You are on page 1of 16

სახვითი და გამოყენებითი

ხელოვნების ტესტი
VIII კლასი.
მინიმალური ზღვარი
ტესტის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია,
რომ გადალახოთ ტესტის მაქსიმალური ქულის 50%.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის
მაქსიმალური ქულაა -30

წარმატებებს გისურვებთ!
 რას ვაფასებთ - ცოდნა გაგება გამოყენება ანალიზი სინთეზი შეფასება

 მიზანი-სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, განსხვავებული აქტივობებისა


და სტრატეგიების შერჩევა, რჩევა-დარიგების მიცემა

 წარმატების კრიტერიუმების განსაზღვრა- მოსწავლეებთან ერთად


გამჭირვალე გავხადოთ სწავლების დროს წარმოქმნილი პრობლემები და
მოვიძიოთ გზები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. შევქმნათ
უკუკავშირისთვის, ე.წ. უსაფრთხო სივრცე.

 შეფასების საშუალება-ჯგუფური მუშაობის შეფასების


რუბრიკა
1. დააკვირდით საილუსტრაციო მასალას და აღნიშნეთ, რა დანიშნულების მქონე
არქიტექტურული ნაგებობაა წარმოდგენილი სურათებზე?
ა. საფორტიფიკაციო (თავდაცვითი); ბ. საკულტო (საეკლესიო); გ.
მემორიალური; დ. საზოგადოებრივი
2,რა სტილის ნაგებობაა წარმოდგენილი
სურათზე?
ა. რომანული; ბ. გოთური; გ.
კლასიცისტური; დ. ბაროკო.

3,რომელი ქვეყნის არქიტექტურული


ნიმუშებია წარმოდგენილი
საილუსტრაციო მასალაზე?
ა. გერმანიის; ბ. ინგლისის; გ.
ესპანეთის; დ. საფრანგეთის.

4.რა არ არის დამახასიათებელი სურათზე


წარმოდგენილი ნაგებობისათვის?
ა. დეკორატიული მორთულობისა და
შეისრული თაღების სიმსუბუქე; ბ.
მასიური, მძიმე ფასადის კოშკები; გ.
ნახევარწრიული ფორმის თაღების
საშუალებით გაფორმებული მასიური
კედელი; დ. პორტალის (შესასვლელი)
თავშეკავებული, სადა დეკორატიული
გაფორმება.
5,სურათზე წარმოდგენილია ნაგებობის

ა. ინტერიერი; ბ. ექსტერიერი; გ.
ტრანსეპტი; დ. საკურთხეველი.

6.რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი


(წამყვანი) მხატვრული ელემენტი
სურათზე წარმოდგენილი ნაგებობის
გაფორმების დეკორატიულ სისტემაში?

ა. ნახევარწრიული ფორმის სარკმელები;


ბ. შეისრული ფორმის ნიშები
რელიეფებისათვის;
გ. შეისრული ფორმის სარკმელები;
დ. წრიული (ვარდული) ფორმის
სარკმელები
7. რა განასხვავებს მეორე სურათზე წარმოდგენილ ნაგებობას პირველ სურათზე
წარმოდგენილი ნაგებობისგან?
ა. ფასადის სამ იარუსად დაყოფა; ბ. პირველ იარუსზე 3 კარისაგან შემდგარი
პორტალი; გ. ფასადის ზემოთ აზიდული შეისრული ფორმები; დ.
ხელოვნების სხვადასხვა დარგის სინთეზი.

8 . რა აქვთ საერთო საილუსტრაციო მასალაზე გამოსახულ ნაგებობებს?


ა. ფასადის არქიტექტურული გააზრება; ბ. არქიტექტურული მასების
სიმსუბუქე; გ. დეკორატიული მორთულობის სიუხვე; დ. მასიური
არქიტექტურული ფორმების სიმყარე.
9.რომელ არქიტექტურულ ტიპს მიეკუთვნება სურათზე წარმოდგენილი
არქიტექტურული ტაძრის გეგმა?

