს ახალგაზრდა გრიგოლისა და
თებრონიას სიყვარულს და არ აძლევს მათ ერთად ყოფნის საშუალებას.
ამ რომანში ვლინდება სიყვარულის ბარნოვისეული კონცეფციის არსი. მისი აზრით,
თუ სიყვარული ჭეშმარიტია, იმქვეყნადაც გაგრძელდება მიჯნურობა, და უფრო
ამაღლებულიც, მთლიანად განწმენდილი და უფრო ტკბილი იქნება. სიყვარულის
ღვთაებრიობის გამოცხადებით, ავტორი არაპირდაპირ იმასაც აღიარებს, რომ ვინც
წრფელი და ჭეშმარიტი სიყვარულის წინააღმდეგ გაილაშქრებს, იგი, მისდა
უნებურად, ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმესაც ჩადის.
მონასტერში შუქურს საშინელი ტანჯვით სახეს დაუმახინჯებენ, რაც საბოლოოდ იმის
მიზეზი ხდება, რომ ის კვდება. ეს ამბავი კი თავზარს დასცემს მეფეს და ამის შემდეგ
იგი სამუდამოდ დაკარგავს სიცოცხლის აზრს.
შეიძლება ითქვას , რომ მწერალი კარგად წარმოგვიდგენს, თუ როგორი გავლენა აქვს
საეკლესიო პირებს, და ამასთანავე მკითხველს უჩვენებს რა ძალა აქვს ნამდვილ
სიყვარულს. მისი უარმყოფელი პიროვნება სიცოცხლის ბოლომდე დასჯილი იქნება.

2. კონსტანტინე გამსახურდიას რომანები.


