You are on page 1of 8

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

(დაწყებითი საფეხური I-IV კლ)


(მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით)

ცხრილი 2 - სამიზნე ცნებები და ქვეცნება/საკითხები

დაწყებითი საფეხური (1-4 კლ)

სამიზნე ცნება ქვეცნება/საკითხი

1. სახვითი ხელოვნების მხატვრულ- ელემენტები:


გამომსახველობითი საშუალებები
ხაზი (სხვადასხვა ტიპის სქელი, წვრილი, სწორი, ტალღოვანი, ტეხილი, წყვეტილი, ზიგზაგი,
(ელემენტები) და ხერხები (პრინციპები)
ჰორიზონტალური, ვერტიკალური, მრუდი, დიაგონალური; კონტური, შტრიხი);
ფერი (ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი, კონტრასტული, ნახევარტონები);
ფორმა (მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული, ბრტყელი და მოცულობითი - 2D და 3D).

პრინციპები: რიტმი, ელემენტთა განმეორებადობა, ძირითადის გამოყოფა, წინა და უკანა ხედი, კონტრასტი,
სტატიკა, დინამიკა, კომპოზიციური განაწილების საფუძველი (ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ფორმატის
შერჩევა, ფორმატზე გამოსახულების განაწილება).

2. სახვითი ხელოვნების ტექნიკა ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, მონოტიპია და სხვა.

3. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები დარგები: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, არქიტექტურა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.

ჟანრები: პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, ყოფითი.

ცხრილი 3
1
სამიზნე ცნება საკითხების /ქვეცნებების ტიპოლოგია: ტიპური კომპლექსური დავალებები

ცნებასთან დაკავშირებული - პრაქტიკული სამუშაო


მკვიდრი წარმოდგენები
ზოგადი კრიტერიუმები კომპლექსური დავალების შესაფასებლად:
1. სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებით
(ელემენტები) და ხერხებით (პრინციპები) ნამუშევარში გადმოეცი
ჩანაფიქრი, იდეა, ემოციები, შთაბეჭდილებები.
2. ნამუშევარში ჩანაფიქრის, იდეის, შესაბამისად გამოიყენე სახვითი
ხელოვნების ტექნიკა და მასალა.
3. შექმენი ნამუშევარი სახვითი ხელოვნების დარგში და/ან ჟანრში.

- ნამუშევრის წარდგენა, ანალიზი

ზოგადი კრიტერიუმები კომპლექსური დავალების შესაფასებლად:


 რისი გადმოცემა გსურდა ნამუშევარში?
 ჩანაფიქრის, იდეის, ემოციების, შთაბეჭდილებების გადმოსაცემად
რომელი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები)
და ხერხები (პრინციპები) გამოიყენე, დაასაბუთე რატომ აარჩიე ისინი.
 რა მასალა და ტექნიკა შეარჩიე, რატომ?
 ისაუბრე სხვის ნამუშევრებში რა არის გადმოცემული, რა მოგეწონა ან
არ მოგეწონა დაასაბუთე შენი მოსაზრება (რომელი დარგის, ჟანრის
ნამუშევარია, რამ განაპირობა შენი დამოკიდებულება მაგ. შინაარსმა
მხატვრულ-გამომსახველობითმა საშუალებებმა და ხერხებმა, და სხვ.)
გამოიყენე შესაბამისი ტერმინოლოგია.

