You are on page 1of 5

მშვენიერი როგორც ესთეტიკური კატეგორია

მშვენიერი როგორც მშვენიერის პრობლემა მუდამ იყო და ახლაც არის ესთეტიკაში დიდი და
რიოზული პაექრობის საგანი და ეს შემთხვევით როდია, რადგან მშვენიერი
ესთეტიკის ალფა და ომეგაა, მას შემდეგ რაც გაჩნდა ტერმინი "ესთეტიკა", დიდი ხნის
მაძილზე მას თვლიდნენ მოძღვრებად სილამაზეზე, მშვენიერებაზე.

მშვენიერი ისეთი ძირითადი ესთეტიკური კატეგორიაა, რომლითაც ფასდება


როგორც სინამდვილის მოვლენები (ბუნებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში), ისე
სამყაროს ესთეტიკური ათვისების ყველა ფორმა. ჩვენ ვამბობთ "მშვენიერი ქცევა",
"მშვენიერი მელოდია", "მშვენიერი ტყე". მაგრამ არ ვამბობთ "ამაღლებული მანქანა”,
"ტრაგიკული მთა ", "კომიკური ტყე" და ა.შ.

"მშვენიერს". "ლამაზს", "ჰარმონიულს" ჩვენ ვხედებით ჯერ კიდევ ადრეულ


ბერძნული ლიტერატურაში - ჰომეროსისა და ჰესიოდეს ეპოსში. ჰომეროსთან
საზოგადოებრივ-პირადი ცხოვრების "სილამაზე" მატერიალურია, გრძნობადია
მხედველობისა და სმენისათვის და ამავე დროს სავსებით პრაქტიკულია,
მიზანშეწონილია, უტილიტალურია. ეს ანტინომია და სინთეზი ანტიკური ესთეტიკის
დამახასიათებელი ნიშანთვისებაა.

მშვენიერის მრავალმხრივ დახასიათებას ჩვენ ვხვდებით პლატონის დიალოგებში


და უპირველეს ყოვლისა, ცნობილ დიალოგში "დიდი ჰიპია". პლატონმა ცნება იდეად
აქცია და სამყოფელად მიღმა სამყარო მიუჩინა.

სილამაზე არისტოტელეს აზრით, დიდებულებასა და წესრიგშია. ამის გამო არც


" მეტისმეტად პატარა არსება შეიძლება იყოს მშვენიერი, რადგან მისი ხილვა ძალზე
. გამნელებულია, არც მეტისმეტად დიდი არსება შეიძლება იყოს მშვენიერი, რადგან მისი
" ხილვა ხდება არა უცებ და მისი მთლიანობა და ერთიანობა მხილველისათვის იკარგება.

შუა საუკუნეების ესთეტიკურმა აზროვნებამ მშვენიერის არსი სრულად


დაუქვემდებარა ღვთიურს. კლასიკური ფილოსოფიის ტრადიციებს დაუპირისპირა
რწმენის გონებასთან უპირატესობის პრინციპი.

აღორძინების ეპოქის ჰუმანისტების ყურადღების ცენტრშია მშვენიერის


პრობლემა. სილამაზე, ჰარმონია, პროპორციულობა, მოხდენილობა. აი რაზეა
გამახვილებული მათი კვლევის პათოსი, რადგან ადამიანში, მათი აზრით, ჩაქსოვილია
სილამაზის ხილვის დაუოკებელი სწრაფვა. სილამაზის გრძნობა. მათი აზრით,

ადამიანის სპეციფიკური ბუნებრივი თვისებაა; მათ მიაჩნიათ, რომ სილამაზე თვით


საგნების ბუნებაში ძევს. ამიტომ მხატვრის ამოცანაა მიბაძოს ბუნებას. “ფორმების,
უბადლო ოსტატს". სამყარო თავისი არსებით მშვენიერია - სილამაზე მის კანონებშია,
ხელოვნებამ უნდა აღმოაჩინოს სილამაზის ეს ობიექტური კანონები და იმით,
იხელმძღვანელოს.
სილამაზე, მათი აზრით, განფენილია ცალკეულ საგნებში, და ხელოვნების
ნაწარმოებმა უნდა შეკრიბოს იგი ერთ მთლიანობაში, მაგრამ ისე, რომ არ დაირღვეს
ბუნებისადმი სისწორე. რა მაღალი შეხედულებებისა არ უნდა ყოფილიყვნენ
ჰუმანისტები ადამიანსა და ბუნებაზე, როგორც ეს ჩანს ალბერტის, ლეონარდოს,
დიურერის გამონათქვამებიდან, ისინი როდი თვლიდნენ პირველ შეხვედრილ ნატურას
სრულყოფილების ნიმუშად. ამაში ვლინდება მათი ორიენტაცია ზოგადისადმი,
(ტიპიურისადმი აღორძინების ესთეტიკა - ეს, უპირველეს ყოვლისა, იდეალის
ესთეტიკაა. მათი მისწრაფება იდეალიზაციისადმი არავითარ შემთხვევაში არ
ეწინააღმდეგება მხატვრული სიმართლის პრინციპებს.

