You are on page 1of 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დაწყებითი


საფეხურის განათლება)
II კურსის სტუდენტი საბა ანანიაშვილი
საგანი: უახლესი ქართული ლიტერატურა
ხელმძღვანელი: სოფო ძნელაძე

დავით კლდიაშვილის სამყაროს გააზრებისთვის

თბილისი, 2020 წელი


შინაარსი

შესავალი..........................................................................................................................3
“ნაღვლიანი აზრების“ მშობელი ეპოქა....................................................................4
კომიზმი დავით კლდიაშვილის მოთხრობებში(„სოლომან მორბელაძის“და
„ბაკულას ღორების“ მიხედვით)...............................................................................................5
დასკვნა.............................................................................................................................6
გამოყენებული ლიტერატურა:....................................................................................8

2
დავით კლდიაშვილის სამყაროს გააზრებისთვის

შესავალი

დავით კლდიაშვილმა (1862-1931) ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო


მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლებში. 1885 წელს ჟურნალში „თეატრი“
პირველად დაიბეჭდა მისი თარგმანი. ამას მოჰყვა ორიგინალური ნაწარმოებები.
მოთხრობები „შერისხვა“ და „მსხვერპლი“ დავით კლდიაშვილის
ლიტერატურული დებიუტია. დავით კლდიაშვილმა ხელი მოჰკიდა იმერეთის
გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრების ასახვას, რამაც თავისი პირველი
გამოხატულება ჰპოვა მოთხრობაში „სოლომან მორბელაძე“, შემდეგ მოჰყვა
„სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის გაჭირვება“, „ბაკულას ღორები“,
„როსტომ მანველიძე“ და სხვა.
კლდიაშვილის კრიტიკულმა რეალიზმა თავი იჩინა დრამატურგიაშიც
(„დარისპანის გასაჭირი“, „ირინეს ბედნიერება“, „უბედურება“
ეპოქათა მიჯნების ლიტერატურას ყოველთვის ახასიათებს სიახლისა და დროის
ცვალებადობის მიმართ მგრძნობელობა, რაც განსაკუთრებული სინატიფით
აისახა დავით კლდიაშვილის შემოქმედებაში.
წინამდებარე რეფერატში შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო საქართველოს
ფეოდალური წყობილების რღვევის და კაპიტალიზმის წარმოქმნა- განვითარების
პერიოდი, ვინაიდან ამ ეპოქამ განაპირობა დავით კლდიაშვილის პერსონაჟების
ბედი და ჩააყენა ისინი კომიკურ სიტუაციაში. ასევე შევეცდები მიმოვიხილო
ლიტერატურულ კრიტიკაში გამოთქმული მოსაზრებები დავით კლდიაშვილის
შემოქმედების შესახებ და კონკრეტული ნაწარმოებების : „სოლომან მორბელაძის“
და „ბაკულას ღორების“ მაგალითზე გავიაზრო დავით კლდიაშვილის
შემოქმედებითი სამყარო.