კონსტანტინე გამსახურდია მეოცე საუკუნის რომანისტი და უაღრესად ორიგინალური
სტილის მქონე მწერალია, მან შექმნა ისტორიული რომანის, ახლებური, თავისებური
კონცეფცია, რითიც ისტორიულ ჟანრს ალეგორიულად, თანამედროვე
პრობლემატიკით დაინტერესება დააკისრა. კონსტანტინემ დაწერა ბრწყინვალე სერია
ისტორიული რომანებისა, შეძლო გაეცოცხლებინა შორეული წარსულის ძვირფასი
სურათები და ისტორიულ-მხატვრულ ქრონიკებად ამოეყენებინა გვერდით „ქართლის
ცხოვრებისათვის“. ამ რომანებმა დიდი როლი შეასრულა ქართველი კაცის ეროვნული
თვითშგნების განმტკიცებასა და მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში ქართული
კულტურისა და ფილოსოფიური აზროვნების გარკვევაში.
კონცეფციის გამომუშავება.
“დიდოსტატის მარჯვენა“ მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის მშვენებადაა
მიჩნეული. იგი ნათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენაზე და ყველგან აღიარებული
პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს. იგი მეათე საუკუნის მიწურულისა და
მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისის ამბებს გვისურათებს. ნაწარმოების ძირითადი
პრობლემა-ხელოვანის ბედი მონარქიულ სახელმწიფოში გადაჯაჭვულია უამრავ
სოციალურ და ზნეობრივ საკითხთან. შეიძლება ითქვას, რომ კონსტანტინე
გამსახურდიამ იშვიათი ოსტატობით, არაჩვეულებრივი მეცნიერული ალღოთი და
სათანადო კომპაქტურობით გააცოცხლა ჩხვენს თვალწინ „ოქროს ხანის“ წინაღე, ის
რთული და ძნელბედა ეპოქა, რომელიც წინ უძროდა რუსთაველის საუკუნეს.
ლაზ კონსტანტინე არსაკიძეს საქართველოს მეფემ გიორგი პირველმა სვეტიცხოვლის
აშენება მიანდო, ახალგაზრდა ხუროთმოძღვრისთვის ეს დიდი პატივი საკმარისი იყო
იმისთვის, რათა „აღზევებულ“ ხელოვანს მეფის კარზე მტრები გაეჩინა. შეუდგა
არსაკიძე ტაძრის აგებას. მას შესანიშნავად ესმის თავისი ისტორიული მისია. მხოლოდ
და მხოლოდ ღვთის სახლს კი არ აგებს, არამედ ხელოვნების უნიკალურ ნიმუშს
უტოვებს შთამომავლობას. ამიტომაც ერთი ხელის დაკვრით უარყოფს ბერძნულ და
ბიზანტიურ ტაზართა მიმბაძველობას. მიაჩნნია, რომ მართალია სვეტიცხოველი
მსოფლიო ხუროთმოძღვრობის მონაპოვართა გამძლე საყრდენზე უნდა იდგეს, მაგრამ
მასში უპირველეს ყოვლისა, ქართული სული უნდა ენთოს, მას სვეტებსა და
ჩუქურთმა-გუმბათებში ჩვენი ეროვნული თავისთავადობა, ნაციონალური კოლორიტი
33
უნდა გამოსჭვიოდეს. არსაკიძემ გაიმარჯვა. სული სხეულზე უფრო ძლიერი
აღმოჩნდა.
სვეტიცხოველი-ქართული კულტურის „იგავმიუწვდომელი ლეგენდა“ დღესაც
შეურყვნელად დგას ათი საუკუნის ქარწვიმით დამძიმებული, ხოლო მის ფასადზე
ამოკვეთილი არსაკიძის მოჭრილი მარჯვენა სვეტიცხოვლის შემქმნელის ტრაგიკულ
ბედზე სინანულით დაგვაფიქრებს. არსაკიძე, როდესაც თავის საქმეში იყო ჩაფლული,
მის თავს დიდი შავი ღრუბელი ტრიალებდა, ჯერ მელქისიადეკ კათალიკოსმა
შეიძულა იგი, რადგანაც ახალგაზრდა ხელოვანი ღმერთთან შერკინებულ კაცს
ხატავდა და მოუცლელობის მოზეზებით წირვასაც აცდენდა ზოგჯერ, მელქისედეკის
გაგულისების საფუძველი, არსაკიძის სახით ეკლესიას რელიგიური ფანატიზმით
შეპყრობილი მორჩილი მორწმუნე როდი ჰყავდა, რმერთთან ადამიანის რკინების
ფერწერით და რელიგიური სქოლასტიკის არტახების რღვევით სვეტიცხოვლის ამგები
თავის ახალ ღმერთს ქმნიდა და მთელი არსებით მას ემსახურებოდა. ფარსმან სპარსი
„აგორებული ჭური“, უეროვნო და უსინდისო კაცი, დაუძინებელ მტრად გაუხდა
ახალგაზრდა ლაზს, იმ დღიდანვე, რაც მეფემ სვეტიცხოვლის აგება მას მიანდა. და
ბოლოს, პირად მტერთა გულისწამღები წკავწკავი იქნებ ვერ მოერეოდა არსაკიძეს, რომ
ერთ დღეს ავ ენათა დაუცხრომელი მეცადინეობით მეფე გიორგიც მის
მოწინააღმდეგეთა შორის არ რმოჩენილიყო. მეფე გიორგი რომანის უაღრესად
მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი სახეა. ბაგრატიონთა ამ სახელოვან შთამომავალს
მძიმე დროში მოუხდა მეფობა. მას, ჯერ კიდევ უწვრთნელ ჭაბუკს, თორმეტი წლის
ყმაწვილს სამეფო სკიპტრა მისცეს ხელთ და ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხების
ურთულეს პოლიტიკაში გარკვევა მიანდეს. ავტორმა დიდი მხატვრული ტაქტით
შექმნა მეფე მონარქის კოლორიტული სახე. გვიამბო ტრაგიკულ ბედზე ახალგაზრდა
ბრძენი მეფისა, რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ყველა ღირსება და ნაკლი
თავისი ერისა შეურცხვენლად ატარა, როგორც მეფემ და როგორც კაცმა.
„დიდოსტატის მარჯვენას“ სხვა პერსონაჟებს სხვადასხვა განზრახვები ამოძრავებთ,
მათ საკუთარი ადამიანნური ვნებები აქვთ. გიორგი მეფეს კი, თავისი სამეფოს ვალი
უმძიმებს ბეჭებს და ბედი აიძულებს ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგეს. მან უნდა
უპასუხოს ბიზანტიის კეისრის მელურ პოლიტიკას ხან ხმლით, ხან კი
ერთმმართველის სიბრძნით. იგია ლაშქარის წინამძღვარი, ერის წინამძღოლი და
სამშობლოს მთელი ტვირთი მის ბეჭებზე წევს.არანაკლებ რთული სამიზნე მეფისთვის
საკუთარი თავია, იგი ნიადაგ ებრძვის საკუთარ პიროვნებაში ჩაბუდებულ მეორე კაცს,
რომელიც ხანდახან სამეფო გვირგვინს მოახსნევინებს, მდაბიურ ჩოხას გადააცმევს და
ყმათა ცხოვრებისაკენ მოუხმობს. მეფეს თავდავიწყებით უყვარს თალაგვა
კოლონკელიძის ასული შორენა და ზიდავს სიყვარულის უმძიმეს ტვირთს. შორენა იმ
ფეოდალის შვილია, რომელსაც უჩობისათვის მეფემ თვალები დასთხარა და მეორე,
მეფის სასახლეში საქართველოს დედოფალი, კანონიერი მეუღლე ჰყავს და
გამიჯნურებულმა მმართველმა კიდეფვაც რომ გადაწყვიტოს მისი ღალატი, ამის ნებას
არც მისი მდგომარეობა მისცემს და არც კათალიკოსი მელქისიდეკი. სიყვარულის
მწველი ძალის ქვეშ ქედმოხრილი მეფე კამათლებივით ათამაშებდა იმათ ბედს, ვინც ამ
სიყვარულის გზაზე ეღობებოდა. საბოლოოდ კი, შორენასთან მას ახალი მეტოქე
გამოუჩნდა კონსტანტინე არსაკიძის სახით. იმდენად თვალსაჩინო იყო მეფის
სვეგამწარებული ბუნება და სიყვარული შორენასადმი, რომ მან ბრძანა
კონსტანტინესთვის მარჯვენის მოკვეთა, სწორედ იმ მარჯვენისა, რომელმაც
სვეტიცხოვლის უკვდავი ჩუქურთმები გამოჭედა და ქართველ ერს ამით უკვდავების
პასპორტი აჩუქა. შორენა არის ნაწარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გმირი, ეს
34
არის ადამიანი, რომელიც მრავალი პერსონაჟის რაინდული ქმედებების
ინსპირაციააა, მან არავითარ შემთხვევაში არ გაცვალა უტას სიყვარული სადედოფლო
ტახტში და უფრო მეტიც, იკისრა მამისთვის მიყენებული ზიანისთვის სამაგიეროს
გადახდა და ფხოველთა ამბოხების მოწყობა გადაწყვიტა. ბოლოს კი იპოვა ძალა,
მონსტრის კბოდედან ფსკერის ანგელოზივით გადაფრენილიყო და თავისივე ნებით
გასცილდა გაუხარელ ცხოვრებას.