კლასიციზმის ესთეტიკა მშვენირებას განსაზღვრავს როგორც გონების რაღაც


თვისებას. ბუალო როდი უარყოფს ბუნებისადმი მიბაძვის პრინციპს, მაგრამ ბუნება,
მისი აზრით, უნდა გაიწმინდოს, გათავისუფლდეს პირველყოფილი უხეშობისაგან,
გაფორმდეს გონების მომწესრიგებელი საქმიანობით. ეს იქნება ე.წ. "კაზმული" ბუნება.
სილამაზის კრიტერიუმია სიცხადე. ყველაფერი რაც გაურკვეველია, გამოუცნობია,
გაუგებარია - მშვენიერის მიღმაა. ემოციებისათვის ადგილი არ არის იქ, სადაც
ლაპარაკია სილამაზეზე. ემოცია ინდივიდუალურია, ხოლო სილამაზე საყოველთაო.

ესთეტიკა (როგორც მოძღვრება მშვენიერებაზე ჩამოყალიბდა განმანათლებლობის


ეპოქაში (ა. ბაუმჰარტენი). ესთეტიკის მიზანია სრულყოფის მიღწევა გრძნობადი
შემეცნების მეშვეობით. ასეთი გზით მიღებული სრულყოფა მშვენირებაა, თუ
ლოგიკური მსჯელობის ობიექტია ჭეშმარიტებაა. ესთეტიკური მსჯელობის ობიექტი
მშვენიერებაა,
ლესინგს მიაჩნდა, ისევე, როგორც შემდგომ შილერს, რომ ყველაზე საზიზღარი
ბუნებასა და ცხოვრებაში ხელოვნებაში გადაიქცევა კაზმულად.

იმის მიუხედავად, რომ ესთეტიკური აღქმა ემოციურია, იგი არ შეიძლება გონებას


დავაშოროთ, მხედველობითი და სმენითი შთაბეჭდილებები ყოველთვის მოქმედებებ
ჩვენს გონებაზე, ფანტაზიაზე, იწვევენ გარკვეულ ასოციაციებს. ბუნებაში ყოველი საგანი,

ეს მოვლენა ხასითდება ისეთი გარეგანი თვისებებით, რომელიც , გარკვეულ


პირობებში ესთეტიკურ ემოციებს იწვევენ ეს არის ფერბის, ბგერების, ხაზების
ჰარმონია, ტგუტია, თანაზომიერება, მიზანშეწონილობა, კონტრასტულობა,
სიმეტრიულობა თუ ასიმტერიულობა. ესთეტიკურ გრძნობებს ამავე დროს აქვთ
აგრეთვე საგანთა
შინაგანი არსის შეფასების უნარი, ადამიანი წარმოგეიდგება, უპირველეს ყოვლისა,
როგორც შემოქმედი და შემქმნელი, რითაც იგი ღირებულებას ანიჭებს ბუნების
ძალებს.
ეს განსაზღვრავს ბუნების მოვლენებისა და საგნების ესთეტიკურ შეფასებასაც,
მაგალითად, მშვენიერი კოცონი, რომელიც ღამის წყვდიადს ანათებს, მაგრამ საშიშია
კოცონი, რომელიც ხანძარს იწვევს და ყველაფერს სპობს. აქ ესთეტიკურ შეფასებაში
ვლინდება სუბიექტური მომენტი, მშვენიერით აღტაცებაში ადამიანის პრაქტიკული
დაინტერესება.
მშვენიერი თავისი არსით წარმოადგენს როგორც გონების პროდუქტს ისე
ზოგადსაკაცობრიო, საზოგადოებრივ-ისტორიულ მოვლენას, რომელიც არსებობს
ისევე ობიექტურად, როგორც სხვა დანარჩენი საზოგადოებრივი მოვლენები.