ა. ტრიკონქი;
ბ. ტეტრაკონქი;
გ. ბაზილიკა;
დ.მრავალაფსიდიანი.
10. რომელი მხატვრული ხერხის საშუალებით ქმნის ექსპრესიის შეგრძნებას
ქართველი ოსტატი ოპიზის ტაძრის რელიეფზე აშოტ კურაპალატის გამოსახულებით
(IX საუკუნე)?

ა. სიმეტრიული კომპოზიციური სტრუქტურა; ბ. კომპოზიციის ფრონტალური


ხასიათი; გ. ფორმათა უტრირება; დ. მაღალი და დაბალი რელიეფის კონტრასტით
შექმნილი დინამიზმის შეგრძნება.
11.რომელი ტაძრის დეკორატიული გაფორმების სისტემაშია ჩართული ფოტოზე
წარმოდგენილი ქრისტეს ამაღლების კომპოზიცია?

ა. გელათი; ბ. ნიკორწმინდა; გ. სამთავრო; დ.სამთავისი.


12.დაადგინეთ, რომელი ცნობილი ნაგებობაა წარმოდგენილი ფოტოზე?

ა. რომის პანთეონი;
ბ. აია სოფიას ტაძარი;
გ. სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარი;
დ.წმ. პეტრეს ტაძარი.
13.რომელი მხატვრული თავისებურება არ არის დამახასიათებელი წარმოდგენილი
ხელოვნების ნიმუშისათვის?

ა. დეკორატიული მორთულობის
სიმეტრიული, გაწონასწორებული
ხასიათი;
ბ. პატიოსანი თვლების, გრეხილისა და
ცვარას ტექნიკის ჰარმონიული
სინთეზი; გ. თასის ფერადოვანი
გადაწყვეტის თავშეკავებული, სადა
ხასიათი;
დ. ჭედური ორნამენტის
მრავალფეროვნება
14.დავალება. შესაბამისობის დადგენა დავალების ინსტრუქცია - შეუსაბამეთ AA
სვეტში მოცემული სახვითი ხელოვნების ტექნიკებს B სვეტში მოცემული ხელოვნების
ნიმუშები. გაითვალისწინეთ, ერთ სახეობას მხოლოდ ერთი ნიმუში შეესაბამება.
15 დავალება. „ჭეშმარიტია-მცდარია“
დავალების ინსტრუქცია – ყურადღებით გაეცანით მოცემულ დებულებებს - თუ
მიიჩნევთ, რომ დებულება მცდარია, წითელი უჯრის გასწვრივ ჩაწერეთ სწორი
ფორმულირება.

15-1.ხელოვნების სხვადასხვა დარგის გაერთიანების საფუძველზე ხელოვნების


სინთეზური დარგები იქმნება.

-------------------------------------------

15-2.გეგმაში ჯვრის ფორმის მქონე ნაგებობას, რომლის ოთხივე მხარე აფსიდებით


ბოლოვდება, ტრიკონქი ეწოდება.

-----------------------------------------------
15-3. გეგმაში ჯვრის ფორმისა და გუმბათიანი გადახურვის მქონე ნაგებობას
ქართულ საკულტო არქიტექტურაში ბაზილიკა ეწოდება.

-----------------------------------

15-4. ხაზი, ფერი, ფაქტურა და ფორმა სახვითი ხელოვნების ელემენტებია.

---------------------------------------------
16.დავალება (10 ქულა). მოახდინეთ ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირება.
რაზე მოგვითხრობს წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში? გააანალიზეთ
ნამუშევარში გამოყენებული 3 სახვითი საშუალება და 4 გამოსახულება,
რომელსაც სიმბოლოს დატვირთვა აქვს, რაც ნამუშევარში აზრისა და იდეის
გადმოსაცემადაა გამოყენებული.

You might also like