2
1. სახვითი ხელოვნების სახვითი ხელოვნების საშუალებები 1 კლასი
მხატვრულ-გამომსახველობითი (ელემენტები):
ხაზი: სწორი, ტალღოვანი, ტეხილი, დავალება 1. ნახატი წელიწადის ორი დრო.
საშუალებები (ელემენტები) და
წყვეტილი, ზიგზაგი, მრუდი,
ხერხები (პრინციპები)  გუაშის საღებავებით (2) შექმენი ორი ნამუშევარი.
ჰორიზონტალური, ვერტიკალური,
დიაგონალური, სქელი, წვრილი,  ერთზე დახატე ზაფხულის ერთი დღე, გამოიყენე ის ფერები (1),
 სათქმელის (ამბის, გრძნობის, განსხვავებული სისქის კონტური, რომლებიც ამ დროს ჭარბობს.
აზრის, შთაბეჭდილების, სხვადასხვა ტიპის შტრიხი.  მეორეში კი გადმოეცი შემოდგომის ერთი დღე და გამოიყენე ის
განწყობილების, ემოციების, ფერი: სხვადასხვა ფერი, ძირითადი და ფერები (1), რომლებიც ჭარბობს ამ დროს.
დამოკიდებულებების, შედგენილი, ცისარტყელას ფერები, ცივი და  აჩვენე კლასელებს, მათ უნდა ამოიცნონ რომელ ნამუშევარშია
დაკვირვების შედეგების), თბილი ფერები, კონტრასტული ფერები, ასახული ზაფხული და რომელში შემოდგომა.
მხატვრული ჩანაფიქრის ნახევარტონები.
გადმოსაცემად ადამიანი იყენებს ფორმა: მარტივი გეომეტრიული და
ხელოვნების ენას, ანუ სახვითი ბუნებაში არსებული, ბრტყელი და
ხელოვნების ელემენტებს (ფერი, მოცულობითი - 2D და 3D, სიმეტრიული და დავალება 2. მე და ჩემი მეგობრები
ხაზი, ფორმა) და პრინციპებს ასიმეტრიული.
(მაგ., რიტმი, ძირითადის  შექმენი პორტრეტი (3). მოიფიქრე ვის გამოსახავ - საკუთარ თავს,
გამოყოფა, კონტრასტი და სხვ.) მეგობარს/მეგობრებს, თუ ყველას ერთად.
სახვითი ხელოვნების ხერხები
 არ დაგავიწყდეს მათი დამახასიათებელი ნიშნების, გარეგნობის,
(პრინციპები): რიტმი, ძირითადის
ტანსაცმლის და სხვ. გადმოცემა.
გამოყოფა, წინა და უკანა ხედი, სტატიკა,
 შეგიძლია შეარჩიო და გამოიყენო სხვადასხვა მასალა და ტექნიკა
დინამიკა, კონტრასტი, კომპოზიციური
(ფერწერა, აპლიკაცია, შერეული ტექნიკა) (2).
განაწილების საფუძველი (ვერტიკალური ან
 აჩვენე თანაკლასელებს, საინტერესოა ამოიცნობენ თუ არა, ვისი
ჰორიზონტალური ფორმატის შერჩევა,
პორტრეტია.
ფორმატზე გამოსახულების განაწილება).
 ისაუბრე ვინ არის გამოსახული, როგორი ხერხებით გადმოეცი
ხასიათი, გარეგნობა, როგორ გამოიყენე მასალა და ტექნიკა.

დავალება 3. საყვარელი გმირი/პერსონაჟი


 დახატე ან გამოძერწე (2, 3) ანიმაციური ფილმის, მოთხრობის, ან
ზღაპრის გმირი. შეგიძლია ნაწარმოების სხვა პერსონაჟებიც გამოსახო.
 არ დაგავიწყდეს მათი დამახასიათებელი ნიშნების, გარეგნობის,
ტანსაცმლის და სხვ. გადმოცემა.
 გამოიყენე შენთვის ნაცნობი ფერები, ხაზები, ფორმები (1).
 აჩვენე თანაკლასელებს, საინტერესოა ამოიცნობენ თუ არა, ვინ არის
 წარდგენისას ისაუბრე რატომ აირჩიე და გამოსახე ეს გმირი. როგორ,
რა საშუალებებით, ხერხებით გადმოეცი მათი სახასიათო ნიშნები,