მჩვენიერი ბუნებაში ყოველთვის ვლინდება როგორც ლამაზი (ბუნების მიმართ


ეს ტერმინები ტოლფასია). ბუნებას არ შეიძლება ვუწოდოთ კეთილი ან ჭეშმარიტი
ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ ლამაზი იგი ყოველთვისაა.

ბუნების სილამაზე, მშვენიერი ფასდება თავისი შინაარსით ადამიანის


იდეალების პრიზმაში. ბუნებაში არსებული მშვენიერის ობიექტურობის
გარკვევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ ნიშნებს, მხარეებს ან ელემენტებს,
როგორიც არის ბუნების მოვლენებისა და საგნების მიზანშეწონილობა,
სიმეტრიულობა,
ჰარმონიულობა, პროპორციულობა და ა.შ. ბუნებაში მოქმედი პროცესები ქმნიან
ისეთ მოვლენებს და საგნებს, რომლებიც გარდა მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური
და სხვა თვისებებისა, ერთიანობაში აქვს ესთეტიკური თვისებებიც. მართალია
თანამედროვე ასტრონომიისა და კოსმონავტიკის მიერ მთვარის, როგორც ციური
სხეულის კვლევამ
უამრავი მანამდე არარსებული ინფორმაცია მოიპოვა ამ ციური სხეულის შესახებ,
მეტიც ადამიანმა პრაქტიკულად დაიპყრო იგი, მაგრამ მას არ დაუკარგავს ის
ესთეტიკური ღირებულება რომელიც თავის მშვენიერებით აღაფრთოვანებს როგორც
უბრალო მოკვდავს ისე ხელოვანს, რომლის შთაგონების უწყვეტ წყაროდ რჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებაში არსებული მშვენიერი უაღრესი


ცხოველმყოფელობით ხასიათდება მასთან ჭიდილში თვით ადამიანიც უძლურია,
ანუ
მასზე ცხოველმყოფელს ვერ ქმნის , ამავე დროს ბუნებაში არსებული მშვენიერი
წარმავალი ხასიათისაა გაზაფხულზე აყვავებული ხეების მშვენირებას ზაფხულის
შეფოთლილი ხეები ცვლის და ა.შ

კარგა ხანია ცნობილია, რომ არსებობს სილამაზის, მშვენიერების ორი ფორმა.


ერთი მზამზარეული სახით ეძლევა ადამიანს ბუნებაში, ხოლო მეორეს თვით ადამიანი
ქმნის. ძირითადი განსხვავება მშვენიერის ორ ფორმას (ბუნებრივისა და ადამიანის მიერ
შექმნილს) შორის ის არის, რომ უკანასკნელი სავსებით გამიზნულია. ადამიანის მიერ
ბუნებაზე მოქმედების შედეგია, ადამიანის ცნობიერების შედეგია, რომელიც არა მარტო
ასახავს სამყაროს, არამედ ქმნის კიდეც მას, ხოლო პირველი - ბუნების სტიქიური
მოვლენების მოქმედების შედეგია.

მაშასადამე, მშვენიერი არსებობს როგორც ბუნებაში ადამიანისაგან


დამოუკიდებლად, ისე ხელოვნებაში და რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ადამიანთან მიმართებაში,
სილამაზის ცნება, უმთავრესია, შეეხება გარეგან ფორმას, მოვლენის, საგნის
გარეგან სახეს, ხოლო მშვენიერი ცნება - ძირითადად მთლიანად მოვლენას და
უპირველეს ყოვლისა, მის ცხოველმყოფელ არსს, რომელიც შეესაბამება ჩვენს
ესთეტიკურ იდეალებს და იგი ზოგადსაკაცობრიო, საზოგადოებრივ-ისტორიული,
ეროვნული და სოციალური ხასიათისაა.