ბილეთი 11
1. ეგნატე ნინოშვილის პროზის პერსონაჟთა სოციალური ბუნება.
ეგნატე ინგოროყვა ჩვენს მწერლობაში ნინოშვილის ფსევდონიმითაა ცნობილი.
დაიბადა 1859 წლის 15 თებერვალს სოფელ ყელაში. ეგნატე ნიჭიერი იყო და
სწავლისკენ ისწრაფოდა იმ დღიდან, რაც მამიდამ კითხვა დააწყებინა, წიგნისადმი
სიყვარული მას მთელი ცხოვრება ჩაუქრობელ ლამპრად ნთებია. მისმა ყოფითმა
ცხოვრების სირთულეებმა გატეხა მწერლის ჯანმრთელობა, გარდაცვალებამდე
რამდენიმე თვით ადრე უკვე „მილეული სახით“ იყო. მართალია, სიმართლის
მაძიებელი, არ იქანცებოდა სამართლიანობაზე ზრუნვით, მაგრამ საკუთარი
გაჭირვებული ცხოვრების გამო ფიზიკურად იფიტებოდა და საბოლოოდ ამან
გამოიწვია მისი გარდაცვალებაც.
კონკრეტულად რა ვითარებას გვისახავს ნინოშვილის შემოქმედება და ვინ არიან
მისი მოთხრობის გმირები? პირველ რიგში, ესაა ფეოდალური წყობის ნაშთები და მისი
წარმომადგენლები, რომელთა უსაქმურობა და ამორალობა გურული გლეხების
უბედურების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.
ე. ნინოშვილამდე გურიის ლიტერატურული ღირებულება მკითხველისთვის
უცნობი იყო. მან პირველმა გვიჩვენა გურიის დეტალები, გურულთა ხასიათის
ფსიქოლოგიის გადმოცემის მნიშვნელობა და მისი ემოციური ზემოქმედების ძალა. მის
ნაწარმოებთა თემა გურიის ცხოვრებაა და ამ მხრივ იგი სანდო რეალისტია. იგი
ნაირნაირ ასპექტში წარმოგვიდგენს მძაფრი სოციალური ყოფის სურათს.
ე. ნინოშვილმა თავის თხზულებებში უმტკივნეულო სოციალური პრობლემატიკის
გააზრება მოგვცა ეროვნული შეგნების თვალსაზრისით; აღნიშნა კაპიტალიზმის შეჭრა
სოფელში („სიმონა“, „მოსე მწერალი“).
სოციალური თემატიკა მისი ნაწერების ხერხემალია. ფაქტია, რომ მის შემოქმედებაში
დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ,,მდიდრების“ ახირებებს ეწირებიან.
გლეხობას მძიმედ აწევს ტვირთად ცარიზმის მოხელეთა ბიუროკრატიული აპარატიც.
ამის მაგალითია ,,გოგია უიშვილი“ და ,,მოსე მწერალი“.
ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ,,გოგია
უიშვილი“ რომელიც გახდა სოციალური უთანასწორობის მსხვერპლი. გლეხი,
რომელიც მთელი დღე შრომობს, ვეღარ აიტანს იმას, რომ ყაზახ-რუსები მის ოჯახს
შეურაცხყოფას მიაყენებს. აქ ძალიან კარგად იკვეთება საზოგადოების სახე. გონების
თვალით დაბრმავებულები ვერც კი ხვდებიან, რომ ერთად თუ დადგებიან,
ერთმანეთს თუ მხარს დაუჭერენ, ხმას ამოიღებენ შეძლებენ გააუმჯობესონ არსებული
ვითარება. გოგია არის ამ საზოგადოებაში ერთადერთი ნათელი წერტილი. იგი ასე
უბრალოდ არ ეგუება უსამართლობას და ცდილობს უქმად არ იყოს. გოგია არც
რუსების შეურაცხყოფას აიტანს და მათ წინააღმდეგობას გაუწევს. სასამართლოშიც არ
35
შეიკავებს თავს და სათქმელს ბოლომდე იტყვის. თუმცა, როდესაც დაინახავს, რომ
გვერდით არავინ დაუდგა, ხალხის წინაშე ცოლს შეურაცხყოფა მიაყენეს, სულიერად
გატყდება, დაბეჩავდება და საშინელ გადაწყეტილებას მიიღებს.
ჩემი აზრით, მწერალმა სპეციალურად შეარჩია ახალი წლის წინა დღე. ეს თითქოს
გოგიას იმას მიანიშნებს, რომ ის სოციალური ვითარება, რომელიც მისთვის
აუტანელია და სულს უწამლავს, შეიცვლება. რაღაც ახალი დაიწყება, იმედი უჩნდება.
თუმცა ეს იმედი მალევე გაუქრება. სახლში მისული ხვდება, რომ არაფერი შეიცვლება
და ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში მოუწევს ცხოვრება. მას საზოგადოების დახმარების
იმედიც დაეკარგა და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთვრებს.
მისი თვითმკვლელობა არ ყოფილა სულიერი აფექტის შედეგი, ესაა დაფიქრებული,
გააზრებული დასკვნა კაცისა, რომელმაც ვერ აიტანა თავისი კაცობის გათელვა და
საჯარო შერცხვენა. იგი იმასაც ხვდება, რომ ოჯახს ღალატობს და ამ გაუსაძლის
მდგომარეობაში აგდებს, ამიტომ სიკვდილის წინ ცოლსა და შვილებს პატიებას
სთხოვს. მისი თვითმკვლელობა პასიურია, თუმცა ეს იყო პროტესტი არსებული
პირობების წინააღმდეგ. თუმცა ბოლოს მაინც ჩნდება იმედის ნაპერწკალი. მაშინ,
როდესაც გოგიას იავარქმნილ სახლში მისი შვილი ბრუნდება, ანუ ჩნდება ახალი
სიცოცხლე, რომელმაც შესაძლებელია არსებული ყოფა შეცვალოს.

2. გალაკტიონის შემოქმედების სიმბოლისტური ხანა


7 ბილეთი

ბილეთი 12
1. გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა
2. ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების იმპრესიონისტული და რეალისტური ნაკადი