3
“ნაღვლიანი აზრების“ მშობელი ეპოქა

XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ხდებოდა მძაფრი


სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ძვრები. ამ
პერიოდში სწრაფი ტემპით ვითარდებოდა სამრეწველო კაპიტალიზმი და ამის
შესაბამისად იზრდებოდა პროლეტარების რაოდენობაც. კაპიტალისტური
ცხოვრების დამკვიდრების ტემპს ხელი შეუწყო რკინიგზების გაყვანამ
საქართველოში, 1871 წელს დაიწყო პირველი დიდი მაგისტრალის თბილისი-
ფოთის რკინიგზის გაყვანა, 1883 წელს კი თბილისი რკინიგზით დაუკავშირდა
შავი ზღვის მეორე ნავსადგურს ბათუმს, ხოლო 1895 წელს თბილისი ბაქოს
შეუერთდა რკინიგზის მაგისტრალით. სწორედ ამ წლებში სწრაფი ტემპით
ვითარდება საქართველოში ტყიბულის ქვანახშირის და ჭიათურის მარგანეცის
ამოღება და მისი ექსპლოატაცია. იმავდროულად ლიტერატურაში გაჩნდა
„მოწინავე მუშის“ სახე და გლეხკაცობა, როგორც მომავალი ცხოვრების ბატონ-
პატრონი და ბედის მჭედელი, რომელსაც შესწევს ძალა, რომ დაამხოს
კაპიტალისტური ცხოვრების წესი და თვითმპყრობლობა, ხოლო
„ მესამედასელებმა“ წამოაყენეს ლიტერატურის კლასობრივობის თეორია,რომ
ლიტერატურა უნდა ემსახურებოდეს არა ზოგადად ხალხს, არამედ მშომელ
ხალხს, მუშათა კლასს. იმდროინდელი საზოგადოებრივი სინამდვილის ერთმა
მხარემ განსაკუთრებით მიიპყრო დავით კლდიაშვილს ყურადღება. ეს იყო
ფეოდალური საზოგადოების დაუნდობელი რღვევისა და საბოლოო დაკნინების
პროცესი. ბატონყმობის გაუქმების და კაპიტალიზმის წარმოშობის შედეგად
არსებითად შეცვლილი ყოფიერების სტრუქტურები ყოველდღიურობის დონეზე
აისახა დავით კლდიაშვილის შემოქმედებაში.
გარდამავალი ეპოქის შინაარსისა და ფორმის, გარე და შიდა ფაქტორების
შეუსაბამობამ დაბადა დავით კლდიაშვილის ნაღვლიანი სიცილი,
ის ყველაფერი ,რაც „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“.
დ. კლდიაშვილის პირველი მოთხრობები გლეხთა ცხოვრების მძიმე სურათებს
გვიხატავს და მათში ხალხოსნების გავლენა იგრძნობა როგორც თემატიკის, ისე
მის ინტერპრეტაციის თვალსაზრისით. მაგრამ მოთხრობები, რომლებშიაც დავით
კლდიაშვილის, როგორც ქართული მწერლობის კლასიკოსის, სახე გამოიკვეთა,
გაღატაკებული და გაქრობისთვის განწირული თავადაზნაურობის დრამატულ
და თან ტრაგიზმით აღსავსე არსებობას გვისურათებს. თავადაზნაურობის თემა
ახალი არ იყო ქართულ ლიტერატურაში. კიტა აბაშიძე დავით კლდიაშვილს
ილია ჭავჭავაძის პირდაპირ მემკვიდრედ აცხადებს და იქვე განსაზღვრავს
განსხვავებას მათ შორის, რასაც კრიტიკოსი ასახვის ობიექტთან ამ ორი მწერლის
სხადასხვაგვარ დამოკიდებულებაში ხედავს. “ილია ჭავჭავაძის და დ.
კლდიაშვილის ლიტერატრული იარაღი სატირაა. მაგრამ პირველი სატირა

4
მკაცრია და შეუბრალებელი. ეს ვოლტერის სასტიკი სატირაა, ხოლო
კლდიაშვილის სატირა ნაზგრძნობიერია, დიკენსისებურია”.1

კომიზმი დავით კლდიაშვილის მოთხრობებში(„სოლომან მორბელაძის“და


„ბაკულას ღორების“ მიხედვით)

მწერლის მთავარი თემა - იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. "შემოდგომის