მშვენიერის ყველა ძირითადი ნიშან-თვისება ყველაზე უფრო სრულად ვლინდება


ხელოვნების მშვენიერების განხილვისას. ხელოვნება მუდამ მშვენიერია. მარადიული
ხასიათისაა და ადამიანებს ანიჭებს ჭეშმარიტ ესთეტიკურ სიამოვნებას. ხელოვნების
საგანია სინამდვილე, მხატვრის სულიერი, შინაგანი და ინტელექტუალური განცდების
ესთეტიკური გამოვლინება. ასახავს რა სინამდვილეს, ხელოვნება გაგვიხნის მისი

მოვლენებისათვის ობიექტურად დამახასიათებელ მშვენიერებისა თუ საზიზღარის,


ამღლებულისა თუ მდაბლის, ტრაგიკულის, კომიკური და ა.შ. ესთეტიკურ ნიშან
თვისებებს. მაშასადამე, ხელოვნება ცხოვრებისეული მოვლენების ესთეტიკურ
შეფასებას ახდენს. ხელოვნება მშვენიერია იმიტომაც, რომ მის შინაარსში აისახება
სინამდვილის მოვლენების ესთეტიკური ნიშანთვისებები, ხორციელდება მხატვრის
იდეალები და იმიტომაც, რომ მისი ფორმა იქმნება "სილამაზის კანონების” მიხედვით.

ლუვრში, ანტიკური ხელოვნების ერთ-ერთი დარბაზის შუაგულში,


განმარტოვებით დგას მსოფლიო ხელოვნების უნიკალური შედევრი - აფროდიტე

(ვენერა) მილოსელი, ეს ქანდაკება ჭეშმარიტი ხელოვნების სიმბოლოდ არის


აღიარებული, არ შეიძლება ადამიანმა ერთხელ მაინც იხილოს ქმნილება და მუხლი
არ მოიყაროს ადამიანის გონებისა და გრძნობების უდიდესი სიმდიდრის წინაშე, თუ
ნამდვილ ხელოვნებას რა განსაცვიფრებელი ნაწარმოების შექმნა ძალუძს.

რუსთაველის გენიამ შუა საუკუნეების სიღრმიდან "გადმოიხედა" და ისეთი


სიტყვები წარმოთქმა მეგობრობასა და კაცთმოყვარეობაზე, რაინდობაზე,
ჰუმანურობაზე, რომ ისინი დღესაც დიდ ფილოსოფიურ-მხატვრულ ჭეშმარიტებად
ჟღერს. რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში" იმდენი, აურაცხელი მშვენიერებაა, იმდენი
თავისმომჭრელი ბრწყინვალებაა, რომ იგი ყოველთვის იყო და დარჩება
თაობებისათვის უახლოეს თანამედროვედ, როგორც ჰომეროსი და შექსპირი, დანტე
და სხვა გენიალური მხატვრები.

ხელოვნების ნაწარმოებები უდიდეს ემოციურ ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე,


ახდენენ მათ ესთეტიკურ აღზრდას, აყალიბებენ მათ ხასიათს, მათ
დამოკიდებულებას სინმადვილისადმი, გავლენას ახდენენ მათ მოქემდებაზე და
სხვა.
ხელოვნებაში მშვენიერის ასახვა ყოველთვის დაკავშირებულია ჰუმანიზმის
იდეალებთან. ხელოვნება სინამდვილის ნებისმიერ მოვლენებს, ისეთებსაც კი,
რომლებიც შორს არიან მშვენიერებისაგან გამოხატავს მშვენივრად ე.ი. მხატვრულად,
ხელოვნება არა მარტო ასახავს, არამედ ქმნის კიდევაც სილამაზეს.

თემის შემდგომი განვითარებისათვის რეკომენდირებული ლიტერატურა:


1. თ. კუკავა, ესთეტიკა. თბილისი 1985 წ.
2. ა. ჩხარტიშვილი, საუბრები ესთეტიკაზე. თბილსი 1984 წ.
3. არისტოტელე, პოეტიკა. თბილისი 1944 წ.
4. M. Kopen, Scremixa. Mockna 1969 r.
5. Ierituaw To acrophua Dremna, Jerusairpas 1973 r.
6, M. KaraH, JIeriuxx To Orerake, JIeasurpas 1971r. (თარგ. რ. შენგელიასი)
7. პლატონი, იონი, დიდი ჰიპია, მენონი. თბილისი 1974 წ. (თარგ. ბ. ბრეგვაძისა)
8. გ. ჯიბლაძე, ესთეტიკის თეორიის საკითხები, თბილისი 1961 წ.
9. ჰეგელი, ესთეტიკა, ტ. I, თბილისი 1977 წ.
10. ბ. ვიპერი. სტატიები ხელოვნებაზე, მოსკოვი 1970 (რუსული გამოცემა)

You might also like