3
2. სახვითი ხელოვნების ტექნიკა ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია, გარეგნობა, როგორ გამოიყენე მასალა და ტექნიკა.
კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, მონოტიპია
 ადამიანი ხელოვნების ნიმუშის და სხვა.
შესაქმნელად იყენებს
სხვადასხვა მასალასა და 2 კლასი
ტექნიკას.
დავალება 1. არდადეგები
 შექმენი ფერწერული (3) ნამუშევარი.
 დახატე (2) არდადეგების დროს თავს გადახდენილი ნამდვილი ან
გამოგონილი ამბავი.
 გაიხსენე წელიწადის რომელი დრო იყო და გადმოეცი განწყობილება
შესაბამისი ფერებით (1).
 წარადგინე ნამუშევარი და ისაუბრე, როგორ, რა ხერხებით გადმოეცი
ამბავი, განწყობილება. გამოიყენე შესაბამისი ტერმინოლოგია.

დავალება 2. ჩემი ოჯახი


3. სახვითი ხელოვნების დარგები დარგები: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება,  გამოსახე შენი და შენი ოჯახის წევრების პორტრეტი/პორტრეტები (3).
 გაითვალისწინე მათი სახასიათო ნიშნები - გარეგნობა, ვარცხნილობა,
და ჟანრები არქიტექტურა, დეკორატიულ- ჩაცმულობა და სხვ.
გამოყენებითი ხელოვნება.  (1) შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა ფერი, ასევე, ძირითადი და შედგნილი
 ხელოვნების სხვადასხვა ფერები, ცისარტყელას ფერები, სხვადასხვა მასალა და ტექნიკა (მაგ.,
დარგებად დაყოფას ჟანრები: პეიზაჟი, პორტრეტი, ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი).
განაპირობებს გამოყენებული
ნატურმორტი, ყოფითი.
მასალა, ტექნიკა, დანიშნულება: დავალება 3. ცხოველები
 სახვითი ხელოვნების დარგების  გამოსახე შინაური ან გარეული ცხოველები.
ნამუშევრები იქმნება სახვითი
 (2) იმის მიხედვით, თუ რომელი ცხოველები აირჩიე, შექმენი გარემო,
ხელოვნების ელემენტებისა და
რომელშიც ისინი ცხოვრობენ, შენთვის სასურველი მასალითა და ტექნიკით
პრინციპების გამოყენებით,
თუმცა თითოეული (დახატე, გამოძერწე, შექმენი დიორამა).
დარგისთვის რომელიმე  მუშაობის დაწყებამდე მიმოიხედე, დააკვირდი გარემოს, რომელშიც,
ელემენტია მეტად უამრავი ფორმა (გეომეტრიული, ბუნებაში არსებული) (1) შეგიძლია
დამახასიათებელი. აღმოაჩინო. მათი დახმარებით იოლად შეგიძლია შექმნა გამოსახულებები.
 ხელოვნება ჟანრებად იყოფა  წარდგენისას ისაუბრე რომელი ტექნიკა შეარჩიე ჩანაფიქრის
ასახული შინაარსის მიხედვით. განსახორციელებლად, რა ხერხებით გამოსახე გარემო, ცხოველები და
როგორ გამოიყენე სხვადასხვა ფორმა გამოსახულებებში.

დავალება 4. სადღესასწაულო საჩუქარი

 აპლიკაციისა და კოლაჟის ტექნიკით (2) დაამზადე სადღესასწულო


საჩუქრები - მოსართავები, მისალოცი ბარათები და სხვ.
4
 გასაფორმებლად გამოიყენე სხვადასხვა ტიპის ხაზები, ორნამენტები,
ასევე, ისეთი ფერები (1), რომ შექმნა სადღესასწაულო განწყობილება.
 აჩუქე საყვარელ ადამიანებს.