ბილეთი 13
1. გაუცხოებული გმირი კონსტანტინე გამსახურდიას რომანებში (თარაშ ემხვარი,
კონსტანტინე სავარსამიძე)
კონსტანტინე გამსახურდიამ უაღრესად რთული და საინტერესო გზა გაიარა.
ქართული სიტყვის ამ დიდოსტატმა, უჩვეულო შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე
მწერალმა, შეიძლება ითქვას, მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მწერლობაში.
კონსტანტინე გამსახურდიამ 1925 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი
„დიონისოს ღიმილი“. ამ რომანში მოქმედების ცენტრში დგას ახალგაზრდა აზნაური,
უნიადაგო კაცი, კონსტანტინე სავარსამიძე, განმსჭვალული მისტიკურ-
ინდივიდუალისტური იდეებით. კ. გამსახურდიამ „დიონისოს ღიმილის“ მეორე
გამოცემას შენიშვნა დაურთო. იგი წერდა: „სავარსამიძე განწირული ქართველი
აზნაურობის უკანასკნელი მოჰიკანია. იგი თათქარიძისა და სამანიშვილის ღვიძლი
შვილია, თუმცა მათზე უფრო განათლებული და კულტურული, მაგრამ მაინც
36
მომაკვდავი წოდების სასიკვდილოდ განწირული ნაშიერი“. აქ გამსახურდია
ემჯნება სავარამიძეს. შემდეგ მწერალი ამავე შენიშვნაში ამბობს: „ვისაც ართველი
ხალხისა და ქართული კულტურის მომავალი სწამს, მას უთუოდ უნდა სჯეროდეს,
რომ ეს აზნაურული ფსიქოლოგია უნდა დაძლეულ იქნას. მეტსაც ვიტყვი, უნდა
დაითრგუნოს-მეთქი“. აქაც მწერალი იმეტებს თავის გმირს.
კონსტანტინე სავარსამიძე ავტორის თანაგრძნობასაც იმსახურებდა, თუმცა
მწერალი აცხადებდა: „მე ნუ ამკიდებთ კონსტანტინე სავარსამიძის ცოდვებს, რადგან
მე ჩემი ცოდვებიც მეყოფაო“. კონსტანტინე სავარსამიძე ტრაგიკული კილოთი
შესჩივის ბედს: „დღეს ოცდათორმეტი წელი შემისრულდა; ნახევარი ხმელეთი
მომივლია, შვიდი ენა შემისწავლილა, შვიდი ხალხის ყოფაცხოვრება შემიცვნია. ტაია
შელია (სავარსამიძის აღმზრდელი), მე მარტო ვარ ამ უღრან ტყეში. შვიდი პროფესია
გამოვიცვალე და ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი ამ ცხოვრებაში. ტაია შელია, ჩემი
ცხოვრების ნახევარ გზაზე შემომაღამდა, ისევ შენ გიგონებ და გეძახი. გულთმისანო
ჩემო გამზრდელო. ეგებ შენ მასწავლო გზა, როგორ გავიდე ამ უღრან ტყიდან. განა არ
გესმის: „გზა“ − იძახის ადამიანი საუკუნეების ირიბ მიჯნაზე; „გზა“ − იძახიან
მეეტლეები, მგზავრები, ვატმანები და შოფრები; „გზა“ − იძახიან მწერლები,
მეცნიერები, ბერები და მოძღვართ-მოძღვარები. მე ყველა ვნახე, მე ყველას ვკითხე და
ვერავინ მასწავლა გზა... თუმცა ჩემს წინაშე ყველა გზა ხსნილია, ყველა ასპარეზი
ნაცადი, ყველა ბორკილი ისევ ტკბილი, როგორც საყვარლისგან გაბოძები სამაჯური,
მაგრამ მაინც არ ვიცი, საით წავიდე, რადგან ყველა გზა ულეველია და გაუვალი... ტაია
შელია, გეძახი სამჯერ, შორსა ხარ ჩემგან, შორეული და განუყრელი, ტკბილად
გიხსენებ, ჩემს სულში მყევხარ, არ შემიძლია მაინც არ დაგწყევლო, რისთვის გამზარდე
ოჯახქორო ტაია შელია, ან ჩემი თავი მამას რატომ დააწყევლინე“.
ასეთი სახით გვევლინებოდა კონსტანტინე სავარსამიძე − ნიადაგგამოცლილი,
უასპარეზო ადამიანი. ჩვენ არ ვიქნებოდით მართალნი, თუ არ შევნიშნავდით, რომ
„დიონისოს ღიმილი“ ქართულ პროზაში ახალ კარს აღებდა, ხანგრძლივი მხატვრული
ძიების შედეგად მიკვლეულ კარს. ეს რომანი იყო ცდა ექპრესიონიზმისა და
რეალიზმის თავისებურად მორგებისა. აქ ახალგაზრდა ადამიანის სახე ორი სამყაროს
გაყრის გზაჯვარედინზეა გამოკვეთილი, სავარსამიძე − ევროპულად განათლებული,
პარიზში სპარსეთის კონსულის ალი მირზა ხანის სალონში განებივრებული, იმ მირზა
ხანისა, რომელსაც ულამაზესი ქართველი ქალი, სამცხის ათაბაგების შთამომავალი
ჯენეტი ჰყავს ცოლად და სავარსამიძე − ტაია შელიას მოწაფე და ძველი საქართველოს
მითების ძირებთან ზიარებული. ეს მაღალი ინტელექტის ქართველი, როგორც ტოლი
და სწორი, ისე ეკამათება გადამდგარ გენერლებს, მსოფლიო დიპლომატებს, მწერლებს,
მხატვრებს, ჟურნალისტებს. ლამაზი ქათინაურებით უმასპინძლდება სალონის
ქალბატონებს და სწორედ აქ დარწმუნებდა საბოლოოდ, რომ ბებერ ევროპაში
ყველაფერი იყიდება, სინდის-ნამუსიც და სიყვარულიც. ფული და ფულიანები
განაგებენ ქვეყანას და მას შესძაგდება ეს ბურჟუაზიული ევროპა და საქართველოში
დაბრუნებას გადაწყვეტს; ასე ბრუნდება ის სამშობლოში, ბრუნდება ამ სიტვებით: „
კარი გამიღე. მსვიდობა საქართველოს ყანებს“... კარი კი გაუღეს, მაგრამ საქართველო
ვერ იცნო, და ვერც საქართველომ იცნო სავარსამიძე; აქ დარწმუნდა, რომ მათი გზები
გაყრილა. და ეს იმიტომ, რომ სავარსამიძე იმ ველი საქართველოს ნაშიერია, რომელსაც
რევოლუციამ ბუდე დაუნგრია. უცხოეთში ქართველი ემიგრანტი სამშობლოშიც
ემიგრანტად გრძნობს თავს. ამ ნიადაგზე იბადება დიდი სულიერი დეპრესია და
განწირულის ბრძოლა, ბრძოლა ამაო. მწერალმა ნათელყო უნიადაგობა სავარსიმიძისა,
რომელსაც ვეერ უშველა ვერც ჯენეტის სიყვარულმა, ვერც სამცხე-საათაბაგოს ნახვამ,
37
ვერც აბასთუმანში მისსავე მორდუს −მეჯოგე ტაია შელიას იდილიურ ბუნებაში
გატარებულმა დღეებმა, იგი სამუდამოდ დარწმუნდა, რომ ჯვარცმული ადამიანია.
მწერალი მას „სამეგრელოს ეწერში მდგარ უნაყოფო, გამხმარ თხმელას“ ადარებს.
„მთვარის მოტაცებაში“ ტრაგიკული სახე არა მარტო კაც ზვამბაია, ქორამახვში,
ტარიელ შერვაშიძე და გვანჯი აფაქიძეა, არამედ თვით თარაშ ემხვარიც. კ.
გამსახურდია მძაფრი საღებავებით ხატავს ძველი ინტელიგენტის თარაშ ემხვარის
სულის მოძრაობას და მის დამარცხებას თუ დაღუპვას ერთგვარი რომანტიკული
სამოსელითაც მოსავს. აქ ლირიკული და ტრაგიკული ინტონაციების
ურთიერთმონაცვლეობა ქმნის სოციალური პროტესტისა თუ იდეური უთანხმოების
პოეტურ სურათს. ყველაფერი ეს შესრულებულია დიდი ოსტატობით.
განათლებით, სამყაროსთან დამოკიდებულებით, საქციელით, მანერით, თვით
სიტყვიერი ლექსიკონითაც თუ ღმერთკაცობის სურვილით, ფანტაზიით, და
სიზმრებით მოქსოვილი მესამე გზის ძიებით ტყუპი ძმებივით გვანან ერთმანეთს
თარაშ ემხვარი და კონსტანტინე სავარსამიძე.
ბურჟუაზიულ ცივილიზაციაზე გულაყრილნი ვერც სამშობლოში − კომუნისტურ
საქართველოში იპოვნიან ადგილს. ეს უაღრესად განათლებული ადამიანები
სრულიად უნაყოფონი და ზედმეტნი აღმოჩნდნენ ცხოვრებისათვის. ადგილ-
დაკარგულნი და წილწართმეულნი ღმერთკაცობას ეპოტინებიან და სულ უმცირეს
რამეში − პრაქტიკულ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი რომ იპოვნონ, იმის უნარიც არ
აღმოაჩნდათ. არც მემკვიდრენი გაუჩნდათ და არც მიმდევრები ჰყავთ. მარტოსულად
დარჩნენ.
თარაშ ემხვარი, როგორც მხატვრული სახე, თავისებური გაგრძელება და
დაბოლოებაა კონსტანტინე სავარსამიძისა. ცხოვრების შუა გზაზე შემოღამებული
სავარსამიძე ემხვარში დამთავრდა, როგორც გარდაუვალი მსხვერპლი სიკვდილისა.
სავარსამიძე, როგორც ვთქვით, სრულიად გაორებული ადამიანია: ერთი მხრივ,
დიონისეს მიმდევარი და წარმაწრთი, მეორე მხრივ, ქრისტეს როლს ეპოტინება. ერთი
მხრივ, ბურჟუაზიულ ცივილიზაციას გაურბის, მეორე მხრივ, ვერც საქართველოში და
მისი ულამაზესი ბუნების იდილიაში პოულობს სულის სიმშვიდეს. წარმართობასა და
ქრისტიანობას შორის მერყეობს, მაგრმა ვერც ერთმა რელიგიამ ვერ აუგო რწმენის
ტაძარი. მერე სიყვარულში ეძია ხსნა, მაგრამ ვერც სიყვარულმა მიანიჭა ბედნიერება.
პარიზში ქართული რაზმის შედგენასა და საქართველოს განთავისუფლებაზე
ოცნებობს, მაგრამ ეს ოცნება ქვიშაზე დაფუძნებული აღმოჩნდა.
ყველგან და ყველაფერში ხელმოცარულია. ბოლოს ნანობს კიდეც, რომ არ დარჩე
ისე უბირად, როგორც მამამისი იყო ან მითების დახშული კარის გამღები, მისი
სულიერი მამა მეჯოგე ტაია შელია.
და ასე ცხადსა და სიზმარში მოსვენებადაკარგულს, ღმერთკაცობის მაძიებელს
ბოლოს სინანულით აღმოხდება: „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“.

2. ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა

ბილეთი 14
1.ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები.
2. ნიკო ლორთქიფანიძის იმპრესიონისტული ნოველები.
38
ბილეთი 15
1. გალაკტიონის შემოქმედების სიმბოლისტური ხანა.
2. პიროვნების სულიერი კრიზისის ასახვა 20-იანი წლების ქართულ პროზაში
(კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი).

ბილეთი 16
1. სოციალური პრობლემატიკა და სოციალური სახეები XX საუკუნის დასაწყისის
ქართულ ლიტერატურაში (ეგნატე ნინოშვილი, ჭოლა ლომთათიძე).
2. დავით კლდიაშვილის დრამატურგია. მწერალი არამარტო თავისი ცხოვრებით, არამედ
შემოქმედებითი ტენდენციებითაც ძალიან ახლოსდგას ორი ეპოქის - მე-19 და მე-20
საუკუნეების ქართული კულტურის გასაყართან.
იგი აგრძელებდა რეალისტური მწერლობის ტრადიციებს. მან შექმნა
მაღამმხატვრული ფსიქოლოგიური მოთხრობა; შეძლო პროზაში ტრაგიკულ-
დრამატულისა და კომიკურის თანაზომიერი შეზავება. მან განვითრების ახალ
სიმაღლეზე აიყვანა ქართული დრამატურგიაც. შექმნა ფსიქოლოგიური დრამის,
მცირეფორმიანი ტრაგედიის, ტრაგიკომედიის რამდენიმე შედევრი.
მისი შემოქმედებითი მეთოდი მკაცრად გამოიკვეთა. ეს არის სინამდვილის
მხატვრული ასახვის მეთოდი. ადამიანის ცხოვრება, მათი ხასიათი, ყოველდღიური
ყოფა იქცა მწერლის საუკეთესო შემოქმედების თემად. მართალია იგი მხოლოდ სამი
პიესის ავტორია, მაგრამ ამ პიესების მაღალმა ლიტერატურულმა დონემ და სცენურმა
წარმატებებმა კიდევ უფრო შეუწყვეს ხელი მწერლის შემოქმედებითი ღვაწლის
ფართოდ აღიარებას.
მიუხედავად იმისა, რომ მის პიესებში ავტორისეული ძალმოსილებითაა ასახული ის
მძიმე სოციალური და ზნეობრივი ვითარება, რომელიც მე-19 საუკუნის დასასრულისა
და მე-20 საუკუნის დასაწყისის ჩვენი ყოფისთვის იყო დამახასიათებელი, მისი
დრამატული თხზულებანი არც დღევანდელი მკითხველისთვის არის უინტერესო.
ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ იგი არც თავისი პიესებით შორდება საზოგადოდ
მთელი მისი შემოქმედებისათვის ნიშანდობლივ ,,კომიზმის გზას“. თუმცა აღნიშნული
მოსაზრება მხოლოდ ნაწილობრივ არის გასათვალისწინებელი. მისი სამი პიესიდან
ცხოვრებისეული სინამდვილის კომიკური ფორმით აღქმა-წარმოსახვა მხოლოდ
,,დარისპანის გასაჭირისთვისაა“ დამახასიათებელი. რაც შეეხება ,,ირინეს
ბედნიერებასა“ და ,,უბედურებას“, ისინი ტრაგიკული სულისკვეთებით გამსჭვალულ
ისეთ დრამატულ თხზულებებს წარმოადგენენ, რომლებშიც ავტორისეული იუმორის
რაიმენაირი ფორმით გამოვლინებაზე საუბარიც კი უსაფუძვლოა.
,,ირინეს ბედნიერება“, რომელიც ქრონოლოგიური თვალსაზრისით მწერლის
პირველ დრამატულ თხზულებას წარმოადგენს, ტრაგიკული სიმძაფრით წარმოსახავს
იმ პერიოდისათვის დავით კლდიაშვილის შემოქმედების მაგრისტრალურ
მიმართულებად დამკვიდრებულ თემას - გაღატაკებულ აზნაურთა უმძიმესი ყოფის
ჩვენებას.
ავტორმა ნაწარმოებში მოთხრობილ ამბავს ისეთი ფსიქოლოგიური სიღრმე და
აზრობრივი დატვირთვა მისცა, რომ ყოფით-ადამიანურ ურთერთობათა ნიადაგზე
39
წარმოქმნილი ზნეობრივი და სოციალური წინააღმდეგობები, ეფექტურ
ლიტერატურულ საშუალებად აქცია.
ნაწარმოების სიუჟეტი ასეთია: შეძლებული აზნაურის შვილს - აბესალომს,
რომელსაც არაფერი ადარდებს დროსტარებისა და ქეიფის გარდა, შეუყვარდა ღარიბი
აზნაურის შვილი - ირინე. თუმცა თავიდანვე ნათელია, რომ მას ქალი კი არ უყვარს,
არამედ ვნებით არის გონებააღრეული. თან ისიც გაიგო, რომ ირინე სხვაზეა
შეყვარებული და ახლა ცდილობს არ დაუთმოს სხვას და ხელში ჩაიგდოს იგი. მან
ძალიან კარგად იცის, რომ ქალი უარს ეტყვის, ამიტომ პირდაპირ მამამისთან -
ფილიპესთან მივა და მის ხელს სთხოვს. მამა დარწმუნებულია, რომ აბესალომზე
დაქორწინებით მისი ქალიშვილი ბედნიერი იქნება.
მაგრამ ირინეს როდანაშვილი უყვარს და ამის გამო მამის წინადადება არ მიიღო. ამ
ამბავმა მამას თავზარი დასცა. სიყვარულზე ირინეს საუბარი მას ყოვლად
გაუმართლებელ სისულელედ და ,,უცნაურ გაჯიუტებად“ მიაჩნდა. იგი შვილს
გაუჯავრდება, ბედნიერება კარზე მოგადგა და შენ უარს ამბობო. რა საკვირველია,
ფულზე დახამებული ფილიპე ამ შანს ხელიდან არ გაუშვებდა.
აღსანიშნავია ერთი მეტად საინტერესო ფაქტი. საფიქრებელია, რომ შვილის
ადამინური გრძნობებისადმი ფილიპეს ანგარიშგაუწევლობა, უწინარეს ყოვლისა,
იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ მისთვის როგორც ძველი დროის
აზნაურისათვის, პირველ რიგში წოდება და შეძლება დგას და სხვა არაფერს აქვს