აზნ2აურების"
ცხოვრების  მწუხრის ასახვა - პირველად გამოჩნდა მოთხრობაში "სოლომონ
მორბელაძე" (1894). სწორედ  აქ დაინახა მწერალმა თავისი "ცრემლნარევი
სიცილის" სათავე; განწირული აზნაურების  შინაგანი ტრაგიკული ბუნება, რამაც
მის სამწერლო სტილს განუმეორებელი ინდივიდულობა  მიანიჭა.ხელმოკლე
აზნაური ,“სოლომან მორბელაძე“, რომელსაც მაჭანკლობა ხელობად გაუხდია, ,,იმ
ოხერი გროშის მოსაპოებლათ“. კარგად ესმის სოლომანს, რომ ამგვარი
წანწალიდან არა გამოდის რა, გარდა დაუსრულებელის ერთმანეთის
მოტყუებისა, მაგრამ რა ქნას ხელმოკლე, უსაშველო,
„გაძაღლებულმა“ აზნაურმა“, იმგვარი ტრადიციებითაა აღზრდილი, რომ
ფიზიკურ სამუშაოს ხელს ვერ მოჰკიდებს და მარტოოდენ და მხოლოდ ასე
წანწალით უნდა არჩინოს მშიერი ოჯახი . ხან თვითონ მოატყუებს ვინმეს, ხან
მას მოატყუებენ და იმით დაგვირგვინდება, რომ მისგან მოტყუებული ხვალ-ზეგ
კარზედ მოადგება და მიაყენებს ყოველ უსიამოვნებას, რომელიც თან სდევს კაცის
მოტყუებას.
ახლა დავუკვირდეთ, რამდენად დინამიურად არის აღწერილი ამ
მოთხრობის ყოველი მომენტი, ნაწილი ცხოვრებისა. მწერალს მეტისმეტად
კარგად შეუსწავლია,
გაუთვალისწინებია, გაუზომავს და აუწონია ისეთი დეტალები, რომლებიც
ჩვეულებრივ მწერალს უყურადღებოდ გამორჩებოდა, მკაფიოდა აქვს
გამოხატული.
ავიღოთ, თუნდ სოლომანისაგან მისი მოვალე პლატონის დაუსრულებელი
პატიჟი, იმ
რწმუნით , რომ ერთი-ორი შეპატიჟებით არ დარჩებოდა, გინდ
მაჭანკლის ბაასი ბესარიონთან (სარძლოს მამასთან), მისი გულდაწყვეტილი
წასვლა და მერე ბესარიონის უკან დადევნება; ქორწილის
აღწერილობა,სოლომანის გაბიაბრუება .
1
კ. აბაშიძე, ეტიუდები XIX ს. ქართული ლიტერატურის შესახებ, ტ. I, 1911 წ., გვ. 18
2

5
მოთხრობის ფინალში აღწერილი მონოლოგი სოლომანს გვიხასიათებს
ცხოვრებისეულ ურთიერთობებში ღრმად ჩახედულ კაცად, რომელიც
სასოწარკვეთილებას მისცემია და მკითხველი ხვდება, რომ ნაწარმოებში
აღწერილი დაუსრულებელი ტყუილები შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის
ძიების მცდელობაა ხოლო სოლომანის გაცრუებული, დამსხვრეული იმედები
ყველაფერთან ერთდ მთელი დრამაა ხელმოკლე კაცის ცხოვრების ნიადაგზე
აღმოცენებული.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, დავით კლდიაშვილის სტილისთვის


დამახასიათებელია ტრაგიკულის და კომიკურის მონაცვლეობა, თუმცა ამ
მხატვრული ხერხის გამოყენება განსაკუთრებით შეინიშნება მოთხრობაში
„ბაკულას ღორები“. მწერლის მძაფრი და სატირა მიმართულია იმ
ადანიანებისკენ, რომლებიც არსებობისთვის ბრძოლაში ჩაბმულან და ვერ
ამჩნევენ საკუთარ დაქვეითებას და დაკნინებას. მოთხრობის მიხედვით,
გალაქტიონ ხოსოლიანმა ქალაქიდან მოიწვია გავლენიანი სტუმრები, რათა
შეაშინოს მეზობელი ბაკულა, რომლის ღორებმა ბოსტანი გაუჩანაგეს. სტუმრებმა
კარგად მოილხინეს და კიდევ უფრო მეტად გამხიარულდნენ, როდესაც დაინახეს,
ბაკულას ღორები როგორ ჩიჩქნიდნენ მასპინძლის ბოსტანს. კომიკურია ის
ფაქტი, რომ ჩინოვნიკების მოწვევამ უფრო დააზარალა ოჯახი, ვიდრე მეზობლის
ღორებმა, მაგრამ მას შურისძიება სწყურია. სამაგიეროს გადახდის მიზნით,
გალაქტიონმა უსახელო წერილი მისწერა მაზრის უფროსს და სტუმრები
დააბეზღა, რათა მათზე მაინც ამოიყაროის ჯავრი. ამასობაში ბაკულას ღორები
კვლავაც განაგრძობენ თავიანთ საქმეს. მოთხრობის ფინალში შინ დაბრუნებული
გალაქტიონი ეუბნება თავის ცოლ ზენათის:“ამათზე ხომ ვიყარე გულის
ჯავრი...მოუხდებათ!.. ერთ დღესაც გაწყვეტილან ყველა, ვისაც არ ვებრალებით!“
ვფიქრობ, „ბაკულას ღორების “ ტრაგიზმს და სატირულ დამოკიდებულებას
განაპირობებს ის, რომ მხოლოდ თავმოყვარეობა და ამპარტავნული ჩვევები
გამხდარა პიროვნების საზრუნავი .