3 კლასი

დავალება 1. წყალქვეშა სამყარო

 დახატე (2) რეალური ან გამოგონილი წყალქვეშა სამყარო. გამოსახე წყლის


ბინადრები (თევზები, მცენარეები, ნიჟარები და სხვ.). წარმოიდგინე,
როგორია ზღვის ფსკერი, რა ფერია წყალი სიღრმეში.
 (1) გამოიყენე რაც შეიძლება მრავალფეროვანი ფორმები (მაგ.,
გეომეტრიული და ბუნებაში არსებული) და ცივი და თბილი ფერები.
გამოყავი ძირითადი ნახატში - გამოკვეთე რომელიმე წყლის არსება
შენთვის ნაცნობი რომელიმე ხერხით (ზომით, ფერით, მდებარეობით).
 წარადგინე და ისაუბრე როგორ გადმოეცი ჩანაფიქრი, შტაბეჭდილება, რა
ხერხებითა და საშუალებებით გადმოეცი წყალი, გამოყავი ძირითადი
ნახატში.

დავალება 2. ქარი და წვიმა


 (2) აირჩიე მასალა და ტექნიკა. საღებავებით, ფანქრებით ან პასტელით
გამოსახე ქარიანი და წვიმიანი ამინდი.
 (3) შეგიძლია გადმოსცე ბუნების ან ქალაქის სურათი - ქარისგან
გადახრილი ხეები, გუბეები, გაფრიალებული სარეცხი, გაქცეული
ადამიანები ქოლგებით, საწვიმარებით და სხვ.
 (1) გამოიყენე სხვადასხვა ტიპის ხაზები (მაგ., სწორი, ტალღოვანი,
ტეხილი, წყვეტილი, მრუდი, დიაგონალური, სქელი, წვრილი) და
მონასმები. განწყობის გადმოსაცემად გამოიყენე შესაბამისი ფერები.
 წარადგინე და ისაუბრე როგორ გადმოეცი განწყობილება, როგორი
ფერებით და ხაზებით გადმოეცი ქარიანი და წვიმიანი ამინდი, რა მასალა
და ტექნიკა გამოიყენე.

დავალება 3. ჩემი სახლი


 (2,3) შენთვის სასურველი მასალით და ტექნიკით (აპლიკაცია, მაკეტი,
5
ძერწვა) შექმენი ქალაქი/სოფელი და შენი სახლი ამ ქალაქში/სოფელში.
 როგორია ეს ქალაქი/სოფელი? რეალურია თუ გამოგონილი? როგორი
არქიტექტურული ნაგებობებია? ტრანსპორტი? ქანდაკებები, ბაღები და
პარკები, ტყე თუ არის? ვინ ცხოვრობს? და სხვ.
 (1) მოიფიქრე, როგორ, რა ხერხებით (ზომით, ფერით,
ადგილმდებარეობით, ფორმით) გამოყოფ შენს სახლს.
 (2) შეგიძლია ხეები, ადამიანები, ტრანსპორტი და სხვ. გამოძერწო.
 აჩვენე ნამუშევრი კლასელებს, ახლობლებს, საინტერესოა, იცნობენ
ქალაქს/სოფელს და სახლს? რით გამოირჩევა შენი სახლი სხვებისგან?
 ისაუბრე, რომელი ქალაქი/სოფელი გამოსახე, როგორი შენობები და
ქანდაკებებია, რა მასალა და ტექნიკა გამოიყენე, რა ხერხებით გამოყავი
ძირითადი ნამუშევარში.

დავალება 4. ნატურმორტი
(2) შენთვის სასურველი მასალითა და ტექნიკით (ფერწერა, აპლიკაცია, ძერწვა)
შექმენი შემოდგომის ნატურმორტი.
(1) გაითვალისწინე რა ფერები (ცივი, თბილი) ჭარბობს შემოდგომაზე და
რომელი გეომეტრიულ ფორმები შეიძლება აღმოაჩინო ხილში და იმ საგნებში,
რომლებსაც გამოსახავ. შეეცადე რომ დაიცვა საგნების თანაფარდობა.