არსებითი მნიშვნელობა. მეორე მხრივ, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ფილიპეს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება ირგვლივ გაბატონებული უმძიმესი ეკონომიკური
მდგომარეობით უნდა აიხსნას და არა წოდებრივ-აზნაურული ცნობიერებითა და
ადამიანური უვიცობით.
მკაცრმა ცხოვრებისეულმა რეალობამ მათ ცნობიერებაში ისეთი ჭეშმარიტი
გრძნობისათვისაც კი არ დატოვა ადგილი, როგორიც სიყვარულია. სწორედ ამით
აიხსნება ის გარემოება, რომ შვილის მეტისმეტად მოკრძალებული საუბარი
სიყვარულსა და პირად ადამიანურ გრძნობებზე ფილიპეს სისულელედ და ჭკუიდან
გადაცდომად მიჩნია. მას არ შეუძლია შვილს ასეთი შანსი ხელიდან გააშვებინოს.
ყველაფრის მიუხედავად, ის არ არის მართალი და არ უნდა დაეშვა შვილის
უსიყვარულოდ გათხოვება. ფაქტობრივად, იგი შეშინებულია რომ მთელი ცხოვრება
ასეთ ყოფაში მოუწევს ცხოვრება, ამიტომ მიიღებს ამ უმსგავსო გადაწყვეტილებას.
ავტორმა კარგად გვიჩვენა თუ როგორ აქცია ასეთმა მკაცრმა ცხოვრებისეულმა
რეალობამ და ყოფითმა პრაქტიციზმმა ფილიპე დიქტატორად. პიესაში დიდი
მწერლური ოსტატობითაა ნაჩვენები ის ტრაგედია, რომელიც სწორედ მისმა ამ
ზნეობრივმა დიქტატმა დაატეხა თავს მისსავე შვილს.
მწერალმა მძაფრი სატირული ირონიით გამოხატა თავისი შინაგანი პროტესტი იმ
საზოგადოებრივი ცნობიერებისადმი, რომელიც არა მარტო უბრალოდ თრგუნავს
ჭეშმარიტ ადამიანურ გრძნობებს, არამედ ხშირად პიროვნების სულიერი სიკვდილის
მიზეზიც ხდება. ირინეს ტრაგიკული თავგადასავალი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ
სამწუხარო ჭეშმარიტების ნათელი მაგალითია.
განსაკუთრებით საინტერესოა თავად პიესის სათაური ,,ირინეს ბედნიერება“. ამას
ავტორი შეგნებულად არქმევს. ეს საოცარი ირონიით შერჩეული სათაურია, ვინაიდან
შეუძლებელია გათხოვილი ქალი, რომელსაც სხვა უყვარს, ბედნიერი იყოს. გარდა
ამისა, ჩემი აზრით, ირინეზე უბედური პერსონაჟი არ არსებობს. იგი მსხვერპლია არა
მარტო მამამისისა, არამედ იმდროინდელი სოციალური მდგომარეობისა. იგი
იძულებულია უარი თქვას ჭეშმარიტ სიყვარულზე და ცოლად გაჰყვეს უმსგავსო,
40
ავხორც და ამაზრზენ პიროვნებას. იმაზე დიდი ტანჯვა რა უნდა იყოს, რომ ყოველი
დღე იწყებოდეს იმ ადამიანთან ერთად, რომლის ატანაც არ გაქვს.
საბოლოოდ, აბესალომი ზუსტად ისეთი აღმოჩნდება, როგორადაც თავიდანვე
დაგვიხატა ავტორმა. მას არ უყვარს ირინე, უბრალოდ თავისი ცხოველური ინი
დაიკმაყოფილა. ის არ იკმარა, რომ ქალს ცხოვრება დაუმახინჯა, ახლა ღალატსაც
სწამებს. ფილიპე დაიჯერებს, რომ მისმა ქალიშვილმა ოჯაში შეარცხვინა, თუმცა
როდესაც ირინეს მოთმინების ფიალა აევსება, იტყვის რომ თვითონ აბესალომი
ღალატობს და ახლა ცდილობს მე მომცხოს ჩირქიო. ამის გამგონე აბესალომი მოკვლას
დაუპირებს.
ბოლოს ფილიპე დაინახავს თუ რა დღეში ჩააგდო ქალიშვილი. ატირებული ირინე
მამას გულში ჩაეკვრება და ეტყვის, აი ხომ ხედავ როგორი ბედნიერია შენი ირინეო.
ალბათ ამის მერე ფილიპე მიხვდებოდა თუ როგორ დაუნგრია საკუთარ შვილს
ცხოვრება, კარგი ცხოვრების, ფულისა და სიმდიდრის სანაცვლოდ.
,,დარისპანის გასაჭირის“ პერსონაჟებიც მსხვერპლად ქცეული ადამიანები არიან.
თავის გადარჩენის ინსტინქტსა და საარსებო სახსრის მოპოვებისათვის თავგანწირულ
ბრძოლას ისინი გულქვა და გრძნობებგაუხეშებულ პიროვნებად უქცევია.
ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით გაწამებულ ამ ადამიანთა მხატვრული
სახეები მწერალმა ისეთი ლიტერატურული ოსტატობითა და კოლორიტული
შთამბეჭდაობით გამოაქანდაკა, რომ ისინი წარუშლელად აღიბეჭდებიან მკითხველის
ცნობიერებაში. ,,დარისპანის გასაჭირში“ ამ პრობლემათაგან ყურადღების ცენტრში,
უწინარეს ყოვლისა, ქალის გათხოვების პრობლემა ექცევა.
ამ პიესით მწერალმა მისი შემოქმედებიდან კარგად ცნობილი ე.წ. მაჭანკლობის
თემას წარმოსახვის ახალი კუთხე მოუძებნა. ამჯერად უკვე მამა გამხდარა საკუთარი
შვილის მაჭანკალი. დარისპანის უმძიმესმმა სოციალურმა მდგომარეობამ, იგი
იძულებული გახადა ქალიშვილი კარდა-კარ ატაროს სასიძოს საძებნელად.
ყველაზე მეტად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კლდიაშვილის პერსონაჟებისათვის
ოჯახის შექმნის ერთადერთ უმთავრეს საფუძვლად ნაცვლად ბუნებრივი ადამიანური
გრძნობებისა, ეკონომიკური შესაძლებლობანია ქცეული. სწორედ ამითაა
განპირობებული ის გარემოება, რომ ქალის გათხოვების განმსაზღვრელი ფაქტორია
მისი მზითევი და არა სიყვარული. კრიზისულ ეკონომიკურ გასაჭირში მყოფი
მშობლები ცდილობენ შვილებს როგორმე მოუძებნონ საქმროები და ამით რამდენადმე
გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა. სწორედ ამ ტრაგიკული ვითარების