დასკვნა

იუმორისტული თუ დრამატულ -ტრაგიკული პათოსისთვის მრავალი მიზეზი


არსებობს . კლდიაშვილის სამყაროში კომიზმი და მისი ნაირსახეობანი უხვადაა
და მას მწერალი იყენებს დამხმარე საშუალებად, რომ გვაგრძნობინოს იმ
პერსონაჟთა სევდა, რომელთა არსებობა, როგორც წოდების, განწირული იყო.
ავტორმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა გმირები, თუმცა სიბრალულის
მიზეზებიც წარმოაჩინა.

6
აქვე გავიხსენებ ივანე გომართელის აზრს, რომ “ყოველი მწერლის მოღვაწეობას
იმ კლასის ბეჭედი აზის, რომლის გავლენის ქვეშაც გაფურჩქვნილია მისი
გონებრივი და ზნეობრივი მხარე”.3 დავით კლდიაშვილი
გაღარიბებული აზნაურის ოჯახში დაიბადა 1862 წლის 29 აგვისტოს. მან
ბავშვობა იმერეთში გაატარა, სოფელ სიმონეთსა და სოფელ ხუმულაში. ყრმობის
შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის
შემოქმედებითი არეალი. მისი შრომის თავისებურებაზე წარმოდგენას გვაძლევს
სერგო კლდიაშვილის სიტყვები: “სამანიშვილის დედინაცვლის” გმირები ბეკინა
და პლატონი, არისტო, კირილე მიმინოშვილი სინთეტური სახეა იმ ხალხისა,
რომელიც თვითონ უნახავს ავტორს სიმამრის ოჯახში, ან ვის შესახებაც
სიმამრისაგან გაუგონია. თვით ამბავი, რომელზედაც აგებულია მოთხრობა,
დაახლოებით წარმოადგენს ფაქტს. ამბავი გადახდა დავითის სიმამრის ერთ
ნაცნობ აზნაურს. მე კარგად მახსოვს ბეკინას პროტოტიპი”4. ცხოვრებაში
შემჩნეული ყველა ფაქტი, ამბავი, ადამიანური ხასიათი დავით კლდიაშვილს
საშუალებას აძლევდა შეექმნა განზოგადებული ტიპები და დაეხატა ისინი
ტიპიურ გარემოებებში, გარემოში რომელიც ძირითადად განპირობებული იყო
ეპოქის სოციალური შინაარსით, იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ
ძალთა შეჯახების შინაარსით, რაც დამახასიათებელია აღმავალი კაპიტალიზმის
პირობებისთვის.

3
“კვალი”, 1899 წ., № 7.
4
ს. კლდიაშვილი, დავით კლდიაშვილი, 1930 წ., გვ. 8.
7
გამოყენებული ლიტერატურა:

აბაშიძე კ.,  ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან,


თბ., 1962;
ასათიანი ლ.,  წერილები ლიტერატურაზე, თბ., 1946;
კიკნაძე ვ.,  დავით კლდიაშვილის თეატრი, თბ., 1973;
კლდიაშვილი ს.,  დავით კლდიაშვილი, თბ., 1945;
ტაბიძე ტ.,  თხზულებანი სამ ტომად, ტ. 2, თბ., 1966;
ჭილაია ს.,  უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972;
ჭილაია ს.,  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 552,  თბ., 1980 წელი.
კიკნაძე გ. ქართული სატირისა დაიუმორის განვითარების ისტორიისათვის
გამოც. თბ.1953
კლდიაშვილი დ. პროზა. გამოც. თბ. 2013

You might also like