4 კლასი

დავალება 1. მშვიდი და ბობოქარი


ნახატების საშუალებით ერთმანეთს გავუზიაროთ ან შევუქმნათ განწყობა.
 (2) დახატე ორი განსხვავებული წარმოსახვითი სამყარო: ერთი - მღელვარე
და ბობოქარი, მეორე - მშვიდი და გაწონასწორებული.
 (1) ჩანაფიქრის შესაბამისად გამოიყენე კონტრასტული ფერები,
ნახევარტონები და სხვადასხვა ტიპის ხაზები.
აჩვენე შენი ნამუშევრები მეგობრებს, ახლობლებს. მოეწონათ? კითხეთ, რას
ფიქრობენ შენს ნამუშევრებზე? როგორ განწყობაზე დააყენა ნამუშევარმა
ისინი?

დავალება 2. პლაკატი
შექმენი პლაკატი. აირჩიე რა თემაზე იქნება ის: მაგ., ,,გადავარჩინოთ
ბუნება“, ,,გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას“, ,,დავიცვათ სისუფთავე“,
,,ერთად ვებრძოლოთ ვირუსს“, ,,დავრჩეთ სახლში“ და სხვ. შეგიძლია
6
თავადაც მოიგონო თემატიკა. გაითვალისწინე:
 თავდაპირველად შექმენი პლაკატის ესკიზი.
 (2) მოიფიქრე, რა ზომის იქნება პლაკატი, რა მასალას და ტექნიკას
(გრაფიკა, კოლაჟი) გამოიყენებ. ნახატთან ერთად, შეგიძლიათ
გამოიყენო ფოტოები ან ჟურნალებიდან ამოჭრილი გამოსახულებები,
წარწერები და სხვ.
 გახსოვდეს, იმისთვის, რომ შენი მოწოდება იოლად აღსაქმელი იყოს,
პლაკატი არ უნდა იყოს გამოსახულებებით გადატვირთული.
 ტექსტი უნდა იყოს ცოტა და დიდი ზომის.
 (1) გახსოვდეს, რომ ტექსტის და გამოსახულებების კომპოზიციურ
განაწილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

დავალება 3. ავტოპორტრეტი
 დააკვირდი საკუთარ თავს სარკეში. შეგიძლია გააკეთო ჩანახატი.
 (2,3) გამოძერწე საკუთარი პორტრეტი (ავტოპორტრეტი) თიხით ან
პლასტილინით.
 არ დაგავიწყდეს სახასიათო დეტალების გამოკვეთა. შეეცადე გადმოსცე
შენი ხასიათი.

დავალება 4. პეიზაჟი

 (2,3) დახატე პეიზაჟი.


 გამოსახულებები თანაბრად გაანაწილე ფურცელზე, ანუ შექმენი
გაწონასწორებული კომპოზიცია;
 გამოსახე სივრე შენთვის ნაცნობი ხერხებით (ახლოს და შორს არსებულ
გამოსახულებების ზომით, ადგილმდებარეობით, ნახევარტონებით,
დეტალებით).
 წარადგინე ნამუშევარი და ისაუბრე როგორ გამოსახე პეიზაჟი, როგორი
კომპოზიციაა, როგორ გადმოეცი სივრცე.

დავალება 5. თავგადასავალი
 (3) გაიხსენე თავგადასავალი, რომელიც შენ და შენს მეგობრებს
გადაგხდენიათ, ან გინდათ რომ გადაგხდეთ და მოყევი კომიქსის
საშუალებით.
 (1) გაითვალისწინე ადამიანის პროპორციები - თავის ზომა ტანთან

7
შედარებით, ფეხების და ხელების სიგრძე. დააკვირდი ადამიანებს
მოძრაობის დროს და გადმოეცი მოძრავი ფიგურებიც.

You might also like