პაროდირებულად ამსახველია ეს პიესა.
დარისპანი კარდა-კარ დაატარებს ქალიშვილს და ახლა მის ნათესავს მართას მიადგა.
თუმცა ის არ არის ერთადერთი სტუმარი მართასა, რომელიც ქალისვილისათვის
საქმროს ეძებს. დარისპანი ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ამაყი ადამიანია. ის
მოატყუებს პელაგიას თითქოს მდიდარი იყოს, მის შვილს ბევრი ხელისმთხოვნელი
ჰყავდეს და ასარჩევად ჰქონდეს საქმე. ამით თითქოს მას დაანახა, რომ კვლავ
შერჩენილი აქვს მდიდარი აზნაურისათვის დამახასიათებელი თვისებები, კერძოდ
კუდაბზიკურ-ამპარტავნული დამოკიდებულება. სინამდვილის შენიღბვის ამ გზით
მწერალი ეფექტურად და შთამბეჭდავად გვიჩვენებს რეალური ვითარების
შეულამაზებელ სახეს.
როდესაც სასიძოს სახით ბიჭი გამოჩნდება, მაშინ დარისპანი გამოაჩენს მის მდაბიო
ბუნებას. იგი ყველაფრისთვის არი მზად, ოღონდაც ქალიშვილი გაათხოვოს.
საბოლოოდ კი საკუთარ თავსაც და ქალისვილსაც უხერხულ მდგომარეობაში
ჩააგდებს. იგი არც უცხო ადამიანს, პელაგიას მოერიდება და შეურაცხყოფასაც
41
მიაყენებს. თუმცა როდესაც გაირკვევა, რომ ამ ბიჭს საცოლე ჰყავს, შერიგდებიან და
კვლავ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.
ყველაზე მეტი კომიკურობის შემქმნელია ის გარემოება, რომ ქალიშვილებს
საერთოდაც არ აქვსთ გათხოვების სურვილი, თუმცა მშობლებს მათი შენახვის არც
თანხა აქვთ და არც სურვილი. იმასაც კი არ უყურებენ თუ ვისზე გაათხოვებენ,
მთავარია როგორმე თავიდან მოიშორონ.
დავით კლდიაშვილის მესამე პიესაა - ,,უბედურება“. თემატურადაც და
პრობლემურადაც მასში ამოზრდილია გლეხობის მძიმე ცხოვრების ამბავი. იგი
სათქმელის გამოხატვის ფორმითა და სულისკვეთებით თავისუფლად შეიძლება
ტრაგედიად მივიჩნიოთ.
მწერალი ტრაგიკული სიმძაფრით მოგვითხრობს გლეხთა ეკონომიკური
სიდუხჭირის ამბავს. მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს და აუტანელს ხდის
ცრურწმენითა და უმეცრებით მათი გონებრივი შეზღუდულობა. პიესაში აღწერილი
უბედურების განმაპირობებელ უმთავრეს მიზეზად სწორედ ამგვარი
ცრუმორწმუნეობაა ქცეული.
უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის რომ პიესის ყველა პერსონაჟი
გამწარებულია თავისი ცხოვრებით, მათ დიდიხანია დაავიწყდათ, თუ რა არის
ბედნიერება, სიცილი და მხიარულება. ილია ერთ-ერთი პერსონაჟი ამ ცხოვრებისაგან
რაღაც კარგს ელოდა, ფიქრობდა, რომ უკეთესი ჟამი დაუდგებოდა, თუმცა ყველაფერი
უკუღმა შეუტრიალდა და ერთადერთი რამ რაზეც დაყრდნობა შეუძლია - ყავარჯენია.
პიესაში ყურადღება არის გამახვილებული იმაზეც, რომ ასეთი უმძიმესი
მდგომარეობა მხოლოდ სოფელში არ არის. უკეთეს მდგომარეობაში არც ქალაქელები
არიან. როდესაც ამირანა ილიასთან დაიწუწუნებს, რომ დაბერდა შვილები კი ქალაქში
წავიდნენ და სოფელი მიატოვეს, ილია უპასუხებს, რომ შენ რა იცი, იქნებ შენი
შვილები შენზე ცუდ დღეში არიან და მჭადიც კი სანატრელი აქვსთო. შენ შეიძლება ასე
ფიქრობ, მაგრამ დამიჯერე ქალქაშიც არ არის ადვილი ცხოვრებაო.
ყველაზე მეტად ავტორი დანანებით აღნიშნავს ანტონის ოჯახში დატრიალებულ
ტრაგედიას. როგორ შეეწირა შრომას ადამიანი, რომელსაც ერთი დღეც არ შეეძლო
დასვენება და საბოლოოდ ყანაში დალია სული. მწუხარებით გვიხატავს ავტორი
უმსგავსო და არაადამიანური ბუნების მქონე საზოგადოების სახეს. როდესაც ანტონი
გარდაიცვლება და ოჯახი უპატრონოდ დაურჩება, მეზობლები ხმას აიმაღლებენ
თითქოს გვერდით დაუდგებიან და სარჩოს არ მოაკლებენ, მაგრამ როდესაც საქმე
მიცვალებულის გამოლოცვაზე მივა, მაშინ ნამდვილ სახეს გამოაჩენენ. მათ გონებას
კვლავ ურწმუნველობა მოიცავს და დავიდარაბას ატეხენ იმის თაობაზე თუ საით უქნან
პირი მიცვალებულს. მათი ვიწრო აზროვნება ვერ ცდება იმას, რომ მკვდარი ადამიანი
მათ ზიანს ვეღარ მიაყენებს. სწამთ, რომ საითაც გამომლოცველი პირს იზამს,
ავადმყოფობაც იქეთ გადაინაცვლებსო. ასე ულმობელად და დაუნდობლად
დაერევიან ერთმანეთს. ამგვარი გამეტებით კი სოფელს ახალი უბედურება დაატყდება
თავს.
ასეთი მძიმე და სასოწარმკვეთია მწერლის მიერ წარმოსახული ყოფითი
სინამდვილე. მის მიერ დახატული ყოველი პერსონაჟი ყველგან და ყოველთვის თან
დაატარებს მის წილ გაჭირვებას. ისინი ამაოდ ეძებენ უკიდურესი სიდუხჭირიდან
გამოსავალს. სულ უბედურებაში მყოფთ სული აქვთ დამძიმებული, გული
დასუსტებული და მხოლოდ მწუხარებაში უწევთ ცხოვრება.
კლდიაშვილი დრამატულ თხზულებებში ფართო სპექტრითა და ემოციური
სიმძაფრით წარმოგვიდგენს იმ გაუსაძლის და მძიმე ყოფით სინამდვილეს, რომელიც
42
მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში იყო
დამკვიდრებული.

ბილეთი 17
1. „ცისფერყანწელების“ პოეტური მემკვიდრეობა
2. მიხეილ ჯავახიშვილის რომანები.
.

ბილეთი 18
1. გრიგოლ რობაქიძის დრამატურგია
2. „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული კორპორაცია

ბილეთი 19
1. კონსტანტინე გამსახურდიას ექსპრესიონისტული ნოველები
2. ზნეობრივი პრობლემატიკა შიო არაგვისპირელის შემოქმედების მიხედვით

ბილეთი 20
1. ლეო ქიაჩელის შემოქმედებითი მემკვიდრეობა
2 იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებათა დაპირისპირება მეოცე
საუკუნის ოციანი წლების ქართულ მწერლობაში

ბილეთი 21
1. შიო არაგვისპირელის ნოველები.
2. „ცისფერყანწელები“ და მათი შემოქმედებითი დისკურსი.

ბილეთი 22
1. ქართული სიმბოლისტური ჯგუფი
43
2. ვასილ ბარნოვის შემოქმედების მსოფლმხედველობრივი საწყისები.

ბილეთი 23
1. მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ლიტერატურული თაობა
2. მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები

ბილეთი 24
1. ქართული ფუტურისტული ჯგუფი
2. კონსტანტინე გამსახურდიას ექსპრესიონისტული ნოველები...

You might also like